You are on page 1of 8

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

samarTlisa da saerTaSoriso urTierTobebis fakulteti

2021– 2022 სასწავლო წლის I სემესტრი

შუალედური გამოცდა

საგანი: სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ოთარ ხინიკაძე

ჯგუფი: №107050L

სტუდენტი: მიხეილ გამრეკელაშვილი (სახელი, გვარი)

ვარიანტი I I I

ათი ტესტი (თითოეული შეფასდება 1 ქულით, სულ 10 ქულა)

1.სვანეთის მაღალმთიან სოფელში მგზავრობისას ავტობუსი ხრამში ჩავარდა,


რის შედეგადაც 2 მგზავრი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და
ორივეს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევის
ადგილთან ახლო მდებარე სოფელში მხოლოდ ერთი ქირურგი იმყოფებოდა.
ექიმმა ოპერაცია ჩაუტარა მხოლოდ ერთ მგზავრს, თავის ახლო ნათესავს,
რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მეორე დაზარალებული აღნიშნული
ოპერაციის დამთავრებამდე გარდაიცვალა. დროული სამედიცინო ჩარევის
შედეგად, მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნებოდა.
დაეკისრება თუ არა ქირურგს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

გ.ქირურგს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან


იგი იმყოფებოდა მოვალეობათა კოლიზიის მდგომარეობაში.

2.საქართველოს მოქალაქე წივწივაძემ აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაიდინა ისეთი


დანაშაული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.
საქართველოს, საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულ შემთხვევაში, არ

1
ევალებოდა პირის ექსტრადიცია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი
ნების საფუძველზე განახორციელა წივწივაძის ექსტრადიცია.
კანონიერია თუ არა საქართველოს ხელისუფლების მოქმედება?
ა.დიახ, რადგან საქართველოს მოქალაქე, უცხო სახელმწიფოში დანაშაულის
ჩადენისას, ყველა შემთხვევაში გადაეცემა იმ სახელმწიფოს, რომლის
ტერიტორიაზეც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება.
ბ. არა, რადგან საქართველოს მოქალაქის ექსტრადირება სხვა სახელმწიფოში
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ
შეიძლება თუ საქართველოს საერთასორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

3. ლ. ლალიაშვილი დარწმუნებული იყო, რომ უნივერსიტეტში გამოცდებს ვერ


ჩააბარებდა და კურსზე დარჩებოდა. მან სთხოვა თავის მეგობარ გ.
კვერენჩხილაძეს, რომ მისთვის იარაღიდან ესროლა და ჯანმრთელობა
დაეზიანებინა, რითაც შემდეგ მშობლებთან თავს იმართლებდა. გ.
კვერენჩხილაძემ რამდენიმე მეტრის დაშორებიდან ესროლა ლ. ლალიაშვილს.
სროლისას იგი სიკვდილის დადგომას გულგრილად ეკიდებოდა, თუმცა მაინც
გარისკა და ესროლა, რასაც შედეგად ლ. ლალიაშვილის სიკვდილი მოჰყვა.
დააკვალიფიცირეთ გ. კვერენჩხილაძის მოქმედება?

ბ. ჩადენილია არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა.

4.რუსეთში რეგისტრირებული ერთ-ერთი რადიკალურად განწყობილი


ოპოზიციური პარტიის ლიდერმა 15 თებერვალს რუსეთში გააკეთა ვიდეო
ჩანაწერი ოთახში, სადაც მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა. ეს მოწოდება
მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობას მიმართ, რათა მათ საქართველოს
კონსტიტუციური წყობილება ძალადობით შეეცვალათ. აღნიშნული ვიდეო
ჩანაწერი მისმა თანამზრახველებმა თურქეთში არსებული არალეგალური
სატელევიზიო ანძის მეშვეობით გადასცეს საქართველოს ერთ-ერთ კერძო
ტელეკომპანიას, რომელმაც ინფორმაცია მიღებისთანავე, 20 თებერვალს,
გაავრცელა.
ჩაითვლება თუ არა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად?

