You are on page 1of 16

ბაზარი არის მყიდველთა და გამყიდველთა ერთობლიობა სადაც

მყიდველები ქმნიან მოთხოვნას, გამყიდველები ქმნიან მიწოდებას.


მყიდველთა ჯგუფი განსაზღვრავენ საქონელზე მოთხოვნას, ხოლო
გამყიდველები საქონლის მიწოდებას. ბაზრის ოთხი ტიპი არსებობს.~
1.კონკურენტული ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და
გამყიდველია. ძალიან ბევრი მოთამაშეა და არცერთ მათგანს არ აქვს,
ძალიან დიდი წილი და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას
ახდენს ბაზარზე. მაგ: გაზარდოს ფასი, მიწოდება არსებითად
გაზარდოს ბაზარზე და ა.შ. ეს არის კონკურენტული ბაზარი და
ამავდროულად მყიდველებიც ბევრნი 2. ტიპი ბაზრის არის,
მონოპოლიური ბაზარი. მონოპოლიური არის ბაზარი სადაც არის
ერთი მიმწოდებელ, რომელიც წყვეტს ყველაფერს და შეუძლია
გააკონტროლოს ფასი, მიწოდება და აქვს განუსაზღვრელი
ძალაუფლება ბაზარზე, ეს არის ის ადგილი, სადაც არის ერთი
მიმწოდებელი და ბევრი მყიდველი. 3 ტიპი არის ისეთი ბაზარი, სადაც
არის რამდენიმე მსხვილი მიმწოდებელი, არ არის ერთი და ორი.
ოლიგოპოლიურები არიან, მაგ ბენზინის შემომტანი
ფირმები,როგორიცაა ვისოლო, ლუკოილი, გალფი და ა.შ. 4 ტიპი არის
მონოპოლიური კონკურენცია. ეს არის ბაზრის ისეთი ტიპი, როცა
ბაზრის მოთამაშეებს აქვთ განსხვავებული საქონელი ნაწარმოები,
მაგრამ ისინი მაინც შედიან ერთამანეთთან კონკურენციაში.
მაგალითად კოკაკოლა და პეპსი, ასევე სმარტფონები. ეფლს აქვს
მონოპოლია აიფონის წარმოებაში, აიფონი მას შეუძლია,რომ
აწაარმოოს,მას ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას აიფონის
წარმოებაში, მაგრამ მიუხედავად იმის, რომ რაღაცით უნიკალურია ის
შედის კონკურენციაში სხვა სმარტფონების მსხვილ მწარმოებლებთან,
იმიტომ, რომ მსგავსი საქონელია მათი სმარტფონებიც და ისინი
ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, კონკურენტულ ბაზარზე მთავარი
პირობა ისაა, რომ საქონელი უნდა იყოს ერთგვაროვანი. უნდა ითქვას,
რომ სუფთა სახით რომელიმე ბაზრის ტიპი არ არსებობს. უმრავლეს
შემთხვევაში არის შერეული ტიპის ბაზრები.
გარეგანი ეფექტები - ერთი პიროვნების გავლენა მეორეს
კეთილდღეობაზე არსებობს დადებით და უარყოფითი დადებითი -
როდესაც ერთი პირის გავლენა მეორეზე მომგებიანია, მაგალითად
ისტორიული შენობა რაც ტურისტებისთვისაც და ადგილზე მყოფი
მოსახლეობისთვისაც მომგებიანი, საინტერესო და
დასათვალიერებადია. მომგებიანია გამოგონებებიც და ახალი
ტექნოლოგიის განვითარება. დადებითი გარეგანი ეფექტის დროს
სახელმწიფომ შიეძლება დაასუფსიდიროს ეს პროდუქცია რომ მეტი
შეიქმნას და სოციალურად სასურველი დონე რომ უფრო მაღალი
იყოს, ვიდრე ბაზარზე მივიღებდით სახელმწიფოს ჩაურევლად
უარყოფით - როცა ერთის გავლენა მეორეზე წამგებიანია. მაგალითად
ქარხნის მუშაობა, გამონაბოლქვი და ყველა ის მავნე თვისება რაც
საფრთხეს უქმნის ადამიანს და გარემოს. უარყოფითი გარეგანი
ეფექტის დროს სახელმწიფო დაბეგრავს, რათ უფრო ნაკლები
რაოდენობით იყოს წარმოებული, იგი იმისთვის ბეგრავს რომ მიიღოს
სოციალურად სასურველი რაოდენობა რამდენადაც ხელს ჩაიქნევენ
და არ მიაქცევენ ყურადღებას მყიდველები და გამყიდველები
თავიანთ უარყოფით გარეგან ეფექტებს, ბაზრის წონასწორობა
არაეფექტიანი იქნება

ელასტიკურობა- არის მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე


დეტერმინანტზე რეაგირების საზომი.
თუ ელასტიკურობა 1 ზე მეტია მაშინ მაღალია, თუ 1 ზე ნაკლებია მაშინ
დაბალია. ასევე გვაქვს ნულოვანი ელასტიკურობა მაგ: პროდუქტი
ღირდა 4 დოლარი და გახდა 5 დოლარი, მაინც იგივე რაოდენობით
იყიდება. პური და წამალი.

