You are on page 1of 14

1)

სანივთო სამართალი წარმოადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც ადგენს


ქონების კატეგორიას და არეგულირებს ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობას,
შეცვლასა და შეწყვეტასთან დაკავსირებულ სამართლებლივ ურთიერთობებს.
სანივთო სამართლის შინაარსზე, მის თავისებურებებზე წარმოდგენას გვიქმნის
სამართლის პრინციპები.

სანივთო სამართალი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

,,Numerus clauses” - ,,დახურულ რიცხვთა“ პრინციპი - აღნიშნული პრინციპი


გულისხმობს, რომ სანივთო სამართალში მოქმედებს იმდენი სანივთო
უფლება, რამდენიც კანონმდებლობით არის დადგენილი.
 სპეციალურობის (განსაზღვრულობის) პრინციპი - რომელიც გულისხმობს იმ
ქონების დაზუსტების ვალდებულებას, რომელზედაც სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილეები მიზნად ისახავენ სანივთო უფლების
წარმოშობას.
 აბსოლუტურობის პრინციპი - იგი გულისხმობს მესამე პირების მხრიდან
საკუთრების უფლების მიმართ პატივისცემისა და ხელშეშლის
დაუშვებლობას.
 სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი - გულისხმობს სანივთო
უფლებათა პრიორიტეტულობას ვალდებულებით უფლებებთან შედარებით.
ამ შემთხვევეში მოთხოვნათა წარმოშობა უკავსირდება არა შინაარსობრივ
უპირატესობას, არამედ უფლებათა წარმოშობის მომენტს.
 სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი - სანივთო უფლებებს, ქონებასთან
მჭიდრო სამართლებრივი კავშირის წყალობით, ახასიათებთ მიდევნების
თვისება. ქონების გადაცემა არ იწვევს სანივთო უფებათა შეწყვეტას, არამედ
ისინი უცვლელი შინაარსით მიყვებიან მას.
 საჯაროობის პრინციპი - რომელსაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
პრინციპსაც უწოდებენ, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში თითოეულ
ობიექტზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს.
 კაუზალურობის პრინციპი - რომლის მიხედვით ხელშეკრულებას თავისთავად
გადააქვს საკუთრების უფლება ყოველგვარი ფორმალობის გარეშე.
საკუთრების უფლების გადაცემა უნდა მოხდეს ნამდვილი, კანონზე
დაფუძნებული უფლების გადაცემით. მაგალითად, ნივთზე საკუთრების
უფლების გადაცემის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება ითვლება
უფლების გადაცემის კანონიერ საფუძვლად.
რაც შეეხება ნივთების დახასიათებასა და მათ კლასიფიკაციას: ნივთების
კლასიფიკაცია უკავშირდება მოძრავ და უძრავ ნივთებად დაყოფას (სსკ-ის 148).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს მოძრავი ნივთის ცნებას, თუმცა
საჯარო რეესტრის შესახებ კანონით მოძრავი ნივთის დეფინიცია გვხვდება
პრეზუმფციის სახით, კერძოდ, მოძრავია ნებისმიერი ნივთი, რომელიც სამოქალაქო
კოდექსისი მიხედვით არ არის უძრავი. მოძრავი ნივთი არ არის სამართლებრივი
ურთიერთობის საგანი და რომ იყოს აუცილებელია მასზე გავრცელდეს
კანონმდებლობით დადგენილი წესები. სამართლებრივი თვალსაზრისით ნივთს
რრომ მოძრავი ერქვას ამისთვის იგი კრიტერიუმებს უნდა აგმაყოფილებდეს ესენია:
ბრუნვაუნარიანობა; სხეულებრივობა; გადაცემადობა; განსაზღვრულობა.
ხოლო უძრავი ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად მდგარი
შენობა ნაგებობები ან მის გარეშე; მიწაში არსებული წიაღისეული; მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები და ასშ... არსებითი შემადგენელი ნაწილის სტატუსი
მიენიჭება ისეთ მოძრავ ნივთებს, რომელთა მთავარი ნივთისაგან გამოყოფა
გამოიწვევს მთლიანი ნივთის განადგურებას ან მათი სამეურნეო დანიშნულების
მოსპობას. უძრავ ნივთებთაგან არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება: შენობა-
ნაგებობები; ნივთები, რომელებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან, მაგალითად
მცენარეები და ასშ...
სამოქალაქო კოდექსი საკუთვნებლად მიიჩნევა ისეთი მოძრავი ნივთები რომლებიც:
არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი
ნივთის სამსახურისთვის; დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით ითვლება
