You are on page 1of 30

სისხლის სამართლის კერძო 1

I. დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ


განზრახი მკვლელობა (მუხლი 108-ე)
მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი).
ეჭვიანობისა და შურისძიების კონკურენციის დროს,უპირატესობა ენიჭება დომინირებულ
მოტივს.
იმ შემთხვევაში,თუ დამნაშავე ვერ იხსენებს დანაშაულის მოტივს (მაგალითად სიმთვრალის
გამო) იგი პასუხს აგებს 108-ე მუხლით.
მკვლელობა დაზარალებულის თანხმობით (108-ე) - თანხმობას არ აქვს იურიდიული
მნიშვნელობა,ამიტომ როცა ორი პირი შეთანხმებისამებრ აპირებენ თავის მოკვლას (ჯერ ერთმა
უნდა მოკლას მეორე და შემდეგ მან თავი მოიკლას) და მეორე ამას არ იზამს,იგი პასუხს აგებს
მარტივი მვლელობისთვის.

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109-ე)


რამდენიმე ქვეპუნქტის არსებობისას არ გვაქვს სახეზე დანაშაულთა ერთობლიობა.
ორი ჯგუფი: 1. ობიექტური ნიშნით დამძიმებული გარემოებები და 2. სუბიექტური ნიშნით
დამძიმებული გარემოებები.
1. მას ამძიმებს დანაშაულის ხერხი და საშუალება,ობიექტი,ამსრულებელთა რაოდენობა და სხვ.
ამ დროს გაზრდილია უმართლობის ხარისხი და ეს გარემოება ერაცხება თანამონაწილესა და
თანაამსრულებელსაც,რომელსაც შესაძლოა ეს ნიშანი არც კი ახასიათებდეს. ობიექტური
ნიშნით განსაზღვრული დამამძიმებელი გარემოებებია: მკვლელობა მძევლად ხელში
ჩაგდებასთან დაკავშირებით; ისეთი საშუალებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს
სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული
ქალისა’ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა; ჯგუფურად; ორი ან მეტი პირისა; განსაკუთრებული
სისასტიკით; შეკვეთით; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურეობრივ
საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
2. მას ამძიმებს მკვლელობის მოტივი,მიზანი,ამსრულებლისათვის პერსონალურად
დამახასიათებელი რაიმე ნიშანი (მაგალითად ნასამართლობა). ეს ნიშნები მხოლოდ იმ
თანამონაწილეს ან თანაამსრულებელს შეერაცხება,რომელსაც იგი ახასიათებს. სუბიექტური
ნიშნით დამძიმებულ გარემოებებს მიეკუთვნება: მკვლელობა სხვა დანაშაულის
დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით; ხულიგნური ქვენაგრძნობით;
რასობრივი,რელიგიური,ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ანგარებით;
მკვლელობა არაერთგზის. ამ დროს გაზრდილია ბრალის ხარისხი.

109-ე მუხლის 1 ნაწილი (ქვეპუნქტი „ა“)- მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან


დაკავშირებით
მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც მძევლად აყვანილი,ისე სხვა პირი (მაგალითად,ვინც მის
დახმარებს ცდილობდა). ეს ქმედება როგორც წესი თანაშაულთა ერთობლიობს გულისხმობს (ეს
ქვეპუნქტი და სხვა მუხლი,იმის მიხედვით თუ რა არის მიზანი).

109-ე მუხლის 1 ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“) - მკვლელობა ისეთი საშუალებით,რომელიც


განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
საფრთხე უნდა ემუქრებოდეს სულ მცირე ორ ადამიანს,არ არის აუცილებელი რეალური
ფიზიკური ზიანის დადგომა,საკმარისია უბრალოდ საფრთხის შექმნა.
ახასიათებს განზრახვის რამდენიმე კომბინაცია: 1. პირდაპირი განზრახვა მსხვერპლის მიმართ
და არაპირდაპირი განზრახვა სხვათა მიმართ; 2. არაპირდაპირი განზრახვა მსხვერპლისა და
სხვათა მიმართაც.
თუკი სახეზეა პირდაპირი განზრახვა ყველას მიმართ სახეზეა ორი ან მეტი პირის მკვლელობა ან
მცდელობა.
თუ სახეზე რეალურად გვაქვს მძიმე შედეგის (მაგალითად,ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
სხვათათვის) დადგომა,მაშინ დაკვალიფიცირდება ქმედება დანაშაულთა ერთობლიობით (109-ე
და 117-ე მუხლები).

109-ე მუხლის 1 ნაწილი (ქვეპუნქტი „გ“) - მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან


მისი ჩადენის გაადვილების მიზნით
მნიშვნელობა არ აქვს როგორი დანაშაული იფარება,ადვილდება,შეძლებს თუ არა დამნაშავე ამას
და ა.შ . თუ დამნაშავე მალავს სხვა დანაშაულს კვალიფიკაცია მოხდება დანაშაულთა
ერთობლიობით (ეს მუხლი და წინა დანაშაულის შესაბამისი მუხლი).

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ა“) - მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი


შეცნობით ორსული ქალისა
აუცილებელია,რომ დამნაშავემ იცოდეს ორსულობის შესახებ.
რა ხდება მაშინ,როცა დამნაშავეს გონია,რომ ქალი ორსულადაა,მაგრამ მერე აღმოჩნდება,რომ არ
იყო ორსულად. 1. წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობის მცდელობა. ეს მოსაზრება
არასწორია,რადგან ძირითადი ობიექტი-ქალი უკვე მკვდარია და მცდელობაზე საუბარიც კი
ზედმეტია. 2. დანაშაულთა ერთობლიობა- მარტივი მკვლელობა და ორსული ქალის
მკვლელობის მცდელობა . არც ეს მოსაზრებაა სწორი,რადგან ხელოვნურად ქმნის დანაშაულთა
ერთობლიობას. თანაც შესაძლოა სასჯელი ბევრად მეტი იყოს,ვიდრე 109-ე მუხლის
კვალიფიკაციისას. 3. კვალიფიკაცია მოხდეს დამნაშავის წარმოდგენის მიხედვით-ესეც
არასწორია,რადგან გამოვა რომ ეს ქმედება დამძიმებულია სუბიქტური ნიშნით. თანაც
„წინასწარი შეცნობი ორსული ქალისა“ ნიშნავს იმას,რომ დამნაშავემ უნდა იცოდეს ორსულობის
შესახებ დანამდვილებით და არა უბრალოდ მისი წარმოდგენით და ქალი მართლაც უნდა იყოს
ორსულად. 4. განზრახი მკვლელობა- ეს ყველაზე სწორი მიდგობაა,რადგანაც არაა
ხელყოფილი ორსული ქალის სიცოცხლე,მაგრამ ის რომ მას ქალი ორსულად ეგონა
სასჯელის დანიშნის დრომ უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ!
109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“) - მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა
დამნაშავეს წინასწარ შეცნობილი უნდა ჰქონდეს არასრულწლოვანება და უმწეო მდგომარეობა
მსხვერპლისა. ასევე უმწეო მდგომარეობა არ უნდა შექმნას თავად დამნაშავემ,რათა გაიადვილოს
დანაშაულის ჩადენა.წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება 109-ე მუხლის 1 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტი. ასევე თუ სახეზე იქნება ანგარების მოტივი ქმედება დაკვალიფიცრდება
დანაშაულთა ერთობლიობით : ანგარების მოტივი და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი.

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „გ“) - მკვლელობა ხულიგნური


ქვენაგრძნობით
მკვლელობა ხორციელდება უსაფუძვლოდ ან მცირე საბაბის საფუძველზე. იგი უნდა გაიმიჯნოს
ჩხუბში მკვლელობისაგან,იმის მიხედვით თუ ვინაა ინციდენტის ინიციატორი. ხულიგნური
ქვენაგრძნობის დროს წამომწყები თავად დამნაშავეა, 108-ე მუხლის დროს კი დაზარალებული.
თუ დამნაშავე დაიწყებს ხულიგნობას და შემდეგ ვიღაცას მოკვლავს შენიშვნის გამო,ეს იქნება
დანაშაულთა ერთობლიობა და არა ეს მუხლი.

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „დ“) - მკვლელობა


რასობრივი,რელიგიური,ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო
ხდება პირდაპირი განზრახვით,მაგრამ შესაძლოა სხვათა მიმართ (მაგალითად მსხვერპლის
ოჯახის წევრების მიმართ) სახეზე იყოს არაპირდაპირი განზრახვა.

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „დ1“) - მკვლელობა გენდერის ნიშნით


პირდაპირი განზრახვის დროს თუ შედეგი არ დადგა დაკვალიფიცირდება ამ მუხლის
მცდელობით,არაპირდაპირი განზრახვის დროს კი შედეგის მიხედვით.
თუ სახეზეა სხვა მოტივი (შურისძიება და ა.შ) მკვლელობა დაკვალიფიცრდება 108-ე მუხლით
და არა ამ მუხლით.

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ე“) - მკვლელობა ჯგუფურად


.......

109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ვ“) - მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ
ოჯახის წევრად ითვლებიან ის პირები,რომლებიც ერთად ცხოვრობენ (შესაძლოა მათ არც კი
ჰქონდეთ ნათესაური კავშირი).
ეს მკვლელობა სახეზეა მაშინ როცა ერთი ოჯახის წევრი მოკლავს მეორე ოჯახის წევრს.
შესაძლოა ოჯახის წევრებს მოუვიდეთ ჩხუბი და ერთმა მოკლად მეორე,მაგრამ ეს არ იქნება 108-
ე მუხლით დაკვალიფიცირებული მკვლელობა,რადგან ჩხუბს გადაფარავს ოჯახის წევრის
მკვლელობა.
109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ა“) - მკვლელობა ორი ან მეტი პირისა
ერთიანი განზრახვით ორი ან მეტი პირის მკვლელობა.
მკვლელობა უნდა მოხდეს ერთდროულად ან მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში.
თუ დროში დიდი წყვეტაა,ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება ამ ქვეპუნქტით,რადგან სახეზე არ
იქნება ერთიანი განზრახვა.
შესაძლოა არ იყოს დროში წყვეტა,მაგრამ იმავდროულად არ იყოს ერთიანი განზრახვა.
მაგალითად,პეტრემ მოკლა პავლე და შემდეგ მან ამის შემსწრე ივანეც მოკლა. მას არ ჰქონია
ერთიანი განზრახვა,ივანეს მიმართ მას ახალი განზრახვა აღმოუცენდა და ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით (108-ე და 109-ე მუხლიდ „დ“ ქვეპუნქტი).
თუ პირი ჩაიდენს ორი პირის მკვლელობას,არც ერთისთვის არ ყოფილა ნასამართლები და არ
ჰქონია ერთიანი განზრახვა,თითოეული მათგანი დაკვალიფიცირდება სათანადო მუხლით
(დანაშაულთა ერთობლიობა).
თუ დამნაშავეს სურს ორი პირის მოკვლა,მაგრამ მხოლოდ ერთის მოკვლას შეძლებს,სახეზე
გვექნება ამ მუხლის მცდელობა,რადგან ყურადღების გარეშე არ დარჩება ერთ-ერთის
სიკვდილის ფაქტი და არც დანაშაულთა ერთობლიობის მცდარი წარმოდგენა შეგვექმნება.
თუ მკვლელობებს შორის არის დროის მცირე მონაკვეთი,მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ
პირდაპირი განზრახვით,მაგრამ თუ მკვლელობა ხდება ერთდროულად შესაძლოა სახეზე იყოს
არაპირდაპირი განზრახვაც.

