You are on page 1of 74

ანოტაცია

საწარმოს მასშტაბების ზრდა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება


აუცილებელს ხდის დაგეგმვას მიკროდონეზე. საბაზრო ეკონომიკაში, კონკურენციის
მკაცრი კანონების პირობებეში, შეუძლებელია (ფირმის) საწარმოს ეფექტიანი
ფუნქციონირება ტექნიკურად დასაბუთებული პერსპექტიული და მიმდინარე
გეგმების და ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მოქმედი საწარმოს მოდერნიზაციის,
ახალი საწარმოს შექმნის, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ათვისების,
წარმოების მოცულობის ზრდისა და მოგების მიზნით ფულადი სახსრების
დაბანდების გარეშე.
ნაშრომში განხილულია ფინანსური ბაზრის მდგომარეობა ქვეყანაში, მოზიდულ
და სამამულო ინვესტიციებს შორის თანაფარდობა, ინვესტიციების ეფექტიანობის
ყველა ფაქტორი, ასევე შესწავლილია საინვესტიციო პროექტების განხორციელების
რისკის დონე.
საქართველოს ეკონომიკური განვთარების თანამედროვე მდგომარეობის
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო ნაკლებად მიმზიდველია
როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისათვის. ამიტომ ნაჭრომში
ნაჩვენებია თუ რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს
ნაკლებად მიმზიდველობას და შემოთავაზებულია გზები, რომლითაც შესაძლებელია
აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა.

i
Annotation
To widen the growth of Enterprise and speed up the scientific-technological progress
makes it necessary to plan in micro level. In a market economy, taking into consideration the
strict laws of competition, it is impossible (firm) for enterprise to work efficiently without
technically grounded prospective and current plans and without the enterprise
modernization inside and outside the country, without creating new enterprise, mastering
the latest techniques and technologies, the growth of production volume and investing of the
cash in order to make profit.
The paper deals with the financial market in the country, and the ratio of brought and
domestic investments, all factors of investments efficiency, also here is study about the risk
levels of investment project implementation.
Analysis of modern Georgian Economic Development shows that the country's
investment environment is less attractive for foreign investors as well as for local investors.
Therefore, the paper shows what factors lead the country’s investment environment to be
less attractive and suggests the possible ways to eliminate these problems.

ii
შინაარსი
შესავალი....................................................................................................................................... 5
თავი 1. საერთაშორისო კომპანიებში საინვესტიციო საქმიანობის კვლევის
თეორიული საფუძვლები.......................................................................................................... 7
1.1 ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი და მნიშვნელობა........................................... 7
1.2 საინვესტიციო საქმიანობის ფინანსირების უცხოური წყაროები და მათი
სტრუქტურა................................................................................................................................ 16
თავი 2. საერთაშორისო კომპანიების საინვესტიციო საქმიანობა გლობალურ
ეკონომიკაში............................................................................................................................... 26
2.1. საერთაშორისო კომპანიების განვითარება და როლი საერთაშორისო
ბიზნესში..................................................................................................................................... 26
2.2 ტნკ-ები მსოფლიო ვაჭრობისა და ინვესტირების პროცესებში.................................. 38
თავი 3 ჰუალინგ ჯგუფი და ჩინური ინვესტიციების გავლენა საერთაშორისო
ბიზნესზე..................................................................................................................................... 47
3.1 უცხოური ინვესტიციები საქართველოში...................................................................... 47
3.2 ჰუალინგ ჯგუფი.................................................................................................................. 49
3.3 ჩინური ინვესტიციის პრობლემები................................................................................. 63
დასკვნა........................................................................................................................................ 71
გამოყენებული ლიტერატურა................................................................................................ 74

iii
შესავალი
თემის აქტუალობა განპირობებულია მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის
დინამიკური პროცესის მიმდინარეობითა და მისი თანმდევი მოვლენების
განვითარებით. ეს პროცესები ვლინდება საერთაშირისო ეკონომიკური კავშირების
განხორციელების გზების ტრანსფორმაციითა და მათი ინტენსივობის ზრდით.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე
ტრანსნაციონალური კორპორაციები საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების
ძირითადი წარმმართველნი და გლობალიზაციის მთავარი სუბიექტები არიან.
მართალია, ხშირად მათ განიხილავენ, როგორც გლობალიზაციის პროცესების
შედეგს, მაგრამ საჭიროა დავინახოთ, რომ ისინი, თავის მხრივ, გლობალიზაციის
მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ.
მსოფლიოში საფონდო ბაზრებზე სადაზღვევო კომპანიები და საპენსიო
ფონდები ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეები არიან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს
ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით. ნაშრომის
მიზანია, საქართველოს სადაზღვევო სექტორის საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი
და მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, რათა გამოვლინდეს სადაზღვევო
კომპანიების საინვესტიციო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.
კვლევის მიზანი: ნაშრომის მიზანია, საერთაშორისო ურთიერთობების
თეორიებზე დაყრდნობით, საინვესტიციო საქმიანობის მენეჯმენტის შესწავლა.
საინვესტიციო საქმიანობებთან დაკავშირებით, განხილული იქნება საერთაშორისო
კომპანიები და მათი საქმიანობა, რაც პირდაპირ კავშირშია ინვესტირებასთან და
დაგვეხმარება უკეთ აღვიქვათ საკითხის აქტუალობა და განვახორციელოთ მიზნები.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ნაშრომში დასმულია და გადაწყვეტილია
შემდეგი ამოცანები:
 შესწავლილია საინვესტიციო საქმიანობის არსი და მისი ფინანსირების
მთავარი წყაროები;
 განხილულია საერთაშორისო კომპანიები და მათი უმთავრესი ნაწილი -
ტრანს ნაციონალური კორპორაციები;

4
 შევისწავლეთ ჰუალინგ ჯგუფის საინვესტიციო საქმიანობა
საქართველოში.
მეთოდოლოგია: აღწერითი კვლევის საფუძველზე მოხდა ინვესტიციების
თეორიული ბაზისის შესწავლა და საერთაშორისო საინვესტიციო მოდელების
განხილვა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებშიც მოხდა საქართველოში ჰუალინგ
ჯგუფის საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი და კომპანიის, როგორც
ინსტიტუციური ინვესტორის როლის განვითარების პერსპექტივების შეფასება.

5
თავი 1 საერთაშორისო კომპანიებში საინვესტიციო საქმიანობის
კვლევის თეორიული საფუძვლები

1.1 ინვესტიციების ეკონომიკური შინაარსი და მნიშვნელობა


ახალი ეკონომიკური სისტემის მშენებლობის პროცესში საქართველო
ურთულესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე
აღმოჩნდა. საუბარია სრულფასოვანი რეფორმის გატარებაზე, რომელიც
გულისხმობდა სტაბილიზაციას, ინფლაციის დაძლევას, საფინანსო-საბანკო სისტემის
გამყარებას და ეროვნული ვალუტის დამკვიდრებას.
ამ ამოცანების გადაწყვეტასთან ერთად, საქართველოში შეიქმნა საბაზრო
ეკონომიკაზე გადასვლისათვის და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი
პირობები. ამასთან, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარე ეტაპი სრულიად
ახლებურ მოთხოვნებს აყენებს საფინანსო და საკრედიტო სფეროების მიმართ.
კერძოდ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში საინვესტიციო პროცესების
სრულფასოვან განვითარებას, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება ქვეყნის
ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
ახალ ეკონომიკურ სისტემაში საინვესტიციო პროცესის ანალიზი შეუძლებელია
ინვესტიციის არსის განსაზღვრის გარეშე. მრავალი გამოკვლევის მიუხედავად, ამ
საკითხის მიმართ ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ერთიანი მეთოდურ-
თეორიული მიდგომა.
ჯ.მ. კეინსი ინვესტიციების განსაზღვრისას მკვეთრად უსვამს ხაზს მათ
თვისობრივ მახასიათებლებსა და ორგვარ ხასიათს. მისი აზრით, ინვესტიცია, ერთი
მხრივ, ასახავს დაგროვების მიზნებისათვის აკუმულირებული შემოსავლის სიდიდეს
ანუ განსაზღვრავს პოტენციურ საინვესტიციო მოთხოვნას, მეორე მხრივ,
წარმოადგენს დანახარჯს, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო წინადადების
რეალიზაციის შედეგად კაპიტალური ქონების მნიშვნელოვან ზრდას. უფრო
კონკრეტულად, ავტორის აზრით, ინვესტიციები არის საანგარიშო პერიოდში

6
სამეწარმეო საქმიანობის შედეგად კაპიტალური ქონების ღირებულების ზრდა, ასევე
შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც მოხმარებისათვის არ იყო გამოყენებული.
თანამედროვე პირობებისათვის უფრო შესაფერისი მოსაზრების მიხედვითაც
კეინსის სისტემაში ერთობლივი წარმოების და შემოსავლის რყევის მიზეზია
სასურველი საინვესტიციო ხარჯების სიდიდის ცვლილება. ამასთან, ავტორი
გვთავაზობს განმარტებას, რომლის მიხედვითაც ინვესტირება ნიშნავს გარკვეული
კეთილდღეობის ყიდვას იმ შემოსავლისათვის, რომლის მიღებასაც ჩვენ ველოდებით
მომავალში. შესაბამისად, ფირმა ახორციელებს ინვესტირებას, როდესაც ყიდულობს
დაზგებს, ზუსტად ისევე როგორც ინვესტიციების განხორციელება ხდება აქციების
ყიდვის შემთხვევაში.
ინვესტიციების ყველაზე უფრო განზოგადებული განსაზღვრება არის ის, რომ
იგი წარმოადგენს ინვესტირებული სახსრების მეშვეობით დღევანდელი
მოთხოვნილების დაკმაყოფილების გაცვლის აქტს მოთხოვნის სამომავლო
დაკმაყოფილებაზე, ანუ ინვესტიცია ნიშნავს: დღეს გაიმეტო ფული იმისათვის, რომ
მომავალში უფრო მეტი მიიღო.
ზოგადად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ინვესტიციები
განიხილება, როგორც გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ნებისმიერი (ფულადი
სახსრები, მიზნობრივი საბანკო ანაბრები, პაი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები,
ინტელექტუალური ფასეულობები და ა.შ.) ფორმით საკუთარ ქვეყანაში ან
საზღვარგარეთ, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამეწარმეო პროექტებში,
სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, ინოვაციურ პროექტებში მოგების მიღების
მიზნით დაბანდებიდან გარკვეული ვადის შემდეგ.
საქართველოს კანონმდებლობით „ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის
ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება
და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე
მთლიანად და უპირობოდ არის დაცული”.
ინვესტიციებში იგულისხმება ეკონომიკურ სისტემაში მოქმედი კაპიტალის
მოცულობის ზრდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიცია

7
წარმოადგენს სხვადასხვა ინსტრუმენტებით განხორციელებული გარკვეული
ხარჯების ერთიანობას აწმყოში და შესაძლო გაფართოებულ მოთხოვნას მომავალში.
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებობს ინვესტიციის ორგვარი
განსაზღვრა: პირველი, ეკონომიკური ანუ არსობრივი, რომლის მიხედვითაც
ინვესტიცია არის სამომავლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აქტი გაზრდილი
მოცულობით და მეორე, ტექნიკური, რომლის მიხედვითაც ინვესტიცია
დანახარჯების ჯამია. ორივე ეს ასპექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული
ერთმანეთთან და ურთიერთს განსაზღვრავს.
მიზანშეწონილი იქნება აქცენტი გაკეთდეს ინვესტიციების არსობრივ ხასიათზე.
ამ კატეგორიის ტექნიკური მხარე განსაზღვრავს მხოლოდ ფულადი ნაკადების
მოძრაობას ეკონომიკურ სისტემაში და არ ასახავს ამ სახსრების მოძრაობის არსს.
ამგვარად, ინვესტიცია ხანგრძლივვადიანი ინტერვალით განსაზღვრული
კაპიტალდაბანდებაა, სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, მომავალში
გაზრდილი მოთხოვნის მიღების მიზნით.
განსაზღვრა იმისა, რომ ინვესტიცია სახელმწიფო ეკონომიკური ზრდის
თვალსაწიერიდან წარმოადგენს არა იმდენად დანახარჯებს, რამდენადაც სამომავლო
კაპიტალდაბანდებას, დაგვეხმარება უფრო ოპტიმალურად წარიმართოს
საინვესტიციო პროცესი და მოძიებულ იქნას შესაბამისი ფინანსური რესურსები.
ამასთან, სამომავლო გაფართოებული მოთხოვნის სიდიდე პირდაპირ არის
დამოკიდებული მიმდინარე დროში საინვესტიციო დანახარჯების ეფექტიანობაზე.
როგორც ნებისმიერი სხვა ეკონომიკური კატეგორია, ინვესტიციაც იყოფა მარტივ
შემადგენლებზე, რომლებიც სრულად ასახავენ საინვესტიციო საქმიანობის
მნიშვნელოვან მახასიათებლებს და საშუალებას იძლევიან რეალურად იქნეს
შეფასებული მთელი პროცესის ხარისხი. კერძოდ, ინვესტიციები შეიძლება დაიყოს
შემდეგ ჯგუფებად: 1. დაბანდებები ძირითადი ფონდების შესაქმნელად ანუ
კაპიტალდაბანდებები. ხშირად ასეთ ინვესტიციებს პირდაპირ ანუ რეალურ
ინვესტიციებს უწოდებენ; 2. პორტფელური (საფინანსო) ინვესტიციები ანუ
დაბანდებანი ფასიანი ქაღალდების შესაძენად (აქციები, ობლიგაციები, სასესხო
ვალდებულებები და ა.შ.). აღსანიშნავია, რომ რეალური და პორტფელური

8
ინვესტიციები წარმოადგენენ ინვესტიციური ნაკადის ძირითად ქვესახეობას,
რომლებიც ნებისმიერ საბაზრო ეკონომიკაში არსებობენ. ინვესტირების ორივე
მეთოდი ძირითადად ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის განსხვავება კი დაბანდების
განხორციელების ხერხებში მდგომარეობს. ჩვენი აზრით, პირდაპირი და საფინანსო
ინვესტიციები საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ძირითად მეთოდებს
წარმოადგენენ.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფინანსური ინვესტიციები საქართველოში
საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც ინვესტიციებს და კაპიტალდაბანდებებს
ერთმანეთთან აიგივებდნენ. კაპიტალდაბანდების განმარტებათა ანალიზის
მიხედვით არსებობს რამოდენიმე კონცეფტუალური მიდგომა: პირველი,
კაპიტალდაბანდებათა ხარჯვითი კონცეფცია (კაპიტალდაბანდება წარმოადგენს
გარკვეული მიზნობრივი მიმართულების ხარჯების ერთობლიობას); მეორე,
კაპიტალდაბანდებათა სასესხო კონცეფცია (კაპიტალდაბანდება წარმოადგენს
საზოგადოების განვითარების ან მისი ცალკეული დარგების განვითარების რესურსს);
მესამე, კაპიტალდაბანდებათა მიზნობრივი კონცეფცია - გამოიყოფა არა მხოლოდ
ფულადი სახსრების ხარჯები, არამედ მოცემული დაბანდების (მატერიალურ-
ტექნიკური ბაზის შექმნა, ძირითადი ფონდების დაგროვება და განახლება) მიზნებიც;
მეოთხე, კაპიტალდაბანდებათა სინთეთიკური (შერეული) კონცეფცია
(კაპიტალდაბანდებათა ხარჯვითი ხასიათი უკავშირდება მოცემული ხარჯების
მიზნებს).
საფონდო ბაზრის გამოჩენასთან და საზოგადოებაში საბაზრო გარდაქმნის
დაწყებასთან დაკავშირებით კაპიტალდაბანდების მცნება ტექნიკურ განსაზღვრათა
რიგში გადავიდა. არსებობას განაგრძობს აგრეთვე ხარჯვითი კონცეფციაც:
კაპიტალდაბანდებები არის ინვესტიციები ძირითად კაპიტალში (ძირითად
სახსრებში), მათ შორისაა ხარჯები ახალ მშენებლობაში, გაფართოებაზე, მოქმედი
საწარმოების რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ გადაიარაღებაზე, მანქანების
აღჭურვილობის, ინსტრუმენტების, ინვენტარის შეძენაზე, საპროექტო-საკვლევ
სამუშაოებსა და სხვა საქმიანობაზე. ჩვენი აზრით, ასეთი განმარტება საკმაოდ
სრულად განმარტავს ამ კატეგორიას.

9
თანამედროვე პირობებში კაპიტალდაბანდების მაჩვენებელი უკვე არ ასახავს
ინვესტიციური შევსების მთელ სიღრმეს. სწორედ ამიტომ მართებულია მათი
განხილვა კაპიტალწარმომქმნელი ინვესტიციების სახით. ასეთი განმარტება უკვე
დამკვიდრებულია ჩვენს ქვეყანაში იმ საინვესტიციო ნაკადების სრულფასოვანი
შეფასებისათვის, რომლებიც აისახება ეკონომიკის რეალური სექტორის მუშაობაში.
აღნიშნული კატეგორია მოიცავს: ხარჯებს კაპიტალურ რემონტზე, ინვესტიციებს
მიწის ნაკვეთების შესაძენად, ინვესტიციებს პატენტების, ლიცენზიების,
პროგრამული საქონლის შესაძენად, ინვესტიციებს სამეცნიერო-კვლევითი და
საცდელ-საკონსტრუქტორო გეგმების შესამუშავებლად, საბრუნავი მატერიალური
საშუალებების რეზერვების შესავსებად.
ვიდრე ფინანსური ინვესტიციების არსზე ვისუბრებთ, მიზანშეწონილად
მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი
სახეობის ინვესტიციების განხილვა როგორიცაა ინტელექტუალური ინვესტიციები,
რადგან როგორც ნობელის პრემიის ლაურიატი დ. სტიგლიცი აღნიშნავს
პოსტსაბჭოური ეკონომიკური სივრცე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში
ხასიათდება ორი მნიშვნელოვანი შეცდომით, რომელთა შორის ერთ-ერთი არის
ინტელექტუალური კაპიტალის შემცირება, რასაც კადრების ემიგრაცია უდევს
საფუძვლად.
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება ინოვაციებს, ინოვაციურ
მეწარმეობას. იმისათვის, რომ მეწარმეებმა ბაზარზე კონკურენციას გაუძლონ უნდა
ჰქონდეთ ერთი მხრივ, უმაღლესი ხარისხის საქონელი და მეორე მხრივ, უფრო
მცირე, ვიდრე სხვა მეწარმეებს, ინდივიდუალური დანახარჯები.
ინტელექტუალური ინვესტიციების ეკონომიკური არსი მდგომარეობს მათ
შესაძლებლობაში: პირველი, კაპიტალის აღწარმოების სფეროში მინიმალური
დანახარჯებით და დაბანდებული კაპიტალის სწრაფი უკუგებით განახორციელონ
უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა; მეორე, მშენებარე და რეკონსტრუქციას
დაქვემდებარებული ობიექტების მატერიალიზაცია და დაფინანსება; მესამე, მოქმედ
საწარმოებში ოპტიმალურ ვადაში წარმოების საშუალებების აღწარმება; მეოთხე,
დაბანდებული თანხების მაღალი ანაზღაურებადობის უზრუნველყოფა.

