You are on page 1of 5

ლექცია 2.

კონკურენციის პოლიტიკა
კონკურენცია ესაა ეკონომიკური (ან არაეკონომიკურ) სუბიექტებს შორის პაექრობა შეზღუდული
რესურსების დასაუფლებლად.

კონკურენციის დონის მიხედვით ეკონომიკური ბაზრები იყოფა 4 ტიპის ბაზრებად (ბაზრის 4


სტრუქტურა):

 სრულყოფილი კონკურენციის ბაზარი


 მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი
 ოლიგოპოლიური ბაზარი
 მონოპოლიური ბაზარი

სრულყოფილი კონკურენციის ბაზარი - ესაა ბაზარი, სადაც არის მრავალი მყიდველი და


გამყიდველი და ყველა მათგანს გააჩნია ერთი და იგივე ტიპის საქონელი.

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი - ესაა ისეთი ბაზარი, სადაც მრავალი მყიდველი და


გამყიდველია და მათი საქონელი დიფერენცირებულია, ანუ ერთმანეთისგან განსხვავებული
საქონელია.

ოლიგოპოლიური ბაზარი - ბაზარს განაგებს რამდენიმე მსხვილი მეწარმე, სადაც კონკურენციის


დონე ძალიან დაბალია და მეწარმეები ფასებს აწესებენ მათი შეხედულებისამებრ.

მონოპოლიური ბაზარი - ბაზარზე მხოლოდ ერთი ფირმაა და კონკურენცია ნულის ტოლია.

კონკურენციის ფუნქციები (კონკურენციის დადებითი მხარეები):

 განთავსების (ალოკაციური) ფუნქცია


 ინოვაციური ფუნქცია
 გამანაწილებელი (სანქციების) ფუნქცია
 საკონტროლო ფუნქცია

განთავსების ფუნქცია გულისხმობს, რომ კონკურენციას შეუძლია რესურსების განთავსება


ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და სტრუქტურებში, ანუ იმ ბაზრებზე, სადაც მეტად
კონკურირებადი მომხმარებლებია, რესურსები მეტად ფასობს და ამ რესურსების მესაკუთრეებს
მეტი შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

ინოვაციური ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, უზრუნველყოს ახალი პროდუქციის


წარმოება; აამაღლოს პროდუქციის ხარისხი; დანერგოს ახალი მეცნიერულ-ტექნოლოგიური
მიღწევები, საშუალებები.

გამანაწილებელი ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, გაანაწილოს სასაქონლო-მატერიალური


რესურსები იმ ეკონომიკური აგენტების თუ სუბიექტებისაკენ, რომლებიც საუკეთესო
ეკონომიკურ არგუმენტაციას წამოაყენებენ. ანუ წარმართონ რესურსები უფრო მომგებიანად,
წარმატებული ბიზნესისკენ, ხელი შეუწყონ მის ზრდა-განვითარებას.

საკონტროლო ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, ხელი შეუშალოს მონოპოლიების შექმნას,


მათ წარმოქმნა-განვითარებას.

კონკურენცია ხელს უწყობს: წონასწორობის ფასის ჩამოყალიბებას; სამეცნიერო-ტექნიკურ


პროცესს; ეკონომიკის ზრდას და კაცობრიობის განვითარებას.

1
კონკურენციის უარყოფითი მხარეები:

 მონოპოლისტი, კონკურენციული ბაზრის მონაწილე ფირმასთან შედარებით, ქმნის და


ყიდის უფრო ნაკლები მოცულობის პროდუქციას, თანაც უფრო მაღალ ფასად
 მონოპოლისტი ამუხრუჭებს დოვლათის შექმნის პროცესს
 მონოპოლისტი აქვეითებს საზოგადოების კეთილდღეობას - (კეთილდღეობა
განისაზღვრება წარმოებული პროდუქციის რაოდენობით. რაც მეტი იწარმოება, მით
უფრო იზრდება კეთილდღეობა. რადგან მონოპოლისთი ამცირებს წარმოებას,
შესაბამისად კეთილდღეობაც მცირდება)
 მონოპოლისტური წარმოება ნაკლებეფექტიანია

მოთხოვნის მრუდზე თითოეული წერტილი გვიჩვენებს თუ რისი გადხდის საშუალება აქვს


მომხმარებელს.

მიწოდების მრუდი კი გვიჩვენებს მიმწოდებელი რა ფასში და რა მოცულობის პროდუქციის


გასაყიდადაა მზად.

მონოპოლისტი წარმოების მოცულობის შემირების გზით ზრდის თავის პროდუქციაზე ფასს.

მაგ; ლუკოილმა დაწყო ნაკლები ბენზინის წარმოება , ამან კი შეამცირა მთლიანი დანაზოგი,
რომელიც გვრჩებოდა , როცა ფასი წონასწორული იყო , ვიდრე ჩაერეოდა მონოპოლიური
2
პოლიტიკა , მონოპოლიის ჩარევით დანაზოგი გახდა N+A+B , ის დანაზოგი , რაც ადრე იყო ,
საერთოდ დაიკარგა , ფასის გაზრდის კვალობაზე.

