You are on page 1of 4

პაატა შოთაძე

მოქმედებით ჩადენილი შედეგიანი განზრახი

დამთავრებული დანაშაულის კაზუსის ამოხსნის სქემა

I. ქმედების შემადგენლობა

1. ქმედების ობიექტური შემადგენლობა

- ქმედების სუბიექტი (ვინც მოქმედებს);


- ქმედების ობიექტი (რაზეც, ან ვისზეც მოქმედებენ);
- ქმედება

შედეგიან დელიქტებში ასევე:

- ქმედების შედეგი
- მიზეზობრივი კავშირი (რეგულირდება მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით
„ეკვივალენტურობის (პირობათა) თეორიის“ მიხედვით - „რომ არა სუბიექტის ქმედება,
შედეგი არ დადგებოდა);
- ობიექტური შერაცხვა (ვამოწმებთ არსებობს, თუ არა რაიმე გარემოება, რომლის გამოც
სუბიექტს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება. ეს გარემოებებია:
 შედეგის გამომწვევი ქმედება არის რისკის შემამცირებელი;
 მოქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მოვლენათა ატიპიური განვითარებით
გამოწვეული კავშირი;
 შედეგი დგას დარღვეული ნორმის დაცვის მიზნის სფეროს გარეთ;
 შედეგი წინდახედულობის ნორმით გათვალისწინებულ მოვალეობათა
შესაბამისი ალტერნატიული მოქმედების შესრულების დროსაც დადგებოდა;
 შედეგი დადგა დაზარალებულის პირადი პასუხისმგებლობით გამოწვეული
თვითსაფრთხის ან თვითდაზიანების შედეგად;
 შედეგი დადგა ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად განვითარებული
მიზეზობრიობის შედეგად;
 პირველ მოქმედებასა და შედეგს შორის განხორციელდა დაზარალებულის
(მსხვერპლის), მესამე პირის, ბუნების ძალის ან თვით დამნაშავის ნებელობითი
მეორე მოქმედება, რომლითაც ახალი დამატებითი საფრთხე წარმოიშვა.)

1
პაატა შოთაძე

2. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

- განზრახვა (არაბოროტი განზრახვა) ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნების


მიმართ (მე-9 მუხლი; ამავე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ განზრახვა შედგება სამი
კომპონენტისგან: ცოდნა , ნებელობა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ; ამ სამი
კომპონენტიდან პირველი ორი დგინდება ქმედების შემადგენლობის ეტაპზე, რადგან
ცოდნა და ნებელობა ფაქტობრივი გარემოებებისადმი აქვს არა მარტო დამნაშავეს,
არამედ მასაც, ვინც მოქმედებს მართლზომიერად, მაგალითად, ვინც იმყოფება
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში) (ვამოწმებთ, როგორი განზრახვა ქონდა
სუბიექტს):
 პირდაპირი განზრახვა (მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი; სასურველია (მაგრამ არა
აუცილებელი) მიუთითოთ რომელი ხარისხის პირდაპირი განზრახვა ქონდა:
 პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვის დროს პირი მოქმედება
გამიზნულად. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ინტენსიურია
ვოლუნტატიური ელემენტი: მიზანმიმართული სურვილი, ხოლო
კოგნიტური ელემენტი - ცოდნა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც
მხოლოდ შესაძლებელი და არ არის აუცილებელი, რომ იგი
წარმოდგენილი იყოს, როგორც გარდაუვალი (გვ. 132);
 მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა გვაქვს მაშინ, როცა პირს
გამიზნულად არ სურს, მაგრამ გარდაუვლად მიიჩნევს შედეგის დადგომას,
როცა შედეგი სხვა მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. იგი
ხასიათდება კოგნიტური ელემენტის განსაკუთრებული ინტენსივობით.
აქედან გამომდინარეობს ვოლუნტატიური ელემენტიც, ვინაიდან, ვინც
დარწმუნებულია შედეგის დადგომის გარდაუვალობაში, მას აქვს
ქმედების შემადგენლობის განხორციელების ნებელობაც, მაშინაც კი, როცა
ეს მისთვის არასასურველია (გვ. 132).
 არაპირდაპირი, ანუ ევენტუალური განზრახვა (მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი). იგი,
პირდაპირი განზრახვისგან განსხვავებით როგორც ცოდნის, ასევე ნებელობის
დაბალი ხარისხით ხასიათდება. ევენტუალური განზრახვით მოქმედებს პირი,
ვინც ქმედების შემადგენლობის განხორციელებას შესაძლებლად მიიჩნევს
(კოგნიტური ელემენტი) და შეგნებულად უშვებს მას ან გულგრილად ეკიდება
(ვოლუნტატიური ელემენტი) (გვ. 133).

