You are on page 1of 18

I დავალება - ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და შემოხაზეთ სწორი ვარიანტი

1. ჩამოთვლილი მიზეზებიდან, რამ გამოიწვია მატრიარქტის შეცვლა პატრიარქატით?


ა. მამაკაცთა და ქალთა დიდი ომი მამაკაცების გამარჯვებით დასრულდა;
ბ. ქალებმა მიიღეს კულტებისაგან იმის ნიშანი, რომ ძალაუფლება მამაკაცებისათვის უნდა გადაეცათ;
გ. მოულოდნელად გაჩენილმა ეპიდემიამ ქალების დიდი ნაწილი იმსხვერპლა, რითაც ისარგებლეს მამაკაცებმა;
დ. ლითონის იარაღების გამოყენებამ გვარსა და ტომში მამაკაცის როლი დააწინაურა;
2. რომელი სახელმწიფო განადგურდა ძვ.წ. VII საუკუნეში მიდიასთან და ახალბაბილონურ სამეფოებთან ბრძოლაში?
ა. მითანი ბ. ეგვიპტე გ. ხათი-ხეთები დ. ასურეთი
3. რა მიზეზების გამო წარმართა სპარსეთის მეფემ დარიოს პირველმა საკუთარი ჯარი ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენ?
ა. სპარსეთის მეფეს სურდა ამ რეგიონში შეესუსტებინა რომის იმპერიის გავლენა
ბ. დარიოს სურდა აქ გამავალი სავაჭრო გზები ხელთ ეგდო და ამით დაესუსტებინა ვენეციის სამეფო
გ. სპარსეთის მმართველს სურდა ბალკანეთზე არსებული დიდი პოლისების დაპყრობა, რადგანაც ისინი ხშირად აქეზებდნენ მცირეაზიურ პოლისებს აქემენიათა
წინააღმდეგ
დ. დარიოს სურდა ამ რეგიონებიდან განედევნა გერმანული ტომები და აზიიდან გამოჩენილი ჰუნები
4. ჩამოთვლილთაგან, რა შედეგი მოუტანა სოლონის რეფორმებმა ათენის მოსახლეობას, რამაც მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა?
ა. ამ რეფორმის წყალობით ათენი უძლიერეს საზღვაო ქალაქ-სახელმწიფოდ იქცა, რამაც ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას;
ბ. სოლონის რეფორმის შედეგად ათენში ჩამოყალიბდა თავისუფალი ადამიანი ცნება, აიკრძალა ვალის გამო თავისუფალი ადამიანის გაყიდვა ან მონად ქცევა;
გ. სოლონის რეფორმის წყალობით ათენში მუდმივი ჯარი შეიქმნა, რომელმაც მეზობელი პოლისები დაიმორჩილა და გაიზარდა მათ მიერ გადახდილი ხარკის
რაოდენობა;
დ. სოლონის რეფორმამ, კიდევ უფრო გაზარდა არისტოკრატიის უფლებები, რომლებმაც გაუზარდეს დემოსის წარმომადგენლებს გადასახადები და თავიანთი
შემოსავალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს;
5. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ფარსმან ქველის რომში სტუმრობის ერთ-ერთი შედეგი?
ა. ქართველი მეფე ურჩობისთვის სიკვდილით დასაჯეს ბ. ქართველ მეფეს ხარკი გაუზარდეს
გ. ფარსმან ქველს დაკავებული ტერიტორიები დაუკანონეს დ. ფარსმან ქველს ძეგლი დაუდგეს იუპიტერის ტაძარში
6. რა ფაქტი მიუთითებს მეოთხე საუკუნის 20-იან წლებისთვის დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე?
ა. ქალაქ თბილისის დაარსება ბ. ფარსმან ქველის ქანდაკების დადგმა რომში
გ. ნიკეას კრებაზე ბიჭვინთის ეპისკოპოსის დასწრება დ. ქართლში მირიანის გამეფება
7. რომელი სახელმწიფოების დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი?
ა. საღვთო რომის იმპერიის, ლათინთა იმპერიის, ოსმალეთის
ბ. აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ლათინთა იმპერიის, ოსმალეთის
გ. აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ნიკეის იმპერიის, ოსმალეთის
დ. აღმოსავლეთრომისიმპერიის, ლათინთაიმპერიის, სელჩუკების
8. რომელი არგუმენტით დაიცავდა ლაზი დიდებული, ფარტაზი თავის პოზიციის?
ა. დიადოხოსები საკუთარი ნებით მოქმედებდნენ და სამეფო კარი ამ საკითხში არ ჩარეულა
ბ. ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, ქრისტიანობას დევნიან და ჩვენც იგივე დაგვემუქრება
გ. ერთი მარზპანის თვითნებობა არ ნიშნავს ბიზანტიის იმპერატორის ცუდ განწყობას ჩვენდამი
დ. ბიზანტიელებიარასდროსასრულებდნენთავისდანაპირებსდაკვლავგვიღალატებენ
9. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ვერდენის ხელშეკრულების უმთავრესი შედეგი?
ა. ფრაკთა სამეფომ სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა საქსებთან ბ. დაიშალა ფრანკთა იმპერია
გ. ფრანკთა სამეფომ გაზარდა ტერიტორიები დ. ფრანკთა სამეფო გაქრისტიანდა
10. romel taZarzea Semonaxuli warwera buRa Turqis mier Tbilisis aRebis Sesaxeb?
a. atenis sionis b. გელათis g. ბაგრატის ტაძრისd. მეტეხის
11. რა შედეგით დასრულდა საბოლოოდ არაბთა გამოჩენა სპარსეთისათვის?
ა. სპარსელებმა შეძლეს მომხვდურების დამარცხება და მათ ქვეყანაში დასახლებული არაბების ასიმილაცია მოახდინეს;
ბ. სპარსეთში არსებობა დაასრულა სასანიანთა დინასტიამ, სპარსელებმა კი ზოროასტრიზმის ნაცვლად ისლამი მიიღეს და აქტიურად ჩაერთნენ სახალიფოს
ცხოვრებაში;
გ. სპარსელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს ზოროასტრიზმი, რის გამოც არაბი ხალიფები ყოველწლიურად დამსჯელ ოპერაციებს აწარმოებდნენ;
