You are on page 1of 6

შესავალი სამოქალაქო სამართალში

სასწავლო კურსის ფინალური გამოცდა

(2 კაზუსი, თითოეული 10 ქულიანი, 2 თემა თითოეული 10 ქულიანი)

სტუდენტი_ელენე ჭიპაშვილი________________

ჯგუფი_________107950с__________

1. პირადი არაქონებრივი უფლებები და მათი დაცვის სამართელბრივი გარანტიები სამოქალაო


კოდექსის მიხედვით (10 ქულა);

კონტინენტური სამართლის რამდენიმე ქვეყანაში პირადი არაქონებრივი უფლებები


სასამართლო პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ინსტიტუტებია,
რომელთა საფუძველზეც მათი რეცეფცია განხორციელდა კოდექსში.
არაქონებრივ უფლებებს მოიხსენიებენ პიროვნულ უფლებებადაც, რომელიც ღირსების,
პატივისცემისა და ინდივიდის განვითარების უფლებისგან წარმოშობილ უფლებას
წარმოადგენს და რომელიც თითოეულ პირს (მათ შორის, სახელმწიფოსაც) პატივისცემის
მოვალეობას აკისრებს.6 განსახილველ ნორმაში მოწესრიგებული პირადი არაქონებრივი
უფლებები, მათი არსიდან გამომდინარე, შესაძლებელია განსხვავდებოდეს სპეციალურ
კანონში მოწესრიგებული არაქონებრივი უფლებებისგან. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსით
გათვალისწინებული პირადი არაქონებრივი უფლებების წარმოშობის საკითხი განსხვავდება
საავტორო სამართლით მოწესრიგებული არაქონებრივი უფლებების წარმოშობის
საკითხისგან და სხვ.
არაქონებრივი უფლებები გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ პირს (იურიდიული პირის თაობაზე
იხ. ამავე მუხლის კომენტარი ქვემოთ). მაგალითად, პირებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ
არაქონებრივი უფლების აღქმის უნარი. ასევე, სამეურვეო პირის ქორწინებაზე თანხმობის
მიცემასთან დაკავშირებით, სადაც მეურვის კომპეტენცია პირადი არაქონებრივი შინაარსის
ურთიერთობებზე არ ვრცელდება.
არაქონებრივი უფლებების უმეტესი კატეგორია ფიზიკურ პირს გააჩნია. იურიდიული
პირის არაქონებრივი უფლებების არსი უწინარესად V მუხლიდან გამომდინარეობს,
რომლის საფუძველზეც, ასეთ უფლებას საქმიანი რეპუტაცია წარმოადგენს. აღნიშნული
შეესაბამება იურიდიული პირის სამართლებრივ ბუნებას, რომელსაც არ შეიძლება
გააჩნდეს ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვა, მაგალითად, ღირსების კუთხით საკითხის
განხილვისას. იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებების შელახვის შემთხვევაში,
სახეზე უნდა იყოს საქმიანი რეპუტაციის შელახვის იმგვარი ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი
ვეღარ ახორციელებდეს მის საქმიანობას. ამასთან, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს,
განცხადების გაკეთება იურიდიული პირის, თუ მისი დირექტორის მიმართ მოხდა და
სხვ.
პირადი არაქონებრივი უფლებებია:
1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით
უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის
თქმა მასზე.

2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი
პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია
შელახვისაგან.

3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების


შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი
უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ
გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ
პირებს.

4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი


ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე
საშუალებებში.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც,
როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი
თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.)
დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან,
მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან,
ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა
პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.


ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის
(ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით,
რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება
აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება
შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი
პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი
რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი
ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს
შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის
შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი
ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს
საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.  ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში
გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება
(ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე.
პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.)
დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან,
მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ
მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა
პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.  ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა
ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია
ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის
ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს.
ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს
არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება
ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად; 

2. საცილო გარიგებანი და შეცილების ვადები (10 ქულა);


