You are on page 1of 8

2XI კლასი საბოლოო შემაჯამებელი

1) რას ნიშნავს ,,დიდი ტერორი „ საფრანგეთში?

ა) იაკობინელების მიერ ხალხის მასიურ დასჯას

ბ) ჟირონდისტების მიერ ხალხის მასიურ დასჯას

გ) ლუი XVI მიერ ხალხის მასიურ დასჯას

დ) ნაპოლეონის მიერ ხალხის მასიურ დასჯას

2) როდის აღმოჩნდნენ რობესპიერი და მისი მომხრეები გილიოტინაზე?

ა) 1793 წელს. ბ) 1794 წელს გ) 1785 წელს დ) 1789 წელს

3) საფრანგეთის ხელისუფლებაში რევოლუციის შმდეგ მოვიდნენ:

ა) ჟირონდისტები, როიალები, ჭაობი ბ) ჟირონდისტები, როიალები, იაკობინელები

ბ) იაკობინელები, როიალები, ჭაობი დ) ჟირონდისტები, იაკობინელები, ჭაობი

4) როდის მიიღეს რევოლუციური საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია?

ა) 1793 წელს . ბ) 1791 წელს გ) 1789 წელს დ) 1773 წელს

5) როდის და ვის შორის მოხდა ხრესილის ბრძოლა?

ა) 1757 წელს ოსმალების ბ) 1770 წელს ოსმალების

გ) 1757 წელს ირანელების დ) 1770 წელს ირანელების

6) 1759 წელს დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა შეკრებაზე აიკრძალა

ა) ხარკის გადახდა ოსმალებისათვის ბ) ხარკის გადახდა ირანელებისათვის

გ) დიდებულების მიერ ტყვეთა გაყიდვა დ) დიდებულების მიერ რჯულის შეცვლა

7) გეორგიევსკის ტრაქტატს ქართლ–კახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს

ა) გარსევან ჭავჭავაძემ და ლევან დადიანმა ბ) იოანე მუხრან ბატონმა და ლევან დადიანმა

გ) გარსევან ჭავჭავაძემ და იოანე მუხრან ბატონმა დ) ალექსანდრე ჭავჭავაძემ და ლევან


დადიანმა

8) როდის და ვის შორის დაიდო ქუჩუკ კაინარჯის ზავი?

ა) რუსეთსა და ირანს შორის ბ) ირანსა და ოსმალეთს შორის

გ) ირანსა და ქართლს შორს დ) რუსეთსა და ოსმალეთს შორის

9) როდის და სად ეკურთხნენ თეიმურაზII და ერეკლე II ქრისტიანული წესით მეფეებად?

ა) 1745 წელს გელათში. ბ) 1770 წელს სვეტიცხოველში


გ) 1745 წელს სვეტიცხოველში დ) 1745 წელს ალავერდში

10) რუსეთის რომელმა მმართველმა მიიღო იმპერატორის წოდება?

ა) ივანე IV ბ) პეტრე I გ) ივანე III დ) ალექსანდრე I

11) როდის მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი ევროპაში?

ა) 1763–70წწ ბ) 1757–1764 წწ გ) 1756–63წწ დ) 1787–1794წწ

12) პრუსიის მეფე ფრიდრიხ II იყო :

ა) ჰოჰენცოლერების დინასტიის . ბ) ჰაბსბურგების დინასტიის

გ) კაპეტინგების დინასტიის დ) კაროლინგების დინასტიის

13) საქართველოში ოსმალობა მიმდინარეობდა

ა) 1723–35 წწ ბ) 1745–58წწ გ) 1735–45 წწ დ) 1756–1763 წწ

14) როდის დაიშალა საქართველო საბოლოოდ სამეფო სამთავროებად?