დ. სპარსელებმა დახმარება თხოვეს ბიზანტის იმპერატორს, შაჰმა ქრისტიანობაც კი მიიღო, მაგრამ არაბების შეჩერება მაინც ვერ მოახერხა;
12. რას ისახავდა მიზნად გიორგი მეორე ისფაჰანში ვიზიტის დროს?
ა. სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი მუსლიმების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასა დაერთობლივი ბრძოლის დაგეგმვას
ბ. თურქული ტომების მასობრივი შემოსევების შეჩერებას ხარკის გადახდის გზით
გ. იმპერიაში მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტზე ასული ახალი სულთანისკურთხევის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას
დ. ბიზანტიის იმპერატორის ჩარევით ურჩ ფეოდალთან დაპირისპირების შეწყვეტას დასამეფოში შინაომის დასრულებას
13. დავითის მმართველობის დროს ლაშქრის გამოყვანის უფლება „მოსაკარგავე ერისთავთა“ ხელში გადავიდა. რას წარმოადგენდნენ „მოსაკარგავე ერისთავები“?
ა. „მოსაკარგავე ერისთავები“ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ და ისინი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდნენ;
ბ. „მოსაკარგავე ერისთავები“ ყივჩაღური წარმომავლობის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მეფემ გარკვეული უფლებები მიანიჭა;
გ. „მოსაკარგავე ერისთავები“ გარკვეული ტერიტორიების გამგებლები იყვნენ, რომლებიც ვერ სარგებლობდნენ ამ მიწებზე მემკვიდრეობის უფლებით;
დ. „მოსაკარგავე ერისთავები“ წარმაოდგენდნენ სასულიერო ორდენის წევრებს, რომლებსაც რელიგის დაცვა ევალებოდათ;
14. რომელი ქართველი მეფე იყო ჰონორიუს მესამეს თანამედროვე?
ა. დავით აღმაშენებელი ბ. ლაშა-გიორგიგ. ვახტანგ გორგასალი დ. გიორგი ბრწყინვალე
15. მონღოლთა რომელი სახელმწიფო მოიცავდა სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიის ნაწილს?
ა. ილხანთა საყაენო ბ. ჩაღატაის სახანო გ. ოქროს ურდო დ. იუანთა საყაენო
16. სხვა მიზეზებთანერთად, რამგანაპირობარუსუდანისგამეფებასაქართველოში?
ა. რუსუდანი გარდაცვლილი მეფის ერთადერთი შვილი იყო ბ. გარდაცვლილ მეფეს კანონიერი შვილი არ დარჩენია
გ. რუსუდანის ძმა უშვილოდ გარდაიცვალა დ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მოთხოვნებმა
17. ძირითადად, რამიზეზმაგანაპირობა საფრანგეთში ფილიპე ლამაზის მიერ გენერალური შტატების მოწვევის აუცილებლობა 1302 წელს?
ა. ასწლიანმა ომმა ინგლისთან, რომლისთვისაც საფრანგეთის მეფეს დამატებითი სახსრები ჭირდებოდა;
ბ. რომის პაპმა აუკრძალა კათოლიკურ სამღვდელოებას გადასახადების გადახდა საფრანგეთის მეფის სასარგებლოდ, რის საპასუხოდაც მეფემ სამივე წოდების
წარმომადგენლები შეკრიბა;
გ. საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუციის დაწყების საფრთხემ, რის გამოც მეფე იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა;
დ. აბსოლიტური მმართველობის სრულმა კრახმა, რამაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა;
18. ვისი ზეობისას გაემგზავრნენ საქართველოს წარმომადგენლები ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე?
ა. გიორგი V-ის ბ. ალექსანდრე I-ის გ. თეიმურაზ I-ის დ. ვახტანგ VI-ის
19. რომელ მოვლენას მისცა ბიძგი ინდულგენციებითვა ჭრობამ? ა.
ამერიკის აღმოჩენას ბ. ჯვაროსნულ ომებს გ. რეფორმაციას დ. რენესანსს
20. რას ისახავდა მიზნად ივანე IV ლივონიის ომის წარმოების დროს?
ა. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას ბ. ტამპლიერთა ორდენის განადგურებას
გ. სკანდინავიის გაერთიანებული სამეფოს დამარცხებას დ. ქალაქ პეტერბურგის გათავისუფლებას
21. რა მიზნით შეიქმნა რუსეთში „ოპრიჩნიკების“ ინსტიტუტი?
ა. სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად ბ. საგადასახადო სისტემის მოსაწესრიგებლად
გ. პირველი რუსული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად დ. მეფის მმართველობის გასაძლიერებლად
22. რა შედეგით დასრულდა ირან-ოსმალეთის ომი 1555 წელს?
ა. განადგურდა სეფიანთა ირანის სახელმწიფო ბ. დაიშალა მუსლიმთა სარწმუნოებრივი ერთობა
გ. გადანაწილდა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები დ. დაემხო ფატიმიანთა დინასტია ოსმალეთში
23. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ლუდოვიკო ბოლონიელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი?
ა. ანტიოსმალურ კოალიციაში ქართველი მეფე-მთავრების ჩართვას
ბ. ქართველი მეფე-მთავრების კათოლიციზმზე მოქცევას
გ. მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანებაში მცხეთის კათალიკოსის დათანხმება
დ. რომის პაპის ვიზიტის მომზადება და კათოლიკურის სკოლების დაარსება
24. რა მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთისთვის ვენის აღებას?
ა. მოიპოვებდა გასასვლელს ეგეოსის ზღვაზე ბ. დაიპყრობდა ჰაბსბურგთა უკანასკნელ სამფლობელოს
გ. უშუალოდ გაუმეზობლდებოდა თავის მოკავშირე პრუსიას დ. გაიმყარებდა პოზიციებს ცენტრალურ ევროპაში

