You are on page 1of 15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტი (ბაკალავრიატი)

სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)

(40 ქულა)

ფინალური გამოცდა

I ვარიანტი

ლექტორი: პროფ. მერაბ ტურავა

ქრისტინა უგრეხელიძე

ერთ-ერთი კაზუსი ამოხსენით სქემით

(1) უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტმა საბიაშვილმა ჩაიდინა ქმედება, რითაც მან უხეშად
დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა
უპატივცემლობა. მისმა თანაკურსელმა წეროძემ მას ურჩია, რომ სჯობდა გამოეყენებინა
პისტოლეტი, რომელიც საბიაშვილს ჯიბეში ჰქონდა და რომლის გამოყენებასაც იგი არ
აპირებდა. საბიაშვილს მოეწონა ეს იდეა, ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტი და რამდენიმეჯერ
გაისროლა სტუდენტების მიმართულებით, რასაც შედეგად მოჰყვა ორი სტუდენტის
სიკვდილი. როგორ შეფასდება საბიაშვილისა და წეროძის ქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა: (სქემით)

1-ლი ჰიპოთეზა: შესაძლოა, საბიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისთვის,


რასაც შედეგად მოჰყვა 2 სტუდენტის სიკვდილი, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისროს განზრახ მკვლელობისთვის ორი ან მეტი პირისა, რასაც
ითვალისწინებს სსკ-ის 109 მუხლის 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

I. ქმედების შემადგენლობა
1. ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: საბიაშვილი

ობიექტი: 2 სტუდენტის სიცოცხლე

ქმედება: მოქმედება, რაც გათვალისწინებულია. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.


მოქმედება სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობით არის ადამიანის ნებისგან მომდინარე
და მისი ნების ბატონობის ქვეშ მოქცეული ან მოქცევადი სოციალურად მნიშვნელოვანი
ქცება. ადამიანის მიმართულებით გასროლა წარმოადგენს აქტიურ მოქმედებას, რომელიც
საბიაშვილის ნების ბატონობის ქვეშ იყო. მაშასადამე ამ ქმედების შემადგენლობით
გათვალისწინებული მოქმედება სახეზეა.
შედეგი: აუცილებელია სსკ 109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომა - განზრახი მკვლელობა ორი ან
მეტი პირისა. აღნიშნული მკვლელობის ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი
არის ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. 2 სტუდენტი მართლაც მოკვდა. ამ ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგი სახეზეა.

მიზეზობრივი კავშირი: დასადგენია, საბიაშვილის მოქმედება იყო თუ არა მიზეზობრივ


კავშირში 2 სტუდენტის სიკვდილთან. სსკ 8 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე,
მიზეზობრივი კავშირი უნდა დადგინდეს conditio-sine-qua-non ფორმულით:
მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა ქმედება წარმოადგენდა ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ
პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან კონკრეტული
საფრთხე არ შეიქმნებოდა. რომ არა საბიაშვილის მოქმედება, კერძოდ, იარაღიდან
გასროლა, ასეთი შედეგი, კერძოდ, 2 სტუდენტის სიკვდილი, არ დადგებოდა. მაშასადამე,
საბიაშვილის მოქმედებასა და 2 სტუდენტის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი
არსებობს.

ობიექტური შერაცხვა: დასადგენია, შეერაცხება თუ არა საბიაშვილს დამდგარი შედეგი (2


სტუდენტის სიკვდილი) ობიექტურად. ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი
შედეგი პირს ობიექტურად შეერაცხება მაშინ, თუ მან ამ მოქმედებით შექმნა ან აამაღლა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც ქმედების შემადგენლობის
შესაბამის კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. საბიაშვილს დამდგარი შედეგი
ობიექტურად შეერაცხება, ვინაიდან მან შექმნა სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე
(რისკი), რომელიც 2 სტუდენტის სიკვდილში იქნა რეალიზებული.

2. სუბიექტური შემადგენლობა

სსკ-ის 109 მუხლის 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიცირებისთვის აუცილებელია


მკვლელობა მოხდეს განზრახ ორი ან მეტი პირის მიმართ. მართლაც, საბიაშვილის მიერ
იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა 2 სტუდენტი.

სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც


ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, საბიაშვილი არაპირდაპირი განზრახვით მოქმედებდა, რადგან
გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი,
მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. კაზუსის
დასაწყისში ჩანს, რომ იგი უბრალოდ „ხულიგნობდა“ და გამოხატა საზოგადოებისადმი
უპატივცემულობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მიზანი იყო მათი მოკვლა. ასევე
გასათვალისწინებელია თანამონაწილისა და ამსრულებლის ერთიანი განზრახვა. კაზუსში
არ იკვეთება პირდაპირი განზრახვა. არ ჩანს, რომ მას სურდა რომელიმე სტუდენტის
მოკვლა, მით უმეტეს, რომ ამ ქმედებისთვის იგი წეროძემ წააქეზა, მანამდე კი იგი იარაღის
გამოყენებას საერთოდ არც გეგმავდა.

განზრახვა მოიცავს ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და


ნებელობას. გაბატონებული შეხედულებით, განზრახვა აღარ წარმოადგენს ბრალის
ფორმას. იგი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანია. ქმედების შემადგენლობის
დადგენის დროს ვიხილავთ განზრახვის მხოლოდ ორ კომპონენტს, ფაქტობრივი
გარემოებების ცოდნასა და ნებელობას (ბუნებრივ განზრახვას), ხოლო მესამე კომპონენტს,
მართლწინააღმდეგობის შეგენებას ვიხილავთ ბრალის ეტაპზე, სადაც არაბოროტი
განზრახვა უკვე ბოროტ განზრახვად (dolus malus) გადაიქცევა.

