You are on page 1of 9

აპლიკაცია „DOGGO“

აშშურ ბიტკაში

ნიკოლოზი სულაშვილი

იამზე ბარბაქაძე

თორნიკე თურმანიძე

ვახტანგი ხუნჯუა

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2022
სარჩევი
რეზიუმე....................................................................................................................................................3
„DOGGO”-ს შესაძლებლობების მიმოხილვა........................................................................................4
“DOGGO”-ს პროდუქტის 5 დონის განსაზღვრა..................................................................................4
1)ძირითადი სარგებელი.....................................................................................................................4
2) ძირითადი პროდუქტი...................................................................................................................4
3) მოსალოდნელი პროდუქტი...........................................................................................................5
4)გაფართოებული პროდუქტი..........................................................................................................5
5)პოტენციური პროდუქტი................................................................................................................5
ბაზრის მიმოხილვა..................................................................................................................................6
ბიბლიოგრაფია........................................................................................................................................9
რეზიუმე

ადამიანების უმრავლესობას უყვარს შინაური ცხოველები. ჩვენ ვცდილობთ


მუდმივად ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის მარტივი. ჩვენი
ცხოვრების სტილიდან გამომდინარე სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება ჩვენს
ოთხფეხა მეგობრებთან დროის გასატარებლად და მათზე საზრუნავად. ამ
ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც
ძალზე მარტივად შეძლებდა დაეკმაყოფილებინა ამ მოთხოვნების უმრავლესობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაცია ლოკალურ ბაზარზე არ
არსებობს. მაგალითად, მაშინ როცა მომხმარებელი გადაწყვეტს ძაღლისთვის
საჭმლის ყიდვას, მაგრამ არ იცის მის მახლობლად მდებარეობს თუ არა ზოომაღაზია,
ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით ის მარტივად შეძლებს იპოვოს სასურველი
პროდუქტი. ეს ყველაფერი არაა, აპლიკაცია აერთიანებს, არა მხოლოდ
ზოომაღაზიათა ქსელებს, არამედ ისეთ მომსახურებას როგორიცაა გრუმინგი,
გასეირნების სერვისი, ადგილზე მოვლის სერვისი, მწვრთვნელის მომსახურება, ვეტ.
მომსახურება და ა.შ.
„DOGGO”-ს შესაძლებლობების მიმოხილვა

Doggo-ს ინოვაციური იდეა არის მისი 24 საათიანი სერვისი, რომელიც ერთ სივრცეში
აერთიანებს ყველა მომსახურებას. Doggo-ს აპლიკაციაში ასევე იქნება ატვირთული
სხვადასხვა სახის ვიდეო რგოლები , პროფესიონალი ვეტ-ექიმების მიერ, რომლებიც
სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ მომხმარებლებს შინაური ცხოველების
მოვლასთან დაკავშირებით. ჩვენი პროდუქტის წარმატებას განაპირობებს ის, რომ
პროდუქტი მომხმარებლის ყველა პრობლემას აღმოფხვრის და მათ მოთხოვნებს
სრულად აკმაყოფილებს. Doggo-ს არ ჰყავს ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი,არ
არსებობს მსგავსი აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე, რაც წარმატების ძირითადი
ფაქტორია. გარდა ამისა, Doggo-ს არაპირდიპირი კონკურენტები მათ მომხმარებლებს
მომსახურების გარკვეულ სეგმენტზე მუშაობს და ვერ სთავაზობს სრულ
ასორტიმენტს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული ბაზარი სწრაფი ტემპით
ვითარდება და ახლო მომავალში მოსალოდნელია საბაზრო წილის კიდევ უფრო
გაზრდა, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნა მსგავსი ტიპის
პროდუქტზე გაიზრდება.

“DOGGO”-ს პროდუქტის 5 დონის განსაზღვრა.