თავი 3

კეთილდღეობის ეკონომიკა მეცნიერება რომელიც სწავლობს რესურსების


განაწილების გავლენას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

გადახდისთვის მზადყოფნა მაქსიმალური თანხა რომლის გადასახდელადაც მზად


არის მყიდველი.

სამომხმარებლო დანაზოგი სხვაობა იმ თანხას, რომლის გადახდისთვისაც


მომხმარებელი მზადაა, და იმ თანხას შორის, რომელსაც რეალურად იხდის.
დანახარჯები იმის ღირებულება, რაც გამყიდველმა უნდა გაიღოს საქონლის
წარმოების მიზნით

მწარმოებლის დანაზოგიც უდრის გამყიდველთა მიერ მიღებულ თანხას


გამოკლებული გამყიდველთა დანახარჯები

მთლიანი დანაზოგი უდრის მყიდველთა შეფასებას გამოკლებული მყიდველების


მიერ გადახდილი თანხა პლიუს გამყიდველთა მიერ მიღებულ თანხას მინუს
გამყიდველთა დანახარჯები

ეფექტიანობა რესურსების განაწილების თვისება მიაღწიოს საზოგადოების ყველა


წევრის მიერ მიღებული საერთო დანაზოგის მაქსიმალურ დონეს.

თანასწორობა საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური კეთილდღეობის


სამართლიანად განაწილება.

თავი 7
მთლიანი შემოსავალი თანხა, რომელსაც ფირმა იღებს წარმოებული პროდუქციის
რეალიზაციიდან, ხოლო იმ თანხას რომელსაც ფირმა იხდის მასალების შესაძენად
ფირმის მთლიანი დანახარჯი. მოგება განისაზღვრება როგორც სხვაობა ფირმის
მთლიან შემოსავალსა და ფირმის მთლიან დანახარჯს შორის

ანუ მოგება უდრის მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი დანახარჯი.

მთლიანი შემოსავლის დადგენა ადვილია ესაა ფირმის პროდუქციის რაოდენობისა


და ფირმის მიერ პროდუქციაზე დაწესებული გასააყიდი ფასის ნამრავლი.
ცხადი დანახარჯები წარმოების ფაქტორები რომელთა შესაძნეად ფირმას ფული
სჭირდება და არაცხადი დანახარჯებიწ წარმოების ფაქტორები რომელთა შესაძენად
ფირმას ფული არ სჭირდება.

განსხვავება ეკონომისტებსა და ბუღალტრებს შორის ადვილად ჩანს მშიერი ელენის


ნამცხვრების საცხობის მაგალითზე, როდესაც ელენი პროგრამისტად მუშაობის
შემოსავალზე უარს ამბობს, მისი ბუღალტერი ამას საცხობის დანახარჯად არ თვლის
რადგან ამ დანახარჯის დასაფარად ფირმიდან ფული არ გადის ეს დანახარჯი
არასდროს არ ფიგურირებს ბუღალტრის ფინანსურ ანგარიშებში მაგრამ ეკონომისტი
აუცილებლად დაითვლის უარყოფილ შემოსავალს როგორც დანახარჯს ვინაიდან ეს
დანახარჯი მოქმედებს გადაწყვეტილებებზე რომელთაც ელენი საკუთარი საცხობის
გაძღოლისას იღებს. მაგალითად თუ ელენის როგორც პროგრამისტის ხელფასი
საათში ასი დოლარიდან ხუთასამდე გაიზრდება მაშინ მას შეუძლია გადაწყვიტოს
რომ ნამცხვრების ცხობა წამგებიანია და საცხობი დახუროს რათა სრული
დატვირთვით გადაერთოს პროგრამისტობაზე.

ეკონომისტის თვალსაზრისით, იმისთვის რომ ფირმა მომგებიანი იყოს მთიანი


შემოსავალი ყველა ალტერნატიულ დანახარჯს უნდა ფარავდეს ცხადსაც და
არაცხადსაც.

