You are on page 1of 47

 

WINDOWS 10‐PART I 

ლილი პეტრიაშვილი, ნინო თოფურია, რუსა მარკოზაშვილი, ლალი კახიძე 


კავკასიის უნივერსიტეტი   
Windows – 10

ოპერაციული სისტემა Windows 10, არის მრავალფუნქციური სისტემა ყველა


პლატფორმითვის. ძირითადი კომპიუტერული მოწყობილობების გარდა იგი
გამოიყენება სმარტფონებში, ტაბლეტებში, სათამაშო კონსოლებში და ჰოლოგრაფიულ
სათვალეში. ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან კავშირშია და აქვთ საერთო
ინტერფეისი, ასევე შესაძლებელია მათ შორის მონაცემთა გაზიარება. მაგ. გეიმერი ერთ
ლოკაციაში თუ იყენებს მოწყობილობას Xbox, სხვაგან შეუძლია თამაში განაგრძოს
ტაბლეტზე ან სმარტფონზე.
Windows – 10 ში ინტეგრირებულია მრავალი ახალი ფუნქცია, ერთ-ერთია
პერსონალური ასისტენტი „Cortana”, ახალი Start მენიუ ან ვიზუალური „დესკტოპი“,
რომელიც მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
- დროის, ადგილის განსაზღვრა; კითხვის დასმის შემთხვევაში რომელიმე
პერსონაზე მონაცემების შეხსენება
- პაკეტები, სპორტული გუნდები, ინტერესის სფერო
- E-Mail ის ან SMS -ის გაგზავნა
- კალენდრის მართვა და მნიშვნელოვანი მოვლენების შეხსენება
- ჩატი და თამაშები;
- ფაქტების, თარიღების, ადგილების და ინფორმაციის ძიება;
- სისტემაში ნებისმიერი App-ის გახსნა;

ინტელექტუალური ასისტენტი - Cortana

ინტელექტუალური ასისტენტი - Cortana -ას გამოყენება PC - ში ინტელექტუალური


მოსაუბრე პერსონალური ასისტენტი Cortona, რეაგირებს მომხმარებლის ხმაზე და
ასევე ტექსტის შინაარსზე (სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არა არის მოდიფიცირებული
ქართულ ენაზე), მას შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას, ხმოვანი
შეტყობინების დახმარებით მაგ. კითხვას ამინდის შესხებ, ქვეყნების შესახებ, არის თუ
არა კალენდარში დაგეგმილი უახლოესი შეხვედრა ან რაიმე მოვლენა, ააქტიურებს
მითითებულ პროგრამას და ეხმარება მომხმარებელს თარიღის მიხედვით ძებნაში, რაც
უფრო ხშირად იყენებს მომხმარებელი Cortona-ს, მით მეტად არის დაცული
პერსონალიზაცია. მოსაუბრე ასისტენტი ე. წ. ქორტანა, მნიშვნელოვან დახმარებას
უწევს მომხმარებელს ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში. მომხმარებლისთვის
ინფორმაციის მიწოდება თუ ხმოვან რეჟიმში შეუძლებელია, სისიტემა უკავშირდება
„ინტერნეტ ექსპლორერს“ და ინფორმაციას აწოდებს მომხმარებელს, როგორც ვიდეო


 
ფაილების ასევე ტექტების სახით, იგი Windows -10 სისტემისთვის წარმოადგენც ე.წ.
ევოლუციურ სიახლეს.
Microsoft Edge 

წარმოადგენს ინტერნეტ ბრაუზერს, არის უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მოიცავს


ბევრ ახალ შესაძლებლობებს. Microsoft Edge ბრაუზერმა ჩაანაცვლა Internet Explorer,
თუმცა იგი კვლავ არსებობს.

 
ტაბლეტის რეჟიმი (Tablet mode)

Windows  10‐ის Desktop და tablet რეჟიმს შორის არსებობს განსხვავება. თუ


მომხმარებელი იყენებს კლავიატურას და მაუსს მოსახერხებელია desktop რეჟიმის
გამოყენება. თუ კომპიუტერს აქვს სენსორული ეკრანი, შესაძლებელია ტაბლეტ
რეჟიმზე მუშაობა. სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს მარტივად შეუძლია desktop
რეჟიმზე დაბრუნება.


