You are on page 1of 30

sisxlis samarTali

zogadi nawili

asoc. prof. baCana jiSkariani, LL.M. (Munich)


III leqcia

1
I. სისხლის სამართლის მოქმედების ფარგლები
(გამეორება)

- სისხლის სამართლის მოქმედება დროში (სსკ მუხ. 2, 3)

- სისხლის სამართლის მოქმედება სივრცეში (სსკ მუხ. 4-5)


საქართველოს საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი
პრინციპები

2
II. დანაშაული და მისი სახეები
დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული
ქმედება (სსკ მუხ. 7, ნაწ. 1)

დანაშაულის შემადგენლობის სახეებია


- ძირითადი (მაგ. მუხ. 108, მკვლელობა)
- პრივილეგიური (მაგ. მუხ. 112, დედის მიერ ახალშობილის
განზრახ მკვლელობა)
- კვალიფიციური (მაგ. მუხ. 109, მკვლელობა დამამძიმებელ
გარემოებაში)
3
II. დანაშაული დამუხმისი
. 112
-
სახეები
პრივი
ლეგიუ
რი
შემადგ
ენლობ

(სასჯე
მუხ. 108 -ლი
ძირითადი
მსუბუქ
შემადგენლობა
დება)

მუხ. 109 - კვალიფიციური შემადგენლობა


(სასჯელი მძიმდება)

4
II. დანაშაული და მისი სახეები

ზოგადი • ამსრულებელი - ნებისმიერი პირი


დელიქტი

სპეციალურ • ამსრულებელი - სპეციალური


ი დელიქტი ნიშანი, მაგ. მოხელე

5
II. დანაშაული და მისი სახეები

აბსტრაქტულ • ზოგადი საფრთხის შემქმნელი


ი საფრთხის
დელიქტი, მაგ. მუხ. 280, ნაწ. 1
დელიქტი

კონკრეტული • კონკრეტული სამართლებრივი


საფრთხის სიკეთისათვის საფრთხის შემქმნელი
დელიქტი დელიქტი, მაგ. მუხ. 280, ნაწ. 2

6
II. დანაშაული და მისი სახეები

დანაშაულის დანაშაულის დამთავრებუ


მომზადება მცდელობა ლი
მუხ.18 მუხ. 19 დანაშაული

7
II. დანაშაული და მისი სახეები
კაზუსი

1. ა-მ შურისძიების მიზნით ესროლა ბ-ს და სიცოცხლეს


გამოასალმა / დამთავრებული დანაშაული, განზრახი
მკვლელობა, მუხ. 108
2. ა-მ შურისძიების მიზნით ესროლა ბ-ს, მაგრამ ბ-ს ტყვია აცდა
და გადარჩა / დაუმთავრებელი დანაშაული, მკვლელობის
მცდელობა, მუხ. 19, 108
3. ა-მ შურისძიების მიზნით გადაწყვიტა ბ-ს მოკვლა და ამისათვის
იარაღი შეიძინა, თუმცა ის მაშინათვე დააკავეს /
დაუმთავრებელი დანაშაული, მკველობის მომზადება, მუხ.
18, 108 8
II. დანაშაული და მისი სახეები

დანაშაულებრივი ქმედება

განზრახვა,
მოქმედება უმოქმედობა გაუფრთხილებლო
ბა

9
II. დანაშაული და მისი სახეები
კაზუსი
ა ნასვამი მართავდა მანქანას და სიჩქარესაც გადააჭარბა, რის
შედეგადაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, დაეჯახა მეზობლის
სახლს და სამზარეულოში მყოფ მასპინძელს, რომელიც ელარჯს
მიირთმევდა, ჯანმრთელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანა /
გაუფრთხილებლობა, მუხ. 276, ნაწ. 2

10
III. დანაშაულის აგებულება
განზრახი, მოქმედებით ჩადენილი, შედეგიანი დანაშაულის
სქემა

I. ქმედების შემადგენლობა
1. ობიექტური მხარე
2. სუბიექტური მხარე

II. მართლწინააღმდეგობა
III. ბრალი
11
III. დანაშაულის აგებულება
I. ქმედების შემადგენლობა

1. ობიექტური მხარე
- ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა)
- შედეგი (ნორმაში მოცემული მდგომარეობა, მაგ. ჯანმრთელობის
დაზიანება)
- მიზეზობრივი კავშირი (დგინდება ემპირიული კავშირი
ქმედებასა და შედეგს შორის)
- ობიექტური შერაცხვა (დგინდება ნორმატიული კავშირი
ქმედებასა და შედეგს შორის)
12
III. დანაშაულის აგებულება
I. ქმედების შემადგენლობა

