You are on page 1of 78

მუდმივი მეხსიერება

1. ჩამოაყალიბეთ მუდმივი მეხსიერების დანიშნულება და


დამახასიათებელი თვისებები

Მუდმივი მეხსიერება არის ქარხნული მონაცემები, რომელიც


აუცილებელია პროგრამის ფუნქციონირებისთვის, იგი არ არის
კვებაზე დამოკიდებულია და მონაცემები ნარჩუმდება
კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც კი.

2. რაში მდგომარეობს პროგრამა BIOS-ის დანიშნულება?


დაასახელეთ BIOS-ის ძირითადი მწარმოებელი ფირმები.
BIOS სისტემურ პლატაზე განთავსებული მუდმივი
მეხსიერების მიკროსქემაში ფირმა-დამამზადებლის მიერ
დაწერილი პროგრამაა, ის ინდივიდუალური ყველა მოდელის
სისტემური პლატისთვის და მისი საბაზისო პროგრამების
კრებულს წარმოადგენს. Მისი მწარმოებელი ფირმებია: AMI,
Award sowtware, Phoenix technologies.

3. ფიზიკურად სად იწერება CMOS Setup და როგორ


ხორციელდება მისი კვება კომპიუტერის გამორთულ
მდგომარეობაში ყოფნის დროს?
CMOS setup იწერება სისტემური პლატის მიკროსქმების
კრებულის(chipset) მიკროსქემაში south
bridge(IOCH), რომელიც ე.წ. CMOS მეხსიერებას შეიცავს.
Კომპიუტერის გამორთვის შემდეგ იგი სისტემურ პლატაზე
განთავსებული 3 -ვოლტიანი ბატარეის საშუალებით იკვებება.
4. ჩამოთვალეთ BIOS-ის ქვეპროგრამები. ჩამოაყალიბეთ
თითოეული მათგანის დანიშნულება
POST-კომპიუტერის ძირითადი კომპონენტების ტესტირების
პროგრამა. Ეს პროცედურა გაიშვება ავტომატურად,
კომპიუტერის ჩართვის შემდეგ
BIOS-ის პარამეტრების დასაყენებელი პროგრამა(BIOS Setup),.
Ადმინისტრატორს შეუძლია მოწყობილობის პარამეტრების
შეცვლა, ეს პროცედურა ადმინისტრატორის მიერ, მხოლოდ
სისტემური პლატის BIOS-ისთვის ინდივიდუალური
კლავიშების დაჭერით გააქტიურდება

Დაბალი დონის აპარატული დრაივერები

Ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი, ქვეპროგრამა რომელიც


BIOS Setup ში განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ეძებს
ჩამტვირთავ სექტორებს დამგროვებლებში. Ასეთი სექტორის
აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დამგროვებლიდან
ოპერაციული სისტემა იტვირთება.

5. აღწერეთ ოპერატიულ მეხსიერებაში BIOS-ის ჩატვირთვის


პროცესი. რა თანმიმდევრობით სრულდება BIOS-ის
ქვეპროგრამები?

Ზოგადად ოპერატიულ სისტემაშუ პროგრამების ჩატვირთვის


თანმიმდევრობა შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ
მოდელზე. Ბიოსი იტვირთება ავტომატურად კომპიუტერის
ჩართვისთანავე. Პროცესორის მიერ თანმიმდევრობით
სრულდება ბიოსის შემდეგი ქვეპროგრამები: POST, BIOS Setup,
დაბალი დონის დრაივერები, ოპერატიული სისტემის
ჩამტვირთავი ქვეპროგრამა.

6.რა შედეგების მიღებაა შესაძლებელი POST პროცედურის


შესრულებისას?

. Აპარატურა წესრიგშია, შეცდომა არ არის აღმოჩენილი და


ავტომატურად სრულდება ბიოსის შემდგომი პროცედურები
. Აღმოჩენილია არაფატალური შეცდომა, ამ შემთხვევაში
შეცდომის მიუხედავად კომპიუტერს შეუძლია გააგრძელოს
მუშაობა, ეკრანზე გამოჩნდება ჩეცდომის შესახებ შეტყობინება
და კომპიუტერის მუშაობის გაგრძელების შემოთავაზება, ამ
უკანასკნელზე დათანხმება F1 კლავიშზე დაჭერით შეიძლება.
.აღმოჩენილია ფატალური შეცდომა, ამ შემთხვევაში
კომპიუტერის მუშაობის გაგრძელება შეუძლბელია, ეკრანზე
გამოჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ, თუმცა მუშაობის
გაგრძელების შესახებ არა, ამიტომ კომპიუტერი უნდა
გამოირთოს და აღმოიფხვრას შეცდომის მიზეზი.

.ეკრანის გაშავება. Თუ გამოვრიცხავთ კვების ბლოკის ან


მონიტორის დაზიანებას, ადგილი აქვს ე.წ. ,,დიდი ოთხეულის”
შეცდომას, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს
სისტემური პლატის, პროცესორის,ოპერატიული მეხსიერების
ან ვიდეოპლატის შეცვლა.
7.ჩამოაყალიბეთ დაბალი და მაღალი დონის დრაივერე-ბის
არსი, მოახდინეთ მათი შედარებითი ანალიზი.

Ბიოსის დრაივერებს დაბალი დონის დრაივერებს უწოდებენ,


რადგან ისინი შესაბამისი მოწყობილობების მინიმალურ
რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფენ, ოპერაციული სისტემის
ჩატვიირთვის შემდეგ ისინი წყვეტენ ფუნქციონირებას და
იტვირთება იმავე და სხვა მოწყობილობების მაღალი დონის
დრაივერები.

8. ჩამოთვალეთ, რა სიახლეებია რეალიზებული UEFI BIOSში


კლასიკურ BIOS-თან შედარებით?
. რეალიზებულია 2 ტერაბაიტზე მეტი მოცულობის
დამგროვებლის მხარდაჭერა

. Შესაძლებელია დამგროვებლის 128-მდე ლოგიკურ


მოწყობილობას დაყოფა.

. Უსაფრთხოების სიტემა secure boot რომელიც BIOS-ის


მიკროსქმემას იცავს ვირუსებისგან და კომპიუტერის
უსაფრთხო ჩატვირთვას უზრუნველყოფს
.სხვადასხვა სენსორები, კომპიუტერის კომპონენტების
მდგომარეობის თვალსაჩინო კონტროლისთვის
.გრაფიკული ინტერფეისები(შესაძლებელია მაუსითაც
მუშაობა)
.ინგლისურის გარდა სხვა ენების მხარდაჭერა
.თუ ოპერაციულ სისტემას მოწყობილობის შესაბამისი
დრაივერი არ გააჩნია, ოპერაციულ სისტემაში შესაძლებელია
UEFI დრაივერის გამოყენება
.უფრო სწრაფად იტვირთება ოპერაციული სისტემები

9. ჩამოთვალეთ მუდმივი მეხსიერების მიკროსქემების ტიპები


და მოახდინეთ მათი შედარებითი ანალიზი.
ROM-მიკროსქემების დაპროგრამება ხდება დამზადების დროს
და შემდგომში მასში ჩაწერილი პროგრამის შეცვლა
შეუძლებელია. Ბიოსის შესაცვლელად თავად მიკროსქემა უნდა
შეიცვალოს
PROM-მიკროსქმების დაპროგრამება ხდება ერთჯერადად
დაზადების შემდეგ, სპეციალიური მოწყობილობის -
პროგრამატორის საშუალებით
EPROM-წაშლის და მრავალჯერადი ჩაწერის შესაძლებლობის
მქონე მიკროსქემა, ამ მიკროსქმების დაპროგრამება
შესაძლებელი იყო მრავალჯერ, სპეციალური პროგრამატორის
საშუალებით, რომელიც კომპიუტერს სტანდარტული
მიმდევრობით , ან პარალელურ პორტს უერთდებოდა.
ჩაწერილი ინფორმაციის წაშლა მიკროსქემის კორპუსში
არსებულ ფანჯარაზე ულტრაიისფერი სხივების მიმართვით
ხორციელდება. თუ მიკროსქემას ფანჯარა არ გააჩნია, წაშლა
რენტგენის სხივებით სრულდება. წაშლის ოპერაციის
დასრულების შემდეგ ფანჯარა აუცილებლად უნდა დაიფაროს.
EEPROM-თანამედროვე მუდმივი მეხსიერების დე ფაქტო
სტანდარტია. Იგი Flash მეხსიერებას წარმოადგენს. Ბიოსის
როგორც წაშლა ისე ახალი ვერსიის ჩაწერა შესაძლებელია
პროგრამულად და ამისთვის არ არის საჭირო კორპუსის გახსნა
და მიკროსქემის ამოღება. ბიოსის განახლება სრულდება მაშინ
როცა ახალ ვერსიაში სწორდება არსებული ვერსიის
ეცდომები,დამატებულია ახალი მოწყობილობების(მაგალითად
ახალი პროცესორის) მხარდაჭერა და დამატებულია ახალი
ფუნქციები.
RAM
2. როგორი თანმიმდევრობით იტვირთება პროგრამები
ოპერატიულ მეხსიერებაში?
1.POST
2. დაბალი დონის დრაივერები
3. ოპერაციული სისტემა ვინჩესტერიდან
4.ოპერაციული სისტემა მაღალი დონის დრაივერებით(დაბალი
დონის დრაივერები წყვეტენ ფუნქციონირებას)
5. მომხმარებლის მიერ გამოძახებული პროგრამები
6. პროგრამებში მუშაობისას მიღებული შედეგები

3. აღწერეთ ოპერატიული მეხსიერების სტრუქტურა

Ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემა მატრიცებისგან


შედგება. Თითოეულ მატრიცას შეტანა/გამოტანის ერთი ხაზი
აქვს. Რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მონაცემების 1
ბიტის წაკითხვა/ჩაწერა. Შესაბამისად 4, 8 და 12 მატრიციან
მიკროსქემებს ამავე რაოდენობის შეტანა/გამოტანის ხაზები
გააჩნიათ. Მიქროსქმების პარალელური ჩართვით 64 თანრიგა
ხაზი ფორმირდება. Მიკროსქემაზე მეხსიერების უჯრედის
მისამართის მიწოდებისას ერთდროულად ხდება ბიტების
წაკითხვა/ჩაწერა ყველა მატრიცის იმ უჯრედებიდან,
რომელთაც მოცემული მისამართი გააჩნიათ. მეხსიერების
მიკროსქემის ტევადობა მატრიცაში ელემენტების რაოდენობის
და შეტანა/ გამოტანა ხაზების ნამრავლის ტოლია

4. აღწერეთ რეგისტრული მეხსიერება.

Რეგისტრული მეხსიერება ზე მაღალი სიჩქარის მეხსიერებაა და


პროცესორის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. Იგი ციფრული
ელექტრონული სქემაა, რომელიც ორობითი რიცხვების
დროებით შენახვას ემსახურება. Პროცესორი რამდენიმე ათეულ
რეგისტრს შეიცავს და მათი უმეტესობა პროცესორის მიერ
გამოიყენება და მიუღწეველია პროგრამისტისათვის,
მაგალითად მიმდინარე ბრანებების წაკითხვისას იგი
ბრძანებათა რეგისტრში თავსდება, თუმცა ზოგიერთი
რეგისტრი პროგრამულად მიღწევადია, მაგალითად რიცხვის
შეკრებისთვის ისინი საერთო დანიშნულების რეგისტრში
თავსდება, ხოლო შედეგი რეგისტრ-აკუმულატორში იწერება.
Რეგისტრების მიღწევის დრო რამდენჯერმე ნაკლებია cache
მეხსიერების მიღწევის დროსთან, თუმცა მათი საერთო
მოცულობა ძალიან მცირეა

5. ოპერატიული მეხსიერების რომელი ძირითადი


ტექნოლოგიური ტიპებია თქვენთვის ცნობილი? დაახასიათეთ
ისინი.
1. დინამიური მეხსიერება-DRAM, მისი უპირატესობა
უჯრედების მჭიდრო განლაგებაა და მცირე ზომის
მიკროსქემაში შესაძლებელია დიდი მოცულობის მეხსიერების
რეალიზაცია. Უჯრედებს მცირე ზომის კონდესატორები
წარმოადგენენ . ბიტები კონდესატორში მუხტების
არსებობა/არარსებობით კოდირდება. Კონდენსატორებს მუხტის
თანდათანობით გაჟონვა ახასიათებთ, ამიტომ აუცილებელია
პროცესორის მიერ მეხსიერების უჯრედების პერიოდული
რეგენერაცია, სწორედ აქედან გამომდინარეობს
ტერმინი ,,დინამიური” მად უმეტესად SDRAM ტიპის
მიკროსქემები გამოიყენება. მათი მუშაობის სიხშირე
სისტემური პლატის სიხშირესთანაა სინქრონიზებული.
2.სტატისტიკური მეხსიერება-SRAM, ყოველი ბიტის შესანახად
ექვსი ტრანზისტორისგან შემდგარი კლასტერი გამოიყენება.

6. მოახდინეთ ოპერატიული მეხსიერების ძირითადი


ტექნოლოგიური ტიპების შედარებითი ანალიზი.
DRAM-საჭიროებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს დაბალი
ფასი და მაღალი ინტეგრაციის ხარისხი, თუმცა გამოირჩევა
შედარებით დაბალი სწრაფქმედებით. მისი მიკროსქემის
ბაზაზე რეალიზებულია ძირითადი ოპერატიული მეხსიერება
SRAM- არ საჭიროებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს მაღალი
ღირებულება და დაბალი ინტეგრაციის ხარისხი, თუმცა ბევრად
სწრაფია დინამიურ მეხსიერებასთან შედარებით. Მისი
მიკროსქემის ბაზაზე რეალიზებულია cache მეხსიერება

10. რა განსხვავებები და უპირატესობები გააჩნიათ


ოპერატიული მეხსიერების DIMM მოდულებს SIMM
მოდულებთან შედარებით?
SIMM მოდულებისგან განსხვავებით DIMM მოდულები
აღჭურვილია ერთმანეთისგან დამოუკიდებებელი ორრიგა
კონტაქტებით. DIMM მოდულების თანრიგიანობა სისტემური
სალტის თანრიგიანობის ტოლია, ამიტომ მათი კენტი
რაოდენობის დაყენებაცაა შესაძლებელი

11. ჩამოაყალიბეთ DDR ტექნოლოგიის არსი


DDR SDRAM სტანდარტი SDRAM DIMM სტანდარტის
გაუმჯობესებული ვარიანტია. თანამედროვე ოპერატიული
მეხსიერება DDR ტექნოლოგიის საფუძველზეა დამუშავებული.

