You are on page 1of 8

კაზუსი 1

ა თავისი ავტომანქანით შემთხვევით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ლ-ს მძღოლი


გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინახა დაზარალებული,რომლის მიმართ
შურისშიების გრძნობა ამოძრავებდა.ფიქრობდა,რა რომ თავისი მოქმედებით და
ექიმთან დროული მიყვანით მისი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდა.განსაცდელში
მყოფი შეგნებულად მარტო დატოვა სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში და
შემთხვევის ადგილიდან წავიდა.დროული დახმარების აღმოუჩენლობის გამო ლ-
სისხლისგან დაიცალა და დაიღუპა.როგორ იქნება მძღოლის ქმედების
სისხლისამართლებრივი შეფასება?

ჰიპოთეზა

შესაძლოა ა-ს ლ-სთვის დახმარების დროული აღმოუჩენლობის გამო,რასაც შედეგად


მოჰყვა ლ-ს სიკვდილი,ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული განზრახი დამთავრებული დანაშაული შერეული
უმოქმედობით.

I.ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: მძღოლი,სამართლებრივი გარანტის მქონე პირი,რომლის გარანტი მისი წინარე


მოქმედებიდან გამომდინარე წარმოიშვა,კერძოდ,რომ იგი შეეჯახა ფეხით მოსიარულეს და
მისი ქმედებიდან გამომდინარე ჩავარდა პირი ასეთ მდგომარეობაში.

ობიექტი: ლ-ს სიცოცხლე

ქმედება: ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


მოქმედების შეუსრულებლობაში,მძღოლს თავისუფლად შეეძლოა პირი ჩაესვა მანქანაში და
გადაეყვანა საავადმყოფოში.

შედეგი: მძღოლის მიერ პირის განსაცდელში მიტოვებით შედეგი სახეზეა,კერძოდ,პირის


სიკვდილი.

მიზეზობრივი კავშირი: მიზეზობრივი კავშირი სახეზეა,კერძოდ,სავალდებულო და


შესაძლებელი მოქმედებით შედეგი,თავიდანვე იქნებოდა აცილებული.მძოლი,რომელიც იყო
ვალდებული დახმარებოდა განსაცდელში მყოფ პირს,ჰქონდა შესაძლებლობა გადაეყვანა
პირი საავადმყოფოში,მაგრამ არ განახორციელა.სავალდებულო და შესაძლებელი
მოქმედებით პირი გადარჩებოდა,ამიტომაც მიზეზობრივი კავშირი,კერძოდ,ჰიპოთეტური
მიზეზობრიობა სახეზეა.

ობიექტური შერაცხვა: ა-ს შედეგი ობიექტურად შეერაცხება,რადგან უმოქმედობით


მან შექმნა საფრთხე იგივე რისკი,რაც შედეგში რეალიზდა კიდეც,კერძოდ,ლ
სისხლისგან დაიცალა და დაიღუპა.
2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

მძღოლი გააზრებულად მოქმედებდა,მას შეეძლო პირის გადარჩენა,მაგრამ ეს მის


სურვილს არ წარმოადგენდა.სახეზეა პირდაპირი განზრახ მკვლელობა.მას ჰქონდა
გააზრებული,რომ ადამიანს კლავდა და ამის სურვილიც ჰქონდა.

II.მართლწინააღმდეგობა
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოებები,კერძოდ სსკ-ის 28 -32 მუხლების
გათვალისწინებული,ამიტომ პირს არ ვამართლებთ.მძღოლმა ჩაიდინა
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.ამიტომაც მას ვერ გავამართლებთ.

III.ბრალი ვპატიობთ? სსკ 33-38


კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ გარემოებები,რომლებიც სსკ 33-
38-ე მუხლებით არის გათვალისწინებული სახეზე არ გვაქვს,მძღოლი ბრალუუნარო
არ არის.ის მოქმედებდა ბრალეულად,აქედან გამომდინარე,მას ვერ ვაპატიებთ
ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო დანაშაულს.

