You are on page 1of 42

ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია

1. მეცნიერული კვლევის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ქართული


სამართლებრივი აზრის ისტორიის შესასწავლად.
პასუხი :
დიალექტიკური, ფორმალურ-ლოგიკური, სისტემური და შედარებით-
ისტორიული კვლევის მეთოდები.

2. ეტაპები რომლებსაც სურგულაძე გამოყოფს (პერიოდიზაცია)


პასუხი :
ა) IV-VIII საუკუნეები - ადრეფეოდალიზმის ხანა;
ბ) IX-X საუკუნეები - ფეოდალიზმის მომწიფების ხანა;
გ) XI-XV საუკუნეები - საქართველოს გაერთიანების და ერთიანი ფეოდალური
სახელმწიფოს ხანა;
დ) XVI-XVIII საუკუნეები - საქართველოს დაქუცმაცებულობის ხანა.

3. რას სწავლობს ქართული სამართლებრივი აზროვნების ისტორია?


პასუხი :
საქართველოში ისტორიულად არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ
იდეებს, თეორიებს, შეხედულებებს, დოქტრინებს, კონცეფციებს ისტორიულ
ასპექტში, ე.ი. მათი წარმოშობის, განვითარების და დასრულებული სახით
ჩამოყალიბების პროცესს.

4. პროტესტის როგორ ფორმას მიმართა ქართლის ქრისტიანულმა


საზოგადოებამ ვარსქენის მიერ შუშანიკის წამებისას?
პასუხი :
საზოგადოების პროტესტი მხოლოდ იმაში ვლინდება, რომ შუშანიკს ჩუმად,
ვარსქენისაგან მალულად ამხნევებენ და ანუგეშებენ.

5. შუა საუკუნეების საერო და საეკლესიო მსოფლმხედველობის ძირითადი


განმასხვავებელი ნიშანი შუშანიკის წამების მიხედვით.
პასუხი :
საეკლესიო მსოფლმხედველობისათვის ჭეშმარიტი და რეალური ზეციურია,
ხოლო საეროსათვის - ამქვეყნიური.

6. სად და რომელ საუკუნეში ვითარდება აგათია სქოლასტიკოსის მიერ


აღწერილი აიეტისა და ფარტაძეს მონაწილეობით მიმდინარე მოვლენები?
პასუხი :
კოლხეთის სამეფოში, VI საუკუნეში.

7. რომელი ქვეყნის ხელქვეითობაზეა ორიენტირებული აიეტი და რომელის


ფარტაძე?
პასუხი :
აიეტი იხრება ირანისაკენ, ხოლო ფარტაძე - ბიზანტიისაკენ.

8. რომელ სამ კატეგორიას ასახელებს ფარტაძე გუბაზის მკვლელობისათვის


დასასჯელად?
პასუხი :
ა) ვინც საკუთარი ხელებით ჩაიდინა მკვლელობა;
ბ) რომლებსაც შეეძლოთ შეეფერხებინათ ეს მკვლელობა და არ შეაფერხეს;
გ) რომელთაც ეს მკვლელობა გაეხარდათ და არც თუ ისე აღშფოთდნენ.

9. რომელ ორატორს, აიეტს თუ ფარტაძეს, დაუჭირა მხარი სახალხო კრებამ და


რატომ?
პასუხი :
მხარდაჭერა მიიღო ფარტაძემ, რადგან ის ყურადღებას ამახვილებდა
ბიზანტიელების ქრისტიანობაზე. მისი თქმით მკვლელობა ჩაიდინა ორმა პირმა
და არა მთელმა ბიზანტიამ.

10. სად და რომელ საუკუნეში ვითარდება მოვლენები „ევსტათი მცხეთელის


მარტვილობის“ მიხედვით?
პასუხი :
ქართლში, VI საუკუნეში.

11. ვინ განაგებდა ქართლს „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის მიხედვით“ ?


პასუხი :
სპარსეთის მოხელე მარზპანი.

12. რომელ ორ ძირითად გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას „ევსტათი


მცხეთელის მარტვილობის ავტორი“ ?
პასუხი :
ა) ქრისტიანობისათვის წამებაზე;
ბ) წამებულის არაქართველობაზე.
13. რომელ სახელმწიფო მოხელეს უნდა განეხილა ევსტათი მცხეთელის საქმე და
რატომ?
პასუხი :
მარზპანს უნდა განეხილა, რადგან სპარსელის გაქრისტიანება სასტიკად
იდევნებოდა, ასეთ პირს პატიმრობა და „აღბმაი ძელსა“ ემუქრებოდა, ამიტომ
ასეთი საქმეები მხოლოდ მარზპანის კომპეტენციაში შედიოდა.

14. ტერმინ „მამულის“ განმარტება ევსტათი მცხეთელის მარტვილობის


მიხედვით
პასუხი :
„მამული“ ნიშნავს მამისეულს ევსტათი მცხეთელის მარტვილობის მიხედვით,
საერთოდ კი ეროვნულსაც.

15. რატომ გაანთავისუფლა მარზპანმა სტეფანე და რატომ არა ევსტათი


მცხეთელი?
პასუხი :
სტეფანე არ იყო სპარსელი და მისი დედ-მამაც ქრისტიანები იყვნენ, მარზპანი კი
ებრძოდა სპარსელის გაქრისტიანებას. ანუ სარწმუნოება და ეროვნება ამ
შემთხვევაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

16. სად და რომელ საუკუნეში ვითარდება იოანე საბანისძის მიერ აღწერილი


მოვლენები?
პასუხი :
ქართლში, VIII საუკუნის მეორე ნახევარში.

17. ვინ იყო „აბო თბილელის მარტვილობის“ ავტორი, ვისი ინიციატივით


შეიქმნა ეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები და რატომ?
პასუხი :
ავტორია იოანე საბანისძე, მან ეს ნაწარმოები შექმნა ქართლის კათალიკოს
სამოელის ინიციატივით (თხოვნით). ნაწარმოები შეიქმნა იმ იმზნით, რომ არაბი
აბოს ცხოვრება სამაგალითო ყოფილიყო ქართლის მცხოვრებთათვის.

18. ქართველი ხალხის გადაგვარების ძირითადი მიზეზი იოანე საბანისძის


შეხედულებით
პასუხი :
გადაგვარების ძირითადი მიზეზია „უცხო“ ხალხის სარწმუნოების და ზნე-
ჩვეულების შემოჭრა ქართველობაში. უცხო ერთან აღრევა.
19. „აბო თბილელის მარტვილობის“ მიხედვით ვინ უდგას ქართლს სათავეში
VIII საუკუნის მეორე ნახევარში და არის თუ არა ის დამოუკიდებელი?
პასუხი :
ამ დროს ქართლს სათავეში უდგას ერისმთავარი, თუმცა VIII საუკუნის მეორე
ნახევარში იგი არაბთა ამირაზეა დამოკიდებული.

20. საქართველოს რომელ რეგიონში და რომელ საუკუნეში ვითარდება ბასილი


ზარზმელის აღწერილი მოვლენები?
პასუხი :
IX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში. ნაწარმოებში ნახსენებია ძინძეს
მიდამოები.

21. ვის და რატომ ანიჭებს ბასილი ზარზმელი უპირატესობას ეკლესიასა და


სახელმწიფოს შორის დაპირისპირებისას?
პასუხი :
ბასილი ზარზმელის აზრით ეკლესიას უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოც,
ვინაიდან ეკლესიის მსახური ღვთის მსახურია, ე.ი. ეკლესია ღვთის
განკარგულებას ასრულებს.

22. მიწით სარგებლობის რომელ პრინციპზე მიგვანიშნებს ტერმინი „საძმო“


ბასილი ზარზმელის ნაწარმოების მიხედვით?
პასუხი :
მიწათსარგებლობა თემური წყობილების პრინციპზე იყო დამყარებული.

23. ბასილი ზარზმელის ნაწარმოების მიხედვით რატომ იყვნენ „საძმოს“ წევრები


მონასტრის მშენებლობის წინააღმდეგი?
პასუხი :
მონასტერი მათ მიწებს წაართმევდა და დაბეგრავდა.

24. მემკვიდრეობის გადაცემის 2 წესი ზარზმელის ნაწარმოების მიხედვით


პასუხი :
ა) „მსოფლიო წესი“- როცა მამული გადადის მამიდან შვილზე;
ბ) ანდერძით საკუთრების გადაცემა.

25. ქალის უფლება მემკვიდრეობაზე (ზარზმელი)


პასუხი :
გათხოვილ ქალს მამის ქონებაზე ხელი არ მიუწვდებოდა.
26. სად და რომელ საუკუნეში ვითარდება გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილი
მოვლენები?
პასუხი :
ტაო-კლარჯეთში, VIII-IX საუკუნეებში.

27. რომელი საუკუნის მოღვაწეა გიორგი მერჩულე?


პასუხი :
X საუკუნის.

28. ინგოროყვას მტკიცებით რომელი სპეციალობის აღმნიშვნელი ტერმინია


„მერჩულე“?
პასუხი :
საეკლესიო სამართლის სპეციალისტის, სჯულის მოძღვრის.

29. გიორგი მერჩულეს ნაწარმოების მიხედვით აქვს თუ არა სახელმწიფოს


ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება და პირიქით?
პასუხი :
ეკლესიას აქვს უფლება ჩაერიოს სახელმწიფო, საერო საკითხებში, სახელმწიფო კი
არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში.

30. ხანძთელის განმარტებით რას ნიშნავს და ვის მოეთხოვება „საღმრთო


სიმდაბლე“?
პასუხი :
ეს ტერმინი ნიშნავს დისციპლინას, უფროსისადმი მორჩილებას, რაც მოეთხოვება
ეკლესიის მსახურს, მონასტრის ბერს.

31. ხანძთელის განმარტებით რა მოვალეობა აკისრია ეკლესიას


ქრისტიანობისათვის მებრძოლი მეფის მიმართ?
პასუხი :
ეკლესია მხარში უნდა ამოუდგეს, დახმარება გაუწიოს ასეთ მეფეს.

32. როგორი უნდა იყოს მეფე გრიგოლ ხანძთელის აზრით?


პასუხი :
ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე და კარგი
მეომარი.

33. როგორ ასაბუთებს ხანძთელი აშოტ კურაპალატის ხელისუფლების


სიმტკიცეს?
პასუხი :
სიმტკიცეს გრიგოლი ასაბუთებს აშოტის ბიბლიური წარმოშიბით. აშოტის გვარი
დავით წინასწარმეტყველისაგან მომდინარეობს, მაშასადამე ეკლესიაც მთელი
თავისი არსებით მხარს უჭერს მას.
34. უშვებს თუ არა გრიგოლ ხანძთელი ეკლესიის ჩარევას სახელმწიფოს
საქმეებში? (მოიყვანეთ მაგალითი)
პასუხი :
ხანძთელი უშვებს ეკლესიის ჩარევას. მაგ: გრიგოლი ჩაერია კურაპალატის ოჯახის
საქმეებში, მანვე ამხილა ადარნასე ხელმწიფე, რომელსაც „სიძვის დიაცი“ ყავდა.

35. მერჩულეს მიხედვით რა ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ქალ-


ვაჟის ქორწინება?
პასუხი :
ა) შეუღლება დასაშვებია სოციალურად ერთ საფეხურზე მყოფ პირებს შორის;
ბ) ქორწინება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით.

36. ბრალის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები მერჩულეს


მიხედვით
პასუხი :
დამამძიმებელია მოსყიდვით მკვლელობა, ხოლო შემამსუბუქებელი
გარემოებაა, როცა მოკლულს, დაზარალებულს ჰქონდა ჩადენილი
დანაშაული მკვლელის მიმართ.

37. რომელია სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი


ნაშრომი, რომელიც ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა?
პასუხი :
„მცირე სჯულისკანონი“.

38. სურგულაძისეული ბრალის განმარტება


პასუხი :
ბრალი არის პირის ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი
მოქმედებისადმი.

39. ბრალის ფორმები ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით


პასუხი :
ნებისმიერი ე.ი განზრახვით (ნებსითი) და უნებური (უნებლიე)
40. ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით რა გარემოებები უნდა
გაეთვალისწინებინა მოსამართლეს სასჯელის შეფარდებისას?
პასუხი :
მოსამართლემ უნდა შეისწავლოს დამნაშავის პიროვნება, დანაშაულის
ჩადენის მიზეზი, ბრალი ანუ დამნაშავის ნების მონაწილეობა დანაშაულის
ჩადენაში.

41. ეკლესიაში მმართველობის რომელი მიმართულების წარმომადგენელია


გიორგი მთაწმინდელი?
პასუხი :
დემოკრატიული მიმართულების.

42. გიორგი მცირის გადმოცემით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვის უჭერს


მხარს გიორგი მთაწმინდელი?
პასუხი :
მეფის ხელისუფლებას.

43. რა დამოკიდებულებეაა მიწიერ და ზეციურ ცხოვრებას შორის გიორგი


მთაწმინდელის მიხედვით/აზრით?
პასუხი :
მიწიერი ცხოვრება ეწინააღმდეგება ზეციურს. ადამიანმა ეს წინააღმდეგობა
უნდა მოხსნას მიწიერის (ხორცის) დათრგუნვით, ღვთიური სიყვარულის
გამო დათმოს მაცდური, მიწიერი სიყვარული.

44. რას დევნიდა რა რას ახალისებდა გიორგი მთაწმინდელი სამონასტრო


ცხოვრებაში?
პასუხი :
გიორგი მთაწმინდელი დევნიდა ყიდვა-გაყიდვას ბერების მხრივ, ის
ახალისებდა ფიზიკურ შრომას, ტვირთის ზიდვას, ვენახის დამუშავებას და
სხვა.

45. გიორგი მცირის მიხედვით როგორ ხდებოდა მონასტრის საერთო საქმეზე


გადაწყვეტილების მიღება ექვთიმე მთაწმინდელის მიერ? (ექვთიმე
მთაწმინდელი შეცდომითაა მგონი და ეს არის „იოანე და ექვთიმე“)
პასუხი :
ეთათბირება ბერებს და მათ გარეშე არ წყვეტს არცერთ საკითხს.
46. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ვის წინააღმდეგ აღლესა „მახვილი
მხილებისა“ გიორგი მთაწმინდელმა?
პასუხი :
მეფეთა მიმართ.

