You are on page 1of 22

1.

ბიზნესის კონცეფციები
კაცობრიობის მთელი ისტორია დაკავშირებულია ბიზნესთან. სიტყვა ბიზნესი წარმოდგება
ინგლისური სიტყვისგან და ყველაზე ზოგადი ფორმით ნიშნავს იმ ნებსიმიერ სამეწარმეო
საქმიანობას რომელიც იძლევა მოგებას. არსებობს კონცეფციათა სამი ძირითადი ჯგუფი :
პოზიტიური, კრიტიკული და პრაგმატული. ბიზნესის პოზიტიური კონცეფციის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესი ესმით როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა ,
რომელიც ხორციელდება საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის .
პოზიტიური კონცეფცია სიმპტომატურია თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნებისთვის .
კრიტიკული კონცეფციის შესაბამისად, ბიზნესი არის ადამიანების საქმიანობის სფერო ,
რომლის საბოლოო მიზანს შედგენს მოგებისა და სხვა შემოსავლის მიღება , რაც
დაშვებულია ყველა გზით და მეთოდით. კრიტიკული კონცეფცია საფუძვლად დაედო
მარქსისტულ თეორიას და დომინირებს კომუნისტურ ქვეყნებში . პრაგმატული კონცეფცია
განიხილება, როგორც საზოგადოებრივი პროგრესი, როგორც მოვლენა, რომელიც
აუცილებელია ბიზნესმენებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. პრაგმატული კონცეფცია
არ ახდენს ბიზნესის იდეალიზებას. ის წარმოაჩენს მის საზოგადოებრივად სასარგებლო
მხარეებს.

2. ბიზნესი, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა


ბიზნესი და ეკონომიკა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ეკონომიკა მოიცავს მიკრო ,
მაკრო, მეზო და მეგა ეკონომიკურ დონეებს. ბიზნესი არი მეწარმეობრივ ურთიერთობათა
უფრო კონკრეტული მახასიათებელი, რომელიც ვითარდება განსაზღვრულ სუბიექტებს
შორის. ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია შეჯიბრიანობაში შემავალი პირების
ხასიათი. ბიზნესისთვის ამ სისტემაში მნიშვნელოვანია ურთიერთობათა შევსება
კონკრეტული ბრძოლის მეთოდებით. ბიზნესის სტრატეგია მდგომარეობს მოგების
მაქსიმიზაციაში. ეკონომიკა იზღუდება კონკურენციის აუცილებლობის აღიარებით .
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად აგრესიული, ნეიტრალური ან პასიურია
ეს კონკრეტული ბრძოლა. ეკონომიკა აფიქსირებს სამართლებრივი ნორმების
არსებობას. ბიზნესისთვის ისინი წარმოადგენენ მოქმედების ძირითად ფაქტორს . ბიზნესში
განსხვავებული მიზნების დაბალანსება ხდება გარიგების პროცესში, რა დროსაც მათ
არაქვთ პოზიტიური შედეგების გარანტია. თანამედროვე ეკონომიკაში სუბიექტებს
შეადგენენ: მეწარმეები, სამეწარმეო ასოციაციები და მეწარმეობრივი კოლექტივები ,
პროდუწციის და მომსახურების ინდივიდუალური და კოლექტიური მომხმარებლები ,
სახელმწიფოს ის სტრუქტურები, რომლებიც რომლებიც გვევლინებიან შემკვეთის როლში .
ბიზნესი კი მოიცავს ეკონომიკის ყველა სუბიექტებს შორის ურთიერთობებს .