10
სახსრების ინვესტირების მეორე მეთოდია ფინანსური ინვესტიციები, რომელიც
წარმოადგენს ფულადი კაპიტალის სახეშეცვლილ ფორმას. ფულადი კაპიტალი
იწყებს და ასრულებს სამრეწველო კაპიტალის წრებრუნვას. თავდაპირველად მისი
ინვესტირება ხდება კაპიტალის შესაქმნელად წარმოების საშუალებების შესაძენად და
მუშახელის დასაქირავებლად. ინვესტირების დასრულების ეტაპზე ის გამოდის
როგორც ერთობლივი ღირებულება, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენს
კაპიტალის წარმოების პროცესის ახალი ციკლის ინვესტირება. ინვესტირების ახალ
ციკლში ჩართვამდე წარმოებული კაპიტალის ნაწილის რეალიზება ხდება
მიმოქცევის სფეროში, ფულადი ფორმის მიღებით. ამ კაპიტალის ნაწილის
ინვესტირება ხორციელდება უშუალოდ მოცემულ საწარმოში და ფინანსური
ინვესტიციების ბაზარზე მოხვედრის შედეგად გარდაიქმნება სასესხო კაპიტალად.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სასესხო კაპიტალის ბაზრის როლი
მეტად მნიშვნელოვანია და გამოირჩევა ზრდის ტენდენციით.
ფინანსური ბაზარი ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარი ეს არის ფინანსური
აქტივების გაცვლის მექანიზმი ფასიანი ქაღალდების გამყიდველებისა და
მყიდველების ერთ ადგილზე თავმოყრის შემდეგ. ასეთ მიდგომას შეიძლება
ვუწოდოთ ფუნქციურ-ტექნიკური მიდგომა, რომელიც არ ასხავს ფინანსური ბაზრის
მთელ არსს. ფინანსური ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაერთიანებით
უყურადღებოდ რჩება სხვა ფულადი დინებები, რაც ხელს უშლის ეკონომიკური
პროცესების სრულფასოვან ობიექტურ ანალიზს.
ფინანსური ბაზრის ძირითად შინაარს საკმაოდ კარგად განსაზღვრავს შემდეგი
მოსაზრება: ფინანსური ბაზრები ეს არის მექანიზმი, რომელიც გარიგებათა
დასადებად ერთმანეთს აკავშირებს ფულის მაძიებლებსა და მათ მფლობელებს.
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში საინვესტიციო პროცესი იმათი შეხვედრის
მექანიზმია, ვინც ფულს სთავაზობს (ვისაც დროებით თავისუფალი სახსრები აქვს)
და ვინც ფულზე მოთხოვნას გამოთქვამს (ვისაც ფულზე აქვს მოთხოვნა). Eეს ორი
მხარე, როგორც აღვნიშნეთ, ერთმანეთს ხვდება საფინანსო ინსტიტუტებში ან
საფინანსო ბაზარზე. ზოგჯერ, კერძოდ, ქონებრივ ფასეულობებზე (მაგალითად,

11
უძრავ ქონებაზე) გარიგებებს გამყიდველები და მყიდველები პირდაპირ დებენ
შუამავლების გარეშე.
ფინანსური ბაზრის არსის სრულად განსაზღვრისათვის აუცილებელია შევეხოთ
ფინანსური ბაზრის სტრუქტურას, რომელიც მოიცავს ორ შემადგენელ ნაწილს:
ფასიანი ქაღალდების (ან საფონდო ბაზარს) და სასესხო კაპიტალის (საკრედიტო
ფულადი რესურსების) ბაზარს.
ფასიანი ქაღალდების არსი უფრო სრულად შეიძლება გამოიხატოს მისი
საინვესტიციო და სამობილიზაციო ნაწილების ურთიერთშეთანხმებით. ინვესტიცია
და მობილიზება ერთი პროცესის ორი მხარეა. ამასთან, საინვესტიციო შემადგენელი
წინა პლანზე იმყოფება, ვინაიდან სწორედ მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას.
ინვესტიციის მოთხოვნა წარმოშობს დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების
შემოთავაზებას. გარდა ამისა, ცნობილია რომ საინვესტიციო საქმიანობის წყარო
შეიძლება იყოს არა მარტო ნასესხები, არამედ საკუთარი და ასევე სახელმწიფო
სახსრები. მობილიზებაზე საუბრის დროს პირველ რიგში იგულისხმება დროებით
თავისუფალი დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც წარმოადგენს საინვესტიციო
პროცესის ფულადი რესურსების მხოლოდ ნაწილს. შეიძლება ითქვას, ფულადი
რესურსების მოძრაობის პროცესი იწყება მობილიზებით და მთავრდება
ინვესტიციების განხორციელებით, თუმცა ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ეს
პროცესი იწყება ინვესტირებით და მთავრდება მობილიზებით.
აღნიშნულ პროცესს შეიძლება დავაკვირდეთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის
მონაწილეების მაგალითზე. ბანკი, რომელიც აბანდებს სახსრებს საფონდო
ინსტრუმენტებში, ახორციელებს ინვესტიციებს, ხოლო მოცემული ვალდებულების
ემიტენტი ახორციელებს ფინანსური რესურსების მობილიზებას. შეიძლება ითქვას,
რომ მობილიზება და ინვესტირების პროცესი ერდროულად მიმდინარეობს, თუმცა
ფინანსური ბაზრის სხვადასხვა მონაწილეების თვალსაწიერიდან ეს პროცესები
განსხვავებულად გამოიყურება. საფინანსო ბაზრის ორ პოლარულ წერტილს შორის
მოძრაობის პროცესში ფულადი სახსრები გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან.
ფულადი სახსრები მსესხებლის ხელში მობილიზაციის შემდეგ გადიან განაწილების
(გადანაწილების) ეტაპს ფულადი სახსრების მოძრობის საშუალებით, რომლის

12
დროსაც ისინი კარგავენ კავშირს საკუთარ „წყაროსთან” და კარგავენ პიროვნულ
ნიშნებს. ამასთან, ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით მობილიზებული სახსრები
გარდაიქმნება ფულად ნაკადებად და ინვესტიციების ბაზრის გავლით მიემართებიან
იმ დარგებსა და რეგიონებში, რომლებშიც დაბანდება ყველაზე ეფექტური იქნება.
როგორც ცნობილია, საფონდო ბაზარზე ფულადი სახსრების მოძრაობის მიზანს
წარმოადგენს ინვესტიციები. საინვესტიციო პროცესის ერთ-ერთი მიზანია სახსრების
დაბანდება რეალურ სფეროში. ამასთან, ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას
უთმობენ მოგების მომტან მოკლევადიან პროექტებს, ანუ სპეკულაციებს.
როდესაც საუბარია საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ აქტუალური
ხდება რისკ-ფაქტორების გაანალიზების საკითხი. ინვესტიციების მოსალოდნელი
შედეგების შეფასებისას გამოიყენება:
„სუფთა დღევანდელი ღირებულების” მეთოდი, რომლითაც განისაზღვრება
მომავალში მოსალოდნელი შემოსავლების დღევანდელი ღირებულება;
„უკუგების საპროცენტო განაკვეთი”, როდესაც პროექტზე გაწეული
დანახარჯები ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მისაღები შედეგების მიხედვით
დგინდება;
ინვესტიციის „ამოღების” მეთოდი, რომლის დროსაც განისაზღვრება
ინვესტიციაზე გაწეული დანახარჯების ამოღება;
ძირითადი რისკის ფაქტორები, რომლებიც დგანან ინვესტორის წინაშე
კაპიტალდაბანდების განხორციელებამდე, შეიძლება შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს:
ეკონომიკური რისკი - რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ქვეყნის
ეკონომიკურ სტრუქტურაში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების
შედეგად, და ალბათობა იმისა თუ რამდენად მოახდენს ეს ცვლილებები გავლენას
ინვესტიციის მოსალოდნელ უკუგებაზე.
ტრანსფერის რისკი - როგორია კაპიტალის გატანის შესაძლებლობა ქვეყნის
გარეთ.
ინფლაციის რისკი - ინფლაციის არსებული და საპროგნოზო მაჩვენებლები
განსაზღვრავენ გადახდისუნარიანი მოთხოვნის არსებობას და გასაღების ბაზრების
ფუნქციონირებას.

13
ადგილმდებარეობის რისკი - იმ უარყოფითი შედეგების ერთობლიობა,
რომელთაც შეიძლება თავი იჩინონ რეგიონში;
სუვერენული რისკი - ძირითადად უკავშირდება საგარეო ვალების
მომსახურებას და იმის საშიშროებას, რომ მთავრობა ვერ გაისტუმრებს სახელმწიფო
ვალებს.
პოლიტიკური რისკი - დაკავშირებული ქვეყნის შიგნით მოსალოდნელ
სამოქალაქო არასტაბილურობასთან.
ინვესტიციების ეკონომიკური არსის დახასიათების შემდეგ, მეტად
მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის ეტაპები, რომლებსაც გადიან ინვესტორები
სახსრების დაბანდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: პირველი
ეტაპი, მიმართულია კაპიტალის სწრაფი ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია იმ
ფაქტთან, რომ ინვესტიციების განხორციელების საწყის ეტაპზე ინვესტორებს,
როგორც წესი, აქვთ შეზღუდული რაოდენობის თანხები, ამიტომაც მიისწრაფიან
სახსრების სწრაფი მიღებისაკენ დროის შედარებით მოკლე განაკვეთში; მეორე ეტაპი,
რომლის განმავლობაშიც მნიშვნელოვანი ხდება კაპიტალის ზრდის ხარისხი და
ინვესტიციისაგან მიმდინარე შემოსავლის მიღება; მესამე ეტაპი, მოიცავს კაპიტალის
შენარჩუნებასა და მდგრადი და ამასთან მაღალი შემოსავლის მიღებას.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციების ძირითადი ეტაპების
კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს ამ პროცესის სახელმწიფო
რეგულირების მიმართულებები. მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ
მიმდინარე და საპროგნოზო ეტაპებზე მაკროეკონომიკური პარამეტრების დაგეგმვა
დამყარებულია ორ მთავარ ფაქტორზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების ზრდა. ეს პროცესი განმტკიცებული უნდა იქნეს
ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი ცვლილებებით, სტრუქტურული და
ინსტიტუციური რეფორმებით, რამეთუ ეკონომიკის დროებითი გამოცოცხლების
საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნეს გრძელვადიანი ზრდა საფინანსო-საბანკო
სისტემის მონაწილეობით. [ალექსანდრე სიჭინავა - ინვესტიციები 2010 (45)]

14
1.2 საინვესტიციო საქმიანობის ფინანსირების უცხოური წყაროები
და მათი სტრუქტურა
უცხოური კაპიტალის მოზიდვა დამახასიათებელია ნებისმიერი ეკონომიკური
სისტემისათვის. XX საუკუნის ბოლოს მსოფლიო ეკონომიკაში უცხოური
ინვესტიციების ზრდამ ძალზედ მაღალი აქტივობით იჩინა თავი. 1980-1997 წლებში
მარტო პირდაპირი ინვესტიციების საშუალო წლიური მატების ტემპი 13%-ს
შეადგენდა, მაშინ, როცა მსოფლიო ექსპორტი და მთლიანი შიდა პროდუქტი ამავე
პერიოდში 7-7%-ით იზრდებოდა. 1998-2000 წლებში პირდაპირი ინვესტიციების
საშუალო წლიურმა ზრდამ თითქმის 50% შეადგინა და 2000 წლის განმავლობაში პიკს
- 1,5 ტრლნ აშშ დოლარს, მიაღწია. თუმცა, 2001 წლისათვის ეს მაჩვენებელი თითქმის
განახევრდა და 729,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც სავარაუდოდ 90-იან წლებში
რუსეთში, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში განვითარებულ ფინანსურ
კრიზისებს უკავშირდება. ამასთან, მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილებამ
დაადასტურა, რომ უცხოური კაპიტალის ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის
სამსახურში ჩაყენება მხოლოდ საინვესტიციო ნაკადების სწორი მართვის
საფუძველზეა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, უცხოელი ინვესტორი კაპიტალურ რესურსებს აბანდებს
მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებიც თავის მხრივ
ადგილობრივი ინვესტორის ნდობითაც ხასიათდებიან. აქედან გამომდინარე,
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ როდესაც საუბარია საქართველოში
უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი შემოსვლა ქვეყანაში
მოხდება მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის რეალურად ამოქმედების პირობებში.
ამის დასტურად გადავხედოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობასა და განაწილების სტურქტურას, საიდანაც ჩანს, რომ პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების ძირითადი წილი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე
მოდის და 2002 წელს მთლიანობაში 75% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი
გაცილებით დიდი იყო წინა წლებთან შედარებით.

15
შესაბამისად დიდია იმ ფინანსური ნაკადის რაოდენობა, რომელიც
განვითარებულ ქვეყნებს უბრუნდებათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
განხორციელების შედეგად - 93% 2002 წელს.
მთლიანობაში აღებული, მოყვანილი შედარებებიდან გამომდინარე, არ
შეიძლება ითქვას, რომ განვითარებადი სამყაროს ქვეყნებისათვის პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების განხორციელებას გარდამტეხი ცვლილებების შეტანა
შეუძლია იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც განვითარებად და განვითარებულ
სამყაროს შორის არსებობს.
აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია ორმაგ სარგებელზე, რომელსაც
ინვესტიციების განხორციელებით ღებულობს, როგორც ინვესტორი, ასევე ქვეყანა,
სადაც ეს ინვესტიციები იქნა ჩადებული, უნდა გვახსოვდეს, რომ სარგებელი,
რომელსაც იღებს ინვესტორი გაცილებით დიდია, ვიდრე სარგებელი რომელსაც
ღებულობს განვითარებადი ქვეყანა.
მართლაც, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოური ინვესტიციების შედეგად
განვითარებად ქვეყნებში ხდება ისეთი საქონლის წარმოების დანერგვა, რომელთაც
მოჭმული აქვთ საკუთარი სასიცოცხლო ციკლი, შემოდის მოძველებული
ტექნოლოგიები და ა.შ., რაც ბუნებრივია არ უწყობს ხელს ინვესტიციების მიმღები
ქვეყნის ხანგრძლივვადიან ეკონომიკურ ინტერესებს.
რა თქმა უნდა ზემოთ აღნიშნული არ უნდა იქნას გაგებული ცალსახად.
საინვესტიციო პროცესებს და მათ შორის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭიროა გავითვალისწინოთ განვითარებადი
სამყაროს მრავალფეროვანი სპექტრი და ამის საფუძველზე შემუშავდეს ის
საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიზიდავს საჭირო ინვესტიციებს საჭირო
პირობებით კონკურენტულ გარემოში.
განვითარებად ქვეყნებში, სადაც არსებობდა მკაცრი შეზღუდვები უცხოური
კაპიტალის მონაწილოებაზე ქვეყნის ეკონომიკაში, საინვესტიციო პოლიტიკა
სრულიად შეიცვალა ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის პროცესში უცხოური
ინვესტიციების ჩართვის მიმართულებით, რასაც თან მოჰყვა ამ ტიპის ინვესტიციების

16
რეგულირების რეჟიმების უპრეცედენტო ლიბერალიზაცია. ამ პროცესის მიღმა ვერ
დარჩნენ ვერც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და მათ შორის საქართველო.
ქვეყანამ უცხოურ ინვესტიციებს ფართოდ გაუღო ეროვნული ეკონომიკის იმ
დარგებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომლებსაც მანამდე ქვეყნის ეკონომიკური
უსაფრთხობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ მინიჭებული
(ენერგეტიკა, პორტები, კომუნიკაციები და ა.შ.).
თუმცა, საერთო ლიბერალიზაცია უცხოური ინვესტიციების რეგულირების
საქმეში უკვე არასაკმარისია, განვითარებადი ქვეყნების საინვესტიციო სასტარტო
პირობების იდენტურობის გამო. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებში სულ
უფრო მწვავედ დგება ახალი მიდგომების შემუშავება უცხოური ინვესტიციების
მოსაზიდად, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას დააძლევინებს არსებულ კონკურენციას
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბაზარზე.
ამ კონკრეტულ ბაზარზე, ქვეყნაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში
განსაკუთრებული როლი ენიჭება საინვესტიციო გარემოს შეფასებას, რომელშიც
ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგისა და სახელმწიფო ვალის
მოცულობის განსაზღვრა. სარეიტინგო კომპანიები საკრედიტო რეიტინგის
მინიჭებისას ეყრდნობიან მეთოდიკას, რომლის მიხედვითაც ქვეყნების მთავრობები
იღებენ შეფასებას სპეციალური შკალის მიხედვით.
ძირითად ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომელსაც სარეიტინგო
კომპანიები იყენებენ რეიტინგის დადგენისას, მიეკუთვნებიან:
პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობა და მოსახლეობის ფართო მასების
მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში;
მოსახლეობის შემოსავლებისა და ქვეყნის ეკონომიკის ორგანიზაციული
სტრუქტურა;
საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი ელასტიურობის ხარისხი;
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ინფლაციური წნეხის განმსაზღვრელი
ფაქტორები;
სახელმწიფო და კერძო სექტორის დავალიანების (ვალის) პარამეტრები და მისი
მომსახურების ისტორია.

17
რეიტინგის დადგენის მეთოდიკა მოიცავს კვლევებს სხვადასხვა
მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს.
ერთ-ერთი ცნობილი საკრედიტო სააგენტო - Standard&Poor's - რეიტინგის
მინიჭებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ვალების
მომსახურებას.
უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციებს შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ
არსებობს, რადგანაც საინვესტიციო ნაკადების დინების ძირითადი კანონები
საერთოა ამ პროცესის ყველა მონაწილისათვის, როგორც რეზიდენტებისთვის ასევე
არარეზიდენტებისთვის. ამასთან, განუვითარებელი შიდა საინვესტიციო ბაზრის
მქონე ქვეყნებისთვის ძნელია გარე წყაროებიდან დამატებითი სახსრების მოზიდვა.
რაც შეეხება განვითარებულ სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკასაც ახასიათებს
კაპიტალის გარკვეული სიჭარბე, ისინი წარმოადგენენ უცხოური ინვესტიციების
ყველაზე დიდ იმპორტიორებს.
ადგილობრივი კაპიტალის მობილიზება შესაძლებელია ისეთი ნაბიჯების
განხორციელებით, რომლებიც ზემოქმედებენ მოთხოვნის მოცულობაზე, დაბეგვრის
რაოდენობაზე, შიდა სესხების მიმზიდველობასა და უმუშევრობის შემცირებაზე.
გარე წყაროებიდან სახსრების მიღება შესაძლებელია უცხოური საინვესტიციო
კაპიტალის სახით, სამომხმარებლო იმპორტის შემცირებითა და ვაჭრობის პირობების
გაუმჯობესებით. კავშირი ამ წყაროებს შორის შეიძლება გამოსახულ იქნას შემდეგი
ტოლობით:
(I + G) - (S + T) = (M - X)
(I - ინვესტიცია, G - სახელმწიფო ხარჯები, S - დანაზოგები, T - საგადასახადო
მოსაკრებელი, M - იმპორტი და X- ექსპორტი)
ამ ტოლობიდან, ასევე ჩანს კავშირი განვითარებადი ქვეყნის რესურსების
უკმარისობასა (როგორიც არის მაგალითად საქართველო) და უცხოური ვალუტის
უკმარისობას შორის. ისეთ ვითარებაში, როდესაც განვითარებადი ეკონომიკის
ქვეყანა საინვესტიციო და სახელმწიფო საჭიროებებისთვის უფრო მეტს ხარჯავს,
ვიდრე იღებს გადასახადებიდან და მოსახლეობის ანაბრებიდან, წარმოიშობა
რესურსების შიდა უკმარისობა, რომელიც სახელმწიფოს საგადამხდელო ბალანსში

18
უარყოფით სალდოს განაპირობებს. აღნიშნული ეს დასკვნა გამომდინარეობს
ეროვნული შემოსავლის ანალიზიდან - ეროვნული შემოსავალი C+I+G+X-M, სადაც C
მოხმარებაა) მისი შემადგენელი წყაროების ჯამის ტოლი უნდა იყოს. რესურსების
შიდა დისბალანსი უცხოური ვალუტის გარე დისბალანსში გადადის, ამასთან,
რესურსების უკმარისობა იმპორტით ივსება, ხოლო უცხოური ვალუტის უკმარისობა
კი (რომელიც მათ შესაძენად იხარჯება), უცხოური კაპიტალის შემოდინებით
შეივსება. ამგვარად, განვითარებად ქვეყნებს უცხოური ვალუტა, პირველ რიგში,
სჭირდებათ უცხოური საინვესტიციო საქონლისა და მომსახურეობის შესაძენად.
ყოველივე აღნიშნული საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამგვარ
ვითარებაში ყველაზე ეფექტური იქნება ეროვნული ეკონომიკის განვითარება
ექსპორტის ჩანაცვლების პოლიტიკით, რაზედაც ნათლად მეტყველებს სხვადასხვა
ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევები. კერძოდ, ეროვნული წარმოების
განვითარებისათვის, ექსპორტით იმპორტის ჩანაცვლებამდე, დიდი მნიშვნელობა
აქვს ექსპორტის სტიმულირებას. მაგალითად, ჩვენი ქვეყნისთვის არატრადიციული
საქონლის ექსპორტის წახალისება - ნედლეულის ექსპორტიდან საწარმოო
პროდუქციის ექსპორტისაკენ, მანამდე იმპორტირებული სამრეწველო საქონლის
წარმოებაზე გადასვლა პროტექციონისტული პოლიტიკის შემოღებასთან ერთად.
ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა საინვესტიციო
გარემოს გაუმჯობესებით ექსპორტის სტიმულირების მეშვეობით მიზანშეწონილია
იმდენად, რამდენადაც:
იმპორტის ჩანაცვლება უცხოური ვალუტის ეკონომიას ახდენს, ხოლო
ექსპორტის ჩანაცვლება მას გამოიმუშავებს;
ნებისმიერი საქონლის შიდა ბაზარი მსოფლიო ბაზარზე მცირეა, რომელიც
იძლევა მასშტაბების დიდ ეკონომიას, ცოდნის განახლების შესაძლებლობას და
ჯანსაღ კონკურენციას;
ექსპორტის ჩანაცვლება მოიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციას იმპორტის
პროტექციონისტულ ჩანაცვლებასთან შედარებით;
უფრო ეფექტურად გამოიყენება შიდა რესურსები (აღარ არსებობს ჭარბი
რესურსების უდიერი მომხმარების სტიმულები);

