You are on page 1of 60

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მარკეტინგისა და მენეჯმენტის დარგობრივი


დეპარტამენტი

ზანდა მესხიძე

საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების


გზები

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

ნაშრომი შესრულებულია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური


ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: რეზო მანველიძე, სრული პროფესორი

ბათუმი, 2022
შინაარსი

ანოტაცია ............................................................................................................................................... 2
შესავალი ............................................................................................................................................... 4
თავი I

კონკურენტუნარიანობის არსი და ძირითადი ფაქტორები ............................................................ 6


1.1 კონკურენტუნარიანობის არსი და როლი ბიზნესში.................................................................. 6
1.2. კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორები .................................................................. 10
თავი II

საქართველოს ბიზნეს გარემო გლობალურ ეკონომიკაში ............................................................ 17


2.1. საქართველოს ბიზნეს გარემო და გლობალიზაცია ................................................................ 17
2.2. ქართული წარმოების შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი ......................................... 24
2.3. ქართველი მომხმარებლების განწყობა ქართული პროდუქციის მიმართ ........................... 38
თავი III

პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობები...................................... 48


3.1. სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში..................................................................................... 48
3.2. ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზრებზე
და ეკონომიკის ზრდის პოტენციალი საქართველოში .................................................................. 54
დასკვნები და რეკომენდაციები ....................................................................................................... 56
გამოყენებული ლიტერატურა .......................................................................................................... 59

1
ანოტაცია

წარმატებული და განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა ინოვაციურ და


კონკურენტუანარიან წარმოებაზე დგას. შესაბამისად ის, რასაც ქვეყანა აწარმოებს
უნდა იყოს ბაზარზე მოთხოვნადი, ხელმისაწვდომი შესაბამისი სეგმენტისთვის და
უძლებდეს არსებულ კონკურენციას.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება
ქვეყნის განვითარების წინაპირობაა, რადგან სწორედ კონკურენცია განაპირობებს
ბიზნესის განვითარებასა და წარმოების ზრდას. საქართველოში წარმოებული
პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის სიმდიდრის შექმნის და ეროვნული პროდუქტის
ზრდის პირდაპირი კატალიზატორია.
დღეს საქართველოში აქტიურად დაიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მიმართულების, სოფლის მეურნეობის განვითარება. სწორედ ამ დარგის
შესაბამისად, მოცემულ ნაშრომში, განხილულია სხვადასხვა კულტურათა
წარმოების შესაძლებლობები და მათი ამჟამინდელი თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტები.
ნაშრომში ასევე წარმოდგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი
ქართული პროდუქციის მიმართ მოქალაქეთა განწყობის, დამოკიდებულების
შესაფასებლად. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით
გაანალიზებულია და შეფასებულია ქართული პროდუქციის წარმოებისა და
გასაღების არსებული მდგომარეობა და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და
რეკომენდაციები.

2
Annotation
The way of increasing the competitiveness of Georgian products

Zanda Meskhidze

The economy of a successful and developed country is based on innovative and competitive
production. Consequently, what a country produces must have a demand in the market,
be available to the relevant segment, and be able to withstand existing competition.
The prerequisite for the development of the country is the Increasing competitiveness of
products manufactured in Georgia, as exactly the competition is the main way which
determines the development of business and growth of production . A direct catalyst for
Economic Growth and wealth of the country is the successful realization of products
manufactured in Georgia.
Nowadays, Georgia is actively enhancing the development of Agriculture, as it is one of
the most important directions. Thereby in this paper will be discusses the possibilities of
producing different crops and their current self-sufficiency coefficients.
The paper also includes the author’s research analysis , showing the attitude of citizens
towards Georgian products. According to the data of the National Statistics of Georgia, the
current state of production and sales of Georgian products has been analyzed and evaluated,
and relevant conclusions and recommendations have been made.

3
შესავალი

თანამადროვე მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც სხვა ქვეყნებზე მეტად


წარმატებულნი არიან და ისინი განვითარებული ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან,
ცხადია მათი წარმატება დაფუძნებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და განვითარებადი
ქვეყნებისთვის მათი მიდგომები უნდა იყოს სამაგალითო. ხშირად წარმატების
მისაღწევად „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ საჭირო არ არის, იმ ქვეყნების
გამოცდილების გაზიარება, რომელთა ეკონომიკაც დღეს განვითარების პიკს აღწევს
ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელია. ცხადია ის, რასაც
აწარმოებს ერთი ქვეყანა შესაძლოა მისი წარმოება ვერ იყოს სხვა ქვეყნისთვის
წარმატებული, რადგან მისი რესურსები არ იყოს შესაბამისი და საკმარისი, ამიტომ
ფოკუსირება უნდა მოხდეს ქვეყნის რესურსების და შესაძლებლობების მიხედვით.
ხშირად ესა თუ ის დარგი ერთ ქვეყანაში წარმატებულია, სხვა ქვეყანაში კი არა, ამიტომ
აუცილებელია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასება და ანალიზი.

ნაშრომში აღნიშნული საკითხის აქტუალობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული


ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე
გაზრდილი მოთხოვნა. რაც მეტად კონკურენტუნარიანი იქნება ქვეყანა მით მეტად
შეძლებს განვითარებას და იქნება საინტერესო საერთაშორისო არენაზე, რაც მეტად
კონკურენტუნარიანი იქნება ესა თუ ის პროდუქცია მით უფრო მეტი მომხმარებელი
ეყოლება და გაიზრდება შემოსავლების მაჩვენებელი.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია გამოვლინდეს კონკურენტუნარიანობის


ამაღლებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორები და მოხდეს გაანალიზება. შეფასდეს
არსებული სიტუაცია და გამოვლინდეს კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები.

ამ მიზნობრივი ორიენტირიდან გამომდინარე ნაშრომის ძირითად ამოცანებს


წარმოადგენს:

➢ კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორების გამოყოფა;


➢ ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი და შეფასება;

4
➢ ქართული წარმოების შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი;
➢ პრობლემის დაძლევის გზების ძიება და სასარგებლო წინადადებების
მიწოდება.

წინამდება ნაშრომის კვლევის ობიექტი არის ქართული პროდუქციის წარმოების


შესაძლებლობები და არსებული მდგომარეობა, ქართველი მომხმარებლების განწყობა,
საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის
ანალიზი.

საქართველოს, როგორც მდიდარ ქვეყანას ისეთი ბუნებრივი რესურსებით,


როგორიცაა მიწა და წყალი აუცილებლად უნდა ქონდეს შემუშავებული შესაბამისი
სტრატეგია, რომელიც ქვეყანაში შექმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება
ქართული წარმოების გაზრდა და წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის
ამაღლება.

კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის,


კონკურენტუნარიანობის, ბიზნესისა და პოლიტიკის შესახებ სხვადასხვა ავტორთა
სამეცნიერო გამოკვლევები, დისერტაციები, სამთავრობო პროგრამული დოკუმენტები
და საკანონმდებლო აქტები. არსებული კონიუნქტურის შესაფასებლად და ქართველი
მომხმარებლების განწყობის შესაფასებლად ავტორის მიერ ჩატარდა ონლაინ
გამოკითხვა და პირისპირ ინტერვიუ, ასევე საქართველოს ეროვნული სტატისტიკის
მონაცემების საფუძველზე მოხდა ქვეყნის პოტენციალის შეფასება მიმდინარე
პერიოდისთვის და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობების ანალიზი.

ნაშრომის წერის დროს გამოყენებულ იქნა კონკურენტუნარიანობის ირგვლივ


არსებული სხვადასხვა ლიტერატურა, ინტერნეტ სტატიები, საერთაშორისო
ინდექსები, საქსტატის ოფიციალური მონაცემები თუ პუბლიკაციები და საქართველოს
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი.

5
თავი I

კონკურენტუნარიანობის არსი და ძირითადი ფაქტორები

1.1 კონკურენტუნარიანობის არსი და როლი ბიზნესში

ჩვენს სამყაროში, გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, მუდმივად ვხვდებით


კონკურენციის მაგალითებს, კონკურენტუნარიანობა შეიძლება გამოიხატოს და
შეფასდეს ერთიდაიგივე მახასიათებლით. იგი გამოიყენება, როგორც პროდუქციასთან
ისე მომსახურებასთან, სახელმწიფოსთან ან დარგთან მიმართებაში და შესაბამისად
ყველა ამ მიმართებებისთვის შესაძლოა სხვადასხვა დეფინიცია მივიღოთ, თუმცა
ბიზნესში კონკურენტუნარიანობა - ეს არის „საქონლის თუ მომსახურების უნარი
უზრუნველყოს კომერციული წარმოება გარკვეულ პერიოდში და გაუძლოს
ანალოგიური პროდუქტის თუ მომსახურების საბაზრო კონკურენციას“1.
კონკურენტუნარიანობის დონე შესაძლოა განისაზღვროს სხვადასხვა ფაქტორების
ერთობლიობით, მაგალითად ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები, ბრენდის
პრესტიჟი, მომსახურების პირობები და სხვა. ასევეა, როცა ვსაუბრობთ ქვეყნების
კონკურენტუნარიანობაზე, ამ დროს ხდება მათი შედარება სხვადასხვა ფაქტორებით,
მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, ადამიანის უფლებების დაცულობა,
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, გლობალური კონკურენციის
ინდექსი და ა.შ. როგორც ვხედავთ ნებისმიერ სფეროში კონკურენცია გულისხმობს
ერთი და იგივე ფაქტორის შედარებას ერთი და იგივე დროში და თუ სუბიექტი
გაუძლებს კონკურენციას ესეიგი იგი მეტად კონკურენტუნარიანია.
თანამედროვე ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს
კონკურენტუნარიანობა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია კონკურირების
შესაძლებლობა საქონლისა თუ მომსახურების ბაზრებზე, სწორედ ეს გახლავთ მათი

1
მ.თეთრუაშვილი, ზ.თეთრუაშვილი, ი. თეთრუაშვილი, “მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების
დაკმაყოფილება”, 2008, გორი

6
წარმატების და განვითარების საწინდარი. წარმატებული კომპანიებით მიიღწევა
ქვეყნის ეკონომიკის დადებითი მაჩვენებლებიც, ქვეყნის შიგა ეკონომიკა ქვეყანაში
არსებული კომპანიების მწარმოებლურობასა და შესაძლებლობებზეა დაფუძნებული.
ზოგადად, ქვეყნის მწარმოებლურობა სწორედ იმითაა გამოხატული თუ რისი
წარმოება გადაწყვიტეს ამ ქვეყანაში ადგილობრივმა თუ უცხოურმა კომპანიებმა.
ქვეყნის კეთილდღეობის ზრდა კი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით
მიიღწევა. კონკურენციის თეორიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
მ.პორტერის ნაშრომები, რომლის თანახმადაც ქვეყნის სიმდიდრე არსებობს ორი
ტიპის: არსებული ანუ მემკვიდრეობითი და შექმნილი. ცხადია მემკვიდრეობით
სიმდიდრე მიიღება ბუნებრივი რესურსების და ქონების ხარჯზე, რისი მართვაც
მეტად მნიშვნელოვანია. ბუნებრივი რესურსების უზომოდ და არაეფექტიანად მართვა
ვერ აამაღლებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, აუცილებელია ნაყოფიერი
გამოყენება როგორც ეროვნულ ბუნებრივი რესურსის, ისე შრომითი, მატერიალური
და ფინანსური რესურსების. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი კონკურენცია
ეკონომიკის ზრდას ასტიმულირებს, რადგან კონკურენცია ქმნის მოტივს წინ სვლის
და განვითარებისთვის. რაც შეეხება შექმნილ სიმდიდრეს იგი სწორედ კომპანიები
დონეზე იქმნება, რომლების მომსახურებას თუ პროდუქციას ქმნიან. ცხადია რაც
უფრო ინოვაციურია კომპანიის შესაძლებლობები და გამოირჩევა მაღალი
მწარმოებლურობით მით მეტია მათ მიერ შექმნილი სიმდიდრე და რაც მეტად
მდიდარია და კონკურენტუნარიანი ქვეყანა მით მეტად საინტერესო ხდება იგი
საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც განსაზღვრავს სხვადასხვა მაჩვენებლები.
თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია უზრუნველყოფს საზოგადოების პროგრესს
ეკონომიკური სისტემის ყველა დონეზე, იქნება ეს მიკრო,მეზო,მაკრო თუ მეგა.
როგორც აღვნიშნეთ დღეს საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა ქვეყნებს შორის
კონკურენციას,რაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ვლინდება. ქვეყნის
კონკურენტუნარიანობის შეფასება სხვადასხვა მეთოდიკით ხერხდება მაგალითად
გლობალური კონკურენტუნარიანობის საკითხზე მუშაობს შვეიცარიული
ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum -

