You are on page 1of 87

ა-მ ბ-ს უთხრა,სხვებს დავენიძლავე ფულზე,რომ ჩემი ორგანიზმი საკმაოდ

ამტანია და ახლა ეს უნდა დავამტკიცოო.ამ მიზნით მან ბ-ს თხოვა,დანა


ჩამარტყი მუცლის ღრუს არეში,რათა მომადგეს მძიმე დაზიანება და ჩემს
ნათქვამს ამით დავამტკიცებო.დაჟინებული თხოვნის შედეგად ბ
დათანხმდა.მან იცოდა,რომ ასეთ დარტყმას მძიმე შედეგ მოყვებოდა.ა მძიმედ
დაიჭრა
შეაფასეთ ბ-ს ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში.
ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის როდესაც
დანის დარტყმით მან მძიმე დაზიანება მიაყენა ა-ს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი ა-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ბ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ბ-ს ა-სთვის რომ არ ჩაერტყა დანა ა ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა.შესაბამისად ბ-ს ქმედება მიზეზობრივ
კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე.შესაბამისად მას დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ბ მოქმედებდა პირდაპირი
განზრახვით სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით.მან იცოდა რომ ჩადიოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და რა შედეგი მოჰყვებოდა მას,თუმცა
სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ბ-ს მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 32-ე მუხლით


გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი
ზეკანონური გარემოებით დაზარალებულის თახმობით.კაზუსიდან
ჩანს,რომ ა-მ დაჟინებული სთხოვა მისთვის დანა ჩაერტყა,თუმცა ბ-ს
დანის დარტყმით შეეძლო მოეკლა კიდეც ის ამიტომ მან
სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე შექმნა.მიუხედავად იმისა,რომ მას
ჰქონდა დაზარებულისგან თანხმობა დანა დაერტყა მას არ ჰქონდა ამის
გაკეთების უფლება ვინაიდან მის ა-ს სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.ბ-ს
მართლწინააღმდეგობა სსკ-ის 32-ე მუხლით გათვალისწინებული
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოება
დაზარალებულის თანხმობით არ გამოერიცხება.მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი სხვა გარემოება სახეზე არ გვაქვს,ბ მოქმედებდა
მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ


გვაქვს,შესაბამისად ის მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა:

ბ პასუხს აგებს 117-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის


განზრახ მძიმე დაზიანებისთვის
ა იარაღის მოყვარული იყო და ერთხელაც გადაწყვიტა,საკუთარი
მანქანით,მაღლა მთაში ასულიყო,სადაც თავის გემოზე გაისროდა
რამდენიმეჯერ ბუნებაში.მან მართლაც გაისროლა,თუმცა,ექომ მთის
ფერდობზე დადებული თოვლის მასაზე მოახდინა ზეგავლენა და ზვავი
გამოიწვია,რამაც მთის ქვემოთ გამავალ გზაზე მიმავალი ბ იმსხვერპლა.
შეაფასეთ ა-ს ქმედება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი


ნაწილით გათვალისწინებული სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ბ გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ გაესროლა ზვავი არ ჩამოწვებოდა და ბ
არ დაიღუპებოდა.შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია
დამდგარ შედეგთან.

წინდახედულობის ნორმის დარღვევა

ამ ეტაპზე ვარკვევთ პირმა დაარღვია თუ არა წინდახედულობის


ნორმა,ამ შემთხვევაში უნდა ავიღოთ სხვა ,,ნორმალური ადამიანი’’
როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში მისთვის იქნებოდა თუარა ცნობილი
და შეძლებდა თუარა გაეთვალისწინებინა,რომ შესაძლო ზვავი
ჩამოწოლილიყო. ზვავის ჩამოწოლა ყოველთვის არ ხდება,ეს არ არის
ჩვეულებრივი მოვლენა და მისი წინასწარ ცოდნა შეუძლებელია,ა-ს
ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფლიყო არც მას ეცოდინებოდა რომ ზვავი
ჩამოწვებოდა იარაღის გასროლის შემდეგ.ამასთან ა მთაში იყო ასული
სადაც ყველა არ დადის და მისთვის არ იქნებოდა ცნობილი რომ იქ ვინმე
იქნებოდა,მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო სხვაც ვერ შეძლებდა
გაეღვალისწინებინა,რომ მთაში ვინმე ხომ არ არის.ყოველივე აქედან
გამომდინარე ა-ს წინდახელდულობის ნორმა არ დაურღვევია.

ობიექტური შერაცხვა

ა-ს გასროლით სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე არ შეუქმნია


ვინაიდან მას წინდახედულობის ნორმა არ დაურღვევია და ამიტომ მას
დამდგარი შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით


გათვალისწინებული სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ა და ბ იმყოფებოდა სამოგზაუროდ საკრუიზო ხომალდზე,რომელიც
ჩაიძირა.გემის ჩაძირვის შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ ერთ პატარა
ნავზე,რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს გაუძლებდა.ორივეს
დახრჩობით სიკვდილი ემუქრებოდა,თუ ნაპირამდე არ
მიაღწევდნენ.ამიტომ ა-მ ბ ნავიდან გადააგდო და ამ გზით თავი
გადაირჩინა.მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.შეაფასეთ მისი ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა-მ პასუხი აგოს 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა ნავიდან გადაგდებაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ გადაეგდო ნავიდან ბ აღნიშნული
შედეგი არ დადგებოდა.შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია
დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ ნავიდან გადაგდებით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ მას დამდგარი შედეგი მას ობიექტურად შეერაცხება.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ა მოქმედებდა სსკ-ის მე-9 მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირდაპირი განზრახვით ვინაიდან
მან იცოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მიუხედავად ამისა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს,შესაბამისად ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

შესაძლოა ა-ს ბრალი გამოერიცხოს ბრალის გამომრიცხველი სსკ-ის 38-ე


მუხლით გათვალისწინებული ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური
გარემოებით,ტრაგიკული კოლიზიით.ტრაგიკული კოლიზიისას
გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ერთი მათგანის სასარგებლოდ მეორე
პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარჯზე.აღნიშნულ
შემთხვევაში ა-ს რომ არ გადაეგდო ბ ორივე ჩაიძირებოდნენ და
დაიღუპებოდნენ,ა-ს წარმოეშვა თავდაცვის ინსტიქტი და გადააგდო
ნავიდან,ბ.ა-ს ვერ მოვთხოვდით,რომ თავად გადამხტარიყო ნავიდან
რათა ბ გადარჩენილიყო,ანუ ამ შემთხვევაში ა-ს არ შეიძლება მოეთხოვოს
ნორმის ფარგლებში მოქმედება.ა-ს ბრალი გამოერიცხება ბრალის
გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოებით სსკ-ის 38-ე მუხლით
გათვალისწინებული ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური
გარემოებით,ტრაგიკული კოლიზიით.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა გაბრაზებული იყო საკუთარ შვილ ბ-ზე,რომლის გამოც სულ ვალები
ჰქონდა.ერთხელაც მან დაინახა,თუ როგორ ჩავარდა ბ მდინარეში და
შველას ითხოვდა,თუმცა ა-მ განზრახ არ გაუწია დახმარება,ვინაიდან
მისი ქცევები უკვე ყელში ქონდა ამოსული და სიკვდილს უსურვებდა.ბ
მართლაც დაიხრჩო.შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ


ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა წინასწარი
შეცნობით ოჯახის წევრის მიმართ.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა მდინარეში დახრჩობაში

შედეგი სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,პირი გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმას ა


რომ დახმარებოდა ბ-ს და ,მდინარიდან ამოეყვანა აღნიშნული შედეგი არ
დადგებოდა,შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ დაუხმარებლობით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე


შესაბამისად ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
გარანტის ფუნქცია

გარანტის ფუნქცია გულისხმობს ისეთ პირს რომელსაც ეკირება ზრუნვის


ვალდებულება მაგალითად დედა,მამა,და,ძმა... აღნიშნულ შემთხვევაში ა
გაბრაზებული იყო თავის შვილ ბ-ზე შესაბამისად ის წარმოადგენს
გარანტს და მას ჰქონდა შვილზე ზრუნვის ვალდებულება.

ობიექტურად შესაძლო და სავალდებულო მოქმედების


შეუსრულებლობა

ამ შემთხვევაში ვარკვევთ პირმა შესაძლო და სავალდებულო მოქმედება


შეასრულა თუ არა.აღნიშნულ შემთხვევაში ბ-ს შეეძლო დახმარებოდა ბ-
ს,ამოეყვანა მდინარიდან და გადაერჩინა.თუკი თვითონ ვერ ახერხებდა
მაშინ ვინმე მოეხმო.ბ-მ არცერთი არ გააკეთა შესაბამისად აღნიშნული
გარემოება სახეზე გვაქვს.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ბ მოქმედებდა სსკ-ის მე-9 მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა,რომ
უმოქმედობით დანაშაულს ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
მას,ამასთას მას სურვილი ჰქონდა ბ მომკვდარიყო.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს შესაბამისად ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ


გვაქვს,შესაბამისად ა მოქმედებდა ბრალეულად.

შედეგი
ა პასუხს აგებს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა წინასწარი შეცნობით ოჯახის
წევრის მიმართ ჩადენილი უმოქმედობით.

ა-მ გადაწყვიტა ბ-ს მოკვლა და იარაღის შესაძენად გაეშურა


მაღაზიისკენ,თუმცა,ის დაკეტილი დახვდა და უკან ხელცარიელი
გამობრუნდა.მოგვიანებით მან იფიქრა,ხელითაც მოვერევიო და
დამატებით იმ დღეს არაფერი გაუკეთებია,ხვალ პირდაპირ დავესხმები
თავს,როგორც კი შევხვდებიო.შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 18;108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის მომზადებისთვის.

მომზადების წინაპირობები

შედეგი არ დამდგარა: კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ


შედეგი არ დამდგარა,ბ ცოცხალია.

