You are on page 1of 9

1.

ტურიზმის ძირითადი ცნებები და მმართველობით კატეგორიები


ტურიზმის ინდუსტრია გლობალური სფეროა, ეს არის ბიზნესი, რომელსაც გააჩნია
მზარდი ხასიათი, როგორც XIX საუკუნის ყველაზე მასობრივმა მოვლენამ, მოიცვა
საზოგადოების ყველა სფერო და შეცვალა სამყარო.
ტურიზმის არსად აღიარებულია მოდელი, რომელშიც იგულისხმება ტურისტი და
დანიშნულების ადგილზე მიღებული გამოცდილება, მნიშვნელოვანია, რომ
დანიშნულების ადგილმა მოახდინოს მაღალი ხარისხის შთაბეჭდილება, ამისათვის
საჭიროა დესტინაციაზე დავგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები,
რომლებიც დანიშნულების ადგილს განსაკუთრებულად და მიმზიდველად აქცევს.
მენეჯმენტი ინგლისური სიტყვაა და მისი სიტყვასიტყვით თარგმნა სხვა ენაზე
შეუძლებელია, თავისი შინაარსით მენეჯმენტი შესაძლებელია მივამსგავსოთ სიტყვა
მართვას თმცა ისინი არ არიან სინონიმები.
ბიზნესი ასევე ინგლისური სიტყვაა და საქმეს ნიშნავს, ბიზნესი არის სამეუნრეო
საქმიანობა და მისი მიზანია მოგების მიღება.
მეწარმეობა არის ბიზნესის განსაკუთრებული შემთხვევა და იგი კავშირშია ისეთ
ადამიანთან, რომელიც იწყებს ახალს საქმეს ან ახლებურად წარმართავს ბიზნესს,
მეწარმეობა ბიზნესისგან განსხვავებით გულისხმობს რაიმე ახლის შექმნას.
ტურიზმი არის ადამიანის დროებითი გადაადგილება მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მიზნებით 24 საათიდან 1 წლამდე ვადით, ასევე
ადამიანი მასპინძელი ქვეყნიდან არ უნდა იღებდეს ეკონომიკური სარგებელს.
ტურისტი არის ადამიანი, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა მიზნებით 24
სააათიდან 1 წლამდე ვადით და არ იღებს ეკონომიკური სარგებელს მასპინძელი
ტერიტორიის წყაროებიდან.
ტურისტული ინდუსტრია არის ყველა იმ საწარმოთა და ორგანიზაციათა
ერთობლიობა, რომელთა საქმიანობაც ემსახურება ტურისტთა მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას.

2.ტურისტული პროდუქტის მომხმარებელთა კლასიფიკაცია;


ტურიზმის სახეობები
ტურისტების დაყოფა ხორციელდება ორი კრიტერიუმის მიხედვით: ტურისტები
აქტივობის მიხედვით და ტურისტების ცხოვრების სტილის მიხედვით.
აქტივობის მიხედვით ტურისტები არიან: მშვიდი დასვენების მოყვარულები;
სპორტული დასვენების მოყვარულები; დამსვენებლები ცოდნის შესაძენად;
თავგადასავლების მოყვარულები.
ცხოვრების სტილის მიხედვით გამოყოფენ ტურისტებს: განცხრომის მოყვარულები;
ტრადიციული; ოჯახური; განსაკუთრებული მიდრეკილების ტურისტები.
გამოყოფენ ტურიზმის ექვს სახეს მისი მართვის სისტემაში:
• ტურიზმი დასვენების მიზნით
• ტურიზმი კულტურის შესწავლის მიზნით
• საზოგადოებრივი ტურიზმი
• სასპორტო ტურიზმი
• ეკონომიკური ტურიზმი
• პოლიტიკური ტურიზმი
ორგანიზაციული ფორმების მიხედვით ტურიზმი არის ჰაუშალური და
ინდივიდუალური.
ჰაუშალური ტური არის მომსახურების სტანდარტიზებული, წინასწარ
ორგანიზებული კომპლექსი.
ინდივიდუალური ტურიზმის თავისებურება არის ის, რომ ტურისტი მის
კომპლექტაციას ახორციელებს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით.
ტურიზმი ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა: ერთდღიან მოგზაურობად და
მოგზაურობა ღამის გათენებით.

