You are on page 1of 34

1

პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

პროცესორი
(Central Processing Unit-CPU)-არის პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი
ძირითადი ნაწილი, მისი "ტვინი", რომლის
საშუალებითაც ხდება პროგრამების
შესრლება და მოწყობილობების მართვა.
პროცესორი არის პატარა მიკროსქემა,
რომელიც დედაპლატაზე ზის მისთვის
განკუთვ-ნილ ბუდეშიSoket-ში ან Slot-ში და
გადახურებისგან დასაცავად თავზე
რადიატორი და ვენტილატორი ადგას.

Socket
Slot

Soket-ის ბუდე უზრუნველყოფს დედაპლატისა და თავად პროცესორის კავშირს.


დღეს პროცესორების უმრავლესობაში გამოიყენება არქიტექტურა PGA (Pin Grid
Array) და LGA (land grid array), რაც საშუალებას იძლევა პროცესორის ქვედა მხარეს
არსებული კონტაქტები (Pin) ჩაისვას პროცესორის ბუდეში.

PGA
LGA
2
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

პროცესორები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შემდეგი მახასიათებლებით: ტიპი


(მოდელი) და ტაქტური სიხშირე.
ტაქტური სიხშირე განსაზღვრავს რამდენი ელემენტალური ოპერაცია სრულდება
ერთ წამში. რაც უფრო მაღალი მოდელისაა პროცესორი, მით უფრო ნაკლებ ტაქტურ
იმპულსს საჭიროებს ერთი ოპერაციის შესასრულებლად. ტაქტურ სიხშირეს ხშირად
პროცესორის და შესაბამისად კომპიუტერის სიჩქარესაც უწოდებენ. მაგალიტად,
კომპიუტერი ,რომლის ტაქტური სიხშირეა 2700 მგც (მეგაჰერცი) წამში ასრულებს
2700 მილიონ ოპერაციას, 3000 მგც-იანი - 3000 მლნ ოპერაციას და ა.შ. ტაქტური
სიხშირე ორი სახისაა: შიდა და გარე. შიდა ტაქტური სიხშირე ის სიხშირეა,
რომლითაც მიმდინარეობს მუშაობა პროცესორიდან შიგნით, ხოლო გარე ტაქტური
სიხშირით ხდება მონაცემთა გაცვლა პროცესორსა და კომპიუტერის ოპერატიულ
მეხსიერებას შორის.
პროცესორის თანრიგობა. პროცესორს გააჩნია რეგისტრები, რომლებსაც შიდა
მეხსიერებასაც უწოდებენ. რეგისტრებში პროცესორი მონაცემებს ინახავს. დროის
გარკვეულ მონაკვეთში კომპიუტერს შეუძლია ოპერირება ინფორმაციის
განსაზღვრულ რაოდენობაზე, რაც დამოკიდებულია შიდა რეგისტრების
თანრიგობაზე. თანრიგი - ეს არის ინფომარციის ერთეული (ერთი ბიტი ინაფორმაცია,
0 ან 1). თუ კომპიუტერს შეუძლია დროის ერთეულში დაამუშაოს ინფორმაციის 8
თანრიგი, მაშინ რეგისტრი და შესაბამისად, პროცესორი 8 თანრიგაა, თუ - 32 თანრიგი
, მაშინ პროცესორი 32 თანრიგაა და ა.შ.
დღეისათვის არსებობს პროცესორები ოთხ გეგაბაიტზე მეტი ტაქტური სიხშირით.
ამ უკანასკნელ პერიოდში პროცესორების ტაქტური სიხშირის გაზრდა უფრო და
უფრო ძნელი გახდა. რამეთუ პროცესორში ტაქტური სიხშირის გაზრდის შესაბამისად
იზრდება ტრანზისტორების, გამტარებისა და სქემოტექნიკის სხვა ელემენტების
რაოდენობა. ეს უკანასკნელი იწვევს გამოყოფილი სითბოს რაოდენობის ზრდას.
პროცესორის გაცივება სქემოტექნიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ტემპერატურული ბალანსის დარღვევა კი უარყოფითად მოქმედებს პროცესორის
მუშაობაზე. მეცნიერების წინაშე დაისვა სერიოზული ამოცანა, შეექმნათ ისეთი ახალი
ტექნოლოგია, რომელიც პროცესორის ტაქტური სიხშირის ამაღლების გარეშე
გაზრდიდა კომპიუტერის მწარმოებლურობას. მეცნიერებმა აღნიშნული პრობლემა
გადაწყვიტეს პრცესორში ბირთვების რაოდენობის გაზრდით.
რას ნიშნავს პროცესორის მრავალსბირთვიანობა? მაგალითად, რას გულისხმობს
ორბირთვიანი პროცესორი? ორბირთვიანი (Dual Core - ორი გული, ორი ბირთვი)
პროცესორი ეს არის ერთ „ჩიპში“ ანუ ერთ მიკროსქემაში გაერთიანებული ორი
პროცესორი.
ერთბირთვიანისგან გასნხვავებით ორბირთვიან პროცესორს შეუძლია იმუშაოს
მრავალ ნაკადიან ინფორმაციასთან. მისი ოპერაციული სისტემა პროგრამულ
ნაკადებს უნაწილებს თითოეულ ბირთვს ცალ-ცალკე. რაც თავის მხრივ ზრდის
პროცესორის მწარმოებლურობას ტაქტურ სიხშირის გაზრდის გარეშე.
3
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

სურათზე მოყვანილია 2 ბირთვიანი პროცესორის სქემა, სადაც შუაში გვერდი გვერდ


გამოსახულია 2 ბირთვი

პროცესორის მახასიათებლები
ძირითადი არხი, რომლის მეშვეობითაც მონაცემები მოძრაობენ პროცესორისკენ და
პროცესორიდან პირიქით, სისტემური ან მონაცემთა სალტე ეწოდება FSB (Front Side
Bus). ამ სალტის სიხშირე და გამტარობა (იგივე თანრიგი) პროცესორის ძირითად
მახასიათებელს წარმოადგენს და მისი სწრაფქმედება ამ მონაცემებზეა
დამოკიდებული. მონაცემთა სალტის გავლით ინფორმაცია შედის პროცესორში.
შესული ინფორმაცია პროცესორმა უნდა მიიღოს, დაამუშაოს და დადასცეს
მოწყობილობებს. პროცესორმა, რომ მოასწროს ამ მოქმედებების განხორციელება მისი
სამუშაო სიხშირე უნდა აღემატებოდეს სალტის სიხშირესზე რამდენიმეჯერ.
პროცესორის შიდა სამუშაო სიხშირეს ეწოდება ტაქტური სიხშირე (Frequency).
როგორ მიიღწევა ტაქტური სიხშირე? როდესაც პროცესორი მზადდება,
მწარმოებელი წინასწარ განსაზღვრავს თუ რა დანიშნულებისათვის უნდა იყოს
გამოყენებული იგი და მისი სალტის სიხშირისაგან გამომდინარე განსაზღვრავს, თუ
რამდენჯერ უნდა აღემატებოდეს ტაქტური სიხშირე სალტის სიხშირეზე. შესაბამისად
აგეგმარებს პროცესორის არქიტექტურას და განუსაზღვრავს მას გარკვეულ
კოეფიციენტს, რათა ტაქტური სიხშირე გახდეს მონაცემთა სალტის სიხშირის ჯერადი.
ამ კოეფიციენტს უწოდებენ მამრავლს (Multiplayer). იგი შეიძლება იყოს 1-დან 25-მდე.
ანუ მივიღეთ მარტივი ფორმულა;
Freq = FSB (Mhz) * Multiplayer

FSB სიხშირე სხვადასხვა პროცესორისთვის შეიძლება იყოს 66, 100, 133, 266, 333,
400, 533, 800 MHz და მეტი. თუ პროცესორს მწარმოებლისგან განსაზღვრული აქვს
მამრავლი 4,5. მაშინ 100 MHz სალტის მქონე პროცესორი იმუშავებს 450 MHzტაქტურ
სიხშირეზე, ხოლო 800 Mhz სალტეზე ტაქტური სიხშირე იქნება 800*4,5=3600
MHz ანუ 3,6 GHz.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესორის ტაქტური სიხშირე
ხელოვნურად გავზარდოთ, მას აჩქარებას, აქსელერაციას
უწოდებენ (Overclocking,Разгон). არსებობს აქსელერაციის ორი გზა. ფორმულიდან
4
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

გამომდინარე შეიძლება ბიოსიდან გავზარდოთ სალტის სიხშირე და მამრავლი,


ან სალტის სიხშირე გავზარდოთ დედაპლატაზე არსებული გადამრთველების
მეშვეობით, რომელიც დედაპლატის პასპორტში ან დედაპლატაზე იქნება
მითითებული.

პროცესორი შედგება მიკროსკოპული ტრანზისტორებისაგან, რომელთა


ფიზიკური ზომა მიკრო და ნანო განზომილებებია. თანამედროვე პროცესორები 0,032
მიკრომეტრი და 0,045მკმ ტექნოლოგიითაა დამზადებული. არსებობს აგრეთვე 0,065
0,09; 0,13; 0,18; 0,25 მკმ ზომის ტრანზისტორიანი პროცესორებიც (ეს ზომები
ნანომეტრებში შესაბამისად იქნება 32, 45, 65, 90, 130, 180, 250 ნმ). რაც უფრო პატარაა
ტრანზისტორი, მით მეტი რაოდენობა ეტევა პროცესორის კრისტალში, მით ნაკლებ
ენერგიას მოიხმარს და სითბოს გამოყოფაც ნაკლები აქვს. თანამედროვე
პროცესორებში მათმა რაოდენობამ ერთ მილიარდს გადააჭარბა.
ტრანზისტორები გარკვეული ლოგიკით უკავშირდბიან ერთმანეთს და მათგან
მომავალი იმპულსები გამოდის პროცესორის ფეხებზე, რომლებითაც ის
გადაეცემადედაპლატას. რაც მეტი ტრანზისტორია მოთავსებული პროცესორში, მით
მეტი იმპულსი გამოდის მათგან, შესაბამისად მეტი რაოდენობის კონტაქტები აქვს
პროცესორს, ამიტომ არსებობს სხვადასხვა რაოდენობის კონტაქტიანი პროცესორები,
მაგ; 370, 462, 478, 771, 775, 1155, 1156 და ა.შ. შესაბამისად რაც მეტი კონტაქტიანი აქვს
პროცესორს, მით მეტი დავალების შესრულება შეუძლია და უფრო ძლიერია.
ტრანზისტორები განლაგებული არიან პროცესორის 4 ძირითად კვანძში
არითმეტიკული ლოგიკური მოწყობილობა - ALU (Arithmetic and Logic Unit). ამ
კვანძში ხდება არითმეტიკული მოქმედებები და ლოგიკური ოპერაციები. როდესაც
ჩვენ ვმუშაობთ საოფისე ან სხვადასხვა მარტივ პროგრამებში ამ დროს პროცესორში
ხდება მონაცემთა არითმეტიკული (შეკრება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება)
დამუშავება და სხვადასხვა გარდამქმნელების მეშვეობით ვხდავთ ჩვენი მუშაობის
შედეგს.
მცურავ მძიმიან რიცხვებთან მომუშავე მოწყობილობა - FPU (Fload Point
Unit).რთულ გრაფიკულ და მულტიმედიურ პროგრამებში მუშაობისას პროცესორს
უწევს წილად რიცხვებთან რთული მათემატიკური ოპერაციების ჩატარება, აგრეთვე
ტრიგონომეტრიული გამოთვლები. ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელია ეს
კვანძი. მას თანაპროცესორსაც უწოდებენ.
მაკონტროლებელი მოწყობილობა - CU (Control Unit). ეს კვანძი აკონტროლებს
პროცესორში შემომავალ და გამავალ მონაცემებს და უზრუნველყოფს დანიშნულების
ადგილამდე მათ მისვლას.
ქეშმეხსიერება - Cache. იგი წარმოადგენს მცირე ზომის ბუფერს (საწყობს), სადაც
პროცესორი ინახავს ყველაზე აუცილებელ მონაცემებს, რადგან საჭიროების
შემთხვევაში ყოველთვის გვერდით ჰქონდეს.
5
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ქეშმეხსიერება
CPU ასრულებს პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ბრძანებათა თანამიმდევრობას.
პროცესორის ყოველ მოდელს შესასრულებელი აქვს ბრძანებების ნაკრები. პროგრამაში
მუშაობის დროს CPU მონაცემების ყველა ელემენტს ამუშავებს ბრძანებათა ნაკრების
შესაბამისად. სანამ CPU ასრულებს პროგრამის ერთ ნაბიჯს, დანარჩენი ბრძანებები და
მონაცემები ინახება გვერდით სპეციალურ მეხსიერებაში, რომელსაც CACHE (ქეშ
მეხსიერება) ეწოდება.
ქეშ-მეხსიერება არის ზესწრაფი მეხსიერება, სადაც ინახება წინასწარ გამზადებული
ინფორმაცია, რომელიც პროცესორს დაჭირდება დასამუშავებლად. ელექტრონულად
ქეშის მოვალეობას ტრანზისტორები ასრულებენ, რომლებიც ჩიპებშია განთავსებული
და პროცესორის კრისტალშია ჩაშენებული.

ქეშის მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მაშინ, როდესაც მისი და პროცესორის


შემაერთებელი არხის სიხშირე უახლოვდება ტაქტურ სიხშირეს. ამიტომ მოხერხდა
ქეშის ინტეგრაცია პროცესორის კრისტალში და ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ
პროცესორის ტაქტურ სიხშირეზე მუშაობს. პროცესორში განლაგებული
ტრანზისტორების ნახევარზე მეტი ქეშმეხსიერებას ეკუთვნის.
პრიორიტეტის მიხედვით ქეში იყოფა სამ დონედ (Level). პირველი
დონეში (L1) ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტულ მომენტში იყენებს
პროცესორი. მეორე დონეში (L2) ინახება ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხანში
6
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

დაჭირდება პროცესორს, ხოლო მესამე დონე (L3) აგროვებს და ინახავს ინფორმაციას,


რომელსაც გამოიყენებს პროცესორი უახლოეს მომავალში. L1 ქეშის მოცულობა 32
KB-დან 128 KB-მდე მერყეობს, L2-128 KB-დან 12 MB-მდე. L3-32 MB და მეტიც
შეიძლება იყოს.