109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“) - მკვლელობა განსაკუთრებული


სისასტიკით
საჭიროა ორი კუმულაციური პირობა: 1. ობიექტური (მკვლელობისას გამოყენებული ხელხი ან
საშუალება უნდა იწვევდეს ძლიერ ტანჯვას მსხვერპლში) და 2. სუბიექტური (მკვლელმა
შეგნებულად უნდა შეარჩიოს ისეთი ხერხი ან საშუალება,რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას
გამოიწვევს მსხვერპლში).

109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „გ“) - მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით


მისი მიზანია ა) მატერიალური გამორჩენის მიღება და ბ) მატერიალური მოვალეობისაგან
გათავისუფლება.
ანგარებით მკვლელობა არ არის სიხარბით ჩადენილი მკვლელობა. სიხარბე მოიცავს
ანგარებასაც,მაგრამ პირიქით არა. მაგალითად: პეტრემ ფული ასესხა პავლეს და როცა მისი
დაბრუნება მოითხოვა,პავლემ აუხსნა რომ ამ ეტაპზე ფულს ვერ დააბრუნებდა და პეტრემ იგი
მოკლა.სახეზე გვაქვს სიხარბე (108-ე მუხლი).
ყოველ შემთხვევაში ანგარება წინ უნდა უსწრებდეს მკვლელობას,თუ მკვლელობა
განხორციელდება შურისძიების მოტივით,მაგრამ შემდეგ გაიღვიძებს დამნაშავეში
ანგარება,ქმედება 108-ე მუხლით დაკვალიფიცირდება.
არ აქვს მნიშვნელობა განხორციელდება თი არა მოტივი.
რაც შეეხება განზრახვას,თუ პირი მოქმედებს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ქონებისა თუ
მატერიალური ხასიათის სხვა უფლების მოსაპოვებლად,ამ დროს მკვლელობა სასურველი
შედეგის მიღწევის საშუალებაა. მაგრამ სხვაგვარად წყდება საკითხი,როცა ანგარებით
მკვლელობა ხორციელდება ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამ დროს შესაძლოა როგორც
პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვის არსებობა. მაგალითად: პეტრე თავს დაესხა
მოქალაქეს ფულის გამოძალვის მიხნით,უარის შემდეგ მას თავში ჩაარტყა და მიატოვა,მოქალაქე
გარდაიცვალა.მისი სიკვდილის მიმართ მას ამოძრავებდა არაპირდაპირი განზრახვა.
რაც შეეხება მკვლელობას შეკვეთით,ეს ქმედება ობიექტური ნიშნითაა დამძიმებული.
თუ სახეზე გვაქვს არა ბრძანება,არამედ უბრალოდ თხოვნა,რომ პირმა მოკლას სხვა
პირი,ქმედება დაკვალიფიცრდება 108-ე მუხლით,ხოლო პირი ვინც გასცა ბრძანება იქნება
თანამონაწილე,კერძოდ,წამქეზებელი.

109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „დ“) - მკვლელობა მსხვერპლის სხეულის


ორგანოს,ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების
მიზნით
დამძიმებულია სუბიექტური ნიშნით,კერძოდ,მიზნით.
არ არის აუცილებელი მიზნის მიღწევა.
ქმედება შესაძლოა ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით.

109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ე“) - მკვლელობა არაერთგის (გარდა ამ


კოდექსის 110-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა)
დამძიმებულია სუბიექტური ნიშნით.
არანასამართლევი პირის მიერ რამდენიმე მკვლელობის ჩადენა არ იქნება არაერთგზისობა,ისინი
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით.ამ ქვეპუნქტისთვის აუცილებელია,რომ პირი
იყოს ნასამართლევი და ნასამართლეობა არ იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

109-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ვ“) - მკვლელობა მსხვერპლის ან მისი ახლო
ნათესავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით
დამძიმებულია ობიექტური ნიშნით.
მსხვერპლის საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს მართლზომიერი.
ეს დანაშაული,ძირითადად,წარმოადგენს შურისძიებას მსხვერპლის საქმიანობასთან
დაკავშირებით ან საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით ჩადენილ დანაშაულს.
თუკი ამ დანაშაულს თან ახლავს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანი,სახეზეა მეორე
დამამძიმებელი გარემოებაც,რადგან პირველი ობიექტური ნიშნითაა დამძიმებული,მეორე კი
სუბიექტურით.
თუკი დამნაშავე შეცდომით სულ სხვა პირს მოკლავს,ქმედება დაკვალიფიცირდება არა 109-ე
არამედ 108-ე მუხლით. ადგილი არ ექნება შეცდომას მსხვერპლის პიროვნებაში,რადგან ეს ვერ
მოახდენდა გავლენას კვალიფიკაციაზე.კანონმდებელს სურს სათანადო პირობების შექმნა,რათა
მოქალაქეებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალელობები უშიშრად.
განზრახ მკვლელობა უეცარი,ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (მუხლი 111-
ე)
ეს არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება,რომელიც ორი ფაქტორითაა
განპირობებული: 1. დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში-უეცრად
აღძღული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და 2. მკვლელობა პროვოცირებულია
თავად დაზარალებულის მიერ.
111-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის არსებობა კუმულაციურად:
1. სახეზე უნდა იყოს აფექტის მდგომარეობა, 2. დანაშაული პროვოცირებული უნდა იყოს თავად
დაზარალებულის არამართლზომიერი ქცევით. 111-ე მუხლში მოცემულია იმ არამართლზომიერი
ქმედებების ჩამონათვალი,რომელიც იწვევს აფექტის მდგომარეობას.თუკი დაზარალებული იქცევა
მართლზომიერად,თუნდაც იგი ძალადობდეს,მკვლელობას ვერ დავაკვალიფიცირებთ 11-ე
მუხლით. მაგალითად,პოლიციელმა დამნაშავეს დაუპირა ხელბორკილის დადება,ამან დამნაშავე
ჩააგდო აფექტის მდგომარეობაში და პოლიციელი მოკლა.პოლიციელის მხრიდან არ
განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ძალადობა,ამიტომ ამ ქმედებას ვერ
დავაკვალიფიცირებთ 111-ე მუხლით. ასევე აუცილებელია,რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება
ატარებდეს ძალადობის ხასიათსაც.
აფექტის გამომწვევი შეიძლება იყოს ასევე მძიმე შეურაცხყოფაც (ზეპირსიტყვიერად,ფიზიკური
ზემოქმედებით და ა.შ),ამორაცული ქცევა (შვილად აყვანის საიდუმლოების გახმაურება,ღალატი),
მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებული
ფსიქიკური ტრამვა.
მთავარი ისაა,რომ მკვლელობა უნდა იყოს დამნაშავის საპასუხო საქციელი დაზარალებულის
არამართლზომიერ ქცევაზე.აფექტი შეიძლება განხორციელდეს რაღაც დროის მერე,მკვლელობა
მაინც ამ მუხლით დაკვალიფიცრდება,რადგან მთავარია აფექტის მდგომარეობის არსებობა.
ამ დანაშაულის ჩადენა არაპირდაპირი განზრახვით შეუძლებელია.
111-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ორი ან მეტი პირის მკვლელობა) ხდება ერთიანი განზრახვით,ერთ
ადგილას,ერთდროულად და აუცილებელია,რომ ყველა მათგანმა წვლილი შეიტანოს აფექტის
წარმოქმნაში.
თი სახეზე გვაქვს დამამძიმებელი გარემოებაც,იგი ვერ მოახდენს გავლენას
კვალიფიკაციაზე,რადგან დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა კონკურენციის დროს
იმარჯვებს შემამსუბუქებელი გარეომება.

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (მუხლი 112-ე)


ეს მკვლელობა შემამსუბუქებელი გარემოება იმიტომაა,რომ დედა მშობიარობის შემდგომ რაღაც
პერიოდი იმყოფება ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში,როცა მას ნაწილობრივ შესუსტებული აქვს
კონტროლის უნარი.
შეიძლება ქმედება ჩადენილ იყოს როგორც მოქმედებით (ბავშვის დახრჩობა),ისე უმოქმედობით
(საკვების მიუცემლობა).
მკვლელობა უნდა განხორციელდეს მშობიარობისას ან უმალვე,რადგან სწორედ ამ დროს იმყოფება
დედა რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. თუ ის ამისთვის ემზადებოდა და დიდი ხნის მერე
ჩაიდინა ეს,ქმედება დაკვალიფიცირდება 109-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
მკვლელობა).
დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ დედა,სხვა პირი თუკი არის დამხმარე ან
წამქეზებელი პასუხს აგებენ 109-ე მუხლის თანამონაწილეობისთვის. მაგრამ თუკი ქმედებას
ჩაიდენს სხვა და დედა არის წამქეზებელი,სხვა დაისჯება 109-ე მუხლის მიხედვით,ხოლო დედა
112-ე მუხლის თანამონაწილეობისთვის!

თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115-ე)


თუკი თვითმკვლელობამდე მიყვანა განაპირობა ისეთმა მართლსაწინააღმდეგო
ქმედებამ,რომელიც უფრო მკაცრად ისჯება,ვიდრე 115-ე მუხლი,ქმედება დაკვალიფიცირდება
დანაშაულთა ერთობლიობით.
დანაშაულის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობა ან მცდელობა,ამიტომ თუ
პირი უბრალოდ წერილს დატოვებს,ეს არ მოგვცემს 115-ე მუხლის შემადგენლობას.
ქმედება შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით.
ამ მუხლის მე- ნაწილით ამძიმებს პასუხისმგებლობას ქმედება ცადენილი გენდერის ნიშნით ან
არაერთგზის.

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (მუხლი 116-ე)


სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის დროს ამსრულებელია მხოლოდ ის,ვინც
განახორციელებს მოქმედებას მკვლელობისაკენ. (მონადირეების მაგალით).

II. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ


ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117-ე)
ობიექტური მხრივ გამოიხატება: ა) ქმედებაში ან უმოქმედობაში, ბ) მძიმე შედეგში ან შედეგის
საფრთხეში, გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს
შორის.
ქმედება უნდა წარმოადგენდეს შედეგის დადგომის არა ერთადერთ,არამედ ერთ-ერთ აუცილებელ
პირობას.
უმოქმედობა მაშინ ითვლება აუცილებელ პირობად,როცა: ა)პირი იყო სამართლებრივი გარანტი, ბ)
ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა და გ) ასეთი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა
აცილებული.
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ,როცა სახეზეა სხეულის
დაზიანება,რომელიც: 1. სახიფათოა სიცოცხლისთვის, 2. გამოიწვია
მხედველობის,სმენის,მეტყველების ან რომელიმე ორგანოს დაკარგვა, 3. გამოიწვია რომელიმე
ორგანოს ფუნქციის დაკარგვა, 4. გამოიწვია ფსიქიკური ავადმყოფობა, 5. შეწყდა ორსულობა, 6.
გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, 7. გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი
დაზიანება,რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო
შრომისუნარიანობის მყარ,არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან,ან წინასწარი შეცნობით
პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ანუ სულ არის ორი ჯგუფი: 1. რომელიც
სახიფათოა სიცოცხლისთვის და 2. რომელიც არაა სახიფათო სიცოცხლისთვის,მაგრამ იწვევს
კონკრეტულ მძიმე შედეგს.
1. სიცოცხლისთვის სახიფათო- მთავარია,რომ დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს
ზიანის მიყენების მომენტში,არაა აუცილებელი რომელიმე მძიმე შედეგი დადგეს ან პირი მართლაც
გარდაიცვალოს. (მაგალითად,გულში დაჭრილი გადარჩა,ვინაიდან გულში მიყენებული ჭრილობა
სახიფათოა სიცოცხლისთვის,ქმედება დაკვალიფიცირდება ამ მუხლით). თუ ზიანი სახიფათოა
სიცოცხლისთვის და თან რომელიმე სხვა მძიმე შედეგიც დადგა,ორივე უნდა მიეთითოს
ბრალდებაში,რაც ზეგავლენას მოახდენს სასჯელის დანიშვნაზე.
2. გამოიწვია მხედველობის,სმენის,მეტყველების ან რომელიმე ორგანოს დაკარგვა- აქ
შეიძლება გამოვყოთ ორი შემთხვევა: 1. როცა დაკარგულია სხეულის რომელიმე ორგანო
(მაგ:თვალი) და 2. როცა ორგანო შენარჩუნებულია,მაგრამ მას ფუნქცია აქვს დაკარგული (მაგ:
თვალი დაბრმავებულია).
მხედველობის დაკარგვად ითვლება როგორც სრული დაბრმავება,ისე მხედველობის იმგვარი
დაზიანებაც,რომ პირი ახლო მდებარე საგნებს ვერ ამჩნევს.ცალი თვალით დაბრმავებაც
მძიმეა,რადგან შრომისუნარიანობა ერთ მესამედზე მეტადაა დაკარგული. თუკი თვალი
ამოვარდნილია სხვა მძიმე შედეგიც გვაქვს,კერძოდ,სახის წარუშლელი დამახინჯება.
თუკი თვალი ამოვარდნილია,მაგრამ ის შუშის თვალი იყო,მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობით.
სმენის დაკარგვა სახეზეა,როცა პირს არ შეუძლია გაიგონოს ყურის ნიჟარიდან 3-5 სმ-ის
დაშორებით ხმამაღალი საუბარი. ცალ ყურში სმენის დაკარგვა იწვევს შრომისუნარიანობის
დაკარგვას ერთ მესამედზე ნაკლებას,ამიტომ ის არის ნაკლებას მძიმე დაზიანება. მაგრამ თუ
მოჭრილია ერთი ყური,ეს დაკვალიფიცირდება,როგორც სახის წარუშლელი დამახინჯება.
მეტყველების დაკარგვა სახეზეა, როცა პირს არ შეუძლია საკუთარი აზრის გასაგებად გადმოცემა. აქ
არ აქვს მნიშვნელობა ამოჭრილია თუ არა ენა.
სხვა რომელიმე ორგანოდ ჩაითვლება ხელი,ფეხი,მისი მტევნები და სხვა. ხელის ან ფეხის
იტაყვამდე ან მუხლამდე მოკვეთა ნიშნავს ამ ორგანოს დაკარგვას. სხვა შემთხვევაში მხოლოდ მისი
ნაწილია დაკარგული,მაგრამ შეიძლება მაინც მძიმე დაზიანება იყოს,თუკი შრომისუნარიანობა
დაკარგულია ერთ მესამედზე მეტად,ანდა ამ ორგანოს მოკვეთას მოჰყვა ძლიერი სისხლდება და
სახიფათო იყო სიცოცხლისთვის.
4. ფსიქიკური ავადმყოფობა- შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა,ისე ფსიქიკურმა
ზემოქმედებამ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მუდმივია თუ დროებითი,მთავარია რომ ქმედება
მიზეზობრივ კავშირში იყოს ამ ავადმყოფობასთან. თუ დაზიანებამ ისეთი ფსიქიკური აშლილობა
გამოიწვია,რომელიც მკურნალობას ექვემდებარება,მაშინ ქმედება არ დაკვალიფიცირდება ამ
მუხლით.
5. ორსულობის შეწყვეტა- ამ დროს სახეზე უნდა იყოს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა,რაც
დაკავშირებულია ძლიერ სისხლდენასთან,ტკივილთან და სახიფათოა ქალის როგორც
ჯანმრთელობისთვის,ისე სიცოცხლისთვისაც. თუკი ორსულობის შეწყვეტა სხვა რაიმემ გამოიწვია
და დამნაშვის ქმედებას (მაგალითად,სახეში ხელის გარტყმა) არ შეეძლო ამ შედეგის დადგომა,მას
ვერ შევრაცხავთ 117-ე მუხლს. ნაადრევი მშობიარობა არ იწვევს 117-ე მუხლით
კვალიფიკაციას,თუნდაც ბავშვი მკვდარი დაიბადოს,რადგან ამ დროს არ ემუქრება საფრთხე
დედის სიცოცხლეს,ამ დროს ქმედება დაკვალიფიცირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის
მიხედვით.
6. სახის წარუშლელი დამახინჯება- ის არ იწვევს ისეთ მძიმე შედეგებს,რომლებიც
ჩამოთვლილია 117-ე მუხლის 1 ნაწილში,მაგრამ დაკავსირებულია ძლიერ მორალურ ტრამვასთან.
ამ დანაშაულის შემთხვევაში,საჭიროა არა მარტო სამედიცინო ექსპერტიზა,არამედ სასამართლოც.
სამედიცინო დასკვნა უბრალოდ ადგენს როგორი დაზიანებაა სახეზე,რითია
მიყენებული,ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და სხვ,ხოლო არის თუ არა ის წარუშლელი
დამახინჯება წყვეტს სასამართლო დათვალიერებით. დამახინჯება უნდა იყოს
შესაზარი,შესაბრალისი,უნდა იწვევდეს ზიზღს,შიშს,სიბრალულს და ა.შ . აუცილებელია რომ
ორივე კრიტერიუმი ( სამედიცინო და სასამართლო) იყოს სახეზე.
საბოლოოდ,არაა მთავარი,რომ ქმედება საშიში იყოს სიცოცხლისთვისაც,თუკი დადგა რომელიმე
მძიმე შედეგი ქმედება მაინც ამ მუხლით დაკვალიფიცირდება!
7. გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება,რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის
და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ,არანაკლებ ერთი მესამედით
დაკარგვასთან,ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან-
ეს სახე კუმულაციურად მოიცავს ორ ნიშანს: 1. იგი სახიფათო უნდა იყოს სიცოცხლისთვის და 2.
დაკავშირებული უნდა იყოს შრომისუნარიანობის მყარ,არანაკლებ ერთი მესამედით
დაკარგვასთან,ან დაკავშირებული უნდა იყოს წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა სახეზეა,როცა იგი დაკარგულია სამუდამოდ ან მისი აღდგენა
შეიძლება მხოლოს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (120 დღეზე მეტი).
შრომისუნარიანობა ერთ მესამედით მაშინაა დაკარგული,როცა იგი დაქვეითებულია 33%-ზე
მეტად. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს როგორც მყარი,ისე ერთი მესამედით დაკარგვა.
პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგული უნდა იყოს მთლიანად! თანაც დამნაშავეს
შეცნობილი უნდა ჰქონდეს,რომ ჯანმრთელობას უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს.

ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება მხოლოდ განზრახ! სწორედ ეს განასხვავებს 117-ე მუხლს


მკვლელობის მცდელობისაგან. მაგალითად,თუ პირმა მოკვლის განზრახვით მძიმე
ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა სხვას,მაგრამ ეს სხვა გადარჩა,სახეზე იქნება მკვლელობის
მცდელობა. ასევე ყურადღება ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს,თუ დამნაშავე ამტკიცებს,რომ მას არ
სურდა მოკვლა,არამედ ჯანმრთელობის დაზიანება,მაგრამ მსხვერპლს დანა გულში ჩასცა,სახეზე
იქნება მკვლელობა/მცდელობა.

117-ე მუხლის მეორე ნაწილი (დამამძიმებელი გარემოება) - იგივე ქმედება,რამაც


გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა
ამ დროს მნიშვნელოვანია,რომ დამნაშავეს პირდაპირი განზრახვა ჰქონდეს ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებასთან,ხოლო გაუფრთხილებლობით უნდა მოქმედებდეს სიკვდილის მიმართ.
ამ დროს აუცილებელია,რომ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იყოს დროში წყვეტა,თუ ეს არ
არის ქმედება დაკვალიფიცირდება მკვლელობით.
მიზეზობრივი კავშირი აუცილებლად უნდა დადგინდეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და
სიკვდილს შორის. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეს ქმედება უნდა იყოს არა ერთადერთი
არამედ ერთ-ერთი პირობა,ამიტომ თუკი ექიმი ჩაერთო და მისმა ქმედებამაც გამოიწვია
სიკვდილი,თავდაპირველი დამნაშავე მაინც პასუხს აგებს.
თუ ადგილი აქვს ატიპურ განვითარებას,შედეგი არ შეერაცხება თავდაპირველ დამნაშავეს.
სამეციდინო შეცდომა: ა)მისატევებელი (რომელიც შეიძლება ნებისმიერ ექიმს დაემართოს) და ბ)
მიუტევებელი (ამ დროს შედეგი შეერაცხება როგორც ექიმს,ისე თავდაპირველ დამნაშავეს).
თუკი მისატევებელი შეცდომით ექიმმა ახალი საფრთხე დააფუძნა,შედეგი არც მას შეერაცხება და
არც თავდაპირველ დამნაშავეს.
სამედიცინო კურიოზი არის იგივე ატიპური განვითარება,მაგრამ იგი გამოიწვია მედიცინის
მუშაკის შეცდომამ.

ძალადობა (მუხლი 126-ე)


ცემა (მუხლი 125-ე) გადმოვიდა 126-ე მუხლში და ნიშნავს ფიზიკური ტკივილის
მიყენებას,რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი,წინააღმდეგ
შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა 126-ე,არამედ 120-ე მუხლით.

126-ე მუხლის მეორე ნაწილი- პასუხისმგებლობა სისტემატური ცემისა და სხვაგვარი


ძალადობისთვის
ამ დროს მნიშვნელოვანია,რომ მსხვერპლი განიცდიდეს არა ტკივილს,არამედ ტანჯვას.
სისტემატური ცემა მაშინაა სახეზე,როცა იგი მოხდა მინიმუმ სამჯერ მაინც,დროის ხანმოკლე
ინტერვალის დაშორებით. 125-ე მუხლისაგან განსხვავებით,ამ ცემას შესაძლოა მოჰყვეს
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
სხვაგვარი ძალადობაა თემით თრევა,ჩქმეტა,ანთებული სიგარეტით ზემოქმედება და ა.შ.
იგულისხმება,რომ სხვაგვარი ძალადობაც სისტემატურია,რადგან იგი ვერ გამოიწვევდა
ტანჯვას,თუმცა თუკი სახეზე ფრჩხილის ამოძრობა,ეს ერთჯერადიც რომ იყოს მაინც ტანჯვას
გამოიწვევს.
ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება- ძალადობა სამსახურეობრივი მდგომარეობის
გამოყენებით
როცა პირს მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა უადვილებს დანაშაულის ჩადენას. მაგ: ბავშვთა
სახლის აღმზრდელი ტანჯავს ბავშვებს და ა.შ

ოჯახში ძალადობა (მუხლი 1261)


ამ დანაშაულის ამსრულებელია არის მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი.
ოჯახის წევრად ითვლება ასევე ყოფილი მეუღლეებიც,რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ.
მას არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებას კი.
თუ მაგალითად მამა სცემს ცოლს შვილის თანდასწრებით,შემდეგ კი სცემს შვილსაც,ქმედება
დაკვალიფიცირდება დამამძიმებელი გარემოებების ერთობლიობით,რადგან შემდეგი ქმედება ვერ
გადარეცხავს პირველს.

III. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა


(ზოგადი დებულებები)
საფრთხის დელიქტებში მართლსაწინააღმდეგო შედეგი არც პირდაპირ არის აღწერილი და არც
იგულისხმება. მათლსაწინააღმდეგო შედეგი მათში რომ არაა აღწერილი ნიშნავს იმას,რომ
დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის არაა აუცილებელი შედეგის დადგომა. ის რომ
მართლსაწინააღმდეგო შედეგი არც იგულისხმება ნიშნავს,რომ შედეგის დადგომისას
კვალიფიკაცია იცვლება.
საფრთხის დელიქტებთი მიზანი დაკავშირებულია უშუალოდ საფრთხესთან და არა შედეგთან.
საფრთხის დელიქტების დროს თანაფარდობა სუბიექტურსა და ობიექტურ შემდგენლობებს შორის
სრულიად პროპორციულია,ხოლო მცდელობის დროს დარღვეულია სუბიექტურის
სასარგებლოდ,რადგან ობიექტური მხარე ბოლომდე არ არის რეალიზებული,შედეგი არ არის
დამდგარი.

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (მუხლი 127-ე)


ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შექმნით იმ
პირისათვის,ვისაც არ შეუძლია თავის დაცვა სხვადასხვა მიზეზების გამო.
დამნაშავეს საფრთხის მიმართ ამოძრავებს პირდაპირი განზრახვა,ხოლო მოსალოდნელი შედეგის
(მაგ:სიკვდილის) მიმართ არაპირდაპირი განზრახვა ან თვითიმედოვნება.
თუ დამნაშავეს სურს,რომ მსხვერპლი მოკვდეს ამ საფრთხის შექმნით,ქმედება დაკვალიფიცირდება
მკვლელობის მცდელობით ან არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობით.
თუ სასიკვდილო შედეგი ქმედებას მოჰყვა თვითიმედოვნებით, ქმედება დაკვალიფიცირდება 126-ე
მუხლით.

განსაცდელში მიტოვება (მუხლი 128-ე)


სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე,ვინც სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს საკუთარ თავს.
ქმედების სუბიეტი არის სამართლებრივი გარანტი.განსაცდელში მიტოვება დამთავრებულად
ჩაითვლება იმ მომენტიდან,როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა და მან ეს არ
შეასრულა. ასევე ისიც მნიშვნელოვანია,რომ სამართლებრივ გარანტს უნდა ჰქონდეს მოქმედების
შესრულების შესაძლებლობა და თან ისე,რომ არ რისკავდეს მის სიცოცხლეს,რადგან სსკ არავის
ავალდებულებს გმირობას.
სუბიექტს სიკვდილის მიმართ არ უნდა ამოძრავებდეს პირდაპირი განზრახვა,წინააღმდეგ
შემთხვევაში თუ პირი დაიღუპება და სამედიცინო ექსპერტიზა იტყვის,რომ დახმარების
შემთხვევაში ის აუცილებლად გადარჩებოდა დამნაშავე პასუხს აგებს მკვლელობისათვის. თუ
ზუსტად ვერ იტყვის ექსპერტიზა,მაშინ დამნაშავე პასუხს აგებს მკვლელობის მცდელობისთვის.

დაუხმარებლობა (მუხლი 129-ე)


ეს არის წმინდა უმოქმედობის დელიქტი. ამ დროს დახმარების ვალდებულება აკისრია არა
სამართლებრივ გარანტს,არამედ უბრალოდ მოქალაქეს,ზნეობრივი ვალდებულებიდან
გამომდინარე. სწორედ ამიტომ,დამნაშავეს თუნდაც პირდაპირი განზრახვა ამოძრავებდეს
დაზარალებულის სიკვდილის მიმართ,ის მაინც 129-ე მუხლით აგებს პასუხს.

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მუხლი 130-ე)


ამსრულებელი არის მედიცინის მუშაკი.
ობიექტური მხარე გამოიხატება არასაპატიო მიზეზით სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
მყოფი ადამიანისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
გაუწევლობაში.
ესეც წმინდა უმოქმედობის დელიქტია,რადგან ამ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ უმოქმედობით
შეიძლება.
მედიცინის მუშაკს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ საპატიოს მიზეზის
დროს არ დაეკისრება,მაგალითად,მოვალეობათა კოლიზიის დროს,რომელიც გამორიცხავს
მართლწინააღმდეგობას.

130-ე მუხლის მეორე ნაწილი


ეს ნაწილი ითვალისწინებს თანამდევი შედეგით კვალიფიცირებულ დელიქტს-იმავე
ქმედებას,რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დახმარების აღმოუჩენებლობასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი
კავშირი.რადგან ეს არის წმინდა უმოქმედობის დანაშაული,უნდა არსებობდეს უმოქმედობის
მიზეზობრიობის სამივე წინაპირობა,ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში მედიცინის მუშაკი
პასუხს აგებს 130-ე მუხლის 1 ნაწილით.
თანამდევი შედეგის მიმართ უნდა იყოს მხოლოდ გაუფრთხილებლობა,თუნდაც არაპირდაპირი
განზრახვა უკვე გამორიცხავს 130-ე მუხლს და უმოქმედობის მიზეზობრიობის სამივე პირობის
არსებობის შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით,რომელიც ჩადენილია
არაპირდაპირი განზრახვით.

უკანონო აბორტი (მუხლი 133-ე)


კანონიერი გზით ჩატარებული აბორტი ჩვენს ქვეყანაში ნებადართულია. აბორტი ნებადართულია
მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ,თუ: ა)
ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას; ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში
ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და მას მოსაფიქრებლად მიეცა 5 დღე (ზოგ შემთხვევაში 3იც
დასაშვებია). გასაუბრების დროს ექიმმა უნდა დაიცვას ნაყოფის სიცოცხლე.
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია სამედიცინო
(ცალკეული დაავადებები,ტუბერკულოზი,შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა და ა.შ) და
არასამედიცინო ( 1. ორსულობა სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად; 2. თუ
ქალის ასაკი არ აღწევს 15 წელს; 3. თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 49 წელს; მითითებულ
შემთხვევებში აბორტი დაშვებულია მხოლოდ 22 კვირის ორსულობის ვადამდე) ჩვენებების
მიხედვით.

133-ე მუხლის მეორე ნაწილი


ეს არის დამამძიმებელი გარემოება-იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის
მსჯავრდებულის მიერ,ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი.
მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა!

133-ე მუხლის მესამე ნაწილი


ეს არის დამამძიმებელი გარემოება- უკანონო აბორტი,რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მე-2
და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია.
თუ მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი დადგა მართლზომიერი აბორტის
ფარგლებში,მაგრამ ექიმის დაუდევრობით,იგი პასუხს აგებს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის.

ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება (მუხლი 1332)


ამსრულებელი არის არა თავად ის,ვინც თვითონ ისახიჩრებს სასქესო ორგანოს,არამედ სხვა პირი.
ამსრულებლის მიზანი არ არის ქალის ჯანმრთელობის დაზიანება,მიზანი არის ის,რომ ქალს
დაუქვეითოს სქესობრივი ლტოლვის უნარი ან უფრო მეტიც,შესაზარი გახადოს იგი.
ამ დანაშაულის თანამონაწილეა ის,ვინც მოტყუებით თუ ნებაყოფლობით მიიყვანა ქალი ამგვარი
ოპერაციის ჩასატარებლად და შეუთანხმდა მის ჩატარებაზე.
ქალის დაყოლიება,ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია,უნდა განხორციელდეს იძულების
გარეშე,წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება იძულება და არა დაყოლიება.

1332 მუხლის მეორე ნაწილი


ეს არის დამამძიმებელი გარემოება,კერძოდ,იგივე ქმედება,ჩადენილი
ჯგუფურად,დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის,უმწეო მდგომარეობაში
მყოფის,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.
ჯგუფურად ჩადენისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი ამსრულებელი,რომელიც ახორციელებს
ერთ-ერთ რომელიმე ქმედებას (იძულება,ორგანოს ამოკვეთა). მაგალითად,თუ მამა შვილს
აიძულებს ოპერაციის ჩატარებას და ექიმი ოპერაციას აკეთებს,ქმედება არ დაკვალიფიცირდება
ჯგუფურად,რადგან ისინი პასუხს აგებენ როგორც ამსრულებლები და არა თანაამსრულებლები.
ხოლო თუ იძულებას ან დაყოლიებას არ ჰქონია ადგილი და მამამ უბრალოდ მიიყვანა შვილი
ექიმთან,ის პასუხს აგებს ამ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის.

1332 მუხლის მესამე ნაწილი


იგი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით გამოწვეული თანამდევი
შედეგიშტვის (სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი).
თუ ქმედებას შედეგას მოჰყვა ქალის თვითმკვლელობა ან მის ცდამდე მიყვანა,ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით (1332 მუხლის პირველი ნაწილი და 115-ე
მუხლები).

IV. დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ


გაუპატიურება (მუხლი 137-ე)
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება
(აირჩიოს ან არ აირჩიოს სქესობრივი პარტნიორი) და სქესობრივი ხელშეუხებლობა (კანონით
დადგენილ შემთხვევებში დაუშვებელია პირთან სქესობრივი კავშირი).
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის დამატებითი ობიექტია პირის
სიცოცხლე,ჯანმრთელობა და არასრულწლოვნის ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური
განვითარება.
137-ე მუხლით გათვალისწინებულია დაზარალებულის სხეულში სექსუალური ხასიათის
ნებისმიერი შეღწევა,იქნება ეს ბუნებრივი თუ ხელოვნური ხასიათის.
გაუპატიურებისათვის დამახასიათებელია: ა) განსახილველ მუხლში მითითებული ხერხი
(ძალადობა,ძალადობის მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება) და ბ) პირის სხეულში
სექსუალური ხასიათის შეღწევა.
ამ დანაშაულის ამსრულებელი მოქმედებს მხოლოდ მოქმედებით,ხოლო თანამონაწილეობა
შესაძლებელია უმოქმედობითაც.
უმწეო მდგომარეობაში მოყვანა ამ ქმედების გარეთაა,ამიტომ თუკი პირი გაუპატიურებისათვის
დამახასიათებელი ხერხებს გარეშე პირს მოიყვანს უმწეო მდგომარეობაში,მაგრამ ვერ
გააუპატიურებს ქალს,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება გაუპატიურების მომზადებით და არა
მცდელობით.

137-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ა)-დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება.
მაგალითად,ციხის ზედამხედველი აუპატიურებს პატიმარს,ის იყენებს მის სამსახურეობრივ
მდგომარეობას,რათა გაიადვილოს ქმედების განხორციელება,ვინაიდან პატიმარს არ აქვს
თავდაცვის შესაძლებლობა.

137-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“)-დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება,რომელმაც გამოიწვია დაზარალებულისთვის
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი.
ეს შედეგები გაუპატიურებას უნდა მოჰყვეს გაუფრთხილებლობით,წინააღმდეგ შემთხვევაში
ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით (137-ე მუხლის 1 ნაწილი და
შესაბამისი მუხლები).

137-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ა“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება ჩადენილი არაერთგზის
აუცილებელია,რომ ნასამართლობა არ იყოს მოხსნილი და გაქარწყლებული.

137-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება ჩადენილი იმის მიერ,ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ
კოდექსის 138-141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული
არ აქვს მნიშვნელობა ნასამართლევია თუარა,მაგრამ თუ არის არ უნდა იყოს მოხსნილი და
გაქარწყლებული.მაგრამ თუ ნასამართლევი არაა,ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა
ერთობლიობით.

137-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „გ“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება ჩადენილი ჯგუფურად
ამ დროს არაა აუცილებელი ყველა პირმა შეაღწიოს დაზარალებულის სხეულში
სექსუალურად,მთავარია რომ ერთ-ერთმა განახორციელოს ძალადობა,მუქარა.

