You are on page 1of 14

აპლიკაცია „DOGGO“

მარკეტინგული კვლევა

ჯგუფის წევრები:

აშშურ ბიტკაში

იამზე ბარბაქაძე

თორნიკე თურმანიძე

ვახტანგი ხუნჯუა

ლექტორი: თიკა რიჟამაძე

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2022
სარჩევი
კომპანიის შესახებ..................................................................................................................................3
კვლევის პრობლემის მიმოხილვა და საკვლევი საკითხები,ჰიპოთეზის და პოპულაციის
შერჩევის ძირითადი პარამეტრების მიმოხილვა............................................................................4
კვლევის მიზანი...................................................................................................................................4
კვლევის ამოცანები:...........................................................................................................................4
ჰიპოთეზა..................................................................................................................................................4
პოპულაციის შერჩევის ძირითადი პარამეტრებია:.........................................................................4
კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია......................................................................................5
კვლევის შედეგები და მიმოხილვა.....................................................................................................5
დასკვნები და რეკომენდაციები........................................................................................................11
კვლევის შეზღუდებზე დისკუსია.........................................................................................................12
აპენდიქსი...............................................................................................................................................12
გამოყენებული კომპიუტერული პროგრამები................................................................................14

კომპანიის შესახებ
Doggo წარმოდგენილია მობილური აპლიკაციის სახით, რომლის საშუალებით
იმ ადამიანებს ვისაც ყავთ შანური ცხოველები, შესაძლებლობა ეძლევათ,
დაზოგონ საკუთარი დრო და ენერგია. მათ შეუძლიათ სახლიდან
გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შეიძინონ
ყველა სახის პროდუქტი და მომსახურება,რაც შეიძლება დასჭირდეთ ოთხფეხა
მეგობრისთვის (მედიკამენტების და საკვების საკურიერო მომსახურება,
ვეტერინალური მომსახურება, ონლაინ კონსულტაცია, გასეირნება, გრუმინგი).
გარდა ამისა, Doggo-ს აპლიკაციაში პროფესიონალი ვეტ-ექიმების მიერ იქნება
ატვირთული სხვადასხვა სახის ვიდეო რგოლები,რომელიც კონსულტაციას
გაუწევს მომხმარებლებს შინაური ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით.
კვლევის პრობლემის მიმოხილვა და საკვლევი
საკითხები,ჰიპოთეზის და პოპულაციის შერჩევის ძირითადი
პარამეტრების მიმოხილვა.

კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დოგოს აპლიკაციის აქტუალურობის და პოტენციალის შეფასება.

კვლევის ამოცანები:
შევაფასოთ პოტენციური მომხმარებლების მსყიდველობითუნარიანობა

შინაურ ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების


შეფასება.

პოტენციური მომხმარებლის ზოგადი აღქმის გაგება ჩვენს აპლიკაციაზე

პოტენციური მომხმარებელთა დამოკიდებულების განსაზღვრა აპლიკაციის


გამოყენებაზე

მომხმარებელთა მოლოდინის განსაზღვრა

აქედან გამომდინარე საკვლევი კითხვებია:

რამდენად პრობლემატურია მომხმარებლისთვის შინაური ცხოველების მოვლა?

რამდენად დიდია მოთხოვნა ბაზარზე მსგავსი პროდუქციის ?

როგორია ცხოველების მოვლისათვის გაწეული დანახარჯები ?

ჰიპოთეზა
დღესდღეობით თბილისის მასშტაბით პრობლემატურია შინაური ცხოველების
მოვლა.

მაღალია მოთხოვნა ისეთ მომსახურებაზე რომელიც გაუმარტივებს შინაური


ცხოველების მეპატრონეებს შინაური ცხოველების მოვლას.

პოპულაციის შერჩევის ძირითადი პარამეტრებია:


თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს შემოსავალი და ჰყავს შინაური
ცხოველი.
კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია
კომპანიის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, გადაწყდა კვლევის
რაოდენობრივი მეთოდის გამოყენება,რომლის ფარგლებში ჩავატარეთ ონლაინ
გამოკითვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 100-მა რესპოდენტმა. რესპოდენტები
შეირჩა შინაური ცხოველების ყოლის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,რაც
ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მათგანი
ცხოვრობს თბილისში და ჰყავს შინაური ცხოველი. შერჩეული კითხვები იყო
მაქსიმალურად მარტივი, გასაგები და იძლეოდა კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას.

კვლევის შედეგები და მიმოხილვა


გამოკითხულ რესპოდენტთა 51%-ს აქვს საშუალო ან/და საშუალოზე მაღალი
შემოსავალი. აღნიშნული კატეგორია ჯდება ჩვენს სამიზნე აუდიტორიაში და
ჩვენთვის მათი დამოკიდებულება უფრო მეტად ვალიდურს ხდის ამ კვლევის
შედეგებს.

