You are on page 1of 11

1.

აკეთებთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურეობის ბრენდირებას და გამოყოფთ


სეგმენტს.
დღევანდელ რეალობაში თავდასხმებისა და ძალადობის შემთხვევების რიცხვი სულ
უფრო იმატებს, რაც ზრდის თავდაცვის საშუალებებზე მოთხოვნას და მათ საჭიროებას.
ვინაიდან და რადგანაც დღესდღეობით საზოგადოების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით
კი ქალების უსაფრთხოება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და საფრთხის დროს ხშირად
თითქმის შეუძლებელი ხდება ტელეფონით ან სხვა მოწყობილობით პოლიციასთან ან
ემერჯენსი კონტაქტთან დაკავშირება, ვეცადე მეპოვა გზა, რომლითაც გადავჭრიდი ამ
პრობლემას. ამ პროდუქტით მომხმარებელს ვთავაზობთ ექსტრემალურ შემთხვევებში
კომპაქტურად გამოსაყენებელ მოწყობილობას, რომელიც სწრაფად და ეფექტურად
რეაგირების საშუალებას იძლევა, თავდამსხმელისგან შეუმჩნევლად. შესაბამისად,
შემცირდება თავდასხმების სავალალო შედეგებით დასრულების რისკი და რიცხვი და
ხალხიც მეტად დაცულად იგრძნობს თავს.
კონკრეტულად, მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიურ, მოდურ და ელეგანტურ
აქსესუარებს, რომლებშიც ჩამონტაჟებული იქნება GPS tracker და / ან აუდიო
მოწყობილობა. საფრთხის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც წვდომა ექნება
ჩვენს პროდუქციასთან შეეძლება დააჭიროს SOS ღილაკს, ან წამოიძახოს კოდური სიტყვა
და ამის შემდეგ, ავტომატურად გაიგზავნება შეტყობინება მომხმარებლის მიერ
მითითებულ emergency კონტაქტებთან და / ან უახლოეს პოლიციის სადგურთან
სურვილისამებრ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მოწყობილობა, რომელიც
ჯიპიესის როლსაც შეითავსებს, განთავსდება ისეთ ნივთში, რომელიც შეუმჩვენელი
იქნება და ადამიანი რომელიც თავს დაგვესხმება, არ ჩათვლის საეჭვოდ მასზე რაიმე
მოქმედებას. იქნება ეს თმის სამაგრი (ე.წ scrunch), სამაჯური, ბეჭედი თუ რაიმე აქსესუარი
ან რამე სხვა.
მოგეხსენებათ, ვერცერთი ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არ ეყოლება
სპეციალურად შერჩეული სწორი სეგმენტი, რომელზეც შეძლებენ ისინი მუშაობას.
სწორედ ამ სეგმენტის შერჩევა არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული. სტაბილურად
ბიზნესის მართვისა და სხვა ნიუანსების შემჩნევისთვის აუცილებელია უფრო
დაწვრილებით ვისაუბროთ PRE3 აქსელერაციაზე (კომპანიის მომხმარებლების
რაოდენობრივი ანალიზი, მათი მსყიდველობითუნარიანობა და კონკურენტების მარჟა).
ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ რაოდენობრივ და მსიყდველობითუნარიანობის
ნაწილებზე.
ამ პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალბატონები, ძირითადად 15-60 წლამდე,
რადგან ჯეოსტატის სტატისტიკიდან გამომდინარე სწორად ამ ასაკის შუალედში
ფიქსირდება ძალადობის უმეტესი შემთხვევა საქართველოში. ვინაიდან პროდუქტი არის
ქართული და ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზეა გათვლილი და არა
გლობალურზე, მომხმარებელი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები. ასევე, რადგანაც
ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამინისტროსთან,
იმისათვის, რომ მოხდეს მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, საჭიროა ქართული ან
ინგლისური ენების ცოდნა. მომხმარებლის მთავარ სურვილს უნდა წარმოადგენდეს
დაცულად და უსაფრთხოდ გადაადგილება. აღსანიშნავია ის კომპონენტიც, რომ ჩვენი
