You are on page 1of 10

მესამე შემაჯამებელი ტესტი ისტორიაში

გისურვებთ წარმატებებს!
1. თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ
ერთია სწორი. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. (ჯამში 35 ქულა).

1. ვის სახელს უკავშირდება ბაბილონის სამეფოს აღზევება ძვ.წ. XVIII საუკუნეში?

ა) აშურბანიფალის;

ბ) არგიშთი II-ის;

გ) სარგონ I-ის;

დ) ხამურაბის.

2. ვისი მოკავშირეობით დაამარცხა ფარნავაზმა აზო (აზონი)?

ა) ადერკის;

ბ) არტაგის;

გ) საურმაგის;

დ) ქუჯის.

3. რომელი ფაქტია მართებული ვანდალთა სამეფოს შესახებ?

ა) რომის პაპმა ხლოდვიგი გაქრისტიანების შემდეგ ვანდალთა პირველ მეფედ აკურთხა;

ბ) ვანდალებმა თავიანთი სამეფო ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოაყალიბეს;

გ) ვანდალების სამეფო მეროვინგების დინასტიამ დააარსა;

დ) თებე ახლადჩამოყალიბებული ვანდალთა სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა.

4. რომელი მსჯელობაა მართებული VII ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?

ა) ლუი IX-ის მეთაურობით ჯვაროსნები ეგვიპტეში შეიჭრნენ, მაგრამ მეფე ტყვედ ჩავარდა
და დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდა;

ბ) ჯვაროსნებმა სირია-პალესტინის ციხეები დაიბრუნეს, მაგრამ დამასკოსთან დამარცხდნენ


და იძულებულნი გახდნენ, ზავი დაედოთ;

გ) იმპერატორ კონრად III-ის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა


შემოარტყეს და მოწინააღმდეგე აიძულეს, ქალაქი დაეთმო.

5. რომელი ფაქტია მართებული რომის იმპერიის ისტორიის შესახებ?

ა) ალარიხმა რომის აღების შემდეგ თავი დასავლეთ რომის იმპერიის მმართველად


გამოაცხადა;
ბ) რომის იმპერატორმა ანდერძით იმპერია თავის ორ ვაჟს - არკადიუსსა და ჰონორიუსს -
გაუყო;

გ) იმპერატორის დაცვის მეთაური ოდოაკრი აღმოსავლეთ პროვინციებს დაეპატრონა;

დ) იმპერატორ იუსტინიანეს გაქრისტიანებით რომის იმპერიის დაცემა დაიწყო.

6. რომელი მოსაზრებაა მართებული სელჩუკთა ტომის სახელწოდების წარმომავლობის


შესახებ?

ა) სელჩუკი ერქვა ერთ-ერთ მეთაურს, რომელმაც თურქული ტომების ნაწილი გააერთიანა;

ბ) სელჩუკი ეწოდებოდა იმ ველს, რომელზედაც ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ;

გ) სელჩუკი ეწოდებოდა თურქული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას;

დ) სელჩუკი ერქვა ამ თურქული ტომის მთავარ ღვთაებას.

7. რომელი მსჯელობაა მართებული VI ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?

ა) ჯვაროსნები ალჟირში შეიჭრნენ და დედაქალაქი აიღეს, თუმცა მალე მისი დატოვება


მოუხდათ;

ბ) ჯვაროსნებმა ბაღდადი და დამასკო აიღეს, მაგრამ ვერ შეძლეს იერუსალიმის დაბრუნება;

გ) საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის მეთაურობით ჯვაროსნებმა აკრის ციხის გარნიზონი


ალყისაგან იხსნეს;

დ) იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგვიპტის მმართველთან შეთანხმებით იერუსალიმი


დროებით დაიბრუნა.

8. რომელი ინფორმაციაა მართებული ფრანკთა სამეფოს შესახებ?

