You are on page 1of 7

კაზუსი 1 (აღნაგობა,ავთანდილ ნიკურაძე)

ჰიპოთეზა

1.შესაძლოა ავთანდილ კიღურაძეს ჰქონდეს ასეთი უფლება. სკ 239 (3)

2.შესაძლოა ბადრი შენგელიამ ავთანდილ კიღურაძისგან მოითხოვოს ნივთის დაბრუნება


პეტიტორული ვინდიკაციით. სკ 172 (1)

3.შესაძლოა სასამართლომ ბადრის სასარგებლოდ გადაწყვიტოს დავა. სკ 239 (3) და სკ 172 (1)

სკ 149 ,, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.’’კფგ-
დან ჩანს,რომ აშენებული შენობა მყარად დგას მიწაზე მუხლის წინაპირობა
დაკმაყოფილებულია,შესაბამისად,შენობა არის უძრავი ნივთი.

სკ 233 (1),,მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას
ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების
გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის
უფლება).’’კფგ-დან ჩანს,რომ ბადრი შენგელიამ თავისი ნაკვეთი ავთანდილს აღნაგობის
უფლებით გადასცა .სუბიექტებია მიწის მესაკუთრე ბადრი და მეაღნაგე ავთანდილი.

სკ 233 (3) ,,აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა


აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.’’კფგ-დან ჩანს,რომ ბადრიმ ავთანდილს გადასცა
აღნაგობის უფლება ,მაგრამ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ვადთ გადასცა,მაგრამ
კონკრეტულადრა ვადაა არ ჩანს.

სკ 236 (1) ,, აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის


გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების
უფლებისაგან.’’კფგ-დან ჩანს,რომ მეაღნაგე ავთანდილს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით
გადაეცა მიწის ნაკვეთი,შესაბამისად, მესაკუთრე ბადრისგან შესაძლოა მოითხოვოს
საზღაურის გადახდა.

სკ 234 (1) და სკ 183 (1)  უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი
ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო
რეესტრში რეგისტრაცია.’’კფგ-დან ჩანს,რომ მესაკუთრე ბადრისა და მეაღნაგე ავთანდილს
შორის აღნაგობის უფლება გაფრომდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

სკ 234 (2) ,, აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის


უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე
პირის საკუთრებად.’’კფგ-დან ჩანს,რომ აღნაგობის უფლების მქონე პირი ავთანდილი და
შენობა არის აღნაგობის უფლების მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი იგი
ითვლება ავთანდილის საკუთრებად.

სკ 239 (1) ,, სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა


შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის
უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის
ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.’’კფგ-დან ჩანს,რომ შეწყდა აღნაგობის
უფლება,მესაკუთრე ბადრი ვალდებულია მეაღნაგე ავთანდილს გადაუხადოს აღმართული
ნაგებობის ღირებულების ორი მესამედი.

სკ 239 (2) ,, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების
გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული
ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის აღნაგობის უფლების
ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც’’კფგ-დან ჩანს,რომ
აღნაგობა შეწყდა,მესაკუთრე ბადრიმ მეაღნაგე ავთანდილს შესთავაზა ვადის გაგრძელება
საზღაურის სანაცვლოდ,რაზეც ავთანდილმა უარი განაცხადა,შესაბამისად,მან დაკარგა
ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლება.

სკ 234 (3),, აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული


ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.’’კფგ-დან ჩანს,რომ შეწყდა
აღნაგობა,მიწის მესაკუთრე არის ბადრი,მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა კი არსებითი
შემადგენელი ნაწილია,შესაბამისად,ბადრის საკუთრებაში გადავა შენობაც.

სკ 171 კფგ-დან ჩანს,რომ მიწის მესაკუთრე არის ბადრი,ამიტომ ის მოიპოვებს ამ შენობაზეც


და მის შემადგენელ ნაწილებზეც საკუთრებას.

სკ 239 (3)  ,,აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება
წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.’’კფგ-დან ჩანს,რომ ავთანდილმა დაშალა
შენობა და მისი მასალები თავად წაიღო,რისი უფლებაც ამ მუხლის მიხედვით არ ჰქონდა.