საკუთვნებლად; მოძრავი ნივთი რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და
რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულებების
დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.
რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 152 მუხლის მიხედვით არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის
მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან
გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი,
ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
2) სანივთო უფლებები და სანივთო უფლებების დამდგენი
სამართლებრივ აქტები.
სანივთო უფლებები იყოფა აბსოლუტურ; აქცესორულ და შეზღუდულ უფლებებად.
კანონმდებელი არ გვთავაზობს აბსოლუტური სანივთო უფლების ნორმატიულ
ცნებას, თუმცა იურიდიულ დოქტრინაში აბსოლუტურ სანივთო უფლებად
განიხილება საკუთრების უფლება.
აბსოლუტურობა განიხილება, როგორც საკუთრების უფლების საყოველთაო დაცვა.
საკუთრების უფლების აბსოლუტურობა გულისხმობს მესაკუთრის მხრიდან მესამე
პირებისადმი საკუთრების უფლების ობიექტის დაცვის მოთხოვნას - erga omnes.
საკუთრების უფლების, როგორც აბსოლუტური უფლების კრიტერიუმებია:
 პირის უფლება ქონებასთან მიმართებაში ვადით არ არის შეზღუდული
 მესაკუთრის მხრიდან ქონების დაცვაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა
 მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერი მესამე პირისაგან დაიცვას საკუთრების
უფლება
 საკუთრების უფლება განიხილება, როგორც საწყისი ქონებაზე ყველა სხვა
სანივთო და ვალდებულებითი უფლების წარმოშობისათვის.
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების უფლება ერთგვაროვანი
შინაარსით ვრცელდება ყველა სტატუსის სუბიექტზე - ფიზიკურ, იურიდიულ
პირზე და სახელმწიფოზე.
აქცესორული უფლეება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემულია
აქცესორულ უფლებათა ცნება. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა
დაკავშირებული სხვა უფლებებთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს.
იურიდიულ დოქტრინაში აქცესორულ უფლებებს მოთხოვნის სანივთო
უზრუნველყოფის საშვალებებსაც უწოდებენ. სანივთო სამართალში აქცესორულ
უფლებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. აქცესორულ უფლებათა
ცნებიდან გამომდინარე, ისმის კითხვა: რომელ უფლებაზეა დამოკიდებული
აქცესორული უფლებები? კანონმდებელს მხედველობაში აქვს ძირითადი
ვალდებულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულ
უფლებათა აქცესორული ხასიათი ვლინდება იმაში, რომ მათი წარმოშობა
დამოუკიდებლად არ ხდება. აქცესორულ უფლებებს საერთო ნიშანი -
უზრუნველყოს კრედიტორის მოთხოვნის უფლება. თუმცა მათ შორის არსებობს
განსხვავება, რაც უფლების ობიექტს უკავშირდება, კერძოდ:
 გირავნობის უფლება წარმოიშობა მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში
არსებულ მოძრავ ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე
 იპოთეკის უფლება წარმოისობა მოვალის ამ მესამე პირის საკუთრებაში
არსებულ უძრავ ნივთზე.
შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია უფრო ფართო უფლებისაგან
და რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით. შეზღუდული
სანივთო უფლებები განთავსებულია სანივთო სამართლის მეორე წიგნის
მეხუთე თავში, სახელწოდებით - სხვისი საკუთრების შეზღუდული
სარგებლობა. შეზღუდული სანივთო უფლებების წარმოშობა უკავშირდება
უძრავ ქონებაზე პირველადი საკუთრების უფლებას. შეზღუდული სანივთო
უფლების დადგენით, მისივე ნებით იზღუდება მესაკუთრე - მას არ აქვს
საკუთრების ობიექტის ფლობისა და სარგებლობის შესაძლებლობა. თავის
მხრივ შეზღუდული სანივთო უფლების მქონე პირებს არ შეუძლიათ
განკარგონ უფლების ობიექტი მესაკუთღის თანხმობის გარეშე. შეზღუდული
სანივთო უფლება იყოფა აღნაგობად; უზუფუქტად; სერვიტუტად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233_ე მუხლის თანახმად:


1) მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას
ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების
გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის
უფლება).

2) აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე,


რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ
სარგებლობის შესაძლებლობას.
3) აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ
უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242_ე მუხლის თანახმად:
1) უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას
მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას
არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით
გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით
გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ
მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.
საქართველოს სამოქალალო კოდექსის 254_ე მუხლის თანახმად:
1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი
სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ
იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის
საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს
მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა
შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
რაც შეეხება სანივთო უფლებების დამდგენ სამართლებრივ აქტებს. როგორც ვიცით
ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის ყველაზე
გავრცელებული საფუძველია გარიგება. სანივთო უფლების დამდგენი გარიგების
სახეებია: ანდერძი,ხელშეკრულება, წესდება, კორპორაციული აქტი, პარტნიორთა
კრების ოქმი, ამხანაგობის ხელშეკრულება, ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობის კრების
ოქმი.
3) არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება. გადაცემადი
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საერთო ნიშნები და უფლებები,
რომელთა გადაცემა მესამე პირთათვის დაუსვებელია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152_ე მუხლის მიხედვით არამატერიალური


ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება
გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას
მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
კანონმდებელი განასხვავებს სამი სახლის არამატერიალურ ქონებივ სიკეთეს:
უფლებას, მოთხოვნასა და ვალს. მოთხოვნის ან უფლების სამოქალაქო
ბრუნვაუნარიანობას განაპირობებს რამდენიმე ძირითადი ნიშანი.

მოთხოვნის ან უფლების გადაცემის, ან დარიგების ეტაპზე უნდა არსებობდეს


ხელშეკრულება ან სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას
აღნიშნულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე: უფლებაზე, მოთხოვნაზე და
ვალზე. მოთხოვნის უფლება ან ვალთან დაკავშირებული ფაქტობრივი და
სამართლებრივი მოქმედებების განხორციელაბა უნდა შეეძლოს ნებისმიერ მესამე
პირს.

სამოქალაქო სამართალში უფლებები შეიძლება დავყოთ: პირად არაქონებრივ


უფლებებად, სანივთო უფლებებად, ვალდებულებით უფლებებად და საოჯახო-
მემკვიდრეობით უფლებებად.