ა) 1490 ბ) 1570 გ) 1640 დ)1390

15) პეტრე I ის საშინაო რეფორმებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო:

ა) ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ეკლესიის მართვის სასულიერო კოლეგიის სინოდის


დაქვემდებარებაში გადასვლა

ბ) ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება და ეკლესიის მართვის სასულიერო კოლეგიის სინოდის


დაქვემდებარებაში გადასვლა

გ) ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ეკლესიის მართვის სასულიერო კოლეგიის


საეგზარხოსოს დაქვემდებარებაში გადასვლა

დ) ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება და ეკლესიის მართვის სასულიერო კოლეგიის


ეპარქიის დაქვემდებარებაში გადასვლა

16) პეტრე I ის დროს ამოქმედდა:

ა) კომლობრივი გადასახადი ბ) სულადობრივი გადასახადი

გ) კომლობრივი და სულადობრივი გადასახადი დ) საერობო გადასახადი

17) პეტრე I –მა რუსეთი დაყო

ა) რვა გუბერნიად და მათ სათავეში გუბერნატორები ჩუყენა

ბ) ცხრა გუბერნიად და მათ სათავეში გუბერნატორები ჩუყენა

გ) რვა ოლქად და მათ სათავეში მმართველები ჩაუყენა

დ)ცხრა კოლონიად და მათ სათავეში კოლონისტები ჩაუყენა


18) როდის აიღეს რიშელიეს ბრძანებით ლაროშელი?

ა) 1748 წ. ბ) 1628წ. გ) 1654წ დ) 1789წ

19) ვესტფალიის ზავით საფრანგეთმა მიიღო

ა) ელზასი და ლაროშელი ბ) ლოთარინგია და ბავარია

გ) ელზასი და ლოტარინგია დ) ბავარია და დანია

20) ვის ეკუთვნის გამონათქვამი „მე მტრები არ მყავდა, ჩემი მტრები სახელმწიფოს მტრები
იყვნენ“...

ა) ჯულიო მაზარინს ბ) ჟან კოლბერს გ) ადამ სმიტს დ) კარდინალ რიშელიეს

21) როდის მოხდა ბოსტონის ჩაის სმა

ა) 1774წელს ბ) 1773 წელს გ) 1787 წელს დ) 1783 წელს,

22) აშშ–ს კონსტიტუციის ავტორი იყო

ა) აბრაამ ლინკოლნი ბ) ჯორჯ ვაშინგტონი გ) თომას ჯეფერსონი დ) ჯეიმს მედისონი

23) XVII საუკუნის სამოქალაქო ომი და რევოლუცია ინგლისში დამთავრდა

ა) კრომველის პროტექტორატით ბ) მონფორის პროტექტორატით

გ) რიშელიეს პროტექტორატით დ) მაზარინის პროტექტორატით

24) როდის დაიდო ფიცის წიგნი?

ა) 1587წ. ბ) 1675წ. გ) 1783წ. დ) 1765წ

25) ვის ეკუთვნის სიტყვები ,,სახელმწიფო ეს მე ვარ“...

ა) ლუი.XVI.. ბ) ლუი.XIV გ) ნაპოლეონი. დ) ლუი V

26) როდის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?

ა)1783წ.. ბ) 1765წ. გ) 1678წ. დ) 1567წ

27) როდის მოხდა ასპინძის ბრძოლა?

ა) 1779წ. ბ) 1770წ. გ) 1798წ. დ) 1221წ

28) ვინ მეთაურობდა ასპინძის ბრძოლის წინ რუსის ჯარს?

ა) ჯალალ-ად დინი, ბ)აღა- მაჰმად ხანი. გ) პოტიომკინი. დ) ტოტლებენი

29) რუსეთის რომელ მეფეს უწოდეს მრისხანე?

ა) ივანე IV. ბ) პეტრე I გ) ვლადიმერს. დ) იაროსლავს

30) დაალაგე ქრონოლოგიურად;


ასპინძის ბრძოლა, ხრესილის ბრძოლა, შირიმნის ბრძოლა.

31) დაალაგე ქრონოლოგიურად:

კრწანისის ბრძოლა, გარნისის ბრძოლა, გარისის ბრძოლა

32) დაალაგე ქრონოლოგიურად;

ბაზალეთის ბრძოლა, მარტყოფის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლა

33) ჩამიოაყალიბე გამუსლიმანებული ბაგრატიონების მმართელობის დადებით და


უარყოფითი მხარეები
34) დაალაგე ქრონოლოგიურად:

გიორგი სააკაძე, ყურთლუ არსლანი, ვარსქენ პიტიახში.

35) დაალაგე ქრონოლოგიურად:

სეფიანთა ირანი, სასანიდური ირანი, აქიმენიდური ირანი.

