You are on page 1of 8

ორქულიანი ღია კითხვები:

1. რა არის ტუროპერეიტინგი?
ტუროპერეიტინგი არის ტურიზმის მენეჯმენტის ნაწილი, რომელიც შეისწავლის
ტურისტული ფირმის საქმიანობისა და ორგანიზაციის საკითხებს. ტურისტული
ფირმის საქმიანობა კი ძირითადად არის ტურისტული პროდუქტის (ტურპროდუქტი )
მომზადება და რეალიზაცია
2. როგორია ტუროპერატორის განმარტება?
ტუროპერატორი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე , რომელიც
ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.
3. რა არის ანიმაცია ტურიზმში, რა მოვალეობები აქვთ ანიმატორებს სასტურმროებსა და
კურორტებზე?
ტურისტების მომსახურების მენეჯმენტში ერთ-ერთი აქტუალური მიმართულება
არის ანიმაცია, ანუ მომსახურების პროგრამების გაცოცხლება . ეს მოვლენა
ტურიზმში წარმოშვა სიმდიდრით, კომფორტით და მომსახურების დონით ერთნაირ
კურორტებს შორის არსებულმა დიდმა კონკურენციამ. ტურისტების მოზიდვისათვის
მოიძებნა ფორმულა - „მომსახურების ანიმაცია“. ანიმაცია არის თავისუფალი
დროის უკეთ გასატარებლად საჭირო სპეციალური პროგრამების შემუშავებისა და
განხორციელების მიზნით გაწეული საქმიანობა.
4. დაახასიათეთ ისეთი ანიმაციური მიმართულებები, როგორიცაა შოუ-მუზეუმები და
თემატური პარკები
ტურისტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი მიმართულებაა შოუ-მუზეუმები. მაგალითად ,
პლიმუტის ერთ დროს მოსაწყენი და ნაკლებად მონახულებადი მუზეუმი , რომელიც
ეძღვნება პირველ ინგლისელ ახალმოსახლეებს, ანიმაციის საშუალებით უცბად
გაცოცხლდა. დღეისათვის, ის იქცა ამერიკულ ნაციონალურ შოუდ იმის ხარჯზე, რომ
გაკეთდა ნატურალური ზომის ექსპოზიციები და მოხდა ანიმაციის ორგანიზება
(სოფელი ცოცხალი პერსონაჟებით, რომლებიც ტურისტების თვალწინ მუშოაბენ
მშენებლობაზე, ბოსტანში, ბაღში და ა. შ.).სხვა მაგალითია, იელო-სტოუნის
ნაციონალურ პარკში ტურისტული რეტრომატარებელი ორთქმავლით, რომელიც
გაივლის ინდიელთა დღევანდელი რეზერვაციის ტერიტორიაზე და ანიმაციური
მეთოდების გამოყენებით ხდება ამ მატარებლზე წითელკანიან მეომართა
“თავდასხმა“, რომლებსაც შემდეგ ბრძოლას უმართავენ ნაციონალური გვარდიის
ჯარისკაცები.
ანიმაციის პრინციპითაა ორგანიზებული თემატური პარკები : დისნეილენდი (აშშ -ში ,
საფრანგეთში და სხვა), ლოგოპარკები (დანიაში, აშშ-ში) და ა. შ.
5. რა სახის კატალოგები აქვს ტუროპერატორულ კომპანიას და რა მიზნით იბეჭდება
ისინი?
ნებისმიერი ტურისტული ფირმა, რომელიც ტუროპერატორული ბიზნესითაა
დაკავებული, იქნება ის ინიციატიური, თუ რეცეპტიული, უნდა ამზადებდეს
სარეკლამო-საინფორმაციო ნაკრებს, რომელშიც შედის ბუკლეტები , ბროშურები ,
კატალოგები და სარეკლამო ფურცლები. ყველა ამ ნაბეჭდი პროდუქციით
შეიძლება მსჯელობა თუ რას წარმოადგენს ტურისტული ფირმა, როგორია მისი
შესაძლებლობები. ბროშურები და ბუკლეტები ყველაზე ხშირად გამოიყენება
ტურისტული ფირმის პრაქტიკაში. როგორც ინფორმაციის გავრცელების
საშუალება. კატალოგები ძირითადად ორი სახისაა: გენერალური და
სამსახურებრივი და მათ უდიდესი როლი ეკისრებათ კლიენტებთან და
სააგენტოებთან მუშაობაში. ტუროპერატორები პერიოდულად აგზავნიან
სააგენტოებში კატალოგებს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ მათ .
ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ სააგენტოებთან და კლიენტებთან
ურთიერთობისას, რომლებიც სათანადოდ ვერ ფლობენ კომპიტერულ
უნარჩვევევბს. ნაბეჭდი პროდუქცია ვრცელდება, აგრეთვე, ტურიზმის ეროვნული
წარმომადგენლების მეშვეობით. ტურისტული პროდუქტის წინწაწევის პროცესში
კატალოგი ტუროპერატორსთვის წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად
მატარებელს.

6. ჩამოაყალიბეთ რა მოთხოვნები წაეყენება ტურისტული ფირმის ვებ-გვერდს?


1. ვებ-გვერდი უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, სარგებლობისათვის იოლი,
ანუ პოტენციურ . ტურისტს არ უნდა გაუჭირდეს იქ სასურველი მასალის პოვნა; 2.
ვებ-გვერდი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული, რათა ტურისტმა
მოგაზურობის ყველა დეტალზე იქვე მოიპოვოს ინფორმაცია სხვა მისამართზე
გადასვლის გარეშე; 3. ვებ-გვერდი უნდა იყოს ინტერაქტიული, რაც იმას ნიშნავს,
რომ ტურისტს, ან ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს ამ გვერდიდან გაუსვლელად
დაუკავშირდეს ფირმას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მისგან პასუხი ; 4.
ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს ონ-ლაინ რეჟიმში ტურის გაყიდვის საშუალება , რაც
იმასაც ნიშნავს, რომ ტურისტულ ფირმას შეუძლია საკრედიტო ბარათებით
მომსახურება.
7. რა კატეგორიებად იყოფა ტუროპერატორის ვებ-გვერდები დანიშნულების მიხედვით?
განმარტეთ თითოეული მათგანი.
✓ სავიზიტო ბარათი. ✓ ვებ-ვიტრინა. ✓ სისტემა ტუროპერატორი-ტურაგენტი.
სავიზიტო ბარათი ფირმის წარდგენის ყველაზე მარტივი ფორმაა , რომელიც
მხოლოდ რამოდენიმე გვერდისგან შედგება და ხასიათდება დაბალი
ღირებულებით.
ვებ-ვიტრინა ფირმის წარდგენის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა , რომელიც
წარმოადგენს ვებ-გვერდების კრებულს, სადაც აღწერილია ის ქვეყნები ,
კურორტები და სასტუმროები, რომელსაც მოცემული ტუროპერატორი სთავაზობს
თავის ვიზიტორებს.
სისტემა ტუროპერატორი-ტურაგენტი არის ტურების დაჯავშნის
შიდაკორპორაციული სისტემა, რასაც ძლიერი ტუროპერატორები ახორციელებენ
ინტერნეტის საშუალებით.
8. რა პირობები უნდა დაიცვას მენეჯერმა ტურისტული პროდუქტის პრეზენტაციისას?
პრეზენტაციას ახდენს თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა აღნიშნული ტურის
შექმნაზე. არსებული პრაქტიკის თანახმად ფირმის მენეჯერი მუშაობს ერთ, ან
რამდენიმე ქვეყანაზე, ამ ქვეყნების კურორტებზე და შესაბამისად იცის ყველაფერი ,
ან თითქმის ყველაფერი, რაც სამოგზაურო ქვეყანას ეხება. ეს მონაცემებია :
გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ვალუტა, ქვეყნის ტრადიციები და
მოსახლეობის ზნე-ჩვეულებანი. ტურისტისთვის საჭირო სამახსოვრო წინასწარ
დგება ფირმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. ეს სამახსოვრო იბეჭდება და
საგზურთან ერთად ეძლევა ტურისტს, ხოლო თუ იგი შეიცავს რაიმე
გამაფრთხილებელ მასალას, მაშინ შესაძლებელია მის მიღებაზე ტურისტს ხელი
მოვაწერინოთ.
9. განმარტეთ რას ნიშნავს „ტურისტული“ კლასის მომსახურება ტურიზმში?