137-ე მუხლის მესამე ნაწილი (ქვეპუნქტი „დ“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული
ქალისა ან არასრულწლოვნისა ან ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
მიმართ
დამნაშავემ უნდა იცოდეს,ვის აუპატიურებს,წინააღმდეგ შემთხვევაში მის იქმედება 1 ნაწილით
დაკვალიფიცირდება.
შშმ პირი არის პირი მყარი ფიზიკური,ფსიქიკური,ინტელექტუალური ან სენსორული
დარღვევებით,რომლებმაც შესაძლოა,ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობას.

137-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ქვეპუნქტი „ა“)- დამამძიმებელი გარემოება,კერძოდ,იგივე


ქმედება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით
აქ საჭიროა ობიექტური და სუბიექტური პირობები კუმულაციურად.

137-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ქვეპუნქტი „ბ“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება,რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის
მოსპობა
მთავარია,რომ გაუპატიურება იყოს მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან.თუ დაზარალებულზე
მიყენებული ზიანი ჩვეულებრივ არ იწვევს სიკვდილს,მაგრამ ეს გამოწვეულია დაზარალებულის
რაიმე წინარე ნიშნის (თავის ქალის ოეპრაციის) გამო და ეს არ იცოდა დამნაშავემ,იგი პასუხს აგებს
1 ნაწილით.
თუ დამნაშავებ განზრახ მოკლა დაზარალებული ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა
ერთობლიობით.

137-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ქვეპუნქტი „გ“)- დამამძიმებელი


გარემოება,კერძოდ,გაუპატიურება იმისა,ვისაც არ შესრულებია 14 წელი
თუ მცირეწლოვანს აქვს გაცნობიერებული სექსუალური კავშირის არსი ქმედება
დაკვალიფიცირდება 140-ე მუხლით,ხოლო თუ არა მაშინ 137-ე მუხლით.
როცა პირის ქმედებაში არის რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება,ქმედების კვალიფიკაცია უნდა
მოხდეს ყველაზე მძიმე ნაწილებსა და ქვეპუნქტებზე მითითებით და სასჯელი დაიკისრება
სწორედ ყველაძე მძიმე სანქციის შეფარდებით.

პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი


მოქმედების იძულება (მუხლი 139-ე)
ამ დანაშაულის არსი მდგომარეობს იძულებაში,რომ დამყარდეს სექსუალური კავშირი.

სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში (მუხლი


140-ე)
ამ დროს სექსუალური კავშირი ხორციელდება პირის თანხმობით,მაგრამ ეს მაინს დანაშაულია.
თუმცა თუკი დაზარალებული სექსუალურ კავშირს ამყარებს და ეს მას ცხოვრების წესად აქვს
ქცეული,პირის ქმედებას ამ მუხლით ვერ დავაკვალიფიცირებთ.

140-ე მუხლის მეორე ნაწილი-დამამძიმებელი გარემოება,კერძოდ,იგივე


ქმედება,ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
აუცილებელია ერთიანი განზრახვა,დროში წყვეტა შეიძლება,მაგრამ მხოლოდ მცირე დროით.

გარყვნილი ქმედება (მუხლი 141-ე)


ამ დროს სრულწლოვანი ფიზიკურად ან ფსიქიკურად უწყობს ხელს 16 წელს მიუღწეველი პირის
გარყვნას.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143-ე)
სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობისა და
თავისუფალი გადაადგილების უფლება,ბოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის
სიცოცხლე,ჯანმრთელობა და ღირსება.
დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. არ
შეიძლება,რომ ამ დანაშაულის ამსრულებელი იყოს სამართალდამცავი ორგანოს წევრი,ვისაც აქვს
პირის დაკავების უფლება და ამ მომენტში იყენებს სამსახურეობრივ მდგომარეობას. მაგალითად:
თუ პოლიციელი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ დააკავებს პირს,
ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ 147-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით და არა ამ მუხლით. მაგრამ
თუკი პოლიციელი არ იყენებს სამსახურეობრივ მდგომარეობას და მაგ: შურისძიების მოტივით
სარდაფში გამოკეტავს პირს,მაშინ მისი ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება.
დანაშაული შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში,ისე უმოქმედობაში (მაგ: ბინაში მყოფ
პირს არ უღებენ კარს და არ აძლევენ გარეთ გასვლის საშუალებას).
დანაშაული იმ მომენტიდანაა დასრულებული,როცა პირს თავისუფლება შეეზღუდება,ამდენად
სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.
ამ დანაშაულისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ისაა,რომ პირს რეალურად უნდა ჰქონდეს
წართმეული შესაძლებლობა იმისა,რომ თავი გაითავისუფლოს. თუკი პირს ემუქრებიან,რომ
მოკლავენ თუკი სახლიდან გამოვა,ეს არ ჩაითვლება ამ დანაშაულად და დაკვალიფიცირდება 150-ე
მუხლით,რადგან არც კარია დაკეტილი და არც რაიმე სხვა ფაქტორი უშლის ხელს პირს,რომ
სახლიდან გამოვიდეს. ხოლო თუკი მუქარა იმწუთიერია და მაგალითად პირს თავზე იარაღით
ადგანან,მაშინ ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება.
ეს დანაშაული დენადია,რაც გულისხმობს,რომ იგი იწყება თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან
და გრძელდება მის დასრულებამდე.
შესაძლოა ამ დანაშაულში როგორც თანაამსრულებლობა,ისე თანამონაწილეობა.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.
ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის
მიმართ,რისთვისაც მთავარია დროის მონაკვეთი და ერთიანი განზრახვა. თუ დამნაშავე ორ პირს
აღუკვეთს თავისუფლებას დროის მცირე მონაკვეთში,მაგრამ სხვადასხვა განზრახვით,ქმედება
დაკვალიფიცირდება ცალ-ცალკე 143-ე მუხლის 1 ნაწილით. სასჯელი თითოეულ ეტაპზე
დაინიშნება ცალ-ცალკე,ხოლო საბოლოო სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობით.
თუკი პირის ქმედებაში არის ამ მუხლის რამდენიმე ნაწილის ნიშნები,მიეთითება ყველა,მაგრამ
ქმედება დაკვალიფიცირდება ყველაზე მძიმე ნაწილით.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (მუხლი 1431-ე)


სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის
პირადი უფლება და თავისუფლება,კერძოდ,ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი
მიმოსვლის უფლება,ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა და ა.შ. ამ დანაშაულის
ფაკულტატური ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. ძირითადად,ამ
დანაშაულს სჩადიან სრულწლოვნები,მაგრამ თუკი 14 წლის ადამიანიც შეძლებს ამ დანაშაულის
ჩადენას,მისი ქმედებაც ჩვეულებრივად ამ მუხლით დაკვალიფიცირდება.
განსახილველი დანაშაულის განხორციელება რამდენიმე ეტაპს გაივლის: ა) ადამიანით ვაჭრობის
მსხვერპლთა ხელში ჩაგდება (ყიდვა,გაყიდვა,სხვაგვარი უკანონო გარიგების
განხორციელება,გადაბირება) ; ბ) მათი თავმოყრა (გადამალვა,გადაცემა) ; გ) მათი მსვლელობა
(გადაყვანა,ტრანსპორტიტრება ; დ) მათი მიღება. ამდენად სახეზეა რთული შემადგენლობა
ალტერნატიული ქმედებით (ერთიანი დანაშაული).
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: 1) ალტერნატიულ ქმედებაში და 2) ამ ქმედებათა
განხორციელების ხერხში (მუქარა,ძალადობა ან იძულების სხვა ფორმა,მოტაცება,შანტაჟი და ა.შ).
ეს ხერხები არაა აუცილებელი ყიდვა-გაყიდვისა და სხვა უკანონო გარიგების განხორციელების
დროს!
ობიექტური მხარე გამოიხატება როგორც მოქმედებაში,ისე უმოქმედობაში (მაგ: ბინის მეპატრონე
შეიტყობს,რომ მის ბინაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან,მაგრამ არ ათავისუფლებს მათ).
დანაშაული ფორმალურია,რაც გულისხმობს,რომ იგი დამთავრებულია ჩამოთვლილი
ქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელების დროს და არაა აუცილებელი რაიმე მძიმე შედეგის
დადგომა.
ადამიანის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას ადგილი აქვს მაშინ,როცა ადამიანის
შემძენი მის გამსხვისებელს ჰპირდება,რომ ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში
და სხვა. აუცილებელია,რომ გარიგება განხორციელდეს არა თავად მსხვერპლთან,არამედ მესამე
პირთან,ამიტომაა დისპოზიციაში ნათქვამი „მის მიმართ“ და არა „მასთან“.
ახლა რაც შეეხება ხერხებს. მუქარა ნიშნავს ფსიქიკურ ზემოქმედებას,რაც გამოიხატება
ცემის,ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების,სქესობრივი დანაშაულის ჩადენის,მოტაცების და
სხვაგვარი ძალადობის მუქარაში. იგი დამთავრებულია მუქარის განხორციელების მომენტიდან და
არ შეიძლება იყოს საშიში სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის. მისი განხორციელების დროს
აუცილებელია,რომ ადამიანს გაუჩნდეს შიში ან ეჭვი,წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ ჩაითვლება
ამ დანაშაულის ხერხად. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარა დაკვალიფიცირდება
მე-ს ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ძალადობა კი ფიზიკური ზემოქმედებაა,მაგალითად: ცემა,გათოკვა,ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანება,წამება,სქესობრივი დანაშაული და ა.შ
რაც შეეხება იძულების სხვა ფორმით მის ჩადენას,აქ არ იგულისხმება არც მუქარა და არც
ძალადობა. ასეთი ხერხია მაგალითად,როცა პირი მიჰყავთ საზღვარგარეთ და ყოველგვარი
ძალადობის და მუქარის გარეშე განუცხადებენ,რომ თუკი მათ არ დაემორჩილება,არ
უზრუნველყოფენ სამსახურითა და სხვა საჭიროებებით. ანუ მან „თავად უნდა მიხედოს თავს“. სხვა
ფორმაში იგულისხმება ასევე მსხვერპლის სისტემატური დამცირება,აბუჩად აგდება და
სხვა,რომლის გამოც იძულებული ხდება,დაემორჩილოს დამნაშავეს.
მოტაცებაში იგულისხმება პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი გადაადგილება ამა თუ იმ
მიმართულებით. მოტაცება თავის თავში მოიცავს 143-ე მუხლსაც.
შანტაჟში იგულიხმება სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა. არა აქვს მნიშვნელობა
ეს ცნობები რეალურია თუ არა,მთავარია იგი იყოს ისეთი,რომ სახელს უბღლავდეს პიროვნებას
საზოგადოების თვალში და მას არ უნდა სურდეს მისი გახმაურება.
თაღლითობა,ადამიანით ვაჭრობის ხერხია მაშინ,როცა დამნაშავე მოტყუებითეუფლება სხვის
ნივთს და შემდეგ დაკარგული ქონების ანაზღაურების პირობით დაზარალებულს აბამს
ექსპლუატაციაში.
მოტყუების დროს ადგილი აქვს ადამიანის შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა სახის დაპირებით.
უმწეო მდგომარეობის გამოყენების დროს უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი არის არა
მსხვერპლი,არამედ დანაშაულის ამსრულებელი. მაგალითად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი
სპეკულირებს თავისი უმწეობით,გადაიბირებს სხვას,რომ იგი ჩაებას პროსტიტუციაში და ამას
ამართლებს უმწეობის გამო შექმნილი ოჯახური სიდუხჭირით.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სავარაუდოდ იგულისხმება კრიმინალური ავტორიტეტის
ძალაუფლება,რომელსაც ის იყენებს ადამიანის ვაჭრობის განსახორციელებლად. სათანადო
პირობების არსებობისას ამ მუხლთან ერთად კვალიფიკაცია უნდა მოქდეს 2231 ან 2241 მუხლით.
ადამიანით ვაჭრობის კიდევ ერთი ხერხია საზღაურის ანდა სარგებლის მიცემა ან მიღება იმ პირის
თანხმობის მისაღწევად,რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდება შეუძლია. მაგალითად,ქმარს
გადასცეს ფული,რათა დაითანხმოს ცოლი,ჩაებას ექსპლუატაციაში. ქმარი იმავდროულად არის
საზღაურის მიმღები,რომელმაც უნდა დაითანხმოს ცოლი.
ახლა კი განვიხილოთ ქმედებები,რომლის განხორციელებისკენაცაა მიმართული ზემოთ
ჩამოთვლილი ხერხები.
გადაბირება ნიშნავს პირის დაყოლიებას,ჩაებას ექსპლუატაციაში.
გადაყვანა ნიშნავს პირის წაყვანას თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა მიმართულებით,რათა
მიყვანილ იქნას იქ,სადაც მოხდება მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.
გადამალვის დროს პირი მალავს ადამიანს,რათა მომავალში მოხდეს მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.
იგი თავის თავში მოიცავს 143-ე მუხლს და არ საჭიროებს ცალკე კვალიფიკაციას.
ადამიანის დაქირავება ნიშნავს მსხვერპლის გაქირავებას,როცა თანხას იღებს
გამქირავებელი,რომელმაც მსხვეპრლი იყიდა,როგორც მონა. შესაძლოა თანხა მიიღოს
მსხვერპლმაც,მაგრამ შეუსაბამო მის მუშაობასთან.
ტრანსპორტირებაში იგულისხმება მსხვერპლის გადაყვანა ერთი დასახელებული პუნქტიდან
მეორეში ნებისმიერი სახის ტრანსპორტი. აქ ამსრულებელია ის,ვინც მართავს ტრანსპორტს და
გაცნობიერებული აქვს საქმის არსი.
გადაცემა ნიშნავს მსხვერპლის გადაცემას სხვა პირისათვის,თუნდაც დროებით გადასამალად. ეს
ქმედება დამთავრებულია მაში,როცა მსხვერპლს ჩააბარებენ სხვა პირს.
ამ დანაშაულის მთავარი ნიშანია ექსპლუატაციის მიზანი,რომელიც აუცილებელია,გარდა ყიდვა-
გაყიდვისა და სხვაგვარი უკანონო გარიგების დროს.

არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (სსკ 1432 მუხლი)


სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია არასრულწლოვნის პირადი უფლება და
თავისუფლება,იზრდებოდეს მშვიდ გარემოში,მშობლებთან.ამ დანაშაულის ფაკულტატური
ობიექტია არასრულწლოვნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დანაშაულის მსხვერპლი არის არასრულწლოვანი,ე.ი. 18 წელს მიუღწეველი პირი.
დანაშაულის ჩასადენად არაა აუცილებელი 1431 მუხლში ჩამოთვლილი ხერხები,საკმარისია
წაქეზება,დარწმუნება,რადგან არასრულწლოვნის ფსიქიკა არაა ჩამოყალიბებული და მისი
დაყოლიება ადვილია. თუკი ის ხერხები იქნება გამოყენებული,ქმედება დაკვალიფიცირდება ამ
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.
დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ექსპლუატაციის მიზანი,რომელიც არ არის სავალდებულო ყიდვა-
გაყიდვისა და სხვა უკანონო გარიგების დროს.
2006 წლის ცვლილებებით 1431 მუხლს დაემატა მუქარა,იძულების სხვა
ფორმები,თაღლითობა,მოტაცება,ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სხვა,რომელიც არაა
გათვალისწინებული 1432 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებში,შესაბამისად,თუკი ეს რომელიმე
ხერხი იქნება გამოყენებული,ქმედება დაკვალიფიცირდება 1 ნაწილით.

მძევლად ხელში ჩაგდება (სსკ 144-ე მუხლი)


სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი თავისუფლება და
უშიშროება,ფაკულტატურ ობიექტს კი წარმოადგენს ადამიანის ღირსება,სიცოცხლე და
ჯანმრთელობა.
ამსრულებელი-14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.
მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი.
ობიექტური მხრივ მძევლად ხელში ჩაგდება,ისევე როგორც თავისუფლების უკანონო
აღკვეთა,ხორციელდება ადამიანის თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო შეზღუდვით. იგი
შეიძლება განხორციელდეს დიზიკური ან ფსიქიკური ძალადობით,რომელიც არაა საშიში
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის,ანდა რომელიც საშიშია (მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი).
დანაშაული შესაძლოა განხორციელდეს მუქარის ან ძალადობის გარეშეც (მაგ: ბინაში გამოკეტვა
პირისა,რომელიც იქ ნებით მივიდა). ამ დანაშაულის მთავარი მახასიათებელი და განმასხვავებელი
143-ე მუხლისაგან ისაა,რომ მძევლის გათავისუფლება სრულად იმაზეა
დამოკიდებული,შეასრულებენ თუ არა მესამე პირები დამნაშავის მოთხოვნებს. მესამე პირი კი
შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია.
დანაშაული ფორმალურია და დასრულებულია ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების
მომენტიდან.ასევე იგი დენადია.
მძევლად ხელში ჩაგდება სამმხრივ ურთიერთობას გულისხმობს: დამნაშავე,მძევალიდა მესამე
პირი. თავისუფლების უკანონო აღკვეთა კი- ორმხრივ ურთიერთობას: დამნაშავე და მსხვერპლი.
თუკი მსხვერპლი 7 დღეზე დიდხანსაა დატყვევებული,ეს იქნება დამამძიმებელი გარემოება.
იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავე მოახერხებს თუ არა მესამე პირებისგან რაიმის
გამოძალვას,ან მსხვერპლის გაშვების შემდეგ მოხდება ეს თუ მანამდე,რადგან კვალიფიკაციისთვის
მთავარია,რომ დამნაშავემ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულა მესამე
პირი,შეესრულებინა მისთვის სასარგებლო ქმედება. მაგრამ შეიცვლება კვალიფიკაცია,თუკი
დამნაშავე მსხვერპლს გაათავისუფლებს იმ პირობით,რომ იგი თავად იმოქმედებს მესამე პირზე.
თუ ამას წინ არ უძღოდა მესამე პირზე ზეწოლა,მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება თავისუფლების
უკანონო აღკვეთით.
დანაშაული არის მიზნით დაფუძნებული დელიქტი,თუ დამნაშავეს არ ამოძრავებს მიზანი,რომ
მესამე პირს რაიმე შეასრულებინოს,ქმედება ვერ დაკვალიფიცრდება მძევლად ხელში ჩაგდებით.

წამება (მუხლი 1441)


წამებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა როგორც
ფსიქიკური,ისე ფიზიკური თვალსაზრისით. დამატებითი ობიექტი კი არის ადამიანთა
თანასწორუფლებიანობა.
ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში, ბ) შედეგში (ძლიერი ფიზიკური
ტკივილი,ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა), გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს
შორის,ანუ სახეზეა მატერიალური დანაშაული.
წამების მსხვერპლი შეიძლება იყოს თავად ის პირი,ვისგანაც დამნაშავე ცდილობს
ინფორმაციის,მტკიცებულების ან აღიარების მიღებას,ასევე მისი ნათესავი ან მატერიალურად ან
სხვაგვარად დამოკიდებული პირი.
რას ნისნავს ნორმის დისპოზიციაში ნათქვამი: „ისეთი პირობების შექმნა ან ისეტი მოპყრობა“?
პირობების შექმნა გარეგნულად არააგრესიულ ქმედებაში გამოიხატება. მაგალითად,პირისათვის
ადამიანური ცხოვრების პირობების მოსპობა. კერძოდ,მისთვის ისეთი პირობის შექმნა,როცა მას არა
აქვს საშუალება,დაიძინოს,იკვებოს და ა.შ.
ხოლო მოპყრობა კი გულისხმობს უფრო აქტიურ და აგრესიულ ქმედებას. მაგალითად:
სისტემატიური ცემა,სხვადასხვა ძალადობა,პირის იძულება საათობით იდგეს ფეხის წვერზე და ა.შ.
რა იგულისხმება ქმედების ხასიათში,ინტენსივობასა და ხანგრძლივობაში?
ქმედების ხასიათში იგულისხმება ისეთი შემთხვევა,როცა ეს ქმედება ერთჯერადად ჩადენის
შემთხვევაშიც,როგორც წესი,იწვევს 1441 მუხლში მითითებული შედეგებიდან ერთ-ერთს.
მაგალითად,ფრჩხილის ამოძრობა,ადუღებულ წყალში პირის იძულებით ჩსმა. ეს ქმედებები არ
გამოირჩევა ინტენსივობით,მაგრამ ისეთი ხასიათისაა,რომ დაზარალებულში შეიძლება
გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა.
ქმედების ინტენსივობაში იგულისხმება ძალადობის ხარისხი და მისი უწყვეტობა.
მაგალითად,პირის თავდაყირა დაკიდება,ნემსის ჩხვლეტა ფეხის გულებში და სხვა.
რაც შეეხება ქმედების ხანგრძლივობას,აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევა,როცა თავად ქმედება
ცალკე აღებული არც ინტესივობითა და არც ხასიათით არ არის გამორჩეული,მაგრამ იმდენად
დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება,რომ მაინც იწვევს მორალურ ტანჯვას. მაგალითად,პირი
რამდენიმე დღის განმავლობაში იძულებით არის დაჩოქილი.
წამება მატერიალური დანაშაულია და აუცილებელია,რომ ქმედებას მოჰყვეს ერთ-ერთი შედეგი.
ერთ-ერთი მათგანია ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რით განსხვავდება ძლიერი ფიზიკური
ტკივილი ფიზიკური ტკივილისგან (125-ე მუხლი) და ფიზიკური ტანჯვისაგან (126-ე მუხლი)?
ფიზიკური ტანჯვა ნიშნავს ხანგრძილივი ფიზიკური ტკივილით გამოწვეულ წუხილს. მაგრამ
როგორ განვასხვავოთ ძლიერი ფიზიკური ტკივილი და უბრალოდ ფიზიკური ტკივილი? ძლიერ
ტკივილად,ალბათ,ჩაითვლება ის,რომლის გასაყუჩებლადაც საჭიროა გამაყუჩებლის
დალევა,წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საშიში იქნება ავადმყოფის ჯანმრთელობისთვის.
კიდევ ერთი შედეგია ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა. ფსიქიკურ ტანჯვად უნდა ჩაითვალოს
ისეტი ქმედება,რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის ისეთ მოშლას,რომ იგი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში კარგავს სულიერ სიმშვიდეს. მაგალითად: სისტემატიური
ძალადობის შედეგად პირს ნერვული ავადმყოფობა ემართება.
რაცშეეხება მორალურ ტანჯვას, იგი არაა დაკავშირებული ნერვულ დაზიანებებთან,მაგრამ
ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეითებას და არასრულფასოვნების შეგრძნებას.
წამების ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.
წამება არის მიზნით დაფუძნებული დელიქტი,კერძოდ,დამნაშავეს ამოძრავებს მიზანი,მიიღოს
ინფორმაცია,მტკიცებულება ან აღიარება.