სკ 172 (1) ,, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.’’კფგ-დან ჩანს,რომ
მეაღნაგე ავთანდილს არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება და მან შენობის მასალები უნდა
დაუბრუნოს ბადრის.ბადრი გამოითხოვს პეტიტორული ვინდიკაციით შენობის მასალებს.

დასკვნა

1)ავთანდილს არ ჰქონდა მასალების წაღების უფლება. სკ 239 (3)

2)ბადრი მოითხოვს მასალების დაბრუნებას პეტიტორული ვინდიკაციით.სკ 172 (1)

3)სასამართლო ბადრის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. სკ 172 (1) სკ 239 (3)


კაზუსი (აღნაგობა ამირანი )

ჰიპოთეზა

1.შესაძლოა მართებული იყოს სუბიექტების ქმედებები.

2.შესაძლოა ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნეს ფულის მოთხოვნის


გირავნობად.სკ 240 (2)

სკ 149 ,, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით,


მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად
დგას მიწაზე.’’კფგ-დან ჩანს,რომ საუბარია მიწის ნაკვეთზე,რაც არ არის
მოძრავი,შესაბამისად,უძრავია.

სკ 233 (1),,მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე,
რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე
ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების
უფლება (აღნაგობის უფლება).’’კფგ-დან ჩანს,რომ ამირანმა მეაღნაგე ბეგლარს
.სუბიექტებია მესაკუთრე ამირანი და მეაღნაგე ბეგლარი.

სკ 233 (3) ,,აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი


არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.’’კფგ-დან ჩანს,მესაკუთრე
ამირანმა განსაზღვრული ვადით გადასცა მეღნაგე ბეგლარს აღნაგობის უფლება.

სკ 234 (1)და სკ 183 (1)  უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების


წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების
უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.’’კფგ-დან ჩანს,რომ აღნაგობის
უფლება ამირანმა მეღნაგე ბეგლარს კანონით დადგენილი წესით გადასცა.

სკ 236 (1) ,, აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს


საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია
ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.’’კფგ-დან ჩანს,რომ ამირანს ჰქონდა საზღაურის
გადახდის ვალდებულება,შესაბამისად,აღნაგობისუფლება სასყიდლიანია.

სკ 235,,თ უ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან


გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს
შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.’’კფგ-დან ჩანს,რომ მეაღნაგე
ბეგლარმა ამირანის თანხმობის გარეშე გაყიდა აღნაგობის უფლება გრიგოლზე ,თმცა
ასევე ჩანს,რომ მოგვიანებით ამირანმა მოიწონა ზეპირად.რამდენადაც თანხმობის
ფორმა თავისუფალია და კანონი არ განსაზღვრავს წერილობით ფორმას,ამიტომ
აღნაგობის უფლების გასხვისება ნამდვილია,გვყავს ახალი მეაღნაგე გრიგოლი.

სკ 236 (2) ,, საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის


მხრიდან შეიძლება ცალმხრივად შეწყდეს ამ ვალდებულების 2 წლის განმავლობაში
შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.’’კფგ-დან ჩანს,რომ მეაღნაგე გრიგოლი 2 წელი არ იხდიდა
საზღაურს,თუმცა მესაკუთრე ამირანი კი ითხოვს არა ამ მიზეზით აღნაგობის
უფლების შეწყვეტას,არამედ აღნაგობის უფლების გასხვისების თანხმობაზე ზეპირი
ფორმის გამო,რაც არ არის მართებული,რადგან კანონი აუცილებელ ფორმას არ
ადგენს ამ შემთხვევაში.ამიტომ აღნაგობა არ შეწყდება.

სკ 240 (1) ,, აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი


ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო
რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.’’კფგ-
დან ჩანს,რომ აღნაგობის უფლება შეწყდა ,წარმოშობილი ვალდებულება,რომ
მესაკუთრე ამირანმა ბეგლარს უნდა გადაუხადოს დაიკავებს აღნაგობის ადგილს.

სკ 239 (1) ,, სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა


შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის
უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის
ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.’’კფგ-დან ჩანს,რომ შეწყდა აღნაგობა,ამირანმა
გრიგოლს უნდა გადაუხადოს ნაგებობის ორი მესამედი მაინც.