დასკვნა

შესაბამისად,მძღოლმა განსაცდელში მყოფი პირისთვის დახმარების


აღმოუჩენლობით,რასაც შედეგად მოჰყვა პირის გარდაცვლაება,ჩაიდინა სისხლის
სამართლის კოდექსით გათალისწინებული განზრახი დამთავრებული დანაშაული
შერეული უმოქმედობით.
კაზუსი 2

დედამ ახალშობილი მიატოვა იმ შეგნებით,რომ მოვიდოდა ბავშვის მამა ან სხვა ვინმე


აღმოუჩენდა მას დახმარებას,თუმცა ფიქრობდა იმასაც,რომ გარკვეული დროის
გავლის შემდეგ,ასეთ უმოქმედობას,თუ მამა დაიგვიანებდა,შეიძლებოდა
სასიკვდილო შედეგი მოჰყოლოდა.ბავშვის ტირილის ხმა შემთხვევით ქუჩაში
გამვლელმა გაიგონა და იგი სიკვდილს გადაარჩინა.როგორი იქნება დედის ქმედების
სამართლებრივი შეფასება.

ჰიპოთეზა

შესაძლოა დედას ახალშობილის მიტოვებით,ჩაიდინა სისხლის სამართლის


კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა არაპირდაპირი
განზრახვით.

I.ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტი

არაპირდაპირი განზრახვა,

შედეგი: ბავშვის სიკვდილი შედეგის სახით არ დამდგარა,შესაბამისად,შედეგიანი


დანაშაული სახეზე არ გვაქვს.

დაუმთავრებელი დანაშაულის სქემით


კაზუსი 3

ა-მ მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოგერიების დროს აუცილებელი მოგერიების


მართლზომიერების პირობებში ბ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,როცა
თავდასხმის რეალურმა საფრთხემ გაიარა, ა-მ ბ-ს არ აღმოუჩინა გადაუდებელი და
შესაძლებელი დახმარება,რის შედეგადაც ბ დაიღუპა,როგორი იქნება ა-ს ქმედების
სისხლისამართლებრივი შეფასება?

ჰიპოთეზა

შესაძლოა ა-ს ბ-სთვის გადაუდებელი დახმარების აღმოუჩენლობით,რასაც შედეგად მოჰყვა


ბ-ს სიკვდილი ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი
დამთავრებული დანაშაული წმინდა უმოქმედობით.

ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: ა

-ქმედების სიტუაცია : ადგილი ჰქონდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას,ანუ


პირი,კერძოდ, ბ,რომელაც ამ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, იმყოფებოდა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში

-ე.წ. წმინდა უმოქმედობის სიტუაცია:ობიექტურად აუცილებელი და აშკარა დახმარება ა-მ


არ გაუწია პირს,არც თავად დაეხმარა და არც სხვას დაუძახა დასახმარებლად.

ობიექტი: ბ-ს სიცოცხლე

-ქმედება: ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


მოქმედების შეუსრულებლობაში,ა-ს შეეძლო ბ-ს დახმარება,მაგრამ მას არ აღმოუჩინა
გადაუდებელი და შესაძლებელი დახმარება.

-შედეგი:ა-ს მიერ ბ-სთვის დახმარების აღოუჩენლობით შედეგი სახეზეა,კერძოდ,პირის


სიკვდილი.

-მიზეზობრივი კავშირი (ზოგადად,პირობათა თეორია):მიზეზობრივი კავშირი


სახეზეა,კერძოდ,სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი,თავიდანვე
იქნებოდა აცილებულია-ს შეეძლო გადაუდებელი დახმარება განეხორციელებინა ბ-სთვის ან
ტავად გადაეყვანა საავადმყოფოში ან სხვისთვს ეთხოვა დახმარება.სავალდებულო და
შესაძლებელი მოქმედებით პირი გადარჩებოდა,ამიტომაც მიზეზობრივი
კავშირი,კერძოდ,ჰიპოთეტური მიზეზობრიობა სახეზეა.

-ობიექტური შერაცხვა:შედეგი ობიექტურად შეერაცხება,რადგან უმოქმედობით შექმნა


რისკი,რაც შედეგში რეალიზდა,კერძოდ,პირის გარდაცვალება სახეზეა.

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


ა გააზრებულად მოქმედებდა,მას შეეძლო პირის გადარჩენა,მაგრამ ეს მის სურვილს
არ წარმოადგენდა.სახეზეა პირდაპირი განზრახ მკვლელობა.მას ჰქონდა
გააზრებული,რომ ადამიანს კლავდა და ამის სურვილიც ჰქონდა.