 
სამუშაო მაგიდა (Desktop)

კომპიუტერის ჩართვის შემდეგ პირველად გამოჩნდება სამუშაო მაგიდა


(Desktop), რომელიც კომპიუტერთან სამუშაო ძირითადი ადგილია.
კომპიუტერისთვის სამუშაო მაგიდის ფონად შეგიძლიათ აირჩიოთ ჩაშენებული ფონი
ან გამოიყენოთ საკუთარი სურათები.

სამუშაო მაგიდას უკავია თითქმის ეკრანის მთელი არე, სადაც გათავსებულია


პიქტოგრამები (Icons) ხშირად გამოყენებადი პროგრამების, კატალოგების და
ფაილების სწრაფად გამოსაძახებლად.

 
ნაგვის ურნა (Recycle Bin)

წაშლილი ფაილები გადაადგილდება ნაგვის ურნაში. იგი საშუალებას გაძლევთ


აღადგინოთ წაშლილი ფაილი.

This PC

საშუალებას გაძლევთ მიმართოთ კომპიუტერის დისკებს, საქაღალდეებს,


ფაილებს და ა.შ.


 
დავალებების ზოლი (Taskbar)

დავალებების ზოლი (Taskbar) - დავალებად მიიჩნევა ნებისმიერი გახსნილი


დავალებად მიიჩნევა ნებისმიერი გახსნილი პროგრამა. მათ შორის გადართვაც
სწორედ ამ ზოლიდან ხდება.

  
თარიღისა და დროის პარამეტრები

თარიღი და დრო მოთავსებულია ამოცანათა პანელის მარჯვენა მხარეს. ასევე


განთავსებულია სხვადასხვა მალსახმობების პარამეტრები, როგორიცაა ინტერნეტის
და ხმის პარამეტრები.

ძებნა (Search )
Search ბრძანებით შესაძლებელია პროგრამების, ფაილების, საქაღალდეების
ა.ს. მოძებნა. Search ღილაკის გამოჩენა/დამალვა შესაძლებელია Taskbar-ის
კონტექსტური მენიუდან ბრძანებით Cortana \ Show search box.


 
 

Notification Area

ღილაკის არჩევისას, ეკრანის მარჯვენა კუთხეში გაიხსნება ე.წ. Action Center. 


იგი საკმაოდ განსხვავდება Windows -ს წინა ვერსიებისაგან.

მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხშირად გამოყენებული პარამეტრები,


როგორიცაა Wi-Fi კავშირი და ტაბლეტის რეჟიმი. ასევე, იხილავთ მნიშვნელოვან
შეტყობინებას კომპიუტერის განახლების და სხვა შეტყობინებების შესახებ.


 
 

Start მენიუ
Start მენიუდან ხდება დაინსტალირებული პროგრამების გააქტიურება.
მომხმარებელს ყოველი დავალების შესრულებისას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა
სამუშო მაგიდა (Desktop).
App-ები, თამაშები, მუსიკა, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები,
შესაძლებელია გააქტიურებული იქნას მოწყობილობებში, სადაც Windows-10-ია
დაინსტალირებული. რადგან აღნიშნულ სისტემაში შესაძლებელია პირდაპირი
კავშირი მედია-პორტალ პროგრამასთან დამატებითი დრაივერებისა და პროგრამების
დაინსტალირების გარეშე.
Windows-10-თან მუშაობის დაწყება შესაძლებელია Start ღილაკის მეშვეობით,
რომელიც მოთვსებულია ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში (1), მომდევნო დონეზე


 
მოთავსებულია ღილაკი Power (2), რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის
გამორთვას, გადატვირთვას და „ძილის“ რეჟიმში გადაყვანას;
ღილაკი Settings (3) არის კომპიუტერის ძირითადი პარამეტრების მართვის ღილაკი,
რომლის გააქტიურების შედეგად გაიხნება ფანჯარა, რომელიც შედგება Windows-ის
ძირითადი პარამეტრების მართვის პიქტოგრამებისგან:


 
1- System სისტემური პარამეტრების მართვა

2 – Devices მოწყობილობები: (მაუსი, კლავიატურა, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, USB და


ა.შ.)