3. ბიზნესის სისტემის ჩამოყალიბება


ბიზნესის ჩამოყალიბების პროცესი, დაკავშირებულია კაპიტალის თავდაპირველ
დაგროვებასთან. კაპიტალის დაგროვება ემყარება პირად-საკუთრებით ურთიერთობებს
მონათმფლობელურ საზოგადოებაში, სადაც მონათმფლობელი კაპიტალის დაგროვებას
მიწების, ფულის, საქონლის, შრომის იარაღებისა და თვით მონების რაოდენობის ზრდის
საფუძველზე ახდენდა. ფეოდალური საზოგადოების დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა
კაპიტალის დაგროვების შემდეგი ფორმები: მანუფაქტურების შექმნა, მევახშეობა ,
სახელმწიფო მოხელეების მიერ ცალკეული მეწარმეებისთის მეწარმეობის სფეროში
ექსკლუზიური ყფლებების გადაცემა, სავაჭრო ომების წარმატებული წარმოება .
არალეგალური კაპიტალის დაგროვებას მიეკუთვნება: სახელმწიფო მოხელეების მიერ
სამეწარმეო მაქინაციის წარმოება, სახელმწიფო მოხელეების აქციონირების ფორმით
ახალი კომპანიების შექმნაში მონაწილეობა, კორუფცია, მექრთამეობა, დაპყრობილი
ხალხების კოლონიური ძარცვა, დამპყრობლური ომების წარმოება. პოსტკომონისტურ
ქვენებში სიმპტომატური გახდა სახელწმიფო ჩინოვნიკების კორუფცია . 21-ე საუკუნეში
მიმდინარეობს საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობათა ფორმირების პროცესი .

4. ეკონომიკური სისტემის ბუნება


ეკონომიკური სისტემის ქვეშ იგულისხმწბა ზიგადი წესების ის ერთიანობა , რომელსაც
საზოგადოება იყენებს რესურსების განაწილების პროცესში. ეკონომიკურ სისტემებს
გააჩნიათ საერთო ნიშნები:

წარმოების ფაქტორები -

I - ბუნებრივი რესურსები: მიწა, წყალი, ტყე, სასარგ.წიაღისეული.

II - შრომა: ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას.

III - კაპიტალი: ნატურალურ-ნივთობრივი: შენობები, ნაგებობები, მანქანები და სხვა


ფულადი კაპიტალი

IV - მეწარმეობის უნარი

მეწარმეები არიან ის ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი რაციონალურად


გამოიყენონ ყველა ეს რესურსი. 1864 წლიდან იწყება თანამედროვე მეწარმეობის
განვითარება. 1921 წლიდან ე.წ ახალი ეკონომიკური პოლიტიკა გახდა სოფელსა და
ქალაქს შორის საქონელგაცვლის გააქტიურების საფუძველი. ეკონომიკური სისტემა
ყველა ცალკე აღებულ ქვეყანაში ასახავს მის ისტორიას, ტრადიციებს, მიზნებს ,
პოლიტიკას. რიცა ვსაუბრობთ ამათუიმ ქვეყნის ეკო სისტემის წარმატებებზე , ყურადღება
უნდა მივაქციოყ იმ ქვეყნის კრიტერიუმებს, რომელიც აქვგ შემუშავებული .

5. ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური მოტივატორები


კაპიტალიზმის განვითარების მთავარი მოტივატორი არის მოგება, რაც ყველაზე ზოგადი
ფორმით სხვაობაა პროდუქციისა და მომსახურების წარმოების და გასაღების
დანახარჯებსა და პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ ამონაგებს
შორის. ბიზნესის მიზანს წარმოადგენს ისეთი მოგების მიღება, რომელიც განსაზღვრულია
სამეწარმეო სფეროში ინოვაციებით. მეწარმის მუდმივი მოტივი რესურსების მუდმივი
დაბანდებაა. მომავალი ბიზნესის წარმატებულობა დამოკიდებულია შეზღუდული
რესურსების პირობებში სწორი არჩევანის გაკეთებაზე. ეკონომიკური ცხოვრების კიდევ
ერთი საფუძველი არის კონკურენცია. არსებობს კონკურენციის სამი ვარიანტი :
კონკურენცია და ფასები, კონკურენცია, ხარისხი და სერვისი , კონკურენცია და ინოვაციები .
კონკურენციისთვის ერთ-ერთი გადამჭრელი მნიშვნელობა გააჩნია ფასების ზომიერ
პოლიტიკას, ფასების სწორ, გააზრებულ და რაციონალურ დაკვირვებას. კომპანიისთვის
ფასების შემცირებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იზრდება გასაღების
მოცულობა. მეორე კონკურენციული სტრატეგია გულისხმობს მომხმარებლისადმი ახალი
სერვისისა და პროდუქციის შეთავაზებას. ამასთანავე, თავისუფალ ბაზარზე
კონკურენციული მოტივი მეწარმეებს აიძულებს ეძებონ ახალი, ინოვაციური მიდგომები
პროდუქციისა და მომსახურების მიზნით. ინოვაციები მოგების ზრდის დამატებით
ფაქტორად გვევლინება.