გამოკითხულთაგან 70% შეადგენდა მდედრობით სქესს, ხოლო 27% მამრობითს, რაც


დაგვეხმარება იმაში რომ მარკეტინგული კამპანიების დროს, შესაბამისად დავგეგმოთ
ღონისძიებები.
გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი (93%) წარმოადგენს 18 იდან 45 წლამდე
ადამიანებს,რაც გულისხმობს იმას რომ მათი უმეტესობა წარმოადგენს სოციალურად
აქტიურ და ფინანსურად დამოუკიდებელ ინდივიდებს,შესაბამისად დიდია
ალბათობა იმისა რომ აღნიშნული სეგმენტი წარმოადგენდეს ჩვენი აპლიკაციის
პოტენციურ მომხმარებლებს.

გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს 88 %-ს ჰყავს ძაღლი ან/და კატა, რაც საშვალებას
გვაძლევს კონკრეტულ მომსახურებებზე გავაკეთოთ აქცენტი და მეტად
განვავითაროთ.
გამოკითხულთა 51% ს აქვს საშუალო ან საშუალოზე მაღალი შემოსავალი, რაც
გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას რომ ჩვენი აპლიკაციის პოტენციური
მომხმარებლების მსყიველობითუნარიანობა მაღალია.

გამოკითხულთა 34% შინაური ცხოველის მოვლისათვის თვეში საშუალოდ ხარკავს


100 ლარზე მეტს, რაც დაგვეხმარება უკეთ წარვმართოთ ფასწარმოქმნის პროცესი.
გამოკითხულთა 28% თვეში საშუალო 31+ საათზე მეტს ხარჯავს შინაური ცხოველის
მოვლაზე, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნს იმაში თუ რაოდენ ხელსაყრელი შეიძლება
იყოს მათთვის ჩვენი აპლიკაცია, ისინი ხომ ამით დაზოგავენ ყველაზე ძვირფასს,
დროს.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, კერძოდ 75% აღნიშნავს, რომ მათთვის


შინაური ცხოველის მოვლა საკმაოდ რთული პროცესია, ამ პროცესის სირთულე კი
ჩვენს ბიზნესზე წარმატებით აისახება, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩვენი
აპლიკაციის საშუალებით მაქსიმალურად გაიმარტივონ შინაური ცხოველების
მოვლასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემა.
გამოკითხულთა 53% აღნიშნავს, რომ შინაური ცხოველის მოვლა ხელისშემშლელია
ან მეტ-ნაკლებად ხელისშემშლელია პირად საქმეებში, ვფიქრომ ეს მაჩვენებელი
კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი აპლიკაციის საჭიროებას.

როგორც დიაგრამიდან ვხედავთ, სხვა დასახელებულ პრობლემებთან შედარებით,


დროის სიმცირე - შინაური ცხოველების პატრონების უმეტესობისთვის (58%)
ყველაზე მთავარი პრობლემაა ,რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი აპლიკაციის
სწორად შერჩეულ მიზანზე.
გამოკითხულთა 68% ფიქრობს ჩვენი აპლიკაციის არსებობის საჭიროებას, ხოლო
26 % თვლის რომ აპლიკაცია მეტ-ნაკლებად საჭიროა, სწორედ ეს შედეგი გვაძლევს
ინფორმაციას თუ როგორია მოთხოვნა მსგავს აპლიკაციაზე,რის მიხედვითაც
შეგვიძლია განვსაზღვროთ შესაბამისი მიწოდება.

გამოკითხულთა 90% გამოხატავს მზაობას აპლიკაციის სარგებლობაზე. სწორედ ამ


მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენი პოტენციური
მომხმარებლების რაოდენობა.
მოცემული მონაცემებით გამოკითხულთა უმეტესობის საჭიროებები განისაზღვრა,
რაც საშუალებას გვაძლევს შესაბამის მომსახურებებზე მეტი რესურსები მოვმართოთ,
რადგან მოთხოვნის დიდი ნაკადისთვის გვქონდეს მზაობა.

გარდა აღნიშნული კითხვებისა, რესპოდენტებისგან დამატებითი საჭიროებების


გარკვევის მიზნით დავამატეთ ღია კითხვა:

გარდა აპლიკაციაში მოცემული მომსახურებებისა,კიდევ რა სახის მომსახურებას


დაამატებდით?

აღნიშნულ კითხვაზე, გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს,რომ ჩვენს მიერ


ჩამოთვლილი მომსახურებები საკმარია, ნაწილი კი, ასახელებს შინაური ცხოველის
დატოვებისთვის შესაბამის მომსახურებას/სასტუმროს/სივრცეს და ცხოველების
გაწვრთნის სერვისს. აღნიშნული ინფორმაციის საშალებით, კიდევ ერთხელ
შეიძლება გადაიხედოს მომხმარებელთა საჭიროებები და ჩვენი სამომავლო გეგმები
მიმართული იყოს სწორედ აღნიშნული მომსახურებების დამატებისკენ.