 
3 – Network and Internet - ინტერნეტის და ქსელის პარამეტრების მართვა

4 – Personalization პერსონალური ფანჯრის პარამეტრების მართვა


 
 

5 – Accounts მომხმარებლის პარამეტრების მართვა

6 – Time & Language რეგიონალური პარამეტრების, დროის და ენის პარამეტრების


მართვა

 
10 
 
7 – Ease of Access მხერხებული გარემოს მოდიფიცირება (სპეციალური
შესაძლებლობები)

8 – Privacy პირადი პარამეტრების მართვა, კონფიდენციალურობა

11 
 
9 – UpDate & Security მონაცემთა განახლება და უსაფრთხოება

 
Start მენიუს ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფუნქციას განსაზღვრავს ღილაკი File
Explorer (4), რომლის დახმარებით შესაძლებელია, სისტემაში დაინსტალირებულ
ყველა პროგრამაზე და შენახულ დოკუმენტებზე წვდომა. ღილაკი User (5) –
უზრუნველყოფს მომხმარებლის პარამეტრების მართვას.
Windows 10 -ის Start მენიუს გააქტიურებისას, ფანჯრის მარჯვენა მხარეს
გამოტანილია სასტარტო აპლიკაციები, ე.წ. მოზაიკა, რომელთა დამატება, წაშლა და
ზომების მოდიფიცირება შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან.
დამატება: Pin to Start

12 
 
შედეგად მიიღება:

აპლიკაციის ზომების მოდიფიცირებისათვის, მაუსის მაჩვენებელს


ვუახლოვებთ აპლიკაციას და კონტექტური მენიუდან ვირჩევთ Resize, მაგ. Wide -ის

აპლიკაციის ზომების მოდიფიცირებისათვის, მაუსის მაჩვენებელს


ვუახლოვებთ აპლიკაციას და კონტექტური მენიუდან ვირჩევთ Resize, მაგ. Wide -ის

არჩევის შემთხვევაში აპლიკაცია მიიღებს ფორმას:

13 
 
ასევე შესაძლებელია ფანჯრიდან არა საჭირო სასტარტო აპლიკაციის დამალვა.

მაუსის მაჩვენებელს ვუახლოვებთ აპლიკაციას და კონტექტური მენიუდან ვირჩევთ


Unpin from Start

შედეგად აპლიკაცია გაქრება:

14 
 
Windows 10 -ის ერთ-ერთი სიახლე არის Paint 3D, რომელიც დიზაინერებს
აძლევს საშუალებას 3D ფორმატში შექმნას და დაამუშაოს გრაფიკული
გამოსახულებები.
ვირტუალური სამუშაო მაგიდები

Windows 10 გვთავაზობს რამდენიმე სამუშაო მაგიდის შექმნის შესაძლებლობას,


რაც მოგცემთ საშუალებას გადაანაწილოთ გახსნილი პროგრამები ორ ან მეტ სამუშაო
მაგიდაზე. მაგალითად, ერთ სამუშაო მაგიდაზე შეგიძლიათ დაალაგოთ „საქმიანი“
პროგრამები ვთქვათ Word, Excel, Edge, მეორეზე მეილი, კალენდარი, სოციალური
ქსელები, ხოლო მუსიკა, ფოტოები, ვიდეო მესამეზე.
შეიძლება გამოიყენოთ სამუშაო მაგიდასთან მიმართვისათვის. ვთქვათ,
გახსნილი გაქვთ რამდენიმე ფანჯარა, გარკვეული თანმიმდევრობით ანუ მოწყობილი
გაქვთ სამუშაო გარემო სურვილისამებრ. დაგჭირდათ მიმართოთ რომელიმე
პიქტოგრამას სამუშაო მაგიდაზე. ამ შემთხვევაში საკმარისია ჩავრთოდ Task View
რეჟიმი და გახსნათ ახალი ვირტუალური სამუშაო მაგიდა.
ვირტუალური სამუშაო მაგიდის შექმნა შესაძლებელია
ღილაკით, რომელიც Start ღილაკის გვერდით მდებარეობს.

ბიჯი 1: აირჩიეთ Task View ამოცანათა პანელზე (TaskBar)

ბიჯი 2: აირჩიეთ New desktop ოფცია, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მარჯვენა


ქვედა კუთხეში მდებარეობს.

სურ. 1
15 
 
Windows-ი შექმნის ახალ სამუშაო მაგიდას, თავდაპირველი სამუშაო მაგიდა
წაროდგენილი იქნება, როგორც Desktop 1.

 
სურ. 2

ამ რეჟიმში შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო


მაგიდების შექმნა, სადაც გახსნილი იქნება ფანჯრები, გაშვებული იქნება სხვადასხვა
პროგრამები და ა.შ.

ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს შორის გადართვა

ბიჯი 1 - აირჩიეთ Task View რეჟიმი

ბიჯი 2 - აირჩიეთ სამუშაო მაგიდა, რომელზეც გსურთ გადასვლა

16 
 
 
სურ. 3

ახალი პროგამები, რომლებსაც თქვენ გააქტიურებთ, გამოჩნდება მონიშნულ


სამუშაო მაგიდაზე.

პროგრამების გადატანა ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს შორის

შესაძლებელია გააქტიურებული პროგრამის ფანჯარა გადაიტანოთ ერთი


სამუშაო მაგიდიდან მეორეზე.

ბიჯი 1 - აირჩიეთ Task View რეჟიმი ამოცანათა პანელიდან (Task bar)

ბიჯი 2 - მაუსის მარჯვენა ღილაკს დააჭირეათ იმ პროგრამაზე, რომლის


გადატანაც გსურთ

ბიჯი 3 - აირჩიეთ Move to ბრძანება

ბიჯი 4 - აირჩიეთ სამუშაო მაგიდა, რომელზეც გსურთ პროგრამის გადატანა.

ვირტუალური სამუშაო მაგიდის დახურვა შესაძლებელია Task View რეჟიმში.

ბიჯი 1 - აირჩიეთ Task View რეჟიმი ამოცანათა პანელიდან (Task bar)

17 
 
ბიჯი 2- დააყენეთ მაუსის მათვენებელი წასაშლელი სამუსაო მაგიდის თავზე და
აირჩიეთ Close ბრძანება.

Windows-ი დახურავს სამუშაო მაგიდას. თუ სამუშაო მაგიდა შეიცავს გაშვებულ


პროგრამებს, ისინი მოთავსდება თავდაპირველ სამუშაო მაგიდაზე.

კომპიუტერის გათიშვა

როდესაც დაასრულებთ კომპიუტერთან მუშაობას მნიშვნელოვანია რომ სწორად


გათიშოთ. ამისათვის დააკლიკთ Start ღილაკს, შემდეგ აირჩიეთ Power ‘\ Shut Down.

სურ. 4 

Restart - კომპიუტერის გადატვირთვა. გამოიყენება თუ კომპიუტერი შეფერხებებით


მუშაობს ან დაინსტალირდა ახალი პროგრამა (ხშირად სისტემა გადატვირთვას
თვითონ გვთავაზობს).

Sleep - კომპიუტერი გადადის ძილის რეჟიმში. მისი გააქტიურება მოხდება ხელახალი


ჩართვით. ამ დროს სამუშაო გარემო (გახსნილი პროგრამები, დოკუმენტები, ვებ
საიტები და ა.შ) სრულად ინახება.

მომხმარებლის პარამეტრების შეცვლა

მომხმარებლის პარამეტრების შესაცვლელად აირჩიეთ Start ღილაკი და მაუსის


მარცხენა ღილაკი ერთხელ დააკლიკეთ მომხმარებლის სახელზე.

18 
 
 
სურ. 5

Lock - მომხმარებლის ანგრიშის დაბლოკვა. ბრძანება გამოიყენება სამუშაო ადგილის


დროებით დატოვების შემთხვევაში, უცხო პირთაგან დასაცავად. თუ ანგარიში
დაცულია, მაშინ მუშაობის გასაგრძელებლად პაროლის შეტანა აუცილებელია.

Sign out _ გამოსვლა მომხმარებლის ანგარიშიდან. ამ დროს სამუშაო სეანსი სრულდება


და სისტემა მისალმების ფანჯარაში ბრუნდება.

Switch Account _ მომხმარებლის გადართვა. ამ ბრძანების გამოყენებას აზრი აქვს როცა


შექმნილია ორი მომხმარებლის ანგარიში მაინც.

რამდენიმე ფანჯრის მართვა

Windows 10- ს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა ერსა და იმავე
დროს იმუშაოთ ერთდროულად რამდენემე ფანჯარასთან.

