You are on page 1of 18

ქართუ ლი უ ნივერსიტეტი . პროფ.

ნიკო კვარაც ხელია

ტურიზმი ესპანეთში
ესპანეთის მდებარეობა
ტურიზმი ესპანეთში
 ტურიზმი ესპანეთის ეკონომიკის ერთ -ერთი
განვითარებული დარგია. ესპანეთს ტურისტების
რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილი
უჭირავს. ყოველწლიურად მას 57 700 000 - ზე მეტი
ადამიანი სტუმრობს. ტურისტების 85% ესპანეთში
ზღვისპირა კურორტებზე დასასვენებლად ჩადის .
ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს
კატალონიის კურორტები. ევროპაში
განხორციელებული ყოველი მესამე კრუიზი სწორედ
ესპანეთზე მოდის. ტურიზმის განვითარების ერთ -ერთ
ხელშემწყობი ფაქტორია ესპანეთში არსებული საერთო
სიიაფე, როგორც წესი ესპანეთში ჩასული ტურისტების
უმეტესი ნაწილი საშუალო ფენის წარმომადგენელია .
კოსტა ბრავა
 კოსტა ბრავა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
საკურორტო ზონაა. "კოსტა ბრავა” ესპანური სიტყვაა და
ველურ სანაპიროს ნიშნავს. ეს შესანიშნავი ადგილია
სრულყოფილი დასვენებისათვის. საბანაო სეზონი ივნისიდან
იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ესპანეთის ეს
კურორტი ბუნების სილამაზითა და ისტორიული ადგილებით
ხიბლავს დამსვენებლებს და შესანიშნავია დაივინგის,
სერფინგისა და რაფტინგის მოყვარულთათვის. კოსტა ბრავა
საყვარელი კურორტია აქტიური დასვენებისათვის, რადგან
იგი ტურისტებს უამრავ გასართობს სთავაზობს. უამრავი
ატრაქციონი და ულამაზესი აკვა-პარკი ძალზე სასურველია
ოჯახური დასვენებისათვის. და რაც მთავარია, კოსტა ბრავა
ესპანეთის კურორტებს შორის განთქმულია ღამის
ცხოვრებით. ბარები, რესტორნები, დისკოთეკები და კლუბები
აქტიური დასვენების მოყვარულთათვის საოცნებო ადგილია.
კოსტა დორადა
 "კოსტა დორადა” ნიშნავს ოქროს სანაპიროს.
კატალონიის ეს კურორტი გარემოცულია მთებითა
და კლდის შვერილებით. მთის შვერილები კოსტა
დორადას ცივ ნიავს არ აკარებს, ამიტომაც აქ
ყოველთვის სასიამოვნო სითბოა. სანაპიროზე
უამრავი თანამედროვე სასტუმროა, სადაც
მაღალი დონის მომსახურეობას გთავაზობენ.
თქვენზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას
მოახდენს მზის ჩასვლისას ოქროსფრად მბზინავი
ქვიშა, რომელიც სხივებს ირეკლავს და ფერს
იცვლის. ოქროს ქვიშები, სასიამოვნო კლიმატი,
მშვიდი გარემო და კარგი საექსკურსიო ზონა
არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქმნით.
კოსტა დელ სოლი

 კოსტა დელ სოლი ნამდვილად მოგხიბლავთ,


"მზიანი სანაპირო” ასე უწოდებენ ესპანელები
ადგილს, რომელიც არც ისე დიდი სასტუმროებით
გამოირჩევა. არაჩვეულებრივი ბუნებითა,
გიბრალტარის სრუტის თბილი წყლითა და
მშვენიერი ამინდებით კოსტა დელ სოლი
მხოლოდ მარგალიტს შეიძლება შეადაროთ.
მეჩეთები, მინარეთები, კათედრალები და
სასახლეები საუკეთესო ექსკურსიის ზონას ქმნის.
აქ სრულყოფილი დასვენებისათვის ნებისმიერი
გემოვნების ადამიანისთვის არის შექმნილი
კარგი დასასვენებელი და გასართობი პირობები.
კანარის კუნძულები