II.მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები ,კერძოდ სსკ -ით 28-32 მუხლებით


გათვალისწინებული გარემოება სახეზე არ გვაქვს.ამიტომ პირს არ ვამართლებთ.ა-მ
ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.ამიტომაც მას ვერ გავამართლებთ.

III.ბრალი

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ გარემოებები,რომლებიც სსკ 33-


38-ე მუხლებით არის გათვალისწინებული სახეზე არ გვაქვს,ა ბრალუუნარო არ
არის.ის მოქმედებდა ბრალეულად,აქედან გამომდინარე,მას ვერ ვაპატიებთ ჩადენილ
მართლსაწინააღმდეგო დანაშაულს.

დასკვნა

შესაბამისად,ა-მ ბ-სთვის დახმარების აღმოუჩენლობით ჩაიდინა სისხლის


სამართლის კოდექსით გათვალსიწინებული განზრახი დანაშაული წმინდა
უმოქმედობით.

კაზუსი 4

მამა და შვილი არიან სერიოზულად წაჩხუბებული და ერთად არ ცხოვრობენ უკვე ათი


წელია.შვილი ხედავს,რომ მამა ზღვაში იხრჩობა და არ უწევს დახმარებას,მიუხედავად
იმისა,რომ შეუძლია განსაცდელში მყოფის გადარჩენა.ამ ვითარებაში მამა
დაიხრჩობა.როგორი იქნება შვილის ქმედების სისხლისსამართლებრივი შეფასება?

ჰიპოთეზა

შესაძლოა შვილმა მამის განსაცდელში მიტოვებით,რასაც შედეგად მოჰყვა მამის


სიკვდილი,ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი
დამთავრებული დანაშაული წმინდა უმოქმედობით,კერძოდ,განსაცდელში მიტოვება.

I.ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: შვილი

ქმედების სიტუაცია: ადგილი ჰქონდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას,ანუ პირი


იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.

ე.წ.წმინდა უმოქმედობის სიტუაცია: :ობიექტურად აუცილებელი და აშკარა დახმარება არ


გაუწია პირს,არც თავად დაეხმარა და არც სხვას დაუძახა დასახმარებლად.
ობიექტი: მამა,მამის სიცოცხლე

ქმედება: ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


მოქმედების შეუსრულებლობაში,შვილს თავისუფლად შეეძლო მამის დახმარება,მაგრამ ეს
მის სურვილს არ წარმოადგენდა.

-შედეგი:შვილის მიერ მამის განსაცდელში მიტოვებით შედეგი


სახეზეა,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით შედეგი
თავიდან აცილებადი იყო.

მიზეზობრივი კავშირი: მიზეზობრივი კავშირი სახეზეა,სავალდებულო და შესაძლებელი


მოქმედებით პირი გადარჩებოდა,კერძოდ,შვილს შეეძლო თავად დახმარებოდა ან შველა
ეთხოვა,მაგრამ მამის გადარჩენა მის სურვილს არ წარმოადგენდა,შედეგი რეალიზდა მამის
სიკვდილის სახით,ამიტომაც მიზეზობრივი კავშირი,კერძოდ,ჰიპოთეტური მიზეზობრიობა
სახეზეა.

ობიექტური შერაცხვა:შედეგი ობიექტურად შეერაცხება,რადგან უმოქმედობით


შექმნა რისკი,რაც შედეგში რეალიზდა,კერძოდ,პირის გარდაცვალება სახეზეა.

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

შვილი მოქმედებდა გააზრებულად,მას არ ჰქონდა მამის გადარჩენის


სურვილი,შესაბამისად, განზრახვა სახეზეა.

II.მართლწინააღმდეგობა
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოებები,კერძოდ სსკ-ის 28 -32 მუხლების
გათვალისწინებული,ამიტომ პირს არ ვამართლებთ.შვილმა ჩაიდინა
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.ამიტომაც მას ვერ გავამართლებთ.

III.ბრალი ვპატიობთ? სსკ 33-38


კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ გარემოებები,რომლებიც სსკ 33-
38-ე მუხლებით არის გათვალისწინებული სახეზე არ გვაქვს,შვილი ბრალუუნარო არ
არის.ის მოქმედებდა ბრალეულად,აქედან გამომდინარე,მას ვერ ვაპატიებთ ჩადენილ
მართლსაწინააღმდეგო დანაშაულს.