19
მსუბუქდება საგარეო ვალის უღელი, უმჯობესდება მისი მომსახურების
მაჩვენებლები და იზრდება საგარეო სესხების შესაძლებლობანი.
გარდა აღნიშნულისა, იმპორტის ჩანაცვლება ქვეყანაში გამოიწვევს ნაკლებად
მიმზიდველი ან ისეთი დარგების განვითარებას, რომელთაც ნაკლები შანსი ჰქონდათ
კონკურენციაში უპირატესობის მისაღწევად. მართალია პროტექციონიზმს შეუძლია
ამ დარგებს მისცეს შიდა ბაზარი, მაგრამ შიდა მწარმოებელი ვერ შეძლებს
უპირატესობის მოპოვებას საერთაშორისო ბაზრებზე, ამასთანავე ეს დარგები ძალიან
მგრძნობიარე იქნებიან ეკონომიკური ციკლებისა და სავალუტო რყევების მიმართ.
ეროვნულ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა დამოკიდებულია
ქვეყნის ეკონომიკის მიმზიდველობაზე, რაც განაპირობებს უცხოელი ინვესტორის
მიერ კაპიტალური დაბანდებების განახორციელებას სხვადასხვა მიმართულებით,
ეროვნულ, რეგიონალურ, საერთაშორისო პროექტებში.
უცხოური ინვესტიციები ძირითადად შეიძლება დაიყოს პირდაპირ და
პორტფელურ ინვესტიციებად. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოსილნი
არიან გარკვეული სტაბილურობის ელფერით, ვინაიდან ისინი ხელს უწყობენ
საინვესტიციო პროცესების აქტივობას, მართვისა და მარკეტინგული სრულყოფილი
მეთოდების დანერგვას, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის ზრდას,
საექსპორტო მრეწველობის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვას,
ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვ., რისი თქმაც ნაკლებად შეიძლება
პორტფელურ ინვესტიციებზე. თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
შემთხვევაში კაპიტალის გატანა მყისიერად შეუძლებელია, პორტფელური
ინვესტიციების დროს კაპიტალის მოძრაობამ შეიძლება დიდი უწესრიგობები
გამოიწვიოს მსოფლიო ეკონომიკაში, ვინაიდან მოგების მაღალი განაკვეთის ძიების
პროცესში მათ შეუძლიათ სწრაფად გადაინაცვლონ ერთი ქვეყნიდან მეორეში და
ამრიგად გამოიწვიონ საკმაოდ მძიმე ფინანსური შედეგები იმ ქვეყნებში, რომლებსაც
ისინი დატოვებენ.
უცხოური კაპიტალის შემოდინების სტიმულირების უზრუნველყოფისათვის
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ნაბიჯებს: პირველი, ქვეყნის, მისი
ცალკეული რეგიონებისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საინვესტიციო

20
შესაძლებლობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; მეორე, პროექტების დაფინანსების,
მიწების გამოყოფის და სხვა მოსახერხებელი სქემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;
მესამე, პროტექციონისტული ტარიფები იმ საქონელზე, რომელსაც აწარმოებს
უცხოელი ინვესტორი; მეოთხე, საინვესტიციო პროექტისათვის საჭირო ძირითადი
საშუალებების იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლება; მეხუთე, „სავალუტო
კორიდორის” შემოღება, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს ეროვნული
ვალუტის გაცვლით კურსს; მეექვსე, საგადასახადო შეღავათები; მეშვიდე,
საკანონმდებლო გარანტიები.
ზევით აღნიშნული უცხოური კაპიტალის შემოდინების სტიმულირების
მეთოდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ინვესტიციებით გამოწვეული საერთო
შემოსავალი ინვესტორის შემოსავალზე დიდია. თუ უცხოური ინვესტიციები
ზრდიან ეროვნული ეკონომიკის მწარმოებლურობას, მაშინ ნამეტი პროდუქცია
ნაწილდება შემდეგ სუბიექტებზე:
ინვესტორზე, რომელიც იღებს თავის წილ შემოსავალს დივიდენდების, მოგების
ანარიცხების, ლიზინგის ან სხვა სახით;
დაქირავებულ პერსონალზე (სამუშაო ძალა), რომელიც იღებს საკუთარი შრომის
საფასურს. როგორც საქართველოს მაგალითზე ჩანს, უცხოური კაპიტალით შექმნილ
საწარმოებს გაცილებით ნაკლები დავალიანება გააჩნიათ აუნაზღაურებელი
ხელფასების სახით;
სასაქონლო ბაზრის გაჯერება, როგორც წესი, იწვევს ფასების შემცირებას. აქედან
გამომდინარე, მოგებას იღებს ყველა მომხმარებელი, ამ ქვეყნის რეზიდენტები;
წარმოების გაფართოება, დაქირავებულ პერსონალზე ხელფასების გაცემა
სადაგადასახადო შემოსავლების ზრდის საფუძველზე იწვევს სახელმწიფო ხაზინის
შევსებას.
მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ არსებობს ინვესტიციების
სტიმულირების მეორე მხარეც. კერძოდ, ქვეყანაში, ან მის რეგიონში სტიმულების
ზრდა, სავარაუდოდ, კონკურენტების შესაბამის რეაქციას გამოიწვევს და სხვა
ქვეყნებიც ადეკვატურ წამახალისებელ ნაბიჯებს გადადგამენ. მეტიც, სტიმულების
ზრდის დროს რეგიონმა შეიძლება გადააჭარბოს და შემოსავლის ის ნაწილი

21
დაიკარგოს, რომელსაც იგი მიიღებდა კაპიტალდაბანდებების იგივე დონის
შენარჩუნების შემთხვევაში. ამიტომ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ საინვესტიციო
გარანტიები მართალია აჩერებს ანტისტიმულების წარმოშობას, მაგრამ არ ზრდის
საინვესტიციო ნაკადს რეგიონალურ ეკონომიკაში.
უცხოური კაპიტალის მოზიდვა ძირითადად დამოკიდებულია მოგების
მიღებისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება
საგადასახადო სტიმულებს, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, უცხოელი ინვესტორი
უფრო მეტად დაინტერესებულია მოგების მიღებით, ვიდრე მოგებაზე საგადასახადო
სტიმულების მოპოვებით. ამის გამო, საგადასახადო შეღავათები არ წარმოადგენს
ინვესტიციის მოზიდვის უმთავრეს სტიმულს, ისინი უფრო აუცილებელი პირობაა
ასეთი სტიმულების წარმოქმნისათვის. საინვესტიციო პირობების გაუარესებისა და
ექსპროპრიაციისაგან დაზღვევის გარდა, უცხოური კაპიტალის ექსპორტიორი,
ითხოვს გარანტიას შიდასახელმწიფოებრივი რისკებისგან დასაცავად. ინვესტიციის
მიმღებ ქვეყანას შეუძლია საწყის ეტაპზე ინვესტორს დაუთმოს პროექტის
განხორციელების ასპრონცეტიანი უფლება, თუმცა მომავლისათვის მოითხოვოს
პროექტის განვითარებაში ქვეყნის შიდა კაპიტალისა და ეროვნული რესურსების
თანდათანობით ჩართვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო სტიმულების სიჭარბემ შეიძლება
უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, უცხო ქვეყნის ფირმას, რომელიც
ახორციელებდა საინვესტიციო პროექტს ბრაზილიაში, ამაზონიის რეგიონში
კანონმდებლობით ჰქონდა უფლება ამ პროექტში რეინვესტირების სახით ჩაედო იმ
თანხის ნახევარი, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში უნდა შესულიყო გადასახადების
სახით. ფირმამ ისარგებლა ამ ვითარებით და შემოსავალს იღებდა იმ ფულიდან,
რომელიც სხვა შემთხვევაში ქვეყნის საკუთრება იქნებოდა. რა თქმა უნდა,
სახელმწიფოსთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა რომ ფირმას წილი ერთობლივი
შემოსავლიდან მიეღო, თუნდაც მთლიანად გაუქმებულიყო მის საქმიანოვბაზე
დაწესებული გადასახადები.
საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას შეიძლება სერიოზული
წინააღმდეგობა შეუქმნას სავალუტო შეზღუდვებმა და კაპიტალის ფორმირებაზე

22
დაწესებულმა სახელმწიფო კონტროლმა, რის გამოც არარეზიდენტებს ხელი არ
მიუწვდებათ ადგილობრივ საფინანსო ბაზრებთან, მცირდება კაპიტალისა და
დივიდენდების რეპატრიაციის შესაძლებლობა, იზღუდება ადგილობრივი ფირმის
საწესდებო კაპიტალი, რომელშიც შეიძლება მონაწილეობდეს უცხოელი ინვესტორი.
თუმცა, ასეთი შეზღუდვების არ არსებობა ასუსტებს კონტროლს უცხოური
კაპიტალის მოძრაობაზე. კომპრომისი ამ საკითხში უშუალოდ გარიგებების დროს
უნდა მოიძებნოს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისის არ არსებობაზე
მეტყველებს საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებული უცხოური კაპიტალის
მოცულობა. მართლაც, საქართველოს ეკონომიკაში საინვესტიციო
დაბანდებებისათვის დამახასიათებელი მაღალი რისკის გამო, არ შეიძლება დიდი
იმედი გვქონდეს საერთაშორისო კაპიტალის მოზღვავებასთან დაკავშირებით.
მართალია, ამ ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები არსებული
ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელადაა მიმართული, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური
სიტუაციის შესაძლო არასტაბილურობა (მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენის პროცესების დაწყება) კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი წინაღობაა
საერთაშორისო კაპალდაბანდებების განხორციელების გზაზე. გარდა ამისა, როგორც
უახლოესი წარსულის ანალიზი ცხადყოფს, საერთაშორისო დახმარებები ქვეყანაში
არარაციონალურად ნაწილდებოდა ან უბრალოდ იტაცებდნენ პირადი გამდიდრების
მიზნით. აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი საიმედო გზა არის
სახელმწიფოებრივი მოწყობის პრობლემის დაუყოვნებელი გადაჭრა და პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომლებიც თავად წარმოადგენენ რეალურად
მომუშავე ფინანსურ დაბანდებებს ქვეყნის ეკონომიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სასურველი რაოდენობითა და გრძელვადიანი
მოცულობით განუხორციელებელ რეალობად დარჩება.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას,
რომ ეკონომიკური მაჩვენებლები უცხოური ინვესტიციების მოზიდვის
განმსაზღვრელი ფაქტორი არა არის, რადგანაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის

23
პოლიტიკურ სტაბილურობას ენიჭება. საინვესტიციო ნაკადის სიდიდეზე ასევე
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მზადყოფნა, გაყიდოს არსებული აქტივები.
ამრიგად, ყოველივე აღნიშნული საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დიდი მნიშვნელობა ენიჭება: პირველი,
ეროვნულ ეკონომიკაში არსებულ დაგროვების დონესა და ეროვნული ინვესტორის
აქტივობას; მეორე, უცხოური ინვესტიციების კონკურენტულ ბაზარზე ფრთხილი და
ამასთანავე ნოვატორული მიდგომების გამოყენებას; მესამე, ისეთ ეკონომიკურ
გარემოს, სადაც მესაკუთრეს (მისი მოქალაქეობის მიუხედავად) გააჩნია კაპიტალის
დაცვისა და ზრდის გარანტიები. ხოლო რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების
რეგულირებას მათი მოზიდვის შემდეგ, აუცილებელია ისეთი ზომიერი მიდგომების
შემუშავება, რომელიც თანაბრად იქნება მისაღები, როგორც უცხოელი ინვესტორის,
ასევე ქვეყნის ინტერესებისათვის. [ვ.ასლეპოვა- საინვესტიციო ფსიქოლოგია 2002
(89)]

24
თავი 2. საერთაშორისო კომპანიების საინვესტიციო საქმიანობა
გლობალურ ეკონომიკაში

2.1. საერთაშორისო კომპანიების განვითარება და როლი


საერთაშორისო ბიზნესში
დღესდღეობით, ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობის
რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების ცვლილების პარალელურად,
აშკარაა, რომ მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კონცენტრირებული
თეორიები ვერ იძლევა მათ განვითარების სათანადო ახსნას. შვილობილი
კომპანიების, შთანთქმებისა და ერთობლივი საწარმოების გვერდით განვითარდა
საქმიანობის ახალი ფორმები, რომლებშიც ტნკ-ების ნაკლები კაპიტალი
მონაწილეობს, მათ შორის სალიცენზიო, მმართველობითი და ფინანსური
შეთანხმებები (outsourcing) და სხვა. ამასთანავე, ტნკ-ებმა განახორციელეს
საინვესტიციო სტრატეგიების დივერსიფიკაცია და წარმოების კონტროლი არა
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დაყრდნობით, არამედ კონტრაქტების
საშუალებით.
დღეს საკმაოდ აქტუალურია კომპანიების ინტერნაციონალიზაციის ქსელური
ხედვა, რომლის მიხედვით, კომპანიები უცხოურ ბაზრებზე მკვიდრდებიან,
ვითარდებიან და ინარჩუნებენ მყარ ურთიერთობებს ბაზრის სხვა სუბიექტებთან
ქსელის საშუალებით. ქსელური ურთიერთობების განვითარება შესაძლებელია
შემდეგი მიმართულებებით:
1. ქსელში პოზიციის მოპოვება, რომელიც ახალია ფირმისთვის, ანუ
საერთაშორისო ექსპანსია;
2. საზღვარგარეთ უკვე არსებულ ქსელში პოზიციის გამყარება ანუ შეღწევა;
3. სხვადასხვა საერთაშორისო ქსელებს შორის კოოპერირება ანუ საერთაშორისო
ინტეგრაცია.
ორგანიზაციის რესურსები ქსელის ფარგლებში, უპირატესად, განიხილება,
როგორც ორგანიზაციათაშორისი. კომპანიების კონტროლი მათს საკუთარ

25
რესურსებზე მცირდება, სამაგიეროდ მათ შეუძლიათ მოიპოვონ კონტროლი ქსელის
სხვა მონაწილეთა რესურსებზე. ყოველი ორგანიზაცია დაკავშირებულია
გარემომცველ სუბიექტებთან და ისინი წარმოადგენენ ერთგვარ მექანიზმებს
რომელთაც შეყავთ კომპანია ახალ უცხოურ ბაზრებზე.
უკანასკნელ წლებში ავტორთა გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ფენომენის კვლევა,
რომელსაც ეწოდება “დაბადებით გლობალური კომპანია”. ამგვარ კომპანიებს აქვთ
გლობალური მსოფლმხედველობა და თავიდანვე ითვისებენ საქმიანობის
გლობალურ მეთოდებს. ისინი იწყებენ ექსპორტით, თანამშრომლებენ უცხოურ
პარტნიორებთან და შემოსავლების დიდ ნაწილს იღებენ საერთაშორისო
გაყიდვებიდან ძალიან მოკლე დროში (2 წლის ვადაში). მათ საქმიანობას არ
შეეფერება ინტერნაციონალიზაციის პროცესის ტრადიციული ლოგიკა, რადგან
ისინი არ არიან კონცენტრირებული ჯერ შიდა ბაზარზე, არც ვაჭრობას იწყებენ
ფსიქოლოგიურად ახლოს მყოფ ქვეყნებთან. მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესი
არ ხასიათდება მყარი, ლოგიკური, თანმიმდევრული განვითარებით. დაბადებით
გლობალური ფირმები, როგორც წესი, შედარებით მცირე ზომის კომპანიები არიან,
რომლებსაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ცვალებად პირობებთან ადაპტაცია. ისინი
იქმნება გლობალური ბაზრის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების
ასათვისებლად.
ფაქტობრივად, საერთაშორისო კორპორაციების უმრავლესობას აქვს
გარკვეულწილად “ორადი” ბუნება. მათი ერთი წახნაგი გლობალურია - ისინი არიან
გამოკვეთილად ზეეროვნული სუბიექტები, რომლებიც არსებითი ნიშან- თვისებებით
განსხვავდებიან ეროვნული ფირმებისაგან. ისინი ესწრაფვიან ერთიან სტრატეგიას,
რომელიც გავრცელდება მათ ყველა საქმიანობის სახესა და ოპერაციაზე. ვინაიდან
კომპანიის განყოფილებები მეტ-ნაკლებად უნდა პასუხობდნენ ამ სტარტეგიას,
განსაზღვრულ სტიმულებზე მათი რეაქცია განსხვავებულიიქნება ამავე სტიმულებზე
მათი ადგილობრივი კონკურენტების რეაქციისგან.
საერთაშორისო კომპანიების მეორე წახნაგია შვილობილი კომპანიების
ერთობლიობა, რომლებიც კონკრეტულ ეროვნულ ბაზრებზე მოქმედებენ. აშშ-ს
ფირმების გერმანული შვილობილი კომპანიები ადგილობრივ დონეზე შეიძლება

26
დახასიათდეს, როგორც გერმანული კომპანიები, ანდა იაპონური ფირმის ამერიკული
შვილობილი კომპანიები შეიძლება ჩაითვალოს ამერიკულად. ეს წახნაგი რეალობას
შეესაბამება, იმდენად, რამდენადაც შვილობილი კომპანიები ექვემდებარებიან
ადგილობრივ კანონმდებლობას და მარეგულირებელ ორგანოებს. მათ, ასევე,
თავიანთი საქონელი, რეკლამა ადგილობრივ გარემოს უნდა მოარგონ. ამდენად,
შვილობილი კომპანიები შეიძლება მივიჩნიოთ ადგილობრივ ფირმებად, რომელთა
მფლობელები არიან უცხოელები.
როცა გლობალიზაციაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს
სხვადასხვა დონე, რომელებზეც გლობალიზაციის ფენომენი შეიმჩნევა (მაგ:.
ეკონომიკის, ბაზრების, კომპანიების). კომპანიების გლობალიზაცია ბაზრების
გლობალიზაციასთანაა დაკავშირებული, რასაც შედეგად მოსდევს ტნკ-ების მიერ
ხარჯების თვალსაზრისით ეფექტიანი განლაგების ადგილებისა და მომგებიანი
გასაღების ბაზრების ძიება.
კორპორაციების გლობალიზაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული
სამეწარმეო ქცევა, რომელიც აყალიბებს და წარმართავს მსოფლიო ეკონომიკაში
მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებს და, ამავდროულად, წარმოადგენს საპასუხო
რეაქციას ცვალებად გარემოში მიმდინარე მოვლენებზე. ფირმის ქცევის ლაიტმოტივი
- მოგების მაქსიმიზაცია - კი უცვლელი რჩება.
კორპორაციების გლობალიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მათი
საქმიანობის კოორდინაციისა და ინტეგრაციის საკითხი. ეს გულისხმობს მართვის
იმგვარ პროცესს, რომლის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გაბნეული საქმიანობის
სხვადასხვა სახე ურთიერთდამოკიდებული ხდება. საერთაშორისო სტრატეგიას
შეიძლება ჰქონდეს ორი შესაძლო პარამეტრი - მულტინაციონალური და
გლობალური, რის გაანალიზებაც მნიშვნელოვანია კომპანიების გლობალიზაციის
პროცესის გაგებისათვის.
მულტინაციონალური კონფიგურაციის შემთხვევაში ფირმების შვილობილი
კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე არიან წარმოდგენილნი,
აკონტროლებენ ღირებულებათა ჯაჭვში საქმიანობის სხვადასხვა სახეს (წარმოებას,
მარკეტინგს, სერვისს) შესაბამის ბაზრებზე. ფ. ლასერე1 მიიჩნევს, რომ საერთაშორისო

27
ბიზნესის ამგვარი კონფიგურაცია დამახასიათებელი იყო 1880-იანი წლების
შემდგომი პერიოდიდან 1970-იან წლებამდე, როცა მსოფლიოს ძირითად ბაზრებზე
კონკურენციულ ბრძოლაში ჩაბმულნი იყვნენ მნკ-ები. მაგალითად, მნკ- ის
შვილობილი კომპანია დიდ ბრიტანეთში კონკურენციას უწევდა დიდი ბრიტანეთისა
და სხვა ქვეყნების მნკ-ების შვილობილ კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ბაზრის
მოპოვებისათვის; ამავე მნკ-ის შვილობილი კომპანია საფრანგეთის ბაზარზე
კონკურენციას უწევდა ფრანგულ და სხვა ქვეყნების მნკ- ების შვილობილ კომპანიებს
ფრანგული ბაზრისთვის და ა. შ.
კომპანიების გლობალიზაციის პროცესი უკავშირდება საქონლისა და
მომსახურების სტანდარტიზაციის გარკვეულ ხარისხს და კომპანიის ღირებულებათა
ჯაჭვში საქმიანობის კოორდინაციისა და ინტეგრაციის მაღალ დონეს.
ორი უკიდურესობაა, კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანაში საქმიანობს
და კომპანია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. გლობალურ
კომპანიას ვუწოდებთ კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში, ამ
ქვეყნების მასშტაბით აქვს ოპერაციების ინტეგრირებისა და კოორდინაციის მაღალი
ხარისხი და საქმიანობას წარმართავს ერთიან სტრატეგიებსა და პრინციპებზე
დაყრდნობით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის
სტანდარტიზაციას, კოორდინაციასა და ინტეგრაციას, გლობალიზაციის წინააღმდეგ
მოქმედებს. მათში შედის:
• კულტურული ფაქტორები - გემოვნება, ქცევა და სოციალური ნორმები.
როცა საქონლის ან მომსახურების მოხმარება უკავშირდება ტრადიციებს,
ეროვნულ ან რელიგიურ ღირებულებებს, გლობალიზაცია ეფექტიანი არ არის.
თუმცა, ზოგიერთი ძლიერ გამოკვეთილი კულტურული ელემენტების მქონე
საქონელი შეიძლება მომხმარებელმა მოიწონოს მთელ მსოფლიოში, მაგრამ მრავალი
სახის საქონლის სტანდარტიზაციას ხელს უშლის კულტურული ფაქტორები.
ზოგიერთ სექტორში გასაღების ქსელები და პრაქტიკა ქვეყნების მიხედვით
განსხვავებულია და, შესაბამისად, ქსელის მართვის პრაქტიკა, მოლაპარაკებები და ა.
შ. თითქმის არ ექვემდებარება გლობალურ კოორდინაციას. მაგალითად, აზია- წყნარი