 კანარის კუნძულები ტურისტებს სიძველისა და


თანამედროვეობის საოცარი შერწყმით ხიბლავს. ეს
მხარე სასურველია ოჯახური დასვენებისათვის და
არაჩვეულებრივია წყვილებისთვის რომანტიულად
დროის გასატარებლად. კანარის კუნძულებზე
ტურისტებისთვის ყოველ დღე ეწყობა ექსკურსიები
სიძველეთა, ისტორიული და კულტურული ძეგლების
დასათვალიერებლად. ეს თქვენს მოგზაურობას
დაუვიწყარს გახდის. სპორტის მოყვარულთათვის აქ
ნამდვილი სამოთხეა: დაივინგი, იახტები, სერფინგი
უფრო სპორტულს გახდის თქვენს დასვენებას.
ბავშვებისთვის უამრავი აკვა-პარკი და საინტერესო
გასართობი ადგილია. კანარის კუნძულებზე ღამის
ცხოვრება დუღს და არავის სცალია მოწყენისთვის.
კუნძული მაიორკა

 ესპანეთის საკურორტო ზონებს შორის


არაჩვეულებრივია კუნძული მაიორკა. ეს ის
ადგილია, სადაც ყოველ წელს ისვენებს
სამეფო ოჯახი. კუნძულის ჩრდილოეთი
ნაწილი უფრო ცხელი და მშრალია. აქ
მდებარეობს მაიორკას ყველაზე კარგი
კურორტები. თუ გსურთ პალმების
გარემოცვაში რომანრიკული დასვენება,
აუცილებლად მაიორკას ესტუმრეთ.
ვერასოდეს დაივიწყებთ აქ განცდილ
სიამოვნებას.
იბიცა
 - საერთაშორისო და ერთ -ერთი ძვირადღირებუ ლი
კუ რორტი . განსაკუ თრებით ც ნობილია ღამის
ც ხოვრებით , მრავალრიც ხოვანი კლუ ბებით .
საკუ ლტო ადგილი ელექტრონუ ლი მუ სიკის
მოყვარუ ლი ახალგაზ რდებისთვის მთელ
მსოფლიოში . შეუ დარებელი სილამაზ ის
სანაპიროები , უ ლამაზ ესი თეთრი სილით დაფარუ ლი
პლიაჟები და საოც რად ლამაზ ი წყალქვეშა სამყარო ,
რის გამოც აქ დაივინგი საკმაოდ განვითარებუ ლია .
იბიც ას კლუ ბების შემდაგენლობაში შედის : Eden, Es
Paradis, Pacha, Bora Bora, Privilege, Gala Night, Martina.
ტრადიციები

 ფლამენკო (ესპანურად_Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და


ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში .საბოლოოდ
ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო.ფლამენკო
ესპანურ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს .
მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის
თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები , ტაში , თითების
ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი
რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი
მოძრაობით.
 კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება
პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც
ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ . თავიდან ხარის
მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო . უკვე ესპანეთის ერთიან
სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის
ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა . თანამედროვე
კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი
4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.
რით იცნობენ ესპანეთს?

სპორტი ხელოვნება ღირსშესანიშნა ტრადიცია


ობები
ფეხბურთის ცეკვა: მუზეუმი:
გუნდები:... ლიტერატურა:  
თეატრი: ტაძარი:
არქიტექტორი:
მხატვრები:
 
ესპანეთის კულტურა

 განსაკუთრებული ყურადღება უნდა


მივაქციოთ იმას რომ ეს არის ის ქვეყანა,
რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ისეთი
შესანიშნავი და დიადი პიროვნებები
როგორებიც იყვნენ: ფრედერიკო გარსია
ლორკა, მიგელ დე სერვანტესი, ანტონიო
გაუდი, ფრანსისკო გოია, პაბლო პიკასო,
სალვადორ დალი, ელ გრეკო, დიეგო
ველსაკესი და სხვა.
ღირსშესანიშნაობები
 ესპანეთს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მუზეუმი ღია ცის ქვეშ,
ევროპის ამ შესანიშნავ ქვეყანაში თავს იყრის უამრავი მსოფლიო
მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული ძეგლი, მას გააჩნია
ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა. მსოფლიოს ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმი სწორედ ესპანეთში, კერძოდ კი
მადრიდში მდებარეობს. “პრადოს” მუზეუმის ერთ დღეში
დათვალიერება მისი მაშტაბებიდან გამომდინარე შეუძლებელია,
ეს არის განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა,
რომელშიც გამოფენილია XIV სა-დან XVI სა-მდე ევროპული
ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექცია. დაფუძნდა
როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა
მუზეუმს ასევე 5000-მდე მონახაზის, 2000-მდე ანაბეჭდის და 1000-
მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია.
სკულპტურები წარმოდგენილია 700-ზე მეტი ნიმუშით და
რამდენიმე ფრაგმენტით, შესანიშნავი ფერწერული გალერეა
რომელიც 8600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის
სტატუსს ანიჭებს.
პრადო
 პრადოს – დიეგო ველასაკესის, ფრანჩესკო გოიას
და ჰიერონიმუს ბოსხის, აგრეთვე ელ გრეკოს,
რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართლომეო
ესტებან მურილიოს, რემბრანტის, მელოცო და
ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ
დიურერის, ვერონეზეს ბრწყინვალე კოლექცია
აქვს.
 მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული
ექსპონატია ველასკესის “ლას მენინიას,,.
ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო
ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე დიდი
როლი შეასრულა მუზეუმში იტალიური ხელოვნების
ნიმუშების მოზიდვაში
მუზეუმები

