You are on page 1of 9

საქართველოს ტურიზმის განვითარების თავისებურებები საბჭოთა

პერიოდში
სსრკ შექმნის შემდეგ საქართველოში ტურიზმი რუსეთის პარალელურად
ვითარდებოდა. 20-იან წლებში უცხოური ტურიზმი ვერ განვითარდა, ვინაიდან
სსრკ-ს ბევრი ქვეყანა არ სცნობდა. 1924-დან კი, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ
აღიარა იგი, დაიწყო ტურიზმის გამოღვიძება. უცხოელების ჩამოსვლის
ძირითადი მიზეზი სოციალისტური წყობის ნახვა, ცნობისმოყვარეობა იყო.

საქართველოში ტურიზმის ფუძემდებლად გიორგი ნიკოლაძე (მეტალურგი,


მათემატიკოსი, სპორტსმენი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-
ერთი დამაარსებელი) ითვლება. 1921 წ მან მასობრივი (145 კაციანი) ორდღიანი
ტურისტული ლაშქრობა მოაწყო. 1923 წლის აგვისტოში _ ალპინისტური ასვლა
მყინვარწვერზე (მონაწილეობდა 18 ქართველი, მათ შორის 5 ქალი), რაც
საბჭოთაAალპინიზმის დასაბამს წარმოადგენს. 1924 წ _ გეოგრაფიულ
საზოგადოებაში დააარსა `მთასვლა-მგზავროსნობის” განყოფილება და წლების
განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1932-დან ტურიზმი უკვე სამეურნეო
მნიშვნელობას იძენს. იხსნება ტურისტული ბაზები სოხუმში, გაგრაში, მესტიაში;
ბაკურიანში იყო თავშესაფარი, ქოხები დადგეს დონღუზ ორუნის, ბეჩოს,
ტვიბერისა და წანერის უღელტეხილების ფერდობებზე.

II მსოფლიო ომის პერიოდი _ განვითარების შეჩერება.

ომის შემდეგ აღდგა ძველი მარშრუტები და ტურისტული ბაზები. 1949 წ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოაწყო სათხილამურო ლაშქრობა
ბაკურიანი-ლენინაკანი-ერევანი. 1950 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს
ტურიზმის ფედერაცია.

XX ს 50-იანი წლებიდან საერთაშორისო ტურიზმის ძირითად ფორმას ჩვენში


ორგანიზებული ტურიზმი წარმოადგენდა. ჯგუფები ძირითადად (იშვიათი
გამონაკლისის გარდა) აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში
გაჰყავდათ. 70-იანი წლებიდან ჩნდება ახალი მარშრუტები _ ჩრდილო აფრიკის
ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო.

საქართველოში უცხოური ტურიზმი დამოუკიდებელი დარგი არ იყო, ის


საკავშირო სტრუქტურების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ეს
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მომსახურებიდან მიღებული მოგების
განაწილებასთან მიმართებაში, ვინაიდან მისი დიდი ნაწილი საკავშირო
ორგანიზაციებში რჩებოდა.

საქართველო არ იყო უცხოელი ტურისტებისათვის მიზნობრივი ტერიტორია, ე.ი.


არ ხდებოდა მისი რესურსების რეკლამირება საქართველოს სახელით. ამის
2

შედეგია ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტულ


შესაძლებლობებზე დღესაც მწირი ინფორმაცია აქვთ.

ცენტრის მონოპოლიური მდგომარეობა ყოფილ სსრკ-ში უცხოელი ტურისტების


შემოყვანაში. ავიახაზების უმეტესობა მოსკოვზე გადიოდა. მას სხვა ქალაქებთან
შედარებით ყველაზე მეტი რეკლამა ჰქონდა (მასთან შედარებით “დაჩაგრული”
ლენინგრადი).

უცხოელებისთვის მოსკოვში შეთავაზებული დესტინაციების თანმიმდევრობა:


მოსკოვი, ლენინგრადი, დასავლეთ ციმბირი, ბუხარა და სამარყანდი (უზბეკეთი),
ბოლოს _ კავკასია (უფრო ხშირად _ საქართველო).