პირადი უფლებებია: სახელის უფლება, ღირსება, პატივი, პირადი ცხოვრების


საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია, რომელთა გადაცემა
მესამე პირთათვის შეუძლებელია. იგივე წესი ვრცელდება საოჯახო-მემკვიდრეობით
უფლებებზე.თუმცა გადაცემას ექვემდებარება შეზღუდული და აქცესორული
სანივთო უფლებები. გარკვეული თავისებურება ახასიათებს სანივთო
უზრუნველყოფის უფლებათა - იპოთეკისა და გირავნობის უფლების გადაცემას.
აქცესორულ უფლებათა ძირითად მოთხოვნასთან მჭირდო კავშირიდან
გამომდინარე, მათი დამოუკიდებლად გადაცემა არ ხდება.
4) რთული ნივთები, საჯარო და კერძო ნივთები, რელიგიური
გაერთიანების ქონება, ინდივიდუალური და გვაროვნული
ნივთები.
ნივთის შემადგენელი ნაწილი - კანონმდებელი ნივთის შემადგენელ ნაწილად
მოიაზრებს არსებით შემადგენელ ნაწილსა და საკუთვნებელს. ნივთსა და არსებით
შემადგენელ კავშირს შორის არსებობს მუდმივი კავშირი. სწორედ ეს განაპირობებს კანონის
დანაწესს, რომლის მიხედვითაც მთავარ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება მის
არსებით შემადგენელ ნაწილზედაც. ამდენად პირი რომელიც ითვლება მიწის ნაკვეთის
მესაკუთრედ, ასევე განიხილება მასზე არსებული ნაგებობის მესაკუთრედაც.
ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი - არსებითი შემადგენელი ნაწილის სტატუსი
მიენიჭება ისეთ მოძრავ ნივთს, რომელთა მთავარი ნივთისაგან გაოოფა გამოიწვევს მთლიანი
ნივთის ან არსებითი შემადგენელი ნაწილის განადგურებას ან მათი სამეურნეო
დანისნულების მოსპობას.
უძრავ ნივთის შემდეგი კატეგორია მიიჩნევა არსებით შემადგენელ ნაწილად. მიწის ნაკვეთის
არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება: შენობა-ნაგებობები; ნივთები რომლებიც
მყარადაა გაკავშირებული მიწასთან მაგალითად მცენარეები და ასშ...
რაც შეეხება საკუთვნებელს - საკუთვნებლად მიიჩნევა ისეთი მოძრავი ნივთი, რომელიც: არ
არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი მაგარამ განკუთვნილია მთავარი ნივთის
სამსახურისთვის; დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით ითვლება საკუთვნებლად;
დაკავშირებულია მთავარ ნივთთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით რის გამოც იგი
სივრცობრივ კავსირშია მასთან და ასშ...
საჯარო და კერძო ნივთები - რომის სამართალში საჯარო ნივთები იყოფოდა შემდეგ
სახეებად:
Res communes - ნივთები, რომლებიც საერთო იყო ყველა ადამიანისთვის მაგალითად:
ჰაერი, მინარე, ზღვა.
Res publicae - სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები: საჯარო გზები, პორტები,
ნავსადგურები, ხიდები, ზოგიერთი მდინარე და სხვა.
Res universitatis - ნივთები რომელიც ფლობდა კორპორაციულ გაერთიანებებს, ამ
კატეგორიაში შედიოდა: თეატრები და პარკები.
Res nullius - ნივთები რომელიც არავის მიეკუთვნებოდა.
საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული კერძო სამართალი აწესრიგებს როგორც სახელმწიფო,
ასევე კერძო პირთა საკუთრებას.
რელიგიური გაერთიანების ქონა - საქართველოში სადაც კონსტიტუციით აღიარებულია
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, მრავალი რელიგიური გაერთიანება არსებობს.
მათ მიერ ქონებაზე საკუთრების მოპოვების საკითხი წესრიგდება ზოგადი წესის თანახმად.
თუმცა არსებობს გამონაკლისი, საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
სამართლებრივი ურთიერთობა წერიგდება 2002 წლის 22 ოქტომბრის კონსტიტუციური
შეთანხმებით - კონკორდატით. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, მიწის ნაკვეთებს
რომლებზეც ისინია განლაგებული.
ინდივიდუალური და გვაროვნული ნივთები - კერძო სამართალში ნივთების
კლასიფიკაციის საფუძველზე ადგენს რეგულირების სპეციალურ წესებს: კერძოდ, გარიგების
ფორმას; ვალდებულების შესრულების ადგილს; ზიანის ანაზღაურების წესსა და ასშ.
იურიდიულ დოქტრინაში არსებობს ნივთების კლასიფიკაცია შეცვლად და შეუცვლად
ნივთებად. მათი კლასიფიკაცია ითვლება - ობიექტურ, ხოლო ინდივიდუალური და
გვარეობითი ნივთების დაყოფა - სუბიექტურ კლასიფიკაციად.
5) დაახასიათესთ ნივთისა და უფლების ნაყოფის სახეები.
ნაყოფის მიღების სამართლებრივი საფუძვლები და ნაყოფის
მიღებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების წესი.
ნივთის ნაყოფის სახეებია:
შემოსავალი - ნივთი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც პირადი
მოხმარების მიზნით. ნივთიდან მიღებული შემოსავლის მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად მიღებული ქია.
უპირატესობა - მიღებულ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს შემთვევა, როდესაც მიწის
დამუშავება აძლევს მოიჯარეს სხვის საკუთებაზე მოსავლის მიღების ან მოსავლის
ღირებულების მოთხოვნის უპირატეს უფლებას.
ნამატი - ნამატი ნაყოფის ერთ-ერთი სახეა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ მცენარეებს,
ცხოველებს რომელებიც განიხილება როგორც ურთიერთობის ობიექტი.
უფლების ნაყოფის სახეებია:
შემოსავალი - უფლების საფუძველზე მიღებული შემოსავლის სახეებია, მაგალითად
გაცემული სესხის საფუძველზე მიღებული პროცენტი, საავტორო უფლების საფუძველზე
ჰონორარის მიღების უფლება და ასშ.
უპირატესობა - პირს უპირატესობა შეიძლება წარმოეშვეს ხელშეკრულების ან კანონის
საფუძველზე.
რაც შეეხება ნაყოფის მიღების სამართლებრივი საფუძვლებს - მესაკუთრე უფლებამოსილია
ნაყოფის მიღების უფება გადასცეს სხვა პირს. შესაძლებელია გადაცემულ იქნეს
ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე. ნაყოფის მიღება ხელშეკრულების
სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელია, ნივთის გადაცემამდე
მხარეები თანხმდებიან ნაყოფის მიღებისა და მისი განაწილების წესზე. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონისმიერ საფუძვლებს, როდესაც ყოველგვარი
სამართლებრივი შეთანხმების გარეშე, პირის საკუთრებად აცხადებს მიღებულ ნაყოფს:
მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში პირის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და
უფლების ნაყოფი; თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზ დავარდა, იგი
ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად; საერთო საკუთრებაში თითოეულ მოწილეს ეკუთვნის
თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსი ასევე განსაზღვრავს საფუძვლებს, როდესაც სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილე კარგავს უფლებას ნაყოფზე. მაგალითად, იპოთეკის საგანზე
აუქციონის გამოცხადებიდან ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან
უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნივთის ნაყოფი.
რაც შეეხება ნაყოფის მიღებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების წესს - საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი ადგენს ნაყოფზე გაწეული ხარჯის კომპენსაციის წესს. კერძოდ თუ
პირი მოვალეა უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია მოითხოვოს ნაყოვზე გაწეული
ხარჯების ანაზღაურება თუკი:
1) ნაყოფის მიღება და მასზე გაწეული ხარჯები სწორი ამეურნეო საქმიანობის შედეგია, და
2) ხარჯები არ აღემატება ნაყოფის ღირებულებას.
ნაყოფზე უფლებამოსილ პირს ასევე ეკისრება ვალდებულება, გაითვალისწინოს ნაყოფის
მიღებაზე გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობის საკითხი. ამდენად კანონმდებელი
მხარს არ უჭერს ნაყოფის მიღებაზე მაღალი ხარჯის გაწევას.
6) მფლობელობისა და მფლობელის ცნება; მფლობელობის
სახეები, მართლზომიერი და არამართლზომიერი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155_ე მუხლის მიხედვით:
1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ


ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის
უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც


განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას
ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების
მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან


თანამფლობელებად.

5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული


ნაწილების მფლობელებად.

მფლობელობის კლაიფიკაცია ეფუძნება ნივთზე ფაქტობრივი კავშირის შინაარსს და


მფლობელობის წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებს, კერძო სამართალში ვხვდებით
მფლობელობის შემდეგ სახეებს: პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელობას; მართლზომიერ
და არამართლზომიერ მფლობებლობა,ინდივიდუალური მფლობელობა და საერთო
მფლობელობა.
ქართულ სანივთო სამართალში მფლობელის მართლზომიერება სამოქალაქო ბრუნვის
მონაწილის კეთილსინდისიერების საფუძველზე განისაზღვრება. პირი მიიჩნევა
მართლზომიერ მფლობელად თუ : ნივთზე მფლობელობა კანონით დადგენილი წესით
წარმოიშვა; ან მართზომიერი მფლობელობის დადგენა შესაძლებელია საქმიან
ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. მათლზომიერი
მფლობელის სტატუსი შესაძლებელია კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას
მიენიჭოს სუბიექტს. პირს მართზომიერი მფლობელობა ანიჭებს შემდეგ სახის
უპირატესობას: მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მფლობელისთვის ნივთის
ჩამორთმევა დაუშვებელია; მფლობელის კუთვნილებად ითვლება მართლზომიერი
მფლობელობის განმავლობაში ნივთისა და უფლების ნაყოფი.
რაც შეეხება არამართლზომიერ მფლობელობას - არამართლზომიერი მფლობელი შეიძლება
იყოს ქურდი, ასევე კეთილსინდისიერი მფლობელი. სამოქალაქო კოდექსი ადგენს
არამართლზომიერი მფლობელის ორ სახეს: კეთილსინდისიერ და არაკეთლსინდისიერ
მფლობელს. კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ მოქმედი
ნორმების შედარებით თვალსაჩინო ხდება კანონმდებლის განსხვავებული მიდგობა
არამართლზომიერი მფლობელობის თოთოეული სახის მიმართ. არამართლზომიერ
მფლობელობის განმავლობაში შესაძლებელია ნივთზე კეთილსინდისიერი ან
არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ გაწეულ იქნას ხარჯები. კეთილსინდისიერ
ფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე
კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს.
ინდივიდუალური და საერთო მფლობელობა - ნივთზე მფლობელობას შეიძლება
ახორციელებდეს ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამ შემთხვევაში სახეზეა
ინდივიდუალური მფლობელობა. ნივთზე ორი ან მეტი პირის მფლობელობისას კი - საერთო
მფლობელობა. ერთ ნივთზე რამდენიმე პირის მფლობელობა იყოფა თანაზიარ და წილად
მფლობელობად.
თანაზიარი მფლობელობის შემთხვევაში არსებობს პირის კავშირი ნივთთან, ისე რომ არ
არის განსაზღვრული მათ შორის ინდივიდუალური ფარგლები.
წილადი მფლობელობისშემთხვევაში თითოეული მფლობელისთვის წინასწარ არის
ცნობილი ნივთზე ბატონობის განხორციელების ფარგლები.
საერთო მფლობელობის შემთხვევაში ნივთზე მფლობელობის გადაცემა ხდება ყველა
თანამფლობელის თანხმობით, ხოლო, თუ ნივთზე თანამფლობელის წილი განსაზღვრულია
მფლობელობა მასზე გადადის სხვა თანამფლობელთა თანხმობის გარეშე.
7) მფლობელობა, როგორც საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობა,
მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. შეძენითი ხანდაზმულობა, მფლობელობის
შეწყვეტა და მფლობელობის დაცვის სამართლებრივი საშვალებები.