მომზადების დასჯადობა: სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 მუხლის მიხედვით


დასჯადია მომზადება რომელიც მოიცავს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულებს და ასევე ამ ნაწილში ჩამოთვლილ მუხლებს.რაც შეეხება ამ
შემთხვევაში სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ
მკვლელობას არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ვინაიდან
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7დან 15 წლამდე რაც სსკ-ის
მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულია რომელიც ითვალისწინებს 10ზე მეტი ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას.ყოველივე აქედან გამომდინარე 108-ე მუხლით
გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის მომზადება დასჯადია.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი


განზრახვით ვინაიდან მას სურდა მისი მოკვლა,იცოდა რომ უნდა
ჩაედინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რა შედეგი მოჰყვებოდა
თუმცა მიუხედავად ამისა მაინც სურდა მისი მოკვლა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

კაზუსიდან ჩანს,რომ ა წავიდა იარაღის საყიდლად,თუმცა მაღაზია


დაკეტილი დახვდა რის გამოც მან ვერ შეძლო შესაბამისი პირობების
შექმნა,შესაბამისად მომზადება არ გვაქვს სახეზე.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს 18;108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობის მომზადებისთვის.
ჯარისკაც ა-ს მისმა მეთაურმა ბ-მ უბრძანა მშვიდობიანი მოქალაქე გ-ს
მოკვლა.ჯარისკაცმა იცოდა,რომ ასეთი ქმედების ჩადენა დაუშვებელი
იყო,თუმცა,მას მეთაური დახვრეტით დაემუქრა.ეს მუქარა სავსებით
რეალური იყო.ჯარისკაცს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და გ მოკლა.
შეაფასეთ მისი ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ჯარისკაცი დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ჯარისკაცი

ობიექტი არის გ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,გ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმას ჯარისკაცს რომ არ ესროლა გ-სთვის აღნიშნული
შედეგი არ დადგებოდა.შესაბამისად ჯარისკაცის ქმედება მიზეზობრივ
კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ჯარისკაცმა გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესახ პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ჯარისკაცი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა
რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა მას,თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს. ჯარისკაცი მოქმედებდა ბრალეულად.

ბრალი

ჯარისკაცს ბრალი შესაძლოა გამოერიცხოს ბრალის გამომრიცხველი სსკ-


ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალის გამომიცხველი
ზეკანონური გარემოებით,ტრაგიკული კოლიზიით.ტაგიკული
კოლიზიის დროს გადაწყვეტილება მიიღება ერთის სასარგებლოდ მეორე
პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარჯზე.კაზუსიდან
ჩანს,რომ ჯარისკაცი იძულებული იყო მოეკლა გ წინააღმდეგ
შემთხვევაში მას მოკლავდა მეთაური.შესაბამისად ჯარისკაცს ვერ
მოვთხოვთ რომ გ-ს გამო თავი გაეწირა,მას ჰქონდა თავდაცვის
ინსტიქტი,ამიტომ ჯარისკაცს ბრალი გამოერიცხება სსკ-ის 38-ე მუხლით.

დასკვნა

ჯარისკაცი არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის.
ა-ს თავს დაესხა ბ,რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ადამიანი
იყო,თავისი სპორტული ცხოვრების წესიდან გამომდინარე.ბ-ს სურვილი
იყო ა ეცემა.ა-ს მართალია შეეძლო ხელითაც გაეწია გარკვეული
წინააღმდეგობა,მაგრამ ეს სარისკო იქნებოდა მისი მხრიდან,ვინაიდან არ
იცოდა,მოახერხებდა თუ არა რეალურად ბ-ს მოგერიებას.ამიტომ,თავის
დასაცავად,მან ჯიბის პატარა დანა გამოიყენა და ბ-ს ჯანმრთელობის
მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

დაისჯება თუ არა ა სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი


ნაწილით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებისთვირ,როდესაც მან დანა დაარტყა ბ-ს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 120-ე მუხლის 1ლი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ბ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერტყა დანა ბ-სთვის ბ
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა.ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა
ა-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხე,ამიტომ ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით ვინაიდან მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
მას,თუმცა სურდა მაინც ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

ა-ს მართლწინააღმდეგობა შესაძლოა გამოერიცხოს


მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სსკ-ის 28-ე მუხლით
გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიებით.აუცილებელი
მოგერიებისას სახეზე უნდა გვქონდეს სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა,იმწუთიერი მოგერიება შედარებით რბილი საშუალებით და
თავდასხმა უნდა არსებობდეს ობიექტურად.კაზუსიდან ჩანს,რომ ა-ს
თავს დაესხა ბ საცემად,თავდასხმა სახეზე გვაქვს და ობიექტურად
არსებობს,მოგერიებაც იმწუთიერია თუმცა ა-მ გამოიყენა
არათანაზომიერი საშუალება დანა,ის არ იყო დარწმუნებული თავის
ძალებში თუმცა უნდა ეცადა და შემდგომ გამოეყენებინა დანა,რაც არ
გააკეთა ამიტომ ა-ს მართლწინააღმდეგობა სსკ-ის 28-ე მუხლით
გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიებით არ
გამოერიცხება.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა გარემოება
სახეზე არ გვაქვს,ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა
ა პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი
მკვლელობისთვის.
მწვრთნელი ფეხბურთელებს სამი დღის განმავლობაში თითქმის
მთელი დღე,მცირე შესვენებებით ავარჯიშებდა.ყოველ საღამოს
მომავალი შეხვედრის ტაქტიკაზე მუშაობდა.იგი,პრაქტიკულად,ორი
ღამის უძინარი იყო.ამით ისარგებლეს ფეხმურთელებმა და
გადაწყვიტეს მწვრთნელის შეშინება.სამი ნიღბიანი
ფეხბურთელი,პისტოლეტით შეიარაღებული,ფანჯრიდან შეიპარა
მწვრთნელის სამუშაო ოთახში და მუქარით მოსთხოვა ფულის და
სხვა ძვირფასეულობის გადაცემა.მწვრთნელმა ჩათვალა,რომ მისი
სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალური საფრთხის წინაშეა,რის გამოც
აუცილებელი მოგერიების მიზნით ჯიბიდან ამოღებული დანა
დაარტყა ერთ-ერთ ფეხბურთელს,რის შედეგადაც იგი ადგილზევე
გარაიცვალა.ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა,სხვა
ფეხბურთელებმა ვერ მოასწრეს მწვრთნელის გაფრთხილება.

როგორ შეფასდება მწვრთნელის მოქმედება?

ჰიპოთეზა: შესაძლოა მწვრთნელი დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის მწვრთნელი

ობიექტი არის ფეხბურთელის სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,პირი


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი
ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად მწვრთნელს რომ არ ჩაერტყა დანა
ფეხბურთელისთვის ის არ დაიღუპებოდა.მწვრთელის ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

მწვრთნელმა დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად მწვრთნელი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით
მან იცოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მწვრთნელს შესაძლოა მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 28-


ე მუხლით გათვალიწინებული აუცილებელი
მოგერიებით.აუცილებელი მოგერიებისას სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა უნდა გვქონდეს სახეზე,მოგერიება უნდა იყოს იმწუთიერი,
თანაზომიერი საშუალებით და ობიექტურად უნდა არსებობდეს
თავდასხმა.კაზუსიდან ჩანს,რომ თავდასხმა
განხორციელდა,ფეხბურთელები შესაშინებლად დაესხა თავს
მწვრთნელს,მწვრთნელმა იმწუთიერად მოიგერია თავდასხმა დანით
რაც არათანაზომიერი არ იყო ვინაიდან ფეხურთელები იარაღით
დაესხა თავს.აქვე გვაქვს ერთი გარემოება,რომ თავდასხმა
ობიექტურად არ არსებობს,თავდასხმა არსებობს მხოლოდ
მწვრთნელის წარმოსახვაში,რაც შეეხება ფეხბურთელებს უბრალოდ
მისი შეშინება სურდათ ამიტომ მწვრთნელს მართლწინააღმდეგობა
აუცილებელი მოგერიებით არ გამოერიცხება.სხვა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება სახეზე არ
გვაქვს,ამიტომ მწვრთნელი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ


გვაქვს,შესაბამისად მწვრთნელი მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

მწვრთნელი დაისჯება სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის.
ა ნასვამ მდგომარეობაში ძალიან აგრესიული ხდებოდა,რაც მისმა
მეუღლე ბ-მ კარგად იცოდა.ერთხელაც ა რესტორნიდან ისევ ნასვამი
დაბრუნდა და დაიძინა.ბ მიხვდა,რომ ის როგორც კი
გაიღვიძებდა,მაშინათვე მასზე ფიზიკურად იძალადებდა.ამიტომაც
მძინარე ა-ს თავში მძიმე საგანი ჩაარტყა,რის შედეგადაც ის
გარდაიცვალა.შეაფასეთ ბ-ს ქმედება 108-ე მუხლის ფარგლებში.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის ა-ს სიცოხლე

ქმედება გამოიხატა თავში მძიმე საგნის ჩარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლის 1ლი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ა გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის


მე-2 ნაწილის თანახმად ბ-ს რომ არ ჩარტყა თავში მძიმე საგანი ა არ
დაიღუპებოდა.ბ-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ თავში მძიმე საგნის ჩარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე.ბ-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ბ მოქმედებდა პირდაპირი
განზრახვით სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.მან იცოდა
მართლსაწინაღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

