You are on page 1of 5

ესპანეთის ისტორია და კულტურა

ესპანეთის მუზეუმები:
 დედოფალ სოფიას მუზეუმი (მადრიდი)
დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional Centro de
Arte Reina Sofía) — ესპანეთის მე-20 საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმია.
მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და სახელი
ესპანეთის დედოფლის სოფიას პატივსაცემად დაერქვა. მუზეუმის მთავარ
კოლექციათა შორისაა მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა, პაბლო პიკასოსა და
სალვადორ დალის ნამუშევრები. ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში
მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე
მეტი წიგნით, რომელთა როგორც ხმოვანი, ასევე ბეჭდური ვარიანტები
ხელმისაწვდომია მსურველებისთვის. მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18
საუკუნეში საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და
დამატებებით ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980 წელს. 1988
წელს ახალი მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად
გამოცხადდა. 2019 წელს მუზეუმს ესტუმრა ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი, რითაც
გახდა მეცხრე ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში.
 კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანული ხელოვნების ეკლესიური
ფერწერები, და კატალონური ხელოვნების მოდერნისტული დიზაინის მხატვრული
ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი
განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური სტილის შენობაში, რომელიც
დათარიღებულია 1929 წელით. რომანული ხელოვნება მუზეუმის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული კოლექცია, რომელიც ძირითადად
მოიცავს ფრესკული ნახატების სერიას. ეს კოლექცია განიხილება, როგორც
კატალონიის დაბადებისა და ჩამოყალიბების სიმბოლო. კოლექცია იწყება სან-
ჟოანის ბოს ფრესკული ფერწერული ტილოებით, სადაც მკაფიოდაა ნაჩვენები
კატალონიურ ხელოვნებაზე ფრანგული ხელოვნების გავლენა. კოლექციაში ასევე
წარმოდგენილია მე-11 საუკუნის ფრესკები.
 პიკასოს მუზეუმი (ბარსელონა)
პიკასოს ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ბარსელონაში. მუზეუმში
წარმოდგენილია პიკასოს 4 000-ზე მეტი ნამუშევარი. პაბლო პიკასომ ბავშვობა და
ახალგაზრდობა ბარსელონაში გაატარა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ
ქალაქთან იყო დაკავშირებული. პიკასოს თავისი პირველი ნამუშევრები სწორედ
ამ ქალაქმა შთააგონა. მუზეუმი 1963 წლის 9 მარტს, პიკასოს ახლო მეგობრისა და
მდივნის, ხაიმე საბარტესის მიერ, მხატვრის სიცოცხლეშივე, დაარსდა, აქედან
გამომდინარე არც არის გასაკვირი, რომ მუზეუმში პირველად საბარტესის
პერსონალურ კოლექცია იყო წარმოდგენილი.მუზეუმს ბარსელონას გოტიკურ
კვარტალში ხუთი შენობა უკავია. შენობები XIII -XV საუკუნეებით თარიღდება:
აგილარის სასახლე (Palau Aguilar), ბარონ კასტელეტის სასახლე (Palau del Baró de
Castellet), მექას სასახლე (Palau Meca), მაურის სახლი (Casa Mauri) და ფინესტრესის
სასახლე (Palau Finestres)
 პრადოს მუზეუმი
ეს არის განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში. მასში მე-14-დან
მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა
მოთავსებული. ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება
მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს. პრადოს დიეგო ველასკესის და
ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში . მუზეუმის
კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია ველასკესის "ლას მენინიას ".
ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი
მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების
მოზიდვა. პაბლო პიკასოს "გერნიკა" პრადოში იყო გამოფენილი მისი ესპანეთში
დაბრუნების შემდეგ (დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენის შემდეგ ), თუმცა
მოგვიანებით დედოფალი სოფიას სახ. მუზეუმში გადაიტანეს უზარმაზარი
ფერწერული ტილოსთვის უკეთესი საგამოფენო ადგილის გამო.
აღსანიშნავია პრადოსთან ახლომდებარე მადრიდის კიდევ ორი მნიშვნელოვანი
ეროვნული მუზეუმი: არქეოლოგიური მუზეუმი (Museo Arqueológico), რომელშიც
პრადოს კუთვნილი ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის, საბერძნეთისა და რომის
კულტურების ექსპონატებია. ხოლო, დედოფალ სოფიას მუზეუმში (Museo Reina Sofia)
მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ეს სამი მუზეუმი, რომლებიც
ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობენ, მადრიდის მნახველებს დასავლეთის
ცივილიზაციის ისტორიაზე სრულყოფილ წარმოდგენას აძლევს, რითაც მისთვის
მხოლოდ პარიზისა და ლონდონის მუზეუმებს თუ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა.

