You are on page 1of 6

უცხოური პირდაპირი უნვესტიციები მე-7 თავი გვ.

357
ვაჭრობა წარმოადგენს გლობალური ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ არა
ერთადერთ ფორმას. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორიოს საინვესტიციო
საქმიანობა, რომლის დროსაც ერთი ქვეყნის ბიზნესმენები აბანდბენ კაპიტალს სხვა
ქვეყანაში. სიტყვა ინვესტიცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს, შემოსავალს . უცხოური
პირდაპირი ინვესტიცია ეს არის უცხო ქვეყნის აქტივების შეძენა მათი კონტროლის
განხორციელების მიზნით. მათ აქვთ ადგილი მაშინ, როდესაც ფირმა აბანდებს ფულს
უცხოეთში პროდუქციის საწარმოებლად ან გასაყიდად. ცნობილია უცხოური პირდაოირი
ინვესტიციების ორი ძირითადი სახეობა: პირველი არის ე.წ. „მწვანე ველის“ ინვესტიცია ,
რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ სრულიად ახალი საწარმოოს დაფუძნებას. მეორე
ითვალისწინებს უცხოუ ქვეყანაში უკვე არსებული ფირმის შეძენას ან მასთან შერწყმას .

არსებობს მნიშვნელოვანი განსვავება უცხოურ პირდაპირ და პორტფელურ


ინვესტიციას შორის. ინვესტიციათა ამ ორ ტიპს შორის განსხვავება ვლინდება იმაში თუ რა
ხარისხით აკონტროლებს ინვესტორი მის მიერ დაბანდებულ კაპიტალს: აპირებს იმ
კომპანიის აქტიურ მართვას სადაც ჩაიდო კაპიტალი, თუ პასიური ინვესტიციებიდან
შემოსავლის მიღებას. პორტფელური ინვესტიცია არის ინდივიდის, ფირმის ან
სახელმწიფო ორგანოს მიერ ფულის დაბანდება უცხო ქვეყნის ფინანსურ აქტივებში .

უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მსოფლიო ეკონომიკაში


უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში საჭიროა განვასხვაოთ ისეთი მაჩვენელები ,
როგორიცაა: უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი და მარაგი. უცხოურ პირდაპირ
ინვესტიციების ნაკადში იგულისმება მოცემული პერიოდისთვის წამოწყებული უცხოური
ინვესტიციების ოდენობა. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მარაგში კი იგულისხმება
მოცემული დროისთვის უცხოელების მიერ დაგროვებული აქტივების მთლიანი
ღირებულება. უკანასკნელი 20 წლის განმავლობასი მსოფლიო ეკონომიკასი აღინიშნება,
როგორც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადის, ასევე მისი მარაგების ზრდა .

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოძრაობის ტენდენცია


ისტორიულად, უპი-ს ყველა დიდი რაოდენობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებზე
მოდიოდა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში არსებული ფირმები , სხვა ქვეყნების ბაზარზე
აბანდებდნენ ფულს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობის სხვა ასპექტი მდგომარეობს იმაში ,


რომ ის წარმოადგენს მზარდი ფიქსირებული კაპიტალის პროცენტულ ნაწილს. მზარდი
ფიქსირებული კაპიტალი არის ქვეყანასი დაბანდეული კაპიტალის მთლიანი ჯამი ,
რომელიც დაბანდებულია ქარხნებში, მაღაზიებში, საოფისე შენობესი და სხვა . რაც უფრო
მეტი კაპიტალდაბანდებაა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკასი , უფრო მეტად არის
სავარაუდო მისი ეკონომიკური ზრდა.
უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ფორმები. როგორც აღინიშნა უცხოური
პირდაპირი ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს ორი ფორმით : „გრინ -ფილდი “
ინვესტიციის სახით, როდესაც ხდეა კაპიტალის ინვესტირება ახალ ობიექტსი ანდ
ადგილობირი კომპანიის შესყიდვით ან მათთან შერწყმით . კომპანიებისთვის უფრო
მარტივია შესყიდვა ან შერწყმა, ვიდრე „გრინ-ფილდი“ ინვესტიციის ფორმის გამოყენება .