ეკონომისტები ფირმის ანალიზის დროს ყველა ალტერნატიულ დანახარჯს


ითვალისწინებენ მაშინ ,როდესაც ბუღალტრები მხოლოდ ცხად დანახარჯებს
აჯამებენ. ამდენად ეკონომიკური მოგება ყოველთვის ნაკლებია ბუღალტრულ
მოგებაზე.

თითქმის ყველა ფირმის მნიშვნელოვანი არაცხადი დანახარჯია იმ ფინანასური


კაპიტალის ალტერნატიული დანახარჯი რომელიც ამ ფირმის დაფუძნებისას
დაიხარჯა.

ეკონომიკური მოგება მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი დანახარჯები


ცხადი და და არაცხადი დანახარჯების ჩათვლით.

საბუღალტრო მოგება მთლიან შემოსავალს გამოკლებული ცხადი დანახარჯები.


დამოკიდებულებას ფაქტორების (მშროლმელების) რაოდენობასა და პრუდუქციის
( ნამცხვრების) რაოდენობას შორის საწარმოო ფუნქცია ეწოდება.

საწარმოოო ფუნქცია დამოკიდებულება საქონლის წარმოებაში გამოყენებული


მასალების რაოდენობასა და წარმოებული საქონლის რაოდენობას შორის.

ზღვრული პროდუქტი ანუ პროდუქციის ნამატი რომელიც საწარმოო ფაქტორის


დამატებითი ერთეულის გამოყენების შედეგია.

ზღვრული პროდუქტის კლებადობა საწარმოო ფაქტორის ზღვრული პროდუქტის


შემცირება ამ ფაქტორის რაოდენობის ზრდასთან ერთად.

მუდმივი დანახარჯები დანახარჯები რომლებიც არ იცვლება წარმოების მოცულობის


ცვლილებისას. ზოგიერთი დანახარჯი არ იცვლება პროდუქციის რაოდენობის
ცვლისას და ასეთ დანახარჯებს მუდმივი დანახარჯები ეწოდება.

ცვალებადი დანახარჯები დანახარჯები რომლებიც წარმოებული პროდუქციის


რაოდენობასთან ერთად იცვლება. ფირმის ზოგიერთი დანახარი ე.წ ცვალებადი
დანახარჯი იცვლება მაშინ როდესაც ფირმა პროდუქციის მოცუულობას ცვლის.

საშუალო მთლიანი დანახარჯი- მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის


რაოდენობაზე

საშუალო მუდმივი დანახარჯი- მუდმივი დანახარჯის განაყოფი პროდუციის


რაოდენობაზე

საშუალო ცვალებადი დანახარჯი- ცვალებადი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის


რაოდენობაზე
ზღვრული დანახარჯი- მთლიანი დანახარჯის ნამატი რომელიც დამატებითი
ერთეულის წარმოების შედეგია.

ეფექტიანი მასშტაბი ანუ პროდუქციის რაოდენობა რომლის დროსაც საშუალო


მთლიანი დანახარჯი მინიმალურია.

მასშტაბის ეკონომიურობა გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი


დანახარჯის შემცირება პროდუქციის რაოდენობის ზრდისას

მასშტაბის არაეკონომიურობა გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთიანი


დანახარჯის ზრდა პროდუქციის რაოდენობის ზრდისას

მასშტაბის მუდმივი ეფექტი თვისება რომელიც გვიჩვენებს რომ გრძელვადიანი


პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი უცვლელია პროდუქციის მოცულობის
ცვლილებისას.

თავი 8
ბაზარი კონკურენტულია თუ თითოეული მყიდველი და გამყიდველი ბაზრის
მხოლოდ მცირე ნაწილია და მისი გავლენა საბაზრო ფასებზე მცირება მაგრამ თუ
ფირმას შეუძლია მის მიერ გაყიდული საქონლის ფასზე გავლენის მოხდენა ვამბობთ
რომ ამ ფირმას საბაზრო ძალაუფლება აქვს.

კონკურენტული ბაზარი ბაზარი რომელზეც მრავალი მყიდველი და მრავალი


გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო
ფასზე. ორი თვისება აქვს ბაზარზე მრავალი მყიდველი და მრავალი გამყიდველი
არსებობს. სხვადასხვა გამყიდველების მიერ შეთავაზებული საქონელი ძირითადად
ერთნაირია. კონკურენტულ ბაზარზე მყიდველები და გამყიდველები იძულებულები
არიან ანგარიში გაუწიონ იმ ფასს რომელსაც ბაზზარი განსაზღვრავს ამიტომ მათ
ფასის მიმღებებს უწოდებენ. ფირმებს თავისუფლად შეუძლიათ როგორც ბაზარზე
შესვლა ისე ბაზრიდან გასვლა

კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი ფირმა ეკონომიკაში არსებული სხვა ფირმების


უდიდესი ნაწილის მსგავსად თავისი მოგების მაქსიმიზაციას ცდილობს რაც მისი
მთიანი შემოსავლისა და მთლიანი დანახარჯის სხვაობის ტოლია.