არჩევის რეიტინგი: ბოლო ადგილები _ ძირითადად დასავლეთ ციმბირი და შუა


აზია. საქართველო (რომელსაც თითქმის არ ჰქონდა საზღვარგარეთ რეკლამა)
შედგენილ მარშრუტებში საკმაოდ ხშირად ფიგურირებდა, მიზეზი (ექსპერტთა
აზრით) _ საქართველო ერთ-ერთი ის ადგილი იყო, საიდანაც უცხოელი ტურისტი,
მომსახურების ცუდი პირობების მიუხედავად, ნამდვილად კმაყოფილი მიდიოდა.

მოსკოვში საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების ცუდი რეკლამირება


(მაგალითად, ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში მიჰყავდა თმოსკოვის 3*
სასტუმროში შედარებით მაღალი კომფორტით, სადაც ტურისტებს გარეთ გასვლის
ნაკლები მოთხოვნილება ჰქონდათ. ორი დღის შემდეგ ამ ტურისტებს
სთავაზობდნენ საქართველოს, კერძოდ, “უშბას” ნომერს, რომელიც მოსკოვის
სასტუმროზე მოუწყობელი იყო).

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტის მუდმივი პრობლემა _ ჭარბი


დროის არსებობა (მაგ., “ივერიაში” მცხოვრები ტურისტი საღამოს 6 სთ-მდე იყო
დაკავებული, შემდეგ კი თავს ვეღარაფრით იქცევდა...). საჭირო იყო მარშრუტების
გაუმჯობესება და საღამოს კაფე-ბარების, გასართობი კლუბების გახსნა.

უცხო ტურისტების ჩამოსვლის შემაფერხებელი მიზეზები _ დოკუმენტაციის


შეგროვების სირთულეები, ვალუტის რაოდენობის შეზღუდვა.

საკავშირო სააქციო საზოგადოება (სსს) “ინტურისტი” დაარსდა 1929 წ, პირველადი


კაპიტალით 5 მლნ რუბლი. 28 ოფისი უცხოეთში.

“ინტურისტის” ფუნქციებში შედიოდა:

 უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ჩვენი ტურისტების უცხოეთში


მოგზაურობების ორგანიზება. უცხოურ ტურისტულ ფირმებთან საქმიანი
კონტაქტების დამყარება.
3

 უცხოური ტურიზმის რეკლამირება პრესის, რადიოს, კინოს, გამოფენების,


სტენდების, პლაკატების საშუალებით. პოპულარიზება გაზეთების,
ჟურნალების, ცნობარების, ალბომების გამოცემის, გაყიდვისა და
გავრცელების საშუალებით.

 ბილეთების გაყიდვა საზღვარგარეთ საბჭოთა ადამიანების და ჩვენში


უცხოელი ტურისტების სამოგზაუროდ, სსრკ ტერიტორიაზე საჭირო სხვა
დოკუმენტების მოწესრიგება.

 უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ვიზებისა და სხვა


დოკუმენტების მიღება-გაფორმებაში დახმარება.

 მთელ ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტებისათვის სხვადასხვა


ატრაქციების (ღირსშესანიშნაობების, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო,
სასწავლო დაწესებულებების) დათვალიერების ორგანიზება.

 ყოფილ სსრკ-ში უცხოელი ტურისტებისათვის სასტუმროში განთავსების,


კვების, გადაყვანის, მათი ბარგის გადატანის უზრუნველყოფა. ასევე მათი
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 ასრულებდა ყველა სახის ოპერაციას, რომელიც ორგანიზაციის მიზნებს


ემსახურებოდა.