ბ-ს შესაძლოა მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 28-ე მუხლით


გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიებით.აუცილებელი
მოგერიებისას თავდასხმა უნდა გვქონდეს სახეზე,იმწუთიერი მოგერიება
და ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა.აღნიშნულ შემთხვევაში
თავდასხმა არ არსებობს,ვიდრე განხორციელდებოდა მასზე ძალადობა
მანამდე ჩაარტყა თავში და ეს უკვე აუცილებელ მოგერიებაში
არჯდება,ვინაიდან თუკი არ გვაქვს თავდასხმა შესაბამისად არც
იმწუთიერი მოგერიება არ არსებობს.ამიტომ ბ-ს მართლწინააღმეგობა
სსკ-ის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიებით არ
გამოერიცხება.შესაძლოა ბ-ს მართლწინააღმდეგობა სსკ-ის 30-ე მუხლით
გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობით
გამოერიცხოს.უკიდურესი აუცილებლობისას თავდასხმა უნდა გვქონდეს
სახეზე,იმწუთიერი მოგერიება ერთადერთი საშუალებით და
დაზიანებული და სამარლთლებრივი სიკეთეები უნდა შევადაროთ
ერთმანეთს.ვინაიდან სახეზე თავდასხმა არ გვაქვს შესაბამისად არც
მოგერიება გვექნება,ამიტომ მას მართლწინააღმდეგობა არც უკიდურესი
აუცილებლობით არ გამოერიცხება.სხვა მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოება არ გვაქვს სახეზე,ამიტომ ბ მოქმედებდა
მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ბ


მოქმედებდა ბრალეულად.
დასკვნა

ბ პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა იყო 13 წლის, თუმცა საღამოს 12 საათზე უკვე 14 წლის გახდებოდა. მან
იმ დღეს დაბადების დღის აღნიშვნა სახლში მეგობრებთან ერთად
გადაწყვიტა. საღამოს 11 საათზე, შელაპარაკების ნიადაგზე, მან მოკვლის
განზრახვით დანა დაარტყა ერთ-ერთ სტუმარს, ბ-ს. თუმცა, სასიკვდილო
შედეგი ღამის პირველ საათზე დადგა. ა შედეგის დადგომის
მომენტისთვის უკვე 14 წლის იყო. შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერტყა დანა ბ-სთვის ბ არ
დაიღუპებოდა.ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე


ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ა მოქმედებდა სსკ-ის მე-9 მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა
მართლსაწინაარმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ


გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ა-ს შესაძლოა ბრალი გამოერიცხოს ბრალის გამომრიცხველი ერთ-ერთი


გარემოებით სსკ-ის 33-ე მუხლით გათვალისწინებული შეურაცხაობა
ასაკის გამო,რაც გულისხმობს იმას,რომ თუკი 14 წლამდე პირმა ჩაიდინა
დანაშაული მას ბრალი გამოერიცხება.აღნიშნულ შემთხვევაში ჩადენის
მომენტში ა იყო 13 წლის და 12 საათზე ხდებოდა 14 წლის,შედეგი დადგა
ღამის პირველ საათზე.ჩვენ რომელზე დადგა შედეგი ეს არ
გვაინტერესებს,არც ის რომ 12ზე ხდებოდა 14-ის.ჩვენ ვიცით რომ
დანაშაული 11 საათზე ჩაიდინა,ანუ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში.ჩვენთვის
სწორედ ეს არის მნიშვნელოვაში,რომ დანაშაული 13 წლის ასაკში აქვს
ჩადენილი,ამიტომ ა-ს ბრალი გამოერიცხება სსკ-ის 33-ე მუხლით
გათვალისწინებული შეურაცხაობა ასაკის გამო.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა-ს ბრალი დასდეს ქურდობის ჩადენაში და გაასამართლეს, რის
შედეგადაც მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. რეალურად მას
ეს დანაშაული არ ქონდა ჩადენილი, თუმცა, სასამართლომ მაინც არ
დაუჯერა. ა მოათავსეს საპყრობილეში. ერთხელაც მან დრო იხელთა და
საპყრობილის დაცვის თანამშრომელი გაქცევის მიზნით მძიმედ დაჭრა,
რაც მოახერხა კიდეც. იქნება თუ არა მისი ქმედება გამართლებული
უკიდურესი აუცილებლობით? იმსჯელეთ სსკ-ის 117-ე მუხლის
პირველი ნაწილის ფარგლებში.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი


ნაწილით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებისთვის,როდესაც მან დანა ჩაარტყა დაცვის თანამშრომელს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი საპყრობილის დაცვის თანამშრომლის სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერტყა დაცვის თანამშრომლისთვის
დანა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა.ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.ა-ს


დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის ე-2 ნაწილის
თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით,მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ა-ს მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 30-ე მუხლით


გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობით.უკიდურესი
აუცილებლობისას სახეზე უნდა გვქონდეს სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა,იმწუთიერი მოგერიება ერთადერთი საშუალებით და
დაზიანებული და გადარჩენილი სამართლებრივი სიკეთეები უნდა
შევადაროთ ერთმანეთს,დაზიანებული სამართლებრივი სიკეთე
ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს გადარჩენილზე.აღნიშნულ
შემთხვევაში სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა სახეზე გვაქვს ვინაიდან
ა გამოკეტილია საპყრობილეში,მოგერიება ერთადერთი საშუალებით
სახეზე გვაქვს ვინაიდან მას გაქცევა სურდა საპყრობილიდან მხოლოდ
დანა ჰქონდა და მხოლოდ ამით შეეძლო მოეგერიებინა დაცვის
თანამშრომელი,ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ და გადარჩენილ
სამართლებრივ სიკეთეებს ამ შემთხვევაში ვერ შევადარებთ ვინაიდან
სიცოცხლე თანაბარმნიშვნელოვანია და მათი შედარება დაუშვებელია.ა-ს
მართლწინააღმდეგობა არ გამოერიცხება უკიდურესი
აუცილებლობით.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა
გარემოება სახეზე არ გვაქვს ამიტომ ის მოქმედებდა
მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა
ა პასუხს აგებს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის.
სანდრო ესვრის გიორგის მოკვლის მიზნით.გიორგი არ მოკვდა,თუმცა
მძიმედ დაიჭრა.დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში.გიორგის
გარდაცვალება კისრის მოტეხვამ გამოიწვია,რადგან იგი საკაცედან
გადმოვარდა,როდესაც სანიტარს გულის შეტევა მოუვიდა და საკაცის
დაკავება ვერ შეძლო.

არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი სანდროს მოქმედებასა და გიორგის


სიკვდილს შორის?როგო გადაწყდება შედეგის ობიექტური შერაცხვის
საკითხი?

ჰიპოთეზა: შესაძლოა სანდრო დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის სანდრო

ობიექტი არის გიორგის სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,გიორგი


გარდაცვლილია

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად სანდროს რომ არ ესროლა გიორგისთვის გიორგი
მძიმედ არ დაიჭრებოდა და არ იქნებოდა გადასაყვანი
საავადმყოფოში,ამიტომ სანდროს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია
დამდგარ შედეგთან.
ობიექტური შერაცხვა

აღნიშნულ შემთხვევაში სწორი იქნებოდა თუკი ვიმსჯელებდით ატიპურ


მიზეზობრიობაზე.ატიპური მიზეზობრიობისას შედეგს იწვევს არა
თავდაპირველად ჩადენილი ქმედება არამედ სულ სხვა ქმედება.ამ
კაზუსში შედეგი გასროლამ კიარ გამოიწვია,არამედ სანიტარს დაემართა
გულის შეტევა და საკაცე გაუვარდა ხელიდან.ეს გარემოება ატიპურია
ვინაიდან სანიტარს გულის შეტევა სულ არ ემართება,ამასთან წინასწარ
იმის ცოდნა,რომ სანიტარს გულის შეტევა დაემართებოდა
შეუძლებელია,ყოველივე აქედან გამომდინარე ა-ს დამდგარი შედეგი
ობიექტურად არ შეერაცხება.

დასკვნა

სანდრო არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის.
ირაკლის გადაწყვეტილი ჰქონდა ბესოს მოკვლა,რომელმაც ადრე მას
მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა.იგი სადარბაზოს კარებთან ჩაუსაფრდა
დილით ადრე სამსახურში მიმავალ ბესოს და დამიზნებით
ესროლა.ბესომ მოასწრო გადახრა და ტყვია ასცდა.იგი მოხვდა მეზობელ
ქალს,რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორია ირაკლის ქმედების სამართლებრივი შეფასება?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ირაკლი დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ირაკლი

ობიექტი არის მეზობელი ქალის სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,მეზობელი ქალი გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ირაკლის რომ არ ესროლა მეზობელი ქალი არ
დაიღუპებოდა.ირაკლის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

აღნიშნულ შემთხვევაში სწორი იქნება თუკი გამოვიყენებთ აცდენილ


ისარს.აცდენილი ისრის შემთხვევაში შესაძლოა დამნაშავეს მიზანში
ჰყავდეს ამოღებული მაგალითად ბ მაგრამ მას გარემო ფაქტორების
მიხედვით ასცდეს ან იმ მომენტში დაიხაროს და სხვას მაგალითად გ-ს
მოხვდეს ტყვია.ამ შემთხვევაში ირაკლის მიზანში ჰყავდა ბესო
ამოღებული თუმცა ბესო გადაიხარა რის გამოც მას ასცდა ტყვია და
მოხვდა მეზობელ ქალს,ანუ აცდენილი ისარი გვაქვს სახეზე და ირაკლის
დამდგარი შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება.

დასკვნა:

ირაკლი არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის მეზობელი ქალის მიმართ.

ჰიპოთეზა:

შესაძლოა ირაკლიმ პასუხი აგოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ირაკლი

ობიექტი არის ბესოს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არ დამდგარა.

დასკვნა

ირაკლი არ დაისჯება 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის,ის შესაძლოა დაისაჯოს განზრახი მკვლელობის
მცდელობისთვის სსკ-ის 19;108 მუხლებით.
ა ღამით ჩუმად შეიპარა ბ-ს ბინაში და მოკვლის მიზნით დაუმიზნა
პისტოლეტი.ბ-ს არ ეძინა და ა შეამჩნია.მან სწრაფად მოასწრო იქვე
ახლოს კომოდზე შემოდებული თავისი პისტოლეტის აღება და ა-ს
მიმართულებით,თავდაცვვის მიზნით,ორჯერ გაისროლა.ა მიღებული
ჭრილობების შედეგად იქვე გარდაიცვალა.