სეგმენტი უნდა იყოს აქსესუარების მომხმარებელი, ვინაიდან სწორედ მათშია
ჩაშენებული ჩვენი SOS ღილაკიც. უფრო რომ დავავიწროოთ სამიზნე სეგმენტი, ვინაიდან
ეს პროდუქტი საჭიროებს არაერთ ბიუჯეტურ მოწყობილობას, როგორიცაა GPS, ხმოვანი
სიგნალი და SOS ღილაკი, გარკვეულ ხარჯებსაც მოითხოვს და დაბალი შემოსავლის
მქონე ხალხზე ნაკლებად იქნება გათვლილი. როგორც კვლევები გვაჩვენებს,
საქართველოში საშუალო ხელფასია 1300 ლარი, შესაბამისად ჩვენი პროდუქტიც
მოიაზრებს საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტს (1300+).
გარდა ამისა, გვყავს ირიბი მომხმარებლებიც, როგორიცაა არასრულწლოვანი
ადამიანების მშობლები. ვინაიდან და რადგანაც 15 – 18 წლამდე ახალგაზრდები
ძირითადად არ მუშაობენ და არ გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ჩვენს პროდუქტს მათ
მშობლები შეუძენენ, ამიტომ აუცილებელია მოვერგოთ მათი მშობლების მოთხოვნებსაც.
რაც შეეხება იმ ბაზარს, რომელზეც ჩვენმა კომპანიამ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.
ეს პროდუქტი არის ჭკვიანი თავდაცვის მოწყობილობების ბაზრის (smart personal safety
and security device market) ნაწილი, რომელიც Data Bridge -ის კვლევის მიხედვით,
დღესდღეობით გლობალურად შეფასებულია 20,8 მილიარდ დოლარად. ყოველწლიურად
მისი ფასი დაახლოებით 13.4%-ით იმატებს, შესაბამისად, 2029 წლისთვის ის
დაახლოებით 95,4 მილიონს მიაღწევს. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, რა თქმა უნდა,
ზუსტი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომისაა საქართველოში ჭკვიანი
თავდაცვის მოწყობილობების ბაზარი არ არსებობდა, თუმცა, ჩემს მიერ მოპოვებული
ინფორმაციით 2022 წელს მისი ზომა დაახლოებით 0,7 მლდ იყო.
2. განსაზღვრავთ თქვენს კონკურენტულ უპირატესობას. (განიხილავთ რამოდენიმე
პირდაპირ კონკურენტს)
სამიზნე ბაზრის ფარგლებში ველოდებით კონკურენციას შემდეგი კომპანიებისგან:
აპლიკაცია SafeYou, თავად 112-ის აპლიკაცია.
კონკურენტული პროდუქტი: ამ აპლიკაციებს შეუძლია სოს ღილაკით ემერჯენსი
კონტაქტებთან და პოლიციის სადგურებში გაგზავნოს სიგნალი, ჩვენს მსგავსად. მიზანი
გვაქვს ერთი.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა: მარტივად გამოსაყენებელია, შეუმჩნეველია,
ტელეფონის გამოყენება, აპლიკაციის მოძებნა და შემდეგ დაჭერა სოს ღილაკზე არ
გვჭირდება. შედეგიც, შესაბამისად, უფრო მეტად მიღწეულია ჩვენს შემთხვევაში.
nimb ring და roar
კონკურენტული პროდუქტი: ორივეს აქვს სოს ღილაკი. nimb ring „ინიღბება“, როგორც
ბეჭედი, roar კი როგორც მანქანის გასაღები.
კონკურენტული უპირატესობა: ვერც ერთი ვერ უკავშირდება 112-ს, არის ძვირი და
სჭირდება დატენვა, ჩვენგან განსხვავებით, ორივე მოუხერხებელი და დიდია, მუდმივად
ხელში ვერ გვეჭირება
ტრადიციული თავდაცვის საშუალებები (ცივი იარაღები, წიწაკის სპრეი, კუბატონი,
ელექტროშოკი, ფარანი) - არაპირდაპირი კონკურენტები
კონკურენციის სხვა გზები: თავდამსხმელისგან გამოქცევის ერთ-ერთი გზა, თუ მათი
გამოყენებით სხვადასხვა ადამიანი გაექცევა ბოროტმოქმედს, ჩვენი პროდუქტის
გამოყენების აუცილებლობა აღარ არის.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა: ცივი იარაღის / სხვა თავდაცვის საშუალებების
გამოყენების დროს არის შანსი, რომ ბოროტმოქმედი უფრო „გავაბრაზოთ“ და ვერ
გავექცეთ მას, ასევე, შესაძლებელია მათი გამოყენების შედეგად დავარღვიოთ კანონი და
სისხლის სამართლით მოხდეს ჩვენი გასამართლება.