47. რა მოიმოქმედა გიორგი მთაწმინდელმა საეკლესიო მმართველობაში


დემოკრატიული რეფორმის გასატარებლად და როგორ ასაბუთებს ამ
გადაწყვეტილების სისწორეს გიორგი მცირე?
პასუხი :
მთაწმინდელმა დაბალ წრეებში შეაგროვა 80 ბავშვი და წაიყვანა ათონს
საეკლესიო თანამდებობებისთვის მოსამზადებლად, რათა ჩაენაცვლებინათ
უგვარო, უღირსი მოხელეები.
გიორგი მცირე ასე ამართლებს ბავშვების წაყვანას: იოსები მონა იყო და
ეგვიპტის მეფე გახდა, დავითი მწყემსი და წინასწარმეტყველი გახდა. ე.ი.
ყველაფერი ადამიანის პირად ღირსებაზეა დამოკიდებული და არა
სიმდიდრეზე.

48. ვინ იყო ქართველების მამამთავარი ლეონტი მროველის თეორიის


მიხედვით?
პასუხი :
თარგამოსი, შვილი თარშისა, უკანასკნელი კი იაფეტისა.

49. ვის წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა ფარნავაზს და ქუჯის და რა შედეგით


დასრულდა ეს ბრძოლა?
პასუხი :
ბრძოლა მოხდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დათოვებულ მმართველ
აზონთან. გაიმარჯვა ფარნავაზმა და ქუჯიმ და განდევნეს მტერი
ქართლიდან.

50. ვის დაუმორჩილა ფარნავაზმა ერისთავები?


პასუხი :
სპასპეტს.

51. ფარნავაზ მეფის დანაწესით ვინ იყვნენ ერისთავს დაქვემდებარებული


მოხელეები?
პასუხი :
სპასალარი და ათისთავი.
52. დაასახელეთ ქვეყანა რომლის მზგავსი სახელმწიფო წყობილებაც განაწესა
ფარნავაზმა ქართლში
პასუხი :
სპარსეთი.

53. რა უწოდა ფარნავაზმა 1000 ბერძენ მეომარს, რომლებიც მას დაეხმარნენ


აზონის წინააღმდეგ?
პასუხი :
აზნაურნი.

54. ვისთან აიგივებს ლეონტი მროველი აზნაურს?


პასუხი :
ფეოდალთან.

55. ლეონტი მროველის მიხედვით ვისთან ერთად ხდებოდა მცხეთის


მამასახლისების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება?
პასუხი :
ხალხთან ერთად, ანუ სახალხო კრება არსებობდა.

56. წყაროები, რომლის მიხედვითაც ვსწავლობთ აღმაშენებლის სამართლებრივ


შეხედულებებს
პასუხი :
ა) „გალობანი სინანულისანი“;
ბ) 1123 და 1125 წლის ანდერძები;
გ) „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“;
დ) დავითის ისტორიკოსის ნაშრომი.

57. ვინ უნდა ყოფილიყო გელათის აკადემიის რექტორი?


პასუხი :
მოძღვართ მოძღვარი.

58. „გალობანი სინანულისანის“ მიხედვით ვისგან მომდინარეობს მეფის


ხელისუფლება და ვის წინაშე არიანი მეფენი ანგარიშვალდებულნი?
პასუხი :
მეფობა მომდინარეობს ღვთისგან და მეფენი მის წინაშე არიან
ანგარიშვალდებულნი.(„ქედმოდრეკილად“ და „მუხლმოდრეკილად“
„აღსარება“ უთხრან მას).
59. „გალობანი სინანულისანის“ მიხედვით „ბრალდებანი“ რომელსაც
აღმაშენებელი საკუთარ თავს უყენებს
პასუხი :
დავითს დანაშაულად მიაჩნია საზღვრების გაფართოებისათვის სხვათა
ადგილების დაპყრობა, ასევე ის რომ სხვათა დასმენით ორგულებს
უსწორდებოდა. დავითი ქრისტიანული დოგმატების საწინააღმდეგოდ ცის
მნათობებს სწავლობდა.

60. შუა საუკუნეებში სამართლის რომელ სახედ იყო აღიარებული ბუნებითი


სამართალი?
პასუხი :
შუა საუკუნეების ბუნებითი სამართალი აღიარებული იყო ღვთის
სამართლის სახეობად.

61. სჯულის სახეები, რომლებსაც „გალობანი სინანულისანში“ გამოყოფს დავით


აღმაშენებელი

პასუხი : აღმაშენებელს საუბარი აქვს წიგნის სჯულზე, ე.ი დაწერილ სამართალზე,


ბუნებით სჯულზე, ე.ი. ბუნებით სამართალზე და ხორციელ სჯულზე. დაწერილი
სჯული ღვთაებრივ სჯულს უნდა ნიშნავდეს, ბუნებითი სჯული იგივე გონებითი
სჯულია. ხორცთა სჯული ხორციელი სიამოვნებისაკენ მიდრეკილებას უნდა
ნიშნავდეს.

62. საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ბუნებით და განკაცებულ სამართალს შორის


„რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით“ (კონკ.მაგალითით)

პასუხი : ბუნებითი სამართალი არ არის დაწერილი, ის ღვთის განგებით არსებობს.


დაწერილი სამართალი ღვთის სამართლის კონკრეტული გამოვლინებაა, რომელიც
შედგენილია ეკლესიის, საეკლესიო კრებების, ეკლესიის ხელისუფალთა მიერ და
მიზნად ისახავს მიუთითოს ადამიანებს, თუ როგორ მოიქცნენ ერთმანეთთან
ურთიერთობაში.
პრინციპში ბუნებითი და „განკაცებული“ სამართალი არც შეიძლება განსხვავებული
იყოს ერთმანეთისგან, რამდენადაც ორივეს ღვთის ნება უდევს საფუძვლად, მაგრამ
ბუნებითი სამართალი ზოგადია დაწერილი სამართალი კი აკონკრეტებს მის
დებულებებს. რუის-ურბნისის ძეგლისწერამ შექმნა დაწერილი სამართალი და
დააწესა რიგი ნორმების, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი:
მაგალითად, ძეგლისწერამ დაადგინა, რომ ეპისკოპოსის თანამდებობა უნდა ეკავოს
ადამიანს, რომელიც საამისოდ მომზადებულია. ეპისკოპოსი ასაკით უნდა იყოს
არანაკლებ 36 წლისა, მღვდელი - 30 წლისა, ხოლო საეკლესიო წიგნების წამკითხავი
არანაკლებ 8 წლისაო. ხელდასმა უნდა ხდებოდეს იმ წესით, რომელიც გიორგი
მთაწმინდელმა შექმნა და არა ქრთამით.

63. ტახტის მემკვიდრეობის საკითხი აღმაშენებლის დროს

პასუხი: აღმაშენებლამდე საქართველოში არსებული წესის მიხედვით ტახტი


გადადიოდა უფროს ვაჟზე. ეს წესი დაარღვია მეფე დემეტრემ, შეიძლება ეს მამის
ანდერძმა გაუადვილა..1125 წლის ანდერძის თანახმად დმეტრეს უნდა გამოეზარდა
თავისი ძმა ცუატა, რომელსაც შემდგომ გაამეფებდა. (რეალურად ცუატა არ
გამეფებულა, ან ადრეგარდაცვალების ან სხვა გარემოების გამო.)

64. ისტორიული პირი, როლემსაც დავითის ისტორიკოსი ადარებს დავითს

პასუხი : ალექსანდრე მაკედონელი.(დავითი მაკედონელზე მეტიც იყო, ასეთი მცირე


ლაშქარით მაკედონელიც ვერაფერს გახდებოდა. დავითი რომ საბერძნეთის,
სპარსეთის ან რომის მეფე ყოფილიყო „მაშინ გენახეს ნაქმნარნი მისნი“)

65. ტერმინ „მართებანის“ მნიშვნელობა აღმაშენებლის ისტორიკოსის განმარტებით

პასუხი: მეფის კომპეტენციას, მის ფუნქციებს, საერთოდ იმას, რაც მეფეს ევალებოდა
ეწოდებოდა „მართებანი“.

67).როგორია დავითის ისტორიკოსის მსოფლმხედველობა და ვის მიაწერს მეფის


წარმატებას?

დავითის ისტორიკოსი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე პიროვნებაა. მისი


აზრით, აღმაშენებელს მეფობა ღმერთმა მიანიჭა, ამიტომ დავითის ყოველი
მოქმედება ღვთისგან მომდინარეობს. მას არავინ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რადგან
ეს ღვთის გმობა იქნება. აღნიშნულ მოსაზრებას იგი მაგალითითაც ამყარებს, კერძოდ,
როდესაც დავითს ისარი ესროლეს, იგი ოქროს ხატს მოხვდა, რომელიც მეფეს ყელზე
ეკიდა. შესაბამისად, დავითის ყოველგვარი წარმატება ღვთის განგებას უნდა
მიეწეროს.

68).რა იცით „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთისანის“ ავტორის შესახებ?

ნაწარმოების ავტორი თამარ მეფის თანამედროვე უნდა იყოს. მას მოკლედ აქვს
აღწერილი გიორგი III ცხოვრება, თამარისა კი უფრო დაწვრილებით.ავტორი მეფის
მომხრე უნდა იყოს. იგი დიდგვაროვან აზნაურთა აჯანყებას უარყოფს.ი.
ჯავახიშვილის აზრით, ის ისეთი პიროვნება ჩანს, რომელიც მონაწილეობას
ღებულობდა სახელმიფოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, მაგალითად,
თამარის საქმროს მოწვევის საკითხში.მისი მსოფლმხედველობა ქრისტიანულია.

69).ერთმმართველობის საირისპირო ტერმინი?

„მრავალმთავრობა“, რომელსაც ავტორი უარყოფითად ახასიათებს.

70).ავტორი გვირგვინოსნის ღალატს რომელ დანაშაულთან აიგივებს (აზმანის


მიხევით) ?

მემატიანეს შეხედულებით, მეფის მხარეზეა განგება და გვირგვინოსნის წინააღმდეგ


ყოველგვარი გამოსვლა ღალატია, დანაშაულია ქვეყნისა და ღვთის წინაშე.

71). ვისი გადაყენება მოსთხოვეს თამარს დიდგვაროვნებმა გიორგი III-ს


გარდაცვალების შემეგ?

შეთქმულებმა თამარს მოსთხოვეს გიორგი III-ს მიერ დაწინაურებილი „უგვარო“


აზნაურების თანამდებობიდან გადაყენება.ესენი იყვნენ ნაყივჩაღარი ყუბასარი და
მსახურთუხუცესი აფრიდონი.

72).თამარის ისტორიკოსის დამოკიდებულება ყუთლუ-არსლანის „კარავთან“


დაკავშირებით?

ავტორი ყუთლუ-არსლანის „კარავს“ ებრძვის, მას „ კარავი უცხოდ მოსაგონებლად“


მიაჩნია, რადგან მეფის წინააღმდეგ არის მიმართული.

73).ი. ჯავახიშვილის მოსაზრება თამარის მე-2 ისტორიკოსის ვინაობის შესახებ?

ჯავახიშვილის ვარაუდით ეს ნაწარმოები ეკუთვნის ბასილ ეზოსმოძღვარს რასაც


ასაბუთებს შემდეგნაირად, თამარის მე-2 ისტორიკოსის მიხედვით, როდესაც იგი
ჯარს საომრად ისტუმრებდა, ჯვარი, რომლის საამბოროდ მხედრები მიიოდნენ ,
ერთი მხრივ, თამარას, ხოლო მეორე მხრივ ეზოს მოძღვარ ბასილს ეჭირათ. რაკი ასეთ
უმნიშვნელო რამის გამო ეზოს მოძღვარი არის დასახელებული, ეს გარემოება
ბასილის ავტორობის მომასწავლებელი შეიძლება იყოს.

74).ი.აბულაძის მოსაზრება თამარის მე-2 ისტორიკოსის ვინაობის შესახებ?

აბულაძემ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ანტონ კათალიკოსს მოჰყავს


ციტატა თამარის მეორე ისტორიკოსის ნაშრომიდან და მას შოთა რუსთაველს
მიაწერს. ამის მიხედვით ცხადია, რომ კათალიკოსი თამარის ცხოვრების ავტორად
რუსთაველს თვლის.
75).როგორია თამარის მე-2ისტორიკოსის დამოკიდებულება თამარის საქმროს
რუსეთიდან ჩამოყვანის შესახებ?

ისტორიკოსი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს, რადგან არ იცნობენ სასიძოს, არ იციან


ვინ მოჰყავთო.ისტორიკოსი იმითაც უკმაყოფილოა, რომ საქმროს მოსაყვანად
გაგზავნეს უღირსი კაცი ზანქან ზორაბაბელი. ისტორიკოსი უკაყოფილებას
გამოთქვამს, რომ ქორწინების საკითხს ასე ზერელედ მიუდგნენ.იგი ნების გარეშე
ქორწინების წინააღმდეგია.

76).რას ასახელებს მე-2 ისტორიკოსი განქორწინების მიზეზად და როგორია მისი


დამოკიდებულება ამ ქმედების შესახებ?

რუს უფლისწულს გამოაჩნდა მანკიერი თვისებები, დაიწყო „საძაგელი უწესობა“,


სიმთვრალე და სხვა.თამარმა დიდხანს ითმინა მაგრამ ვეღარ გაუძლო.მან ქამართან
საერთო ენა ვერ გამონახა. მეუღლე თამარს ღალატობდა. ქრისტიანობა სასტიკად
კრძალავდა გაყრას, რაც კარგად იცოდნენ თამარმა და ისტორიკოსმა, ამიტომაც ამ
ფაქტს იმით ამართლებენ რომ თამარს საპატიო მიზეზი ჰქონდა გაყრის. ცოლს აქვს
უფლება გარყვნილი და ცოლქმრული ურთიერთობის დამრღვევი ქმრისგან
განქორწინება მოითხოვოს.