მთლიანი შემოსავალი პროდუქციის რაოდენობის პროპორციულია

საშუალო შემოსავალი მთალიანი შემოსავლის განაყოფი გაყიდული საქონლის


რაოდენობაზ

ზღვრული შემოსავალი დამატებითი გაყიდული ერთეულით გამოწვეული


ცვლილება მთლიან შემოსავალში

კონკურენტული ფირმებისთვის ზღვრული შემოსავალი საქონლის ფასის ტოლია.

კონკურენტული ფირმის მიზანია მოგების მთლიანი შემოსავლისა და მთლიანი


დანახარჯის სხვაობის მაქსიმიზაცია.

თავი 10
მწარმოებლურობა ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების
რაოდენობა.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთდროულად ორ რამეს ასახავს ეკონომიკის ყველა


წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალსაც და ეკონომიკაში საქონელსა და
მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებსაც იმის მიზეზი რომ მშპ=ს ამ ორი სიდიდის
ერთდროულად ასახვა შეუძლია ისაა რომ ეკონომიკაში ეს ორი სიდიდე ერთმანეთს
ტოლი უნდა იყოს.

ფიზიკური კაპიტალი მოწყობილობები და შენობები რომლებიც საქონლისა და


მომსახურების წარმოებისთვის გამოიყენება. მაგალითად როდესაც დურგლები ავეჯს
ამზადებენ იყენებენ ხერხებს სახარაჯო ჩარხებსა და ბურღებს რაც მეტი იარაღია საქმე
მით უფრო სწრაფად და აკურატულად კეთდება.

მასალას რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოიყენება შრომას


კაპიტალს და ასე შემდეგ წარმოების ფაქტორები ეწოდება.

ესეიგი კაპიტალი საწარმოო პროცესში გამოყენებული ის მასალაა რომელიც თვითონ


იყო წარსულში საწარმოო პროცესის შედეგი. დურგალი ჩარხს იყენებს იმისთვის რომ
მაგიდის ფეხი გამოჩარხოს. უფრო ადრე თვითონ ხერხი იყო ამ ფირმის პროდუქცია
რომელიც ხერებს აწარმოებს.

ადამიანური კაპიტალი ცოდნა და უნარი რომელსაც მშრომელი განათლებისა და


პრაქტიკული გამოცდილების გზით იძენს. ადამიანური კაპიტალი შეიცავს უნარს
რომელიც დაგროვილია ადრეულ ბავშვობაში დაწყებით სკოლაში უმაღლეს
სასწავლებელსა და სამსახურში. ფიზიკური კაპიტალის მსგავსად ადამიანური
კაპიტალიც იწვევს საქონლისა და მომსახურების წარმოებაში ქვეყნის უნარის ზრდას.
ასევე ფიზიკური კაპიტალის მსგავსად ადამიანური კაპიტალი წარმოების
წარმოებული ფაქტორია. ადამიანური კაპიტალის წარმოება მოითხოვს მასალებს
მასწავლებლების ბიბლიოთეკებისა და სტუდენტების დროის სახით. მართლაც
სტუდენტები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მშრომელები რომელთა სამუშაოც
ადამიანური კაპიტალის წარმოებაა იმ კაპიტალისა რომელიც მომავალ წარმოებაში
გამოიყენება.

ბუნებრივი რესურსები საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული


მასალა, რომელსაც გვაძლევს ბუნება, მაგალითად, მიწა მდინარეები და წიაღისეული.
ეს ის მასალაა რომელსაც ბუნება გვაძლევს მაგალითად მიწა მდინარეები და
წიაღისეული ბუნებრივი რესურსები ორი სახისაა განახლებადი და არაგანხლებადი.
ტყე განახლებადი რესურსის მაგალითია, როდესაც ერთი ხე იჭრება მის ადგილზე
ახალი ნერგის დარგვა შეიძლება ნავთობი არაგანახლებადი რესურსის მაგალითა
ვინაიდან ბუნება მრავალი ათასი წლის განმავლობაში აწარმოებს მისი მოწოდება
შეზღუდულია მისი ამოწურვის შემდეგ მისი შექმნა შეუძლებელია