აგებს თუ არა პასუხს ბ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ-მ პასუხი აგოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის ა-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგარია,ა


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის


მე-2 ნაწილის თანახმას ბ-ს რომ არ გაესროლა ა არ დაიღულებოდა
შესაბამისად ბ-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.ბ-ს


დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ბ მოქმედებდა სსკ-ის მე-9
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირდაპირი განზრახვით,ვინაიდან
მან იცოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ბ-ს მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 30-ე


მუხლით გათვალისწინებული უკიდურესი
აუცილებლობით.უკიდურესი აუცილებლობისსად სამართლებრივი
სიკეთის ხელყოფა უნდა არსებობდეს,ასევე იმწუთიერი მოგერიება
ერთადერთი საშუალებით და გადარჩენილი და დაზიანებული
სიკეთეები უნდა შევადაროთ ერთმანეთს,ანუ დაზიანებული სიკეთე
ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს გადარჩენილზე.სამართლებრივი
სიკეთის ხელყოფა გვაქვს,ვინაიდან ა შეიჭრა ბ-ს ბინაში და მოკვლის
განზრახვით პისტოლეტი დაუმიზნა,ბ-მ იქვე ახლოს კომოდზე
შემოდებული პისტოლეტის აღება მოასწრო და ესროლა ა-ს
თავდაცვის მიზნით იმწუთიერი მოგერიებაც გვაქვს.ბ-ს ერთადერთი
საშუალებით,იარაღით შეეძლო მოეგერიებინა თავდასხმა ამიტომ ეს
გარემოებაც გვაქვს.რაც შეეხება დაზიანებულ და გადარჩენილ
სამართლებრივ სიკეთეებს ვერ შევადარებთ ვინაიდან სიცოცხლე
თანაბარმნიშვნელოვანია.ყოველივე ამ მსჯელობიდან გამომდინარე ბ-
ს მართლწინააღმდეგობა სსკ-ის 30-ე მუხლით არ
გამოერიცხება.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა
გარემოება არ გვაქვს,შესაბამისად ბ მოქმედებდა
მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი
ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს
შესაბამისად ბ მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ბ პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა-მ გადაწყვიტა ჯიბის ფულის დაზოგვა და ორი ფილა ,,ბარამბოს’’
შოკოლადს მოპარვა.ამ მიზნით ის შევიდა იქვე მის უბანში მდებარე
პატარა მაღაზიაში,დასტაცა ამ ორ ფილას ხელი და კარისკენ
გავარდა.მაღაზიის მეპატრნე ბ-ს,რომელიც იქ იმყოფებოდა,მისი
შეჩერებს სხვა საშუალება არ ჰქონდა და იქვე გასაკიდად დადებულ
დანას დაავლო ხელი და ა-ს მიმართულებით ისროლა.ა ამის შედეგად
სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.ბ უშვებდა მსგავსი შედეგის
დადგომის შესაძლებლობას.

დააკვალიფიცირეთ ბ-ს ქმედება

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის ა-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის სროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ა


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ბ-ს რომ არ ესროლა ა-სთვის ა არ დაიღუპებოდა.ბ-ს
ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა
ბ-მ გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე ამიტომ მას
დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

გაზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ბ მოქმედებდა პირდაპირი გაზრახვით,მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

ბ-ს შესაძლოა მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 30-ე მუხლით


გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობით.უკიდურესი
აუცილებლობისას უნდა არსებობდეს სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა,იმწუთიერი მოგერიება ერთადერთი საშუალებით და
გადარჩენილი და დაზიანებული სამართლებრივი სიკეთეები უნდა
შევადაროთ,ანუ დაზიანებული სამართლებრივი სიკეთე გადარჩენილზე
ნზკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს.კაზუსიდან ჩანს,რომ ა-მ ბ-ს
მოჰპარა ,,ბარამბოს’’ შოკოლადი,აღნიშნნული გარემოება სახეზე გვაქვს.ბ-
ს ერთადერთი საშუალება ჰქონდა დანა,რომელიც ესროლა ა-ს და
კაზუსიდან ჩანს,რომ იმწუთიერად მოიგერია ერთადერთი
საშუალებით.დაზიანებულ და გადარჩენილ სამართლებრივ სიკეთეებს
რაც შეეხება ერთ მხარეს გვაქვს დაზიანებული სამართლებრივი სიკეთე
სიცოცხლე და მეორე მხარეს გადარჩენილი სამართლებრივი სიკეთე
შოკოლადი.სიცოცხლე არ არის ნაკლებმნიშვნელოვანი,სიცოცხლეზე
მეტად ღირებული არ არსებობს ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანი
სამართლებრივი სიკეთის,შოკოლადის დაბრუნებისთვის მეტად
მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დაუშვებელია,ამიტომ ბ-
ს მართლწინააღმდეგობა არ გამოერიცხება სსკ-ის 30-ე მუხლით
გათვალისწინებული უკიდურესი
აუცილებლობით.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა
გარემოება სახეზე არ გვაქვს,შესაბამისად ბ მოქმედებდა
მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ბ


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა:

ბ პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა სანადიროდ იყო,თოფიდან გაისროლა და მოხვდა იქვე მყოფ ბ-ს მაგრამ
ა-მ არ იცოდა რომ ბ იყო მანდ და საერთოდ არ წარმოიდგენდა ამ შედეგს.

შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 116-ე მუხლით


გათვალისწინებული გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ გაესროლა ბ-ს არ მოხვდებოდა ტყვია და
არ დაიღუპებოდა.ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

წინდახედულობის ნორმის დარღვევა

ამ ეტაპზე ვადგენთ პირს შეეძლო წინასწარ სცოდნოდა ვინმე იქნებოდა


თუ არა ნადირობისას ტყეში. ამისთვის უნდა ავიღოთ სხვა ,,ნორმალური
ადამიანი’’და დავადგინოთ, გაითვალისწინებდა თუ არა იმ გარემოებას
რომ იქ შესაძლოა ვინმე ყოფილიყო.კაზუსიდან ჩანს,ა-მ არიცოდა იქ ბ-ს
ყოფნა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.თუ ა-სთვის შეუძლებელი იყო
რომ სცოდნოდა იქ ვინმეს არსებობა მაშინ სხვა ადამიანისთვისაც
შეუძლებელი იქნებოდა წინდახედულობის ნორმის
გათვალისწინება.ყოველივე აქედან გამომდინარე გამოდის,რომ ა-ს
წინდახედულობის ნორმა არ დაურღვევია.

ობიექტური შერაცხვა

ა-ს გასროლით სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე არ


ჩაუდენია,ამასთან წინდახედულობის ნორმაც არ დაურღვევია.ამიტომ ა-
ს დამდგარი შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება.

დასკვნა

ა პასუხს არ აგებს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული


გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.
ა-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ბ,ა-მ იცოდა რომ ამ ქმედებით
კანონს არღვევდა მაგრამ,თავი მართალი ეგონა რადგან ბ ბოროტი
ადამიანი იყო და სიკვდილის ღირსიც იყო.დაისჯება თუ არა ა სსკ-ის
108-ე მუხლით?

ჰიპოთეზა:შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია, ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ ესროლა ბ არ დაიღუპებოდა,ამიტომ ა-ს
ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე ამიტომ ა-ს


დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად

დასკვნა

ა პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
გალერიაში შეიპარა ა,ფიროსმანის ნახატი უნდოდა აუქციონზე გაეყიდა
და ფული აეღოო მაგრამ სიბნელეში სხვა ნახატი მოიპარა.სხვა ნახატი
რადგან აიღო მაინც დაისჯება თუ არა ა 177-ე მუხლით?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 177-ე მუხლით


გათვალისწინებული ქურდობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ნახატი

ქმედება გამოიხატა ქურდობაში

შედეგი

სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი დამდგარია,ა


მართლსაწინაარმდეგოდ ფარულად დაეუფლა ნახატს.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ მოეპარა ნახატი აღნიშნული შედეგი არ
დადგებოდა,შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

აღნიშნულ კაზუსში გვაქვს შეცდომა,ანუ ა-ს სურდა მოეპარა ფიროსმანის


ნახატი თუმცა შემთხვევით მოიპარა სხვა ნახატი.მიუხედავად ამისა მან
სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე შექმნა,მათლსაწინააღმდეგო
ქმედება ჩაიდინა ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიექტურად
შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით,მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა პასუხს აგებს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული


ქურდობისთვის.
ა-მ გადაწყვიტა ბ-ს მოკვლა და შეუვარდა სახლში მაგრამ რომ შევიდა ბ-ს
შვილები დახვდა და გადაიფიქრა.მერე გარეთ გავიდა და შეხვდა გ
რომელზეც ნაწყენი იყო და ორჯერ ესროლა,მაგრამ ააცილა და გ-მ
გაქცევა მოახერხა.

როგორ დაისჯება ა?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის მე-19;108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის ბ-ს
მიმართ.

მცდელობის წინაპირობები

შედეგი არ დამდგარა: კაზუსიდან ჩანს,რომ ა შეუვარდა ბ-ს სახლში


მოსაკლავად თუმცა შვილები დახვდა რის გამოც
გადაიფიქრა,შესაბამისად შედეგი არ დამდგარა.

მცდელობის დასჯადობა: სსკ-ის 108-ე მუხლით ადამიანის განზრახი


მკვლელობა დასჯადია რისი ჩადენაც სურდა მაგრამ ბოლომდე არ იქნა
მიყვანილი ამიტომ 19;108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელობა
დასჯადია.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

კაზუსიდან ჩანს,რომ სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ა-ს


პირდაპირი განზრახვა ჰქონდა მოეკლა ბ,მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა ჩაედინა და რა შედეგი
მოჰყვებოდა თუმცა მიუხედავად ამისა მაინც სურდა ამ შედეგის
დადგომა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა


კაზუსიდან ჩანს,რომ ა შეუვარდა სახლში ბ-ს მოსაკლავად,ანუ ის
უშუალოდ გადავიდა მოქმედებაზე,შესაბამისად ქმედების ობიექტური
შემადგენლობა განხორციელებულია.