28
ოკეანის რეგიონში პირადი ურთიერთობები მეტ როლს ასრულებს საქმიან
მოლაპარაკებებში, ვიდრე იურიდიული კონტრაქტები. შესაბამისად, იქ დიდ დროს
და ძალისხმევას ხარჯავენ პირადი კავშირების დამყარებაზე, მაშინ, როცა აშშ-ში ეს
დროის უბრალო ფლანგვად მიაჩნიათ.
• ტექნიკური ფაქტორები - სტანდარტები, ტრანსპორტირების პრობლემა, ენები.
გლობალიზაციის პროცესები უკავშირდება არა მარტო მისი სუბიექტების
მასშტაბის, საქმიანობის ხასიათის ცვლილებას, არამედ მართვისადმი განსხვავებულ
მიდგომას და განსხვავებულ სტარტეგიებს.
ამ თვალსაზრისით კომპანიების გლობალიზაციის შეფასებისათვის უნდა
გამოვყოთ ორი მთავარი მახასიათებელი - სტრატეგიულ საკითხებზე
გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილების კონცენტრირების დონე და
გამოშვებული პროდუქციის მახასიათებლები.
პირველ შემთხვევაში ფასდება, თუ სადაა კონცენტრირებული სტრატეგიული
გადაწყვეტილებები - კომპანიის შტაბ-ბინაში, რეგიონულ განყოფილებებსა თუ
ეროვნულ განყოფილებებში. მეორე შემთხვევაში გვაინტერესებს
პროდუქცია სტანდარტიზებულია თუ არა მსოფლიოს მასშტაბით, მორგებულია თუ
არა იგი რეგიონული ან ეროვნული ბაზრების მოთხოვნებს, ე.ი. თუ გამოირჩევა
ადაპტირების მაღალი ხარისხით. პრაქტიკაში შეიძლება კომპანიის
გადაწყვეტილებათა არსებითი წილი მართვის უმაღლესი დონის ხელში, ბაზირების
ქვეყანაში იყოს კონცენტრი-რებული. მაგალითად, ტნკ-ის ძირითადი ფინანსური
გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, ბაზირების ქვეყანაში მიიღება, მაგრამ ამ
შემთხვევაშიც კომპანიების უმრავლესობა შეიძლება მიმართავდეს ბაზარზე
მიწოდებული საქონლის რეგიო-ნულ ან ეროვნულ დონეზე ადაპტაციას, რაც
ნიშნავს, რომ ეს ტნკ-ები არ მისდევენ გლობალურ სტრატეგიას. გარდა ამისა, ხშირად
შეიძლება ტნკ-ის მიერ წარმო-ებული საქონელი გლობალური
(სტანდარტიზებული მსოფლიო პროდუქტი) იყოს, ხოლო ყველა მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება (გასაღება, რეკლამა და სხვა) ცენტრალიზებულად არ მიიღებოდეს
და დელეგირებული იყოს რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. გლობალური
სტრატეგია იძლევა იმ ნაკლოვანებების აცილების შესაძლებლობას, რომელიც

29
მულტინაციონალურ მიდგომას ახასიათებს (ძალისხმევის პარალელიზმი და
რესურსების ფლანგვა). ტნკ-ების ძლიერი მხარე მდგომარეობს მათ უნარში, დაძლიონ
ეროვნული ბაზრის არასრულყოფილება და განავითარონ სისტემური
მიდგომა.
ტნკ-ების განვითარებას ტრადიციულად, ეტაპებად ყოფენ. პირველი თაობის
ტნკ-ების საქმიანობა დაკავშირებული იყო ყოფილი კოლონიების ნედლეულის
დამუშავებასთან. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ისინი კარტელებს,
სინდიკატებსა და ტრსეტებს წარმოადგენდნენ.
მეორე თაობის ტნკ-ები საქმიანობას სამხედრო-ტექნიკური პროდუქციის
წარმოებაში ეწეოდნენ. ეს უკავშირდება ომებს შორის პერიოდს, თუმცა ბევრმა
მათგანმა საქმიანობა მეორე ომის შემდგომ პერიოდშიც განაგრძო. ეს პერიოდი, ასევე,
ხასიათდება შერწყმებისა და შთანთქმების ძლიერი ტალღითა და ალიანსების
რაოდენობის ზრდით.
მესამე თაობის ტნკ-ების გამოჩნდნენ 1960-იან წლებში, რომელთა საქმიანობა
დაფუძნებულია მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მიღწევებზე. ისინი
ორგანიზაციული ფორმით კონცერნებსა და კონგლომერატებს წარმოადგენდნენ.
მათი არხების საშუალებით ვრცელდებოდა მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები
მსოფლიო სხვადასხვა ნაწილში და საფუძველი ეყრებოდა ერთიანი საბაზრო და
საინფორმაციო სივრცის პირობებში საერთაშორისო წარმოებას.
1980-იანი წლებიდან ჩნდება ტნკ-ების მეოთხე თაობა - გლობალური ტნკ-ები.
მათ აქვთ ბაზრების პლანეტარული ხედვა და კონკურენციის მსოფლიომასშტაბური
სახე.1 გლობალური კომპანიები წარმოებისა და გასაღების ინტეგრაციასა და
კოორდინაციას ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით
ახორციელებენ. მათს სტრუქტურაში შემავალი ქვედანაყოფები ინტეგრირებულნი
არიან ერთიან საერთაშორისო ქსელში, რომელიც, ასევე, სხვა ტნკ-ების ქსელებთანაა
ინტეგრირებული. ტნკ-ების ამ თაობის დამახასიათებელი ნიშანია უდიდესი
ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც ხშირად შეიძლება
სახელმწიფოთა ძალაუფლებას აღემატებოდეს.

30
ტნკ-ების მეხუთე თაობის ჩამოყალიბება უკავშირდება ტრანსეროვნული
კაპიტალის, როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური ორგანიზმის ფორმირებას. ეს
ტნკ-ები ეროვნული სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებელი ეკონომიკური
სუბიექტებია. ამ პროცესს აქვს შესაბამისი ინსტიტუციური მხარდაჭერა, რაც
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მარეგულირებელ წესებსა და
ქვეყნების კანონმდებლობით მიღებული ლიბერალური ნორმებით განისაზღვრება.
მეხუთე თაობის ტნკ-ების საქმიანობაში წამყვანი როლი აქვს ინოვაციებს და ახალ
ცოდნას.
ტნკ-ები და გლობალური კომპანიები მაღალინტეგრირებული გაერთიანებებია.
ისინი წარმოგვიდგებიან, როგორც კორპორაციული მთლიანობა, დაფუძნებული
სააქციო კაპიტალში მონაწილეობაზე. ორიენტაცია ხდება კომპანიის საერთო
სტრატეგიულ მიზნებზე, გააჩნიათ მართვის ერთიანი, ვერტიკალური სისტემა და
კონტროლის ერთი ცენტრი ჰოლინგური კომპანიის, ბანკის ან
ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ჯგუფის სახით. შესაბამისად, ისინი
წარმოადგენენ საწარმოო, სავაჭრო და სამეცნიერო-კვლევითი პროფილის
ტრანსეროვნულ ჯგუფებს.
ინტეგრირებული სტრუქტურები წილობრივი მონაწილეობით
ფუნქციონირებენ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების სახით, რომელთა
სტრუქტურაში შედის დედა კომპანია და აქციონერულად მასთან დაკავშირებული
შვილობილი და ასოცირებული კომპანიები. ინტეგრირებული გაერთიანებების
ფუქნციონირებაში სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით შეიმჩნევა გარკვეული
თავისებურებები.
აშშ-ში ფუნქციონირებენ ორგვარი ტიპის ინტეგრირებული გაერთიანებები: 1)
გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბებულია სამრეწველო კომპანიის გარშემო და 2)
გაერთიანება, რომელიც შექმნილია ბანკის გარშემო.
თანამედროვე პირობებში აშშ-ს კომპანიებს ურთიერთობები აქვთ ტრადიციულ
ჯგუფებს გარეთ მყოფ კომპანიებთან.
გერმანული ტნკ-ები თავისებურებაა მჭიდრო კავშირები ბანკებსა და
არაფინანსური სფეროს კომპანიებს შორის. ბანკების ირგვლივ შექმნილია

31
ინტეგრირებული საფინანსო-სამრეწველო გაერთიანებები, რომლებიც შედგება
მსხვილი სამრეწველო-სავაჭრო კომპანიებისაგან. ასევე, გამოკვეთილი
თავისებურებაა სააქციო კაპიტალში კომპანიების ურთიერთმონაწილეობის
გარკვეული ხარისხი.
ფრანგულ ტნკ-ებში ქალიშვილი კომპანიებისა და ფილიალების
კონტროლისათვის გამოიყენება ფინანსური მეთოდები. ფინანსური ცენტრი
შეიძლება ორგანიზებული იყოს მეთაური კომპანიის ან ჰოლდინგური კომპანიის
ფორმით. ფრანგული ტნკ-ები ტრადიციულად სიფრთხილით ეკიდებოდნენ სხვა
ქვეყნების ტნკ-ებთან თანამშრომლობას და უპირატესად ქვეყნისშიდა ინტეგრაციას
ესწაფვოდნენ. 1990-იანი წლებიდან იზრდება ფრანგულ ტნკ-ებში უცხოელი
ინვესტორების მონაწილეობა. ისინი ფლობენ ყოველი ოთხიდან 3 ტნკ-ის აქციათა
პაკეტებს.
იაპონური საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები არაიერარქიულ სტრუქტურებს
წარმოადგენენ, რომლებშიც ფართოდაა გავრცელებული აქციების ჯვარედინი
ფლობა. ბირთვი, რომლის გარშემოც სტრუქტურა ყალიბდება არის ერთ-ერთი
წამყვანი ბანკი. სტრუქტურაში, ასევე, ჩართულია მსხვილი სავაჭრო კომპანია,
სადაზღვევო კომპანია, საინვესტიციო კომპანია და ერთი ან რამდენიმე
ვერტიკალურად ინტეგრირებული სამრეწველო გაერთიანება. ფინანსური ჯგუფის
კონტროლი ხორციელდება სააქციო კაპიტალის დაახლოებით 20%-ის ფლობით.
სათავო კომპანიის როლს ასრულებს არა ერთი ფირმა, არამედ რამდენიმე ფირმის
ჯგუფი, რომელიც საკუთარ სფეროში მოქმედებს და ასრულებს საკუთარ ფუნქციებს,
ხოლო ბანკი ასრულებს სისტემის წარმომქმნელ როლს.
სამხრეთ კორეაში ტნკ-ები წარმოადგენენ იერარქიულ პირამიდას, რომელსაც
საფუძვლად უდევს ოჯახური კაპიტალი. სამხრეთ კორეის საფინანსო-სამრეწველო
ჯგუფები გამოირჩევიან დივერსიფიკაციის მაღალი ხარისხით. მათში
წარმოდგენილია მრეწველობის წამყვანი დარგები. მათი საქმიანობისთვის
დამახასიათებელია ინტერნაციონალიზაციის მაღალი დონე და ძირითადად
ორიენტირებულნი არიან აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებსა და აშშ-ზე. თანამედროვე

32
ეტაპზე კორეული ჩებოლები გარკვეულ ტრანსფორმაცია განიცდიან, რაშიც
აქტიურია სახელმწიფოს როლი.
ტნკ-ების საქმიანობა ძლიერ დივერსიფიცირებულია. აშშ-ს 500 უდიდეს ტნკ-ს
აქვს განყოფილებები საშუალოდ 11 დარგში, ხოლო მათგან ყველაზე ძლიერნი
მოიცავენ 30-50 დარგს. 100 წამყვანი სამრეწველო კომპანიიდან დიდ ბრიტანეთში
მრავალდარგოვანია 96, გერმანიაში - 78, საფრანგეთში - 84, იტალიაში - 90.1.
საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი გამოკვეთილი ნიშან-
თვისებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით
მოქმედი ფირმების რაოდენობისა და მათი საქმიანობის სფეროს გაფართოება.
ყოველწლიურად იქმნება ასეულობით ახალი რეგიონული და საერთაშორისო
მასშტაბის ფირმა, მათი დიდი ნაწილი მოდის განვითარებად ქვეყნებზე.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ტნკ-ები აფინანსებენ აქციონერული
კაპიტალით, შიდაკორპორაციული სესხებითა და შემოსავლების რეინვესტირებით.
აქციონერული კაპიტალი მათ შორის ყველაზე დიდი კომპონენტია. მსოფლიო
მასშტაბით მისი წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალ ნაკადებში
2007 წელს 62%-ს შეადგენდა, შიდაკორპორაციული სესხები - 14%-ს, ხოლო
რეინვესტირებული შემოსავლები - 30%-ს.
ამ 100 კორპორაციას შორის არ არის გათვალისწინებული ფინანსური სექტორის
კომპანიები. ბოლო ათეული წლების მანძილზე რამდენიმე კომპანია მომსახურების
დარგებიდან მოხვდა ამ სიაში, ზოგი ტრადიციულ დარგებში დასაქმებული კომპანია
კი კვლავ ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს. მაგალითად, ნავთობის წარმოებაში Shell და
Exxon-Mobil პირველ და მეორე პოზიციებს იკავებდნენ 1992 წელს და დღეს კვლავ
პირველ ათეულში იმყოფებიან. სამი დარგი დომინირებს მოცემულ რეიტინგში -
საავტომობილო, სანავთობო და ელექტრონიკა. ახალი ტნკ-ების დიდი ჯგუფი
გამოჩნდა მომსახურების სექტორში - ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგეტიკისა,
წყალმომარაგებისა და საფოსტო მომსახურების სფეროებში. მათგან ბევრი ყოფილი
სახელმწიფო მონოპოლიაა.
უდიდესი ტნკ-ები გეოგრაფიულად კონცენტრირებულნი არიან რამდენიმე
ქვეყანაში. 85 ტნკ ბაზირებულია ტრიადის ქვეყნებში. მოცემულ 100 კომპანიას შორის

33
21 კომპანია აშშ-სია, 72-ის ბაზირების ქვეყნებია 5 ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია,
იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
განვითარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიოს წამყვანი ტნკ-ები ყველაზე
მიმზიდველ გარემოდ მიიჩნევენ დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს და ჰოლანდიას.
განვითარებადი ქვეყნებიდან 100 უდიდესი ტნკ-ის 3/4-ს განყოფილებები აქვთ
ბრაზილიაში, 72%-ს მექსიკაში, 67%-ს ჰონ-კონგში და 65%-ს სინგაპურში. აფრიკის
რეგიონში ამ მხრივ ლიდერობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაროკო და ეგვიპტე.
დსთ-ს სივრციდან - რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი.
2005-2006 წლებში 100 უდიდესი ტნკ-ის უცხოური აქტივები გაიზარდა 10,8%-
ით, მთლიანი აქტივები - 6,4%-ით, ხოლო მათი წილობრივი ცვლილება (უცხოურის
წილი მთლიან აქტივებში) შეადგენდა 2,3%-ს. ამავე პერიოდში უცხოური გაყიდვები
გაიზარდა 9%-ით, ხოლო უცხოელთა დასაქმება - 6,9%-ით.
2007 წელს ტნკ-ების გაყიდვებმა მიაღწია 31 ტრლნ დოლარს, რაც წინა წელთან
შედარებით 20%-იან ზრდას ნიშნავს.
სულ უფრო აქტიურდება გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნების ტნკ-ების
როლი მსოფლიო ეკონომიკაში. Fortune-ის 500 კომპანიას შორის მათი რაოდენობა
1988 წელს იყო მხოლოდ 26 და 2005 წელს 61-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან
რუსული Gazprom, ჩინური Mobile, კორეული Sumsung. გარდამავალი და
განვითარებადი ქვეყნების ტნკ-ების მთლიანი გაყიდვები აღწევს 1,9 ტრლნ
დოლარს, ხოლო მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 6 მლნ თანამშრომელს.
მოსალოდნელია, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან მომავალში სულ უფრო
მეტი ტნკ შევა 100 უდიდესი ტნკ-ის ნუსხაში, რადგან ამ ქვეყნებში პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები ფართოვდება. უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებული და
განვითარებადი ქვეყნების ტნკ-ებს შორის დიდი სხვაობაა ზომის მიხედვით.
მაგალითად, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელი 50 უდიდესი კომპანიის
მთლიანი უცხოური აქტივები 2003 წელს იყო დაახლოებით იმდენივე, რამდენიც
General Electric-ის უცხოური აქტივები. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით მათ
ფილიალები აქვთ საშუალოდ 6 ქვეყანაში, უმთავრესად მათივე რეგიონის
ფარგლებში. [ალექსანდრე სიჭინავა - ინვესტიციები 2010 (105)]

34
ზოგიერთ ვრცელ ტრანსნაციონალურ კომპანიას ბიუჯეტი ბევრ ქვეყანაზე მეტი
აქვს. ამგვარ კომპანიებს ძლიერი გავლენა აქვთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და
ადგილობრივ ეკონომიკაზე. კორპორაციის ძირითადი მიზანია მსოფლიო
ბაზრებისთვის საქონლის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოება. ამ მიზნის მიღწევა
შესაძლებელია პროდუქციის წარმოებისათვის ყველაზე წარმატებული ადგილის
შერჩევით ან მასპინძელი სახელმწიფოსაგან საგადასახადო შეღავათების მიღებით.
ტნკ-ს გააჩნია სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოში და ფილიალები სხვა
სახელმწიფოებში. იმ ქვეყანას, რომელსაც ტრანსნაციონალური კომპანიის შტაბ-ბინა
მდებარეობს, საბაზო ქვეყანას ჰქვია; ხოლო, რომელშიც ამ კომპანიებს განთვასებული
აქვთ თავიანთი საწარმოები - მიმღები ქვეყანა.
ტრანსნაციონალურ კორპორაციებს გააჩნიათ გამორჩეული მენეჯერული ნიჭი,
ფინანსური საშუალებები და ტექნიკური რესურსები, და ისინი ეწევიან უდიდეს
საქმიანობას კოორდინირებული გლობალური სტრატეგიის ფარგლებში. ეს
კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალიზაციის პროცესში:
ზოგიერთის მტკიცებით გლობალიზაციის საპასუხოდ, ამჟამად, ტრანსნაციონალური
კორპორაციის ახალი ფორმა, ე.წ. "გლობალურად ინტეგრირებული საწარმო”
ვითარდება.
მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან 170 ევროპულია, 162 ამერიკული, 126
იაპონური, ხოლო 42 სხვა ქვეყნებიდანაა (სათავო ოფისის მიხედვით), მაგრამ ტნკ-ში
დასაქმებულთა (სულ 75 მილიონ კაცზე მეტი) მხოლოდ 20% მოდის განვითარებულ
ქვეყნებზე. ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებენ მსოფლიოს სამრეწველო
წარმოების თითქმის ნახევარს, საგარეო ვაჭრობის 2/3-ს, გამოგონებების, ახალი
ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუს პატენტებისა და ლიცენზიების 80%-ს.
ტრანსნაციონალური კომპანიების კონტროლის ქვეშაა ცალკეული სასაქონლო
ბაზრები. მაგ. ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, ჯუთის და
რკინის მადნის მსოფლიო ბაზრის 90%, სპილენძისა და ბოქსიტების ბაზრის 85%,
ტყვიისა და კალის 80%, ნედლი ნავთობის, ნატურალური კაუჩუკისა და ბანანების
ბაზრის 75%.