7
https://www.weforum.org/),აღნიშნული ორგანიზაცია 1979 წლიდან აქვეყნებს წლიურ
ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და
ბიზნესგარემო, პერიოდულად ქვეყნდება ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნების, მათ
შორის თუ რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტად მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელი
ქვეყანა იყენებს ციფრულ უნარებს, განათლების დონეს და ა.შ. ზოგადად აღნიშნული
ანგარიში სხელმწიფოს ეკონომიკური ზრდის ან/და განვითარების ხელისშემშლელი
თუ ხელისშემწყობი ფაქტორების გამოვლენაში, ხოლო ბიზნესსექტორს ამა თუ იმ
ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებაში ეხმარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
შვეიცარიული ორგანიზაციას საქართველოს შედეგების მიღებაში და ანალიზში
ეხმარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დარგის სპეციალისტები: მამუკა
წერეთელი, ოთარ ანგურიძე, ვახტანგ ჩარაია.
საერთაშორისო, გლობალურ მაჩვენებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვაში, რამდენად
მიმზიდველი და კონკურენტუნარიანია ესა თუ ის ქვეყანა და მასში არსებული
კომპანიები. კონკურენტუნარიანობა განვითარების საწინდარია და სწორედ ამიტომ
ხდება მისი შეფასება საერთაშორისო მასშტაბით და ეთმობა ასეთი ყურადღება იმ
ფაქტორებს თუ ელემენტებს, რაც განაპირობებს კონკურენტუნარიანობის ინდექსს. მ.
პორტერის აზრით კი კონკურენტუნარიანობა მუდმივად განვითარების
შესაძლებლობით განისაზღვრება. რაც გულისხმობს, თავდაპირველად
კონკურენტული უპირატესობის მიღწევას, შემდეგ შენარჩუნებას, პროდუქტის და
წარმოების ხერხების მუდმივ სრულყოფას - და ეს ყველაფერი ისე სწრაფად უნდა
ხდებოდეს დროში, რომ კონკურენტებმა ვერ მოახერხონ გასწრება. სწორედ სრულყოფა
და განახლებაა უწყვეტი პროცესი, რომელსაც პორტერის აზრით შეუძლია შექმნას
კონკურენტული უპირატესობა.
ეროვნული კონკურენტუნარიანობა - არის ქვეყნის უნარი თავისუფალი და
სამართლიანი ბაზრის პირობებში წარმოებული იქნეს საქონელი და პროდუქტები,
რომლებიც გამოცდას გადიან საერთაშორისო ბაზრებზე და ამავდროულად მხარს
უჭერენ და აფართოებენ მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს ხანგრძლივი დროის

8
განმავლობაში.2 ეკონომიკური სისტემის მთავარი კატალიზატორი სწორედ შიდა
დარგობრივი კონკურენციაა, როდესაც ქვეყანაში ერთი და იმავე სახეობის
პროდუქტებისა თუ მომსახურების რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელია - ამით
ეროვნული ეკონომიკა ვითარდება. კონკურენცია არის მთავარი პირობა მათი
განვითრებისა და წინსვლისათვის, რაც იმავდროულად ქვეყნის კეთილდღეობას და
განვითარებას გულისხმობს.

2 რ.ასათიანი, ს.ასათიანი, “ბიზნეს-მენეჯმენტი და გლობალური ეკონომიკა”, თბილისი, 2009

9
1.2. კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორები

დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვან საკითხად სწორედ კონკურენტუანრიანობა


გვევლინება, რადგან იგი არის ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და სოციალური
განვითარების მიღწევის გზა. კუნკურენტუნარიანობა ავტომატურად გულისხმობს
მუდმივად მომგებიან პოზიციაში ყოფნას. მის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას
წარმოადგენს მწარმოებლურობა მიღწეული მაღალი კვალიფიკაციითა და მოწინავე
ტექნოლოგიით. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ორგანიზაციის მთავარი მიზანი
მოგების მაქსიმიზაციაა, რომლის მიღწევა კონკურენტული უპირატესობების
უზრუნველყოფით არის შესაძლებელი. თუმცა ერთია როცა მოიპოვებს ფირმა
კონკურენტულ უპირატესობას და მეორეა მისი შენარჩუნება, რაც რთული,
შრომატევადი და საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. მ.პორტერის აზრით
არსებობს ორი ტიპის სტრატეგია იმისთვის, რომ ფირმა იყოს კონკურენტუნარიანი:

1. დაბალი დანახარჯების სტრატეგია;

2. საქონლის დიფერენციაციის სტრატეგია.

დაბალი დანახარჯებით იგივე პროდუქციის შექმნა, რასაც ქმნის კონკურენტი


კომპანია, ავტომატურად უპირატესობაა, თუმცა დაბალი დანახარჯებისთვის
აუცილებელია ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომები, სხვა შემთხვევაში სახარჯი
ნედლეულის ფასი უნდა შემცირდეს ან შრომითი რესურსის ხარჯი, რაც დღეს ნაკლებ
სავარაუდოა. მეორე სტრატეგიის თანახმად კი - ფირმას შეუძლია ანალოგიური
საქონლის უფრო ეფექტიანად დამუშავება, წარმოება და გაყიდვა. ასევე შესაძლებელია
ხარჯის გაზრდა მარკეტინგისა და გასაღების ბაზრებზე, რაც სამომავლოდ დადებით
ეფექტს და უპირატესობას მისცემს ფირმას კონკურენტ კომპანიასთან მიმართებაში.

ეროვნული კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, ამ


ფაქტორთა საკმაოდ წარმატებული კლასიფიკაცია მ.პორტერს ეკუთვნის და ეს
ფაქტორებია:
➢ გახსნილობა და ეკონომიკური ინტერნაციონალიზაცია;

10
➢ შიგა ეკონომიკა;
➢ მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის დონე და პოლიტიკა, სამართლებრივი და
სამოქალაქო ინსტიტუციების რეგულირების ჩათვლით;
➢ საფინანსურ ინსტიტუციები და მათი გამჭვირვალობა;
➢ ინფრასტრუქტურა, მათ შორის გარემო და ენერგეტიკა;
➢ მენეჯმენტის კომპეტენცია;
➢ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულების და ტექნოლოგიების
გამოყენების უნარი;
➢ განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმება, სამუშაო განრიგი, მუშაკთა
კვალიფიკაცია,ცხოვრების ხარისხი და შრომითი ეთიკა.
პირველი ფაქტორის გარეშე კონკურენტუნარიანობა საერთოდ ვერ იქნება
განხილული ვერცერთ ჭრილში, რადგან გახსნილობის გარეშე, ჩაკეტილი ეკონომიკა
ვერც განვითარებისა და მით უფრო ვერც კონკურენტუნაირიანობის განმსაზღვრელი
იქნება. ეკონომიკის გახსნილობა ამაღლებს მის ეფექტიანობას.ექსპორტზე
დაფუძნებული კონკურენტუნარიანობა ხშირად ასოცირდება შიგა ეკონომიკის
ზრდაზე ორიენტაციასთან. კარგად ცნობილი ფაქტია, რომ გახსნილი ეკონომიკები
უფრო ეფექტურია, ვიდრე დახურული და გარეშე ზემოქმედებისგან დაცული
ეკონომიკები. მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობებით უფრო გახსნილ აზიურ
ქვეყნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე
აფრიკულ ქვეყნებს ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს მონაცემები კიდევ უფრო
ნათლად ადასტურებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად
ზემოქმედებენ კონკურენტუნარიანობაზე.
გლობალურ ეკონომიკასთან ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე, განსაკუთრებით კი
ინვესტიციებში, ზეგავლენას ახდენენ რესურსების უფრო პროდუქტიულ
გადაადგილებასა და ცხოვრების მაღალ სტანდარტებზე.
მსოფლიო ეკონომიკის მთავარ დამახასიათებელ მიმართულებებს წარმოადგენს:

11
➢ ფინანსური ბაზრების გლობალიზაცია, კორპორატიული სტრატეგიების
ინტერნაციონალიზაცია და მათი ორიენტაცია კონკურენციაზე, როგორც
სიმდიდრის შექმნის წყაროზე;
➢ ცოდნისა და ტექნოლოგიების დიფუზია მთელ მსოფლიოში,სამომხმარებლო
მოდელების ტრანსფორმაცია კულტურის პროდუქტებში გლობალურ
სამომხმარებლო ბაზრებთან;
➢ სახელმწიფოთა მარეგულირებელი შესაძლებლობების
ინტერნაციონალიზაცია გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში
და ეროვნულ მთავრობათა როლის შემცირება.
ზოგადად, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი უმნიშვნელოვანეს გავლენას
ახდენს კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა მთავრობის როლი, ვფიქრობ ერთ-ერთი
უპირატესია, რადგან სწორედ მათი როლი და სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს
სწორი შიგა ეკონომიკის ფორმირებას, განათლების ზრდას, მენეჯმენტის ხარისხს და
ა.შ. სახელმწიფოს მიერ შექმნილი პოლიტიკა, საგადასახადო კოდექსი, კანონები,
ბიზნესის შექმნისა და წარმოებისთვის (დაფუძნება/რეგისტრაცია) ხელსაყრელი და
შესაბამისი გარემო - განსაზღვრავენ ბიზნესის საქმიანობის წარმატებულობას, ხოლო
ლობირება, ნაკლები გამჭვირვალობა, ბიზნესის მხრიდან დასმული პრობლემური
საკითხის უგელებელყოფა და ა.შ. განაპირობებს ქვეყნის განუვითარებლობას და
ეკონომიკის სტაგნაციას. დემოკრტიულობა არის მდგრადი ეკონომიკური ზრდის
მიღწევისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე აუცილებელია
სახელწიფო ხელს უწყობდეს და მიზანმიმართულად ავითარებდეს კონკურენციას.

მთავრობის ხელშეწყობით და შესაბამისი სტრატეგიული გეგმით უნდა მოხდეს შიგა


ეკონომიკის ზრდაც, რომელსაც შიდა წარმოების გარდა ექსპორტზე გასვლაც ჭირდება.
ექსპორტზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანობა კი ხშირად ასოცირდება შიგა
ეკონომიკის ზრდაზე ორიენტაციასთან. რაც შეეხება შიგა ეკონომიკას, ცხადია მისი
მაღალკონკურენტუნარიანობა ქვეყნის შიგნით ავტომატურად მეტ შანს აძლევს
ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი იყოს.

12
კორპორაციის გადარჩენისა და რაციონალური განვითრებისთვის მწარმოებლურობა
ფუნდამენტალურ წყაროს წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის
კონკურენტურიანობას განსაზღვრავს. მწარმოებლურობა ყოველთვის იყო და რჩება
ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვან საკითხად, რადგან იგი პირდაპირ ახდენს
გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

რაც უფრო კონკურენტუნარიანი და მწარმოებლურია ეროვნული ეკონომიკა, მით


უფრო მაღალია მოსახლეობის პირადი შემოსავლები,დაბალია ინფლაცია და ა.შ.
მაღალი მწარმოებლურობა შეჯერებული ეფექტიან სოციალურ პოლიტიკასთან,
სიღარიბის დაძლევის საუკეთესო პოლიტიკას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური მენეჯმენტი და ქვეყნის საფინანსო


სამსახურების როლი. კარგად განვითარებულ, ფინანსურ მექანიზმს მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდასა და
წინსვლაში. აუცილებელია ეფექტიანი ფინანსური ბაზრების, განვითარებული საბანკო
სექტორის და მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურების არსებობა.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური და საქმიანი ინფრასტრუქტურა,
რომელიც კომერციული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ფაქტორია და იგი ავითარებს ადამიანს, მის ინტელექტუალურ კაპიტალს, ხელს
უწყობს ინფორმაციული რესურსებისა და ნაკადების განაწილებას, აკეთილშობილებს
ბუნებრივ გარემო პირობებს. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება ბუნებრივი
რესურსები, ენერგეტიკული სისტემები, ინფორმაციული ტექნოლოგია, ტრანსპორტი,
კომუნიკაცია, განათლება, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა. ქვეყნის მდგრადი
განვითრება ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყნები რომლებმაც
შეამცირეს ენერგიისა და რესურსების მოხმარება,დღეს ყველაზე ეფექტიანი
ეკონომიკის ქვეყნები არიან. შესაბამისად რესურსების ეფექტიანი გამოყენება
მდგრადი განვითარების ახალი ძირითადი სტრატეგია ხდება. ყველაზე მისაღები და
ეფექტური განვითარებაა როდესაც გარემოზე ზიანის მოხდენის გარეშე ვიღებთ
მზარდ ეკონომიკას. განვითარების საუკეთესო სტრატეგიებად ითვლება ისეთი
სტრატეგიები, რომლებიც ეკონომიკური განვითარების ტემპებს აჩქარებენ და გარემოს

13
დეგრადაციას მისი თვითაღდგენის შესაძლებლობების დონემდე ამცირებენ ან/და არ
არიან დაზიანებულნი ისეთ შეუქცევად დონემდე, რომელთა გამოსოწორებაც
ადამიანის მიერ არ იყოს შესაძლებელი, გონიერების ფარგლებში გასაწევი
დანახარჯებით.
მენეჯმენტის ხარისხი - ცოდნა და ინტელექტუალური კაპიტალი ეს ის
მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია.
ადამიანები რომელებიც მართავენ სხვადასხვა კომპანიებს, სამინისტროებს, ქვეყნებს -
მათი კომპეტენცია და მართვის უნარი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორი
სტრატეგიის და შედეგის მიღებაში. პროცესების მართვის უნარი უმნიშვნელოვანესია.
დღეს სამმართველო კომპეტენციას წარმოადგენს საუკეთესო ტალანტების მოზიდვის
უნარი, მათი მოტივირება, განვითარება. ფინეთში,იაპონიაში, დანიასა და სინგაპურში
დიდ ყურადღებას აქცევენ კომპანიებში სწავლებასა და პერსონალის განვითარებას,
იგივეს ვერ ვიტყვით რუსეთზე, ინდონეზიაზე და ა.შ.
პოტენციალი კვლევებსა და დამუშავებებში - ახალი ტექნოლოგიები და ინოვაცია
კონკურტენტუნარიანობისთვის აუცილებელი ფაქტორია, შესაძლოა ვაწარმოებდეთ
ხარისხიან პროდუქტს, თუმცა იგივე პროდუქტს აწარმოებდეს სხვა ქვეყანა ნაკლები
დანახარჯებით, სწორედ ინოვაციის და ტექნოლოგიების დახმარებით, ამ დროს კი
ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება, რადგან სხვა ინოვაციური
მიდგომები მას გააუფასურებს ბაზარზე. საქართველოს ამ მხრივ ყველაზე დაბალი
ქულა აქვს საერთაშორისო შეფასებებში. ზოგადად, საქართველოს მაჩვენებლები
გლობალურ კონკურენტუანიარნობის ინდექსში ასე გამოიყურება:
2021 წლის რეიტინგში საქართველო 60.6 ქულით (მაქსიმალურია 100 ქულა) 74-ე
ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. ყველაზე მაღალ პოზიციაზე – 59-ე ადგილზე
საქართველო 2016 წელს იყო. 2021 წელს კი ინდექსში შემავალი შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს საკმაოდ მაღალი ქულა აქვს
ელექტროენერგიასა და წყალზე ხელმისაწვდომობაში (89.2ქ).