Snap რეჟიმი

Snap რეჟიმი საშულებას გაძლევთ სწრაფად შეცვალოთ ფანჯრის ზომები,


რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც გსურთ გქონდეთ ეკრანზე ორი
ფანჯარა გვერდი-გვერდ. ამისათვის დააკლიკეთ ფანჯარაზე და მაუსის საშუალებით
გადაიტანეთ იგი მარცხენა ან მარჯვენა კუთხეში

19 
 
 
სურ. 6

ფანჯრის რომელიმე კუთხეში გადატანის შემდეგ, დანარჩენი ფანჯრები


მიიღებს მინიატურების სახეს, რომელთა გააქტიურებაც შესაძლებელია მაუსზე
დაკლიკებით.

20 
 
ღია ფანჯრების შორის გადასაადგილებლად. დააჭირეთ Alt ღილაკს, შემდეგ -
ღილაკს Tab. დააჭირეთ ღილაკს Tab მანამ სანამ სასურველ ფანჯარას არ შეარჩევთ.

ფანჯრების მართვა შესაძლებელია შემდეგი ცხელი კლავიშების საშუალებით:

სამუშაო მაგიდის პერსონალიზაცია

იმისათვის, რომ კომპიუტერთან მუშაობის პროცესი არ იყოს დამღლელი, მოსაწყენი და 
გარემო  იყოს  ჩვენზე  მორგებული  სასურველი  იქნება  სამუშაო  მაგიდის 

სურ 31

21 
 
პერსონალიზაცია. პერსონალიზაციის პარამეტრების წვდომისთვის დააკლიკეთ
სამუშაო მაგიდაზე მარჯვენა ღილაკს, ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ Personalize.
გამოჩნდება პერსონალიზაციის პარამეტრები.

2  
Background -სამუშაო მაგიდისთვის ფონის შერჩევა

Browse - დააკლიკეთ Browse თქევნს სამუშაო მაგიდაზე ფონისთვის პირადი


სურათების დასაყენებლად

22 
 
Colors -ამ ბრძანების საშუალებით შესაძლებელია შეცვალოთ ფერები taskbar და Start
menu-ზე. ჩვეულებრივ, Windows 10 ავტომატურად ანიჭებს თქვენს
დესკტოპს ფონს. შეგიძლიათ გამორთოთ ეს ფუნქცია ან აირჩიოთ საკუთარი
ფერი.

Lock screen - შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ეკრანის სახე. როგორც თქვენი


დესკტოპის ფონისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩაშენებული
სურათი, ან აირჩიოთ საკუთარი.

23 
 
 
სურ. 7

Themes- თემები

Start - შეგიძლიათ მართოთ Start მენიუს გარკვეული პარამეტრები, როგორიცაა Start


მენიუს სრულ ეკრანზე ჩვენება.

24 
 
ფონტის ზომის შეცვლა

თუ თქვენს კომპიუტერზე რთულია ტექსტის ნახვა, შეგიძლიათ გაზარდოთ ფონტის


ზომა. ფონტის ზომის გაზრდის გარდა ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ პიქტოგრამების
და სხვა ელემენტების ზომა.

1. გახსენით პარამეტრები, აირჩიეთ System.

 
2. გამოჩნდება დისპლეის პარამეტრები. გამოიყენეთ მორბენალი სასურველი
ზომის ასარჩევად. გაითვალისწინეთ, რომ უფრო დიდ ზომას შეუძლია ხელი
შეუშალოს გარკვეულ ელემენტებს ეკრანზე.

 
3. ცვლილებების შესანახად დააკლიკეთ Apply. გადატვირთეთ კომპიუტერი.

25 
 
სამუშაო მაგიდის პიქტოგრმების გამოჩენა

ნაგულისხმევად Windows-ის სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია Recycle Bin-ის


პიქტოგრამა და Welcome to Teach Preview-ის shortcut-ი.

 
თუ გსურთ გამოაჩინოთ ხშირად გამოყენებადი პიქტოგრამები (მაგალითად,
Network, This PC, Control Panel, etc.) სამუშაო მაგიდის კონტექსტური მენიუდან
აირჩიეთ Personalize \ Thems \ Desktop icon settings.

ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ პიქტოგრამები, რომლთა გამოჩენაც გსურთ.


მაგალითად, Computer, Network, User's Files და Control Panel, და აირჩიეთ OK ღილაკი.