25. რატომ ეწოდება 1555 წელს აუგსბურგში დადებულზავს რელიგიური?


ა. გაიყო კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გავლენის სფეროები
ბ. გერმანული სამთავროების მცხოვრებლებს აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ
გ. რომის პაპმა აღიარა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა
დ. საფრანგეთში შეწყდა ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის მიმდინარე ომები
26. რა მიზნით გაანთავისუფლა ირანის შაჰმა მეფე სვიმონ I ციხიდან?
ა. ქართლში ამტყდარი შიდაფეოდალური ომების აღსაკვეთად
ბ. ჩრდილო კავკასიელი ტომების თავდასხმების შესაკავებლად
გ. დასავლეთ საქართველოში ირანული გავლენის გასაძლიერებლად
დ. ქართლში ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად
27. რა არის XVII საუკუნის საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობის ერთ-ერთი შედეგი?
ა. საქართველოს ანტიოსმალურ კოალიციაში გაერთიანება
ბ. ქვეყანაში პირველი კათოლიკური საეპისკოპოსოების დაარსება
გ. პირველი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელის ჩამოყალიბება
დ. საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური ვითარების აღწერა
28. რა მიიღო შედეგად გიორგი ბრწყინვალემ ჩობან ნოინთან კარგი ურთიერთობის წყალობით?
ა. გიორგიმ უფლება მიიღო ქრისტიანული წესით ასულიყო სამეფო ტახტზე;
ბ. ქართველმა მეფემ მოახერხა მონღოლთა ჯარის საზღვრებთან გაყვანა, ასევე თავად კრეფდა მონღოლთათვის გადასახადებს;
გ. გიორგის ჩობანთან ურთიერთობის წყალობით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გასაღებები გადაეცა;
დ. გიორგიმ ამ ურთიერთობით სავაჭრო ურთიერთობები მოაგვარა ვენეციის ქალაქ-სახელმწიფოსთან;
29. რაში გამოიხატა პეტრე I-ის მიერ რუსეთის ეკლესიაში განხორციელებული რეფორმა?
ა. კათოლიკოსობის გაუქმებასა და პატრიარქობის დაარსებაში
ბ. მიტროპოლიტობის გაუქმებასა და კონკლავის შემოღებაში
გ. ეგზარქოსობის გაუქმებასა და საკათოლიკოსო საბჭოს დაფუძნებაში
დ. პატრიარქობის გაუქმებასა და სინოდის შექმნაში
30. რა შედეგით დასრულდა შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში?
ა. კახელების დიდი ნაწილი გადაასახლეს ფერეიდანში, ხორასანსა და მაზანდარანში
ბ. კახეთის სამეფო სამართავად გადაეცა შაჰის ერთგულ ქართლის მეფეს
გ. გაუქმდა კახეთის სამეფო და იგი შაჰის პირად საკუთრებად გამოცხადდა
დ. ირანში დაწყებული აჯანყებების გამო იგი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო
31. რა ფაქტი მიუთითებს XVIII საუკუნის 40-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ირანისგავლენისშესუსტებაზე?
ა. ქერიმ ხანის მიერ გადასახადების შემცირებაბ. ერეკლე II-ის ქართლის მეფედ დამტკიცება
გ. შანშე ერისთავის წარმატებული აჯანყებად. თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევა სვეტიცხოველში
32. რას გულისხმობდა მონტესკიეს მიერ შემუშავებული დოქტრინა ხელისუფლებისდანაწილების შესახებ?
ა. ხელისუფლების თანაბრად გაყოფას ყველა წოდებას შორის
ბ. ხელისუფლების გადანაწილებას სამ უმაღლეს დაწესებულებას: საბჭოებს, საკონსტიტუციოკრებასა და პარლამენტს შორის
გ. ხელისუფლების დაყოფას ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამ საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად
დ. ხელისუფლების სავალდებულო დანაწილებას სამ: საშინაო, საგარეო და სამხედროსფეროებად
33. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ქუჩუკ-კაინარჯის ზავის ერთ-ერთი შედეგი?
ა. ომში გამარჯვებული ოსმალეთი იღებდა გავლენას მთელკ სამხრეთ კავკასიაზე
ბ. ომში გამარჯვებულმა რუსეთმა თავის მფლობელობაში მოაქცია ქართლ-კახეთის სამეფო და სამცხე
გ. ოსმალეთი ცნობდა რუსეთის მფლობელობაში დასავლეთ ციმბირის სახანოს და დიდ ნოვგოროდს
დ. რუსეთი ცნობდა იმერეთს ოსმალეთის შემადგენლობაში, მაგრამ ოსმალებს უარი უნდა ეთქვათ იმერეთიდან გადასახადების აღებაზე და „ტყვეთა სყიდვაზე“
34. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ვალმისთან ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
ა. საფრანგეთში რესპუბლიკა დამყარდაბ. საფრანგეთმა შემოიერთა ელზასი და ლოთარინგია
გ. საფრანგეთმა დაკარგა კუნძულები სარდინია და კორსიკად.საფრანგეთში დამყარდა აბსოლუტური მონარქია
35. ჩამოთვლილთაგან, რას წარმოადგენდა ივანე მრისხანეს მიერ შემოღებული „ოპრიჩნინა“?
ა. ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის მიხედვითაც რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონა ცხადდებოდა;
ბ. ფინანსური რეფორმა, რომლის შედეგადაც პროტექციონიზმი ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი გახდა;
გ. მეფემ მიწების დიდი ნაწილი სამეფო მფლობელობაში გადაიტანა, ბოიარებს მიწები წაართვა და თავის ერთგულ, სანდო პირებს გადასცა;დ. მეფის ბრძანებით
რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი ხდებოდა;
36. საფრანგეთის რომელი მეფის დროს მოღვაწეობდა ჟან კოლბერი?
ა. ფილიპე IV-ის ბ. ანრი II-ისგ. ფრანსუა I-ის დ. ლუი XIV-ის
37. 1648 წელს რომელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეწოდა „ფრონდა“?
ა. ესპანეთში ბ. საფრანგეთშიგ. იტალიაში დ. ნიდერლანდებში
38. რა დაავალა ვახტანგ VI-მ „სწავლულ კაცთა კომისიას“?
ა. „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ რედაქტირება
ბ. „მოქცევაი ქართლისაის“ ხელნაწერების შეჯერება და დაბეჭდვა
გ. „ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება და შემდგომი საუკუნეების ისტორიის შედგენა
დ. „ამბავნი ქართლისანის“ ხელნაწერების გადაწერა და ახალი ცნობებით შევსება
39. ჩამოთვლილთაგან, რას ავალდებულებდა ერეკლე მეორეს მიერ შექმნილი „მორიგე ჯარი“ ქართლ-კახეთის მოსახლეობას?
ა. ყოველი ოჯახიდან თითო წევრი მუდმივად უნდა ყოფილიყო „მორიგე ჯარში“
ბ. ყოველი ცხრა ოჯახიდან ერთი მეომარი უნდა გასულიყო „მორიგე ჯარში“
გ. ყოველი ოჯახიდან მინიმუმ ორი წევრი უნდა გამსულიყო „მორიგე ჯარში“
დ. მორიგე უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს, წელიწადში ერთი თვით საკუთარი ხარჯით და იარაღით
40. ჩამოთვლილთაგან, რა იყო ხრესილის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
ა. ლეკების შემოსევების შეჩერება ბ. იმერეთი მოექცა ოსმალეთის მფლობელობაში
გ. იმერეთი შეუერთდა რუსეთს დ. „ტყვეთა სყიდვის“ აკრძალვა
41. რომელ ორგანოს გადასცა ხელისუფლება საფრანგეთის კონვენტმა თერმიდორული გადატრიალების შემდეგ?
ა. დირექტორიას ბ. კონგრესს გ. პარლამენტს დ. კორტესებს