 აღსანიშნავია პრადოსთან მდებარე მადრიდის


კიდევ ორი მნიშვნელოვანი ეროვნული მუზეუმი.
არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც პრადოს
კუთვნილი – ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის,
რომის და საბერძნეთის კულტურების
ექსპონატებია გამოფენილი და დედოფალ
სოფიას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,
რომელიც ესპანეთის ეხლანდელი დედოფლის
სახელს ატარებს და რომელშიც გამოფენილია
XX სა-ის ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმის
კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია
პაბლო პიკასოს მაშტაბური და ურთულესი ტილო
“გერნიკა,,.
ხუროთმძღვრება
 აგრეთვე უმრავ ტურისტს ხიბლავს ესპანეთის განსაკუთრებული
არქირექტურული სტილი. ესპანეთის არქიტექტურის
თვალსაჩინო მაგალითია სევილიის საკათედრო ტაძარი ,
რომლის მშენებლობაც 1402 წელს დაიწყო და XVI სა-მდე
გაგრძელდა. ეს არის უდიდესი რომაულ-კათოლიკური
კათედრალი და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოთიკურ -
რელიგიური შენობა. მსოფლიოში უდიდესი და უმდიდრესი
საკურთხევლის მშენებლობის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო
რომ მსოფლიოს დაენახა სევილიის სიმდიდრე და სიდიადე .
 მსოფლიომნიშვნელობის არქიტექტურული შედევრი საგრადა
ფამილია – წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი. ეს არის
გოთიკური სტილის მასიური მშენებარე ბაზილიკა
ბარსელონაში. რომლის მშენებლობაც 1888 წელს დაიწყო და
დღემდე გრძელდება, ამ გრანდიოზული პროექტის
განხორციელებას თავისი ცხოვრების 40 წელი დაუთმო დიდმა
ესპანელმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ .
ვალენსია - ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი

 (Ciutat de les Arts i les Ciències - ვალენსიურად; Ciudad


de las Artes y las Ciencias - კასტილიურად)
კულტურული კომპლექსი, რომელიც მდებარეობს
ვალენსიაში (ესპანეთი).
 კომპლექსის ავტორები არიან სანტიაგო კალატრავა
და ფელიქს კანდელა. მისი ინაუგურაცია მოხდა 1998
წლის 16 აპრილს, ჰემისფეროს გახსნით.
ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის
შემადგენელი ბოლო ნაწილის, დედოფალი სოფიას
ხელოვნების სასახლის, პრეზენტაცია მოხდა 2005
წლის 9 ოქტომბერს.
 ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი შედგება
შემდეგი ნაგებობებისგან:
ჰემისფერო
 ჰემისფერო: თვალის ფორმის ნაგებობა, შეიცავს კინოდარბაზს
IMAX და პლანეტარიუმს. იკავებს დაახლოებით 14 000 კვ.მ
ფართობს.
 პრინც ფილიპეს მეცნიერების მუზეუმი: დინოზავრისჩონჩხის
ფორმის, მეცნიერების ინტერაქტიული მუზეუმი, დაახლოებით 40
000 კვ. მ ფართობზე, სამ სართულზე.
 ემბრაკლი: ბოტანიკური ბაღი, რომელიც დაფარულია
მოტივტივე თაღებით საიდანაც შესაძლებელია კომპლექსის
დათვალიერება.
 ოკეანოგრაფიკი: დუმფარის ფორმის აკვარიუმი. არქიტექტორ
ფელიქს კანდელას ნამუშევარი. ეს არის ევროპის ყველაზე
დიდი აკვარიუმი 110 000 კვ.მეტრითა და 42 მილიონი ლიტრი
წყლით.
 დედოფალ სოფიას ხელოვნების სასახლე: გემის ფორმის
ნაგებობა, რომელიც შეიცავს ხელოვნებისა და მუსიკისადმი
მიძღვნილ რამდენიმე დარბაზს.

You might also like