დანაშაულზე ხელის აღება

სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად კაზუსიდან ჩანს,რომ ა როდესაც შიჭრა ბ-ს


სახლში მოსაკლავად ბ არ დახვდა,თუმცა დახვდა მისი შვილები რის
შემდეგაც გადაიფიქრა ბ-ს მოკვლა,ანუ მან დანაშაულზე საბოლოოდ
აიღო ხელი.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის მე-19;108-ე მუხლით გათვალიწინებული


განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის ბ-ს მიმართ.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს მე-19;108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის გ-ს
მიმართ.

მცდელობის წინაპირობები:

შედეგი არ დამდგარა: კაზუსიდან ჩანს,რომ გ-ს ორჯერ ესროლა


რომელიც ასცდა და გ-მ ასევე მოასწრო გაქცევა,შესაბამისად შედეგი არ
დამდგარა.

მცდელობის დასჯასობა: კაზუსიდან ჩანს,რომ ა-ს სურდა მოეკლა გ,ანუ


უნდა ჩაედინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი
მკვლელობის დანაშაული რომლის შედეგიც არ დამდგარა,ამიტომ სსკ-ის
მე-19;108-ე მუხლით გათვალიწინებული განზრახ მკვლელობის
მცდელობა დასჯადია.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კაზუსიდან ჩანს,რომ ა-ს
ჰქონდა პირდაპირი განზრახვა.მას სურდა მოეკლა გ,იცოდა რომ უნდა
ჩაედინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მიუხედავად ამისა მაინც სურდა ამ შედეგის
დადგომა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

კაზუსიდან ჩანს,რომ ა უშუალოდ ქმედებაზე გადავიდა,მან 2-ჯერ


ესროლა გ-ს რომელიც ასცდა და გ-მ მოასწრო გაქცევა შესაბამისად
ქმედების ობიექტური შემადგენლობაც განხორციელებულია.

დანაშაულზე ხელის აღება

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან არ ჩანს,რომ ა-მ დანაშაულზე ხელი


აიღო.

დასკვნა

ა პასუხს აგებს სსკ-ის მე-19;108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის.
ა-მ იჭორავა ბ-სთან ,რომ გ წარსულში ეწეოდა ხალხის ძარცვას და მის
თანამდებობას ბოროტად იყენებდა.ბ გაბრაზდა,ჩაუსაფრდა გ-ს და
მოკლა.შეაფასეთ სამართლებრივად ა და ბ.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის გ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,გ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ბ-ს რომ არ ესროლა გ-სთვის გ არ დაიღუპებოდა.ბ-ს
ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე,ამიტომ მას


დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ბ მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა ჩადიოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და რა შედეგი მოჰყვებოდა,თუმცა
სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს,ამიტომ ბ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ბ


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ბ პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და


სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის
წაქეზებისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სხვა,განზრახი დანაშაული

სსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახეზე გვაქვს წაქეზება.ა-მ


იჭორავა ბ-სთან რის გამოც ის გაბრაზდა და ჩაუსაფრდა გ-ს.კაზუსიდან
ასევე იკვეთება,რომ ბ-მ მოკლა გ.

დაყოლიება

იმისათვის,რომ სახეზე გვქონდეს წაქეზება აუცილებლად უნდა


შევამოწმოთ პირმა დაიყოლია და წააქეზა თუ არა მეორე
პირი .კაზუსიდან იკვეთება,ა-მ უბრალოდ იჭორავა ბ-სთან და უთხრა გ
წარსულში ხალხის ძარცვას ეწეოდა და მის თანამდებობას ბოროტად
იყენებდა,რის გამოც ბ გაბრაზდა,ჩაუსაფრდა გ-ს და მოკლა.შესაბამისად
ა-ს ნათქვამმა ზეგავლენა მოახდინა ბ-ზე,მას აღუძრა სურვილი ჩაედინა
დანაშაული რაც სახეზე გვაქვს.ყოველივე ამ მსჯელობიდან გამომდინარე
დაყოლება არსებობს.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი


განზრახვით.მან იცოდა რომ ამ წაქეზებით ბ დანაშაულს ჩაიდენდა და რა
შედეგი მოჰყვებოდა მას,თუმცა მიუხედავად ამისა მაინც სურდა ამ
შედეგის დადგომა

მართლწინააღმდეგობა

მართლწინაღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ


გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა პასუხს აგებს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის წაქეზებისთვის.
კანონმდებელი ლექციაზე ხმამაღლა საუბრის გამო აპირებს კანონის
შემოღებას,სტუდენტისთვის სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით.შეაფასეთ აღნიშნული
გარემოება

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს რაიმე


ქმედების ჩადენას,რომელიც დააზიანებს ინდივიდუალურ ან
საყოველთაო სამართლებრივ სიკეთეებს.ინდივიდუალურ
სამართლებრივ სიკეთეში შეიძლება მოვიაზროთ
სიცოცხლე,ჯანმრთელობა...ხოლო საყოველთაო სამართლებრივ
სიკეთეში კი კონსტიტუციური წყობილება,საზოგადოებრივი უშიშროება
და წესრიგი...დანაშაული პირმა შესაძლოა ჩაიდინოს არამარტო
ქმედებით არამედ უმოქმედობითაც,მაგალითად ბ იხრჩობა მდინარეში,ა-
მ რომელიც მისი და იყო არ დაეხმარა ბ-ს ვინაიდან მასზე გაბრაზებული
იყო,ბ დაიხრჩო.აღნიშნული კაზუსი კარგად ასახავს იმას,თუ რას
გულისხმობს უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული.რაც შეეხება
მოცემულ კანონპროექტს,აღნიშნული კანონპროექტის მიღება არ არის
მართებული. იმისათვის,რომ სტუდენტმა ლექციაზე ხმამალა ისაუბროს
ამის გამო სისხლისსამართლებრივად ვერ დავსჯით ვინაიდან მის ამგვარ
ქცევას არანაირი შედეგი არ მოჰყვება,არც ვინმეს ინდივიდუალურ
სამართლებრივ სიკეთეს დაემუქრება საფრთხე და არც საყოველთაო
სამართლებრივ სიკეთეს.ლექციაზე ხმამაღლა საუბარი უმოქმედობით
ჩადენილ დანაშაულს არ მიეკუთვნება,არც ისეთ ქმედებას რომელიც
ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.ყოველივე ამ
მსჯელობიდან გამომდინარე,რომ ლექციაზე ხმამაღლა საუბარი არ
წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ინდივიდუალური და საყოველთაო
სამართლებრივი სიკეთეებისთვის პირის დასჯა
სისხლისსამართლებრივად დაუშვებელია,შესაბამისად კანონმდებლის
ქმედება,მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი არ არის მართებული.
ა-მ განიზრახა ბ-ს მოკვლა,თოფით 2 ტყვია ააცილა,მერე გაბრაზებულმა
გადააგდო თოფი და დანით თავდასხმა გასაწყვიტა მაგრამ ბოლო წუთს
გადაიფიქრა რადგან სინდისის ქენჯნამ შეაწუხა,თუმცა არაფერი
უშლიდა ხელს,რომ მოეკლა.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის მე-19;108-ე მუხლებით


გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

მცდელობის წინაპირობები

შედეგი არ დამდგარა

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ა-ს სურდა ბ-ს მოკვლა,2


ტყვია ააცილა,შემდგომ დანით გადაწყვიტა თავდასხმა თუმცა საბოლოო
ჯამში შედეგი არ დამდგარა და ბ არ გარდაცვლილა.

მცდელობის დასჯადობა

სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად პირმა უნდა ჩაიდინოს ისეთი ქმედება


რომელიც სსკ-ით დასჯადია და ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია.სსკ-ის
108-ე მუხლის თანახმად ა-ს სურდა განზრახი მკვლელობის
ჩადენა,რომელიც დასჯადია რათქმაუნდა,თუმცა შედეგი არ
დამდგარა.ამიტომ სსკ-ის მე-19;108-ე მუხლით გათვალისწინებული
განზრახი მკვლელობის მცდელობა დასჯადია.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ა-ს სურდა ბ-ს


მოკვლა.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოქმედებდა
პირდაპირი განზრახვით,მან იცოდა ჩაედინა მართლსაწინაარმდეგო
ქმედებას და რა შედეგი მოჰყვებოდა,თუმცა სურდა ამ შედეგის დადგომა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა


ამ ეტაპზე ვამოწმებთ პირი უშუალოდ გადავიდა თუარა
ქმედებაზე.კაზუსიდან ჩანს,რომ თოფით 2 ტყვია ააცილა შესაბამისად
ობიექტური შემადგენლობა სახეზე გვაქვს.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დანაშაულზე ხელის აღება

სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად სახეზე გვაქვს დანაშაულზე ხელის


აღება.კაზუსიდან ჩანს,რომ ა-მ გადააგდო თოფი და გადაწყვიტა დანით
დასხმოდა თავს,თუმცა სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და
გადაიფიქრა,შესაბამისად მან დანაშაულის ჩადენაზე საბოლოოდ აიღო
ხელი.

