You are on page 1of 2

კაზუსი: ა.ს სურს, რომ მოკლად ბ. ამისთვის სთხოვს ც.

ს აგარაკის
გასაღებს დასაც მიიყვანს ბ.ს ცეცხლსასრულო იარაღით მოკლავს მას .
როგორ დაისჯებიან ა. და ც.
ჯერ უნდა ამოვხსნათ ამსრულებელზე ცენტრალური სქემის მეშვეობით.
ჰიპოთეზა: შესაძლოა ა.მ თავისი ქმედებით, კერძოდ ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით, რასაც მოჰყვა ბ.ს გარდაცვალება, ჩაიდინა
შედეგიანი განზრახი დამთავრებული დანაშაული, რომელიც
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
ქმედების შემადგენლობა:
ობიექტური შემადგენლობა:
სუბიექტი: ა.
ობიექტი: ბ.ს სიცოცხლე.
ქმედება: ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.
შედეგი: ბ.ს გარდაცვალება.
მიზეზობრივი კავშირი: პირობათა თეორიის თანახმად, რომ არ
გაესროლა ა.ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ბ არ გარდაიცვლებოდა და
შესაბამისად აღნიშნული მძიმე შედეგი არ დადგებოდა.
ობიექტური შემადგენლობა: რისკის თეორიის თანახმად, ა.მ რისკის
წინაშე დააყენა და საფრთხე შეუქმნა მნიშნველოვან სამართლებრივ
სიკეთეს, კერძოდ ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომ ა.ს დამდგარი მძიმე
შედეგი შეერაცხება ობიექტურად.
სუბიექტური შემადგენლობა:
ა.ს ჰქონდა როგორც ცოდნა, ასევე სურვილი(ნებელობა). შესაბამისად
ჰქონდა განზრახვა, იმის თაობაზე რომ ბ. გარდაცვლილიყო. კაზუსის
ფაბულიდან ნათლად იკვეთება, რომ სახეზე გვაქვს პირდაპირი პირველი
ხარისხის განზრახვა, ამიტომ ა.ს ეს ყოველივე შეერაცხება სუბიეტურად.
მართლწინააღმდეგობა:
კაზუსის მიხედვით ჩანს, რომ არ გვაქვს რომელიმე გარემოება, რომელიც
ა.ს ქმედების მართლწინააღმდეგობას გამორიცხავს. შესაბამისად ა.ს
ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.
ბრალი:
ა. არის ბრალეული, ვინაიდან არ გვაქვს ბრალის გამომრიცხველი
რომელიმე გარემოება.
დასკვნა: შესაბამისად, ა.მ თავისი ქმედებით, კერძოდ, ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით, რასაც შედეგად მოჰყვა ბ.ს გარდაცვალება
ჩაიდინა შედეგიანი განზრახი დამთავრებული დანაშაული, რომელიც
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

როცა განვიხილავთ ა.ს შემდეგ გადავდივართ ც.ს განხილვაზე. ანუ


პირველ რიგში ვწერთ ამსრულებელს, შემდეგ თანამონაწილეს.
ჰიპოთეზა: შესაძლოა ც.მ თავისი ქმედებით, კერძოდ ა.სთვის აგარაკის
გასაღების გადაცემით, რითაც ისარგებლა ა.მ და მის აგარაკზევე მოკლა
ბ. ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაული, კერძოდ თანამონაწილეობით- დანაშაულის დახმარება.
სსკ.24,108
ქმედების შემადგენლობა:
ობიექტური შემადგენლობა: ა) ამსრულებლის მიერ ჩადენილი
განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება: ამსრულებლის ქმედება
გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ ა.ს მიერ ბ. მოკვლა ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლაში. რადგან ა.ზე დავწერეთ და განვიხილეთ ამ
ეტაპზე აქ ასე მოკლედ უნდა დავწეროთ !!!
ბ) თანამონაწილის ( ორგანიზატორი/დამხმარე/წამქეზებელი)
ობიექტური შემადგენლობა: სახეზეა დანაშაულში დახმარება, ც.
დაეხმარა. კერძოდმან გადასცა აგარაკის გასაღები, რაც გამოიყენა ა .მ
და სწორედ ამ ადგილზე მოკლა ბ.
სუბიექტური შემადგენლობა: (ყოველთვის გვაქვს განზრახვა)!!!
ც.ს ჰქონდა როგორც ცოდნა, ასევე სურვილი (ნება), შესაბამისად ჰქონდა
განზრახვა, რომ არსებული მძიმე შედეგი დამდგარიყო. მან სწორედ ამ
განზრახვით გადასცა ა.ს გასაღები. ანუ დამხმარე მოქმედებდა
პირდაპირი განზრახვით და მას ეს ყოველივე შეერაცხება სუბიექტურად.
მართლწინააღმდეგობა:
კაზუსის მიხედვით ჩანს, რომ არ გვაქვს რომელიმე გარემოება, რომელიც
ც.ს ქმედების მართლწინააღმდეგობას გამორიცხავს. შესაბამისად ც.ს
ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.
ბრალი:
ც. არის ბრალეული პირი, ვინაიდან არ გვაქვს ბრალის გამომრიცხველი
რომელიმე გარემოება.
დასკვნა: შესაბამისად, ც.მ ა.სთვის გასაღების გადაცემით, რითაც
ისარგებლა ა.მ და ამ აგარაკზე მოკლა ბ. ჩაიდინა სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ დანაშაულის
ჩადენაში დახმარება.
სსკ. 24,108

You might also like