ნებისმიერი გარიგება ხორციელდება ნების გამოვლენის საფუძველზე. შინაგანი ნების
გარეგნული გამოხატვით გარიგების მონაწილეები აფიქსირებენ თავიანთ მიზანს,
რომლის მიღწევაც მათ სურთ ამა თუ იმ კონკრეტული სამართალურთიერთობის
ფარგლებში. სწორედ ამ მიზნების (სამართლებრივი შედეგის) დადგომის გზებსა და
საშუალებებს იძლევა კანონი, როდესაც ადგენს უფლება-მოვალეობათა წარმოშობის,
შეცვლის ან შეწყვეტის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლებს. გვხვდება
შემთხვევები, როდესაც პირის შინაგანი ნება და მისი გარეგნული გამოვლენა
(გამოხატვა) არ ემთხვევა ერთმანეთს. ფორმულის სახით ზემოაღნიშნული შეიძლება
ჩამოყალიბდეს ამგვარად: პირს შინაგანად არ სურდა ის, რაც მან გარეგნულად
გამოხატა. ამ შემთხვევას 53 მეტად დიდი თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს
სამოქალაქო სამართლისთვის, რადგან მოცემულ შემთხვევაში პირის ნება და ამ ნების
გამოვლენა ერთმანეთს არ ემთხვევა, ე.ი. ნება გამოვლენილია არა თავისუფალი
თვითგამორკვევის საფუძველზე, არამედ სხვადასხვა ფაქტორის გავლენით. სწორედ
ამგვარ მდგომარეობას ეწოდება სამოქალაქო სამართალში ნების ნაკლი. ნების ნაკლი
თავს იჩენს, როდესაც შინაგანი და გარეგნულად გამოვლენილი ნება სხვადასხვაგვარი
მნიშვნელობის არის ნების გამომვლენი პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ნების ნაკლის
საფუძველზე დადებული გარიგებები სამოქალაქო სამართალში სხვადასხვა
სამართლებრივ შედეგებთანაა დაკავშირებული. სამართლებრივი შედეგების
სახესხვაობა განპირობებულია სწორედ ნების ნაკლის ხარისხითა და მოცულობით.
ამგვარ გარიგებებში პირობითად განირჩევა ორი დიდი ჯგუფი, რომელთაგან პირველ
ჯგუფს განეკუთვნება გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია (არარა
გარიგებები - უცილოდ ბათილი გარიგებები), ხოლო მეორე ჯგუფს განეკუთვნება
საცილო გარიგებები, ანუ ის გარიგებები, რომელთა ბათილობაც დამოკიდებულია
იმაზე, იქნება თუ არა გარიგება შეცილებული შეცილების უფლების მქონე პირის მიერ.
საცილო გარიგებების ყველაზე უფრო გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით,
მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები. თვით შეცილება ანუ
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც განაპირობებს
გარიგების ბათილობას, ასევე წარმოადგენს ცალმხრივი გარიგების ერთ-ერთი
სახეობას.
79 I მუხლი შეცილების ვადად განსაზღვრავს ერთ თვეს იმ მომენტიდან, როდესაც
შეცილებაზე უფლებამოსილი პირი შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ.
განსხვავებით სხვა ქვეყნების მოწესრიგებებისაგან, სადაც შეცილებაზე
უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ 1 შეატყობინოს მეორე მხარეს
შეცილება, ქართველმა კანონმდებელმა შეცილებისთვის გონივრულ ვადად მიიჩნია
ერთი თვე. ვადების ამგვარ განსაზღვრას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები: კერძოდ, დადებითია ის, რომ მარტივია ვადის გამოთვლა და სასამართლოს
მოუწევს მხოლოდ დაადგინოს ის ფაქტი, თუ როდის გახდა შეცილებაზე
უფლებამოსილი პირისთვის ცნობილი შეცილების საფუძვლის შესახებ, მაშინ,
როდესაც მაგ. გერმანულ სამართალში ყოველთვის სადაოა ის, თუ რამდენად
„დაუყოვნებლივ“ შეატყობინა ერთმა მხარემ მეორეს. უარყოფითი ფაქტორი არის ის,
რომ შეცილებაზე უფლებამოსილ პირს ეძლევა შეცილების უფლებით სპეკულირების
შესაძლებლობა ისეთ ხელშეკრულების საგნებთან მიმართებით, რომლებიც
ექვემდებარებიან ფასთა ხშირ ცვალებადობას. ამ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერ
მხარეს ეძლევა შესაძლებლობა შეცილება არა იმწამსვე განახორციელოს, არამედ ერთი
თვის განმავლობაში დაელოდოს მის სასარგებლოდ მდგომარეობის შეცვლას, რამაც
შესაძლოა მეორე მხარე დააზარალოს. ასეთ შემთხვევაში შეცილებაზე უფლებამოსილი
პირის მოქმედება შესაძლოა შეფასდეს 115-ე მუხლით უფლების ბოროტად
გამოყენებად და რიგ შემთხვევებში მას დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც. მაშასადამე,
შეცილების საფუძვლის არსებობისას, შეცილების განცხადება არის მხარის
მოვალეობა, რომელიც მას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილი აქვს
გარიგების შეცილება. შეცილების უფლების მიმართ მოქმედებს 128 III მუხლით
განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა. 2 ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეს 10
წლის განმავლობაში აქვს შეცილების უფლება, თუ იგი შეიტყობს შეცილების
საფუძვლის შესახებ.

