You are on page 1of 3

მტკიცებულება, მტკიცებულების საგანი და პროცესი.

განსახილველი ნორმა განსაზღვრავს მხარეების მიერ მოპოვებული ინ ფორმაციის


დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის ზოგად საფუძველს და წესს. დაუშვებელი
მტკიცებულებები. სამართლებრივ სახელმწიფოში ჭეშმარიტების დადგენა არ არის სისხლის
სამართლის პროცესის აბსოლუტური მიზანი, ვინაიდან იგი განიცდის გარკვეულ
კანონისმიერ ბოჭვებს. ჭეშმარიტება დადგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პროცესუალურად
დასაშვები საშუალებებით. შესაბამისად, მხარეების მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია
ვერ იქნება დასაშვებ მტკიცებულებად ცნობილი სისხლის სამართლის პროცესში, თუ ისინი
არ პასუხობენ კანონის მოთხოვნებს. მ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული
მტკიცებულებათა დაუშვებლობა. სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების
საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს
ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ
გააჩნია. . ცხადია, აღნიშნული ნორმა აფართოებს დაუშვებელ მტკიცებულებათა რიცხვს და
მტკიცებულებად არ დაიშვება არა მხოლოდ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული
უშუალო (პირველადი) მტკიცებულებები, არამედ ასევე ის შუალობითი მტკიცებულებები,
რომლებიც უშუალო მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მოპოვებული, თუ ის აუარესებს
ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. დამოუკიდებელი წყაროს გამონაკლისი ეს ის
შემთხვევაა, როდესაც მტკიცებულებების აღმოჩენა ეფუძნება არა მხოლოდ კანონის
არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, არამედ სხვა დამოუკიდებელ
წყაროსაც. ამიტომ, როდესაც მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობას დამოუკიდებელი
წყაროც იძლევა, დაშვებულია გამონაკლისი და „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა“ ვერ
ზღუდავს მტკიცებულების დასაშვებობას. როდესაც საგამოძიებო ორგანოები ერთი და იგივე
მტკიცებულების მოსაპოვებლად ახორციელებენ რამდენიმე საგამოძიებო მოქმედებას,
ზოგიერთს კანონის დაცვით და ზოგს კი კანონდარღვევით და თუ ამ საგამოძიებო
მოქმედებებს შორის არ არსებობს კავშირი და ისინი ერთიმეორეზე არ არიან
დამოკიდებული, მაშინ კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულება აშშ-ში
განვითარებული სამოსამართლეო სამართლის მიხედვით დასაშვებად არის ცნობილი.
კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, ცალკეულ გარემოებათა
არსებობისას არ დაიშვება აგრეთვე კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებაც.
ერთ-ერთ ასეთ გარემოებას წარმოადგენს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული
შემთხვევა, რომლის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი
არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი
შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. მსგავსი სახის საეჭვო
მტკიცებულებებს შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) და
ხელი შეუშალონ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. წარდგენილი ბრალდების მტკიცების
ტვირთთან ერთად კანონმდებელი ბრალდების მხარეს აკისრებს აგრეთვე მის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების
დაუშვებლობის მტკიცების ტვირთს. თუ ბრალდების მხარე დაცვის მხარის
მტკიცებულებების შესწავლისას გამოავლენს ისეთ გარემოებას, რომელიც იძლევა
მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, მან ასეთი გარემოების არსებობა და
მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის აუცილებლობა უნდა ამტკიცოს სასამართლოში.
ამავდროულად, დაცვის მხარე არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი მტკიცებულებების
დასაშვებობა. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებულება იქნება დასაშვებად ცნობილი,თუ
ბრალდების მხარე სადავოდ არ გახდის დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობას და
ამასთან, არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელიც აშკარად მიუთითებს მტკიცებულების
დაუშვებლობაზე. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით
უნდა შეამოწმოს და შეაფასოს მტკიცებულება. მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც მისი
მოპოვების ხერხი, ისე მისი აუთენტურობა. პრეიუდიციას წარმოადგენს ფაქტი/გარემოება,
რომელიც არ მოითხოვს დამატებით დამტკიცებას და არ ექვემდებარება გონივრულ დავას.
პრეიუდიციას მიეკუთვნება გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა)
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ სხვა სისხლის სამართლის
საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი
მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც
მხარეები შეთანხმდებიან. 2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს
პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში
მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ
სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
ბრალდებულის ჩვენებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. ჩვენების შინაარსს წარმოადგენს
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება განსახილველი საქმის კონკრეტულ, ფაქტობრივ
გარემოებებს; 2. ამ ინფორმაციას შემხებლობა უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმესთან
– მტკიცების საგანთან; 3. ეს ინფორმაცია მოპოვებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებულის
სასამართლოში დაკითხვის გზით; 4. ამ ინფორმაციის მატარებელია ის პირი, რომელსაც
მინიჭებული აქვს ბრალდებულის სტატუსი. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა.
ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ
შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ
იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი
ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური
ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია,
რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმაციის ნიშან-თვისებები და
რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება
იყოს როგორც თითის ანაბეჭდი, ფეხის კვალი, სიგარეტის ნამწვავი, სისხლის კვალი,და ა.შ.
მათზე აღბეჭდილი მტკიცებულებითი ინფორმაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
ისინი დაკავშირებულია განსახილველ საქმესთან: 1. წარმოადგენენ დანაშაულის ჩადენის
იარაღს ან საშუალებას; 2. წარმოადგენენ დანაშაულის ჩადენის საგანს; 3.შეინარჩუნეს
დანაშაულის კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5.წარმოადგენენ დამ
ნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყ|
ოფის საშუალებას. იმისთვის, რომ მატერიალური სამყაროს ობიექტმა შეიძინოს
მტკიცებულების სტატუსი, პირველ რიგში, ის უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალურ
მოთხოვნებს მის ამოღება დამაგრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თავის მხრივ
გულისხმობს 1. მის მოპოვებას კონკრეტული საპროცესო გზით. აღნიშნული ინფორმაციის
მოპოვების შემდეგ მის დამაგრებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლუქის მოხსნა- სსსკ დაშვებულად მიიჩნევს, მაგ: მკვლელობის ადგილიდან ამოღებული
სისხლიანი პერანგის დათვალიერების უფლება უნდა ჰქონდეს როგროც დაცვის მხარეს,
ასევე, ექსპერტს საექსპერტო კვლევის წარდგენისას, ნაფიც მსაჯულებს იმისთის, რომ
დარწმუნდნენ რამდენად აღინიშნება ნივთმტკიცებაზე დაზარალებულისათვის მიყენებული
ჭრილობების კვალი და ა.შ. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც
გამორიცხავს მის დაკარგვას და მის თვისების შეცვლას. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც
ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა,
ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ძვირფასი ლითონები, ქვები, ფულის
ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ინდივიდუალური ნიშნებს
მტკიცებულების მნიშვნელობა არ აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში. მტკიცებულების
შეფასება წარმოადგენს მტკიცების სუბიექტის გონებრივ, ლოგიკურ საქმიანობას საქმეში
არსებული თითოეული მტკიცებულების რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის,
ასევე, მათი ერთობლიობის საკმარისობის შესახებ საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად.
სისხლის სამრთლის საქმეში მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის,
დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს ქინასძარ
განსაზღრული ძალა. პირი დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა
არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების


მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში
წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისიწნებული შემთხვევაში
დახვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. მას შემდეგ რაც
დაკმაყოფილდება დაცვის მხარის მოთხოვნილებები ამის მერე ბრალდების მხარე
უფლებამოსილია დავის მხარისგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად
წარდგენასაც აპირებს სასამართლოში დაცვის მხარე. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის
შემდეგ იმ მომენტისთვის არსებული მასალის მხარისთვის სრული მოცულობით
გადაუცმელობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, ინფორმაციის
მიღების მოთოვნა დაცვის მხარის მიერ სასამართლომ შეიძლება შეზღუდოს ოპერატიულ-
სამძებრო ღონისძიებების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
ინფორმაციის ნაწილში და მხოლო წინასასამართლო სხდომამდე, წინასასამართლო სხდომის
გამათამდე არაუგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისთის
ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად წარდგენას აპირებენ
სასამართლოში.

You might also like