კატალონია-Cataluña
რეგიონი იბერიის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
მისი კონსტიტუციური საკითხი დავის საგანია ესპანეთის სამეფოს — რომელიც მას
ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანებად მიიჩნევს — და კატალონიის მმართველ
ორგანოს შორის, რომელიც მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად აცხადებს 2017
წლის შემდეგ. ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, კატალონია ავტონომიური
გაერთიანებაა, რომელსაც აქვს აღნიშვნა „ეროვნულობა“ (nacionalidad) და
ავტონომიის სტატუსი. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის:
ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 41
კომარკად. კატალონიაში კატალანურიც და ესპანურიც ორივე ოფიციალური ენაა
და მათზე მრავალი ადამიანი საუბრობს. კატალონიის სანაპირო გრძელდება
580კმ-ზე. სანაპიროზე არ არის მაგისტრალთა სისტემა, ერთადერთი დიდი გზა
აკავშირებს პირენეებს ზღვასთან. კატალონიის ადმინისტრაციულ ცენტრამდე
ვხვდებით კოსტა-ბრავას, რომელიც ხასითდება პატარა მთიანი სისტემით.
ბარსელონის სანაპირო ხასიათდება ხელოვნური პლაჟებით და დიდი სავაჭრო
პორტით, რომელიც 9 კილომეტრს მაინც მოიცავს .დიდი სანაპირო ზოლია მასისო
დე გარაფის, ეს ქალაქი გარდა პლიაჟებისა გამოირჩევა ტარაგონას პორტით,
რომელიც ესპანეთის რეგიონის მეორე პორტია სიდიდით.
ესპანური სამზარეულო
თავდაპირველად ესპანეთის ტერიტორია კელტური, იბერიული და ტარტესოსული
ტომებისაგან იყო დასახლებული, რომელთა სამზარეულოზეც არც ისე ბევრი
რამაა ცნობილი. მოგვიანებით ესპანეთის ტერიტორია ბერძნებმა, შემდეგ კი
რომაელებმა დაიკავეს, რასაც მოჰყვა აქ ზეთისხილისა, ყურძნისა და სხვა
კულტურების შესვლა. რომის დაცემის შემდეგ ესპანეთი ვესტგუთების ხელში
გადავიდა, რომლებიც VIII საუკუნეში არაბებმა გააძევეს. ვინაიდან მუსლიმები
ესპანეთში XV საუკუნის ბოლომდე დარჩნენ, ესპანურ სამზარეულოზე თავიანთი
კვალი მაინც დატოვეს, რის გამოც ესპანური გასტრონომია აერთიანებს როგორც
ევროპულ, ისე აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელ ინგრედიენტებსა და
გემოებს. სწორედ არაბებმა შეიტანეს ესპანეთში ბრინჯი, შაქარი, ლიმონი, ატამი,
გარგარი, ისპანახი, საზამთრო და ნუში. მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ამერიკის
კონტინენტის ათვისება დაიწყეს, მათ სამზარეულოში კიდევ მრავალი ახალი
ინგრედიენტი შევიდა, მაგალითად: პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, პაპრიკა,
ვანილი, კაკაო, შოკოლადი და მწარე წიწაკა. სწორედ ესპანელებმა შეურიეს
პირველად შოკოლადს შაქარი, რათა მისი ბუნებრივი სიმწარე გაექროთ.
ესპანეთის რეგიონებს შორის ანდალუსიაში იყენებენ ყველაზე დიდი
რაოდენობით ზეითუნის ზეთს. ანდალუსიური კერძებიდან ყველაზე პოპულარული
კერძია გასპაჩო. ეს არის ცივი წვნიანი, რომელიც მზადდება ხუთი სხვადასხვა
ბოსტნეულის, ძმრის, წყლის, მარილის, ზეითუნის ზეთისა და პურის მორჩენილი
ნატეხების გამოყენებით. გასპაჩოს გარდა ანდალუსიაში ამზადებენ ისეთ ცივ
სუპებს, როგორებიცაა: პოლეა და სალმორეხო.
არაგონული სამზარეულო ორგვარია: მთისა და ბარის. მის მთიან რეგიონებში,
სადაც პირენეს ქედის ფერდობებზე აქტიურად მისდევენ მეცხვარეობას, ყველაზე
გავრცელებული საკვებია ცხვრის შემწვარი ხორცი. მთიელი არაგონელები ცხვარს
ნიორთან, მარილსა და ცხიმთან ერთად წვავენ. აქ ასევე ძალიან პოპულარულია
ღორის ხორცისაგან დამზადებული კერძები. განსაკუთრებით ცნობილი კერძია
მიგასი, რომელსაც არაერთი ვარიაცია აქვს. არაგონაში დიდ მნიშვნელობას
ანიჭებენ ძლიერ სანელებლებს. აქაურ ყველი არის ტრონჩონი. რაც შეეხება
დესერტებს, ამ მხარეში დიდი პოპულარობით სარგებლობს დაშაქრული ხილი.
