You are on page 1of 11

ტესტი ისტორიაში გვ.130-176.

XI კლასი; 70ქ;

I-არჩევითბოლოიანი კითხვა (1ქ)

1.რომელია კაცობრიობის ისტორიის პირველი, უძველესი პერიოდი? ა)ნეოლითი;


ბ)პალეოლითი; გ)ენეოლითი; დ)ბრინჯაოს ხანა;

2.რას წარმოადგენდა ბერძნული სამოსახლოები კოლხეთში? ა)სავაჭრო ქალაქებს ან


ფაქტორიებს; ბ)რელიგიურ ცენტრებს; გ)სტრატეგიულ ობიექტებს; დ)გასართობ
ადგილებს;

3.ელინისტური ცივილიზაცია კლასიკურის მსგავსად ძირითადად იყო: ა)ურბანული;


ბ) სამეფო-მონოპოლიური; გ)კოლონიურ-მეტროპოლისური;

4.რა მნიშვნელობა ჰქონდა ფარნავაზის მიერ გატარებულ რეფორმებს? ა)განამტკიცა


ცენტრალური სამეფო ხელისუფლება და ხელი შეუწყო ქვეყნის ერთიანობის
განმტკიცებას; ბ)განამტკიცა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა; გ)ჩაახშო და
დათრგუნა ურჩ დიდებულთა წინააღმდეგობანი; დ) საქართველო გადააქცია წინა
აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ;

5. რომის იმპერიაში სამართალს ძირითადად აწარმოებდნენ: ა)კონსულები;


ბ)პრეტორები; გ)პლებეები; დ)კვესტორები;

6. რომელი ფაქტია მართებული ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან


დაკავშირებით? ა) შეუწყვიტა ხარკი არაბებს ბ) დაამარცხა აჯანყებული ლაზები გ)
განახორციელა ეკლესიის რეორგანიზაცია დ)საბოლოოდ განდევნა ხაზარები
საქართველოდან

7. რომელი ტომები არ მონაწილეობდნენ „ხალხთა დიდ გადასახლებაში“?


ა. ვანდალები ბ. ვესტგოთები გ. ფრანკები დ. ყივჩაღები
8. რომელი მსჯელობაა მართებული ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით?
ა) ქრისტიანობის გამოცხადებასთან ერთად მოხდა ახალი სამეფო დინასტიის
ლეგიტიმაცია ბ) გაქრისტიანებით დასრულდა ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის
მოპოვება გ) ქრისტიანობის მიღებით დადასტურდა სამეფოს პრორომაული
პოლიტიკური ორიენტაცია. დ)ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელებით
დამთავრდა ხანგრძლივი საეკლესიო განხეთქილება
9. IV საუკუნეში ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება
ქრისტიანობისადმი, რა იყო ამის მთავარი მიზეზი? ა)საქართველოში ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; ბ)ირანში ქრისტიანობის ფართოდ
გავრცელება; გ)რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად
1

გამოცხადება; დ)ირანში ზოროასტრიზმის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;


Page
10. ძველი მსოფლიოს რომელი ხალხის მითოლოგიური გმირია გილგამეში? ა.
შუმერების ბ. სპარსელების გ. ინდოელების დ. ეგვიპტელების
11. რა მიიჩნევა I მსოფლიო საეკლესიო კრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
გადაწყვეტილებად? ა. ნესტორიანობის დაგმობა ბ. რწმენის სიმბოლოს დადგენა გ.
დიოფიზიტობის აღიარება დ. ხატმებრძოლობის აკრძალვა
12. რა იყო განხილვის მთავარი საკითხი IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე?
ა. რომის პაპის უპირატესობა ბ. არიოზის მოძღვრება გ. წმ. სამების ერთარსებობა
დ. ქრისტეს ბუნებოვნება

13. რამ განაპირობა, რომ დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც უწოდებდნენ?