მეორე არგუმენტი მონოპოლიის უარყოფითი მხარიდ შესახებ არის , ისრომ ზოგადად


მონოპოლია არის ნაკლებ ეფექტიანი . არამონოპოლისტ ფირმას მაღალი კონკურენტული გარემო
აიძულებს გამუდმებით პროდუქციის ხარისხზე და კონკურენტებთან შედარებით დაბალი
ფასებს დააწესებს. ამისთის ის იძულებულია, მოახდინოს არსებული ხარჯების ოპტიმზაცია,ანუ
იზრუნოს ხარჯების ნანაკლებად გაწევაზე, ანუ არამონოპოლისტური ფირმა რაციონალურად
ეწევა რესურსების ხარჯვას,განსხვავებით მონოპოლისტური ფირმისგან.

მონოპოლისტური ფირმა არ ზრუნავს ხარჯების რაცონალიზაციაზე.

ბაზარი არის ბუნებრივად მიდრეკილი მონოპოლიების შექმნისკენ .

მონოპოლიზმის პრობლემას ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ წყვეტს.პირიქით ხელს უწობს . ეს


ფუნქცია კი უნდა იტვირთოს მან , ვისაც აქვს, მასთან გამკლავებისძალა, ასეტი კი არის
სახლმწიფო.

ბაზარი იმიტომ არის მონოპოლიზმისკენ მიდრეკილი, რომ ნებისმიერი ფირმა ცდილობს ,


ნებისმიერი ხერხით ბაზრის ,რაც შეიძლება მეტ წილს დაეუფლოს , მსხვილ ფირმებს ეს უკეთ
გამსდით,რადგან მათ უპირატესობა აქვთ ყველაფერში,მაგ: კაპიტალის მოზიდვის
სიმარტივე,მასშტაბიდან უკუგების ეფექტი, ანუ მსხვილი ფირმა ,როდესაც ბევრ პარტიას
უშვებს , მას საშუალება აქვს ეკონომიის გაკეთებისა, დაბალი ღირებულების დაწესების
უნარიანობას ატარებს .,კონტრაგენგების მაღალინ ნდობა.

ამის შედეგად ,მსხვილი ფირმა უფრო იფართოებს საბაზრო არეალს,რაც ნიშნავს იმას,რომ
ზოგიერთ ფირმას უწევს ბაზრიდან გასვლა,ამას უწოდებენ ხელოვნურ მონოპოლიურ პროცესს.

ბაზარი თვითონ ანაწილებს რესურსებს ეფექტიანად,იმის მიხედვით,რომ შემოსავალი


წავიდეს იმ ფირმისკენ ,რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის პროდუქციის წარმოება.

ხელოვნური და ბუნებრივი მონოპოლია

ასევე გვხვდება ბუნებრივი მონოპოლიები,ეს ზოგადად დადებით მოვლენადაც მიიჩნევა


კიდეც,რადგან ბუნებრიბ მონოპოლიას შერაცხავენ იმ შემთხვევაში ,როდესაც ბაზარზე უფრო
ეფექტიანია ერთი მსხვილი ფირმის მოღვაწეობა ,ვიდრე ბევრი საშუალო ან მცირე ზომის
ფირმებისა.

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ფირმები, როგორც წესი ერთიანდებიან შემდეგ


კომპანიებში

3
ხელოვნური მოოპოლიური გაერთნებები:

 კორპორაცია
 კონცერნი
 კონსორციუმი
 კარტელი
 სინდიკატი
 ტრასტი
 ჰოლდინგი

კორპორაცია ეს არის მსხვილი მონოპოლიური გაერთიანება -ერთი პროფილის მქონე სააქციო


საზოგადოებებად გაერთიანებული ,ან ერთი პროფილის და განსხვავებული სპეციფიკის ფირმის
გაერთიანება.

კონცერნი არის წარმოების სხვადასხვა დარგის გაერთიანება ,დიაგონალური კონცენტრაციის


პრინციპით.

კონსორციუმი ეს არის გარკვეული იურიდიული პირის გარეშე დროებითი გაერთიანება ,რაიმე


მსხვილი პროექტის განსახორციელებლად.

კარტელი არის ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელი ფირმების გაერთიანება.

სინდიკატი არის კარტელის მსგავსი,ამ შემთხვევაში მიზანი ისაა,რომ რეალიზაცია ხდებოდეს


ცენტრალიზებულად.

ტრასტი არის ნდობით აღურვილი ორგანიზაცია,რომელიც განაგებს მისთვის სამართავად


გადაცემულ ფირმებს.

ჰოლდინგი არის ერთი სათაო კომპანიის განკარგულებაში არსებული ბევრი სხვადასხვა


კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა .

ყველა ამ მონოპოლირი გაერთიანების მიზანი არის ბაზრის წილის გაფართოება.