1)ძირითადი სარგებელი
Doggo-ს საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებობა ეძლევათ შეიძინონ ყველა სახის
პროდუქტი და მომსახურება, რაც შეიძლება დაჭირდეთ შინაური ცხოველებისათვის
(მედიკამენტები, ვეტერინალური მომსახურება, გასეირნება, გრუმინგი), შესაბამისად
დარჩებათ მეტი თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვის.
2) ძირითადი პროდუქტი
პროდუქტი წარმოდგენილია მობილური აპლიკაციის სახით. მასში ჩაშენებულია და
დაჯგუფებულია ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს
პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალს. აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების
გამოძახებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სასურველი სერვისით.

3) მოსალოდნელი პროდუქტი
Doggo მომხმარებელს სთავაზობს შინაური ცხოველებისთვის ყელაფერს ერთ
სივრცეში - სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.
“DOGGO”-ს საშუალებით, მომსახურების მიღება მომხმარებლისთვის იქნება ბევრად
კომფორტული, რადგან აპლიკაციის გამოყენებას და მომსახურების მიღებას
მომხმარებელი შეძლებს სახლიდან გაუსვლელად.

4)გაფართოებული პროდუქტი
ძირითადი სერვისების გარდა “DOGGO”-ს აპლიკაცია მომხმარებელს ასევე
სთავაზობს ჩაერთოს სადაზღვევო სისტემაში და დააზღვიოს საყვარელი შინაური
ცხოველი პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან.

DOGGO”-ს აპლიკაცია ითვალისწინებს, არა მხოლოდ მათ ინტერესებს ვისაც უკვე


ჰყავს შინაური ცხოველები, არამედ მათაც, ვინც მომავალში ფიქრობს შინაური
ცხოველის ყოლას. ამისთვის დოგო წარმოადგენს ერთგვარ ინფორმაციის წყაროს
რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა შინაურ ცხოველებსა და მათ მოვლა-
პატრონობაზე.

5)პოტენციური პროდუქტი
გრძელვადიან პერსპექტივაში Doggo-ს აქვს შესაძლებლობა გააფართოოს
მომსახურების სპექტრი და დაამატოს აპლიკაციაში გარკვეული სერვისები. შეიქმნას
სივრცე, სადაც იმ მომხმარებლებს, რომელთაც უწევთ სახლიდან მოშორებით წასვლა
და ვერ ახერხებენ ცხოველის თან წაყვანას, შეეძლებათ მიიყვანონ და დატოვონ
გარკვეული პერიოდის განმავლობაში (საათი/დღე/თვე). ასევე დაემატოს
დასაფლავების მომსახურება. გარდა აღნიშნული სერვისებისა “DOGGO”-ს
აპლიაკაცია მომხმარებელს სთავაზობს მოახდინონ უკუკავშირი მიღებულ
მომსახურებაზე და ასევე დააფიქსირონ მომავალში, რომელიმე სერვისის დამატების
სურვილი. აღნიშნული მონაცემები საშვალებას იძლევა გაანალიზდეს და შეიქმნას
ახალი სერვისები, რომელიც მორგებული იქნება მომხმარებლების ინტერესებზე.

ბაზრის მიმოხილვა
Researchandmarkets - ის მიხედვით შინაური ცხოველების გლობალური ბაზრის ზომა
2030 წლისთვის 5,14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ინდუსტრია სავარაუდოდ
გაფართოვდება CAGR( რთული წლიური ზრდის მაჩვენებელი) - ით 11,52%-ით 2022-
დან 2030 წლამდე. ძირითადი მოთამაშეების ინიციატივების მზარდი რაოდენობა,
დამწყები ბიზნესების გაჩენა, შინაური ცხოველების ხარჯების ზრდა და მსხვილი
კომპანიების მრავალი სერვისის შეთავაზება არის რამდენიმე მთავარი ინდუსტრიის
ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი. COVID-19 პანდემიამ უარყოფითი გავლენა
მოახდინა გლობალურ ინდუსტრიაზე დაბალი მოთხოვნით და გაყიდვებით.
რამდენიმე ბიზნესი დროებით ან სამუდამოდ დაიხურა შინაური ცხოველების
პატრონთა სახლიდან მუშაობის, გადაადგილების შეზღუდვისა და მიზეზების გამო,
მაგრამ პანდემიის გავლენის შესუსტებასთან ერთად აღსანიშნავია საერთო მზარდი
ტენდენციები შესაბამის ბაზარზე.
რაც უფრო და უფრო მეტი შინაური ცხოველის პატრონი უყურებს მათ შინაურ
ცხოველებს, როგორც ოჯახის წევრებს, ისინი უფრო მზად არიან დახარჯონ
თავიანთი შინაური ცხოველის ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის კიდევ უფრო
მეტი თანხა . ამან გამოიწვია შინაური ცხოველების სერვისების ათვისების ზრდა.
ტენდენცია გაგრძელდება, რადგან შინაური ცხოველების მშობლების ოფისებში
დაბრუნებისას მათ ნაკლები დრო ექნებათ დროის ცხოველებთან გასატარებლად და
ამგვარად აირჩევენ მსგავსი ტიპის სერვისებს შინაური ცხოველების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად. ინდუსტრია უაღრესად კონკურენტუნარიანია რამდენიმე
მსხვილი მოთამაშის წყალობით, რომლებიც გვთავაზობენ კონკურენტულ ფასებს და
ახორციელებენ სხვადასხვა გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიებს.