36) ყორღანი არის

ა)კერპისადგილსამყოფელი ბ)გამოქვაბული გ)სამარხი დ)საცხოვრებელი

37) დიაოხის მეფე იყო

ა)მენუა ბ) უტუფურსი გ)აიეტი დ)არგიშთი

39) კოლხაში არგონავტების მოსვლის დროს მეფობდა

ა)იასონი ბ)ჰელიოსი გ)აიეტი დ) მენუა

40) მითრიდატე VI ევპატორი იყო

ა) ქართლის მეფე ბ ) სომხეთის მეფე გ)პონტოს მეფე დ) ალბანეთის მეფე

41) ფარსმან ქველი რომში ჩავიდა იმპერატორ

ა)ვესპასიანეს დროს ბ)ანტონიუს პიუსის დროს გ)იუსტინიანე ს დროს დ)ადრიანეს დროს

42) ვინ გვაწვდის ცნობებს ვახტანგ გორგასლის შესახებ?

ა)აგათია სქოლასტიკოსი ბ)ჯუანშერი გ) ლეონტი მროველი დ)სტრაბონი

43) წაიკითხე ნაწყვეტი და გაეცი შემდეგ კითხვებს პასუხი 3ქ

გელასი კესარიელი „იბერთა მოქცევა“

“ღმრთის მცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და


ლაზხებმა, რომლებთაც მანამდე ისარს წამდათ, ამ უდიდესი სიკეთის მიზეზი ახდა ერთი
დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ ...როდესაც მას ეკითხებდონენ მისი ასეთი
განდეგილობის მიზეზის შესახებ, ის წმინდა დედაკაცი მარტივად უპასუხებდა ხოლმე, ქრისტეს
მიზეზისთვის, ძისა ღმრთისაო“უპასუხეთ კ ითხვებს:

1.რომელ ორ ხალხს ასახელებს გელასი კესარიელი პონტოს სანაპიროზე?


2.წყაროში ნახსენებია ტყვექალი, ვისზეა საუბარი?

3.რომელ წელს გაქრისტიანდნენ იბერები და ვინ მეფობდა ამდროს ქართლში?

44) ისტორიული წყაროს ანალიზი 12ქ

. ნაწყვეტი ფრანგი მოგზაურის ჟ.პ. დე ტურნეფორის (1656–1708)1 ნაშრომიდან

„მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“.

ღმერთმა ინება, რომ იბერიელები, რომელთაც დღეს ჩვენ ქართველების სახელით

ვიცნობთ, ჭეშმარიტ რწმენაზე ერთმა ქრისტიანმა ტყვე ქალმა მოაქცია. მან თავისი

სასწაულებრივი მოქმედებით გააქრისტიანა ეს ხალხი და განკურნა მათი მეფე თვალებში

სისხლის ჩაქცევისაგან, რაც მას ნადირობის დროს მოსვლია. სოკრატე დასძენს,

ახლადმოქცეულებმა კონსტანტინეს ეპისკოპოსები სთხოვესო განსასწავლად; პროკოპი კი

ირწმუნება, ეს ხალხი ამ დროისათვის უკვე ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენო...

დღეს აქ ყველაფერი შეცვლილია. საქართველოს მეფე, რომელიც მხოლოდ ქვეყნის

მმართველის ფუნქციას ასრულებს, სარწმუნოებით აუცილებლად მაჰმადიანი უნდა იყოს,

რადგან სპარსეთის ხელმწიფე მმართველად ისე არავის დანიშნავს, თუ იგი არ

გამაჰმადიანდა. ჩვენი იქ ყოფნის დროს თბილისის მეფეს ერეკლე2 ერქვა. იგი ბერძნული

სარწმუნოებისა ყოფილა, მაგრამ მისთვის რწმენა შეუცვლევინებიათ. ამბობდნენ, ეს

ხელმოცარული მეფე ორივე რელიგიას ერთდროულად აღიარებსო: დადის მეჩეთშიც, ასევე

მისი უწმინდესობის პაპის სადღეგრძელოსაც სვამსო. იგი ძალზე მერყევი და ორჭოფი მეფე

გახლდათ. შეიძლებოდა მისთვის ათასჯერ შეეცვლევინებინათ აზრი ისეთ საქმეზე,

რომელიც დღესავით ნათელი იყო.

1 ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორმა საქართველოში 1701 წლის ზაფხულში იმოგზაურა

2 ერეკლე I (1688-1703 წწ)

კითხვები:

(1) 27.1. რა ერქვა ტექსტში მოხსენიებულ ქართველთა გამაქრისტიანებელ „ტყვე ქალს“?