II დავალება - დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისა კენ)


42.1 ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი აღმოსავლეთის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:
1. დიაოხის განადგურება2. კიროს II-ის მიერ ქალაქ ბაბილონის აღება3. ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღება
42.2 ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი აღმოსავლეთის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:
1. დარიოს I-ის ადმინისტრაციული რეფორმა 2. პტოლემაიოსების ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნა 3 . ქსერქსე I-ის მოღვაწეობა
42.3 ქრონოლოგიურად დაალაგეთ XI-XII საუკუნეების საქართველოში განვითარებული მოვლენები:
1. შირიმნის ბრძოლა2. „ორბელთა ამბოხი“ 3. „დიდი თურქობა
42.4 ქრონოლოგიურად დაალაგეთ XVI საუკუნის ევროპაში მომხდარი მოვლენები
1. რომის პაპის მიერ ინდულგენციებით ვაჭრობის დაწყების გამოცხადება 2. ჟან კალვინის მოღვაწეობის დაწყება ჟენევაში 3. მარტინ ლუთერის მიერ „95 თეზისის“
გამოქვეყნება
42.5 ქრონოლოგიურად დაალაგეთ XVII საუკუნის ინგლისში მომხდარი მოვლენები:
1. კრომველის ერთპიროვნული მმართველობის დაწყება2. „ხანგრძლივი პარლამენტის“ მუშაობის დაწყება 3. ინგლისის რესპუბლიკად გამოცხადება
42.6 ქრონოლოგიურად დაალაგეთ „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქაში მომხდარი მოვლენები:
1. ბართოლომეო დიაშის მიერ აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე მიღწევა 2. აცტეკების სახელმწიფოს განადგურება 3. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა
42.7 ქრონოლოგიურად დაალაგეთ XVI-XVII საუკუნეების საქართველოში განვითარებული მოვლენები:
1. სიმონ I-ის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ 2. ლუარსაბ I-ის ბრძოლა ყიზილბაშთა წინააღმდეგ 3. აბას პირველის მიერ ქართველების მასობრივი გასახლება
კახეთიდან ირანში
42.8 ქრონოლოგიურადდაალაგეთაფრანგეთის რევოლუციის დროს მომხდარი მოვლენები:
1. თერმიდორიანული გადატრიალება 2. ადამიანის და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაციის შექმნა 3. საფრანგეთის პირველი კონსტიტუციის მიღება