კაზუსი #1 (10 ქულა)

მალხაზ ჩაჩავამ, რომელსაც ბანკისაგან სოლიდური კრედიტი ჰქონდა აღებული 2015 წელს, მის
საკუთრებაში არსებული ორ ოთახიანი ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა
თავის ბიძაშვილს ვერა ჩაჩავას 2016 წლის 1 მარტს, იმ მიზნით, რომ ბანკთან ნაკისრი
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ბინის რეალიზაცია არ მოეხდინა. ჩაჩავამ
ვალი დადგენილ ვადაში 2017 წლის სექტემბერში სრულად დაფარა, ამის შემდგომ ბიძაშვილს თხოვა
გაჰყოლოდა საჯარო რეესტრში და სახლი უკან გადაეფორმებინა. ვერა ჩაჩავამ მას განუმარტა რომ ეს
სახლი მისგან ნაყიდი ჰქონდა და არ აპირებდა უკან გადაფორმებას.

რა წარმატების პერსპექტივა აქვს მალხაზ ჩაჩავას ვერა ჩაჩავასთან დავის შემთხვევაში? მიეცით
სამართლებრივი კონსულტაცია მალხაზ ჩაჩავას.
ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მხარეებს შორის თავისი შინაარსის მიხედვით
დადების მომენტიდანვე ბათილი გარიგებაა.

გარიგება ეს არის ინდივიდის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი


ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს
მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგენაბი, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ
განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

აღნიშნული გარიგებით მხარეებს სურდათ სხვა გარიგების დაფარვა, ამიტომ სახეზე გვაქვს როგორც
მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგება, რადგან გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარად.

მალხაზ ჩაჩავას ვურჩევდი მოითხოვოს ვერა ჩაჩავასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების


ბათილად ცნობა , ვინაიდან სახეზე გვაქვს დადებული გარიგება სხვა გარიგების (კრედიტის
დაფარვის)დაფარვის მიზნით, სასამართლომ უნდა მოახდინოს ამ გარიგების ბათილად ცნობა.

ნასყიდობის ხელშეკრულების მთავარი მახასიათებელია, რომ გამყიდველმა უნდა გადასცეს


კონკრეტული ნივთი ან ქონება (მოძრავი ან უძრავი) მყიდველს, ხოლო სახლის ყიდვის შემთხვევაში
ვერა ჩაჩავას უნდა გადაეხადა ფული, რათა გამყიდველმა მას გადასცეს შეძენილი სახლი რაც
კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

კაზუსი #2 (10 ქულა)

ზაზა ბენდელიანმა გადაწყვიტა სახლის გაყიდვა, რომელიც ქუთაისში ცენტრალურ უბანში


მდებარეობდა. ამის შესახებ გააკეთა განცხადება გაზეთში. დაინტერესებული პირი მალე გამოჩნდა,
გელა რაზმაძეს ამ უბანში სახლის ყიდვა დიდი ხანი სურდა, ფასიც მისაღები იყო. შეუთანხმდა ზაზას
ყველა არსებით პირობაზე, გააფორმეს სახლის ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულება და
დაამოწმეს ნოტარიულად. გელა გადავიდა სახლში და დაიწყო ცხოვრება. ხელშეკრულების
გაფორმებიდან ერთი თვის თავზე ზაზამ მიმართა სასამართლოს და საცილოდ გახადა გელასთან
დადებული გაირგება, იმ მოტივით, რომ მყიდველმა არ დაიცვა გარიგების ფორმა, კერძოდ საჯარო
რეესტრში სახლი არ აღრიცხა თავის სახელზე, რაც გარიგების ბათილობის საფუძველი იყო.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? (დაასაბუთეთ!)

გარიგება შეიძება საცილო გახდეს თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე,
შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან 1 თვის განმავლობაში, თუ
გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის
დაუდევრობით. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი პირობაა რომ მოხდეს მისი საკუთრების
უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მაგრამ კანონმდებლობა არ იცნობს კონკრეტულ ვადებს,
რომ მესაკუთრემ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში მოახდინოს ნივთის შემძენმა
საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მართალია ერთი თვის განმავლობაში
ჰქონდა გარიგებაზე შეცილების უფლება ზაზა ბენდელიანს, მაგრამ სარჩელი არაპერსპექტიულია.
კონკრეტულ შეთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება ძალში შედის ნასყიდობის ხელშეკრულების
სანოტარო წესით დამოწმების ვადაში. ხელშეკრულება ნოტარიუსში დამოწმების მომენტიდან შედის
ძალაში და მისი შეცილების საფუძვლები არ არსებობს.

You might also like