ტექნოლოგიური ცოდნა საზოგადოების უნარი შეარჩიოს საქონლისა და


მომსახურების წარმოების საუკეთესო გზები ამერიკელების უმრავლესობა ფერმებში
შრომობდა ვინაიდან ფერმერული ტექნოლოგია შრომის დიდ რაოდენობას
მოითხოვდა რათა ქვეყნის მოსახლეობა გამოეკვება დღეს სასოფლო სამეურნეო
ტექნოლოგიის განვითარების შედეგად მოსახლეობის მცირე ნაწილს ქვეყნის მთელი
მოსახლეობისთვის საკმარისი საკვების წარმოება შეუძლია ამ ტექნოლოგიურმა
ცვლილებამ გაათავისუფლა შრომა სხვა საქონლისა და მომსახურების
წარმოებისთვის

ტექნოლოგიური ცოდნა სხვადასხვანაირია ზოგი საყოველთაოა მას შემდეგ რაქც მას


ერთი ადამიანი გამოიყენებს ყველასთვის ცნობილი ხდება ზოგი
გასაიდუმლოებულია მაგალლითად კოკაკოლამ იცის მხოლოდ თავისი ცნობილი
სასმელის საიდუმლო რეცეპტი ზოგი დროებით გასაიდუმლოებულია მაგალითად
როდესაც ფარმაცევტული კომპანია ახალ წამალს აღმოაჩენს საპატენტო სისტემა ამ
კომპანიას დროებით უფლებას აძლევს ამ კონკრეტული წამლის ერთადერთი
მწარმოებელი იყოს მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ სხვებსაც აქვთ წარმოების
უფლება.

ტექნოლოგიური ცოდნა იმაზე მეტყველებს როგორ ერკვევა საზოგადოება მსოფლიოს


მიღწევებში ადამიანური კაპიტალი კი იმ რესურსებს გულისხმობს, როლებიც ამ
მიღწევათა სამუშაო ძალისთვის გადაცემაზე იხარჯება.

იმისთვის რომ საზოგადოებამ კაპიტალში მეტი ინვესტირება განახორციელოს დღეს


ნაკლები უნდა მოიხმაროს და მეტი შემოსავალი დაზოგოს.

კლებადი უკუგება ფაქტორის ერთი ერთეულის სარგებლობის შემცირება ფაქტორის


რაოდენობის ზრდასთან ერთად.
მკვეთრი ზრდის ეფექტი თვისება რომელიც გულისხმობს რომ
დაბალგანვითარებული ქვეყანა ზრდის უფრო მაღალ ტემპს არწევს ვიდრე
მაღალგანვითარებული.

სხვაგვარად რომ ვთქვათ როდესაც მშრომელებს უკვე კაპიტალის დიდი რაოდენოა


აქვთ რომელსაც საქონლისა და მომსახურების წარმოებაში იყენებენ მატთვის
კაპიტალის დამატებითი ერთეულის მიცემა მწარმოებლურობას მხოლოდ მცირედით
ზრდის.

გრძელვადიან პერიოდში დაზოგვის სიდიდის ზრდა გვაძლევს მწარმოებლურობისა


და შემოსავლის უფრო მაღალ დონეს და არა ამ ცვლადების ზრდის უფრო მაღალ
დონეს.

სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება თუ საწყისი


წერტილი მისთვის სიღარიბეა.

მკვეთრი ზრდის ეფექტი როდესაც სკოლა წლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს


ასახელებს ეს მოსწავლე როგორც წესი ისაა ვინც სასწავლო წელი შედარებით სუსტად
დაიწყო. იმ მოსწავლეებისთვის რომლებიც წლის დასაწყისში არ სწავლობენ
მოსწრების გაუმჯობესება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე იმათთვის ვინც
ყოველთვის ბეჯითად სწავლობს.

ქვეყნის მოქალაქეების მიერ დანაზოგებზე ორიენტირება ახალი კაპიტალის


ინვესტირების ერთადერთი გზა არ არის ამის კიდევ ერთი გზაა უცხოური
ინვესტიციები

კაპიტალურ ინვესტიციას რომლის მფლობელი და წარმმართველია უცხოური ფირმა


უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ეწოდება.