35
ტრანსნაციონალური კომპანიების საწარმოებში 70 მლნ-ზე მეტი ადამიანი
მუშაობს, ხოლო ინფრასტრუქტურისა და შერეული დარგების გათვალისწინებით 2-
ჯერ მეტი. ისინი ყოველწლიურად ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების
პროდუქციას აწარმოებენ. ტარნსნაციონალური კომპანიების 60% დაკავებულია
წარმოების სფეროში, 37% - მომსახურების სფეროში და 3^ - მოპოვებით
მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.
ტნკ-ები წარმოადგენენ მთავარ ძალას, რომელიც ჩვენი პლანეტის ინტეგრირებას
ახდენს. მსოფლიო მიზნებისაკენ სწრაფვის პროცესში ტნკ-ები ახერხებენ ეროვნული
მთავრობების ძალაუფლების დაძლევას. ტნკ-ებს, მათი გლობალური წარმოებისა და
ალიანსების ბუნებიდან გამომდინარე, აქვთ უზარმაზარი ძალაუფლება, რომლის
დახმარებით შეუძლიათ გააკონტროლონ ან გვერდი აუარონ ტრადიციულ ეროვნულ
ეკონომიკურ საზღვრებს, პოლიტიკურ სისტემებსა და ძალაუფლების სხვა ცენტრებს.
წამყვანი კორპორაციების მოტივები და ინტერესები არის გლობალური, მაგრამ,
ამავდროულად, ვიწროკორპორაციული. ამიტომ გლობალურ ეკონომიკურ
ინტეგრაციას, ამავდროულად, შეუძლია ბიძგი მისცეს პოლიტიკურ და სოციალურ
დეზინტეგრაციას.
გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი
მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების
ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი
სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის" რეკონსტრუქცია. მისი
მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია
მთელ მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით.
მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე
პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში - ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ
არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს" და
მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა
„დამზადებულია აშშ–ში" იცვლება მარკით "დამზადებული ფორდ მოტორში". ხოლო
თვით „ფორდ მოტორიც" ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი

36
სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან
სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXI ს-ის მოთხოვნაა.
ამჟამად, არცერთი მნიშვნელოვანი პროცესი არ ხდება მსოფლიო ეკონომიკაში
ტარნსნაციონალური კომპანიების მონაწილეობის გარეშე. ისინი პირდაპირ და
ირიბად მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, და შეიძლება ითქვას,
რომ ძირითად ძალას წარმოადგენენ, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე და
მომავალ იერსახეს აყალიბებენ. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ მსოფლიოს
ეკონომიკური კავშირების მთელ სპექტრში და მსოფლიო მეურნეობის
”ლოკომოტივებს” წარმოადგენენ.

2.2 ტნკ-ები მსოფლიო ვაჭრობისა და ინვესტირების პროცესებში


საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ პრაქტიკულ რეალობად აქცია ის
პროცესები, რომლისთვისაც საფუძველი მოამზადა განვითარებულ ქვეყნებში
ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა. II
მსოფლიო ომის შემდეგ ეს ფაქტორები კორპორაციების ზრდის მნიშვნელოვანი
პირობაც გახდა.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 1950 წლის
შემდგომ მსოფლიო ვაჭრობა გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე
მსოფლიო Mმშპ. 1994-2006 წლებში ვაჭრობა საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა, ხოლო
მსოფლიო მშპ - საშუალოდ 3%-ით.
წამყვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩრ. ამერიკასა და ევროპას აქვს.
ახალი ტექნოლოგიების ფლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის
პოზიცია საერთაშორისო ვაჭრობაში. თანამედროვე ეტაპზე განვითარებულ
ქვეყნებზე მოდის ტექნოლოგიების გაყიდვების 80%-ზე მეტი. მსოფლიო იმპორტის
28% მოდის ამერიკაზე, 44% - ევროპაზე, აფრიკაზე - 2% და აზიაზე 26%, ხოლო
მსოფლიო ექსპორტის 21% მოდის ამერიკაზე, 47% - ევროპაზე, აფრიკაზე - 2% და
აზიაზე 30%. ჩრ. ამერიკის, აზიისა და ევროპის შიდარეგიონული ვაჭრობა შეადგენს
მსოფლიო საქონლით ვაჭრობის 53%-ს, ხოლო რეგიონთაშორისი ვაჭრობა - 23%.

37
განვითარებული ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში მერყეობს
დაახლოებით 70-80%-ის ფარგლებში1. მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი და
იმპორტიორი ქვეყნებია აშშ, გერმანია, იაპონია, ჩინეთი, საფრანგეთი და
გაერთიანებული სამეფო. გლობალიზაციის მასშტაბების გაფართოება საერთაშორისო
ვაჭრობის სტრუქტურაში მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების სექტორის წილს.
მომსახურებით მსოფლიო ვაჭრობაში, ასევე, წამყვანი ადგილი უკავიათ
განვითარებულ ქვეყნებს. განვითარებული ქვეყნებიდან მომსახურების ექსპორტის
მოცულობა უფრო ჩქარი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტთან შედარებით.
2006 წელს მსოფლიო მომსახურების ექსპორტმა შეადგინა 2415,0 მლრდ
დოლარი, ხოლო იმპორტმა - 2345,0 მლრდ დოლარი. აშშ მსოფლიოს მომსახურების
უმსხვილესი ექსპორტიორი (14.7%) და იმპორტიორი (12%) ქვეყანაა. აღსანიშნავია,
რომ 20 განვითარებულ ქვეყანაზე მოდის მსოფლიო მომსახურების ექსპორტის 74,7%
(1797,6 მლრდ. დოლარი) და იმპორტის 72.8% (1710,8 მლრდ დოლარი).
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, OECD წევრ
ქვეყნებში მომსახურების ნაკადები, რომლებიც დაკავშირებულია ტნკ-ების
ფილიალების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან, დაახლოებით 1,5-ჯერ
აღემატება მომსახურებით ტრადიციული ფორმით ვაჭრობას. მომსახურების
მიწოდების ზრდა მსოფლიოში კომერციული წარმომადგენლობის მეშვეობით ტნკ-
ების როლის აქტივიზაციაზე მეტყველებს.
ტრანსნაციონალური კორპორაციების ფილიალების გაყიდვები ზრდის
ტენდენციით ხასიათდება, როგორც საქონლით, ასევე, მომსახურებით ვაჭრობის
სფეროში. აქედან გამომდინარე, მზარდია მათი როლი მსოფლიო ვაჭრობაში.
უცხოური ფილიალების გაყიდვების წილი სხვადასხვა ქვეყნის გაყიდვების
მთლიან მოცულობაში ასე გამოიყურება: სინგაპური - 19%, ჩინეთი - 28%, აშშ- 18%.
მრეწველობაში მათ მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება ირლანდიაში
შეადგენს 40%-ს, უნგრეთში - 24%-ს, ჩინეთში- 5%-ს.
ტნკ-ების უცხოური ფილიალების მთლიანი აქტივები 2006 წელს გაიზარდა 20%-
ით. ხოლო გაყიდვები, მთლიანი გამოშვება და ექსპორტი, შესაბამისად, 18, 16 და
12%-ით. ეს ფილიალები აწარმოებენ მსოფლიო მშპ-ს 10%-ს. 2005 წელს ეს

38
მაჩვენებელი 9% იყო. 2007 წელს მათ მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ
შეადგინა მსოფლიო მშპ-ს 11%.
დღესდღეობით მრავალი სახელმწიფო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
ტრანსნაციონალურ კაპიტალზე. ტნკ-ების საშუალებით ისინი იღებენ მნიშვნელოვან
შემოსავლებს, ახალ ტექნოლოგიებს, სამხედრო აღჭურვილობას და სხვა. ცნობილია,
რომ განვითარებული ქვეყნები ყოველმხრივ ხელს უწყობენ საკუთარი ტნკ-ების
განვითარებას. საბაზრო სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 1990-იან წლებში
აშშ-ში მრავალმა ტნკ-მ მიიღო პირდაპირი სუბსიდიები მთელ მსოფლიოში მათი
პროდუქციის გასაღების სტიმულირების მიზნით. მიმღები ქვეყნები კი ანიჭებენ ტნკ-
ებს გარკვეულ შეღავათებს იმ იმედით, რომ შემცირდება უმუშევრობის დონე და
სახელმწიფო მიიღებს მეტ შემოსავალს გადასახადების სახით.
სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების გაფართოება გადაჯაჭვულია ბაზრებისა
და წარმოების გლობალიზაციასთან. გლობალური საწარმოო სპეციალიზაციის
დაჩქარებასთან ერთად ექსპორტირებული საქონელი შეიცავს იმპორტირებული
შუალედური პროდუქტების სულ უფრო მზარდ წილს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო ვაჭრობის 67%
ხორციელდება ტნკ-ების საშუალებით. აქედან, 34% არის ტნკ-ების შიდასაფირმო
ვაჭრობა, ხოლო 33% ტნკ-ების ვაჭრობა სხვა მხარეებთან.
მრავალმა კომპანიამ ორგანიზაციული განვითარების უზარმაზარი
გამოცდილება დააგროვა. კომპანიები წარმატებას აღწევენ საზღვარგარეთული
საწარმოების მართვაში, ერთმანეთს უთავსებენ რა წარმოების საერთაშორისო
ინტეგრაციას და მართვის ლოკალურ მოქნილობას. ისინი ეყრდნობიან
ორგანიზაციის ქვედანაყოფების რესურსებისა და ფუნქციების ურთიერთ
დამოკიდებულებას; ურთიერთმოქმედების ეფექტიანი საინტეგრაციო მექანიზმების
ნაკრებს; მძლავრ კორპორაციულ ხელშეწყობას და გლობალურ მასშტაბში მართვის
კარგად გათვლილ სტრატეგიას.
საერთაშორისო კომპანიები თავისი ქვედანაყოფების ასეთ ურთიერთკავშირს
აღწევენ მათ შორის არა მხოლოდ მატერიალური რესურსების, მზა პროდუქციის და
კაპიტალის, არამედ ცოდნისა და გამოცდილების დანაწილების წახალისებით.

39
ტრანსნაციონალურ საფუძველზე ბაზრების განვითარება მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული იმ ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმის დონეზე, რომლებსაც
მსოფლიო მასშტაბის ინტეგრირებული წარმოების მართვა შეუძლიათ.
განსაკუთრებული მოთხოვნები შრომით რესურსებს, კვალიფიციური მუშაკების
რიცხვის ზრდას უკავშირდება. მუშაკებს უნდა ჰქონდეთ:
ღრმა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გლობალურ ორგანიზაციაში
არსებულ სხვა ფუნქციურ სფეროებთან დაკავშირებით;
მთელი ორგანიზაციის მასშტაბით კარგი პირადი ურთიერთობების დამყარების
უნარი;
ურთიერთობებისა და ინფორმაციის გაცვლის მდიდარი გამოცდილება;
მოქნილი აზროვნების უნარი ორგანიზაციის ქვედანაყოფებს შორის
ურთიერთკავშირის თვალსაზრისით;
ცოდნის ათვისებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი;
კულტურებს შორის სხვაობებისადმი მგრძნობიარობა;
პირდაპირი და პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია.
ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით საერთაშორისო კომპანიები, როგორც
წესი, მრავალდარგოვან კონცერნებს წარმოადგენს. სათავო კომპანია კორპორაციის
ოპერატიული შტაბია. ფართომასშტაბიანი სპეციალიზაციისა და კოოპერირების
ბაზაზე ის ახორციელებს ტექნიკურ და ეკონომიკურ პოლიტიკას,
საზღვარგარეთული კომპანიებისა და ფილიალების საქმიანობის კონტროლს.
უკანასკნელ ხანს კორპორაციების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები
ხდება, მათგან მთავარი ცვლილებები ეხება ეგრეთწოდებული კომპლექსური
სტრატეგიის განხორციელებას.
კორპორაციების სტრატეგია დამყარებულია გლობალურ მიდგომაზე, რომელიც
შედეგის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს არა ყოველი ცალკეული რგოლის, არამედ
მთლიანად გაერთიანებისთვის.
კომპლექსური სტრატეგია მდგომარეობს საერთაშორისო კონცერნის მართვის
დეცენტრალიზაციაში და რეგიონული მმართველობითი სტრუქტურების როლის
მნიშვნელოვნად ამაღლებაში. ასეთი პოლიტიკა კავშირგაბმულობისა და

40
ინფორმაციის დარგში ტექნიკის მიღწევების, ეროვნული და საერთაშორისო
მონაცემთა ბანკების, საყოველთაო კომპიუტერიზაციის წყალობით გახდა
შესაძლებელი. ის კორპორაციებს საზღვარგარეთული ფილიალებისა და შვილობილი
ფირმების საწარმოო და ფინანსური აქტივობის კოორდინირების საშუალებას აძლევს.
ტრანსნაციონალური კორპორაციების ფარგლებში კომპლექსური ინტეგრაცია
მოითხოვს ასევე კომპლექსურ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც წარმოების
მართვისა და ორგანიზების რეგიონული სისტემების შექმნაში გამოიხატება.
საერთაშორისო კორპორაციების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები
პირდაპირ კავშირშია მათ თვისობრივ მახასიათებლებთან. საზღვარგარეთული
ფილიალების, წარმომადგენლობებისა და შვილობილი ფირმების ფართო ქსელის
მიუხედავად კორპორაციებს ბაზირების კონკრეტული ქვეყანა ანუ სათავო ოფისის
იურიდიული რეგისტრაციის ქვეყანა გააჩნიათ. კომპანიის უმაღლესი მმართველობის
შემადგენლობა აღჭურვილია კომპანიის მთელი „პირამიდის“, მათ შორის მისი
საზღვარგარეთული ქვედანაყოფების კონტროლის განხორციელების
უფლებამოსილებით. ეს მართვის სისტემას მკაცრად ცენტრალიზებულ ხასიათს
სძენს.
ეროვნულ კომპანიებში მართვის დეცენტრალიზაციის პროცესების
გაძლიერებასთან ერთად საერთაშორისო კორპორაციები ცდილობენ ასევე მართვის
ახალი მეთოდების დანერგვას და თავისი საზღვარგარეთული ქვედანაყოფებისთვის
იმ ფუნქციების ნაწილის დელეგირებას, რომელიც ადრე უმაღლეს დონეს
განეკუთვნებოდა, განსაკუთრებით ოპერატიული მართვის დარგში.
დეცენტრალიზებულ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ძირითად სამეურნეო
რგოლად ეგრეთწოდებული მოგების ცენტრები ანუ ის ავტონომიური ქვედანაყოფები
იქცევა, რომლებიც საკუთარ ქვედანაყოფში გაწეული ხარჯებისა და პროდუქციის,
საქონლისა და მომსახურებისგან მიღებული სარგებლის დამოუკიდებელ აღრიცხვას
აწარმოებენ. რიგ შემთხვევებში ხორციელდება მართვის სტრუქტურის დაყოფა
სტრატეგიული სამეურნეო ცენტრების მიხედვით, რომლებშიც (ზემოჩამოთვლილი
კონტროლის ფუნქციების გარდა) ხორციელდება ასევე მოცემული ქვედანაყოფის

41
განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა ბაზრის დინამიკის ანალიზის, პროდუქციის
კონკურენტუნარიანობის, მარკეტინგული კვლევების გათვალისწინებით.
მართვის დეცენტრალიზაციამ გამოიწვია უმაღლესი რგოლის მხრიდან
ფინანსურ–ეკონომიკური კონტროლის შემცირება და საზღვარგარეთული
ქვედანაყოფების მანევრირების უნარის ამაღლება გადაწყვეტილებების მიღებისას.
მიუხედავად ამისა, მრავალი წლის მანძილზე არსებულმა მართვის ცენტრალიზაციამ
გამოიწვია ის, რომ მრავალ ტრანსნაციონალურ კორპორაციას წინანდებურად
მკვეთრად გამოხატული მართვის ვერტიკალური სტრუქტურა აქვს მკაცრი
იერარქიულობითა და მართვის მაღალი რგოლიდან დაბალი რგოლისათვის
უფლებამოსილებების დელეგირებით. ვერტიკალური ინტეგრაცია საშუალებას
აძლევს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მართონ როგორც კომპანიის ძირითადი
საქმიანობა, ისე მასთან დაკავშირებული ინტერესთა სფეროებიც, ძირითადად
წარმოების ტექნოლოგიურად თანმიმდევრულ სტადიებზე. წარმოების
დივერსიფიკაციის აუცილებლობამ, საქმიანობის ახალ სფეროებში დანერგვის
აუცილებლობამ გამოიწვია მართვის სტრუქტურის ცვლილება. კომპანიებში
წარმატებით ინერგება მართვის მატრიცული სტრუქტურა. ამასთან
ტრანსნაციონალური კორპორაციების ნაწილმა მართვის ეს ფორმა ზედმეტად
გადატვირთულად ჩათვალა, რამაც უბიძგა მათ ვერტიკალური და ჰორიზონტალური
თანადაქვემდებარების უფრო მარტივ ფორმებთან მიბრუნებისაკენ.
ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის თანამედროვე სტრუქტურა
უშუალოდ უკავშირდება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითრებას, პირველ რიგში კი
კომპანიის შიგნით ფუნქციების კომპიუტერიზაციას. ელექტრონული ფოსტის,
მონაცემთა ელექტრონული გადაცემის გამოყენება, კომპანიაში გლობალური
პროცესების მოქნილი და აქტიური მართვის და ამასთანავე ადგილებზე
მანევრირებადი ოპერატიული მართვის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ორგანიზაციული ფორმები იცვლება
სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ახალ პირობებთან ადაპტაციის პროცესში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გამოვყოთ ტრანსნაციონალური
კორპორაციების შემდეგი ტიპები:

42
ჰორიზონტალურად ინტეგრირებული კორპორაციები საწარმოებით, რომლებიც
პროდუქციის მეტ ნაწილს თვითონ უშვებენ. მაგალითად ავტომობილების წარმოება
აშშ–ში ან საწარმოთა ქსელი “Fast Food” (ჰორიზონტალური სტრუქტურა);
ვერტიკალურად ინტეგრირებული კორპორაციები, რომლებიც ერთი
მესაკუთრის გარშემო და ერთიანი კონტროლის ქვეშ აერთიანებენ საბოლოო
პროდუქტის წარმოებისათვის უმთავრეს სფეროებს. კერძოდ ნავთობის
მრეწველობაში ნედლი ნავთობის მოპოვება ხშირად ერთ ქვეყანაში ხდება,
რაფინირება – მეორეში, საბოლოო ნავთობპროდუქტების გაყიდვა –კი მესამე
ქვეყნებში (ვერტიკალური სტრუქტურა);
დივერსიფიცირებული ტრანსნციონალური კორპორაციები, რომლებიც მოიცავს
ეროვნულ საწარმოებს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციით. ასეთი
ტიპის კორპორაციის ტიპური მაგალითია შვედური კორპორაცია „Nestle“, რომელსაც
წარმოების 98 პროცენტი საზღვარგარეთ აქვს და რომელიც დაკავებულია
სარესტორნო ბიზნესით, კვების პროდუქტების წარმოებით, კოსმეტიკის, ღვინის
რეალიზაციით. ასეთი კომპანიების რიცხვი უკანასკნელ წლებში სწრაფად იზრდება
(მატრიცული სტრუქტურა).
მართვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტნკ–ს კონკრეტული
თავისებურებებიდან გამომდინარე კორპორაციები გლობალური მმართველობითი
სტრუქტურების შემდეგ სახეობებს იყენებენ:
საერთაშორისო განყოფილება, რომელიც ცალკეულ შვილობილ კომპანიად
გამოიყოფა (ასეთი სქემაა მიღებული „IBM“-ში);
ფუნქციური (სახაზო) განყოფილებები;
განყოფილებები გამოშვებული პროდუქციის მიხედვით;
რეგიონული განყოფილებები.
ამერიკულ კორპორაციებს შორის გავრცელებულია სტრუქტურა, რომელსაც აქვს
საერთაშორისო განყოფილება, რომელიც სხვა ქვედანაყოფებთან ერთად შეიძლება
შედიოდეს სათავო კორპორაციის შემადგენლობაში ან გამოყოფილი იყოს ცალკეული
ფირმის სახით. ეს იმით აიხსნება, რომ შიდა ბაზარზე არსებული ძირითადი
საწარმოებისა და ყველა საზღვარგარეთული ფილიალის ცენტრალიზებული მართვა

43
ფუნქციების, წარმოებული პროდუქციის სახეობების და რეგიონების მიხედვით დიდ
სიძნელეებს უკავშირდება, ვინაიდან მოითხოვს შიდა და საგარეო ბაზრებზე
მიმდინარე ოპერაციების მართვის თავმოყრას ერთ ქვედანაყოფში და ერთი
ხელმძღვანელობით. მართვის სპეციალისტები დასძენენ, რომ ისეთი
ხელმძღვანელების გამონახვა, რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ყოველი
საზღვარგარეთული ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული არა მარტო
ფუნქციური ნიუანსები, არამედ პრობლემათა მთელი კომპლექსი, ძალზე გაძნელდება
ოპერაციების მასშტაბის გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ საერთაშორისო ოპერაციები ცალკე ბლოკად გამოიყოფა
(საერთაშორისო განყოფილება). ასეთი განყოფილების შიგნით მართვა ხორციელდება
ფუნქციების, გამოშვებული პროდუქციის სახეობის, გეოგრაფიული ნიშნის
(ქვეყნების ან რეგიონების) მიხედვით.
ტრანსნაციონალური კომპანიის საქმიანობა იგება მისი ქვედანაყოფების
ურთიერთქმედების საფუძველზე. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ტნკ
აფართოებდეს თავისი შვილობილი კომპანიებიდან უმაღლესი რანგის პოტენციური
ხელმძღვანელების მოწვევის პრაქტიკას და შემოიფარგლოს მთავარი სამმართველოს
ადგილსამყოფელი ქვეყნის შრომის ბაზრის საზღვრებით. მმართველი, რომელიც
გაურკვეველ სიტუაციაში ინარჩუნებს თვითდაჯერებულობას, უკეთ გაართმევს თავს
ტრანსნსციონალური მართვის პრობლემების არაერთმნიშვნელოვან გადაწყვეტას. მას
უნდა შეეძლოს ხალხთან ურთიერთობა, მოსაუბრის მოსმენა და სხვებისგან სწავლა,
ჰქონდეს ზემოდან კონტროლის არარსებობის პირობებში გადაწყვეტილებების
მიღების უნარი. მმართველი არ უნდა იყოს შეზღუდული და კოლექტიური,
ჯგუფური თუ არაჯგუფური აზროვნების ჩარჩოებში მოქცეული თუ ეს აფერხებს სხვა
ფილიალებთან მის ურთიერთქმედებას თანასწორუფლებიანობის საფუძველზე.
მართვის რეგიონული სისტემები სამ ძირითად სახეობად იყოფა:
მთავარი რეგიონული სამმართველოები, რომლებიც შესაბამის რეგიონში
კონცერნის ყველა სახის საქმიანობისთვის არიან პასუხისმგებელი. ისინი
აღჭურვილია შესაბამის რეგიონში ყველა ფილიალის საქმიანობის კოორდინაციისა
და კონტროლის ყველანაირი უფლებით (მაგალითად, ამერიკული კონცერნის