მფლობელობა გარდა იმის რომ განიხილება როგორც საკუთრების უფლების შინაარსის


ელემენტი, წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობასაც. ნივთებზე
მფლობელობა კი შესაძლებელია გახდეს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.
კერძოდ:

 არარეგისტრირებულ მოძრავ ნივთებზე პირდაპირი მფლობელობისაც


 მოძრავ და უძრავ ნივთებზე კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლით.

საქართველოს სამოქალაქო კოედექსი მოძრავ ნივთების მიმართ ითვალისწინებს


მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას. პრეზუმფცია ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის
სტაბილურობას, ვინაიდან მესაკუთრე თავისუფლდება საკუთრების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. მესაკუთრის პრეზუმფცია
ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის გადაცემისას გამსხვისებელს აქვს
პირდაპირი მფლობელობა ნივთზე. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი
მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პეროიდში. მესაკუთრედ ყოფნის
პრეზუმფცია არ ვრცელდება იმ პირების მიმართ რომლებსაც გააჩნიათ უფლება მოძრავ
ნივთზე, თუმცა პირდაპირი მფლობელობა შეწყდება მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ
მოპარვის ან დაკარგვის შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ და მოძრავ ნივთებზე კანონით


დადგენილი ვადით მფლობელობა განიხილება, როგორც საკუთრების უფლების
წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი, სსკ-ის 165-ე მუხლის საფუძველზე, თუ პირის
მფლობელობა მოძრავ ნივთზე გრძელდება 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული ვადის
გასვლის შემდეგ გვაქვს ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა.
ხანდაზმულობის გზით საკუთრების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია:

1. ნივთი იყოს მოძრავი


2. მფლობელობა გრძელდებოდეს უწყვეტად 5 წლის განმავლობაში
3. პირი ფლობდეს ნივთს როგორც საკუთარს

კანონმდებელი გამორიცხავს შეძენითი ხანდაზმულობის გზით საკუთრების უფლების


წარმოშობას, როდესაც შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობს. განსხვავებული წესი
მოქმედებს ხანდაზმულობის გზით უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების
წარმოშობისთვის. კერძოდ, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია უძრავი ქონების
მესაკუთრედ, ისე რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს საკუთრების
უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობს თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის
მანძილზე პირი ფლობდა ნივთს, როგორც საკუთრებას. თუმცა უძრავ ნივთებზე მხოლოდ
მფლობელობა არ არის საკმარისი, ვინაიდან რეგისტრაციის გარეშე უძრავ ნივთებზე არ
არსებობს შეძენითი ხანდაზმულობა.
რაც შეეხება მფლობელობის შეწყვეტას - მფლობელობა გამოიხატება მხოლოდ ნივთის
მფლობელობაში, თუ მას განიხილავთ, როგორც უფლების ელეენტს, კანონმდებლობა ადგენს
მფლობელობის შეწყვეტის წინაპირობებს:
1. ნივთზე პირის ფაქტობრივი კავშირის შეწყვეტა
2. მესაკუთრის მიერ მფლობელისადმი დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა.

ნივთზე მფლობელობის მიტოვებით წყდება მფლობელობა. აღნიშნუი წესი ვრცელდება


მოძრავ ნივთებზე, რომელთა მიმართ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია.
მფლობელომა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს და სხვა
გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. შეწყვეტის მეორე საფძველი ითვალისწინებს
იმას თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, დამქირავებელს კი
ამ მოთხოვნის გასაჩივრების საშვალება არ აქვს. მესაკუთრე საკუთრების უფლების ძალით
უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებისმიერი პირისაგან, მათ შორის
მფლობელისაგან, გამოითხოვოს საკუთრების უფლების ობიექტი. მფლობელობის დაცვა
შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მფლობელობითი, ასევე უფლებისდაცვისათვის
კანონმდებლობით დადგენილი წესით. მფლობელობითი დაცვის იდეა უფლების მქონე
პირის მიერ თვითნებობის აღკვეთაში მდგომარეობს. თუკი მესაკუთრე თვითნებურად
ართმევს არამართლზომერ მფლობელს ნივთს, ამ უკანასკნელს შეუძლია დაიბრუნოს იგი
მფლობელობითი სარჩელის მეშვეობით. კანონმდებელი სამართლებრივი დაცვის
შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ კეთილსინდისიერ მფლობელს. მფლობელობის დაცვის
მოთხოვნა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც მესაკუთღის, ასევე ნებისმიერი მესამე
პირის მიმართ, რომრლთა მხრიდან ადგილი აქვს მფლობელის განხორციელების ხელშეშლას
ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. კეთილსინდისიერი მფლობელისთვის ნივთის
ჩამორთმევა უნდა მოხდეს კანონის გზით,კერძოდ სასამართლოს ან სამართალდამცავი
ორგანოს მეშვეობით. ძალის გამოყენებას კი კანონი კრძალავს. კეთილსინდისიერ მფლობელს
უფლება აქვს გამოიყენოს როგორც ვინდიკაციური, ასევე ნეგატიური სარჩელი როგორც
მესაკუთრის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის მიმართ.
8) საკუთრების ცნება. საკუთრების უფლების ობიექტი და შინაარსი.
საკუთრების ობიექტის მართვა. უფლების ბოროტად გამოყენება და
შეზღუდვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საკუთრების უფლების განსაზღვრება მოცემულია