Მისი განვითარების ძირითადი მიმართულებებია


. ოპერატიული მეხსიერების გამტარუნარიანობის გაზრდა,
რომელიც კავშირშია მის სიხშირესთამ

. Ენერგომოხმარების შემცირება
.გაზრდილი ტევადობის ოპერატიული მეხსიერების
მიკროსქემების და მთლიანად მეხსიერების მოდულების
წარმოება, რაც მიკროსქემების ინტეგრაციის ხარისხის ზრდას
უკავშირდება
DDR SDRAM სტანდარტი წინამორბედ SDRAM DIMM
სტანდარტთან შედარებით მონაცემთა გადაცემის სიჩქარის
ორჯერ ზრდას უზრუნველყოფს. სიჩქარის ზრდას არა სატაქტო
სიხშირის მომატება, არამედ ერთ ციკლში ერთის ნაცვლად ორი
მონაცემის გადაცემის პრინციპი განაპირობებს. Მონაცემების
გადაცემა მეხსიერების მოდულის მიკროსქემიდან სისტემურ
პლატაზე განთავსებულ კონტროლერზე სალტის
სინქროსიგნალის ორივე ფრონტზე ხორციელდება. Სწორედ ეს
არის DDR ტექნოლოგიის არსი

12. აღწერეთ ოპერატიული მეხსიერების DDR მოდულები.


DDR მოდული სტანდარტულ DIMM მოდულს არ ეთავსება,
მიუხედავად იმავე ზომებისა, DDR მოდულს 184 კონტაქტი და
გასაღები აქვს, რაც შეუძლებელს ხდის მის სტანდარტულ DIMM
სლოტში დაყენებას. Არსებობს 2.5 და 1.8 ვოლტ ძაბვაზე
მომუშავე მოდულები, მათთვის გასაღებები განსხვავებულადაა
დაძრული, რათა მოდულის გასნხვავებული სტანდარტის
სლოტში დაყენება ვერ მოხერხდეს.

13. ჩამოაყალიბეთ DDR2 ტექნოლოგიის არსი.


DDR2 SDRAM ტექნოლოგიის მიხედვით მეხსიერების
მიკროსქემების მონაცემთა შიგა სალტის სიხშირე ორჯერაა
შემცირებული მეხსიერების მიკროსქემების მონაცემთა გარე
სალტის (შეტანა-გამოტანის ბუფერების) რეალურ სატაქტო
სიხშირესთან შედარებით. მაგალითად, DDR 2-800 მეხსიერების
მიკროსქემების შემთხვევაში შეტანა-გამოტანის ბუფერების
სამუშაო სიხშირე 400 მჰც-ს შეადგენს, ხოლო მონაცემთა გარე
სალტის „ეფექტური“ სიხშირე მხოლოდ 200 მჰც-ს

14. აღწერეთ ოპერატიული მეხსიერების DDR2 მოდულები


DDR2 SDRAM წარმოადგენს DDR SDRAM სტანდარტის
გაზრდილი სწრაქმედების მქონე ვერსიას. DDR2 SDRAM
მოდული 240 კონტაქტიანია. Მას ცენტრის მიმართ
არასიმეტრიულად ჩაჭრილი გასაღები გააჩნია ამიტომ ამ
მოდულის სხვა სტანდარტის სლოტში ან მისსავე სლოტში
უკუღმა დაყენება შეუძლებელია.

16. ჩამოაყალიბეთ მეხსიერების ტაიმინგის არსი.

Ოპერატიული მეხსირების ლატენტურობის და აქედან


გამომდინარე წარმარდობის შეფასებისთვის შემოტანილია
მეხსიერების ტაიმინგების სქემა. Ტაიმინგი ოთხი რიცხვის
კრებულით მოიცემა, რომლებიც მეხსიერების მიკროსქემის
მუშაობის პროცესში წარმოქმნილ დაყოვნებებს აღწერენ.

17. ჩამოაყალიბეთ DDR3 ტექნოლოგიის არსი.


DDR3 ტექნოლოგია მეხსიერების ტიპია, რომელიც DDR2-ის
გაუმჯობესებულია ვერსიაა. Იგი გვთავაზობს უფრო მაღალი
სიქარით გადაცემის შესაძლებლობას, ასევე გაზრდილ
გამტარუნარიანობას და ენერგომოხმარების დაბალ დონეს

18.აღწერეთ ოპერატიული მეხსიერების DDR3 SDRAM


მოდულები

Ისევე როგორც DDR2 მეხსიერების მოდულები DDR3


მეხსიერების მოდულებიც 240 კონტაქტიანი პლატის სახით
იწარმოება(120 კონტაქტი თითოეულ მხარეს) თუმცა მისი
მეხსიერების მოდულები DDR2 მეხსიერების მოდულებთან
ელექტრულად შეუთავსებლები არიან, ამიტომ
მათი ,,გასაღებები” განსხვავებულადაა განლაგებული.

19. აღწერეთ ოპერატიული მეხსიერების DDR3 SDRAM


მოდულების კონსტრუქციული უპირატესობები DDR2 SDRAM
მოდულებთან შედარებით.
.კვების და დამიწების კონტაქტების მეტი რაოდენობა, რაც
თითოეულ კონტაქტზე ნაკლებ დენს და შესაბამისად მოდულის
ნაკლებ გადახურებას განაპირობებებს.
.კვებისა და სასიგნალო კონტაქტების გაუმჯობესებული
განაწილება, რაც ელექტრული სიგნალების ხარისხს
აუმჯობესებს, ეს კი აუცილებელია მაღალ სიხშიერეებზე უფრო
მყარი ფუნქციონირებისთვის

20. ჩამოაყალიბეთ DDR4 ტექნოლოგიის არსი


DDR4 ტექნოლოგიაში წინა ვერსიასთან შედარებით უამრავ
გაუმჯობესებებს ვხვდებით ესენია: გაზრდილი
გამტარუნარიანობა, სამუშაო ძაბვის შემცირება, გაზრდილი
საიმედობაა, ენერგოეკონომიურობა, გაზრდილი მოცულობა და
მეხსიერების კონტროლერის განახლებული ინტერფეისი

21. ჩამოაყალიბეთ DDR4 სტანდარტით გათვალისწინებული


შეცდომების აღმოჩენის და კორექციის მეთოდები
Მაღალ სიხშირეზე მონაცემთა დიდ მასივებთან მუშაობა ზრდის
შეცდომების წარმოქმნის ალბათობას, DDR4 სტანდარტით
გათვალისწინებულია შეცდომების აღმოჩენის და კორექციის
გარკვეული მექანიზმი, კერძოდ, მისამართებისა და
ბრძანებებისთვის გამოყენება ლუწობაზე კონტროლი, ხოლო
მეხსიერებაში ჩასაწერი მონაცემებისთვის -CRS კოდები.
Ბუნებრივია იწარმოება ECC კოდების მხარდამჭერი DDR4
მოდულები
22. შეადარეთ ერთმანეთს DDR3 სტანდარტის Multi-Drop Bus
და DDR4 სტანდარტის Point-to-Point Bus ინტერფეისები.
DDR3 სტანდარტის მიხიდევით მეხსიერებასა და მის
კონტროლერს შორის ორარხიანი Multi-Drop Bus ინტერფეისი
გამოიყენება, მაგალითად ოთხი სლოტის გამოყენების
შემთხვევაში თითო არხს ორი მოდული უკავშირდება, რაც
ზღუდავს მეხსიერების სისტემის წარმარდობას.
DR4 სტანდარტში უფრო ეფექტური სქემა გამოიყენება - ერთი
მოდული - ერთი არხი. სალტის ახალ ტიპს Point-to-Point Bus
ეწოდება.

25. რა განაპირობებს DDR4 მეხსიერების ენერგოეკონომიურობას


DDR3 მეხსიერებასთან შედარებით?
DDR4 მხარს უჭერს ახალ ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს
DDR3 მოდული მაგალითად მხოლოდ ერთ საბაზისო ძაბვას
იყენებს რომელი ძაბვის შიგა გარდამქმნელების საშუალებით
უნდა გაიზარდოს ზოგიერთი ტიპის ოპერაციის
შესასრულებლად. ამ დროს დამატებითი სითბო გენერირდება
და მცირდება მეხსიერების სისტემის ეფექტურობა. DDR4
სპეციფიკაციით ამავე მიზნისთვის კვების გარე გარდამქმნელის
გამოყენებაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, DDR4
სტანდარტი გაუმჯობესებულ, POD ინტერფეისს იყენებს,
რომელიც წინამორბედი SSTL ტექნოლოგიისგან განსხვავებით
გამორიცხავს დენის გაჟონვას მეხსიერების უჯრედების
მმართველი სქემიდან. DDR4-ში ენერგოეფექტური
ტექნოლოგიების კომპლექსის გამოყენებამ DDR3-თან
შედარებით ენერგომოხმარების 30%-იანი შემცირება
განაპირობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
პორტატიული მოწყობილობებისთვის.

27. ჩამოაყალიბეთ DDR5 ტექნოლოგიის არსი


DDR5 სტანდარტი ძირითადი ოპერატიული მეხსიერების
განვითარების შემდეგი საფეხურია. მეხსიერების
მიკროსქემების იგივე სამუშაო სიხშირის შემთხვევაში DDR5
უზრუნველყოფს DDR4-თან შედარებით გაორმაგებულ
გამტარუნარიანობას, რაც არხების რაოდენობის 32-მდე
გაზრდით მიიღწევა.
28. რა განაპირობებს DDR5 მეხსიერების ენერგოეკონომიურობას
DDR4 მეხსიერებასთან შედარებით?
DDR5-ის მთავარი უპირატესობა DDR4-თან შედარებით
შემცირებული ენერგომოხმარებაა, რაც განსაკუთრებით
მობილური სისტემებისთვისაა მნიშვნელოვანი. იგივე სიხშირის
სისტემური პლატის მხარდაჭერისთვის DDR5 მეხსიერების
მიკროსქემების სიხშირე ორჯერ ნაკლებია DDR4
მიკროსქემებთან შედარებით, გარდა ამისა უფრო დაბალია
საბაზისო ძაბვა-1.1ვ(DDR4-ში 1.2ვ-ია)

31. რა მინიმალური სიხშირე უნდა გააჩნდეს DDR2 სტანდარტის


მეხსიერების უჯრედებს 800 მჰც სიხშირის სისტემური პლატის
მარდაჭერისთვის?
800 /4= 200 მჰც

32. რა მინიმალური სიხშირე უნდა გააჩნდეს DDR3 სტანდარტის


მეხსიერების უჯრედებს 1066 მჰც სიხშირის სისტემური პლატის
მარდაჭერისთვის?
1066/8 = 133 მჰც (მიახლოებით)

33. რა მინიმალური სიხშირე უნდა გააჩნდეს DDR4 სტანდარტის


მეხსიერების უჯრედებს 3200 მჰც სიხშირის სისტემური პლატის
მარდაჭერისთვის?
3200/16 = 200 მჰც
ინტერფეისები

1. აღწერეთ მონაცემთა მიმდევრობითი და პარალელური


გადაცემის პრინციპები. მოახდინეთ მათი შედარებითი
ანალიზი.
მონაცემთა მიმდევრობით გადაცემისას სალტეში მონაცემთა
გადაცემას მხოლოდ ერთი ხაზი(გამტარი) ემსახურება, რომლის
საშუალებითაც ბიტები თანმიმდევრობით გადაიცემა, თუმცა
ხაზების საერთო რაოდენობა როგორც წესი 1 ზე მეტია, რადგან
დამატებითი ხაზებით მმართველი სიგნალები გადაიცემა.

Მონაცემთა პარალელური გადაცემისას სალტე მონაცემთა


გადასაცემად ერთდროულად m რაოდენობის ხაზს იყენებს. m
სიდიდე სალტის თანრიგიანობას(“სიგანეს”) განსაზღვარს და ის
როგორც წესი 8-ის ჯერადია(1 ბაიტი) და შეიძლება, 8, 16, 32, 64
და ა.შ ბიტს შეადგენდეს

2. ჩამოაყალიბეთ თანამედროვე ტენდენციები ინტერფეისების


განვითარების სფეროში
თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება
როგორც პარალელური, ისე მიმდევრობითი სალტეები.
კომპიუტერების განვითარების ადრეულ ეტაპებზე
უპირატესობა პარალელურ სალტეებს ენიჭებოდა, რომელთა
გამტარუნარიანობის ზრდა ძირითადად სალტის
თანრიგიანობის და სამუშაო სიხშირის მომატებით მიიღწეოდა.
მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა პარალელური
სალტეების მიმდევრობითი სალტეებით თანდათანობითი
ჩანაცვლების ტენდენცია განაპირობა. Ამას კი რამდენიმე
მიზეზი აქვს:
.პარალელურ ინტერფეისებს გადაცემული სიგნალების ფაზური
ძვრა ახასიათებთ, ანუ ამ დროს სიგნალები გამტარში
სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება და მიმღებ მოწყობილობებს
განსახვავებულ დროებში მიეწოდება, ამ ყველაფერს კი
გამტარებში წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური დენი
განაპირობებს, რომლებიც მეზობელ გამტარებზე მოქმედებენ,
რაც უფრო დიდია ამ ტიპის კაბელის სიგრძე და სამუშაო
სიხშირე, მით უფრო რთულია ამ პრობლემის გადაჭრა
.მიმდევრობითი ინტერფეისები მცირე რაოდენობის გამტარებს
იყენებენ ამიტომ მონაცემთა გადაცემისას წარმოქმნილი
ხარვეზები ბევრად ნაკლებია პარალელურთან შედარებით
.მიმდევრობითი ინტერფეისის კაბელი ბევრად იაფია, რადგან
რამდენიმე გამტარისგან შედგება და ნაკლებია მოთხოვნები
კაბელის ეკრანირების მიმართ.
.შეფერხების დასაძლევად პარალელურ ინტერფეისებში უფრო
მაღალი ძაბვა გამოიყენება ამიტომ მაღალ სიხშირეებზე
მუშაობისას ისინი ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას
ანათებენ.
. პარალელურ ინტერფეისებში გამოყენებული მაღალი ძაბვის
სიგნალების მიღება თანამედროვე მიკროსქემების
გამოსასვლელებზე პრობლემატურია.
. მიმდევრობით ინტერფეისებში შესაძლებელია თანამედროვე
ტრანზისტორებისთვის მიღწევადი გეგაჰერცობით სიხშირის
მიღება, რაც გამორიცხულია პარალელური ინტერფეისების
შემთხვევაში

3. აღწერეთ მონაცემების ერთგამტარიანი გადაცემის პრინციპი

Ერთგამტარიანი ტექნოლოგია საკმაოდ იაფია, თუმცა


წარმარდობისა და შეფერხებების პრობლემს წარმოქმნის.
Ერთგამტარიანი სალტე არადაბალანსებულია. ყოველი
სიგნალი ორი გამტარით ვრცელდება, რომლებიც შეფერხებების
შესამცირებლად, როგორც წესი, გადაგრეხილია. ერთ გამტარს
რეალური ძაბვა მიეწოდება, ხოლო მეორე დამიწებულია. Ეს
სალტე დაბალი შეფერხებამედეგობით გამოირჩევა, ამიტომ
კაბელის მაქსიმალური სიგრძე შეზღუდულია.