დასკვნები და რეკომენდაციები

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჰიპოთეზა, რაც კვლევის დასაწყისში
ჩამოვაყალიბეთ გამართლდა, რადგან კვლევის შედეგად გაირკვა, რომ შინაური
ცხოველების მოვლა საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად პრობლემატური
საკითხია თბილისის მაცხოვრებლებისთვის. ასევე, უფრო მყარად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ მაღალია მოთხოვნა მსგავსი ტიპის აპლიკაციაზე, რომლის
შეთავაზებასაც ვაპირებთ. ჩვენ ასევე გავიგეთ პოტენციური მომხმარებლების
დამოკიდებულება, მზაობა და ზოგადი აღქმა ჩვენს აპლიკაციაზე. ასევე,მივიღეთ
ინფორმაცია პოტენციური მომხმარებლების მსყიდველობითუნარიანობასთან
დაკავშირებით. ამ მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, კიდევ უფრო
გაგვიმყარდა ვარაუდები და მივიჩნევთ, რომ თუკი სწორად დავგეგმავთ
მარკეტინგულ კამპანიას, გავითვალისწინებთ მომხმარებლების მოთხოვნებს,
პრიორიტეტებს სწორად გამოვყოფთ მომსახურებებზე და რესურსებს სწორედ ამ
პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილებთ, ჩვენი კომპანია იქნება მზად პირველი
ნაბიჯებისთვის და სამომავლოდ მიაღწევს იმ შედეგებს, რისი მიღწევაც გვსურს.

კვლევის შეზღუდებზე დისკუსია

ისევე როგორც, ყველა კვლევა, ვფიქრობთ კვლევის მთავარი ბარიერი, არის ის რომ
მთლიანად დამოკიდებულია რესპოდენტის კეთილსინდისიერებაზე, თუ რამდენად
გულახდილია გამოკითხვის დროს. ონლაინ გადმოკითხვა ამ ბარიერს უფრო ზრდის
რადგან არავერბალური კომუნიკაცია არ მყარდება, რომელიც მეტ საშუალებას
გვაძლევს რესპოდენტთან ხანგძლივი და გულახდილი კომუნიკაცია დამყარდეს.

კვლევის შეზღუდვა იყო ასევე ზამთრის პერიოდი- ზამთრის ცივი და მოკლე


დღეების გამო, ასევე ბოლო დროს გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო
სკვერებსა და პარკებში რთული აღმოჩნდა რესპოდენტების პოვნა, რომელთაც
შინაური ცხოველები ჰყავთ. სწორედ აღნიშნულმა ბარიერებმა მიგვიყვანა იმ
გადაწყვეტილებამდე, რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ონლაინ პატფორმის
მეშვეობით.

აპენდიქსი

ჩვენი კითხვარი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:

კითხვების პირველი ნაწილი მოიაზრებს რესპოდენტის შესახებ ძირითად ნაწილს და


მათ დამოკიდებულებას შინაური ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით
1) სქესი

2) ასაკი

3) რომელი შინაური ცხოველი გყავთ?

4) თქვენი საშუალო თვიური შემოსავალი ?

5) თვეში საშუალოდ რა თანხას ხარჯავთ თქვენი შინაური ცხოველისთვის?

6) თვეში საშუალოდ რა დროს ხარჯავთ შინაური ცხოველის მოვლისთვის?


(გრუმინგი,გასეირნება,კვება,ვეტ.მომსახურება და სხვა)

7) რამდენად მარტივია თქვენთვის შინაური ცხოველის მოვლა?

8) რამდენად გიშლით ხელს შინაური ცხოველის მოვლა პირად საქმეებში?

9) რომელია თქვენთვის ყველაზე პრობლემატური საკითხი შინაური


ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით?

კითხვარის მეორე ნაწილი მოიცავს ჩვენი კომპანიის მოკლე აღწერას და კითხვებს


ჩვენი კომპანიის აქტუალობაზე და აპლიკაციის მომსახურებების საჭიროებაზე
რესპოდენტების დამოკიდებულებას.კიდევ უფრო სრული ინფორმაციის
მოპოვებისთვის კითხვარში ჩართული იყო ისეთი კითხვა სადაც რესპოდენტს
შეძლო რამდენიმე პასუხის მონიშვნა და კითხვა სადაც საკუთარი აზრის დაფიქსიება
შეეძლო:

10) რამდენად ხედავთ მსგავსი ტიპის აპლიკაციის არსებობის საჭიროებას?

11) თქვენ რამდენად ისარგებლებდით მსგავსი აპლიკაციით?

12) ყველაზე მეტად რომელი მომსახურება იქნება თქვენთვის მიმზიდველი?

გასეირნება,

გრუმინგი,

ვეტ.მომსახურება,

მედიკამენტების და საკვების საკურიერო მომსახურება,

ინფორმაციის მიღება/კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში

13) გარდა აპლიკაციაში მოცემული მომსახურებებისა,კიდევ რა სახის


მომსხურებას დაამატებდით?
გამოყენებული კომპიუტერული პროგრამები

Google Formes

Microsoft Exel

Microsoft Word

Facebook

You might also like