ბ.არა, რადგან ქმედება რუსეთში განხორციელდა.

2
5. შპს ,,ოკრიბას’’ გამყიდველმა ჯინჭარაძემ საღამოს აანთო ნავთქურა, ვინაიდან
არ იყო შუქი. მან 22.00 სთ-ზე დაამთავრა მუშაობა, დაკეტა მაღაზია და წავიდა შინ
ისე, რომ ნავთქურის ჩაქრობა დაავიწყდა. გაჩნდა ხანძარი და ჯიხური დაიწვა.
არის თუ არა ჯინჭარაძის ქმედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი?

დ. დიახ, რადგან ჯინჭარაძემ ჩაიდინა დანაშაული დაუდევრობით.

6. დანით შეიარაღებული ხურცილავა თავს დაესხა ცაავას მოკვლის მიზნით.


ცაავამ იგი კეტით მოიგერია და ძირს დაგდო. ხურცილავამ დანა დააგდო
დახელები აწია. ხელყოფის საშიშროების არ არსებობის მიუხედავად, ცაავამ
კეტის ცემით მოკლა ხურცილავა.
დასჯადია თუ არა ცაავას ქმედება?

დ.ცაავამ ჩაიდინა ხურცილავას მკვლელობა აუცილებელი მოგერიების


ფარგლების გადაცილებით.

7.საფრანგეთის მოქალაქემ პოლ მორომ პარიზში ჩაიდინა საქართველოს


მოქალაქის ჩაჩანიძის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში,
რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ჩვიდმეტ წლამდე. ეს დანაშაული
პარიზში გაუხსნელი დარჩა. ათი წლის შემდეგ თბილისში ტურისტად ჩამოსულმა
პოლ მორომ აღიარა ჩაჩანიძის მკვლელობა, რაზეც წინასწარმა გამოძიებამ
შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებები.
შეიძლება თუ არა მოროს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით?

დ.დიახ, ვინაიდან მან ჩაიდინა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ


მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

8.თურქეთის სანაპიროზე გაჩერებული ქართული გემი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი


სტანდარტულ ტურს ასრულებდა. ამ დროს გემზე მყოფმა ესტონეთის მოქალაქემ
შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა რუსეთის მოქალაქე.
რომელი ქვეყნის იურისდიქცია გავრცელდება აღნიშნულ შემთხვევაზე?

დ. არც ერთი პასუხი არ არის სრული და სწორი.

3
9. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, ანოფელაქსიური ალერგიული
შეტევის მდგომარეობაში მიიყვანეს ავადმყოფი. მას სუნთქვა უჭირდა და
ესაჭიროებოდა გადაუდებელი დახმარება. ექიმმა მას არ აღმოუჩინა დახმარება
იმ მიზეზით რომ ავადმყოფი მისი დიდი ხნის მტერი იყო. შედეგად პაციენტი
გარდაიცვალა.
დაისჯება თუ არა ექიმი? რისთვის?

გ. ექიმი დაისჯება განსაცდელში მიტოვებისთვის;

10.გერმანიის სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, რომელიც


დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა ესტონეთის მოქალაქეს
ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორ გადაწყდება გერმანიის სახელმწიფოს დიპლომატიური
წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი?

დ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო სასჯელს მოიხდის გერმანია.

4
ორი კაზუსი (თითოეული შეფასდება 10 ქულით, სულ 20 ქულა)

კაზუსი 1

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ა-მ სემესტრის ბოლოს სისხლის


სამართლის ზოგადი ნაწილის გამოცდაში ცუდი შეფასება მიიღო. ამის გამო
გაბრაზებულმა ა-მ გადაწყვიტა პროფესორ ბ-ზე შური ეძია და
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიზნით მას ფოსტით მოწამლული
შოკოლადი გაუგზავნა. ამანათში მან წერილი ჩადო, სადაც პროფესორს
ვითომ მადლობას უხდიდა საინტერესო ლექციების გამო. ასევე ა-მ ამანათს
გარედან შემდეგი წარწერაც გაუკეთა: პირადად პროფესორ ბ-ს.