4. აღწერეთ მონაცემების დიფერენციალური გადაცემის


პრინციპი.
დიფერენციალურ სალტეში თითოეული სიგნალისთვის
კავშირის ორგამტარიანი ხაზი გამოიყენება. პირველი გამტარით,
ისევე, როგორც ერთგამტარიანი სალტის შემთხვევაში,
პირდაპირი სიგნალი გადაიცემა, ხოლო მეორე გამტარით -
სიგნალის ინვერსიული მნიშვნელობა(საპირისპირო ძაბვა). თუ
მაგალითად ერთი გამტარით +2.5 ვ და მეორეთი -2.5 ვ ძაბვის
სიგნალი გადაიცემა, რადგანა ეს ორი გამტარი გადაგრეხილია,
მათზე ელექტრომაგნიტური შეფერხებები ერთნაირად
მოქმედებს, მაგალითად თუ გადახრა +0.1 ვ-ია. Ორივე გამტარის
ძაბვა ამდენივეთი მოიმატებს, ხოლო მიმღები მოწყობილობა ამ
ორის სიგნალის ჯამს, როგორც ხმაურს ისე აღიქვამს და
უკუაგდებს, რეალური სიგნალი კი ამ ორი სიგნალის სხვაოობაა,
რომელიც ორივე შემთხვევაში -5 ის ტოლია. Ამრიგად
მონაცემების გადაცემის დიფერენციალური მეთოდის
გამოყენება ზრდის სალტის შეფერხემედეგობას, რაც სალტის
სიხშირისა და სიგრძის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

5. მოახდინეთ ერთგამტარიანი და დიფერენციალური


სალტეების შედარებითი ანალიზი.

Ერთგამტარიანი სალტე- არადაბალანსებულია, გამტარები


გადაგრეხილია ერთ გამტარს მიეწოდება რეალური ძაბვა და
მეორე დამიწებულია, აქვს დაბალი შეფერხებამედეგობა,
კაბელის მაქსიმალური სიგრძე შეზღუდულია

Დიფერენციალური სალტე- დაბალანსებულია, გამტარები


გადაგრეხეილია, ერთ გამტარით გადაიცემა პირდაპირი
სიგნალი და მეორეთი ინვერსიული, აქვს მაღალი
შეფერხებამედეგობა, შესაძლებელია სალტის სიგრძისა და
სიხშირის ზრდა

6. აღწერეთ PCI სალტის სტანდარტები. მოახდინეთ მათი


შედარებითი ანალიზი.
სალტე PCI Intel-ის მიერ 1991 წელს დამუშავდა. მისი
გამოყენება დაიწყო IBM-AT-486 მოდელის პერსონალური
კომპიუტერებიდან. PCI პარალელური ინტერფეისია. არსებობს
სალტის +5ვ და +3,3 ვ ვერსიები. სხვადასხვა ძაბვებზე მომუშავე
პლატები გასაღებების ადგილმდებარეობით განსხვავდება, რაც
სლოტში მათი არასწორად დაყენების შესაძლებლობას
გამორიცხავს
ამჟამად PCI სალტის მხოლოდ +3,3 ვოლტიანი ვერსია
გამოიყენება. გარდა ამისა, არსებობს PCI სალტის 32-ბიტიანი
და 64- ბიტიანი ვერსიები. პერსონალურ კომპიუტერებში PCI
სალტის მხოლოდ 32-ბიტიანი ვერსია გამოიყენება. 64- ბიტიანი
PCI სალტე სერვერებისთვისაა განკუთვნილი. PCI სალტის
მნიშვნელოვანი თავისებურებაა კომპიუტერის ჩართვისთანავე
პლატა-ადაპტერების ავტომატური კონფიგურაცია (Plug and
Play არქიტექტურა).

7. გამოთვალეთ შემდეგი მახასიათებლების მქონე AGP სალტის


გამტარუნარიანობა: სამუშაო სიხშირე - 66 მჰც, თანრიგიანობა -
32 ბიტი, ციკლში გადაცემული მონაცემების რაოდენობა - 4.
66*32*4/8=1056მბ/წმ
8. გამოთვალეთ შემდეგი მახასიათებლების მქონე AGP სალტის
გამტარუნარიანობა: სამუშაო სიხშირე - 66 მჰც, თანრიგიანობა -
32 ბიტი, ციკლში გადაცემული მონაცემების რაოდენობა - 8.
66*32*8/8=2112მბ/წმ

9. რამ განაპირობა პარალელური PCI არქიტექტურის


თანდათანობითი შეცვლა PCI Express არქიტექტურით?
.პარალელურ ინტერფეისებს გადაცემული სიგნალების ფაზური
ძვრა ახასიათებთ, ანუ ამ დროს სიგნალები გამტარში
სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება და მიმღებ მოწყობილობებს
განსახვავებულ დროებში მიეწოდება, ამ ყველაფერს კი
გამტარებში წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური დენი
განაპირობებს, რომლებიც მეზობელ გამტარებზე მოქმედებენ,
რაც უფრო დიდია ამ ტიპის კაბელის სიგრძე და სამუშაო
სიხშირე, მით უფრო რთულია ამ პრობლემის გადაჭრა
.მიმდევრობითი ინტერფეისები მცირე რაოდენობის გამტარებს
იყენებენ ამიტომ მონაცემთა გადაცემისას წარმოქმნილი
ხარვეზები ბევრად ნაკლებია პარალელურთან შედარებით
.მიმდევრობითი ინტერფეისის კაბელი ბევრად იაფია, რადგან
რამდენიმე გამტარისგან შედგება და ნაკლებია მოთხოვნები
კაბელის ეკრანირების მიმართ.
.შეფერხების დასაძლევად პარალელურ ინტერფეისებში უფრო
მაღალი ძაბვა გამოიყენება ამიტომ მაღალ სიხშირეებზე
მუშაობისას ისინი ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას
ანათებენ.
. პარალელურ ინტერფეისებში გამოყენებული მაღალი ძაბვის
სიგნალების მიღება თანამედროვე მიკროსქემების
გამოსასვლელებზე პრობლემატურია.
. მიმდევრობით ინტერფეისებში შესაძლებელია თანამედროვე
ტრანზისტორებისთვის მიღწევადი გეგაჰერცობით სიხშირის
მიღება, რაც გამორიცხულია პარალელური ინტერფეისების
შემთხვევაში

10. ჩამოაყალიბეთ PCI Express სალტის დამახასიათებელი


თვისებები.
Სალტეზე Მონაცმების გადაცემა ხდება დუპლექსურ რეჟიმში, ამ
დროს მონაცემები ერთდროულად მიიღება და გადაიცემა
თითო ხაზის საშუალებით, რომლებსაც ტრასებს ან ზოლებს
უწოდენებენ, PCI express სალტე შესაძლოა ერთდროულად
რამოდენიმე (x2, x4, x8, x16) ზოლს შეიცავდეს, მაგალითად 16
ზოლიანი სალტით ერთდროულად მონაცემთა 16 ბიტი
გადაიცემა. მისი ძირითადი მახასიათებელი თვისებებია:

. Არსებულ PCI სალტესთან და სხვა მოწყობილობების


დრაივერებთან სრული შეთავსებადობა.
. Სინქრონიზაციის ჩაშენებული სისტემა, რაც სალტის სიხშირის
სწრაფი შეცვლის შესაძლებლობას იძლევა.
.მოლოდინის მცირე დრო, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც
იზოქრონულ რეჟიმში მონაცემების მიწოდებას მოითხოვენ.

. Ადაპტერების ,,ცხელი” კომუტაციის და შეცვლის


საშუალება(კომპიუტერის გამორთვის გარეშე)
. Კვებიის რეჟიმის მართვის შესაძლებლობა.

Ასევე უნდა აღინიშნოს, რომ PCI Express მოწყობილობა


ნებისმიერ სლოტში იმუშავებს, თუ სლოტს გააჩნია იგივე ან
მეტი რაოდენობის ზოლი, მაგალითად PCI Express პლატა -
ადაპტერი X1 გასართით შეიძლება მოთავსდეს სისტემური
პლატის PCI Express X16 სლოტში

11. ჩამოაყალიბეთ განსხვავებები PCI და PCI Express სალტეებს


შორის.
PCI სალტე პარალელურია, ხოლო PCI Express მიმდევრობითი,
PCI უფრო ძველია და თითქმის აღარ გამოიყენება, PCI Express
არის უფრო სწრაფი დე ფაქტო სტანდარტი, რომელიც
გვთავაზობს გაუმჯობესებულ შესრულებას, უფრო მაღალ
სიჩქარეს და განსხვავებულ მახასიათებლებს PCI სთან
შედარებით.

12. ამოაყალიბეთ შეთავსებადობის პრინციპი სხვადასხვა


სტანდარტის PCI Express სალტეებსა და პლატა-ადაპტერებს
შორის.

Ზოგადად PCI Express მოწყობილობა ნებისმიერ სლოტში


იმუშავებს, თუ სლოტს გააჩნია იგივე ან მეტი რაოდენობის
ზოლი, მაგალითად PCI Express პლატა -ადაპტერი X1 გასართით
შეიძლება მოთავსდეს სისტემური პლატის PCI Express X16
სლოტში. PCI Express 2.0 ვიდეოადაპტერი იმუშავებს PCI
Express 1.0 სალტით აღჭურვილ სისტემურ პლატებთან.
უბრალოდ მისი სიხშირე იქნება 2,5 გჰ
PCI Express 3.0 სტანდარტი სრულად ითავსებს PCI Express 2.0
სტანდარტს. მის სლოტებში შესაძლებელია PCI Express 2.0
პლატა-ადაპტერების მოთავსება, ხოლო PCI Express 2.0
სლოტებში - PCI Express 3.0 პლატა-ადაპტერების მოთავსება.
ბუნებრივია, სისტემა ამ დროს PCI Express 2.0 სიჩქარეზე
მუშაობს.
13. აღწერეთ PCI Express სალტეში გამოყენებული კოდირების
მეთოდები
PCI Express 1.0 სტანდარტით გათვალისწინებულია
8b/10b კოდირება. ამ დროს სალტეზე ნებისმიერი ბაიტი (8
ბიტი) გარდაიქმნება 10-ბიტიან თანმიმდევრობად, რომელშიც
1-ების და 0-ების რაოდენობა დაბალანსებულია (არაუმცირეს
ოთხი, არაუმეტეს ექვსი). 8b/10b კოდირების მეთოდი
სიგნალების ავტოსინქრონიზაციას განაპირობებს
(გამოირიცხება 1-ების, ან 0-ების გრძელი ჯაჭვი) და სალტეზე
მონაცემების მაღალი სიხშირით გადაცემის საშუალებას
იძლევა.
PCI Express 3.0 სტანდარტი წარმოდგენილი იქნა 2010 წელს.
ინტერფეისის სიჩქარეა 8 გტ/წმ. თუმცა მისი სიჩქარე PCI Express
2.0-ის სიჩქარესთან (5 გტ/წმ) შედარებით თითქმის 2-ჯერაა
გაზრდილი. ეს მიიღწევა 8b/10b-ს ნაცვლად უფრო
„აგრესიული“ - 128/130b კოდირების გამოყენებით. ამ დროს
სალტეზე გადასაცემი 128 ბიტი 130 ბიტით კოდირდება.
PCI Express 4.0 ინტერფეისის სიჩქარეა 16 გტ/წმ (ორჯერ მეტი
PCI Express 3.0 სტანდართან შედარებით), ხოლო PCI Express 5.0-
ის - 32 გტ/წმ. მათში გამოიყენება „აგრესიული“ - 128/130b
კოდირება. რაც შეეხება PCI Express 6.0-ს და PCI Express 7.0-ს,
მათი სიჩქარეებია შესაბამისად 64 გტ/წმ და 128 გტ/წმ.
გამოიყენება „აგრესიული“ - 242/256b კოდირება.

14. აღწერეთ PCI Express 1.0 სალტე


PCI Express 1.0 სტანდარტი წარმოდგენილი იქნა 2002 წელს.
კავშირის ერთი ტრასა იყენებს ორ დიფერენციალურ წყვილს
მონაცემების ერთდროული გადაცემისთვის და მიღებისთვის.
სალტის სიხშირეა 2,5 გჰც. მიმდევრობითი კომპიუტერული
ინტერფეისების სიჩქარეს ხშირად გამოსახავენ
გიგატრანზაქციებში/წამში (გტ/ წმ). 1 ტრანზაქციის
განმავლობაში ერთი კოდური სიტყვა გადაიცემა. მაგალითად,
PCI Express 1.0 ერთი ტრასისთვის იგი შეადგენს 2,5 გტ/წმ -
სიხშირე 2,5 გჰც (2500 მჰც).
PCI Express ერთი ტრასა ერთი მიმართულებით 250 მბაიტი/წმ
გადაცემის სიჩქარეს უზრუნველყოფს: 2,5გტ/წმ (2500 მჰც) ∙ 1 ∙
0,8 = 2000 მბიტი წმ = 250 მბაიტი/წმ
რამდენადაც სალტე ორ ტრასას შეიცავს, 250 მბაიტი/წმ
გამტარუნარიანობა მიიღება როგორც პირდაპირი, ასევე
უკუმიმართულებით. PCI Express სალტე ბევრად უფრო მაღალ
გამტარუნარიანობას იძლევა, თუ რამდენიმე ტრასა იქნება
გამოყენებული. მაგალითად, PCI Express 1.0 X16 სალტე,
რომელიც ვიდეოადაპტერების დე-ფაქტო სტანდარტს
წარმოადგენს, იყენებს 16 ტრასას და უზრუნველყოფს 8
გბაიტი/წმ ჯამურ გამტარუნარიანობას (4 გბაიტი/წმ
თითოეული მიმართულებით). შედარებისთვის, პარალელური
PCI სალტე მონაცემთა გადაცემისათვის 100-ზე მეტ გამტარს
იყენებს. ამასთან ერთად, მონაცემთა გადაცემა მხოლოდ ერთი
მიმართულებითაა შესაძლებელი და სიჩქარე აღწევს მხოლოდ
266 მბაიტ/წმ-ში

15. აღწერეთ PCI Express 2.0 სალტე


PCI Express 2.0 სტანდარტი PCI Express 1.0-თან შედარებით
გაორმაგებული სიხშირით გამოირჩევა (5 გტ/წმ - 5 გჰც).
მაგალითად, PCI Express 2.0 X16 სალტე უზრუნველყოფს 16
გბაიტი/წმ ჯამურ გამტარუნარიანობას (8 გბაიტი/წმ
თითოეული მიმართულებით). გარდა ამისა, PCI Express 2.0
სალტე მწარმოებლებს მეტ მოქნილობას ანიჭებს
გამტარუნარიანობა/ენერგოეკონომიურობის ოპტიმიზაციის
კუთხით. მაგალითად PCI Express 2.0 სალტის 8 ტრასა იგივე
გამტარუნარიანობას იძლევა, რასაც PCI Express 1.0 სალტის 16
ტრასა. შესაძლებელია ტრასების იგივე რაოდენობის გამოყენება,
რითაც მიიღება გამტარუნარიანობის ორჯერ ზრდა, ან
ტრასების რაოდენობის 2-ჯერ შემცირება, რითაც ნარჩუნდება
იგივე გამტარუნარიანობა, თუმცა მნიშვნელოვნად მცირდება
მოხმარებული ენერგია. აღსანიშნავია, რომ PCI Express 2.0
სალტე მხარს უჭერს PCI Express 1.0 სალტის სიჩქარეებს.
შესაძლებელია სიხშირის 5,0 გჰც-დან 2,5 გჰც-მდე შემცირება,
რაც ენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა. PCI Express 2.0
სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს შეერთების „სიგანეს“ (1-
დან 16 ტრასამდე) და სიჩქარეს (2,5 ან 5 გჰც). მაგალითად, PCI
Express 2.0 ვიდეოადაპტერი იმუშავებს PCI Express 1.0 სალტით
აღჭურვილ სისტემურ პლატებთან. უბრალოდ მისი სიხშირე
იქნება 2,5 გჰ
PCI Express 2.0 სალტის ენერგომოხმარება პროგრამულად
იმართება - ტრასების ჩართვა-ამორთვით და სამუშაო სიხშირის
ცვლით

