You are on page 1of 3

განსახილველი თავის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი

წესრიგი და უშიშროება. ობიექტური მხრივ ისინი უმეტესწილად მოქმედებით არიან


ჩადენილი. თუმცა, გვხვდება ისეთი დანაშაულებიც, რომლებიც შეიძლება ჩადენილ იქნეს
როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. მაგალითად, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება,
რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა (სსკ 226-ე
მუხ.), ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა (229-ე მუხ.), ცეცხლსასროლი
იარაღის დაუდევრად შენახვა (238-ე მუხ.) განსახილველ დანაშაულთა უმეტესი ნაწილი
ფორმალური შემადგენლობისაა, ეი. მათი დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ამა
თუ იმ ქმედების ჩადენა და შედეგს მნიშვნელობა არა აქვს ზოგიერთი მათგანი კი ეკუთვნის
მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს, ეი. მათი დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა
ქმედებას მოჰყვეს მძიმე შედეგი ან დადგეს ასეთი შედეგის საფრთხე. ახლა კი განვიხილოთ
ზოგიერთი მუხლი.

ბანდიტიზმისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი


უშიშროება. ობიექტური მხრივ ბანდიტიზმი გამოიხატება შემდეგი ქმედების ჩადენაში: ა)
ბანდის შექმნა; ბ) ბანდის ხელმძღვანელობა; გ) ბანდაში მონაწილეობა ან დ) ბანდის მიერ
მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა ქმედების ბანდიტიზმით კვალიფიკაციისათვის
საკმარისია ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის ჩადენა. დანაშაულის დამთავრებულად
ცნობისათვის არაა აუცილებელი მძიმე შედეგის დადგომა. ბანდიტიზმი დენადი
დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება ბანდის შექმნით ან ბანდაში მონაწილეობით და შემდეგ
უწყვეტად მიედინება. ბანდისათვის დამახასიათებელი ნიშნები. 1 ბანდა არის მყარი
შეირაღებული ჯგუფი, რომლის მიზანია თავდასხმის მოწყობა პირზე ან ორგანიზაციაზე.
ჯგუფის სიმყარე გულისხმობს შემდეგი ნიშან-თვისების არსებობას: ა. ჯგუფიდან არ ხდება
წევრთა თავისუფალი დენადობა ბ. ჯგუფისათვის დამახასიათებელია მტკიცე შინაგანი
წესრიგი, ხელმძღვანელის ბრძანების უსიტყვო შესრულება; გ. ჯგუფი იქმნება ხანგრძლივი
დროით სამოქმედოდ და არა ერთჯერადი თავდასხმის განსახორციელებლად. 2, ბანდა
აუცილებლად უნდა იყოს შეიარაღებული. იარაღად შეიძლება იყოს გამოყენებული
ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი. ამასთან, აუცილებელი არაა ბანდის ყველა წევრი იყოს
შეიარაღებული. მთავარია, მან იცოდეს, რომ ბანდის სხვა წევრები შეიარაღებულნი არიან.

ბანდიტიზმი რამდენადმე ჰგავს ყაჩაღობას, ამიტომ საჭიროა მათი ურთიერთგამიჯვნა: 1.


ყაჩაღობა შეიძლება ჩაიდინოს ერთმა პირმაც, ხოლო ბანდა აუცილებლად გულისხმობს
პირთა ჯგუფს; | 2. ყაჩაღები შეიძლება არ იყვნენ შეიარაღებული, ხოლო ბანდა აუცილებლად
შეიარაღებულია. | 3. ჯგუფური ყაჩაღობა შეიძლება გამიზნული იყოს ერთჯერადი
თავდასხმის განხორციელებისათვის, ხოლო ბანდის მიზანია რამდენიმე თავდასხმის
მოწყობა. ამდენად, ბანდა შეიარაღებულ პირთა მყარი ჯგუფია. 4. ორგანიზებული ჯგუფის
მიერ ჩადენილი ყაჩაღობა შესაძლებელია, არ იყოს შეიარაღებული, ხოლო თუ
შეიარაღებულია, არ უნდა იყოს მყარი ჯგუფი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა ბანდა. | 5.
ყაჩაღობის მიზანია სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება თავდასხმის გზით, ხოლო
ბანდიტებს მიზნად შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო სხვისი ნივთის დაუფლება თავდასხმის
გზით, არამედ სხვა აგრესიული დანაშაულის ჩადენაც (მაგალითად, სქესობრივი
დანაშაულის, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთის და სხვ.). ამდენად, როცა
სახეზეა პირთა მყარი ჯგუფი, რომელიც შეიარაღებულია და გამიზნული აქვს რამდენიმე
ძალმომრეობითი დანაშაულის ჩადენა თავდასხმის გზით, სახეზეა ბანდიტიზმის
შემადგენლობა. აქედან ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა გამორიცხავს ბანდიტიზმის
შემადგენლობას. სუბიექტური მხრივ ბანდიტიზმი ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.
პირს გაცნობიერებული აქვს, რომ თავდასხმის განხორციელების მიზნით ქმნის
შეიარაღებულ დაჯგუფებას ან ხელმძღვანელობს მას. ასევე გაცნობიერე ბული აქვს, რომ
მონაწილეობს ბანდაში ან მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში. თუკი პირი შეცდომით
ფიქრობს, რომ მონაწილეობას იღებს ყაჩაღურ თავდასხმაში, მისი ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობად. | ბანდიტიზმის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა
არა აქვს, რაც შეეხება მიზანს, იგი დაკონკრეტებულია - თავდასხმა პირზე ან
ორგანიზაციაზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ბანდის შექმნა ისეთი
თავდასხმის მოსაწყობად, რომლის მიზანია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების
ხელყოფა ან ტერორისტული ქმედების ჩადენა. ასეთ შემთხვევაში პირთა ჯგუფის ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი
მუხლით.