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ანალიზის პროცესში მნიშვნელოვანია იმის


დადგენა, თუ რატომ ირჩევენ ფირმენი არსებული აქტივეის შესყიდვას და არა „გრინ -
ფილდ“ ინვესტიციის ფორმას. პირველ რიგსი, შერწყმა და შესყიდვა უფრო სწრაფი
განსახორციელებელია, ვიდრე გრინ-ფილდ ინვესტიცია. ეს მსოფლიოში არის ძალიან
მნიშვნელოვანი თანამედროვე ბიზნესისათვის, სადაც ბაზრები ძალიან სწრაფად
იცვლებიან და ვითარდებიან. მრავალს ფირმას, როგორც ჩანს, მიაჩნია რომ თუ ისინი
დროულად არ დაეუფლებიან მათთვის სასურველ სამიზნე ფირმას, მათი მსოფლიო
კონკურენტები შეძლებენ ამას. მეორე, უცხოურ ფირმების შესყიდვას იმიტომ ირჩევენ, რომ
მოცემულ ქვეყანასი მათ აქვთ ისეთი სტრატეგიული აქტივები, როგორიცაა : საკუთარი
ბრენდები, მომხმარებლეთან კარგი ურთიერთობა, სავჭრო ნიშნის, დისტრიბუციიის
სისტემები და სხვა. მესამე, ფირმები იმიტომ აკეთებენ შესყიდვებს, რომ მათ მიაჩნიათ ,
რომ ისინი შეძლებენ გაზარდონ შეძენილი კაპიტალის ერთეულის ეფექტოანობა ,
ტექნოლოგიის და მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესების საფუძველზე .

საერთაშორისო ინვესტიციების თეორიები

უცხოური პირდაპირი უნვესტიციების თეორიები შეისწავლიან უცხოური პირდაპირი


ინვესტიციების ფენომენს სამი მხრიდან. ამ თეორიებიდან ერთ-ერთი ხსნის, თუ რატომ
ირჩევენ ფირმები პირდაპირ ინვესტიციებს უცხოურ ბაზარზე შესაღწევად , როდესაც
არსებობს ორი სხვა ალტერნატივაც, ექსპორტირება და ლიზენცირება . მეორე გვიჩვენებს ,
თუ რატომ ახორციელებენ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს ერთსა და იმავე დროს ,
ერთსა და იმავე ინდუსტიაზე დაფუძნებული ფირმები და უპი-ის განხორციელების
პროცესში, რატომ ენიჭება უპირატესობა ადგილმდებარეობის შერჩევას . ხოლო მესამე
თეორია, რომელიც ცნობილია ეკლექტიკური პირადიგმის სახელით, აჯამებს წინა ორი
თეორიის დებულებებს და იძლევა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ერთიან სახეს .
სიტყვა ეკლექტიკური გულისხმობს საუკეთესო ასპექტების ამოღებას სხვა ორი
თეორიიდან და მათ გაერთიანებას.

ინტერნალიზაციის თეორია

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გარდა ფირმებს აქვთ უცხოურ ბაზარზე არსებული


მომგებიანი შესაძლებლობების გამოყენების 2 ხელმისაწყვდომი ალტერატივა : ექსპორტი
და ლიცენზირება. ექსპორტი ნიშნავს ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისა და
მომსახურების გაყიდვას მის საზღვრებს გარეთ. ლიცენზია არის ფირმის მიერ
პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების უფლება, ყოველ გაყიდულ ერთეულზე
საავტორო ჰონორარის გადახდით. ინტერნალიზაციის თეორია გვიჩვენებს ,
საზღვარგარეთ კაპიტალი გატანის თვალსაზრისით, რატომ ენიჭება უპირატესობა უპი -ს და
არა ლიცენზირებასადა ექსპორტს.

ზედაპირული გამოკვლევებიტ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უცხოური პირდაპირი


ინვესტიცია არის უფრო დიდ ხარჯებთან და რისკებთან დაკავშირებული ვიდრე
ლიცენზირება და ექსპორტი. უცხოური პირდაპირი ინვესტიციები არის ძვირი იმიტომ რომ
ფირმამ უნდა გაიღოს საზღვარგარეთის ქვეყანაშუ ფილიალის დაარსების ან უკვე
არსებული საწარმოს შესყიდვის ხარჯები. უცხოური ინვესტიციები არის რისკთან
დაკავშირბეული, იმ პრობლემების გამო, რომლებიც გამოწვეულია ბიზნესის კეთებით
უცხოურ განსხვავებულ კულტურულ გარემოშიმ სადაც „თამაშის წესები“ განსხვავებულია .

ექსპორტის შეზრუდულობა. ექსპორტის სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას


ხშირად ხელს უშლის სატრანსპორტი ხარჯები და ვაჭრობის ბარიერები . როდესაც
პროდუქციის თვითღირებულებას ემატება ტრასპორტირების ხარჯები , მომგებიანი არ
არის მისი დიდ მანძილზე ტრანსპორტირება. ეს მიდგომა განსაკუთრებით მიესადაგება იმ
პროდუქციას, რომელსაც გააჩნია წონასთან შედარებით დაბალი ღირებულება და
შეიძლება ვაწარმოოთ ნებისმიერ ადგილზე. მაღალი სატრასპორტი ხარჯები მისაღებია
იმ პროდუქციისატვის, რომელთაც გააჩნიათ, როგორც მაღალი წონა, ასევე მაღალი
ღირებულებაც და უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენენ ექსპორტის დანახარჯებზე უცხოურ
პირდაპირ ინვესტიციებსა და ლიცენზიებთან შედარებით .