,,ინტურისტი” ვალდებული იყო ყოველი უცხოური ჯგუფი თუ უცხოელი


ტურისტი წარედგინა მომსახურების განყოფილებაში ზუსტად დანიშნულ დროს.
ერთადერთი დოკუმენტი (უცხოელის მოწმობა) იყო ე.წ. გენერალური ორდერი
(ვაუჩერი), რომელიც გაიცემოდა ,,ინტურისტის” კონტრაგენტი უცხოური ფირმის
მიერ. მასში აღნიშნული იყო მომსახურების კლასი, ტურისტთა ჩამოსვლის
თარიღი, მოგზაურობის მარშრუტი, ტურისტთა რაოდენობა და უცხოური
ვალუტის თანხა. ,,ინტურისტის” ტურისტების მართვის განყოფილება
ვალდებული იყო ტურისტული ჯგუფის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია
შეეთანხმებინა მომსახურების და ტრანსპორტის განყოფილებებთან.

 საქართველოში მომავალი ტურისტები დანიშნულების ადგილზე


მომსახურების თანხას მოსკოვში იხდიდნენ, ამიტომ ადგილობრივი
ობიექტები არ იღებდნენ გაწეული მომსახურების შესატყვის ანაზღაურებას.
საქართველოში, როგორც ტურისტულ საბჭოს, ისე ,,ინტურისტს”, მოგების
მხოლოდ 10% რჩებოდა. უცხოელი ტურისტების მომსახურების მარშრუტში
ჩართული იყო მხოლოდ ის ქალაქები, რომლებიც ,,ინტურისტის” მიერ იყო
დადგენილი უცხოელი ტურისტების მიღების ადგილად.
4

 ,,ინტურისტის” ანგარიშსწორება უცხოელ პარტნიორებთან: ტურისტების


მომსახურების შეთანხმებული თანხა უნდა გადარიცხულიყო ამ
საზოგადოების ანგარიშზე, ტურისტების ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 7
დღით ადრე. სოციალისტურ ქვეყნებთან ანგარიშსწორება გადარიცხვით
(მანეთებში) ან სხვადასხვა ფულადი ვალდებულებების ურთიერთჩათვლით
ხორციელდებოდა.

სსს ,,ინტურისტის” დამხმარე ორგანიზაციები: გზების საუწყებო


სამინისტროები, ,,აეროფლოტი”, საზღვაო ფლოტი, სასტუმროები, საავტომობილო
მეურნეობები, სარეკლამო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი კვების საწარმოები
და ა.შ.

საქართველოში ,,ინტურისტის” 5 განყოფილება: თბილისის (თბილისის, გორის,


ყაზბეგის, ფასანაურის, თელავის შესაბამისი ობიექტები), სოხუმის, ბათუმის,
ბიჭვინთის (ბიჭვინთისა და გაგრის), წყალტუბოს (წყალტუბო და სასტუმრო
“ქუთაისის” არენდირების შესაძლებლობა).

საზღვარგარეთ კაპიტალისტურ ქვეყნებში გასვლისას სავალუტო თანხა გაიცემოდა


7-12 აშშD დოლარის ფარგლებში.

ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ საქართველოში უცხოური ტურიზმი


არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი დარგი _ ის საკავშირო სტრუქტურის ნაწილს
წარმოადგენდა. ეს თავისებურება განსაკუთრებით აისახებოდა ტურიზმის
მომსახურებიდან მიღებული მოგების განაწილებაში (მოგების დიდი წილი
რჩებოდა საკავშირო ორგანიზაციებს. გართულებული იყო დარგის რენტაბელობის
განსაზღვრა).

საქართველო არ წარმოადგენდა უცხოელი ტურისტების მიზნობრივ ტერიტორიას


(არ ხდებოდა მისი რესურსების რეკლამირება საქართველოს სახელით). ამის
შედეგია ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს
შესაბამისი იმიჯი _ ჩამოყალიბებული წარმოდგენა მისი ტურიზმის
შესაძლებლობებზე.

1980-იანი წლების მიწურულს საქართველოში დაახლოებით 5 მლნ ტურისტი


ჩამოდიოდა, მათგან მხოლოდ 1,8 მლნ იყო ორგანიზებული, რაც იმაზე
მეტყველებს, რომ საქართველოში ტურისტული მოთხოვნები სჭარბობდა მათი
მიღების საშუალებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ჩვენში პერსპექტიული
დარგია.