ა. მონოფიზიტებისაგან დევნილი დიოფიზიტები ამ სახელწოდების მონასტერს
აფარებდნენ თავს ბ. ეს სახელი უკავშირდება დიოფიზიტური მოძღვრების
ფუძემდებელ სასულიერო პირს გ) ეს სახელწოდება უკავშირდება ქალაქს, სადაც
ჩატარდა დიოფიზიტობის დამკანონებელი მსოფლიო საეკლესიო კრება დ. ასე
ეწოდება ამ მიმდინარეობის მთავარი რელიგიური დოგმების კრებულს
14. რომელი დინასტია მეფობდა ირანში III საუკუნიდან? ა)აქემენიანები;
ბ)სეფიანები; გ)სასანიანები; დ)არშაკიდები;

15. რომელი ისტორიკოსის თხზულებაშია დაცული ცნობები ვახტანგ გორგასლის


ცხოვრებაზე? ა)ჯუანშერის; ბ)სტრაბონის; გ)სუმბატ დავითის ძის; დ)
ჟამთააღმწერლის;

16 . მემატიანე მას „ქრისტეს მეგუადრუცეს“ , იუდა ისკარიოტელს უწოდებს,


ქართლის რომელ ეპისკოპოსზეა საუბარი? ა)იოანე; ბ)აბრაამი; გ)მელქისედეკი;
დ)მიქაელი;

17. კონსტანტინე დიდის მოთხოვნით მისმა მეომრებმა ლ ა ბ ა რ უ მ ი ს


გამოსახულება თავიანთ ფარებზე მოათავსეს და მტერზე ბრწყინვალე გამარჯვება
მოიპოვეს, ვინ დაამარცხა მომავალმა იმპერატორმა? ა)მაქსტენციუსი; ბ) თეოდიუსი;
გ) აეციუსი; დ) ვალენტინიანე;

18. ციხე -სიმაგრე, რომელიც ბიზანტიელებმა ლაზიკაში ე. წ. „დიდი ომიანობის“ წინა


პერიოდში ააგეს; ა)არქეოპოლისი; ბ)პეტრა; გ)გონიო; დ)აფსარუნტი;

19. რომელი ტერიტორია არ დაუპყრია იუსტინიანე I-ის მხედართმთავარ


ველისარიუსს?ა) ჩრდ.აფრიკა-ვანდალთა სამეფო; ბ)ჩრდ. იტალია-ოსტგოთები;
გ)სამხრეთ ესპანეთი; დ) ბულგარეთი ;

20. ვისთან არის შემონახული გუბაზ მეფის მკვლელების გასამართლების დროს


ლაზ დიდებულთა საბრალდებო სიტყვა? ა)აგათია სქოლასტიკოსი; ბ)სტრაბონი;
გ)დიონ კასიუსი; დ)ტაბარი;
2
Page
21.VI საუკუნეში საქართველოს ნომინალურ მმართველს ეწოდა არა მეფე არამედ :
ა)ერისმმართველი; ბ)მამასახლისი; გ) ერისმთავარი; დ) პიტიახში;

22. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა სასანიან შაჰს ქართლში მეფობის
გაუქმება? ა)მეფე დაჩის უმემკვიდროდ გარდაცვალებამ; ბ) ქართულ-სომხური
ეკლესიის რღვევამ; გ)ეგრისში სპარსელთა გაბატონებამ; დ) შაჰის მიერ ქართველი
დიდებულების ნაწილის გადაბირებამ;

23.რატომ იყვნენ მსოფლიო ქრისტიანული საეკლესიო კრებების ინიციატორები ჯერ


რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის კეისრები? ა)სურვილი გაეერთიანებინათ
ქრისტიანული თემები; ბ)ცდილობდნენ დაეცვათ ქრისტიანული მრწამსი სხვადასხვა
სახის მწვალებლობისაგან; გ)მათ კარგათ ჰქონდათ გაცნობიერებული სახელმწიფოს
მმართველობისათვის ეკლესიის მნიშვნელობა; დ)თვლიდნენ, რომ მათი
ყურადღების მიღმა არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩენილიყო

24.ლაზ დიდებულების შეკრებაზე გამოიკვეთა ორი თვალსაზრისი ეგრისის


სამომავლო ორიენტაციის შესახებ, როგორი პოზიცია დაიკავა აიეტმა?
ა)პრობიზანტიური; ბ) ნეიტრალური; გ)პროირანული;