ROM დიდი მოცულობის მეხსიერებაა, მაგრამ მისგან მონაცემების წამოღებას მეტი დრო
სჭირდება, RAM უფრო პატარა ბუფერია, მაგრამ შედარებით სწრაფი, L3 შედარებით უფრო
სწრაფი, მასზე კიდევ უფრო პატარა და სწრაფია L2 ქეში, L1 კი პაწაწინაა, მაგრამ ყურისძირში
გვაქვს ანუ ყველაზე ახლოს.

ძველ კომპიუტერებში L2 და L3 დონის ქეში საერთოდ არ გამოიყენებოდა, ხოლო L1 ქეშის


ჩიპები განლაგებული იყო დედაპლატაზე და პროცესორს მათთან მიმართვა სისტემური
სალტის მეშვეობით უხდებოდა. Pentium-ის ადრეულ პროცესორებში L1 უშუალოდ
პროცესორის კრისტალში იყო ინტეგრირებული, ხოლო L2 დედაპლატაზე იყო განლაგებული.
Pentium II და ადრეული Pentium III-ში მოხერხდა L2 ქეშის გადატანა პროცესორთან ახლოს ცალკე
პლატაზე. დღესდღეობით კი L2 და L3 დონის ქეში ორივე ჩაშენებული პროცესორში.

პროცესორის სწრაფქმედებაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია მას ჰქონდეს


მაღალი ტაქტური სიხშირე და დიდი მოცულობის ქეში. L3 დონის ქეშის მოცულობა
ძირითადად განსაზღვრავს პროცესორის ფასს, და დღეისათვის 512 KB-ზე ნაკლები ქეშის მქონე
პროცესორები ვეღარ აკმაყოფილებენ რთული გრაფიკული და მულტიმედიური პროგრამების
მოთხოვნებს.
Hypertreading
სიჩქარის გასაზრდელად ზოგიერთ CPU-ში გამოიყენება Hypertreading ტექნოლოგია. ამ
შემთხვევაში CPU შეძლებს ყოველ კონვეიერზე კოდის რამდენიმე ფრაგმენტი შეასრულოს. ამ
დროს ოპერაციული სისტემის მიერ ერთი CPU ორად აღიქმება. AMD-s რამდენიმე პროცესორი
7
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

იყენებს Hypertreading ტექნოლოგიას წარმადობის გასაზრდელად. Hypertreading არის


მაღალსიჩქარიანი, დაბალდაყოვნებიანი კავშირი პროცესორსა და ჩიფსეტს შორის.
Overclocking
Overclocking ანუ აჩქარება არის ტექნიკური ხერხი, რომელიც აიძულებს CPU-ის, იმუშაოს იმაზე
უფრო სწრაფად, ვიდრე მითითებული აქვს. Overclocking არ არის საიმედო გამოსავალი
კომპიუტერის სიჩქარის გასაზრდელად, მან შეიძლება მიგვიყვანოს CPU-ის დაწვამდე.

CPU throttling
Overclocking-ის საპირისპირო ტექნოლოგია არის CPU throttling. ეს არის ტექნოლოგია
გულისხმობს პროცესორის მუშაობას უფრო დაბალ სიმძლავრეზე ვიდრე მას შეუძლია,
იმისთვის რომ დაზოგოს ენერგია და შამციროს პროცესორის გახურება. CPU throttling
გამოიყენება ლეპტოპებში და მობილურ მოწყობილობებში.
VRM
სანამ იყიდით პროცესორს დარწმუნდით რომ ის თავსებადია დედაპლატასთან. მწარმოებლის
ვებსაიტი არის ყველაზე კარგი რესურსი პროცესორისა და სხვა მოწყობილობების
თავსებადობის შესამოწმებლად. ასევე სანამ პროცესორის განახლებას დააპირებთ
დარწმუნდით რომ ვოლტაჟი სწორად არის განაწილებული. A Voltage Regulator Module (VRM)
არის დედაპლატაზე ინტეგრირებული მიკროსქემა, რომელიც უგზავნის პროცესორს საჭირო
სტანდარტული ძაბვის იმ რაოდენობის პორციას, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ
პროცესორმა გამოუგზავნოს მას უკან სიგნალი მისთვის ძაბვის საჭირო რაოდენობის შესახებ.
ამ სიგნალის მიღების შემდეგ VRM არეგულირებს პროცესორისთვის საჭირო ძაბვას. თქვენ
შეგიძლიათ პროცესორის ვოლტაჟის რეგულირება დედაპლატაზე არსებული ჯამპერებით ან
ბიოსიდან.
Multicore
ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად CPU-ის მწარმოებლები ეძებენ ხერხებს ერთ
მიკროსქემაში ერთზე მეტი CPU-ის ჩასასმელად. ბევრ CPU-ის შეუძლია ერთდროულად
შეასრულოს რამდენიმე ინსტრუქცია ერთდროულად:

• Single Core CPU - ერთბირთვიანი პროცესორი. ერთი ბირთვი CPU-ის ერთ მიკროსქემაში
განსაზღვრავს მუშაობისას ყველა ტექნოლოგიურ შესაძლებლობას. დედაპლატის
მწარმოებელს შეუძლია დააყენოს ბუდეები რამდენიმე პროცესორისათვის, რათა
წარმოადგინოს მძლავრი, მრავალპროცესორიანი კომპიუტერული სისტემის
შესაძლებლობები.

• Dual Core CPU - ორბირთვიანი პროცესორი. ორი ბირთვს ერთ CPU-ში, სადაც ორივე
ერთდროულად შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია.

• Triple Core CPU - ეს არის 4 ბირთვიანი პროცესორი სადაც 3 ბირთვი ერთდროულად


ამუშავებს ინფორმაციას. ერთი ბირთვი კი ვერ მუშაობს
8
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

• Quad Core CPU – 4 ბირთვიანი პროცესორი სადაც 4 ბირთვი ერთდროულად მუშაობს.

• Hexa-Core CPU – 6 ბირთვიანი პროცესორი

• Octa-Core CPU – 8 ბირთვიანი პროცესორი


9
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

არსებობს CPU-ის სხვადასხვა ფორმ-ფაქტორი, რომელთათვისაც მოითხოვება


განსაზღვრული სლოტი ან ბუდე დედაპლატაზე. CPU-ის ყველაზე ცნობილ
მწარმოებლებს წარმოადგენენ კომპანიები INTEL და AMDპროცესორებს არ აწარმოებს
მხოლოდ ერთი ფირმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრისთვის, პროცესორებს ბევრი ფირმა
თუ ქვეყანა აწარმოებს. სამაგიდო პროცესორების მწარმოებელი ფირმები არიან (ან იყვნენ):
Cirux, VIA, Intel, IBM, AMD, SUN, IDT, Intersil, Motorola,
Texas Instruments, ამ ბოლო დროს პროცესორების
წარმოებას დიდი ჩინეთიც შეუდგა, მაგრამ
ჯერჯერობით მათი სიმძლავრეები საკმაოდ სუსტია,
თან ისინი მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზრისთვისაა
განკუთვნილი. საინტერესო ის არის, რომ ამ
ჩამონათვალიდან ბევრი ფირმა ფიზიკურად
დაიხურა, ზოგი ცენტრალური პროცესორის
წარმოებას შეეშვა და სხვა ასპარეზი ნახა. შედეგად
დღეს ბაზარზე კომპიუტერულ პროცესორებს
უშვებენ შემდეგი ფირმები: VIA, Intel, IBM, AMD, SUN.
აქედან ყველაზე ცნობილია ორი ფირმაა: კომპანია intel-ი და კომპანია AMD. სანამ
კონკრეტულად საქმეზე გადავიდოდეთ განვიხილოთ რას ნიშნავს ორ ბირთვიანი პროცესორი.
core 2 duo --ანუ მიკროპროცესორის პლატაზე მოთავსებულია ორი პროცესორის ბირთვი.აი
მაგალითად პენტიუმ 4 ის პროცესორი 1 ბირთვისგან შედგება.core 2 duo 2.0 ghz- ნიშნავს იმას
რომ პლატის თითოეული ბირთვი 2.0 ghz-ია და ეს
იგივეა რაც პენტიუმის 4.0გჰზ. და პენტიუმისგან
განსხვავდება სიხშირითაც თუ პენტიუმს მაქსიმუმ
1066მჰზ-ი აქვს, core 2 duo-ს 1333მჰზ-მდე აქვს . ანუ
შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პროცესორი ორჯერ ძლიერია
pentium 4-ზე. არსებობს აგრეთვე ოთხბირთვიანი
პროცესორი core 2 quad შესაბამისად ეს პროცესორი
ოთხჯერ ძლიერია პენტიუმის პროცესორზე. სანამ
ძირითად კონკურენტებს შევუდგებოდეთ გადავხედოთ
სამ დარჩენილ ფირმას, რატომ არ განიხილებიან ისინი
ჩვენს მიერ. კომპანია VIA უშვებს დაბალი სიხშირის
პროცესორებს, რომლებიც გამოიყენება იშვიათად და
ძალიან იაფ სისტემებში. საქართველოში მისი შეძენის
შანსი ცალკე პროცესორად პრაქტიკულად ნულის ტოლია. შეიძლება უცხოეთიდან
შემოტანილი კომპიუტერის შემადგენლობაში იყოს, მაგრამ ესეც ძალიან ნაკლებად
სავარაუდოა. იმის გამო, რომ ჩვენთან იგი ნაკლებადაა ცნობილი, თვითონ გამყიდვლებიც
გაურბიან მას, უბრალოდ ეშინიათ, რომ ვერ გაყიდიან. კომაპნია SUN პრაქტიკულად
გადასულია სერვერული პროცესორების წარმოებაზე და კონკრეტული დაკვეთის გარეშე მისი
პროცესორების ხილვა შეუძლებელია. ბოლო ყველაზე წარმატებული პროექტია Niagara,
რომელიც 8 ბირთვისგან შედგება, ამჯერად მიმდინარეობს პროექტ Niagara II-ზე მუშაობა.
პროცესორები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თავის სექტორში. მის შეძენას და თამაშებში
გამოყენებას აზრი არაა აქვს, მისი ბრძანებები მულტიმედია ინსტრუქციებისათვის არაა
10
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

განკუთვნილი, მაგრამ თუ გსურთ WEB სერვერის, ან სქელის კვანძის მართვა, მაშინ ვიტყოდით,
რომ მშვენიერი არჩევანია. კომპანია IBM სამაგიდო პროცესორებში დღემდე ძირითადად
ცნობილი იყო პროცესორებით Power PC, რომლებიც განეკუთვნება ეგრეთწოდებულ RISK
პროცესორებს. სამწუხაროდ, ამ კლასის წარმოება პრაქტიკულად ჩაესვენა. მისი ძირითადი
მომხმარებელი იყო კომპანია APPLE, რომელიც ამ პროცესორებს თავისი კომპიუტერ Apple MAC-
ში იყენებდა. იმის შემდეგ, რაც კომპანია Apple-მ გადაწყვიტა თავისი კომპიუეტერები Intel-ის
პროდუქციაზე გადაეყვანა, Power PC პრაქტიკულად მოთხოვნილების გარეშე დარჩა.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ პროცესორების უარყოფა, იყო ენერგიის დიდი
მოთხოვნა და შედეგად საკმაოდ ძლიერი გადახურება. დღეს ამ კლასის პროცესორები
გამოიყენება ცნობილ სათამაშო კონსოლში X Box 360.
სამწუხაროდ ტემპერატურა ამ პროცესორებისთვის
ისევ საკმაოდ ძლიერი თავსატეხია, ამიტომ არაერთი
დასაცინი ტერმინი გაჩნდა X BOX-ის მიმართ.
ერთერთის მიხედვით კონსოლს იმიტომ აწერია ციფრი
360, რომ აღნიშნოს დატვირთვისას კონსოლი 360
გრადუსზე ცხელდებაო. რა თქმა უნდა ეს სიმართლეს
არ შეესაბამება, მაგრამ ასე მოიხსენია ცნობილი
კონსოლი არანაკლებად ცნობილმა მომღერალმა
მადონამ. თვითონ IBM-ი დღესდღეისობით მუშაობს
სერვერულ კომპიუტერებზე, რომლებშიც ისევ თავის
Power PC-ს იყენებს და ასევე სწორედ ეს კომპანია
უშვებს მეორე ცნობილი კონსოლის Sony PlayStation 3-ისთვის საჭირო პროცესორებს CELL. იმის
გამო რომ ეს პროცესორები ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამჯერად არ გვხვდება, ჩვენ მათ არ
განვიხილავთ. დაგვრჩა ორი ძირითადი მწარმოებელი კომპანია intel-ი და კომაპნია AMD. დღეს
სწორედ მათზე ვისაუბრებთ. პატარა გადახვევა იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა
გვქონდეს პროცესორებზე, 1-2 აბზაციანი ისტორია არ გვაწყენს. თავიდან პერსონალური
სამაგიდო კომპიუტერების გამოშვება დაიწყო კომპანია APPLE-მა, რომელიც იყენებდა კომპანია
MOTOROLA-ს პროცესორებს. კომპანია IBM-ისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან იგი
აწარმოებდა დიდი გამოთვლით მანქანებს და უცებ პატარა კომპანია მის ბიზნესში შეიჭრა, თან
საკმაოდ წარმატებულად. გამოვიდა, რომ კომპანიამ ბაზრის სექტორი ვერ გაითვალისწინა და
გარკვეული შესაძლებელი მოგება დაკარგა. ამიტომ სასწრაფოდ შეკრიბა ჯგუფი და შექმნა
ალტერნატიული პერსონალური კომპიუტერი. კომპანია დიდი იყო, ფულიც ბევრი ჰქონდა,
ამიტომ მის მიერ დაწყებული წარმოება დიდად ფინანსდებოდა. რა თქმა უნდა, პირველ
პერსონალურ კომპიუტერებში თვით IBM-ის პროცესორები გამოიყენებოდა, მაგრამ დროთა
განმავლობაში ღია არქიტექტურის გამო შესაძლებელი გახდა სხვა კომპანიების პროცესორების
გამოყენება. ყველაზე წარმატებული კომპანია intel-ის პროცესორები აღმოჩნდა. სწორედ ამ
გარდამტეხი დღიდან იწყება კომპანია intel-ის თავბრუდამხვევი წინსვლა. IBM-ს ეს არ მოეწონა,
ამიტომ შეეცადა სადავეები ხელში ჩაეგდო. ასე გამოჩნდა კიდევ ერთი ტიპის პლატფორმა OS2,
მაგრამ მომენტი ხელიდან გაშვებული იყო და დროთა განმავლობაში ამ პროექტმა ჩაყვინთა.
ბოლოს ვახსენოთ, თუ საიდან გაჩნდა კონკურენტი AMD და რატომ არიან დღევანდელი ორი
გიგანტი მოსისხლე მტრები. თავიდან კომპანია intel-ი აწარმოებდა თავის პროცესორებს, ხოლო
როდესაც ახალ კლასზე გადადიოდა, მაგალითად 80286- დან 80386-ზე, მოძველებულ
ტექნოლოგიაზე ლიცენზიას ყიდიდა და ძველ და შედარებით იაფიანი პროცესორების
წარმოებას სხვა კომპანიები აგრძელებდნენ. ასეთი კომპანიები იყვნენ Cirux-ი და AMD. ეს
11
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