მოცემულ შემთხვევაში, საბიაშვილი წააქეზა წეროძემ და აღუძრა მას დანაშაულის ჩადენის


განზრახვა. სწორედ მან განაპირობა ის, რომ საბიაშვილი გახდა ამ თანამონაწილეობის
უშუალო ამსრულებელი. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე,
საჭიროა, თავდაპირველად, განვიხილოთ ამსრულებლის (საბიაშვილის) ქმედება.
„ლიმიტირებული აქცესორულობის“ თეორიიდან გამომდინარე, თანამონაწილისთვის
აუცილებელია ამსრულებელი, ხოლო ამსრულებელს შეუძლია უმართლობა ჩაიდინოს
თანამონაწილის გარეშეც. თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველია
თანამონაწილეთა მიერ ერთიანი სისხლისსამართლებრივი უმართლობის და არა
დანაშაულის განხორციელება, რამეთუ ბრალი ინდივიდუალურია. (უმართლობა
შეიძლება ჩაიდინოს შეურაცხადმაც).

ჩვენს შემთხვევაში უშუალო ამსრულებელია საბიაშვილი, რომელმაც ცეცხლსასროლი


იარაღიდან გასროლით ჩაიდინა მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, რაზეც წეროძემ
წააქეზა. ამგვარად, სუბიექტური შემადგენლობა სახეზეა.

II. მართლწინააღმდეგობა

მოცემულ შემთხვევაში, საბიაშვილის ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა. შესაბამისად, მისი ქმედება უნდა
მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ.

III. ბრალი

მოცემულ შემთხვევაში, საბიაშვილის მიმართ არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას


ბრალუუნაროს გახდიდა. შესაბამისად იგი ბრალუნარიანია. განზრახვის მესამე
კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება, სახეზეა, ვინაიდან საბიაშვილის ქმედება
გამოიხატება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების
ცოდნაში. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების შემოწმების არავითარი
საფუძველი კაზუსის მიხედვით არ არსებობს.

დასკვნა: შესაბამისად, საბიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისთვის, რასაც


შედეგად მოჰყვა 2 სტუდენტის სიკვდილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
უნდა დაეკისროს განზრახ მკვლელობისთვის ორი ან მეტი პირისა, როგორც
ამსრულებელს, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 109 მუხლის 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

მე-2 ჰიპოთეზა: შესაძლოა, წეროძეს საბიაშვილის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით


ჩადენილი უმართლობის წაქეზებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაეკისროს სსკ-ის მიხედვით.

I. ქმედების შემადგენლობა
1. ობიექტური შემადგენლობა

ა) ამსრულებლის მიერ ჩადენილი განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.


ჩვენს შემთხვევაში წარმოდგენილია თანამონაწილეობა, სადაც წეროძე არის წამქეზებელი
და ამსრულებელია საბიაშვილი. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნებიდან
გამომდინარე, თანამონაწილეობა შეუძლებელია ამსრულებლის გარეშე. წეროძემ წააქეზა
ამსრულებელი, რომ განეხორციელებინა გასროლა იარაღიდან. ზოგადად შესაძლოა,
ამსრულებელს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი უმართლობისთვის, მაგრამ
უკვე დავადგინეთ, თუ რატომ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ბ) თანამონაწილის ობიექტური შემადგენლობა.


წეროძე არის თანამონაწილეობის სუბიექტი, კერძოდ, წამქეზებელი. წამქეზებელი არის ის,
ვინც დაიყოლია სხვა პირი (საბიაშვილი) უმართლობის ჩასადენად. წამქეზებელმა უნდა:
წააქეზოს ამსრულებელი, აღუძრას დანაშაულის ჩადენის განზრახვა, შეუქმნას
დანაშაულის ჩადენის ძლიერი მოტივი. წეროძემ ნამდვილად წააქეზა საბიაშვილი. ასევე
აღუძრა მას დანაშაულის ჩადენის განზრახვა, რადგან წეროძის მიერ წაქეზებამდე, კაზუსის
მიხედვით, საბიაშვილი არ აპირებდა იარაღის გამოყენებას. მას წეროძის იდეა მოეწონა და
მისი ქმედება განზრახვად გადაიზარდა. ამსრულებელი და თანამონაწილე ახორციელებენ
ერთსა და იმავე სისხლისსამართლებრივ უმართლობას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ
მათი ქმედებების მიზეზობრივ კავშირს დამდგარ შედეგთან, არამედ ისინი
იმავდროულად მოქმედებენ ერთიანი განზრახვით. მიზეზობრიობის თეორიის თანახმად,
მათ რომ ერთიანი განზრახვით არ ემოქმედათ შედეგი კონკრეტული ფორმით არ
დადგებოდა. ამიტომ მათი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ამასთანავე, წეროძეს ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი პირს
ობიექტურად შეერაცხება მაშინ, თუ მან ამ მოქმედებით შექმნა ან აამაღლა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც ქმედების შემადგენლობის
შესაბამის კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. წამქეზებელმა უნდა: წააქეზოს
ამსრულებელი, აღუძრას დანაშაულის ჩადენის განზრახვა, შეუქმნას დანაშაულის ჩადენის
ძლიერი მოტივი. ეს ყველაფერი სახეზეა. მართალია, წეროძე თანამონაწილეობის
სუბიექტია და უმართლობა შესაძლებელია მის გარეშეც იქნეს ჩადენილი
(აქცესორულობიდან გამომდინარე), მაგრამ სწორედ წეროძემ გააღვივა საბიაშვილში
განზრახვა.
2. სუბიექტური შემადგენლობა

ა) განზრახვა - ცოდნა და ნება იმისა, რომ ამსრულებლმა ჩაიდინოს განზრახი


მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

მოცემულ შემთხვევაში, საბიაშვილი წააქეზა წეროძემ და აღუძრა მას დანაშაულის ჩადენის


განზრახვა. სწორედ მან განაპირობა ის, რომ საბიაშვილი გახდა ამ თანამონაწილეობის
უშუალო ამსრულებელი. როგორც უკვე დავადგინეთ, საბიაშვილი მოქმედებდა
არაპირდაპირი განზრახვით, რადგან გულგრილად ეკიდებოდა შედეგის დადგომას.