14
ყველაზე დაბალი ქულა – 23.8, როგორც აღვნიშნეთ საქართველოს კვლევებსა და
განვითარებაში აქვს. ასევე საკმაოდ დაბალი ქულა აქვს ინოვაციებში (32.7).3.
2021 წლის მონაცემებით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსებით,
პირველი ათეულში სინგაპური, აშშ, ჰონკ კონგი, ნიდერლანდები, შვეიცარია, იაპონია,
გერმანია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და დენმარკია (იხ.ცხრილი N1.2.1.).
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

ქვეყანა (სულ 141) ინდექსი (0-100)


N
სინგაპური 84.8
1
აშშ 83.7
2
ჰონგ კონგი 83.1
3
ნიდერლანდები 82.4
4
შვეიცარია 82.3
5
იაპონია 82.3
6
გერმანია 81.2
7
შვედეთი 81.2
8
დიდი ბრიტანეთი 81.2
9
დენმარკი 81.2
10

ცხრილი N1.2.1. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი


წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში 2021 წელი

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის ყოფნა მოწინავე პოზიციაზე მისი ტექნოლოგიური


ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური სამუშაო ძალის, საიმიგრაციო კანონის და ახალი
ბიზნესის შექმნის ეფექტური გზების დამსახურებაა. სინგაპურის ვაჭრობისა და
მრეწველობის მინისტრმა ჩან ჩუნ სინგმა თქვა, რომ სინგაპურმა გლობალური
კონკურენციის გაღრმავების პირობებში დარჩენისთვის, უნდა განაგრძოს თავისი
საფუძვლების სწორად მიღება. სინგაპურს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს

3 წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

15
სხვადასხვა ტიპის წარმოებას, მაგრამ შეუძლია ხაზი გაუსვას ხარისხს და
კრეატიულობას. გარდა ამისა, სინგაპურმა უნდა გააგრძელოს თავისი კავშირების
დივერსიფიკაცია უფრო მეტ ბაზრებთან, დარჩეს ღია და იყოს ჩართული ცოდნის,
ტექნოლოგიის და ფინანსური ნაკადების მიმართულებით. მაღალკონკურენტული
ქვეყნების მიერ გაწეული დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე -კვლევებსა და
დამუშავებებზე 1000-ჯერ აღემატება დაბალ კონკურენტული ქვეყნების მიერ გაწეულ
დანახარჯებს იგივე მიმართულებებზე, შესაბამისად მარტივია გამოვიტანოთ დასკვნა,
რომ გრძელვადიანი ინვესტიციები ფუნდამენტურ კვლევებსა და ინოვაციებში,
რომლებიც ქმნიან ახალ ცოდნასა და ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ქვეყნების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი ზრდისთვის.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი - კვალიფიციური, ჯანმრთელი,
შრომისუნარიანი მუშახელი ამაღლებს ეროვნულ მწარმოებლურობასა და
კონკურენტუანარიანობას. ადამიანური რესურსების ხარისხსა და ეროვნულ
მწარმოებლურობას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შესაბამისი ცოდნისა და
კვალიფიკაციის არ მქონე დასაქმებული ვერ შექმნის კონკურენტუნარიან პროდქტს
თუ მომსახურებას, ამიტომ ადამიანური რესურსი ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია
რომლის გარეშეც კომპანიის წარმატებული ოპერირება ბაზარზე გამორიცხულია.
ზოგადად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
კონკურენტუნარიანობაზე, სახელმწიფოს როლი ამ ფაქტორების განვითარებისა და
ბალანსირებაში კი ძალიან დიდია, რადგან მათ უნდა შექმნან მეწარმეობის,
მაღალმწარმოებლური შრომის მოტივაციისა და ქვეყნებში არსებული კომპანიების
კონკურენტუნარიანობის ასამაღლებელი საქმიანი გარემო.

როგორც ვხედავთ კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორთა


ერთობლიობა, შესაბამისად ნებისმიერი პროდუქციის თუ მომსახურების
კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელია ამ ფაქტორთა არსებული
მდგომარეობის გამოკვლევა, მათი შესწავლა-ანალიზი და გაუმჯობესებისთვის რიგი
ღონისძიებების განსაზღვრა, რაც იქნება სამოქმედო, სტრატეგიული გეგმის მსგავსი და
რომლის შესრულება ცხადია, რთული თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება.

16
თავი II

საქართველოს ბიზნეს გარემო გლობალურ ეკონომიკაში

2.1. საქართველოს ბიზნეს გარემო და გლობალიზაცია

გლობალიზაციამ ქვეყნების ეკონომიკებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობებში


ახალი ერა ჩამოაყალიბა. იგი მუდმივად არსებობდა მსოფლიოში, უბრალოდ დღეს ასე
ნათელი გახდა მისი არსებობა, რადგან შემცირდა მანძილი და დრო, გაჩნდა მეტი
ინოვაციური ტექნოლოგიები და მიმდინარე პროცესების დაკვირვება ყოველდღიურ
ცხოვრებაში გახდა შესაძლებელი, შესაბამისად გლობალიზაციის შედეგები და
პროცესები დღეს უფრო ნათელია ვიდრე აქამდე იყო.

ცხადია არსებობენ გლობალიზაციის მომხრე ადამიანები ანუ გლობალისტები და


ანტიგლობალისტები, ამ უკანასკნელთა აზრით მდიდრები კიდევ უფრო
მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. მათი ხედვით სწორედ
გლობალიზაციის დამსახურებაა, რომ დღეს კომპანიები თავიანთ ინვესტიციებს
განვითარებად ქვეყნებში მიმართავენ, რადგან იაფია მუშა ხელი. ასევე ნაკლები
წვდომა ტექნიკასთან და ინოვაციებთან ზღუდავს ღარიბთა განვითარებას და ა.შ.
უამრავი მიზეზი აქვთ ანტიგლობალისტებს გლობალიზაციის საწინააღმდეგოდ.
ცხადია გლობალისტები დადებით თვისებებს ხედავენ და ადასტურებენ რომ
გლობალიზაციის დახმარებით ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მათი წარმოება
გავიდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ისეთი პრობლემის გადაჭრა, როგორიცაა
სიღარიბე, ეკოლოგიური კატასტროფა, ბუნებრივი რესურსებით და სურსათით
უზრუნველყოფა - სხვებთან ერთად უფრო მარტივია, ვიდრე მარტო ერთი
ქვეყნისთვის.

ეკონომისტები ცალსახად ამბობენ, რომ გლობალიზაცია, როგორც პროცესი ხელს


უწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას.

17
იგი გულისხმობს მრავალრიცხოვან კავშირებს ქვეყნებს შორის და პროცესს, რომლის
მიხედვითაც მოვლენები, გადაწყვეტილებები და ქმედებები ერთ ქვეყანაში
მნიშვნელოვან ზეგავლენას სხვა ქვეყნებზე ახდენენ. იგი ასევე მოიაზრებბს
გაფართოებულ და გაღრმავებულ საერთაშორისო ვაჭრობას, პირდაპირი
საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადებს და ხასიათდება მსოფლიოს ყველა
ქვეყნისთვის საერთაშორისო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი შედეგებით.

როგორც კონკურენტუნარიანობა და სხვა მაჩვენებლები ასევე გლობალიზაციის


ინდექსიც გამოითვლება სვადასხვა ელემენტებზე დაყრდნობით, როგორიცაა
მაგალითად: შემოსავალი, ვაჭრობა, პირდაპირი უცხოეური ინვესტიცია. თუმცა ასევე
ითვალისწინებენ: ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაცია, გარემოს დაცვას,
პოლიტიკას, კულტურას და სოციალურ მდგომარეობას.

ერთ-ერთი ცნობილი ინდექსია გლობალიზაციის მსოფლიო ინდექსი (KOF-


Konjunkturforschungsstelle- ბიზნეს ციკლის კვლევის ცენტრი, ციურიხი, შვეიცარია),
რომელიც შეიქმნა 2002 წელს აქსელ დრეჰერის მიერ და ძირითადად ეყრდნობა
სხვადასხვა მსოფლიო ანგარიშებს. მათ შორის ვაჭრობასა და განვითარების შესახებ
ანგარიშებს, რომელიც გაეროს კონფერენციის წლიურ ანგარიშებია ასახული,
მსოფლიო ბანკის ანგარიშებს და გამოიყენება ქვეყნების გლობალიზაციის დონის
შესაფასებლად, რამდენად მაღალია ამა თუ იმ ქვეყნის ინტეგრირების ხარისხი
მსოფლიო ქვეყნებს შორის. გლობალიზაციის KOF ინდექსი ზომავს როგორც
ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ისე სოციალურ მდგომარეობას. საქართველო
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსით 22-ე ადგილზეა 81.48 ქულით, სოციალური
გლობალიზაციით 75-ე ადგილზეა 73.37 ქულით, პოლიტიკური გლობალიზაციით კი
123-ე ადგილზე, რაც საერთო გლობალიზაციის ინდექსში 53-ე ადგილს განაპირობებს4.

ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არ


არიან მაღალ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე

4
წყარო: გლობალიზაციის ინდექსი ქვეყნების მიხედვით,2021
www.statista.com, (globalization index by country 2021)

18
შემოსავალი მაღალია. მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი
ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და
მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. საერთაშორისო ვაჭრობა, უცხოური
კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი
ქვეყნების განვითარების აუცილებელ პირობად. სწორედ ამითაა განპირობებული ის,
რომ პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალია,
თუმცა ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით მაღალი პოზიცია
უჭირავთ.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე სხვადასხვა გარემო ფაქტორები ახდენენ


გავლენას და მათ შორის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჩართულობაც.
განვიხილოთ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები და საგარეო ვაჭრობა, რომელიც
ქვეყანას უზიარებს გამოცდილებას და აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი აწარმოოს,
რადგან მსოფლიო ბაზარი ადგილობრივ ბაზართან შედარებით ძალიან დიდი და
მრავალფეროვანი მომხმარებლებითაა გაჯერებული. შესაბამისად გლობალიზაციას
შეუძლია ამ პროცესებს ხელი შეუწყოს და ქვეყანას საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის
შესაძლებლობა მისცეს. ცხადია რაც მეტად დიდია ბაზარი მით მეტად დიდია
კონკურენცია, რაც ხელს უწყობს ბაზრის წონასწორობას და ხარისხიანი პროდუქციის
წარმოებას. სწორედ კონკურენცია ეხმარება ინოვაციებს და უხსნის გზას ახალ
ტექნოლოგიებს, რომელიც გარდა იმისა, რომ წარმოების ზრდას უწყობს ხელს დაბალი
დანახარჯებით და ინოვაციური მიდგომებით, ასევე ეხმარება ქვეყანას განვითარებაში.
გარდა ფართო მასშტაბებისა, განვითარებისა და გამოცდილების გაზიარებისა
გლობალიზაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას მოაქვს ის დადებითი ეფექტი
რასაც ფინანსური მხარდაჭერა ჰქვია, დიდი ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს
ეხმარებიან ფინანსური რესურსით, რომ შეძლოს ქვეყანამ განვითარება და წინსვლა,
რაც ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა აუცილებელი და მნიშვნელოვანი
მხარდაჭერაა.

19
თანამედროვე მსოფლიო, პერიოდულად დგას სხვადასხვა პრობლემებისა და
საფრთხეების წინაშე, ბოლო დროს ყველაზე კრიზისული პერიოდი აღმოჩნდა 2020
წელი, რაც COVID 19-ის გლობალური გავრცელებით იყო გამოწვეული. 2019 წლის
ბოლოს აღნიშნული ვირუსის გავრცელდა ჩინეთში, ქ.უხანში და მსოფლიო პანდემიად
გადაიქცა. ამ პანდემიით უამრავი სექტორი დაზარალდა, დაიკეტა ბიზნესები ან მოხდა
მათი პროფილის ცვლილება და გადაწყობა, შესაბამისად მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ
გარდა იმისა რომ დაკარგა მოქალაქეები და ჯანდაცვის სისტემამ მიიღო უდიდესი
დარტყმა, განიცადა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ფაქტიურად ეკონომიკისგან
დამოუკიდებლად მოხდა. ცხადია რომ არა გლობალიზაციის პროცესები შესაძლოა
აღნიშნული ვირუსი ასე სწრაფად არ გავრცელებულიყო და ამ მასშტაბის ზარალი არ
მიეღო სხვადასხვა ქვეყანას, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიასთან ბრძოლა
საერთო ძალებით უფრო შესაძლებელი გახდა ვიდრე ეს ცალკე ერთი ქვეყნისთვის
იქნებოდა. მსგავსი კრიზისებისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, ამიტომ
მსოფლიო ჩართულობა და მხარდაჭერა აუცილებელი და საჭიროა.
ცხადია გლობალიზაციას როგორც უარყოფითი ისე დადებითი შედეგების მოტანა
შეუძლია და ამაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ ქვეყანამ უნდა მონახოს თავისი
ნიშა გლობალურ სივრცეში და ჩამოაყალიბოს მდგრად პერსპექტივებზე
ორიენტირებული კონკურენტუნარიანობის სტრატეგია. ქვეყნის სიმდიდრეს
ეროვნული წარმოება ქმნის, რომელიც არსებული რესურსების აღდგენა, გამოყენება,
განვითარებასა და ინოვაციებზეა დაფუძნებული და არა პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებზე. შესაბამისად საქართველომ, როგორც განვითარებადმა ქვეყანამ,
მაქსიმალურად სწორი ნიშა უნდა ეძებოს და იმ წარმოებას შეუდგეს რაც მსოფლიო
ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება. კოვიდ 19-ის პერიოდშიც კი საკვებ რესურსზე
მოთხოვნა არ შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს სფერო მეტად მნიშვნელოვანია,
მით უფრო იმის ფონზე, რომ დღითიდღე იზრდება დედამიწის მოსახლეობის
რაოდენობა და მათი „დაპურება“ ასევე პროპორციული სიდიდით რთულდება.
გლობალურ სამყაროში აუცილებელია შესაბამისი ადგილის მოპოვება იმ პოზიციით,

20
რაც მოთხოვნადი იქნება და რისი წარმოების შესაძლებლობაც რეალურად არსებობს
ქვეყანაში.

