You are on page 1of 8

ისტორია 12 კლასი

შემაჯამებელი N2

1. რომელი ფაქტი არ უკავშირდება ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას?


ა) ქართული ეკლესიის მმართველობის წესის ცვლილება;
ბ) ირანელთა დახმარებით ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობა;
გ) მოკავშირეებთან ერთად დიდი ანტიირანული აჯანყების დაწყება ;
დ) სახელმწიფოს ხელახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა.

2. რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნის 20-30-იან


წლებში?
ა) შეიქმნა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) დასრულდა ხალიფების მმართველობა;
გ) ჩაისახა ახალი მსოფლიო რელიგია;
დ) დაარსდა ახალი სავაჭრო პოლისები.

3. ვის მოღვაწეობას უკავშირდება პაპის ოლქის შექმნა?


ა) ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს;
ბ) ფრანკთა მეფე პიპინ მოკლეს;
გ) საღვთო რომის იმპერატორ ოტოს;
დ) რომის იმპერატორ თეოდოსიუსს.

4. რომელი მსჯელობაა მართებული X საუკუნის ბოლოს საქართველოში განვითარებულ


მოვლენასთან დაკავშირებით?
ა) დავით კურაპალატმა შიდა ქართლის მმართველად ბაგრატი დაადგინა ;
ბ) იოანე მარუშის ძემ თბილისის ამირა საჰაკი დაამარცხა;
გ) კვირიკე ქორეპისკოპოსმა აფხაზთა მეფედ თეოდოსი დასვა;
დ) ლიპარიტ ბაღვაშმა ჰერეთის მეფე შეიპყრო.

5. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ XIII საუკუნის დასაწყისში საქართველომ


აქტიური როლი ითამაშა ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაში?
ა) ბიზანტიის იმპერიის დასუსტებაზე;
ბ) შინაომებზე სელჩუკთა სასულთნოში;
გ) მონღოლთა ბატონობის დასრულებაზე;
დ) ჯვაროსნული ლაშქრობების შეწყვეტაზე.

6. რა შესთავაზა ჰერაკლე კეისარმა ხაზარებს?


ა) იმპერიის დასავლეთ პროვინციებში დასახლება;
ბ) აბასიანთა სახელმწიფოს ტერიტორიის გაყოფა;
გ) მომთაბარეთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა;
დ) სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ომში მოკავშირეობა.

7. რომელი მსჯელობაა მართებული VII საუკუნის ახლო აღმოსავლეთის ისტორიის


შესახებ?
ა) შეიქმნა ომაიანთა სახალიფო;
ბ) დასრულდა ფატიმიანთა დინასტია;
გ) ჩამოყალიბდა სასანიანთა იმპერია;
დ) დაიწყო ჰუნების შემოსევები.

8. 6. რომელი მსჯელობა არ არის მართებული?


ა) XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III იწოდებოდა აფხაზთა და ქართველთა მეფედ და
ასევე ფლობდა კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს;
ბ) XI საუკუნის 20-იან წლებში თრიალეთის დაუფლების საკითხმა გიორგი I-სა და ბასილი
II-ს შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი გამოიწვია;
გ) XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტის დაპირისპირება საბოლოოდ
მეფის გამარჯვებითა და დამარცხებულის გაძევებით დასრულდა;
დ) XI საუკუნის დამლევს „დიდი თურქობის“ შესაჩერებლად გიორგი II სულთანს ეახლა და
ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა.

9. რომელმა მოვლენამ შეუწყო ხელი დავით IV-ს სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლის


დაწყებაში? ა) მანაზკერტის ბრძოლაში ბიზანტიელთა მიერ სელჩუკთა დამარცხებამ ;
ბ) პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებამ და იერუსალიმის აღებამ;
გ) არაბთა მიერ სელჩუკების დამარცხებამ და ბაღდადის გათავისუფლებამ ;
დ) ხალიფას გარდაცვალების გამო სელჩუკთა შორის დაწყებულმა შინაომმა .

10. რა უკავშირდება კარლოს დიდის მოღვაწეობას?


ა) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
ბ) იმპერატორის ტიტულის მიღება;
გ) სასულიერო-სარაინდო ორდენების შექმნა;
დ) ბრიტანეთის კუნძულებზე ლაშქრობა.