საქართველოში მომსახურებული ტურისტების ბაზარი იყოფოდა (ათვლა


ხდებოდა ორგანიზებული ტურისტების რაოდენობიდან):
5

 ტურისტები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან _ 80%,


 ადგილობრივი ტურისტები _ 10-12% და
 უცხოელი ტურისტები _ 8-10%.

მთელ სსრკ-ში, მ.შ. საქართველოშიც _ სოციალური ტურიზმი.

ფასები საგზურებზე მთავრობის მიერ იყო დადგენილი და არამომგებიანი იყო


ტურისტული ორგანიზაციებისათვის.

1. ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალისტური ქვეყნებიდან


ჩამოდიოდა, ძირითადად ტურისტების უვალუტო გაცვლის წესით, რაც კიდევ
უფრო არარენტაბელურს ხდიდა ტურისტების მომსახურებას საქართველოში.
2. საქართველოს პროფკავშირების კურორტების საგზურების განაწილება-
რეალიზაცია ძირითადად რესპუბლიკის გარეთ ხდებოდა, რის გამოც
საქართველო წელიწადში 57-58 მლნ მანეთს კარგავდა (1988 წ). ამასთან, თვით
ქართველებს საკუთარ კურორტებზე დასვენების ნაკლები შანსი ჰქონდათ.
პროფკავშირის ხაზით საქართველოში წელიწადში დაახლოებით 500 ათასი
ადამიანი ჩამოდიოდა. 523 ათასი საგზურიდან საქართველო ღებულობდა
დაახლოებით 30 ათასს, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 5,5%
შეადგენდა. წყალტუბოსათვის 1988 წ გაიცა 72,5 ათასი საგზური, საიდანაც
საქართველოში დარჩა მხოლოდ 4,5%, შავი ზღვისპირეთის 268 ათასზე მეტი
საგზურიდან _ 5,7%, ბორჯომისა კი _ 3%-მდე.

საქართველოდან საზღვარგარეთ ყოველწლიურად 200 ათასი ტურისტი


მიემგზავრებოდა და დაახლოებით 60 მლნ დოლარი გაჰქონდა ქვეყნის ფარგლებს
გარეთ (თითოეულ ტურისტზე საშუალოდ 300 დოლარი).

უცხოელი სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში შესაძლებელია


ტურიზმიდან მიღებული თანხები ერთიანი შემოსავალის 10-20%-ის ფარგლებში
იყოს.

1980-იანი წლებიდან გამოიკვეთა საქართველოდან უცხოეთში `საყიდლებზე


წასვლის~ ფაქტორი არა პირადი და საკუთარი ოჯახის მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად, არამედ – შემდგომ სარეალიზაციოდ, ე.ი. განვითარება
დაიწყო შოფტურიზმმა. შედეგად გაიზარდა ადგილობრივი ნაწარმის ქვეყნის
გარეთ გატანა, გაიზარდა ვალუტის ფასი, რომელიც 10-15-ჯერ აღემატებოდა
სახელმწიფო საბანკო კურსს.

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს არჩევანის სხვადასხვა მოტივაცია ჰქონდათ.


პროფესორ ი. ხელაშვილის კვლევამ (1981-1982 წწ) 3 ათასი უცხოელი ტურისტი
მოიცვა 9 ქვეყნიდან (გდრ, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, იტალია,
6

ფინეთი, საფრანგეთი, გფრ). კითხვა ასე იყო ფორმულირებული: “დაასახელეთ


თქვენი ჩამოსვლის მოტივი”.

შესაძლო პასუხები იყო:

1) ისტორიული და არქიტექტორული ძეგლების ინტერესი;


2) ეროვნულ ადათ-წესებისა და ფოლკლორისადმი ინტერესი;
3) თანამედროვე საქართველოს შემოქმედების გაცნობის სურვილი;
4) საქართველოს თანამედროვე სოფლის მეურნეობის გაცნობის სურვილი;
5) ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი;
6) რესპუბლიკის თანამედროვე მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისადმი ინტერესი;
7) საქართველოს ბუნება;
8) ზღვაში ბანაობისა და გარუჯვის სურვილი;
9) მოგზაურობის სურვილი;
10) უბრალოდ დასვენება და გართობა;
11) წამახალისებელი საგზური მიიღო (ან დაჯილდოვდა ტურით);
12) `ინტურისტის~ რეკლამა;
13) მგზავრობის ზომიერი ღირებულება;
14) ნათესავებისა და ახლობლების მონახულება;
15) სხვა მიზეზი.