77). ფეოდალური კანონმდებლობით იდევნებოდა თუ არა სისხლის სამართლის


წესით ქმრის მიერ ცოლის ღალატი?

ფეოდალური კანონმდებლობით იდევნებოდა მხოლოდ ცოლის მიერ ქმრის ღალატი,


მაგრამ ქალს უფლება ჰქონდა ქმრისგან მოეთხოვა ერთგულება.

78).რას უწოდებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთისანის“ ავტორი ყუთლუ-


არსლანის დასის გამოსვლას და რატომ?

ავტორი ყუთლუ-არსლანის „კარავს“ ებრძვის, მას „ კარავი უცხოდ მოსაგონებლად“


მიაჩნია, რადგან მეფის წინააღმდეგ არის მიმართული.

79).თამარის მე2 ისტორიკოსი რა ტერმინით მოიხსენიებს მეფის ფუნქციებს?

„წარმართებანი“

80).თამარის დროს როგორ იყო დაყოფილი საქართველო და რა ერქვათ


საზღვრისპირა ერთეულებს?

საქართველო დაყოფილი იყო საერისთავოებად. განაპირა საერისთავოებს


სანაპიროები ეწოდებოდათ.სამეფოს საზღვრებზე მეფეს ჰყავდა ერთგული
მონაპირეები.
81).მე-2 ისტორიკოსის მიხედვით რა სასჯელი იყო დაწესებული ავაზაკობისთვის და
რა უფრო მცირესთვის?

ავაზაკისთვის „ძუელის სჯულის“ გათვალისწინებიტ „ძელსაზედა ჩამორჩობა“ იყო


გათვალისწინებული, ხოლო უფრო მცირე ანაშაულისთვის „ასოთ-მოკვეთა“.

82).სასჯელის სახეები რომლებიც მოსპო თამარმა?

მან მოსპო სიკვდილით დასჯა და დამასახიჩრებელი სასჯელების სახეები.

83).(რუსთაველი) ჰქონა თუ არა უფლება მეფეს ერთპიროვნულად მიეღო


გადაწყვეტილება?

მეფე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ეთათბირება ვაზირებს, თუმცა მას


აქვს ყოველგავრი საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის უფლება.

84).სახელმწიფო წყობილების ფორმები მე-11 და მე-12 საუკუნეებში, თამარის


ეპოქაში?

ადრეფეოდალური, დაქუცმაცებულფეოდალური, წოდებრივ-წარმომადგენლობითი


და აბსოლუტური მონარქია, ასევე ფეოდალური ქალაქ-რესპუბლიკები.

85).სურგულაძის შეფასება ამ წყობილებებთან დაკავშირებით?

„ვეფხისტყაოსანში“ ასახულია მე-12 საუკუნის საქართველო. ამ დროისთვის უკვე


წარსულს ჩაბარებულია ადრინდელი და დაქუცმაცებული ფეოდალური
მონარქია.აბსოლუტური მონარქია არსებობს იქ, სადაც კაპიტალისტური საწყისები
განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა.მნიშვნელოვანია მესამე წოდებაც, რაც
მაშინდელ საქართველოში არ იყო ამიტომ აბსოლუტიზმიც ვერ იქნებოა
საქართველოში. არც წოდებრივ-წარმომადგენლობითი ყოპილა საქართველოში
მაშინ.ამ პერიოდში საქართველოში ძლიერი ფეოდალური მონარქიაა, რომელის არც
აბსოლუტურია და არც წოდებრივ-წარმომადგენლობითი,ქართულ სახელმწიფო
წყობილებას საკუთარი განვითარების გზა აქვს, რომელიც განსხვავდება ევროპის
ქვეყნებისგან.

86).“ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით არის თუ არა მეფე ერთპიროვნული მართველი და


რატომ?

არც “ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საქართველოში და არც “ვეფხისტყაოსნის“


სამეფოებში მეფე არ არის ერთპიროვნული მმართველი.“ვეფხისტყაოსნის“მეფეები,
ისე როგორ ვ საქართველოს იმდროინდელი მეფეები, ფორმალურად არ არიან
შეუზღუდველნი, მგრამ ფაქტობრივად მათი უფლებამოსილება არ არის
განუსაზღვრელი.საქართველოს სინამდვილეში მსხვილი ფეოდალები
ინარჩუნებდნენ ძლიერ პოლიტიკურ უფლებებს თავიანთსამეფოებში და ურჩობას
უწევდნენ მეფეებს.

87).გიორგი მე-3ს მიხედვით რომელი საწყისი იჭარბებს მეფის მოხელეებში საჯარო


თუ კერძო?

საქართველოში გიორგი მე-3ს შემდეგ მსხვილი ფეოდალები იმარჯვებენ მეფის


ხელისუფლებაზე და ამდენად მეფის მოხელეობას თანდათან სძლევს საფეოდალოს
კერძო საწყისი.სამართლის საჯარო საწყისი ადგისლ უთმობს კერძო საწყისს.

88).რა საერთო შეიძლება დავინახოთ არაბეთის, ინდოეთისა და თამარის ვეზირებს


შორის?

„ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი ინდოეთის სახელმწიფო , ისევე როგორც


საქართველო, სამეფოებისგან შედგება. არაბეთისა და ინდოეთის სამეზოების
ვეზირები კი მსხვილი ფეოდალები არიან, რომელთაც აქვთ საკუთარი
სამფლობელოები, თავიანთი ქალაქები, სამოხელეო შტატი და ისევე ეურჩებიან
მეფეებს, როგორც საქართველოში.

89).რუსთაველის მიხედვით, როგორი უნდა იყოს მეფე ქვეშევრდომების მიმართ?

მეფეს ქვეშევრდომები უნდა ემორჩილებოდნენ, მეფე, თავის მხრივ უნდა იყოს


სამართლიანი, კეთილი, მზრუნველი. მისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს
წყალობა, გულუხვობა, კეთილშობილება, სამართლიანობა. თუ სამართლიანი არ არის
მეფე, იგი მეფობის ღირსი არც არის.

90).ვის აქვს მეფის წინააღმდეგ აჯანყების უფლება და რა შემთხვევაში (რუსთაველის


მიხ.) ?

„ვეფხისტყაოსანში“ გატარებულია იდეა რომ მეფის ყოველგვარი სამართლიანი


განკარგულება უსიტყვოდ უნდა სრულდებოდეს. იდეა იმის შესახებ, რომ მეფეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ემორჩილებოდნენ, როცა მისი განკარგულება
სამართლიანია, ფრიად მნიშვნელოვანია და ამ იდეიდან გამომდინარეობს საბოლოო
ჯამში ხალხის აჯანყების უფლება, როცა ის თავისი მთავრობის უკმაყოფილოა.

90. “ვეფხვისტყაოსნის“ მიხედვით ვის აქვს უფლება წინაღუდგეს მეფეს და აუჯანყდეს მას.

პასუხი:

ქვეშევდომებს მორჩილება მართებთ მეფის მიმართ. აჯანყების უფლება აქვთ მხოლოდ


დიდგვაროვნებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მეფის გადაწყვეტილება
უსამართლოა, ხოლო ამ „ურჩობას“ ადამიანი ჩადის უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად.
91. . “ვეფხვისტყაოსნის“ მიხედვით აქვს თუ არა ხალხს უფლება წინაღუდგეს მეფეს და
აუჯანყდეს მას.

პასუხი

არა. იქიდან გამომდინარე. რომ მეფის ბრძანების უგულუბელყოფა, ზოგადად ხალხის


აჯანყებას ხდის შესაძლებელს ხაზი გასმულია იმ გარემოებებზე, რომ მეფე სამართლიანი
უნდა იყოს, ასევეშოთა რუსთაველი თვლის, რომ ყმას უნდა უყვარდეს მეფე და
ახასიათებდეს მის მიმართ რიდი და მორკძალება.

92. რუსთაველის შეხედულებით რა არის მართალი სამართალი.

პასუხი

მართალ სამართალში მოიაზრება ბუნებითი სამართალი, ანუ ზოგადი მორალური იდეები,


რომელიც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობენ. ის შეიძლება გავიგოთ ასევე, როგორც
ზოგადად სამართლიანი, კანონიერი სამართალი.

93. რა იყო საერთო ბუნებითი სამართლის შესახებ სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეების მიერ
გამოთქმულ შეხედულებებს შორის.

პასუხი

ბუნებითი სამართლის თეორიით სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენელთათვის ის იყო, რომ


ბუნებითი სამართალი მათ მიაჩნდათ მორალურ იდეებად, რომელიც ადამიანის ბუნებიდან
გამომდინარეობენ.

94. შესაძლებელია თუ არა გამართლდეს ხვარაზმშას ძის მკვლელობა პოზიტიური


სამართლის საფუძველზე.

პასუხი

ხვარაზმშას ძის მკვლელობის გამართლება პოზიტიური სამართლის საფუძველზე


აბსოლიუტურად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მკვლელობასთან გვაქვს საქმე. ხვარაზმშას
ძე ადანაშაულოა, თან მიპატიჟებულია სასიძოდ, მკვლელობა ჩადენილია „მიპარვით“,
თანაც მას შეიძლება ორი სახელმწიფოს შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს.

95. როგორია შოთა რუსთაველის დამოკიდებულება ანგარიშიანი ქორცინების მიმართ.


პასუხი

პოეტი გმობს ანგარიშიან ქორწინებას. აღნიშნული იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული


ნაბიჯი იყო.

96. შოთა რუსთაველის შეხედულებით რა სემთხვევაში შეიძლება იყვნენ ქალი და კაცი


თანასწორი.

პასუხი

ვეფხვისტყაოსნში ზოგადად ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე კი არ არის საუბარი


არამედ მაღალი წრის ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე. აქედან გამომდინარე ქალი და
მამაკაი მაშინ არიან თანასწორი თუ ისინი ერთი და იმავე კლასის წარმომადგენლები არიან.

97. დაასახელეთ ნაშრომის ავტორი რომელმაც წმინდა ნინოს მოღვაწეობას საგანგებოდ


გაუსვა ხაზი, ტახტზე თამარის პოზიციების განსამტკიცებლად.

პასუხი

ნიკოლოზ გულაბერისძე

98. ცნობს თუ არა წოდებრივ უთანასწორობას ვეფხვისტყაოსნი

პასუხი

კი. (ბავშვებო ამ პასუხში დარწმუნებული არავარ, ამას ვცერ 96 კიტხვიდან გამომდინარე)

99.დაასახელეთ წყარო, რომლის მიხედვითაც ვმსჯელობთ ყუთლუ-არსლანის დასის


სამართლებრის შეხედულებებზე.

პასუხი

თამარის პირველი ისტორიკოსის შრომა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“

100. რატომ მოიხსენიებს მემატიანე ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნებს სპარსთა წესის


მიხედვით მოგონებულად.

პასუხი
ამ შემთხვევაში სპარსეთი არის ნახსენები ზოგადად, როგორც საქართველოს მტერი, და
ისეთ საქმეს რასაც ყუთლუ-არსლანის დასი აკეთებდაო, მხოლოდ მტერი თუ
მოიფიქრებდაო.

101. ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნის თანახმად რა ფუნქცია ეკისრებოდა კარავს და რა


უფლებამოსილებები რჩებოდა მეფეს.

პასუხი

კარავში უნდა დამსხდარიყვნენ სახელმწიფოს უზენაესი განმგებელნი, რომელიც


ყიველგვარ მნიშვნელოვან საქმეს წყვეტდნენ და ასევე ახორციელებდნენ
მართლმსაჯულებას, ხოლო მეფეს მხოლოდ კარავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესრულების ფუნქცია რჩებოდა.

102. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის მიხედვით რას ნიშნავს ტერმინები „წყალობა“


და „შერისხვა“

პასუხი

აღნიშნულ ტერმინებში მოიაზრება მართლმსაჯულების ფუნქცია.

103. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის მიხედვით რას ნიშნავს ტერმინებ „მიცემა“ და


“ მოღება“.

პასუხი

ეს უფრო ფართო მნიშვნელობის სიტყვებია და შეიძლება მათში მრავალი რამ


მოიაზრებოდეს მაგ. თანამდებობის მიღება და ჩამორთმევა, მამულის მიღება და
ჩამორთმევა. და სხვ.

104. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის მიხედვით რას ნიშნავს ტერმინებ „განგება“

პასუხი

მეტად ფართო მნიშვნელობის ტერმინია და მოიაზრებს თავის თავში სახელმწიფო და


საეკლესიო საქმეების მოწესრიგება- მართვას.
105. ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნის თანახმად ვის ხელში უნდა ყოფილიყო უზენაესი
მართლმსაჯულება.

პასუხი

უზენაესი მართლმსაჯულება კარავში მსხდომტ პრეროგატივა უნდა ყოფილიყო.

106. რა თანამდებობა ეკავა ყუთლუ-არსლანს აჯანებამდე და რა თანამდებობის დაკავება


სურდა მას მისი დასრულების შემდეგ.

პასუხი

აჯანყებამდე ყუთლუ-არსლანი იყო მეჭურჭლეთუხუცწსი-თანამედროვე ენით რომ ვთქვათ-


ფინანსთა მინისტრი, ხოლო აჯანყების შემდეგ აპირებდა ამირსპასალარის ვაკანტური
ადგილის დაკავებას.

107. როგორ შეაფასა თამარ მეფემ ყუთლუ-არსლანის გამოსვლა.

პასუხი

ისტორიკოსის მიხედვით თამარ მეფემ ეს ამბავი „გაიკვირვა“ და „იწყინა“ კიდეც, ვინაიდან


ყუთლუ-არსლანის წინადადების შესრულება იქნებოდა „დასასრული“ მეფობისაო.

108. რომელ სოციალურ კატეგორის მიაკუთვნებს ქართლის ცხოვრების ავტორი ყუთლუ-


არსლანს.