III დავალება - ისტორიული რუკის ანალიზი


(2) 43.1. რომელი საუკუნეების ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 43.2. რომელი სახელმწიფო დაიპყრეს არაბებმა აზიაში?
(1) 43.3. რომელი სამეფო დაიპყრეს არაბებმა ევროპაში?
(4) 43.4. ჩამოთვალეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც არაბებს არ დაუპყრიათ.
(1) 43.5. არაბთა დაპყრობებამდე რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდაქრისტიანთა წმინდა ქალაქი?
(1) 43.6. რომელი სამეფო არ ჰქონდათ დაპყრობილი სასანიანებს სამხრეთ კავკასიაში?
(1) 43.7. რომელი დინასტიის მმართველობის დროს დაიპყრეს არაბებმა მაღრიბი?
(1) 43.8. თქვენი აზრით, რამ განაპირობა არაბთა დაპყრობითი ომების წარმატებებ ი?
IV დავალება - ისტორიული წყაროს ანალიზიV დავალება - წაკითხული ტექტის გააზრება
29. ნაწყვეტი პეტიციიდან უფლებათა შესახებ (1628 წ) 18 ქულა
სასულიერო და საერო ლორდები და ასევე თემები, პარლამენტში შეკრებილნი,წარუდგენენ ჩვენს უზენაეს ხელმწიფე-მეფეს შემდეგს:
ედუარდ I-ის დროს გამოცემული სტატუტით გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ ამ სამეფოში მეფე ან მისი მემკვიდრეები არ
დაგვბეგრავენ ან არ გადაგვახდევინებენ ხარკს ან ბაჟს არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, გრაფების, ბარონების, რაინდების,
მოქალაქეთა და ამ სამეფოს თემების სხვა
თავისუფალი ადამიანების კეთილი ნებისა და თანხმობის გარეშე. ედუარდ III-ის მეფობის ოცდამეხუთე წელს მოწვეული
პარლამენტის ძალაუფლებით გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ მომავალი დროისათვის არავინ უნდა აიძულონ, საკუთარი
ნება-სურვილის წინააღმდეგ, აძლიოს სესხად ფული მეფეს, რამდენადაც ასეთი სესხი ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ქვეყნის
თავისუფლებების პრინციპებს; ამ სამეფოს სხვა
კანონებით დადგენილია, რომ არავის უნდა დაედოს ნებაყოფლობითად წოდებული ბეგარა ან გადასახადი, ან მათი მსგავსი ხარკი.
ზემოთ აღნიშნული სტატუტისა და ამ სამეფოს სხვა კეთილი კანონების, სტატუტების ძალით თქვენმა ქვეშევრდომებმა
მემკვიდრეობით მიიღეს ის თავისუფლება, რომ ისინი არ შეიძლება აიძულო გადაიხადონ რაიმე ტიპის გადასახადი, გამოსაღები, ხარკი
ან სხვა მსგავსი ბეგარა, რომელიც პარლამენტში საერთო თანხმობით არაა დადგენილი.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლახან გამოიცა სხვადასხვა ბრძანება ინსტრუქციებით, მიმართული კომისრებისადმი რამდენიმე
საგრაფოში, რომელთა ძალით თქვენს ხალხს თავი მოუყარეს სხვადასხვა ადგილას და აიძულეს გარკვეული თანხა ესესხებინა თქვენი
უდიდებულესობისათვის; ზოგიერთი, ამის გაკეთებაზე უარის თქმის შემდეგ, დააფიცეს, ამ სამეფოს კანონებისა და სტატუტების
საწინააღმდეგოდ. აიძულეს გამოცხადებულიყვნენ საქმის გამოსარკვევად თქვენს საიდუმლო საბჭოში და სხვა ადგილებში. ბევრი სხვა
იმავე
მიზეზით შეიპყრეს, ჩააგდეს საპყრობილეში, შეავიწროვეს და სხვა ხერხებით შეაშინეს. ბევრ საგრაფოში ლორდ-ნაცვლებმა,
კომისრებმა, მომრიგებელმა მოსამართლეებმა და სხვებმა თქვენი ხალხი სხვადასხვა გადასახადით დაბეგრეს თქვენი
უდიდებულესობის ან თქვენი საიდუმლო საბჭოს ბრძანებით, სამეფოს კანონებისა და თავისუფალ ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ.
რამდენადაც „ინგლისის თავისუფლებათა დიდ ქარტიად“ წოდებული სტატუტით გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ არცერთი
თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იქნეს შეპყრობილი, საპყრობილეში ჩაგდებული, საკუთარ მიწას ან თავისუფლებებს მოკლებული,
კანონგარეშე დატოვებული, სხვა რამ საშუალებით გაძევებული ან შევიწროვებული, თუ არა მხოლოდ თანასწორთა მიერ გამოტანილი
კანონიერი განაჩენისა ანქვეყნად მოქმედი კანონების საფუძველზე.
ედუარდ III-ის მეფობის ოცდამერვე წელს გამოცხადდა და დაკანონდა პარლამენტის ძალაუფლებით, რომ არცერთ ადამიანს, წოდებისა
და მდგომარეობის მიუხედავად, არ შეიძლება წაერთვას საკუთრების ან სარგებლობის უფლებით დადგენილი, მისი კუთვნილი მიწა,