(1) 27.2. რომელ საუკუნეში მოაქცია „ტყვე ქალმა“ ქართლი?

(1) 27.3. ვინ იყო „ქართველთა მოქცევისას“ ქართლის მეფე?

(1) 27.4. რომელი სახელმწიფოს მმართველი იყო ტექსტში ნახსენები კონსტანტინე?

(1) 27.5. რომელ სახელმწიფოში მოღვაწეობდა ტექსტში ნახსენები პროკოპი კესარიელი?

(1) 27.6. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა პროკოპი კესარიელი?`


(1) 27.7. თქვენი აზრით, რატომ მოიხსენიებს ავტორი საქართველოს მეფეს „მხოლოდ ქვეყნის

მმართველის ფუნქციის შემსრულებლად“?

(1) 27.8. რა იგულისხმება „ბერძნულ სარწმუნოება“-ში?

(1) 27.9. რომელი ეკლესიის მეთაურია პაპი?

(1) 27.10. რომელი კონკრეტული სამეფოს მეფე იგულისხმება „თბილისის მეფეში“?

(1) 27.11. რა ტიტულს ატარებდა სპარსეთის ხელმწიფე?

(1) 27.12. ტექსტის მიხედვით, მოიყვანეთ არგუმენტი, რომლიც ერეკლე მეფის მერყევ

ხასიათზე მიუთითებს?

45) წაიკითხეთ პრობლემა და დაასაბუთეთ არგუმენტირებულად მისი გადჭრის


ალტერნატიული ორი არგუმენტი ( მომხრე, მოწინაღმდეგე)

ერეკლე II და რუსეთ-ოსმალეთის ომი

1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებისას ერეკლე II-მ დარბაზი

მოიწვია. განიხილებოდა მნიშვნელოვანი საკითხი: ჩაბმულიყო თუ არა ქართლ-კახეთის

სამეფო ამ ომში რუსეთის მხარეს. დარბაზის მონაწილეთა ერთი ნაწილი ამ ომში რუსეთის

მხარეს ჩაბმის მომხრე გახლდათ, ნაწილი კი – მოწინააღმდეგე.

46) რას გულისხმობს ნეოლითური რევოლუცია;

ა) ადამიანმა ისწავლა კაჟისა და ქვის დამუშავება. ბ). ადამიანი გახდა მწარმოებელი.

გ) ადამიანმა დაამზადა რკინის იარაღი. დ).ადამიანმა ისწავლა ნადირობა.

47) დმანისელი ადამიანი თარიღდება;

ა). 1,8 მლნ წლით ბ). 2,8 მლნ წლით. გ). 1,5 მლნ. წლით. დ).1,3–1,5 მლნ წლით.

48) რა ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო ფარნავაზმა საქართველო?

ა. სკეპტუხიებად; ბ. საერისთავოებად; გ. სატრაპიებად; დ. საამიროებად.

49) ქართლის რომელ ნაწილს განაგებდა სპასპეტი?

ა). ქვემო ქართლს; ბ). ზემო ქართლს; გ). შიდა ქართლს. დ ) მცხეთას

50) .რომელი მთავარი ატარებდა ქორეპისკოპოსის ტიტულს?

ა.ჰერეთის; ბ. კახეთის; გ. აფხაზეთის; დ. ტაო-კლარჯეთის.

51) .ვინ მიიღო პირველად „ ქართველთა მეფის ტიტული?

ა). ადარნასე II; ბ) . აშოტ I; გ) . ბაგრატ III დ) დავით IV

52) ..გიორგი I -ის გამეფებისთანავე ერთიან საქართველოს ჩამოშორდა:


ა). კახეთი; ბ). ჰერეთი; გ). კახეთ-ჰერეთი; დ). ტაო

53) ერწუხის ბრძოლას მოჰყვა:

ა). სომხეთის შემოერთება; ბ).ალან-ოსებზე კონტროლის დაწესება;

გ). კახეთ-ჰერეთის შემოერთება; დ). ყივჩაღების ჩამოსახლება.

54) წაიკითხე მოცემული წყარო და გაეცი პასუხი კითხვებს.

ქსერქსეს წარწერა პერსეპოლისიდან.