3.ტურიზმის, როგორც მენეჯმენტის ობიექტის თავისებურებები


ცნობილია, რომ ბუნებასთან ურთიერთობის პროცესში, მატერიალური სიკეთეების
წარმოებაში, თვით სიცოცხლის გამრავლების პროცესში და მრავალი სხვა პრობლემის
გადაჭრისას საზოგადოება გარკვეულწილად უნდა იყოს ორგანიზებული.
ფართო გაგებით მენეჯმენტი არის გამარჯვების, მიზნების მიღწევის მეცნიერება
და ხელოვნება შრომის, ქცევითი მოტივებისა და ადამიანების ინტელექტის გამოყენებით.
ტურიზმი, არის ურთიერთობების, კავშირების და ფენომენების ერთობლიობა,
რომელიც თან ახლავს ადამიანების მოგზაურობას და დარჩენას ისეთ ადგილებში,
რომლებიც არ არის მათი მუდმივი ან გრძელვადიანი საცხოვრებელი ადგილი და არ არის
დაკავშირებული მათ სამუშაო საქმიანობასთან
ტურისტული აქტივობა არის რეკრეაციული საქმიანობის ნაწილი, რომელიც
ხორციელდება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეთ თავისუფალი არჩევანით, რათა
აღდგეს ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, განავითაროს და გამდიდრდეს
პიროვნების ინდივიდუალური შესაძლებლობები.
ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორთაშორისი სოციალურ-ეკონომიკური
კომპლექსი რთული სტრუქტურით და მრავალი კომპონენტით, რომელიც მოიცავს
საწარმოო, სატრანსპორტო, მომსახურების საწარმოებსა და ორგანიზაციებს. ტურისტული
ინდუსტრიის ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია და
ურთიერთდამოკიდებულია.
ამ შემთხვევაში ტურიზმის მენეჯმენტი განისაზღვრება, როგორც სოციალურ-
ეკონომიკური ფენომენებისა და პროცესების მართვა, რომლებიც მიმდინარეობს ტურიზმის
ინდუსტრიაში.

4.ტურიზმის მენეჯმენტის სისტემა


სისტემის ცნებაში იგულისხმება მისი ელემენტების მოწესრიგებული ერთობლიობა,
რომელთა შორის არსებობს ან შეიძლება არსებობდეს მჭიდრო ურთიერთკავშირი.
ტურიზმის სისტემის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტურიზმის სფეროში
ურთიერთობებისა და მოვლენების ერთობლიობა.
ტურიზმის სისტემის საფუძველია ორი სუბსისტემა: ტურიზმის სუბიექტი და
ტურიზმის ობიექტი.
ტურიზმის სუბიექტად მოიაზრება ტურისტული ღონისძიებების მონაწილე, ანუ
ტურისტი, რომელიც ეძებს თავის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობებს
სპეციფიკური ტურისტული მომსახურების მიღების გზით.
ტურიზმის ობიექტად მოიაზრება ყველაფერი ის, რაც შეიძლება გახდეს
ტურიზმის სუბიექტისათვის (ტურისტისათვის) მოგზაურობის მიზანი. ეს შეიძლება იყოს
ფართო სპეციალიზაციის ტურისტული რეგიონი ყველა მისი სტრუქტურით.
ტურიზმის სტრუქტურა არსებობს საზოგადოებრივ გარემოცვაში (გარემოში).
ტურიზმის გარემომცველი სამყაროს სისტემა წარმოდგენილია ეკონომიკით, ეკოლოგიით,
ტექნოლოგიებით, პოლიტიკითა დასოციალური სისტემებით. გარემოს დასახელებული
სისტემები ძლიერ ზემოქმედებენ ტურიზმზე.
ტურიზმის სუბიექტისა და ობიექტის სუბსისტემებს შორის, ასევე სისტემებსა და

ტურიზმის სისტემას შორის არსებობს განსაზღვრული ურთიერთკავშირი.