6. სახელწმიფოს როლი ბიზნესის რეგულირებაში


სახელმწიფოს საბაზრო რეგულირება შეუძლია მოახდინოს შემდეგი ბერკეტებით :
შეზღუდვებისა და წესების დადგენით, მოსახლეობისადმი საზოგადოებრივი სიკეთეებისა
და სატრანსფერტო გადასახადის განსაზღვრით, კონკურენციის გაფართოებით ,
ეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით. სახელმწიფო და მეწარმე ერთმანეთთან
ამყარებენ კავშირს მაშინ, როდესაც ოფიციალურად ხდება საქმიანობის რეგისტრაცია .
შემდეგ კი, მეწარმე მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში ანგარიშვალდებულია
საგადასახადო, საბაჟო, სახანძრო, სანიტარული და სხვა სახელწმიფო
ხელმძღვანელობის ორგანოების წინაშე იმ ნორმებისა და ნორმატივების დაცვაზე ,
რომელიც დაწესებულია. ბაზრის იდეალური მოდელის თეორიაში ყველაზე
სრულყოფილი არის წმინდა კონკურენციული ბაზარი. ამ თეორიის მიხედვით ვერცერთმა
ფირმამ ვერ უნდა მიაღწიოს მონოპოლიას და დაამყაროს მონოპოლისტური ფასები . იმ
ტიპის დარგებს, სადაც დომინირებენ მწარმოებლების პატარა ჯგუფები, ოლიგოპოლიური
დარგები ეწოდება. სახელმწიფო ზღუდავს ასეთი ფირმების გაერთიანებას , რადგან
უარყოფითად მოქმდებენ კონკურენციაზე. ეკონომიკური სისტემისთვის
დამახასიათებელია როგორც აღმავლობა, ისე დაღმალობა და რეცესია , ანუ ეროვნული
შემოსავლის მკვეთრი დაცემა. იმისთვის, რომ დაცემისგან გამოწევული პრობლემები
დარეგულირდეს, სახელმწიფო მანიპულირებს გადასახადით, საპროცენტო განაკვეთით .
თუ ქვეყანაში ინფლაციის ტემპი იზრდება, სახელმწიფომ ზედმეტი ფული უნდა ამოიღოს .
მინეტარული ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი გამოიყენება ფულადი მასის ზრდის
შემცირების მიზნით. დეფლაცია პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების
გრძელვადიანი პროცესია. ეკონომიკური სტაბილიზების კიდევ ერთი მეთოდია დოლარის
კურსის რეგულირება. ლარის “ფასის” ზრდას აქვს ორი შედეგი ინვესტორებზე :
საზღვარგარეთის კომპანიები განიცდიან საინვესტორო კაპიტალის დეფიციტს ,
ქართველი ექსპორტიორები მარტივად ყიდიან საქონელს საზღვარგარეთ .
7. ბიზნესის გარემოს არსი
მეწარმეს გააჩნია საბაზრო თავისუფლება. თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება :
ბაზრის მოთხოვნით, საკუტარი მეწარმეობითი პოტენციალით, იმ შესაძლებლობებით
რომელსაც ქმნის ბიზნეს გარემო. ბიზნეს გარემო გარეშე ფაქტორების ერთობლიობაა ,
რომლებიც არსებობენ და განსაზღვრავენ სუბიექტების ქცევის წესებს ბაზარზე . ბიზნეს
გარემოზე ზემოქმედების მხრივ, ფაქტორთა ნუსხა ერთიანდებიან მიკრო , მაკრო და
საერთაშორისო ფაქტორებში. მიკრო გარემოში შედიან: მიმწოდებლები, მომხმარებლები ,
კონკურენტები, დაქირავებული მუშები, კანონები, სახ.ორგანოები, პროფკავშირები .
მაკრო გარემო მოიცავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბაზრის ინსტიტუციებს და
სხვა. საერთაშორისო გარემო შედგება ინვესტიციებისგან, საზღვარგარეთის
იმპორტიორებისგან. კონტრაგენტები არიან პირები, რომელთა ვალდებულება
განისაზღვრება ხელშეკრულებით (მყიდველი-გამყიდველი). ბიზნესში ძირითადი
კომპონენტი მომწოდებლების საიმედოობაა.