ა) ფრანკებმა ჩრდილო აფრიკის სანაპიროზე ძლიერი სამეფო ჩამოაყალიბეს;

ბ) რომის პაპმა პიპინ მოკლე გაქრისტიანების შემდეგ ფრანკთა პირველ იმპერატორად


აკურთხა;

გ) ფრანკთა სამეფოს პირველი მეფეები მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.

9. რომელი მოვლენა არ უკავშირდება თოღრულ-ბეგის სახელს?

ა) ირანის პროვინციების დაპყრობა;

ბ) ბაღდადის აღება;

გ) სულთნის ტიტულის მიღება;

დ) სელჩუკებში მაზდეანობის გავრცელება.

10. რომელი სახელმწიფო დაამარცხეს მონღოლებმა საქართველოში პირველ შემოჭრამდე?

ა) ხორეზმის სამეფო;

ბ) ბაღდადის საამირო;
გ) რუმის სასულთნო;

დ) დამასკოს სახალიფო.

11. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა სარაინდო ორდენების


დაარსება?

ა) სელჩუკთა გამოჩენას ბალკანეთში;

ბ) რელიგიური ომების დაწყებას ევროპაში;

გ) პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას წმინდა მიწაზე;

დ) არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას პირენეის ნახევარკუნძულზე.

12. რომელი მსჯელობაა მართებული 1122 წელს დადებული ვორმსის კონკორდატის შესახებ?

ა) ხელშეკრულების თანახმად რომის პაპმა და გერმანიის იმპერატორმა ინვესტიტურის


უფლება გაინაწილეს;

ბ) შეთანხმებით გერმანიის და ფრანკთა იმპერატორებმა ევროპაში ტერიტორიები


გაინაწილეს;

გ) ფრანკთა და ბიზანტიის იმპერატორებმა რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორია გაიყვეს;

დ) კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რომის პაპმა აღმოსავლური და დასავლური


ეკლესიების გაყოფა დაასრულეს.

13. რომელი ქალაქი აიღეს ქართველებმა გიორგი III-ის მეფობისას?

ა) ტრაპიზონი;

ბ) არზრუმი;

გ) დარუბანდი;

დ) ანისი.

14. რომელი მსჯელობაა მართებული მონღოლთა ლაშქრობების შესახებ?

ა) მანგუ ყაენის მმართველობისას მონღოლებმა წარმატებით დალაშქრეს ჩრდილოეთ


აფრიკის ქვეყნები;

ბ) ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ წარმოებული ლაშქრობებისას მონღოლებმა


აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც დალაშქრეს;

გ) ჰულაგუ ყაენის მეთაურობით მონღოლებმა რამდენჯერმე დალაშქრეს სამხრეთ-


აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.

15. რომელი ინფორმაცია არ არის მართებული XIV საუკუნის 20-40-იან წლებში


საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ?

ა) მოხერხდა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის აღდგენა;

ბ) სახელმწიფომ დაიბრუნა საერთაშორისო ავტორიტეტი;


გ) აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია;

დ) შეიქმნა სამართლის ახალი კოდექსი.

16. რანი იგივეა რაც:

ა) კახეთის სამეფო; ბ) აფხაზეთის სამეფო;

გ) ჰერეთის სამეფო; დ) კახეთ-ჰერეთის სამეფო.

17. ვისი შვილი იყო ბიზანტიის დედოფალი მარიამი (მართა)?

ა) გიორგი I-ის; ბ) ბაგრატ IV-ის; გ) გიორგი II-ის; დ) დავით IV-ის.

18. ჩამოთვლილთაგან რომელი რეფორმა გაატარა ნიზამ ალ-მულქმა?

ა) საქალაქო რეფორმა; ბ) სასაზღვრო სისტემის რეფორმა;

გ) ფულის რეფორმა; დ) არმიის რეფორმა.

19. ჩამოთვლილთაგან რომელმა მონარქმა დათმო ტახტი სიცოცხლეში?

ა) გიორგი I-მა; ბ) დემეტრე I-მა; გ) დავით V-მ; დ) გიორგი III-მ.