ტურისტული კლასის – მომსახურების ყველაზე მასობრივი ვარიანტია, რომელიც
ითვალისწინებს 2-3 ვარსკვლავიან სატუმროში განთავსებას (სატუმროს კლასი
დამოკიდებულია ქვეყანაში მიღებულ სტანდარტზე), გადაფრენა რეგულარი
რეისებით ეკონომკლასის სალონში, კვება შვედური მაგიდის პრინციპით , ჯგუფური
ტრანსფერი, რისთვისაც ტურისტებს ხვდება სპეციალური ავტობუსი სასტუმროში
გადასაყვანად.
10. განმარტეთ, რას ნიშნავს „პირველი“ კლასის მომსახურება ტურიზმში?
პირველი კლასი – მიჩნეულია მაღალი კლასის მომსახურებად; იგი ითვალისწინებს
განთავსებას 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში, თვითმფრინავის სალონში
ბიზნესკლასით სარგებლობას, საუკეთესო სამზარეულოს, და კერძების ფართო
არჩევანს, შესაძლებელია შვედური მაგიდის გაუმჯობესებული ვარიანტიც ,
ინდივიდუალური ტრანსფერი და გიდის მომსახურება.
11. დაახასიათეთ „ლუქს“ კლასის მომსახურება ტურიზმში
კლასი “ლუქსი” – აღნიშნავს სამოგზაურო ტურიზმში ყველაზე მაღალ კლასს,
საუკეთესო მომსახურებას, რომელშიც შედის ხუთვარსკვლავიანი და მსგავსი
ფეშენებელური სასტუმროები, მგზავრობა თვითმფრინავით პირველი , ან ბიზნეს
კლასის სალონებში, კვება საუკეთესო რესტორნებში ა ლა კარდის პრინციპით
(ინდივიდუალური შეკვეთილი მენიუ, ძირითადად, სასტუმროს რესტორანში ),
ინდივიდუალური ტრანსფერი ლიმუზინით, გიდის ინდივიდუალური მომსახურება ,
აეროპორტებში VIP გასასვლელებით სარგებლობა, სხვანაირად ამ კლასს VIP –
კლასსაც უწოდებენ.
12. რა მიზნით ესწრებიან მონაწილეები ტურისტულ გამოფენებს?
ისინი გამოფენებს ესწრებიან შემდეგი მიზნით:უმოკლეს ხანში მიიღონ რაც
შეიძლება მეტი ინფორმაცია ტურისტულ პროდუქტზე ; • შეხვდნენ ახალ
მომწოდებლებს. • კავშირები დაამყარონ ტურისტული სფეროს სხვა
პროფესიონალებთან. • შეადარონ სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები
მომსახურების დონე და ტურისტული ადგილები/კერები; • ყოველივე ეს გაკეთდეს
უშუალო გარემოცვაში.
13. რა მომენტები უნდა გაითვალისწინოთ, რათა გააკეთოთ სწორი არჩევანი ტურისტულ
გამოფენაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით?
შესაძლო მიზნები, რომლისთვისაც უნდა ისწრაფვოდეთ, მოიცავს: •
პროდუქტის/მომსახურების გასაღების ბაზრის ზრდას; • მომხმარებლებთან
უშუალო კონტაქტები გამოფენაზე. შეიძლება უფრო მეტ მომხმარებელს შეხვდეთ ,
ვიდრე თქვენს ორგანიზაციას გააჩნია მათი მიღების უნარი. გამოფენები უფრო მეტ
საშუალებას იძლევა დამყარდეს უშუალო კონტაქტები, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს
წერილობით ან ტელეფონით. გამოფენა ასევე, საშუალებას იძლევა
მომხმარებელმა უფრო მეტად გაგიცნოთ.; • სხვადასხვა პროდუქტზე ბაზრის
მოთხოვნილების გამოვლენა, ახალი პროდუქტის წარმოჩენა ან ახალი
პრინციპების განსაზღვრა; • ახალ ბაზრებზე შეღწევა; • გამოფენა ბაზარზე
ზეგავლენის მოხდენის ეფექტური საშუალებაა; • კომპანიის იმიჯის
შეცვლა/გაზრდა; • ბაზრის შესწავლა და შეფასება; • კონკურენტების საქმიანობის
შესწავლა.
14. რომელია ტურისტული პროდუქტის წინწაწევის არასარეკლამო მეთოდები და
მოკლედ განმარტეთ თითოეული ?