11. რომელი მსჯელობაა მართებული ქართველი მეფეების მოღვაწეობასთან


დაკავშირებით?
ა) ბაგრატ III-ს აფხაზთა და ქართველთა სამეფოების ტახტი ერგო მემკვიდრეობით, რამაც
ერთიანი ქართული სამეფოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი;
ბ) გიორგი I-მა იმიერტაო და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, რითაც საქართველოს
გაერთიანება დაასრულა;
გ) ბაგრატ IV-მ ხანგრძლივი ალყის შემდეგ თბილისი გაათავისუფლა, რამაც ქალაქში
მუსლიმთა ოთხასწლიანი ბატონობა დაასრულა;
დ) გიორგი II-მ თურქ-სელჩუკები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა, რამაც სამხრეთ
კავკასიაში საქართველოს საუკუნოვან ჰეგემონიას დაუდო სათავე

12. რომელი მსჯელობა არ არის მართებული III ჯვაროსნულ ლაშქრობასთან


დაკავშირებით?
ა) რიჩარდ ლომგული ეგვიპტის მმართველ სალადინს დაუზავდა;
ბ) ალექსი კომნენოსმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ იერუსალიმი აიღო;
გ) ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიის ერთ-ერთ მდინარეში დაიხრჩო ;
დ) ფილიპე II ავგუსტი ლაშქრობის დასრულებამდე სამშობლოში დაბრუნდა.
13. რას წარმოადგენდა კორტესები?
ა) პროტესტანტული ეკლესიის მმართველ საბჭოს გერმანიაში;
ბ) ელიტარულ სამხედრო შენაერთს საღვთო რომის იმპერიაში;
გ) ქალაქების ვაჭართა გაერთიანებას საფრანგეთში;
დ) წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს ესპანეთში.

14. რომის პაპის მოწოდების გათვალისწინებით, რა შეიძლება, მივიჩნიოთ ჯვაროსნული


ლაშქრობების დაწყების უმთავრეს მიზნად?
ა) ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან არაბთა განდევნა;
ბ) პალესტინის ქრისტიანული სახელმწიფოს აღდგენა;
გ) წმინდა მიწის მუსლიმთაგან გათავისუფლება;
დ) ბიზანტიის წმინდა საყდრისათვის დაქვემდებარება

15. რა პრობლემები შეიქმნა ქვეყნის შიგნით დემეტრე I-ის მეფობისას?


ა) მეფეს აუმხედრდნენ ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და თბილისის ამირა ;
ბ) საქართველოს სამეფოს ჩამოსცილდა ჯერ კახეთი, ხოლო შემდეგ ჰერეთი;
გ) მეფის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ მისი ძმა, შემდეგ კი უფროსი ძე;
დ) სამხრეთ საქართველოს ერისთავებმა კავშირი დაამყარეს რუმის სულთანთან .

16. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჯვაროსნებს აეღოთ კონსტანტინოპოლი
1204 წელს?
ა) იმპერატორის მარცხმა სელჩუკებთან ბრძოლაში;
ბ) ბრძოლამ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტისათვის;
გ) ხატმებრძოლეობის გამო დაწყებულმა შიდა დაპირისპირებამ;
დ) დედაქალაქში დაწყებულმა დიდმა აჯანყებამ.

17. სხვა მიზეზებთან ერთად, რომელმა მოვლენამ აიძულა საქართველოს სამეფო კარი ,
ეღიარებინა მონღოლთა ბატონობა?

ა) საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრის ტყვედ ჩავარდნამ ;

ბ) დასავლეთ საქართველოში მონღოლთა ლაშქრის გადასვლამ;

გ) გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლებთან დამარცხებამ;

დ) ქართველი დიდებულების უმეტესობის მონღოლებთან დაზავებამ

18. . რა ღონისძიებას მიმართა გიორგი II-მ „დიდი თურქობის“ აღსაკვეთად?


ა) ელჩი გააგზავნა კონსტანტინოპოლში დახმარების სათხოვნელად ;
ბ) სასტიკი ბრძოლა გაუმართა სულთნის ჯარს ჯავახეთში;
გ) ჩავიდა სულთანთან და მორჩილების სანაცვლოდ, ზავი ითხოვა;
დ) სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა კახეთ-ჰერეთის მეფესთან.

19. რა იყო II ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი?


ა) ბაღდადის აღება;
ბ) ეგვიპტის დაპყრობა;
გ) ედესის გათავისუფლება;
დ) ანტიოქიის დამორჩილება.

20. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ერწუხის ბრძოლა?