პასუხი

ყუთლუ-არსლანი უგვარო უყო, მაგრამ სიმდიდრით განდიდებული. შესაბამისად ის არ


მიეკუთვნებოდა ძირძველ ფეოდალებს და შესაძლებელია მისი სიმდიდრე სავაჭრო
საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

109..თამარის მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ვერ გამოიღო ის შედეგი რასაც ელოდნენ
თამარი და მისი მომხრეები. მატ ვერ გადააყენეს თანამდებობიდნ კატალიკოსი მიქაელი
რომელმაც მწიგნობართუხუცესობა მიითვისა. მიქაელის სიკვდილის შემდეგ თამარმა
თავისი ერთგული ანტონ გლონისთავისძე დანიშნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად.
გარდაცვლილი მიქაელისა და ამირსპასალარ გამრეკელ-თორელის ნაცვლად დაინიშნენ
მხარგრძელი და ანტონ გლონისთავისძე.
110. ი. ჯავახიშვილის განმარტებით რა არის „ერთნებობა“

პასუხი

ეს ტერმინი ერთხმიანობას ნიშნავს (ვაზირები საქართველოს დიდებულის მონაწილეობით


ყოფილან არჩეული სახელმწიფოს დარბაზის მიერ და მეფეს ეს არჩევანი დაუმტკიცებია)

111. ი. ჯავახიშვილის განმარტებით რა არის „მეფობის თანაზიარობა“

პასუხი

ვაზირები საქართველოს დიდებულის მონაწილეობით ყოფილან არჩეული სახელმწიფოს


დარბაზის მიერ და მეფეს ეს არჩევანი დაუმტკიცებია, ამას დადებულების მხრივ მეფობის
თანაზიარობა უწოდება.

112. ი. ჯავახიშვილის მიხედვით რა არის ყუთლუ-არსლანის დასის და თამარ მეფის


შეთანხმების მთავარი პირობა.

პასუხი

ყუთლუ-არსლანის თანამოაზრეებმა მოსთხოვეს თავიანთი მეთაურის განთავისუფლება


რასაც მიაღწიეს კიდევაც, ამის შემდეგ აიღეს მეფისგან უვნებელობის ფიცი, ხოლო შემდეგ
აღიარეს „ნებისმყოფლობის უფლება“ ე.ი. ცნეს მეფის უფლებები ქვეყნის განმგებლობაში,
ოგონდ ირ ჩანს ამ უფლების ფარგლები.

ყუთლუ-არსლანის დასის წევრებს სსურდათ, რომ გადაწყვეტილების სრულქმნის უფლება


მატ ჰქონოდათ, თუმცა შეთანხმების შედეგად დამტკიცების უფლება თამარ მეფეს დარჩა,
რაც მეფის ხელისუფლების უპირატესობის შენარჩუნებას ნიშნავდა და შეთანხმების
სავარაუდო მთავარ პირობას სწორედ ეს წარმოადგენს.

113. ი. ჯავახიშვილის მიხედვით როგორი სახელმწიფო წყობილების შემოღება სსურდათ


ყუთლუ-არსლანის დასის წევრებს ქვეყანაში.

პასუხი

მათ რესპუბლიკური წყობილების ჩამოყალიბება სსურდათ.


114. როგორ აფასებს ისნის კარავის მნიშვნელობას შალვა ნუცუბიძე.

პასუხი

შალვა ნუცუბიძე ისნის კარავში ხედავს ქართულ პარლამენტს, მისი აზრით აჯანყების
შემდეგ მოხდა მსახური და შთამომავლობითი არისტოკრატიის შეთანხმება და დაუკავშირა
ის მეფის ხელისუფლებას ქვეყნის მმართველობაში. ეს იყო ევროპული
წარმომადგენლობითი მართვის ერთგვარი წინამორბედი.

115. ყაუხჩიშვილის განმარტებით როგორი ნაწარმოებია მეფისა და დიდებულების შორის


ხელშეკრულება ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნების თანახმად.

პასუხი

ყაუხჩიშვილის აზრით ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამის მიხედვით, საქართველოში


პარლამენტური წყობილების ქვეყანა უნდა ყოფილიყო, „ისნის კარავი “ საკანონმდებლო
ორგანო იქნებოდა, ხოლო მეფეს აღმასრულებელი ხეისუფლება დაემორჩილებოდა.

116. პეტრუშევსკის აზრით ვის ემყარებოდა ყუთლუ-არსლანის დასი და რა იყო მათი


პროგრამა

პასუხი

ყუთლუ-არსლანი ვაჭართა კლასს ემყარებოდა და მისი პროგრამით გათვალისწინებული


იყო წოდებრივ-წარმომადგენლობითი პალატის დაარსება საკანონმდებლო
ხელისუფლებით, თუმა ეს ცდა მარცხით დამთავრდა.

117. სურგულაძის მიხედვით ვისი ინტერესების განმტარებელი იყო ყუთლუ-არსლანი და


ვინ უჭერდა მას მხარს.

პასუხი

ქალაქის მოსახლეობის ზედაფენები, უგვარო არაძირძველი აზნაურები, მოხელეობით


დაწინაურებულნი.

118. რატომ ვერ განხორციელდა ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამა

პასუხი
მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ინტიფეოდალურ ძალებს არ ჰყავდათ ისეთი მეთაური,
როგორიც უნდა ყოფილიყო ქალაქის მოსახლეობაში ბურჟუაზია.

119. რომელ საუკუნეშია შექმნილი და რა ხასიათის ძეგლია ხელმწიფის კარის გარიგება.

პასუხი

ნაშრომი პოლიტიკურ ტრაქტატს წარმოადგენს და XIV საუკუნესი უნდა იყოს შედგენილი.

120. ვინ აღმოაჩინა ხელმწიფის კარის გარიგება და რომელი საუკუნის ხელნაწერის სახით
მოაღწია მან ჩვენამდე.

პასუხი

ჩვენამდე XVIII საუკუნის ხელნაწერის სახით მოაღწია, ის ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.

121. ვის ხვდება მეფე ყველაზე დიდი პატივით. როგორ ხვდება მას მეფე.

პასუხი

მოძღვართ-მოძღვარი ანუ სწავლულთ სწავლული(გელათის აკადემიის რექტორი) იყო ის


პირი ვისაც მეფე განსაკუთრებული პატივით ფეხზე ადგომით და თავის მოდრეკით
მიესალმებოდა; ამის შემდეგ ღებულობდა მეფე კათალიკოსს, ხოლო შემდეგ
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს.

122. რომელი მოხელე დაიშვებოდა მეფესთან ღამით დაუბრკოლებრივ

პასუხი

ამირეჯიბი.

123. როგორი სახელმწიფოს მომხრეა ხელმწიფის კარის გარიგების ავტორი.

პასუხი

ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო - აბსოლუტური მონარქია.


არჩილი.
1.დაასახელეთ 18 საუკუნის I ნახევარში ევროპაში წარგზავნილი ელჩების ვინაობა და ვისი
ინიციატივით გააგზავნეს.
თეიმურაზ I დროს-ნიკიფორე ჩოლოყაშვილი ,ვახტანგის დროს კი – სულხან-საბა

2.18 საუკუნეში რუსეთის ამიერკავკასიისათვის ბრძოლისთვის ჩარების შემთხვევები


პეტრე I თან ერთად ჯარით წასვლა ირანში ლაშქრობისთვის და გეორგიევსკის ტრაქტატი

3.დაასახელეთ არჩილის თხზულებები- თეიმურაზიანი, გაბაასება კაცისა და სოფლისა

4.ვინ მიაჩნია არჩილს მიწიერ ცხოვრებაში პირველი- მეფე

5.არჩილის მიხედვით მეფის,როგორც მსაჯულის ვალდებულება- სამართლიანად სჯიდეს


ყოველგვარ საქმეს

6.რას გულისხმობდა არჩილი ორგვარ მკურნალობაში- სულისა და ხორცის მკურნალობა

7.ვის ანიჭებს უპირატესობას არჩილი მეფეს თუ რუსთაველს-არჩილის,აზრით მეფე


იმდენად მაღალ საფეხურზე დგას, რომ მას არავინ შეედრება

8.უგუნური მეფე თუ ბრძენი მონა- ბრძენი მონა

9.როგორია არჩილის მსოფლმხედველობა-ქრისტიანულ-აღმსარებლობითი

10.როგორ ასაბუთებს არჩილი პასუხისმგებლობას ქმედებაზე-ადამიანს აქვს ‘ხელმწიფობა’


თავის თავზე მხოლოდ მას შეუძლია “თავისი ნებით” მოქმედება

სულხან-საბა
11.სულხან საბას მსოფლმხედველობა- ჰუმანიზმი და ადამიანის სიყვარული

12. ტახტის მემკვიდრის აღზრდის წესი სულხან-საბა აზრით-სპარტანული

13.რას პირდებოდა სულხან საბა რომის პაპს და საფრანგეთის მეფეს-


ქართველი მეფე მთავრები დახმარებას გაუწევდნენ ვაჭრებს,უზრუნველყოფდნენ გზებზე
უსაფრთხოებას,ასევე ვახტანგის გამოხსნა ტყვეობიდან ხელს შეუწყობდა კათოლიკ
მისიონერთა მოღვაწეობას ამიერკავკასიაში.

14.სულხან-საბას მიხედვით მეფის სამართალი უნდა იყოს- უქრთამო

15.როგორი უნდა იყოს მეფე ვაზირებთან დამოკიდებულებაში- მეფემ კარგად უნდა


შეინახოს კარისკაცნი , არ მოაკლოს მათ ჯამაგირი სუფრა ამასთანავე მეფემ დასმენის და
დაბეზღების საქმე გულდასმიტ უნდა განიხილოს,რომ კარის კაცი უბრალოდ არ იქნეს
დასჯილი
16.სახელმწიფოს ფორმები,რომლებსაც გაეცნო სულხან-საბა – საფრანგეთის აბსოლიტური
მონარქია, ჟენევის მმართველობის ოლიგარქიულ წესს, ასევე თავის მოგზაურობაში
ასახელებს რესპუბლიკას.

17.რის მიხედვით ანსხვავებს ადამიანი კეთილს და ბოროტს-თვითმფლობელობის

18.ბრალის ფორმები სულხან-საბას მიხედვით – ნებსითი და უნებლიე

19.რა არ არის გამიჯნული უნებლიე მოქმედებაში- გაუფრთხილებლობა და შემთხვევითობა

გურამიშვილი
20.რას უწოდებდა გურამიშვილი ლექსებს და ვინ ჩამოიტანა საქ-ში- უწოდებდა შვილს და
ჩამოიტანა მირიან ბატონიშვილმა

21.რა ევალებოდათ ბატონს და ყმას- ყმა ერთგული უნდა იყოს ბატონის თავის მხრივ
ბატონი ყმას სამართლიანად უნდა ექცეოდეს

22.რომელი მეფეების მაგალითზე მსჯელობს დარბაზთან დაკავშირებით-ვახტანგ VI და


კონსტანტინე I

23.როგორ აფასებს გურამიშვილი ვახტანგ VI გადაწყვეტილებას პეტრე I-თან დაკავშირებით


– იგი უარყოფითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას,

24.რას ნიშნავს ავი სამართალი გურამიშვილის მიხედვით- ზერელედ გადაწყვეტა

25.ქორწინებისათვის აუცილებელი პირობა-ქრისტიანული წესით ჯვრისწერა

26.ნამუსიანი ქალი და უნამუსი ქალი რასთან აქვს შედარებული-ნამუსიანად მქცეველი


ქალი არს მარგალიტი, ძვირფასი თვალი უნამუსო კი ქმრის საფლავის ლოდიაო

27.საიდან მომდინარეობს ქალის მიერ ქმრის ერთგულება – პირველი ადამიანის ცოდვისგან

ალექსანდრე ამილახვარი
28.რის გამო დასაჯეს ალექსანდრე- ერეკლე II-ს წინააღდმეგ მიმართულ შეთქმულებაში
მონაწილეობისთვის

29.დაასახელეთ ამილახვარის 2 ძირითადი ნაწარმოები- გეორგიანული ისტორია და ბრძენი


აღმოსავლეთისა

30.გეორგიანული ისტორიის თანახმად ვისი იმედი ქონდა ალ.ამილახვარს- შაჰის

31.რა განსხვავებაა ხელისუფლების დაყოფასა და მეფის ხელისუფლებას შორის-


მეფეს ანუ ერთ ადამიანს არ შეუძლია მმართველობის ყველა დარგის საქმიანობა აწარმოოს,
ამისათვის მას ჰყავს მოხელეები.
32.რამდენი თავისგან შედგება შრომა-10 თავისგან

33.რა უნდა ახასიათებდეს მეფეს ალ.ამილახვარის მიხედვით_1.კეთილმოქმედება


2.მოწყალება 3.მიუდგომელი მართლმსაჯულება

34.იზიარებდა თუ არა ამილახვარი მეფის ღვთიურ წარმოშობაზე მოსაზრებას და როგორია


მისი დამოკიდებულება არაკეთილგონიერი მეფისადმი- ამილახვარი არ იზიარებდა ამ
მოსაზრებას და არაკეთილგონიერი მეფე არის შესაზარი

35.რას ადარებს ამილახვარი სახელმწიფოს მმართველობას-ადამიანის ორგანიზმს

36.რას აგონებს სახელმწიფოა ამილახვარს სამხედრო დარგის გარეშე- ადამიანს ხელის


გარეშე

37. რას აგონებს ამილახვარს მისი თანამედროვეების ბუნება- მხეცებს

38.როგორია ამილახვარის დამოკიდებულება სამღვდელოებისადმი და რითი ასაბუთებს-


დამოკიდებულება არის უარყოფითი, რადგანს ისინი წყევლიან ადამიანს

39.ამილახვარის დამოკიდებულება აღმსარებლობისადმი- იგი მოითხოვს სარწმუნოების


თავისუფლებას, ვისაც რა უნდა, ის უნდა სწამდეს

40.რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს კანონმდებელმა-1.ბუნებრივი პირობები იმ


ხალხისა,რომლისთვისაც ვადგენთ კანონს, 2. გათვალისწინება ხალხის ჩვეულებისა და
ზნისა 3.”ბუნებითი განსიჯულობა’