ინვესტიციას რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების


მიერ იმართება უცხოური პორტფელური ინვესტიცია ეწოდება. ორივე შემთხვევაში
ამერიკელები გასცემენ რესურსებს რომლებიც საჭიროა მექსიკაში კაპიტალის მარაგის
გაზრდისთვის. ესე იგი ამერიკული დანაზოგები მექსიკური ინვესტიციების
დაფინანსებისთვის გამოიყენება.
როდესაც უცხოელები ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებენ ასე იმიტომ იქცევიან
რომ ამ ინვესტიციებიდან უკუგებას ელიან.

მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში მიღებული შემოსავალია რომელსაც იღებენ


როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ისე უცხოელები ხოლო მთლიანი ეროვნული
პროდუქტი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალია რომელსაც ისინი იღებენ როგორც
ქვეყანაში ისე მის საზღვრებს გარეთ

ერთ-ერთი ორგანიზაცია რომელიც ღარიბ ქვეყნებში ინვესტიციების ნაკადს უწყობს


ხელს მსოფლიო ბანკია.

ადამიანური კაპიტალის ინვესტირებას ფიზიკური კაპიტალის ინვესტირების


მსგავსად ალტერნატიული დანახარჯი აქვს როდესაც მოსწავლეები სკოლაში დადიან
უარს ამბობენ ხელფასებზე რომელთაც მიიღებდნენ რომ ემუშავათ ნაკლებად
განვითარებულ ქვეყნებში მიუხედავად დამატებითი განათლების უპირატესობებისა
ბავშვები ხშირად ადრეულ ასაკშივე წყვეტენ სწავლას მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახს
მათი შრომა სჭირდება

ღარიბი ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრობლემაა ინტელქტის გადინება


განათლებულ მშრომელთა დიდი ნაწილის ემიგრაცია უცხოეთში სადაც ამ
მშრომელებს ცხოვრების უფრო მაღალი დონე ელის.

კიდევ ერთი საშუალება რომლითაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ


ეკონომიკურ ზრდას, საკუთრების უფლების დაცვა და პოლიტიკური
სტაბილურობის უზრუნველყოფაა ეს უშუალოდ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ
მუშაობს საბაზრო ეკონომიკა

წარმოება საბაზრო ეკონომიკაში მილიონობით ინდივიდისა და ფირმისი


ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება.საბაზრო ფასები ის ინსტრუმენტებია
რომლითაც ბაზრის უხილავ ხელს მიწოდება დამოთხოვნა წონასწორობაში მოყავს.
შიდა ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნის
მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ამაღლებას დანარჩენ სამყაროსთან
ურთიერთობის შეზღუდვის გზით

ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია მშინ როდესაც ეს ქვეყნები


მსოფლიო ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკას მიმართავენ რომელიც ამ ქვეყნებს
მსოფლიო ეკონომიკაში აერთიანებს.

ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი იმისა, რომ ცხოვრების დონე დღეს უფრო მაღალია
ვიდრე საუკუნის წინ იყო ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებაა. რამაც
გააუმჯობესა საქონლისა და მომსახურების წარმოების შესაძლებლობები.

მოსახლეობის ზრდა. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა საქონლისა და მომსახურების


მწარმოებელი მეტი სამუშალო ძალის ქონას ნიშნავს. ამავე დროს წარმოებული
საქონლის მეტი მომხმარებლის ყოლასაც გულისხმობს. მალთუსი ფიქრობდა რომ
მოსალეობის მუდმივი ზრდა შეასუსტებდა საზოგადოების უნარს შეენახა საკუთარი
თავი რის გამოც კაცობრიობა სამუდამო სიღატაკისთვის იყო განწირული.

ეკონომიკური ზრდის გავლენა კაპიტალის დაგროვებაზე. ამ თეორიების მიხედვით


მოსახლეობის ზრად ამცირებს მშპ-ს ერთ სულზე რადგანაც მომუშავეთა რაოდენობის
სწრაფი ზრდის კვალობაზე თითოეულ მათგანზე კაპიტალის სულ უფრო ნაკლები
რაოდენობა მოდის. მომუშავე კაპიტალის ოდენობის შემცირება კი
მწარმოებლურობისა და შესაბამისად ერთ სულზე მშპ-ს კლებას იწვევს.

მოსახლეობის ზრდა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ერთი


მხრივ მსოახლეობის სწრაფმა ზრდამ შესაძლოა შემაცირონ მწარმოებლურობა რადგან
თითოეული მშრომელისთვის ხელმსიაწვდომი რესურსებისა და კაპიტალის
რაოდენობა ბუნებრივად დაიკლებს. მეორე მხრივ მოსახლეობის სიმრავლემ
შესაძლოა გააძლიეროს ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან მრავალრიცხოვან
ქვეყანაში მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება

მთავრობის პოლიტიკას მრავალი გზით შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის


მოხდენა: დაზოგვისა და ინვესტირების ხელშეწყობით, უცხოური ინვესტიციების
ხელშეწყობით, განათლების სისტემის გაძიერებით, საკუთრების უფლებათა დაცვითა
და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებით, თავისუფალი ვაჭრობის უფლების
გაცემით, მოსახლეობის ზრდის კონტროლითა და ახალი ტექნოლოგიების
განვითარებისა თ მეცნიერული კვლევების ხელშეწყობით.

