You are on page 1of 8

Adobe Photoshop

Adobe Photoshop ([əˈdəubɪ ˈfəutəʃɔp], ედო’უბი ფოტოშოპ), ან უბრა-


ლოდ Photoshop — გრაფიკული რედაქტორი, გამოშვებული Adobe Systems-ის მიერ. ეს
პროდუქტი ამჟამად ერთ-ერთი ლიდერია ორგანზომილებიან კომპიუტერულ
გრაფიკულ რედაქტორთა შორის კომერციულ სფეროში და ყველაზე ცნობილი
პროგრამაა Adobe-ის პროგრამებს შორის

Photoshop მჭიდროდ არის დაკავშირებული Adobe-ის პროგრამებთან, მედია


რედაქტორთან, ანიმაციასთან და ავტორინგთან. Photoshop-ის ფორმატი .PSD
შეიძლება ექსპორტირებული იქნას Adobe ImageReady, Adobe Illustrator, Adobe
Premiere Pro, After Effects, და Adobe Encore DVD-ში. Adobe Encore DVD წარმოადგენს
პროფესიონალურ პროგრამას დივიდების შესაქმნელად, რომელსაც აქვს სპეც
ეფექტები, როგორიცაა ბექგრაუნდი, ტექსტურები და ა. შ. ტელევიზიისთვის,
ფილმებისთვის და ნეტისთვის. მაგალითად Photoshop CS მხარს უჭერს მენიუების და
ბატონების შექმნას დივიდისთვის. .PSD შეიძლება ექსპორტირებული იქნას ენკორ
დივიდის პროგრამაში, მთავარია მას ჰქონდეს ლეიერები და ეს პროგრამა მას აღიქვამს
როგორც ბატონს ან მენიუს.

Photoshop-ს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ფერის მოდელები RGB, lab, CMYK,


grayscale, ორმაგი ბიტმაპი და ორი ტონი.

Photoshop-ს აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს ვექტორული და რასტერული


ფორმატები, როგორიც არის: .EPS, .PNG, .GIF, .JPEG, Fireworks, და ა. შ.

აგრეთვე რამდენიმე მშობლიური ფორმატი:

• PSD (Photoshop-ის დოკუმენტი)


• PSB (დიდი ფორმატის დოკუმენტი)
• PDD (Photoshop Deluxe-ის დოკუმენტი)
Adore Photoshop-ი გრაფიკული ფაილების შექმნისა და რედაქტირების ყველაზე
პოპულარული პროგრამაა. ფოტოშოპს გრაფიკული პროგრამების მეფესაც კი
უწოდებენ. დიზაინერებისა და მხატვრების უმრავლესობა სწორედ ამ პროგრამაში
მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სპეციალური პროგრამები არის
შექმნილი. ფოტოშოპი ძალიან რთული პროგრამაა, რთული ხელსაწყოებით,
მრავალფეროვანი მენიუებით და პალიტრებით, მაგრამ ამ პროგრამაში მუშაობისთვის
საჭირო არ არის მისი სრულყოფილად შესწავლა. ფოტოშოპის ყოველმა
მომხმარებელმა იცის პროგრამის შესახებ იმდენი, რამდენიც საჭიროა მისთვის
დასახული ამოცანების შესასრულებლად (მაგ., ფოტოსურათების რედაქ-
ტირებისთვის არ არის აუცილებელი ვექტორული და 3D ხელსაწყოები).
ფოტიშოპზე მუშაობა პროგრამისტმა თომას კნოლმა 1987 წელს დაიწყო, მოგვიანებით
მას ძმა, ჯონი, კომპიუტერული კინოეფექტების სპეციალისტი შეუერთდა. პროგრამას
ჯერ Display ერქვა, მოგვიანებით Image Pro, ხოლო მას შემდეგ, რაც პროგრამა დაიხვეწა
და სრულყოფილი სახე მიიღი, Phoposhop-ი დაარქვეს. პროგრამის ოფიციალური
პრეზენტაცია 1990 წელს მოეწყო და მისი გავრცელების ლიცენზია პროგრამების
მწარმოებელმა კომპანია Adobe-მ შეისყიდა. ამიტომ, პროგრამის სახელს ამ კომპანიის
სახელიც დაემატა და დაერქვა Adobe Photoshop-ი. 2003 წლის პროგრამა გახდა
კომპანია Adobe-ს საკუთრება, უფრო კონკრეტულად Creative Suite-ს ნაწილი და ამ
სახელწოდებაში დაემატა კიდევ ორი ასო – CS. ამ დროისათვის უკვე არსებობდა
პროგრამის 7 ოფიციალური ვერსია და მე-8-ე ვერსია იგივეა, რაც Photoshop CS -ის
პირველი ვერსია.