26 
 
არჩეული პიქტოგრამები სამუშაო მაგიდაზე აისახება ავტომატურად

Cortana -დამალვა

Windows წინა ვერსიებში Cortana ხელმისაწვდომი არ იყო. Cortana ვირტუალური


ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ მოძებნოთ ფაილები და ა.შ მაგრამ თუ გინდათ
რომ არ გამოიყენოთ, ან დამალოთ ამოცანათა პანელზე პიქტოგრამა -შეგიძლიათ
დამალოთ ეს ფუნქცია. ამისათვის, დააკლიკეთ ამოცანათა პანლელზე (Taskbar)
მარჯვენა ღილაკს, აირჩიეთ Cortana > Hidden.

27 
 
Microsoft Edge Internet Explorer-ს ნაცვლად

Windows 10-ს კიდევ ერთი დიდი ცვლილება არის Microsoft Edge, ახალი
ნაგულისხმევი ბრაუზერი. ზოგადად, Microsoft Edge უფრო უსაფრთხოა, სწრაფი
ვიდრე Internet Explorer. თუმცა თუ გსურთ გამოიყენოთ IE შეგიძლიათ დააყენოთ
ნაგულისმევ ბრაუზერად.

1. გახსენით Settings , აირჩიეთ System.

 
2. დააკლიკეთ Default apps პარამეტრებს.
3. აირჩიეთ Web browser, აირჩიეთ Internet Explorer. IE დაყენდება, როგორც
ნაგულისმევი ბრაუზერი.

28 
 
მომხმარებლის ანგარიშის მართვა და მშობლის კონტროლი

მომხმარებლის ანგარიში საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ Windows 10-


ზე. თუ თქვენ აპირებთ თქვენი კომპიუტერის სხვისთვის გაზიარებას შეგიძლიათ
შექმნათ ცალკე მომხმარებლის ანგარიში სახლის ან ოფისის თითოეული
წევრისთვის.

გაითვალისწინეთ: თქვენ უნდა შეხვიდეთ სისტემაში როგორც ადმინისტრატორი


იმისათვის, რომ დაამატოთ ახალი მომხმარებლის ანგარიში.

ახალი მომხმარებლის დამატება (Microsoft ანგარიშით):

1. გახსენით პარამეტრები Settings, აირჩიეთ Accounts.

 
2. აირჩიეთ Family & other users, განყოფილებაში Other Users დააკლიკეთ Add
someone else to this PC.

29 
 
 
სურ. 8

3. თუ ახალ მომხმარებელს აქვს Microsoft ანგარიში, შეიყვანეთ ელ-ფოსტის


მისამართი და დააკლიკეთ Next. 

4. მომხმარებელს შეუძლია შევიდეს კომპიუტერში Microsoft ანგარიშის


გამოყენებით. გაითვალისწინეთ პირველად Microsoft ანგარიშით შესვლისას

30 
 
შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს მომხმარებლის პარამეტრების
კონფიგურაციას.

ახალი ლოკალური (local) მომხმარებლის დამატება (Microsoft ანგარიშის გარეშე):

1. Account settings (ანგარიშის პარამეტრებიდან) დააკლიკეთ Add someone else


to this PC.
2. აირჩიეთ The person I want to add doesn't have an email address.

 
3. გამოჩნდება ანგარიშის შექმნის ეკრანი.

31 
 
4. შეიყვანეთ ანგარიშის სახელი, ჩაწერეთ სასურველი პაროლი.
მნიშვნელოვანია აირჩიოთ ძლიერი პაროლი. თქვენთვის ადვილად
დასამახსოვრებელი, მაგრამ სხვებისთვის რთულად გამოსაცნობი.
დასრულების შემდეგ დააკლიკეთ Next.

 
5. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი ანგარიშით.

მომხმარებლის ანგარიშების მართვა

ნაგულისხმევად, თქვენი კომპიუტერზე შექმნილია ადმინისტრატორის ანგარიში.


ადმინისტრატორის ანგარიში საშუალებას გაძლევთ კომპიუტერზე შეიტანოთ
ცვლილებები, როგორიც არის ახალი მომხმარებლის დამატება ან კონკტრეტული
პარამეტრების შეცვლა. ნებისმიერი მომხმარებლის დამატებისას ავტომატურად
მინიჭებული აქვს სტანდარტული (Standart) მომხმარებლის ანგარიშის უფლებები,
რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს.
ადმინისტრატორის უფლების მისანიჭებლად:

32 
 
1. Family & other users პარამეტრებიდან აირჩიეთ სასურველი მომხმარებელი,
დააკლიკეთ Change account type.

 
2. ჩამოშლილი ვარიანტებიდან შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი, შემდეგ
დააჭირეთ OK.