ამსრულებელი და თანამონაწილე ახორციელებენ ერთსა და იმავე სისხლისსამართლებრივ


უმართლობას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მათი ქმედების მმიზეზობრივ კავშირს
დამდგარ შედეგთან, არამედ ისინი იმავდროულად მოქმედებენ ერთიანი განზრახვით.

ბ) ორგანიზების, წაქეზების ან დახმარების განზრახვა.

სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც


ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად წეროძე არაპირდაპირი განზრახვით მოქმედებდა, რადგან გაცნობიერებული
ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი,
მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. შესაძლოა, მას
არც წარმოედგინა, რომ საბიაშვილი ვინმეს მოკლავდა. კაზუსის დასაწყისში იკვეთება,
რომ ისინი „ხულიგნობდნენ“ და არ ჩანს პირდაპირი განზრახვა იმისა, რომ ან წეროძის ან
საბიაშვილის მიზანი იყო რომელიმე სტუდენტის მოკვლა. წეროძე გულგრილად
ეკიდებოდა შედეგის დადგომას და არაპირდაპირი განზრახვით წააქეზა საბიაშვილი
იარაღის გამოყენებისთვის. ამგვარად, არსებობდა განზრახვის ორივე ელემენტი - ცოდნა
და ნებელობა, იმისა, რომ ამსრულებელმა ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება,
თუმცა ეს განზრახვა იყო არაპირდაპირი.

გაბატონებული შეხედულებით, განზრახვა აღარ წარმოადგენს ბრალის ფორმას. იგი


ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანია. ქმედების შემადგენლობის დადგენის
დროს ვიხილავთ განზრახვის მხოლოდ ორ კომპონენტს, ფაქტობრივი გარემოებების
ცოდნასა და ნებელობას (ბუნებრივ განზრახვას), ხოლო მესამე კომპონენტს,
მართლწინააღმდეგობის შეგენებას ვიხილავთ ბრალის ეტაპზე, სადაც არაბოროტი
განზრახვა უკვე ბოროტ განზრახვად (dolus malus) გადაიქცევა.

II.მართლწინააღმდეგობა

მოცემულ შემთხვევაში, წეროძის ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა. შესაბამისად, მისი ქმედება უნდა
მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ.

III. ბრალი
მოცემულ შემთხვევაში, წეროძის მიმართ არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას
ბრალუუნაროს გახდიდა. შესაბამისად იგი ბრალუნარიანია. განზრახვის მესამე
კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება, სახეზეა, ვინაიდან წეროძის ქმედება
გამოიხატება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების
ცოდნაში. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების შემოწმების არავითარი
საფუძველი კაზუსის მიხედვით არ არსებობს.

დასკვნა: შესაბამისად, წეროძეს საბიაშვილის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით


ჩადენილი უმართლობის წაქეზებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
უნდა დაეკისროს სსკ-ის მიხედვით.

(2) ა.-მ უთხრა ბ.-ს: ესროლე, დათვიაო. ბ. დაუფიქრებლად ისვრის და კლავს ც.ს. ა.-ს
შეგნებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების ხასიათი და სურდა ც.-ს მოკვლა ბ.-ს ხელით.
როგორ შეფასდება ა.-სა და ბ.-ს ქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

მოცემულ კაზუსში წარმოდგენილია განზრახ მკვლელობის შუალობითი ამსრულებლობა


და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

ა-ს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის


შუალობითი ამსრულებლობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 108-ე მუხლით.
კაზუსში მოცემული გვაქვს, რომ ა-ს შეგნებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების ხასიათი და
სურდა ც-ს მოკვლა ბ-ს ხელით. შესაბამისად, სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ეს არის
პირდაპირი განზრახვა.

თავდაპირველად, განვიხილოთ შუალობითი ამსრულებლობა. შუალობითი


ამსრულებელია ის, ვინც სხვა პირის („ცოცხალი იარაღის“) მეშვეობით ჩაიდინა
სისხლისსამართლებრივი უმართლობა. „ცოცხალი იარაღი“ საქართველოს სისხლის
სამართალში არის პირი, რომელსაც ამსრულებელი იყენებს დანაშაულის ჩასადენად. მას
არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასაკის, ფსიქიკური
დაავადებების და სხვა გარემოებების გამო. გამონაკლისია, როცა დანაშაული თავიდან
აცილებადია. ამ დროს იგი შეიძლება დაისაჯოს გაუფრთხილებლობისთვის, როცა
თავიდან აცილებად შეცდომაში განზრახ იქნა შეყვანილი. ჩვენს შემთხვევაში, ბ არის
უშუალო ამსრულებელი, კერძოდ, „ცოცხალი იარაღი“, რომელიც ა-მ შეცდომაში შეიყვანა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბ-ს შეურაცხაობა არ იკვეთება (არც ასაკი, არს ფსიქიკური
დაავადება და არანაირი სხვა გარემოება), იგი შერაცხადია. თუ შერაცხადი პირი (ბ)
შეცდომაში იქნა შეყვანილი და გამოყენებული როგორც „ცოცხალი იარაღი“, იგი დაისჯება
გაუფრთხილებლობისთვის, რადგან იყო შერაცხადი და შეცდომა თავიდან აცილებადი
იყო და ამ თავიდან აცილებად შეცდომაში განზრახ იქნა შეყვანილი. შესაბამისად, რაც
შეეხება ა-ს, იგი დაისჯება როგორც შუალობითი ამსრულებელი განზრახი
დანაშაულისთვის.
შუალობითი ამსრულებლობის დროს პირი მოქმედებს ორი გარემოების ცოდნით:
1) ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშნების ცოდნა. ა-მ იცოდა, რომ ბ გასროლით
მოკლავდა ც-ს. იცოდა, რომ სწორედ ბ-ს ქმედება გამოიწვევდა ც-ს სიკვდილს, რითაც
საფრთხე ექმნებოდა ც-ს სიცოცხლეს. ამგვარად, ობიექტური ნიშნების ცოდნა სახეზეა,
რადგან ა განზრახვით მოქმედებდა.
2) ცოდნა იმისა, რომ ქმედების შემადგენლობას „ცოცხალი იარაღი“ ახორციელებს
უშუალოდ. კაზუსშიც გვაქვს მოცემული, რომ ა-ს სურდა ც-ს მოკვლა ბ-ს ხელით. სწორედ
ამ შედეგის დასადგომად იყენებდა ა ბ-ს. იცოდა, რომ ბ დათვის მოსაკლავად გასროლას
განახორციელებდა, ეს მდგომარეობა გამოიყენა და მოაკვლევინა ც.

სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც


ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. შუალობითი ამსრულებლობა
შესაძლოა ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. ამავე
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ა პირდაპირი განზრახვით მოქმედებდა, რადგან
გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.

განზრახვა მოიცავს ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და


ნებელობას. გაბატონებული შეხედულებით, განზრახვა აღარ წარმოადგენს ბრალის
ფორმას. იგი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანია. ქმედების შემადგენლობის
დადგენის დროს ვიხილავთ განზრახვის მხოლოდ ორ კომპონენტს, ფაქტობრივი
გარემოებების ცოდნასა და ნებელობას (ბუნებრივ განზრახვას), ხოლო მესამე კომპონენტს,
მართლწინააღმდეგობის შეგენებას ვიხილავთ ბრალის ეტაპზე, სადაც არაბოროტი
განზრახვა უკვე ბოროტ განზრახვად (dolus malus) გადაიქცევა.

როგორც უკვე განვიხილეთ არსებობდა შუალობითი ამსრულებლობისა და განზრახვის


ყველა ელემენტი. ა-მ იცოდა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და სურდა ეს შედეგი
დამდგარიყო „ცოცხალი იარაღის“ ხელით (ბ-ს ქმედებით). მან ბ წააქეზა მკვლელობის
ჩასადენად. შესაამისად, სახეზე გვაქვს უმართლობის ჩადენის ნებელობაც. ასევე ა-მ იცოდა
ბ-ს ობიექტური მდგომარეობის შესახებ (რომ იგი დათვს ესროდა).

რაც შეეხება ბ-ს, იგი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, რადგან ა-მ მოატყუა. სსკ-ის მე-
10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც
ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. მოცემულ კაზუსში ბ მოქმედებდა
დაუდევრობით, რადგან მას გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით
აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ბ
მოატყუე, მან არ იცოდა, რომ დათვის ნაცვლად ადამიანს ესროდა. მაგრამ, მიუხედავად
ამისა, მას ევალებოდა ასეთი შედეგის გათვალისწინება. მას არ უნდა განეხორციელებინა
გასროლა დაუფიქრებლად, რაც იკვეთება კაზუსის მოცემულობაში. მას ევალებოდა
მიზნის გაანალიზება და გაცნობერებით უნდა ან არ უნდა განეხორციელებინა გასროლა.
ამიტომ რადგან ეს შედეგი (ც-ს სიკვდილი) აცილებადი იყო, ბ-ს პასუხისმგებლობა
დაეკისრება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის, რასაც ითვალისწინებს
სსკ. ხოლო ა-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც
შუალობით ამსრულებელს განზრახი დანაშაულისთვის.

(3) სამეწარმეო საქმიანობის სფეროში წარმოშობილი დავის საფუძველზე, ახრახაძემ


გადაწყვიტა ორგანიზაცია გაეკეთებინა სულაძის მკვლელობისათვის. ამ მიზნით იგი
დაუკავშირდა ერგემლიძეს და მასთან ერთად შეიმუშავა მოქმედების კონკრეტული გეგმა.
უპირველეს ყოვლისა, ერგემლიძე დაიყოლია მკვლელობის ჩასადენად, რისთვისაც მას
ფულადი ანაზღაურების გადახდას შეჰპირდა. შეიარაღებული ერგემლიძე
მრავალსართულიანი სახლის ავტოფარეხში თავს დაესხა სულაძის ავტომანქანას, მაგრამ
შეეშალა, ვინაიდან ამ უკანასკნელის ავტომანქანაში მისი ცოლისძმა იჯდა. ერგემლიძემ
ნაცვლად სულაძისა მოკლა მისი ცოლისძმა მუჩაიძე. თავისი შეცდომის გამოსწორების
მიზნით, რათა ანაზღაურება მიეღო, ერთი საათის შემდეგ მოკვლის განრახვით ესროლა
სულაძესაც, მაგრამ ეს უკანასკნელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა. როგორ
შეფასება ერგემლიძისა და ახრახაძის ქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ კაზუსში წარმოდგენილია თანამონაწილეობა,


რადგან ახრახაძემ გადაწყვიტა ორგანიზაცია გაეკეთებინა სულაძის მოსაკლავად. ახრახაძე
არის თანამონაწილეობის სუბიექტი, კერძოდ, ორგანიზატორი. ორგანიზატორი არის ის,
ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. აგრეთვე
ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მიუხედავად იმისა,
რომ ორგანიზატორი ახრახაძე უშუალოდ არ იმყოფებოდა სულაძის მკვლელობის
ადგილას და უშუალოდ არ უსვრია იარაღიდან, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
დანაშაულის ჩადენაში, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მას სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისროს განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის როგორც
ორგანიზატორს და წამქეზებელს, რადგან დანაშაულის ჩასადენად წააქეზა ერგემლიძე,
რაზეც ანაზღაურებას შეჰპირდა. როგორც წესი, ოორგანიზატორი ისჯება ყველაზე
მკაცრად, (თუმცა არც ერგემლიძე დარჩება დაუსჯელი). არსებობს თანამონაწილეობის
აქცესორული ბუნება. ეს არ ნიშნავს, რომ ახრახაძემ და ერგემლიძემ ერთი და იგივე
უმართლობა უნდა ჩაიდინონ. აქცესორული ბუნება ნიშნავს იმას, რომ
თანამონაწილისთვის აუცილებელია ამსრულებელი (რომლის გარეშე ვერ ჩაიდენს
უმართლობას) და ამსრულებლისთვის არ არის აუცილებელი თანამონაწილე, რადგან
თვითონ უშუალოდ შეუძლია ქმედების განხორციელება. თანამონაწილეობის
დასჯადობის საფუძველი კი არის თანამონაწილეთა მიერ სისხლისსამართლებრივი
უმართლობის და არა დანაშაულის ჩადენა, რამეთუ ბრალი ინდივიდუალურია.
(უმართლობა შესაძლოა ჩაიდინოს შეურაცხადმაც). „ლიმიტირებული აქცესორული“
თეორიის თანახმად, მთავარია ამსრულებელი არსებობდეს და არ არის სავალდებულო,
რომ დაისაჯოს. მთავარია უმართლობა და არა - ბრალი. თუმცა ჩვენს შემთხვევაში
ამსრულებელი და თანამონაწილე დაისჯებიან, რადგან არ ასებობს ბრალის
გამომრიცხველი გარემოებები.