შემდეგი შინაარსით: ,,მესაკუთრეს შეუძლია კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ
სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს
ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი,
თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს
მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ქონება საკუთრების უფლების ობიექტია. მფლობელობა - განიხილება ნივთზე მესაკუთრის


ფაქტობრივ ბატონობად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს ობიექტს.
სარგებლობა - საკუთრების უფლების შინაარსში შემავალი სარგებლობის უფლებამოსილება,
შეიძლება განვიხილოთ როგორც:

1. სარგებლობის თავისუფლება
2. სარგებლობის ვალდებულება
3. სარგებლობის აკრძალვა.

მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ობიექტით თავისუფლად სარგებლობა


გულისხმობს როგორც პირად ასევე შემოსავლის, მოგების მიღების მიზნით სარგებლობას.
კანონით შეიძლება დაწესდეს ობიექტის სარგებლობის,მოვლისა და შენახვის ვალდებულება,
თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესს.
განკარგვა - საკუთრების უფლების მესამე ელემენტი - გუილისხომს მესაკუთრის მიერ
ქონების იურუდიულ ბედის გადაწყვეტას. მესაკუთრის განკარგვის უფლებამოსილება
გულისხმობს ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას. უფლებრივად
დატვირთვაში უნდა ვიგულისხმოთ მესამე პირებისთვის ქონების სანივთო ან
ვალდებულებითი უფლებებით გადაცემა.
დადგენილ უფლებამოსილებათა გარდა, მესაკუთრეს აქვს საკუთრებაში არსებული
პბიექტის მართვის უფლება. თუკი მესაკუთრეს არ აქვს სურვილი ან არ ჰყოფნის ცოდნა
საკუთრების ობიექტის მართვისათის, მას შეუძლია საკუთრების უფლების ობიექტი
მართვის უფლებით გადასცეს საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირს. მიუხედავად
მართვის უფლების გადაცემისა, მესაკუთრე ინარჩუნებს ქონების განკარგვის
უფლებამოსილებას.
დაუშვებლია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მესაკუთრის მხოლოდ ის მოქმედება უნდა ჩაითვალოს მართლზომიერად, რომელიც არ
წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. კანონმდებელი, საკუთრების უფლების
თავისუფლების პრინციპის აღიარებასთან ერთად, კრძალავს მესაკუთრის მიერ საკუთრების
ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის
გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მოქმედება არც აუცლებლობით
არის გამოწვეული.
საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს მესაკუთრის ნება ან
კანონის მოთხოვნა. მესაკუთრის ნების საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის
შემთხვევაში, პირი მის საკუთრებაში არსებულ ქონებას კერძოსამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე გადასცემს სხვას. საკუთრების უფლების შეზღუდვის
კანონისმიერი მაგალითია მაგალითად, კანონისმიერი სერვიტუტი. საკუთრების უფლების
კანონისმიერი შეზღუდვის სახეებია კერძო საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით,
საკუთრების უფლების მოპოვებსი შეზღუდვა მოქალაქეობის მიხედვით და ა.შ.