8. ბიზნესის სამართლებრივი გარემო


ნებისმიერი ფირმის საქმიანობის რეგლამენტაციას ახდენს სამართალი . ერთიმხრივ
სამართალი აწესრიგებს ბიზნესს, მეორე მხრივ ბიზნესი ახდენს სამართლებრივი
ნორმების განვითარებას. სამართალი - დირექტიული ნორმებისა და წესების
ერთობლიობა, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი ქცევის წესების
რეგლამენტაციისთვის. სამართლებრივი ნორმები - რაოდენობრივი პარამეტრები ,
რომელბიც განსაზღვრავენ ადამიანთა ჯგუფის და ცალკეული ინდივისის ქცევას , მათ
შორის ურთიერთკავშირს. ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ობიექტებად
გვევლინება: საკუთრება, შემოსაბლის მიღების ხერხები და საშუალებები, მეწარმეებს
შორის ურთიერთობის ფორმები, დამქირავებელსა და მუშაკებს შორის ურთიერთობის
ფორმები და სხვა. სამართლებრივი სივრცის ევოლუციური რეფორმების გულისხმობს
თანმიმდევრულ გარდაქმნებს. რევოლუციური კი ძველის ნგრევას და ახლის შენებას .

9. ბიზნესის პოლიტიკური გარემო


ერთი მხრივ, ბიზნესი მოქმედებს პოლიტიკაზე, მეორე მხრივ პოლიტიკა განსაზღვრავს
ბიზნესის ქცევის წესებს. პოლიტიკა გვევლინება ბიზნესის ზედნაშენად. ლობიზმის მიზნით
ადამიანები ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში. ხელისუფლება კი ცდილობს
სხვადასხვა გზით შეუქმნას ნოყიერი გარემო ბიზნესმენებს, რაც დამახასიათებელია
მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის. ვინაიდან ეკონომიკური პროგრესი ქვეყნის
პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიაა.
10. ბიზნესი და ბუნებრივი გარემო
კომპანიები ზემოგების მიზნით არღვევენ ხოლმე ეკონომიკურ წონასწორობას .
საქართველოშ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზეა . ერთ ადამიანზე
ევროპაშ 36კგ შეწონილი ნაწილაკები მოდის, ხოლო NO2-ის პოტენციური ზემოქმედების
ქვეშ იმყოფება ევროპის 25%. მყარი შეწონილი ნაწილაკების გამო მსოფლიოში იღუპება
800 000 ადამიანი. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა ზარალმა აშშ-ში მეოცე საუკუნის
ბოლოს შეადგინა 18 მლრდ.დოლარი. ინგლისში 250 მლნ.ფუნტი სტერლინგი. იაპონიაში
200 იენი. საქართველოში ჰაერის დაბინძურებაში ლიდერობს ზესტაფონის
ფეროშენადნობთა ქარხანა. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მოიცავს 200-ზე მეტ
მავნე ნივთიერებებს. დღეისთვის ერთერთი მნიშნელოვანი პრობლემა არის ირგვლივ
არსებული ოზონის დამცავი შრის შეთხელება. ასევე წლის დაბინძურება. აშშ-ს მეცნიერთა
აზრით ტბების და მდინარეების 10% დაბინძურებულია. დღესითვის ყველაზე
პერსპექტიული მიმართულება, რომელსაც იყენებენ კომპანიები, არის რომ გამოავლინონ
დაბინძურების მიზეზები და მოახდინონ მათი დრული ნეიტრალიზება .