25. რომელი მსჯელობაა მართებული ვესტგოთების მიერ 410 წელს რომის აღებასთან
დაკავშირებით? ა) ეს იმპერიის დასასრულის დასაწყისი იყო, რადგან სახელმწიფო
ბარბაროსთა შემოსევებს ვეღარ უმკლავდებოდა; ბ) ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა
იყო, რადგან ბარბაროსებს რომის არმიაში სამსახური აეკრძალათ; გ) ამან განაპირობა
მათი შემდგომი ლაშქრობა სიცილიაში, სადაც თავიანთი პირველი სახელმწიფო
ჩამოაყალიბეს; დ) ამის წინაპირობა რომულუს ავგუსტუსის მიერ გამოცემული
ედიქტი იყო, რომელიც ბარბაროსებს გაქრისტიანებას ავალებდა.
26. რა შედეგით დასრულდა ირანისთვის „დიდი ომიანობა“ ეგრისში? ა) შავ ზღვაზე
გასასვლელი მიიღო; ბ) ეგრისი ბიზანტიის გავლენის სფეროდ აღიარა; გ) კავკასიაში
ციხე-სიმაგრეთა სისტემის მშენებლობა შეწყვიტა; დ) იძულებული გახდა,
ადგილობრივი ხელისუფლების აღდგენა ეცნო.

27. რას მოელოდა ირანის შაჰი ბიზანტიის წინააღმდეგ გუბაზ II-ის მოკავშირეობის
სანაცვლოდ?ა) შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას; ბ) ისლამის თავისუფლად
გავრცელებას; გ) დარიალის გასასვლელის გაკონტროლებას; დ) ოქროს საბადოების
დაუფლებას.
28. რა ტიტული მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა ქართლის პირველ ერისმთავარს VI
საუკუნის II
ნახევარში? ა. მაგისტროსის ბ. კურაპალატის გ. ნოველისიმოსის დ. სევასტოსის
29. რა ეწოდებოდა ქართლის უზენაეს მმართველს VI-VII საუკუნეების მიჯნაზე?
ა. სპასპეტი ბ. ერისმთავარი გ. პიტიახში დ. მამფალი
3
Page
II- დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისაკენ (1ქ)

30. 1.პუნიკური ომები; 2. პელოპონესის ომი; 3.რომის იმპერიის დაცემა;

31. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მიმდინარე მოვლენები:

ხალხათა დიდი გადასახლების ეპოქის მოვლენები

1.ვანდალების მიერ რომის აღება 2.ბრძოლა კატალაუნის ველზე 3.ოდოაკრის მიერ


რომის იმპერატორის ჩამოგდება

32.დაალაგეთ სახელმწიფო მმართველები მათი მოღვაწეობის მიხედვით;

1.იუსტინიანე I; 2. ხლოდვიგი; 3.ოქტავიანე ავგუსტუსი;

33. დაალაგეთ ქრონოლოგიურად ქართლის (იბერიის) მეფეები:

1.ფარსმან II; 2. არტაგი; 3. ფარნავაზი;

III ორი სხვადასხვა ტიპის წყარო - ბრძოლის სქემა და ტექსტი (6ქ)

ტექსტი:
მეორე პუნიკური ომის დაწყებიდან მალევე ჰანიბალმა ალპები გადალახა, იტალიაში
შეიჭრა და იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ძვ.წ. 216 წელს ის
აპულიიდან დაიძრა და ხელში ჩაიგდო ქალაქი კანე, რომელიც უმსხვილეს
სასურსათო ბაზას წარმოადგენდა. რომაელთა 8 ლეგიონი მოკავშირეთა
მრავალათასიანი არმიასთან ერთად კონსულების ლუციუს პავლუსისა და გაიუს
ვარონის სარდლობით ჰანიბალის პოზიციებს მიადგა. რომაელებმა ჯარი ორ ბანაკად
გაყვეს: ძირითადი ბანაკი მდინარის დასავლეთ სანაპიროზე მოაწყვეს, ხოლო მეორე,
შედარებით მცირე ბანაკი მდინარის მეორე ნაპირზე განლაგდა. გენერალური
ბრძოლის წინა დღეს ჰანიბალი თავს დაესხა რომაელთა მცირე ბანაკს, მაშინ,
როდესაც ჯარისკაცები წყალს აგროვებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე.
მეორე დილას ბრძოლა ფლანგებზე კავალერიის ნაწილების შეტაკებით დაიწყო.
ესპანელმა და გალმა ცხენოსნებმა მალევე დაჯაბნეს რომაელთა შეტევის
მარჯვენა ფლანგი და ზურგიდან დაესხნენ თავს რომაელთა კავალერიის მარცხენა
ფლანგს, რომელიც ნუმიდიელ ცხენოსნებთან ბრძოლაში იყო ჩართული. ქარის
მიერ მოტანილი მტვრისა და წყურვილისგან შეწუხებული რომაელი ჯარისკაცების
მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. რომაელთა ცენტრი წინ მიიწევდა, თუმცა,
4
Page