შეიძლება მეფეების ტრაპეზს შევადაროთ. მეფე მიირთმევს გემრიელ საჭმელს, ხოლო


ნარჩენებს მოახლეებს უგდებს. ასე გაგრძელდა პირველ Pentium-ამდე. აქ კომპანია AMD–მა
უარი თქვა გამოყენებული ტექნიკის გამოშვებაზე მუშაობა და დააპირა თავისი პროცესორის
გამოშვება. პირველი მცდელობები 80486-ის დროს მიმდინარეობდა, მაგრამ რეალურად
დამოუკიდებლად შექმნილად შეიძლება ჩაითვალოს 80586 (ანუ Pentium 1-ის კლასის) მსგავსი
პროცესორის წარმოება. მას სახელად K5-ი დაერქვა. კლასები იდეაში ჩვენი ძირითადი თემა
სწორედ ეს განყოფილებაა, მაგრამ ზემოთ განხილული საკითხების გარეშე ამ განყოფილებას
შესაბამისი გამნარტემები აკლია. ჯერ განვიხილოთ კომპანია intel-ი, რადგან მისი პროდუქციას
უფრო მეტი გაუგებრობა და ლეგენდები სდევს, შედეგად, არაკეთილსინდისიერი
გამყიდვლებიც ამ გაუგებრობაზე ითბობენ ხელს. მაშ ასე გვახსოვს რა ძირითადი კლასები,
შევუდგეთ განხილვას:

სერვერული პროცესორები - intel itanium, intel itanium2, intel Xeon, სამაგიდო პროცესორები -
intel Pentium 4, intel Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo ბიუჯეტური
პროცესორები - intel Celeron მობილური პროცესორები - intel Pentium M, intel Celeron M, intel Core
Solo, intel Core Duo რა თქმა უნდა ეს არის უხეში მონახაზი, ზუსტი ჩამონათვალი და
კლასიფიკაცია მსურველებს შეუძლიათ აი ამ მისამართზე ახლა განვიხილოთ თვითონ
კლასების მიხედვით პროცესორები. სერვერული პროცესირები (Intel) როგორც ვთქვით, ეს არის
ორი ძირითადი დასახელება intanium და Xeon. პირველი პროცესორი განკუთვნილია
სპეციალური გამოთვლებისთვის, მასზე თქვენთვის საყვარელ ჩვეულებრივ ოპერაციულ
სისტემას ვერ დააინსტალირებთ, რადგან მისი ბრძანებები სულ სხვა ინსტრუქციებით
მოქმედებენ, გამოიყენება ძირითადად დიდი კლასტერული (ანუ მრავალი კომპიუტერისა თუ
პროცესორის ერთაინობა) სისტემების აგებისას
რომლებსაც არნახული გამოთვლითი სიმძლავრეები
აქვთ, ყველაზე ხშირად გამოიყენება ატომური
ენერგეტიკისთვის საჭირო გამოთვლებში როგორც
წესი ასეთ სისტემაში გაერთიანებულია 1024, ან მეტი
პროცესორი, წარმადობა ტერაფლოპებში
აღირიცხება. როგორც წესი ამ პროცესორის მიღება
ბევრი ქვეყნისთვის მიუწვდომელია, როგორც
პოლიტიკური, სევე ფინანსური მიზეზების გამო.
საქართველოში ასეთი მხოლოდ ერთი კომპიუტერი
მუშაობს, რომელიც სამხედროების ხელშია და მათ ეს
კომპიუტერი ამერიკის მხარემ გადასცა. ბევრი
არაბული ქვეყნისთვის ასეთი პროცესორები ხშირად
ხელმიუწვდომელია პოლიტიკური სიტუაციის გამო.
უფრო კონკრეტულად ჩვეული სერვერის კლასისთვის
განკუთვნილია პროცესორი XOEN-ი რომელიც
სპეციალურად ამ საქმისთვის არის შექმნილი, მუშაობს
ჩვეულებრივი სამაგიდო ოპერაციული სისტემების
ქვეშ, შეიძლება გამოიყენებოდეს მრავალ პროცესორული სისტემა, ან კლასტერული სისტემა.
ხშირად რატომღაც ითვლება რომ ამ პროცესორის ბაზაზე შეიძლება გრაფიკული სადგურის
აგება. იდეაში შეიძლება, მაგრამ მისგან სრულ წარმადობას ვერ მიიღებთ, რადგან მისი
პირველადი დანიშნულებაა სერვერი და ნაკადების განაწილება. იმის გამო რომ სერვერულ
12
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ტექნლოგიაში სასურველია პროცესორის მთელი სიმძლავრე ერთმა პროცესმა არ შთანთქას,


ხდება პროცესების გადანაწილება, შედეგად ერთ პროცესს 25-50%-ზე მეტი რესურსის მიღება
ფიზიკურად არ შეუძლია, ამიტომ რეალურად სრული წარმადობის მიღება სამუშაო
სადგურებში შეუძლებელია. რა თქმა უნდა ამ მტკიცებას ბევრი არ ეგუება, შექმნილია არა ერთი
დამატებითი უტილიტა თუ ფიზიკური გადაკეთების სქემა, ხშირად ამის გამო არა ერთი
პროცესორი ფიზიკურად მწყობრიდან გამოდის. მიზეზი როგორც წესი–გადახურებაა.

სამაგიდო პროცესორები (Intel) ეს არის პროცესორების ის


კლასი რომელიც ყველაზე ხშირად გვაინტერესებს და
ვყიდულობთ, თუმცა თვითონ მწარმოებელი კომპანიები
უფრო დიდ ფულს სერვერულ პროდუქციაში შოულობენ. აქ
განვიხილავთ ბოლო პროცესორებს Pentium 4, Pentium D,
Core Solo, Core Duo, წინა თაობის პროცესორები
არააქტუალურობის გამო განხილვაში არ გვექნება. სახელი
Pentium 4 და Pentium D მგონი დიდ ახსნას არ საჭიროებს, ეს
არის ლეგენდებით შემოსილი პროცესორი, რომლის
ლეგენდარულმა წარმადობამაც უნდა გამოაცოცხლოს
თქვენი კომპიუტერი. ძირითადად ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროცესორები,
ჩვენ აქ არ განვიხილავთ პროცესორის მთელის შესაძლებლობების შედარებების და
ტესტირების შედეგებს, უბრალოდ ვახსენებთ რამდენიმე ძირითად პუნქტს. პირველი, რაც
უნდა ვიცოდეთ, ეს არის ტაქტიკური სიხშირე. ამ კლასის პროცესორები იწყება 1,3 გიგაჰერცით
და მთავრდება 3,8 გიგაჰერცით, intel-ის გადაწყვეტილებით 4 გიგაჰერციანი ზღვარი
გადალახული არ იყო შედეგად გიგა და მეგა ჰერცების რბოლა ამით შეწყდა. შემდეგი უნდა
ვიცოდეთ პროცესორის ბირთვები, თავიდან ეს პროცესორი გამოდიოდა სამი ბირთვით
Willamette, Northwood და Presscot, სამივეს თავიანთი შესაძლებლობები და პლიუს მინუსები
ჰქონდა. ამას აქ არ განვიხილავთ. ამის გარდა სამივე ბირთვს პრაქტიკულად ჰქონდათ
სხვადასხვა სოკეტები, ანუ პროცესორის ჩასასმელი ბუდე. თავიდან იყო Socket 423, ანუ 423
ფეხიანი ბუდე, შესაბამისად 423 ფეხი ჰქონდა პროცესორს, შემდეგი გამოვიდა ახალი
სტანდარტი Socket 478 (აღარ ვხსნი კონტაქტების რაოდენობას) და ბოლოს გამოვიდა Socket 775.
დღეს აქტუალური არის Socket 775 ანუ მეორენაირად LGA 775, თუმცა აქა იქ შეიძლება
შეგხვდეთ შედარებით ძველი სტანდარტი Socket 478. პროცესორებს გააჩნიათ 800
მეგაჰერციანი სისტემური სალტე, იძულებული ვარ ვახსენოთ რუსული სიტყვა „შინა“, ბევრი
როგორც წესი საუბრისას ამბობს 800 მაგაჰერციანი „შინა“. ეს არის დეტალი, ანუ ხიდი,
რომელიც აკავშირებს ერთმანეთს დედა დაფას პროცესორს, მეხსიერებას ვიდეო სისტემას და
სხვა მოწყობილობებს, რაც მეტია ამ სისტემური სალტის სიხშირე მით უფრო მეტი ინფორმაცია
გადაიცემა ერთ წამში. ბოლო თაობის პროცესორებში ანუ CONROE-ს ბირთვში გამოიყენება LGA
775 სოკეტი და 1066 მეგაჰერციანი სისტემური სალტე, ეს რაც შეეხება CORE 2 Duo-ს, ხოლო
Pentium 4 და Pentium D ძირითადად იყო 800 მეგაჰერციანი, შედარებით სუსტი დღეისათვის
არის 533 მეგაჰერციანი, ხოლო სუპერ ძლიერი სათამაშო ვერსია სახელად Pentium D EE მუშაობს
1066 მეგაჰერციან სალტეზე. აქვე ავღნიშნავ, რომ თავდაპირველად სისტემური სალტის
სიხშირე იყო 400 მეგაჰერცი. ახლა ვახსენოთ ქეშ მეხსიერება. ეს არის პროცესორის ერთერთი
ძირითადი ნაწილი. ქეშ მეხსიერება იყოფა ორ ნაწილად L1 და L2 პირველი დონის ანუ L1
მეხსიერება ყოველთვის ნაკლებია L2 დონის ქეშ მეხსიერებაზე, როგორც წესი პირველი დონის
მეხსიერება გამოიყენება პროცესორის მიერ გამოთვლებისას L2 მეხსიერება კი აკეთებს
13
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ოპერატიული მეხსიერების ყველაზე ხშირად გამოყენებადი ელემენტების რეზერვირებას,


ასევე ამ მეხსიერებაში ხდება საჭირო ინფორმაციის აკუმულირება, ანუ თუ ცოტა ხანში
პროცესორს რაღაც მონაცემი დასჭირდება და ეს უკვე წინასწარაა ცნობილი, ასეთი მონაცემები
მაქსიმალურად თავსდება ამ მეხსიერებაში. ქეშ მეხსიერება ოპერატიულისგან განსხავავებით
მუშაობს პროცესორის ბირთვის შიხშირის სიჩქარეზე. მოკლედ, პროცესორის და მეხსიერების
სიხშირე და სიჩქარე ერთნაირია, ამის გამო მასში ინფორმაციის დამუშავება უფრო ჩქარა ხდება,
ვიდრე ოპერატიულ მეხსიერებაში. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ეს მეხსიერება და შიგნით
შენახული მონაცემები მით უფრო ჩქარა დაამუშავებს პროცესორი დავალებას. Pentium4-
ისთვის თავიდან L2 მეხსიერების მოცულობა იყო 256 კილობაიტი (Willamette-ის ბირთვი),
შემდეგ ახალი ბირთვის გამოსვლისა და 2 გიგაჰერციანი ზღვარის გადალახვასთან ერთად ქეშ
მეხსიერების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა და შეადგინა 512 კილობაიტი (Northwood), ბოლო
თაობის ბირთვში L2 ქეშ მეხსიერების მოცულობა გაიზარდა 1 მეგაბაიტამდე, თუმცა ეს
ყველაფერი ეხება ერთ ბირთვიან პროცესორებს, არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო 1 წელია
საკმაოდ აგრესიულად შემოიჭრა ჩვენს რეალობაში ორბირთვიანი პროცესორები, ამ
შემთხვევაში პროცესორის ქეშ მეხსიერება კიდევ გაიზარდა და გახდა 2 ბირთვიანი
პროცესორის შემთხვევაში 2 მეგაბაიტი, თუმცა რამდენიმე ბოლო მოდელის ერთბირთვიან
პროცესორებსაც ჰქონდათ ინტეგრირებული 2 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერება (ძირითადად 6xx
სერიას), ეს რა თქმა უნდა მათ წარმადობას ცოტათი, მაგრამ მაინც ზრდიდა 1 მეგაბაიტიან
პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, ახალი Northwood-ის გამოჩენასთან ერთად და 2,4
გიგაჰერციანი ზღვარის გადალახვასთან ერთად, პროცესორებში გამოჩნდა ახალი
ტექნოლოგია სახელად HT (Hiper Threading). ეს ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა L2 დონის
ქეშ მეხსიერებაში მოხდეს მეორე ლოგიკური პროცესორის ემულირება. შედეგად სისტემის
მიერ ასეთი პროცესორი ორბირთვიან ან ორპროცესორიან სისტემად აღიქმება. ეს intel–ის
განმარტებით იძლება 30%-მდე წარმადობის მომატებას, რეალურად ადგილი აქვს 10-12%-იან
ზრდას და ეს ხდება ძირითადი ბირთვის დაუტვირთავი მოდულების მაქსიმალური
გამოყენების ხარჯზე, ჯამში მეორე ლოგიკური პროცესორი– ეს არის პირველი ძირითადი
პროცესორის გამოუყენებელი და დროებით თავისუფალი სეგმენტები, მათ ტყუილა გაჩერებას
ჯობია მათი რესურსი გამოყენებული იყოს. ეს საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და
დღემდე ლეგენდების საფუძველია, თუმცა როგორც ვთქვით 10%-მეტ წარმადობას ვერ
მიიღებთ, თუმცა დღეს 10%-იც არაა ცუდი. დღეისათვის აქტუალური ახალი ბირთვი Code 2 Duo
გამოდის 2 და 4 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერებით. მომავალში იგეგმება 4 ბირთვიანი პროცესორების
გამოშვება რომელსაც სავარაუდოდ 8 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერება ექნება, მოგვიანებით კი 16
მეგაბაიტი ქეშ მეხსიერება. როგორც ასეთი, უხეში აღწერა ამით თავდება გადავედით შემდეგ
კლასზე.

სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორები (Intel) ეს კლასი ბევრი ლეგენდის საფუძველი გახდა.


ძირითადად, ამ კლასში შედის Celeron-ის პროცესორები, თუმცა იმის გამო, რომ გამყიდვლები
თავს გვაჩვენებენ და არ ირჯებიან იმის ახსნით, რომ პროცესორები მუშაობისას აშკარად
დაბალ შედეგებს იძლევა და იმის გამო, რომ ახალბედამ ინფორმაცია არ იცის ბევრის მიერ
14
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ჩათვლილია რომ სიტყვა Celeron-ს არაფერი აქვს


საერთო Pentium-ის სახელგანთქმულ
სიმძლავრესთან და თვითონ კომპანია Intel-თან.
სინამდვილეში პროცესორების კლასი Celeron-ი
გამოშვებულია კომაპნია intel-ის მიერ და არის
pentium-ის შესუსტებული ვერსიაა. შინაარსი აქ
შემდეგია: გამოვიდა ახალი კლასი, მაგალითად
Pentium 4, მას აქვს გარკვეული ბუდე, მონაცემები,
სტანდარტები, რომელიც არათავსებადია ძველი
სტანდარტების პროცესორებთან. მაგრამ პროცესორი
არის ძლიერი და როგორც წესი ძვირი ღირს. ამ
დროს, როგორც წესი, წყდება ძველი თაობის პროცესორების მასიური წარმოება, მაგრამ
მომხმარებლების მოთხოვნა არ წყდება, იმისათვის რომ არ მოხდეს ძველის გამოშვებაზე
აქცენტირება, წარმოებაში ეშვება შესუსტებული პროცესორი, რომელიც შედარებით იაფი ღირს
(2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ იაფი), მაგრამ ახალი სტანდარტს ექვემდებარება სიახლეებით, ბუდის
ზომებით, კონტაქტების რაოდენობით. თავს მეორე ფაქტორიც იჩენს, ყველას არ აქვს ერთნაირი
მოთხოვნა. ანუ ზოგს უნდა მაღალი წარმადობა, ზოგს კი ტექსტის აკრეფის მეტი არაფერი
ევალება. ისმის კითხვა რატომ უნდა დაიხარჯოს ორივე მომხმარებელი ერთნაირად? სწორედ
აქ ალტერნატივად ჩნდება Celeron-ის კლასი. მას შეუძლია 2 დატვირთვა შეასრულოს, ერთი
არის მარტივი სამუშაოებისთვის განკუთვნილი, მეორე კი მფოლობელს დროებით ეხმარება და
მომავალში აძლევს სერიოზულ პროცესორზე გადასვლის შესაძლებლობას. ანუ თუ ახლა თანხა
არ გყოფნით ძლიერ პროცესორზე, ამასობაში თანახმა ხართ გარკვეული წარმადობა დროებით
დათმოთ, შეიძენთ Celeron-ის პროცეოსრს, შემდეგ როდესაც ფინანსურად მოძლიერდებით
შეგიძლიათ ახალი პროცესორი შეიძინოთ და სუსტი პროცესორი შეცვალოთ. ასევე დავძენდით
დამატებით ერთ გარემოებას, კომაპნია intel-მა Celeron-ის პროცესორები გამოუშვა კომპანია
AMD-ს ბიუჯეტური ბაზრის დასაპყრობად. ანუ ერთი პეროიდი intel-ის პროცესორები ძლიერი
და ძვირი იყო, ეკავა გარკვეული სეგმენტი, სამაგიეროდ AMD-ს პროცესორები იაფი ღირდა და
ნაკლები წარმადობით გამოირჩეოდა, ამიტომ უფრო ბოუჯეტური ბაზარი ეკავა. კომპანია intel-
მა მოინდომა ბაზრის ამ სეგმენტის დაპყრობაც, შედეგად გამოჩნდა შეკვეცილი
შესაძლებლობების პროცეოსრი, დღეს მას ვიცნობთ სახელით Celeron. ეს ფაქტი AMD-ს მიერ
აღქმული იყო როგორც მის ტერიტორიაზე შეჭრა, შედეგად არა ერთი ღამე იყო გათენებული
რომ AMD-ს პროცესორების მაღალი კლასის ბაზარზე შეჭრილიყო. Celeron-ის პროცესორები,
როგორც წესი, ხასიათდებიან მიმდინარე Pentium-ის კლასის პროცესორზე 4-ჯერ ნაკლები L2
ქეშ მეხსიერების რაოდენობით, 2-ჯერ ნაკლები სისტემური სალტის სიხშირით და HT
ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. დანარჩენი კი ჩვეულებრივი intel Pentium-ის
იდენტურია. ამ კლასის პროცესორი გამოიყენება ნებისმიერ საქმიანობაში, ანუ: მარტივი
თამაშები (აქ იგულისხმება არა მარტო ოპერაციული სისტემის თამაშები, სურვილის დროს
შეიძლება მაგალითად ითამაშოთ WOW, HL2, DOOM და სხვა, უბრალოდ მოძრაობა და სიჩქარე
ისეთი კომფორტული არ იქნება როგორც Pentium-ის შემთხვევაში), შეიძლება გაჭირვებით 3D
პროგრამებში მოდელირება, თუმცა მოდელირებული საგნის რენდერი საკმაოდ დიდი ხნით
გაიჭიმება. უპრობლემოდ შეიძლება არქივირება, ინტერნეტში მოგზაურობა, სიმღერების და
ფილმების მოსმენა და ნახვა, სურათების დათვალიერება და ასე შემდეგ, მოკლედ ეს არის
იდენტური Pentium-ის პროცესორი, შედარები ნელი რეაქციით და დაბალი ფასით. ამ
პროცესორის აღნიშვნისას შეეცადეთ არ გამოიყენოთ სიტყვა intel-ი, იმიტომ რომ მცოდნეებში
15
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ისედაც გასაგებია, Celeron-ს მხოლოდ Intel-ი უშვებს, ასევე შეცდომად და არაკორექტულად


ითვლება Pentium 4-ის კლასის Celeron-ის ხსენება, არის ხშირად ასეთი ტერმინიც.
დაიმახსოვრეთ Celeron-ი სხვაა და Pentium-ი სხვა. სახელი მიუთითებს, თუ რომელი კლასის
პროცესორი გაქვთ - ძლიერი და ძვირიანი, თუ სუსტი და იაფიანი. მეტი აქ არაფერია
აღსანიშნავი.

მობილური პროცესორები (Intel) მობილური პროცესორების თემა ბოლო 3 წელია აქტუალური


გახდა, მანამდე მობილურ სისტემებში ანუ ნოუთბუქებში ჩვეულებრივი, სამაგიდო
პროცესორები გამოიყენებოდა. ამ საქმეს რამდენიმე
მინუსი აღმოაჩნდა. პირველი, რომ პროცესორები
მიჩვეული არიან მუდმივი კვების წყაროდან ენერგიის
მიღებას და უზომოდ ხარჯვას, ნოუთბუქებში კი
მუდმივი კვების წყარო კი ყოველთვის არ არის
შეერთებული, შედეგად, პროცესორის სიმძლავრის
ზრდასთან ერთად აკუმულატორიდან ავტონომიური
მუშაობის დრო კატასტროფული სიჩქარით
მცირდებოდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ
აკუმულატორი ნოუთბუქებს 25-30 წუთი ყოფნიდათ.
გასაგები გახდა, რომ რაღაც ახალი იყო
მოსაფიქრებელი. გარდა ენერგიის უზომო ხარჯვისა,
იზრდებოდა პროცესორის მიერ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. ბევრი საკმაოდ ძლიერი
პროცესორი იმდენად ხურდებოდა, რომ მისი მუხლებზე დადება უსიამოვნო და აუტანელიც
იყო. მოკლედ, მთავარი აზრი-მობილურობა, ნელ-ნელა დაიკარგა. ამიტომ საჭირო გახდა
ახალი არქიტექტურის პროცესორების შექმნა. ამ საქმეში Pentium 4-ის ბირთვმა და Netbrust
ტექნოლოგიამ არ გაამართლა. კომპანია intel-ი პირველი შეუდგა კონკრეტულად მობილური
პლატფორმებისთვის პროცესორების შემუშავებას და პირველი Pentium M-ი გამოუშვა.
პროცესორი აგებული იყო Pentium 3-ის ბირთვის გათვალისწინებით, ოღონდ, რა თქმა უნდა,
უამრავი რამ იყო შეცვლილი. გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, როდესაც პროცესორს საქმე არ
აქვს, იგი თავის სიხშირეს აგდებს, ამით სითბოც ნაკლები გამოიყოფა და ენერგიაც ნაკლები
იხარჯება. გარდა ამისა შეიცვალა ბუდე და კონტაქტების რაოდენობა, სამაგიდო
პროცესორებისგან განსხვავებით გამოიყენება 479 კონტაქტიანი ბუდე. პროცესორს აქვს
საკმაოდ დაბალი სიხშირე, მაგრამ საკმაოდ მაღალი წარმადობა. ასე მაგალითად, 1,7
გიგაჰერციანი Pentium M-ი თავისი წარმადობით უტოლდება 2,8-3,0 გიგაჰერციან Pentium 4-ს.
ამასობაში ენერგია მოიხმარება 21 ვატი, ნაცვლად 130 ვატისა. პროცესორის პირველად
გაუჩნდა 2 მეგაბაიტიანი L2 დონის ქეშ მეხსიერება, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ფაქტად იყო
აღიარებული, რომ მობილურ სისტემაში გაორმაგებულმა ქეშ მეხსიერებამ წარმადობის ზრდა
გამოიწვია, მოხდა სამაგიდო პროცესორებშიც ქეშ მეხსიერების 2 მეგაბაიტამდე გაზრდა
(საუბარია 6xx სერიაზე). რა თქმა უნდა, ამ პროცესორებშიც გამოჩნდა ბიუჯეტური ვერსია, ეს
არის Celeron M-ი, მაჩვენებლები აქაც თითქმის იგივეა, მაგრამ აქაც შეზღუდულია ქეშ
მეხსიერება, 512 კილობაიტი 2 მეგაბაიტის ნაცვლად. გარდა ამისა ბიუჯეტურ მოდელში არ
არის გათვალისწინებული პროცესორის სიხშირის ჩამოგდების ტექნოლოგია. ასე რომ Celeron
M-ი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე Pentium M-ი. ამით მობილური პლატფორმებიც
ამოვწურეთ და გადავიდეთ კონკურენტის პროდუქციაზე AMD-ს პროდუქცია დროა
გადავიდეთ კომპანია AMD-ს პროცესორებზე.
16
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