დიდებული ღმერთი აჰურა-მაზდა,ვინც შექმნა ცა და მიწა,ადამიანი და ყოველი სიკეთე


მისთვის,ვინც ქსერქსე მრავალი მეფის მბრძანებლად აქცია,შემწედ გამიხადა,როდესაც
ამიჯანყდნენ პროვინციები ჩემი გამეფების ჟამს.მე ისინი დავიმორჩილე, ამ მხარეებში დევებს
ეთაყვანებოდნენ.მე ავკრძალე მათი თაყვანისცემა,დავანგრიე მათი ტაძრები და ვუბრძანე აჰურა-
მაზდასთვის და ციური არტასთვის ეცათ თაყვანი.ყველაფერი ეს აჰურა მაზდას ნებით
გავაკეთე,აჰურამზდა მეხმარებოდა.სანამ მე ამას ვაკეთებდი შენ რომელიც იფიქრებ,რომ
სიცოცხლეში ბედნიერი იყო და სიკვდილის შემდეგ ციურ არტას შეუერთდა,მისდიე აჰურამ
აზდას დაწესებულ კანონს,აღიარე აჰურა მაზდა და ციური არტა.

1.რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისთვის ქსერქსეს რელიგიურ რეფორმას?

2.ყველაფერი ,რაც ეხება ქსერქსეს,აჰურა მაზდას სახელს უკავშირდება.შენი აზრით რატომ.

3. რომელი სახელმწიფოს და დინასტიის წარმომადგენელია ქსერქსე?

4. რომელ საუკუნეებში მართავდნენ დასახელებულ სახელმწიფოს ამ დინასტიის


წარმომადგენლები?

55) დაალაგეთ ქრონოლოგიურად ძველიდან ახლისაკენ

ა. შამქორის ბრძოლა; ბ. თამარის ქორწინება დავით სოსლანზე; გ. ბასიანის ბრძოლა; დ. ყუთლუ-


არსლანის გამოსვლა.

56) ისტორიულ წყაროებში მოსხენიებული ,,უძლეველი არმადა“ ეს არის

ა) ინგლისის ფლოტი ბ) ნიდერლანდების ფლოტი

გ) ესპანეთის ფლოტი დ) პორტუგალიის ფლოტი

57) რომელ ისტორიულ სახელმწიფოს აღნიშნავს ,, ბრწყინვალე პორტა“?

ა) ირანს ბ) არაბეთს გ) ოსმალეთს დ) ეგვიპტეს

58) რა არის რეჩ პოსპოლიტა?

ა) ლატვიის და პოლონეთის გაერთიანება ბ) ლიტვის და პოლონეთის გაერთიანება

გ) ლიტის და ლატვიის გაერთიანება დ) ლატვიის და უნგრეთის გაერთიანება

59) ოდიში ანუ


ა) იმერეთი ბ) აფხაზეთი გ) სამეგრელო დ) სამცხე

60) 1629წელს რომში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, ვისი ინიციატივით
მოხდა ეს ?

ა) ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ბ)სულხან-საბა ორბელიანის

გ) ნიკიფორე ირბახის გ) პლანო კარპინის

61) როდის მოხდა ბართლომეს ღამე?

ა) 1571 წელს ბ)1573 წელს გ) 1572 წელს დ) 1578 წელს

62) როდის დაიდო ნანტის ედიქტი და რას ემსახურებოდა ის?

ა) 1498 წელს , ანგლიკანების თავისუფლებას ბ) 1598 წელს ჰუგონეტების თავისუფლებას

გ)1458 წელს პროტესტანტების თავისუფლებას დ) 1648 წელს ლუთერანების თავისუფლებას

63) როდის და ვის მიერ იქნა აღბული ლაროშელი?

ა)1627 წელს კარდინალი მაზარინის მიერ ბ) 1528 წელს ჟან კოლბერის მიერ

გ) 1628წელსკარდინალი რიშლიეს მიერ დ) 1527 წელს ეკატერინე მედიჩის მიერ

64) პირველი სტამბა დაარსდა საქართველოში

ა)1608 წელს ბ) 1709 წელს გ) 1612 წელს დ) 1723 წელს

65) როდის მოხდა ჩრდილოეთის ომის გადამწყვეტი პოლტავას ბრძოლა?

ა) 1706 წელს ბ) 1709 წელს გ) 1705 წელსდ) 1708 წელს

You might also like