16. შეადარეთ PCI Express 1.0 და PCI Express 2.0 სალტეები


PCI Express 1.0- სიხშირე 2.5გჰც, სიჩქარე 250 მბ/წმ, ახასიათებს
პირდაპირი და უკუმიმართული გამტარიანობა, მაგალითად X
16 სალტე იყენებს 16 ზოლს და უზრუნველყოფს 8 გბ/წმ ჯამურ
გამტარიანობას, 4გბ/წმ თითოეულ მხარეს. 8b/10b კოდირება
PCI Express 2.0- გარორმაგებული სიხშირე, მაგალითად X 16
სალტე იყენებს 16 ზოლს და უზრუნველყოფს 16 გბ/წმ ჯამურ
გამტარიანობას, 8გბ/წმ თითოეულ მხარეს ან 8 ზოლი
უზრუნველყოფს იმავე გამტარუნარიონობას, რასაც PCI Express
1.0 ის 16 ზოლი. Შესაძლებელია სიხშირის ორჯერ შემცირება,
მხარს უჭერს PCI Express 1.0 ის სიჩქარეებს და ყენდება მისი
სალტით აღჭურვილ სისტემურ პლატებზე. Ახასიათებს
ენერგოეკენომიურობა. 8b/10b კოდირება

17. აღწერეთ PCI Express 3.0 სალტე


PCI Express 3.0 სტანდარტი წარმოდგენილი იქნა 2010 წელს.
ინტერფეისის სიჩქარეა 8 გტ/წმ. თუმცა მისი სიჩქარე PCI Express
2.0-ის სიჩქარესთან (5 გტ/წმ) შედარებით თითქმის 2-ჯერაა
გაზრდილი. ეს მიიღწევა 8b/10b-ს ნაცვლად უფრო
„აგრესიული“ - 128/130b კოდირების გამოყენებით. ამ დროს
სალტეზე გადასაცემი 128 ბიტი 130 ბიტით
კოდირდება. მიუხედავად განსხვავებული კოდირების
სისტემისა, PCI Express 3.0 სტანდარტი სრულად ითავსებს PCI
Express 2.0 სტანდარტს. მის სლოტებში შესაძლებელია PCI
Express 2.0 პლატა-ადაპტერების მოთავსება, ხოლო PCI Express
2.0 სლოტებში - PCI Express 3.0 პლატა-ადაპტერების მოთავსება.
ბუნებრივია, სისტემა ამ დროს PCI Express 2.0 სიჩქარეზე
მუშაობს.
18. შეადარეთ PCI Express 2.0 და PCI Express 3.0 სალტეები
PCI Express 2.0: სიჩქარე 5 გტ/წმ, 8b/10b კოდირება
PCI Express 3.0: სიჩქარე 8 გტ/წმ, 128b/130b კოდირება

19. აღწერეთ PCI Express 4.0 და PCI Express 5.0 სალტეები


PCI Express 4.0 ინტერფეისის სიჩქარეა 16 გტ/წმ (ორჯერ მეტი
PCI Express 3.0 სტანდართან შედარებით), ხოლო PCI Express 5.0-
ის - 32 გტ/წმ. მათში გამოიყენება „აგრესიული“ - 128/130b
კოდირება.
20. გამოთვალეთ შემდეგი მახასიათებლების მქონე PCI Express
სალტის გამტარუნარიანობა: სამუშაო სიხშირე - 2500 მჰც,
ტრასების რაოდენობა - 8, ციკლში გადაცემული მონაცემების
რაოდენობა - 0,8.
2500*8*0.8/8=2000მბ/წმ
21. გამოთვალეთ შემდეგი მახასიათებლების მქონე PCI Express
სალტის გამტარუნარიანობა: სამუშაო სიხშირე - 5000 მჰც,
ტრასების რაოდენობა - 16, ციკლში გადაცემული მონაცემების
რაოდენობა - 0,8.
5000*16*0.8/8=8000მბ/წმ
დისკური მოწყობილობების
ინტერფეისები
2. განმარტეთ ATA ინტერფეისის სპეციფიკაციით
განსაზღვრული ობიექტები.
. ჰოსტი-სისტემურ პლატაზე განთასებული ATA კონტროლერი

. Წამყვანი მოწყოვილობა(master)- დისკური მოწყობილობა.


ATA სპეციფიკაციის მიხედვით device 0 ეწოდება
. Დაქვემდებარებული მოწყობილობა(slave)- დისკური
მოწყობილობა, ATA კლასიფიკაციის მიხედვი device 1 ეწოდება

3. ჩამოაყალიბეთ ATA ინტერფეისით მონაცემთა გადაცემის


სტანდარტის განმსაზღვრელი ელემენტები.
ATA ინტერფეისში გამოიყენება ერთგამტარიანი გადაცემის
მეთოდი, რომელიც დაბალი შეფერხებამედეგობით გამოირჩევა.
ATA ინტერფეისს გადაცემული სიგნალების ფაზური ძვრა
ახასიათებს, რაც შემდგომ მისი სიხშირის ზრდას აძნელებს

4. რა უპირატესობები გააჩნია SATA ინტერფეისს ATA


ინტერფეისთან შედარებით?
SATA ინტერფეისის კაბელში გამტარების ნაკლები რაოდენობა
გამოიყენება, რაც ამარტივებს კაბელის დამზადების
ტექნოლოგიას, ამცირებს მათ ღირებულებას და
აუმჯობესებს კომპიუტერის ვენტილაციას.

5. აღწერეთ SATA ინტერფეისის სტანდარტები


SATA ინტერფეისის სამი ძირითადი სტანდარტია
დამუშავებული- SATA 1, SATA 2 და SATA 3. სამივეს სალტის
სიგანე და ციკლების რაოდენობა ტაქტში ტოლია და
შესაბამისად უდრის 1-ს და 0.8-ს. სალტის სიხშირე -1500, 3000
და 6000, ხოლო გამტარუნარანობა- 150. 300 და 600.

6. ჩამოაყალიბეთ შეთავსებადობის პრინციპი SATA და ATA


სტანდარტებისთვის.

Პარალელურ ATA ინტერფეისთან მომუშავე BIOS ,


ოპერაციული სისტემები და უტილიტები ჩვეულებრივად
იმუშავებენ SATA იტერფეისთან.

Მომხმარებელს, სპეციალური ადაპტერების გამოყენებით ,


შეუძლია ATA ვინჩესტერების CD/DVD მოწყობილობების SATA
ინტერფეისთან შეერთება.
SATA დისკური მოწყობილობების მუშაობა პარალელურ ATA
ინტერფეისთან შეუძლებელია

7. აღწერეთ SATA ინტერფეისის ორგანიზაციული სტრუქტურა.


SATA ინტერფეისს ოთხდონიანი ორგანიზაციული სტრუქტურა
გააჩნია, მრავალდონიანი არქიტექტურის გამოყენება
სტანდარტის შემდგომი სრულყოფის მოქნილ შესაძლებლობებს
იძლევა. Შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული დონეების
მოდიფიკაცია სტანდარტის სხვა დონეებში ცვლილების
შეტანის გარეშე.

8. აღწერეთ SATA ინტერფეისის ფიზიკური დონე.


ფიზიკური დონე უზრუნველყოფს პარალელურ კოდში
მიღებული მონაცემების კონვერტაციას ბიტების
თანმიმდევრობად, მათ კოდირებას და გადაცემას სალტეზე და
პირიქით, მონაცემების ფიზიკური სალტიდან მიმდევრობით
კოდში მიღებას და პარალელურ კოდში გარდაქმნას. ფიზიკური
დონის ურთიერთკავშირი არხულ დონესთან პარალელური
სალტის საშუალებით ხორციელდება.

9. აღწერეთ SATA ინტერფეისით მონაცემთა გადაცემის


მეთოდი.

Პარალელურ ATA ინტერფეისში გამოყენებული


ერთგამტარიანი გადაცემის მეთოდის ნაცვლად, რომელიც
დაბალი შეფერხებამედეგობით გამოირჩევა. SATA ინტერფეისში
მონაცემების გადაცემის დიფერეციალური მეთოდი
გამოიყენება, ამ დროს გამტარით ერთი და იგივე ოღონდ
სხვადასხვა პოლარობის სიგნალი გადაიცემა, ხმაურები,
რომლებიც გამტარებზე ზემოქმედებენ სიმეტრიულია, ორი
სხვადასხვა პოლარობის სიგნალის შეკრებისას მიიღება ხმაური,
ხოლო მიღებული სიგნალიდან მისი გამოკლებისას- უშუალოდ
გადაცემული სუფთა სიგნალი.
დისკური მოწყობილობა SATA კონტროლერს ვიწრო, მრგვალი
და დრეკადი კაბელით უერთდება, რაც მოსახერხებელია
შეერთებისთვის და კომპიუტერის ვენტილაციას აუმჯობესებს.
SATA კაბელის მაქსიმალური სიგრძე მაქსიმუმ 1 მ. შეიძლება
იყოს.

10. აღწერეთ SATA ინტერფეისის არხული დონე


Არხული დონე ასრულებს მონაცემთა გადაცემის არბიტრაჟის
ფუნქციას, შეცდომების აღმოჩენისა და კორექციის
მექანიზმების რეალიზაციას. Კონფლიქტების აღმოფხვრისთვის,
როდესაც ჰოსტ-კონტროლერი და არხური მოწყობილობა
ერთდროულად მოითხოვენ მონაცემების გადაცემას, არხურ
დონეზე გათვალისწინებულია სპეციალური კონტროლის ანუ
არბიტრაჟის მექანიზმი. Არხული დონე აკონტროლებს
მონაცემთა გადაცემას და უფრო მაღალ, სატრანსპორტო დონეს
აწვდის შესაბამის შეტყობინებას მონაცემთა სწორად გადაცემის
შესახებ.

11. ჩამოაყალიბეთ SATA ინტერფეისით მონაცემების


გადაცემისას გამოყენებული შეცდომების აღმოჩენის და
კორექციის მეთოდები.
SATA ინტერფეისში გამოიყენება 8b/10b კოდირება, რომლის
არსიც შემდეგშია: მოაცემთა საწყის 8 ბიტს ემატება 2 ბიტი და
ამგვარად ვიღებთ 2^10=1024 ბიტურ კომბინაციას 2^8=256
საწყის ბიტურ კომბინაციასთან შედარებით, კოდირებულ
ათთანრიგა სიტყვაში არ გამოიყენება ექვსე მეტი ან ოთხზე
ნაკლები ნული. Ერთიანების და ნულიანების გადაცემა ძაბვის
დონის ცვლილებით ხდება, ამიტომ ძაბვის ცვლილების
პროცესი სალტეზე საკმაოდ დაბალანსებულია. Მიიღება
იმპულსების რეგულარული და მდგრადი ნაკადი. Სქემის
დატვირთვა ნაკლებად ცვალებადია, რაც ზრდის მის
საიმედოობას, მონაცემებისთვის ნებადართულია მხოლოდ 256
ბიტური კომბინაცია, თუ მიღებულია ბიტების აკრძალული
კომბინაცია, გადაცემისას დაშვებულია შეცდომა.SATA
ინტერფეისში გარდა ამისა CRS კოდირებაც გამოიენება

12. აღწერეთ SATA ინტერფეისის სატრანსპორტო და


გამოყენებითი დონეები.

Სატრანსპორტო დონის ამოცანას წარმოადგენს გამოყენებითი


დონიდან მიღებული ATA ბრძანებების კადრებას გაფორმება,
არხულ დონეზე გადაცემა და პირიქით, არხული დონიდან
გამოყენებითი დონისთვის მიწოდება.

Გამოყენებითი დონე უზრუნველოფს კონტროლერის


დრაივერის ოპერაციულ სისტემასთან და სხვა მაღალ დონეზე
მყოფ პროგრამებთან ურთიერთქმედებას.

13. აღწერეთ SATA ინტერფეისის მონაცემთა კაბელის


სტრუქტურა და კონტაქტები.
SATA მონაცემთა კაბელს აქვს 7 გამტარი, რომელთაგან 3
დამიწებულია, 2-2 კი წყვილადაა, რომლებიც მონაცემებს
ატრანსპორტირებს
G-დამიწება
A+
A-
G-დამიწება
B-
B+
G-დამიწება
კონტაქტები
USB
1. ჩამოაყალიბეთ USB პორტის დადებითი თვისებები

USB არის მიმდევრობით პორტი, იგი მომხმარებლის


პერიფერიულ მოწყობილობებთან plug&play რეჟიმში
მუშაობას უზრუნველყოფს, ანუ პერიფერიული
მოწყობილობის კომოიუტერთან შეერთებისთანავე ხდება მისი
დაფიქსირება, შესაბამისი დრაივერების მოძებნა და დაყენება.
Თანამედროვე ოპერაციული სისტემები შეიცავენ USB
პორტის დრაივერებს. USB მოწყობილობის შეერთებისას ან
გამოერთებისას არ არის საჭირო კომპიუტერის გამორთვა ან
გადატვირთვა. თუმცა USB დამაგროვებლების გამოყენების
შემთხვევაში (მაგალითად Flash-დამაგროვებელი),
მონაცემების შესაძლო დაკარგვის თავიდან ასაცილებლად,
სასურველია წინასწარ შევასრულოთ ბრძანება Hardware or
Safety Remove Hardvare. როდესაც სისტემა განსაზღვრავს,
რომ მოწყობილობამ დაასრულა მუშაობა, მოწყობილობა
შეგვიძლია გამოვაერთოთ. უშუალოდ USB კაბელის
საშუალებით აგრეთვე დაბალი სიმძლავრის პერიფერიული
მოწყობილობების კვება ხორციელდება. ამრიგად, მათთვის
ზედმეტი ხდება საკუთარი კვების წყაროების გამოყენება.
USB პორტი ასევე სმარტფონების, ციფრული კამერების და
სხვა მობილური მოწყობილობების კომპიუტერთან
მოხერხებული დაკავშირების საშუალებას იძლევა. USB
პორტთან შესაძლებელია ერთდროულად 127
მოწყობილობის შეერთება. ერთდროულად რამდენიმე
მოწყობილობის შეერთებისთვის USB-კონცენტრატორი
გამოიყენება

4. ჩამოაყალიბეთ USB 2.0 სტანდარტით


გათვალისწინებული მონაცემთა გადაცემის რეჟიმები

.Low-speed – 0,01-1,5 მბიტი/წმ. გამოიყენება დაბალი


სწრაფქმედების მქონე პერიფერიული მოწყობილობებისთვის
(კლავიატურა, მაუსი და ა.შ)

. Full-speed – 0,5-12 მბიტი/წმ. გამოიყენება აუდიო და


ვიდეომოწყობილობებისთვის

. Hi-speed – 25-480 მბიტი/წმ. გამოიყენება


ვიდეომოწყობილობებისთვის, მონაცემების შენახვის
მოწყობილობებისთვის.

