You are on page 1of 7

1.

მშპ-ს კომპონენტები; რეალური და ნომინალური მშპ


(თავი 23);
იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებს ეკონომიკა თავის შეზღუდულ რესურსებს
ეკონომისტებს ხშირად სჭირდებათ მშპ-ში სხვადასხვა სახის ხარჯების
გამოყოფა.ამისთვის მშპ ოთხ კომპონენტად იყოფა მოხმარება , ინვესტიცია,
სახელმწუფო შესყიდვა და წმინდა ექსპორტი. მოხმარება საოჯახო მეურნეობების ,
მიერ საქონლისა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ახალი საცხოვრებლის
ყიდვით გამოწვეული ხარჯები. ინვესტიცია კაპიტალურ მოწყობილებებზე,
მარაგებსა და შენობებზე გაწეული ხარჯები საოჯახო მეურნეობის მიერ , ახალი
საცხოვრებლის ჩათვლით. სახელმწიფო შესყიდვა ადგილობრივი შტატის და
ფედერალური მთავრობის მიერ საქონლისა და მომსახურებაის შეძენაზე გაწეული
ხარჯები. წმინდა ექსპორტი უცხოელთა მიერ შეძენილი სამამულო წარმოების
საქონლის ღირებულებისა და ადგილობრივი რეზიდენტების მიერ შეძენილი
უცხოური წარმოების საქონლის ღირებულებების სხვაობა.
რეალური და ნომინალური მშპ მშპ ასახავს საქონლისა და მომსახურეობის
მთლიან ხარჯებს ეკონომიკის მთლიან ბაზარზე. ნომინალური მშპ არის საქონლისა
და მომსახურეობის წარმოების მოცულობა, გამოხატული მიმდინარე ფასებში.
რეალური მშპ საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა, გამოხატულ
მუდმივ ფასებში.
მშპ პასუხს გვაძლებს შემდეგ კითხვაზე როგორი იქნება ამ წელს წარმოებული
საქონლისა და მომსახურეობის ღირებულება. დღევანდელ პროდუქციას
ადრინდელი ფასების მიხედვით თუ შევაფასებთ, რეალური მშპ გვიჩვენებს
როგორ შეიცვალა საქონლისა და მომსახურების მთლიანი წარმოება.

2. სამომხმარებლო ფასების ინდექსი და მშპ დეფლატორი


სამომხმარებლო ინდექსი წარმოადგენს. ტიპიური მომხმარებლის მიერ
შეძენილი საქონლისა და მომსახურების მთლიანი ღირებულების მაჩვენებელს.
შრომის სტატისტიკის ბიურო ყოველთვიურად ითვლის და აქვეყნებს
სამომხმარებლო ფასების ინდექსს. სამომხმარებლო ინდექსი გამოითვლება ხუთი
საფეხურით. სამომხმარებლო ფასების ინდექსის პირველი საფეხურია კალათის
დაფიქსირება , ანუ იმის განსაზღვრა თუ რომელი ფასებია ყველაზე
მნიშვნელოვანი ტიპიური მომხმარებლისთვის. სამომხმარებლო ფასების ინდექსის
მეორე საფეხურია კალათის შემადგენელი თითოეული საქონლისა და
მომსახურების ფასების დადგენა დროის თითოეული მონაკვეთისთვის.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მესამე საფეხურია კალათის ღირებულების
გამოთვლა. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მეოთხე საფეხურია საბაზო წლის
არჩევა და ინდექსის გამოთვლა, თუ როგორ უნდა გამოვითვალოთ
სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ინფლანციის დონე წარმოსახვით
ეკონომიკაში. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მეხუთე საფეხურია ინფლანციის
დონის გამოთვლა რომელიც წარმოადგენს ფასების ინდექსის პროცენტულ
ცვლილებას წინა წელთან შედარებით.
მშპ_ დეფლატორი ნომინალური მშპ-ს და რეალური მშპ-ს ფარდობააა.
ვინაიდან ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებად შეფასებული პროდუქციის
მიმდინარე რაოდენობაა, ხოლო რეალური მშპ საბაზო წლის ფასებში შეფასებული
პროდუქციის მიმდინარე რაოდენობაა, ამიტომ მშპ დეფლატორი ფასების
მიმდინარე დონეს ასახავს საბაზო წლის ფასების დონესთან შეფარდებით . მშპ
დეფლატორი ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და მომსახურების
ფასებს ასახავს , ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი მომხმარებელთა მიერ
შეძენილ ყველა საქონლისა და მომსახურებას. მაგალითად, თვითმფრინავი ,
რომელსაც ბოინგი აწარმოებს და საჰაერო ფლოტი ყიდულობს, ძვირდება.
