You are on page 1of 38

ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა,


როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

ავტორები: ნუგზარ გრიგალაშვილი და მეგი შანავა


ბაკალავრიატის მეოთხე სემესტრის სტუდენტები
ხელმძღვანელი- ლევან ხარანაული

1
სარჩევი

1) კონფერენციის თემა, ავტორები, ხელმძღვანელი .....................................................გვ. 1

2) შესავალი ...........................................................................................................................გვ. 3

3) მიმოხილვა 2000 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ....................გვ. 6

4) ამ დანაშაულთა გარშემო წარმოშობილი პრობლემური საკითხები მაგ.-ებით ..გვ. 7

5) ყაჩაღობის მიმოხილვა ამერიკული და გერმანული კანონმდებლობებით .........გვ. 15

6) ქართული და უცხოური სასამართლოს პრაქტიკის მაგალითები .........................გვ. 17

7) ნოვაციის მცდელობა ......................................................................................................გვ. 18

8) დასკვნა ..............................................................................................................................გვ. 19

2
შესავალი

ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული


დანაშაულები,- მოცემულია შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე, 178-ე და 179-ე მუხლებში. მოკლედ დავახასიათოთ თითოეული
მათგანი.
ქურდობა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. რას ნიშნავს სიტყვები: ,,სხვისი’’?
,,მოძრავი ნივთი’’? ,,ფარული’’? ,,დაუფლება’’? ,,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით’’? სიტყვა ,,სხვისი’’ პირველ რიგში აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქურდი,
როდესაც იპარავს ამა თუ იმ ნივთს, იგულისხმება და ლოგიკურიცაა, რომ ასეთ
ნივთზე ქურდს არ აქვს საკუთრების უფლება ან თუნდაც ფლობის კანონიერი
საფუძველი, ეს არის არა თავად ქურდის, არამედ ,,სხვისი’’, ანუ მესამე პირის ქონება,
რომელზედაც სწორედ ამ უკანასკნელს აქვს საკუთრების უფლება და ქურდობა
ხელყოფს ამ საკუთრების უფლებას; რაც შეეხება ,,მოძრავ ნივთს’’, ამაზე პასუხი წერია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლის კომენტარში და ამჯერად მასზე
არ შევჩერდებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მოძრავია ნივთი, რომლის ერთი
ადგილიდან მეორეზე გადაადგილება თავისუფლად შესაძლებელია. თავად ნივთი ამ
მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ანუ ამ დანაშაულის საგანი (ნივთი) 4 ელემენტს
უნდა აკმაყოფილებდეს: ნივთი უნდა იყოს 1) მოძრავი; 2) სხვისი; 3) ადამიანის შრომა
უნდა იყოს მასზე დახარჯული; 4) არ უნდა იყოს მცირე მნიშვნელობის (სსკ-ის 7(2) ) .
რას ნიშნავს ფარულობა? ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი
ფარული ხასიათი. ფარულობა ქურდობის ხერხია. ფარულობას აქვს ორი
კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი
მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი ჩადენა შეუმჩნეველი ხდება მესაკუთრის ან
სხვა პირებისათვის. ყველაზე ხშირად ქურდობა ხორციელდება მესაკუთრისა და სხვა
ადამიანთა დაუსწრებლად (ღამით ბინის გაქურდვა, როცა პატრონი სახლში არ
იმყოფება); ზოგჯერ კი ქურდობა ხორციელდება მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ
მისგან მალულად, როდესაც დაზარალებული ვერ იგებს, რომ მას ქურდავენ
( მაგალითად, ფულის ჯიბიდან ამოცლა). სხვისი ნივთის ობიექტურად ფარულ
დაუფლებას ადგილი ექნება მაშინაც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას
მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზის გამო
მოკლებულია შესაძლებლობას აღიქვას ქურდობის ფაქტი ( მაგალითად,
-სიმთვრალის გამო); ასევე, როდესაც ქურდობა ხდება იმ პირთა თანდასწრებით,
რომელთაც თავისი ასაკობრივი თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ ძალუძთ
აღიქვან ქურდობის ფაქტი ( მაგალითად, ქურდობა მცირეწლოვანის თვალწინ).
ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით ქურდობად უნდა დაკვალიფიცირდეს
ისეთი შემთხვევაც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას სხვა პირთა
3
თანდასწრებით, მაგრამ მათ მიერ ეს ფაქტი მართლზომიერ ქცევად აღიქმება
( მაგალითად, ვაგონის გადმოტვირთვისას დამნაშავე მუშის როლში გამოდის და
ქონებას ეუფლება).
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის
სურვილში- დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების
მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისაგან შეუმჩნევლად, თუმცა
შესაძლოა, სინამდვილეში მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს. ეს შემთხვევაც
ქურდობად უნდა დაკვალიფიცირდეს ( მაგალითად, ჯიბიდან ფულის ამოცლისას
დაზარალებულის გვერდზე მდგომი ხედავს ქურდობის ფაქტს, რაც დამნაშავისათვის
ცნობილი არ არის). ამდენად, ამ ორი კრიტერიუმიდან უპირატესობა მაინც
სუბიექტურ კრიტერიუმს ენიჭება.1
ახლა განვიხილოთ რას გულისხმობს ნივთის ,,დაუფლება’’. დაუფლება არ უნდა
აღვიქვათ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ნივთის ხელში ჩაგდება, მასთან
ფიზიკური შეხება, მისი ფლობა, ამ ელემენტის უმთავრესი არსი იმაში მდგომარეობს,
რომ პირს უნდა ჰქონდეს ამ ნივთის თავის ნებაზე განკარგვის თავისუფალი
შესაძლებლობა. ასე, მაგალითად, დაუფლებად არ ჩაითვლება შემთხვევა, როცა პირმა
მართალია ხელთ იგდო ნივთი, მაგრამ მას ცხელ კვალზე გამოეკიდა დაზარალებული
ან მესამე პირი; ამ დროს დამნაშავეს არ აქვს შესაძლებლობა, ნივთი განკარგოს
შეხედულებისამებრ, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ნივთის შენარჩუნებაზე,
,,მდევრის ჩამოცილებაზე’’ ფიქრობს.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ქურდობა მიზნით დეტერმინირებული
დანაშაულია, კერძოდ, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზანი. ,,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება’’ ნიშნავს ისეთ
უკანონო ქმედებას, როცა დამნაშავეს არ აქვს არანაირი კანონიერი საფუძველი, როცა
ასე თვითნებურად უეფლება და ეპატრონება სხვის ქონებას, რომელიც სწორედ ამ
უკანასკნელის საკუთრებაში იმყოფება. მისაკუთრების არსიც სწორედ ესაა,
აუცილებელია, რომ ნივთი იყოს დაზარალებულის მფლობელობაში მაინც, რადგანაც
თუკი უპატრონო ქონებას მოიპარავს დამნაშავე, ეს იქნება არა მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრება, არამედ ნივთის უკანონო შეძენა.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერილაურ შემადგენლობათა
რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე
შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად
ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური
შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა
მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზაცია.
ქურდობის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.2

