You are on page 1of 4

Mikheil Samkharadze

მყარი დისკის მომზადება Windows-ის ინსტალაციისთვის

მყარ დისკზე ოპერაციული სისტემის დაყენებამდე აუცილებელია მისი დაყოფა


და ფორმატირება. მყარი დისკის დაყოფისას ხდება ერთი ან მეტი ლოგიკური
დანაყოფის(partitions) შექმნა. მყარი დისკის ფორმატირებისას მიმდინარეობს მისი
მომზადება ფაილების და პროგრამების ჩასაწერად. ოპერაციული სისტემების
უმრავლესობის დაყენებისას სრულდება მყარი დისკის ავტომატური დაყოფა და
ფორმატირება. ტექნიკურმა სპეციალისტმა უნდა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს მყარი
დისკის პარამეტრებთან დაკავშირებული ეს პროცესები. მყარი დისკის პარამეტრების
კონტექსტში იხმარება შემდეგი ტერმინოლოგია:

 მთავარი დანაყოფი (Primary partition) _ ჩვეულებრივ ეს არის პირველი დანაყოფი,


რომელზეც იწერება ოპერაციული სისტემის ფაილები. მთავარი დანაყოფის უფრო
მცირე ნაწილებად დაყოფა არ შეიძლება. თითოეული მყარი დისკი შეიძლება
დავყოთ მაქსიმუმ ოთხ მთავარ დანაყოფად.
 აქტიური დანაყოფი (Active partition) - ამ დანაყოფს იყენებს ოპერაციული სისტემა
კომპიუტერის ჩასატვირთად. მხოლოდ ერთი მთავარი დანაყოფი შეიძლება იყოს
აქტიური. ძირითადად C: დისკი არის აქტიური დანაყოფი სადაც წერია სისტემური
ფაილები.
 დამატებითი დანაყოფი (Extended partition) - ეს დანაყოფი, როგორც წესი, იყენებს
მყარი დისკის დანარჩენ თავისუფალ ადგილს ან იღებს მთავარი დანაყოფის
ადგილს (ნაწილს). თითოეულ მყარ დისკზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი
დამატებითი დანაყოფი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს უფრო მცირე
ზომის დანაყოფებად, რომელთაც ლოგიკური დისკები(Logical drive) ეწოდება.

1
Mikheil Samkharadze

 ლოგიკური დისკი (Logical drive) - ეს დისკი არის დამატებითი დანაყოფის ნაწილი,


რომლის გამოყენებაც შეიძლება მონაცემების ადმინისტრაციულ ნაწილებად
დასაყოფად.
 ფორმატირება (Formatting) - არის დანაყოფის ფაილური სისტემის მომზადება
ფაილების შესანახად.
 სექტორი (Sector) - სექტორი არის უმცირესი ერთეული რომელიც შეიცავს 512
ბაიტს.
 კლასტერი (Cluster) - კლასტერს ასევე უწოდებენ ფაილების გასანაწილებელ ბლოკს.
ის არის მონაცემთა შესანახად გამოყენებული სივრცის უმცირესი ბლოკი.
კლასტერი შედგება სექტორებისგან.
 ბილიკი (Track) - მყარი დისკის ფირფიტის ერთ მხარეს არსებული
კონცენტრირებული წრეა, რომლის გასწვრივაც ინახება დისკზე ჩაწერილი
ინფორმაცია.
 ცილინდრი (Cylinder) - იმ ბილიკების ერთობლიობაა, რომლებიც ერთმანეთის
მიმართ ცილინდრისებურად არიან განლაგებული.
 დისკების აღნიშვნა (Drive mapping) - დისკებისთვის ანბანის ასოები მინიჭება
იდენტიფიკაციისთვის.

ფაილური სისტემები
ოპერაციული სისტემის ინსტალაცია ხდება, თუ დისკი სრულიად ახალია ამ დროს არ
ინახება მყარ დისკზე არსებული ინფორმაცია. დაყენების პირველი ეტაპი მოიცავს მყარი
დისკის დაყოფას და ფორმატირებას. ეს პროცესი ამზადებს დისკს ფაილური სისტემის
მისაღებად. ფაილური სისიტემა წარმოადგენს კატალოგების სტრუქტურას, რომელსაც
სისტემაში მოყავს ოპერაციული სისტემის, პროგრამების კონფიგურაციის და მონაცემთა
ფაილები, რომელთაც მომხმარებელი იყენებს. ოპერაციულ სისტემა Windows იყენებს
შემდეგი ფაილური სისტემებიდან რომელიმეს:

 New Technology File System (NTFS) - ფაილური სისტემა, რომელსაც თეორიულად 16


ეგზაბაიტამდე (exabytes) ზომის დისკების უზრუნველყოფა აქვს. NTFS მოიცავს უფრო
მეტ დაცვით ფუნქციას და გაფართოების ატრიბუტებს ვიდრე დაილური სისტემა
FAT.
 File Allocation Table, 32 bit (FAT32) - ფაილური სისტემა რომელსაც შეუძია 2 TB-მდე
დანაყოფის უზრუნველყოფა. FAT32 ფაილური სისტემას იყენებდა Windows XP და
მისი წინა ვერსიები.