მიუხედავად იმისა , რომ თვითმფრინავი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილია,
მაინც არ შედის საქონლისა და მომსახურების იმ კალათაში , რომელსაც ტიპიური
მომხმარებელი ყიდულობს. ამიტომ ფასის ეს ზრდა მხოლოდ მშპ დეფლატორს
შეცვლის და სამომხმარებლო ფასების ინდექსი უცვლელი რჩება.
3. მწარმოებლურობა: მისი როლი და დეტერმინატები
მწარმოებლურობა ასახავს საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას,
რომლის წარმოებაც მშრომელს ერთი საათის განმალობაში შეუძლია. მაგალითად
მოვიყვანოთ რობიზონ კრუზო, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა და თევზაც
თვითონ იჭერს , ბოსტნეულიც მოყავს და ტანსაცმელსაც იკერავს . კრუზოს
საქმოიანობა თევზის, ბოსტეულის და ტანსაცმლის წარმოება და მოხმარება
შეგვიძლია განვიხილოთ მარტივ ეკონომიკად. ადვილი მისახვედრია რომ
წარმოებლობა ცხოვრების დონის ერთ ერთი მნიშვნელოვანი დეტერმინანტია
ხოლო წარმოებლობის ზრდა ცხოვრების დონის ზრდის ძირითადი
დეტერმინანტია. რაც უფრო მეტ თევზს დაიჭერ ერთ საათში მით უფრო მეტს
მიირთმევ. კრუზოს მსგავსად, ქვეყანას მხოლოდ მაშინ ააქვს ცხოვრების მაღალი
დონე თუ მას საქონლისა და მომსახურების დიდი რაოდენობით წარმოება
შეუძლია. კრუზოს მწარმოებლურობა მრავალი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს ,
მაგალითად კრუზო მეტ წარმატებას მიაღწევს თევზაობაში თუ მას კაი ანკესი ექნება
მნიშვნელოვანი დეტერმინანტებია ფიზიკური კაპიტალი რომელშიც
იგულისხმება , შრომისთვის საჭირო იარაღები. ადამიანური კაპიტალი
იგულისხმება ცოდნა და უნარი. ბუნებრივი რესურსი საქონლისა და მომსახურების
წარმოებაში გამოყენებული მასალა , რომელსაც გვაძლევს ბუნება.
ტექნოლოგიური ცოდნა საზოგადოების უნარი შეარჩიოს საქონლისა და
მომსახურების წარმოების საუკეთესო გზები.
4. ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (დანაზოგები
და ინვესტიციები; კლებადი უკუგება და მკვეთრი ზრდის ეფექტი;
უცხოური ინვესტიციები; განათლება)
ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა
პროდუქტის (მშპ ) ზრდას , ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლისა და
მომსახურების წარმოების ზრდას . რადგან კაპიტალი წარმოების წარმოებული
ფაქტორია , ამიტომ საზოგადოებას შეუძლია თავის ხელთ არსებული
კაპიტალის რაოდენობის შეცვლა . თუ ეკონომიკა დღეს ახალი კაპიტალური
საქონლის დიდ რაოდენობას აწარმოებს , ხვალ მას კაპიტალის უფრო მეტი
მარაგი ექნება და შეეძლება ყველა ტიპის საქონლის უფრო დიდი
რაოდენობით წარმოება . მომავალი მწარმოებლობის ზრდის ერთ -ერთი
საშუალებაა დღევანდელი რესურსების მეტი რაოდენობის ინვესტირება
კაპიტალის წარმოებაში . იმისთვის რომ საზოგადოებამ კაპიტალში მეტი
ინვესტირება განახორციელოს დღეს ნაკლები უნდა მოიხმაროს და მეტი
შემოსავალი დაზოგოს . ეკონომიკური ზრდა რომელიც კაპიტალის
დაგროვების შედეგია უფასო სადილი არ არის ის მოითხოვს , რომ
საზოგადოებამ დათმოს საქონლისა და მომსახურების დღევანდელი
მოხმარება . რათა მომავალში მეტი მოიხმაროს .