1
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016,
გვ.416-417
4
ქურდობის ასეთი ძირფესვიანი დახასიათება უკვე გვეხმარება ნათლად აღვიქვათ
უკვე ძარცვაც და ყაჩაღობაც, მათი არსი და ასევე განსხვავება ქურდობისგან.
რაც შეეხება ძარცვას, იგიც მიზნით დეტერმინირებული დანაშაულია, აქაც
აუცილებელი კომპონენტია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, თუმცა
ქურდობისგან განსხვავებით, ძარცვის ხერხი არა ფარულობა, არამედ მოძრავი
ნივთის აშკარა დაუფლებაა, ანუ ძარცვისას სახეზეა არა ფარულობა, არამედ
დაუფლების აშკარა, თვალსაჩინო ხასიათი. სწორედ ესაა მისი მთავარი სხვაობა
ქურდობასთან. გარდა ამისა, ქურდობა სხვისი მოძრავი ქონების სხვა
მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები
საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას,
თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და სხვა.
ძარცვისაგან სს-ვი დაცვის ობიექტი იგივეა, რაც საკუთრების წინააღმდეგ
მიმართული ყველა დანაშაულისა, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შეიძლება
გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს.
საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, ამ დანაშაულით საფრთხე ემუქრება ადამიანის
ფიზიკურ ხელშეუხებლობას. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება
სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ
კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის,
მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის
მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი
მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი
აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.
ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი
დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის
შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან
განკარგოს სხვისი ქონება. ძარცვის ჩადენაც შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.3
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მესამე დანაშაული ქურდობისა და ძარცვის
შემდეგ არის ყაჩაღობა, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დანაშაულად ითვლება და
რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე ძარცვა და, მით უმეტეს, ვიდრე
ქურდობა. ყაჩაღობა მარტო ქონების ხელყოფით როდი შემოიფარგლება, თვით ამ
ხელყოფის ხასიათი და ხარისხია გასათვალისწინებელი-ესაა თავდასხმა და ისეთი
ძალადობის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა ან
ჯანმრთელობისთვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. სწორედ
ძალადობის ხარისხი განასხვავებს ყაჩაღობას ძარცვისაგან.

2
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016, გვ.
417-418
3
იგივე, გვ.427-428
5
ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის
შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის
მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების
დაუფლება. დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ამ დანაშაულის
ობიექტური მხარის ფარგლებს გარეთ რჩება. დანაშაულის დამთავრების განსაზღვრა
თავდასხმის მომენტით შეუძლებელს ხდის ყაჩაღობის მცდელობის სტადიის
არსებობას. ყაჩაღობის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. 4

მიმოხილვა 2000 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით

საკმაოდ საინტერესოა, ამჟამინდელი და 2000 წლის სისხლის სამართლის კოდექსის


შედარება ამ დანაშაულთა ჭრილში. ბოლო 17 წლის განმავლობაში მოხდა არაერთი
ცვლილება, რომელიც აისახა სამივე დანაშაულის შემადგენლობაშიც, კერძოდ
დაემატა ახალი დამამძიმებელი გარემოებები, შეიცვალა სასჯელის ვადები და ა.შ.
დავიწყოთ ქურდობით; 177(1)-ის სასჯელის ვადები (თავისუფლების აღკვეთის
ვადები) ამჟამინდელ და 2000 წლის კოდექსშიც იდენტურია და შეადგენს 1-3 წელს.
რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2000 წლის
კოდექსში ბინაში, სადგომსა და საცავში შეღწევა ერთ პუნქტშია თავმოყრილი,
ამჟამინდელ კოდექსში კი მათ საკუთარი პუნქტები გააჩნიათ და ცალცალკე
წესრიგდებიან: 177(2) ,,ბ’’- ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,
ხოლო 177(3) ,,გ’’ - ბინაში უკანონო შეღწევით. ეს არცაა გასაკვირი , რადგანაც
აღნიშნულმა დანაშაულმა ბოლო თითქმის ოცწლეულის განმავლობაში იმატა
შემთხვევით, როცა დამნაშავე ბინაში იჭრებოდა უკანონოდ, გარდა ამისა, დაზუსტდა
და ფართოდ განიმარტა ტერმინები- სადგომი და საცავი; სწორედ ამ და კიდევ სხვა
პირობებმა განაპირობეს 2000 წლის კოდექსის 177(3) ,,გ’’-ს დაშლა და განცალკევება,
რაც ლოგიკურია და პროგრესულ მართლშეგნებაზე მეტყველებს.
ბოლო 20 წლის მანძილზე, ასევე თვალშისაცემად იმატა შემთხვევებმა, როდესაც
დამნაშავენი ძირითადად ავტომობილებს იპარავდნენ, შესაბამისად, ასევე ლოგიკურ
და აბსოლუტურად მართებულ დამატებად უნდა მივიჩნიოთ მოქმედი კოდექსის
177(3) ,,დ’’-ს დამატება- სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
რაც შეეხება მოქმედი კოდექსის, 177(4) ,,დ’’-ს, ეს ნამდვილად ნოვაციაა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ( მაგისტრალუტ მილსადენში არსებული ნავთობის
ან გაზის მიმართ). ეს ნოვაცია უდაოდ მისასალმებელია, რადგანაც დღევანდელ
4
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016, გვ.
433
6
რეალობაში ქურდობის სხვა სახეებისგან განსხვავებით ამ ქმედებების მომეტებული
საზოგადოებრივი საშიშროება თვალშისაცემი და ნათელია, თანაც სწორედ ამ
დამამძიმებელი გარემოებითაა შესაძლებელი ამ დანაშაულის ჩადენა, რამდენადაც
იგი სწორედაც რომ ქურდობას წარმოადგენს. ეს ყოველივე კი არ იყო
გათვალისწინებული 2000 წლის კოდექსში, რაც ნამდვილად წინგადადგმული
ნაბიჯია დღეისათვის. 177-ე მუხლს თანდართული აქვს შენიშვნა, რომლის პირველი
და მეორე ნაწილები მსგავსია ძველ და მოქმედ კოდექსშიც, თუმცაღა ამ
უკანასკნელში დაემატა მესამე ნაწილიც- ,, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად
ითვლება ნივთის ( ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით’’.
ძარცვის შემადგენლობაშიც, 2000 წლის კოდექსისგან განსხვავებით დღეს უკვე
დამატებულია - ძარცვა - სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ( 178(3) ,,ე’’ ); ასევე
აღსანიშნავია, რომ თუკი 2000 წლის კოდექსში 178(1) ითვალისწინებდა
თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე, დღეს, მოქმედ კოდექსში ეს ვადა შეადგენს 3-5
წელს.
ყაჩაღობის შემადგენლობაშიც მსგავსი სურათია, კერძოდ, თუ 2000 წლის კოდექსში
179(1) ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-10წლამდე, მოქმედ კოდექსში
იგი შეადგენს 5-7 წელს. ასევე, 179(4) ,,ა’’ არის ყაჩაღობა- ორგანიზებული ჯგუფის
მიერ, რაც ძველ კოდექსში მოცემული არ იყო. 5
როგორც ვხედავთ, ამ ორი კოდექსის შედარების ანალიზზე აშკარაა, რომ
საქართველო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ, ჯერ კიდევ ბევრია ხარვეზი მოქმედ
კოდექსშიც, თუმცა შეძლებისდაგვარად, დრო და დრო მიმდინარეობს შეცდომების
შესწორება და ხარვეზების აღმოფხვრა.