5.ტურიზმის ეკონომიკური ფუნქციები

ტურიზმზე დადებითან მოქმედი ეკონომიკური ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა


და მისი თანაბარზოემიერი განაწილება; ვალუტის სტაბილური მდგომარება და სხვა.
ტურიზმზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორებია: კრიზისული ეკონომიკური
მოვლენები; წარმოების დაცემა; ვალუტის არასტაბილურობა და სხვა.
ტურიზმის ფუნქციებში გამოყოფენ: საწარმოო ფუნქცია; მოსახლეობის დასაქმების
ფუნქცია; შემოსავლების შექმნის ფუნქცია.
საწარმოო ფუნქციას არსრულებს ნებისმიერი პროფილის საწარმო თუ ის იყენებს
ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა შრომა, მიწა და კაპიტალი.
მოსახლეობის დასაქმების ფუნქცია კადრების რაოდენობის ზრდა ტურიზმის
სფეროში შეიძლება შეფერხდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც
აიოლებენ სამუშაოს შესრულებას.
მოსახლეობის დასაქმების ფუნქცია პირდაპირ და ირიბად ხელს უწყობს ტურიზმის
ბიზნესს:
• პირდაპირი – ეხება პირებს, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ ტურისტულ საწარმოებში,
უმთავრესად ტურისტებისათვის განკუთვნილ სასტუმროებში, რესტორნებში და სხვა
დაწესებულებებში.
• ირიბი – სამუშაო ადგილები, რომლებიც შექმნილია მიწოდების სფეროში(სოფლის
მეურნეობა; თევზჭერა; მრეწველობა და სხვა).
• დასაქ,ება მშენებლობაში – გულისხმობს ტურისტულო ცენტრების სამშენებლო-
სარემონტო მომსახურებაში.
შემოსავლის შექმნის ფუნქცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ვინც მუშაობს
ღებულობს შემოსავალს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, ტურიზმის სფეროში
დასაქმების უზრუნველყოფა მჭიდრო კავშირშია შემსოავლების შექმნის ფუნქციასთან.
რეგიონულ ასპექტში ტურიზმის ერთ-ერთ ეკონომიკურ ფუქნციას წარმოადგენს
შერბილების ფუნქცია, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ტურისტული ბიზნესი ხელს
უწყობს სუსტი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას.
საგადამხდელო ბალანსის ნიველირების ფუნქციასთან დაკაბშირებით უნდა ითქვას,
რომ ეკონომიკაში არსებობს საგადამხდელო ბალანსი მისი შემადგენელი ნაწილებით,
მომსახურების ბალანსის შემადგენელი ნაწილია მოგზაურობათა ბალანსი ქვეყნის შიგნით
და გარეთ, ამ ბალანსში ადგილობრივი ტურისტების ხარჯები, რომლებიც საზღვარგარეთ
მიემგზავრებიან უპირისპირდება შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია უცხოელი
ტურისტების მიერ მოხმარებული საქონლიდან და მომსახურებიდან.

6.ტურიზმის მენეჯმენტის სისტემაზე მოქმედი გარე ფაქტორები


ტურიზმის მენეჯმენტის სისტემაზე მოქმედი გარე ფაქტორები არის შემდეგი:
ეკონომიკა, ეკოლოგია, ტექნოლოგიები, პოლიტიკა, სოციალური.
ტურიზმის და ეკონომიკა მჭიდროდ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, საერთო
ეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედება ტურიზმზე შეიძლება იყოს უარყოფითი და
შეიძლება იყოს დადებითი.
ტურიზმზე დადებითან მოქმედი ეკონომიკური ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა
და მისი თანაბარზოემიერი განაწილება; ვალუტის სტაბილური მდგომარება და სხვა.
ტურიზმზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორებია: კრიზისული ეკონომიკური
მოვლენები; წარმოების დაცემა; ვალუტის არასტაბილურობა და სხვა.
თანამედროვე ტურიზმი გარკვეულწილად ზიანს აყენებს გარემოს. ეკოლოგიური
წონასწორობის ბევრი დარღვევა ვლინდება ძალიან გვიან.
ადგილობრივი მცხოვრებლები იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც წარმოიშვებიან
ტურიზმის მავნე ზემოქმედების გამო, პირველ ადგილზე აყენებენ ჰაერის გაჭუჭყიანებას
ტრანსპორტით და მიწის გამოყენებას.
ტურიზმი მჭიდრო კავშირშია სოციალურ სფეროსთან. ტურიზმის მიერ განსაზღვრული
რეგიონის ათვისების პროცესში კონტაქტში შედის ოთხი სხვადასხვა კულტურა: იმ
რეგიონის კულტურა, საიდანაც ჩამოდიან ტურისტები; დასვენების კულტურა
ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა და მომსახურების კულტურა. ყველა კულტურა
გავლენას ახდენს ერთმანეთზე.
პოლიტიკასა და ტურიზმს შორის კავშირს განიხილავენ იმის მიხედვით თუ
სახელმწიფო რამდენად ერევა ეკონომიკაში. ტოტალურ სახელმწიფოებში ტურიზმი
ექვემდებარება პოლიტიკურ მიზნებს, იგეგმება და იმართება სახელმწიფოებრივი
სტრუქტურების მიერ. ხშირად ასეთი ქვეყნები ჩაკეტილია გარე სამყაროსათვისაც.
მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში მოგზაურობა დასავლეთის ქვეყნებში ითვლებოდა
დიდ პრივილეგიად და ნებადართული იყო განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ტურიზმის გავნითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს.
ტექნოლოგიები რომლებიც ემსახურება ტურიზმის სფეროს იყოფა შემდეგ სახეებად:
სატრანსპორტო ტექნიკა, სასტუმროებისა და რესტორნების განათება, საკომუნიკაციო
სისტემები.