5. *აღწერეთ USB 2.0 გასართები და მათი კონტაქტები.


არსებობს USB 2.0 გასართების ექვსი ძირითადი ტიპი - A,
B, Mini-A, Micro-A, Mini-B და Micro-B.

.A ტიპის გასართი USB პორტ/კონცენტრატორსა და


პერიფერიულ მოწყობილობას შორის მონაცემთა ნაკადის
ორგანიზაციისთვის გამოიყენება. სისტემურ პლატებსა და
კონცენტრატორებში, როგორც წესი, A სტანდარტის გასართია
დამონტაჟებული.

. B სტანდარტის გასართი უმეტესად ისეთ პერიფერიულ


მოწყობილობებში გამოიყენება, რომლებსაც მოხსნადი USB
კაბელები უერთდებათ, მაგალითად, პრინტერებში,
სკანერებში.

. Mini-A, Mini-B და Micro-A, Micro-B გასართები


შესაბამისად A და B სტანდარტის გასართების შემცირებული
ფიზიკური ზომის ანალოგებია

. Mini-A/B და Micro-A/B გასართების გარჩევისათვის.


Mini-A და Micro-A სტანდარტში იდენტიფიკატორის
კაბელი შეერთებულია მიწასთან, Mini-B და Micro-B
სტანდარტში - არ არის შეერთებული

6. აღწერეთ USB On-The-Go (USB OTG) სტანდარტი


USB On-The-Go სტანდარტი USB 2.0 სტანდარტის
განვითარებას წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია
პერიფერიული მოწყობილობების ურთიერთდაკავშირება
პერსონალური კომპიუტერის მონაწილეობის გარეშე. USB
On-The-Go სტანდარტი ძირითადად საყოფაცხოვრებო
ტექნიკაში გამოიყენება. მაგალითად, შესაძლებელია
ციფრული ფოტოაპარატის ფოტოპრინტერთან უშუალო
შეერთება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ორივე მოწყობილობა
მხარს უნდა უჭერდეს USB On-The-Go სტანდარტს.
შესაძლებელია USB On-The-Go სტანდარტის
მოწყობილობების პერსონალური კომპიუტერის USB
პორტთან შეერთებაც.

7. აღწერეთ USB Wireless სტანდარტი

USB Wireless-ის საშუალებით შესაძლებელია USB


მოწყობილობებს შორის უგამტარო კავშირის ორგანიზაცია.
ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე 3 მ-მდე დაცილებულ
მოწყობილობებს შორის 480 მბიტი/წმ-ია, ხოლო 10 მ-მდე
დაცილებულ მოწყობილობებს შორის - 110 მბიტი/წმ
8. აღწერეთ USB 3.0 სტანდარტი

USB 3.0 სტანდარტის მიხედვით ინფორმაციის გადაცემის


მაქსიმალური სიჩქარე 4,8 გბიტი/წმ-ია, რაც USB 2.0
სტანდარტით განსაზღვრულ მაქსიმალურ - 480 მბიტი/წმ
სიჩქარეს მნიშვნელოვნად აღემატება. USB 3.0 სტანდარტი
USB 2.0 სტანდარტთან შედარებით არა მარტო გაზრდილი
სწრაფქმედებით, არამედ გაზრდილი სიმძლავრითაც
გამოირჩევა. მაქსიმალური დენის ძალა 500 მილიამპერიდან
900 მილიამპერამდეა გაზრდილი. ერთი კონცენტრატორის
საშუალებით მომხმარებელს მეტი მოწყობილობის კვება
შეუძლია, ხოლო ზოგიერთი დაბალი სიმძლავრის
მოწყობილობისთვის, მაგალითად, გარე
დამგროვებლებისთვის, დინამიკებისთვის და ა.შ. აღარ ხდება
საჭირო საკუთარი კვების ბლოკის გამოყენება.

9. შეადარეთ ერთმანეთს USB 2.0 და USB 3.0


სტანდარტები გადაცემის სიჩქარის და სიმძლავრის კუთხით

USB 2.0- ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე-


480 მბიტი/წმ, მაქსიმალური დენის ძალა-500
მილიამპერი
USB 3.0- ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე-
4.8 გბიტი/წმ, მაქსიმალური დენის ძალა- 900
მილიამპერი

10. აღწერეთ USB 3.0 გასართების კონტაქტები

აქვს 9 კონტაქტი, 1 კვება, 2 დამიწება, 2 მონაცემთა


გადაცემა/მიღება, 2 მონაცემთა გადაცემა, 2 მონაცემთა მიღება

კვების ბლოკი
1. ჩამოაყალიბეთ კვების ბლოკის დანიშნულება
Კვების ბლოკის დანიშნულებაა ქსელიდან 220/110 ცვლადი
ძაბვის მიღება და მისი გარდაქმნა მუდმივ ძაბვებად, +3.3 ვ, +5ვ
და +12ვ. Სისტემური პლატის, დისკური მოწყობილობებისა და
კონტროლერების. დისკური მოწყობილობების ციფრული
სქემები იყენებენ +3,3 და +5 ვ-ს, ხოლო დისკური
მოწყობილობების და ფრიალების ძრავები +12 ვ ძაბვას.

2. აღწერეთ კვების ბლოკის დადებითი ძაბვები


+3.3 ვ- იყენებენ სისტემური პლატის მიკროსქემების
კრებულები, მეხსიერების მოდულები, PCI/PCI Express
ადაპტერები და სხვადასხვა მიკროსქმები
+5 ვ- იყენებენ დისკური მოწყობილობების ლოგიკური სქემები,
PCI/PCI Express ადაპტერები და სხვადასხვა მიკროსქმები
+12ვ- იყენებენ ელექტროძრავები და ძრავის
რეგულატორები(მაღალი გამომავალი სიმძლავრით)
ის მიკროსქემები, რომლებიც განსხვავებულ ძაბვას იყენებენ,
ჩაშენებულ ძაბვის რეგულატორებს საჭიროებენ. მაგალითად,
ოპერატიული მეხსიერების მეხსიერების მოდულების სამუშაო
ძაბვა 1,2-2,5 ვ და უფრო დაბალია, PCI Express ინტერფეისში
სიგნალების ძაბვის დონე 0,8 ვ-მდე, ხოლო SATA ინტერფეისში -
0,25 ვ-მდეა შემცირებული. კვების ბლოკის გამომუშავებული
ძაბვებისგან განსხვავებული ძაბვების მნიშვნელობები
ჩაშენებული რეგულატორების საშუალებით მიიღება, ხოლო
პროცესორი ძაბვის სტაბილიზატორის მოდულს (VRM)
უერთდება, რომელიც სისტემურ პლატაშია ჩაშენებული.
თანამედროვე სისტემურ პლატებს სამი ან მეტი ძაბვის
რეგულატორი გააჩნიათ.

4. აღწერეთ კვების ბლოკის მმართველი სიგნალი Power Good

Კვების ბლოკი არამარტო კომპიუტერის კვანძებისთვის საჭირო


სამუშაო მუდმივ ძაბვებს გამოიმუშავებს, არამედ აჩერებს
კიდეც სისტემის მუშაობას, სანამ ძაბვები სტანდარტულ
მნიშვნელობებს არ მიარწევენ, კომპიუტერის ჩართვის ან
გადატვირთვის დროს, კვების ბლოკში თვითშემოწმება და
გამავალი ძაბვების ტესტირება სრულდება, თუ ყველაფერი
წესრიგშია სისტემურ პლატას სიგნალი power good(კვება
წესრიგშია) გაეგზავნება. Თუ გარე ქსელის უწესრიგობის ან
კვების ბლოკის დაზიანების გამო გამომავალი ძაბვების
მნიშვნელობები დარღვეულია power good სიგნალი არ
გამომუშავდება, რაც აჩერებს კომპიუტერს და იცავს მას
დაზიანებისგან. Power Good სიგნალის ძაბვაა +5 ვ
(ნორმალურად ითვლება +3-დან +6 ვ-მდე) და ის კომპიუტერის
ჩართვის შემდეგ, 0,1-0,5 წმ დროის განმავლობაში
გამომუშავდება. სიგნალი Power Good სისტემური პლატის
ჩიპსეტში ინტეგრირებულ სატაქტო გენერატორს მიეწოდება,
რომელიც პროცესორის საწყის მდგომარეობაში დაყენების
სიგნალს (Reset) აფორმირებს. თუ გამომავალი ძაბვების
მნიშვნელობები ნომინალურს არ შეესაბამება, სიგნალი Power
Good ითიშება და პროცესორი გადაიტვირთება. გამომავალი
ძაბვების ნომინალური მნიშვნელობების აღდგენის შემთხვევაში
Power Good სიგნალი თავიდან ფორმირდება. სიგნალის სწრაფი
გათიშვა კომპიუტერს საშუალებას აძლევს „არ
შეამჩნიოს“ ქსელის ხარვეზები, რადგან მანამდე
გადაიტვირთება, სანამ თავს იჩენს ქსელის უწესრიგობასთან
დაკავშირებული პრობლემები.

5. აღწერეთ კვების ბლოკის მმართველი სიგნალები Power_ On


და +5v Stand By
Power_on სისტემური პლატიდან კვების ბლოკზე გადაცემული
სიგნალია, რომელიც სისტემის პროგრამული გამორთვით და
კლავიატურით ჩართვის საშუალებას იძლევა . Ეს სიგნალი
Windows და სხვა ოპერაციულ სისტემებში მუშაობის დროს
გამომუშავდება
+5ვ stand by მცირე სიმძლავრის კვების(soft power) სიგნალია,
რომელიც მაშინაც მიეწოდება კომპიუტერს, როცა იგი
გამორთულია.

6. აღწერეთ კვების ბლოკის ATX სტანდარტი


ATX სტანდარტის კომპიუტერებში ფრიალა, კორპუსის
კედელზეა დაყენებული და ჰაერის ნაკადს კორპუსის გარედან
სისტემური პლატის გასწვრივ უბერავს. გარდა ამისა, უფრო
მოსახერხებელი გახდა კომპონენტების განლაგება კოპიუტერის
კორპუსში მათი მოხსნა-დაყენების კუთხით. გაგრილების
სისტემა უზრუნველყოფს კომპიუტერის იმ კომპონენტების
უკეთეს გაგრილებას, რომლებიც ყველაზე მეტ სითბოს
გამოყოფენ (პროცესორი, მეხსიერების მოდულები, პლატა-
კონტროლერები) და კომპიუტერის შიგა კომპონენტების ნაკლებ
დამტვერიანებას. კომპიუტერის კორპუსის შიგნით ჭარბი წნევა
იქმნება და ჰაერი კომპიუტერის კორპუსის ნახვრეტებიდან
გამოდის. AT სტანდარტის კვების ბლოკებისგან გასსხვავებით,
ATX სტანდარტის კვების ბლოკები დამატებით +3,3 ვ ძაბვას
გამოიმუშავებენ. ეს დაკავშირებულია 90-იანი წლების ბოლოს
და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებულ სისტემებში
პროცესორების, PCI ინტერფეისის და სხვა კომპონენტების
სამუშაო ძაბვის +5 ვ-დან +3,3 ვ-მდე შემცირებასთან. AT
სტანდარტის სისტემურ პლატებში საჭირო ძაბვის მისაღებად
სპეციალური +5/3,3 ვ ძაბვის რეგულატორები გამოიყენებოდა,
რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარდნენ, დიდი რაოდენობის
სითბოს გამოყოფდნენ და ხშირად გამოდიოდნენ მწყობრიდან.
ATX სტანდარტის კვების ბლოკებში დამატებით სტანდარტული
+3,3 ვ ძაბვის გამომუშავებამ მთლიანად მოხსნა ეს პრობლემა.
გაზრდილია მმართველი სიგნალების რაოდენობაც. AT
სტანდარტის კვების ბლოკებისგან გასსხვავებით ATX
სტანდარტის კვების ბლოკები, Power Good სიგნალთან ერთად,
აგრეთვე გამოიმუშავებენ ორ დამატებით მმართველ სიგნალს -
Power_On და +5 ვ Stand by.

7. აღწერეთ კვების ბლოკის SFX სტანდარტი


SFX სტანდარტი პორტატულ მოწყობილობებში გამოიყენება,
რომლებში აპარატული საშუალებების შეზღდული რაოდენობაა
გამოყენებული. Ისევე როგორ ATX კვების ბლოკი, STX კვების
ბლოკებიც გამოიმუშავებენ +3.3ვ, +5.5ვ და 12ვ ძაბვებს, თუმცა
ATX სგან განსხვავევბით SFT არ გამოიმუშავებს -5 ვ ძაბვას,
რომელიც მხოლოდ მოძველებული ISA სტანდარტის
კონტროლერისთვისაა აუცილებელი.

13. ჩამოაყალიბეთ, როდის გამოიყენება 4-კონტაქტიანი ATX 12V


გასართი. აღწერეთ მისი კონტაქტები

Სტანდარტულ ATX გასართს მხოლოდ 1 +12 ვოლტიანი


გამტარი აქვს, ხოლო სისტემურ პლატაზე +12 ვოლტიანი
გამტარით 6-8 ამპერზე მეტი დენის მიწოდებისას
შესაძლებელია გასართის გადახურება და დაზიანება. Სწორედ
ამიტომ დამუშავდა ახალი სპეციფიკაცია ATX 12V, რომელშიც
გათვალისწინებულია დამატებითი გასართი სისტემურ
პლატაზე +12 ვ ძაბვის მისაწოდებლად.
ATX 12V-ს აქვს 4 კონტაქტი, 2 დამიწება და 2 +12 ვ.

14. აღწერეთ 6-კონტაქტიანი გასართი ATX 12V

Აქვს 6 კონტაქტი- 3 დამიწება და 3 +12ვ


უერთდება უშუალოდ ვიდეოადაპტერს და მის VRM-ს +12 ვ
ძაბვის მისაწოდებლად

15. აღწერეთ 8-კონტაქტიანი გასართი ATX 12V


ზოგიერთ მაღალწარმადულ სისტემაში პროცესორის
კვებისთვის რამდენიმე ძაბვის რეგულატორი გამოიყენება.
რეგულატორებს შორის დატვირთვის განაწილება განაპირობებს
ორი 4-კონტაქტიანი კომპონენტის გამოყენებას, რომლებიც ერთ
8-კონტაქტიან გასართში არიან გაერთიანებულნი.
თავდაპირველად 8-კონტაქტიანი ATX12V გასართი
განკუთვნილი იყო სერვერებისთვის, მათ შორის
მრავალპროცესორული სისტემებისთვის, თუმცა შემდგომში
პერსონალურ კომპიუტერებში მძლავრი პროცესორების
გამოყენებამ პერსონალური კომპიუტერების სისტემურ
პლატებში მისი ფართო გავრცელება განაპირობა.