გლობალიზაციის ინდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს


დემოკრატიულობასაც, რომლის რეიტინგს The Economist5-ი აქვეყნებს სათაურით
„გლობალურ დემოკრატიას ძალიან ცუდი წელი აქვს“ პანდემიამ გამოიწვია
გლობალური დემოკრატიის უპრეცედენტო უკან დახევა, ზოგადად დემოკრატიის
მთავრობის ფუნქციონირებით, პოლიტიკაში და არჩევნებში მისი მონაწილეობით და
პოლიტიკური კულტურით არის შეფასებული. რეიტინგი ყოველი წლის იანვარში
ქვეყნდება და წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2020 წელს გამოქვეყნებული
რეიტინგის მიხედვით, 2019 წელს საქართველო 89-ე ადგილზე იყო. 2021 წელს
გამოქვეყნებული რეიტინგით, 2020 წელს საქართველო დემოკრატიის დონით
მსოფლიოში 91-ე ადგილზე იყო (167 ქვეყანას შორის), ანუ 2 ადგილით ჩამოქვეითდა.
საქართველოს ქულა 5.42-დან 5.31-მდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ქულა
საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში აქვს. ვფიქრობ, მთავრობის როლი
უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა, ეროვნული წარმოების განვითარებაში
ასევე ქვეყნის საერთაშორისო არენაზე წარმატებული წარდგენისთვის, ამიტომ
მთავრობის მუშაობის ინდექსი უფრო მეტად უნდა აიწიოს საერთაშორისო
შეფასებებში - ამისთვის კი მუშაობა და სწორი სტრატეგიაა აუცილებელი.

რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს გარემოს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია


როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის ისე შიდა ეკონომიკის განვითარებისთვის,
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველო, 2020 წლის
მონაცემებით მე18 ადგილს იჭერს, აღნიშნული განპირობებულია “Doing Business”
ანგარიშში საქართველოს მოწინავე პოზიციით, რადგან ქვეყანაში ბიზნესის კეთება
მარტივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თუმცა აღნიშნულის გარდა სხვა
მნიშვნელოვან ფაქტორებსაც ექცევა ყურადღება -აღნიშნული რეიტინგი აანალიზებს
46 ევროპულ ქვეყანას თავისი ეკონომიკური და ბიზნეს გარემოთი.

5
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა - www.economist.com

21
ევროპის საუკეთესო ქვეყნები
ბიზნესისთვის 2020

N ქვეყანა ქულა N ქვეყანა ქულა N ქვეყანა ქულა

1 დენმარკი 86 17 ესპანეთი 70 33 სომხეთი 58


2 შვედეთი 84 18 საქართველო 70 34 საბერძნეთი 58
3 ნორვეგია 83 19 პორტუგალია 69 35 თურქეთი 58
4 ფინეთი 83 20 სლოვენია 68 36 ჩრდ. მაკედონია 58
5 შვეიცარია 81 21 ლატვია 68 37 ბულგარეთი 58
6 ბრიტანეთი 80 22 პოლონეთი 67 38 სერბეთი 57
7 გერმანია 80 23 ჩეხეთი 66 39 ყაზახეთი 57
8 ნიდერლანდები 79 24 კვიპროსი 66 40 კოსოვო 55
9 ისლანდია 79 25 იტალია 63 41 აზერბაიჯანი 53
10 ავსტრია 79 26 სლოვაკეთი 63 42 მოლდოვეთი 53
11 ესტონეთი 78 27 ხორვატია 60 43 რუსეთი 53
12 ირლანდია 77 28 მალტა 60 44 ალბანეთი 51
13 ბელგია 77 29 ბელარუსია 60 45 ბოსნია ჰერცოგ. 51
14 ლუხემბურგი 75 30 მონტენეგრო 59 46 უკრაინა 50
15 საფრანგეთი 73 31 უნგრეთი 59
16 ლიეტუვა 71 32 რუმინეთი 59

ცხრილი N2.1.1. ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის


წყარო: ევროპალატის ვებ გვერდი eucham.eu - მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა, 2020

რეიტინგის შედგენასა და ანალიზში აქტიურ მონაწილეობას იღებს მსოფლიო ბანკი


და საერთაშორისო გამჭირვალობა. ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს არსებობა.

22
ვფიქრობ, ასეთი გარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის
ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს სტაბილურობა. თუ ეს სამი
ფაქტორი არ არის სტაბილური, ცხადია იქ ვერც შიდა ბიზნესის კეთება და მით უფრო
ვერც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდება. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მოწინავე ქვეყნებს
შორისაა, მაგრამ არა ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ინდექსებით, რაც
ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ქვეყნის წინსვლისთვის და
განვითარებისთვის.

23
2.2. ქართული წარმოების შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუ რამდენად კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს


ესა თუ ის პროდუქტი, აუცილებელია განვსაზღვროთ მისი წარმოების შესაძლებლობა
და რესურსი. პროდუქციას შესაძლოა ქონდეს კარგი მახასიათებლები, ხარისხითაც
გამოირჩეოდეს, მაგრამ სხვა კომპანიის პროდუქციას ვერ გაუწიოს კონკურენცია,
რადგან მისი რესურსი სიმცირე შესაბაბმისი წარმოების შესაძლებლობას არ
გვაძლევდეს. დღეს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში
43,136.6 ლარია, სადაც სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას მხოლოდ 7% აქვს
(იხ.დიაგრამა N2.2.1)

დიაგრამა N 2.2.1.
წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი წლიდან წლამდე იცვლება,


2021 წელს 2020 წელთან შედარებით ნაკლები პროცენტული წილი აქვს, თუმცა ეს
სოფლის მეურნეობის საქმიანობის ზრდით ან შემცირებით არ განსაზღვრულა,
აღსანიშნავია პანდემიის ფონი მთლიან შიდა პროდუქტზე და მის ფორმირებაზე.

24
დიაგრამა N 2.2.2.
წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

ზოგადად 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად შემცირდა, რაც


საზღვრების ჩაკეტვამ, სხვადასხვა ბიზნეს ობიექტების მუშაობის გაჩერებამ გამოიწვია,
ამიტომ საერთო მთლიან შიდა პროდუქტში ცხადია სოფლის მეურნეობა შედარებით
მაღალი წილით იყო წარმოდგენილი ვიდრე იმ პერიოდში როცა ყველა დარგი თანაბარ
პირობებში ახორციელებდა საქმიანობას.

დიაგრამა N 2.2.3
წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

25
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ საქართველოს შესაძლებლობები და ქართული
პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ვიფიქროთ, აუცილებელია
არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი. ვფიქრობ უნდა ვნახოთ მიმდინარე
სტატისტიკა, დავაკვირდეთ წლების განმავლობაში დინამიკას, ვნახოთ რას
ვაწარმოებთ, რა გაგვაქვს ექსპორტზე და რისი რესურსი არსებობს ზოგადად.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის წინასწარი მონაცემები
გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ გასული წლების მაგალითზე არამედ მიმდინარე
პერიოდის დაკვირვებით ვისაუბროთ და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები.
მემცენარეობის დარგში, საქართველოში უნდა გამოიყოს შემდეგი კულტურები:
ხორბალი, ქერი, სიმინდი,კარტოფილი, ყურძენი, ციტრუსი და სხვა ხილ-ბოსტნეული.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, „2021 წელს ხორბლის წარმოება 32.9 პროცენტით მეტია წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით და ჯამში 136 ათასი ტონა შეადგინა, ქერის წარმოება კი
28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა გახლავთ. კარტოფილის წარმოება 12.7
პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა.სიმინდის წარმოება 233.0 ათასი
ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე. ამასთან, 2021 წლის პერიოდში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა
ბოსტნეული, რაც 15.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან“.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე N2.2.4 და N2.2.5. წარმოდგენილია ერთწლიანი


კულტურების წარმოება 2016-2021 წლებში6. დიაგრამაზე ნაჩვენები ციფრები
ცხადყოფს, რომ წლიდან წლამდე ხორბლის წარმოება იზრდება,ნელი ტემპით თუმცა
მაინც ზდადი ტენდენცია გვაქვს და რადგან ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კულტურაა, აუცილებელია მისი დადებითი ტენდენციის შენარჩუნება და წარმოების
მეტად გაზრდა.

6 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, Geostat.ge

26
დიაგრამა N 2.2.4.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

დიაგრამა N 2.2.5.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

27
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ანგარიშში ვკითხოლობთ, რომ „2021 წლის
წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირდა სიმინდის და
ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები; გაიზარდა ხორბლის, ქერის და
კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. შედეგების მიხედვით,
ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.7 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო
მოსავლიანობამ - 2.1 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.0 ტონა/ჰა, კარტოფილის - 14.3 ტონა/ჰა,
ბოსტნეულის - 10.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.8 ტონა/ჰა, კიტრის
12.7 ტონა/ჰა, ხახვის 8.0 ტონა/ჰა, ნივრის 3.0 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო
მოსავლიანობამ კი შეადგინა 19.9 ტონა ერთ ჰექტარზე“.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა


212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით
აღემატება, ცხადია ზრდა არც ისე დიდია, თუმცა დადებითი მაჩვენებელი უკვე კარგია
და იმედის მომცემი, რომ მომავალში მისი ზრდა შესაძლებელია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების ნათესი


ფართობების სტრუქტურა კულტურების მიხედვით.

დიაგრამა N 2.2.6.
წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

28
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში წარმოებულია 85.6 ათასი ტონა
თესლოვანი ხილი, რაც 16.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ასევე წარმოებულია 57 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (2020 წელთან შედარებით 5.4
პრო-ცენტით ნაკლებია), 54 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 32
პროცენტით მეტი), 23 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (წინა წელთან შედარებით3
პროცენტით მეტი), 61.5 ათასი ტონა ციტრუსი (8.3 პროცენტით მეტია). აღსანიშნავია,
ასევე რომ 2021 წელს წარმოებულია 269.2 ათასი ტონა ყურძენი,რაც 15 პროცენტით
ჩამორჩება 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მრავალწლოვანი კულტურების


წარმოება 2016- 2021 წლებში.

დიაგრამა N 2.2.7.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

29
დიაგრამა N 2.2.8.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

ასევე აღსანიშნავია მეცხოველეობის მიმართულება და წინასწარი მონაცემებით, 2021


წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 935.2 ათასი სული
შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1%-ით მეტია. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის
IV კვარტალში რძის წარმოებამ 99 მლნ. ლიტრი შეადგინა,რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. 2021 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი
577.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5%-ით აღემატება 2020 წლის შედეგს. 2021
წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.3%-ით ნაკლებია. 2021 წელს ხორცის წლიურმა
წარმოებამ 72.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.9 %-ით აღემატება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში დეტალურად არის წარმოდგენილი მსხვილფეხა


რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვარი და თხის სულადობა წლების განმავლობაში და
ასევე ხორცის წარმოება 2014-2021 წლის პერიოდში.

30
დიაგრამა N 2.2.9.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

დიაგრამა N 2.2.10.

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

31
აღნიშნული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ხორცის
წარმოება 2014 წლიდან დღემდე 22%-ით გაიზარდა, თუმცა მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის, ღორის თუ ცხვრის სულადობის მაჩვენებლებს შორის 2014-2021 დიდი
სხვაობა არ არის, მეტიც ცხვრის და თხის სულადობა თითქმის 20%-ით არის
შემცირებული. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში
მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებმა დაიწყეს ხორცის დამუშავება და მისი
რეალიზაცია, შესაბამისად გაჩნდა მეტი წარმოებული ხორცი.

ზოგადად საქსტატის ცნობით საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის


წილი ყველაზე მაღალია - 30.23%7, შესაბამისად საინტერესოა, შეუძლია თუ არა
ადგილობრივ ეკონომიკას ძირითადი კვებითი ღირებულებების მქონე საკვები
პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, აუცილებელია ვიცოდეთ რას
ვაწარმოებთ რა რაოდენობით და რომელი პროდუქტების იმპორტი ჭარბობს.
იმისთვის რომ გავარკვიოთ ჩვენი შიდა მეურნეობით რამდენად შევძლებთ
საქართველოს მოსახლეობის გამოკვებას უნდა გამოვთვალოთ
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც გამოითვლება ფორმულით:
ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული
იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე.