ზოგერთი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია წამოწყებულია სავაჭრო სისტემაში


არსებული ისეთი ბარიერების საპასუხოდ, როგორებიცაა , ტარიგები და კვოტები .
იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების შემოღებით სახელმწიფოს შეუძლია უცხოურ
პირდაპირ ინვესტიციებთან და ლიცენზირებასთან შედარენით გაზარდოს საექსპორტი
ხარჯები.ამის მსგავსად, კვოტების საშუალებით ლიმიტირებული იმპორტით სახელმწიფო
ზრდის უპი-ისა და ლიცენზირების მიმზიდველობას.

ლიცენზირების შეზდულობა. ინტენალიზაციის თეორა ცდილობს ახსნას უცხოურ ბაზარზე


შესასვლელად თუ, რატომ ანიჭებენ ფირმები უპირატესობას უცხოურ პირდაპირ
ინვესტიციებს და არა ლიცენზირებას. ამ თეორიის თანახმას, უცხოური ბაზრის
შესაძლებლობების ათვისების პროცესში ლიცენზირებას გააჩნია სამი ძირითადი
წინააღმდეგობა: პირველი, რომ ლიცენზირების შედეგად ფირმა უცხოურ კონკურენტებზე
გასცემს საკუთარ ღირებულ გამოცდილებას.
მეორე არის ის, რომ ლიცენზია არ აძლევს ფირმას საშუალებას უცხო ქვეყანაში მკაცრად
აკონტროლოს წარმოება, მარკეტინგი ან სტრატეგია. ლიცენზირებით წარმოების ,
მარკეტინგისა და სტატრეგიის მართვა წარმოადგენს ერთგვარ „საჩუქარს“ ადგილობრივი
კომპანიისთვის საავტორო ჰონორარის სანაცვლოდ. უცხოური ორგანიზაციის სტრატეგიის
მართვის სურვილის მიზანშეწონილობა შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როცა ფირმას
სურს შეაფასოს თავისი საზღვარგარეთ არსებული ფილიალი და აქტიურ ვაჭრობას
მიჰყოს ხელი, რათა შეაფერხოს ბაზარზე არსებული კონკურენტების წინსვლა.

მესამე პრობლემა, რომელიც ლიცენზირებასთანაა დაკავშირებული წარმოქმნება მაშინ ,


როცა ფირმის კონკრენტუნარიანობა ეფუძნება არა უშუალოს მის მიერ ნაწარმოებ
პროდუქციას, არამედ კარგად განვითარებულ მარკეტინგს,მენეჯმენტსა და წარმოებას .

ზოგადად უპი უფრო მომგებიანია ვიდრე ლიცენზია მაშინ:

1.როდესაც ფირმის მდიდარი გამოცდილება არ არის ადეკვატურად დაცული ლიცენზიის


კონტრაქტით

2.როდესაც მოგების მაქსიმიზაციისა და საბაზრო წილის ზრდის მიზნით , კომპანიას სურს


უცხოურ ფირმაზე მკაცრი კონტროლის გატარება

3.როდესაც შესაძლებელია ფირმის გამოცდილებისა და შესაძლებლობების დაპატენტება

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უპირატესობა. ერთი და იგივე მრეწველობის


ფირმები დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ახორციელებენ ინვესტიციების დაბანდებას .
ასევე, არსებობს იმის აშკარა ტენდენცია რომ ფირმები ახორციელებენ ინვესტიციების
დაბანდებას კონკრეტული მიმართულებით.

სტრატეგიული ქცევა. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების განსაზღვრების ერთ-ერთი