მოშიშვლებული ფლანგებიდან აფრიკელი ქვეითებისა და კავალერიის ძლიერი


დაწოლის შედეგად ისინი ალყაში აღმოჩდნენ, საიდანაც თავის დაღწევა
შეუძლებელი აღმოჩნდა

კითხვები:
(1) 1. რომელი რეგიონიდან დაიძრა ჰანიბალი იტალიის სიღრმისაკენ ძვ.წ. 216 წელს?
(1) 2. რომელი მდინარის პირას იყო გაშენებული მსხვილი სასურსათო ცენტრი
ქალაქი კანე, რომელიც ჰანიბალმა ხელში ჩაიგდო?
(2) 3. რამ განაპირობა ის ფაქტი, რომაელთათვის ბრძოლაში მნიშვნელოვან
ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად იქცა წყურვილი?
(1) 4. რა ეროვნების მხედრებით იყო დაკომპლექტებული ჰანიბალის არმიის მარცხენა
ფლანგი, რომელმაც მოწინააღმდეგე მალევე დაჯაბნა და მტერს ზურგში მოექცა?
(1) 19.5. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა უშლიდათ ხელს რომაელ ჯარისკაცებს
5
Page

ბრძოლაში?
ილუსტრაციებზე ასახულია VI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველი
და მოვლენა, რომელიც მის მოღვაწეობას უკავშირდება (6ქ)
(2)1 დაასახელეთ პიროვნება, რომელიც N1 ილუსტრაციაზეა გამოსახული, რომელ
სახელმწიფოს მართავდა იგი?
(2) 2. რა იყო იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მიზეზი, რომლის ერთი ეპიზოდიც
N2 ილუსტრაციაზეა ასახული და რა სახელით შევიდა ეს აჯანყება ისტორიაში?
(1) 3. რა შედეგით დასრულდა ისტორიული მოვლენა, რომლის ერთი ეპიზოდიც N2
ილუსტრაციაზეა ასახული?
(1)4. რის გამო დაიმკვიდრა ისტორიაში „დიდის“ სახელი N1 ილუსტრაციაზე
გამოსახულმა პიროვნებამ?

IV-ისტორიული წყაროს ანალიზი (12ქ)

ბიზანტიელი ისტორიკოსი პრისკე პანიონელი (VIს ) ; „გუთების ისტორიაში“ მეფე


გუბაზისა და მისი შვილის შესახებ მოგვითხრობს:

„მას შემდეგ, რაც რომაელები კოლხიდაში მივიდნენ და ომი დაიწყეს ლაზების


წინააღმდეგ, რომაელთა ჯარი თავის ქვეყანაში გაბრუნდა და კარისკაცები ახალი
ომისათვის მზადებას შეუდგნენ. ისინი ბჭობდნენ, თუ რომელი გზით წასულიყვნენ
სალაშქროდ: იმავე გზით თუ სპარსეთის მეზობელი ქვეყნის, არმენიის გავლით
დაეწყოთ ომი და მანამდე პართელების მეფე მიემხროთ.... გუბაზმა ელჩები
6
Page

დაგზავნა პართელებთანაც და რომაელთა მეფესთანაც, მაგრამ პართელების მეფეს


ომი ჰქონდა ჰუნებთან და ამიტომ უარი უთხრა მასთან მისულ ლაზებს........გუბაზმა
ელჩები გაგზავნა რომაელებთან. რომაელებმა უპასუხეს გუბაზის მოციქულებს, რომ
ომს შეწყვეტდნენ, თუკი ან თვითონ გუბაზი გადადგებოდა ტახტიდან ან შვილს
გადააყენებდა მეფობიდან, ძველი კანონის თანახმად, არ არის კანონიერი , რომ
ორივე მეფობდეთ. ასე რომ, ერთერთი უნდა იყოს კოლხიდის ტახტზე, ან გუბაზი, ან
მისი შვილი, და მხოლოდ მაშინ შევწყვეტთ ომსო.....