AMD

იმის გამო, რომ ბევრი ძირითადი პრინციპი უკვე


ახსნილია, აღარ დავიწყებთ მათ თავიდან
განხილვას და შევეცდებით მაქსიმალურად
მოკლედ ავღწეროთ ყველაფერი, თუმცა კომპანია
AMD-ს პროდუქცია არანაკლებ მრავალფეროვანია
და არც ნაკლები ტექნოლოგიები გამოიყენება. მაშ
ასე გვახსოვს რა ძირითადი კლასები, შევუდგეთ
განხილვას: სერვერული პროცესორები - Opteron
სამაგიდო პროცესორები - AMD Athlon 64, AMD Athlon
64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX ბიუჯეტური
პროცესორები - AMD Sempron მობილური
პროცესორები - Mobile AMD Sempron, Mobile AMD
Athlon 64, AMD Turion 64 Mobile, AMD Turion 64 X2
Mobile რა თქმა უნდა ეს არის უხეში მონახაზი,
ზუსტი ჩამონათვალი და კლასიფიკაცია მსურველებს შეუძლიათ აი ამ მისამართზე ახლა კი
შევუდგეთ კლასების დეტალურ განხილვას. სერვერული პროცესორები (AMD) ამ კომპანიას
სერვერულ სეგმენტში მხოლოდ ერთი კლასის პროცესორი აქვს, მუშაობს ჩვეულებრივ
ოპერაციულ სისტემებთან, intel Itanium-ის გან განსხვავებით აქ არანაირი სუპერ ბრძანებები არ
გამოიყენება, აქვს ბევრი დადებითი მხარე. მაგალითად, პროცესორში ინტეგრირებული
მეხსიერების კონტროლერი, რომელიც დედა დაფას და ჩიფსეტებს ანთავისუფლებს
კონტროლების ინტეგრირების აუცილებლობისგან. შედეგად იდეაში პროცესორის
განახლებისას მომხმარებელს არ უწევს ახალი მეხსიერების კონტროლერზე ფიქრი, თან
ინტეგრირებული კონტროლერი შედარებით ჩქარია, ვიდრე დედა დაფაზე არსებულ ჩიფსეტში
რეალიზებული კონტროლერი. პროცესორს სჭირდება განსხვავებული კლასის ბუდე,
რომელიც 940 კონტაქტისგან შედგება. თუმცა არის მოდელები, რომლებიც 939 კონტაქტიან
ბუდეში ჯდება, ეს კი სამაგიდო სისტემების ანალოგია. შედეგად ამ პროცესორის გამოყენება
შეიძლება როგორც სერვერის, ასევე ძლიერი სამაგიდო სისტემისთვის, პროცესორს მართლაც
შთამბეჭდავი სიმძლავრეები გააჩნია, რის გამოც ძალიან ძლიერი კონკურენციას უწევს intel-ის
შესაბამისი კლასის პროდუქციას, ერთი პერიოდი ჰოლივუდის ბევრმა სტუდიამ სწორედ AMD-
ს სერვერულ პროცესორზე შეაჩერა არჩევანი, შედეგად intel-ი სამუდამოდ გადაეკიდა AMD-ს,
მაგრამ როდესაც გინდა წარმადობა და არა სახელი, ყიდულობთ ძლიერ პროცესორებს. დღეს
სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, მაგრამ აშკარად არა, AMD-ს სასარგებლოდ. პროცესორები
უნივერსალურია როგორც სერვერული გადაწყვეტილების, ასევე სამაგიდო სისტემებისთვის,
ასე ვთქვათ გრაფიკული და სამუშაო სადგურებისთვის. პროცესორებს აქვთ 1 ან 2 მეგაბაიტი L2
დონის ქეშ მეხსიერება. იმის და მიხედვით, თუ რამდენი ბირთვი გამოიყენება. ასევე
პროცესორს აქვს სხვადასხვა სისტემურ სალტესთან მუშაობის შესაძლებლობა. არის 800 და
1000 მეგაჰერციანი ვერსიები. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ intel-ი, რომელიც ახლა
გადადის მასიურად 1066 მეგაჰერციან სისტემურ სალტეზე, AMD-მმა ამ კომპონენტში
კონკურენტი აშკარად დაჩაგრა. ორბირთვიანი სერვერული პროცესორის ფასი თითქმის
იდენტურია სამაგიდო ორპროცესორიანი სისტემის ფასის, ასე რომ სურვილის შემთხვევაში
სახლში უპრობლემოდ შეგიძლიათ საკმაოდ ძლიერი პროცესორი დაიდგათ. სამაგიდო
17
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

პროცესორები (AMD) თავის დროზე AMD პროდუქცია წარმადობაში მოიკოჭლებდა, ამიტომ მას
უფრო ბიუჯეტური სეგმენტი ჰქონდა ათვისებული, მაგრამ როდესაც მოსისხლე კონკურენტი
ბაზრის ამ სეგმენტშიც შემოიჭრა, AMD-ს სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული გახდა ეფიქრა
ძლიერ სეგმენტში გადასვლაზე. შედეგად მოხდა წლების მანძილზე ახალი არქიტექტურის
შემუშავება, ღამეების თენება, აურაცხელი თანამშრომლის განთავისუფლება, რომ
გამონთავისუფლებული თანხები კვლევაში ყოფილიყო გამოყენებული. კომპანია ლამის
კვარტალს კვარტალზე წაგებით ხურავდა, მაგრამ მოახერხა და გამოუშვა სანაქებო AMD Athlon
64. ამ პროცესორში ყველაფერი იყო ჩადებული. შემთხვევით პროცესორს რომ არ
გაემართლებინა, კომპანია გაკოტრდებოდა და დღეს პროცესორების ბაზარზე ერთი ძირითადი
ძვირადღირებული მონსტრი გვეყოლებოდა. საბედნიეროდ, არქიტექტურამ გაამართლა, თან
გაამართლა იმდენად, რომ ადრინდელი თაობის პროცესორებზე თუ კიდევ იყო კამათი, ღირდა
თუ არა გადასვლა, ახალ პროცესორებს ბევრი აშკარად ალტერნატივად განიხილავდა.
მოკლედ, AMD-მმა მიიღო რეალურად კონკურენტუნარიანი პროცესორი, შეიჭრა მაღალი
დონის პროცესორების სეგმენტში და intel-ს ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინა. ახალ
პროცესორში ძალიან დიდი როლი შეასრულა 64 ბიტიანი ბრძანებების არსებობამ. იმდენად
ძლიერი ლეგენდები წარმოიქმნა, რომ მომხმარებელი გაოცებული უყურებდა ამ 64-ს.
რეალურად არავინ იცოდა, თუ რას ნიშნავდა და რაში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული
(ამას AMD-ის დუმილიც უწყობდა ხელს, მას უბრალოდ არაფერი ჰქონდა სათქმელი), მაგრამ ეს
იყო ფსიქოლოგიური დარტყმა. ანუ იფიქრეთ ფართოდ, რაღა დროის 32 ბიტიანი
პროცესორებია, აი 64 ბიტიანი და გეხსნებათ აურაცხელი შესაძლებლობა. რეალურად კი 64
ბიტიანი ინსტრუქციები იძლევა მხოლოდ ერთს - უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების
აღქმის შესაძლებლობას. 32 ბიტიან რეჟიმში პროცესორს შეუძლია 4 გიგაბაიტი ოპერატიულის
ადრესაცია, ანუ მიმართვა, ხოლო 64 ბიტიან რეჟიმში ეს მოცულობა 64 გიგაბაიტამდე იზრდება.
სულ ესაა, მაგრამ როდესაც არ იცი, უფრო მეტს ელი, ვერ დაიჯერებ რომ ორჯერ გაზრდილი
თანრიგიანობა მხოლოდ ერთს და პრაქტიკულად არასაჭირო პლიუსს გთავაზობს
(სინამდვილეში 64 გიგაბაიტ ოპერატიულს დღევანდელი 64 ბიტიანი პროცესორები აღიქვავნ,
თეორიულად მათ შეუძლიათ 18 ექსაბაიტის აღქმა, ეს კი ძალიან, ძალიან ბევრია. აქვე
განვმარტავთ, რომ 1 ექსაბაიტი უდრის ათას ტერაბაიტს, 1 ტერაბაიტი თავის მხრივ უდრის
1000 გიგაბაიტს, საქმე იმაშია რომ 64 გიგაბაიტი რეალურად არის 36 ბიტიანი რეჟიმი, დღეს
უბრალოდ მეტი საჭირო არ არის სამომხმერებლო კომპიუტერებში, სხვათაშორის წარმოებაც
კი ვერ ეწევა ჯერჯერობით იგივე 64 გიგაბაიტს ასე რომ თუნდაც 1 ტერაბაიტზე საუბარიც კი
არ არის, 18 ექსაბაიტზე კი საერთოდ გავჩუმდეთ ის აჯობებს.). რა თქმა უნდა ეს არავინ
აინტერესებდა, უყურებდა მაგიურ ციფრ 64-ს და თავფეხიანად ახალ ტესტებში ვარდებოდა,
ბევრისთვის სამწუხაროდ ტესტებმა არანაირი განსხავავება არ წარმოაჩინა, მაგრამ იმდენად
ძლიერი იყო სარეკლამო კომპანია და სურვილი რაღაც ზებუნებრივისა, რომ ყველას 64
ბიტიანი პროცესორი უნდოდა. რეალურად ასეთმა პროცესორმა რომ დაამუშავოს 64 ბიტიანი
ბრძანებები, საჭიროა 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი
იმ დროს არ არსებობდა. ასე თუ ისე მომუშავე 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემები მხოლოდ 2
წლის თავზე გამოჩნდა, მაგრამ მათ მასიურად დღემდე არავინ იყენებს, რადგანაც შედარებით
ნელია 32 ბიტიან პროგრამებთან მუშაობისას, 64 ბიტიანი პროგრამები კი ჯერჯერობით ძალიან
ცოტაა. პროცესორს პლიუსად ეთვლება ერთი ფრიად საინტერესო შესაძლებლობა. მას
შეუძლია 32 ბიტიან რეჟიმში მუშაობა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს (ანუ არსებობს
შესაბამისი გარსი), გადადის 64 ბიტიან რეჟიმში. სხვათაშორის ბევრს ავიწყდება ის, რომ 64
ბიტიანი პროცესორი პირველს AMD-ს არ გამოუშვია. პირველი იყო intel itanium-ი, მაგრამ Athlon
18
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

სუბიტიან გარსში შეეძლო მუშაობა,


რამაც მისი ვიწრო სპეციალიზაცია
განაპირობა. კურიოზი 64 ბიტთან
იმდენად ძლიერი იყო, რომ როდესაც 1
წლის წინ კომპანია intel- მა თავის
პროცესორებშიც ჩაამატა 64 ბიტიანი
ინსტრუქციების მხარდაჭერა, ბევრმა
ჩათვალა, რომ ეს არ იყო რეალური 64
ბიტიანი პროცესორი, იმიტომ რომ
არავინ არ იცოდა რეალურად 64 ბიტი რას
ნიშნავდა. თბილისში intel-ის სემინარზე
ერთერთი კომპანიის წამოძახილსაც კი ჰქონდა ადგილი: - და ეს რეალური 64 ბიტია თუ
უბრალოდ წარწერისთვის გააკეთეთო. ამასობაში intel-ის წარმომადგენელი ხსნიდა, რომ
პროცესორში ჩამატებულია ახალი ინსტრუქციები და აქვს 64 გიგაბაიტი მეხსიერების აღქმის
შესაძლებლობა (ისე Pentium-ის პროცესორების ახალ თაობას Presscot-ის ბირთვზე ეს
შესაძლებლობა ყოველთვის ჰქონდა, ოღონდ აქტივირებული არ იყო, intel-მა დააგვიანა 64
ბიტიანი პროცესორის გამოსვლა ვითომ და არ საჭიროების გამო არ უშვებდა შესაბამის
პროცესორებს, სინამდვილეში კი ყველაფერი მზად იყო, უბრალოდ კონკურენტის სვლას რომ
არ აყოლოდა დარბაისლობის თამაში გადაწყვიტა და მხოლოდ 2 წლის თავზე გააქტიურა
ხსენებულ ბირთვში 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, ზუსტად მაშინ როდესაც
პირველი 64 ბიტიანი Windows-ები გამოჩნდა). მეტი რა უნდა ყოფილიყო ჩამატებული არავინ
იცის, მაგრამ ინფორმაციის არ არსებობის გამო და ლეგენდების გამო ძალიან ბევრს (ბევრ
წამყვან სპეციალისტსაც კი) სჯეროდა, რომ 64
ბიტიანი ინსტრუქციები მხოლოდ AMD-ს
პრეროგატივაა და სხვა კომპანია მას ვერ
უზრუნველყოფს, ამასობაში სამომხმარებლო
პროცესორებისთვის იგივე 64 ბიტიანი
ინსტრუქციებით აღჭურვილი პროცესორები
პირველად IBM-მა გამოუშვა, რომლებიც Apple MAC-
ში გამოიყენებოდა, უბრალოდ იმის გამო, რომ მათ
მსოფლიო ბაზრის მხოლოდ 2%-ი ეკავათ ამის
შესახებ ბევრმა არ იცოდა. სუპერ გარღვევა
აღმოჩნდა კომპანია AMD-ს ორბირთვიანი პროცესორები. ის intel-ს ასწრებდა ახალი
პროდუქციის ანონსირებას, რითაც ბაზრის დიდ ნაწილს ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ შეცდომა
დაუშვა - ანონსირების თარიღი ადრე დაასახელა. ამით ისარგებლა intel-მა და ზუსტად 5 დღით
დაასწრო. თუმცა საერთო ჯამში მაინც AMD აღმოჩნდა მოგებული. მისი პროცესორები უფრო
ნაკლებად ხურდებიან და მეტი წარმადობა აქვთ (უფროსწორედ ხურდებოდნენ და მეტი
წარმადობა ჰქონდათ. დღეს Core 2 Duo-ს პროცესორები უფრო გრილია და ჩქარია). AMD-ს ახალ
პროცესორებს გაუჩნდათ ერთი თავისებურება. მათი ბირთვის სიხშირე ვერაფრით ვერ ეწეოდა
intel-ის სიხშირეს. ეს იმიტომ, რომ AMD-მ სხვა ტექნოლოგია აირჩია. არა მეგაჰერცების უზომო
ზრდა, არამედ ერთ ტაქტში უფრო მეტი ამოცანის შესრულება. შედეგად უფრო დაბალი
სიხშირის AMD-ს პროცესორები წარმადობით იგივე შედეგს იძლეოდნენ, რასაც მაღალი
სიხშირის intel-ის პროცესორები. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის რაღაც პარალელი
გაევლოთ და მიეხვედრებინათ, AMD იძულებული იყო ახალი ათვლის სისტემა შემოეღო, რათა
19
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