ტურისტული პროდუქტის არასარეკლამო მეთოდებს მიეკუთვნება:
პერსონალური გაყიდვა (Personal Selling), რომლებიც აგენტის მეშვეობით
ხორციელდება. პერსონალური გაყიდვა არის ეფექტიანი, როდესაც განისაზღვრება
მყიდველის მთხოვნილებები.
ინფორმაციის პირდაპირი დაგზავნა და მონაცემთა სხვადასხვა ბაზებთან მუშაობა -
მყარი კლიენტურის ფორმირება და მათთვის კონკრეტულ ტურებზე ინფორმაციის
სისტემატური მიწოდება;
პირდაპირი მარკეტინგი (სატელეფონო მარკეტინგი, საფოსტო გზავნილები -
ინფორმაცია პერსპექტიულ კორპორატიულ კლიენტებს;
გაყიდვის პრომოუშენი (Sales Promotion) ანუ გაყიდვების სტიმულირება. გაყიდვების
პრომოუშენი მოიცავს სპეციალურ ფასდაკლებებს, ფასდაკლების კუპონებს ან
ბარათებს, კონკურსებსა და პრიზებს, ბონუსურ პროგრამებს, სხვა ინსენტივებს და
ა.შ. ამ ტიპის პრომოუშენი ზრდის პროდუქტის ფასეულობას და სტიმულს აძლევს
მომხმარებელს სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად.
საჯაროობა და საზოგადოებრივი ურთიერთობები (Publicity and Public Relations) -
არაპირდაპირი შეთავაზება. საგაზეთო პუბლიკაცია ხშირ შემთხვევაში უფრო
დამაჯერებელია, ვიდრე რეკლამა, მას ბევრი მკითხველი ჰყავს.

15. ტურისტისადმი რა ყურადღების ნიშნების გამოჩენაა მიღებული საერთაშორისო


ტურიზმში?
საერთაშორისო ტურიზმში მიღებულია ტურისტისადმი ყურადღების შემდეგი
ნიშნების გამოჩენა:მისასალმებელი სუვენირი ყველა ტურისტს. განსხვავებით
სასტუმროებისაგან, სადაც ასეთი სუვენირი შეიძლება იყოს კანფეტი ბალიშზე ,
ტურების დროს სუვენირი, ძირითადად, შეესაბამება მოგზაურობის მიზანს (მაგ .
საქმიანი ვიზიტებისას პროსპექყები, პროდუქციის სასუვენირო ნიმუშები ,
ფოლკლორული ტურის დროს ეროვნული ხასიათის სუვენირები ან ცეკვისა და
სიმღერის კომპაქტ დისკები და სხვა); • ტურის დამთავრების შემდეგ
ტურისტებისათვის სპეციალური დიპლომების ან სერტიფიკატების გადაცემა ; •
სამოგზაურო ადგილის შესახებ სარეკლამო ფლაერები, ბუკლეტები და
გზამკვლევები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტურისტებისათვის. • პირველ დღეს
(მეორე დღეს მაინც) უნდა მოეწყოს ჯგუფის შეხვედრა გიდთან. მან უნდა გააცნოს
ტურისტებს დაგეგმილი და დამატებითი მომსახურებები, რომლებიც წინ
ელოდებათ მოგზაურობისას. კარგია, თუ ამას თან ახლავს ვიდეოინფორმაცია .
ასეთი ღონისძიება საკმაოდ სტუმერთმოყვრული ხასიათისაა და კარგად აღიქმება
ტურისტების მიერ.
16. პროფესორ კოლერის პრინციპებიდან განმარტეთ გათავისუფლება, ოპტიმალური
მომსახურება და გაყიდვების კორექტულობა.
განთავისუფლება. კლიენტი განთავისუფლებული უნდა იყოს ყოველგვარი
არასასიამოვნო ამბებისაგან (დამღლელი საორგანიზაციო საკითხების გარჩევა ,
სასტუმროში განთავსებაზე დიდი ხნის ლოდინი, ტრანსპორტის დაჯავშნა , თეატრის
ან სპორტული ღონისძიების ბილეთების შეკვეთა და სხვა);
ოპტიმალური მომსახურება. ტურისტი უნდა გრძნობდეს, რომ ყველა მოსახურება
შესაბამება ერთ დონეს და არ ხდება რომელიმეს ამოვარდნა ზედა ან ქვედა
კატეგორიაში;
კორექტულობა მომსახურებებსა და გაყიდვებში. მომხმარებელი დარწმუნებული
უნდა იყოს, რომ ტურის ყიდვის დროს, გააკეთა სწორი არჩევანი.