ამ დანაშაულთა გარშემო წარმოშობილი პრობლემური საკითხები მაგალითებით

თავდაპირველად, საუბარი დავიწყოთ ქურდობის ირგვლივ წარმოშობილ


პრობლემურ საკითხებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარულობისას უპირატესობა
ენიჭება მის სუბიექტურ კრიტერიუმს. მთავარია დამნაშავეს ეგონოს და სჯეროდეს,
რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერავინ ხედავს, თუნდაც იგი ვინმემ შეამჩნიოს
და ეს თავად დამნაშავემ ვერ დაინახოს და ვერ აღიქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში
ქურდობა, მისი ჩადენის ხერხი თავისი არსით სრულიად უფუნქციო და
გამოუსადეგარი ხდება, ვინაიდან, თუკი არგუმენტად მოვიყვანთ იმ ფაქტს, რომ
დამნაშავე დარწმუნებული იყო თავისი ქმედების ფარულობაში, მაგრამ თურმე,
რეალურად იგი მაინც ვიღაცამ შეამჩნია და ამის გამო ქმედება არ დაკვალიფიცირდეს
5
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=3
7
ქურდობად, - რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომა და აბსურდი იქნება, რაც თავის
მხრივ, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის მიზნებს.
რაც შეეხება ობიექტური შემადგენლობის ისეთ ნიშანს, როგორიცაა დანაშაულის
ჩადენის ადგილი, ცნობილია, რომ მისი დადგენა სავალდებულო არ არის ყველა
დანაშაულის შემადგენლობისთვის; მაგრამ იგი მითითებულია იმ შემადგენლობაში,
რაც უშუალოდ დაკავშირებულია გარკვეულ ტერიტორიასთან. მაგალითად,
ქურდობა სადგომში შეღწევით განაპირობებს ქურდობის კვალიფიკაციას, იგი უკვე
დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. 6 თუმცა ცალკე პრობლემის საგანია სადგომისა
და საცავის ცნებები, მათ შორის განსხვავება და გამოყენება პრაქტიკაში. მაგალითად,
საკმაოდ საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა, რომ სადგომად ჩავთვალოთ მანქანა.
რომლის დაძვრა შეიძლება მისი დაზიანების გარეშე, ანდაც სეიფი, რომელიც დგას
ოთახში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ თავად სადგომის განმარტებაში.
სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და
ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-
ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ სადგომი ( ისევე როგორც საცავი ) უნდა იმყოფებოდეს უძრავ
მდგომარეობაში. სხვა შემთხვევაში ეს დამამძიმებელი გარემოება არ გვექნება სახეზე.
ასეთი შეზღუდული განმარტება აუცილებელია, რადგან დამნაშავეს შეუძლია
მოძრავი სადგომი ისე წაიღოს იქ მოთავსებულ ნივთებთან ერთად, რომ არ
დააზიანოს იგი და ასეთ შემთხვევას ვერ დავაკვალიფიცირებთ სადგომში შეღწევით
ქურდობად. შესაბამისად, სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში აღმოვჩნდებით
პარადოქსულ ვითარებაში, როცა უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, ვინც
სადგომს ან საცავს თავის ნივთებთან ერთად დაეუფლა, რადგან მის მიმართ ეს
დამამძიმებელი გარემოება არ გამოიყენება. სწორედ ამიტომ სადგომად ვერ
ჩაითვლება მანქანა, რომლის დაძვრა შეიძლება მისი დაზიანების გარეშე, ანდა სეიფი,
რომელიც დგას ოთახში, ასევე რკინის ყუთი, რომელიც ჩამოკიდებულია ფანჯარაზე
დამაგრებულ რკინის კაუჭზე და მისი მოხსნა შესაძლებელია სერიოზული
დაზიანების გარეშე და ა. შ.
სხვა საცავი კი არის ასევე მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით
შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან
უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა, მაგალითად, სეიფი, რკინის კარადა,
კონტეინერი, ავტორეფრეჟერატორი, დაცული რკინიგზის ვაგონები და ა. შ. საცავს
უნდა მივაკუთვნოთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მარცვლეულის შესანავი
დაცული ტერიტორია და სხვა.7 ამიტომაც პრაქტიკაში ასეთ წვრილმან დეტალებზეც
კი უნდა გამახვილდეს ყურადღება, რადგან საქმის სირთულიდან გამომდინარე
6
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016,
გვ.417
7
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016,
გვ.420
8
შეიძლება მარტივად ,,გაიპაროს’’ შეცდომები, რაც ნამდვილად არაა მისაღები საღი და
სრულფასოვანი გამოძიებისთვის და სასურველი საბოლოო, სამართლიანი
გადაწყვეტილებისთვის, განაჩენისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა
მოვიყვანო ცხოვრებისეული მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან, როცა
თანაკურსელს სისხლის გამოცდაზე შეხვდა კაზუსი შემდეგი ფაბულით: პირი შევა
სუპერმარკეტში დილით, დაიმალება მის საცავში, დაელოდება დაღამებას, როცა
მეპატრონე დაკეტავს სუპერმარკეტს, ეს პირი კი მარტივად გაქურდავს მას. როგორ
უნდა დაკვალიფიცირდეს ასეთი შემთხვევა? ეს არის მარტივი ქურდობა, თუ ესაა
ქურდობა სადგომში ან საცავში შეღწევით? მარტივი ქურდობა ეს არაა, რადგანაც
ღამე, როცა მაღაზია უკვე დაიკეტა, იქ მყოფი პირი უკვე უკანონდ იმყოფება შიგნით,
ამიტომაც სახეზეა შეღწევა, თუმცა საკითხავია ესაა შეღწევა სადგომში, თუ ესაა
შეღწევა საცავში? სუპერმარკეტი არის შენობა, რომელიც ადამიანთა და
ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული და რაც მთავარია იგი იმყოფება
უძრავ მდგომარეობაში, ამიტომაც სუპერმარკეტი ითვლება სადგომად და ეს
შემთხვევა აუცილებლად უნდა დაკვალიფიცირდეს ქურდობად სადგომში შეღწევით.
ასევე საკმაოდ საკამათოა შემთხვევა, როდესაც ქურდი სახლიდან იპარავს
მაგალითად ძვირადღირებულ პორტრეტს და პოლიცია ბინაშივე დააკავებს
დამნაშავეს იმ დროს, როცა იგი მოხსნის სურათს კედლიდან. იდეაში, თეორიულად,
ეს შემთხვევა უნდა თითქოს ითვლებოდეს ქურდობის მცდელობად, რადგან
დამნაშავეს არ ჰქონდა პორტრეტის განკარგვის შესაძლებლობა, თუმცაღა არსებობს
მეორე მოსაზრება, რომელიც პრაქტიკაშია საკმაოდ გავრცელებულია, რომლის
თანახმადაც, - ეს შემთხვევა დამთავრებული ქურდობაა, ვინაიდან დამნაშავემ მოხსნა
უკვე პორტრეტი კედლიდან, იგი მხოლოდ სახლიდან უნდა გასულიყო და ეს
მისთვის დაბრკოლებას და სირთულეს არ წარმოადგენდა და რომც გასულიყო და
ქუჩაში დაეკავებინათ მაშინაც ვერ განკარგავდა იგი ამ პორტრეტს, რადგანაც იმ
წუთას, იმ წამს მას ნახატი მხოლოდ ხელში უჭირავს, ვერც გაყიდის და ვერაფერი,
ამიტომაც მეორე მოსაზრებაც, ვფიქრობ, საკმაოდ ლოგიკური და გასაზიარებელია,
თანაც პრაქტიკაში ასეთი შემთხვევების 99% დამთავრებულ ქურდობად
კვალიფიცირდება.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია ( სსკ-ის 177(2) ,,ა’’ ). ვინაიდან ბოლო დრომდე სისხლის სამართლის
კოდექსში მნიშვნელოვანი ზიანის ცნება არ იყო ფორმალიზებული და მას
შეფასებითი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებაზე
იყო მინდობილი. ამიტომ, ქმედების ზუსტი კვალიფიკაციისთვის, მოქალაქის
საკუთრებისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად საჭირო იყო
როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორების ერთობლივი გათვალისწინება.
ობიექტურად მნიშვნელოვანი ზიანის განსასაზღვრავად ყურადღება ექცეოდა
უკანონოდ დაუფლებული ქონების ღირებულებას, მის რაოდენობასა და
მნიშვნელობას. სუბიექტურ ფაქტორში კი იგულისხმებოდა დაზარალებულის
9
მატერილაური მდგომარეობა, მისი შემოსავალი, კმაყოფაზე არსებულ პირთა
რაოდენობა და ყველა სხვა გარემოება, რაც მოწმობდა, რომ მოქალაქისათვის
მიყენებული ქონებრივი დანაკლისი მნიშვნელოვნად აუარესებდა მის მატერიალურ
მდგომარეობას. ამჟამად, 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული
მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ( ნივთების )
ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, კანონის არსიდან
გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი გამოხატულება არ უნდა იყოს იმაზე
მეტი, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 ნაწილში- ,, დიდი ოდენობის’’
ცნების ქვეშ და დაკონკრეტებულია ქურდობის მუხლის შენიშვნის 1-ლ პუნქტში.
შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ჩაითვლება ქურდობა, რამაც დაზარალებულს
მიაყენა 150 ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა.
თუმცაღა, ამ საკითხში პრობლემური არის ის, რომ ყურადღება უნდა მიეცეს ამ
დამამძიმებელი გარემოების საკანონმდებლო ფორმულირებას: ,, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია’’. როგორც ვხედავთ, კანონმდებელი ხაზს უსვამს
არა ფარულად დაუფლებული ნივთების საერთო ღირებულებას, არამედ ცალკეული
დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. ეს იმას ნიშნავს, რომ
განსახილველი დამამძიმებელი გარემოების გამოყენებისათვის ქურდობის შედეგად
ერთ დაზარალებულს უნდა მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, ამ
დამამძიმებელი გარემოების გამოყენება შეუძლებელია, თუ ქურდობის შედეგად
დაუფლებული ნივთების საერთო ღირებულება არის მნიშვნელოვანი ოდენობის,
მაგრამ თითოეული დაზარალებულისათვის ასეთი ზიანი არაა სახეზე.8 მე საერთოდ
არ ვეთანხმები ამ ფორმულირებას და არ ვემხრობი ამ მოსაზრებას, მით უმეტეს, რომ
ამგვარი რამ არ ხდება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’-ში. როცა საქმე მიდგება დიდ
ოდენობაზე, ასეთი დათქმა უგულებელყოფილია, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის
დროს კი პირიქით. და რატომ? იმიტომ რომ 10 000 ბევრად მეტია 150 ლარზე? ნუთუ
ეს სამართლიანია? ასე დამნაშავეს თავისუფლად შეუძლია მოცემული მუხლის
დამამძიმებელი გარემოება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და ვფიქრობ
კანონმდებელი ასეთი დათქმით სწორედაც რომ აძლევს მას ამის შანსს. ეგრე ყველა
ქურდი ნაწილ-ნაწილ მოპარავს სხვადასხვა პირებს 149-149 ლარის ღირებულების
ნივთებს, რომლებსაც რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს და ნუ დავაკვალიფიცირებთ ამ
დამამძიმებელი გარემობით და რამდენად სწორად მოვიქცევით, ამისი განსჯა
თქვენთვის მომინდია; მე კი ვფიქრობ, რომ ეს კანონმდებლობის აშკარა ხარვეზია.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 177(4) ,,დ’’ მისასალმებელი ნოვაციაა, პრაქტიკაში მისი
გამოყენება საკმაოდ პრობლემურია, რადგანაც ჯერ ერთი, არც ისე მარტივია
მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მოპარვის დადგენის
ფაქტი, მეორეც, მისი ზუსტი ოდენობის დადგენა და შესაბამისად სათანადო
სასჯელის დანიშვნაც, ხშირ შემთხვევაში, პრობლემად იქცევა ხოლმე. თუმცა ამ
8
ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, მეექვსე გამოცემა, თბ, 2016,
გვ.418-419
10
კუთხითაც მიმდინარეობს შეცდომების აღმოჩენა, მათი შესწავლა და გამოსწორება,
ხარვეზების შეძლებისდაგვარი აღმოფხვრა, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
რაც შეეხება ძარცვის პრობლემურ საკითხებს, აქ უმთავრესია ძალადობის ხარისხის
განსაზღვრა. საინტერესოა ძალადობის მუქარაც, სწორედ ამ დეტალებშია განსხვავება
ძარცვასა და ყაჩაღობას შორის. თუ ძალარობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა
ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაშინ სახეზეა
ყაჩაღობა, ხოლო თუ ასეთი ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა არაა
საშიში ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის, -მაშინ გვექნება ძარცვა.
როდესაც დამნაშავე დაზარალებულს ეუბნება შემდეგს: - ,,ფული ან სული’’, ,, იცოდე,
მხრებზე თავი აღარ დაგრჩება’’, ,,მოგკლავ და ამის შესახებ მხოლოდ მე და შენ
გვეცოდინება’’- რა თქმა უნდა, ასეთი მუქარა საშიშად აღიქმება დაზარალებულის
მიერ და ეს ყაჩაღობის კვალიფიკაციას იძლევა და არა ძარცვის, მაგრამ რა ვქნათ,
როცა დამნაშავე ამბობს: - ,, ფული მომეცი, თორემ შენი საქმე ცუდად წავა’’ ან ,,ცუდ
დღეში ჩაგაგდებ’’, ,,იცოდე, ინანებ’’- ასეთ შემთხვევებში ნუთუ სამართლიანია
ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაცია? თუ ეს უფრო ძარცვის კვალიფიკაციას
გვაძლევს? ასეთი შემთხვევები აუცილებლად უნდა გადაწყდეს არამარტო
დაზარალებულის მხრიდან მუქარის აღქმის სუბიექტური ელემენტით, არამედ
ზოგადი გადმოსახედით, მესამე პირის თვალით დანახული ობიექტური
ელემენტითაც- ყოველ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ადგილის,
ხერხის, სიმძიმის, ხასიათისა და დამნაშავის ქცევის მიხედვით და მის საფუძველზე.
ძარცვისას გამოყენებულმა ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე,
ნაკლებად მძიმე დაზიანება. ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ცემასა ან
სხვაგვარ ძალადობაში, რომელიც დაზარალებულს ტკივილს განაცდევინებს.
მაგალითად, ხელის გადაგრეხა და სხვა ილეთების გამოყენება, ფეხის გამოდებით
პირის წაქცევა, ქალისათვის საყურის მოგლეჯა და სხვა. 9
რამაზ კვარაცხელიას არასწორად მიაჩნია გ. მამულაშვილისა და მ. ლეკვეიშვილის
მსჯელობა, როცა ისინი აღნიშნავენ, რომ ,, ძარცვისას საუბარია ისეთ ძალადობაზე,
რომელიც არ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანების
დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან, ამ დროს არ ხდება ჯანმრთელობის
ხანმოკლე მოშლა ან საერთოდ შრომის უნარის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვაც
კი.10
რამაზ კვარაცხელიას აზრით, ნივთის დაუფლების მიზნით სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების გარეშე სხეულის მსუბუქი
დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის შერყევა და არ მოჰყოლია
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვაც კი, - ქმნის ძალადობრივი ძარცვის

