You are on page 1of 8

არის თუ არა ტურიზმის განვითარება

საქართველოს ეკონომიკური
პროგრესის მთავარი ფაქტორი?
რას ნიშნავს ტურიზმი? ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი
დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო
ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს:
„ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება
სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით,
დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.

ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა 2010 წელს,


მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული
ჩასვლა განხორციელდა, რაც 6,6 %-იანი ზრდა იყო 2009 წელთან
შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა
შემოსავლებმა $919 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ
ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4,7 %-იანი ზრდა იყო. 2000-იანი
წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა
ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა
დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო
ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2%-ით იკლოეს ნეგატიური ტენდენცია
კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში
იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების
4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღებული
შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის,


მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე,
საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ,
ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი
კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, ფიჯი,
მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს
უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა
საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის
შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა
დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს
სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას,
საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა
საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი).
ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები
როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები,
მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები

ტურიზმი საქართველოში-ტურიზმი წლების


განმავლობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული
დარგი იყო და მთავრობის მხრიდან მისი მასტიმულირებელი არაერთი
ღონისძიება გატარებულა. ტურიზმს, მართლაც განსაკუთრებული
მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო
გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით,
მრავალმხრივი ლანდშაფტითა და სტუმართმოყვარე ხალხით.
ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 6%-დან 7%-მდე
მერყეობს (საქსტატის თანახმად, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით,
ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 6.6%
შეადგინა), რაც ქვეყნის მნიშვნელოვანი შემოსავალია.
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება საერთაშორისო ტურიზმს,
რადგან ის საერთაშორისო ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი
წყაროა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ზეწოლას ამცირებს.
თუმცა, ქვეყნისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმს


შემდეგნაირად განიხილავს: შიდა მოგზაურობა არის მოცემულ
პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული
გარემოს გარეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ
დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც
წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. შიდა
ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ტურიზმის
მთლიან გამოშვებაშიც. 2013 წელს შიდა ტურიზმზე მსოფლიო
ტურიზმის მთლიანი გამოშვების 71.3% მოდიოდა, ხოლო
საერთაშორისო ტურიზმზე 28.7%. როგორც ვხედავთ, შიდა ტურიზმი
მასშტაბურად აღემატება საერთაშორისო ტურიზმს და საკმაოდ დიდი
წვლილი შეაქვს ქვეყნების მთლიან გამოშვებასა და ეკონომიკის
განვითარებაში.

განვიხილოთ შიდა და საერთაშორისო ტურიზმის რამოდენიმე


განმასხვავებელი თვისება: საერთაშორისო ტურიზმისგან
განსხვავევბით, შიდა ტურიზმის მიმართულებები ახლო მანძილით
გამოირჩევა და ხასიათდება ქცევის განმეორებითობით. შიდა
ტურისტებმა საერთაშორისო ტურისტებისგან განსხვავებით იციან
მასპინძელი ადგილის კულტურა, კლიმატი და სასაუბრო ენა.
ადგილმდებარეობის სიახლოვის გამო, შიდა ტურიზმის შემთხვევაში
ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტი გამოიყენება, რაც ამცირებს
დროისა და ვიზიტის ხარჯებს. შიდა ტურიზმი საერთაშორისო
ტურიზმისგან განსხვავებით ნაკლებად ხასიათდება სეზონურობით და
ხელს უწყობს შემოსავლების გადანაწილებას ქალაქ და სოფელ
დასახლებებს შორის. ასევე, შიდა ტურიზმი ნაკლებად მგრძნობიარეა
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური შოკებისა და კრიზისების
მიმართ.

შიდა ტურისტები ნაკლებად ჩერდებიან სასტუმროს ტიპის


დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ
საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის
დაწესებულებების საქმიანობას, დავინახავთ, რომ 2014 წლის
მონაცეებით, შიდა ტურისტებზე სტუმართა 38% მოდიოდა, რაც
ქვეყანაში შიდა ტურიზმის აქტუალობაზე მეტყველებს.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის სამი კვარტალის განმავლობაში