ა) განძის ათაბაგის დაუმარცხებლად რთული იყო კახეთ-ჰერეთის დაცვა;
ბ) დავით აღმაშენებელს სურდა სელჩუკთა განდევნა ქვემო ქართლის ციხეებიდან ;
გ) შირვან-შაჰი უარს ამბობდა დავით აღმაშენებლის ყმადნაფიცობაზე;
დ) დავით აღმაშენებელი ცდილობდა სომხეთის გათავისუფლებას სელჩუკთაგან.

21. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ლუი VII-სა და კონრად III-ის მეთაურობით
ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა?
ა) ეგვიპტელების მიერ დამასკოს აღებამ;
ბ) მუსლიმთა მიერ ედესის საგრაფოს დაპყრობამ;
გ) რუმის სულთნის მიერ ასკალონის ალყამ;
დ) ჯვაროსნების მარცხმა აკრასთან ბრძოლაში.

22. რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში თურქ-სელჩუკთა პირველი


ლაშქრობის შესახებ?

ა) მტრის ჯარმა აიღო ჯავახეთში მდებარე ახალქალაქი;

ბ) სელჩუკები შემოიჭრნენ ქვემო ქართლში, მაგრამ დამარცხდნენ ;

გ) შიდა ქართლში შემოსულმა სელჩუკებმა თბილისი გაძარცვეს;

დ) მტრის ჯარი კახეთს შეესია, მაგრამ ცივი ზამთრის გამო უკან გაბრუნდა

23. რა შედეგით დასრულდა II ჯვაროსნული ლაშქრობა?


ა) ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს ედესის დაბრუნება;
ბ) ანტიოქია ჯვაროსანთა ხელში გადავიდა;
გ) ჯვაროსნებმა დააარსეს ტრიპოლის საგრაფო;
დ) ჯვაროსნები დამარცხდნენ აკრასთან ბრძოლაში.

24. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა სარაინდო


ორდენების დაარსება?
ა) სელჩუკთა გამოჩენას ბალკანეთში;
ბ) რელიგიური ომების დაწყებას ევროპაში;
გ) პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას წმინდა მიწაზე;
დ) არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას პირენეის ნახევარკუნძულზე.

25. რომელი მსჯელობაა მართებული 1122 წელს დადებული ვორმსის კონკორდატის


შესახებ?

ა) ხელშეკრულების თანახმად რომის პაპმა და გერმანიის იმპერატორმა ინვესტიტურის


უფლება გაინაწილეს;
ბ) შეთანხმებით გერმანიის და ფრანკთა იმპერატორებმა ევროპაში ტერიტორიები
გაინაწილეს;

გ) ფრანკთა და ბიზანტიის იმპერატორებმა რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორია


გაიყვეს;

დ) კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რომის პაპმა აღმოსავლური და დასავლური


ეკლესიების გაყოფა დაასრულეს.

26. რომელი ქალაქი აიღეს ქართველებმა გიორგი III-ის მეფობისას?


ა) ტრაპიზონი;
ბ) არზრუმი;
გ) დარუბანდი;
დ) ანისი.

27. . რომელი მსჯელობაა მართებული მონღოლთა ლაშქრობების შესახებ?


ა) მანგუ ყაენის მმართველობისას მონღოლებმა წარმატებით დალაშქრეს ჩრდილოეთ
აფრიკის ქვეყნები;
ბ) ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ წარმოებული ლაშქრობებისას მონღოლებმა
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც დალაშქრეს;
გ) ჰულაგუ ყაენის მეთაურობით მონღოლებმა რამდენჯერმე დალაშქრეს სამხრეთ -
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები;
დ) ყუბილაი ყაენის წარუმატებელი ლაშქრობების გამო მონღოლებმა საბოლოოდ
დაკარგეს კონტროლი ჩინეთზე

28. რომელი მსჯელობაა მართებული VII ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?


ა) ლუი IX-ის მეთაურობით ჯვაროსნები ეგვიპტეში შეიჭრნენ, მაგრამ მეფე ტყვედ ჩავარდა
და დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდა;
ბ) ჯვაროსნებმა სირია-პალესტინის ციხეები დაიბრუნეს, მაგრამ დამასკოსთან
დამარცხდნენ და იძულებულნი გახდნენ, ზავი დაედოთ;
გ) იმპერატორ კონრად III-ის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა
შემოარტყეს და მოწინააღმდეგე აიძულეს, ქალაქი დაეთმო;
დ) ჯვაროსანთა ჯარი კვიპროსზე გაერთიანდა და იქიდან მიიტანა იერიში ანტიოქიაზე ,
თუმცა ქალაქის დამცველებმა შეტევა მოიგერიეს.