საწარმოო პროცესის ტრადიციული ხედვა იმაში მდგომარეობს , რომ
კაპიტალი კლებადი უკუგებით ხასიათდება , როცა კაპიტალის მარაგი
იზრდებაკაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან წარმოებული
დამატებითი პროდუქციის რაოდენობა მცირდება .
კატიპალის კლებადი უკუგებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი
გამომდინარეობს .. სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უფრო
სწრაფად იზრდება , თუ საწყისი წერტილი მისთვის სიღარიბეა . ამ
ზემოქმედებას მკვეთრი ზრდის ეფექტს უწოდებენ . კაპიტალური ინვესტიციების
მცირე რაოდენობაც კი ამ მშრომლების მწარმოებლობის მკვეთრ ზრდას
იწვევს.
უცხოური ინვესტიციები რამდენიმე სახისაა , მაგალითად ფორდ მოტორ
კომპანიას შეუძლია საავტომობილო ქარხნის მექსიკაში აგება . კაპიტალურ
ინვესტიციას , რომლის მფლობელი და წარმართველია უცხოური ფირმა
უცხოური პირდაპირი ინვესტიციაა ეწოდება . ერთ -ერთი ორგანიზაცია ,
რომელიც ღარიბ ქვეყნებში ინვენსტიციის ნაკადს უწყობს ხელს მსოფლიო
ბანკია . ეს საერთაშორისო ორგანიზაცია განაგებს თანხებს მსოფლიოს
მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ღარიბ ყვეყნებში . რადგან ამ ქვეყანამ
შეძლოს წყალგაყვანილობის , სკოლების ინვესტიცირება .
განათლება ადამიანის კაპიტალისტურ ინვესტიცირებას ქვეყნის
გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური წარმატებისთვის , სულ ცოტაა ,
ისეთივე მნიშვნელობბა აქვს , როგორც ფიზიკურ კაპიიტალის ინვესტიცირებას .
შეერთებულ შტატებში გატარებული დრო მინიმუმ პიროვნების ხელფას 10
პროცენტით ზრდის .
5. ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (საკუთრების
უფლებები და პოლიტიკური სტაბილურობა; თავისუფალი ვაჭრობა;
მეცნიერული კვლევები და განვითარება;) (თავი 25);
კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ
ეკონომიკურ ზრდას, საკუთრების უფლებების დაცვა და პოლიტიკური
სტაბილურობის უზრუნველლყოფააა. ფასების სისტემის მუშაობის ერთ-ერთი
აუცილებელი პირობაასაკუთრების უფლებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება .
საკუთრების უფლება გულისხმობს, ადამიანის უნარს სრულ განკარგულებაში
იქონიოს საკუთარი რესურსები. სისხლის სამართლის კოდექსების
მეშვეობითსასამართლოები ქურდობის სტიმულირებას ამცირებენ, ამის გარდა
სამოქალაქო სამართლის კოდექსსთან ერთად სასამართლოები იმის გარანტიას
იძლევიან, რომ მყიდველები და გამყიდველები კონტაქტის პირობებს დაიცავენ . იმ
ქვეყანაში სადაც პოლიტიკური არასტაბილური გარემოა იქ სადაც რევოლუცია და
გადატრიალება ჩოულებრივი მოვლენააა არავინაა დარწმუნებული რომ
საკუთარი უფლებები სათანადოდ იქნება დაცული. ამგვარად , ეკონომიკური
კეთილდღეობა ნაწილობრივ პოლიტიკურ კეთილდღეობაზე და სტაბილურობაზეა
დამოკიდებული, ქვეყანა სადაც არსებობს პოლიტიკური სტაბილურობა , ეფექტიანი
სასამართლო სისტემა ცხოვრების უფრო მაღალი დონე იქნება ვიდრე სუს
ქვეყნებში.
თავისუფალი ვაჭრობა დღევანდელი ეკონომისტების აზრით, ღარიბი ქვეყნების
ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია მაშინ,როდესაც ეს ქვეყნები მსოფლიო
ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკას მართავენ, რომელიც ამ ქვეყნებს მსოფლიო
ეკონომიკაში აერთიანებს. როდესაც ქვეყანა ხორბლის იმპორტს და რკინის
ექსპორტს ახორციელებს ეს ქვეყანა ისეთივე სარგებელს იღებს, თითქოს ხორბლის
ფოლადად გადაქცევის ტექნოლოგია აღმოეჩინოს. ქვეყნის საერთაშორისო
ვაჭრობას განსაზღვრავს არა მარტო მთავრობის პოლიტიკა არამედ
გეოგრაფიული გარემო. ვისაც კარგი ბუნებრივი პორტი აქვს ვაჭრობა ბევრად
ადვილია, ვიდრე ვისაც არ აქვს შესაბამისი რესურსები.