ადგილობრივი წარმოება
თვითუზრუნველყოფის კოეფ.= x 100
(ადგილობრივი წარმოება+იმპორტი-ექსპორტი)

დადებითი სავაჭრო ბალანსის შემთხვევაში,როცა სხვა ცვლადების უცვლელობის


პირობებში ადგილობრივი წარმოების ზრდა დადებითად მოქმედებს
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. ამ განლაგებაში მხოლოდ იმპორტის ზრდის
შემთხვევაში მცირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და ეს გვხდის
დამოკიდებულს იმ ქვეყნებზე საიდანაც ვიღებთ იმპორტირებულ საქონელს. რაც

7 საქსტატი: სამომხმარებლო კალათა პროდუქტების კატეგორიების წონები 2022 წელი

32
შეეხება ექსპორტს, რაც უფრო იზრდება იგი, იზრდება თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტის მნიშვნელობაც.

ცხადია როცა ვსაუბრობთ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის


ამაღლებაზე, მანამ სანამ ხარისხობრივ მაჩვენებლებს შევაფასებთ აუცილებელია
ვიცოდეთ რამდენად გვაქვს მისი წარმოების რესურსი და როგორია მიმდინარე
პერიოდში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. 2020 წლის მონაცემებით
საქართველოს სოფლის მეურნეობამ საქსტატის მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნა
სასურსათო ბალანსები (იხ.ცხრილი N 2.2.1.), სადაც ჩანს ყველა იმ რესურსის
სტატისტიკა რაც საქართველოში იწარმოება, მაგალითად ხორბლის ბალანსის
მიხედვით საქართველო თითქმის სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, რადგან
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით უცვლელად
15%-ია. ადგილობრივი წარმოება არის 102 ათასი ტონა, ხოლო იმპორტირებული 561
ათასი ტონა. ზემოთ მემცენარეობის სტატისტიკური მაჩვენებლების განხილვისას
გამოჩნდა, რომ ხორბალი 2020 წელს 102 ტონა ათასი იწარმოა, ხოლო 2021 წელს
წინასწარი მონაცემებით ეს ციფრი 136 ათას ტონამდე გაიზარდა, ცხადია ეს ზრდა
საჭირო რაოდენობის ხორბალთან ახლოს ვერ მიდის, მაგრამ დადებითი ზრდის
ტენდენცია უკვე კარგი შედეგია. აქვე გადავხედოთ რესურსს, რამდენად შეუძლია
ქვეყანას აწარმოოს ხორბალი ისე, რომ არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული: - 2020
წლის მონაცემებით საშემოდგომო კულტურების (ხორბალი,ქერი) ნათესი ფართობი
59.4 ათასი ჰექტარია, რაც სტრუქტურულად 28.3 %-ს წარმოადგენს ანუ რეალურად
არსებობს შესაძლებლობა მისი განვითარების და ზრდისა. წარმოებული 102 ათასი
ტონა ხორბლიდან 96.6 ათასი ტონა საშემოდგომა ხორბალია, ხოლო 5.8 ტონა
საგაზაფხულო ხორბალი, აღსანიშნავია რომ მოსავლიანობა ორივე ხორბალს თითქმის
ერთნაირი აქვს ჰექტარზე 2.2-2.5 ტონა და სრულად წარმოებული ხორბლი 92.3%
მოდის ოჯახური მეურნეობების წილზე. ყოველივე აღნიშნული მონაცემები მაძლევს
საშუალებას ვივარაუდო, რომ საქართველოს აქვს ხორბლის წარმოების გაზრდის
პოტენციალი, თუმცა ამისთვის არ არსებობს შესაბამისი ადამიანური კვალიფიციური
რესურსი და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ხორბლის

33
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზრდება. დღეს ხორბლის ორი უმსხვილესი
იმპორტიორი ერთმანეთთან საომარ დამოკიდებულებაში არიან, საქართველო კი
სურსათის მოხმარების კალათის მიხედვით პურ-პროდუქტებს მოიხმარს ყველაზე
აქტიურად, შესაბამისად წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც ქვეყნის
მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ასევე საექსპორტოდ გამზადებისთვის. ცხადია
ექსპორტზე გასვლა ასე ცალსახად მარტივი არ არის და ამ საკითხებს ოდნავ
მოგვიანებით შევეხები დეტალურად.

კულტურა მარაგი წლის ადგილობრივი იმპორტი ექსპორტი თვითუზრუნველყოფის


დასაწყისში წარმოება კოეფიციენტი %

ხორბალი 71 102 561 0 15 %


(ათასი ტონა)
სიმინდი 153 255 121 1 68%
(ათასი ტონა)
კარტოფილი 34 209 24 4 92%
(ათასი ტონა)
ბოსტნეული 95 176 113 10 63%
(ათასი ტონა)
ყურძენი 332 317 1 98 145%
(ათასი ტონა)
ხორცი (ათასი 2,3 69,4 86,5 13,5 49%
ტონა)
რძე და რძის 17 569 159 27 81%
პროდუქტები
(ათასი ტონა)
კვერცხი 37 675 28 8 97%
(მლნ.ცალი)

ცხრილი N 2.2.1. სასურსათო ბალანსები

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020, საქსტატი

ACT-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, კითხვაზე თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში


რა სიხშირით მოიხმარს თქვენი ოჯახი ქვემოთ მითითებულ პროდუქციას, პასუხები
ასე გადანაწილდა:

34
შეკითხვა: ბოლო 6 თვის მანძილზე თქვენი ოჯახი რა სიხშირით მოიხმარს (იძენს) შემდეგ პროდუქციას?
პასუხების „ყოველდღე“ და „კვირაში 2-3-ჯერ“ ჯამური განაწილება არის ასახული ნახაზზე.

ნახაზი N 2.2.1.

წყარო: ACT - ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია, სურსათი


უზრუნველყოფის საფრთხეები, ეკონომიკური მიმოხილვა

როგორც ვხედავთ ხორბლის პროდუქტებს ენიჭება უპირატესობა და ყველაზე


მოთხოვნადი პროდუქტია კვების რაციონში, შესაბამისად მასზე მოთხოვნა როგორც
შიდა ბაზარზე ისე სხვა ქვეყნის ბაზრებზე ყოველთვის იარსებებს.

აუცილებელია ამ მიმართულებით სტრატეგიული გეგმის დასახვა და მისი


სრულყოფა. ამ ეტაპზე სახელმწიფომ დაიწყო უკვე ფერმერთა ცნობიერების გაზრდა,
ზრუნვა ამ კულტურის მოყვანის ცოდნის გაღრმავებაზე, არსებობს ლიტერატურა
„ხორბლის თესვა-მოყვანის აგროტექნოლოგია“, რომელიც სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შეიქმნა და დეტალურად არის აღწერილი ამ
კულტურის მოყვანის წესები, მისი ხარჯები და სხვა საჭირო ინფორმაცია, თუმცა
მხოლოდ წიგნი და ლიტერატურა ცხადია ვერ იქნება ამ კულტურის სწორი
განვითარების წინაპირობა და აუცილებელია ფერმერთა პროფესიული გადამზადება
შესაბამისი სპეციალისტების მიერ.

35
დღევანდელი მონაცემებით, განსაზღვრულია ძირითადი საკვები პროდუქტები,
რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნისთვის და რომელთა
მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ხორბლის გარდა
ჩამონათვალში გვხვდება: სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ
შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე
და რძის პროდუქტები და კვერცხი.

რაც შეეხება სიმინდის ბალანსს, მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 68%-ია,


ხოლო კარტოფილის 92% - ხორბალთან შედარებით სიმინდის და მით უფრო
კარტოფილის წარმოების გაზრდა გაცილებით მარტივი იქნება, რადგან მიმდინარე
მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ამ ორი კულტურის წარმოება თავისუფლად
შესაძლებელია ისე რომ შიდა ბაზარიც მომარაგდეს და ექსპორტზეც გავიდეს - ცხადია
სხვა მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით რომ კონკურენტუნარიანი იყოს ქართული
სიმინდი და კარტოფილი, ამისთვის რიგი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. 2020
წლის მონაცემებით სიმინდი 255 ათასი ტონა იწარმოა და 121 ათასი ტონა იმპორტი
გახლდათ, ხოლო კარტოფილი 209 ათასი ტონა იწარმოა და მხოლოდ 24 ათასი ტონა
იყო იმპორტირებული.

ქართული წარმოების კულტურებიდან, ყველაზე მაღალი თვითუზრუნველყოფის


კოეფიციენტი აქვს ყურძენს 145%, რაც იმას ნიშნავს რომ მას თავისუფლად შეუძლია
დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზეც. 2020
წლის მონაცემების თანახმად ადგილობრივი წარმოება იყო 317 ათასი ტონა, იმპორტი
მხოლოდ 1 ათასი ტონა და ექსპორტზე გავიდა 98 ათასი ტონა ქართული ყურძენი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკმაოდ აქვს ყურძნის რესურსი, მაინც არის
იმპორტის საჭიროება - აღნიშნული კი განპირობებულია ყურძნის სეზონური
მოსავლიანობით, ცხადია კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად წარმოების
უწყვეტობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ყურძენთან
მიმართებაში ეს ნაკლებად მტკივნეულია, სხვა კულტურებთან კი ამ მხრივ
აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება.

36
რაც შეეხება რძისა და რძის პროდუქტებს - მათი თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი 81%-ია, 2020 წლის მონაცემებით ადგილობრივმა წარმოებამ შეადგინა
569 ათასი ტონა, იმპორტირებული იყო 159 ათასი ტონა, ხოლო ექსპორტზე გავიდა 27
ათასი ტონა. კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც საკმაოდ
დამაიმედებელია და 97% შეადგენს, 2020 წელს იწარმოა 675 ათასი ცალი კვერცი,
იმპორტირებული იყო 28 ათასი, ხოლო ექსპორტზე გავიდა მხოლოდ 8 ათასი ცალი.

საერთო ჯამში ძირითადი პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი


90%-ზე დაბალია და მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს შორის საომარი მდგომარეობაა,
რაც ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, როგორც სოციალური
ასე ეკონომიკური თვალსაზრისით.

როგორც ამ თავში განვიხილეთ, არსებობს უამრავი მიმართულება, რასაც


საქართველო აწარმოებს და საინტერესოა თუ როგორია, ქართული პროდუქციის
მიმართ, არსებული განწყობა. გავიგოთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების აზრი
და მოვისმინოთ მათი შეფასებები ქართული პროდუქციის მიმართ. შემდეგ თავში
სწორედ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ.

37
2.3. ქართველი მომხმარებლების განწყობა ქართული პროდუქციის მიმართ

(კვლევის ანალიზი)

ქართული პროდუქციის მიმართ მომხმარებელში არსებული განწყობის გასაგებად,


გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავდა ონლაინ
გამოკითხვას და პირისპირ ინტერვიუებს. კითხვარი შედგებოდა როგორც ღია ისე
დახურული ტიპის კითხვებისგან. საკვლევ სეგმენტად განისაზღვრა 18-65+ ასაკის
ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ონლაინ
კვლევისთვის რესპოდენტების მოსაძიებლად გავრცელდა ინფორმაცია სოციალური
ქსელების და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ონლაინ გამოკითხვით სულ 232
რესპოდენტი გამოიკითხა. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა იმ ადამიანებთან,
რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ოჯახში პროდუქციის შესყიდვით დაკავებული.
სულ განხორციელდა 27 პირისპირ ინტერვიუ.

საქართველოსთვის ეკონომიკის ზრდა არის უპირატესი ფაქტორი, რადგან ქვეყანაში


ჯერ კიდევ უმუშევრობის მაღალი და შემოსავლების დაბალი მაჩვენებლებია.
ზოგადად ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც მეტ-
ნაკლებად ყოველი ქვეყნის წინაშე დგას. მისი დინამიკის მიხედვით შეგვიძლია
ვიმსჯელოთ ეროვნული ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის
შესახებ, თუ როგორაა მოგვარებადი რესურსების შეზღუდულობის პრობლემა და ა.შ.
ეკონომიკის ზრდა ავტომატურად გულისხმობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის
ზრდას, რაშიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სექტორი, მათ შორის ლიდერ
პოზიციას ინარჩუნებს მომსახურების სფერო, კერძოდ ტურიზმი, ხოლო სოფლის
მეურნეობა და ადგილობრივი წარმოება წარმოდგენილია მხოლოდ 7%-იანი წილით.
ბუნებრივია ამ სექტორის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგან
ქვეყანას აქვს ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელი რესურსი, რაც გვაძლევს
იმის საშუალებას რომ ეს მიმართულება უფრო მეტად განვავითაროთ.

გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდა და მშპ-ს გაზრდა დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით


წარმოებულ და რეალიზებულ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე, ამიტომ ქართული

38
პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდა და მისი რეალიზაცია პირდაპირ
გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის დადებით ეფექტს, თუმცა წარმოების გაზრდამდე
აუცილებელია ბაზარზე არსებული განწყობისა და მოთხოვნის შესწავლა - შეფასება,
რამდენად მზადაა ქართველი მომხმარებელი ქართული წარმოების პროდუქციის
შესასყიდად, რა მოლოდინები აქვთ, რას ყიდულობენ ძირითადად ამჟამად და რა არის
მათთვის პრიორიტეტი, ფასი, ხარისხი, მომსახურება თუ სხვა ფაქტორი.

კვლევის მიზანია, ქართული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება და


ზოგადი განწყობის შეფასება, რათა გამოირკვეს ის ძირითადი პრობლემები, რაც
არსებობს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ან/და ხელს უშლის ამ მიმართულების
გაღვივებას და განვითარებას. კვლევის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია თუ რამდენად
აქტიურად ყიდულობს მომხმარებელი ქართულ პროდუქციას, რამდენად კმაყოფილია
და რა ტიპის რეკომენდაციები თუ სურვილები არსებობს ქართული პროდუქციის
წამოების მიმართ. გამოირკვა მომხმარებელთა რომელი კატეგორია ყოდულბს
ქართულ პროდუქციას და რა არის მათთვის უპირატესი ყიდვის და შერჩევის დროს.

