You are on page 1of 1

განზრახი დაუმთავრებელი დანაშაულის ამოხსსნა

კაზუსი: ა.მ ც.ს ჭიქაში ჩაუყარა საწამლავი, რის შემდეგაც ის უნდა


მომკვდარიყო მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგა. დაისჯება თუ არა
ა.?
ჰიპოთეზა: შესაძლოა ა.მ თავისი მოქმედებით, კერძოდ ჭიქაში
საწამლავის ჩაყრით, რომლის შედეგადაც ც. უნდა მომკვდარიყო, მაგრამ
სასურველი შედეგი არ დადგა, ჩაიდინა განზრახი დაუმთავრებელი
დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის
კოდექსის მიხედვით. 19,108.
წინასწარი შემოწმება:
1) შედეგი არის თუ არა დამდგარი- არ არის სასურველი შედეგი
დამდგარი, ვინაიდან ც. არ გარდაიცვალა და ის გადარჩა.
2) დასჯადია თუ არა- დასჯადია აღნიშნული ქმედება სისხლის
სამართლის კოდექსის თანახმად.
ქმედების შემადგენლობა
სუბიექტური შემადგენლობა:
ა) განზრახვა- ა.ს ჰქონდა როგორც ცოდნა, ასევე სურვილი შესაბამისად
მას ჰქონდა განზრახვა, რომ ც. გარდაცვლილიყო. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებების მიხედვით სახეზე კი გვაქვს პირდაპირი პირველი
ხარისხის განზრახვა, შესაბამისად ა.ს შეერაცხება სუბიექტურად.
ობიექტური შემადგენლობა:
ა.ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩადენისაკენ,
კერძოდ, ც.ს მკვლელობისა და მოწამლისაკენ, მაგრამ სასურველი
შედეგი არ დადგა, ც. არ გარდაიცვალა.
მართლწინააღმდეგობა:
სახეზე გვაქვს მართლწინააღმდეგობა, ვინაიდან კაზუსის ფაბულიდან არ
იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე
გარემოება.
ბრალი:
ა. არის ბრალეული პირი. არ იკვეთება ბრალის გამომრიცხველი
რომელიმე გარემოება.
დასკვნა: შესაბამისად ა.მ თავისი ქმედებით, კერძოდ ჭიქაში საწამლავის
ჩაყრით, რომლის შედეგადაც უნდა მომკვდარიყო ც. მაგრამ სასურველი
შედეგი არ დადგა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული. სსკ. 19.108

You might also like