მონოპოლია თავი 9
რომელიმე სახელმწიფოს ან ჯგუფის გამორჩეული უფლება. მ-ური უფლება
შეიძლება ვრცელდებოდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე,
ვთქვათ, საგარეო ვაჭრობაზე, მიწაზე ან რაიმეს წარმოებაზე. მ-ს საბაზრო
ეკონომიკაში კონკრეტულმა ეკონომიკურმა სუბიექტმა ან სუბიექტების ჯგუფმა
შეიძლება მიაღწიოს კაპიტალისა და წარმოების მაღალი კონცენტრაციის შედეგად,
რაც, თავის მხრივ, მიიღწევა კომპანიებს შორის დადებული გარიგებით ან შერწყმით.

4 ტიპია: მონოპოიური, კონკრეტული, ოლიგოპოლიური, შერეული.

1.კონკურენტული ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია. ძალიან


ბევრი მოთამაშეა და არცერთ მათგანს არ აქვს, ძალიან დიდი წილი და თითოეული
მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ბაზარზე. მაგ: გაზარდოს ფასი, მიწოდება
არსებითად გაზარდოს ბაზარზე და ა.შ. ეს არის კონკურენტული ბაზარი და ამავდროულად
მყიდველებიც ბევრნი

2. ტიპი ბაზრის არის, მონოპოლიური ბაზარი. მონოპოლიური არის ბაზარი სადაც არის
ერთი მიმწოდებელ, რომელიც წყვეტს ყველაფერს და შეუძლია გააკონტროლოს ფასი ,
მიწოდება და აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება ბაზარზე, ეს არის ის ადგილი, სადაც
არის ერთი მიმწოდებელი და ბევრი მყიდველი.

3 ტიპი არის ისეთი ბაზარი, სადაც არის რამდენიმე მსხვილი მიმწოდებელი , არ არის ერთი
და ორი. ოლიგოპოლიურები არიან, მაგ ბენზინის შემომტანი ფირმები,როგორიცაა
ვისოლო, ლუკოილი, გალფი და ა.შ.

4 ტიპი არის მონოპოლიური კონკურენცია. ეს არის ბაზრის ისეთი ტიპი, როცა ბაზრის
მოთამაშეებს აქვთ განსხვავებული საქონელი ნაწარმოები, მაგრამ ისინი მაინც შედიან
ერთამანეთთან კონკურენციაში. მაგალითად კოკაკოლა და პეპსი, ასევე სმარტფონები .
ეფლს აქვს მონოპოლია აიფონის წარმოებაში, აიფონი მას შეუძლია,რომ აწაარმოოს,მას
ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას აიფონის წარმოებაში, მაგრამ მიუხედავად იმის , რომ
რაღაცით უნიკალურია ის შედის კონკურენციაში სხვა სმარტფონების მსხვილ
მწარმოებლებთან, იმიტომ, რომ მსგავსი საქონელია მათი სმარტფონებიც და ისინი
ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, კონკურენტულ ბაზარზე მთავარი პირობა ისაა , რომ
საქონელი უნდა იყოს ერთგვაროვანი. უნდა ითქვას, რომ სუფთა სახით რომელიმე
ბაზრის ტიპი არ არსებობს. უმრავლეს შემთხვევაში არის შერეული ტიპის ბაზრები .

ფული ეკონომიკაში არსებული აქტივები, ადამიანები იყენებენ რეგულარულად სხვ


ადამიანებისგან საქონლისა და მომსახურების შესაძენად .

ფულის ფუნქციები ეკონომიკაში:

გაცვლის საშუალება- ის რასაც აძლევენ გამყიდვლებს როდესაც საქონლისა და


მომსახურეობის შეძენა სურთ.

ღირებულების საზომი- ერთეული,რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა


და ვალების აღრიცხვისთვის.

დაგროვების საშუალება- ადამიანების მყიდველობითი უნარი, აწმყოდან მომავალში


გადატანის განსაკუთრებული საშუალება.

ლიკვიდირებულობა- აქტივის უნარი, სწრაფად გადაცვალოს ეკონომიკაში არსებულ


ვალუტაზე.