• პროგრამის ევოლუციის მიუხედავად, მისი შემქმნელები ითვალისწინებენ რა,


მომხმარებლის ინტერესებს, არ აუქმებენ ძველ ხელსაწყოებს და ფუნქციებს, ხდება
მხოლოდ პროგრამის სრულყოფა. ამიტომ, ის ვინც ფოტოშოპში მუშაობა ისწავლა
მაგ., CS 2 ვერსიით, უპრობლემოდ იმუშავებს CS 3, CS 4 და ყველა მომდევნო
ვერსიაში. გარდა ამისა, პროგრამას აქვს დარეგულირების მექანიზმი, რომლის
საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია პროგრამა თავისი შეხედულებისამებრ
მოაწყოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოშოპში ყველაფერი იმდენად კარგად
არის ორგანიზებული, რომ დამატებით ცვლილებებს არ საჭიროებს, თუმცა პატარა
კორექციების შეტანა მაინც იქნება საჭირო.
• ზემოთ აღნიშნული ვერსიების გარდა, არის ფოტოშოპის სრული და პორტატული
(Portable) ვერსიები. ფოტომოყვარულებისათვის პორტატული ვერსია სავსებით
საკმარისია, რადგან მასში შესაძლებელია ფოტოსურათის სრულფასოვანი
რედაქტირება (პორტატულ ვერსიაში არ არის დაბლოკილი ფოტოსურათების
რედაქტირებისთვის საჭირო ხელსაწყოები და ფუნქციები). ერთადერთი
მნიშვნელოვანი სხვაობა ფოტომოყვარულებისთვის ამ ვერსიებს შორის ის არის,
რომ პორტატულ პროგრამაში არ მუშაობს Adobe Bridge, პროგრამა გრაფიკული
ფაილების ორგანიზებისთვის (დოკუმენტის კოპირება და სხვა საქაღალდეში
გადატანა, წაშლა, ფავორიტის აღნიშვნა და სხვა). ეს არის დამოუკიდებელი
პროგრამა, რომელიც იხსნება ფოტოშოპში და გამოიყენება საჭირო დაკუმენტების
მოძებნა-გახსნისათვის.
• ფოტოშოპში დოკუმენტის გახსნა, ამ პროგრამის გარეშეც არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, არის უამრავი პროგრამები იგივე ფუნქციებით, რაც Adobe Bridge-ს
აქვს, მაგრამ ეს პროგრამები ფოტოშოპში არ იხსნება. რაც შეეხება სრული და
პორტატული ვერსიების სისტემურ მოთხოვნებს, სრული ვერსია, დაახლოებით, 3
GB -ია. მუშაობს პროცესორზე, რომლის მეხსიერება არანაკლებ 1GB -ია, ხოლო
მყარ დისკზე თავისუფალი ადგილი 2 GB -ი. პორტატული ვერსიისთვის
საკმარისია 512 MB ოპერატიული მეხსიერება და 1 GB -ი თავისუფალი ადგილი
მყარ დისკზე. პორტატული პროგრამების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის,
რომ არ საჭიროებს ინსტალაციას. პროგრამის ასამოქმედებლად საჭიროა
პროგრამის საქაღალდის გახსნა, ფოტოშოპის გახსნის ღილაკის მოძებნა და მასზე
ორჯერ დაწკაპუნება.
• უფრე მეტი მოხერხებულებისთვის, საჭიროა ამ ღილაკზე მაუსის მარჯვენა
ღილაკით დაჭერა და გამოსულ კონტექსტურ მენიუში Send to პუნქტის არჩევა,
ხოლო ქვე მენიუში, Decktop -ის. ამის შემდეგ, პროგრამის გახსნა, უკვე სამუშაო
მაგიდიდან იქნება შესაძლებელი.
• ფოტოშოპის ყოველი ახალი ვერსია, ძველი ვერსიის სრულყოფილი ვარიანტია.
ერთი შეხედვით, ვერსიები ერთმანეთისგან არც ინტერფეისით და არც
ხელსაწყოებით დიდად არ განსხვავდება, მაგრამ, ყოველი ახალი ვერსია, ახალი
ხელსაწყოებით და ფუნქციებით არის გამდიდრებული.