41. ამილახვარის აზრი სიკვდილით დასჯაზე- ეწინააღდმეგება სიკვდილით დასჯას

42.რით ასაბუთებდა სიკვდილით დასჯას და რით უნდა ჩავანაცვლოთ- სიკვდილით


დასჯით ადამიანს ვართმევთ სიცოცხლეს, რომლის აღდგენა აღარ შეგვიძლია. შიკვდილის
სასჯელის ნაცვლად დაწესებული უნდა იქნეს სამშობლოდან გაძევება (ექსორია)
იოანე ბაგრატიონი
43.რა თანამდებობა ეკავა იოანეს გიორგი 12-ს კარზე-პირველი მრჩეველი

44.რა მიზნით შეიქმნა სჯულდება- წარმოადგენდა პროექტს ქართლ-კახეთის


სახელმწიფოებრივი წყობილების რეფორმებისა

45.როგორი სახელმწიფოს შექმნის მომხრეა იოანე- ცენტრალიზებული ფეოდალური


სახელმწიფო
46.რა ადგილი ეთმობოდათ საერისთავოებ კანონპროექტის მიხედვით- უნდა
გაუქმებულიყვნენ

47.რა ერქვა მოხელეს დიკასტერიის წევრს-სულიერი მთავარი

48.რა ფორმით უნდა მიეღოთ გასამრჯელო მეფეს და დედოფლებს- ჯამაგირის სახით


49.1832 წლის შეთქულების მონაწილეთა შეხედულებები ქვეყნის მომავალზე-ნაწილი 1783
წლის ტრაქტატის პირობების აღდგენას მოითხოვდა, ნაწილი კონსტიტუციური მონარქიის
მომხრე იყო, არსებობდა რესპუბლიკური მმართველობის შექმნის იდეაც

ვახტანგ ბატონიშვილი
50.რომელი ადმინისტრაცული ერთეული გადასცა ვახტანგს მეფემ- არაგვის საერისთავო

51.ვახტანგის შეხედულებით, როგორი უნდა იყოს სახელწმიფოს ფორმა და მეფის


უფლებამოსილება- ცენტრალიზებული ფორმა და მეფეს უნდა ქონდეს შეუზღუდავი
უფლება

52.საკანონმდებლო ხელსიუფლების მიზანი- მოგვიწოდებს და გვაიძულებს შევასრულოთ


სარწმუნოებისა და ბუნების კანონები

53.მინისტრების დანიშნულება ვახტანგის მიხედვით-სინდისიერად ემსახუროს მეფეს და


შეეცადოს ყველანაირად, რომ სახელმწიფო სწორად მართოს

54. რა ესახება ფეოდ. საზოგადოების საფუძვლად ვახტანგ ბატონიშვილის და ვინ იზიარებს


იგივეს- ესახება გლეხის შრომა და იგივეს იზიარებენ არჩილი, ვახტანგ VI და ერეკლე II

55.რით უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა რომ იყოს ბედნიერი- მოყვასის სიყვარულით

დავით ბატონიშვილი

56.ვინ უნდა ასულიყო ტახტზე ანდერძის მიხედვით, გიორგი 12-ს შემდეგ-ტახტი გიორგი
12-ს შემდეგ მომდევნო ძმაზე უნდა გადასულიყო

57. დავით ბატონიშვილის წლები- 1767-1819

58.დ. ბატონიშვილის შრომები რომლის მიხედვითაც ვმსჯელობთ მის შეხედულებებზე-


სამართალი ბატონიშვილისა დავითისა

59. ევროპელი განმანათლებელთა შრომები, რომელიც თარგმნა დავითმა-


მონტესკიეს “კანონთა სულისათვის” ვოლტერის “შობისათვის” და ანსილიონის შრომა
ესთეტიკის შესახებ

60.დამოკიდებულება ბუნებით და პოზიტიურ სამართალს შორის-პოზიტიური სამართალი


უნდა მიისწრაფოდეს ბუნებითი სამართლისაკენ ხოლო ბუნებითი სამართალი უნდა იყოს
მისი ხელმძღვანელი

61.რით ხსნიდა ბაგრატიონი საუფროსოს და საუმცროსოს-კულტურული ჩამორჩენილობით

62.რას ითხოვდა იგი რუსეთისგან- 1783 წლის ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის


სამეფოს აღდგენას
63.როგორია ბაგრატიონის დამოკიდებულება ეკლესიისადმი-უარყოფიტი, სისასტიკის გამო

64.როგორ უნდა დასჯილიყო სახელმწიფო საიდუმლოების გამცემი პირი- ენის მოკვეთით

65. ბაგრატიონის შეხედულებით როგორია სახელმწიფოს ფორმა საქართველოში-


თვითმპყრობელური და მემკვიდრეობითი

66.დავითის მიხედვით ქონდა თუ არა გლეხს საკუთრების უფლება- არა, არ ჰქონდა

67.საკუთრების სახე, რომელიც ყველაზე მტკიცეა-ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი


საკუთრება
68.ბრალის ფორმებზე მსჯელობისას რომელ მოაზროვნეთა შრომებს ეყრდნობოდა
დ.ბატონიშვილი-ექვთიმე მთაწმინდელის და ვახტანგის

69.რას გულისხმობდა ტერმინ ფათერაკში-ფათერაკი ანუ უნებლიე მოქმედება ზოგჯერ


ისეთია, რომ უახლოვდება განზრავას. უნებლიეთობას თუ გავიგებთ როგორც
გაუფრთხილებლობას, ამ შემთხვევაში საქმე გვექნება გაუფრთხილებლობის მძიმე
ფორმასთან, რომელიც უახლოვდება განზრახვას,მაგრამ განზრახვა არ არის

იაგორ ჭილაშვილი
70.დაასახელეთ ჭილაშვილის წლები – 1792-1838

71.რა თანამდებობას თავაზობდნენ ჭილაშვილს 1832 წლის შეთქმულების გამარჯვების


შემთხვევაში- განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრი

72.ფრანგი განმანათლებლები ვითიც გატაცებული იყო იაგორი- მონტესკიე და მაბლი

73. როდის და სად მუშაობდა იაგორი პროკურორის თანამდებობაზე- 1821 წლიდან


საქართველოში

74.ჭილაშვილის დამოკიდებულება გლეხებზე-ჭილაშვილი თავის მოხსენებაში რუსეთის


მთავრობისადმი ასაბუთებდა, რომ გლეხების მემამულეთა მიერ ვალში საჯაროდ გაყიდვის
შემთხვევაში გასაყიდ გლეხს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს აუქციონში.

75.ჭილაშვილის დამოკიდებულება მემამულეებზე- მისი აზრით, გლეხდა გადასახადები


მოუწესრიგებელი იყო, ფეოდალები თვითნებურად აწესებდნენ გადასახდებს და საჭირო
იყო ამ თვითნებობის აღკვეთა.

76.ჭილაშვილის ბუნებითი სამართლის მიხედვით სხეულებრივი უნარები-


ადამიანის სხეულის ნაწილების მოძრაობა, მხედველობა. სმენა ყნოსვა, შეხება და გემო

77. სულიერი უნარები – ყურადღება,ფიქრი,განსჯა,გაგება,სურვილი და ნება


78.როგორ აფასებდა პირად საკუთრებას -1.პირადი საკუთრება და თავისუფლება
თითოეული ადამიანისა არის ხელშეუვალი და წმიდათაწმიდა
2.მხოლოდ პირად მესაკუთრეს აქვს უფლება განაგოს თავისი ნებით პირადი საკუთრება
3.მან ძალით უნდა მოიგერიოს ყოველგვარი თავდასხმა, რომელიც ემუქრება პირად
საკუთრებას და თავისუფლებას

79.ჭილაშვილის აზრით ხელშეკრულების საფუძველი- თავისუფალი ნება

80.როდის ითვლება ხელშეკრულება ძალა დაკარგულად-1.როცა არღვევს ანუ ავნებს


ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის პირად საკუთრებას
2.როცა დადებულია გონებრივად არანორმალური ადამიანის მიერ

81.ხელშეკრულება როდის წყდება-1.როცა შესრულდა ის პირობა რასაც ხელშეკრულება


ითვალისწინებდა 2.როცა მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაუქმებაში 3.როცა ერთ-
ერთმა მხარემ დაარღვია ის
4.როცა პირობები, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების დადება აღარ არის.

82.ხელშეკრულების არსი ჭილაშვილის მიხედვით-ხელშეკრულება წარმოიშობა თვითონ


ბუნებიდან. ის ბუნებრივად ზღუდავს თავისუფლებას ან საკუთრების რომელიმე სახეს,
ამავე დროს, ხელშეკრულება აანაზღაურებს ამას ან კიდევ მეტ სარგებლობას მოუტონს
ხელშეკრულების დამდებ მხარეებს, ვიდრე ეს შეზღუდვა ან ზიანი იყო

სოლომონ დოდაშვილი
83. დოდაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის წლები- 1805-1836

84.სახელმწიფო წარმოშობის, რომელ თეორიას ემხრობოდა დოდაშვილი და არსი-


სახელმწიფოს თეოლოგიური ანუ ღვთიური წარმოშობის თეორიის მომხრე და მიდმევარი.
ამის მიხედვით ყოველივე სამყაროში არსებული ღვთაებრივი წარმოშობისაა და მათ შორის
სახელმწიფოც

85.დოდაშვილის რომელ ნაშრომში ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება მონარქიისადმი-


1832 წელს დაწერილ მოთხრობაში “ანეკდოტი ანუ ღირსსახსოვარი შემთხვეულება”

86. რუსი დეკაბრისტები, რომლებმაც გავლენა იქონიეს დოდაშვილზე-პესტელი და მურავიო

87. ეტაპები რომელიც გაიარა დოდაშვილმა- აბსოლიტური მონარქია, კონსტიტუციური


მონარქია, რესპუბლიკა

88.როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური საქართველო- საქართველო რჩება რუსეთის


სახელმწიფოს შემადგენლობაში, რადგანაც მას მის გარეშე არსებობა არ შეუძლია, მაგრამ
საქართველოს ეძლევა პოლიტიკური ავტონომიური ერთეულისათვის დამახასიათებელი
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უფლებები

89. რით უნდა დაწყებულიყო სახელმწიფოს აღდგენის პროცესი- უნდა დაწყებულიყო


ქვეყნის პოლიტიკური ავტონომიით რუსეთის იმპერიაში
ილია ჭავჭავაძე
90.სურგულაძის შეფასებით მარქსიზმთან ილიას ურთიერთობა-ილია არასოდეს
მარქსიზმთან არ მიახლოებულა
91. დამოკიდებულება კლასთა ბრძოლისადმი- ილია და მისი დასი საზიანოდ თვლიდა
კლასთა ბრძოლას

92.ილიას როგორც პატრიოტის მოვალეობა- ილია გლახის ნაამბობში წერს: სიცოცხლე ჩვენი
ჩემო ძმაო, არც დედისაა, არც მამისა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა მერე დედა და მამა

93.ილიას დამოკიდებულება სხვებთან- პატრიოტიზმით არის გამთბარი ილიას “დიმიტრი


თავდადებული” და სხვ. ეს პატრიოტიზმი, არ ეწინააღმდეგება სხვა ხალხის სიყვარულსა და
საერთოდ ხალხთა თავისუფლებაზე იყო დამყარებული

94.ჩამოთვალეთ ერები, რომელთა ინტერესების დასაცავად ილაპარაკა ილიამ-


ბერძნები, კრიტელები, სომხები, ებრაელები, ირლანდიელები, პოლონელები

95. რა კავშირზე საუბრობდა ილია, რომელიც საერთო ნიადაგს დაედო საფუძვლად- ხმლისა
და გუთნის კავშირზე

96.წყაროები,რომლის საფუძველზე მიწაზე კერძო საკუთრება წარმოიშვა- დაპყრობა და


შრომის ნიადაგზე

97. ხიზნობის ინსტიტუტი – ხიზნობის შინაარსი ის არის, რომ ერთს მამული აქვს და მუშა
ძალა არ გააჩნია, მეორეს სამუშაო ძალა აქვს და მამული არ მოეპოვება, რაც ილიას
უსამართლობად მიაჩნია. ამიტომ უნდა დავამყაროთ საქმიანი კავშირი მემამულესა და
უმიწო მიწათმოქმედს შორის

98. განსხვავება ხიზნობაში და ფერმერობაში – ამ ორ მოვლენას შორის(ფერმერობა და


ხიზნობა) ილია იმ განსხვავებას ხედავს, რომ პირველში კერძო საკუთრება სრული სისავსით
არის წარმოდგენილი, მეორეში კი მოცემულია კერძო საკუთრების შეზღუდვა,
გათვალისწინებულია უმამულო მუშის ინტერესები, ხიზნობა ემსახურება საზოგადო
გაჭირვებას, პირველი კანონს ემყარება, მეორე ჩვეულებას.