მეცნიერული კვლევები და განვითარება ერთ-ერთი უპირველესი მიზეზია იმისა ,
რომ ცხოვრების დონე მკვეთრად შეიცვალა ტექნოლოგიური ცოდნის
განვითარებაა. ტელეფონი, კომპიუტერი და კიდევ უამრავი სხვა რამმ გაუმჯობესა
საქონლისა და მომსახურების წარმოების შესაძლებლობლები. როდესაც ერთი
ადამიანი რამე ახალს აღმოაჩენს ამით საზოგადოების ცოდნის ყულაბას ავსებს , და
სხვა ადამიანებს მისი თავისუფლად გამოყენება შეუძლიათ. მთავრობა ხელს
უწყობს მეცნიერულს კვლევებს, საპტენტო სისტემის გამოყენებაა. როდესაც ფირმა
ან პირი ახალ პროდუქტს, მაგალითად ახალ წამალს აღმოაჩენს გამოგონებელს
ეუძლია პატენტი მოითხოვოს.
6. დანაზოგები და ინვესტიციები ეროვნულ საშემოსავლო
ანგარიშებზე (თავი 26);
ფინანსურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს
მთლიანად ეკონომიკის განვითრების უკეთ გაგებისთვის. ამ სისტემის
შემადგენელი ინსტიტუტებია ობლიგაციათა ბაზარი, აქციათა ბაზარი, ბანკები და
ორმხრივი ფონდები. ეკონომიკის დანაზოგებისა და ინვესტიციების
კორდინატორის როლს ასრულებენ. მაკროეკონომისტებისთვის აუცილებელია
იმის გაგება , როგორ მუშაობს ფინანსური ბაზრები და როგორ მოქმედებს მათზე
ესა თუ ის მოვლენა თუ პოლიტიკა. ფინანსური ბაზრების ანალიზს იმ ძირითადი
მაკროეკონომიკური ცვლადების განხილვით დავიწყებთ, რომელიც ამ ბაზრებზე
მიმდინარე საქმიანობას ასახავს.ძირითადი ყურადღება ექცევა არა ქცევას
არამდედ აღრიცხვას. აღრიცხვა იმის დადგენას გულისხმობს, როგორ უნდა
განვმარტოთ და შევკრიბოთ სხვადასხვა რიცხვები. პერსონალური ბუღალტერი
პიროვნებას შემოსავალისა და ხარჯების შეკრებაში ეხმარება. ასევე იქცცევა
ეროვნული შემოსავლის აღმრიცხველი მთლიანად ეკონომიკისთვის.
ეროვნული შემოსავლის აღრიცხვის წესები რამდენიმე მნიშვნელოვან იგივეობას
შეიცავს. იგივეობა ისეთი ტოლობაა, რომელიც ჭეშმარიტია მასში მონაწილე
ცვლადების განმარტებიდან გამომდინარე. იგივეობის დამახსოვრება
სასარგებლოა, ვინაიდან ისინი გვიჩვენებს როგორაა სხვადასხვა ცვლადები
ერთმანეთთან დაკავშირებული.
7. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სასესხო კაპიტალის მიწოდება და
მოთხოვნა) (თავი 26);
ეკონომიკაში მხოლოდ ერთი ფინანსური ბაზარი არსებობს , რომელსაც
სასესხო კაპიტალი ეწოდება. სასხესო კაპიტალი არის ბაზარი სადაც ისინი, ვისაც
დაზოგვა სურს.ფინანსური რესურსების მიმწოდებლები არიან , ხოლო ისინი ვისაც
სესხება სურს ამ რესურსების მომხმარებლები. ამრიგად ტერმინი სასესხო
ფონდები იმ შემოსავალს აღნიშნავს, რომლის შენახვა და გასესხვება გადაწყვიტეს
თანხების მფლობელებმა.