44
“General motors” მთავარი რეგიონული სამმართველო, რომელიც აზიასა და ოკეანიაში
ახორციელებს ფილიალების საქმიანობის კოორდინირებას, სინგაპურშია
განლაგებული);
რეგიონული საწარმოო სამმართველოები, რომლებიც ახორციელებენ
საწარმოების საქმიანობის კოორდინირებას პროდუქტის მოძრაობის ხაზით ანუ
შესაბამისი საწარმოო ჯაჭვის მიმართულებით. ასეთი სამმართველოები პასუხს
აგებენ შესაბამისი საწარმოების ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფაზე, მთელი
ტექნოლოგიური ჯაჭვის შეუფერხებელ მუშაობაზე და ექვემდებარებიან უშუალოდ
კონცერნის მთავარ რეგიონულ სამმართველოს. მათი საქმიანობა მიმართულია
წარმოების ეფექტიანი ფორმების განვითარებასა და ახალი მოდელებისა და
საქონლის შექმნაზე (მაგალითად, კორპორაცია “Hewlett-Packard”-მა ამ მიზეზით 90-
იანი წლების დასაწყისში მთელ რიგ უმათვრეს პროდუქტებთან დაკავშირებული
თავისი საწარმოო სამმართველოები აშშ-დან ევროპაში გადაიტანა);
ფუნქციური რეგიონული სამმართველოები უზრუნველყოფენ კონცერნის
საქმიანობის სპეციფიკურ სახეობებს: გასაღება, მომარაგება, მომხმარებლების
მომსახურება მათთვის საქონლის მიყიდვის შემდეგ, სამეცნიერო-კვლევითი და
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები და ა.შ.
ეს სამმართველოები პასუხისმგებელია ყველა შესაბამისი სტრუქტურის
საქმიანობის შედეგისთვის რეგიონულ თუ გლობალურ მასშტაბში. [ქოქიქაური ლ.
ინვესტიციების ბაზრის ფორმირება და განვითარება საქართველოში. თბ., 2002 (127)]

45
თავი 3 ჰუალინგ ჯგუფი და ჩინური ინვესტიციების
გავლენა საერთაშორისო ბიზნესზე

3.1 უცხოური ინვესტიციები საქართველოში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ
მონაცემებს.
ინვესტიციების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.
გთავაზობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი
ინვესტორების მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების ათეულს:
1. სავაჭრო კომპლექსი „ისთ ფოინთი“ – თბილისში კახეთის გზატკეცილზე
საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი 85 000
კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული. „ისთ ფოინთის“ საინვესტიციო
ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
2. თბილისის ზღვის ახალი უბანი – ეს არის „ჰუალინგის საერთაშორისო
ეკონომიკური ზონის“ პროექტი, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის
მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის
მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში, პირველი სამი წლის
მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ
დოლარის. პროექტი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს, სააგარაკო
სახლებს, ტურისტულ-დასასვენებელ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს,
საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრს, საბაჟო საწყობს და ოლიმპიურ
სოფელს. თბილისის ზღვის ახალი უბანი „ჰუალინგ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური
პროექტია საქართველოში.

46
3. სასტუმრო “მერკური” თბილისში – ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური“
ორთაჭალაში საერთაშორისო ჰოლდინგის – „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინვესტირებით
აშენდა. პროექტში 16 მილიონი დოლარი ჩაიდო. სასტუმრო „მერკური“ მსოფლიოს 51
ქვეყანაშია წარმოდგენილი. თბილისში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
4. „ჯინო ფერედაისი“ – გასართობი ცენტრი და გრანდიოზული აკვაპარკი
თბილისში. პროექტში 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ინვესტორია ნოდარ გიორგაძე, რომელსაც სლოვაკეთში აქვს ბიზნესი.
5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” – ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის
მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს.
ცენტრი დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზეა გათვლილი.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ცენტრში
ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.
6. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ – საცხოვრებელი კომპლექსი
თბილისში, საბურთალოზე 11.700 მ2 ფართობის ტერიტორიას იკავებს. კომპლექსი
ევროსტანდარტის იზოლირებულ კომპლექსს წარმოადგენს. საერთაშორისო
ჰოლდინგმა „მაქრო ქონსთრაქშენი“ კომპლექსში თითქმის 45 მილიონი დოლარის
ინვესტიცია განახორციელა.
7. „დირსი“ – ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში,
რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას დასრულებული
რემონტით. მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანი
კომპლექსი 2016 წელს ბარდება. პროექტის ინვესტიცია აზერბაიჯანულ კომპანია AS
Group Investment-ს ეკუთვნის. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში 170 მილიონი
დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
8. „თბილისი მოლი“ – სავაჭრო ცენტრი თბილისში, რომელიც 2012 წელს
გაიხსნა. „თბილისი მოლს“ შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოფმენთი“ მართავს,
რომელიც თავის მხრივ, შ.პ.ს „რაკიინ დეველოფმენთს“ და IFC-ს (საერთაშორისო
საფინანსო კომპანიას) ეკუთვნის. „თბილისი მოლის“ პროექტში 115 მილიონი აშშ
დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

47
9. „რიქსოს ბორჯომი“ – სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი ბორჯომში.
ინვესტორია შპს „ყაზმუნაიგაზ სერვისი”. ჯამურმა ინვესტიციამ 48 მილიონი
დოლარი შეადგინა. სასტუმრო 2014 წელს გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ
სასტუმროს წარმოადგენს საქართველოში.
10. ფოთის პორტი – 2011 წლის აპრილში „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოში
ყველაზე დიდი პორტი – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ შეისყიდა. კომპანიამ 70
მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო პორტის ინფრასტრუქტურის
განახლებისთვის. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი 2018
წლისთვის დასრულდება.
საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, ჩინური ინვესტიციების მოცულობა
საქართველოში საგრძნობლად იზრდება და 2014 წლის მესამე კვარტალში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ჩინეთი ლიდერობს. ამავე მონაცემებით
პირველ ადგილს, როგორც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია, ჰუალინგ
ჯგუფი იკავებს.
2007 წლიდან ჰუალინგ ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ უკვე
500 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა და სამომავლოდ ეს ციფრი გაიზრდება.
საქართველოში წამყვანი ჩინური კომპანია ჰუალინგ ჯგუფი სხვადასხვა
მიმართულებით 5 საინვესტიციო პროექტს ახორციელებს: მიმდინარე ყველაზე
მასშტაბური დეველოპერული პროექტი გახლავთ „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“
რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ 4 მლნ. კვ.მ. საცხოვრებელ
და კომერციულ ფართს აერთიანებს. ამ ტერიტორიაზე დასრულდა ოლიმპიური
სოფლის მშენებლობა, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის
„თბილისი 2015-ის“ პერიოდში 3800 სპორტსმენს უმასპინძლა. გაიხსნა ხუთ
ვარსკვლავიანი სასტუმრო “Hotels & Preference Hualing Tbilisi” და მომავალ წელს
გაიხსნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი
„ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა”.

3.2 ჰუალინგ ჯგუფი

48
შპს „ჩინეთის ჰუალინგ-სინძიანის სავაჭრო-საწარმოო ჯგუფის“ მთავარი
ამოცანაა სასაქონლო საბითუმო ბაზრის განვითარება. გააჩნია 4 დიდი საბითუმო
ბაზარი და 30-ზე მეტი შვილობილი საწარმო, რომელიც დაკომპლექტებულია 3000-
ზე მეტი მომუშავე პერსონალით, ამასთანავე, კომპანია საგარეო ვაჭრობას,
მოდერნიზებული მეცხოველეობის, უცხოური რესურსების პროექტებს და სხვა
მსგავს საქმიანობას ახორციელებს ერთი კერძო საწარმოო დეველოპერული ჯგუფის
მეშვეობით.
ჰუალინგ ჯგუფის მიერ უკვე ამუშავებულია ოთხი დიდი ბაზარი, ესენია:
„ურუმჩი-ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი“, „ჰუალინგ-სინძიანის
ინტეგრირებული საბითუმო ბაზარი“,“ჰუალინგის საიუველირო ნაწარმისა და
ნეფრიტის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი“ და „ჰუალინგის ბაზრის სამშენებლო
მასალების საექსპორტო ბაზა“, მათი შენობების საერთო ფართობი 2 200 000 მ²-ზე
მეტია. ფუნქციონირებს 22000-ზე მეტი საწარმო.
მათ შორის, ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი დასავლეთ ჩინეთში, აგრეთვე
შუა და დასავლეთ აზიაში ყველაზე დიდი სასაქონლო ბაზარია. ის არა მარტო
სინძიანის სასაქონლო ბრუნვის მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, არამედ,
ამასთანავე, წარმოადგენს შუა და აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყანაში იმპორტის
მთავარ გზას.
20 წელზე მეტია, რაც ჰუალინგ ჯგუფი შეიქმნა, კომპანიამ საკუთარი ბაზრის
მშენებლობის განმავლობაში, თანმიმდევრობით შექმნა B-კლასის სამშენებლო,
აგრეთვე დეკორაციებსა და დიზაინზე მომუშავე კომპანიები. ჩამოაყალიბა
დიდმასშტაბიანი ვაჭრობის და მცირემასშტაბიანი სასაზღვრო ვაჭრობის უფლების
მქონე ექსპორტ-იმპორტის კომპანია. მთლიანად რეგისტრირებულია 500 მილიონ
იუანზე მეტი კაპიტალის მქონე კომპანიები.
ჰულინგი მოიცავს მსხვილი სამშენებლო ტექნიკის და სატრანსპორტო
საშუალებების დაახლოებით 100 სატრანსპორტო კომპანიას; სინძიანის ყველა
ადმინისტრაციული ერთეულის, ქალაქის და სამხედრო ბაზების მასშტაბით
სატრანსპორტო გადაზიდვების ლოჯისტიკურ კომპანიას; ჰუალინგის ბაზრისა და
ჰუალინგის დაახლოებით 2000000 მ² საწარმოო ფართის უძრავი ქონების მმართველ

49
კომპანიას, უძრავი ქონების კომპანიას, აგრეთვე გათბობის კომპანიას, რომელსაც
გააჩნია ბუნებრივ აირზე მომუშავე 100 ტონიანი 4 საქვაბე და თხევად აირზე
მომუშავე 80 ტონიანი 2 საქვაბე; ჰუალინგის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს და სხვა.
კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში აღსანიშნავია ორი
პროექტი: „იმედის სკოლა“ და სამხრეთ სინძიანის საგანმანათლებლო საქმიანობის
მხარდაჭერა.
1992 წლიდან დღემდე ჰუალინგ ჯგუფი ღარიბი და უმწეო მოსახლეობისათვის
აფინანებს განათლების მიღების პროექტებს, ამ მიმართულებით კომპანიის მიერ
განხორციელებული დაფინანსება აღემატება 30 000 000 იუანს. 2001 წლიდან ჰუალინგ
ჯგუფმა სამხრეთ სინძიანის ყველაზე ღარიბ რაიონებში შვილად აიყვანა 152
ეთნიკურად განსხვავებული ობოლი და 10 000 000 იუანის ოდენობის ინვესტიციით
მათთვის შექმნა სკოლა. კომპანიამ ამით შეძლო განათლების მიღების პროგრამის
დაახლოებით 500 ბენეფიციარისათვის დაახლოებით 10 წლიანი დაფინანსების
განხორციელება.
ამის გარდა, ჰუალინგ ჯგუფმა გამოიყენა დიდი რაოდენობით ადამიანური,
ფინანსური და მატერიალური რესურსი და ორ ეტაპად განახორციელა სიღარიბის
დაძლევის პროგრამა, რომლის დახმარებით 6800-მა გლეხმა დააღწია თავი
სიღარიბეს. დღესდღეობით მიმდინარეობს სიღარიბის დაძლევის პროგრამის მესამე
ეტაპი.
ჰუალინგ ჯგუფი სწრაფი განვითარებისა და სასარგებლო პროექტების
განხორციელების გამო, არაერთგზის იქნა აღიარებული სახელმწიფო სტრუქტურების
მიერ.
ჰუალინგ ჯგუფი გამარჯვებულია ისეთ სახელმწიფო ნომინაციებში,
როგორიცაა“წარმარტებული საწარმო”,“დასაქმებისა და სოციალური დაცვის
სფეროში წარმატებული საწარმო“ და სხვ.
კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ დაარსდა 1988 წ. ჩინეთში, ქ. ურუმჩიში.
კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო
მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას;
სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების

50
განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის
პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და
შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა:
თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
თბილისის ზღვის პლაზა
ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
სასტუმრო ფანდი
ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში
ხე – ტყე
საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ ა.შ.შ. დოლარს
შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.
ჰუალინგ ჯგუფი 2012 წლიდან ბაზისბანკის აქციების 90% -იანი წილის
მფლობელია. ტოპ ინვესტორი კომპანია პროექტებს საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში ახორციელებს.
ქართული კერძო სექტორი კორპორაციული მმართველობის თანამედროვე
სტანდარტების დანერგვისა და ფინანსური გამჭვირვალობის ზრდის კუთხით
უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად პროგრესირებს. რისკების
შემცირების ტენდენცია განაპირობებს დაინტერესებისა და, შესაბამისად, ამ
ბაზრისათვის განკუთვნილი კაპიტალის ზრდას. კორპორაციული სექტორის
დაფინანსება „ბაზისბანკის“ სტრატეგიული მიმართულებაა. წარმატებული
საქმიანობისათვის ადგილობრივი გარემოს სპეციფიკის გათვალისწინება
მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შესაძლოა განსხვავებული
საჭიროებები გააჩნდეთ.
საბანკო სექტორი განვითარებად ბაზრებზე ზოგადად უფრო მგრძნობიარეა
პოლიტიკური კონიუნქტურისადმი, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. ფინანსურ
ბაზრებზე მყისიერად აისახება არა მარტო ფაქტობრივი ინფორმაცია, არამედ ასევე

51
პროგნოზები და მოლოდინები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სავარაუდო
სცენარის შესახებ. განვითარებადი ბაზრების შემთხვევაში ბევრად რთულია
მოვლენებისა და პროცესების პროგნოზირება, რაც ზრდის რისკების საერთო დონეს
ეკონომიკაში. ეკონომიკური და საერთო განვითარების შედეგად მატულობს
პროგნოზირების ხარისხი და კლებულობს რისკების დონე. საქართველო, როგორც
განვითარებადი ბაზარი, ასევე მიჰყვება განვითარების ამ ციკლს.
საინვესტიციო კლიმატი ბევრი ადგილობრივი და რეგიონალური თუ
გლობალური კომპონენტისაგან შემდგარი ცნებაა და ქვეყანას მხოლოდ ნაწილობრივ
შეუძლია მის ფორმირებაზე ზემოქმედება. სახელმწიფო აპარატის სხვადასხვა
უწყების გამართული მუშაობა, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ეფექტური
სასამართლო სისტემა – ყველაფერი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის
საინვესტიციო მიმზიდველობისათვის. საქართველო ამ თვალსაზრისით,
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიის სახელმწიფოებს თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთ
საუკეთესო მდგომარეობაშია. „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ განხორციელებული
ინვესტიცია საქართველოში თავად მეტყველებს იმაზე, თუ რას ფიქრობენ
საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და რისკების შესახებ.
მიმდინარე პროექტების დასრულების გარდა, ჰუალინგ ჯგუფი, საქართველოს
ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სფეროშიც
გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას.
თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
„ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი „თბილისის ზღვის
ახალი ქალაქი“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, განთავსებულია
თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. იგი წარმოადგენს
ჰუალინგ ჯგუფის ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში. განაშენიანების
რეგულირების გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის
დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში და პირველი სამი წლის მინიმალური
საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარით.
პროექტი ორიენტირებულია თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და
ეკონომიკურ განვითარებაზე.

52
2012 წლიდან დღემდე ზემოხსენებულ ტერიტორიაზე უკვე 27 დასრულებული
კორპუსია. მშენებლობა კი გრძელდება – მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი,
სააგარაკო სახლები და ტურისტულ-დასასვენებელი ზონა; დასრულებულია 5
ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი და
საბაჟო საწყობი.
ტერიტორიაზე განთავსდა ოლიმპიური სოფელი, რომელმაც 2015 წელს
უმასპინძლა თბილისის რიგით მე 13-ე ევროპის ახალგაზრდულ ოლიპიურ
ფესტივალს.
„ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ პროექტის სამშენებლო ფართის
მოცულობა შეადგენს 4 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელთაგან 2 მილიონი
განკუთვნილია საცხოვრებელი ზონის მშენებლობისათვის, ხოლო დარჩენილ 2
მილიონი კვადრატული მეტრი კი განსაზღვრულია კომერციული ფართებისთვის და
სარეკრეაციო ზონებისთვის. საცხოვრებელი ზონა მოიცავს: მაღალსართულიან,
მრავალბინიან საცხოვრებელ ზონას და სააგარაკო სახლების კერძო დასახლებას.
კომერციული ზონა კი სხვადასხვა ობიექტებს, როგორიცაა სავაჭრო, ლოჯისტიკური,
გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები.
ერთ სივრცეში გაერთიანებულია:
2 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი კორპუსები
სავაჭრო ცენტრი
ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო
სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი
500 ათასი კვ.მ. სარეკრეაციო ზონა
უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა საყოფაცხოვრებო ურბანული
ინფრასტრუქტურა
სკოლა
ფოსტა
საავადმყოფო
საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ცენტრები.
თბილისის ზღვის პლაზა

53
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ მდებარეობს
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქის
გარეუბანში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში
საუკეთესო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მას გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა
ტრანსპორტის თვალსაზრისით, ადვილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა
და რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაადგილება, პლაზა განთავსებულია
ქალაქის ცენტრთან ახლოს, მოხერხებულია უცხოელი ბიზნესმენებისათვის
თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად.
„თბილისის ზღვის პლაზის“ სამშენებლო ფართობი 150 000 მ2-ია, აქედან 24 000
მ2 მსოფლიო ბრენდების საგამოფენო პავილიონის, 18 000 მ2 საერთო პავილიონისა
და 15 000 მ2 გადასახადებისაგან თავისუფალი ტერმინალისა და სასაწყობო
ტერიტორიის მშენებლობა 2014 წელს უკვე დასრულდა, ხოლო 110 000 მ2 ფართობის
სავაჭრო ცენტრის შენობის დასრულება 2016 წელს არის დაგეგმილი.
„თბილისის ზღვის პლაზა“ გადაიქცევა საქართველოსა და კავკასიის ყველაზე
დიდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრად, მომავალში თავის თავზე აიღებს
ევრაზიის რეგიონის საბითუმო, საცალო და და სადისტრიბუციო ცენტრის როლს,
თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ საქონელს და მოიზიდავს საუკეთესო
კადრებს კომერციის სფეროში, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს
საქართველოს პოზიციას ევრაზიის სატრანზიტო პუნქტის როლის შესრულებაში.
საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ
ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას,
კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომლებიც
წარმოადგენენ მთლიანი სავაჭრო ზონის და ეკონომიკური განვითარების მთავარ
მამოძრავებელ ძალას. დღეისათვის ჩინეთის, თურქეთის, დუბაისა (არაბეთის
გაერთიანებული ემირატების) და სხვა ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებმა უკვე
გააფორმეს შეთანხმებები ჰუალინგის სავაჭრო ცენტრთან და დაიწყეს „თბილისის
ზღვის პლაზაში“ საქმიანობის განხორციელება. სავაჭრო ობიექტები დატვირთულია
ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა,
ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები,

54
ჰიგიენური საშუალებები, ავტო მანაქანის ნაწილები და სხვა. „თბილისის ზღვის
პლაზაში“ ასევე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა
დაწესებულებები.
ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი
საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველად, ევროპის რიგით მეცამეტე
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში ჩატარდა.
ოლიმპიური სოფელი „ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ განთავსდა.
ჰუალინგ ჯგუფმა, საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიასთან
გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის მარტში
დაასრულა და იგი მოიცავდა: 3800 სპორტსმენის საცხოვრებელ 9 კორპუსს, 2000
ადამიანზე გათვლილ რესტორანს, ფიტნესცენტრს, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო
“ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს” , 85 მსუბუქ ავტომობილზე და 65
ავტობუსზე გათვლილ პარკინგის ზონას. სასტუმროში განთავსებული იყო ასევე
ოლიმპიური ფესტივალის მთავარი საინფორმაციო ცენტრი. “ჰუალინგ ჯგუფის”
მხრიდან ინვესტიცია განხორციელდა ოლიმპიური სოფლის ობიექტების მოწყობა–
აღჭურვისათვის.
2015 წლის 20 ივლისს, ოლიმპიური სოფელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და სოფლის მერად საქართველოს ფეხბურთელთა
ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი დაასახელა.
ოლიმპიური სოფლის გახსნაზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა „ჰუალინგ
ჯგუფის“ პრეზიდენტს მი ენხუას განხორციელებული მასშტაბური
ინვესტიციისათვის და ობიექტის დროულად და ხარისხიანად დასრულებისათვის
მადლობა გადაუხადა.
„ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ განთავსებული ოლიმპიური
სოფლის ინფრასტრუქტურამ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის
საკოორდინაციო კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
გლობალურმა საფინანსო კრიზისმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა უძრავი
ქონების ბიზნესს ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მსოფლიო საფონდო ბაზრის
პასიური მონაწილენი არიან.