16. პროცესორის სიმძლავრეა 120 ვატი. გამოთვალეთ ძაბვის


რეგულატორზე მისაწოდებელი დენის ძალა (ამპერი) 12 ვოლტი
ძაბვის და 80% მარგი ქმედების კოეფიციენტის შემთხვევაში
120/12/0.8=12.5 ამპერი

17. პროცესორის სიმძლავრეა 75 ვატი. გამოთვალეთ ძაბვის


რეგულატორზე მისაწოდებელი დენის ძალა (ამპერი) 12 ვოლტი
ძაბვის და 80% მარგი ქმედების კოეფიციენტის შემთხვევაში
75/12/0.8= 7.8 ამპერი(მიახლოებით)

18. აღწერეთ ვიდეოადაპტერების კვებაში ჩართვის ვარიანტები.


თანამედროვე კვების ბლოკები აღჭურვილია 24-კონტაქტიანი
გასართით, რომელსაც საკმარისი სიმძლავრე გააჩნია როგორც
სისტემური პლატის, ასევე მასზე დაყენებული ადაპტერების
უმეტესობის, მათ შორის ვიდეოადაპტერების კვებისთვისთვის.
თუმცა როდესაც ვიდეოადაპტერის სიმძლავრე გარკვეულ
მნიშვნელობას აღემატება, საქმე რთულდება. PCI Express 1.0
სტანდარტის მიხედვით 75 ვატი და PCI Express 2.0 სტანდარტის
მიხედვით 300 ვატი სიმძლავრის ის ზღვრული მნიშვნელობებია,
რომლებიც შეიძლება მიეწოდებოდეს ვიდეოადაპტერს
სისტემური პლატიდან, კვების ბლოკის 24-კონტაქტიანი
გასართის საშუალებით.
თუმცა ამჟამად იწარმოება მძლავრი ვიდეოადაპტერები,
რომლებიც ბევრად მეტ სიმძლავრეს მოიხმარენ. ამიტომ
შემუშავდა ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს
ვიდეოადაპტერის კვებას არა სისტემური პლატის PCI Express
გასართიდან, არამედ უშუალოდ კვების ბლოკიდან, მინიმუმ
150 ვტ სიმძლავრით
19.. ვიდეოადაპტერის სიმძლავრეა 300 ვატი, ხოლო კვების
ბლოკს გააჩნია 10 ამპერიანი ტერმინალები. იანგარიშეთ
ვიდეოადაპტერზე მისაწოდებელი დენის ამპერაჟი და
განსაზღვრეთ, კვების ბლოკის რომელი გასართი უნდა იქნას
გამოყენებული ვიდეოადატერის კვებისთვის?
300/12 +20%= 25+ 5 = 30ა
30/10(რამდენ ამპერიანი ტერმინალიც აქვს ანუ) =3
საჭიროა კვების ბლოკის სამკონტაქტიანი გასართი

20. ვიდეოადაპტერის სიმძლავრეა 250 ვატი, ხოლო კვების


ბლოკს გააჩნია 8 ამპერიანი ტერმინალები. იანგარიშეთ
ვიდეოადაპტერზე მისაწოდებელი დენის ამპერაჟი და
განსაზღვრეთ, კვების ბლოკის რომელი გასართი უნდა იქნას
გამოყენებული ვიდეოადატერის კვებისთვის?
250/12 +20% = 21+ 4.2 = 25,2ა(მიახლოებით)
25.2/8 = 3.15
საჭიროა 4 კონტაქტიანი გასართი(3 ს გადაცდა და მაგიტო)
ვინჩესტერი
1. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის სექტორის, ბილიკის,
ცილინდრის არსი. ჩამოთვალეთ ვინჩესტერის ძირითადი
პარამეტრები
ვინჩესტერი მინა-კერამიკისგან დამზადებულ რამდენიმე დისკს
შეიცავს, რომლებიც ჩამწერი ფერომაგნიტური ფენით არის
დაფარული. დისკების გადაღუნვა შეუძლებელია. ამიტომ
ვინჩესტერს ზოგჯერ ხისტ დისკურ მოწყობილობას - HDD
უწოდებენ. თითოეული დისკი დაყოფილია ბილიკებად და
სექტორებად . ძველ ვინჩესტერებში თითოეული სექტორის
საინფორმაციო მოცულობა 512 ბაიტს შეადგენდა, ხოლო
თანამედროვე დიდი მოცულობის ვინჩესტერებში სექტორების
საინფორმაციო მოცულობა 4096 ბაიტამდე გაიზარდა.
თითოეული დისკის ორივე მხარისთვის გათვალისწინებულია
შესაბამისი ჩაწერა/წაკითხვის თავაკი. ყველა თავაკი ერთ
საერთო დგარზეა დამონტაჟებული და ერთდროულად
(სინქრონულად) გადაადგილდება. ამიტომ, ვინჩესტერის
ლოგიკური სტრუქტურის აღწერისას ჩვეულებრივ
განისაზღვრება ერთმანეთის ქვევით განლაგებული ბილიკები,
რომლებსაც ცილინდრები ეწოდება

Ვინჩესტერის ძირითადი პარამეტრებია ტევადობა და სწრაფ


ქმედება

2. ჩამოაყალიბეთ ზონურ-სექციური ჩაწერის არსი


ამედროვე ვინჩესტერში ზონურ-სექციური ჩაწერის წესი - Zone
bit recording გამოიყენება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა
ბილიკები სექტორების განსხვავებულ რაოდენობას შეიცავენ.
ბილიკები, რომლებიც დაცილებულია ცენტრიდან, შედარებით
გრძელია დისკის ცენტრთან არსებულ ბილიკებთან შედარებით,
ამიტომ შესაძლებელია მათი მეტ სექტორად დაყოფა. გარე
ცილინდრების შიგა ცილინდრებთან შედარებით მეტი
რაოდენობის სექტორებად დაყოფა დისკის მოცულობის
გაზრდის ეფექტური მეთოდია, ზონურიი ჩაწერის დროს
ცილინდრები იყოფა ჯგფებად, რომლებსაც ზონები ეწოდებათ.
ბილიკები, რომლებიც ერთ ზონას მიეკუთვნებიან, ერთი და
იგივე რაოდენობის სექტორებად იყოფიან. რაც უფრო ახლოსაა
ზონა დისკის გარე კიდესთან, მასში შემავალი ბილიკები
სექტორების მეტ რაოდენობად იყოფა შიგა ზონებში
მოთავსებულ ბილიკებთან შედარებით. თანამედროვე
ვინჩესტერები 10 და მეტ ზონად იყოფიან.

3. აღწერეთ, როგორ იანგარიშება მოძებნის საშუალო დრო


ვინჩესტერისთვის.

Მოძებნის საშუალო დრო არის დროითი ინტერვალი, რომლიც


განმავლობაშიც ვინჩესტერის თავაკები ერთი ცილინდრიდან
მეორეზე გადაადგილდებიან, ამ პარამეტრის გამოთვლისთვის
უნდა შესრულდეს შემთხვევით არჩეულ ბილიკზე გადასვლის
ოპერაციების სერია და მოძებნის ჯამური დროს გაიყოს
ოპერაციეის რაოდენობაზე. ვინჩესტერის საპასპორტო
მონაცემებში მოძებნის საშუალო დროდ უმეტესად მიეთითება
თავაკების გადაადგილების დრო დისკების ჩასაწერი ზონის
სიგანის მესამედზე.

4. აღწერეთ, როგორ იანგარიშება მონაცემთა გადაცემის სიჩქარე


ვინჩესტერისთვის
მოძებნის საშუალო დრო დამოკიდებულია მხოლოდ თავაკების
პოზიციონირების სიჩქარეზე, ხოლო მონაცემთა წაკითხვის
სიჩქარე დამოკიდებულია ვინჩესტერის ისეთ მახასიათებლებზე,
როგორებიცაა ბაიტების რაოდენობა სექტორში, სექტორების
რაოდენობა ბილიკზე და დისკის ბრუნვის სიხშირე.
ჩამოთვლილი მახასიათებლების საფუძველზე გამოითვლება
მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე - ( MDTR):
MDTR=SPT*4096*PRM/60(ბაიტი/წმ)
სადაც SPT - სექტორების მაქსიმალური რაოდენობაა ბილიკზე,
PRM - დისკის ბრუნვის სიჩქარეა (ბრ/წთ).

Მაგრამ, ვინჩესტერის დოკუმენტაციაში მითითებულ MDTR-ზე


უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრია მონაცემების გადაცემის
საშუალო სიჩქარე. ვინჩესტერი, როგორც წესი, დაყოფილია 10
ან მეტ ზონად, რომლებიც სექტორების განსხვავებულ
რაოდენობას შეიცავენ. რამდენადაც ვინჩესტერის გარე ზონები
მეტ სექტორებს შეიცავენ შიგა ზონებთან შედარებით,
მონაცემთა გადაცემის სიჩქარეც მათთვის უფრო მაღალია.
საშუალო კლასის ვინჩესტერებისთვის ინტერფეისის სიხშირე
(ATA/SATA 1/2/3) მონაცემთა გადაცემის სიჩქარეზე გავლენას
პრაქტიკულად არ ახდენს. თუმცა სურათი იცვლება მაღალი
კლასის ვინჩესტერებისათვის, რომლებსაც დიდი ტევადობა და
დისკების ბრუნვის მაღალი (10000-15000 ბრ/წთ) სიჩქარე
გააჩნიათ.

5. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის Cache-მეხსიერების


დანიშნულება.

Ვინჩესტერის ქეშ მეხსიერებაში არა პროცესორის მეხსიერება,


არამედ ვინჩესტერის კონტროლერში არსებული მეხიერების
უჯრედები იგულისხმება. ქეშ მეხსიერების არსებობა
მნიშვნელოვნად ზრდის მონაცემთანგადაცემის სიჩქარეს ,
რადგან ვინჩესტერიდან წინასწარ წაკითხულ იმ მონაცემებს
ინახავს, რომელიც დიდი ალბათობით პროცესორს დასჭირდება.
Cache-მეხსიერება ყველა თანამედროვე ვინჩესტერს გააჩნია.
მისი მოცულობა, როგორც წესი, 16-256 მბაიტსი არის.

6. განმარტეთ SMART ტექნოლოგიის არსი


ვინჩესტერის კომპონენტების დაძველების, ცვეთის,
საექსპლუატაციო რეჟიმების დარღვევის შედეგად
დისკებზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს. ასეთი
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ვინჩესტერების
უმსხვილესმა დამამზადებლებმა ვინჩესტერის მდგომარეობის
შეფასების და ავტომატური პროფილაქტიკის SMART
ტექნოლოგია დაამუშავეს. SMART სამრეწველო სტანდარტია,
რომელიც აღწერს ვინჩესტერის შეცდომების წარმოქმნის
წინასწარმეტყველების მეთოდებს. SMART სისტემის
აქტივიზაციისას მოწმდება განსაზღვრული პარამეტრები, რაც
ვინჩესტერის დაზიანების წინასწარმეტყველების საშუალებას
იძლევა. თუ პარამეტრების შემოწმებისას დადგინდა, რომ
ვინჩესტერის დაზიანების ალბათობა გაიზარდა, SMART
სისტემა კომპიუტერის BIOS-ისთვის გამოიმუშავებს
შეტყობინებას შექმნილ უწესრიგობაზე

7. ვინჩესტერის რომელ პარამეტრებს აანალიზებს SMART


ტექნოლოგია?
ვინჩესტერების უმეტესობაში შემდეგი პარამეტრები
რეგისტრირდება:

. Თავაკის დაცილება ვინჩესტერის დისკის ზედაპირიდან


.ვინჩესტერსა და მის ქეშ მეხიერებას შორის მონაცემთა
გადაცემის სიჩქარე.
.დაზიანებული (bad) სექტორების რაოდენობა
.ვინჩესტერის ბრუნვების რაოდენობა მუშაობის განმავლობაში

. Ვინჩესტერის თავაკების გადაადგილების რაოდენობა.


.დისკების ნომინალური სიჩქარით დატრიალების დრო
.შეფერხებათა სიხშირე მონაცემების მოძებნის დროს.
.ვინჩესტერის განმეორებითი დაკალიბრების რაოდენობა.
8. განმარტეთ ვინჩესტერის რეცირკულაციის ფილტრის
დანიშნულება.
რეცილკურაციის ფილტრის დანიშნულებაა დისკის მექანიკური
ნაწილების მუშაობის შედეგად მიღებული ნაწილაკების
მოცილება. რამდენადაც ვინჩესტერის კორპუსში ჰაერის
გარედან მიწოდება არ ხდება, ვინჩესტერებს მუშაობა
დაბინძურებულ და მტვრიან გარემოშიც შეუძლიათ.

9. განმარტეთ ვინჩესტერის ბარომეტრული ფილტრის


დანიშნულება.
ბარომეტრული ფილტრის დანიშნულება დისკურ
მოწყობილობასა და გარე სამყაროს შორის წნევის გათანაბრებაა.
ნახვრეტი აღჭურვილია მიკროფილტრით, რათა დისკები და
თავაკები გარე მტვრისაგან დაიცვას

10. ჩამოაყალიბეთ, რა პრობლემებს ქმნის ვინჩესტერისთვის


არახელსაყრელი ტემპერატურული რეჟიმი
გარემოს მაღალი ტემპერატურა დისკური მოწყობილობების
მუშაობის ვადის შემცირების ერთ-ერთი ხელშემწყობი
ფაქტორია. თბილ ჰაერს ცივ ჰაერთან შედარებით ნაკლები
სიმჭიდროვე გააჩნია, ამიტომ თავაკსა და დისკს შორის საჰაერო
ბალიშის სიგანე მცირდება. დისკის დატრიალებისა და
შეჩერებისას საჰაერო ბალიში დაგვიანებით იქმნება, რამაც
შეიძლება დისკის ზედაპირის, ან თავაკის დაზიანება
გამოიწვიოს.

11. რა ოპერაციები უნდა შესრულდეს ვინჩესტერის სამუშაოდ


მოსამზადებლად? მათ შორის რომელ ოპერაციებს ასრულებს
მომხმარებელი
.Ფიზიკური ანუ დაბალი დონის დაფორმატება
.დისკის განყოფილებებად დაყოფა
.ლოგიკური ანუ მაღალი დონის დაფორმატება(ასრულებს
მომხმარებელი)

12. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის დაბალი დონის დაფორმატების


არსი.

Დაბალი დონის დაფორმატების დროს დისკზე ბილიკები


სექტორები და მათ შორის ინტერვალები ფორმირდება.
Სექტორებში ფიქტიური ჩანაწერები ან სამომხმარებლო
ინფორმაცია იწერება. Სექტორების რაოდენობა ბილიკზე
ვინჩესტერის კონტროლერზეა დამოკიდებული. Დაბალი დონის
დაფორმატებას ფირმა-დამამზადებელი ასრულებს.
Მომხმარებლისთვის დაფორმატეის ეს ეტაპი მიუწვდომელია
13. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის განყოფილებებად დაყოფის
პროცესის ეტაპები.