Totally Spies Safe You 112 Nimb Ring Roar


SOS ღილაკი + + +
დატენვა არ
+
სჭირდება
უკავშირდება
+ + +
112-ს
შეუმჩნეველი +
სწრაფი +
ხელმისაწვდომი
(200ლ-ზე + + +
ნაკლები)

3. ჩაშალეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი დეტალურად, როგორ


გამოიყენებთ მას თქვენი პროდუქტის ან მომსახურეობის საზოგადოებისათვის
გასაცნობად.
რეზონანსის შექმნის ნაწილში ყველაზე დიდ როლს თავად პროდუქტის უნიკალური
ღირებულება თამაშობს. ჩვენი პროდუქტის უნიკალური ღირებულება უამრავი
ნაწილისაგან შედგება, მათ შორის მისი მასალის, დიზაინის, მნიშვნელობის, მიზნის,
ამოცანისა და შედეგებისაგან. მასში დახარჯული როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური
რესურსისაგან. ვფიქრობ, რეზონანსის შექმნაში, სწორედ ამ უნიკალური ღირებულების
საზოგადოებამდე სწორად მიტანა დაგვეხმარება. ისევ სარეკლამო კომპონენტებს რომ
დავუბრუნდეთ ცოტა ხნით, ვიდეო რგოლში ისეთი ელემენტების ჩადების, რომელიც
ადამიანებზე კარგად იმოქმედებს, დამამახსოვრებელი მომენატების შექმნით უკვე
რეზონანსს შევქმნით. ასევე, რეზონანსის შექმნაში ყველაზე მეტად დაგვეხმარება სწორედ
ის ვებინარი თუ ვორქშოპი, რომელიც „დავგეგმეთ“. ეს აჩვენებს ხალხს, რომ რეალურად
მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე არ ვართ ორიენტირებული, პირიქით, მთავარი მიზანი,
რის გამოც ეს პროდუქტი შევქმენით სწორედ მათი უსაფრთხოება იყო. ამით ერთგვარად
პოტენციური მომხმარებლის გრძნობებზე „ვითამაშებთ“, ოღონდ არა ცუდი გაგებით.
პირიქით, მათ თავს დავამახსოვრებთ სწორად დამენეჯმენტებული რეკლამით.
საკომუნიკაციო არხების შერჩევა მომხმარებლისათვის ბიზნესის საჭიროებებიდან და
სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაში
გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებლის პრეფერენციებიც. ჩვენს შემთხვევაში
მთავარი საკომუნიკაციო არხები იქნება სოც. ქსელები, ტელევიზია და გუგლი. როგორც
უკვე განვიხილეთ, ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია არის 18-45 წლამდე ქალები.
ვფიქრობ, რომ ყველაზე სასურველი და მომგებიანი მათთვის სოციალური მედიების
გამოყენება და ათვისება იქნება. რადგან სატელევიზიო არხების მაყურებელთა
რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად მცირდება და „დარჩენილი“ მაყურებლების
უმეტესობა 40 წელს გადაცილებულია, ეს სტრატეგია ჩვენს შემთხვევაში არ იმოქმედებს.
ჩვენთვის უფრო მომგებიანი, როგორც უკვე აღვნიშნე, იქნება სოც. ქსელების, მათ შორის,
იუთუბისა და ინსტაგრამის გამოყენება, პროდუქტის რომელიმე ინფლუენსერის
დახმარებით გარეკლამება, ჩვენს ბრენდზე discreetly ისეთი აცენტების გაკეთება, რომ
მომხმარებელმა შეამჩნიოს და დაინტერესდეს მისით.

4. რა თანხა (დახლოებით) გჭირდებათ თქვენი იდეის განსახორციელებლად.


განვიხილოთ რეკლამირებისა და პროდუქტის დამზადების ხარჯები ცალ ცალკე:
საწყის ეტაპზე, იმისათვის რომ შეიქმნას სატესტო პროდუქტი (10 ცალი სქრანჩი და 8
ცალი ყელსაბამი) საშუალოდ დაგვჭირდება 5000 ლარამდე.
მასში შედის GPS, მიმღები და გამგზავნი,
1 ჩიპი 100.00 ₾
მიკროფონი, Bluetooth მოდულები (1 ცალი)
2 SOS ღილაკი 25.00 ₾ 1 ცალი
  1 ცალი პროდუქტისთვის ჯამი: 125.00 ₾  
3 დომენი 300.00 ₾ საიტის შესაქმნელად
4 SSL 50.00 ₾ საიტის უსაფრთხოებისთვის
5 საკერავი მანქანა 500.00 ₾ 1 ცალი
6 ჰოსტინგი 300.00 ₾ საიტის გასაშვებად
  ჯამი: 1,150.00 ₾  
  მასალები სქრანჩისთვის:    
7 ხავერდი 10.00 ₾ 1 მეტრი გამოდის 50 ცალი
8 აბრეშუმი 75.00 ₾ 1 მეტრი გამოდის 50 ცალი
9 სატინა 15.00 ₾ 1 მეტრი გამოდის 50 ცალი
10 ბამბა 5.00 ₾ 1 მეტრი გამოდის 50 ცალი
11 რეზინა 10.00 ₾ 1 მეტრი გამოდის 10 ცალი
10 ცალი სქრანჩისთვის 12.65 ₾
  საშუალოდ მასალა:  
  10 ცალი სქრანჩის ფასი სულ: 1,262.65 ₾  
  მასალები ყელსაბამისთვის:   საშუალოდ 10 გრამი თითოეული
12 ვერცხლი 50.00 ₾ 10 გრამი
13 ტიტანი 2.50 ₾ 10 გრამი
14 თითბერი 0.12 ₾ 10 გრამი
15 ოქრო 1,200.00 ₾ 10 გრამი
16 ხელობა 50.00 ₾  
8 ცალი ყელსაბამისთვის 626.31 ₾
  საშუალოდ მასალა:  
  8 ცალი ყელსაბამის ფასი სულ: 2,026.31 ₾  
       