დასკვნა

ა დაისჯება სსკ-ის მე-19; 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობის მცდელობისთვის.
ა ბ-სკენ დანით გაიქცა ბ-მ დაინახა,ჰქონდა გაქცევის საშუალება თუმცა
გაბრაზდა და დაელოდა.ა რომ მივიდა ბ-მ ხელი ძლიერად დაარტყა და
ნაკლებად მსუბუქი დაზიანება მიაყენა,ა გაიქცა. შეაფასეთ 118-ე
მუხლით.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 118-ე მუხლით


გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მსუბუქი
დაზიანებისთვის,როდესაც მან ხელი ძლიერად დაარტყა ა-ს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის ა-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა ხელის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ა-მ


ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანება მიიღო.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ბ-ს რომ არ დაერტყა ა-სთვის ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა.ბ-ს ქმედება მიზეზობრივ
კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე,ამიტომ მას


დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბ მოქმედებდა პირდაპირი
განზრახვით,მან იცოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა
შედეგი მოჰყვებოდა თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ბ-ს მართლწინაღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 28-ე მუხლით


გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიებით.აუცილებელი
მოგერიებისას აუცილებელია თავდასხმა არსებობდეს,იმწუთიერი
მოგერიება შედარებით რბილი საშუალებით და თავდასხმა არსებობდეს
ობიექტურად.კაზუსიდან ჩანს,რომ თავდასხმა ობიექტურად არსებობს
ვინაიდან ა დანით მირბოდა ბ-სკენ,იმწუთიერი მოგერიებაც სახეზე
გვაქვს ვინაიდან ა რომ მივიდა ბ-მ დაარტყა ა-ს.ბ-მ თანაზომიერი
საშუალება გამოიყენა,ანუ მან შედარებით რბილი საშუალებით ხელის
დარტყმით მოიგერია ა.შესაბამისად ბ მოქმედებდა სსკ-ის 28-ე მუხლით
გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.ა-ს
მართლწინააღმდეგობა გამორერიცხება აუცილებელი მოგერიებით.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა პასუხს არ აგებს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული


ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის.
ა დაენიძლავა ბ-ს რომ გზაზე დაწოლილიყო და მას მანქანით
გადაუვლიდა და არაფერი მოუვიდოდა.ასეც იყო,შემდეგ გადაუარა და
მოკლა.განმარტეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა მანქანით გადავლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ გადაევლო მანქანით ბ არ
დაიღუპებოდა,შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია
დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ მანქანით გადავლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი
განზრახვით.ა-მ იცოდა მართლსაწინაღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა
შედეგი მოჰყვებოდა,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

ა-ს შესაძლოა მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს


მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოებით,სსკ-ის
32-ე მუხლით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებით,დაზარალებულის
თანხმობით.კაზუსიდან ჩანს,რომ ა დაენიძლავა ბ-ს,რომ გადაუვლიდა
მანქანით და არაფერი მოუვიდოდა,რაზეც ბ დასთანხმდა,ანუ მას ჰქონდა
დაზარალებულის თანხმობა.მიუხედავად იმისა,რომ ა-ს
დაზარალებულის თანხმობა ჰქონდა მას მაინც არ გამოერიცხება
მართლწინააღმდეგობა,მან ბ-ს სამართლებრივ სიკეთეს,სიცოცხლეს
შეუქმნა საფრთხე,საბოლოო ჯამში კი ბ დაიღუპა.ყოველივე ამ
მსჯელობიდან გამომდინარე,ა-ს არ გამოერიცხება
მართლწინააღმდეგობა.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სხვა
გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა:

ა პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
კამათის ნიადაგზე ა-მ დანა დაარტყა გულმკერდის არეში ბ-ს.მისთვის
სულერთი იყო რა შედეგი დადგებოდა.ბ მოკვდა.შეფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად,ა-ს რომ არ დაერტყა დანა ბ-სთვის ბ არ
დაიღუპებოდა.ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიეექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კაზუსიდან ჩანს რომ ა


მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით,ვინაიდან მისთვის სულერთი
იყო შედეგი დადგებოდა თუ არა.
მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს,ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა-მ ავღანეთში წასვლაზე დაარწმუნა ბიძია და ერთადერთი მემკვიდრე
იყო,გულში ფიქრობდა ნეტა ტერაქტის დროს დაიღუპოსო და მართლა
დაიღუპა ტერაქტის დროს.იმსჯელეთ 108-ე მუხლით.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა ავღანეთში წასვლის დარწმუნებაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბიძია


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერწმუნებინა ბიძია ავღანეთში
წასვლაზე,ბიძია ტერაქტში არ დაიღუპებოდა.ა-ს ქმედება მიზეზობრივ
კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

აღნიშნულ კაზუსში ჩანს,რომ ა-ს სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე


არ ჩაუდენია ავღანეთში გამგზავრების დარწმუნებით.კაზუსიდან
იკვეთება რომ ა უბრალოდ ფიქრობდა ნეტა მოკვდეს ტერაქტის
დროსო.იმისთვის,რომ პირს ობიექტურად შევურაცხოთ დამდგარი
შედეგი მან ამისთვის რაღაც ქმედება მაინც უნდა ჩაიდინოს რაც ა-ს არ
განუხორციელებია.იმის გამო,რომ ა-მ გაიფიქრა ნეტა ტერაქტის დროს
დაიღუპოსო,ადამიანს ფიქრის გამო ვერ დავსჯით.ამიტომ ა-ს დამდგარი
შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა დასასვენებლად ერთი კვირით წავიდა.მას სახლში დარჩა გამათბობელი
ჩართული და მალე ცეცხლი გაჩნდა.ამ დროს მეზობელმა ბ-მ იმისთვის
რომ ცეცხლი ჩაექრო კარები შეანგრია და ცეცხლი ჩააქრო.მეზობელს
ჰქონდა ა-ს სახლის გასაღები.კარების შემტვრევით მიყენებული ზიანი
იყო მნიშვნელოვანი.დაისჯება თუ არა ბ 187-ე მუხლის 1ლი ნაწილით?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1ლი ნაწილით


გათვალისწინებული ნივთის დაზიანება ან განადგურებისთვის,რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი არის კარების მთლიანობა

ქმედება გამოიხატა კარის შენგრევაში

შედეგი

სსკ-ის 187-ე მუხლის 1ლი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,კარები დაზიანებულია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ბ-ს რომ არ შეემტვრია კარები ა მნიშვნელოვან
ზიანს არ მიიღებდა.ბ-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ბ-მ კარების შენგრევით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ ბ-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.ბ მოქმედებდა სსკ-ის მე-9 მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირდაპირი განზრახვით.მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

ბ-ს შესაძლოა მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 30-ე მუხლით


გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობით.უკიდურესი
აუცილებლობისას სახეზე უნდა გვქონდეს სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა,იმწუთიერი მოგერიება ერთადერთი საშუალებით და
დაზიანებული და გადარჩენილი სიკეთეები უნდა შევადაროთ
ერთმანეთს,დაზიანებული სამართლებრივი სიკეთე
ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს გადარჩენილზე.კაზუსიდან ჩანს,რომ
ხანძარი გაჩნდა რომელიც რამდენიმე წუთში მთელს სახლს მოედებოდა
შესაბამისად სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა სახეზე
გვაქვს.კაზუსიდან ჩანს,რომ ბ-ს ჰქონდა გასაღები თუმცა რატომღაც მაინც
კარების შენგრევა გადაწყვიტა.კაზუსიდან ჩანს,რომ მას გასაღები ჰქონდა
და შეეძლო გასაღებით გაეღო კარები,კაზუსში არ ჩანს,რომ მას კარების
შენგრევის გარდა სხვა საშუალება არ ჰქონდა,არამედ ჩანს,რომ გასაღები
ჰქონდა მარამ რატომღაც მაინც კარების შენგრევა გადაწყვიტა.ყოველივე
აქედან გამომდინარე ბ-ს მართლწინააღმდეგობა უკიდურესი
აუცილებლობით არ გამოერიცხება.მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი სხვა გარემოება სახეზე არ გვაქვს,შესაბამისად ბ
მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს.ბ


მოქმედებდა ბარალეულად.
დასკვნა

ბ პასუხს აგებს სსკ-ის 187-ე მუხლის 1ლი ნაწილით გათვალისწინებული


ნივთის დაზიანება ან განადგურებისთვის რამაც მნიშნვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
კანონმდებლები აპირებენ ადამიანის შეურაცხყოფისთვის სისხლის
სამართლებრივად დასჯას,თქვენ რას ფიქრობთ?

სისხლის სამართლებრივი დასჯა პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში


თუკი პირი ისეთ ქმედებას(ან უმოქმედობით) ჩაიდენს რომელიც
ინდივიდუალურ ან საყოველთაო სამართლებრივ სიკეთეს
დააზიანებს.ინდივიდუალურ სამართლებრივ სიკეთეში მოაზრება
სიცოცხლე,ჯანმრთელობა...,ხოლო საყოველთაო სამართლებრივ
სიკეთეში კონსტიტუციური წყობილება და ა.შ. თუ პირის ქმედება ან
უმოქმედობა დააზიანებს ინდივიდუალურ ან საყოველთაო
სამართლებრივ სიკეთეს შეგვიძლია დავსაჯოთ სისხლის სამართლის
კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით.სწორედ კერძო ნაწილშია ის
მუხლები რომელიც სისხლის სამართლებრივად არის
დასჯადი.შეურაცხყოფა არსებობს 2 სახის: ფიზიკური და სიტყვიერი.აქ
კონკრეტულად არ არის მოცემული ფიზიკურ შეურაცხყოფასთან
დაკავშირებით აპირებს კანონმდებლები აღნიშნულის მიღებას თუ
სიტყვიერი.ფიზიკური შეურაცხყოფისას შედეგი სახეზე გვაქვს,ანუ
ფიზიკურ შეურაცხყოფაში მოიაზრება ცემა და სხვა...როდესაც პირს
მიადგება მსუბუქი ან მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება ამ შემთხვევაში
უშუალოდ შედეგი დამდგარია და პირი შეიძლება დავსაჯოთ სისხლის
სამართლებრივად.რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას,სიტყვიერ
შეურაცხყოფაში მოიაზრება გინება,სალანძღავი სიტყვები და სხვა...იმის
გამო,რომ პირმა სალანძღავი სიტყვით ან გინებით მიმართა მეორე პირს
ამის გამო პირს ვერ დავსჯით სისხლის სამართლებრივად,ვინაიდან ამას
არანაირი შედეგი არ მოჰყვება.თუკი მაგალითად ა-მ ბ-ს მიმართა
სალანძღავი სიტყვით ხალხმრავალ ადგილას,რის გამოც ბ-ს
შერცხვა ,წავიდა თავის მოსაკლავად და მე-7 სართულიდან გადმოხტა ამ
შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს თვითმკვლელობამდე მიყვანა რომელიც
ისედაც სისხლისსამართლებრივად დასჯადია.საბოლოო ჯამში,რომ
შევაჯამოთ პირი შესაძლოა დაისაჯოს ფიზიკური შეურაცყოფის
მიყენებისთვის,მაგრამ არა სიტყვიერი შეუაცხყოფისთვის.ვინაიდან
აღნიშნული პირობა არ აკონკრეტებს თუ რომელ შეურაცხყოფას
გულისხმობს,კანონმდებლის მიზანი,რომ მიიღონ ისეთი კანონი
რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯის შეურაცყოფის მიმყენებელ
პირს არ არის მართებული.
საქართველოს მოქალაქე ა იმყოფებოდა საზღვარგარეთ სადაც მან
მოიხმაა ნარკოტიკული ნივთიერება.იქ ეს ქმედება არ იყო
სისხლისსამათლებრივად დასჯადი,ქართული კანონმდებლობით კი მის
ქმედებაზე გავცელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე
მუხლი.