კვლევის შედეგები

ონლაინ კვლევის დროს გამოიკითხა სულ 232 რესპოდენტი, აქედან 64,7%


მდედრობითი ხოლო 35,8% მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

გამოკითხულთა 94,9% ქართველია ხოლო დანარჩენი 5.1% საქართველოში


მცხოვრები სომეხი თუ ბერძენი ეროვნების, ამ მხრივაც გამოვლინდა ერთგვარი
ტენდენცია, თუ ქართველთა უმრავლესობა გულშემატკივრობს ქართულ წარმოებას,
საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანები დიდ ყურადღებას არ
უთმობენ ყიდვის დროს იმის გაგებას თუ რომელი წარმომავლობის პროდუქტია,
მათთვის მთავარია პროდუქციის ხარისხი და ფასი ერთმანეთთან შესაბამისობაში
მოდიოდეს. გამოკითხულთა 82,8% აჭარის ცხოვრობს, ხოლო 14,7% თბილისში
მაცხოვრებელია,იხილეთ დიაგრამა N2.3.1.

39
დიაგრამა N 2.3.1.

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით

კვლევაში მონაწილეთა 50,4% წარმოადგენს 26-35 ასაკის დასაქმებული ადამიანები,


ზოგადად გამოკითხულთა 94,4% დასაქმებულია და 36,2%-ის ანაზღაურება შეადგენს
1001-1500 ლარს.გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო იმ ადამიანთა კატეგორიამ,
რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და უნარი, დამოუკიდებლად განახორციელონ
შესყიდვები, მათ შორის ქართული პროდუქციის. შესაბამისად სამიზნე აუდიტორიას
წარმოადგენდა 18+ ასაკის ადამიანები და ძირითადად ის კატეგორია, რომლებიც
დასაქმებული გახლავთ ან სხვა ტიპის შემოსავლით სარგებლობენ (მაგალითად
პენსია,ქირა). შესაბამისად გამოკითხულთა უმრავლესობა იღებს ანაზღაურებას,
რომელთა შემოსავლებიც ასახულია დიაგრამაზე N2.3.2

დიაგრამა N2.3.2

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით

40
გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ყოველთვის როცა შეხვდებათ
ბაზარზე ქართული ბოსტნეული,ხილი თუ კენკრა - ცდილობენ მათ შესყიდვას.
უმეტესად ქართული ხილის და კენკრის მიმართ გამოიკვეთა პოზიცია, რომ იგი
მიუწვდომელია ბაზარზე, სავარაუდოდ აღნიშნული განპირობებულია
სეზონურობით, რადგან ქართული ხილი თუ კენკრა მხოლოდ სეზონურად გამოდის
ბაზარზე და ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის, ამიტომ შიდა ბაზრისთვის
შედარებით ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მზაობა აღნიშნული პროდუქტის
შეძენისა საკმაოდ მაღალია.

დიაგრამა N 2.3.3.

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით

გამოკითხულთა შორის არ დაფიქსირებულა აზრი, რომ ქართულ პროდუქციას არ


ყიდულობს მისი უხარისხობის გამო, რაც ნაწილობრივ იმის დამადასტურებელი
ფაქტორია, რომ მომხმარებელს აღნიშნული პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალი
ნდობა აქვს. გამოკითხულთა 5 % აღნიშნავს რომ ქართული პროდუქციის ყიდვას ვერ
ახერხებს, რადგან იგი მიუწვდომელია ბაზარზე, ასევე ის ნაწილი ვინც აღნიშნავს, რომ
როცა შეხვდება ყოველთვის ყიდულობს ქართულ პროდუქციას, ღია კითხვაში
აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ხშირად არის ქართული პროდუქციის დეფიციტი და არ
იყიდება იმ რაოდენობით, რომ შიდა ბაზარი სრულად დააკმაყოფილოს.

41
გამოკითხულთა მხოლოდ 2% არ ყიდულობს ქართულ პროდუქციას მაღალი ფასის
გამო, თუმცა ის ვინც აღნიშნა რომ ყოველთვის არჩევანს აკეთებს ქართულ
პროდუქციაზე ღია კითხვაში დაადასტურა, რომ რიგ შემთხვევებში პროდუქციის
ღირებულება ყოველთვის არ არის მათთვის ხელმისაწვდომი.

კითხვაზე თუ რომელ ქართულ პროდუქციას ყიდულობს მომხმარებელი ხშირად


ოჯახისთვის - პასუხები საკმაოდ მრავალფეროვანი და სხვადასხვა მიმართულების
შემცველი გახლდათ, მათ შორის ლიდერობს, სეზონური ხილ-ბოსტნეული, რძის
ნაწარმი, ზეთი, პური და პურპროდუქტები, ჩაი, მინერალური წყალი, ღვინო, თევზი
და ხორცი. აღსანიშნავია ის ტენდენცია, რომ ჩამოთვლის დროს როცა ჯერი დგებოდა
რძის ნაწარმზე უმრავლესობა ასახელებდა ბრენდს „სანტე“, „სოფლის ნობათი“, ასევე
ახსენეს სხვა ბრენდებიც „ჩირიფრუტი“, „კულა“, „პლანტა, ეს უკანასკნელი გახლავთ
უმეტესად ქართული პროდუქციის მიმწოდებელი ბაზარზე, მათი სასათბურე
მეურნეობის ხარჯზე გარკვეული პროდუქტების მიწოდება ხდება უწყვეტად და
ყოველ სეზონზე, მაგალითად მარწყვი, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ნელა-ნელა
დაიწყეს მეწამრეებმა ფიქრი პროდუქციის უწყვეტ მიწოდებაზე. მომხმარებელთა
განწყობა კი ცხადყოფს, რომ ის პროდუქტი რომელიც მუდმივად არის ბაზარზე,
ბრენდირებულია, შეფუთულია და აქვს ეტიკეტი - უფრო მეტად დასამახსოვრებელი
და მოთხოვნადია. შესაბამისად აუცილებელია ამ კუთხით ქართველი ფერმერების და
მეწარმეების გადამზადება. შესაძლოა პროდუქცია იყოს ქართული, მაგრამ შხამ-
ქიმიკატებით და პესტიციდებით გაჟღენთილი, რაც ნაკლებად სასურველია, ამიტომ
აუცილებელია მომხმარებელს ქონდეს ინფორმაცია ყიდვის დროს რას ყიდულობს,
სადაური პროდუქციაა, რას შეიცავს და როგორია მოხმარების თუ გამოყენების
პირობები (იგულისხმება შენახვის ვადები, ტემპერატურა და სხვა). მარტივად
შესაძლებელია ვიყიდოთ ვაშლი და არც კი ვიცოდეთ ეს ქართულია, თურქულია თუ
სხვა - როცა ექნება მას შესაბამისი აღნიშვნა, უფრო მეტად გამოიწვევს ლოალურობას
ქართველ მომხმარებელში. სწორედ ეს აჩვენა გამოკითხვამაც, რადგან ჩამოთვლის
დროს მომხმარებელი აღნიშავდა იმ პროდუქციას კონკრეტულად, რომელიც ახსოვდა,
მაგალითად არაჟანი, მაწონი და ა.შ. (სანტე, სოფლის ნობათი და მისთ), ხოლო ხილ-

42
ბოსტნეული ყოველთვის ზოგადად იწერება და რთულია გავიგოთ კონკრეტულად,
რომელი ხილი თუ ბოსტენულია ნაგულისხმევი მომხმარებლის მხრიდან.

რაც შეეხება იმ ფაქტს თუ რას აქცევს მომხმარებელი ყველაზე მეტად ყურადღებას


შეძენის დროს, გამოვლინდა რომ ხარისხი ყველასთვის უპირატესია, თუმცა
ამავდროულად უმნიშვნელოვანესია ფასი, ჰიგიენა და სისუფთავე, მომსახურება და
წარმომავლობა, რაც ასახულია დიაგრამაზე N2.3.4.

დიაგრამა N 2.3.4

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით

როგორც ჩანს პროდუქციის შეძენის დროს, მომსახურება შედარებით ნაკლებად


უპირატესია, რადგან მთავარია ის რასაც მომხმარებელი ყიდულობს იყოს ხარისხიანი,
ხელმისაწვდომი საფასო ღირებულებით. რაც შეეხება სისუფთავეს და ჰიგიენას - ეს
არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, დღეს საკმაოდ აქტიურად განიხილება ე.წ.
HACCP-ის სისტემები, GLOBAL GAP, GRASP - სტანდარტები, რომელთა მთავარი
მიზანია სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. როცა ვსაუბრობთ ხარისხზე,

43
აუცილებელია ამ სტანდარტების დაცვა და სწორად წარმოება. ბუნებრივია ეს
ყველაფერი ირიბად თუ პირდაპირ თვითღირებულებას ზრდის, მაგრამ როცა სისტემა
დაინერგება და სტანდარტიზდება, წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად ფასიც
დარეგულირდება. სწორედ, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ქვეყანას ამ
მიმართულების წინ წაწევისთვის, რაც ცალსახად აუცილებელია, ზემოთ აღნიშნულ
სტანდარტებს აუცილებლად დავუბრუნდებით პროდუქციის
კონკურენტუნარიანობის ამაღლების განხილვისას, რადგან ამ სტანდარტების გარეშე
პროდუქციის ევროპის ბაზარზე შესვლა გამორიცხულია.

კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი კეთილგანწყობილია ქართული პროდუქციის


მიმართ, თუმცა ღია კითხვაზე „რა შემთხვევაში გახდებოდით ქართული წარმოების
პროდუქტის მომხმარებელი? იმ შემთხვევაში თუ უკვე ხართ მომხმარებელი,
გთხოვთ დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრება, რეკომენდაცია თუ რჩევა სამომავლოდ“ -
რესპოდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უკვე არის ქართული პროდუქციის
მომხმარებელი, თუმცა ცალსახაა რომ ხარვეზები არსებობს მიწოდების
მიმართულებით და ბაზარი ვერ მარაგდება უწყვეტად. ასევე აღნიშნულია ფასთა
შეუსაბამობა კონკურენტ პროდუქტებთან. ბუნებრივია დაბალმსყიდველუნარიან
მომხმარებელს, ქართული პროდუქციის შეძენის სურვილის მიუხედავად, არჩევანის
გაკეთება სხვა ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციაზე უხდება. ასევე კვლევის დროს,
ღია კთხვებში გამოთქმული აზრების თანახმად გამოიკვეთა, რომ დახლზე
მოთავსებული ქართული პომიდორი რამდენად შეიცავს დანამატებს (ან არის
გენმოდიფიცირებული) აღნიშნული არ არის და არ იცის მომხმარებელმა, თუმცა მათ
გონებაში ქართული უკვე კარგს ნიშნავს და სასურველია ეს ტენდენცია და
მომხმარებლის ნდობა შეინარჩუნონ მწარმოებლებმა და იზრუნონ წარმოების
მასშტაბების ზრდაზე, სასურველია ამ მხრივ სახელმწიფომ უფრო მეტად ითამაშოს
დადებითი როლი მეწარმეების წახალისებაში, რადგან ქვეყნის და ამავდროულად
მოსახლეობის კეთილდღეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მსგავსი დარგების
განვითარებაზე.

44
პირისპირ კვლევის ინტერვიუს შედეგები

გარდა ონლაინ კვლევისა, ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ, ჯამში 27 რესპოდენტთან,


რომელთაც უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

• რამდენად აქცევთ ყურადღებას ყიდვის დროს პროდუქტის წარმომავლობას?

• რას ანიჭებთ უპირატესობას ყიდვის დროს როდესაც დახლზე ერთი და იგივე


პროდუქციის 3-ზე მეტი ვარიაცია გხვდებათ(მაგალითად მწვანე ვაშლი, წითელი
ვაშლი, ყვითელი ვაშლი და ა. შ)?

• როგორ ფიქრობთ, მუდმივად ქართული პროდუქციის მომხმარებელი რომ გახდეთ -


ამისთვის რა არის საჭირო?

რესპოდენტთა 18,5% გახლდათ მამაკაცი, ხოლო 81,5% მდედრობითი სქესის


წარმომადგენლები. გამოკითხულთა 100-ივე პროცენტი არიან ადამიანები, რომლებიც
ძირითადად ყიდულობენ ოჯახისთვის პროდუქტს და მათ უშუალო შეხება აქვთ
სხვადასხვა პროდუქციასთან. მათი ასაკი მერყეობს 36-60 წელი შუალედში.

რესპოდენტების მიერ წარმოდგენილ კითხვებზე პასუხით გამოიკვეთა სამი


მნიშვნელოვანი გარემოება :

1) საჭიროა ქართული პროდუქციის უწყვეტობის შექმნა;

2) აუცილებელია ჰიგიენა, ეტიკეტირება, შეფუთვა და შესაბამისი ბრენდინგი;

3) აუცილებელია ქართული წარმოების ზრდა და ფასების დასტაბილურება.

საუბრის დროს რესპოდენტები აღნიშნავდნენ, რომ ეს არის ის მიმართულება, რაზეც


მსოფლიო პანდემიის დროს პირიქით უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად
ამ კუთხით მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს. ამიტომ აუცილებელია ამ
მიმართულებაზე ყურადღების მიქცევა.