2. სუბიექტური მხარე
- განზრახვა, მიზანი

II. მართლწინააღმდეგობა
- მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობა

III. ბრალი
- გასაკიცხაობა

13
III. დანაშაულის აგებულება
სქემა საბოლოო სახით

I. ქმედების შემადგენლობა
1. ობიექტური მხარე
- ქმედება
- შედეგი
- მიზეზობრივი კავშირი
- ობიექტური შერაცხვა
2. სუბიექტური მხარე
II. მართლწინააღმდეგობა
III. ბრალი 14
IV. ქმედება

ქმედების სისხლისსამართლებრივი გაგება

ქმედების სოციალური თეორიის მიხედვით

ქმედება არის ადამიანის ნების ბატონობის ქვეშ მოქცეული ან


მოქცევადი სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევა

15
IV. ქმედება

სისხლისსამართლებრივად არარელევანტურია შემდეგი სახის


ქმედებები:

- რეფლექსი
- კრუნჩხვები
- მოძრაობა ძილში
- მოძრაობა უგონობის მდგომარეობაში
- მოძრაობა, გამოწვეული დაუძლეველი ძალით (vis absoluta)...

16
IV. ქმედება
კაზუსი

ა-ს შუაღამისას კოშმარი


დაესიზმრა და ძილში ხე-
ლების ქნევა დაიწყო,
რომელიც მოხვდა მის
ცოლს და ცხვირი გაუ-
ტეხა. დაისჯება თუ არა
ა ჯანმრთელობის
დაზიანებისთვის?

17
V. მიზეზობრივი კავშირი
მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის

პირობათა (ეკვივალენტურობის) თეორია - სსკ მუხ. 8 ნაწ. 2

მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება


წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის
აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ
განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა

18
V. მიზეზობრივი კავშირი
მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის

პირობათა (ეკვივალენტურობის) თეორია -


Conditio-sine-qua-non (ლათ.)

შედეგის გამომწვევი ყველა პირობა თანაბარმნიშვნელოვანია,


ეკვივალენტურია, მიუხედავად შედეგისგან მისი დაშორებისა

მაგ. ბავშვის გაჩენა, რომელიც მოგვიანებით კაცს მოკლავს

19
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის ნაკლი

1. განუსაზღვრელად შორს მიდის


2. რთულ შემთხვევებში ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი

ტყავის სპრეის შემთხვევა

გერმანიის სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ვერ დაადგინა, თუ კონკრეტულად


რომელმა შემადგენელმა ნივთიერებამ გამოიწვია ადამიანების მოწამვლა ტყავის
სპრეის გამოყენების შემდეგ. მოგვიანებით დავა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით ,
იყო თუ არა აქ მიზეზობრივი კავშირის დადგენა შესაძლებელი (კანონზომიერი
პირობის თეორიით ეს უპრობლემოდ aris შესაძლებელი)

20
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის გამოყენების შემთხვევები

ჰიპოთეტური მიზეზობრიობა

მიზეზობრივი კავშირის შემდეგი, ჰიპოთეტური განვითარება


კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს. მთავარია, თუ რისგან დადგა
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი

მაგ. თუ ა უკურნებელი სენით დაავადებულ ბ-ს გასროლით მოკლავს, რომელიც


ისედაც მალე მოკვდებოდა, კვალიფიკაცია იქნება მკვლელობა. მიზეზობრივი
კავშირი გასროლასა და სიკვდილს შორის სახეზეა

21
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის გამოყენების შემთხვევები

ალტერნატიული მიზეზობრიობა

თითოეული მიზეზი ცალ-ცალკე აღებული დამოუკიდებლად იწვევს


შედეგს

22
V. მიზეზობრივი კავშირი
ალტერნატიული მიზეზობრიობა

კაზუსი

ა-მ და ბ-მ ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად , ისე რომ არ


იცოდნენ ერთმანეთის განზრახვის შესახებ, გადაწყვიტეს მდიდარი მამიდის მოკვლა ,
რომელსაც სხვა ნათესავები არ ჰყავდა, რათა მიეღოთ მემკვიდრეობა. ამ მიზნით მათ
მამიდას ყავაში, ცალ-ცალკე ჩაუყარეს საწამლავი. თითოეული საწამლავის დოზა
საკმარისი იყო სიკვდილის გამოსაწვევად.
როგორ დაკვალიფიცირდება ა-ს და ბ-ს ქმედება?