9
გ. მამულაშვილი, მ. ლეკვეიშვილი- პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის, გვ.28
10
გ. მამულაშვილი, მ. ლეკვეიშვილი- პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის, გვ. 28
11
ნიშნებს.11 ამ საკითხზე პროფესორი მ. ტურავა წერს: ,, ძალადობა, რომელიც საშიში არ
არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა
გულისხმობს მსუბუქ დაზიანებას ან ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ძალადობას ასეთი
დაზიანების გარეშე. მთავარია არა რეალური შედეგი, არამედ დამნაშავის განზრახვა
და დაზარალებულის მიერ ძალადობის ან ძალადობის მუქარის შინაარსის რეალური
აღქმა’’. 12 ბატონ მერაბს სრულიად ვეთანხმები და ვიზიარებ მის პოზიციას.
ახლა კი ყაჩაღობის პრობლემურ საკითხებს შევეხოთ. პირველ რიგში, დავახასიათოთ
მუქარა, მისი ელემენტები. მუქარა თავისი შინაარსით წარმოადგენს
დაზარალებულის ინფორმირებას ფიზიკური ძალადობის გამოყენებაზე, რომელიც
საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მაგალითად, ქონების განადგურების
მუქარა არ წარმოადგენს ყაჩაღობის ნიშანს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის
179-ე მუხლის დისპოზიცია ითხოვს არა ზოგადად მუქარის, არამედ სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას. სწორედ ასეთი
მუქარა განიხილება ყაჩაღობის ნიშნად. ამიტომაც პრაქტიკაში არ უნდა
დაკვალიფიცირდეს შემთხვევები ყაჩაღობად, როცა ქონების განადგურების მუქარაა
სახეზე. გარდა ამისა, მუქარა, რაც არ უნდა უეცარი იყოს, დაზარალებულმა ის ჯერ
უნდა აღიქვას, შემდგომ გააცნობიეროს, რომ მასზე განხორციელებულია თავდასხმა
ნივთის წართმევის მიზნით, მაგალითად, როცა თავდამსხმელი დაზარალებულს
ემუქრება- ,, თუ ფულს არ მომცემ, მაშინ მოგკლავ’’. პრაქტიკაში ყურადღებას არ
აქცევენ იმას, შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად მუქარის რეალიზაცია.
მაგალითად, სათამაშო ან გამოსაყენებლად უვარგისი იარაღით მუქარა ყაჩაღობად
დაკვალიფიცირდება, თუ დადგინდება, რომ დაზარალებული დარწმუნებული იყო,
ანდა უშვებდა, რომ მას ვარგისი იარაღით ემუქრებოდნენ. ასევე, მუქარა უნდა იყოს
იმწუთიერი, ანუ ისეთი, რომელიც ქმნის საშიშროებას ძალადობის დაუყოვნებლივ
გამოყენებისა, თუ დაზარალებული არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს. თუ ნივთის
გადაცემის მოთხოვნას თან ახლავს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში
ძალადობის მომავალში განხორციელების მუქარა, ქმედება დაკვალიფიცირდება
გამოძალვად.13
რაც შეეხება მოჩვენებით ( მაკეტი ) იარაღს, იურიდიულ ლიტერატურაში ცნობილია,
რომ ,, მოჩვენებითი ( მაკეტი ) იარაღის გამოყენება კვალიფიკაციას არ ცვლის, თუ მას
დაზარალებული ნამდვილ იარაღად აღიქვამს’’. 14 ომარ გამყრელიძეც ეხება ამ
საკითხს და ამბობს, რომ შესაძლოა მუქარა ობიექტურად უვარგისი იყოს, რადგანაც
იგი ხდება მოჩვენებითი იარაღის მეშვეობით, ანუ რეალურად, საფრთხე არ არსებობს,
თუმცაღა სუბიექტურად, დაზარალებული ამ ,,არარსებულ’’ საფრთხეს აღიქვამს

11
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014, გვ. 96
12
სისხლის სამართლის სასამართლოს პრაქტიკის კომენტარი ( ეკონომიკური დანაშაული ), 2004წ, გვ.
45
13
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 43-46
14
ზ. მჟავანაძე- ,,სისხლის სამართალი’’, კერძო ნაწილი ( კომენტარები), 2000წ, გვ. 177
12
როგორც რეალურს და მას შიშის გრძნობა ეუფლება, რადგან არ იცის, რომ მუქარა
ხორცილედება მაკეტის საშუალებით, იგი ამ იარაღს აღიქვამს როგორც ნამდვილს,
ანუ მუქარა უკვე მისთვის არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში და
უკვე რა მნიშვნელობა აქვს იარაღი ნამდვილია თუ არა, შესაბამისად ეს
კვალიფიკაციას ვერ შეცვლის და დამნაშავის ქმედება რასაკვირველია ყაჩაღობად
დაკვალიფიცირდება. 15
ყაჩაღობის დროს დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების ისეთი
შეზღუდვა, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოების მიხედვით ყაჩაღური
თავდასხმისათვის დამახასიათებელი ძალადობის ელემენტია ( აქ იგულისხმება
გაკოჭვა ), დამატებით კვალიფიკაციას სისხილს სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით
აღარ საჭიროებს. 16
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში არ არის
გათვალისწინებული ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, როგორიცაა ყაჩაღობის
ჩადენა იარაღის ან სხვა საგნის გამოყენებით. 17 საინტერესოა შემთხვევა, როცა
ყაჩაღობა ხორციელდება გლუვლულიანი სანადირო თოფის მეშვეობით. ასეთ დროს
ქმედება დაკვალიფიცირდება 179-ე მუხლით, თუმცა იგი ასევე ვერ
დაკვალიფიცირდება სსკ-ის 236-ე მუხლით, რადგანაც ეს უკანასკნელი არ
ითვალისწინებს გლუვლულიანი იარაღის შეძენასა და ტარებას, ანუ ასეთ დროს
თოფის გამოყენება რჩება კვალიფიკაციის გარეშე. 18 19
ახლა განვიხილოთ შემთხვევა: თუ ყაჩაღობის დროს ადგილი ექნება ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებას, მაშინ ყაჩაღობასთან ერთად გვექნება სსკ-ის 117-ე
მუხლის შესაბამისი ნაწილებითა და პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების
შემადგენლობა. 20 მაგალითად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით თავდასხმისას, პირმა დაზარალებულს ჯანმრთელობა
განზრახ მძიმედ, განზრახ ნაკლებად მძიმედ ან განზრახ მსუბუქად დაუზიანა,
ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 179-ე, ასევე სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე
მუხლით.21