ევროპის შინაური ცხოველების მოვლის ბაზრის წილი შეფასდა 35,7 მილიარდ აშშ
დოლარზე მეტად 2020 წელს და მოსალოდნელია 4,0% CAGR(რთული წლიური
ზრდის მაჩვენებელი) 2021 წლიდან 2027 წლამდე.

შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრია სწრაფად ფართოვდება შინაური


ცხოველის მიმართ მზარდი თანაგრძნობის გამო. ამჟამად, შინაური ცხოველის
მოვლის სერვისებსა და პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, რაც იწვევს ცხოველთა
ჯანდაცვის სფეროსა და ცხოველების მოვლის მობილური სერვისების დინამიურ
ზრდას, აქედან გამომდინარე იზრდება ზოგადად ბაზარის წილიც.

ტიპის მიხედვით, ბაზარი იყოფა - შინაური ცხოველების საკვებად, შინაური


ცხოველების მოვლის საშუალებებად და სერვისებად. შინაური ცხოველების მოვლის
სერვისების სეგმენტი, სავარაუდოდ, გაფართოვდება 4.3% CAGR-ით და
პროგნოზირებს მომგებიან ზრდას მომდევნო წლებშიც. სეგმენტის უფრო სწრაფი
ზრდა განპირობებულია რეგიონში შინაური ცხოველების რაოდენობის ზრდით.
გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საგრძნობლად გაიზარდა შინაური
ცხოველების სეირნობის სერვისების ბაზარი. გარდა ამისა, ევროპა შინაური
ცხოველების მოვლის დამწყები კომპანიების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის
მოწმეა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ფაქტორები არის პირობა რომელიც,
განაპირობებს სეგმენტურ ზრდას მომდევნო წლებში.

ასევე მოსალოდნელია, რომ ელექტრონული კომერციის სეგმენტი გაფართოვდება


9.3% CAGR-ით და ითვალისწინებს მომგებიან ზრდას შეფასების ვადებში. სეგმენტის
უფრო მაღალი ზრდა განპირობებულია რეგიონში შინაური ცხოველების მოვლის
პროდუქტების მწარმოებლების მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის
მზარდი ათვისებით.
ნაშრომს აკლია მარკეტინგული სტრატეგიის ძირითადი ელემენტები: მისია, SWOT,
PESTEL, 4P ანალიზები. კონკურენტების ანალიზი (ირიბი კონკურენტების მაინც)

ბიბლიოგრაფია:

1. https://www.researchandmarkets.com/reports/5649390/pet-sitting-market-size-share-
and-trends?
utm_source=GNOM&utm_medium=PressRelease&utm_code=mxxrf9&utm_campaign=17526
85+-+Insights+on+the+Pet+Sitting+Global+Market+to+2030+-
+Increasing+Adoption+of+Subscription-
Based+Pet+Services+is+Driving+Growth&utm_exec=jamu273prd

2. https://www.graphicalresearch.com/industry-insights/1627/europe-pet-care-market/amp

You might also like