29. რომელი მოსაზრებაა მართებული სელჩუკთა ტომის სახელწოდების წარმომავლობის


შესახებ?
ა) სელჩუკი ერქვა ერთ-ერთ მეთაურს, რომელმაც თურქული ტომების ნაწილი გააერთიანა ;

ბ) სელჩუკი ეწოდებოდა იმ ველს, რომელზედაც ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ;


გ) სელჩუკი ეწოდებოდა თურქული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას;
დ) სელჩუკი ერქვა ამ თურქული ტომის მთავარ ღვთაებას

30. რომელი მსჯელობაა მართებული VI ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?


ა) ჯვაროსნები ალჟირში შეიჭრნენ და დედაქალაქი აიღეს, თუმცა მალე მისი დატოვება
მოუხდათ;
ბ) ჯვაროსნებმა ბაღდადი და დამასკო აიღეს, მაგრამ ვერ შეძლეს იერუსალიმის
დაბრუნება;
გ) საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის მეთაურობით ჯვაროსნებმა აკრის ციხის გარნიზონი
ალყისაგან იხსნეს;
დ) იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგვიპტის მმართველთან შეთანხმებით იერუსალიმი
დროებით დაიბრუნა.

31. რომელი მოვლენა არ უკავშირდება თოღრულ-ბეგის სახელს?


ა) ირანის პროვინციების დაპყრობა;
ბ) ბაღდადის აღება;
გ) სულთნის ტიტულის მიღება;
დ) სელჩუკებში მაზდეანობის გავრცელება

32. რომელი სახელმწიფო დაამარცხეს მონღოლებმა საქართველოში პირველ


შემოჭრამდე?
ა) ხორეზმის სამეფო;
ბ) ბაღდადის საამირო;
გ) რუმის სასულთნო;
დ) დამასკოს სახალიფო.

33. რომელი ფაქტია მართებული VII მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ?


ა) დაიგმო ხატმებრძოლეობა;
ბ) გაუქმდა ანტიოქიის საპატრიარქო;
გ) დადასტურდა რომის პაპთან საეკლესიო კავშირის გაწყვეტა;
დ) დამტკიცდა იერუსალიმის პატრიარქის უზენაესობა ქრისტიანულ სამყაროში .

34. რომელი ინფორმაციაა მართებული არაბთა სახალიფოს შესახებ?


ა) არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა სელჩუკთა
არისტოკრატიამ;
ბ) არაბთა სახალიფოში მიმდინარე სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შედეგი ისლამში ორი
მიმდინარეობის - სუნიზმისა და შიიზმის ჩამოყალიბება იყო;
გ) წარმართების დამარცხებისა და მექაში დაბრუნების შემდეგ მუჰამედი ხალიფად
გამოაცხადეს;
დ) არაბთა სახალიფოს გამოეყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული ცენტრით
ადრიანოპოლში, რომელიც ოსმანთა დინასტიის წარმომადგენელმა დააარსა .

35. რა უკავშირდება აშოტ კურაპალატის მოღვაწეობას?


ა) ერისმთავრობის აღდგენა ქართლში;
ბ) ოშკისა და ალავერდის კათედრალების აგება;
გ) ხაზართა დამარცხება და კავკასიიდან საბოლოო განდევნა;
დ) ტაო-კლარჯეთში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბება .

36. რომელი მსჯელობაა მართებული ერთ-ერთი სარაინდო ორდენის შესახებ ?


ა) ჯვაროსანთა სახელმწიფოების დაცემის შემდეგ, რომის პაპის განკარგულებით ,
კალატრავას სარაინდო ორდენი გაუქმდა, ხოლო მისი ქონება პაპსა და ევროპელ
მონარქებს შორის განაწილდა;
ბ) წმინდა მიწაზე ჯვაროსანთა სამფლობელოების დაკარგვის შემდეგ ჰოსპიტალიერები
ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა კუნძულზე მოღვაწეობდნენ, საბოლოოდ კი მალტაზე
დამკვიდრდნენ;
გ) იერუსალიმის სამეფოს დაცემის შემდეგ ტევტონთა ორდენის წევრები მცირე აზიაში
გადასახლდნენ და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ახალი სახელმწიფო დააარსეს ;
დ) ტამპლიერების სარაინდო ორდენი, რომის პაპის ინიციატივით, გერმანული ტომებისა
და ჰუნების თავდასხმებისაგან იტალიის დასაცავად დაფუძნდა .