მეგაჰერცებზე გადარეული მომხმარებლებისთვის თავისი პროდუქციის intel-ისთან


შედარების საშუალება მიეცა. ამიტომ პროცესორების აღნიშვნა ორი მეთოდით მიმდინარეობს,
ბირთვის სიხშირე პლიუს PR რეიტინგი. PR რეიტინგი ნიშნავს, რომ ეს პროცესორი კლასით და
წარმადობით მიუხედავად თავისი ბირთვის დაბალი სიხშირისა უტოლდება intel-ის ამა და ამ
სიხშირის პროცესორს. მაგალითად მოდელი AMD Athlon 64 3200+ ნიშნავს, რომ იგი
წარმადობით მოგცემთ იგივე შედეგს, რასაც
მოგცემდათ 3.2 გიგაჰერციანი intel Pentium 4. ოღონდ
AMD-ს წარმომადგენლებმა ცოტა გადაამეტეს.
რეალური ტესტებისას 3200+ არ უდრის 3,2
გიგაჰერციან P4-ს, იგი უტოლდება 3,0 გიგაჰერიან P4-ს.
შესაბამისად 3000+ რეალურად უტოლდება 2,8
გიგაჰერციან P4-ს თუმცა ცოტათი მასზე ჩქარია და ასე
შემდეგ. აქ მეორე სამწუხარო ფაქტი მოხდა, AMD აქამდე
თავისი PR რეიტინგით ორიენტირებული იყო intel-ის
პროცესორებზე და ეს სისტემა ამართლებდა მანამდე,
სანამ Intel-მა უარი არ განაცხადა უაზროდ
მეგაჰერცების ზრდაზე და 4 გიგაჰერციანი ბარიერი
აღარ გადალახა. AMD-მმა მიღებული რეიტინგების
სისტემა ვეღარ გააჩერა და დღეს გამოდის პროცესორები რეიტინგით 4200+, 4400+, 4800+, 5000+
და ასე შემდეგ. რეალურად მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელი პროცესორი რისი
ექვივალენტია იმიტომ, რომ intel-ის მეგაჰერცების საზომი ერთეული 3800 მეგაჰერცზე
თავდება. შემდეგ intel-ი ორ ბირთვზე და ქეშ მეხსიერების გაზრდაზე გადავიდა, საბოლოოდ კი
CORE 2 DUO-ს შემთხვევაში AMD-სავით დააგდო ბირთვის სიხშირე და წარმადობა გაზარდა (ანუ
ერთ ტაქტში ამოცანების დამუშავების რაოდენობა გაზარდა). დღეს გაუგებარი სიტუაციაა. Core
2 Dou, რომელსაც აქვს ნომერი Core 2 Extreme X6800 უსწრებს წარმადობით ყველაზე ჩქარ
ორბირთვიან X2-საც და FX პროცესორებსაც 50- 70%-ით. ამასობაში ბირთვის სიხშირე არის 2,93
მეგაჰერცი. გაუგებარი ხდება, თუ რას უტოლდება AMD-ს თუნდაც 5200+-ის პროცესორი,
როდესაც იგი მინიმუმ 50%-ით აგებს 2,93 გიგაჰერვიან intel-ის პროცესორთან. AMD-ს
სასწრაფოდ გადასახედი აქვს PR რეიტინგის ათვლის სისტემა. გადავიდეთ დეტალებზე.
პროცესორების დღევანდელი თაობა ძირითადად მუშაობს ორი ტიპის ბუდეზე. ესენია Socket
754 და Socket 939. თუმცა ძალიან ცოტახნის წინ მოხდა ახალ ბუდეზე გადასვლა რომელსაც
დაერქვა AM2. სოკეტი ითვალისწინებს 940 კონტაქტს, მაგრამ არათავსებადია ძველი
სტანდარტის 940 კონტაქტიან ბუდესთან, რომელსაც იყენებს Opetereon-ის პროცესორები.
ახალი ბუდით AMD-მმა თავის პროცესორებს შემატა
ახალი DDR2 მეხსიერების მხარდაჭერა (თუმცა ამ
მეხსიერების მხარდაჭერა intel-ის პროცესორებში 2 წელია
უკვე რეალიზებულია), აქამდე მისი პროცესორები
მხოლოდ DDR1 მეხსიერებასთან მუშაობდნენ. AMD Athlon
64-ს აქვს ორი სისტემური სალტის მხარდაჭერა, ესენია
800 და 1000 მეგაჰერცი, ჩვეულებრივ ერთბირთვიან
პროცესორს აქვს 512 კილობაიტი L2 ქეშ მეხსიერება
(არსებობს 1 მეგაბაიტიანი L2 ქეშ მეხსიერების მქონე
ერთბირთვიანი პროცესორები, მაგრამ 2 მეგაბაიტიანი
ერთბირთვიანი მოდელები არ არსებობს), თუმცა მისი
20
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ნაკლებობა კომპენსირდება L1 დონის 128 კილობაიტი მეხსიერებით. ორბირთვიან


პროცესორებში მეხსიერების მოცულობა თითო ბირთვზე აღწევს 1 მეგაბაიტს, საერთო ჯამში 2
მეგაბაიტი გამოდის. პროცესორები როგორც ერთ ბირთვიანი, ასევე ორ ბირთვიანი intel Conroe-
ს გამოჩენამდე ლიდერის პოზიციაში იყვნენ და პრაქტიკულად ჩაგრავდნენ intel-ის ყველა
შესაბამისი დონის პროცესორებს, განსაკუთრებით ეს სათამაშო სექტორს ეხებოდა (აქ
გამოიყენებოდა სპეციალური ვერსიის პროცესორები FX ინდექსით), მაგრამ ამჯერად სიტუაცია
შეიცვალა. ლიდერობა ისევ intel-ის ხელში გადავიდა. დროთა განმავლობაში შეიძლება
სიტუაცია კვლავ შეიცვალოს, რადგან AMD მუშაობს ახალ ბირთვზე სახელად K8L. ჯერ მის
შესახებ არაფერია ცნობილი გარდა AMD-ის სიტყვიერი შეპირებისა - პროცესორი ძლიერი
იქნება. მანამდე კი კონკურენტულ ბრძოლაში გასაძლებად AMD მიმართავს ნაცად მეთოდს,
აიაფებს პროცესორების ფასს და იძახის თუ იაფი მიჯდება, როტომ უნდა გავყიდო ძვირადო,
თუმცა აქ ჩნდება სამართლიანი კითხვა, თუ იაფი უჯდებოდა პროცესორები, აქამდე რატომ
ყიდიდა ძვირად? . სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორები (AMD) ისევე როგორც intel-ის
შემთხვევაში, AMD-ს სჭირდებოდა ბიუჯეტური ბაზრის ათვისება. რისთვისაც იგივე მეთოდი
იყო გამოყენებული, შედეგად ბაზარზე გამოჩნდა Sempron-ის პროცესორები. აღარ ვხსნი, რომ
ეს პროცესორებიც AMD-ს ეკუთვნის, უბრალოდ
განსხავავებული სახელი გამოიყენება იმის
აღსანიშნად, რომ პროცესორი არის სუსტი და
განეკუთვნება იაფიან კლასს. სამწუხაროდ კომპანია
AMD თავის დროზე ძალიან გაერთო ძლიერი
პროცესორებით და ბიუჯეტური ბაზარი გვიან
გაახსენდა (ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი,
იყო, აქამდე სულ ბიუჯეტურზე მუშაობდა და
როდესაც ბაზრის სხვა ნაწილშიც შეიჭრა რამდენიმე
ხანი, ძირითადად ძლიერ პროცესორებს უშვებდა),
შედეგად ბიუჯეტური სეგმენტი საკმაოდ ძლიერად
იყო ათვისებული intel Celeron-ის მიერ. გამოშვებული Sempron თავიდან დიდი შეძახილებით
იყო მიღებული, მაგრამ როდესაც გაირკვა რომ პროცესორს არ აქვს 64 ბიტიანი ინსტრუქციების
მხარდაჭერა, აქვს მხოლოდ 256 კილობაიტი ქეშ მეხსიერება, რაც Celeron D-სთან შედარებით 2-
ჯერ ნაკლებია, აქვს 333 მეგაჰერციანი სისტემური სალტის მხარდაჭერა (Celeron D-ს კი 533
მეგაჰერციანი სალტის მხარდაჭერა აქვს), არის ძველ Socket 754-ზე გათვლილი (ამ სოკეტზე
დედა დაფები სულ უფრო და უფრო ცოტა გამოდის), მომხმარებელმა იგი საშინელებად
შერაცხა. მიუხედავად ამისა, პროცესორი თავის საქმეს აკეთებს ზუსტად ისევე, როგორც
Celeron-ი თავის სექტორში. თუ თქვენი საქმიანობის არეალია ტექსტებზე მუშაობა, მუსიკის
მოსმენა, სურათების დათვალიერება, კინოფილმების ყურება და ინტერნეტში ნავიგაცია, მაშინ
ამ პროცესორზე მეტის ყიდვას ნამდვილად არ აქვს აზრი. რა თქმა უნდა, თუ თქვენ AMD-ს
მომხრე ხართ. ასე რომ, გააჩნია თქვენს მოთხოვნებს. მთლიანობაში პროცესორი მშვენიერი
გამოვიდა, თუმცა შედარებით ცხელია იმიტომ, რომ არ აქვს AMD Athlon 64-ის ნაირი Cool'n'Quiet
ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც პროცესორის უმუშევრობის შემთხვევაში ბირთვის
სიხშირეს აგდებს და ენერგიას ნაკლებს ხარჯავს,რის გამოც ნაკლებად ცხელდება. მობილური
პროცესორები (AMD) intel-ის თავბრუდამხვევი შედეგები, რომელიც კონკურენტმა Intel Pentium
M-ის გამოშვებით და სუპერ წარმატებული პლატფორმა Centrino-ს შექმით გამოიწვია, AMD- ს
უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა იმავე სიმძლავრის და ისეთივე ნაკლებად ენერგო
მოხმარების პროცესორის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. რეალურად პროცესორი
21
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

AMD Turion 64 არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი. აქ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველი იყო


ის, რომ შემოთავაზებული იყო არა მთლიანი ეკონომიური პლატფორმა, არამედ მხოლოდ
პროცესორი, რომელიც რეალური ტესტირებისას აშკარად ჩამორჩებოდა კონკურენტის
პროცესორს ენერგიის ეკონომიაშიც და წარმადობაშიც, დღეს ამ კლასის პროცესორები
არსებობს როგორც AMD-ს პროდუქციის მოყვარულების ალტერნატივა, მაგრამ არა Pentium M-
ის სრული ჩანაცვლების ვარიანტი. ასევე ეკონომ ვარიანტად გამოშვებული იყო მობილური
Mobile AMD Sempron, რომელსაც დიდი ქება-დიდება არ შეხვედრია და დღეს უბრალოდ ფაქტის
სახით არსებობს. სამწუხაროდ, კომპანია AMD-ს
ამჯერად პრობლემა შეექმნა არა მარტო მობილურ,
არამედ სამაგიდო და სერვერულ პლატფორმებშიც.
გასაგებია, რომ მთელი ძალები გადატყორცნილი
იქნება სერვერული და სამაგიდო პროცესორების
მოდერნიზაციაში, ნაკლებად ათვისებული
მობილური ბაზარი კი სავარაუდოდ ყურადღების
გარეშე დარჩება, კომპანია intel-ი კი ამ ბაზარზე
საუცხოო აგრესიით მიიწევს წინ. როდესაც AMD-ს
ბაზრის ეს სეგმენტი გაახსენდება, სავარაუდოდ
საკმაოდ გვიანი იქნება, თუმცა ჩემგან დიდი წინასწარმეტყველი ვერ გამოვა, ამიტომ
დაველოდოთ ფაქტებს.

ზემოთ ნათქვამი შეგვიძლია მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: intel-ის ბანაკში სერვერული


პროცესორებია: intel itanium, intel itanium2, intel Xeon. პროცესორები საკმაოდ ძვირია და
რეალურად მართლაც სერვერისთვისაა განკუთვნილი, მათი გამოყენება სამაგიდო სისტემებში
დიდ ხეირს ვერ მოგიტანთ, განსაკუთრებით თამაშებში. პროცესორები მუშაობენ 32 და 64
ბიტიან რეჟიმებშიც. intel-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: intel Pentium 4, intel
Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo. პროცესორების ფასი მერყეობს 100$-დან
999$-მდე, არის ერთბირთვიანი და ორბირთვიანი ვერსიები, პლიუს გამოიყენება HT
ტექნოლოგია, რომელიც ვირტუალურ ანუ არარსებულ დამატებით ლოგიკურ ბირთვს ქმნის.
ამ კლასის პროცესორების გამოყენება შეიძლება ყველა სფეროში, როგორც ტექსტებთან
სამუშაოდ, ასევე ძლიერი სათამაშო და მულტიმედია სადგურების ასაგებად. პროცესორები
მუშაობენ 32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც. intel-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია:
intel Celeron. პროცესორის სახელი ამბობს, რომ ის იგივე Pentium-ის კლასის პროცესორია,
უბრალოდ თუ თქვენი მოთხოვნები დიდი არ არის, ან ფინანსები არ გყოფნით, შეგიძლიათ
შედარებით სუსტი და შეკვეცილი ვერსია შეიძინოთ. შეკვეცილია სისტემური სალტის
სიხშირე, L2 ქეშ მეხსიერების რაოდენობა და არ აქვს HT ტექნოლოგიის და 64 ბიტიანი
ინსტრუქციების მხარდაჭერა. intel-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: intel Pentium M, intel
Celeron M, intel Core Solo, intel Core Duo. პროცესორები გამოირჩევა ძალიან მცირე ენერგო
მოხმარებით, ბოლო მოდელი Core Duo U2400 მაქსიმალური დატვირთვისას მოიხმარს 9 ვატ
ენერგიას, ხოლო დაუტირთავ რეჟიმში მოიხმარს 1 ვატ ენერგიას, ეს Pentium D-სგან
განსხვავებით ლამის 100-ჯერ ნაკლები ენერგიის მოხმარებას ნიშნავს. შესაბამისად
ნოუთბუქებისთვის მშვენიერი ალტერნატივაა. მიუხედავად თავისი დაბალი სიხშირისა (1
გიგაჰერცი), მისი წარმადობა ორი ბირთვისა და ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე უტოლდება
2,4 გიგაჰერციანი Pentium 4-ის პროცესორს. კომპანია intel-ის მიერვე შემოთავაზებული
პლატფორმა Centrino ამ პროცესორებთან ერთად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, დღეს
22
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