მოცემულ თავში აგრეთვე განხილულია 236 მუხლით გათვალისიწნებული დანაშაული,


რომელიც ითვალისწინებს ცეცხლასროილ იარაღის საბრძოლო მასალის, და ა.შ. შეძენა,
შენაზვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. მოცემული
დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი
უშიშროება, დანაშაულის ობიექტია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა,ფეთქებადი
ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ მუხლის საგანს არ წარმოადგენს ცივი
იარაღი. ცეცხლსასროლ იარაღს არ მიეკუთვნება სასტარტო, სასიგნალო სამშენებლო და
გაზის პისტოელტი, რომელიც არ არის გამიზნული ცოცხალი აარსების გასანადგურებლად
და არ შეიცავს გამანადგურებელ ელემენტს. ასევე ცეცხლასროლად არ მიიჩნევა
გლუვლულიანი სანადირო თოფი. განსახილველი მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა
ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა, როგორც მოქმედებით ასევე უმოქმედობით.

მოცემულ თავში შედის აგრეთვე ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა,


რომლისგანაც სისლისსამრთლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი
უშიშროება. მისი ობიექტური მხარე არის ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი
ქურდობა. ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი: 1. პირთა
ერთობა, 2. მათი მოქმედება, 3. ამ სამყაროს მიზანია სარგებლის მიღება სხვადასხვა გზების
მაგ: დაშნების, მუქარის, და ა.შ. გამოყენებით. ამდენად სახეზე გავქვს ორგანზიებული
დაჯგუფება თანაამსრულებლობის ფორმით. ქურდული სამყაროს წევრობა ობიექტური
მხრივ შემდეგში გამოიხატება: 1. პირმა უნდა აღიაროს ქურდული სამყაროს წევრობა,
ამასთან აღიარება უნდა იყოს ორმხრივი ანუ ქურდულმა სამყარომაც უნდა მიიღოს ეს პირი.
2. პირმა აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
ამრიგად ქურდული სამყაროს ობიექტური მხარე გვექნება იმ შემთხვევაშ თუ აღიარება
მოხდა ორივეს მხრიდან, როგორც ფიზიკური პირის ასევე ქურდული სამყაროსგანაც.
დანაშაული დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებსთნ ერთად ერთ-ერთი ქმედების
ჩადდენისთანავე მაგ: დაშნება, და მნიშნველობა არ აქვს მიაღწია თუ არა ქურდული
სამყაროს წევრმა ამ სამყაროს მიზანს. თუ ქურდული სამყაროს წევრი ჩაიდენს კონკრეტულ
დანაშაულს ქურდული სამყაროს მიზნის მისაღწევად მაშნ ამ პირის ქმედება უნდა
დაკვალფიცირდეს დანაშაულთა ერთობილიობით, თუ მაგ: ჩაიდინა ქურდობა უნდა
დაკვალიფიცირდეს ქურდობის მუხლით და 223 პრიმა მუხლით. სუბიექტური მხრივ იგი
განზრახი დანაშაულია ,კერძოდ, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი
განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღიარებს ქურდულ სამყაროს, არის ამ
სამყაროს წევრი და ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის სხვადასხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პირდაპირ განზრახვასთან ერთად აუცილებელია
სპეციალური მიზანი. კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრის ქმედება მიმართული უნდა იყოს
ქურდული სამყაროს წევრებისთის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ.

You might also like