11. ბიზნესი და მომხმარებლები


60-იან წლებში მსოფლიოში ფეხს იდგამს მომხმარებელთა უფლებების დაცვის
საზოგადოებრივი მოძრაობა. ამან აიძულა მეწარმეები ყურადღება მიექციათ მსგავსი
პროცესებისთვის. ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში მიღებული იქნა
მომხმარებელთა “უფლებების ბილი”. რაც კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების
წარმოების, მოხმარებიაზე კონტროლის, რეკლამის და სამარკო ნიშნის დაცვის
სფეროებზე ორიენტირებული კანონების კრებულია. ის მოიცავს სამ მთავარ სფეროს :
უსაფრთხოების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება. I
მოიაზრებს იმას, რომ კომპანიებმა უნდა აწარმოონ ისეთი საქონელი, რომელიც არ
შეიცავს საფრთხეს. II-ის მიხედვით, აუცილებელია საქონლის შეფუთვაზე იმის მითითება ,
თუ რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის. მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს რისგან
შედგება საქონელი. III გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს ის
საქონელი, რომელიც პასუხობს მის მაღალ სამომხმარებლო მოთხოვნებს .

12. თანაბარი უფლებების სტიმულირება დასაქმების სფეროში


მსოფლიოში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დისკრიმინაცია
დასაქმების სფეროში. ამის მაგალითია რუსეთი. აშშ-ში კი ყველაზე მეტად აღიარებენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური თავისუფლების ღირებულებას .
მიუხედავად ამისა, მაინც დგას ფერადკანიანების, აზიური წარმოშობის ხალხების
დასაქმების პრობლემა. დამქირავებელთა მხრიდან წარმოდგენილია ეროვნულ
უმცირესობათა მხარდაჭერის ზომები: 1.კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ
სპეციალური პროგრამები ორიენტირებული ქალების ან სხვა უმცირესობათა დასაქმებაზე ,
2.სასამართლოებს შეუძლიათ აიძულუნ კომპანიები სამუშაოზე აყვანის პროცესში
შეწყვიტონ უმცირესობათა დისკრიმინაცია, 3.შესაძლებელია დაწესდეს დასაქმების
კვოტები ეროვნულ უმცირესობათა კატეგორიების მიხედვით. 60-იან წლებშ მსოფლიო
მოიცვა ფემინისტურმა მოძრაობამ. დღესდღეობით კი გაუმჯობესებულია ქალების
მდგომარეობა. მაგრამ, ჩრდ.ამერიკაში 100 მენეჯერის თანამდებობიდან მხოლოდ 3
უჭირავთ ქალებს. ქალებს ყოფენ 2 ჯგუფად: კარიერისტებად და მეორე- ვინც ანაწილებს
დროს ოჯახზეც და სამსახურზეც. კიდევ ერთი პრობლემა არის სექსუალური ძალდატანება
ქალების მიმართ. 10 გამოკითხული ქალიდან 4 აწყდება მას.