(II, III, IV კვარტალი), 15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტორთა
საშუალო თვიურმა რაოდენობამ 991 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო
ვიზიტების ჯამურმა მოცულობამ 10 990 ათასი (იმ დაშვებით, რომ
ვიზიტორმა მოცემული პერიოდისთვის შეიძლება განახორციელოს
ერთზე მეტი ვიზიტი). რაც შეეხება 2015 წელს, 2015 წლის პირველი ორი
კვარტალის განმავლობაში შიდა ვიზიტორთა საშუალო თვიურმა
რაოდენობამ 824.3 ათასი კაცი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალის
განმავლობაში ვიზიტორთა უმრავლესობა თბილისს ესტუმრა (24.4%),
ვიზიტების სიმრავლით მეორე ადგილზეა იმერეთი (21.3%), ხოლო
მესამეზე აჭარა (10.4%).
2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემების თანახმად, შიდა ტურიზმის
ყველაზე გავრცელებული მიზანი მეგობრებისა და ნათესავების
მონახულებაა (54.6% სწორედ ამ მიზნით მოგზაურობს), გავრცელებულ
მიზნებს მიეკუთვნება ასევე მკურნალობა, გაჯანსაღება (11.4%) და
შოპინგი (10.6%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად,
დასვენების მიზნით შიდა ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ
აჭარას (29%), სამცხე-ჯავახეთსა (16%) და მცხეთა-მთიანეთს (13%). რაც
შეეხება შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებულ დანახარჯებს,
შიდა ვიზიტორების მიერ გაწეული საშუალო თვიური დანახარჯი წლის
განმავლობაში მიახლოებით 158 მილიონი ლარია (დანახარჯები
განსხვავებულია სეზონულობის მიხედვით და პიკს მესამე კვარტალში
აღწევს, როდესაც საშუალო თვიური დანახარჯი მიახლოებით 260
მილიონ ლარს უტოლდება). ხარჯების ყველაზე დიდი წილი კვებაზე,
საყიდლებსა და ტრანსპორტზე მოდის.

ტურიზმიდან მიღებული სახსრები


(ბიუჯეტი) - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, საქართველო
მსოფლიოში 69-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს
ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილს


აშშ იკავებს 210.7 მლრდ დოლარით. 2017 წელს აშშ-ს 75.9 მლნ
ტურისტი ეწვია.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, მსოფლოში მეორე ადგილზე


ესპანეთია, – 68 მლრდ დოლარი და ერთ წელში 81.8 მლნ ტურისტი.

მესამე ადგილს საფრანგეთი იკავებს 60.7 მლრდ დოლარით და 86.9


მლნ ტურისტით.

მეოთხე ადგილზე ტაილანდია, რომელმაც ერთ წელში ტურიზმიდან


57.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ხუთეულს გაერთიანებული
სამეფო ასრულებს 51.2 მლრდ დოლარით.

წლის 8 თვეში, საქართველომ ტურიზმიდან $2.23 მილიარდის


შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში
დაფიქსირდა და მან 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
ანალოგიურ პერიოდს 47 მლნ დოლარით (12%) აღემატება. გასული
წლის აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 394 მლნ დოლარის
შემოსავალი მიიღო. წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული
შემოსავალი ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ
33.4% შეადგინა.

ევროპის რეგიონში, რომელშიც 48 ქვეყნის მონაცემია


გაერთიანებული, საქართველო მიღებული შემოსავლით, 30-ე
ადილზეა.

2016 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 2.16 მლრდ დოლარი მიიღო,


2010 წელს კი ეს თანხა 659 მლნ დოლარს შეადგენდა.

UNWTO-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, გასული წელი მსოფლიო


ტურიზმის სექტორისთვის პოზიტიური იყო – 2017 წელს, 2010 წლის
შემდეგ მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად
გაიზარდა. გლობალურად, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 7%-
ით გაიზარდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 5%-ით და მან 1.3
ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მსოფლიოში ტურისტების
რაოდენობით პირველ ადგილზე საფრანგეთია, მას კი ესპანეთი და
აშშ მოსდევს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტების


რაოდენობა გასულ წელს 3.8%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა
ტურიზმიდან მიღებლი შემოსავალი ქვეყანას 1.9%-ით გაეზარდა.
ტურისტული დანახარჯების 40% ევროპაზე მოდის. ანგარიშის
მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ჩინელ ტურისტებზე
მოდის, რომლებმაც მოგზაურობაზე 258 მილიარდ დოლარზე მეტი
დახარჯეს. მეორე ადგილზე დანხარჯების მიხედვით ამერიკელი
ტურისტები არიან, რომლებმაც წლიურად 135 მილიარდზე მეტი
დახარჯეს მოგზაურობაზე.

UNWTO-ს მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტების


რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო მეოთხე
ადგილზეა ეგვიპტის, ვიეტნამისა და ტოგოს შემდეგ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით,


თითო ვიზიტორის საშუალო დანახარჯი საქართველოში 1144 ლარს
შეადგენს. მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებით, დანახარჯების
ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე (მთლიანი ხარჯები 27%)
და განთავსების საშუალებებზე (22.1%) დაფიქსირდა. მეზობელი
ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები ვიზიტზე ყველაზე მაღალი
საშუალო დანახარჯით (1,253 ლარი) გამოირჩეოდნენ, მას მოსდევს
თურქეთი 865 ლარი, სომხეთი-578 ლარი და აზერბაიჯანი – 349 ლარი.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეზიდენტები
საქართველოში საშუალოდ 2049 ლარს ხარჯავენ, დანარჩენი ევროპის
წარმომადგენლები 2726 ლარს, ხოლო სხვა ქვეყნების
წარმომადგენლები – 2653 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული


შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის ქვეყნის
მშპ-ში, მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ეს
მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის
წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს
მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.

You might also like