შეპყრობილ იქნეს ან წაერთვას მემკვიდრეობა, ან სიკვდილით დაისაჯოს, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული სამართალწარმოების
კანონიერი წესით.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული და ასევე თქვენი სამეფოს სხვა კანონებისა და სტატუტების არსის საწინააღმდეგოდ,
ახლახან ბევრი თქვენი ქვეშევრდომი მიზეზების მითითების გარეშე საპყრობილეში ჩააგდეს. როდესაც სასამართლოს
გადაწყვეტილების გამოსატანად ისინი თქვენს მოსამართლეებთან მიიყვანეს, რათა მათ
სასამართლოს განკარგულების თანახმად მოპყრობოდნენ, საპყრობილის ზედამხედველებმა ბრძანებაზე – მიეთითებინათ შეპყრობის
მიზეზი, მიზეზი არ მიუთითეს, გარდა იმისა, რომ ეს პიროვნებები დაპატიმრებული ჰყავდათ თქვენი უდიდებულესობის
განსაკუთრებული განკარგულებით, რომელიც დადასტურებული იყო თქვენი საიდუმლო საბჭოს ლორდების მიერ. ამის მიუხედავად,
ისინი გაამწესეს სხვადასხვა სატუსაღოში, თუმცა მათ წინააღმდეგ არ წამოუყენებიათ არავითარი ბრალდება, რომელზეც მათ
შეიძლებოდა პასუხი ეგოთ
კანონის თანახმად. ყოველივე ამის შედეგად სასულიერო და საერო ლორდები და თემები უმორჩილესადსთხოვენ თქვენს
უდიდებულესობას, რომ მომავალში არავინ აიძულონ გადაიხადოს ან გაიღოს რაიმე ძღვენის, სესხის, შეწირულების, გადასახადის ან
რაიმე მსგავსი ხარკის სახით პარლამენტის აქტით მოცემული საერთო თანხმობის გარეშე; და რომ არავის მოსთხოვონ პასუხი,
დაფიცება, იძულებითი სამსახური, არ დაიჭირონ ან სხვა მხრივ არ შეავიწროვონ, ან არ შეაწუხონ ამ გადასახადების გამო ან მის
გადახდაზე უარის თქმის გამო; რომ არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ ჩააგდონ საპყრობილეში ან არ დააპატიმრონ; არ დაისაჯონ
სიკვდილით ქვეყნის კანონებისა და თავისუფლებათა საწინააღმდეგოდ.
კითხვები:
(2) 44.1. რომელი დინასტიის წარმომადგენელია და რომელი კონკრეტული მეფეა ამ პეტიციის ადრესატი?
(3) 44.2. რომელი ინსტიტუციის წევრების მიერაა შედგენილი აღნიშნული მიმართვა და რა ბედი ეწია ამ ინსტიტუცია და რა სახელით
შევიდა იგი ინგლისის ისტორიაში?
(1) 44.3. წყაროში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, როგორი იყო სამეფო ხაზინის შევსების ხერხი ედუარდ I-მდე?
(1) 44.4. წყაროში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რატომ გახდა საჭირო ედუარდ III-ის დროს ხაზინის შევსების ახალი
ხერხის მოძებნა და რაში მდგომარეობდა ის?
(1) 44.5. წყაროში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რატომ ჩათვალეს საჭიროდ პეტიციის ავტორებმა, შეეხსენებინათ
მეფისათვის მის წინამორბედთა დროს მიღებული კანონები?
(1) 44.6. მიმართვის ავტორთა აზრით, რა თანამდებობის პირები ასრულებდნენ კანონების საწინააღმდეგო ბრძანებებს?
(1) 44.7. წყაროს თანახმად, რომელი ორგანო მონაწილეობდა აქტიურად მეფის პოლიტიკის გატარებაში?
(1) 44.8. წყაროში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელია უძველესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან
პეტიციის ავტორები?
(2) 44.9. რომელი მეფის დროს იქნა მიღებული უძველესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან პეტიციის ავტორები
და ადამიანის რა უმთავრესი უფლებების დაცვა იყო გარანტირებული ამ აქტით?
(2) 44.10. წყაროს თანახმად, ვისი ბრძანებით ხდებოდა თავისუფალ მოქალაქეთა დაბეგვრა და რამდენად კანონიერი იყო ეს (კითხვის
მეორე ნაწილთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრების დასასაბუთებლად, აუცილებლად მოიყვანეთ არგუმენტი მხოლოდ დოკუმენტში
არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე)?
(1) 44.11. წყაროს თანახმად, რა პირობის დაცვა იყო აუცილებელი მოქალაქის დასაპატიმრებლად?
(1) 44.12. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ამ დოკუმენტის მნიშვნელობა?
(1) 44.13 რა მოვლენები მოჰყვა ინგლისში ამ სიტუაციას დაახლოებით 14-15 წლის შემდეგ?
V დავალება - პრობლემის ანალიზი