20. ვის წინააღმდეგ იბრძოდა ქართველი ჯარი ბასიანთან?

ა) რუმის სელჩუკთა სასულთნო; ბ) ბაღდადის ხალიფა;

გ) აზერბაიჯანის სულთანი; დ) განძის ათაბაგი.

21. ვორმსის კონკორდატის მიხედვით:

ა) საღვთო რომის იმპერატორი და რომის პაპი 10 წლით დაზავდნენ;

ბ) მოხდა შეთანხმება ინვესტიტურის გაცემის წესთან დაკავშირებით;

გ) ევროპაში აიკრძალა საეკლესიო თანამდებობებით ბაჭრობა;

დ) ნაწილობრივ შეზღუდა ცელიბატის წესი.

22. სად გარდაიცვალა ფრიდრეხ I ბარბაროსა?

ა) ცენტრალურ აზიაში; ბ) ყირიმში;

გ) მცირე აზიაში; დ) კავკასიაში.

23. ვინ დაუბრუნა იერუსალიმი ჯვაროსნებს 1229 წელს?

ა) ფრიდრიხ I-მა; ბ) კონრად III-მ; გ) ფილიპე II-მ; დ) ფრიდრიხ II-მ.

24. რა აექვა გერმანიაში წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს?

ა) ლანდტაგი; ბ) პარლავენტი; გ) კორტესი; დ) გენერალური შტატები;

25. სად მდებარეობდა ალამუთის ციხესიმაგრე?

ა) ბიზანტიაში; ბ) ჩინეთში; გ) ირანში; დ) სომხეთში.


26. ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობაა არასწორი:

ა) ურდო ეწოდება მონღოლთა მთავარ ბანაკს;

ბ) ურდო ეწოდება ზოგიერთ მონღოლურ სახელმწიფოს;

გ) ურდოს უწოდებენ შემოსეულ მტერს;

დ) ურდო ეწოდება მონღოლთა ხარკს.

27. დუმანს სათავეში ედგა:

ა) ქართველი ფეოდალი; ბ) მონღოლი ნოინი;

გ) ყაენის ოჯახის წევრი; დ) ბასკაკი.

28. რატომ სვამდნენ მონღოლები საქართველოს მეფედ შადინს?

ა) დავით ულუ და დავით ნარინი ურდოში იმყოფებოდნენ;

ბ) შადინმა ჩაახშო ანტიმონღოლური აჯანყება;

გ) დავით ულუს აჯანყების შემდეგ განიხილებოდა მისი კანდიდატურა;

დ) შადინი ხარკის აკრების საქმეს კარგად უძღვებოდა.

29. რომელი მსჯელობაა მარტებული?

ა) დემეტრე II-ის მეურვე იყო სადუნ მანკაბერდელი;

ბ) გიორგი V-იდ აღმზრდელი იყო სადუნ მანკაბერდელი;

გ) დემეტრე II-ის დროს მეჭურჭლეთუხუცესი იყო სადუნ მანკაბერდელი;

დ) დემეტრე II-ის ელჩი ყაენის კარზე იყო სადუნ მანკაბერდელი.

30. რას წარმოადგენდა ძეგლისდება?

ა) კრებულს, რომელიც აწესრიგებდა მეფისა და ფეოდალის ურთიერთობებს;

ბ) კრებულს, რომელიც აწესრიგებდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას;

გ) საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის შემუშავებულ კანონთა კრებულს;

დ) კრებულს, რომელის შემუშავებითაც ხდებოდა გადასახადების დაწესება;

31. რომელია მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსუტეტი?

ა) პადუას; ბ) კემბრიჯის; გ) ჰააგის; დ) ბოლონიის.

32. რომელი ორდენის მაგისტრი იყო ჟაკ დე-მოლე?

ა) ტევტონთა; ბ) ტამპლიერთა; გ) ჰოსპიტალიერთა; დ) წმ.ლაზარეს.