17. ტურისტულ პროდუქტს წაეყენება გარკვეული მოთხოვნები. როგორ განმარტავთ
მათგან შემდეგ ხუთს: განპირობებულობას, საიმედოობას, სიმარტივეს
ექსპლუატაციაში, მოხერხებულობას და სარგებლიანობას?
განპირობებულობა (საფუძვლიანობა) - ყველა შეთავაზებული მომსახურება
განპირობებული უნდა იყოს მოგზაურობის მიზნით ანუ ნებისმიერი მომსახურების
შეტანას ტურისტულ პაკეტში უნდა გააჩნდეს ობიექტური საფუძველი , რაც
განპირობებული უნდა იყოს მოგზაურობის მიზნით და ემყარებოდეს ტურისტების
მოთხოვნებს;
საიმედოობა - ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილი და საიმედო, რეკლამა უნდა
შეესაბამებოდეს პროდუქტის რეალურ შინაარსს;
სიმარტივე ექსპლუატაციაში - მისი განხორციელება და ორგანიზაცია არ უნდა
წარმოადგენდეს სირთულეს, მისი მოხმარებისათვის საკმარისი უნდა იყოს
ტურისტის მიერ დაგროვილი ცოდნა;
მოხერხებულობა -ესაა პროდუქტის თვისება ადვილად მიესადაგოს მომხმარებლის
სხვა ტიპს და იყოს მდგრადი მომსახურე პერსონალის ცვლილებისადმი ;
სარგებლიანობა -პროდუქტის უნარი მიაღწიოს რამდენიმე მიზანს (მაგ. დასვენება
და შემეცნება), დააკმაყოფილოს ტურისტის ესა თუ ის სურვილი.
18. რა განსხვავებაა სტრატეგიულ და ოპერატიულ მარკეტინგს შორის?
„სტრატეგიული მარკეტინგი“არის ანალიტიკური პროცესი, რომელიც
ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაზე.
„ოპერატიული მარკეტინგი“ არის აქტიური პროცესი, ნაწილი მოკლევადიანი
დაგეგმვისა.
19. რა სახის მოწვევებს იცნობთ?
სამსახურებრივი ან საქმიანი
კერძო
სასტუმრო
ტურისტული

ხუთქულიანი თეორიული საკითხები:

1. რა არის რეკლამა? როგორია ტურისტული რეკლამის მიზნები და რა განაპირობებს


მის სპეციფიურობას (განსხვავებულობას) ?
რეკლამა არის ტურპროდუქტსა და მომხმარებელს შორის არაპირდაპირი
კავშირის ფორმა, რომლისთვისაც გამოიყენება მასობრივი ინფორმაციის
საშუალებები (პრესა, რადიო, ტელევიზია და სხვა), ნაბეჭდი პროდუქცია
(კატალოგები, ბროშურები, ფლაერები, ბუკლეტები). ინტერნეტი, სოციალური
ქსელები და online-რეკლამა. რეკლამის მიზნებია: ყურადღების მიქცევა, ინტერესის
აღძვრა, მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და მისი მხრიდან
გარკვეული ქმედებებისათვის ბიძგის მიცემა (მაგალითად, ტურაგენტთან
დაკავშირება, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოთხოვნა და ა . შ.).
2. საგზურის შეძენაზე გადაწყვეტილების მიღებისას როგორ ნაწილდება როლები
ოჯახის ან ჯგუფის სხვადასხვა წევრებს შორის (მოკლედ დაახასიათეთ თითოეული)?
• ინიციატორი – პიროვნება, რომელიც თავისთავზე იღებს შეთავაზების უფლებას,
იგი იძლევა წინადადებას რაიმე პროდუქტის შეძენაზე , ან მომსახურების ყიდვაზე ;
გავლენის მომხდენი – პიროვნება, რომლის აზრსაც მის წრეში ითვალისწინებენ,
იგი ხშირად გამოდის ექსპერტის როლში, მის მოსაზრებებს და წინადადებებს
შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს;
• გადაწყვეტილების მიმღები – პიროვნება, რომელიც საბოლოოდ წყვეტს რა,
როდის და რა საშუალებით შეიძინოს, იგი ან მხოლოდ თვითონ, ან ჯგუფური
გადაწყვეტილების შედეგად იძენს საგზურს;
მყიდველი – პიროვნება, რომელიც ფაქტიურად ახდენს შეკვეთას და იხდის ფულს;
• მომხმარებელი – პიროვნება, რომელიც მოიხმარს ნაყიდ პროდუქტს და
მომსახურებას.

3. რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ მესამე ასაკის ადამიანების (Senior Market


Segment) სეგმენტი არის ყველაზე აქტიური ორგანიზებული ტურისტული სეგმენტი?
აქვთ მატერიალური შესაძლებლობები და ფინანსური დანაზოგები ; • აქვთ ბევრი
დრო სამოგზაუროდ; • ისინი ხშირად მოგზაურობენ; • იმის გამო, რომ აქვთ დრო და
შესაძლებლობა, ამ კატეგორიის ტურისტები ტრადიციულად მოგზაურობენ
შორეულ მანძილებზე; • ისინი არიან ორგანიზებული ტურისტები, უპირატესობას
ანიჭებენ ტუროპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებას • უმეტესწილად , ისინი
არიან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები • ასევე, უმეტესწილად
უპირატესობას ანიჭებენ გამაჯანსარებელი და/ ან სამკურნალო ტურიზმის
ელემენტების არსებობას ტურებში, ამიტომ საკურორტო კომპლექსები ამ სეგმენტს
სთავაზობენ გამაჯანსაღებელი ტიპის პროდუქტს.
4. რა არის ტურისტული ფირმის იმიჯი და რა პრინციპების გათვალისწინებაა საჭირო
ფირმის სახელის შერჩევისას?
იმიჯი (Image) – ინგლისური სიტყვაა და სახეს, გამოხატულებას ნიშნავს, მაგრამ
საერთო მოსაზრებით ეს ტერმინი უნდა გავიგოთ, როგორც სპეციალურად
შექმნილი დადებითი შეხედულება.
დადებითი შეხედულება რომელიმე ფირმაზე იწყება მისი სახელწოდებიდან .
მარკეტინგის სპეციალისტები თვლიან, რომ ფირმის სახელწოდება და მისი
სასაქონლო ნიშანი გადამწყვეტია მისი ფუნქციონირებისათვის. იგი არის ფირმის
სავიზიტო ბარათი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ტურისტული ფირმისათვის ,
რადგან ტურპროდუქტის ყიდვისას ტურისტი ახდენს ფირმის იდენტიფიკაციას და
ითხოვს მისგან მასზე გარანტიებს. მიღებულია საწარმოს მიერ შედეგი პრინციპების
გათვალისწინება: 1. სახელწოდების შეუცვლელობა 2. ასოციაცია გამოშვებულ
პროდუქტთან 3. დასახელების მიუმსგავსებლობა 4. უცხოელების მიერ ფირმის
სახელწოდების აღქმა.
5. რა შეგიძლიათ დაწეროთ ტურისტული გამოფენების შესახებ? (რატომაა გამოფენები
ეფექტური მარკეტინგული საშუალება, რა მიზნით იღებენ მათში მონაწილეობას
ტურფირმები, და რის საფუძველზე ხდება სწორი არჩევანის გაკეთება) ?
ტურისტული გამოფენები არის მეტად ეფექტური კომერციული და მარკეტინგული
საშუალება: ა) პირდაპირი მარკეტინგის მსგავსად მიზნის მიღწევა ხდება
შედარებით მცირე დანახარჯებით; ბ) რეკლამის მსგავსად დადებითი ინფორმაციის
გავრცელება ფართო მასებზე და გეოგრაფიულ სივრცეებზე ხდება სწრაფად და
ეფექტურად; გ) კერძო ვაჭრობის მსგავსად მყარდება უშუალო კონტაქტები
მიმწოდებლებსა და კლიენტებს შორის, როგორც ურთიერთობის დამყარების
ეფექტური საშუალება. ამას ემატება ისიც, რომ ის პროფესიული კავშირები ,
რომელიც არსებობს მოგზაურობების ორგანიზატორებს, სასტუმროების
მფლობელებსა და ტურისტული გამოფენების მონაწილე მომიჯნავე დარგების
პროფესიონალებს შორის ქმნის შესანიშნავ საშუალებას თანმხლები ბიზნესის
ჩამოყალიბებისათვის.