7.ტურისტული რეგიონები, ორგანიზაციები და საწარმოები


ტურისტული რეგიონი გეოგრაფიული ტერიტორიაა, რომელსაც სტუმარი ან
ტურისტული სეგმენტი არჩევს მოგზაურობის მიზნით, ასეთი ტერიტორია შეიცავს ყველა
ნაგებობას, რომელიც აუცილებელია ტურისტების განთავსების, კვებისა და
დასვენებისათვის.

ტურისტული ორგანიზაციები აყალიბებენ ტურისტულ პოლიტიკას, ასრულებენ


განსაზღვრულ როლს მთლიანად ტურიზმის სისტემაში, რამდენადაც წარმოადგენენ
მართვის ორგანოებსა და კერძო გაერთიანებებს, რომლებიც ქმნიან ტურისტულ
მომსახურებას, გაყიდვისათვის.
ტურისტული საწარმოები წარმოადგენენ მესამე კომპონენტს და ტურიზმის
სისტემის ძირეულ რგოლს, რომელიც ქმნის ტურისტულ მიწოდებას ქვესისტემაში
ტურიზმის ობიექტი, ტურიზმის სფეროში ფუნქციონირებენ სხვადასხვა ტურისტული
საწარმოები.
ტურისტული საწარმოს ცნებაში მოიაზრება ისეთი ორგანიზაციული სამეურნეო
ერთეული, რომელიც აუცილებელი წარმოების საშუალებების გაერთიანების გზით ქმნის
მომსახურებას ტურისტებისათვის.

8.გაერთინებული ერების მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია


დღეისათვის ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში გაეროს მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაცია არის ყველაზე ცნობილი და ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია.
UNWTO - ასრულებს გლობალური ფორუმის როლს ტურიზმის პოლიტიკის
საკითხებში, ხელმძღვანელობს ფართო საერთაშორისო ტურიზმის სექტორს და არის
ტურიზმის გამოცდილების პრაქტიკული წყარო მისი წევრებისათვის.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) შედგება 154 წევრი ქვეყნისაგან, 7
ტერიტორიისაგან და 400-ზე მეტი ფილიალური წევრებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ
ადგილობრივ მთავრობებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ადგილობრივ ტურისტულ
ორგანოებს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ცნობილია თავისი სტატისტიკური
ანალიზითა და მარკეტინგული კვლევებით. მარკეტინგული კვლევები წარმოადგენს მის
განსაკუთრებულ წვლილს ტურიზმის განვითარებაში.
ადამიანური რესურსების განვითარება - გაეროს მსოფლიო ტურისტული
ორგანიზაციის კიდევ ერთი მიზანია. ის ადგენს ტურიზმის სფეროში განათლების
სტანდარტებს.
UNWTO მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს თამაშობს წევრი ქვეყნების
ეკონომკის განვითარებაში, რომელიც ქმნის მდგრად და ხელმისაწვდომ ტურიზმის
გარემოს განვითარებადი ქვეყნებისათვის.