13. ბიზნესი და ინვესტორები


მსოფლიოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა არის ბიზნესის წარმოება პატიოსნებისა და
მორალის ჩარჩოებში. ინვესტორების ძირითად მიზანს შეადგენს დივიდენტების ზრდა .
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გზა რომელიც დაკავშირებულია ინვესტორების
კანონიერი მოგების შეზღუდვასთან, ეწინააღმდეგება ბიზნესის ეთიკურ ნორმებს .
ინვესტორების მოტყუების ხერხებიდან ცნობილია ორი ძირითადი ხერხი : ინვესტიციებით
მანიპულირება, მოგების ან აქტივების არაკანონიერი მოპოვება. საქართველოში 90-იან
წლებში ათეულობით მცირე საკრედიტო ორგანიზაციამ, სატრასტო კომპანიამ და ა .შ .
დაკარგა ფული, ის ქრებოდა კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად. დივიდენდი არის
მოგების ნაწილი, რომელსაც აქციონერები იღებენ დაბანდებული კაპიტალის
შესაბამისად. როდესაც ერთი ჯგუფის ინვესტორების მიერ შეტანილი თანხა ნაწილობრივ
გაიცემა მეორე ჯგუფის ინვესტორებზე, რაც თითქოსდა უზრუნველყოფს მათ
დივიდენდებს, ეწოდება “პირამიდის პრინციპი”. ცალკეული ხელმძღვანელები პირადი
გამდიდრების მიზნით მიმართავენ თაღლითურ ოპერაციებს, მიწოდების ფასის ხელოვნურ
აწევას, ქრთამს. განვითარებად ქვეყნებში საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელია
გავითვალისწინოთ ტრადიციის სამი სახეობა: “ხშული წრე”, ურთიეთმომსახურების
სისტემა და საჩუქრების გაცვლა. ხშულ წრეში მოიაზრება: ადამიანებს მიაჩნიათ რომ
ბიზნესს უნდა წარმართავდნენ ნათესავები ან ახლო მეგობრები . ურთიერთმომსახურების
სისტემაში შეიძლება დამყარდეს ისეთი კავშირები, როდესაც ერთი პარტნიორი
ვალდებული იყოს რამეთი მეორის მიმართ. საჩუქრების მირება კი მათთვის უფრო მეტია
ვიდრე ჟესტი.

14. ბიზნესის ეთიკური პასუხისმგებლობის სტიმულირება


მსოფლიოს კომპანიების უმრავლესობა პასუხისმგებლობით ეკიდება ბიზნესის ეთიკურ
პრობლემებს. ბევრი მათგანი ცდილობს შეიმუშავოს ამ პრობლემის რეგულირების
ინდივიდუალური გადაწყვეტის გზები. ამასთან, ბიზნესმენთა შორის არიან ისეთებიც ,
რომლებიც ამ სფეროში დანახარჯებს ზედაპირულად ეპყრობიან. თანამედროვე
კომპანიები დამოუკიდებლად ამუშავებენ ბიზნესის ეთიკის კოდექსს , რომლითაც შემდგომ
ხელმძღვანელობენ. ისინი ხარჯავენ დიდ ფულს, რომ ამ სფეროში განახორციელონ
მომუშავეთა სწავლება. ფირმათა უმრავლესობა საფუძვლიანად ეცნობა სამუშაოზე
ასაყვანი პიროვნების კეთილსინდისიერებას. კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს
ასტიმულირებენ პირადი მაგალითით - ქველმოქმედებით, აყალიბებენ გარემოსდაცვით
გამპანიებს და სხვ. მაგალითად კომპანია “McDonald’s” ყოველწლიურად 100 მილიონ
დოლარს ხარჯავს ნარჩენების შემცირებისთვის.