99. დაასახელეთ მთავრობის ორგანოები რომელთანაც უწევს ხალხს ურთიერთობა-


სასამართლო და პოლიცია

100. რის მიხედვით აფასებს ხალხი კანონს- მოხელის მიხედვით

101. როგორ აფასებდა ილია ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტეს- დადებითად და ითხოვდა რომ


ქართულ ენაზე ყოფილიყო

102. ჩამოთვალეთ საფუძვლები რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ადგილობრივი


ხელისუფლება- 1.არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს სოფლის ყველა
მცხოვრებს 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს 3.
ადგილობრივი მოხელეები- მამასახლისი, მოსამართლენი მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. 4.
ადგილობრივი მოხელე პასუხისმგებელი უდნა იყოს საზოგადოების წინაშე

103. თვითმმართველობის ნაკლოვანი მხარეები- ხმის უფლება აქვს მხოლოდ კომლის


უფროს მამაკაცს, თვითმმართველობაში ყველა წოდების კაცი არ იღებს მონაწილეობას
104.როგორ აფასებდა ილია მომრიგებელ მოსამართლეს და საწინააღმდეგო აზრი
ხელისუფლებაში- მისი აზრით ეს უაღრესად პროგრესული მოვლენაა, ილია აღნიშნავს, რომ
საქართველოში ამ ახალი წესის შემოღების წინააღმდეგ ასეთი საბუთები წამოაყენეს: 1.
საზოგადეობა არ არის მომზადებული ახალი კანონისათვის. 2.ხაზინას არა აქვს ამ კანონის
გასატარებლად საჭირო თანხა
3.იმდენი კეთილსინდისიერი და მცოდნე კაცი არ მოიპოვება რამდენიც ახალი კანონის
გატარებისთვის არის საჭირო

105. ილიას შეხედულებით სად უფრო ფართო იყო მომრიგებელ მოსამართლეთა წრე-
საქართველოში

106. რატომ არ მოსწონდა ინგლისის წეს-წყობილება- იმიტომ, რომ ირლანდიას შეკვეცილი


უფლებები აქვს

107. რა მიაჩნდა ილიას ბუნებითი სამართლის საფუძვლად- ხალხის ჩვეულებები

108. ილიას შეხედულებით რა უპირატესობა აქვს ჩვეულებათა სამართალს კანონთან


მითითებით და პირიქით- ჩვეულებას კანონის წინაშე ის უპირატესობა აქვს, რომ იგი
ყოველთვის ცხოვრების ჭეშმარითი საჭიროების დანაბადია და ყოველთვის უტყუარი
წამალი არის ამ საჭიროებისა. ამასთანავე დაწერილ კანონს ის უპირატესობა აქვს, რომ
დაწერილი კანონი არაფერს არ შეირევს, მაშინ როდესაც ჩვეულება შეიძლება სხვადასხვა
დანაშრევებთან, გადმონაშთებთან იყოს დაკავშირებული

109. დამოკიდებულება ცხოვრებისა და კანონის- ერთმანეთს წვრთნიან

110. დანაშაულის გამომწვევი მიზეზი- ეკონომიური გაჭირვება

111.რომელი ზნეობრივი ნორმით უნდა იხელმძღვანელოს ადამიანებმა სამართლის


ურთიერთ მოსაწესრიგებლად- რაც შენ არ გინდა მოგივიდეს იმას ნურც სხვისთვის
მოინდომებ

112. რა უნდა განსაზღვრავდეს პასუხისმგებლობის ხარისხს- ბრალის ხარისხი

113.ილიას შეხედულება სასჯელზე- ყოველი დანაშაული ილიას აზრით სასჯელს უნდა


იწვევდეს მაგრამ ეს სასჯელი დანაშაულის შესაფერისი, შესატყვისი უნდა იყოს. სასჯელი
მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადეობის უვნებელყოფას დანაშაულისგან

114. როგორი უნდა იყოს მოსამართლე- ილიას აზრით მოსამართლე სიყვარულით


გულისტკივილით უნდა განიკითხავდეს დამნაშავესა და არა რისხვითა და წყრომით კი არ
უნდა ხარობდეს დამნაშავის დანახვით არამედ შეწუხებული უნდა იყოს რომ სასჯელით
სამაგიეროს გადავუხდიტ

115.ილიას დამოკიდებულება სიკვდილით დასჯისადმი-ილიას სიკვდილით დასჯის


წინააღმდეგ ილაშქრებს.

116. ქალის უფლებრივი მდგომარეობა – ილიას აზრით, ქალი და კაცი თანასწორი უფლებით
უნდა სარგებლობდეს. ილია ილაშქრებს იმათ წინააღმდეგ, ვინც ფიქრობს, რომ ქალი
მოვალეა იყოს მხოლოდ დედა, მეუღლე ან და.
117.უკანონოთშობილთა შესახებ- უკანონოთშობილი ყოველგვარ უფლებას მოკლებული
იყო. ილიას აზრით დედა და მამა დამნაშავენი არიან უკანონოთ შობილი შვილის
გაჩენისათვის, მაგრამ რა დააშავა შვილმა? უდიდესი უსამართლობაა რომ შვილს
მოეთხოვოს მშობლის დანაშაული და ამისათვის სასჯელი დაედოს. ილია შეძრწუნებულია
ასეთი უსამართლობიტ

აკაკი წერეთელი
118. პატრიოტის დამოკიდებულება სხვა ერებზე და ხალხებზე-პატრიოტიზმი ხიდია სხვა
ხალხებთან დაკავშირებული

119.აკაკის აზრი ინტელიგენციის მნიშვნელობაზე-აკაკის აწუხებს, რომ ინტელიგენცია,


რომელზედაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, არა დგას თავის სიმაღლეზე. შაქმე ის არის,
რომ სწავლა-განათლების საქმე ვერ არის დაყენებული საჭირო დონეზე და ინტელიგენცია
ვერ ნახულობს საკმაო მასალას პატრიოტიზმისათვის.

120.როგორ იყო გაყოფილი ქართველი ერი და ეხლა რატომ აღარ არის-ძველად გაყოფილი
იყო მხედრებად და მუშაკებად პირველი შეადგენდა მაღალ წრეს ხოლო მეორე დაბალს,
ახლა კი ძველი თავადაზნაურობის შთამომავალთ მეთაურობა არ შეუძლიატ ისინი მამა-
პაპათა ადგილს ვერ დაიჭერენ

121.ვინ უნდა გაძღოლოდა ერს- ინტელიგენცია

122. აკაკის აზრი ერის კუთხეების მიხედვით დაყოფაზე- აკაკის ძლიერ აწუხებდა
კუთხურობის საკითხი. Aაკაკი კიცხავს იმას ვინც ქართველურ ენებს ერთმანეთს
უპირისპირებს. შხვადასხვა კილოზე ლაპარაკი იმას არ ნიშნავს,რომ ამ კილოებზე
მოლაპარაკე ქართველები ერთმანეთისგან გამოვყოთ. კუთხურობამ არ უნდა დასძლიოს
ქართველობა უნდა ვიცოდეთ რომ კუთხეების უკან ერთიანი სამშობლოა.

123.სასამართლოს მანკიერი მხარეები- აკაკი ამხელს სასამართლოში გაბატონებულ


გახრწნილებას, მექრთამეობას, სიყალბეს. სასამართლოში ფული ბატონობს ქრთამი აკეთებს
ყველაფერს.

124.როდის შემოიღეს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტე -1917 წ.

125. აკაკის დამოკიდებულება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიერ, რატომ


ეწინააღმდეგებოდა ცარიზმი ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტს- აკაკი ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუს საჭიროდ მიიჩნევს ხოლო ცარიზმი თავის დამოკიდებულებას ასე ასაბუთებდა :
“განა შეიძლება იქ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტე სადაც აქაური მკვიდრნი თავისიანებს,
გინდ ავაზაკი იყოს, ხელს აფარებენო’

126. რას უნდა ემსახურებოდეს კანონი და სამართალი- სწორ გზასა და სამართლიანობას

127-პირველი ღამის უფლების არსებობა- აკაკის დამოკიდებულება ამის მიმართ


უარყოფითია

128.ქალების განათლების და ჩართვის საკითხი- ქალების საზოგადოებრივ საქმეებში ჩაბმას


აკაკი ყოველმხრივ მიესალმება. Aპოეტი მოითხოვს ქალებისათვის სასწავლებლის გახსნას

129.ვინ იგულისხმება მთიელთა სამაიაში- ნინო, ქეთევანი, თამარი

130. აკაკის დამოკიდებულება 1905 წ რევოლუციისადმი და გუთნისა და ხმლის კავშირი-


აკაკი რევოლუციას მიესალმა და ასევე გუთნისა და ხმლის მომხრეა

ნიკო ნიკოლაძე
131.ეროვნულ-განმათავისუფებელი მოძრაობის რომელ ფრთას ეკუთვნოდა ნიკო ნიკოლაძე-
რადიკალურ-დემოკრატიული

132.როგორი საზოგადოება სურდა მას –მისი იდეალი ისეთი საზოგადოება იყო სადაც
საყოველთაო შრომა თანასწორობა და თავისუფლება იქნებოდა, ამდენად, ოცნებობდა
ექსპლუატაციის გარეშე საზოგადოებაზე

133.რა გზით უნდა მომხდარიყო გარდაქმნა- ევოლუციის გზით, ხალხის შეკავშირებით,


რისტვისაც საჭირო იქნებოდა სწორი აღზრდა

134 როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო ფორმების მხრივ? მონარქიული და


რესპუბლიკური

135.მონარქიის სახეები- დესპოტური, აბსოლუტური და კონსტიტუციური

136.რესპ. სახეები – არისტოკრატიული, ოლიგარქიული, ტირანია და დემოკრატია

137. ნიკოლაძე ხელისუფლების დანაწილებაზე- იგი დადებითად აფასებდა ხელისუფლების


დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ფუნქციების მიხედვით

138. მას ყველაზე კარგ წყობილებად ესახებოდა- რესპუბლიკურიდან ა.შ.შ


ხოლო კონსტიტუციური მონარქიიდან ინგლისი

139.როგორ აფასებდა 1865 წლის გლეხთა რეფორმას-უარყოფითად აფასებს რადგან


რუსეთის მთავრობის კანონმდებლობა ბატონყმობის შესახებ ფაქტიურად ბატონყმობას არ
სპობს
140. ვექილის მოვალეობა- დაიცვას ბრალდებული კანონის ბრმა სიმკაცრისგან. Aსევე
ვექილისათვის სასამართლო ის ტრიბუნა უნდა იყოს საიდანაც მანდ უნდა მიმართოს
საზოგადოებას დანაშაულის მთავარი მიზეზების შესახებ.

141. თავისუფალი ნების საკითხი და პასუხისმგებლობა ფილოსოფიური სკოლის


მიხედვით- ფილოსოფიური სკოლა ამტკიცებდა შემდეგს ყველა ადამიანის საქციელში
დამნაშავეა მხოლოდ ადამიანის თავისუფალი ნება, თუმცა ეს თავისუფალი ნება ერთხელ და
სამუდამოდ შემოფარგლულია ადამიანის კეთილი ანდა ბოროტი ბუნებით.

142. იგივე სოციოლოგიური სკოლის მიხედვით- ადამიანს ქცევას განსაზღვრავს


მემკვიდრეობა, წრე და სხვა მრავალი ფაქტორი

143.ნიკოლაძის შეხედულება სამედიატორო სასამართლოზე- სამედიატორო სასამართლო


ძველი ინსტიტუტია. პირველ ყოვლისა ღირსების სამსჯავროში ორივე მხარე თანაბარი
უფლებებით სარგებლობს. თითოეული მხარე ერთი და იმავე რაოდენობით ირჩევს
სასამართლოს წევრებს, მოსამართლეებს ან მსაჯულებს – 2.3 ან მეტი ოდენობით არჩეული
მსაჯულები ირჩევენ თავჯდომარეს

144.ნიკოლაძის შეხედულება პროგრესისათვის ბრძოლის შესახებ-პროგრესისთვის


მებრძოლთ ავტორი ყოფს ორ მიმდინარეობად: პირველი მიმდინარეობის წარმომადგენელნი
თანდათანობით გარდაქმნების მომხრენი არიან, ისინი ავტორის გადმოცემით, გონივრული
მეთოდებით იბრძვიან, ძველს იყენებენ ახალის Aაშენების დროს, მეორე მიმდინარეობის
აზრიტ საჭიროა ძველის ძირფესვიანი განადგურებით ახალის აშენება

ნიკო ურბნელი
145.მიუთითეთ ქართველი ხალხოსნების რუსი ხალხოსნებისგან განმასხვავებელი
ძირითადი ნიშანი ქართველი ხალხოსნები ეროვნულ საკითხს აყენებდნენ და ეროვნული
თავისუფლებისათვის იბრძოდნენ.

146. ათალიკობას რა ეწოდებოდა და მისი არსი- მამამძუძეობა

147. რას ნიშნავდა ათაბაგობა სელჩუკთა სამეფოში-პირველ მინისტრს

148. რა განაპირობებს სამართლის, კანონმდებლობის წარმოშობას- საზოგადოებრივი


მოთხოვნილებები

149. რატომ არ ეტყობა ბექა-აღბუღას მონღოლთა გავლენა-მონღოლები ქართველებთან


შედარებით განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ

150. რა ნიშნის მიხედვით იყო აგებული იერარქია- გვარი, მამული, სახელო

151. განასხვავდება თუ არა ურბნელი ბექა-აღბუღას და ბაგრატის სამართალს-არ


განასხვავებდა, არამედ აერთიანებდა

152.ნიშნავდა თუ არა წოდება კასტას- არ ნიშნავდა, რადგან წოდება შეიძლება შეცვლილიყო


153.რამდენ ნაწილად იყოფოდა გლეხობა და რა მიზეზით ხდებოდა დაყმევება- გლეხობა
იყოფა ორ ნაწილად გლეხნი და ყმანი, დაყმევება ხდებოდა 1. ტყვედ ჩავარდნით 2.
ვალაუვალობით 3. გაყიდვით 4. სისხლის ფასში მიცემით და სხვ.