ახრახაძემ, როგორც ორგანიზატორმა, შექმნა ორგანიზაცია, სადაც ერგემლიძე დაიყოლია,


წააქეზა. მათი ორგანიზაციის ერთიანი მიზანი და განზრახვა იყო სულაძის მკვლელობა.
სულაძის მოსაკლავად ახრახაძემ ერგემლიძეს ანაზღაურებას შეჰპირდა, რაც ერგემლიძის
მიმართ დაკვალიფიცირდება როგორც განზრახ მკვლელობა ანგარებით, რასაც
ითვალისწინებს სსკ-ის 109 მუხლის 3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. ხოლო ახრახაძის მიმართ -
შეკვეთით განზრახი მკვლელობის ორგანიზება და წაქეზება.

სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც


ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. აქ განზრახვა აშკარაა, რადგან
არსებობს განზრახვის სამივე ელემენტი: ცოდნა, ნებელობა და მართლწინააღმდეგობის
შეგნება. გაბატონებული შეხედულებით, განზრახვა აღარ წარმოადგენს ბრალის ფორმას.
იგი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანია. ქმედების შემადგენლობის დადგენის
დროს ვიხილავთ განზრახვის მხოლოდ ორ კომპონენტს, ფაქტობრივი გარემოებების
ცოდნასა და ნებელობას (ბუნებრივ განზრახვას), ხოლო მესამე კომპონენტს,
მართლწინააღმდეგობის შეგენებას ვიხილავთ ბრალის ეტაპზე, სადაც არაბოროტი
განზრახვა უკვე ბოროტ განზრახვად (dolus malus) გადაიქცევა.

კერძოდ, ერგემლიძის ქმედება არის პირდაპირი განზრახვა, რადგან მას გაცნობიერებული


ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი,
ამასთანავე ასეთი შედეგისთვის იღებდა ანაზღაურებას. შესაბამისად, სუბიექტური
შემადგენლობა სახეზეა. იმავე შეგვიძლია ვთქვათ ახრახაძეზეც, რადგან სწორედ მან შემნა
ორგანიზაცია, რომლის პირდაპირი მიზანი იყო სულაძის მკვლელობა.

მოცემულ შემთხვევაში, ერგემლიძეს ჰგონია, რომ მისთვის “სასურველ” პიროვნებას კლავს,


კერძოდ, სულაძეს, მაგრამ რეალურად სახეზეა სხვა პირის სიკვდილი, კერძოდ, მუჩაიძის.
შესაბამისად, ერგემლიძემ დაუშვა შეცდომა პიროვნებაში (error in persona). შეცდომა
პიროვნებაში (error in persona) შეცდომის ერთ-ერთი სახეა.

“შეცდომა პიროვნებაში” (error in persona) შემთხვევა კვალიფიკაციისთვის


სამართლებრივად ირელევანტურია და ზეგავლენას არ ახდენს კვალიფიკაციაზე, რადგან
საქმე გვაქვს თანაბარ სამართლებრივ სიკეთეებთან და საკითხიც თანაბარი ღირებულების
თეორიის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელყოფილი სიკეთე
(მუჩაიძის სიცოცხლე) და ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის ხელყოფაც იყო
განზრახული (სულაძის სიცოცხლე), თანაბარი სამართლებრივი ღირებულების მქონე
სამართლებრივ სიკეთეებს უნდა წარმოადგენდეს და წარმოადგენს კიდეც.
ამიტომ ჩვენს შემთხვევაშიც, პიროვნებაში შეცდომა კვალიფიკაციაზე გავლენას არ
მოახდენს, რადგან სულაძის და მუჩაიძის სიცოცხლეებს სისხლის სამართალი თანაბრად
იცავს. ერგემლიძეს მუჩაიძის სიკვდილი უნდა შეერაცხოს სუბიექტურად, რადგან მისი
ქმედება სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული. კონკრეტულ მაგალითში არ არის
სავალდებულო სამართლებრივად დაცული სიკეთის ყველა დეტალის ცოდნა. საკმარისია,
გვარეობითი ნიშნების შეცნობა.

შესაბამისად, პიროვნებაში შეცდომის არსებობის მიუხედავად, განზრახვის პირველი ორი


კომპონენტი, ცოდნა და ნებელობა, სახეზეა. ერგემლიძეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ
კლავდა ადამიანს და სურდა ეს შედეგი, რისთვისაც შემდეგ ანაზღაურებას მიიღებდა.

რაც შეეხება ობიექტურ შემადგენლობას სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი. ერგემლიძემ


ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მუჩაიძე. სსკ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილიდან
გამომდინარე, მიზეზობრივი კავშირი უნდა დადგინდეს conditio-sine-qua-non
ფორმულით: მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა ქმედება წარმოადგენდა
ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის ან კონკრეტული საფრთხის
აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან
კონკრეტული საფრთხე არ შეიქმნებოდა. რომ არა ერგემლიძის მოქმედება, კერძოდ,
იარაღიდან გასროლა, ასეთი შედეგი, კერძოდ, მუჩაიძის სიკვდილი, არ დადგებოდა.
მაშასადამე, ერგემლიძის მოქმედებასა და მუჩაიძის სიკვდილს შორის მიზეზობრივი
კავშირი არსებობს პირობათა თეორიის თანახმად.

ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი პირს ობიექტურად შეერაცხება მაშინ,


თუ მან ამ მოქმედებით შექმნა ან აამაღლა სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი),
რომელიც ქმედების შემადგენლობის შესაბამის კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული.
ერგემლიძეს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება, ვინაიდან მან შექმნა
სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე (რისკი), რომელიც მუჩაიძის სიკვდილში იქნა
რეალიზებული. ამგვარად, ობიექტური შემადგენლობაც სახეზეა და არ იკვეთება
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა და არ
იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას ბრალუუნაროს გახდიდა. ერგემლიძეს მუჩაიძის
მიმართ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახი
მკვლელობისთვის ანგარებით, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 109 მუხლის 3 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი.

როგორც ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა ერგემლიძემ ანაზღაურება მიიღო თუ არა მუჩაიძის


მკვლელობისთვის, რომ მას მუჩაიძის მკვლელობისთვის დაეკისროს პასუხისმგებლობა,
მაგრამ იმის შიშით, რომ ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, ერგემლიძემ სულაძესაც ესროლა.
მისთვის საუბედუროდ, ექიმებმა სულაძის გადარჩენა შეძლეს, ამიტომ მისი ეს დანაშაული
დაკვალიფიცირდება როგორც დაუმთავრებელი.

მოცემულ კაზუსში შედეგი, კერძოდ, სულაძის სიკვდილი არ დადგა, შესაბამისად,


წარმოდგენილია მოქმედებით ჩადენილი განზრახი დანაშაულის მცდელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუმთავრებელი
დანაშაულის ორ სახეს: მომზადება (სსკ 18 მუხლი) და მცდელობა (სსკ 19 მუხლი). ორივე
მათგანი წარმოადგენს განზრახი დანაშაულის ჩადენის სტადიებს.

დაუმთვრებელი დანაშაულის დროს შეინიშნება ქმედების ობიექტურ და სუბიექტურ


შემადგენლობათა დისპროპორციულობა, რადგან სუბიექტური შემადგენლობისგან
განსხვავებით, ობიექტური შემადგენლობა ან არ არის დაწყებული (მომზადება) ან
სრულად არ არის განხორციელებული (მცდელობა). ჩვენს შემთხვევაში, ერგემლიძის
ქმედების ობიექტური შემადგენლობა არ არის სრული, რადგან შედეგი არ გვაქვს სახეზე
(სულაძე ექიმებმა გადაარჩინეს). დაუმთავრებელ დანაშაულს ახასიათებს სამი ნიშანი:
დანაშაული არ არის დამთავრებული, არსებობს დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება
და დანაშაულის ჩადენა უშუალოდ დაწყებულია (მცდელობა) ან მისი ჩადენისთვის
პირობებია შექმნილი (მომზადება). ჩვენს კაზუსში დაუმთავრებელი დანაშაულის სამივე
ნიშანი წარმოდგენილია.

სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, ჩვენი შემთხვევა არის მცდელობა, რადგან დანაშაულის
მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო
დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. თავის მხრივ
მცდელობა არის ორი სახის: დამთავრებული და დაუმთავრებელი. მცდელობის დროს
ადგილი აქვს ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებას
შედეგისკენ უშუალოდ მიმართული ქმედების ჩადენით. ერგემლიძის მცდელობა იყო
დამთავრებული, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგა, ეს არის
დამთავრებული მცდელობა. მან დაასრულა თავისი ქმედება, რომელსაც მისი
წარმოდგენით სულაძის სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა. ერგემლიძისთვის სასურველი
შედეგის დადგომას მხოლოდ ექიმების დახმარებამ შეუშალა ხელი. ექიმები რომ არა,
სულაძე გარდაიცვლებოდა.

ამასთან ეს არის დაუმთავრებელი დანაშაული, სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული


დანაშაულის შედეგი არ დადგა. მცდელობის დასჯადობის საფუძველიც არის დანაშაულის
შემადგენლობით გათვალისწინებული სამართლებრივად დასაძრახი განზრახი ქმედების
ჩადენა, რომელიც კონკრეტულ შედეგში არ იქნა რეალიზებული. ამგვარად, ჩადენილია
დაუმთავრებელი დანაშაული, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

სწორედ სუბიექტურ და ობიექტურ შემადგენლობათა დისპროპორციულობის გამო


სისხლის სამართალში გამოიყენება დუალისტური თეორია. დუალისტური თეორია
ახდენს სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების კომბინაციას. სუბიექტური
მომენტის მნიშვნელობის უარყოფის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვერ დასაბუთდება
დანაშაულის მომზადებისა და მცდელობისთვის, ხოლო ობიექტური მომენტის გარეშე
ვერ დადგინდება განსხვავება მომზადებას, მცდელობას და დაუმთავრებელ დანაშაულს
შორის. სუბიექტური შემადგენლობა გამოიხატება პირის მიერ ქმედების შემადგენლობით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენის თაობაზე საბოლოო და მყარი გადაწყვეტილების
მიღებასა და შედეგის დადგომის მინიმუმ შეგნებულად დაშვებაში. ერგემლიძე
შეგნებულად უშვებდა სასიკვდილო შედეგის დადგომას, მას ანაზღაურების მიღება სურდა
და ამისთვის ესროლა სულაძეს. ეს იყო განზრახი ქმედება, რაც გამოიხატა განზრახვის
სამივე ელემენტის არსებობაში: ცოდნა, ნებელობა და მართლწინააღმდეგობის შეგნება.

მიუხედავად იმისა, რომ ერგემლიძისთვის სასურველი შედეგი (სულაძის სიკვდილი) არ


დადგა, იგი დაისჯება ანგარებით მკვლელობის დამთავრებული მცდელობისთვის (მან
გასროლა მოახდინა და ექიმებს რომ არ გადაერჩინათ, სულაძე მოკვდებოდა, ამიტომ
მცდელობა დამთავრებულია), რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 19 და 109 მუხლები.