ასეთი არჩევანი რომ მისცეს გუბაზს, მან სამეფო ტახტიდან შვილის სასარგებლოდ
გადადგომა არჩია, თავისი სამეფო ნიშნები მოიხსნა და რომაელთა მპყრობელს
მოციქულები გაუგზავნა თხოვნით-უკვე ერთი კოლხი მეფობს და ნუღარ ჯავრობ,
იარაღი დაყარეთო; რომაელთა მეფემ წინადადება მისცა მას, გადმოსულიყო
რომაელთა ქვეყანაში და მოეხსენებინა თავისი განზრახვების შესახებ. გუბაზს უარი
არ უთქვამს გამგზავრებაზე, ხოლო წინათ თვით გუბაზთან მომხდარ უთანხმოებათა
გამო კოლხიდაში გამოგზავნილ დიონისეს მოსთხოვა , სიტყვა მიეცა რომ მას,
გუბაზს, უსიამოვნება არ შემთხვეოდა. ამიტომ გამოგზავნეს დიონისე კოლხიდაში და
სადავო საკითხებშიც შეთანხმდნენ.....

ხანძრის შემდეგ, რომელიც გაჩნდა ლეონტის დროს, კონსტანტინოპოლში


ჩამოვიდნენ გუბაზი და დიონისე. გუბაზს სპარსული ტანსაცმელი ეცვა და
მიდიური წესის მიხედვით შუბოსნები ახლდნენ. კარისკაცებმა მიღებისთანავე ჯერ
გაკიცხეს იგი რომაელთა წინააღმდეგ ამბოხებისათვის, ხოლო შემდეგ
კეთილგანწყობილად მოეპყრნენ და ისე გაისტუმრეს უკან. გუბაზმა მოხიბლა ისინი
თავისი სიტვა-პასუხით და ქრისტიანული ნიშნების ტარებით;

(2)1. ტექსტის მიხედვით, რა სახელწოდებით მოიხსენიებს პრისკე პანიონელი


დასავლეთ საქართველოს და როგორ მოიხსენიებს ბიზანტიელებს?

2.ტექსტის მიხედვით, როგორ შეაფასებთ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე


არსებულ პოლიტიკურ გაერთიანებას, როგორც სამთავროს, როგორც საერისთავოს
თუ როგორც სამეფოს?

3.ტექსტის მიხედვით, რა პრეტენზიები აქვთ ბიზანტიელებს გუბაზის მიმართ?

4.რატომ უფრთხილდებიან ბიზანტიელები გუბაზთან ურთიერთობის მოგვარებას?

5.ტექსტის მიხედვით, როგორია ამ ქვეყნის მეფის დამოკიდებულება ბიზანტიის


მიმართ?
7
Page
6.რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ლაზებისათვის იმ ფაქტს, რომ გუბაზმა
თვითონ აკურთხა ლაზთა მეფედ თავისი შვილი?

7.თქვენი აზრით, რამდენად შედიოდა ბიზანტიელთა ინტერესებში ლაზთა მეფის


ამგვარი წესით კურთხევა?

(2)8.როგორ ახსნით სპარსულ ტანსაცმელში გამოწყობილი გუბაზის მიერ


„საქრისტიანოს ნიშნების“ ტარებას?

9.ტექსტის მიხედვით, რა ურთიერთობა აქვს ბიზანტიას არმენიასთან?

10. რა აძლევს ბიზანტიას დასავლეთ საქართველოში აქტიური მოქმედების


უფლებას?

V- ისტორიული რუკა (7ქ)

ისტორიული რუკის ანალიზი


ყურადღებით შეისწავლეთ მოცემული რუკა და უპასუხეთ კითხვებს.
კითხვები:
(2) 1. რომელი საუკუნეების მიჯნაზე არსებული ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 2. რუკაზე არსებულმა რა ინფორმაციამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე?
(1) 3. რომელი ახალწარმოქმნილი სახელმწიფოს საზღვრებია აღნიშნული რუკაზე
ყავისფერი ზოლით?
(2) 4. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამომწურავად
აღადგინეთ მესოპოტამიაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების
თანმიმდევრობა.
(1) 5. რა არის აღნიშნული წითელი ფერით რუკაზე?