154. ყმის ყველაზე დაბალი საფეხური- ნასყიდი ყმა

155. მამის მიერ შვილის გაგდება- უფლება ჰქონდა თუ დანაშაულს ჩაიდენდა

156.იყო თუ არა ანდერძი შეზღუდული- არა ანდერძი არ იზღუდებოდა

157.საიდან წარმოიშვა ვალაუვალი მონა საათაბაგოში- თავის გაყიდვიდან

158.ქირის ქართული შესატყვისი- მიზდი

159. რას ნიშნავდა ამანათი- მამულის ან ნივთის მიბარება, „შევედრება“

160. იცნობდა თუ არა ბექას სამართალი ამხანაგობის ინსტიტუტს და რა იგულისხმებოდა


მასში? - კი, იცნობდა და ნიშნავდა იმას, რომ საერთო ქონებით, საერთო ძალით შეეძლოთ
მამულის შეძენა

161. რა სიტყვას ხმარობდა იგი „სათავდებოს“ ნაცვლად?- „სანახშიროს“

162. საზოგადოების განვითარების რომელ ეტაპზე წარმოიშვა სასამართლო და რა უძღოდა


მას -სასამართლო წარმოიშვა გვაროვნული წყობილების შემდეგ , ე.ი კლასობრივი
საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაჩენასთან ერთად, სასამართლოს წინ უსწრებს შუა-
კაცობის ინსტიტუტე

163.რატომ არ ეთანხმებოდა ხიზანაშვილი სულხან-საბას განმარტებას ღალატზე? - ავტორი


მართებულად ეკამათება სულხან საბას იმაში, რომ ღალატი მარტო მუხანათურად მოკვლას
კი არ ნიშნავს არამედ ღალატი სხვა დანაშაულსაც აღნიშნავს

164. შეუძლია თუ არა პიროვნებას თავის ნებაზე ატრიალოს ცხოვრების ჩარხი? - კი,
მიუხედავად იმისა, რომ ექოპა დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ქმედებებზე (გვ.241)

165. რომელი ქართველი მეფეების მაგალითზე განიხილავდა ისტორიული ვითარების


გავლენას პირზე და როგორ აფასებდა ამას? - ბაგრატ დიდისა და გიორგი მეშვიდეს
მაგალითებზე, რის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეფეები თავდადებული და
ღირსეული პირები იყვნენ, მათ ისტორიული ვითარება (თემურ ლენგი) არ უწყობდათ ხელს

166.რა იყო ადმინისტრაციული შენობის სიკარგე-სახელმწიფო მმართველობა არ ავიწროებდა


მთიულ თვითმმართველობას

167. ძეგლისდებაში ვის მიუთითებდა ურბნელი ხელისუფლების ადგილობრივ მოხელეებში?


- ერისთავს, გამგებელს,მოურავს, ხევისთავსმ ხევისბერსა და ციხისთავს
168. ნასყიდობის ნიადაგზე შეძენილ ქონებაზე ვრცელდებოდა თუ არა სახელმწიფო
გადასახადები? - არა. ის წარმოადგენდა მყიდველის კერძო საკუთრებას.

169.რა საკითხში არ ეთანხმებოდა ურბნელი პლატონ იოსელიანს- ძეგლის წერა


მწვალებლობის წინააღმდეგ იყო მიმართულიო

170. რატომ უყურებდა ხალხი გულგრილად საქართველოში შემოღებულ


თვითმმართველობის ინსტიტუტს? - ეს ინსტიტუტი გადაიქცა ხალხის გაყვლეფისა და
გაღატაკების საშუალებად, რადგან სოფლის მსაჯული ან სოფლის მამასახლისი, რომლებიც,
რეალურად, „უხმო იარაღს“ წარმოადგენდნენ პოლიციის ხელში, ძირითადად, ზრუნავდნენ
საკუთარ და არა ხალხის ინტერესებზე, ამასთან, ის გამოირჩეოდა მთავრობის ‘
მზრუნველობით“ შებოჭვით.

171. რა მიაჩნდა ურბნელს რუსული თვითმმართველობის თავისებურებად, რომელმაც ეს


ინსტიტუტი უვარგისად აქცია? - იგი რუსეთში გადაიქცა „სახელმწიფოს სამსახურის
ორგანოდ“, თანაც რუსული სახელმწიფოებრივი წყობილება თავისი არსით უარყობს
ყოველგვარ თვითმმართველობას.

172. სახელმწიფოში რეფორმის გატარების რა გზებზე მიუტითებდა ურბნელი და რომელს


ემხრობოდა?- 1. „კანონიერი“ საშუალება, როცა მთავრობა რეფორმას ხალხს აძლევს, როგორც
მოწყალებას“ 2. თვით ხალხის მიერ, როცა ისინი, უკმაყოფილონი მდგომარეობით, თავად
ითხოვენ ცვლილებებს. ავტორი ამ უკანასკნელს ემხრობა.

173. დაასახელეთ ქართული პოლიტიკური ცხოვრების 2 უპირატესობა, რომელთაც


განსაკუთრებით უსვამს ავტორი ხაზს - ბიუროკრატიზმისა და ცენტრალიზაციის არარსებობა

174. დავითისა და თამარის შედარებისას რომელს ანიჭებს უპირატესობას - დავითს, რადგან


მან თავისი დაუღალავი შრომით შექმნა ქართული ძლიერი სახელმწიფო, თუმცაღა
აღნიშნავს, რომ „თამარის გვირგვინი უფრო ბრწყინავს“

175 .ფრანგი განმანათლებლები, რომელთა დამსახურებასაც განსაკუთრებით აღნიშნავდა


ურბნელი - ვოლტერი, რომელმაც ლახვარი ჩასცა ეკლესიის ბნელ მხარეებს და რუსო,
რომელიც შეებრძოლა პოლიციურ სახელმწიფოს.

176. რომელ წერილში იგრძნობა რუსოს გავლენა და რის წინააღმდეგ გამოდიოდა ურბნელი?
- წერილში „ ფშავ-ხევსურეთი“, რომელშიც ის ადარებს მთიელსა და ბარელს. ავტორი
გამოდის „ყალბი გარეგანი განათლების“ წინააღმდეგ, რომელიც ახასიათებდა ბარის
მცხოვრებ ქართლელს.

177. კვლევის რომელ მეთოდს ანიჭებდა უპირატესობას ურბნელი- შედარებითი მეთოდი

178.მიუთითეს ის შრომები რომლის მიხედვითაც ვსმჯელობთ ურბნელზე-


1. ათაბაგი ბექა-აღბუღას სამართალი
2.გიორგი ბრწყინვალე მეფე საქართველოსი
3. მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო
4.ჩვენი საეკლესიო სჯულმდებლობა

1.რომელი ორი პოლიტიკური მიმდინარეობა დაუპირისპირდა 19-ე საუკუნის მეორე


ნახევარში საქართველოში? –ეროვნულ –განმათავისუფლებელი მოძრაობა და სოციალურ-
დემოკრატიული პარტია

2. ვინ იყვნენ მარქსიზმის იდეების პირველი გამავრცელებლები საქართველოში? რატომ იყო


ეს იდეები მიუღებელი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისათვის? -
მარქსიზმის პირველი გამავრცელებლები იყვნენ ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე. ისინი
ქადაგებდნენ კლასთა ბრძოლას და ქართველი ხალხის დაპირისპირებას უწყობდნენ ხელს.

3. რას ემყარებოდა დემოკრატიული სოციალიზმი, რომლის აშენებასაც მენშევიკური


მთავრობა პირდებოდა ქართულ საზოგადოებას? - წარმოების საშუალებებზე კერძო
საკუთრების დამკვიდრება და საბაზრო მექანიზმების სრულყოფა

4. რა განსხვავებაა დემოკრატიულ სოციალიზმსა და სოციალიზმის ბოლშევიკურ გაგებას


შორის? - დემოკრატიული სოციალიზმის ფუძემდებლური ელემენტებია წარმოების
საშუალებებზე კერძო საკუთრების დამკვიდრება და საბაზრო მექანიზმების სრულყოფა, რაც
რადიკალურად განასხვავებს მას სოციალიზმის ბოლშევიკური გაგებისგან, რომელიც
გულისხმობს კერძო საკუთრებისა და ბურჟუაზიის, როგორც კლასის განადგურებას.

5. რა აფერხებდა ყველაზე მეტად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას პირველი


რესპუბლიკის პირობებში? –ზედმეტი პარტიულობა და ნაკლები სახელმწიფოებრიობის
პრაქტიკა. ეს ფაქტორი არც უცხოელებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, მაგ, 1918 წელს
საქართველოში მყოფმმა ავსტრია-უნგრეთის დელეგაციის მეთაურმა ვ.ფრანკშტეინმა
ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორეს
ანალოგიური სიტყვებით „ მე არ ვცნობ პარტიებს, მე ვცნობ მხოლოდ ქართველებს“, რითიც
მიანიშნა, თუ რა ზიანი მოაქვს ერისა და ქვეყნის ინტერესების იგნორირებას და მოუწოდა
ქართველ პოლიტიკოსებს სახემწიფოებრივი აზროვნებისკენ.

6. როგორი იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების რეაქცია სოციალ-ფედერალისტი


გელოვანის მიერ სათათბიროს სხდომაზე ავტონომიის მოთხოვნის შესახებ? –მათ აღშფოთება
ვერ დამალეს, ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს არ სჭირდება ავტონომია. თუ ვინმეს
ეს სჭირდება, ალბათ იმიტომ, რომ იქ შოვინიზმი ააყვავოსო
7. ვის მემკვიდრეებად გვევლინებიან 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში პოლიტიკურ
ასპარეზზე გამოსული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია? – თერგდალეულთა
მემკვიდრეებად.

8. როგორი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის როგორც დაპყრობილი ქვეყნის


წარმომადგენლის ბრძოლის ტაქტიკა? – იჩენდნენ დიდ პოლიტიკურ ალღოს,
თავდაჭერილობას და მოითხოვდნენ მომენტის შესაფერის მაქსიმუმს, რადგან საქართველო
წარმოადგენდა დაპყრობილ ქვეყანას და რადიკალური მოთხოვნები შესაძლოა საბედისწერო
გამხდარიყო.

9. რა იყო ეროვნულ-დემოკრატების ბრძოლის უახლოესი ამოცანა? – ავტონომიისათვის


ბრძოლა, რითიც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმება უფრო შესაძლებელი იქნებოდა.
თებერვლის რევოლუციის შემდგომ ხანაში მათ ბრძოლის ერთიან მიზნად საქართველოს
სრული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაისახეს.

10. ეროვნულ-დემოკრატები რაზე ამყარებდნენ ავტონომიის მოთხოვნას? და რა უფლებები


უნდა ჰქონოდა საქართველოს რუსეთის იმპერიაში? – ისინი მოთხოვნას ამყარებდნენ 1783
წლის ტრაქტატზე, მათი მტკიცებით ავტონომიას უნდა ჰქონოდა უფლებრივი
მინიმუმი,რომლის შემცირება შეუძლებელია. მისი უმთავრესი მომენტებია: საკანონმდებლო
კრებულის, ადმინისტრაციის, სამართლის, სახალხო განათლების, ადგილობრივი
თვითმართველობის მოწყობა, შემოსავლისა და გასავლის კონტროლის დაქვემდებარება და
ა.შ.

11. ეროვნულ-დემოკრატები ავტონომიის მოთხოვნისას რომელ სახელმწიფოსთან


ავლებდნენ პარალელს? – უფრო ხშირად პარალელს ავლებდნენ დიდი ბრიტანეთის
სამეფოში შემავალი ქვეყნებთან და აღნიშნავდნენ, რომ ამ ქვეყნებსა და 1783 წლის
საქართველოს დაახლოებით იგივე მოცულობის უფლებები ჰქონდა.

12. რა იგულისხმება ეროვნულ-დემოკრატ ალექსანდრე ასათიანის მიერ ტრაქტატის


გადაფასებაში? – მისი აზრით ტრაქტატმა დაკარგა ყოველგვარი იურიდიული ძალა და
პრაქტიკული მნიშვნელობა, 1801 წლის აქტით საქართველო გათავისუფლდა იმ
ვალდებულებებისგან, რომლებსაც ტრაქტატი ითვალისწინებდა და ზღუდავდა სუვერენულ
უფლებებს. თუმცაღა, მისი ეს თვალსაზრისი საქართველოს სრული დამოუკიდებლობის
მოთხოვნის ტენდენციით აიხსნება.

13. რა მიაჩნდათ ეროვნულ-დემოკრატებს ადამიანთა თავისუფლების წინაპირობად?


– თვითონ სახელმწიფოს თავისუფლება, რადგან ისაა აუცილებელი პირობა ადამიანის
თავისუფლების და განვითარების. თავის მხრივ, ეროვნულ-დემოკრატები საქართველოს
თავისუფლებას რუსეთის თავისუფლებას უკავშირებდნენ.

14. რით ასაბუთებდნენ ეროვნულ-დემოკრატები რუსეთის დამფუძნებელი კრების


არჩევნებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობას? – (1) საქართველოს დამფუძნებელი
კრების საკითხი არ მომწიფებულა სათანადოდ, ამიტომ რუსეთის დამფუძნებელი კრების
ბოიკოტი ვერ იქნებოდა რეალური პოლიტიკის ნაბიჯი, (2) ასევე საარჩევნო ბრძოლის
გამოცდილების შეძენა პარტიის საორგანიზაციო განვითარებისთვის; (3) პოლიტიკური
ილუზიებისგან განთავისუფლება - დამფუძნებელი კრება პოლიტიკური სკოლა მაინც
იქნებოდა. (4) ასევე, ამიერკავკასიას არ უნდა შეეჩერებინა დამფუძნებელი კრების არჩევნები,
რათა შეფერხების შემთხვევაში დეპუტატებს აერჩიათ ადგილობრივი მთავრობა.

15. ემხრობოდნენ თუ არა ეროვნულ-დემოკრატები 1917 წლის თებერვლის რევოლუციის


შემდეგ რუსეთის შემადგენლიბაში ფედრეაციის სუბიქტად ყოფნას? – არა, ისინი ამის
წინააღმდეგნი იყვნენ. თუმცაღა, ისტორიოგრაფიაში არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრება,
თუმცა რეალურად ეროვნულ-დემოკრატებს ფედერალიზმი მიაჩნდათ ევროპულ ნაყოფად,
რომლისთვისაც საჭირო მომენტებით რუსეთში შემევალი ერეი არ იყვნენ დაკავშირებული.
ასევე, მათ შეუძლებლად მიაჩნდათ პატარა საქართველოს თანასწორუფლებიანობა
ფედერაციის დიდი სუბიექტების გვერდით.