მთლიანობაში, არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე


გარემოების არსებობა და არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას ბრალუუნაროს
გახდიდა. ასევე განზრახვის მესამე კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება,
სახეზეა.

ამგვარად, ერგემლიძის ქმედება მუჩაიძის მიმართ შეფასდება როგორც განზრახი


მკვლელობა ანგარებით; ერგემლიძის ქმედება სულაძის მიმართ - განზრახი მკვლელობის
მცდელობა ანგარებით; ახრახაძის ქმედება - შეკვეთით განზრახი მკვლელობის
ორგანიზება და წაქეზება. ახრახაძე არ აგებს პასუხს ერგემლიძის შეცდომისთვის, ამიტომ
მუჩაიძის მიმართ მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან ერგემლიძის ეს ქმედება
იყო ექსცესი. ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა
თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა.

(4) ა.-მ მეზობლის 13 წლის ბიჭი გამოიყენა დანაშაულის იარაღად. კერძოდ, წააქეზა იგი
მკვლელობის ჩასადენად. ამასთან, წამქეზებელს ეგონა, რომ ბიჭი 14 წლის ასაკს
გადაცილებული იყო. სინამდვილეში წამქეზებელმა შეცდომა დაუშვა და დანაშაული
ჩაადენინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ შეურაცხად
პიროვნებას. როგორ შეფასდება ა.-ს ქმედება? პასუხი დაასაბუთეთ!

ამოხსნა:

შესაძლოა, ა-ს ბიჭის „ცოცხალ იარაღად“ გამოყენებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა
პირის სიკვდილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს განზრახი
მკვლელობისთვის, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 108-ე მუხლი.

თავდაპირველად, განვიხილოთ „ცოცხალი იარაღის“ მიერ სისხლისსამართლებრივი


უმართლობის ჩადენა.
„ცოცხალი იარაღის“ საქართველოს სისხლის სამართალში არის პირი, რომელსაც
ამსრულებელი იყენებს დანაშაულის ჩასადენად. მას არ ეკისრება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასაკის, ფსიქიკური დაავადებების და სხვა
გარემოებების გამო. გამონაკლისია, როცა დანაშაული თავიდან აცილებადია. ამ დროს იგი
შეიძლება დაისაჯოს გაუფრთხილებლობისთვის, როცა თავიდან აცილებად შეცდომაში
განზრახ იქნა შეყვანილი.

ჩვენს შემთხვევაში „ცოცხალი იარაღი“ (ბიჭი) არის 13 წლის, შესაბამისად, იგი


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი შეურაცხადი პირია და
მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ
ბიჭი უშუალო ამსრულებელია.

ჩვენს შემთხვევაში ბიჭი რომ 14 წლის ასაკს მიღწეული ყოფილიყო, იგი დაისჯებოდა
გაუფრთხილებლობისთვის, რადგან აღნიშნული შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი
იყო იმით, რომ უბრალოდ არ ემოქმედა მკვლელობის ჩასადენად.

ამგვარად, ბიჭმა („ცოცხალმა იარაღმა“) ჩაიდინა მკვლელობის უმართლობა, მაგრამ ასაკის


გამო მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

ასევე დასადგენია, „ცოცხალი იარაღის“ დაყოლიება სისხლისსამართლებრივი


უმართლობის ჩასადენად.
ა შესაძლოა ყოფილიყო წამქეზებელი, რადგან დაიყოლია სხვა პირი განზრახი
დანაშაულის ჩასადენად. წამქეზებელმა უნდა წააქეზოს ამსრულებელი (ბიჭი), აღუძრას
დანაშაულის ჩადენის განზრახვა, შეუქმნას მას დანაშაულის ჩადენის ძლიერი მოტივი.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭი წარმოადგენდა „ცოცხალ იარაღს“ და ა-მ შეცდომა
დაუშვა თავისი წარმოდგენით „ცოცხალი იარაღის“ ბუნებასთან დაკავშირებით. ამიტომ
ობიექტური თეორიის თანახმად, ა-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა
დაეკისროს როგორც შუალობით ამსრულებელს. იგი ამსრულებელია, რადგან მან
დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის („ცოცხალი იარაღის“) მეშვეობით, რომელსაც არ
ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ობიექტური თეორიიდან
გამომდინარე, ა-ს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს უშუალო ამსრულებლის (ბიჭის)
ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე და არა წამქეზებლის სუბიექტური
წარმოდგენის მიხედვით.

შუალობითი ამსრულებლობისთვის სავალდებულოა ქმედებაზე ბატონობის არსებობა. ეს


იმას ნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ვითარების კონტროლი უნდა ყოფილიყო ა-ს ხელში.
ე.წ. ქმედებაზე ბატონობის თეორია ითვალისწინებს იმას, რომ დანაშაულს ობიექტურად
ჰყავს უშუალო ამსრულებელი (ბიჭი), რომელსაც ა იყენებს „ცოცხალ იარაღად“, და სხვა
პირის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულის ჩადენა მოითხოვს პირის შეუარცხაობას ან მის
ნებაზე ბატონობას. ა ბატონობდა ბიჭის ნებაზე, რომელიც წააქეზა დანაშაულის
ჩასადენად. ბიჭი კი ასაკის გამო იყო შეურაცხადი.

რაც შეეხება სუბიექტურ შემადგენლობას, განსახილველია განზრახვა - ცოდნა და


ნებელობა იმისა, რომ „ცოცხალმა იარაღმა“ ჩაიდინოს სისხლისსამართლებრივი
უმართლობა.
სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც
ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. შუალობითი ამსრულებლობა
შესაძლოა ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. ამავე
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ა პირდაპირი განზრახვით მოქმედებდა, რადგან
გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.