(2) 45. „გურჯისტანის ვალების“ მოღვაწეობას ისტორიკოსთა ერთი ჯგუფი ქვეყნისათვის დადებითად და პოზიტიურად აფასებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მათ
მოღვაწეობას ქვეყნისათვის უარყოფითი შედეგები მოჰყვა.
(1) 45.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც „გურჯისტანის ვალების“ პოზიტიური შედეგების მომხრე თავისიპოზიციის გამტკიცებას
შეძლებდა.
(1) 45.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გურჯისტანის ვალების უარყოფით შედეგების მომხრე თავისი პოზიციის გამტკიცებას შეძლებდა.

(2) 46. 1791 წელს საფრანგეთის პირველ კონვენტში ქვეყნის მომავალ მოწყობაზე მუდმივად დავა იმართებოდა. 1789 წლის საზოგადოების წევრები კონსტიტუციური
მონარქიის მომხრენი იყვნენ, ხოლო მონტანიარები(იაკობინელები) საფრანგეთის მომავალს რესპუბლიკაში ხედავდნენ.
(1) 46.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი, რომლითაც 1789 წლის საზოგადოების მომხრე დეპუტატი
თავის პოზიციას დაიცავდა.
(1) 46.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი, რომლითაც მონტანიარებისმომხრე დეპუტატი თავის
პოზიციას დაიცავდა.

VI დავალება - ინსტრუქცია დავალებისთვის


47 . ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის
შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 2.

47. 1202-1204 წლებში მეოთხე ჯვაროსნული ომი მიმდინარეობდა.