თეორია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დენადობა
საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის ანარეკლია. ამ მოსაზრების ადრეული ვარიანტი
ეკუთვნის ნიკერბროკერ, რომელიც აკვირდებოდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისა
და ოლიგოპოლიური კონკურენციის ურთიერთდამოკიდებულებებს. ოლიგოპოლია არის
მეწარმეობა, რომელიც შედგება განსაზღვრული რაოდენობის დიდი ზომის
კომპანიებისგან. ასეთი სახის წარმოებაში მთავარ წევრებს შორის
ურთიერთდამოკიდებულება გამოირჩევა მაღალი ხარისხით: ერთი ფირმის ბაზარზე
მოქმედებამ შეიძლება პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს მთავარ კონკურენტებზე .
აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ერთი ფირმა ამცირებს ფსებს, დანარჩენი ფირმებიც
იძულებულნი არიან შეამცირო ფასები, რათა შეინარჩუნონ ბაზარზე თავიანთი პოზიცია .
პროდუქციის სიცოცხლის ციკლი. ვერნონი ამტკიცებს რომ ეს თეორია სხნის უცხოური
პირდაპირი ინვესტიციების მოდელს. ის ასაბუთებს, რომ უმეტეს შემთხვევაშიი საწარმოს
საზღვარგარეთ დაარსება არის ხშირად ერთი და იმავე ფირმების მიერ წამოწყებული . ეს
არიან ის ფირმები, რომლებმაც ამ საქონელს პირველებმა გაუკაფეს შიდა ბაზარზე გზა .
ვერონის მოსაზრება მდგომარეობს შემდეგში რომ ფირმები მიმართავენ პირდაპირ
ინვესტიციებს პროდუქტის ციკლის იმ ეტაპზე, რომლის დროსაც წარმოებას იწყებენ
თავიანთ ქვეყანაში. შემდეგ ისინი გადაადგილებენ პროდუქტის წარმოებას სხვა
ქვეყანაში, როცა პროდუქტის სტანდარტიზაცია და ბაზრის გაჯერება ზრდის კონკურენციის
ფასს. ვერონის თეორიის მიხედვით, ფირმები ინვესტიციებს აგზავნიან იმ ქვეყნზებში ,
სადაც მოთხოვნა მოცემულ პროდუქტზე არის მაღალი, ხოლო წარმოების დანახარჯები
დაბალი. მხოლოდ იმიტომ რომ მოთხოვნა არის მაღალი ინვესტიციების წამოწყება არ
არის მართებული და ყოველთვის მომგებიანი.

კონკურენციული უპირსტესობის თეორია. ამ თეორიის შესაბამისად კომპანიას


რომელსაც გააცმია ფასიანი აქტივები შუძლია საზღარგარეთის ბაზარზე შესაღწევად ამ
კონკურენციული უპირატესობის გამოყენება. ამ აქტივების რიცხვში შედის მოწინავე
ტექნოლოგია, ცნობილი სავაჭრო მარკა ან ასშტაბის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა .
ამდენაც, კომოანიას, რომელიც ახორციელებს უპი-ს, ამავდროულად საზღვარგარეთ
გააქვს თავისი კონკურენციული უპირატესობა.

ეკლექტური პარადიგმა. ინტერნალიზაციის თეორია ხსნის კომოანიის პირდაპირი


უცხოური ინვესტიციების საზღვარგარეთ გასვლის მიზნებს, მაგრამ ის ვერ სცემს პასუხს
შეკითხვაზე, თუ რატომ არის მიზანშეწონილი საწარმოების განთავსება საზღვარგარეთ .
ეკლექტური პარადგიმის ახსნა მოგვცა ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯონ დანინგმა .
ეკლექტური პარადიგმის თეორია პირდაპირი იცხოური ინვესტიციების უნივერსალური
თეორიაა, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების სამ ძირითად ასპექტს :

1.კონკურენციულ უპირატესობას, რომელიც მიიღწევა ღირებული აქტივების არსებობით .


კომპაიას უნდა გააჩნდეს უნიკალური კონკურენციული უპირატესობა, რომელიც მას
მისცემს შესაძლებლობას გაუწიოს კონკურენცია საზღვარგარეთის კომპანიებს მათ
მშობლიურ ბაზარზე.

2.საწარმოო სიმძლავრეების საზღვარგარეთ განთავსებით მოპოვებული უპირატესობა .


კომპანია თავის საწარმოო სიმძლავრეებს განათავსებს იმ ქვეყანასი, სადაც წარმოების
ფაქტორები უფრო იაფია, ვიდრე საკუთრივ სამშობლოში, რითაც აღწევს ეკონომიას.

3.ბიზნესის ინტერნალიზაციით მოპოვებული უპირატესობა. კომპანიისათვის უფრო


მომგებიანია თავისი საწარმოების მართვა საზღვარგარეთ, ვიდრე ამ მიზნით ადგილზე
ფირმის დაქირავება, ასეტი კონტროლის ფორმა მას აძლევს უპირატესობას შემდეგ
შემთხვევებში: თუ ადგილობრივი კომპანიის მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების
კონტროლი მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუ ადგილობრივი კომპანია ისაკუთრებს
დაპატენტებულ ტექნოლოგიას ან მისი არაადეკვატური მოქმედება ზიანს აყენებს
კომპანიის რეპუტაციას და მის სავაჭრო მარკას.

გვ373

You might also like