55
მათ შორისაა საქართველოც, სადაც სამშენებლო ბიზნესზე უარყოფითი გავლენა
მსოფლიო კრიზისამდე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა მოახდინა. საქართველოს
დეველოპერული კომპანიები საკრედიტო რესურსების სიმწირესა და გაყიდვების
რაოდენობის შემცირებას უჩივიან.
დეველოპერულ ბიზნესზე ფინანსურ ფაქტორებთან ერთად პოლიტიკური
არასტაბილურობის უარყოფითი გავლენის შესახებ შეიძლება ითქვას რომ, აქ არა
მარტო გარე რისკებია, არამედ შიდაპოლიტიკურიც. ყველაზე დიდ ზეგავლენას ახლა
ახდენს პოლიტიკური რისკები, ექვე გასათვალისწინებელია ეკონომიკური
პრობლემები, რაც სამშენებლო ბიზნესის განვითარებას აფერხებს. კერძოდ, ეს არის
საკრედიტო რესურსების სიმწირე და მათი გაძვირება. დეველოპერული ბიზნესის
სირთულეები საბანკო კრედიტების გაძვირებაზე მეტად თავად სამშენებლო
კომპანიების არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მათი ნაწილი უძრავ ქონებას
საბანკო კრედიტების მეშვეობით ქმნიდა, შემდეგ კი მათ რეალიზაციას ისევ საბანკო
სესხების მეშვეობით ახდენდა.
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ჰუალინგ ჯგუფის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განთავსებულია ქ.
ქუთაისში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე ისტორიული და
სამრეწველო ქალაქია, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე
რიონზე, ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის გასწვრივ.
35.92 ჰექტარზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჰუალინგ ჯგუფის მიერ
განხორციელებული ინვესტიცია 5 წლის მანძილზე შეადგენს 31. 170. 000 აშშ
დოლარს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი
ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ კანონზე დაყრდნობით ჰუალინგ ჯგუფმა
უკვე დაასრულა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის მოწყობა.
ინდუსტრიულ ზონაში ჰუალინგ ჯგუფის მიერ შექმნილია და უკვე
წარმატებულად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის
გადამამუშავებელი და ავეჯის დასამზადებელი საწარმოები, რომლებშიც
წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება ხდება მეზობელ ქვეყნებში.

56
ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში 48 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შეიძინა 20 წლიანი
ლიცენზია 2.400.000 მ3 სამშენებლო ქვის მოპოვების უფლებით, რომლის
გადამუშავება ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქვის
გადამამუშავებელი ქარხანაში, სადაც კომპანიის მიერ დამონტაჟებულია და
ფუნქციონირებს 400.000 აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკური
აღჭურვილობა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამომავლო განვითარება მოხდება
ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის გადამუშავების მიზნით მოწინავე
ტექნოლოგიების დანერგვითა და მაღალ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით,
აგრეთვე მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგის განვითარებით.
ჰუალინგ ჯგუფის მიზანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დატვირთვის
გასაზრდელად მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვა, რაც შესაბამისად გაზრდის
ადგილობრივ მცხოვრებთა დასაქმების მაჩვენებელს.
უშუალოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს ქვეყნის
ტერიტორიულ ნაწილს, განსაკუთრებული ეკონომიკური, სამართლებრივი,
ადმინისტრაციული და საგადასახადო რეჟიმით. მისი ფუნქციონირებისთვის
აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს საკანონმდებლო და საშეღავათო პირობების
არსებობა, მასთან დამაკავშირებელი საგზაო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მის სიახლოვეს ფინანსური ინსტიტუტების
ხელმისაწვდომობა და მეტნაკლებად კვალიფიციური ადგილობრივი კადრების
არსებობა.
საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობის შექმნა
მიზნად ისახავდა საგარეო პოლიტიკური კავშირების გაფართოებას, უცხოური და
ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალი
ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა ამ მიზნით საკანონმდებლო და საშეღავათო
პირობების უზრუნველყოფა და ინფრაქტრუქტურის მოწყობა არ წარმოადგენს ზონის
წარმატებული ფუნქციონირების უპირობო გარანტს. მნიშვნელოვანია ქვემოთ
მოცემული პოტენციური რისკების და საფრთხეების განსაზღვრა და ანალიზი:

57
● ახლად შექმნილი თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს უკვე
მოქმედი და ავტორიტეტული ზონების ალტერნატივას, რომლებსაც გააჩნიათ
საქმიანობის მსგავსი სპეციფიკა ან/და ტერიტორიული სიახლოვე. აღნიშნული ქმნის
საშიშროებას, რომ ახლადშექმნილი ზონა ვერ გაუძლებს მაღალ კონკურენციას..
● თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერთის მხრივ ხელს უწყობს საინვესტიციო
პროცესების გააქტიურებას, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობს მისი მიმდებარე
ტერიტორიების დაცლას და ეკონომიკურ კვდომას. კერძოდ, საშეღავათო სისტემის
არსებობის პირობებში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში
პრიორიტეტული ხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
● თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა სახეობების შექმნის მიზნით
ქვეყანაში საგადასახადო რეჟიმის და ადმინისტრაციული მოთხოვნების ხშირი ცვლა
უარყოფით გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობის აქტივობაზე.
● ქვეყნის საზღვაო ნავსადგურში ინვესტიციის მიუხედავად თავისუფალი
ეკონომიკური ზონისთვის მისი ნაწილობრივ ან სრულად დათმობის შემთხვევაში
სახელმწიფო მოკლებული იქნება თავისი საზღვაო და საგარეო ეკონომიკური
პოლიტიკის სრულად რეალიზების შესაძლებლობას.
● თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია
რჩება ქვეყნის ეკონომიკური კონტროლის გარეთ და სახელმწიფო და ადგილობრივ
ბიუჯეტს უმცირდებათ შემოსავალი.
● მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში
არსებობს არალეგალური საქმიანობის, ფულის გათეთრების და კორუფციული
გარიგებების წარმოების მაღალი ალბათობა.
ცხადია, მაღალი დონის საშეღავათო პირობები, ინფრაქტრუქტურის
მოწესრიგება, სახელმწიფოს მხრიდან ზონის საქმიანობაში ჩაურევლობა და
მაქსიმალური მხარდაჭერა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატების და
განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, თუმცა არ წარმოადგენს მისი
წარმატების უპირობო გარანტს. საქართველოს შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს
ზემოთაღნიშნული პოტენციური რისკების და საშიშროებების განსაზღვრა და მათი
მინიმუმადე დაყვანის ან/და აღმოფხვრის მიზნით გატარდეს შესაბამისი

58
ღონისძიებები. კერძოდ, მნიშვნელოვანია მოხდეს უცხოეთის ქვეყნებში თავისუფალი
ეკონომიკური ზონის ფუნქციონირების წარმატებული და წარუმატებელი
მაგალითების და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური და საინვესტიციო
მდგომარეობის ხელახალი შესწავლა და ანალიზი. ხოლო, აღნიშნული პროცესის
შემდე თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეგულირების და საქმიანობის
სრულყოფის მიზნით აუცილებელია შესაბამისი მიმართულებებით ცვლილებების
გატარება. სწორედ მსგავსი კომპლექსური ღონისძიებების გატარების გზით იქნება
შესაძლებელი საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის სხვადასხვა
სახეობის შექმნა და ფუნქციონირება გამოდგეს წარმატებული.
ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
თანამედროვე ევროპულ სტილში აშენებული ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ
თბილისის 247 სასტუმრო ოთახი, ბუნებრივი, კომფორტული და ელეგანტური
გარემო შესაძლებლობას გაძლევთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. მეტი
კომფორტისათვის გთავაზობთ ლაუნჯის დამატებით მომსახურებას. სასტუმროში
განთავსებასთან ერთად, თქვენ ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ სადღეღამისო
საერთაშორისო კერძების რესტორანს, ჩინურ რესტორანს, სპორტულ ბარსა და
ლაუნჯ-ბარს.
შეხვედრების გასამართად, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
გთავაზობთ 800 მ2 გრანდ ბოლრუმს და დამატებით სამ ოთახს, თითოეული 10-80
ადამიანზე.
ფართო სარეკრეაციო სივრცე აერთიანებს შიდა საცურაო აუზს, უახლესი
ტრენაჟორებით აღჭურვილ სპორტულ დარბაზს, იოგისა და აერობიკის დარბაზს,
გოლფის მცირე ხელოვნურ მოედანს და კაფეს.
მაღალი კლასის სასტუმრო ტურისტებსა და ბიზნესმენებს სასიამოვნო
დასვენებას და სრულყოფილ სერვისს სთავაზობს.
სასტუმრო ფანდი
სასტუმრო ფანდი ჰუალინგ ჯგუფის მიერ აღმოსავლეთ-ევროპის სტილში
აშენებული კოლორიტული სამვარსკვლავიანი სასტუმროა. ის თბილისში
მდებარეობს, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ

59
ცენტრს და ასევე მთელი ამიერკავკასიის რეგიონში სახელგანთქმულ უძველეს
ქალაქს წარმოადგენს. თბილისს საკმაოდ სტრატეგიული გეოგრაფიული
ადგილმდებარეობა გააჩნია. ის მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე
მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380 – 600 მ სიმაღლეზე.
კარგი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დამსახურებით სასტუმრო
ფანდიდან საკმაოდ მოსახერხებელია გადაადგილება ქალაქის ყველა ძირითადი
სანტრანსპორტო კვანძის, კომერციული სავაჭრო და გასართობი ცენტრების და
ძირითადი ღირსშესანიშნაობების მიმართულებით. მანძილი თბილისის
საერთაშორისო აეროპორტამდე 12 კილომეტრია, სადგურამდე – 11 კილომეტრი,
ხოლო თბილისის ცენტრამდე კი – 9 კილომეტრი.
სასტუმრო ფანდში განთავსებულია 92 ოთახი, რომლებიც თანამედროვე და
დახვეწილი გემოვნებით მოწყობილ სტანდარტულ და ლუქსის ტიპის ნომრებს
წარმოადგენენ. სასტუმრო ტურისტებსა და ბიზნეს საქმიანობისათვის ჩამოსულ
სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ სარესტორნო, გასართობ მომსახურებებს და
ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობას, რაც
სრულიად დააკმაყოფილებს სტუმრების მრავალფეროვან მოთხოვნებს. სასტუმროს
აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს დიდი მასშტაბის საქმიან კონფერენციებს და
უზრუნველყოს 200 ადამიანის საქმიანი შეხვედრისა და კვებისათვის საჭირო
სასიამოვნო გარემო. სტუმრების კულინარიული სურვილების მაქსიმალური
დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ მოვიწვიეთ მაღალი კვალიფიკაციის მზარეული,
რომელიც უგემრიელესი და ეგზოტიკური კერძებით გაუმასპინძლდება სტუმრებს.
ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში
ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. 88-ში მდებარე ჰუალინგის სასტუმრო
გამოკვეთილად კოლორიტული საერთაშორისო სასტუმროა. ქუთაისი დასავლეთ
საქართველოში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის, სიდიდით მეორე სამრეწველო
ქალაქია. ქალაქი მდინარე რიონის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ქუთაისი, რომელიც
ოდესღაც კოლხეთის უძველესი სამეფოს დედაქალაქი იყო, პირველად ისტორიულ
წყაროებში ჩვ. წ. აღ-მდე მე-3 საუკუნეში გვხვდება.

60
სასტუმრო განთავსებულია რეკრეაციულ ზონაში, რისი წყალობითაც მიმდებარე
ტერიტორია გაჯერებულია სუფთა და ჯანსაღი ჰაერით. მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მღვიმე და თერმული წყლებით უზრუნველყოფილი გამაჯანსაღებელი
კურორტი სასიამოვნო განწყობას შეუქმნის სასტუმროში მცხოვრებ სტუმრებს. გარდა
ამ ყველაფრისა, აქ ტრანსპორტიც საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან
აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 12 კილომეტრს, პარლამენტის შენობამდე – 2
კილომეტრს, ქალაქის ცენტრამდე კი – 5 კილომეტრს.
სასტუმრო ოთახების მრავალფეროვანი არჩევანს გვთავაზობს, რომელიც
დააკმაყოფილებს როგორც დასასვენებელი, ასევე კომერციული და მაღალი დონის
სახელმწიფო შეხვედრების მიზნით ჩამოსულ სტუმრებს. ადგილზეა სარესტორნო
მომსახურების, დასასვენებელი პირობებისა და მაღალი ეფექტურობის მქონე
თანამედროვე მოწყობილობების სრული ასორტიმენტი. მრავალფეროვანი ქართული
კერძების გარდა რესტორანში ასევე დააგემოვნებთ საგანგებოდ ჩინეთის სინძიანის
რეგიონიდან მოწვეული შეფ-მზარეულის მიერ პირადად მომზადებულ სხვადასხვა
დელიკატესს. სასტუმროში ასევე არსებობს მაღალი დონის ბიზნეს-ვახშმის
მომსახურებაც, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 200 სტუმრის გამასპინძლება
ხე – ტყე
ჰუალინგ ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ხე-ტყის
მრეწველობის განვითარებაში. საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის
ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით არის დაფარული. 2008 წელს ჰუალინგ
ჯგუფმა შეიძინა ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზია, რაც მოიცავს
ყოველწლიურად 88 000 მ3 ხის დამზადების უფლებას. ამ ეტაპზე ყოველწლიურად
იჭრება 30.000 მ3 ხე-ტყე, რაც ლიცენზიით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მცირეა.
ამრიგად, შემდგომი განვითარების პერსპექტივა დიდია, პოტენციური მოგება კი –
უხვი.
როგორც საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორი სატყეო მეურნეობაში,
ჰუალინგ ჯგუფი სარგებლობს საშეღავათო პირობებით და გააჩნია საკმაოდ ძლიერი
შესაძლებლობები. ჩვენ გაგვაჩნია ხე-ტყის გადამუშავების ერთიანი და კომპლექსური
სისტემა, რაც მოიცავს: ხის მოჭრას, გადამუშავებას, ავეჯის დამზადებას და ქუთაისის

61
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მეშვეობით საექსპორტო ბაჟის გარეშე
ქვეყნიდან ექსპორტს. ქალაქ ქუთაისში არსებული ავეჯის ქარხნის ფართობი 20.000
მ2-ს შეადგენს, ავეჯის საგამოფენო დარბაზის ფართობი კი – 2.500 მ2-ს.
ხე-ტყის ექპორტი ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს მდებარე
ფოთის პორტიდან. ხე-ტყის 95%-ის ექსპორტი ხორცელდება შუა აზიაში, ეგვიპტეში,
ირანში, ერაყში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, დანარჩენი 5 %-ის
რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. მზა ხის მასალის ექპორტი კი ხდება
თურქეთში, სომხეთში ჩინეთში და დუბაიში.

3.3 ჩინური ინვესტიციის პრობლემები


დიდ აბრეშუმის გზას ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელმა დაუდო სათავე
(სწორედ ის მოიაზრება ამ იდეის ავტორად) და მას შემდეგ არაერთი სასიკეთო როლი
შეუსრულებია ამ საქარავნო კომუნიკაციას ჩვენი ქვეყნისთვის. ის ამჟამადაც
აქტუალურია და სულ ახლახან თბილისში გამართული ღონისძიებაც, რომელსაც
არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, სწორედ ამ გზის აღდგენას
ემსახურებოდა. ბუნებრივია, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ჩინეთია,
რომელიც სავარაუდოდ, ააშენებს ანაკლიის პორტს და თეორიულად ევროპისკენ
ზღვაზე გასასვლელსაც მოიპოვებს. ასევე, იგეგმება ჩინეთსა და საქართველოს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც. ჩინეთს, აგრეთვე, შეუძლია,
ისარგებლოს საქართველოს ევროასოცირების შეთანხმებით და საკუთარი
პროდუქცია საქართველოს სავაჭრო ნიშნით შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. ერთი
სიტყვით, პერსპექტივა დიდი და ნათელია და ეკონომიკის ექსპერტ ემზარ
ჯგერენაიასთან ერთად შევეცდებით პასუხის გაცემას კითხვაზე: რა სიკეთის მოტანა
შეუძლია ჩინეთს საქართველოსთვის და რას ელის ჩინეთი საქართველოსგან?
უპირველესად, ჩინეთს შეუძლია, გადაგვიწყვიტოს არსებითი პრობლემა –
ინვესტიციების, ანუ, ინვესტიცია შემოიტანოს საქართველოში. ეს არის ყველაზე
დიდი, რაც ჩინეთს შეუძლია გააკეთოს; მეორეც – თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით შეუძლია, ააშენოს საწარმოები, რომლებიც ევროკავშირის ბაზრისთვის
გამოუშვებენ პროდუქციას და, მესამე – ააშენოს პორტი ანაკლიაში. ეს საკითხი

62
დაიძრა, თუმცა რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი შავ ზღვაზე ასეთი პორტის
აშენება.
მეორე მხრივ, ცუდი რაც შეიძლება, ამან მოიტანოს, არის ის, რომ, შესაძლოა,
პრობლემები შეექმნას მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რადგან
ჩინელებმა ქართული კომპანიების დახმარების გარეშე განახორციელონ აქტივობები
და იმუშაონ იმ სფეროებში, სადაც ახლა ჩვენი კომპანიები მუშაობენ.
ჩინეთისთვის ყველა ბაზარი მომხიბვლელია, მათ შორის – საქართველო და
სტრატეგიული სამხრეთ კავკასია, სადაც ადრე იყო რუსეთის გავლენა. ჩინეთი,
იმავდროულად რუსეთის დაუძინებელი მტერია, თუმცა ერთმანეთან
თანამშრომლობენ კიდეც. ჩინეთისთვის არ არსებობს დიდი და პატარა ინტერესი,
მისთვის ყველა ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.
ბანკები, საფინანსო სფერო, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი,
ლოჯისტიკა, ვაჭრობა, სამომხმარებლო ბიზნესი, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი და
ასე შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა სფერო აინტერესებს ჩინეთს. პორტის
მშენებლობასაც დაიწყებს და ლოჯისტიკაში შემოვა. ჩინეთი არის ყველგან და
ყველაფერში.
ჩინეთი აკეთებს ინვესტიციებს, რადგან სახელმწიფო უდგას უკან. ეს არის კერძო
და სახელმწფიო კაპიტალის უნიკალური შერწყმა. გიგანტური ჩინური კომპანიების
უმეტესობა არის სახელმწიფო კომპანიები. გარანტი, რომ მათი რისკები იქნება
დაზღვეული, არის სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ადგილობრივი მცირე ბიზნესის ნაწილს შემოჰქონდა გარკვეული საქონელი
ჩინეთიდან, მაგრამ ერთმა ჩინურმა კომპანიამ შემოიტანა 100-ზე მეტი დასახელების
საქონელი და ყიდის ვარკეთილში. რაც უნდა კარგად დავგეგმოთ, ფიქსირებული
ხარჯი ჩინელს უფრო ნაკლები ექნება, იმიტომ რომ ჩინეთი აწარმოებს ჩვენზე
ათასჯერ მეტს, ანუ უპირატესობა აქვს ფიქსირებული ხარჯის ნაკლებობაში, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ღირებულებაში.
ქვეტანა პროტექციონიზმზე ვერ გადავა, რადგან, თუ ხელს მოვაწერთ
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენც უნდა შევასრულოთ. მაგრამ უნდა