37. რომელი მოვლენა არ უკავშირდება თამარ მეფის მმართველობის ხანას?


ა) ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში;
ბ) რუმის სულთნის დამარცხება;
გ) ტრაპიზონის იმპერიის შექმნა;
დ) შირიმნის ბრძოლაში გამარჯვება.

38. ბიზანტიის რომელ იმპერატორს უკავშირდება ხატმებრძოლეობის დაწყება ?


ა) რომანოზ IV-ს;
ბ) ალექსი I-ს;
გ) ბასილი II-ს;
დ) ლეონ III-ს.

39. რომელი მსჯელობაა მართებული კახეთის სამთავროს ანუ საქორეპისკოპოსოს


ჩამოყალიბების შესახებ?
ა) ჰერეთის მთავრებმა ისარგებლეს არაბთა დაპირისპირებით შაჰთან და ახალი
სამთავრო ჩამოაყალიბეს;
ბ) ალავერდის ეპისკოპოსი სათავეში ჩაუდგა გამათავისუფლებელ მოძრაობას სელჩუკთა
წინააღმდეგ და შემდგომ საერო ხელისუფლებაც შეითავსა;
გ) წანართა ხშირი აჯანყებები არაბთა წინააღმდეგ საბოლოოდ დამოუკიდებელი
პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბებით დასრულდა;
დ) ხაზართა მხარდაჭერით დიდებულებმა შეზღუდეს ქართლის მეფის ძალაუფლება და ,
ფაქტობრივად, დამოუკიდებელნი გახდნენ.

40. რომელი ინფორმაციაა მართებული შუა საუკუნეებში არსებული ლანდთაგების


შესახებ?
ა) საღვთო რომის იმპერიაში ვაჭარ-ხელოსანთა პროფესიულ გაერთიანებებს
წარმოადგენდა;
ბ) რომის პაპის კურიის წარმომადგენლობითი ორგანოები იყო ფრანკთა სამეფოებში ;
გ) ერესების წინააღმდეგ ევროპაში შექმნილ სასამართლოებს წარმოადგენდა ;
დ) წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები იყო გერმანულ სახელმწიფოებში .

41. რა ღონისძიებები გაატარა დავით IV-მ მეფობის დასაწყისში, რათა გახიზნული


მოსახლეობა დაბრუნებოდა სამოსახლოებს და ტრადიციული მეურნეობის აღდგენა
დაეწყო?
ა) დაიკავა ციხესიმაგრეები - სამშვილდე, რუსთავი და ხორნაბუჯი , რითაც თურქ -
სელჩუკებს სავაჭრო გზით სარგებლობის საშუალება მოუსპო და დაატოვებინა ქართლი ;
ბ) ჩაატარა სამხედრო რეფორმა - ჩამოასახლა ყივჩაღები, რომელთაგან შექმნა რაზმები
და სრულად განდევნა თურქ-სელჩუკები საქართველოს ტერიტორიიდან ;
გ) ჩავიდა ისპაჰანში და დაუზავდა სელჩუკთა სულთანს, აღუთქვა ყოველწლიური ხარკი ,
ხოლო სულთანმა აკრძალა მომთაბარეთა თარეში საქართველოს ტერიტორიაზე ;
დ) შექმნა მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად გაწვრთნილი რაზმები, რომლებიც თურქ -
სელჩუკებს საქართველოს ტერიტორიაზე თარეშის საშუალებას არ აძლევდა .

42. რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში მონღოლთა ბატონობის შესახებ ?


ა) მონღოლთა წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ დავით VII ულუ იძულებული
გახდა ჰულაგუ ყაენს დამორჩილებოდა;
ბ) დავით VI ნარინის მიერ წამოწყებული ანტიმონღოლური აჯანყება მარცხით დასრულდა
და მანგუ ყაენის ბრძანებით მეფე სიკვდილით დასაჯეს;
გ) ბერქა ყაენთან დაპირისპირების შემდეგ დემეტრე II მთიულეთში გაიხიზნა , საიდანაც
ხანგრძლივ ომს აწარმოებდა მონღოლთა წინააღმდეგ;
დ) გარნისის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მონღოლებმა სუბუდაის მეთაურობით
თბილისი აიღეს და რუსუდან მეფე დაატყვევეს.

43. რომელი სარაინდო ორდენი გაანადგურა საფრანგეთში მეფე ფილიპე IV-მ?


ა) ტევტონთა;
ბ) ტამპლიერთა;
გ) ჰოსპიტალიერთა;
დ) იეზუიტთა.

You might also like