მობილური პროცესორების ბაზრის უდიდესი ნაწილი (სადღაც 70-75%-ზე მეტი) სწორედ Intel-
ს ეკუთვნის. ნოუთბუქის შეძენისას ნამდვილად გირჩევთ ყურადღება სწორედ ამ კლასის
პროცესორებზე აგებულ ნოუთბუქებზე შეაჩეროთ. პროცესორები მუშაობენ 32 და 64 ბიტიან
რეჟიმებშიც. ახლა AMD-ს პროდუქცია დავანაწევროდ: AMD-ის ბანაკში სერვერული
პროცესორია: Opteron. პროცესორი გამოირჩევა ძლიერი გამოთვლითი შესაძლებლობებით,
აქვს 64 და 32 ბიტიანი ბრძანებების დამუშავების შესაძლებლობა, არ არის შეზღუდული
მხოლოდ სერვერული სეგმენტით, უბრალოდ საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას არ შეუძლია
გამოიყენოს სახლში, თუმცა სათამაშო და მულტიმედიური სადგურისთვის ნაკლებად
გამოდგება. AMD-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2
Dual-Core, AMD Athlon 6x FX. პროცესორების ფასი მერყეობს 100$-დან 1300$-მდე, სიმძლავრის
მიხედვით, აქამდე ჰქონდათ მხოლოდ DDR1 მეხისერების მხრდაჭერა, მაგრამ ახალი სოკეტ
AM2- ის გამოჩენასთან ერთად შესაძლებელი გახდა DDR2 მეხსიერების გამოყენება, თუმცა
დაბალი ხარისხის DDR2-ის გამოყენებისას მეხსიერებასთან მიმართვა უფრო ნელია, ვიდრე
ნორმალური DDR1 მეხსიერების გამოყენებისას, ასე რომ თუ AM2-ს ბუდეზე აიღებთ
პროცესორს, იზრუნეთ არანაკლებ DD2 667-ის შეძენაზე. ამ კლასში არის როგორც ერთ
ბირთვიანი, ასევე ორბირთვიანი პროცესორები. კონკურენტისგან განსხვავებით ორბირთვიანი
X2-ები უფრო ჩქარი და გრილია, თუმცა ეს სიტუაცია intel CONROE-ს ბირთვის გამოჩენასთან
ერთად შეიცვალა. სამაგიეროდ AMD-ს პროცესორებზე ამჯერად ფასი კატასტროფულად იწევს.
AMD-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია: AMD Sempron. პროცესორი
განკუთვნილია იაფიანი ალტერნატივისთვის, აქვს შეზღუდვები როგორც L2 ქეშ მეხსიერების,
ასევე სისტემური სალტის სიხშირის სახით. არ აქვს 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა,
ასევე არ აქვს 2 არხიანი მეხსიერების მხარდაჭერის შესაძლებლობა, თუმცა AM2 სოკეტის
გამოსვლასთან ერთად ეს გარემოება შეიცვალა უკეთესობისკენ. მოკლედ, თუ თქვენი
საქმიანობა არ არის დღედაღამ თამაში და რენდერი, მაშინ სამუშაოდ ეს მშვენიერი
ეკონომიური ალტერნატივაა. AMD-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: Mobile AMD Sempron,
Mobile AMD Athlon 64, AMD Turion 64 Mobile, AMD Turion 64 X2 Mobile. პროცესორები
განკუთვნილია ნაკლები ენერგიის მოხმარებისთვის და სითბოს გამოყოფისთვის, მაგრამ
კონკურენტის პროდუქციას ვერ გადაუსწრო. დღეს ეს პროცესორები ბაზარზე 20-25%-ის სახით
არსებობს. intel-ის ახალი მობილური პროცესორის საწინააღმდეგოდ ამ პროცესორების
გამოყენება შეუძლებელია, თუ ახალი Core Duo 1 ვატ ენერგიას მოიხმარს დასვენების რეჟიმში,
AMD Turion 64 მოიხმარს 31 ვატ ენერგიას, აქედან დასკვნა: სისტემა უფრო ნაკლებ დროს
იმუშავებს აკუმულატორისგან. შეძენა შეიძლება, დიდად არ წააგებთ, მაგრამ სუპერ
წარმადობას ვერ მიიღებთ. ისე, რომ ავღნიშნოთ, ნოუთბუქები არც თამაშებისთვისაა შექმნილი
და არც 3D გრაფიკისთვის. საოფისე სამუშაოებისთვის კი საჭიროზე მეტი რესურსი გააჩნიათ.
მოკლედ, მშვენიერი არჩევანია და არაფერი დასანანებელი არ არის. თუმცა, ისეთივე
სტანდარტიზირებული პლატფორმა არ არის როგორც intel-ის ბანაკში. პროცესორები მუშაობენ
32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც
23
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

პროცესორის ინსტრუქციები

სიჩქარის გასაზრდელად ზოგიერთ CPU-ში გამოიყენება HT (Hyper Threading)


ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიით დამზადებულ პროცესორებს ოპერაციული სისტემა
ერთ ფიზიკურ ბირთვს აღიქვავს ორ ლოგიკურ ბირთვად და ჰყოფს მათ რესურსებს
სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ასეთ შემთხვევაში CPU შეუძლია ყოველ
კონვეიერზე კოდის რამდენიმე ფრაგმენტი დაამუშაოს.
MMX არის მულტიმედიურ ინსტრუქციათა ნაკრები, რომელიც ჩაშენებულია
Intel-ის პროცესორებში. პროცესორებს MMX ტექნოლოგიით შეუძლიათ შეასრულონ
უამრავი მულტიმედიური ტიპის ოპერაცია, რომლებიც ჩვეულებრივ ცალკე
სრულდება ვიდეო ან აუდიოკარტაში. MMX ინსტრუქციათა ნაკრებით სარგებლობა
შეუძლიათ მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც სპეციალურად ამ ბრძანებებისათვის
დაიწერა. ყველა თანამედროვე პროცესორი შეიცავს ასეთ ინსტრუქციებს და
შეგვხვდება პროცესორები SSE, SSE2, SSE3, SSE4.1, SSE4.2 AVX ინსტრუქციათა
კრებულით, ხოლო AMD იყენებს 3D now და Enhanced 3D now ინსტრუქციებს.
SSE-შეიცავს 70 ინსტრუქციას
SSE2-შეიცავს 144 ინსტრუქციას
SSE3-შეიცავს 13 ინსტრუქციას
SSE4.1-შეიცავს 47 ინსტრუქციას
SSE4.2-შეიცავს 7 ინსტრუქციას
SMM (System Management Mode) სისტემის მართვის რეჟიმი, პროცესორს
საშუალებას აძლევს არეგულიროს თავისი კვება მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ანუ
თუ მას არ აქვს სრული დატვირთვა იმუშაოს ნაკლებ ტაქტურ სიხშირეზე და
შესაბამისად ნაკლები ენერგია მოიხმაროს.ასეთი პროცესორები აუცილებელია
პორტატულ კომპიუტერებში, სადაც კვება ბატარიებიდან ხდება და შესაბამისად
ეკონომიაა საჭირო.

OEM და BOX პროცესორები

კორპორაცია Intel და AMD ს პროცესორები გაყიდვაში გამოდის ორი სახით: BOX-


ირებული პროცესორი და OEM პროცესორი. პროცესორის ყიდვისას BOX-ირებული
პროცესორის კომპლექტში შედის ფრიალა (ქულერი) თავისი თბოამრიდებლით
(პასიური გამაგრილებელი), თერმოპასტა და საგარანტიო ფურცელი. BOX-
ირებული,ცენტრალური პროცესორის შეძენისას მასზე ვრცელდება დამამზადებელი
ქარხნის 3 წლიანი გარანტია, როდესაც OEM-ის ცენტრალურ პროცესორს ფირმა
ყიდულობს დიდი რაოდენობით (თითოეულ ყუთში არის 100 ცენტრალური
პროცესორი), საგარანტიო პირობებზე პასუხისმგებელი თვითონ შემსყიდველი
ფირმაა, რომელიც ახდენს ამ პროცესორების რეალიზაციას. მას არ მოყვება ქარხნული
გარანტია, ფრიალა თავისი თბო ამრიდებლით და არც თერმოპასტა.
24
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

OEM

BOX
დამყარდა მსოფლიო რეკორდი, მაქსიმალური ტაქტური სიხშირის განვითა-
რებაზე. ტაქტური სიხშირის გაზრდა ცენტრალური პროცესორის გაყინვით
შეიძლება, რისთვისაც იყენებენ აზოტის ქვეჟანგს.

მრავალპროცესორიანი სისტემები

ბოლო პერიოდში ფართო გამოყენება ჰპოვა მრავალპროცესორიანმა სისტემებმა. რამდენიმე


პროცესორის დაყენებისას თეორიულად იმდენჯერვე უნდა იზრდებოდეს სისტემის
მწარმოებლურობა. თუმცა, პრაქტიკულად, ეს ასე არ ხდება. მრავალპროცესორიანი სისტემის
გამოყენება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც პარალელურად სრულდება რთული
ამოცანები. მრავალპროცესორიანი სისტემის შესაქმნელად რამდენიმე პირობა უნდა
დაკმაყოფილდეს:
 სისტემურ პლატას უნდა გააჩნდეს რამდენიმე პროცესორის დასაყენებელი
ადგილი და შესაბამისი მიკროსქემების კრებული, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია მრავალპროცესორიანი სისტემის აგება;
 მრავალპროცესორიანი სისტემის რეალიზებისათვის საჭიროა პროცესორები,
რომლებსაც სათანადო შესაძლებლობები აქვთ;
 კომპიუტერში დაყენებული უნდა იყოს ისეთი ოპერაციული სისტემა,
რომელსაც რამდენიმე პროცესორთან მუშაობა შეუძლია.
მრავალპროცესორიან რეჟიმში მუშაობისას ოპერაციული სისტემა პროცესორებს
შორის ანაწილებს სხვადასხვა ამოცანას. არსებობს მრავალპროცესორიანი
სისტემების მუშაობის ორი რეჟიმი:
25
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ასიმეტრიული და სიმეტრიული.

 ასიმეტრიული დამუშავების რეჟიმში ერთი პროცესორი ასრულებს მხოლოდ


ოპერაციული სისტემის ამოცანებს, ხოლო მეორე პროცესორი _ გამოყენებით
პროგრამებს.
 სიმეტრიული დამუშავების რეჟიმში (Symmetric Multi-processing) ოპერაციული
სისტემისა და სამომხმარებლო ამოცანები შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი
პროცესორის მიერ, რომელიც ნაკლებადაა დატვირთული. სიმეტრიული რეჟიმი
ბევრად უფრო მოქნილი და მაღალმწარმოებლურია ასიმეტრიულ რეჟიმთან
შედარებით.
მრავალპროცესორიანი სისტემების შექმნა წარმოადგენს გამოთვლითი სისტემების
განვითარებაში პრინციპულად ახალ ერას. საზოგადოდ მიღებულია მრავალპროცესორიანი
სისტემების შემდეგი სახის კლასიფიკაცია:
1. SMP - სისტემები (Symmetrical Multi Processor Systems). ამ ტიპის სისტემებში ყველა
პროცესორს აქვს თანაბარი უფლების მქონე წვდომა საერთო ოპერატიულ მეხსიერებასთან

2. NUMA-სისტემები (Non-Uniform Memory Access Systems). ასეთ სისტემებში პროცესორების


თითოეულ ჯგუფს ცალკე გამოეყოფა საერთო ლოკალური ოპერატიული მეხსიერება.
პროცესორებს შეუძლიათ მიმართონ, როგორც "თავის" ოპერატიულ მეხსიერებას, ასევე სხვა
პროცესორების ჯგუფისთვის გამოყოფილ მეხსიერებას. აღსანიშნავია, რომ პროცესორების
ჯგუფთან დაკავშირებულ "თავის" მეხსიერებასთან მიმართვა გაცილებით სწრაფია, ვიდრე
მეზობელი პროცესორების ჯგუფთან დაკავშირებულ მეხსიერებასთან. ეს გამოწვეულია
26
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

მეხსიერების დამაკავშირებელი ხაზების შედარებით დაბალი სწრაფქმედებით. მეხსიერების


ასეთი არაერთგვაროვნების გათვალისწინების გარეშე, ეფექტური პროგრამების წერა
შეუძლებელია, ამიტომ დაპროგრამების პროცესი ასეთ სისტემებში გაცილებით რთულია.

NUMA

კლასტერული სისტემები.
ამ სისტემებში თითქმის დამოუკიდებელი კომპიუტერები (კლასტერის კვანძები ანუ
"ნოდები") ერთმანეთთან დაკავშირებულია სწრაფი კავშირის ხაზებით. ასეთ სისტემებში
საერთო მეხსიერება შეიძლება საერთოდ არ იყოს, მაგრამ მისი ორგანიზება პრინციპში
შესაძლებელია არაერთგვაროვანი NUMAსისტემების შექმნით. პრაქტიკულად უმჯობესია
კლასტერთან მუშაობა ხორციელდებოდეს ცხადი სახით, პროგრამაში ცხადად უნდა
ხდებოდეს კვანძებს შორის მონაცემების გადაცემის აღწერა.
27
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

 კორპორაცია Intel დღეისათვის უპირატესობას ანიჭებს SMP სისტემების შექმნას;

 AMD, IBM და SUN კი უპირატესობას NUMA ვარიანტს ანიჭებენ.

კლასტერების ძირითადი გამოყენების სფერო კი სუპერკომპიუტერებია.

მრავალბირთვიანი პროცესორები

 მრავალბირთვიანი პროცესორების იდეა გულისხმობს ერთ კორპუსში რამდენიმე


პროცესორის მოთავსებას, რითაც კომპიუტერს რამდენიმე პროგრამული ნაკადის
შესრულება შეუძლია. მისი კონკრეტული რეალიზაცია Intel-ისა და AMD-ს
პროცესორებისათვის მნიშვნელოვნად განსხვავდება.
 ფირმა Intel-ის მიერ შემუშავებული მრავალბირთვიანი პროცესორების ოჯახი Intel
Smithfield წარმოადგენს SMP სისტემების ნაირსახეობას.
 Smithfield-ის ორბირთვიან პროცესორებში ორი ჩვეულებრივი ბირთვი
მოთავსებულია ერთ კრისტალში და ელექტრულად მიერთებულია ერთ საერთო
სისტემურ სალტესთან. ამ ბირთვებს საერთო სქემოტექნიკა არა აქვთ. ინტელ-ის
ორბირთვიანი პროცესორი გარე ლოგიკის თვალსაზრისით ორ დამოუკიდებელ
პროცესორს წარმოადგენს.