ფირმის საბაზრო ძალაუფლების გაზომვა;

ფირმის უპირატესობა ბაზრზე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ არის ბაზარზე


წარმოდგენილი სხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია ,ანუ როგორია ფირმის
გაყიდვების წილი მსგავსი საქონლის გაყიდვების მოცულობაში,ანუ გამოშვებული პროდუქციის
წილი მთელ ბაზარზე აჩვენებსმოცემული ფირმის ძალაუფლების ხარისხის დონეს.

როგორ ატარებს სახელმწიფო კონკურენციის პოლიტიკას- პოლიტიკის სტრუქტურული და


ფუნქციური მიმარტულებები.

სახელმწიფო კონკურენციის პოლიტიკაშეიძლება დაიყოს 2 მიმართულებად- მონოპოლიური


წარმონაქმნდების გაჩენის არკვეთას და ფუნქციურ მიმართულებას - კონკურენციის
ხელმშემწყობ ღონისძიებებს ანუ ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას და აღკვეთის
ღონისძიებებს.
4
სტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ახორციელებს დომინანტურ
ფირმებზე კონტროლს, ზედამხედველობას უწევს იმ კომპანიებს რომელთა საბაზრო წილი
კანონის თანახმად მიიცნეავა დომინანტურად სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში
მაჩვენებლები არის განსხვავებული დომინანსტობის შესახებ.

ჩვენტან ონკურენციას იცავს ,, კონკურენციის შესახებ კანონი’’ ამ კანონის მიხედვით ,ჩვენს


ბაზარზე დომინანტად მიიჩნევა ფირმა თუ მას შესაბამისი ბაზრის 40% უკავია.

არა უმეტეს 3 ეკონომიკური აგენტიმიიცნევა დომინატად თუ მათი ერთობლივი წილი ბაზარზე


50%ს აღემატება .

დომინანტი საწარმოები საახელმწიფოს ყავს განსაკუტრებული მეთვალყურეობის ქვეშ, იწყებს


მის კონტროლს.იმ შემთხვევაში თუ ისინი ფასების გაზრდას დააპირებენ, მათ უნდა წარადგინონ
შესაბამისი დეკლარაცია ანტიმონოპოლიურ სამსახურში. დეკლარაციის შესწავლის შემდეგ, ამ
სამსახურმა შეიძლება აუკრძალოს კონკრეტული მოქმედების გატარება.

ასევე ანტიმონოპოლიურ ორგანოებს შეუძლიათ აიძულონ ამ კომპანიებს , გაერთიანებები და


‘’ჩაყლაპვები’’.

რაც შეეხება უკვე შექმნილ მონოპოლიებს, კონკურენციის გაცვლის სააგანტოს ანუ


ანტიმონოპოლიური სააგენტოს აქვს სრული უფლება დაშალოს მონოპოლიები.

სახელმწიფო არეგულირებს ბუნებრივ მონოპოლიებს. როდესაც ბუნებრივი მონოპოლიები


შედიან ძალაუფლების ეშხში, ისინი ფასებს ხელოვნურად ზრდიან. სურთ რომ უფრო მეტი
ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. ამ მონოპოლიებსაც არეგულირებს ანტიმონოპოლიური
სააგენტოები.

თუმცა არიან ისეთი ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც არ შედიან ანტიმონოპოლიური


რეგულირების სფეროში. ასეთია ეროვნული ბანკი, სავალუტო ფონდი.

2005 დან 2013 წლამდე საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობდა. 2014 წელს
შექმნეს კონკურენციის სააგენტო, თუმცა ამ უწყების მიერ გაწეული სამუშაო ჩაეტია წლიური
ანგარიშის მხოლოდ 6 გვერდზე.

ევროპაში ანტი მონოპოლიური სამსახურები არ არსებობს ჯუჯა, პატარა ქვეყნებში.

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობას განსაზღვრავს შესაბამისი უწყება. ეს უწყება


ანგარიშობს სხვადასხვა ქვეყანაში როგორი სიტუაციაა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის
გატარების თვალსაზრისით. საქართველო 144 ქვეყანას შორის არის 127 ადგილზე.
საქართველოზე მაღალი რეიტინგი მონოპოლიებთან ბრძოლისა აქვს სომხეთს, აზერბაიჯანს,
ყაზახეთს. ეს მოცამები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ბაზარი სუსტი
კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა და ანტიმონოპოლიური ღონისძიებები კი არაეფექტიანია.

საფინანსო ბაზარზე 93% არის საბანკო სექტორის წილი. საფინანსო ბაზრია: დაზღვევა, საფონდო
ბირჟები, ბანკი და ა.შ. ხოლო საბანკო სივრცის 70%-ს ფლობს საქართველოს ბანკი და თიბისი
ბანკი. ასევე ლიბერთი ბანკი რომელიც 10 %-ს ფლობს. აქედან გამომდინარე ბანკები
დომინირებენ საფინანსო ბაზარზე.

ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებენ ავერსი და პსპ. ავერსს უკავია 24% და პსპ-ს 23%.

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე 70% უკავია მაგთს და სილქნეტს.

You might also like