Ამ პროცესის დროს ვინჩესტერის პირველ სექტორში იწერება


სპეციალური პროგრამა, რომელიც საჭიროა ოპერაციული
სისტემის ჩატვირთვისთვის და დაყოფის ცხრილი, რომელშიც
იწერება ინფორმაცია განყოფილებების შესახებ, ამ სექტორს
ეწოდება მთავარი ჩამტვირთავი სექტორი, ხოლო ჩანაწერს
მთავარი ჩამტვირთავი ჩანაწერი

Შესაძლებელია სამი ტიპის განყოფილების შექმნა:


.MS-DOS-ის პირველადი განყოფილება(აუცილებელია
Windows-ში სამუშაოდ)
.MS-DOS-გაფართობელი განყოფილება(არ არის აუცილებელი
და შეიძლება ლოგიკურ დისკებად დაიყოს)
.არა MS-DOS-ის განყოფილება(არ არის აუცილებელი)

Ბუნებრივია, ვინჩესტერის სრული მოცულობა ცალკეული


ლოგიკური დისკების მოცულობების ჯამია.

14. აღწერეთ ფაილური სისტემები FAT 16 და FAT 32.


FAT 16 არის ფაილური სისტემა 16 თანრიგა დამისამართებით,
მისი სისტემა მხარს უჭერს კლასტერების და აქედან
გამომდინარე ჩაწერილი ფაილების საკმაოდ მცირე
რაოდენობას(2^16). Ეს ფაილური სისტემა მორალურად
მოძველებულია და თანამედროვე ვინჩესტერებში აღარ
გამოიყენება. Იგი რეალიზებულია დრეკად დისკურ
მოწყობილობებში.
FAT 32 თანამედროვე ფაილური სისტემა 32 თანრიგა
დამისამართებით. FAT 32 ცხრილში განლაგების უჯრედებს 32-
თანრიგა რიცხვები შეესაბამება, ხოლო ტომის (ლოგიკური
დისკის) მაქსიმალური მოცულობა 2 ტერაბაიტია.

15. აღწერეთ ფაილური სისტემა NTFS.


NFTS თანამედროვე ფაილური სისტემაა, ფაილის სახელის
მაქსიმალური სიგრძე 256 სიმბოლოა, ხოლო ლოგიკური დისკის
მაქსიმალური(თეორიული) მოცულობა -16 ებაიტი(16*10^18),
მას დამატებითი შესაძლებლობებიც გააჩნია, რომლებიც არ აქვს
სხვა ფაილურ სისტემებს, მაგალითად უსაფრთხოების
საშუალებები

16. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის მაღალი დონის (ლოგიკური)


დაფორმატების არსი

Ამ ტიპის დაფორმატებას მომხმარებელი ასრულებს ამ დროს


ოპერაციული სისტემა ვინჩესტერზე ქმნის სტრქუტურებს
ფაილებთან და მონაცემებთან სამუშაოდ.

Გასათვალისწინებელია:
. Როგორც ვინჩესტერის განყოფილებებად დაყოფის ისე მაღალი
დონის დაფორმატების დროს ვინჩესტერზე ჩაწერილი
მონაცემები იშლება.
.არსებობს სპეციალური პროგრამული უტილიტები, რომლებიც
აღადგენენ წაშლილ ფაილებს, თუმცა არცეთი მადგანი არ
იძლევა აღდგენის სრულ(100%-იან) გარანტიას
Ამგვარად ვინჩესტერის განყოფილებად დაყოფამდე ან მაღალი
დონის დაფორმატეამდე, მისი მონაცემების სარეზერვო
კოპირება უნდა მოვახდინოთ. Მაღალი დონის დაფორმატების
დროს მიეთითება ფაილური სისტემის ტიპი.

17. ჩამოაყალიბეთ ვინჩესტერის დამისამართების LBA მეთოდის


არსი.

Არსებობს დამისამართების ორი ძირითადი მეთოდი CHS და


LBA, CHS მეთოდის საფუძველი დამგროვებლის ფიზიკური
სტრუქტურაა, ხოლო LBA სექტორების ნუმერაციის უფრო
მარტივი და ლოგიკური საშუალებაა, რომელიც არ არის
დამოკიდებული ვინჩესტერის შიგა ფიზიკურ არქიტექტურაზე.
Უკვე დიდი ხანია CHS მეთოდის ნაცვლად LBA მეთოდი
გამოიყენება. Ამ მეთოდის თანხმად ყველა სექტორი
თანმიმდევრობით ინომრება. თავდაპირველად სექტორების 28-
ბიტიანი LBA მისამართი გამოიყენებოდა(ვინჩესტერის
მოცულობა 128 გიგაბაიტი) . ამჟამად კი 48-თანრიგა LBA
დამისამართებაგამოიყენება. სექტორების მაქსიმალური
რაოდენობაა 2^48 , ხოლო ვინჩესტერის მაქსიმალური
მოცულობაა 134 პეტაბაიტი

კომპაქტ-დისკური მოწყობილობები

1. რა განსხვავებაა CD-DA და CD-ROM დამგროვებლებს შორის?


ორობითი თანრიგების მიღებული კრებული CD-DA დისკის
შემთხვევაში ხმოვან სიგნალებს, ხოლო CD-ROM დისკის
შემთხვევაში კომპიუტერულ მონაცემებს შეესაბამება. ანუ CD-
DA არის აუდიო სიგნალების ჩასაწერად და მოსასმენად, ხოლო
CD-ROM ინფორმაციის ჩასაწერად და მოსასმენად

2. აღწერეთ კომპაქტ-დისკებიდან ინფორმაციის წაკითხვის


პროცესი.
ინფორმაციის წაკითხვა კომპაქტ-დისკიდან არეკლილი დაბალი
სიმძლავრის ლაზერული სხივის რხევების რეგისტრაციის
პროცესს წარმოადგენს. დისკის ზედაპირიდან ლაზერის სხივის
არეკვლის კოეფიციენტი მაღალია, ხოლო დისკის ღრმულიდან
ლაზერული სხივის არეკვლა თითქმის არ ხდება

3. აღწერეთ CD-R დისკის ტექნოლოგია.


CD-R დისკები განკუთნილია ინფორმაციის ერთჯერადად
ჩასაწერად. ჩ ამწერი ფენის სახით გამოყენებულია ორგანული
საღებავის ფენა, რომელიც ოქროს ამრეკლი ფენით იფარება.
ჩაწერის დროს, ლაზერის სიმძლავრე დაახლოებით 10-ჯერ
იზრდება და ორგანული საღებავის ფენას 250-300°C მდე
აცხელებს. ასეთ ტემპერატურაზე ორგანული საღებავის ფენა
იწვება და ფაქტობრივად გაუმჭვირვალე ხდება. შემდგომში,
დისკის ამომწვარი მონაკვეთების წაკითხვის დროს ლაზერული
სხივი ვეღარ აღწევს ოქროს ამრეკლ ფენამდე და აღარ
აირეკლება. ამრიგად, CD-R დისკის ამომწვარ მონაკვეთებში
იგივე ოპტიკური ეფექტი მიიღება, როგორც CD-ROM დისკის
ღრმულის წაკითხვისას, ხოლო CD-R დისკის არაამომწვარ
მონაკვეთებში – როგორც CD-ROM დისკის ზედაპირის
წაკითხვისას. ორგანული საღებავის ფენის ამოწვა მხოლოდ
ერთხელ შეიძლება შესრულდეს. ამიტომ CD-R დისკზე
შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადი ჩაწერა.

4. აღწერეთ CD-RW დისკის ტექნოლოგია


CD-RW დისკი CD-R დისკისგან სამი ძირითადი თვისებით
განსხვავდება. კერძოდ:
 შესაძლებელია მონაცემების მრავალჯერადი ჩაწერა
 უფრო ძვირია
 ჩაწერის უფრო დაბალი სიჩქარე აქვს
CD-R დისკისგან განსხვავებით, CD-RW დისკის ჩამწერი ფენა
პოლიკრისტალური სტრუქტურისაა, რაც მისი ოპტიკური
თვისებების მრავალჯერადი შეცვლის, ანუ ინფორმაციის
წაშლის და მრავალჯერადი ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა

5. როგორ განისაზღვრება მონაცემთა გადაცემის სიჩქარე CD-


ROM დისკური მოწყობილობებისთვის?
აუდიო კომპაქტ-დისკებიდან (CD-DA) მონაცემების წაკითხვა
150 კბაიტი/წმ სიჩქარით (1) სრულდება. ამ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია არა მაქსიმალური სიჩქარე, არამედ
გადაცემული მონაცემების სიჩქარის სტაბილურობა. CD-ROM-
ებისთვის, რომლებიც კომპიუტერულ მონაცემებს კითხულობენ,
მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ამ რიცხვის (150 კბაიტი/წმ)
ჯერადია. მაგალითად, CD-ROM 50 აღნიშნავს, რომ
დამგროვებლისთვის მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური
სიჩქარეა 7500 კბაიტი/წმ. ამრიგად, N-ჯერადი სიჩქარის CD-
ROM-ებისთვის მონაცემების გადაცემის სიჩქარე
დამოკიდებულია დისკზე ჩაწერილი მონაცემების ტიპზე. თუ
ინფორმაციის წაკითხვა აუდიო კომპაქტ-დისკიდან სრულდება,
მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 150 კბაიტი/წმ (Normal Speed)
იქნება. თუ დისკი კომპიუტერულია, მონაცემთა გადაცემის
სიჩქარე CD-ROM დამგროვებლის მაქსიმალურ სიჩქარეზე
იქნება დამოკიდებული.
მონაცემების გადაცემის სიჩქარე CD-ROM დამგროვებლების
მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომლის მითითებაც
ყოველთვის ხდება დამაგროვებლის მოდელთან ერთად.
მონაცემთა გადაცემის სიჩქარე უშუალოდაა დაკავშირებული
დისკის ბრუნვის სიჩქარესთან

6. ჩამოაყალიბეთ ტექნოლოგიური განსხვავებები CD და DVD


დისკებს შორის.
 DVD-დისკს ჩვეულებრივ CD-დისკთან შედარებით
ნაკლები ზომის ღრმულები და უფრო მჭიდრო სპირალი
გააჩნია
 DVD-ტექნოლოგიაში გამოყენებული ლაზერის ტალღის
სიგრძე შემცირებულია (0,65 მიკრონია 0,78 მიკრონის
ნაცვლად)
11. აღწერეთ კომპაქტ-დისკებზე ჩაწერის მეთოდები
კომპაქტ-დიკზე ჩაწერის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს
 Disc-At-Once: კომპაქტ-დისკებზე ჩაწერის ერთსესიური
მეთოდია. ამ დროს მონაცემების ჩაწერა ერთი ოპერაციის
განმავლობაში, ლაზერის გამორთვის გარეშე სრულდება.
დისკზე ცვლილებების შეტანა შემდგომში შეუძლებელია.

 Track-At-Once: ეს მეთოდი ჩაწერის რამდენიმე სესიის


გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს (სანამ დისკი არ
გაივსება). უკვე ჩაწერილი სესია არ იშლება. შესაძლებელია
მხოლოდ CD-RW და DVD-RW დისკების მთლიანი
გასუფთავება.

 პაკეტური ჩაწერა - ამ ტიპის ჩაწერისას ფაილური სისტემა


UDF გამოიყენება. ამ შემთხვევაში ფაილების წაშლა-ჩაწერა
ხდება ისევე, როგორც ვინჩესტერზე და
ფლეშდამგროვებელზე. ჩაწერის პაკეტური რეჟიმის
მხარდაჭერა გააჩნია ყველა თანამედროვე ოპერაციულ
სისტემას - Windows 7/8/10/11. UDF ფორმატში დისკის
ჩასაწერად Windows-ში მუშაობის დროს ვირჩევთ - Like a
USB flash drive, სხვა შემთხვევაში - With a CD/DVD Player.

12. განმარტეთ უნივერსალური დისკური ფორმატის (UDF) არსი


ამ დროს ფაილების წაშლა და ჩაწერა ხდება ისე, როგორც
ვინჩესტერზე და ფლეშ დამგროვებელზე
13. აღწერეთ Multiread სპეციფიკაცია
CD-RW დისკის ,,ზედაპირების’’ არეკვლისუნარიანობა
დაახლოებით 20%-ია, ხოლო „ღრმულებისა’’ - მხოლოდ 5%, რაც
საწყის მოთხოვნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ამიტომ
ძველ CD-ROM-დამგროვებლებში CD-RW დისკების
წაკითხვისას გარკვეულ პრობლემებს აქვს ადგილი.
თანამედროვე CD-ROM-დამგროვებლები აღჭურვილია
გაძლიერების ავტომატური რეგულირების სქემით, რომელიც
მნიშვნელოვნად ზრდის დეტექტორის სქემის გაძლიერების
კოეფიციენტს. ასეთი CD-ROM დამგროვებლები უპრობლემოდ
კითხულობენ CD-RW დისკებს, მიეკუთვნებიან Multiread
სპეციფიკაციას და მინიჭებული აქვთ შესაბამისი ლოგოტიპი,
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში
ლაზერული მოწყობილობის ცვეთასთან ერთად შეიძლება
გაჩნდეს CD-ROM დამგროვებლების მიერ CD-RW დისკების
წაკითხვის პრობლემა.

14. აღწერეთ Bluray სტანდარტი.


Bluray გაზრდილი მოცულობის ოპტიკური დისკების ფორმატს
წარმოადგენს. მისი დიამეტრია 120მმ, რაც შეესაბამება
სტანდარტული CD/DVD დისკების დიამეტრს. ერთმხრივ
ერთფენიან ამ სტანდარტის დისკზე შესაძლებელია 25გბ
მოცულობის მონაცემების ან 11 საათიანი მაღალხარისხიანი
ვიდეოს ჩაწერა. აგრეთვე იწარმოება BD დამგროვებლები,
რომლებიც ორფენიან დისკებზე 50 გბაიტამდე ინფორმაციის
ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა. ამ სტანდარტის მიხედვით
გათვალისწინებულია 405 ნანომეტრი ტალღის სიგრძის
ლურჯი-იასამნისფერი ლაზერის გამოყენება, რაც დისკზე
უფრო მჭიდრო ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა

15. ჩამოთვალეთ Bluray ფორმატები


 BD-ROM - „დაშტამპული“ დისკების ფორმატი (მხოლოდ
წაკითხვისათვის )
 BD-R - განკუთვნილია კომპიუტერული მონაცემების
ერთჯერადი ჩაწერისთვის
 BD-RW - განკუთვნილია კომპიუტერული მონაცემების
მრავალჯერადი ჩაწერისთვის
 BD-RE - განკუთვნილია HDTV მონაცემებისთვის.
ვიდეოსისტემა და აუდიოსისტემა

1. აღწერეთ მონიტორის ფუნქციონირების ტექსტური


(alphanumeric) რეჟიმი
Alphanumeric სისტემის მუშაობის ტექსტური რეჟიმია. ამ
რეჟიმში ეკრანი პირობითად სტრიქონებად და სვეტებად იყოფა.
თითოეულ უჯრედში შეიძლება აისახოს ერთი სიმბოლო
სიმბოლოების სტანდარტული კრებულიდან. ტექსტური
რეჟიმის ნაირსახეობაა ბრძანებითი სტრიქონი, ეკრანი,
რომელშიც ნავიგაცია სრულდება მხოლოდ კლავიატურიდან
შეტანილი ბრძანებებით და არა მაუსით.