NTFS შეუძლია მხარი დაუჭიროს მეტ და უფრო დიდ ფაილებს და


უზრუნველყოფს უფრო მოქნილ უსაფრთხოების მაჩვენებლებს ფაილებსა და
ფოლდერებისთვის. Windows XP და Windows 2000 მხარს უჭერს FAT32 და NTFS ფაილურ
სისტემებს, მაშინ როდესაც Windows Vista და Windows 7 იყენებს მხოლოდ NTFS. NTFS
მხარდაჭერა აქვს უფრო დიდი ზომის ფაილები გადაიტანოს ერთდროულად ვიდრე
FAT32-s. ასევე გააჩნია უფრო მოქნილი უსაფრთხოების სისტემა ფოლდერებთან და
ფაილებთან მიმართებაში.

იმისთვის რომ უზრუნველყოთ დამატებით უსაფრთხოება შეგიძლიათ


CONVERT.EXE უტილიტის საშუალებით დისკის დანაყოფი დააკონვერტოთ ფაილური
სისტემა FAT32-დან NTFS-ზე. სანამ კონვერტაციას გააკეტებთ არ დაგავიწყდეთ
სარეზერვო ასლის აღება.

2
Mikheil Samkharadze

Windows Vista და Windows 7 ავტომატურად ქმნიან დანაყოფს(partition) მთლიანად


მყარი დისკის გამოყენებით. თუ არ შექმნით სამომხმარებლო დანაყოფებს New
საშულაების გამოყენებით, როგორც სურათზეა არის ნაჩვენები, სისტემა დააფორმატებს
დანაყოფებს და დაიწყებს Windows –ის ინსტალაციას. თუ თქვენ ქმნით და აფორმატებთ
საკუთარ დანაყოფებს პროცესი Windows XP –ის მსგავსია იმ განსხვავებით, რომ Windows
Vista და Windows 7 არ უზრუნველყოფს ფაილური სისტემის არჩევას. დანაყოფები
ფორმატირდება NTFS –ით.

3
Mikheil Samkharadze

Windows XP-ის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა შექმნათ დანაყოფი და


აირჩიოთ ფაილური სისტემა. დანაყოფის შექმნის დროს მომხმარებელი ირჩევს
დანაყოფის ზომას. დანაყოფის შემქმნის შემდეგ Windows XP გთავაზობთ დააფორმატოთ
დანაყოფი ან NTFS ფაილურ სისტემაზე ან FAT32-ზე. ტექნიკოსმა ასევე უნდა იცოდეს
შემდეგი ფაილური სისტემები:

 exFAT (FAT64) - exFAT, ან FAT64, შექმნილი იყო ზოგი შეზღუდვისთვის FAT, FAT32,
ან NTFS გამოყენებისას USB დისკების ფორმატირებისთვის, როგორიც არის ფაილის
ზომა და დირექტორიის ზომა. exFAT უსაფრთხოებას შეიძლება მხარი დაუჭიროს
წვდომის კონტროლის ჩამონათვალმა (ACLs), რომელიც განსაზღვრავს ნებართვებს
მომხმარებლების წვდომის მხრივ.
 Compact Disc File System (CDFS) - შექმნილია ოპტიკური დისკებისთვის.

Quick Format versus Full Format

როდესაც ვაინსტალირებთ Windows XP-ს თქვენ შეგიძიათ აირჩიოთ სრული


ფორმატირება(Full Format) ან სწრაფი ფორმატირება(Quick Format), როგორც სურათზეა
ნაჩვენები. სწრაფი ფორმატირება შლის ფაილებს დანაყოფიდან, მაგრამ არ ახდენს დისკის
სკანირებას დაზიანებულ სექტორების შესამოწმებლად. დაზიანებული სექტორების
სკანირებამ შესაძლოა მომავალში თავიდან აგვარიდოს მონაცემების დაკარგვა. ამის გამო
რეკომენდაციის მიხედვით არ უნდა გამოიყენოთ სწრაფი ფორმატირება იმ დანაყოფებზე
რომელიც წინასწარ არის დაფორმატებული. Windows 7/Windows Vista-ზე არ არის
შესაძლებელი სწრაფი ფორმატირების რეჟიმით დაფორმატება. სრული ფორმატირება
შლის ფაილებს იმ დროს როდესაც ასკანერებს დაზიანებულ სექტორებს და შესაბამისად
მეტი დრო ჭირდება ფორმატირებისათვის ვიდრე სწრაფ ფორმატირებას.

You might also like