23
V. მიზეზობრივი კავშირი
ალტერნატიული მიზეზობრიობა

კაზუსი

მოცემული კაზუსის ამოსახსნელად ვიყენებთ მოდიფიცირებულ


პირობათა თეორიას, რომლის მიხედვითაც პასუხი უნდა გაეცეს
შემდეგ კითხვას:
დადგებოდა თუ არა შედეგი ყველა მიზეზის ერთობლივად,
კუმულატიურად გამორიცხვისას?

24
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის გამოყენების შემთხვევები

კუმულატიური მიზეზობრიობა

ალტერნატიული მიზეზობრიობისაგან განსხვავებით, რამდენიმე მიზეზი


ერთობლივად იწვევს შედეგს. ცალ-ცალკე აღებული ერთი მიზეზი შედეგს ვერ
გამოიწვევდა

კაზუსი
წინა კაზუსის მსგავსი სიტუაცია, თუმცა ამ შემთხვევაში მამიდის სიკვდილს გამოიწვევს ორივეს მიერ
ჩაყრილი საწამლავი ერთობლივად. ცალკე აღებული არცერთი დოზა საკმარისი არ იქნებოდა
სიკვდილის გამოსაწვევად

მიზეზობრივი კავშირის დასადგენად მსგავს შემთხვევებში ვიყენებთ პირობათა თეორიას


მოდიფიცირების გარეშე 25
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის გამოყენების შემთხვევები

ატიპიური მიზეზობრიობა

მსხვერპლისათვის დამახასიათებელი ატიპიური, უჩვეულო თვისების არსებობა არ


გამორიცხავს მიზეზობრივი კავშირის არსებობას

კაზუსი
ა-მ ესროლა ბ-ს პატარა ქვა უბრალოდ გასაბრაზებლად. ბ-მ მცირედი ჭრილობა მიიღო,
რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ვინაიდან მას სისხლდენისადმი მიდრეკილება ჰქონდა

მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, ვინაიდან დამნაშავეს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია


ჯანმრთელ მსხვერპლზე 26
V. მიზეზობრივი კავშირი
პირობათა თეორიის გამოყენების შემთხვევები

გაწყვეტილი მიზეზობრიობა

პირველი ქმედებით დაწყებული მიზეზობრიობა წყდება მეორე


ქმედებით. შესაბამისად, შედეგთან მიზეზობრივ კავშირშია მეორე
ქმედება

27
V. მიზეზობრივი კავშირი
გაწყვეტილი მიზეზობრიობა

კაზუსი

ერთობლივი ცხოვრებით შეწუხებულმა ა-მ გადაწყვიტა მისი მეუღლის


მოწამვლა და ამ მიზნით საუზმობისას ყავაში ჩაუყარა ნელა მოქმედი
საწამლავი. ერთი საათის შემდეგ, სანამ საწამლავი მოქმედებას დაიწყებდა,
მეუღლე გასროლით მოკლა სამსახურში მისმა კოლეგამ შურისძიების მიზნით

სახეზეა გაწყვეტილი მიზეზობრიობა და დამთავრებული მკვლელობისთვის


დაისჯება კოლეგა, ხოლო ა მკვლელობის მცდელობისათვის

28
V. მიზეზობრივი კავშირი
გაწყვეტილი მიზეზობრიობა

კაზუსი

ა-მ ესროლა ბ-ს და გულთან ახლოს დაჭრა. ბ ჩაიკეცა და სასიკვდილო ხროტინი


დაიწყო. მისმა მეგობარმა მის ტკივილიან სახეს ვერ გაუძლო და სიბრალულის გამო
საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე გასროლით

მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე გაწყვეტილი მიზეზობრიობა, ვინაიდან


მეგობარმა თავისი გასროლა ა-ს ქმედებას დაუკავშირა. შესაბამისად, ა-ს მიერ
დაფუძნებული მიზეზობრივი კავშირი აგრძელებს მოქმედებას ბოლომდე

29
მადლობა ყურადღებისთვის!

30

You might also like