სასესხო კაპიტალის ბაზარს , ყველა სხვა სახის ბაზრის მსგავსად მართავს
მიწოდება და მოთხოვნა. სასესხო კაპიტალის მოწოდება იმ ადამიანებისგან
მომდინარეობს ვისაც გარკვეული დამატებითი შემოსავალი აქვს და ამ
შემოსავლის დაზოგვა და გასესხება სურთ. ეს გასესხება შეიძლება
განხორციელდეს პირდაპირი გზით, როგორც მაგალითად საოჯახო მეურნეობის
მიერ ფირმის ობლიგაციების ყიდვისას, ან არაპირდაპირი გზით როგორც მაშინ
როდესაც საოჯახო მეურნეობა დეპოზიტს დებს ბანკში.
სასესხო კაპიტალზე მოთხოვნა მომდინარარეობს იმ საოჯახო მეურნეობიდან და
ფირმიდან , რომელთაც ფულის სესხება სურთ ინვესტირების მიზნით. ეს მოთხოვნა
იმ ოჯახებს მოიცავს,რომლებიც ახალ სახლებს ყიდულობენ, და იმ ფირმებს
რომლებიც ფულს სესხულობენ ახალი დანადგარების შეძენისა თუ ახალი ახალი
ქარხნების აშენების მიზნით. ორივე შემთხვევაში სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის
წყაროა ინვესტიციები.
8. სასესხო კაპიტალის ბაზარი (გადასახადები და დანაზოგები;
გადასახადები და ინვესტიციები) (თავი 26);
ეკონომიკაში მხოლოდ ერთი ფინანსური ბაზარი არსებობს , რომელსაც სასესხო
კაპიტალი ეწოდება. სასხესო კაპიტალი არის ბაზარი სადაც ისინი, ვისაც დაზოგვა
სურს.ფინანსური რესურსების მიმწოდებლები არიან , ხოლო ისინი ვისაც სესხება
სურს ამ რესურსების მომხმარებლები. გადასახადები და დანაზოგები ამერიკელები
თავიანთ დანაზოგებს უფრო მცირე ნაწილს ანამდებენ ვიდრე გერმანელები . ეს
არის ერთ-ერთი პრობლემა. დაზოგვის დაბალი დონე შედეგია ქვეყანაში
არსებული საგადასახადო კანონმდებლობისა , რომელიც დაზოგვის სტიმულირებას
ამცირებს . მთავრობა გადასახადს კრეფს შემოსავლიდან სარგებლისა და
დივიდენდების ჩათვლით. მაგალითად მოვიყვანოთ 25 წლის ახალგაზრდა ,
რომელიც ზოგავს 1000 დოლარს და ყიდულობს 30 წლიან ობლიგაციას რომლის
სარგებლის განაკვეთია 9 პროცენტი.ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბევრი
ეკონომისტისა და პოლიტიკის აზრით, უნდა შეიცვალოს საგადასახადო კოდექსი
რაც დაზოგვის სტიმულს გაზრდის.
გადასახადები და ინვესტიციები დავუშვათ კონგრესმა დაამტკიცა ახალი კანონი,
რომელიც მოიცავს და ამცირებს გადასახადს იმ ფირმებისთვის , რომლებიც ახალ
ქარხნებს აშენებენ. არსებითად ასე იქცევა კონგრესი, როდესაც დროგამოშვებით
აწესებს ინვესტირების საგადასახადო კრედიტს. ვინაიდან ფირმებს სარგებლის
ნებისმიერი მოცული განაკვეთისას სასესხო კაპიპალზე მოთხოვნის რაოდენობა
გაიზრდება. ნონასწორეობის ცვლილება სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის გაზრდა
იწვევს სარგებლის განაკვეთის გაზრდას 5 დან 6 პროცენტამდე.სარგებლის
განაკვეთის ასეტი გაზრდა კი თავის მხრივ , სასესხო კაპიტალის მიწოდების
რაოდენობის ზრდას იწვევს 1.200 დან 1.400 მილიარდამდე.
9. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი)
(თავი 26);
ეკონომიკაში მხოლოდ ერთი ფინანსური ბაზარი არსებობს , რომელსაც სასესხო
კაპიტალი ეწოდება. სასხესო კაპიტალი არის ბაზარი სადაც ისინი, ვისაც დაზოგვა
სურს.ფინანსური რესურსების მიმწოდებლები არიან , ხოლო ისინი ვისაც სესხება
სურს ამ რესურსების მომხმარებლები. გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველააზე
აქტუალური საკითხი გახლდათ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. როდესაც
მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს , ვიდრე გადასახადებიდან იღებს, იქმნება ბიუჯეტის
დეფიციტი. წინა პერიოდებში დაგროვილი ბიუჯეტის დეფიციტების ჯამს
სახელმწიფო ვალი ეწოდება. სახელმწიფო ვალის დაფარვა შეიძლება ბიუჯეტის
გარდამეტის ანუ სახელმწიფოს შემოსავლების მის ხარჯებზე მეტობის მეშვეობით .
როდესაც მთავრობა სესხულობს ფულს საკუთარი დეფიციტის დასაფინანსებლად
ის სასესხო კაპიტალის ბაზრიდან გამოდევნის საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს .
რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხს აიღებდნენ ახალი ინვესტიციების
დასაფინანსებლად. ამგვარად, ძირითადი დასკვნა ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ ამ
დეფიციტის სასესხო კაპიტალის მიწოდებისა და მოთხოვნაზე ზემოქმედებიდან
გამომდინარეობს , როდესაც მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გამო , ეროვნულ
დანაზოგს ამცირებს ამ დროს სარგებელური განაკვეთი იზრდება ხოლო
ინვესტიციები მცირდება. მთავრობის ბიუჯეტის გარდამეტი დეფიციტის
საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს. როდესაც როდესაც მთავრობა უფრო
მეტ შემოსავალს. ვიდრე ხარჯავს ის სახელმწიფო ვალს ამცირებს. ბიუჯეტის
გარდამეტი , ანუ საზოგადოებრივი დანაზოგი ეროვნული დანაზოგის ზრდას
ემსახურება.
10. ფედერალური სარეზერვო სისტემის საფინანსო
ინსტრუმენტები მონეტარული კონტროლისთვის (თავი 29)
როდესაც ეკონომიკა, აშშ-ს ეკონომიკის მსგავსად , კანონით შემოღებული
ქაღალდის ფულის სისტემას ეყრდნობა, რომელიმე სააგენტომ პასუხი უნდა აგოს
ამ სისტემის ფუნქციონირების დარეგულირებაზე. შეერთებულ შტატებში ასეთი
სააგენტოა ფედერალური სარეზევრო სისტემა, რომელსაც ხშირად ფედს
უწოდებენ. ფულის მიწოდებაზე ფედრეალური სარეზევრო სისტემის კონტროლი
არაპირდაპირია. ფედერალური სისტემა პასუხს აგებს ეკონომიკაში ფულის
მიწოდების კონტროლზე .ფედერალური სარეზევრო სისტემის განკარგულებაშია
მონეტარული კონტროლის სამი ინსტრუმენტი - ოპერაციები ღია ბაზარზე,
სარეზევრო მოთხოვნები და დისკოტის განაკვეთი. ოპერაციები ღია ბაზარზე
ფედერალური სარეზევრო სისტემის (ეროვნული ბანკის )ობლიგაციების ყიდვა ან
გაყიდვა.
სარეზევრო მოთხოვნები რეზერვის მინიმალური დონე , რომელსაც აწესებს
ეროვნული ბანკი დეპოზიტების სიდიდესთან მიმართებაში და რომლის შენახვაც
ბანკს კანონით ევალება.
დისკოტის განაკვეთი სარგებლის განაკვეთი იმ სესხებზე, რომელთაც
ფედერალური სარეზევრო სისტემა ბანკებს გამოუყოფს.

მნიშვნელობანი ტერმინები
o ალტერნატიური დანახარჯი - ის რაც უნდა დავთმოთ რამის მისაღებად.
o ინფლანცია ეკონომიკაში - ფასების საერთო დონის ზზრდა
o მიკროეკონომიკა - იმის შესწავლა, თუ როგორ იღებენ საოჯახო
მეურნეობები და ფირმები გადაწყვეტილებებს და როგორ
ურთიერთქმედებენ ბაზარზე
o მაკროეკონომიკა - ეკონომიკაშ მიმდინარე მოვლენები, მათ შორის
ინფლანციის , უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა
o პოზიტიური დებულება - დებულება იმის შესახებ თუ როგორია სამყარო
o ნორმატიული დებულება- დებულება, იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს
სამყარო
o

You might also like