33. რომის რომელ პაპს დაუსპირისპირდა გერმანიის იმპერატორი ჰაინრიხ IV?

ა) გრიგოლ VII-ს; ბ) გრიგოს IX-ს; გ) ჰაინრიხ III-ს; დ) ინოკენტი III-ს;


34. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ბიზანტიის ადგილას აღმოცენდა:

ა) ჯვაროსანთა იმპერია; ბ) ლათინთა იმპერია;

გ) საღვთო იმპერია; დ) ევროპელთა იმპერია;

35. კლუნიური მოძრაობა XI საუკუნეში:

ა) მხარს უჭერდა რომის პაპს ინვესტიტურასთან დაკავშირებულ ბრძოლაში;

ბ) ჩაბმული იყო წარმართი სლავი ტომების გაქრისტიანების საქმეში;

გ) ჩართული იყო არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში, პირენეის ნახევარკუნძულზე;

დ) ებრძოდა ბიზანტიის პოლიტიკურ და რელიგიურ გავლენას სამხრეთ იტალიაში.

2. დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ


დასმულ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 7.

(1) 1. რომელი საუკუნის ვითარებაა ასახული რუკაზე?

ა) II; ბ) ძვ.წ II; გ) III; დ) I.


(1) 2. რუკის მიხედვით, დაასახელეთ რომაელთა მიერ აზიაში აღებული ქალაქები.

ა) ედესა, ჰათრა; ბ) ნისიბინი, ჰათრა; გ) ჰათრა, მცხეთა; დ) ედესა, ნისიბინი.

(1) 3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქები მდებარეობდა რომაელთა მიერ


შავიზღვისპირეთში ახალდაპყრობილ ტერიტორიაზე?

ა) ქერსონესი, პანტიკაპეონი; ბ) სინოპი, ტრაპიზონი; გ) ტირა, ოლბია; დ) ეფესო, ნიკეა.

(1) 4. რუკის მიხედვით, რომელი სამეფოების ტერიტორიები დალაშქრეს რომაელებმა


აზიაში?

ა) ქართლი, ეგრისი; ბ) სომხეთი, პართია; გ) ბოსფორის, დაკიის; დ) ეგრისი, დაკია.

(1) 5. რუკის მიხედვით, ვის ებრძოდნენ რომაელები ევროპაში და საბოლოოდ რაში


გამოიხატა მათი გამარჯვება ამ ომში?

ა) დაკიის სამეფოს, მათი დიდი ტერიტორია დაიპყრეს; ბ) სომხეთს, აიღეს მისი


დედაქალაქი;

გ) ბოსფორის სამეფო, ჩანს აღების ნიშანი; დ) ეგრისი, აიღეს მისი ქალაქი.

(2) 6. რუკის მიხედვით, ვინ უქმნიდა საფრთხეს რომის იმპერიას გალიის საზღვართან?
საკუთარი მოსაზრება დაასაბუთეთ მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.

ა) ვეტერა, ის მდებარეობდა საზღვრისპირა რეგიონში და თავს ესხმოდა რომს;

ბ) დაკიის სამეფო, მასსა და რომს შორის მუდმივი დაპირისპირება მიმდინარეობდა;

გ) ბოსფორის სამეფო, პირობით აღნიშვნებში ჩანს მათ მიერ მიტაცებული ტერიტორიები;

დ) გერმანული ტომები, მათ საზღვართან რომაელებმა ააგეს თავდაცვითი ზღუდე.

3. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული ფრაგმენტი და


უპასუხეთ კითხვებს. გაითვალისწინეთ, პასუხები და არგუმენტები უნდა იყოს
კონკრეტული, აზრი კი - ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული.
მაქსიმალური ქულაა 6.

