You are on page 1of 15

საქართველოს

ეროვნული
უნივერსიტეტი

სამართლის ბაკალავრის სტუდენტი: მარიამ მესხიშვილი


სემინარის ხელმძღვანელი: მარიამ შაიშმელაშვილი

2022 წ.
ქმედუნარიან
ობა
.
 მუხლი 12. ქმედუნარიანობა

• 1. ქმედუნარიანობა, ანუ
ფიზიკური პირის უნარი,
თავისი ნებითა და
მოქმედებით სრული
მოცულობით შეიძინოს და
განახორციელოს სამოქალაქო
უფლებები და მოვალეობები,
წარმოიშობა
სრულწლოვანების
მიღწევისთანავე.
მუხლი 12. ქმედუნარიანობა
• 2. სრულწლოვანია პირი,
რომელმაც 18 წლის ასაკს
მიაღწია.
• 3. ქმედუნარიანად
ითვლება პირი, რომელმაც
18 წლის ასაკის
მიღწევამდე იქორწინა.
მუხლი 12. ქმედუნარიანობა
• 4. ქმედუნარიანად ითვლება • 5. მხარდაჭერის მიმღებად
ფსიქოსოციალური საჭიროების სასამართლომ შეიძლება ცნოს
მქონე პირი, რომელსაც აქვს მყარი აგრეთვე არასრულწლოვანი იმ
ფსიქიკური, ფარგლებში, რომლებშიც,
გონებრივი/ინტელექტუალური საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევები, რომელთა თანახმად, მას თავისი უფლება-
მოვალეობების განხორციელებისას
სხვადასხვა დაბრკოლებასთან
კანონიერი წარმომადგენლის
ურთიერთქმედებამ შესაძლოა
თანხმობა არ სჭირდება.
ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მის სრულ და • 6. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი
ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ
ითვლება.
თანაბარ პირობებში.
მუხლი 14. შეზღუდული
ქმედუნარიანობა
• 1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული
ქმედუნარიანობის მქონეა.
• 2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე
სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა
მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი
თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.
• 3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ
არის ის საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა
ქმედუნარიანობა.
.
• შვიდ წლამდე ასაკის
მცირეწლოვანი ქმედუუნაროდ
ითვლება, ისინი არიან
მცირეწლოვნები. კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობით,
ისინი დებენ წვრილმან
გარიგებებს, როგორიცაა
მაგალითად, სუპერმარკეტში
რაიმეს შეძენა.
ფსიქოსოციალური საჭიროების
მქონე პირის ქმედუნარიანობა
• 2015 წლიდან ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი
აღიარებულია ქმედუნარიანად. გაეროს კონვენცია
საქართველოს მიერ რატიფიცირებული იქნა 2013 წელს,
რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციულია შშმ პირთა
მიმართ ქმედუნარიანობის ჩამორთმევა.
შშმ პირთა უფლებების
კონვენციის მე-12 მუხლი
• ისტორიულად შშმ პირების ნაცვლად მოქმედებდნენ მეურვეები, უმეტესად
არ წარმოადგენდნენ ამ ადამიანების ინტერესებს და მათ უფლებებს ხშირად
არღვევდნენ. დღესაც მეურვეობას დაქვემდებარებული პირი კარგავს
საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლისა და ისეთი საბაზისო
გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელსაც პირდაპირ
უკავშირდება მის ფუნდამენტურ უფლებებს.
• კონვენციის მე-12 მუხლი მოითხოვს შშმ პირთა მიმართ პატერნალისტური
დამოკიდებულებების შეცვლასა და სამართლებრივად თუ ფაქტობრივად
დამკვიდრებული გადაწყვეტილების მიღების ჩანაცვლებითი სისტემების
გაუქმებას, რომელიც სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი
გამოხატულებაა.
.
• კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველა შშმ პირს აქვს სრული
სამართლებრივი ქმედუნარიანობა, რაც სამოქალაქო, პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობის
წინაპირობაა. ეს მუხლი შშმ პირებისთვის ახალ უფლებას კიარ
განსაზღვრავს, არამედ აღწერს იმ სპეციალურ ღონისძიებებს,
რომლებიც სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ კანონის წინაშე მათი
თანასწორობის უზრუნველსაყოფად. მე-12 მუხლი დღემდე ყველაზე
სადავო დებულებაა და ეს ყოველივე გარკვეულწილად დაკავშირებულია
იმ ისტორიულ გამოცდილებასა და სტიგმასთან, რაც ფსიქოსოციალური
და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების მიმართ არსებობს.
.
• ქმედუნარიანობის კონცეფციის სრულყოფილ დანერგვასა და
განხორციელებას დიდი მნიშნველობა აქვს შშმ პირების
დამოუკიდებლობისა და მათი უფლებების რეალიზებისთვის.
სწორედ, სამართლებრივი ქმედუნარიანობა აქცევს პირს
სამართლის სუბიექტად, აძლევს მას ძალაუფლებას და
შესაძლებლობას, იმოქმედოს სამართლებრივ ურთიერთობებში,
მიიღოს გადაწყვეტილებები.
მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტი
კული ნივთიერებების გამოყენების გამო
.

• 1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს,


რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო
თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია
დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა
სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი
გარიგებების დადებისა.
• 2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.
ამ შეზღუდვას აუქმებს სასამართლო იმ შემთხვევაში,
თუ პირი თავს დაანებებს ნარკოტიკული ან/და
ალკოჰოლური საშუალებებით ბოროტად სარგებლობას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1 .  ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი
ნაწილი, ,,სამართალი”, თბილისი, 2011;
2 .  სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო
კოდექსის ზოგადი დებულებები, თბ., 2017.
3 . საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
4. GOOGLE PHOTOS.
5 . ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება, შშმ პირთა უფლებების
მე-12 მუხლი. რედაქტ: მედეა იმერლიშვილი. გვ: 15-16.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like