ასტურიაში ყველაზე ცნობილი კერძია ასტურიული ლობიო, სახელად „ფაბადა“,
რომელიც მზადდება თეთრი ლობიოს, ძეხვეულისა (როგორიცაა ჩორისო და
მორსილა) და ღორის ხორცისაგან. ასევე ცნობილი კერძია ლობიო მოლუსკებით.
ამის გარდა, არსებობს ლობიოს კიდევ ერთი ასტურიული კერძი, რომელიც
მზადდება ლობიოს, რვაფეხის ან კრევეტებისა და კურდღლის ხორცით. ასევე
აღსანიშნავია „ასტურიული შამფური“, რომელზეც მაგრდება თეთრი ლობიო,
კომბოსტო, კარტოფილი, სხვადასხვა სახის ძეხვი და ბეკონი. მთელს ესპანეთში
დიდი პოპულარობით სარგებლობს ასტურიული ყველი. მათ შორის ყველაზე
გამორჩეულია ყველი კაბრალესი, თავისი მძაფრი არომატითა და ლურჯი
შესახედაობით.
კასტილიისა და ლეონისათვის დამახასიათებელი კერძების სიაში შედის:
მორსილა (სპეციალური სანელებლებით დამზადებული შავი პუდინგი), სოპა დე
ახო (ნივრის წვნიანი), კოჩინილიო ასადო (შემწვარი გოჭი), ლეჩასო (შემწვარი
ბატკანი).
კატალონიური სამზარეულო დაფუძნებულია სოფლის კულტურაზე. აღსანიშნავია
ისიც, რომ პირველად ესპანეთის ისტორიაში კულინარიული წიგნი სწორედ
კატალონიაში დაიწერა. იგი აერთიანებს სამ სხვადასხვა სახის კულინარიას :
ზღვიურ, მთისა და ბარისას. ღორის ხორცისაგან მომზადებული კერძებიდან
პოპულარულია ბოტიფარა. თევზის კერძებიდან აღსანიშნავია აროს ნეგრე და
კაჩიუკო. რაც შეეხება ბოსტნეულის კერძებს, ყველაზე გავრცელებულია
ესკალივადა (შემწვარი ბოსტნეული).
გალისიური სამზარეულო ესპანეთში არც ისე ცნობილია მისი მოსახლეობის
სიმცირის გამო. მისი კერძებიდან ყველაზე ცნობილი გალისიური სუპია. ასევე
აღსანიშნავია ტურნიფსიანი ღორის ხორცი და საკარნავალო საჭმელები. კიდევ
ერთი პოპულარული კერძია წაბლის ბულიონი, იგივე კალდო დე კასტანიასი,
რომელსაც როგორც წესი, ზამთარში ამზადებენ. გალისიის რეგიონი მდიდარია
ზღვის პროდუქტებით, რაც მის კულინარიაზეც აისახება. აქ ამზადებენ: გალისიურ
რვაფეხას, გალისიურ ემპანადას, სკალიოპებს, კიბორჩხალებსა და
ბარნაკლესებს. ტრადიციის თანახმად ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში ჩასულ
ყველა უცხო ადამიანს პირველ რიგში სკალიოპებს აჭმევდნენ.
მადრიდის რეგიონმა დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტობა მხოლოდ 1561
წელს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ იგი დედაქალაქად
გამოაცხადა და სამეფო რეზიდენცია იქ გადაიტანა. ამის შემდეგ მადრიდი
ესპანელი თუ უცხოელი იმიგრანტების მთავარ სამიზნედ იქცა, რის გამოც მისი
სამზარეულო საკმაოდ ბევრი რეგიონის კერძებს აერთიანებს. XIX საუკუნეში
მადრიდი გახდა ესპანეთის პირველი ქალაქი, რომელშიც გაიხსნა რესტორნები.
ნავარულ გასტრონომიას მრავალი საერთო აქვს ბასკურთან. ყველაზე ცნობილი
ნავარული კერძებია ნავარულად შემწვარი კალმახი და ახოარეირო, თუმცა ასევე
გავრცელებულია ცხვრის ჩილინდრონი და რელიენო.ნავარაში დიდი
პოპულარობით სარგებლობს დამარილებული პროდუქტები, მაგალითად:
პამპლონური ჩორისო, ძეხვი და ა.შ. ასევე პოპულარულია ცხვრისა და საქონლის
ხორცისაგან მომზადებული კერძები. ხოლო რძის პროდუქტებიდან აღსანიშნავია
რონკალის ყველი, ხაჭო და იდიასაბალის ყველი.

You might also like