2. აღწერეთ მონიტორის ფუნქციონირების გრაფიკული (all pixels


adressable) რეჟიმი
გრაფიკული რეჟიმის დროს ეკრანის თითოეული პიქსელი ცალ-
ცალკე იმართება, რაც ნებისმიერი ფორმის, ზომისა და ფერის
გამოსახულების წარმოდგენის საშუალებას იძლევა. გრაფიკულ
ფორმატში მუშაობა ტექსტურთან შედარებით ბევრად
კომფორტულია, თუმცა იგი მეტ რესურსს მოითხოვს.
გრაფიკულ რეჟიმში ეკრანი პიქსელების მატრიცას წარმოადგენს,
ხოლო თავად პიქსელი მონიტორის ეკრანის მინიმალური
ასახვადი ელემენტია. რამდენადაც ეკრანის თითოეული
პიქსელი ცალ-ცალკე იმართება, გრაფიკული რეჟიმი
ნებისმიერი ფორმის გამოსახულების წარმოდგენის საშუალებას
იძლევა.
3. აღწერეთ მონიტორის მახასიათებელი - Resolution.
გრაფიკული რეჟიმის დროს პიქსელები ეკრანზე
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებადაა დალაგებული.
ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების რაოდენობას,
რომლის ასახვის შესაძლებლობაც მონიტორს გააჩია, ეკრანის
გარჩევადობა ანუ resolution ეწოდება. მეტი გარჩევადობა
ეკრანის ფართობის ერთეულზე მეტი ინფორმაციის ასახვის
შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მეტი გარჩევადობა ყოველთვის
არ განაპირობებს უფრო კომფორტულ მუშაობას. ეკრანის
გამოსახულება ინფორმატიულია მანამ, სანამ გამოსახულების
სიმჭიდროვე და მონიტორის გარჩევადობა ადამიანს
საშუალებას აძლევს იგი ცალ-ცალკე გამოსახულებებად
დაინახოს.
4. აღწერეთ MDA და VGA სტანდარტები
MDA პერსონალური კომპიუტერის საწყის მოდელებში
გამოიყენებოდა და ლუმინოფირის ნათეფის ფერიდან
გამომდინარე გამოიყენებოდა ფერების მწვანე/შავი, ან
თეთრი/შავი კომბინაციები. ეს სტანდარტი ეკრანზე მხოლოდ
ტექსტური რეჟიმის ტექსტური ინფორმაციის ასახვის
საშუალებას იძლევა და არ აქვს გრაფიკული რეჟიმი.
გრაფიკული სანდარტი VGA დამუშავებულია კომპანია IBM-ის
მიერ. იგი მონიტორების და ვიდეოადაპტერების თანამედროვე
სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს, სტანდარტული VGA
ვიდეოკონტროლერი 640×480 პიქსელი გარჩევადობას
უზრუნველყოფს. თუმცა ტერმინს VGA საკმაოდ ფართო
შინაარსი გააჩნია. იგი გამოიყენება როგორც 640×480
გარჩევადობის აღწერისთვის, ასევე VGA ვიდეოკონტროლერის
გასართის აღსანიშნავად, რომელთანაც მონიტორი ან
პროექტორი ერთდება
5. რამ განაპირობა VGA სტანდარტში ანალოგური სიგნალების
გამოყენება?
VGA ინტერფეისი ანალოგურია, რაც განპირობებულია წლების
განმავლობაში ანალოგური, ელექტრონულსხივურმილაკიანი
(CRT - Cathode-Ray Tube) მონიტორების ფართო გავრცელებით.
წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების გადასაცემად გამოიყენება
თითო გამტარი.

6. აღწერეთ ფერების რეჟიმები Hi-Color და Real Color


Hi-Color რეჟიმის მხარს უჭერს 215 ფერისგან შემდგარ პალიტრას,
სადაც გამოსახულების თითოეული პიქსელისთვის
გამოყოფილია 15 თანრიგი. თითოეული ფერის (წითელი, მწვანე,
ლურჯი) გრადაციას 5-5 ბიტი ემსახურება.
Real Color რეჟიმი მხარს უჭერს 216 ფერს. ყოველი პიქსელის
კოდირებისთვის არა 15, არამედ 16 ბიტია გამოყოფილი.
ბიტების განაწილება ფერებს შორის არათანაბარია. იგი
ეფუძნება ადამიანის თვალის სპექტრალურ მგრძნობიარობას,
რომელიც მაქსიმუმს მწვანე ფერისთვის აღწევს. სწორედ ამიტომ
მწვანე ფერისთვის დამატებულია მე-6 ბიტი

7. აღწერეთ ფერების რეჟიმი True Color


True Color რეჟიმი მხარს უჭერს 224 ან 232 ფერს. თითოეული
პიქსელი 24 ან 32 თანრიგით კოდირდება. პირველ შემთხვევაში
ყოველი ფერისთვის (წითელი, მწვანე, ლურჯი) გამოიყოფა 8-8
ბიტი, მეორე შემთხვევაში წითელი და ლურჯი ფერებისთვის
10-10 ბიტი, ხოლო მწვანე ფერისთვის - 12 ბიტი. ფერების
რაოდენობის შემდგომ ზრდას აზრი არა აქვს, რადგან ადამიანის
თვალი მხოლოდ 2 მილიონი ფერისგან შემდგარ პალიტრას
აღიქვამს.

8. აღწერეთ ციფრული გრაფიკული ინტერფეისები VGA, DVI და


HDMI.
 VGA- ანალოგური ინტერფეისია , რაც განპირობებულია
წლების განმავლობაში ანალოგური,
ელექტრონულსხივურმილაკიანი (CRT - Cathode-Ray Tube)
მონიტორების ფართო გავრცელებით. წითელი, მწვანე და
ლურჯი ფერების გადასაცემად გამოიყენება თითო
გამტარი. აქვს 15 კონტაქტი, შესაძლებელია 640×480, SVGA
და უფრო მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების
გადაცემა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ VGA სტანდარტის
ვიდეოკონტროლერები ამჟამად მხოლოდ დაბალი
გარჩევადობის საბიუჯეტო თხევადკრისტალური
მონიტორებისთვის და პროექტორებისთვის გამოიყენება.
HDTV (Full HD) 1080p და უფრო მაღალი გარჩევადობის
შემთხვევაში VGA ვიდეოკონტროლერი ამახინჯებს
გამოსახულებას. ამ შემთხვევაში მონიტორთან
კავშირისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ციფრული
გრაფიკული ინტერფეისი.
 DVI - მხარს უჭერს საკმაოდ მაღალ, მაგალითად 4K
გარჩევადობას და იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
ინტერფესია ვიდეოადაპტერისა და თხევადკრისტალური
მონიტორის დასაკავშირებლად
 HDMI - ციფრული გრაფიკული ინტერფეისია და
წარმოადგენს DVI ინტერფეისის განვითარებას. იგი
საშუალებას იძლევა ერთდროულად გადაიცეს მაღალი
გარჩევადობის ციფრული ვიდეომონაცემები და
მრავალარხიანი ციფრული აუდიო. იგი უზრუნველყოფს
ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაციის ერთდროულად,
ერთი კაბელით გადაცემას. იგი გამოიყენება როგორც
პერსონალურ კომპიუტერებში, ასევე ტელევიზორებში და
სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. HDMI მხარს უჭერს ისეთ
მაღალ გარჩევადობებს, როგორიცაა, მაგალითად, Ultra HD
(8K). იგი არის 29 კონტაქტიანი
9. აღწერეთ ანალოგური ხმოვანი სიგნალის დისკრეტული
აპროქსიმაცია.
რამდენადაც კომპიუტერს მხოლოდ ციფრული ფორმით
წარმოდგენილ ინფორმაციასთან შეუძლია მუშაობა,
ანალოგური ხმოვანი სიგნალი ციფრულ ფორმაში უნდა
გარდაიქმნას. ამ მიზნით აუდიოკონტროლერში
ანალოგურციფრული გარდამქმნელი გამოიყენება. ანალოგური
ხმოვანი სიგნალი დისკრეტულ აპროქსიმაციად
(მრავალდონიანი საფეხურობრივი სიგნალი) გარდაიქმნება.
თავდაპირველად ხდება კვანტირება დროის მიხედვით,
რომელიც მდგომარეობს დროის დისკრეტული შუალედების
გაზომვაში (სემპლირება). ამის შემდეგ სრულდება კვანტირება
სიგნალის ამპლიტუდის მიხედვით. ამპლიტუდის მყისიერი
მნიშვნელობები მრგვალდება გარკვეულ წინასწარ მოცემულ
ფიქსირებულ სიდიდემდე, რომელსაც დონე ეწოდება. მეზობელ
დონეებს შორის დაცილებას ბიჯი ეწოდება. ანალოგური
სიგნალის ციფრულ სიგნალად გარდაქმნა ყოველთვის
დაკავშირებულია სიგნალის გარკვეულ დამახინჯებასთან.
დამახინჯებებების შემცირებისთვის უნდა შემცირდეს
კვანტირების ბიჯები და გაიზარდოს დონეების რაოდენობა.
სიხშირეს, რომლითაც სიგნალი დისკრეტიზდება,
დისკრეტიზაციის სიხშირე ეწოდება. რაც უფრო მცირეა
დროითი ინტერვალები ცალკეულ გაზომვებს შორის, მით
უფრო მაღალია დისკრეტიზაციის სიხშირე და მით უფრო
ზუსტად აღიწერება ხმოვანი სიგნალი. პირუკუ გარდაქმნას
აუდიოკონტროლერის ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი
ასრულებს.
პროცესორი 1
1. რაში მდგომარეობს კვარცული რეზონატორის და სატაქტო
გენერატორის დანიშნულება?
კვარცული რეზონატორი - მასში ხდება სატაქტო სიგნალების
წარმოქმნა
სატაქტო გენერატორი - კვარცული რეზონატორიდან
მიწოდებულ ანალოგურ, სინუსოიდური ფორმის სიგნალებს
აციფრულებს.

2. აღწერეთ პროცესორის მუშაობის 64-თანრიგა რეჟიმი


64-თანრიგა გამოთვლების ჩასატარებლად საჭიროა 64-თანრიგა
ოპერაციული სისტემა და დრაივერები. 64-თანრიგა რეჟიმში 64-
თანრიგა ოპერაციული სისტემა 64-თანრიგა გამოყენებით
პროგრამებს ასრულებს. დამატებულია 4 გბაიტზე მეტი
მოცულობის ძირითადი ოპერაციული მეხსიერების მხარდაჭერა.
ასევე პროცესორს გააჩნია დამატებითი 64-თანრიგა საერთო
დანიშნულების GPR რეგისტრები. პროცესორს გააჩნია 8
დამატებითი რეგისტრი SIMD ნაკადური მონაცემებისთვის.
შეთავსების რეჟიმში 64-თანრიგა ოპერაციული სისტემა 32-
თანრიგა გამოყენებით ასრულებს პროგრამებს.

3. რაში მდგომარეობს სუპერსკალარული არქიტექტურის არსი.


იგი პროცესორში ორი ან მეტი კონვეიერის არსებობას
გულისხმობს. იგი ერთდროულად რამდენიმე ბრძანების
შესრულების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვნად ზრდის
პროცესორის წარმადობას.

4. ჩამოაყალიბეთ MMX ტექნოლოგიის არსი


შიფრება როგორც Multi-Media Extensions ან Matrix Math
Extensions. იგი აჩქარებს ვიდეომონაცემებისა და გრაფიკული
გამოსახულებების მანიპულაციებს. მისი მიხედვით ბრძანებათა
კრებული 57 ახალი ბრძანებით გაიზარდა. იგი დამუშავებულია
ხმოვანი, გრაფიკული და ვიდეომონაცემების უფრო ეფექტური
დამუშავებისათვის.

5. რაში მდგომარეობს Hyper-threading ტექნოლოგიის


დანიშნულება?
გამოიყენება პროცესორის გამომთვლელი ბლოკების მუშაობის
ეფექტურობის გაზრდისთვის. მისი საშუალებით ერთი
ფიზიკური პროცესორი ორ ლოგიკურ პროცესორად
წარმოდგინდება. მისი წარმადობა არც თუ ისე მაღალია.
პროცესორი 2
1. ჩამოაყალიბეთ Intel Advanced Smart Cashe ტექნოლოგიის არსი.
ყველა ბირთვს საერთო L2 Cache მეხსიერება აქვს, რაც ზრდის
იმის ალბათობას, რომ პროცესორის თითოეული ბირთვისთვის
აუცილებელი მონაცემი L2 Cacheში იქნება მიღწევადი.

2. ჩამოაყალიბეთ Core i პროცესორების ორდონიანი


მოდულური არქიტექტურის არსი
Core Logic დონეს პროცესორის ოთხი ბირთვი შეადგენს, ხოლო
Uncore Logic დონეს L3 Cache, DMI, QPI ინტერფეისი,
მეხსიერების და PCI Express ინტერფეისი კონტროლერები.
Uncore Logic კომპონენტები სიხშირით არ არის
სინქრონიზებული პროცესორის ბირთვებთან. Hyper-threading
დახმარებით ოპერაციული სისტემა ოთხბირთვიან პროცესორს
ხედავს როგორც რვა ცალკეულ ლოგიკურ პროცესორად.

3. აღწერეთ Core i არქიტექტურაში რეალიზებული Turbo Boost


რეჟიმი.
მისი არსი პროცესორების ბირთვების სატაქტო სიხშირეების
დინამიურ ცვლილებაში მდგომარეობს. როდესაც პროცესორის
რომელიმე ბირთვი არ არის დატვირთული, ის ამოირთვება
კვებიდან. შესაბამისად დანარჩენი დატვირთული ბირთვების
სატაქტო სიხშირე და ძაბვა იზრდება

4.ც ამოაყალიბეთ Core i პროცესორების L3 Cache მეხსიერების


თავისებურებები.
მისი მოცულობა ბირთვის დატვირთვის მიხედვით იცვლება. L1
და L2 მეხსიერების შემცველობა ბირთვის ნომრის მითითებით
მთლიანად აისახება L3 ში. ამიტომ პროგრამამ სასურველი
ინფორმაცია თუ L3 Cache ში ვერ აღმოაჩინა, აღარ ეძებს L1 და
L2 Cacheში.

5. მოახდინეთ Intel Core i7, i5 და i3 პროცესორების შედარებითი


ანალიზი (ზოგადად).
i7- კომპანიის მოწინავე მოდელი
ტურბო ბუსტ რეჟიმი
4 ბირთვი
ჰიპერთრედინგი
ლ3 ქეში ყველა ბირთვს

i5- მაღალწარმადული კომპიუტერების მასიური სექტორისთვის


2 ბირთვი ჰიპერთრედინგით
ან 4 ბირთვი ჰიპერთრედინგის გარეშე
ტურბობუსტი
ლ3 ქეში ყველა ბირთვს

i3 - ბიუჯეტური მოდელი
2 ბირთვი
ლ3 ქეში ყველა ბირთვს
ჰიპერთრედინგ არ აქვს.

You might also like