15
ო. გამყრელიძე, ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, თბ, 1998, გვ. 209
16
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის დადგენილება ( ნომერი
ორი)
17
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 162(2) ,,გ’’ ითვალისწინებს ყაჩაღობის
ჩადენას იარაღის გამოყენებით
18
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 90
19
სანადირო თოფი სსკ-ის 236-ე მუხლის ფარგლებს გარეთ იმიტომ დარჩა, რომ გლუვლულიანი, ანუ
მას არა აქვს ე.წ. ,,ნარეზი’’, როგორც მაგალითად, ავტომატს, შაშხანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ
თუ ყაჩაღობის დროს გამოიყენეს სანადირო თოფი, ის არ ჩაითვლება იარაღად
20
მ. ლეკვეიშვილი, გ. მამულაშვილი- ,,პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის’’
(კომენტარი), თბ, 1999წ, გვ. 32
21
სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის
პრობლემატურ საკითხებზე, თბ, 2007წ, გვ. 87
13
იურიდიულ ლიტერატურაში სადავოდ ითვლება, ყაჩაღობის დროს ჩადენილი
მკვლელობა, მოიცავს თუ არა ანგარებით მკვლელობის ნიშნებს ან პირიქით. თუ
თავდასხმას წინ უსწრებდა მკვლელობა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყაჩაღობაზე
ლაპარაკიც კი ზედმეტია, ხოლო, თუ მკვლელობას წინ უსწრებდა ყაჩაღური
თავდასხმა, მაშინ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქმის კონკრეტული
გარემოებების შესწავლის შედეგად. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ
ანგარებით მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს, როგორც ფარულად, ისე ღიად,
ხოლო ყაჩაღობა ყოველთვის აშკარად განხორციელებულ თავდასხმაში გამოიხატება.
თუმცაღა განსხვავებული მოსაზრება აქვს ქართველ მეცნიერს- ბ. ფურცხვანიძეს- იგი
წერს, რომ ,, თავდასხმა ყაჩაღობის დროსაც კი არ გამორიცხავს ფარულ სახეს ( მაგ;
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მოკვლა მისი ქონების უმალვე დაუფლების
მიზნით ). ამიტომ საჭირო ხდება ამ ორი დანაშაულის განსასხვავებლად სხვა
ნიშნების პოვნა’’. 22
რაც შეეხება 179-ე და 183-ე მუხლების მიმართებას, ზ. წულაიას აზრით 183-ე უფრო
მეტია, ვიდრე 179-ე, ამიტომაც მისი თქმით ეს უკანასკნელი შთაინთქმება 183-ე
მუხლის მიერ. 23 მას არ ეთანხმება რამაზ კვარაცხელია, მისი თქმით, - 183-ე მუხლის
დანაშაულის საგნის მოპოვების მცდელობისას ( თავდასხმისას), ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს 179-ე მუხლითა და 183-ე მუხლის მცდელობით. თუ ნივთი იქნა
გატაცებული, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 179-ე და 183-ე მუხლების
ერთობლიობით. 24 ,, ეს ის საკითხია, რაც ეწინააღმდეგება სისლიხს სამართლის
პოლიტიკის ამოცანებს. ძნელია, სამართლებრივი დასაბუთება მოუძებნო იმას, რომ
თავდასხმა ჩვეულებრივი ნივთის დაუფლების მიზნით, დამთავრებულია
თავდასხმის მომენტიდან, ხოლო, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული,
მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების
მიზნით თავდასხმა, ვიდრე მისი საბოლოო დაუფლება არ მოხდება, თავდასხმის
მომენტში წარმოადგენს მხოლოდ დანაშაულის მცდელობას. ეს საკითხიც
საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს. 25
განსაკუთრებით აქტუალურია ყაჩაღობის მომზადებისა და მცდელობის არსებობა-
არარსებობა. ჯერ ვიმსჯელოთ მომზადებაზე. მაგალითად, პირთა ჯგუფმა
გადაწყვიტა ოჯახის დაყაჩაღება, შეიძინეს იარაღი და ღამით შეიჭრნენ ოჯახში,
მაგრამ იქ არავინ არ დახვდათ. ამიტომ ისინი ფარულად დაეუფლნენ სახლში
არსებულ ნივთებს და მიიმალნენ. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ყაჩაღობის
მომზადებასა და ქურდობას. ყაჩაღობის ცნებიდან გამომდინარე, მისთვის
აუცილებელია სამივე ნიშნის არსებობა, მხოლოდ პირველი და მეორე ნიშნის
არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ირკვევა, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ნივთის
22
ბ. ფურცხვანიძე, დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, თბ, 1960წ, გვ. 27
23
ზ. წულაია- ეკონომიკურ დანაშაულთა იურიდიული ანალიზი, თბ, 2001წ, გვ. 104
24
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 116
25
სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები, თბ, 2004წ, გვ. 196
14
მისაკუთრების მიზანი, მაგრამ ძალადობა ან ძალადობის მუქარა ჯერ არ იყო
გამოყენებული. ამიტომ ქმედება ყაჩაღობად ვერ დაკვალიფიცირდება. მაგალითად, -
ქუჩაში მიმავალ ავტომანქანას წინ გადაუდგა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით
შეიარაღებული და გააჩერა ის. ამ შემთხვევაში ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს
ყაჩაღობად, ვინაიდან,თავდამსხმელს არ მოუთხოვია ნივთი და არც ძალადობას
ჰქონია ადგილი. ამიტომ ძნელი დასადგენია ჰქონდა თუ არა პირს მისაკუთრების
მიზანი. თუ დადგინდა, რომ მას ჰქონდა ნივთის მისაკუთრების მიზანი, მაშინ მისი
ქმედება დაკვალიფიცირდება ყაჩაღობის მომზადებად. კანონში ჩაწერილია, რომ
თავდასხმას ნივთის მისაკუთრების მიზნით თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ამდენად, მარტო
თავდასხმა ნივთის მისაკუთრების მიზნით არ შეიძლება ჩაითვალოს ყაჩაღობის, ე.ი.
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად. 26 რაც შეეხება მცდელობას, შეუძლებელია
ყაჩაღობას ჰქონდეს მცდელობა სსკ-ის 179-ე მუხლისა და 19(1)-ის შინაარსიდან,
არსიდან და სტრუქტურიდან, დეფინიციიდან და ფორმაციიდან გამომდინარე !