63
ჩამოვყალიბდეთ პოლიტიკის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თუმცა
პროტექციონიზმი არანაირად არ გამოვა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად რეალურია ჩინეთსა და საქართველოს შორის
თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება, რადგან შესაბამისი ოფიციალური
ხელშეკრულება ან მემორანდუმი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, საქართველომ ამ
ტიპის ურთიერთობის დასაწყებად საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა,
საბოლოო შედეგი კი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან მოლაპარაკებებს მოჰყვება.
თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დასაწყებად, პირველი აგური მაინც ჩინურმა
კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფმა'' დადო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოაწყო.
ქუთაისში, 35.92 ჰექტარზე, ,,ჰუალინგის'' თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა
განთავსებული, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის
შექმნის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე მოაწყო. ოფიციალური
ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ,,ჰუალინგ ჯგუფის'' მიერ განხორციელებული
ინვესტიცია 31 170 000 აშშ დოლარია. ინდუსტრიულ ზონაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა''
უკვე შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი
ავეჯის დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ. ამ
საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტი კი საქართველოს მეზობელ
ქვეყნებში ხორციელდება.
48 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, ,,ჰუალინგ ჯგუფმა'' 20-წლიანი ლიცენზია მოიპოვა,
რომლის საფუძველზე, კომპანიას 2 400 000 კუბური მეტრი სამშენებლო ქვის
მოპოვების უფლება აქვს. ლიცენზიის შედეგად მოპოვებულ ბუნებრივ რესურსს კი
კომპანია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქვის გადამამუშავებელ
ქარხანაში ამუშავებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქარხანაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა''
400 000 აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა
დაამონტაჟა.
ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის გადამუშავების მიზნით,
,,ჰუალინგის'' თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოწინავე ტექნოლოგიების
დანერგვით, ასევე მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებითა და მსუბუქი

64
მრეწველობის სხვადასხვა დარგის ხელშეწყობით უნდა განვითარდეს. იმისთვის, რომ
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დატვირთვა გაიზარდოს, ,,პუალინგ ჯგუფის''
მიზანია, მეტი უცხოელი ინვესტორი მოიზიდოს, რაც ადგილობრივთა დასაქმების
მაჩვენებელსაც გაზრდის.
ბუნებრივია ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელება მარტივი არაა,
ჰუალინგისთვისაც კი. ის უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
პირველი პრობლემა რასაც კომპანია შეიძლება წააწყდეს ცენტრალურ აზიაში
მდგომარეობს. სწორედ ეს რეგიონია ჩინეთისთვის ევროპასთან კავშირში
უმნიშვნელოვანესი და ჩინელები ამას კარგად აცნობიერებენ, ეს ძალიან ადვილად
შეიმჩნევა, რადგან ჩინეთის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების 90 %-ზე
მეტი სწორედ ამ რეგიონიდანაა, ჩინეთს ამ რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ კარგი
ურთიერთობა აქვს, მაგრამ საკითხავია რამდენ ხანს გასტანს მსგავსი
თანამშრომლობა. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის
სკეპტიციზმი ჩინეთთან მიმართებაში. როგორც ექსპერტთა გარკვეული ნაწილი
იუწყება ამ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ უკვე არა
რუსეთს, არამედ ჩინეთს აღიქვამს.
შემდეგი პრობლემა შეიძლება რუსეთთან მიმართებაში წარმოიშვას. ეს
უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა ცენტრალურ აზიას საკუთარ
გავლენის სფეროდ, მაგრამ დიპლომატიური იზოლაციის და ეკონომიკური
სანქციების გამო, რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება გარდა ჩინეთთან მეგობრული
ურთიერთობების დამყარებისა. როგორც კი რუსეთი დაუბრუნდება თავის
კალაპოტს, სინო-რუსული უერთიერთობების ჭრილი შესაძლოა მაშინვე შეიცვალოს,
დადგეს რა დღის წესრიგში ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული დავები, არც თუ
სასიამოვნო წარსული და რეგიონში გაბატონების სურვილი.
კიდევ ერთი შესაძლო პრობლემა ევროპას უკავშირდება. ფაქტია, რომ
დღეისათვის ჩვენ ვართ მომსწრე ჩინეთსა და ევროპას შორის უპრეცენტო
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების. ის, რომ დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, გერმანია და იტალია შეუერთდნენ ჩინეთის დაარსებულ აზიის
ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკს, უკვე ნიშანია იმისა, რომ მჭიდრო

65
ეკონომიკური კავშირები ჩინეთსა და ევროპას შორის კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ეს
არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ასპექტში ევროპა ჩინეთს მისცეს დიდი გავლენის
მოპოვების საშუალებას და უფლებას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა, მაინც სამომავლოა და დარწმუნებით
ვერ ვიტყვით რამდენად განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით, მაგრამ
უმთავრესი პრობლემა, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას წინ უდგას,
ჩინეთის დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციაა.
დრო როცა ქვეყნებს შეეძლოთ განეხორციელებინათ უზარმაზარი
არამომგებიანი ინვესტიციები პოლიტიკური მოტივებით, წარსულს ჩაბარდა.
პროექტის დაანონსების შემდეგ ჩინეთს ევრაზიის კონტინენტზე მრავალ
მილიარდიანი ინვესტიციების განხორციელება ჰქონდა დაანონსებული, მაგრამ ახლა
ჩინეთს ფული სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკის დასარეგულირებლად
სჭირდება. ჩინური ვალუტა, იუენი 4.5%-ით გაუფასურდა, რაც მისი არსებობის
ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა. ვალუტის დევალვაციის გამო არსებობდა
მოლოდინი, რომ ეს წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებელზე დადებითად
აისახებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, ექსპორტი 8 %-ით შემცირდა. საფონდო ბირჟების
ვარდნამ ქვეყანაში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად გააუარესა, რის გამოც
ინვესტორებმა და მოსახლეობამ ხარჯვა შეამცირა, შედეგად ქვეყნის ადგილობრივი
მოთხოვნა შემცირდა. ჩინეთის კერძო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის
ინდექსი ექვსი წლის მინიმუმამდე დაეცა. მსოფლიო ბანკმა ჩინეთს 2015 წელს 7 %-
იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, ნაცვლად უკვე ტრადიციული ორციფრიანი
მაჩვენებლისა, თუმცა შესაძლოა ზრდამ 7 %-საც კი ვერ მიაღწიოს. ამ ყველაფრის
ფონზე ჩინეთს უკვე მოუწია რადენიმე გრანდიოზული პროექტის შეჩერება.
მაგალითად. მილსადენი “Power of Siberia”, რომელზეც გასულ წელს ჩინეთსა და
რუსეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჩავარდნის წინაშე
დგას, ხოლო ალტაის გაზის მილსადენი, რომელიც დასავლეთ ციმბირს აკავშირებს
ჩინეთთან გადადებულია გაურკვეველი ვადით.
არც უკვე გაკეთებული პროექტები სარგებლობს დიდი წარმატებით.
ინიციატივის ერთ-ერთი ნაწილია 20 სასაზღვრო სპეციალური ეკონომიკური ზონის

66
შექმნა, უკვე განხორციელებული ზონები კი ჩინეთს დიდ იმედებს ნამდვილად არ
უნდა აძლევდეს. ყაზახეთის საზღვართან არსებული ჩინური ქალაქი ხორგასი კარგი
მაგალითია: ორწლიანი მუშაობის შედეგად ჩინეთმა შუაგულ უდაბნოში გააშენა
ქალაქი უამრავი მრავალსართულიანი შენობით. ერთ-ერთ შენობაში მაგალითად,
ასზე მეტი მაღაზიაა განმაგებული და ყველა მათგანში იყიდება ერთი და იგივე
პროდუქტი – ბეწვის ქურთუკები, მსგავსი სიტუაციაა სხვა შენობებშიც.
რაც შეეხება საზღვრის მეორე მხარეს, იქ მხოლოდ ერთი იურტა დგას, სადაც
მხოლოდ ტკბილეულის და რუსული ლუდის ყიდვაა შესაძლებელი, იურტას წინ
რამდენიმე პლასტმასის აქლემი უმშვენებს ფონს, ხალხი არც საზღვრის ერთ მხარესაა
და არც მეორეზე.
გარდა ეკონომიკურისა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – პარტნიორების
ნაკლებობა, ამ პროექტში ჩინეთი ფაქტიურად მარტოდ მოქმედებს. ჩინელმა
დიპლომატებმა აქამდე მხოლოდ რუსეთთან და უნგრეთთან შეძლეს შეთანხმებების
მიღწევა, მაგრამ მათაც კი არ აქვთ რეალური წარმოდგენა თუ რა არის OBOR-ი.
ჩინეთს ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს ქვეყნების ამ პროექტით
დასაინტერესებლად. მართალია სი ამ პროექტის შედეგად ყველას ჰპირდება მოგებას,
მაგრამ, სხვა ქვეყნებისთვის აშკარაა, რომ ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთი
იქნება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე ისაა ამ პროექტის არქიტექტორიც, გზის
გამკვლევიც და დამფინანსებელიც და ბუნებრივია, პროექტისგან ყველაზე დიდ
სარგებელსაც სწორედ ის ელის.
ამ პროექტის მიმართ ეჭვს ასევე აღვივებს ჩინეთის აგრესიული საგარეო
პოლიტიკა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სიტუაციის გართულების და პეკინში
დემონსტრაციული სამხედრო აღლუმის შემდეგ, ჩინეთმა შეიძლება დაკარგოს
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას მეზობლებისგან სჭირდება ამ პროექტის
განსახორციელებლად: ნდობა.
ბევრი ქართველისთვის რთულ მდგომარეობას ქმნის თბილისის გარეუბანში
ჩინური უძრავი ქონებისა და ტურიზმის 150-მილიონ დოლარიანი პროექტის
განხორციელება. პროექტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დიდი ხნის

67
სურვილის განხორციელებაა, თუმცა ასევე შეშფოთებას იწვევს უცხოურ
ზეგავლენასთან მიმართებაში.
საბჭოეთის დროინდელი საცხოვრებელი ნაგებობების ნგრევის ფონზე, პროექტი,
რომელსაც ჩინური კერძო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ხელმძღვანელობს, თბილისში,
ვაზისუბნის რაიონში 420 ჰექტარ მიწაზე ახორციელებს სხვადასხვა სახის
მშენებლობებს.
დადებით შეფასებას იმსახურებს "ჰუალინგ ჯგუფი" ესოდენ საჭირო
ინვესტიციების მოზიდვისთვის და თბილისის მჭიდროდ დასახლებული ნაწილის
ხელმოკლე მოსახლეობის დასაქმებისთვის. პირველ ეტაპზე პროექტში
განხორციელებული ინვესტიციის დონე ხუთჯერ აღემატებოდა 2012 წელს
საქართველოში განხორციელებულ ჩინურ ინვესტიციებს.
ამავდროულად ხმები, რომ პროექტებში სამომავლოდ 127 ათასი ჩინელი
იმიგრანტი დასაქმდება და თბილისში იცხოვრებს, ადგილობრივების შეშფოთებას
იწვევს, რადგან უცხოელები მათ საკუთარ მიწაზევე ართმევენ ისედაც რთულად
საშოვნელი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას.
გასულ წლებში თბილისმა უკვე იწვნია აფრიკელი და სამხრეთ აზიელი, ისევე
როგორც ჩინელი მოვაჭრეებისა და არაბი ინვესტორების შემოჭრა. მაგრამ ქვეყანაში,
რომელიც 4,49 მილიონი მოსახლეობისგან შედგება და უმუშევრობა 50%-ზე მეტს
აღწევს, ამ ვიზიტორებს ზოგჯერ უფრო ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევენ, ვიდრე -
შესაძლებლობების წყაროდ.
ხალხმა არ იცის, თუ როგორ ითანამშრომლოს, როგორ იკოჰაბიტაციოს სხვა
ხალხებთან. ჩინელების შემთხვევაში კი, ჩემი აზრით, ხალხში შექმნილია
წარმოდგენა, რომ ეს უზარმაზარი და უზომოდ დასახლებული ქვეყანაა და მათ
როგორღაც კიდევ უფრო გაფართოება სწადიათ.
საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" ინტერესები უჩვეულო არ გახლავთ, ჩინური
კომპანიები წარსულშიც ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან ინვესტიციებს -
დაწყებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით, დამთავრებული სარკინიგზო
გვირაბით. 591,5 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით, 2012 წლის მონაცემებით,
ჩინეთი საქართველოს რიგით მეოთხე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო.

68
თუმცა, ქართველთა დამოკიდებულება ჩინელებისადმი – და ზოგადად,
იმიგრანტებისადმი, - კვლავაც რთულია. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,
რომ თუ 2,089 გამოკითხული ქართველიდან 57% მხარს უჭერს ჩინელებთან
ერთობლივი ბიზნესის წარმოებას, 80% მათთან დაქორწინების წინააღმდეგია.
მართალია, ქართული კულტურა სტუმართმოყვარეობასა და სტუმრისადმი
პატივისცემას ითვალისწინებს, თუმცა, ქართველები შერჩევითი პრინციპით
უდგებიან, რომელი ეთნიკურ ჯგუფს დახვდნენ გულუხვად.
ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან დასავლეთის ერებისადმი,
ევროპელებისადმი, ამერიკელებისადმი, თუმცა იშვიათად სხვა ერებისადმი.

69
დასკვნა
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია წარმოადგენს საქონლის, მომსახურებისა
და წარმოების ფაქტორების გლობალური ბაზრების ფორმირების პროცესს,
რომელსაც თან ახლავს ამ პროცესში ჩართული ეკონომიკებისა და ეკონომიკური
სუბიექტების თვისობრივი ტრანსფორმაცია. მას განვიხილავთ, როგორც
ურთიერთდაკავშირებული პროცესებისგან შემდგარ მოვლენას. ამ შემთხვევაში
პასუხს ვცემთ კითხვას: რის გლობალიზაცია? – საქონლის, წარმოების, ბაზრების,
დარგების, კომპანიების, ქვეყნების.
მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სუბიექტები საერთაშორისო კომპანიები არიან.
კომპანიების ეკონომიკური საქმიანობა ყოველთვის ამჟღავნებდა და ამჟღავნებს
მიდრეკილებას, რომ გაფართოვდეს საწყისი ეროვნული ეკონომიკური გარემოს
მიღმა. ამას საფუძვლად უდევს იმ სარგებლის გააზრება, რომელიც ქვეყნის გარეთ
ეკონომიკურ ექსპანსიას მოდევს. ამავდროულად, კომპანიების მთავარი
მამოძრავებელი მოტივი – მაქსიმალური მოგების მიღება - უცვლელია. მოგების
ზრდის წყაროების განუწყვეტელი ძიების პროცესში კომპანიები მიზნად ისახავენ
უზრუნველყონ წარმოების დიდი მასშტაბი, მოიპოვონ ბაზრის გაზრდილი წილი და
ოპტიმალური ზომა, ასევე, მიმართავენ დივერსიფიკაციის ღონისძიებებს, რადგან
ერთდროულად მრავალ დარგში საქმიანობის წარმართვა უზრუნველყოფს მაღალ
ეკონომიკურ ეფექტიანობას. მასშტაბის ეკონომია, საქონლის სტანდარტიზაციასთან
ერთად, განაპირობებს უპირატესობის მოპოვებას დანახარჯების მიხედვით, ხოლო
კონკურენციულ ბრძოლაში გადარჩენისთვის მიზანშეწონილი ხდება წარმოებისა და
კაპიტალის კონცენტრაცია გლობალური მასშტაბით. ამის უზრუნველსაყოფად ისინი
ავითარებენ გლობალურ სტრატეგიებს და ზრდიან საქმიანობის კოორდინაციისა და
ინტეგრაციის ხარისხს. ამ მიზნებისკენ სწრაფვის პროცესში შესაბამისი
სტრატეგიების ამოქმედებით იზრდება კომპანიების საერთაშორისო
წარმომადგენლობა, ძალაუფლება, გავლენის სფეროები და ისინი გლობალურ
ეკონომიკის აქტიურ სუბიექტებად და ანგარიშგასაწევ ძალებად წარმოგვიდგებიან.
თვალსაჩინოა, რომ საერთაშორისო კომპანიების ეკონომიკური ექსპანსიის
შედეგად სახელმწიფოები სულ უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ტრანსნაციონალურ

70
კაპიტალზე. ისინი ცდილობენ მოიზიდონ კონკურენტუნარიანი კორპორაციები და
შექმნან მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემო. ეს, უპირველესად,
გულისხმობს ორიენტაციას ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
საერთაშორისო კომპანიების სამოქმედო გარემოში მრავლადაა ფაქტორები,
რომლებიც ხელს უშლის ან ხელს უწყობს კომპანიების გლობალურ ორიენტაციას.
ყველა ის ფაქტორი, რომელიც არ აიძულებს მათ წარმოების, გასაღებისა და მართვის
მიდგომები მოარგონ მიმღები ქვეყნების პირობებს, გლობალიზაციის ხელშემწყობ
ფაქტორად გვევლინება.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის, ფარგლებში
თანაარსებობენ ტნკ-ები და ნაციონალური ეკონომიკური სივრცეები. ამიტომ
ბუნებრივად არსებობს მათ შორის როგორც ინტერესთა ერთიანობა, ასევე,
წინააღმდეგობანი. ტნკ-ები თავისი ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბებით არათუ
უტოლდებიან სახელმწიფოებს, არამედ აღემატებიან კიდეც მათ. გლობალიზაციის
პირობებში ტრანსნაციონალური კომპანიების ფარდობითი ზემოქმედება მაღლდება.
ქსელური ორგანიზაციული სტრუქტურების გავრცელება, ბაზრების
ურთიერთგადახლართვა ამის დასტურია. საერთაშორისო კომპანიებს აქვთ
ბერკეტები, რომელთა საშუალებით ზემოქმედებენ არა მხოლოდ მიმღები
სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე, არამედ გარკვეული ცვლილებები შეაქვთ
ბაზირების ქვეყნის სახელმწიფოს პოლიტიკაში.
საჭიროა განუწყვეტელი ურთიერთქმედება საერთაშორისო ეკონომიკურ
სისტემასთან ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის ათვისების მიზნით, რათა
მოხდეს უცხოეთში დამუშავებული ტექნოლოგიების შეწოვა და, ამავე დროს,
განახორციელდეს ღონისძიებები ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო
კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის უცხოურ ტექნოლოგიებზე
დამოკიდებულების თანდათანობითი შემცირების პარალელურად.
გლობალურ ბაზარი საჭიროებს გლობალური პროდუქტებით მომსახურებას.
გლობალური ეკონომიკის პირობებში ის ქვეყნები აღწევენ წარმატებას, რომლებიც
ახერხებენ ტექნოლოგიასა და კაპიტალს შორის სინერგიული ეფექტის მიღწევას.
საქართველომ უნდა გაზარდოს მონაწილეობა გლობალურ საწარმოო და გასაღების

71
ქსელებში. მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ დარგებში მიზანშეწონილია
გლობალურ კომპანიებთან ალიანსების შექმნა.

72
გამოყენებული ლიტერატურა
1. ა. სიჭინავა, ინვესტიციები, 2010.
2. მაცნე, საქართველოს საკანონმდებლო. "ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი." 05 25, 2000.
3. საინვესტიციო ფსიქოლოგია - ეკონომიკის დოქტორი ვ.ასლეპოვა (2002)
4. "საქართველოს ეროვნული ბანკი." კომერციული ბანკების ფინანსური
მაჩვენებლები. მაისი 2014.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი. "წლიური ანგარიში." თბილისი, 2013.
6. „საქართველოს საფონდო ბირჟა.“ საბროკერო კომპანიები. 2014 წლის მაისი.
7. "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური." საგარეო ვაჭრობა.
მარტი 2013.
8. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.“ მშპ და ეროვნული
შემოსავალი. 2014 წლის მაისი.
9. ქოქიქაური ლ., ინვესტიციების ბაზრის ფორმირება და განვითარება
საქართველოში. თბ., 2002.
10. ქოქიქაური ლ., საბაჟო და ინვეტიციური ბაზრების განვითარების
პერსპექტივები საქართველოში, 2001.
11.ცაავა გ. უცხოური საბანკო კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი,
გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში.
(2001)
12. City of London Corporation. "Insurance companies and pension funds as
institutional investors: global investment patterns." London, 2011.
13. "Council of Europe." 3rd General Report on the CPT's activities covering the period
1 January to 31 December 1992.
14. "Health Policy, Health Economics, Insurance - ჯანდაცვის პოლიტიკა,
ჯანდაცვის ეკონომიკა, სადაზღვევო საქმე." Insurance . May 2014.
15. Wyman, Oliver. Funding the future - Insurers’ role as institutional investors.
Brussels, June 2013.

73
16. Азарченков, Артем Борисович. Страхование кредитных рисков торговых
операций. Москва, 2007.
17. Бажанов, Глеб Сергеевич. Перспективы использования страховых фондов как
источника инвестирования экономики России. Ростов-на-Дону, 2012.
18. «Знай страхование!» Глава 7. Страхование кредитов.
19. hualing.ge/language/ka/
20. http://www.basisbank.ge/ge/about_bank/history/about_hualing/
21. http://www.bpn.ge/biznesi
22. http://www.economy.ge/ge/economic-sectors/foreign-direct-investments

74

You might also like