VI- არგუმენტაცია (2ქ) ერისმთავრობის ინსტიტუტი


ქართული წყაროების ნაწილი ამ პიროვნებას გუარამს უწოდებს . ბიზანტიურ
წყაროებში მას გურგენი ეწოდება. ჯუანშერის მიხედვით გუარამი ვახტანგ
გორგასლის შვილიშვილი იყო ქალიშვილის ხაზით. 571 წელს გუარამი სათავეში
ჩაუდგა სამხრეთ კავკასიაში დაწყებულ აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. XI საუკუნის
ქართველი ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის თანახმად, გუარამი ბაგრატიონი იყო.
ირანელები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და ქვეყნის
ერისმთავრად გუარამი აირჩიეს. ერისმთავრობის ინსტიტუტის შემოღებამაც
ქართლის დიდაზნაურთა აზრი ორად გაყო. ერთი ნაწილი მომხრე იყო, მეორე კი-
მოწინააღმდეგე.
8
Page
დავალება: მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური
ან კულტურულ- რელიგიური) არგუმენტი ორივე თვალსაზრისის სასარგებლოდ;

მომხრე:

მოწინააღმდეგე:

40. არგუმენტაცია: ტრიუმვირატი ( 2ქ)

ძველი რომის ისტორიაში ორი ტრიუმვირატი არსებობდა ორივე ძველი


წელთააღრიცხვის საუკუნეში; ძალაუფლება სენატიდან ფაქტობრივად გადასული
იყო სამეულის ხელში; ორივე ტრიუმვირატის ხანა , საბოლოოდ, სამოქალაქო ომით
დასრულდა; (მეორე ტრიუმვირატის დროს ძვ.წ. 31 წელს აქციუმის საზღვაო
ბრძოლაში ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსისა და კლეოპატრას ფლოტი. ეგვიპტე
რომს შეუერთდა; დაიწყო რომის იმპერიის ხანა).

ისტორიკოსების ნაწილი ტრიუმვირატის ხანას წარმატებულად თვლის რომის


ისტორიაში, ნაწილი კი სისხლისღვრის ეპოქას უწოდებს;

დავალება: მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, სოციალურ-


ეკონომიკური ან კულტურულ- რელიგიური) არგუმენტი ორივე თვალსაზრისის
სასარგებლოდ;

მომხრე:

მოწინააღმდეგე:

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი დავალება და შეაფასეთ მასში


მოცემული ისტორიული პროცესის მნიშვნელობა.
დავალების მაქსიმალური ქულაა 2.

III საუკუნის ბოლოს იმპერატორმა დიოკლეტიანემ რომის იმპერიაში მმართველობის


ახალი ფორმა -ტეტრარქია შემოიღო.

კითხვები:
(1) 1. დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი.
(1) 2. შეაფასეთ ამ შედეგის მნიშვნელობა რომის იმპერიის ისტორიისათვის.
აუცილებლად
მოიყვანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად
9
Page
Page 10
ისტორიული რუკის ანალიზი - სულ 7 ქულა

1. ძვ.წ. VII-VI საუკუნეები - 1 ქულა


2. ასურეთი განადგურებულია // იერუსალიმი ბაბილონის სამეფოს
შემადგენლობაშია // წარმოქმნილია მიდიის სამეფო // წარმოქმნილია
ახალბაბილონური//
ურარტუ განადგურებულია - 1 ქულა
3. ბაბილონის სამეფო // ახალბაბილონური სამეფო - 1 ქულა
4. პასუხში უნდა დაფიქსირდეს შემდეგი ძირითადი მოვლენები:
ძვ.წ. VII საუკუნის ბოლოს ასურეთის სამეფო სუსტდება, ხოლო მიდიის
სამეფო თანდათან ძლიერდება. მიდია და ბაბილონი ანადგურებენ
ასურეთის სამეფოს და იყოფენ მის ტერიტორიას. ასურეთის სამეფო წყვეტს
არსებობას; შუამდინარეთში ახალბაბილონური სამეფო ყალიბდება - 2
ქულა
5. ბერძნული სამყარო // პოლისები და მათი კოლონიები - 1 ქულა

11
Page

You might also like