ობიექტის ობიექტში ჩასმა


Photo Shop-ის გაშვება ხდება Start→All Programs→ Adobe→ Photo Shop.
დასამუშავებელი სურათის გახსნა File→Open ბრძანებით. შემდეგ ეძებ ადგილს, სადაც
გაქვს შენახული დასამუშავებელი სურათი. ნიშნავთ სურატს და აჭერთ Open
ბრძანებას. აღნიშნული ფაილი (სურათი) გაიხსნება. ამის შემდეგ ანალოგიურად ხსნით
შემდეგ სურათს, რომლისგანაც გჭირდებათ ელემენტების გადმოტანა პირველ
სურათზე. ნიშნავთ გადასატან ფრაგმენტს, აჭერთ Ctrl+c, შემდეგ ჩაკეცავთ ამ სურათს
გადადიხართ დასამუშავებელ სურათზე (ანუ პირველზე) და შერთCtrl+v კლავიშათა
კომბინაციას, აჭნიშნული ფრაგმენტი ჩაკოპირდება მითითებულ სურათზე როგორც
ახალი შრე.
სურათის დამუშავების დაწყებამდე აქტიური უნდა იყოს ინსტრუმენტების
პანელი, რომლის გააქტიურება შეიძლება მენიუ Window-დან. სასურველია აქტიური
იყოს პუნქტები:
History - მოქმედებათა გაუქმება;
Layars -აღდგენა;
Options - პარამეტრები;
Tools - ინსტრუმენტები.
ყველა ინსტრუმენტს რომელსაც აქვს გვერდით  ასეთი ღილაკი - ნიშნავს, რომ
ის შეიცავს ქვეინსტრუმენტებს. მათი გახსნა შეიძლება მარჯვენა ღილაკზე ხელის
დაწერით. თუ გამოტანილ ობიექტში გსურთა წაშალოთ ზედმეტი ელემენტები და ეს
ელემენტები არის ერთი ფერის მოსანიშნად შეიძლება გამოიყენოთ ჯადოსნური ჯოხი,

მონიშნვისას სიზუსტის დასაცავად კი იყენებთ ინსტრუმენტს ლუპა.


დამუშავებული ობიექტის ზომის ტრანსფორმაციისათვის (გადიდება, შემცირება
ზომებში, მოტიალება, დახრა და ა.შ.) იძახებთ Edit →Transform ბრძანებას (ან აჭერთ
Ctrl+T კლავიშათა კომბინაციას ხელს) და ამუშავებთ აღნიშნულ ფრაგმენტს
საჭიროებისა და სურვილის მიხედვით. საბოლოოდ როცა ფრაგმენტი გასწორდება
ფიქსაციისათვის აწერთ მასზე ორჯერ სწრაფად ან აირჩიეთ სხვა ისტრუმენტი, ამ
დროს გამოვა დიალოგიური ფანჯარა და სანამ მეორე ინსტრუმენტის გამოყენებას
დაიწყებდეთ აირჩიეთ ბრძანება Apply. (ე.ი. დაფიქსირდეს არჩეული ზომები). როცა
ფრაგმენტი დაფიქსირდება და შენიშნავთ, რომ ფონისა და ახალი ობიექტის ფერები
განსხვავებულია, ფონის ფერის მისაღებად დააჭირეთ კლავიშათა კომბინაციას Shift +
“+” ან Shift + “-“.
პირველი დავალებისათვის ვიმუშაოთ რამოდენიმე შრეზე, მოვახდინოთ მათი
ზომების ტრანსფორმაცია, გაერთიანება და ერთი სრულყოფილი სურათის შექმნა.
მაგალითისთვის გამოვიყენოთ პორტრეტი და ოფიციალური ფორმა (კოსტუმი ან
საღამოს კაბა), რომლითაც შევცვლით აღნიშნული პორტრეტის იმიჯს. ამისათვის
უნდა გვქონდეს შესაბამისი პორტრეტი და კოსტუმი.
პირველად გამოვიძახოთ ახალი ფურცელი → File→New, დავაყენოთ საჭირო
ზომები (სანტიმეტრებში, რადგან ორიენტაცია უფრო მარტივია), შემდეგ ამ
ფურცელზე დავაკოპიროთ პორტრეტი, (ის დაფიქსირდება პირველ შრედ, შრეები
ვაკონტროლოდ შესაბამისად ინსტრუმენტთა პანელიდან, შემდეგ დავაკოპიროთ
მეორე სურათი (კოსტუმი) და გავაფორმატიროთ, ტრანსფორმაციით (აღწერილია
ზემოთ) შევცვალოთ მისი მდგომარეობა და ზომები, მივიტანოთ პორტრეტთან და
დავაფიქსიროთ, შემდეგ გავაერთიანოთ ყველა შრე Shift+Ctrl+E კლავიშათა
კომბინაციით, გამოვიყენოთ კადრირების ინსტრუმენტი 3X4 ზომის დასაყენებლად და
შევცვალოთ უკანა ფონი ცისფერი (ან როგორიც გინდათ) გრადიენტული ფერებით.
დასრულებული სურათი შევინახოთ JPG ფორმატით.