დაისჯება თუ არა ა ქართული კანონმდებლობით?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს ქართული კანონმდებლობით,სსკ-ის


273-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებისთვის.

სსკ-ის მე-5 მუხლი წარმოადგენს ე.წ დაცვის პრინციპს.დაცვის პრინციპის


მიხედვით საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი პასუხს აგებს საქართველოს
კანონმდებლობით.მე-5 მუხლის მე-2 ნაწილს აქვს რამდენიმე წინაპირობა
იმისათვის,რომ პირი დაისაჯოს ქართული კანონმდებლობით
მაშინ,როდესაც დანაშაულს ჩაიდენს საზღვარგარეთ.ეს წინაპირობებია:
დამნაშავე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი,მის მიერ ჩადენილი
დანაშაული უნდა წარმოადგენდეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულს,თუ აღნიშნული დანაშაული საქართველოს ინტერესების
წინააღმდეგ არის მიმართული ან თუ ამ დანაშაულისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მასზე გავრცელდება
ქართული კანონმდებლობა.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ ა საქართველოს მოქალაქეა.სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად 273-ე მუხლი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს
ვინაიდან 273-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების
აღკვეთით 1 წლის ვადით.ამასთან ნარკოტიკის მოხმარება არ
წარმოადგენს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ
დანაშაულს.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ჩადენილ
დანაშაულებს წარმოადგენს გენოციდი,დანაშაული ადამიანურობის
წინააღმდეგ,ომი და აგრესია.ნარკოტიკის მოხმარება საერთაშორისო
ხელშეკრულებით ჩადენილ დანაშაულებს არ წარმოადგენს.

დასკვნა:

ა არ დაისჯება ქართული კანონმდებლობით სსკ-ის 273-ე მუხლით


გათვალისწინებული ნარკოტიკის მოხმარებისთვის.
ა-მ და ბ-მ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თითო ტყვია ესროლა გ-
ს.ცალ-ცალკე აღებული ორივე ტყვია სასიკვდილო იყო,თუმცა ვერ
დადგინდა თუ რომელი ტყვია იყო პირველი.

შეაფასეთ ორივეს ქმედება 108-ე მუხლის ფარგლებში.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის გ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,გ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

კაზუსში გვაქვს პრობლემა,ვერ დგინდება რომლის ტყვია იყო


პირველი,ამიტომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ყველა
ეჭვები უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.შესაძლოა ბ-ს
მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა გ,ამიტომ ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ჰიპოთეზა: შესაძლოა ბ დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით
გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ბ

ობიექტი გ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა გასროლაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,გ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

კაზუსში გვაქვს პრობლემა,ვერ ვადგენთ ვისი ტყვია იყო პირველი.სსკ-ის


მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით აღნიშნული უნდა გადავწყვიტოთ
ყველა ეჭვები ბრალდებულის სასარგებლოდ,ანუ შესაძლოა ა-ს ტყვიამ
იმსხვერპლა გ,ამიტომ ბ-ს ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში
დამდგარ შედეგთან.

დასკვნა

ბ არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
ა-მ მოკვლის განზრახვით ბ დანით დაჭრა,დაჭრილი ბ საავადმყოფოში
გადაიყვანეს,სადაც იმ დღეს მორიგე ქირურგი ნასვამი
აღმოჩნდა,შესაბამისად ბ-ს ვერ გაუწია სათანადო დახმარება და ბ ამის
გამო გარდაიცვალა.

შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანით დაჭრაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,ბ


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ა-ს რომ არ დაეჭრა ბ მისი გადაყვანა საავადმყოფოში არ გახდებოდა


საჭირო,შესაბამისად ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ
შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ მართალია შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე,მაგრამ ამ


შემთხვევაში ბ ა-ს მიერ მიყენებული ჭრილობით კიარა,ქირურგის მიერ
შესაბამისი დახმარების ვერგაწევის გამო გარდაიცვალა.შესაბამისად ამ
შემთხვევაში ატიპიური შემთხვევა გვაქვს,ვინაიდან კაზუსში ჩანს,რომ
მორიგე ქირურგი ნასვამი იყო,აღნიშნული შემთხვევა ჩვეულებრივი
მოვლენა არ არის.ის რომ ქირურგი მორიგეობისას ნასვამი იყოს მსგავსი
შემთხვევა ძალიან იშვიათია და სულ არ ხდება ამიტომ ა-ს დამდგარი
შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.
პეტრემ გადაწყვიტა პავლეს მოკვლა,მან ივანეს სთხოვა სახლი დაეთმო
მისთვის.ივანემ დაუთმო სახლი პეტრეს,რომელშიც პეტრემ პავლე
მოკლა,ჩაიში საწამლავის გაზავებით.

როგორ დაისჯება პეტრე და ივანე?

ჰიპოთეზა: შესაძლოა პეტრე დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახი მკვლელობისთვის

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის პეტრე

ობიექტი არის პავლეს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა ჩაიში საწამლავის გაზავებაში

შედეგი

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დამდგარია,პავლე


გარდაცვლილია.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად პეტრეს რომ არ გაეზავებინა ჩაიში საწამლავი
პავლესთვის პავლე არ დაიღუპებოდა,შესაბამისად პეტრეს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

პეტრემ ჩაიში საწამლავის გაზავებით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ პეტრეს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა


განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს
ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად პეტრე მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით ვინაიდან მან
იცოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი
მოჰყვებოდა,თუმცა მიუხედავად ამისა მაინც სურდა ამ შედეგის
დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს,პეტრე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,პეტრე


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

პეტრე პასუხს აგებს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახი მკვლელობისთვის.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ივანე დაისაჯოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის


და 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის
თანამონაწილეობისთვის კერძოდ დახმარებისთვის,როდესაც მან სახლი
დაუთმო პეტრეს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სხვა,განზრახი დანაშაული

სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ივანემ სახლი დაუთმო


პეტრეს რის შემდეგაც განზრახი დანაშაული ჩაიდინა
პეტრემ,კონკრეტულად მან მოკლა პავლე.შესაბამისად აღნიშნული
გარემოება სახეზე გვაქვს.

ხელის შეწყობა

აღნიშნულ შემთხვევაში ვარკვევთ პირმა ხომ არ შეუწყო ხელი


დანაშაულის ჩადენას.კაზუსიდან ჩანს,რომ ივანემ სახლი დაუთმო
პეტრეს და ამის შემდეგ პეტრემ მოკლა ჩაიში საწამლავის გაზავებით
პავლე.შესაბამისად აღნიშნული გარემოება,ანუ ხელის შეწყობა სახეზე
გვაქვს.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ივანე მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით
ვინაიდან ბინა დაუთმო პეტრეს.

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე


არ გვაქვს,ივანე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ივანე


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ივანე პასუხს აგებს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 108-ე მუხლით
გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის
თანამონაწილეობისთვის,კერძოდ დახმარებისთვის.
ა საღამოს სახლისკენ მიემართებოდა,რა დროსაც მას დანით
შეიარაღებული ბ მივარდა და ფულის წართმევა მოინდომა,წინააღმდეგ
შემთხვევაში დაჭრით დაემუქრა.ა-მ ერთი დარტყმით მოახერხა მისი
მოგერიება.თავდამსხმელი გაიქცა თუმცა,გაბრაზებული ა მას გაეკიდა და
დანა დაარტყა,რის შემდეგაც ბ-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება მიადგა.

დაისჯება თუ არა ა სსკ-ის 118-ე მუხლით?

შეიცვლებოდა თუ არა კვალიფიკაცია,თუ ბ დანის წართმევის


მიუხედავად,მაინც გააგრძელებდა ხელებით თავდასხმას ა-ზე და მას
წართმეული დანის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ ექნებოდა?

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი


ნაწილით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად
მძიმე დაზიანების მიყენებისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა მუშტის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ბ-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერტყა ბ-სთვის მუშტი ბ
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა,შესაბამისად
ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა

ა-მ მუშტის დარტყმით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი


საფრთხე,ამიტომ მას დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

განზრახვა არის როდესაც პირს აქვს სურვილი და ნებელობა ჩაიდინოს


ობიექტური შემადგენლობის ქმედება.სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით,მან იცოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და რა შედეგი მოჰყვებოდა
მუშტის დარტყმას,თუმცა მაინც სურდა ამ შედეგის დადგომა.

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ა-ს მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 28-ე მუხლით


გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-
ერთი გარემოებით,აუცილებელი მოგერიებით.აუცილებელი
მოგერიებისას სახეზე უნდა გვქონდეს სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა,იმწუთიერი მოგერიება შედარებით რბილი საშუალებით და
თავდასხმა ობიექტურად უნდა არსებობდეს.კაზუსიდან ჩანს,რომ ბ
დანით გაიქცა ა-სკენ ფულის წართმევის მიზნით თუარადა დაჭრით
დაემუქრა,შესაბამისად სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა ობიექტურად
სახეზე გვაქვს,ანუ მხოლოდ ა-ს წარმოდგენაში არ არსებობს
თავდასხმა.იმწუთიერი მოგერიება შედარებით რბილი საშუალებით
სახეზე გვაქვს ვინაიდან ა-ს ბ დანით დაესხა თავს და იმწუთიერად ბ
ერთი მუშტის დარტყმით მოიგერია,შესაბამისად ა მოქმედებდა
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში,ამიტომ მას
მართლწინააღმდეგობა აუცილებელი მოგერიებით გამოერიცხება.