განზრახვა მოიცავს ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნასა და


ნებელობას. გაბატონებული შეხედულებით, განზრახვა აღარ წარმოადგენს ბრალის
ფორმას. იგი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანია. ქმედების შემადგენლობის
დადგენის დროს ვიხილავთ განზრახვის მხოლოდ ორ კომპონენტს, ფაქტობრივი
გარემოებების ცოდნასა და ნებელობას (ბუნებრივ განზრახვას), ხოლო მესამე კომპონენტს,
მართლწინააღმდეგობის შეგენებას ვიხილავთ ბრალის ეტაპზე, სადაც არაბოროტი
განზრახვა უკვე ბოროტ განზრახვად (dolus malus) გადაიქცევა.

ა-მ იცოდა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და სურდა ეს შედეგი დამდგარიყო


„ცოცხალი იარაღის“ ხელით (ქმედებით). მან ბიჭი წააქეზა მკვლელობის ჩასადენად.
შესაამისად, სახეზე გვაქვს ნებელობა. ასევე ა-მ იცოდა ბიჭის ობიექტური მდგომარეობის
შესახებ (რომ იგი უნდა ყოფილიყო 14 წელს გადაცილებული). ამიტომ არსებობს
განზრახვის ორივე ელემენტი.
შუალობითი ამსრულებლობის დროს პირი მოქმედებს 2 გარემოების ცოდნით:

1) ცოდნა იმისა, რომ ქმედების შემადგენლობას „ცოცხალი იარაღი“ ახორციელებს


უშუალოდ. ა-მ განიზრახა სისხლისსამართლებრივი უმართლობის ჩადენა სწორედ ბიჭის
მეშვეობით. ამაში გამოიხატა ა-ს შუალობითი ამსრულებლობის ბუნება.

2) ობიექტური ნიშნების ცოდნა. ობიექტური ნიშნების ცოდნა გამოიხატება იმაში, რომ ა-მ
მისი წარმოდგენით, იცოდა ბიჭის ასაკი (ეგონა, რომ 14-ს გადაცილებული იყო) და
გამოიყენა, როგორც „ცოცხალი იარაღი“. იგი თავისი წარმოდგენით აცნობიერებდა ბიჭის
ობიექტურ მდგომარეობას და სურდა ეს შედეგი (მკვლელობა „ცოცხალი იარაღის“
გამოყენებით). აქ ამსრულებელი შეცდომას უშვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ქმედების
კვალიფიკაციის საკითხის სწორად გადაწყვეტა. არსებობს ობიექტური და სუბექტური
თეორიები. სუბიექტური თეორიის მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება
სუბიექტური წარმოდგენის მიხედვით. ობიექტური თეორიიდან გამომდინარე კი, ა-ს
პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს უშუალო ამსრულებლის (ბიჭის) ობიექტური
მდგომარეობიდან გამომდინარე და არა წამქეზებლის სუბიექტური წარმოდგენის
მიხედვით. ჩვენ ვიყენებთ ობიექტურ და არა სუბიექტურ თეორიას, რადგან ა-მ
ობიექტურად წააქეზა ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წამქეზებლის
სუბიექტური წარმოდგენაც (ა-ს ეგონა, რომ ბიჭი 14+ ასაკისაა, სინამდვილეში კი 13-ის
იყო).
ამგვარად, ა-ს მხრიდან არსებობდა განზრახვა იმისა, რომ „ცოცხალმა იარაღმა“ (ბიჭმა)
ჩაიდინოს სისხლისსამართლებრივი უმართლობა.
შემდეგ დასადგენია, „ცოცხალი იარაღის“ სისხლისსამართლებრივი უმართლობის
ჩასადენად გამოყენების განზრახვა.
ა-ს ეგონა, რომ ბიჭი 14 წელს გადაცლებული იყო და სწორედ ამიტომ გამოიყენა ის
„ცოცხალ იარაღად“. შესაძლოა ვივარაუდოთ, ა-ს რომ ცოდნოდა ბიჭის ნამდვილი ასაკი
მას არ გამოიყენებდა იარაღად. სავარაუდოდ, ბიჭი იმიტომ გამოიყენა, რომ იცოდა,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის შესახებ.

ა-ს ჰქონდა განზრახვა როგორც ბიჭის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების


განხორციელების მიმართ, ისე ქმედებაზე ბატონობის განხორციელებასთან
დაკავშირებით.
ე.წ. ქმედებაზე ბატონობის თეორია ითვალისწინებს იმას, რომ დანაშაულს ობიექტურად
ჰყავს უშუალო ამსრულებელი (ბიჭი), რომელსაც ა განზრახ იყენებს „ცოცხალ იარაღად“,
და სხვა პირის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულის ჩადენა მოითხოვს პირის შეუარცხაობას
ან მის ნებაზე ბატონობას. ა ბატონობდა ბიჭის ნებაზე, რომელიც წააქეზა დანაშაულის
ჩასადენად. ბიჭი კი ასაკის გამო იყო შეურაცხადი. ამგვარად, ა სისხლისსამართლებრივი
უმართლობის ჩასადენად განზრახ იყენებდა ბიჭს („ცოცხალ იარაღს“).

მოცემულ შემთხვევაში, ა-ს ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა. შესაბამისად, მისი ქმედება უნდა
მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ.

ასევე მოცემულ შემთხვევაში, ა-ს მიმართ არ იკვეთება ისეთი ნიშანი, რომელიც მას
ბრალუუნაროს გახდიდა. შესაბამისად იგი ბრალუნარიანია. განზრახვის მესამე
კომპონენტიც, მართლწინააღმდეგობის შეგნება, სახეზეა, ვინაიდან ა-ს ქმედება
გამოიხატება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების
ცოდნაში. ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების შემოწმების არავითარი
საფუძველი კაზუსის მიხედვით არ არსებობს.

შესაბამისად, ა-ს ბიჭის „ცოცხალ იარაღად“ გამოყენებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა


სიკვდილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შუალობითი
ამსრულებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 108-ე
მუხლი.

You might also like