ლოგოტიპის შექმნა
მეორე დავალებისათვის შევქმნათ ლოგოტიპი ფონისთა და შესაბამისი ტექსტით.
ლოგოტიპებს გამოიყენებენ სპეციალური დანიშნულებისათვის, მაგალითად შ.პ.ს -
ებისათვის, რეკლამებისათვის, კომერციული დაწესებულებებისათვის და ა.შ.
მისი შექმნა შეიძლება შემდეგნაირად:
1. ავიღოთ სიტყვა „COMPARTSTUDIO” გავხსნათ სიტყვის შესაბამისი სურათი. (რა
თქმა უნდა მოცემულ სიტყვას ვიყენებთ შესაბამისი დანიშნულებით.
2. სურათის გახსნის შემდეგ გავაკეთოთ ამ სურათის დუბლიკატი (კოპიო). ამისათვის
გავააქტიუროთ Layer, მარცხენა ხელით
ჩაძირულ მდგომარეობაში გვეჭიროს ctrl
კლავიშა მარჯვენათი Background - ი
ჩამოვიყვანოთ ქვემოთ ახალი შრის ღილაკთან
და ავუშვათ ჯერ თაგვს, შემდეგ კლავიშას
ხელი, დაფიქსირდება ორიგინალი ფონის
კოპიო, ამის შემდეგ ავირჩიუოთ ტექსტის

ინსტრუმენტი .
3. მივდივართ შესაბამის ღილაკთან ვაჭერთ მასზე და ახალ ფონზე ვაფიქსირებთ ჩვენს
ტექსტს. სასურველია შრიფტი იყოს შავი ფერის, მუქი და მსხვილი. ვარეგულირებთ

ტექსტს -ს აქტიურ მდგომარეობაში შესაბამისი პარამეტრების გამოყენებით,


რომელიც გააქტიურდება მენიუში ზემოთ. ვირჩევთ ტექსტის ფორმას, დახრილობას
ზომას და ყველაფერს რაც გვჭირდება მიმდინარე მომენტში. ტექსტი ფიქსირდება
ცალკე შრედ და მისი გადატანა, მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია

ინსტრუმენტით.

4. საჭირო ადგილას ტექსტის ფიქსირების შემდეგ გავააქტიურებთ -ს, საიდანაც


ავირჩევთ სტილს. (Photo Shop-ის ახალ ვერსიებში - პირდაპირ, ძველ ვერსიებში →

→Bleading Options →Bevel and Emboss →ok.


5. ტექსტის შრე გადმოგვაქვს კოპირებულსა და ძირითად შრეს შორის, ამისათვის
ვაჭერთ მასზე თაგვის მარცხენა ღილაკს და ხელაუღებლად „გადმოვათრევთ“ ამ ორ
შრეს შორის , როცა გამოჩნდება ორმაგი საზღვარი ( = ასეთი ხაზები) ავუშვებთ ხელს.
დაფიქსირდება შუაში.
6. შემდეგ Alt კლავიშას ჩაძირულ მდგომარეობაში (რომელიც გიჭირავთ მარცხენა
ხელით) მარჯვენა ხელით თაგვის მაჩვენებელს მივიყვანთ ამ ორ შრეთა შორის
საზღვართან და ვაჭერთ, შეიქმნება სამაკეტო შრე. თუ ასე არ გამოგივიდათ,
დადექით ზედა შრეში და აირჩიეთ ბრძანებათა თანმიმდევრობა: layer→Create →
Clipping Mask. აღნიშნული ტექსტი გახდება გამჭვირვალე. რაც წარმოადენს სწორედ
ლოგოტიპის ძირითად სახეს.

You might also like