ყაჩაღობის მიმოხილვა ამერიკული და გერმანული კანონმდებლობებით

საქართველოს კანონმდებლობაში მოცემულ ყაჩაღობის ცნებას და მის ძირითად,


მთავარ ელემენტებს ასეა თუ ისე შევეხეთ, გავეცანით და განვიხილეთ. ახლა ეს
ყოველივე საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობების საფუძველზე გავაკეთოთ.
აშშ-ში ,, The Uniform Crime Reports’’- ის მიხედვით ყაჩაღობა განიმარტება, როგორც ,,
პიროვნების ან პიროვნებების მიერ ზედამხედველობის, მეურვეობის ან კონტროლის
ქვეშ მყოფი ქონების გამოძალვა ან რაიმე ღირებულის წართმევის განზრახვა
ძალადობის გამოყენებით, ან ძალადობის გამოყენების მუქარით ან ძალმომრეობით
ან/და მსხვერპლის შეშინებით’’. მსხვილი საქალაქო ოლქების სისხლის სამართლის
დანაშაულზე ,, Bureau of Justice Statistic’’ 1992 წლის მოხსენება განმარტავს ყაჩაღობას,
როგორც ,, უკანონოდ გამოძალვას რაიმე ღირებულისა ძალადობით ან ძალადობის
გამოყენების მუქარით’’. კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე
პარაგრაფის მიხედვით, ყაჩაღობა არის სხვისი პირადი ქონების ძალით მიტაცება იმ
პიროვნებისგან, რომლის მფლობელობაშიცაა ეს ქონება, ან მისი უშუალო
თანდასწრებით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალადობით ან შეშინებით.
ლუიზიანაში არსებობს გაძლიერებული ყაჩაღობის კანონი, რომლის მიხედვითაც

26
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 120-121
15
გაძლიერებული ყაჩაღობა არის სხვისი ქონების ან რაიმე ღირებულის მიტაცება,
სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებით ( სხეულის სერიოზული დაზიანება ).
კენტუკის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ყაჩაღობა ორი კატეგორიისაა: 1)
პირი ჩაითვლება პირველი კატეგორიის ყაჩაღობის ჩადენაში დამნაშავედ, თუ ის
დანაშაულის ჩადენის დროს, ქურდობის დასრულების მიზნით იყენებდა ძალადობას
ან იმუქრებოდა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით; 2) პირი ჩაითვლება მეორე
კატეგორიის ყაჩაღობის ჩადენაში დამნაშავედ, თუ ის ქურდობის ჩადენისას,
ქურდობის დასრულების მიზნით იყენებდა ან იმუქრებოდა ფიზიკური ძალადობის
უშუალო გამოყენებით.
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ზოგადად ყაჩაღობის ( Raub )
კატეგორიას, რომელიც მოიცავს ყაჩაღობას, მძიმე ყაჩაღობას, ყაჩაღობას, რომელსაც
სასიკვდილო შედეგი მოჰყვა, ყაჩაღური ქურდობა, ყაჩაღური გამოძალვა და სხვა.
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით- ,, ვინც
ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის
მუქარით დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს მისაკუთრების ან სხვისთვის გადაცემის
მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ ერთი წლისა’’.
შესაძლებელია უფრო მაღალი სასჯელითაც ( დამამძიმებელი გარემოებებისას ) .
გერმანიის კოდექსში ყაჩაღობა უფრო ვიწრო გაგებითაა განმარტებული, ვიდრე
ყაჩაღობა აშშ-ში. ყაჩაღობა, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოჰყვება ჩადენილია,
როცა შემსრულებელი ,, ძარცვის შესრულებისას ... უყურადღებოდ იწვევს სხვა პირის
სიკვდილს...’’ აშშ-ის ზოგიერთ შტატში ეს კატეგორია მიეკუთვნება სიცოცხლის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და შეიძლება განხილულ იქნეს,
როგორც მკვლელობა. ,,ყაჩაღურ ქურდობად’’ ითვლება შემთხვევა, როცა
ამსრულებელი ,,დაკავებულია ქურდობის დროს და იყენებს ძალადობას პირის
საწინააღმდეგოდ, ან ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით, მოპარული ქონების
შენარჩუნების მიზნით...’’ თუკი ქონების გადაცემა ხდება გადატენილი იარაღის
მსხვერპლის თავთან მიდებით, ასეთ შემთხვევაში დანაშაული განეკუთვნება
,,ყაჩაღურ გამოძალვას’’. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით
ყაჩაღობა მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ქონების
დაუფლების შემთხვევაში, ასევე განსხვავება ქართული სისხლის სამართლის
კოდექსთან შედარებით არის ის, რომ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით
ყაჩაღობის მცდელობაც კი დასჯადია.27

ქართული და უცხოური სასამართლოს პრაქტიკის მაგალითები

27
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 17-20
16
განვიხილოთ ყაჩაღობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფაბულა ასეთია: განაჩენით ზ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისთვის: ზ. დ-სთან ერთად
ყაჩაღურად თავს დაესხა რ-ს ბენზინგასამართ სადგურს და იქ მყოფ ოპერატორს თ-ს
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვა
ნავაჭრი თანხა. საკაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზ-ს ინტერესების დამცველი მ.
ითხოვდა განაჩენის შეცვლას ზ-ს სასარგებლოდ და 179-ეს მაგივრად 178-ე მუხლით
კვალიფიკაციას. კასატორის მითითებით, ზ-ს დ-სთან ერთად თ-ზე ყაჩაღური
თავდასხმა არ ჩაუდენია. მათ თ-ს თანხა ისე გასტაცეს, რომ მის მიმართ არც
სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა და არც ასეთი ძალადობის მუქარა არ
გამოუყენებიათ. პალატამ საფუძვლიანად არ გაიზირა მსჯავრდებულ ზ-ს ადვოკატის
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზ-მ ჩაიდინა არა ყაჩაღობა, არამედ ძარცვა.
მსჯავრდებულ ზ-სა და დ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ თ-ს გასტაცეს 66
ლარი. ამავე დროს ის, რომ თავდასხმისას გამოიყენეს სიცოცხლისათვის საშიში
ძალადობის მუქარა, დადგენილია მსჯავრდებულ დ-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში
მიცემული ჩვენებით, სადაც დაადასტურა ზ-სთან ერთად ღამის 2 საათზე ნიღბებით
ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას, ოპერატორ თ-სათვის მუქარის
სიტყვებით ,,ფული მოგვეცი თორემ ცუდ დღეში ჩაგაგდებთ’’ მიმართვის ფაქტი.
დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ღამით ორი ნიღბიანი ადამიანის
დანახვაზე შეეშინდა და გაუღო ჯიხურის კარი, რადგან იგრძნო რეალური საფრთხე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
განჩინებაში აღნიშნა: ,, მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ
მსჯავრდებულებს იარაღი არ ჰქონიათ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათი მხრიდან
ყაჩაღურ თავდასხმას, ვინაიდან, დაზარალებულმა თ-მ ღამის 2 საათზე, ორი
ნიღბიანი ახალგაზრდის დანახვაზე აღიქვა და რეალურად იგრძნო საფრთხე, რაც მის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა, სწორედ ამის გამო გაუღო მან
ჯიხურის კარები და გადასცა 66 ლარი. ამდენად, პალატამ მიიჩნია უსაფუძვლოდ
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და დაადგინა, რომ ზ-ს ქმედება ზემომითითებულ
ეპიზოდში არ უნდა გადაკვალიფიცირდეს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის
178-ე მუხლით. 28
ახლა უცხოური პრაქტიკა; - ქალაქ კაზანის ბაუმანის რაიონის სახალხო სასამართლომ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობისათვის გაასამართლა ვ.
და ს. , რომლებიც დაედევნენ სამუშაოდან მომავალ კ-ს, გააჩერეს და მოსთხოვეს
ფული არყისთვის. კ-მ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე და განაცხადა, რომ მიმართავს
მილიციას. მაშინ ს-მ ამოიღო პალტოს შიგა ჯიბიდან საკეცი სახაზავი, გახსნა ის და
მიაბჯინა დაზარალებულს მუცელზე, უბრძანა აეწია ხელები და გაჩუმებულიყო. კ-მ
28
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სისხლის სამართლის საქმეებზე, 2001წ,
N 10, გვ. 605-611
17
აღიქვა სახაზავი დანად, დაემორჩილა ბრძანებას და ასწია ხელები. ამ დროს ვ-მ
შეუმოწმა ჯიბეები და წაართვა მას ფული 4 მან. 72 კაპ. ჯიბის დანა, ავტოკალამი,
საკეცი ჭიქა. სათათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში აღნიშნა: ,,ადვოკატები
ითხოვდნენ მსჯავრდებულთა მოქმედების კვალიფიკაციის შეცვლას იმ მუხლით,
რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს ძარცვისათვის, ვინაიდან, მათი აზრით, მუქარა
სახაზავით იყო არარეალური. ვ-ს და ს-ს მოქმედება ყაჩაღობად
დაკვალიფიცირებულია სწორად, რადგან მათ მოკვლის მუქარით წაართვეს კ-ს ფული
და სხვადასხვა ნივთი. მოსაზრება ადვოკატებისა, რომ მკვლელობის მუქარა იყო
არარეალური, რადგან მათ საკეცი სახაზავის გარდა არაფერი გააჩნდათ არ შეიძლება
ჩაითვალოს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად, რადგან ძალადობა ყაჩაღობისას
შეიძლება იყოს ფსიქიკურიც, როგორადაც ითვლება მკვლელობის ( მოკვლის )
მუქარა. 29