15. წარმოების და მომსახურების სფეროში დასაქმებული კომპანიები


კომპანიები ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: მომსახურების
სფეროში დასაქმებული და წარლოების სფეროში დასაქმებულ კომპანიებად .
მომსახურების სფეროზე აშშ-ში მოდის ბიუჯეტის 70%. ისინი ერთმანეთთან კავშირშია :
მწარმოებლებს სჭირდწბაგ მომსახურე ფირმები, რათა შეძლონ საქონლის ყიდვა -
გაყიდვა. ხშირად არ არსებობს მათ შორის საზღვარიხ, რადგან წარმოებას ახლავს
მომსახურება. 1940 წელს მომსახურებაში მუშების ნახევარზე მეტი იყო დასაქმებული . ეს
მაჩვენებლი კიდევ იზრდება და წარმოების სრულყოფამ შესაძლებელი გახადა
შემცირებულიყო აქ დასაქმებულთა ხვედრითი წილი. სწრაფად განვითარებად
წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფერო. აქ არიან როგორც წვრილი
საოჯახო ფირმები, ასევე მსხვილო საბითუმო კომპანიები. ამ ბაზრიდან აძევებენ წვრილ
ფირმებს, რასაც ანაცვლებს ქსელური სუპერმარკეტები.

16. ფირმების დაყოფა საკუთრების ფორმების მიხედვით


მსოფლიოს კლასიფიკაციით საკუთრების ფორმების მიხედვით კომპანიები იყოფა
1)ერთპიროვნულ მფლობელებად ან ინდივიდუალურ ფირმებად, 2)ამხანაგობად,
3)კორპორაციად. ინდივიდუალური კერძო ფირმა - ეს არის ის საწარმო, რომელიც
მიეკუთვნება ერთ პიროვნებას, თუმცა მასში დასაქმებული შეიძლება იყოს რამდენიმე
ათეული ადამიანი. ეს არის სქმიანი საწარმოოს ორგანიზების ყველაზე იაფფასიანი და
მარტივი ფორმა. ამხანაგობა, ეს არის ორი ან მეტი პირის გაერთიანება ერთობლივი
მოგების მიღების მიზნით. ამხანაგობის შემთხვევაში პარტნიორებს შორის ნაწილდება
ყველა სახის ვალდებულება: დაწყებული ამხანაგობის მართვიდან, დამთავრებული
მოგების თუ ზარალის გადანაწილებით.

17. მცირე ბიზნესის ჩასახვა და განვითარება


მცირე ბიზნესი წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
კომპონენტს. ფირმა სადაც დასაქმებულია 500-ზე ნაკლები მუშაკი, ეკუთხვნის მცირე
ბიზნესის კატეგორიას. საცალო ვაჭრობის ობიექტი სადაც დასაქმებულია 500 მუშაკი,
შეიძლება დახასიათდეს როგორც მსხვილი საწარმო. მცირე ფირმები იყოფა ორ
განსხვავებული ტიპად: მათი დაახლ. 80-90% არის მოკრძალებული საწარმოები,
რომლებსაც გააჩნიათ ზრდის შეზღუდული შესაძლებლობები. მაგ: ყვავილების მაღაზია ან
მცირე ზომის საფუნთუშე, მეორე ტიპს მიეკუთვნება ის ფირმები რომლებსაც ეძახიან
მცირეს მხოლოდ მათი სიახლის გამო, სინამდვილეში ესენი არიან სწრაფად მზარდი
ობიექტები. დღეს მცირე საწარმოები მსოფლიო ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს .
დღეისთვის მცირე ბიზნესის სფეროში დასაქმებულია მოსახლეობის 20%. რაც კაპიტალის
კონცენტრაციითა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდითაა
განპირობებული. კაპიტალის კონცენტრაციას ახლავს ეკონომია, რომელიც გამოწვეულია
საქმიანობის მასშტაბით, ე.წ. “მასშტაბის ეფექტი”. ამ დროს მსხვილ მწარმოებლებს
ეძლევათ საშუალება აწარმოონ საქონელი უფრო ნაკლები დანახარჯებით. მცირე
ბიზნესის განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ციკლურობა . როგორც
წესი, ბიზნესის წამოწყება უფრო ეფექტიანია აღმავლობის ფაზაში.

