You are on page 1of 10

მდგრადიტურიზმი

საქართველოში.
ნიკოლოზ დავითაშვილი
რას ნიშნავს მდგრადი ტურიზმი?
მე დღეს გესაუბრებით მდგრადი ტურიზმის შესახებ რას
ნიშნავს და რას წარმოადგენს ჩვენი და სხვა
ქვეყნებისთვის.გაანალიზებულია ტურიზმის მდგრადი
განვითარებისათვის სახელმწიფო ორგანიზაციების,
ეროვნული ტურისტული ადმინისტაციების მოქმედების
კონკრეტული პროგრამები და წამოყენებულია ტურიზმის
მდგრადი განვითარების ის ნორმები და პრაქტიკა, რომელთა
გამოყენებაც შეიძლება ტურიზმის ყველა სახეობასა და
სეგმენტში, ტურიზმის მდგრადობის ხანგრძლივი პერიოდით
უზრუნველსაყოფად.
სხვადასხვა ქვეყნები და მდგრადი ტურიზმი

ბოლო 7 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი იზრდება საშუალოდ 4%-ით.


საერთაშორისო ტურისტული მგზავრობების რიცხვი 2016 წელს 46 მლნ-ით
გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4%-ით ჭარბობს. 2012 წელს მათმა რიცხვმა
1,035 მლრდ შეადგინა, 2016 წლისთვის კი მაჩვენებელმა 1,235 მლრდ-ს მიაღწია. 2015
წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურთა შორის ყველაზე პოპულალური იყო
საფრანგეთი 84,5 მლნ , აშშ 77,5 მლნ, ესპანეთი 68,5 მლნ, ჩინეთი 56,9 მლნ და
იტალია 50,7 მლნ. ტურიზმის სფეროში მსოფლიოში დაკავებულია 235 მლნ
ადამიანზე მეტი, ანუ ყოველი მე-12 მომუშავე. ევროსტატის მონაცემებით,
ევროკავშირის ქვეყნებში ტურიზმის სექტორში 12 მლნ ადამიანი მუშაობს. ევროპის
შემდეგ ყველაზე პოპულარულად ითვლბა აზია-წყნარიოკეანის რეგიონი,
რომელმაც 2015 წელს უმასპინძლა 303 მლნ ტურისტს. 2030 წლისათვის მათი
რიცხვის ზრდის პროგნოზი 535 მლნ-ს შეადგენს.
მდგრადი ტურიზმი მსოფლიოდონეზე

ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ტურიზმმა, სხვა სექტორებისაგან განსხვავებით ,


მუდმივი გაფართოება და დივერსიფიკაცია განიცადა და გადაიქცა მსოფლიოს
ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მაღალი ტემპებით განვითარებად
ეკონომიკურ დარგად, რის გამოც სპეციალისტების მიერ ის აღიარებულია
თანამედროვეობის ეკონომიკურ ფენომენად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
70-ე გენერალურმა ასამბლეამ 2017 წელი ტურიზმის მდგრადი განვითარების
საერთაშორისო წლად გამოაცხადა, რითაც, მსოფლიო ლიდერების აღიარებით
მსოფლიოს მდგრად განვითარებაში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ,
როგორც ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სტრატეგიული მიზნების
განხორციელების ერთ-ერთმა ძლიერმა ინსტრუმენტმა. ასევე დიდია მისი როლი
ქვეყნების ხალხს შორის თანამეგობრობისა და სხვადასხვა ცივილიზაციებში ცოდნის
განვითარებაში. ყოველწლიურად ტურისტების უზარმაზარი რაოდენობა კვეთავს
სახელმწიფო საზღვრებს და ამ საქმიანობას გლობალურ ხასიათს აძლევს .
ტურიზმის საქართველოში

საქართველოში ტურიზმის განვითარება მე-19 მე-20


საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ფაქტორბივად იგი მასშტაბურ
ხასიათს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით
კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ
პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა კეთილმოწყობილი
ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში,
ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის
აღმშენებლობის პროცესი გაგრაში, ქობულეთში,
აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
ტურიზმის განვითარება საქართველოში

ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი
წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.
საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი
აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს
1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს
პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 800 ათასი
წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.
ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე,
თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით,
ამჟამად კი 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან
რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის
გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა.
მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს
თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა
მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა
არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე,
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like