პირველ რიგში გამოიკვეთა ინტერესი საქართველოსადმი. შემეცნებით მოტივებს


უპირატესობას ანიჭებდნენ გფრ, იუგოსლავიის, იტალიის, საფრანგეთის
მოქალაქეები. ზღვაში ბანაობის და გარუჯვას კი – გდრ, ჩეხოსლოვაკიის,
უნგრეთის, ფინეთის მცხოვრებნი. განსაკუთრებული იყო ინტერესი ისტორიული
და არქიტექტურული ძეგლებისადმი – ბულგარელი, იუგოსლაველი, იტალიელი,
ფრანგი, გფრ ტურისტები. ეროვნული ტრადიციებისა და ფოლკლორისადმი –
იტალიელები, იუგოსლაველები, ბულგარელები და ფინელები. საქართველოს
ბუნებისადმი _ გერმანელები, ჩეხები, სლოვაკები, უნგრელები, იუგოსლაველები.

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან 90-იანი წლების დასაწყისისათვის


საქართველოდან საზღვარგარეთ გასულთა რაოდენობა თითქმის 10-ჯერ
გაიზარდა და 250-300 ათასს მიაღწია. ამ წლებში გასულთა რაოდენობა 10-12-ჯერ
აღემატებოდა ჩამოსულებს, წასულებმა ჩამოსულებზე დაახლოებით 15-20-ჯერ
მეტი თანხა დახარჯეს.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის ქვეყანა მზად როგორც ადგილობრივი, ისე


საერთაშორისო ტურისტების მომსახურებისთვის, ანგარიშობენ ტერიტორიის
რეკრეაციულ ათვისებულობას. შეფარდებითი რეკრეაციული ათვისებულობის
გამოთვლისას მხედველობაში იღებენ მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ამიტომ ამ
მაჩვენებელს მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ხოლო
7

აბსოლუტური ათვისებულობის შემთხვევაში ანგარიშობენ ადგილების


რაოდენობას ათვისებული ტერიტორიის ყოველ 1000 კმ2-ზე არსებულ
რეკრეაციულ დაწესებულებებში (რუკა 5).

გამოიკვეთა, რომ 1980-იან წლების მიწურულს რეკრეაციული დაწესებულებები არ


არსებობდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე (აბაშის, ახალქალაქის, ახმეტის,
ნინოწმინდის, ბოლნისის, დმანისის, ზესტაფონის, ქარელის, ქედის, მარნეულის,
ხობის, წალკის, ხონის, ჭიათურის, ჩხოროწყუს, შუახევის). თუმცა ზოგიერთი ეს
რაიონი საკმაოდ მდიდარია რეკრეაციული რესურსებით.

დანარჩენ რაიონებში ათვისებულობის მაჩვენებელი მერყეობდა 9-დან


(ამბროლაურის) 21416 ადგილამდე/1000 კმ (გაგრის რ-ნში).
2

საქართველოში გამოვლინდა რეკრეაციული ათვისებულობის 5 ჯგუფი _ კარგად,


საშუალოდ, სუსტად, ძალიან სუსტად ათვისებული და აუთვისებელი
ტერიტორიები. კარგად ათვისებულია (ათვისებულობის მაჩვენებელი აღემატება 4
ათასს/1000 კმ2) ქვეყნის 12% _ ხელვაჩაურის, ქობულეთის, ბორჯომის, სოხუმის,
გუდაუთის რაიონები, გაგრის, თბილისისა და წყალტუბოს საქალაქო საბჭოები.
კარგად ათვისებულია ძირითადად ზღვისპირა რაიონები, ბალნეორესურსებით
მდიდარი წყალტუბოს საქალაქო საბჭო.