დანაშაულის პროვოკაცია (მუხლი 1451-ე)


რა განსხვავებაა დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას შორის? საერთო ნიშანი ისაა,რომ ორივე
შემთხვევაში პირი დაიყოლიებს სხვას კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად. დაყოლიება ორივე
შემთხვევაში შეიძლება მოხდეს რჩევით,მოსყიდვით,მუქარით,აგიტაციით და ა.შ. ასევე,ორივე
მათგანი სახეზეა მაშინ,როცა დაყოლიებული პირი წამოიწყებს დანაშაულის დასჯად სტადიას.
ხოლო განსხვავება ისაა,რომ წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე
დანაშაული,მაგრამ,რა თქმა უნდა,არ რუს მისი სისლხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
მიცემა,არამედ სურს ამ პირთან ერთად ერთიანი უმართლობის ჩადენა. წამქეზებლის მოქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დანაშაულებრივ შედეგთან,ხელყოფს იმავე სიკეთეს,რომელსაც
ამსრულებელი.წამქეზებელი და ამსრულებელი მოქმედებენ ერთიანი განზრახვით. პროვოკატორს
კი არ სურს დანაშაული ბოლომდე მიყვანა. მას სურს,რომ ამსრულებელი ამხილონ დანაშაულის
მომზადების ან მცდელობის სტადიაზე და მისცენ ის პასუხისგებაში.
წაქეზების დროს წამქეზებელი არის თანამონაწილე,ხოლო ამსრულებელი არის წაქეზებული პირი.
რაც შეეხება პროვოკაციას,აქ ფაქტობრივი და იურიდიული მხარე არ ემთხვევა ერთმანეთს,რადგან
სახეზეა ორი ამსრულებელი: პროვოკატორი დაისჯება ამ მუხლით,რადგან მან ხელყო ხვა
სამართლებრივი სიკეთე და ჩაიდინა სხვა უმართლობა,ხოლო მეორე ამსრულებელი არის
პროვოცირებული პირი.
თუ პროვოცირებული პირი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს,მაგალითად,ასაკს,სახეზე იქნება
შუალობითი ამსრულებლობა.
სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი. პირის მიზანია დაყოლიებულის მიცემა სს
პასუხისგებაში.
უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში (მუხლი 146-
ე)
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება,პატივი
და ღირსება. ფაკულტატური კი-ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში,კერძოდ,უდანაშაულო პირის
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაში.
პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილი იმ
მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის,რომ
პირმა ჩაიდინა დანაშაული.
საკმარისი საფუძვლების არსებობის დროს,პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (რომელიც წაყენებული უნდა იყოს დადგენილების
გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა).
ეს დანაშაული დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს იმ მომენტიდან,როცა პროკურორმა
უდანაშაულო პირის მიმართ გამოიტანა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ
პროკურორს,შესაბამისად,განსახილველი დანაშაულის ამსრულებელი არის მხოლოდ და მხოლოდ
პროკურორი.
დანაშაულის მსხვერპლია უდანაშაულო ადამიანი.
ამ დანაშაულის შემადგენლობა არ გვექნება,თუკი პირი დამნაშავეა,მაგრამ პროკურორი პირადი
მოტივით უმძიმებს სასჯელს. მაგალითად,პირი ქურდია,მაგრამ მას სჯიან ყაჩაღობისთვის,ამ დროს
ქმედება დაკვალიფიცირდება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
ქმედების შემადგენლობა არ გვექნება ასევე მაშინ,როცა პირის მიმართ არსებობს
მტკიცებულებები,მაგრამ რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად,მას შეეხო ამნისტია) იგი არ
ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლოას და პროკურორი მას მაინც დასდებს
ბრალს.
თუ ამ ქმედებას თან ერთვის პირის უკანონო დაპატიმრება,ქმედება დანაშაულთა ერთობლიობით
დაკვალიფიცირდება (სსკ 146 და 147-ე მუხლები).

განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (სსკ 147-ე მუხლი)


ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება,პატივი
და ხელშეუვალობა.
ამ დანაშაულის ამსრულებელი არის სამართალდამცავი ორგანოს მოხელე,კერძოდ,ის,ვისაც აქვს
პირის დაკავების,დაპატიმრების უფლება,ან დაკავებულის თუ დაპატიმრებულის
გათავისუფლების უფლება.
ობიექტური მხარე გამოიხატა ქმედებაში (დაკავება ან დაპატიმრება). დანაშაული დამთავრებულია
ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის განხორციელების მომენტიდან.
დაკავება თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთაა.პირი დაკავებულად ითვლება თავისუფლად
გადაადგილების შეზღუდვის და არა შესაბამის ორგანოში მიყვანის მომენტიდან.
დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა
დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრლდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში არ გადაეცემა,მაშინ
იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი წარუდგენს მაგისტრატ მოსამართლეს
შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუ ასეთი შუამდგომლობა არ
წარედგინება ამ დროში მოსამართლეს,დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
სწორედ ამ მოთხოვნათა დარღვევა ითვლება პირის უკანონოდ დაკავებად.
ახლა რაც შეეხება პატიმრობას. პატიმრობა,გამოიყენება მხოლოდ მაშინ,თუ ის ერთადერთი
საშუალებაა,რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვისა და მის მიერ
მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ; ბ) ბრალდებულის მიერ
მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა ; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის
ჩადენა. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს
მისი დაკავებიდან 60 დღეს. თუ ამ ვადაში არ ჩატარდა წინასასამართლო სხდომა,იგი უნდა
გათავისუფლდეს.
ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს (იგულისხმება დაკავების
ვადაც). თუ ამ დროში არ იქნება შეფარდებული საპატიმრო სასჯელი,იგი უნდა გათავისუფლდეს.
ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს მოსამართლეც.
სიკვდილის მიმართ ამ დანაშაულის დროს შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ
გაუფრთხილებლობა,ხოლო მაგალითად,ოჯახის დანგრევის დროს შეიძლება სახეზე იყოს
განზრახვაც. თუკი პირი,რომელიც განზრახ უკანონოდ აპატიმრებს ან აკავებს
დაზარალებულს,შემდგომში მას განზრახ კლავს მისი ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა
ერთობლიობით (147-ე მუხლი და მკვლელობის შესაბამისი მუხლი).

იძულება (სსკ 150-ე მუხლი)


ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის
თავისუფლება,იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში-ადამიანის თავისუფლების უკანონო
შეზღუდვაში,კერძოდ,პირის ფსიქიკურ ან ფიზიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება,ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.
არ არის აუცილებელი,რომ ის ქმედება,რომლის ჩადენასაც პირს აიძულებენ არაკანონიერი იყოს.
მაგალითად,პირს აიძულებენ იმღეროს. სიმღერა არ არის უკანონო,მაგრამ მისი დაძალება
არაკანონიერია.

ქორწინების იძულება (სსკ 1501 მუხლი)


ეს დანაშაულიც ფორმალურია და დამთავრებულია იძულების ფაქტის განხორციელების
მომენტიდან.
ეს დანაშული იძულების კერზო შემთხვევაა.
ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახია.

მუქარა (სსკ 151-ე მუხლი)


ამ დანაშაულისაგან სისსხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური
ხელშეუხებლობა,მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ეს დანაშული ობიექტური მხრივ გამოიხატება: ა) მოქმედებაში,კერძოდ, მუქარაში. (უმოქმედობით
ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია); ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა
და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური დანაშაული.
მუქარა შესაძლოა,განხორციელდეს არა მარტო პირადად დაზარალებულის მხარეს,არამედ
შესაძლოა,მუქარა დამნაშავემ სხვა პირის მეშვეობითაც შეუთვალოს მას.
მთავარი ამ დროს ისაა,რომ დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს შიში ან ეჭვი მაინც. ამავე დროს არაა
აუცილებელი,რომ მუქარა იყოს რეალური. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი
არა მუქარის რეალურობა,არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის
გამოწვევაა.
სსკ 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის
მოსპობის,ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ
ჩაითვლება ამ დანაშაულის შემადგენლობაში,რაც გარკვეული ხარვეზია ამ მუხლისათვის.
რა ჩაითვლება საფუძვლიან შიშად? ამ დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც
ობიექტური,ისე სუბიექტური კრიტერიუმით. ეს იმას ნიშნავს,რომ მუქარის საფუძვლიანობის
შესაფასებლად უნდა წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი და
განსაზღვროს,ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად!
როცა მუქარა მიმართულია არასრულწლოვნისკენ,შესაძლოა,მან მუქარა ვერ აღიქვას
რეალურად,მაგრამ მთავარი ამ დროს ისაა,რომ შიში (შვილის მოკვლის შიში) საფუძვლიანად
გაუჩნდეს მის მშობლებს.
როდესაც მუქარა რომელიმე დანაშაულის (მაგ: გაუპატიურების) შემადგენელი
ნაწილია,უპირატესობა მიენიჭება მთელ ნორმას და ქმედება დაკვალიფიცირდება არა ამ
მუხლით,არამედ შესაბამისი მუხლით. გაუპატიურების დროს სსკ 137-ე მუხლით.
თუკი მუქარა გადაიზრდება დანაშაულის მომზადებაში ან მცდელობაში,ქმედება არა ამ,არამედ
შესაბამისი მუხლით დაკვალიფიცირდება.
ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა განზრახი დანაშაულია,ამიტომ თუკი მუქარას
განახორციელებს პირი ძლიერი სულიერი აღელვების დროს,ან მას განახორციელებს
პირი,რომელსაც შემცირებული აქვს შერაცხადობის უნარი,მას არ უნდა მოჰყვეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თუკი პირის მიერ წარმოთქმულ მუქარას სხვისი დაშინება მოჰყვება დამმუქრებლის
გაუფრთხილებლობით,მას სსკ 151-ე მუხლით პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
მაგალითად,პავლეზე განაწყენებულმა პეტრემ თავის მეგობარ ივანესთან თქვა,რომ როგორც კი მას
ნახავდა,მოკლავდა. ეს ივანემ უთხრა პავლეს და პავლეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. ვინაიდან
პეტრეს რეალურად არ ჰქონია ამის განზრახვა,მას მუქარას ვერ შევრაცხავთ!
ადევნება (სსკ 1511 მუხლი)
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება,დაცული იყოს
სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან,უფლება,იცხოვროს მშვიდ გარემოში.
ამსრულებელი არის ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული,ბრალუნარიანი პირი.
ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში,ალტერნატიულ შედეგსა და
მიზეზობრივ კავშირში.
სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება,საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა
იყოს სისტემატიურად,სულ მცირე სამჯერ,დროის მცირე მონაკვეთში: 1) დაზარალებულის ან მისი
ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი; 2) მათთან
არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის,ელექტრონული ან სხვა საშუალებით.
კომუნიკაცია არასასურველად ჩაითვლება მაშინ,როცა მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი
ემოციის აღმძვრელია (ლანძღვა,გინება,მუქარა,შანტაჟი). მთავარია,რომ კომუნიკაცია იყოს ამგვარი
ხასიათის,რადგან თუკი პირი მაგალითად ქალს სისტემატიურად უმტკიცებს სიყვარულს,ეს არ
ჩაითვლება ადევნებად; 3) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება,რომელიც სისტემატურად
გრძელდება. ამგვარი შემადგენლობით კანონმდებელმა სასამართლოს მიანდო,თავად განსაზღვროს
მისი არსი. მაგალითად,დამნაშავე სისტემატურად უკავშირდება დაზარალებულის ოჯახის
წევრებს,რათა მათგან გაიგოს მისი ადგილსამყოგელი ან დაზარალებულს იგი არ აძლევს
თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და ა.შ
რაც შეეხება შედეგს,ზემოთ მითითებული ქმედებები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ
შედეგს,საიდანაც ერთ-ერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის:
1) პირის ფსიქიკური ტანჯვა,რომელიც დადგინდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის
საფუძველდე; 2) ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის
გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში. იყო თუ არა შიში საფუძვლიანი
დგინდება ისე,როგორც 151-ე მუხლის დროს; 3) პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
აქ იგულისხმება შემთხვევა,როცა დაზარალებული იძულებული ხდება,იშვიათად გავიდეს
სახლიდან ან თუ გავა,მხოლოდ ახლობლებთან ერთად,გამოიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და
ა.შ; 4) შეუქმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შესაძლოა როგორც
პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით (მაგალითად,პირს გაცნობიერებული აქვს ყველა
შესაძლო შედეგი,მაგრამ არ სურს მისი დადგომა).