9) საკუთრებისს სახეები, საერთო საკუთრება, სახეები,


მართვა,სარგებლობა, ხარჯები და განკარგვა.
საკუთრების სახეებია: ინდივიდუალური და საერთო საკუთრება.საკუთრების სახეებად
კლასიფიკაციის საფუძველია პირთა სამართლებრივი კაშირი ნივთთან, კერძოდ, თუ
ქონების განკარგვის უფლება ეკუთვნის ერთ პირს, სახეზეა ინდივიდუალური საკუთრება,
თუ ქონებაზე ერთ უფლება ეკუთვნის რამდენიმე პირს საერთო საკუთრება. საერთო
საკუთრების მარეგურილებელი ნორმები მოქცეულია როგორც სამოქალაქო კოდექსში, ასევე
სპეციალურ ნორმატიულ აქტებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს საერთო საკუთღების წარმოშობის
საფუძველს. მსგავსად საკუთრების უფლებისა, საერთო საკუთრება, როგორც მისი ერთ-ერთი
სახე, წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. საერთო საკუთრება შეიძლება
წარმოიშვას ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების საფუძველზე.
ცალმხრივი გარიგების - საფუძველზე საერთო საკუთრების წარმოშობის მაგალითია
ანდერძი , რომელიც გამოხატავს ნებას, მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებისათვის
გადაცემის თაობაზე.
ორმხრივი გარიგების - საფუძველზე შესაძლებელია მხარეები შეთანხმებით, მენარდესა და
შემკვეთს წარმოეშვას საერთო საკუთრების უფლება, მენარდის მიერ დამზადებულ ნივთზე,
შემკვეთის მასალის ღირებულებისა და მენარდის მიერ გაწეული შრომის პროპორციულად.
ცალმხრივი გარიგების - მაგალითად შესაძლებელია მოვიყვანოთ, ერთობლივი საქმიანობის
ხელშეკრულება, როდესაც ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს
საერთო-სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს საერთო საკუთრების ორ სახეს: თანაზიარ და
წილად საკუთრებას. საერთო საკუთრებაში წილი განიმარტება, როგორც თანამონაწილეობის
გამომხატველი კატეგორია, რომლის პროპორციულად განისაზღვრება საერთო საკუთრებაში
არსებულ ქონებაზე გაწეული ხარჯები და მისაღები მოგების ოდენობა. სამსზე
მავალისაკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული, მაგალითად: საერთოსაკუთრების
ობიექტიდან მიღებული ნაყოფის კუთვნილების საკითხი; წილის ნატურით გამოყოფის
შესაძლებლობა; საერთო საკუთრების შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში წილის
კომპენსაციის საკითხი.
ქონებასთან რამდენიმე პირის უფლებრივი კავშირი გავლენას ახდენს ქონების მართვის
საკითხზეც. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და განკარგვასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი ეფუძნება როგორც კანონისმიერ, ასევე
სახელშეკრულებო შეთანხმებას. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების
მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა,
თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული.
თანამესაკუთრეობათა შეთანხმებით მოძრავი ნივთით სარგებლობის უფლებამოსილება
შეიძლება გადაეცეს მესამე პირს. საერთო საკუთრების ობიექტი შესაძლებელია თითოეულ
თანამესაკუთრეს გადაცემული ჰქონდეს პირადი სარგებლობის მიზნით. რაც შეეხება საერთო
საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლასა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს
ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. თანასაკუთრების ობიექტტთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის
ვალდებულება შესაძლებელია თანამესაკუთრეებს წარმოეშვას:
1. თანამესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეების მიმართ
2. მესამე პირს თანამესაკუთრეების მიმართ.
თუმცა თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის
საჭიროღონისძიებები განახორციელოს სხვა საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები
განახორციელოს სხვა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში, დანახარჯის
მიზნობრიობისა და თანამესაკუთრეთა მიმართ გაწეული ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნა. მესამე პირის წინაშე თანამესაკუთრეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება
თანასაკუთრებაში მათი წილის შესაბამისად. თუ თანამესაკუთრენი ნებაყოფობით არ
ასრულებენ მესამე პირის წინაშე, მას უფლება აქვს მოითხოვოს დაკმაყოფილება
თანასაკუთრების ობიექტის რეალიზაციით.ხოლო საერთო საკუთრების უფლების ობიექტის
განკარგვა შესაძლებელია თანამესაკუთრეთა შეთანხმებით ან კანონის საფუძველზე. განკარგა
გულისხმობს საერთო საკუთრების ობიექტის გასხვისებას ან უფლებრივად სხვაგვარად
დატვირთვას. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო
საზიანო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.
საერთო საკუთრების უფლების ობიექტის კანონის საფუძველზე განკარგვის საკითხი
წყდება შემდეგი წესით: საერთო საკუთღების უფლების შეწყვეტას. საერთო საკუთრების
უფლების შეწყვეტა კანონის საფუძველზე შესაძლებელი:
1. საერთო საკუთღების უფლების ობიექტის ნატურით გაყოფისას
2. საერთო საკუთრების უფლების ობიექტის გასხვისებისას
საერთო საკუთრების უფლება უქმნდება ობიექტის ნატურით გაყოფისას, თუ შესაძლებელია
საერთო საკუთრების ობიექტი დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების
გარეშე. თუ ნატურით გაყოფა მორიცხულია, მაშინ საერთო საკუთრების უფლება წყდება
ობიექტის მესამე პირზე გასხვისების გზით. თუ დაუშვებელია საგნის გასხვისება მესამე
პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საერთო საკუთრების
უფლების შეწყვეტა. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია
სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება
მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი.

You might also like