სკ 240 (2) ,,თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ
დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის
უფლება.’’კფგ-დან ჩანს,რომ მეაღნაგე გრიგოლს აღნაგობის უფლება იპოთეკით
ჰქონდა დატვირთული აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგაც.აღნაგობას ვადა
გაუვიდა და შეწყდა.სესხი კი გრძელდება.თანხა რომელიც ამირანმა გრიგოლს უნდა
გადაუხადოს,გრიგოლი ვერ გამოიყენებს,იქამდე სანამ სესხს არ დაფარავს(იყინება
ანგარიშზე).აღნაგობის იპოთეკა გადაიქცა ფულის მოთხოვნის გირავნობად.

დასკვნა

1) ბეგლარის მიერ გრიგოლზე გასხვისება მართებულია.ამირანის მოთხოვნა


შეწყვეტაზე არ არის მართებული.

2)აღნაგობის იპოთეკა უზრუნველყოფილ იქნეს ფულის მოთხოვნის გირავნობით. სკ


240 (2)
კაზუსი (სერვიტუტი)

ჰიპოთეზა

დავა შეიძლება გადაწყდეს რვასართულიანი კორპუსის სასარგებლოდ.სკ 251

სკ 247 (1),, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან
სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული
(დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში
ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების
განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის
ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).’’კფგ-დან
ჩანს,რომ რვასართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმდჯომარესა ანუ
მესერვიტუტესა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გაფორმდა სერვიტუტის
ხელ-ბა,რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ეკრძალებოდა ნაკვეთზე
ბენზინგასამართის და მსგავსი ობიექტების მშენებლობა.ეს სევიტუტი არის
ნეგატიური ,რადგან ამკრძალავი ხასიათისაა.

სკ 247 (1-ბოლო წინად) და 183 ,, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა
მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს
გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ
შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი
მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის
მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).
სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის
გათვალისწინებული წესები.’’კფგ-დან ჩანს,რომ კანონმდებლობით დადგენი;ო წესით
გაფორმდა სერვიტუტის ხელ-ბა.

სკ 247 (2) ,,  საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის


სახით.’’კფგ-დან ჩანს,რომ არ იკვეთება საზღაური სერვიტუტისთვის.

სკ 248 (1) ,, სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი


უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.’’კფგ-
დან ჩანს,რომ მესერვიტუტე რვასართულიან კორპუსს სერვიტუტი უქმნის
სარგებლობას,კერძოდ,ბენზინგასამართის არ აშენებით არ იქნება ხმაური
გამოწვეული მანქანების მუდმივი მოძრაობით,ბენზინის სუნი,გარემო არ
დაბინძურდება და ნაკლებად სახიფათო იქნება.

სკ 251 ,,თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ


ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი,
რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.’’კფგ-დან ჩანს,რომ
მესაკუთრემ გაყო მიწის ნაკვეთი,თუმცა სერვიტუტი არა ერთ ნაწილზე,არამედ
მთლიან მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა,ამასთანავე,მიდევნების პრინციპის
გათვალისწინებით, დაყოფის შემდეგ სერვიტუტი ორივეზე გავრცელდება
,შესაბამისად, ბენზინგასამართის აშენების უფლება არ აქვს.

დასკვნა

დავა გადაწყდება რვასართულიანი კორპუსის სასარგებლოდ. სკ 251

კაზუსი (უზუფრუქტი )

ჰიპოთეზა

1.შესაძლოა სამართლებრიად მართებული იყოს უზუფრუქტით დატვირვა.სკ 242

2.შესაძლოა მიწის მესაკუთრეს აღნიშნული საფუძვლით ჰქონდეს ხელ-ბის შეწყვეტის


მოთხოვნის უფლება. სკ 244 (მე-2-1წინად) და 246 (2)

3.შესაძლოა უზუფრუქტუარის მიერ დადებულ იჯარის ხელ-ბა ბათლი იყოს.სკ 242 (მე-2
წინად)