 
3. მომხმარებელს მიენიჭა ადმინისტრატორის პრივილეგიები.

33 
 
 

Windows Firewall

ნაგულისხმევად, Windows Firewall იცავს ინტერნეტ კავშირს. Firewall ხელს უშლის


გარე კავშირებისგან არასანქცირებულ წვდომას და იცავს თქვენს ქსელს
საფრთხეებისგან, რომელიც კომპიუტერზე ზიანს მიაყენებს.

34 
 
Windows განახლება

კომპიუტერის  უსაფრთხოებისთვის მაიკროსოფტი  უზრუნველყოფს  კომპიუტერის 


რეგულარულ განახლებას. ესენია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების განახლებები, ასევე, 
ახალი  ფუნქციები.  თქვენ    შეგიძლიათ  შეამოწმოთ  განახლებები  ხელით,  აირჩიოთ
როდის დაინსტალირდეს. ამისათვის გახსენით Settings პარამეტრები, აირჩიეთ
Updates & security. აქედან შეგიძლიათ შეამოწმოთ განახლებები ან ჩამოშალოთ მენიუ
და აირჩიოთ ინსტალაციის პარამეტრები: 

 
Windows 10-ის გამოყენება ტაბლეტზე

Windows 10-ი განკუთვნილია კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე და ტაბლეტებზე


სამუშაოდ. ჩვეულებრივ, თუ იყენებთ სენსორულ ეკრანს მაუსის და კლავიატურის
გარეშე თქვენი კომპიუტერი შეგიძლიათ გადართოთ ტაბლეტის რეჟიმზე. ასევე
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადართოთ კომპიუტერის/ ტაბლეტის რეჟმზე.
ამისათვის ამოცანათა პანელის ქვედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ Action Center,
შემდეგ შეარჩიეთ Tablet რეჟიმი.

35 
 
 
ტაბლეტის რეჟიმის დროს ვერ შეძლებთ Desktop-ის გამოყენებას.

ტაბლეტის რეჟიმი

36 
 
სქართული ფონტების (შრიფტების) ინსტალაცია

ფონტები გამოიყენება ნებისმიერი პროგრამის მიერ, რომელსაც ტექსტის შეტანის 


სერვისი  გააჩნია.  ყოველი დაინსტალირებული შრიფტი წარმოადგენს ფაილს .ttf 
გაფართოებით და Fonts კატალოგში ინახება. 

Windows- ის ინსტალაციის დროს ქართული ფონტების ავტომატური


ინსტალაცია არ ხდება, ისინი თქვენ თვითონ უნდა დააინსტალიროთ. ქართული
ფონტებია, მაგალითად AcadNusx, AcadMtavr, AcadNusx WD და ა.შ.

ქართული ფონტები შეგიძლიათ გამოწეროთ fonts.ge საიტიდან.

 
დააკლიკეთ საჭირო ფონტზე.

37 
 
ეკრანზე გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მიუთითეთ ღილაკი „გადმოწერა“. ფაილი
გადმოიწერება არქივის სახით.

ამოიღეთ ფაილები არქივიდან ზემოაღწერილი წესის მიხედვით. ფონტის


ინსტალაციისათვის მისი კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Instal ბრძანება.

 
სურ. 9

Windows-ი თვითონ მოათავსებს მას Fonts ფოლდერში, რომელიც მდებარეობს C:


დისკზე, Windows ფოლდერში.  

არსებობს მეორე გზაც. კოპირების ერთ-ერთი ხერხის საშუალებით ფონტის


ფაილი მოათავსეთ Fonts ფოლდერში.

38 
 
File  Manager  ‐ის ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ Preview  ბრძანება და
დაათვალიეროთ არჩეული შრიფტი.

39 
 
ქართულ ენაზე გადართვა კლავიატურის საშუალებით.

შევდივართ Control Panel  Region and Language.

 
- ვირჩევთ ჩანართს Add a language

 
- იხსნება ფანჯარა Add languages.

40 
 
 
Add a language -დან შეარჩიეთ სასურველ ენა და დააკლიკეთ Add.

 
ოპერაციული სისტემის ინსტალაციის შემდეგ სისტემას მხოლოდ ინგლისური
ენის მხარდაჭერა გააჩნია.