ბრალი
ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ა
მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა არ დაისჯება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით


გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანების მიყენებისთვის.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი


ნაწილით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანების მიყენებისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი არის ა

ობიექტი არის ბ-ს სიცოცხლე

ქმედება გამოიხატა დანის დარტყმაში

შედეგი

სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი


დამდგარია,ბ-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

მიზეზობრივი კავშირი

ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორიის და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-


2 ნაწილის თანახმად ა-ს რომ არ დაერტყა დანა ბ-სთვის,ბ
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა,შესაბამისად ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ობიექტური შერაცხვა
ა-მ დანის დარტყმით შექმნა სამართლებივად გასაკიცხი
საფრთხე,ამიტომ ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

მართლწინააღმდეგობა

შესაძლოა ა-ს მართლწინააღმდეგობა გამოერიცხოს სსკ-ის 28-ე მუხლით


გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი
გარემოებით,აუცილებელი მოგერიებით.აუცილებელი მოგერიებისას
უნდა გვქონდეს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა,იმწუთიერი
მოგერიება შედარებით რბილი საშუალებით და თავდასხმა ობიექტურად
უნდა არსებობდეს.სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა სახეზე გვაქვს
ობიექტურად ვინაიდან ბ ა-ს დაესხა დანით ხელში ფულის გამოძალვის
მიზნით თუარადა დაჭრით დამუქრა.იმწუთიერი მოგერიებაც სახეზე
გვაქვს ვინაიდან ა-მ ბ-ს დააგდებინა დანა,თუმცა ბ-მ მაინც გააგრძელა
მასზე თავდასხმა რის შემდეგაც ა იძულებული გახდა დანით
მოეგერიებინა ბ.შესაბამისად იმწუთიერი მოგერიებაც გვაქვს მაგრამ დანა
რომელიც არ არის რბილი საშუალება თუმცა ა-ს ამ შემთხვევაში
მხოლოდ დანით შეეძლო მოეგერიებინა ბ ვინაიდან მან ვერ მოიგერია
შედარებით რბილი საშუალებით,შიშველი ხელებით.შესაბამისად ა
მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მას
მართლწინააღმდეგობა გამოერიცხება სსკ-ის 28-ე მუხლით.

ბრალი

ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება სახეზე არ გვაქვს,ა


მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა

ა არ აგებს პასუხს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით


გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანების მიყენებისთვის.
მიზეზობრივი კავშირის სახეები

1.ალტერნატიული- ორივეს გასროლა, ორივე დაისჯება

2.კუმულაციური- ცალკცალკე გასროლა არ მოკლავდა, დაისჯებიან


მკვლელობის მცდელობისთვის

3. ჰიპოთეტური- სიკვდილის დაქარება, გაუკურნებელი სენი, პირი მაინც


დაისჯება.

4. გაწყვეტილი- ა-ს (საწამლავით) და ც-ს(თოფით) მოკლან ბ ა-


მკვლელობის მცდელობისთვის ც- დამთავრებული მკვლელობისთვის

5. მრავალსაფეხურიანი- ა-მ ბ-ს საწამლავი ჩაუყარა, ამ დროს მოდის ც


მოკლავს მას ა-მ განახორციელა ც-მ დაასრულა. ბ-დაძაბუნებული იყო,
ორივე დაისჯებიან დამთავრებული დანაშაულისთვის.

ობიექტური შერაცხვის თეორიები

-რისკის თეორია

-რისკის შემცირება - ა-მ გადააფიქრებინა ბ-ს ც-ს მოკვლა და


გაუსწორდნენ ფიზიკურად, შეამცირა რისკი (შეაცხვის გამომრიცხველი
გარემოება)

-რისკის ამაღლება (კლაუს როქსინი)-ვინც ბოროტად ეკიდება სსკ-ს უნდა


დაისაჯოს

- in dubio pro reo- ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის


სასარგებლოდ (ავტოავარია, მოყინული გზა, გზაჯვარედინი, სხვასაც
შესაძლოა ვერ დაემორჩილებინა საჭე

-მიზეზთა სამართლებრივი ურთიერთკავშირი- მიზეზები სსკ-ს არ არის


ურთიერთკავშირში ერთმანეთთან
-ატიპიურობა- ა-მ ესროლა ბ-ს ბ გადარჩა, მაგრამ სასწრაფოთი
გადაყვანის დროს ავტოავარია მოხდა და გარდაიცვალა

- ნორმის დაცვის მიზანი- (ტრაილერი ა და ბ ველოსიპედებით..)

-პირადი პასუხისმგებლობით გამოწვეული თვითსაფრთხე- ა და ბ


ნარკომანები ა-გამოცდილი ბ- ახალბედა ა-მ გააფრთხილა ბ-მ არ
დაუჯერა ა-ს ქმედება არ შეერაცხება ობიექტრად.

-თვითმკვლელობაში აქტიური და პასიური თანამონაწილეობა- აქტიური


ა ბ-ს აძლევს იარაღს... არ დაისჯება ა. პასიური- არაფერს აკეთებს
შედეგის შესაცვლელად

- ქმედებაზე ბატონობა თუ პირადი პასუხისმგებლობა?!- ბაბუა და


შვილიშვილი, სიკვდილი, წამალი, სიკვდილის დაჩქარება. შვილიშვილს
ქმედება ობიექტურად არ შეერაცხება.

-უმოქმედობა მოქმედებით- ევთანაზია, პასიური- არ ისჯება(აპარატის


გათიშვა პაციენტისთვის), აქტიური-ისჯება(პაციენტის თხოვნით
ესროლა თოფი ექიმმა მას)

მიზეზობრივ კავშირის განვითარებაში დაშვებული შეცდომა- ა-ს სურს


მოკლას ბ ესვის მას აცდება ტყვია ბ-ს და მოხვდება
ბენზინგასამართსადგურს და აფეთქებით გაედაიცვლება ბ.

რეგრესიის აკრძალვის თეორია- ა არქიტექტორი აშენებს მოედანს ბ-ს


შურს ბ გააჩენს ხანძარს ა დაისჯება პასუხისმგებლობისთვის,
გაუფრთხილებლობისთვის.

ქმედების სუბიექტური სემადგენლობა

განზრახვა გაუფრთხილებლობა

პირდაპირი არაპირდაპირი თვითიმედოვნება დაუდევრობა


I.სურს! 100% II.არ სურს!75% არ სურს შედეგის დადგომა50%
(გარდაუვალობა)

პირდაპირი I ხარისხი- ა-მ ჩაუსაფრდა ბ-ს შეისწავლა დეტალები ა-მ


ააფეთქა ბ-ს მანქანა და გარდაიცვალა ბ.

პირდაპირი II ხარისხი- ც-ს მიმართებაში, არ სურდა ა-ს ც-ს მოკვლა,


მაგრამ გარდაუვალი იყო მისი სიკვდილი

არაპირდაპირი(გულგრილობა/ან) ც-სთან მიმართებაში ან მოკვდებოდა


ან არა სულერთი იყო

დაუდევრობა- გამნაღველები, დაავიწყდა მანქანაში ასაფეთქებელი


ხსნარი.

თვითიმედოვნება- ც არ დაჯდებოდა მანქანაში.

შეცდომა

ფაქტობრივი სამართლებრივი(აკრძალვაში)

(სუბიექტური მხარე) ბრალი

გეგონა ა მოკალი ბ რაღაც არის დასჯადი და არ იცოდი შენ

პიროვნებაში შეცდომა აცდენილი ისრის თეორია

განზრახვა

-ცოდნა (არაბოროტი) სუბიექტური ბრალის ეტაპზე

-ნება(არაბორიტი)

-მართლწინააღმდეგობის შეგნება(ბოროტი)
II მართლწინააღმდეგობა

ვამართლებთ?! 28-32

დაწერილი (28-31) დაუწერელი(32)

აუცილებელი მოგერიება

ობიექტური სუბიექტური

თავდასხმა:მართლსაწინააღმდეგო -ცოდნა

-იმწუთიერი - ნება(თავდაცვის სურვილი)

-რეალური

-სოციალურად მნიშვნელოვანი

დამნაშავის შეპყრობა (29)

ა-მ ჩაიდინა დანაშაული ა-მ მოკლა ბ - ა იმალება ც- შეიპყრობს ა-ს


პრეოცესალური- დამნაშავე ორივე ა-ც და ც

უკიდურესი აუცილებლობა(30)

თავდაცვითი(დეფენზიური) თავდასხმითი(აგრესიული)

წყალი დარჩა მეზობელს ჩართული ა ავარდება ზემოთ კარებს


შეამტვრევს და ონკანს გადაკეტავს (დეფენზიური)

ა დაიკარგა ტყეში, ნახავს ბ-ს სახლს , რომელიც არის ჩაკეტილი ა, რომ


გადარჩეს ჩაანგრევს სახლის ფანჯრებს იქაური ნივთებით (აგრესიული)

მართლზომიერი რისკი(31)

პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლის- რეანიმაციაში პაციენტი


სისხლისგან იცლება ოპერაციის დროს გარდაიცვალა ექიმი
მართლზომიერი რისკის ქვეშ.
გამნაღველი მივიდა კაფეში , სადაც ბომბია, ამან უნდა გადაჭრას არ იცის
რომელი უნდა გადაჭრას. პირიქით აფეთქდა.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება (32)

დაზარალებულის თანხმობა. ა-მ ნახა , რომ ტელევიზორში არის რეკლამა


პლასტიკურ ოპერაციაზე ეს ა მივიდა ქირურგთან, შესაძლოა ასეთი ვერ
მივიღოთო, ექიმს არ დაეკისრება, რადგან დაზარალებულის თანხმობით
მოქმედებდა
მნ

You might also like