16. როგორ აფასებდნენ ეროვნულ-დემოკრატები კავკასიის ფედერაციის იდეას? –


თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მიღწევის
პერსპექტივების გვერდით კავკასიის ფედერაციის იდეა მათ ზედმეტ რგოლად მიაჩნდათ,
თუმცა ტაქტიკური მოსაზრებებით მათ შესაძლებლად მიაჩნდათ დროებით დათმობაზე
წასვლა.
17. რაში მდგომარეობდა ერის პეტრე სურგულაძისეული განმარტების არსი და რით
განსხვავდებოდა ის ამავე საკითხზე სტალინის შეხედულებისიაგან? –პეტრე სურგულაძის
აზრით ერისთვის აუცილებელი იყო სახელმწიფო, სტალინი კი თვლიდა, რომ
არასახელმწიფოებრივი ერებიც არსებობენო, რაც არასაკმარისი არგუმენტია, რადგან ასეთი
მდგომარეობა ამ ერების მხრივ მიჩნეული იყო არანორმალურად, ისინი ხომ
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, რასაც ადასტურებდა საბჭოთა
იმპერიის რღვევის პროცესების დაწყება.
18. რას ემყარებოდა ეროვნულ-დემოკრატ პეტრე სურგულაძის შეხედულება მომავალში
საქართველოს საერთაშორისო როლის ზრდასთან დაკავშირებით? – მის გეოპოლიტიკურ
მდგომარეობას, ვიდრე მას ძალა აქვს.
19. როგორი იყო ეროვნულ-დემოკრატების დამოკიდებულება საქართველოში კლასობრივი
ბრძოლის მიმართ და რატომ? – თვლიდნენ, რომ გამომდინარე მისი განუვითარებელი
ეკონომიკური ცხოვრებიდან, საქართველოში არ იყო კლასთა ბრძოლის ნიადაგი და მას
ხელოვნურად აღვივებდნენ კლასობრივ ნიადაგზე მდგომი პარტიები, ამდენად, ეროვნულ-
დემოკრატები მოითხოვდნენ ქვეყნის ეკონომიკაში სუვერენული წარმოებისა და ვაჭრობის
დაჩქარებულ განვითარებას, სინანულს გამოთქვამდნენ ქართული ბურჟუაზიის სისუსტის
გამო. ეს სულაც არ ნიშნავს მათ, როგორც ბურჟუაზიულ პარტიად მონათვლას.

20. რა იყო ეროვნულ-დემოკრატებს და სოციალ-დემოკრატებს შორის უნდობლობის მთავარი


მიზეზი?– მენშევიკების კლასობრივი ანტაგონიზმის იდეებისადმი ერთგულება, რამეთუ ეს
იყო პარტია, რომელიც კაცობრიობის წინ წამწევ ფაქტორად მიიჩნევდა კლასთა ბრძოლას და
დაარღვია ეროვნული იდეის სინთეზები, რითიც მას არ შეუძლია საქართველოს, როგორც
ეროვნული იდეალის, სამშობლოს კულტის წარმოშობა და თაყვანისცემა, რის გარეშეც
შეუძლებელია ეროვნული იდეის ბატონობა.
21. რატომ იყო მიუღებელი ეროვნულ-დემოკრატებისათვის რეალური მოსახლეობის
პრინციპი? რომელი პრინციპის გამოყენება მიაჩნდათ მათ სამართლიანად?– სოციალისტური
პარტიების ე.წ. რეალური მოსახლეობის პრინციპს ისინი უპირისპირებდნენ ისტორიულ
პრინციპს. თავის მხრივ, რეალური მოსახლეობის პრინციპი სამართლიანად მიაჩნდათ იმ
შემთხვევაში, როცა რეალურად ამჟამად არსებული მოსახლეობის ჩამოყალიბება
ისტორიული სამართლიანობის დარღვევით არ ყოფილა მიღწეული, რასაც ვერ ვიტყოდით
საქართველოზე, რადგან თუ ზოგიერთი ქართული მიწა-წყალი მოსახლეობის
უმრავლესობით არაქართული იყო, ეს წარმოადგენდა ძალმომრეობისა და არა ბუნებრივი
ისტორიული პროცესის შედეგს, რადგან ეს დამპყრობლებმა ხელოვნურად შექმნეს თავიანთი
პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, ეროვნულ-დემოკრატები იბრძოდნენ
ტერიტორიული ერთიანობის ყოველგვარ ხელყოფას.
22. რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ეროვნულ-დემოკრატებისათვის სახელმწიფოებრივი
სუვერენიტეტი თუ ტერიტორიული მთლიანობა? – ისინი ამჯობინებდნენ შეზღუდულიყო
საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, ვიდრე დარღვეულიყო საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობა. მაგალითად, პ.ინგოროყვა პარტიის ყრილობაზე მიუთითებდა,
რომ საქართველოს პოლიტიკური თვითმმართველობის საკითხში სიმძიმის ცენტრი
ტერიტორიის საკითხი უნდა იყოს და არა კომპეტენციისა, რადგან ამ უკანასკნელის
გაფართოება ყოველთვის შეიძლება, ხოლო დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება ფუჭი
ოცნება იქნება.
23. განვითარების რომელ გზას ანიჭებდნენ ეროვნულ-დემოკრატები უპირატესობას
ევოლუციურს თუ რევოლუციურს? – ევოლუციურს, ამდენად, ისინი არ ცნობდნენ ნახტომებს
საზოგადოების განვითარებაში.

24. როგორი იყო შალვა გოგელიას შეხედულება სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ?– შალვა
გოგელია თანამედროვე სახელმწიფოს საწყისს პირველყოფილ თავისუფალს საზოგადოებაში
ხედავდა, იგი სახელმწიფოს წარმოშობას უკავშირებს ინდივიდთა თვისებებს, რომლებმაც
მოგვცა საზოგადეობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო სახელმწიფო რადგან აკლდა
ტერიტორიული ერთიანობა, რაც გოგელიას სიტყვებით მიიღწევა კიდეც ათასობით
სოფლების გაერთიანებით
25. როგორი იყო მიხაკო წერეთლის შეხედულება სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ? –
სახელწმიფოს წარმოშობას უკავშირებდა ერს. ერი დაიპყრობდა სხვა ერს და წარმოიშობოდა
სახელმწიფო, მისი აზრით, თვით სახელმწიფოს არსებობაც კი, არ შეიძლება ისე თუ ერთი
რომელიმე ერი არ არის მისი გული– ბურჯი, რომელზედაც იგი უნდა იყოს დამყარებული

26. რაში მდგომარეობდა გარიგების არსი , რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილის აზრით


სახელმწიფო სთავაზობდა ექსპლოატატორებს? – „ჩემი პოლიციით, სასამართლოთი და
მღვდელებით მე ვამყოფებ ხალხს უვიცობასა და შიშში ღვთის წინაშე, ნუ გეშინიათ
ნურაფრის და უშიშრად ძარცვეთ ეს თქვენი მოხერხებისა და ძალების მიხედვით, ხოლო
ნაძარცვიდან მომეცით მე მეათედი, რათა შევინახო ჩემი, იგივე თქვენი მსახურები.“

27. ურთიერთობის რომელ ფორმას სთავაზობდა საზოგადოებას ჩერქეზიშვილი


სახელმწიფოს ნაცვლად? – თავისუფალ ასოციაციებს, კავშირებს, ფედერაციებს, რითიც
უზრუნველყოფილი ექნებათ თავისუფალი არჩევანი „შევიდნენ კავშირებსა და
ფედერაციებში, მათთან ვისთანაც სურთ და როგორც სურთ“

28. როგორი იყო ჩერქეზიშვილის დამოკიდებულება სოციალ-ფედერალისტების მიერ


შეთავაზებული სახელმწიფოს მოდელისადმი?– ჩერქეზიშვილმა პარიზის კონფერენციაზე
განაცხადა, რომ ისინი რჩებოდნენ იმ პარტიის წარმომადგენლებად, რომელიც მუდამ
აგონებდათ, რომ იდეალი წინაა. მათ არ სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ფედერატულ
სახელმწიფოში, თუმცა მათ მიერ დახატული ფორმა მოსაწონად მიაჩნდა და ბრძოლაში
მხარდაჭერას სთავაზობდა.

29. რა შემთხვევაში აფასებდა ჩერქეზიშვილი დეცენტრალიაზაციასა და ფედერალიზმზე


საუბარს ერის ღალატად?–ომის შემთხვევაში

30. რა მიაჩნდა კომანდო გოგელიას საზოგადოების უდიდეს და უმთავრეს პრინციპად?–


უმცირესი ენერგიით უდიდესი შედეგის მიღწევა

31. რას უსსვამდა ხაზს მიხაკო წერეთელი სახელმწიფოს ფედერალური მოწყობის


აუცილებელ პირობებს შორის ?– ორმხრივი შეთანხმება და ურთიერთპატივისცემა

32. ფუნქციის შესასრულებლად რომელ აუცილებელ ორ ფაქტორზე ამახვილებდა


ყურადრებას მიხაკო წერეთელი? – უნდა არსებობდეს ორგანო ფუნქციის შესასრულებლად
და ეს ორგანო უნდა ეწეოდეს მიზანმიმართულ საქმიანობას, მოწესრიგებული უნდა იყოს

33. სახელმწიფო ფუნქციათა რომელ თავისებურებებზე ამახვილებდა ყურადღებას მიხაკო


წერეთელი? – ფუნქციების ურთიერთკავშირი, ერთის შესრულება–მეორის მოქმედება

34. ქართველ ანარქისტთა შეხედულებით, რამდენად მიზანშეწონილი იყო მოცემულ


ისტორიულ ეტაპზე სახელმწიფოს გამოყენება სოციალური და ეკონომიკური
გარდაქმნებისათვის?– შეუძლებელია ამ მიზნებისთვის სახელმწიფოს
გამოყენება.გაუმართლებლად მიაჩნდათ
35. რა დასკვნამდე მივიდა მიხაკო წერეთელი საერთაშორისო სამართლის ადამიანთა და
სახელმწიფოთა საზოგადოებების შედარებისას? – ადამიანთა საზოგადოების მსგავსად, არც
სახელწმიფოთა საზოგადოება შედგება ერთი და იმავე ხარისხის მქონე სახელმწიფოთაგან და
მართალია ფორმალური მხარით ინგლისსა და მონტენეგროს თანასწორი ხმა აქვთ
საერთაშორისო კონგრესებზე, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქციაა, რეალურად კი უმეტეს
შემთხვევაში, ძლიერი სახელმწიფოების ხელშია მთელი საერთაშორისო სამართალი უფლება
და ძალა.

36. როგორი იყო ჩერქეზიშვილის შეხედულება სახელმწიფოს საგარეო ფუნქციის ომითა და


ძალადობის გზით გადაწყვეტისადმი?– უარყოფითი, იგი წინააღმდეგი იყო ძალადობისა და
ომის გზით საგარეო საკითხების მოგვარებისა. ზოგადად, ჩერქეზიშვილი დიდ პატივს
სცემდა ძველი დროის მეომარს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მიწის მხვნელს და მუშას
ომისთვის არ ეცალა მისი აზრით, ომს არ შეეძლო ორივე მხარისთვის რაიმე სიკეთის მოტანა,
ამიტომ საგარეო ფუნქციების ერთ-ერთი როლი უნდა შეეთავსებინა შეთანხმების და
ინტერესთა ერთობას კაცობრიობის განვითარებისათვის.
37.რას აგონებდა შალვა გოგელიას სახელმწიფო ორგანოები და რატომ?– იფი სახელმწიფო
მექანიზმის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ადრიდა ადამიანის ორგანოებს, რადგან ასეთი
ქვედანაყოფების, პოლიციის, ჯარის, ჩინოვნიკების გარეშე სახელმწიფო ვერ
განახორციელებს ძალმომრეობით ღონისძიებებს. მაგალითად, ის თავის როლს თამაშობდა
სასულიერო წოდება, თვალის ადგილი ეკავა მთავრობას, ჯაშუშებს და პოლიციას, ხელების-
ჯარს და სხვ.

38. როგორ გადმოსცემდა პარლამენტის არსს შალვა გოგელია? –ორგანო სადაც ბევრს
ლამაზად ლაპარაკობენ ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ საერთოდ არაფერს აკეთებენ.

39. როგორი იყო ჩერქეზიშვილის დამოკიდებულება პარლამენტისადმი და რა ურჩია მან


სოციალ-ფედერალისტებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? – იგი
ხელისუფლების სხვა ინსტიტუტებთან უარყოფდა პარლამენტსაც, მაგრამ ეს არ ატარებდა
უპირობო ხასიათს. მას პარლამენტი მიაჩნდა უსინდისო დაწესებულებად, რომელიც
სათვალთმაქცოდ შექმნა ბურჟუაზიამ, მაგრამ იგი სათათბირო არჩევნებში მონაწილეობაზე
უარის თქმის წინააღმდეგ გამოვიდა. იგი სოციალ-ფედერალისტებს ურჩევდა საპარლამენტო
ტრიბუნაზე გასვლას, სადაც მათ უნდა გაეჟღერებინათ საქართველოს ისტორიული უფლება
თავისუფალ, დამოუკიდებელ არსებობაზე და სოციალ-ფედერალისტებს არც უნდა ეფიქრათ
ბოიკოტის იდეაზე.

40. მიხაკო წერეთლის აზრით რას ჰქვია მთავრობის კაცის ცინიზმი?– ცინიზმი მუდამ
არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მთავრობის კაცის ცინიზმს იგი უწოდებს
უმსგავსოსა და გულის ამმრღვევს. ეს მდგომაროებს იმაში, რომ სახელმწიფო მოხელე
ლაპარაკობს სიყვარულზე, პატივმოყვარეობის, სახელის მოხვეჭის, სხვისი ქონების
სიყვარულის წინააღმდეგ, მორალისტობს და ფილოსოფობს.
41. მიხაკო წერეთლის დამოკიდებულება ეკლესიისადმი მისი ნაშრომის „კანონის“
მიხედვით? – კონსტანტინეს შემდეგ ქრისტიანობის ისტორია არის მისი გახრწნის ისტორია.
ამ პროცესმა მწვერვალს მიაღწია ინკვიზიციის დროს, ახლა კი დიდ ანტისოციალურ
ელემენტად ჩამოყალიბდაო, როგორც მესამე თავი იმ ვეშაპისა, რომელსაც ეწოდება–
კაპიტალიზმი, სახელმწიფო და ეკლესია.

You might also like