(1) 47.1. გაიხსენეთ ეს მოვლენა და რა იყო მისი ერთ-ერთი შედეგი?
(1) 47.2. შეაფასეთ თქვენს მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა (დადებითი ან უარყოფითი) ბიზანტიის ისტორიისთვის
და აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

48. 1789-1794 წლებში საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია მიმდინარეობდა.

(1) 48.1 გაიხსენეთ ეს მოვლენა და რა იყო მისი ერთ-ერთი შედეგი?


(1) 48.2. შეაფასეთ თქვენს მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა (დადებითი ან უარყოფითი) საფრანგეთის
ისტორიისთვის და აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
VII დავალება - ყურადღებით დააკვირდით სურათებს და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს

(2) 49.1 ვინ არის გამოსახული სურათზე და რა კონკრეტული მოვლენაა მოცემული?


(1) 49.2 ვის წინააღმდეგ არიან მიმართული შეკრებილი ადამიანები?
(1) 49.3 რა მოვლენას ჩაუყარა საფუძველი ევროპაში სურათზე მოცემულმა სიტუაციამ?
(1) 49.4 რომელი საუკუნის სიტუაციაა მოცემული სურათზე?
(2) 50.1 ვინ არიან სურათზე მოცემული ადამიანები და რომელ წელს დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს?
(2) 50.2 რომელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ ეს ადამიანები?
(2) 50.3 რომელმა მესამე სახელმწიფომ იხეირა ამ ქვეყნების დაპირიპირებით?(პასუხი დავასაბუთოთ)
(1) 51.1 რა სახელითაა ცნობილი ისტორიაში ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა?
(1) 51.2 კონკრეტულად რომელი ისტორიული ფაქტია გამოსახული სურათზე?
(1) 51.3 რა ძირეული ცვლილებები განიცადა ამ სახელმწიფოს წყობილებამ ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შემდეგ?
(2) 51.4 ვინ იყო ამ მოვლენების მთაავარი შემოქმედი და მთავარი მსხვერპლი?
(1) 52.1 რა პროდუქცია არის მოცემული სურათზე
(2) 52.2 ვინ არის გამოსახული მოცემულ პროდუქციაზე და რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა იგი?
(2) 52.3 რა მიზნით არის გამოცემული ეს პროდუქცია და რით დაგვამახსოვრა ამ ადამიანმა თავი ისტორიაში?
(2) 53.1 ვინ არიან სურათზე გამოსახული პიროვნებები (პასუხი დაასაბუთეთ )?
(1) 53.2 რა ტიტულს ატარებდა სურათზე ხელმარცხნივ გამოსახული პირი 1703-1711 წლებში?
(2) 53.3 რა დაარსა სურათზე გამოსახულმა პიროვნებამ 1709 წელს და უცხოეთში მოღვაწე რომელი ქართველი დაეხმარა ამ საქმეში?
(1) 54.1. რომელი ცნობილი მოვლენაა მოცემული სურათზე?
(2) 54.2. რომელ წელს მოხდა სურათზე მოცემული მოვლენა და რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იყო იგი მიმართული?
(2) 54.3. რომელი ქვეყანა შეიქმნა ამ მოვლენიდან სამი წლის თავზე (თარიღი მიუთითეთ, წელი და დღე)?
1ქ) 55.1 რომელი ქვეყნის სოციალური მდგომარეობაა გამოსახული კარიკატურაზე;
(2ქ) 55.2 რა უწოდეს განმანათლებლებმა ამ ქვეყნის პოლიტიკურ წყობას?
(2ქ) 55.3 დააკონკრეტეთ, რას წარმოადგენენ სურათზე გამოსახული ადამიანები?
(2ქ) 55.4 მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პოზიცია, რისი თქმა სურს ამ სურათით კარიკატურის ავტორს?
1) 56.1 რა ცნობილი მოვლენაა გამოსახული სურათზე?
(2) 56.2 რა საკითხი განიხილებოდა სურათზე მოცემულ შეკრებაზე და რა შედეგით დასრულდა იგი?
(2) 56.3 რა ცნობილ ხელშეკრულებას გაიხსენებდით ამ ფაქტის პარალელურად იგივე წელს და რომელი ქვეყნების მონაწილეობით?
(1) 57.2. რომელ ქალაქში ხდება ილუსტრაციებზე ასახული ისტორიული ეპიზოდი?
(1) 57.3. რა მოვლენის შემადგენელ ნაწილად ითვლება ილუსტრაციებზე ასახული ისტორიული ეპიზოდი?
(1) 57.4. რის სიმბოლოს წარმოადგენდა ილუსტრაციებზე ასახული ციხე?
(1) 57.5. განმარტეთ, რატომ მიენიჭა ილუსტრაციებზე ასახულ ციხეს თქვენს მიერ დასახელებული სიმბოლური მნიშვნელობა?

You might also like