ფული სახეობები:

საქონლური ფული-ფული, რომელიც რეალური ღირებულების მქონე ქონების ფორმას


იღებს (ოქრო)

დეკრეტული ანუ ქაღალდის ფული- შინაგანი ღირებულების არ მქონე ფული, რომელიც


მთავრობის დეკრეტის გამო იხმარება როგორც ფული.

ნაღდი ფული- საზოგადოების ხელთ არსებული ბანკროტები და მონეტები

ანაბრები მოთხოვნამდე- საბანკო ანგარიში, საიდანაც თანხის მოხსნა დროის ნებისმიერ


მონაკვეთში შეუძლია მეანაბრეს.

ფედერალური სარეზერვო სისტემა- შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი


ცენტრალური ბანკი- ინსტიტუტი, რომელიც მეთვალყურეობს საბანკო სისტემას და
არეგულირებს ეკონომიკაში არსებულ ფულის რაოდენობას.

ფულის მიწოდება- ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა.

მონეტარული პოლიტიკა- ფულის მიწოდების განსაზღვრა ცენტრალური ბანკის მიერ.

რეზერვები- დეპოზიტები, რომელსაც ბანკი არ გასცემს სესხად.

ნაწილობრივ რეზერვების საბანკო სისტემა- საბანკო სისტემა რომელშიც ბანკები


საკრედიტო რესურსის სახით დეპოზიტების მხოლოდ ნაწილს ინახავს.

რეზერვის ნორმა- დეპოზიტების ნაწილი, რომელსაც ბანკი რეზერვის სახით ინახავს.

ფულადი მულტიპლიკატორი- ფულის ის რაოდენობა, რაოდენობა, რომელსაც საბანკო


სისტემა ქმნის რეზერვებს თითოეული დოლარიდან.

უმუშევრობა მოვლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ


შოულობს სამუშაოს. უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალურ
ეკონომიკაში.

უმუშევრობის სახეები(ფიქციური-სამუშაო ადგილის ცვლილების დროს. ბრიციული-


უკეთეს შემოთავაზებას რომ ველოდებით სტრუქტურული-მოთხოვნა მიწოდების
დისბალანსის გამო ციკლური-წკონომიკის ცციკლის გამო წარმოიშობა ასეთი
უმუშევრობა)
Ინფლაცია არის ეკონომიკაში საერთო დონის ზრდა. Მცოცავი 10% ჰიპერინფალცია
50% ბაზრები გადარჩენისთვის არიან. Დისინფლაცია ინფლაციას უარყოფს.

1)რას ნიშნავსწონასწორობა, წონასწორული ფასი,წონასწორული


რაოდენობა.
წონასწორობა არის - მოთხოვნისა და მიწოდების კვეთა, ის წერტილი სადაც მოთხოვნა
და მიწოდება ერთმანეთის ტოლია. არსებობს ჭარბი მოთხოვნის და ჭარბი მიწოდების
მაგალითები. მაღალია ფასი რამაც გამოიწვია ის, რომ ხალხი ნაკლებს ყიდულობს,
მაგრამ ბაზარზე გამოდის უფრო მეტი მწარმოებელი და უფრო მეტი გამოაქვს ვიდრე
გამოჰქონდა ადრე. ეს გამოიწვევს საქონლის ჩაწოლას და ფაქტობრივად როცა 10
გამოტანილიდან იყიდება 4,ხოლო 6 ზედმეტია და ეს უკან დააბრუნებს ფასს და
წონასწორობაში დაბრუნდება კონკურენტულ ბაზარზე ფასი და გაყიდულის რაოდენობა .

2)ფულის მოკლე ისტორია,ფულის ბრუნვის სიჩქარე, ფულის


მულტიპლიკატორი.
ფულის ისტორია-სხვადასხვა საქონელი ასრულებდა თავიდან ფულის
ფუნქციას.უშუალოდ მონეტის ისტორია დასაბამს იღებს ძ.წ 700 წელს ლიდიის
სამეფოში.ციტა შემდეგ ყაენის პერიოდში განვითარება დაიწყო ქაღალდის ფულმა ე.წ
დეკრეტული ფული(ხელისუფლებით დადგენილებით გამოცემული ფული)ფულს
უმაგრებდა ზურგს ოქრო.რამდენი ქაღალდის ფულიც გამოიცემოდა ქვეყანაში
მთავრობას იმდენი ოქრო უნდა ქონოდა.ახლა უკვე ხელისუფლება არის ყველზე დიდი
გარანტია ფულის.

You might also like