9.მართვის პრინციპები, რომლებიც უზურნველყოფენ მენეჯმენტის


ობიექტს
ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ
რისკთან. გამომდინარე აქედან აუცილებელია იგი წარიმართოს ქვეყანაში მოქმედი
სამართლებრივი ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია მსხვილი
ჯარიმები ან გადაწყვეტილებები ფირმის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
მართველობითი გადაწყვეტილების სამართლებრივი დაცულობის პრინციპი
მოითხოვს საწარმოს ხემძღვანელებისაგან მოქმედი კანონდებლობის ცოდნას და იმ
მართველობითი გადაწყვეტილებების გადაჭრის უნარს, რომლებიც შეესაბამებიან მოქმედ
საკანონმდებლო აქტებს, ასევე მორალისა და ეთიკის ნორმებს.
არსებობს მართვის შემდეგი პრინციპები:
1. მართვის ოპტიმიზაციის პრინციპი;
2. მართვის დეცანტრალიზაცია;
3. უფლებამოსილების დელეგირების პრინციპი;
4. შესაბამისობის პრინციპი;
5. ჩანაცვლების პრინციპი.
მართვის დეცენტრალიზაციისათვის დამახასიათებელია საშიში ტენდენცია,
მართველობითი პროცესი გადააქციოს ანარქიად და ქაოსად. ხშირად გამოცდილი
ხელმძღვანელები საფუძვლიანად შიშობენ დაკარგონ კონტროლი დეცენტრალიზებულ
მართვის სისტემაზე, ხოლო სუსტ ხელმძღვანელებს ეშინიათ არაფორმალური
კომპეტენტური ლიდერის გამოჩენის, რომელიც შეძლებს შეცვალოს მოქმედი
ხელმძღვანელი და შეარყევს მის ავტორიტეტს
ჩანაცვლების პრონციპის აქტუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ნათელია
ყველა გამოცდილი ხელმძღვანელისათვის. სახეზე არ მყოფი მუშაკის ჩანაცვლება უნდა
მოხდეს ავტომატურად, მოქმედი სამსახურებრივი ინსტრუქციის საფუძველზე და
რეგურილდებოდეს ფორმალურად.

10.მართვის ოპტიმიზაციის, უფლებამოსილების დელეგირების და


შესაბამისობის პრინციპი
მართვის ოპტიმიზაციის პრინციპი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც
უზრუნველყოფს მართვის ობიექტს. ეს პრინციპი საშუალებას იძლევა პასუხი გაეცეს
პრინციპულ და დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებს. კერძოდ, როგორი
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელმძღვანელობამ - მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია
მოაქციოს თავის ხელში, თუ მისი დიდი ნაწილი გადასცეს თავის კოლეგებს? რას მიანიჭოს
უპირატესობა - ცენტრალიზაციას თუ დეცენტრალიზაციას?
როდისაა გარდაუვალი და აუცილებელი ცენტრალიზაცია? რამდენი თანამშრომელი
უშუალოდ უნდა ექვემდებარებოდეს ხელმძღვანელს: სამი,ხუთი, იქნებ ათი ან მეტი?
მართვის რომელი სტრუქტურაა კონკრეტულ საწარმოო სიტუაციაში ოპტიმალური?
მართვის ცენტრალიზაციას გააჩნია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. იგი
საშუალებას იძლევა ოპტიმალურად განაწილდეს რეზერვები და რესურსები, მაგრამ
იმავდროულად ითრგუნება შემსრულებელთა შემოქმედებითი ინიციატივა, ყოველთვის
ოპტიმალურად არ წყდება ტექნიკური ამოცანები.
უფლებამოსილების დელეგირების პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ
ხელძღვანელი მასზე დაკისრებული უფლებამოსილების, უფლებებისა და
პასუხისმგებლობის ნაწილს გადასცემს თავის დაქვემდებარებაში მყოფ კომპედენტურ
თანამშრომლებს.
პრინციპის მთავარი პრაქტიკული ფასეულობა იმაში მდგომარეობს რომ
ხელმძღვანელი თავისი დროის ნაწილს გამოათავისუფლებს შედარებით მარტივი
ყოველდღიური საქმეებისაგან და შეუძლია ძალისხმევის კონცენტრაცია უფრო რთული
მართველობითი დონის ამოცანების გადაჭრაზე
შესაბამისობის პრინციპის საფუძველია ის, რომ შესრულებული სამუშაო უნდა
შეესაბამებოდეს შემსრულებლის ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
შესაბამისობის პრინციპი უნდა გამოიყენოს ყველა ხელმძღვანელმა
მმართველობითი კადრების შერჩევისას და განაწილებისას და პირველ რიგში საკუთარი
შესაძლებლობების შეფასებისას, შესასრულებულ სამუშაოსთან საკუთარი თავის
შესაბამისობის შეფასებისას.

You might also like