ფოსტამ ამანათი პროფესორის ასისტენტ გ-ს გადასცა, რომელსაც იმის


უფლებაც ჰქონდა, ამანათი გაეხსნა. გ-მ ამანათი გახსნა და შოკოლადიც
თვითონ მიირთვა, ვინაიდან იცოდა, რომ პროფესორი შოკოლადს ვერ
იტანდა და ბოლოს მაინც მას მისცემდა. ამის შედეგად გ- ს ჯამრთელობა
მსუმბუქად დაუზიანდა.

მოცემულ კაზუსში დეტალურად იმსჯელეთ მიზეზობრივ კავშირისა და


განზრახვის ფორმის შესახებ

1. განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან


არაპირდაპირი განზრახვით.

2. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული


ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს
შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების
გარდაუვალობას.

3. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული


ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს

5
შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის
დადგომას.

კაზუსი 2

ა კვირა დღეს შეყვარებულთან ერთად სეირნობდა რუსთაველის გამზირზე


და ნაყინს მიირთმევდა. მოულოდნელად იქვე ახლოს ბიჭებს შორის ჩხუბი
ატყდა. უცბად , ერთ-ერთი მათგანი, ბ, მოჩხუბრებს გამოეყო და სწრაფად
გაიქცა. გზის გათავისუფლების მიზნით მან მთელი ძალით ხელი ჰკრა ა-ს,
რომელმაც თავი ვერ შეიკავა და თავისი სხეულით გაიტანა „ზარა“ -ს შუშის
კარები, რითაც მაღაზიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

იმსჯელეთ და დაასაბუთეთ იყო თუ არა ა-ს ქმედება


სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ?

რელევანტურობის თეორია –დამდგარი შედეგის ობიექტური შერაცხვის


შესაძლებლობის უარყოფას ცდილობს მიზეზობრიობის ეტაპზე. იგი
ეკვივალენტურობის (პირობათა) თეორიას იმეორებს და მას უმატებს კიდევ ერთ
პირობას, რომ ქმედება სისხლისსამართლებრივი კრიტერიუმნებით აგრეთვე

6
რელევანტური უნდა იყოს, რომ მოხდეს მისი ობიექტურად შერაცხვა. ამ თეორიის
მიხედვით ყოველი პირობა, რომელმაც გამოიწვია შედეგი,არ წარმოადგენს
სისხლისსამართლებრივად რელევანტურს, რადგან ობიექტური შერაცხვა, გარდა
შედეგის გამოწვევისა, სხვა კრიტერიუმებსაც ეფუძნება. რა დროსაც
მხედველობაში მიიღება როგორც ნორმის დაცვის მიზანი ასევე ცალკეული
შემადგენლობების თავისებურებანი.

ალტერნატიული, ანუ ორმაგი მიზეზობრიობა ალტერნატიული მიზეზობრიობა


სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ
(პირობამ), მაშინ, როდესაც თითოეული ამ პირობათაგანი სავსებით საკმარისი
იყო შედეგის დადგომისათვის. ალტერნატიული მიზეზობრიობა განსხვავდება იმ
შემთხვევებისაგან, როცა უტყუარად ვერ დგინდება, ორი ან მეტი პირობიდან
უშუალოდ თუ რომელმა გამოიწვია სასიკვდილო შედეგი. ასეთ შემთხვევაში,
ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ალტერნატიული
მიზეზობრიობა გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უტყუარად დადგინდება,
რომ ორიან მეტი ქმედებიდან თითოეული მათგანი ცალკე აღებული სავსებით
საკმარისი პირობა იქნებოდა შედეგისათვის. კუმულაციური მიზეზობრიობა

კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია


ორმა (ან მეტმა) ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ, მაგრამ თითოეული
ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება
სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ
ერთმანეთის მოქმედებისა და განზრახვის შესახებ. მართალია ამ დროს
მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ ვინაიდან შედეგი მხოლოდ ერთობლივი
ქმედების შედეგად დგება ერთიანი განზრახვის გარეშე, პირს არ შეიძლება
ობიექტურად შეერაცხოს შედეგი, რომლის ავტორიც იგი ვერ იქნებოდა, თუ არა
მეორე პირს მოქმედება. კუმულაციური მიზეზობრიობა არის ის შემთხვევა, როცა
ობიექტური შერაცხვის თეორია გამოიყენება, რათა, მიზეზობრივი კავშირის
არსებობის მიუხედავად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზევე
დამთავრებული დანაშაულისათვის დასჯადობა იქნეს უარყოფილი.

ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოიწვია


(დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე

7
პირის მიერ არ იყო შექმნილი, მაინც დადგებოდა. ჰიპოთეტური მიზეზობრიობის
დროს შედეგი ყოველთვის ობიექტურად შეერაცხება იმ პირს, ვინც თავისი
მოქმედებით შედეგის დადგომა გამოიწვია (დააჩქარა). სწორედ ამიტომ არის,
რომ ე.წ. აქტიური ევთანაზიის შემთხვევები ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით),
როცა მომაკვდავი მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა ხდება მისი დაჟინებული
თხოვნითა და ნამდვილი ნების შესაბამისად. ე.წ. „რეგრესის აკრძალვის“
თეორიასთან დაკავშირებით ლიტერატურაში ცალკე გამოყოფილი ე.წ.
„გაწყვეტილი მიზეზობრიობა“ იმით განსხვავდება ჰიპოთეტური
მიზეზობრიობისაგან, რომ ჩადენილი ქმედებაც აუცილებლად გამოიწვევდა
შედეგს, მაგრამ შედეგის დადგომამდე ჩადენილ იქნა სხვა ახალი მოქმედება ,
რომელმაც შედეგი მანამდე უშუალოდ გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არ
არსებობს პირველი მოქმედების მიზეზობრივი კავშრი შედეგთან, რადგან იგი
გაწყდა. თ-მ მოწამლა ლ. სანამ ეს უკანასკნელი მოკვდებოდა, ლ-ს თავს დაესხა
შეიარაღებული ბ, რომელმაც მოკლა პისტოლეტით. შედეგი (სიკვდილი)
დადგებოდა იმისდა მიუხედავად, თ. მოწამლავდა თუ არა მანამდე ლ-ს. ესე იგი ბ-
ს მოქმედების შედეგი არ იყო დამოკიდებული თ-ს ქმედებაზე. ამიტომ თ-ს
მოქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში შედეგთან და პასუხს აგებს
მცდელობისათვის, ხოლო ბ. – დამთავრებული დანაშაულისათვის. ასევე ცალკე
გამოიყოფა მიზეზობრიობის შემთხვევათა ისეთი ჯგუფი, რომელსაც პირობითად
„გამსწრები მიზეზობრიობა“ ეწოდება. ამ შემთხვევაშიც, მართალია, უშუალო
შედეგი ახალმა მოქმედებამ გამოიწვია, მაგრამ თავდაპირველი მოქმედების
გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა, ე.ი. პირველი მოქმედებაც მიზეზობრივ
კავშირშია შედეგთან, რის გამოც შედეგი ობიექტურად მასაც შეერაცხება და არა
მარტო იმას, ვინც ასეთი შედეგი უშუალოდ გამოიწვია.

შედეგის ობიექტური შერაცხვის შემთხვევაში, ქმედების სუბიექტური


შემადგენლობის ეტაპზე შეიძლება დამატებით შემოწმდეს ხომ არ ჰქონდა
ადგილი მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში არსებით გადახრას, რომელმაც ,
შედეგის ობიექტური შერაცხვის მიუხედავად, განზრახვის გამორიცხვა შეიძლება
გამოიწვიოს.

You might also like