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემის ხელყოფა


(მუხლი 157-ე)
ამ დანაშაულისაგან სისსხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი ცხოვრების
ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემის საიდუმლოება.
დანაშაულის საგანი - ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური
მონაცემი.
ამსრულებელი - საერთო სუბიექტი,ასევე სპეციალურიც.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება : ქმედებაში,შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში.
შედეგი - ქმდებამ უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი (სახეზეა მატერიალური დანაშაული).
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არის ისეთი შინაარსის,რომელიც შესაძლოა,არც
საიდუმლო იყოს და არც ოჯახური,თუმცა ასახავს პირად ცხოვრებას,რომლის გასაჯაროებაც პირს
არ სურს. მაგალითად,ვისთან საუბრობს პირი,სად მიდის,როგორ ერთობა,რა ხდება მისი პირადი
ცხოვრების ადგილას და ა.შ.
აუცილებელია ,რომ ინფორმაცია აღბეჭდილი იყოს უადიოზე,ვიდეოსა თუ სხვაგვარ
მასალაზე,რადგან ზეპირსიტყვიერად გავრცელებული ცნობები,არ გვაძელვს ამ დანაშაულის
შემადგენლობას.
პერსონალური მონაცემს რაც შეეხება,იგი რამდენიმე სახისაა: ა) განსაკუთრებული კატეგორიის; ბ)
ბიომეტრიული და გ) გენეტიკური მონაცემები. ეს მონაცემები შეიძლება მოპოვებულ იქნეს
მხოლოდ და მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
დამამძიმებელ გარემოებებზე აღარ ვისაუბრებ,რადგან ისინი უკვე ცნობილია ჩვენთვის.
ამ მუხლს დაემატა შენიშვნა,რომლის მიხედვითაც,ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,რომელმაც ამ
მუხლის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინგორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი,მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების
შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ,ნებაყოფლობით უნდა
გადასცეს პირმა მონაცემები შესაბამის ორგანოს თუ არა,ამიტომ საეჭვოობისას ყველაფერი
ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა (მუხლი 1571)


სს დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა,რაც უზრუნველყოფს ადამიანის პირადი
ცხოვრების საიდუმლოების დაცვას.
ამსრულებელი - საერთო და სპეციალური სუბიექტიც.
დანაშაულის საგანი - პირადი ცხოვრების საიდუმლო.
იგი შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: 1. რაც დაცულია ოფიციალურ ჩანაწერებში,შეეხება
პირს,იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას; 2. რაც შესაძლოა ასეთ ჩანაწერებში არ
არსებობდეს,მაგრამ შეეხება პირის კერძო საკითხებს.
ყველა მათგანი დაცულია პირის თანხმობის გარეშე უკანონო მოპოვებისა თუ საჯარო
გამოქვეყნებისგან.
ობიექტური შემადგენლობა ვლინდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოების უკანონოდ
მოპოვებაში,შენახვასა ან გამოყენებაში,გავრცელებაში ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად
უზრუნველყოფაში პირის თანხმობის გარეშე,ვისაც იგი ეხება,თუ მან გამოიწვია მნიშვნელოვანი
ზიანი.
პირადი საიდუმლო არის ისეთი ცნობა,რომლის მოპოვება ან გახმაურება თვით იმ პირის
თანხმობის გარეშე,ვისაც ეს ეხება,არ შეიძლება. ეს ისეთი შინაარსის ინფორმაციაა,რომლის
გახმაურებამ დიდი ალბათობით,შესაძლოა,ეს პირი საზოგადოების წინაშე უხერხულ სიტუაციაში
ჩააყენოს,ანდა შესაძლოა,იგი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს
როგორც მორალური კრიტერიუმი (მაგალითად,არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია), ისე
საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ამა ტუ იმ მოვლენაზე
(მაგალითად,დაბადებით რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე პირებზე). ამდენად,თაცად ამ პირმა
უნდა გადაწყვიტოს,გაახმაურებს თუ არა მას.
შესაბამისად,პირად საიდუმლოდ არ უნდა ჩაითვალოს ის ინფორმაცია,რომლის გახმაურებაც
რაიმე მოსაზრებით პირს არ სურს,თუკი ეს ინფორმაცია ამ პირს საზოგადოებაში უხერხულობას არ
შეუქმნის.
ოჯახურ საიდუმლოებას წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია,რომელიც ცნობილია ამ ოჯახის
წევრებისათვის,მაგრამ მათ არ სურთ მისი გამჟღავნება ზემოთხსენებული მიზეზის გამო.
გამორიცხული არაა,ერთი ინფორმაცია იყოს პირადი,ხოლო ზოგჯერ-ოჯახური საიდუმლო,თუმცა
დღეს მოქმედი რეგულაციით ისიც პირად საიდუმლოდ ითვლება. თუმცა არსებობს წმინდა
ოჯახური საიდუმლოებებიც,მაგალითად,დაქორწინებულ ქალს ჰყავს რამდენიმე შვილი.აქედან
ერთის მამა არის არა მისი ქმარი,არამედ სხვა პირი. ამის შესახებ იცის ამ ქალის ქმარმა,რომელიც
იურიდიულად ბავშვის მამადაა ცნობილი. ესაა ოჯახის საიდუმლო (მოქმედი რეგულაციით მაინც
პირადი საიდუმლოა),თუკი მისი გამჟღავნება არ სურთ მეუღლეებს.
ქმედება-სახეზეა ალტერნატიული ქმედებები: პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო
მოპოვება,შენახვა,გამოყენება,გავრცელება ან ხელმისაწვდომობა (I ნაწილი). ასევე ამ საიდუმლოს
უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული
ნაწარმოების,ინტერნეტის,მათ შორის სოციალური ქსელის,მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა
საჯარო გამოსვლის მეშვეობით (II ნაწილი).
განსხვავებით 157-ე მუხლისაგან,დამთავრებულად ცნობისათვის არაა საჭირო რაიმე
მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. სახეზეა ფორმალური დანაშაული.
განსახილველი ნორმა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხელოვნურად შექმნილი
საიდუმლოს შემცველი დოკუმენტის შექმნისა და გასაჯაროებისთვის. ეს კი ამ ნორმის ნაკლად
უნდა ჩაითვალოს.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი განზრახვით შეიძლება
იქნას ჩადენილი,რადგან იგი ფორმალური დანაშულია.
ამ ნორმასაც ახლავს ანალოგიური შენიშვნა,რომელიც ახლდა 157-ე მუხლს.

არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (სსკ 171-ე მუხლი)


სსკ 171-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას არა არასრულწლოვნის დანაშაულში
დაყოლიებისათვის,არამედ არასრულწლოვნის ჩაბმისათვის სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში,რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. არასრულწლოვნის დაყოლიება ადვილია და
თანაც,ეს ქმედება გაცილებით უარყოფითად მოქმედებს მასზე.
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არასრულწლოვნის ნორმალური
ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს მისი
ჯანმრთელობაც.
დაზარალებული არის 18 წელს მიუღწეველი პირი.
ობიექტური მხრივ ეს დანაშული გამოიხატება მოქმედებაში,თუმცა მისი ჩადენა შესაძლებელია
უმოქმედობითაც. ეს ქმედებებია: 1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე; 2. არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო
საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში.
დაყოლიებას ორგვარი გაგება აქვს: 1.როცა პირი აიძულებს სხვას დაჰყვეს მას; ან 2. დაითანხმებს
რაიმე ქმედების ჩადენაში. პირველი გაგებით დამნაშავე აიძულებს პირს,ესეიგი უკვე ჩააბამს მას ამ
ქმედებაში,მეორე გაგებით კი,მხოლოდ დაითანხმებს,ჩაიდინოს ეს ქმედება.
დაყოლიება გულისხმობს პირის გაცნობიერებულ ქმედებას,რომ ჩაიდინოს ესა თუ ის
ქმედება,ხოლო ჩაბმა მის გარეშეც შესაძლებელია.
თუკი მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახსრებისათვის ამათხოვრებს შვილს,ეს არ
მოგვცეს ამ ნორმის შემადგენლობს,მაგრამ თუკი მშობელი შვილს ამათხოვრებს,რათა მან ფულით
ალკოჰოლი იყიდოს,მაშინ ეს ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება.
1 ნაწილით დანაშაული დამთავრებულია,როცა პირი შეძლებს ჩააბარას არასრულწლოვანი ამა თუ
იმ ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში. არ აქვს მნიშვნელობა,მოჰყვა თუ არა მას რაიმე ზიანი.
დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს სრულწლოვანი.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია.
არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო
მოხმარებაში გულისხმობს მოზარდის ჩაბმას ისეთ სამკურნალო ან ტექნიკური თუ
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთიერებების არასამედიცინო მოხმარებაში,რომელიც იწვევს
არასრულწლოვნის ფსიქიკისა და ქცევის არსებითად შეცვლას,მისი ჯანმრთელობის დაზიანებას ან
სიკვდილსაც კი.

არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით


(სსკ 172-ე მუხლი)
ამ დანაშულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არასრულწლოვნის
ხელშეუხებლობა,მისი უფლება-ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების პირობები
საკუთარ ოჯახში,ღვიძლ მშობლებთან.
არასრულწლოვნის შვილად აყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში,მისი
დაცვით.
მსხვერპლად განიხილება არასრულწლოვანი,ე.ი. 18 წელს მიუღწეველი პირი.
ამსრულებელი შეიძლება იყოს შვილად აყვანისთვის კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული
შერაცხადი პირი,როგორც საქართველოს მოქალაქე,ისე მისი არმქონი პირი,ასევე 14 წელს
მიღწეული პირი,რადგაანც ამ ასაკის პირი შეიძლება იყოს ბავშვის ფაქტობრივი მშობელი.
I ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) არასრულწლოვნის ყიდვაში; ბ) მის მიმართ სხვა
უკანონო გარიგების განხორციელებაში. ამდენად,ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში.
(ფორმალური შემადგენლობა). ბოლო დროს ამ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი-არასრულწლოვნის
გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება. ამ დროს მთავარია გამყიდველმა
იცოდეს,რომ ბავშვს ყიდულობენ შვილად აყვანის მიზნით,წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება
დაკვალიფიცირდება 1432 მუხლით.
171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ,როცა პირი იყიდის
არასრულწლოვანს ან გაყიდის მას,უკვე განახორციელებს მის მიმართ სხვაგვარ უკანონო გარიგებას
და ეს არასრულწლოვანი გადავა მყიდველის მფლობელობაში,იმის მიუხედავად,შვილად აყვანა
გაფორმებულია თუ არა.
სუბიექტური მხარისათვის აუცილებლად დამახასიათებელია სპეციალური მიზანი - შვილად
აყვანა. თუკი მყიდველს ამოძრავებს ექსპლუატაციის მიზანი,ქმედება დაკვალიფიცირდება 143 2
მუხლით.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია,მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი
განზრახვა,რადგან სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი.

You might also like