სკ 242 უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა
მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის
გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება
(უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის
თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან
იჯარის ურთიერთობების მონაწილე.’’კფგ-დან ჩანს,რომ სახეზეა უზუფრუქტი,სუბიექტებია
მესაკუთრე შს ,,სარგებელი’’,უფლებამოსილი პირი ანუ უზუფრუქტუარი არის
კოოპერატივი ,,მარცვლეული’’.შპს ,,სარგებელმა’’ კოოპერატივ ,,მარცვლეულს’’
უზუფრუზტის უფლებით უძრავ ნივთთან სამსარტთულიან შენობასთან ერთად გადასცა
მოძრავი ნივთებიც,კერძოდდ,ორი მსუბუქი ავტომობილი და სამი
სატვირთო,კანონმდებლობით მოძრავი ნივთების უზუფრუქტით დატვირთვა დაუშვებელია

სკ 243 და სკ 183 (1) უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი
ნივთების შეძენის დროს. ‘’ სკ 183 (1)  უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების
წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების
შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.’’კფგ-დან ჩანს,რომ მმხარეებმა ყველანაირი წესის
დაცვით გააფორმეს უზუფრუქტის ხელ-ბა.

სკ 244 (1) ,,უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.’’კფგ-დან ჩანს,რომ


სახეზეა სასყიდლიანი უზუფრუქტი,რადგან უზუფრუქტუარი კოოპერატივი ,,მარცვლეული’’
დამესაკუთრე შპს ,,სარგებელი’’ შეთანხმდა უზუფრუქტის ქირის გადახდაზე.

სკ 244 (2-1წინად)  უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების


(უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ
ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის
სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.’’კფგ-დან ჩანს,რომ მესაკუთრესა და
უზუფრუქტუარს შორის დროებითი უზუფრუქტი გაფორმდა,რადგან მხარეებმა 15 წლის
ვადით გააფორმეს უზუფრუქტის ხელშეკრულება.
სკ 245 (2),, უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს
სარგებლობის მიზანი.’’კფგ-დან ჩანს,რომ კოოპერატივი ,,მარცვლეული’’ გარდაიქმნდა შპს
,,მარცვლეულად’’ ანუ მოხდა რეორგანიზაცია,შეიცვალა სამართელბრივი სტატუსი და არა
სარგებლობის მიზანი,რისი უფლებაც კოოპერატივ ,,მარცვლეულს’’ შეზღუდული არ ჰქონდა.

სკ 244 (2-2წინად),,უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან


იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი
დადგენილი.’’კფგ-დან ჩანს,კოოპერატი ,,მარცვეული’’ არ იქნა ლიკვიდირებული,არამედ მან
რეორგანიზაცია მოახდინა.შესაბამისად,ამ საფუძვლით ხელ-ბის შეწყვეტა არ არის
მართებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ.

სკ 246 (2) ,, უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში
აღმოჩნდება.’’კფგ-დან ჩანს,რომ არ აღმოჩნდა ერთი პირის ხელში,რადგან მესაკუთრეს მიწის
ნაკვეთი არ გაუყიდია.ამიტომ უზუფრუქტი არ შეწყდება.

სკ 242 (მე-3 წინად),,ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა


მესაკუთრის თანხმობა.’’კფგ-დან ჩანს,რომ კოოპერატივმა ,,მარცვლეულმა’’
(უზუფრუქტუარმა)10 წლის გასვლის შემდეგ მესაკუთრის თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთი
იჯარით გადასცა ინდმეწარმე გიორგი ნანობაშვილს,კოოპერატივ ,,მარცვლეულს’’ არ ჰქონდა
მესაკუთრის თანხმობის გარეშე გადაეცა მიწის ნაკვეთი სხვა პირისთვის.ამიტომ იჯარა
გაუქმდება

დასკვნა

1.უზუფრუქტით დატვირთვა ნაწილობრივ სამართლიანია.მიწა და შენობა-ნაგებობა


შეიძლება მანქანები და სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება სკ 242

2.მესაკუთრე ვერ მოითხვს უზუფრუქტით შეწყვეტას 244 (2-2წინად) სკ 246 (2)

3.იჯარა გაუქმდება 242(მე-2წინად)

You might also like