6. რა შეგიძლიათ დაწეროთ ტურისტული ფირმის მისიაზე?
ყოველი კომპანიის ხასიათში არის რაღაც მისი დამფუძნებლისა. და რაც უფრო
პატარაა ბიზნესი, ეს მსგავსება მით უფრო თვალსაჩინოა. ტყუილად არ ამბობდა
ემერსონი: „ორგანიზაცია - ესაა ერთადერთი ადამიანის წაგრძელებული ჩრდილი “.
მაგრამ ბიზნესი მიიღებს რა მემკვიდრეობით მფლობელის შეხედულებებს , მაინც
იცვლის მათ დროთა განმავლობაში. იცვლება ყველაფერი: იდეები, კლიენტები ,
თანამშრომლები, ბაზარი, მაგრამ უცვლელი უნდა დარჩეს ერთი - ხედვა და
ნათელი მიზნები. ამიტომ შეცდომაა არ გვქონდეს სტრატეგია, მისია და მიზანი და
ვთვლიდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი კომპანიების ვალი და ხვედრია.
7. როგორია ტურიზმის მენეჯმენტის თავისებურებები?
ტურიზმს, როგორც მართვის ობიექტს, აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი
თავისებურებანი, რაც განპირობებულია დარგის სპეციფიკით . მენეჯმენტის ამოცანა
მდგომარეობს იმაში, რომ გამოავლინოს ეს თავისებურებები და შემდგომში ,
ტურისტული ორგანიზაციების მართვისას გაითვალისწინოს ისინი.
ტურიზმის პირველი თავისებურება, მენეჯმენტის კუთხით, არის ამ ინდუსტრიის
ძალიან დიდი მასშტაბები და მის შემადგენელ ნაწილებს შორის რთული
ურთიერთკავშირი;
მეორე თავისებურება არის არამკაფიო მიზნები და მათი განსაზღვრის სირთულე .
ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნათელია ტურისტული კომპანიის მიზნები:
ღირებულებების დაგროვება და მოგების მიღება. მაგრამ ხშირად ტურისტულ
ფირმებს ორიენტიერი აღებული აქვთ, სწორედ, ამ გაცხადებულ მიზნებზე და არა
ტურისტთა ფაქტიურ მოთხოვნილებებზე. ამ უკანასკნელის დასადგენად კი ძალიან
დიდი შრომაა გასაწევი.
ტურიზმის, როგორც მართვის ობიექტის შემდეგ თავისებურებას წარმოადგენს
ტურისტული მომსახურებებისა და ტურისტული პროდუქტის სპეციფიკა.
მაგალითად, ის რომ ტურისტული პროდუქტის გასინჯვა და შენახვა შეუძლებელია ,
ფაქტიურად ხდება არა პროდუქტის, არამედ გარანტიის გაყიდვა და სხვა .
8. როგორ ხდება ტურისტის მომზადება, რათა მოგზაურობა იყოს უსაფრთხო?
ტურისტულმა ფირმამ უნდა ჩაატაროს საინფორმაციო და ახსნაგანმარტებითი
საქმიანობა შემდეგ საკითხებზე: • ტროპიკული მზის ადამიანზე ზემოქმედების
შესახებ; უმჯობესია, თუ მომზადებულია ექიმი კოსმეტოლოგის რეკომენდაციები
ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის; • წყლისქვეშა ყვინთვის
მოყვარულთათვის იმ შემთხვევების გაცნობა, რომლებსაც აქვთ ადგილი
წყლისქვეშ ყვინთვისას (ტრამვები, ჭრილობები და სხვ.); სამოგზაურო რეგიონში
ქცევის წესების შესახებ: მაგ. ისლამურ ქვეყნებში ჩაცმისადმი განსაკუთრებული
მოთხოვნების შესახებ და ა.შ. ირანში, ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში ეს ფრიად
ანგარიშგასაწევი მოთხოვნაა. 1997 წლის 18 სექტემბერს ქაიროში ავტობუსის
აფეთქება, სადაც 18 გერმანელი ტურისტი დაიღუპა გამოწვეული იყო გერმანელთა
შილიფად ჩაცმით, რითაც ფუნდამენალური ისლამისტები შეურცყვეს; •
გაფრთხილება წვრილმანი ქურდობისა და ხულიგნობის შესახებ;

You might also like