You are on page 1of 18

შესავალი ეკონომიკაში

ლექცია 2 – საბაზრო ეკონომიკა,


მოთხოვნა და მიწოდება, ბაზრის
ფუნქციონირების მექანიზმი
ირაკლი ჯიბლაძე
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
14 სექტემბერი 2010 წ.
ბაზრები და კონკურენცია

 მოთხოვნასა და მიწოდებას ადგილი აქვს


საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე;
 ბაზარი – კონკრეტული საქონლისა თუ
მომსახურების მყიდველთა და გამყიდველთა
ჯგუფი;
 კონკურენტული ბაზარი – ბაზარი, რომელშიც
მრავალი მყიდველი და გამყიდველია, ასე რომ
თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას
ახდენს საბაზრო ფასზე.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 2


კონკურენციის სახეები

 სრულყოფილი კონკურენცია:
I. გასაყიდად შეთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია;
II. მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა იმდენად
დიდია, რომ ერთი ცალკეული მათგანი საბაზრო ფასსზე
გავლენას ვერ ახდენს.
 როდესაც არ სრულდება სრულყოფილი
კონკურენციის რომელიმე პირობა, ადგილი აქვს
არასრულყოფილ კონკურენციას;
 არასრულყოფილი კონკურენცია:
I. მონოპოლია;
II. ოლიგოპოლია;
III. მონოპოლისტური კონკურენცია.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 3


მოთხოვნა

 მოთხოვნის რაოდენობა – საქონლის


რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი და
შესაძლებლობაც აქვს მყიდველს;
 მოთხოვნის კანონი – დებულება, რომლის
მიხედვით საქონელზე მოთხოვნა მცირდება ამ
საქონლის ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც
სხვა პირობები უცვლელია;
 ნორმალური საქონელი – საქონელი,
რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა
იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად;
 მდარე საქონელი – საქონელი, რომელზეც სხვა
თანაბარ პირობებში მოთხოვნა მცირდება
შემოსავლის ზრდასთან ერთად.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 4


ერთმანეთთან დაკავშირებული
საქონელი
 შემცვლელები (Substitutes) – ორი საქონელი,
რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის ზრდას;
 მაგალითი: ჰოთდოგი და ჰამბურგერი, ხაჭაპური
და ლობიანი;
 შემავსებლები – ორი საქონელი,
რომელთათვისაც ერთ–ერთის ფასის გაზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას;
 მაგალითი: ბენზინი და ავტომობილი,
კომპიუტერი და კომპიტერული პროგრამები.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 5


მოთხოვნის განრიგი და
მოთხოვნის მრუდი
 მოთხოვნის განრიგი – ცხრილი, რომელიც
გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა
და მოთხოვნის რაოდენობას შორის:

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 6


მოთხოვნის მრუდი

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 7


CETERIS PARIBUS

 Ceteris Paribus – სხვა თანაბარი პირობები


 სხვა თანაბარი პირობები გულისხმობს იმ
დაშვებას, რომ იცვლება მხოლოდ პროდუქტის
ფასი და ამას აქვს გავლენა მოთხოვნაზე. სხვა
ყველა ცვლადი, რომელიც მოთხოვნის
ფორმირებაში მონაწილეობს – შემოსავალი,
გემოვნება, მოლოდინი და ა.შ. უცვლელია.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 8


საბაზრო და ინდივიდუალური
მოთხოვნა
 ინდივიდუალური მოთხოვნა განსაზღვრავს
საზოგადოების ერთი წევრისთვის არსებულ
დამოკიდებულებას ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას
შორის, ხოლო საბაზრო მოთხოვნა ყველა
ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 9


მოთხოვნის მრუდის
გადაადგილება
 რა მოხდება, თუ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ
ნაყინის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს?

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 10


მიწოდება
 მიწოდების რაოდენობა – რომლის გაყიდვის
სურვილი და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს;
 მიწოდების კანონი: დებულება, რომლის
მიხედვითაც საქონლის მიწოდება იზრდება ამ
საქონლის ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც
სხვა ფაქტორები უცვლელია;

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 11


მიწოდების მრუდი

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 12


საბაზრო და ინდივიდუალური
მიწოდება
 ინდივიდუალური მიწოდება – განსაზღვრავს ერთი
მწარმოებლისათვის არსებულ დამოკიდებულებას
ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის, ხოლო
საბაზრო მიწოდება ყველა ინდივიდუალური
მწარმოებლის მიწოდების ჯამია.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 13


მიწოდების მრუდის გადაადგილება

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 14


მოთხოვნა და მიწოდება ერთად

 მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედება აყალიბებს


ბაზარზე წონასწორობას და წონასწორულ ფასს

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 15


წონასწორობის ფორმირება

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 16


წონასწორობის ცვლილებების
ანალიზის 3 საფეხური
 იმისათვის, რომ განვსაზღვროთ როგორ
შეიცვლება ბაზარზე წონასწორობა ამა თუ იმ
მოვლენის შედეგად, საჭიროა 3 საფეხურიანი
ანალიზი:
 იმის განსაზღვრა, თუ რომელ მრუდს
გადაადგილებს ეს მოვლენა;
 იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით
გადაადგილდება მრუდი;
 მოთხოვნა–მიწოდების დიაგრამის გამოყენება
იმის სანახავად, თუ როგორ ცვლის ეს
გადაადგილება წონასწორობას.

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 17


დავალება

 საკითხავი მასალა :
 ეკონომიკის პრინციპები, თავი 4 და თავი 5;
 პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
 http://jibladze.yolasite.com/csg.php
 საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 8 99 53 63 11,
e-mail: jibladze4@gmail.com
 შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ:
 სამთავრობო პოლიტიკის გავლენა ბაზარზე,
ბაზრები და კეთილდღეობა

14.09.2010 შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2 18

You might also like