როცა დახლზე სხვადასხვა წარმოების პროდუქტი დევს, ცხადია უპირატესობა ჯერ


ხარისხს და წარმომავლობას ექცევა (ვაშლის შემთხვევასი,აუცილებლად ქართული
უნდა იყოს) და შემდეგ უკვე ფასს. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს როგორაა ეს ვაშლი

45
მოწოდებული - ამიტომ ვიზუალს და ზოგადად მარკეტინგს ასევე დიდი მნიშვნელობა
აქვს. როცა ვსაუბრობთ ხორცსა და თევზზე, მათი თქმით - ასევე აუცილებლად
ქართული უნდა იყოს, გაყინულ იმპორტირებულ თევზს ნაკლებად ანიჭებენ
უპირატესობას. ასევე ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ზეთი, მშრალი პროდუქტები
სხვადასხვა კონსერვები, მურაბები და ა.შ. - უნდა იყოს ქართული, მაგრამ ხშირად
დახლზე ერთად წარმოდგენილი ეს და მსგავსი პროდუქცია ფასში საკმაო სხვაობით
გამოირჩევიან კონკურენტებთან შედარებით და მაშინ როცა ბევრი რამის ყიდვას
ახორციელებენ და ბიუჯეტში შეზღუდეულები არიან შესაძლოა რამდენიმე მათგანი
მხოლოდ ფასის გამო შეარჩიონ, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ქართული
პროდუქციის კონკურენტუნაირიანობის ამაღლება ბაზარზე.

გამოკითხული რესპოდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ პროდუქციით რომლითაც


მზადდება საკვები (იგულისხმება მისი შემდგომი თერმოდამუშვება) ყოველთვის
იგრძნობა თუ რამდენად ხარისხიანია ესა თუ ის პროდუქცია და რამდენად ახასიათებს
კარგი გემოვნური თვისებები, ქართული პროდუქცია კი თითქმის ყოველთვის
გამორჩეულია თავისი გემოთი და ხარისხით, თუმცა შეხვედრიათ პესტიციდებით
გაჯერებული ქართული პროდუქტიც, სავარაუდოდ ეს ისეთი საქონელია, რომელიც
მხოლოდ სათბურში მოდის და იმისთვის, რომ მოსავალი გაზარდოს, ხშირად
ფერმერი გადამეტებულ სასუქს აძლევს, რაც ცალსახად დაუშვებელია. სწორედ
ამიტომ არსებობს შესაბამისი სტანდარტები (HACCP,GLOBAL GAP), მათი დაცვა და
სისტემატიზაცია, ავტომატურად გულისხმობს უვნებელი პროდუქტის შექმნას,
უვნებელ, ხარისხიან და გემრიელ პროდუქტს კი ყოველთვის ეყოლება მომხმარებელი.

ბოლო პერიოდში გახშირდა მეზობელ ქვეყანაში მოსახლეობის გადასვლა სურსათ


სანოვაგეს შეძენის კუთხით, ცხადია აღნიშნული გარეომება განპირობებულია პირველ
რიგში ამ ქვეყანაში არსებული პროდუქციის დაბალი ფასებით საქართველოსთან
შედარებით და ასევე აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ხარისხიც საკმაოდ მისაღები და
ადექვატურია მათთვის, ყოველივე ეს კი პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს და
აზარალებს ქვეყნის შიდა ეკონომიკას.

46
საქართველოს ეკონომიკის, მთლიანი ეროვნული პროდუქტის და ზოგადად
მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის აუცილებელია შიდა წარმოების ზრდა.
ქართველი მომხმარებელი მზად არის შეიძინოს ქართული პროდუქცია თუ იგი
მუდმივად ხარისხიანი და მათი ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბაზარზე.
შესაბამისად აუცილებელია ამ კუთხით მათი პოზიციის გათვალისწინება და
წარმოების ზრდაზე ფიქრი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ბოსტნეული, ხილი,
კენკრა თუ სხვა ტიპის შიდა წარმოება.

წინამდებარე კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი კეთილგანწყობილია ქართული


პროდუქციის მიმართ, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხარისხის
შენარჩუნება, იგულისხმება არაპესტიციდირებული საქონელი, ბიო და ნატურალური,
რომელიც იქნება შესაბამისად შეფუთული და ინფორმაციის შემცველი. შემდეგ
უპირატესობა უკვე ფასს ენიჭება, ბუნებრივია ხელმისაწვდომი ფასის გარეშე
მომხმარებელი უბრალოდ ვერ შეიძენს პროდუქციას, ხელმისაწვდომ ფასს კი ქვეყნის
ეკონომიკა და ადამიანის შემოსავლის სიდიდე განსაზღვრავს, ეს ყველაფერი
ერთმანეთთან კი ჯაჭვური პრინციპით არის დაკავშირებული.

დასკვნის სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, რომ მომხმარებლის განწყობა და


პოზიცია საკმაოდ დადებითია ქართული პროდუქციის მიმართ და კვლევის შედაგად
გამოვლენილი ფაქტორები ცხადყოფს რომ, აუცილებელია ამ მიმართულებით
შესაბამისი გეგმის შემუშავება და ღონისძიების გატარება.

47
თავი III

პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობები

3.1. სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში

სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის


როლი დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებაზე.

აჭარის, როგორც ერთ-ერთი მცირემიწიანი, ამასთან უნიკალური ბუნებრივ-


კლიმატური პირობების მქონე რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ბუნებრივი
რესურსების დაცვითა და რაციონალური გამოყენებით აგრარული სექტორის
განვითარება. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით
საქართველოშ მთვარობის მიერ დამტკიცებულია სხვადასხვა მასტიმულირებელი
პროექტები. მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, სოფლის განვითარების სააგენტოს
- სხვადასხვა პროექტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტები, მათ შორის
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა: მცირემიწიან ფერმერთა
საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი,
აგროდაზღვევის პროგრამა, სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის
პროგრამა, პროგრამა „დანერგე მომავალი“.

გარდა მთავრობის პროექტებისა რეგიონში აქტიურ როლს თამაშობს სხვადასხვა


საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი: გაერო,
ევროკავშირი, ENPARD-აჭარა,USAID, MercyCorps და ა.შ.

1992 წლის ივლისში საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა, რაც ორგანიზაციის
ღირებულებების და პრინციპების აღიარებას გულისხმობს. 1993 წლიდან მას შემდეგ,
რაც საქართველოში მათი ოფისი გაიხსნა, გაერო მუშაობს საქართველოს ეკონომიკური
და სოციალური პირობების გაუმჯობესებით. ცხადია მათი ჩართულობა ქვეყნის
განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

48
განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელთა წარმოებაც ხდება აჭარის რეგიონში
და შევაფასოთ მათი როლი საერთო ეკონომიკურ თუ სოციალურ ჭრილში:

აჭარაში თაფლის წარმოება საკმაოდ აქტუალურია, ბუნებრივი გარემო, კლიმატი,


ეკოლოგიურობა და ფლორა აჭარის თაფლს განსაკუთრებულ გემოს და ცნობადობას
სძენს. აღნიშნული პროდუქტი შესაძლოა სავიზიტო ბარათად იქცეს და ექსპორტზეც
დაიმკვიდროს თავის ადგილი. თავდაპირველად მეფუტკრეობა, მხოლო საოჯახო
საქმიანობას წარმოადგენდა და მეფუტკრეები ყიდდნენ მოთხოვნის შესაბამისად,
თუმცა დღეს აღნიშნული საქმიანობა გაცილებით წინ წავიდა დაიხვეწა, ჩამოყალიბდა
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ რომელიც ცხრა იურიდიული (7
სექტორული ასოციაცია და 2 კომპანია) და ცხრა ფიზიკური პირის მიერ 2018 წლის
ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანებაში შემავალი
ორგანიზაციების რაოდენობა ზრდადია და ამ ეტაპზე მასში უკვე გაწევრიანდა 13
სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია). გაერთიანების ქოლგის ქვეშ
ოთხი ათასზე მეტი მეფუტკრეა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე აქტიური
კი აჭარის რეგიონია და ამ მხრივ აღსანიშნავია „ჯარას“ თაფლი, რომლებიც პირველები
გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და გაუხსნეს გზა სხვა მეფუტკეებსაც. როცა
ვსაუბრობთ კონკურენტუნარიანობაზე ვგულისხმობთ ისეთ თვისებებს რაც
გამოარჩევს ამ კონკრეტულ პროდუქტს სხვა მწარმოებლებისგან, ზოგადად ჯარას
თაფლი ძველი ტრადიციული მეთოდით მზადდება - გეჯური მეფუტკრეობა
მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეფუტკრეები
თანამედროვე მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად. თუმცა მაღალმთიანი აჭარა
გამორჩეულია ამ მხრივ. ადგილობრივები განაგრძობენ ფუტკრების მოშინაურების
რთულ, მაგრამ უძველეს ტრადიციას - ნაყარის მოთავსებას ორნაწილად გაყოფილ და
გამოთლილ მორში, რომელსაც ჯარა ეწოდება. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში
ჩარჩოიანი კორპუსის ფუტკრის სკების გამოგონების შემდეგ, ჯარას სკები
მნიშვნელოვნად შეიცვალა ფუტკრის თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით.
მაგრამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილას ჯარას სკებს ჯერჯერობით
ისევ მოიხმარენ გარეული თაფლის ჯარას წარმოებისთვის - სწორედ ეს უნიკალურობა

49
მატებს ჯარას თაფლს კონურენტებთან შედარებით უპირატესობას, რადგან ამ გზით
მოპოვებული თაფლი ბიო და ნატურალურია.

ცხადია საერთაშორისო ბაზრებისთვის მხოლოდ პროდუქტის უნიკალურობა ვერ


იქნება მისი შესყიდვისთვის საკმარისი ფაქტორი, 2014 წელს ევროკავშირთან
გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმება (DCFTA), საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისი
სტანდარეტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოახდინოს სხვადასხვა პროდუქციის
ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია სურსათის
უვნებლობის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ამ შემთხვევაში HACCP-ის
სტანდარტები, რომელიც გულისხმობ კვების უსაფრთხო ჯაჭვის შექმნას „ფერმიდან
სუფრამდე“. სწორედ ამ სტანდარტის დაცვის შემდეგ გახდა შესაძლებელი ჯარას
თაფლის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა.

გარდა თაფლისა აჭარაში სხვა მიმართულებებიც ეტაპობრივად აქტიურდება,


აღსანიშნავია კენკროვანი კულტურა და განსაკუთრებით ლურჯი მოცვის
მიმართულება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ახალი კულტურაა, მაგრამ
ეტაპობრივად უკვე შენდება მოცვის ბაღები, მათი გაშენება გურიაში, სამეგრელოსა და
აჭარაში 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო. ამ კულტურამ რეგიონებში დაზიანებული
ჩაის პლანტაციები ნაწილობრივ ჩაანაცვლა. ლურჯი მოცვი ძირითადად რუსეთის
ბაზარზე გადიოდა, თუმცა ბოლო პერიოდში გააქტიურდა ე.წ. „გალფის“ ქვეყნებში
მოთხოვნა და ევროპის ბაზრებზეც, თუმცა ცხადია აქაც აუცილებელია სურსათის
უვნებლობის და უსაფრთხოების დაცვა, ამ შემთხვევაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი,
რომლის გარეშეც მოცვის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე ვერ მოხდება.

აჭარაზე ვერ ვისაუბრებთ ისე, რომ არ ვახსენოთ ციტრუსი, რომელიც ბოლო წლებში
ნაკლებად აქტუალური ხდება, რადგან მისი რეალიზაცია ძირითადად რუსეთის
ბაზარზეა შესაძლებელი და ამ ბაზრის არასტაბილურობამ ფერმერებს დაუკარგა
სტიმული ციტრუსის კვლავ წარმოებაზე და მისი განვითარებისთვის რესურსის
ხარჯვაზე, თუმცა 2021-2022-ის ციტრუსის სეზონზე აჭარის რეგიონიდან ექსპორტზე

50
37 153 ტონა სტანდარტული ტიპის მანდარინი გავიდა. ამ პერიოდში
განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10 %-ით მეტია. ცხადია თუ კი გვინდა
ვიფიქროთ ამ პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, აქაც აუცილებელია
ვისაუბროთ წარმოების გაფართოებაზე და სტანდარტიზაციაზე, რაც ცხადია ასევე
დამატებით რესურსებს მოითხოვს, ამიტომ ამ კუთხით ფერმერებთან ერთად
აუცილებელი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა სხვადასხვა მასტიმულირებელი
პოგრამებით. აღსანიშნავია ასევე აჭარის რეგიონში მოყვანილი სხვადასხვა
ბოსტნეული, თუმცა აჭარაში, ნიადაგების ეროზიულ მეწყრულმა პროცესებმა,
ანთროპოგენულმა ფაქტორებმა, სავარგულების არასწორმა ექსპლუატაციამ,
სამელიორაციო ქსელების მოშლამ გაუმართაობამ, საძოვრებზე პირუტყვის არასწორმა
ძოვებამ, კლიმატის ცვლილებამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი
რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების,ნიადაგების დეგრადაცია.
ნიადაგის გაჭუჭყიანება ხდება ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით.
ნიადაგის გაჭუჭყიანების ერთ-ერთ ფაქტორია მჟავე ატმოსფერული ნალექების
მოსვლა. აჭარაში წელიწადში 150-170 დღე წვიმიანია, როგორც კვლევები ცხადყოფს
მოსული ნალექის 70% მჟავეა8, რაც რიგი კულტურებისთვის კარგია, მაგრამ
ნაწილისთვის არადამაკმაყოფილებელი, შესაბამისად ვფიქრობ, აუცილებელია
შესწავლა და იმ დარგის განვითარება, რომლისთვისაც მეტად ხელსაყრელი გარემო
იქნება.