(ძვ.წ-ის VIII საუკუნეში დაიწყო დიდი ბერძნული კოლონიზაცია)


1. დაასახელეთ მიზეზები, რამაც განაპირობა ამ მოვლენის დაწყება. (1ქ)
2. დაასახელეთ ამ მოვლენის ერთი კონკრეტული შედეგი. (1ქ)
3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს მოვლენა,
თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც. (1ქ)
4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს მოვლენა,
თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც. (1ქ)
5. მსოფლიოს ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ერთი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად. (2ქ)
4. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ისტორიული დოკუმენტი,
გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულა
12.

ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“

„დავითის გამეფებისას აოხრებული იყო ქართლი და ციხეების გარდა, მოსახლეობა არსად


იყო, არც ნაგებობა იდგა. იმ დროს ლიპარიტი განაგებდა თრიალეთსა და კლდეკარს და მის
მიმდებარე მხარეებს და თითქოს ერთგული იყო მეფის. სამეფოს საზღვარი მაშინ ლიხის
მთაზე გადიოდა. ასეთ ვითარებაში გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მალიქშაჰი და
ლიპარიტმა იწყო თავის მამა-პაპათა კვალზე სიარული, შეუდგა ვერაგობას. მეფეთა
ორგულობა და სიძულვილი გონებაში ჰქონდა გამჯდარი წინაპართაგან. დაინახა რა ეს
დავითმა, ინება მისი დასჯა. გარკვეული დროით დაატყვევა, რაც საკმარისი იქნებოდა ჭკუის
სასწავლებლად. შემდეგ ერთგულების ფიცის დამდები ლიპარიტი გაათავისუფლა და იგივე
პატივი დაუტოვა. ლიპარიტმა გამოუცხადა დავითს მტრობა და მეფემ მეორე წელს კვლავ
შეიპყრო, ორი წელი დატყვევებული ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გაგზავნა.

ამ დროს გამოვიდნენ ფრანგები, აიღეს იერუსალიმი და ღვთის შეწევნით აღორძინდა


ქართლი, გაძლიერდა დავითი და გაამრავლა მხედრობა. აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი.

კახეთში კვირიკე მეფობდა. დავითმა წაართვა კვირიკეს ზედაზნის ციხე. ამავე წელს
მოკვდა რატი ლიპარიტის ძე. ასე დასრულდა ბაღვაშთა გვარი, აღარავინ დარჩა მემკვიდრე
და მათი მამული მეფემ შეიერთა.

ერთი წლის შემდეგ მიიცვალა მეფე კვირიკე. დასვეს კახთა მეფედ მისი ძმისწული
აღსართანი, რომელსაც არ ჰქონდა მეფობის უნარი. იყო ავყია, უსჯულო, უსამართლო და
სრულიად განსხვავდებოდა თავისი მამის ძმისგან. აღსართანი ჰერმა დიდებულებმა
არიშიანმა, ბარამმა და მათმა დედის ძმამ, ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და მეფეს გადასცეს.
აიღო მეფემ კახეთი და ჰერეთი, ერწუხში დიდი ბრძოლა გადაიხადა და მოიპოვა დიდი
გამარჯვება. თვით მეფე, როგორც ვინმე გარეშე, ზურგში კი არ ედგა თავის მეომრებს და
შორიდან კი არ ამხნევებდა მათ, არამედ წინ მიუძღოდა და როგორც ლომი, მაღალი ხმით
შეუძახებდა. ხმლით დახოცილთა სისხლით აევსო წელი, რაც ცხადი გახდა ომის
დასრულებისას სარტყლის შეხსნის შემდეგ - იქიდან გადმოინთხა შესქელებული სისხლი,
რომელიც თავიდან დავითის ეგონათ. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხეზე
ამხედრებულმა დაასრულა ომი.