მრავალბირთვიანობა ინტელ-ის თვალსაზრისით გულისხმობს სამი შესაძლო ვარიანტიდან


ერთერთს:

 დამოუკიდებელი პროცესორული ბირთვები, თითოეული თავისი კეშ-მეხსიერებით,


რომლებიც განლაგებულები არიან ერთ კრისტალზე და იყენებენ საერთო სისტემურ
სალტეს;
28
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

 მსგავსი ვარიანტი, როდესაც რამდენიმე ერთნაირი ბირთვი განლაგებულია სხვადასხვა


კრისტალზე, მაგრამ გაერთიანებულია პროცესორის ერთ კორპუსში
 (მრავალჩიპიანი პროცესორი);

 ბირთვები შესაძლებელია მჭიდროდ იყვნენ გადაჯაჭვულები ერთმანეთთან ერთ


კრისტალზე, ისე რომ იყენებდნენ კრისტალის საერთო რესურსებს (მაგალითად, სალტე
და კეშ-მეხსიერება).

პროცესორის ტექნოლოგიები

SMM (System Management Mode) ტექნოლოგია ანუ სისტემის მართვის რეჟიმი.

რაც დრო გადის ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა უფრო გონიერები


გავხადოთ პროცესორები. მაგალითად, თანამედროვე პროცესორს შეუძლია არეგულიროს
თავისი კვება მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ანუ თუ მას არ აქვს სრული დატვირთვა
იმუშაოს ნაკლებ ტაქტურ სიხშირეზე და შესაბამისად ნაკლები ენერგია მოიხმაროს. ასეთი
პროცესორები აუცილებელია პორტატულ კომპიუტერებში, სადაც კვება ბატარიებიდან ხდება
და შესაბამისად ეკონომიაა საჭირო. ამას უზრუნველყოფს ტექნოლოგია SMM (System
Management Mode) ანუ სისტემის მართვის რეჟიმი. პროცესორის ტექნოლოგიები MMX
ტექნოლოგია პროცესორის პროექტირებისას ინჟინრები ცდილობენ მათში წინასწარ ჩადონ
გარკვეული ინსტრუქციები, თუ როგორ შეასრულოს მან ესა თუ ის დავალება, რათა
მუშაობისას ამაზე დამატებითი რესურსები აღარ დაიხარჯოს. მაგალითად, აუდიოვიდეო და
სხვა გრაფიკული გამოთვლების ჩასატარებლად Pentium ადრეულ პროცესორებშივე ჩაიდო
ინსტრუქციების კრებული მულტიმედიასთან სამუშაოდ. ამ ტექნოლოგიას MMX ეწოდება.
ყველა თანამედროვე პროცესორი შეიცავს ასეთ ინსტრუქციებს და შეგვხვდება Intel-ის
პროცესორები SEE და SEE 2 ინსტრუქციათა კრებულით, ხოლო AMD 3D now და Enhanced 3D
now ინსტრუქციებს იყენებს.

SSE3(Streaming Single-Instruction-Multiple-Data (SIMD)


Extensions 3), არის Intel-ის ტექნოლოგია, გამოიყენება Intel-
ის და ზოგიერთ AMD-ს პროცესორებში. ეს არის
დამატებითი ინსტრუქციების ნაკრები, რომელიც აჩქარებს
გარკვეული ტიპის მონაცემების პროცესებს. ჩვეულებრივ
ეს აჩქარება შეიმჩნევა ვიდეო ან სხვა multimedia
პროცესებში. პროგრამებს რომლებსაც აქვთ SSE3-ის
მხარდაჭერა, შეიძლება გაეშვას 1015%-ით ან სულაც 100%-
ით უფრო სწრაფად. რა თქმა უნდა ისეთ პროცესორებზე
რომლებსაც ექნებათ SSE3-ის მხარდაჭერა.
29
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

ინტელი იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს პროცესორების გასაძლიერებლად აქ


წარმოდგენილია რამდენიმე მათგანი.
დატვირთვის შემთხვევაში ზრდის
პროცესორის წარმადობას
Intel Turbo Boost Technology

დაცულობის დონის აწევისთვის


ინტეგრირებული სისტემა
Intel vPro Technology

წარმადობისა და შრომისუნარიანობის
გაზრდა
Intel Hyper-Threading Technology

Thermal Monitoring Technologies იცავს პროცესორს გადახურებისგან

აკონტროლებს კვებას მოთხოვნის


SMM შესაბამისად

აძლევს საშვალებას იმუშაოს 64 ბიტიან


Intel® 64 Technology
სისტემებთან

AMD-ს ტექნოლოგიები

AMD HyperTransport Technology სისტემას საშუალებას აძლევს უფრო


ეფექტურად გამოიყენოს მეხსიერება მისი
შექმნის ძირითადი დანიშნულებაა
ჩაანაცვლოს FSB.
30
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

AMD Turbo Core დატვირთვის შემთხვევაში ზრდის


წარმადობას

Energy-Efficient უზრუნველყოფს ენერგიის ეფექტურად


გამოყენებას

Virtualization Technology ეხმარება კომპიუტერს ვირტუალურ


საოპერაციო სისტემებთან მუშაობაში.

პროცესორი და ტემპერატურული რეჟიმი

პროცესორების არსებობის მანძილზე ყოველთვის აქტუალური იყო მუშაობისას მათი


გაგრძელების საკითხი. როგორც ვიცით, იგი ელექტრონული მოწყობილობაა და
იკვებება მუდმივი დენით, სხვადასხვა პროცესორების სამუშაო ძაბვა მერყეობს 1,2-3,3
V ფარგლებში და მოიხმარენ 100 W-მდე ენერგიას. მუდმივი დენი კვარცული
ინვერტორის მიერ გარდაიქმნება ცვლად დენად და როდესაც ვსაუბრობთ ტაქტურ
სიხშირეზე ამ დენის სიხშირეს ვგულისხმობთ, ანუ რაც მაღალი სიხშირის დენი გვაქვს
მით სწრაფად ირთვებიან და ითიშებიან ტრანზისტორები, რაც თავის მხრივ მათ
გახურებას იწვევს. რომ არ მოხდეს მათი გადაწვა, საჭიროა ისინი მუდმივად
გავაგრილოთ. არსებობს გარკვეული ზღვრები, რომლებიც განსაზღვრავენ
პროცესორთა ტემპერატურულ რეჟიმებს. Intel-ის პროცესორები შედარებით დაბალ
ტემპერატურაზე (40-500) მუშაობენ კარგად, AMD კი 50-600-ზე. ძალიან დაბალ
ტემპერატურაზე მუშაობამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ხშირად ზამთარში,
გაუთბობელ ოთახში კომპიუტერს ჩატვირთვა უჭირს. ასე რომ, გაგრილების საკითხს
დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გაგრილება

კომპიუტერის მუშაობისას ელექტრონული კომპონენტები ხურდება. ეს გამოწვეულია მათში


გამავალი დენით. კომპიუტერული კომპონენტების სარგებლიანობა კი მაღალია იმ
შემთხვევაში, თუ ისინი ნორმალური ტემპერატურის არიან. თუკი ზედმეტი სითბო არ
31
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

გაიფანტა, კომპიუტერის მუშაობა შენელდება. ძალიან მაღალი ტემპერატურეს დროს კი


შეიძლება კომპიუტერის კომპონენტებიც დაზიანდეს. კორპუსის შიგნით ჰაერის ნაკადის
გაზრდა უფრო მეტი სითბოს გამოტანის საშუალებას იძლევა. ეფექტური გაგრილებისათვის
კორპუსის შიგნით ყენდება ვენტილატორები.

პროცესორების გასაგრილებლად გამოიყენება ქულერები (Cooler) ისინი ზემოდან ადგებიან


პროცესორების კორპუსს. სითბოს უკეთესი გადაცემისთვის მათ შორის აცხებენ სპეციალური
თერმოპასტის თხელ ფენას.

არსებობს აქტიური და პასიური ქულერები. აქტიურია ქულერი, თუ რადიატორზე


დამატებით ვენტილაორია დამაგრებული, ხოლო პასიურ ქულერებს ვენტილატორები
არ აქვთ.

პასიური გამაგრიელებლები - პროცესორის


გაგრილებისთვის საჭიროა პროცესორზე პასიური
გამაგრილებლის(რადიატორი) დაყენება. რადიატორი
თერმული გამტარისგან (ჩვეულებრივ ალუმინისგან)
მზადდება, რომელიც პროცესორის სითბოს
რადიატორის წიბოებზე ატარებს. რადიატორი
შეიძლება მიწებებული იყოს პროცესორზე, ან
ეჭირებოდეს მას სპეციალური მექანიზმის
საშუალებით.
32
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

აქტიური გამაგრილებლები - აქტიურ გამაგრილებელს


წარმოადგენს რადიატორი მასზე დაყენებული
ქულერით. ქულერის მუშაობისთვის აუცილებელია
ელექტროენერგია. რადიატორზე დამაგრებულ
ვენტილატორს გამოაქვს სითბო CPU-დან.
ვენტილატორები შეიძლება ჰქონდეთ სხვა
კომპონენტებსაც, რომელთა გადახურება გადაწვავს
კომპიუტერს. გაფართოების პლატებიც ასევე ძლიერად
ხურდებიან.

დღეისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ქულერები, მძლავრ სისტემებში გასაგრილებლად


მაცივრის საყინულის ტიპის ქულერებიც გამოიყენება. ძალიან მძლავრ ცენტრალურ და
გრაფიკულ პროცესორებს შესაძლოა მიუერთდეს წყლით გაგრილების სისტემა. რსებობს
აგრეთვე თხევადი აზოტით გაგრილების სისტემა, ფრეონით გაგრილების სისტემა და ა.შ.
33
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

როგორ შევარჩიოთ პროცესორი

1. პირველ რიგში აირჩიეთ სოკეტი დედა პლატასთან


დასაკავშირებლად. ამიტომაც საჭიროა რომ დედა
პლატასაც და პროცესორსაც ერთნაირი სოკეტი ქონდეთ.
თუ თქვენ ყიდულობთ პროცესორს მზა კომპიუტერი-
სთვის - გაიგეთ დედა პლატის სოკეტი. ამის გაგება
შეგიძიათ პროგრამა EVEREST-ით. ასევე შეგიძლიათ გახ-
სნათ კეისი, ჩაიწერეთ დედა პლატის სერია და იპოვეთ
მწარმოებლის საიტზე დამატებითი ინფორმაცია.

ზოგადად, ოფისის კომპიუტერებში გამოიყენება სოკეტი LGA1156, სახლის


კომპიუტერებისთვის LGA1366, სათამაშო, გეიმერული კომპიუტერებისთვის LGA2011.

2. აირჩიეთ სიხშირე. სინამდვილეში პროცესორის


წარმოებადობა დგინდება არა სიხშირით, არამედ
სიხშირის წარმოქმნით და ბირთვების რაოდენობით. ეს
ნიშნავს, რომ პროცესორი 4 ბირთვით და სიხშირით 2 Ghz
იქნება უფრო მძლავრი, ვიდრე პროცესორი 2 ბითვით და
3 Ghz - თი.ოფისის კომპიუტერისთვის ოპტიმალური
ვარიანტი არის 2 ბირთვიანი პროცესორი 2.5 Ghz-თი.
სათამაშო და სახლის კომპიუტერებისათვის კი გირჩევთ
4 ბირთვიანი პროცესორების შეძენას.

3. 3არ დაგავიწყდეთ პროცესორის შეძენასთან ერთად


შეიძინოთ ქულერი (ვენტილატორი). ის ყენდება
პროცესორზე და მჭიდროდ მაგრდება, რათა არ დაუშვას
მისი გადახურება. პასიური თბოამრინებლები
(რადიატორი) პროცესორის გაგრილებისთვის საჭიროა
პროცესორზე პასიური თბოამრინებლის (რადიატორის)
დაყენება. რადიატორი თერმული გამტარისაგან
(ჩვეულებრივ ალუმინისგან) მზადდება, რომელიც
პროცესორის სითბოს რადიატორის წიბოებზე
ატარებს. რადიატორი შეიძლება მიწებებული იყოს პროცესორზე, ან ეჭირებოდეს მას
სპეციალური მექანიზმის საშუალებით. მეორე შემთხვევაში, თბური კონტაქტის გაუმ-
ჯობესებისთვის, რადიატორის და პროცესორის საკონტაქტო ზედაპირებს
თბოგამტარი პასტით ფარავენ. პასიური თბოამრინებლის წარმატებული მუშაობის
წინაპირობაა ჰაერის ნაკადი, რომელიც სისტემურ ბლოკში მოთავსებული
ფრიალიდან(ჩოოლერ) რადიატორის წიბოების მიმართულებით უბერავს.
რადიატორები ტრადიციულად ალუმინისგან მზადდება, თუმცა თანამედროვე
34
პროცესორი ლექსო ბეროზაშვილი

მაღალსიხშირული პროცესორებისთვის უპირატესობა სპილენძის რადიატორებს ენი-


ჭებათ, რომლებიც უფრო მაღალი თბოგამტარობით გამოირჩევიან.
რამდენიმე ასეული მჰც სიხშირის პროცესორებში უმეტესად პასიური
თბოამრინებლები გამოიყენებოდა. თანამედროვე მაღალსიხშირული პროცესორები
ბევრად მეტ სითბოს გამოყოფენ, ამიტომ მათი ეფექტური გაგრილებისთვის
აუცილებელია აქტიური თბოამრინებლების გამოყენება.

You might also like