  სულ მოთხოვნილი თანხა: 4,438.96 ₾  
რაც შეეხება რეკლამირების ხარჯებს, ვორქშოფისათვის გათვალისწინებულია 9000
ლარამდე, ვიდეო რგოლისათვის - 7000 ლარამდე. გუგლ ედსის რეკლამირება თვეში 250
ლარი, 4 თვეში - 1000, ანუ მთლიანი დანახარჯი გამოდის დაახლოებით 17 000 ლარი.

კომპონენტები (ვიდეო რგოლისთვის) დანახარჯები


აპარატურა 1,500.00 ₾
ადამიანური რესურსი (გადამღები ჯგუფი) 2,500.00 ₾
დისტრიბუციაში, მიწოდების არხებისათვის გადასახდელი
3,000.00 ₾
თანხა
ჯამი 7,000.00 ₾

კომპონენტები (ვებინარისათვის) დანახარჯები


სივრცე 2,000.00 ₾
წასახემსებელი სტუმრებისათვის და სასმელი 3,200.00 ₾
აპარატურა 1,500.00 ₾
გაუთვალისწინებელი ხარჯები 2,000.00 ₾
ჯამი 8,700.00 ₾

გუგლ ედსის ფასი - რეკომენდირებული - თვეში 250 ლ 1,000.00 ₾

ჯამი მთლიანობაში: 16,700.00 ₾

5. რა არის თქვენი ბრენდის სიძლიერე? (რატომ უნდა აგირჩიოთ მომხმარებელმა


კონკრეტულად თქვენ)
ჩვენი სტარტაპის მიზანია, რომ თითოეულმა ინდივიდმა, განსაკუთრებით,
თინეიჯერებმა და ქალებმა, მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი და დროთა
განმავლობაში აღმოიფხვრას მარტო სიარულის საშიშროება. ჩვენი პროდუქტი
არის მულტიფუნქციური, რადგან მაგ: ბეჭედი ესთეტიკური კუთხითაც
გამოიყენება ისევე, როგორც თავდაცვისთვის. შესაბამისად, მომხმარებელს
ორმაგად დახვეწილ ნივთებს ვთავაზობთ. 21-ე საუკუნეში მწვავე პრობლემაა
გაზრდილი საფრთხე და საჭიროა თავდაცვის ახალი იარაღებისა თუ ტექნიკის
შექმნა, რაც უსაფრთხოების გარანტია იქნება ნებისმიერი ინდივიდისთვის.
ვფიქრობთ, ისეთ შედეგს მივიღებთ, რაც ფოკუსირებულია უმცირესობებზე და
გენდერზე.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გარანტიას, რომ ჩვენს
პროდუქტთან ერთად ისინი შეძლებენ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს
საფრთხის მარჟის მინიმუმამდე დაწევას, ეფექტურ და ეფექტიან პროდუქტს,
რომელიც დაეხმარება მათ თავი იგრძნონ დაცულად.
იმასთან ერთად, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტს, რომელიც
მომხმარებლის უდიდეს ნაწილს სჭირდება, მათ ვთავაზობთ ახალ, ინოვაციურ
პროდუქტს, რომლის მსგავსიც, ფაქტობრივად, არ არსებობს ქართულ ბაზარზე.
6. კვლევა მინიმუმ 25 ადამიანში, რომელსაც აკეთებთ Google doc და წარადგენთ
შედეგებს, როგორც პრეზენტაციაში ისე რეფერატში, კვლევის დროს მნიშვნელოვანია
თქვენს სეგმენტთან კომუნიკაცია, დასვათ შეკითხვები რას შეცვლიდნენ, რას გირჩევდნენ,
რამდენად საინტერესოა თქვენი შეთავაზება მათთვის და ა.შ

You might also like