- ქართული ენის დასამატებლად ვაჭერთ ღილაკზე Add;

41 
 
2. დააფიქსირეთ ინგლისური ენა როგორც ძირითადი შესრულება ძირითადი ენა
ავტომატურად, კომპიუტერის ჩატვირთვის შემდეგ გააქტიურდება. მას ვირჩევთ
Default input language პოზიციაში.

მიმდინარე ენის ილუსტრაციისთვის და ერთი ენიდან მეორე ენაზე კლავიატურის


სწრაფად გადართვისთვის სასურველია შესაბამისი გადამრთველი-ინდიკატორის
ამოცანათა პანელში წარმოდგენა. ამისთვის ვირჩევთ ჩანართს Language Bar.

Floating On Desktop - ენების ინდიკატორი გამოჩნდება ეკრანის ზედა ნაწილში;


Docked in the teskbar - ენების ინდიკატორი გამოჩნდება ამოცანათა პანელში;
Hidden - ენების ინდიკატორი დაიმალება.
Show the Language bar as transparent when inactive - ენების პანელის გამჭვირვალობა,
როდესაც არააქტიურია.
Show additional Language bar icons in the taskbar - დამატებითი სერვისების შესაბამისი
ღილაკების გამოტანა ენების პანელში.
Show text labels on the Language bar - ტექსტური შეტყობინებების ჩვენება ენების
პანელში.
შესაძლებელია ერთი ენიდან მეორეზე გადართვა კლავიშების კომბინაციის
საშუალებით. თუ ერთი ენიდან მეორეზე სწრაფად გადართვისათვის გვინდა „ცხელი“
კლავიშების გამოყენება, ვირჩევთ ჩანართს Advanced Key Settings.  

42 
 
To  turn  off  Caps  Lock  პოზიციაში ვირჩევთ Caps Lock ინდიკატორის გამომრთველ
კლავიშს (ჩვეულებრივ Caps Lock).

Hot keys for input languages ფანჯარაში, მარცხენა სვეტში, მითითებულია ოპერაციების
ტიპები (Action), ხოლო მარჯვენა სვეტში - შესაბამისი „ცხელი“ კლავიშების
კომბინაციები (Key sequence ).

Snipping Tool
პროგრამის გამოძახებისთვის ავირჩიოთ ბრძანება Start Windows Accessories
Snipping Tool. აპლიკაცია გამოიყენება ნებისმიერი ფანჯრიდან დეტალების
ამოსაღებად. აქტიურად გამოიყენება სახელმძღვანელოების შესაქმნელად.

შენიშვნა: პროგრამის გამოძახებამდე გავააქტიუროთ ის ფანჯარა, საიდანაც გვსურს


ფრაგმენტის ამოღება.

43 
 
გაიხსნება ფანჯარა, სადაც ახალი სურათის შექმნის ბრძანება გააქტიურებულია, მას
შავი მუქი „+“-ის ფორმა აქვს. მაუსით შემოვხაზოთ ეკრანის ის ნაწილი, რომლის
გამოსახულებაც გვჭირდება. ვთქვათ, ტექსტური რედაქტორი. მაუსიდან ხელის
აღებისთანავე გამოჩნდება ფანჯარა

მიღებული სურათი შგვიძლია შევინახოთ დისკზე ან Copy ღილაკით ბუფერში. შემდეგ


კი საჭირო ადგილზე ჩავსვათ ბრძანებით Paste.
Option
ღილაკით შესაძლებელია პროგრამის პარამეტრების მომართვა

Note –ს გამოყენება
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Notepad- ის აპლიკაცია მარტივი ტექსტური დოკუმენტების
შესაქმნელად, მაგალითად, სიების შესაქმნელად, შეხვედრების ჩასანიშნად. Notepad
აპლიკაცია არის მარტივი და სრულყოფილი ინტერფეისი გამოსაყენებლად.

დააკლიკეთ Start . გამოჩნდება სტარტ მენიუ.

44 
 
დააკლიკეთ All apps.

დააკლიკეთ Windows Accessories.
დააკლიკეთ Notepad. გაიხსნება Notepad

45 
 
Note -ში მუშაობა და შენახვა
შეიტანეთ თქვენი ტექსტი. 
დააკლიკეთ File.
დააკლიკეთ Save. გამოჩნდება შენახვის დიალოგური ფანჯარა.

შეიყვანეთ ფაილის სახელი.


დააკლიკეთ Save.  

46 
 

You might also like