You are on page 1of 2

დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული მოძღვრებით

შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ


გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა
დამოკიდებული არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია
სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა მყარად არის
გამიჯნული მისი ბრალუნარიანობისაგან.

ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს


სხეულებრივი გადაადგილება გარესამყაროში. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის
შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხადობა ასაკის გამო,
შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის
გარეშე ბრძანების ან განკარგულების შესრულება. შეზღუდული შერაცხადობა კი,
წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მის შემამსუბუქებელ გარემოებას.

  ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხრივ შეურაცხაობა დგინდება ორ:


ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. 14 წლის ასაკამდე პირს
ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი
ქართული კანონმდებლობით პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18
წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს  შეზღუდული შერაცხადობის
მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის
შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
საფუძველი.

არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია


სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა,
ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება
დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან
მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების


ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან
მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა
სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი
მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული
ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა,
ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად,


ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის
მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ
სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური
მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის
ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის
დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან
მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი.

შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება,


ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას
ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს
პასუხისმგებლობისაგან.

ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია არ დაისჯება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. კოდექსის მიხედვით, შეცდომა მისატევებელია,
თუ შექმნილ ვითარებაში პირდა არ იცოდა არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა
აკრძალულ ქმედებას.  რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეცდომა მისატევებელი არ არის? თუ
შეცდომა არ ჩაითვლება მისატევებლად, მაშინ პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა
მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის. ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედების
გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო


ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი
ზიანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც
მართლსაწინააღდეგებო ბრძანება ან განკარგულება გასცა. იმისათვის რომ ქმედების
შემადგენლობაში არსებობდეს ბრალის გამომრიცხველი გარემოება, აუცილებელია რომ
სახეზე გვყავდეს ორი პირი, პირველი, ის ვინც გასცა ისეთი ბრძანება რომლის შესრულებაც
გამოიწვევდა მართლსაწინააღდეგო შედეგს, და ის ვინც შეასრულებს ამ ბრძანებას.
შემსრულებელს არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმეგბლობა. რადგან, იგი
ვალდებული იყო ზედამხედველის, ანუ იმის ვინც უბრძანა, განკარგულება თუ ბრძანება
შეესრულებინა.   იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულებრივ ბრძანებას ან განკარგულებას პირი
წინასწარ გააზრებულად და წინასწარი შეცნობით  ასრულებს  პირს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს


სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის
მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.

 თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის
გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი
სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის
სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.

You might also like