სოფლის მეურნეობის დარგი, როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ასევე


რეგიონში წლების განმავლობაში კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც
გამოწვეუილი იყო დარგისადმი არასათანადო დამოკიდებულებით. შედეგად
სასოფლო-სამეურნეო წარმოება არარენტაბელურ დარგად გადაიქცა, მკვეთრად
შემცირდა მოსახლეობის ინტერესი სოფლის მეურნეობისადმი და ქვეყნის შიდა
ბაზარი გაჯერდა იმპორტირებული საქონელით. ფაქტობრივად წლების განმავლობაში

8 ა.მესხიძე, ჯ.აბულაძე, სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2016 წლებში

51
არ მომხდარა ახალი ტექნოლოგიების დანეგვა, რაც უზრუნველყოფდა
კონკურენტუნაირანი პროდუქციის წარმოებას. ყოველივე ამის შედეგი აისახა
მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე. შრომითი რესურსი
სოფლიდან ქალაქში და მეტიც საზღვრებს მიღმა მიიმართა. აჭარის მაღალმთიან
რეგიონში 2011 წელს 87 700 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი

53 600-მდე შემცირდა (1/3). მიზეზად კი სწორედ ადგილობრივი მოსახლობის, მუშა ხელის


გადინება სახელდება.

ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა სოფლის მეურნეობის მიმართ


ხელისუფლების დამოკიდებულება. თუმცა ამ დარგის კრიზისიდან გამოყვანა
საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. დაგეგმილია კომპლექსური
ღონისძიებები, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით ისე
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

დღეს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ დარგად, რაც ფერმერებსა


და აგრომეწარმეებზე კომპლექსური მიდგომით აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატება,
ცხადდება სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ არის
აქტიურად ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოცდილებებისა და
მეცნიერული მიღწევების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებში. აღნიშნული
სერვისცენტრი ახორციელებს ფერმერთა და აგრომეწარმეთა
კვალიფიკაციის,ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და მათ
საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურებას; სოფლის მეურნეობის სფეროში
გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
შეგროვებას და ა.შ.

როცა ვსაუბრობთ ქართული პროდუქციის კონკურენტუნაირნობის ამაღლებაზე


აუცილებელია ხაზი გავუსვათ სოფლის განვითარებას, რასაც ხელს უწყობს ასევე
ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, ღვინის ტურიზმის და ზოგადად სოფლად
ტურიზმის განვითარება. აჭარის რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარებას 2005
წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. 2006 წლის აპრილიდან საერთაშორიო დონორ

52
ორგანიზაცია CHF-ის მიერ სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარის
მაღალმთიანეთში მოხდა 6 სასტუმრო სახლის შერჩევა-კეთილმოწყობა. 2010 წლიდან
აჭარის სოფლები საკრუიზო ტურისტების ყურადღების არეალში მოიექცა და
რეგულარულად ხდება ტურისტული სააგენტოების მიერ ჯგუფების აყვანა სოფელ
გობრონეთში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ ამოცანას სწორედ
რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარება წარმოადგენს, რომელიც ამ მიზნით
ახდენს ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენას და დღეის მდგომარეობით
საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ დაკისრებულ მოვალეობას.

ტურიზმის დახმარებით ტურისტები ეცნობიან, ქართულ პროდუქციას,


სამზარეულოს, კულტურას და ხდება მათი პოპულარიზაცია. ზოგადად ნებისმიერი
მიზანი მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის
განვითარებაზე, ეკონომიკის ზრდაზე, კონკურენტუნარინობის ამაღლებაზე -
აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად ქვეყანაში მოქმედი ყველა დარგი
ზრუნავდეს ერთმანეთის ხელისშეწყობასა და გაძლიერებაზე საერთო მიზნით -
ქვეყნის ეროვნული დოვლათის შექმნა.

53
3.2. ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო
ბაზრებზე და ეკონომიკის ზრდის პოტენციალი საქართველოში

ქართული პროდუქციის კონკურენტუნარინობის ამაღლება აუცილებელია ქვეყნის


ეკონომიკისა და სოციალური მდგომარების განვითარებისთვის. როდესაც ქვეყანაში
არსებობს ერთი და იმავე ტიპის პროდუქტების და მომსახურების რამდენიმე
ეროვნული მწარმოებელი, ამით ერონული ეკონომიკის განვითარებას დიდი
სტიმული ეძლევა. კონკურენციის წყალობით კომპანიები პროდუქტის ხარისხს
ამაღლებენ, ამცირებენ ხარჯებს, ხელს უწყობენ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს და
ა.შ.

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება


სოფლის მეურნეობისა და ზოგადად სოფლის განვითარებას. ამ მიზნის მიღწევის
უპირველესი გარანტია იქნება მკაფიო განსაზღვრული, კონკურენუტნარიანი
წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ
სექტორში რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის
უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, ძირითადი
ვალდებულებაა. საქართველოს სოფლის ტიპის ტერიტორიების განვითარება
მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანების გადასაწყვეტად როგორებიცაა: სასურსათო
უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების მაღალი
დონის შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოება.9

სოფლის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყანაში ბუნებრივი


რესურსების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვას, კერძოდ ტყის
რესურსების მდგრად მართვას, რომელიც „უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის
უწყვეტ მიწოდებას და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ფუნქციონირებას, ადამიანების

9 საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027


www. mepa.gov.ge

54
კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრას და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის
ხელსაყრელი გარემოს შექმნას.“10

სოფლის მეურნეობის ანგარიშის თანამხმად ქვეყნის მთლიანი ფართობი 69700


კვადრატული მეტრია და აქედან 43.3% სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მიწისქვეშა თუ
ზედაპირული წყლის რესურსების თვალსაზრისით კი ჩვენი ქვეყანა ევროპაში ერთ-
ერთი მდიდარი ქვეყანაა. ერთ სულ მოსახლეზე 14 000 კუბი წყალი მოდის, იგივე
მაჩვენებელი ევროპაში 9300 კუბია. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას
აქვს აუთვისებელი და გამოუყენებელი რესურსი, რომლის სწორად მიმართვა და
გამოყენება იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის.

ვფიქრობ, დღეს საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს მეტად


კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე, ამისთვის აუცილებელია სოფლის
მეურნეობის წინ წამოწევა, ეროვნული წარმოების გაზრდა და საერთაშორისო
სტანდარტებზე მორგება. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის
ხელმისაწვდომიბის ხელისშემშლელი ბარიერების ორმხრივ და ეტაპობრივ გაუქმებას.
თუმცა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივები თავის მხრივ მოითხოვს
სტანდარტების შესაბამის პროდუქციის წარმოებას, რაც დღეის მდგომარეობით ჯერ
კიდევ არ არის სრულად დაკმაყოფილებული. გარდა იმისა რომ კომპანიამ უნდა
ეცადოს დაბალი დანახარჯებით შექმნას ხარისხიანი პროდუქტი, რომ იყოს მეტად
კონკურენტუნარიანი, აუცილებელია წარმოების სტანდარტიზირება, იგულისხმება
HACCP, GLOBAL GAP, GRASP, ISO და ა.შ. დარგის შესაბამისად.

10 ეროვნული სატყეო კონცეფცია,2014

55
დასკვნები და რეკომენდაციები

საქართველო დღეის მდგომარეობით იმყოფება საკმაოდ რთულ და გამოწვევებით


სავსე პერიოდში, მსოფლიო ბაზარი გარდა იმისა რომ მიმზიდველია თავისი
გამოცდელებით და მაღალი მსყიდველუნარიანობით, ასევე საკმაოდ მაღალი
სტანდარტების მომთხოვნია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რთულ გამოწვევად რჩება.
ქვეყანას წლების განმავლობაში არ ქონდა საკუთარი წარმოების გაზრდის და
პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის შესაბამისი გეგმები,
სტანდარტები და საჭირო ტექნოლოგიური ცოდნა. დღეს გადაიდგა უკვე რამდენიმე
ნაბიჯი იმისკენ, რომ ვაწარმოოთ მეტი და ვაწარმოოთ სტანდარტიზირებული
ხარისხიანი პროდუქცია, შესაბამისად ამ მიმართულების გაღრმავება და მეტად
დახვეწა არის აუცილებელი, საჭიროა სხვადასხვა პროექტები, ტრენინგები
ცნობიერეიბის ამაღლების კუთხით და მეტი ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.

ხაზგასასმელია ქართული მენტალობა, კულტურა და ხალხის დამოკიდებულება


საქმის მიმართ - ხშირად ვხვდებით იმგვარ პრობლემას, როდესაც არსებობს
სახელმწიფო თუ უცხოური გრანტები და პროექტები, მაგრამ მეწარმეები არ იღებენ
მონაწილეობას ან უფრო მეტიც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ არ იცავენ პროექტის
მიზნობრიობას, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოსაგვარებელი საკითხია.

ვფიქრობ, ქვეყნის აღმშენებლობა და ქართული პროდუქციის


კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ერთნაირად უნდა ჩადონ ძალისხმევა,
როგორც კერძო სექტორმა ისე სახელმწიფომ. მეწარმე, როგორც მწარმოებელი და
პროდუქტის შემქმნელი, სახელმწიფო, როგორც ქვეყნის ინტერესების დამცველი,
სწორი სტრატეგიული ხედვით და მხარდაჭერით ეროვნულ თუ საერთაშორისო
დონეზე. როცა ვსაუბრობ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის,
ვგულისხმობ:

➢ თანადაფინანსების მიზნობრივ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტებს;

56
➢ მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და სწორი
გამოცდილების გაზიარებას;
➢ ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას ფერმერებში;
➢ საგადასახადო სისტემის ფორმირებას და რეალურ შესაძლებლობებზე
მორგებას;
➢ ევროპის სტანდარტებთან მიახლოებას და ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერას
ამ სტანდარტების სრულყოფაში
➢ საფინანსო სექტორთან შუამავლობას „იაფი კრედიტის“ კუთხით;
➢ და სხვა (წარმოების შესაბამისად) სპეციფიკური საკითხების მოგვარებას;

კერძო სექტორი კი თავის მხრივ უნდა ქმნიდეს ხარისხიან პროდუქციას


სტანდარტების გათვალისიწნებით და ზრუნავდეს მომხმარებლის კმაყოფილებაზე,
შესაბამისი მარკეტინგული თუ სოციალური აქტივობების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მომხმარებლებს, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ქართული


პროდუქცია საკმაო ნდობით სარგებლობს შიდა ბაზარზე, უბრალოდ
დასარეგულირებელია სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფასი, ხელმისაწვდომობა,
უწყვეტობა, მარკეტინგული შეფუთვა და ა.შ. თუმცა ის ფაქტი, რომ ქართული
პროდუქცია მათთვის ასოცირდება ხარისხთან, ვფიქრობ საკმაოდ კარგია. ვფიქრობ,
ქართული წარმოების სტიმულირებისთვის აუცილებელია მომხმარებლის განწყობა
და მხარდაჭერა, ცხადია შემდგომ ამ პროდუტის რეალიზაციაში უნდა აისახოს.
ქვეყნის მოსახლეობის დაბალმსყიდველიანობა არ აძლევს საშუალებას მუდამ
ქართულის ყიდვის, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, აუცილებელია ამ მხრივ
სახელმწიფოს ჩართულობა თუნდაც სუბსიდირების ან მოწოდებითი სარეკლამო,
წამახალისებელი კამპანიის სახით, 3-4 წელი მხოლოდ ქართული პროდუქცია, რომ
შეიძინოს მომხმარებელმა, ეს იქნება სტიმული ფერმერისთვის, რომ აწარმოოს მეტი,
რაც ავტომატურად დააბალანსებს წარმოების ღირებულებას. ცხადია ეს ჩემი
მოსაზრებაა და აუცილებელია ამ აზრის შეფასება და ანალიზი შესაბამისი
ექსპერტების მხრიდან.

57
საბოლოო ჯამში დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ ქვეყნის განვითარების ბედი შიდა
პროდუქციის წარმოების ზრდასა და მის კონკურენტუნარიანობაზე დგას,
საქართველოს აქვს პოტენციალი შეძლოს ქვეყნის თვითუზრუნველყოფა იმ
ძირითადი პროდუქციით, რაც აგროსასურსათო კალათაში გვხვდება და ასევე
გაიტანოს ხარისხიანი პროდუქცია ექსპორტზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესწავლა, სრულყოფა და შესაბამისი
ღონისძიებების გატარება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება საუკეთესო გზა
კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ქვეყნის გაძლიერების, ეროვნული
თვითმყოფადობის შენარჩუნების და მომავალ თაობებზე ზრუნვის შესაძლებლობა.

58
გამოყენებული ლიტერატურა

➢ პ.კრუგმანი, მ.ობსტფელდი, მ.მელიტცი ,,საერთაშორისო ეკონომიკა“,


თბილისი, 2017;
➢ ა.მესხიძე, ჯ.აბულაძე, სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
2013-2016 წლებში, თბილისი 2016;
➢ ე.ბარათაშვილი, ბ.გეჩბაია, ვ.ღლონტი, საქართველოს ეკონომიკის
კონკურენტუნარიანობა: თანამედროვე გამოწვევები, თბილისი 2012;
➢ რ.ასათიანი, ს.ასათიანი, ბიზნეს-მენეჯმენტი და გლობალური კონკურენცია,
თბილისი 2009;
➢ მ.თეთრუაშვილი, ზ.თეთრუაშვილი, ი. თეთრუაშვილი, მთავარი სამიზნე-
მოთხოვნილების დაკმაყოფილება, გორი 2008;
➢ მაიკლ პორტერი, კონკურენცია, სანქტ-პეტერბურგი, 2000.

გამოყენებული ვებ-გვერდები

➢ https://www.mepa.gov.ge - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის


განვითარების სტრატეგია 2021-2027
➢ https://act-global.com/ - სურსათის უზრუნველყოფის ხილული საფრთხეები,
2021
➢ https://www.geostat.ge/ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
➢ https://matsne.gov.ge/ - განკარგულება N167 საქართველოს სოფლის მეურნეობის
განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
➢ https://www.statista.com/statistics/268168/globalization-index-by-country/
➢ https://forbes.ge
➢ https://honeyofgeorgia.com
➢ https://geoeconomics.ge

59

You might also like