დასკვნა

შესაბამისად,შვილმა მამის განსაცდელში მიტოვებით ჩაიდინა სისხლის სამართლის


კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული განზრახი დამტავრებული დანაშაული
წმინდა უმოქმედობით.
კაზუსი 5

სოფელ ვარციხეში მცხოვრებმა აფციაურმა ნახა,რომ მისი თანასოფლელის


საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.მან ცეცხლმოკიდებული სახლიდან არ
გამოიყვანა ლოგინად ჩავარდნილი ინვალიდი ქალი,რომელიც განსაცდელში
იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.მას ჰქონდა ამ ქალის გადარჩენის რეალური
შესაძლებლობა,ასევე იცოდა,რომ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
საფრთხის შექმნის გარეშე,თავისი მოქმედებით შეეძლო გადაერჩინა იგი.უბედური
შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა,როგორ შეფასდება აფციაურის ქმედება?

ჰიპოთეზა

შესაძლოა აფციაურს ინვალიდი ქალის დახმარების აღმოუჩენლობის გამო


დაეკისროს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი
დამთავრებული დანაშაული წმინდა უმოქმედობით.

I.ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: აფციაური

ქმედების სიტუაცია: ადგილი ჰქონდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას,ანუ პირი


ინვალიდი ქალი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში,

ე.წ.წმინდა უმოქმედობის სიტუაცია: ობიექტურად აუცილებელი და აშკარა


დახმარება არ გაუწია პირს.არც თავად დაეხმარა და არც სხვას დაუძახა დასახმარებლად.

ობიექტი: ინვალიდი ქალი,მისი სიცოცხლე

ქმედება: ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


მოქმედების შეუსრულებლობაში,აფციაურს ჰქონდა ქალის გადარჩენის რეალური
შესაძლებლობა,თანაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის
გარეშე,მაგრამ ეს არ განახორციელა.

შედეგი: აფციაურის მიერ ქალის განსაცდელში მიტოვებით შედეგი რეალიზდა


კიდეც,კერძოდ,ქალი გარდაიცვალა.

მიზეზობრივი კავშირი:მიზეზობრივი კავშირი სახეზეა,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


და სავალდებულო მოქმედებით შესაძლებელი იყო ქალის გადარჩენა,მაგრამ აფციაურმა ეს
არ განახორციელა,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
საფრთხის შექმნის გარეშე შეეძლო დახმარება ან სხვისთვის ეთხოვა.სავალდებულო და
შესაძლებელი მოქმედებით პირი გადარჩებოდა,ამიტომაც მიზეზობრივი
კავშირი,კერძოდ,ჰიპოთეტური მიზეზობრიობა სახეზეა.

შედეგი ობიექტურად შეერაცხება,რადგან უმოქმედობით შექმნა რისკი,რაც


შედეგში რეალიზდა,კერძოდ,პირის გარდაცვალება სახეზეა.

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

აფციაური გააზრებულად მოქმედებდა,მას შეეძლო პირის გადარჩენა,მაგრამ ეს მის


სურვილს არ წარმოადგენდა.სახეზეა პირდაპირი განზრახ მკვლელობა.მას ჰქონდა
გააზრებული,რომ ადამიანს კლავდა და მის გადასარჩენად არაფერი
მოიქმოქმედა,რადგან ეს მის სურვილს არ წარმოადგენდა.

II.მართლწინააღმდეგობა
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოებები,კერძოდ სსკ-ის 28 -32 მუხლების
გათვალისწინებული,ამიტომ პირს არ ვამართლებთ.აფციაურმა ჩაიდინა
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.ამიტომაც მას ვერ გავამართლებთ.

III.ბრალი ვპატიობთ? სსკ 33-38


კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ გარემოებები,რომლებიც სსკ 33-
38-ე მუხლებით არის გათვალისწინებული სახეზე არ გვაქვს,აფციაური ბრალუუნარო
არ არის.ის მოქმედებდა ბრალეულად,აქედან გამომდინარე,მას ვერ ვაპატიებთ
ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო დანაშაულს.

დასკვნა

შესაბამისად,აფციაურმა ქალის განსაცდელში მიტოვებით ჩაიდინა სისხლის


სამართლის კოდექსით გათვალსიწინებული განზრახი დანაშაული წმინდა
უმოქმედობით.

You might also like