გადაწყვიტა მეფემ მონასტრის აგება და ბრძანება გასცა, შენებას შესდგომოდნენ ღვთის


მადლით შერჩეულ უმშვენიერეს და ყველანაირად უნაკლო ადგილზე. შეკრიბა იქ თავიანთი
პატიოსანი ცხოვრებით ცნობილი ადამიანები. ბაღვაშთა მამული სხვა სოფლებთან ერთად
უბოძა მონასტერს. ამჟამად ეს მონასტერი მთელი აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმია,
ყოველნაირი სიკეთის მასწავლებელი ადგილი, სწავლულთა განმსწავლელი მეორე ათენი.
ამ დრომდე ტფილისი, რუსთავი, სამშვილდე თურქების ხელში იყო. თევდორე, აბულეთი
და ივანე ორბელი ეახლენ მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელს და სიმარჯვით
ჩაიგდეს ხელში სამშვილდე. ყველა დიდმა სიხარულმა მოიცვა, რადგან დღითიდღე
ფართოვდებოდა სამეფოს საზღვრები. შეიტყვეს რა თურქებმა სამშვილდის აღება, მრავალი
ციხე დატოვეს და გაიქცნენ. გიორგი ჭყონდიდელმა მეფის მუხრანში ყოფნისას რუსთავიც
ჩაიგდო ხელში.

ტაოში თურქთა დიდი სიმრავლე იყო. მეფემ ასეთ ხერხს მიმართა: ქართლის მხედრობას
მზადყოფნა უბრძანა, თვითონ კი ქუთაისში გადავიდა. ამით მტერს ეჭვი გაუქარწყლა.
თებერვლის თვეში შეატყობინა ქართლელებს და მესხებს, რომ კლარჯეთში დახვედროდენ
მას. თვითონ კი შიდა ჯარით ჭოროხის ნაპირებით იარა. შეერთდა ჯარი და მოულოდნელად
დაესხა მტერს. გაჟლიტეს ურიცხვი მტერი.

იმავე წელს მეფემ თავისი ასული კატაი გაგზავნა საბერძნეთში ბერძენთა მეფის რძლად.
ამაზე ადრე კი პირმშო ასული თამარი გაგზავნილი ჰყავდა შარვანის დედოფლად.

დავითმა აიღო გიშის ციხე. თავისი ძე დემეტრე ძლიერი მხედრობით გაგზავნა


სალაშქროდ. დემეტრემ გასაკვირი ბრძოლა გადაიტანა, რითაც გააოცა მხილველნი და
მსმენელნი. ძლევამოსილი წარსდგა მამის წინაშე.

კითხვები:

(1) 1. რა სახელწოდებითაა ცნობილი ისტორიული მოვლენა, რომლის გამოც დავითის


გამეფებისას ქართლში მოსახლეობა არსად იყო „ციხეთა გარდა“?

(1) 2. თქვენი აზრით, რატომ დაუტოვა მეფემ გათავისუფლებულ ლიპარიტს „იგივე პატივი“?

(1) 3. რომელი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს მემატიანე?

(1) 4. თქვენი აზრით, რა „ეჭვი გაუქარწყლდებოდათ“ თურქებს მეფის ქუთაისში გადასვლის


შემდეგ?

(1) 5. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ დავითის ტახტზე ასვლისას


სამეფო ხელისუფლება მეტწილად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა?

(1) 6. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა დავითის მიერ ქალიშვილების სხვა


სახელმწიფოებში გათხოვება?

(1) 7. წყაროს მიხედვით, ჩამოთვალეთ ყველა ის თვისება, რის გამოც აღსართანი


მეფობისთვის შეუფერებელი იყო.

(1) 8. სრულად აღწერეთ, წყაროს მიხედვით რა მოიმოქმედა მეფემ მას შემდეგ, რაც დაინახა,
რომ გათავისუფლებული ლიპარიტი კვლავ მტრობდა მას?

(2) 9. წყაროს მიხედვით, რის საფუძველზე შეიერთა მეფემ ბაღვაშების მამული და რაში
გამოიყენა შემდგომში ის?
(2) 10. რა ეწოდება ისტორიულ მოვლენას, რომლის დროსაც „გამოვიდნენ ფრანგნი“ და
რატომ განაპირობა ამან, რომ დავითმა „აღარ გადაუხადა სულთანს ხარკი“?

You might also like