საშუალოდ ათვისებულია რაიონები, სადაც მაჩვენებელი 1-4 ათასი ადგილია 1000


კმ2-ზე. ესენია როგორც ზღვისპირა, ისე შიდა მთიანი და დაბლობი რაიონები
(ქვეყნის ტერიტორიის 12%).

რუკა 5
8

saqarTvelos municipalitetebis rekreaciuli aTvisebuloba

სუსტად ათვისებულებია (500-1000 ადგილი 1000 კმ2) – ლანჩხუთის, გურჯაანის,


სამტრედიის, მცხეთის, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტეტები (ტერიტორიის 20%).

ყველაზე მეტია ძალიან სუსტად ათვისებული რაიონი, სადაც ათვისებულობის


კოეფიციენტი 500-ზე ნაკლებია (35%).

1980-იანი წლების ბოლოს რეკრეაციული რესურსების შესაძლებლობების


მხოლოდ 12-15% გამოიყენებოდა (მთიან რაიონებში 4-9%). მაგალითად, 2,3 ათასი
მინერალური წყაროდან გამოიყენებოდა მხოლოდ 300, საერთო დებიტით 40 მლნ
ლიტრი. ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ათვისების
მაჩვენებელი კი 5-7%-ის ფარგლებშია.

1996-ში საქართველოში არსებული რეკრეაციული ობიექტების (500 ერთეული)


ტევადობა 120 ათასის ფარგლებში იყო. მათ შორის 30% დასასვენებელი
დაწესებულებებზე მოდიოდა, 25% _ სამკურნალო, 24% _ პიონერთა ბანაკებზე,
21% _ ტურისტულ ობიექტებზე.

წარსულში სასტუმროს ტიპის სახლებს საქარავნო გზებზე ყოველი ერთი დღის


სავალზე აშენებდნენ.

XVII-XVIII საუკუნეებიდან საქართველოში გამოჩნდა ქარვასლები, რომლებიც


მგზავრებს, ვაჭრებს, ქარავნებს ემსახურებოდნენ და ჰქონდათ სასტუმრო ოთახები,
საწყობები, მაღაზიები, დარბაზები, თეატრები, ბიბლიოთეკა და ეზოები
ქარავნების დასაყენებლად. აქ გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს _ საქონლის ფასის
1/4-ს.
9

ქარვასლები თანამედროვე ბირჟის ჩანასახს წარმოადგენდნენ, სადაც საქონლის


ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა გარიგებების დადება, განსხვავებულ საქონელზე
ფასების მომატება ან შემცირება ხდებოდა. ქარვასლები უახლესი ინფორმაციის
გარკვეულ ცენტრებსაც წარმოადგენდნენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თბილისში ძალიან ბევრი უცხოელი იყო. ჟან


შარდენი XVII საუკუნის 70-იან წლებში აღნიშნავდა, რომ `თბილისში უფრო მეტ
უცხოელს შეხვდებით, ვიდრე სხვაგან სადმე~.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში თბილისში ცამეტი დიდი (ბატონიშვილების,


მელიქიშვილის, სარაჯიშვილის, ზუბალაშვილის, ბებუთოვის, თამამშევის,
შიოევის, მირიმანოვის) და ბევრი პატარა ქარვასლა იყო.

საქართველოში ქარვასლების გაფურჩქვნის დასასრული დააჩქარა რკინიგზის


მშენებლობამ (1872 ფოთი_თბილისი და 1889 ბათუმი_თბილისი_ბაქო ხაზი).

XX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში გამოიკვეთა სასტუმროების შენება


(`გრანდ ოტელი~, `ორიენტი~, `ფრანცია~, `ზალცმანი~, `პალას ოტელი~, `ვენეცია~,
`ბომონდი~, `ვერსალი~, `ვიქტორია~, `მარსელი~, `ვარშავა~, `პარიზი~,
`ლონდონი”, `ვეტცელი”). სასტუმრო “მარიოტ-თბილისს” თავდაპირველად
`მაჟესტიკა~ (“დიდებული”) ერქვა.

You might also like