2
პაატა შოთაძე

II. მართლწინააღმდეგობა

(მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოების არ არსებობის


შემთხვევაში ქმედება მართლსაწინააღმდეგოა)

თუ აღმოჩნდება, რომ კაზუსში იკვეთება მართლწინააღმდეგობის რომელიმე გარემოება


(აუცილებელი მოგერიება (28-ე მუხლი); დამნაშავის შეპყრობა (29-ე მუხლი);
უკიდურესი აუცილებლობა (30-ე მუხლი, მართლზომიერი რისკი (31-ე მუხლი)
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები (32-ე მუხლი)) ,
განვიხილავთ ამ გარემოების:
1. ობიექტურ ნიშნებს;
2. სუბიექტურ ნიშნებს.

განვიხილავ „აუცილებელი მოგერიების“ მაგალითს:

აუცილებელი მოგერიების ნიშნები (გვ. 173 – 185)

1. უკიდურესი მდგობარეობა (რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან):


 სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა (რომელიც არ შეიძლება მოექცეს მე-7
მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში);
 ხელყოფის იმწუთიერობა;
 ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის
რეალურ (ობიექტურ) ხასიათს.
2. უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება (გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს
აუცილებელი თავდაცვითი ქმედება). შეგვიძლია უფრო დეტალურადაც დავყოთ:
 მიმართულია თავდამსხმელის (ხელმყოფის) წინააღმდეგ;
 აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილი ქმედების
აუცილებლობა (იგულისხმება 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
 სოციალურ-ეთიკური შეზღუდვა;
 აუცილებელი მოგერიების პროვოცირების აკრძალვა (გაკიცხვადი წინარე
ქმედების აკრძალვა. კაზუსის ამოხსნის შედეგი დამოკიდებულია თქვენ მიერ
არჩეულ თეორიაზე - გვ. 191-195)
3. აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა; რომელიც თავის
მხრივ შედგება ორი კომპონენტისგან:
 მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების ცოდნა;
 სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი.

(1 და 2 პუნქტები მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური ნიშნებია, ხოლო


მესამე - სუბიექტური.)

3
პაატა შოთაძე

III ბრალი

1. ბრალუნარიანობა (ანუ იგივე შერაცხაობა ფართო გაგებით. უნდა დადგინდეს, რომ არ


არსებობს ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება (შეურაცხაობა ასაკის გამო (33-
ე მუხლი); შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო (34-ე მუხლი);
2. მართლწინააღმდეგობის შეგნებით (ვიწრო გაგებით, როცა იგი არ უშვებს შეცდომას
აკრძალვაში; ამ ეტაპზე უნდა გადაწყდეს იურიდიული (სამართლებრივი) შეცდომის
საკითხი);
3. განზრახი (ან გაუფრთხილებლობითი) ბრალით, რომელიც ასაბუთებს
მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობას ფართო გაგებით (მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოების ვითარების არსებობის არცოდნა, რაც არ გამორიცხავს
ბოროტ განზრახვას);
4. ბრალის გამომრიცხველი რომელიმე (კანონისმიერი ან ზეკანონური)
საპატიებელი გარემოების არსებობის ვითარებაში (სამართლებრივი შეცდომა (36-ე
მუხლი); მოქმედება ბოროტი განზრახვისა და, როცა ქმედების გაუფრთხილებლობით
ჩადენა დასჯადია, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე (36-ე მუხლის
ანალოგიით); ბრძანების ან განკარგულების შესრულება (37-ე მუხლი); ზეკანონური
გარემოებები (38-ე მუხლი));
5. ბრალის ე.წ. სპეციალური ნიშნები.

35-ე მუხლში მოცემულია „შეზღუდული შერაცხაობა“, რომელიც არა ბრალის


გამომრიცხველი, არამედ ბრალის შემამსუბუქებელია);

ბრალის შესახებ ინფორმაცია მოცემულია: გვ. 207 – 244

You might also like