ნოვაციის მცდელობა

ნოვაციის მცდელობაში ვგულისხმობ მოცემული დანაშაულების ხარვეზების


აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში - მუხლებში დამატებითი პუნქტების
შემოტანას, რაც ხელს შეუწყობდა პრობლემური საკითხების გადაჭრას და
პროგრესული გზით წინსვლას მოცემული მუხლების ჭრილში. კერძოდ, პირადად მე
ვეთანხმები ბატონ რამაზ კვარაცხელიას, რომელიც ასევე მოგვიწოდებს, რომ არის
რაღაც-რაღაცები დასამატებელი და ეს სრულიად ლოგიკური და მეტიც,-
სავალდებულოცაა ვგონებ; მაგალითად, - შესაძლებელია დაემატოს 179-ე მუხლს
ასეთი პუნქტი: ყაჩაღობა - იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. 30 პრაქტიკა
ნამდვილად გვაძლევს ამის შანსს და შესაძლებლობას, თანაც გახშირდა და
მომრავლდა ამდაგვარი შემთხვევები, რომლებიც კვლავ მეტ-ნაკლებად პრობლემურ
საკითხად რჩება. ზემოთ განხილული გვქონდა ყაჩაღობის პრობლემური შემთხვევები
და კიდევ ერთი დამატება ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: ყაჩაღობა ჩადენილი-
განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული
ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების მიზნით. 31 მე რომ
კანონმდებელი ვიყო, ასევე შევცვლიდი იმ პრაქტიკას, რომლის თანახმად
ქურდობისას მნიშვნელლოვან ზიანზე სხვაგვარი რეგულაციაა, დიდ ოდენობაზე კი
სხვანაირი, რაც ძალიან უსამართლოდ მეჩვენება. ასევე თავისუფლად შეიძლება
29
Архив верховного суда Татарской АССР. , 1970Г.
30
რამაზ კვარაცხელია- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 92
31
რამაზ კვარაცხელი- ყაჩაღობის კვალიფიკაციის და გამოძიების პრობლემები, 2014წ, გვ. 118
18
შემოღებულ იქნას ყაჩაღობა ჩადენილი - სატრანსპორტო საშუალების ან მისი
ნაწილის დაუფლების მიზნით და ა. შ. მე არ ვითხოვ, გინდათ თუ არა სასწრაფოდ
ყაჩაღობის მცდელობა შემოიღეთთქო, რადგან ეს აბსურდია, მაგრამ სულაც არაა
აბსურდი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ეს
ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრეს, რათა პრაქტიკაც უფრო სტაბილური
გახდეს და იყოს შესაბამისობაში მატერიალურ სამართალთან !

დასკვნა

დასკვნის სახით რა შეიძლება ითქვას, მთავარია, რომ ამ დანაშაულთა შედარებისას


მათი მთავარი კრიტერიუმები გამოვყოთ და არ ავურიოთ ისინი ერთმანეთში,
მაგალითად- ხერხის სახით ფარულობა რომ ქურდობას ახასიათებს, ამას წყალი არ
უნდა გაუვიდეს და არავითარ შემთხვევაში აქ არაფერ შუაშია ძარცვა, რომელიც არა
ფარული, არამედ პირიქით, - აშკარაა დაუფლებაა. ყაჩაღობა კი ძალადობის ხარისხით
განსხვავდება ძარცვისგან. ძალადობა ან მისი მუქარა როგორც კი საშიშია ადამიანის
სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის, სახეზე აუცილებლად გვაქვს ყაჩაღობა.
კარგადაა ასახული სისხლის სამართლის განვითარების ეტაპები მოქმედი და 2000,
1999, 1960 და 1922 წლის კოდექსებთან შედარებისას, ასევე ჩანს ამ დანაშაულთა
სპეციფიკა, წვრილმანთა დროთა განმავლობაში გამოაშკარავება და გამოკვეთა,
თუმცა პრობლემური საკითხები დღესაც საკმაოდ გვხვდება და საჭიროა
მუხლჩაუხრელი შრომა ამ ხარვეზთა აღმოსაფხვრელად, მით უმეტეს, ჩემი
სუბიექტური აზრით ამ ყველაფრის მოტივაციას მატებს ის ფაქტი, რომ საქართველოს
კანონმდებლობა დიდად არ ჩამოუვარდება თვით ისეთი ძლიერი სახელმწიფოს
კანონმდებლობას, როგორიცაა აშშ, თუნდაც გერმანია და ა. შ. საქართველოს
ნამდვილად აქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ იამაყოს საკუთარი პროფესიონალებით
და ამ კონფერენციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მივიღოთ
გამოცდილება, რათა ეს სამომავლოდ აისახოს ჩვენს პროფესიებში, რაც ისევ და ისევ
ჩვენს ქვეყანას წაადგება ! რაც შეეხება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობას, ისინი
ნამდვილად წარმოადგენენ სისხლის სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს საუნჯეთაგანს,
19
რადგანაც საკმაოდ მწვავე, მნიშვნელოვან და ფართო თემებსა და საკითხებს
მოიცავენ, რომელთა მაქსიმალურად ლაკონურად და ფორმატით გათვალისწინებულ
სტანდარტებში გადმოცემა შევეცადეთ, იმედია გამოგვივიდა.

20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38

You might also like