18. მცირე ფირმების შექმნის ორგანიზაცია


იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილია მცირე ფირმის დაფუძნება, მიშვნელოვანია იმის
გარკვევა, თუ როგორია მეწარმის სანსები ამ ბიზნესში. სტატისტიკა მეტყველებს რომ
ახლად სექმნილი 3 საწარმოდან მხოლოდ 1 აღწევს წარმატებას. მეცნიერთა
გამოკვლევებით, ეს შანსები თანდათანობით იზრდება. თუმცა ბევრი რამ არის
დამოკიდებული ბიზნესის ტიპზე და ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე .
ძირითადი საკითხი ბიზნესის დაწყების პროცესში დასაგეგმია თუ რით შევიდეს იგი
მომავალ ბიზნესში, ანუ უნდა მოიძებნოს პერსპექტიული ბიზნესი. საქმიანობა უნდა
დაიწყოს იმ სფეროში, რომელიც მეწარმეს კარგად აქვს შესწავლილი. იმ შემთხვევაში თუ
არ გაგვაჩნია პრაქტიკული გამოცდილება, გადამწყვეტ როლს თამაშობს კარგი იდეა .
ახალი საწარმოს ყიდვა მნიშნელოვნად ამცირებს რისკს იმის გათვალისწინებით , რომ
მდგომარეობა წინასწარი არის ყოველმხრივ ცნობილი. თუმცა ბიზნესის შეძენის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს .
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მყიდველმა განსაზღვროს ბიზნესის სასურველი
ადგილმდებარეობა და ინვესტირებისათვის საჭირო თანხა. უნდა დაადგინოს , არის თუ
არა ბიზნესი მომგებიანი და სტაბილური. შემოწმებული სააღრიცხვო დოკუმენტები
ფინანსური ანგარიშების საუკეთესო სახეს წარმოადგენენ. შესასყიდი ბიზნესის
სანალიზისთვის მომზადებულ უნდა იქნეს ბიზნესის შესახებ ყოვლისმომცველი
ინფორმაციული პაკეტი ისეთი პუნქტებით როგორიცაა: ბიზნესის ისტორია , მართვის
მეთოდების ანალიზი, ინფორმაცია კაპიტალის შესახებ, ინფორმაცია მომწოდებელის
სესახებ, მფლობელთა შესახებ, დაზღვევის სახეების შესახებ და ა .შ .

19. ბიზნესის შესახებ ინფორმაციული წყაროების ანალიზი


იმისთვის, რომ ვიიპოვოთ ისეთი ბიზნესი, რომელსაც შევიძენთ, მნიშვნელოვანია
ინფორმაციის შემდეგი წყაროების ანალიზი. 1.რეკლამა პრესაში: ბიზნესის გაყიდვის
შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელსაყრელი და ეფექტიანია. სარეკლამო
განცხადებებს ათავსებენ შუამავლები, მაგრამ ზოგჯერ ამას თვითონ ბიზნესის
მფლობელები აკეთებენ. მცირე ბიზნესისთვის სარეკლამო განცხადებების კარგ წყაროს
ადგილობრივი გაზეთები წარმოდგენენ. ეს ინფორმაცია მცირე თუ დიდი, ბიზნესის სესახებ
წარმოადგენს ამ ბიზნესის აღწერას და ეს განცხადება უნდა ასახავდეს მის საუკეთესო
თვისებებს. 2.სავაჭრო წყაროები: ბიზნესის გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების
ეფექტიანი საშუალებაა სავაჭრო წყაროები. მრეწველობაში ან მის მონათესავე დარგებში
არსებულ კომპანიბში დასაქმებულ პირებს, მაგალითად მომწოდებლებს , ხშირად
მოეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ბიზნესი როდს შეიძლება იყოს
გასაყიდად წარმოდგენილი. 3.შუამავალი: ბიზნესში შუამავლები 2 ჯგუფად შეგვიძლია
გავაერთიანოთ 1)ბიზნესის ბროკერები და 2)შერწყმისა და ბინზესის შესყიდვის
სპეციალისტები. განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის არის უმნიშვნელო, უბრალოდ ბიზნესის
ბორკერები მცირე ბიზნესში არიან, ხოლო შერწყმისა და ბიზნესის შესყიდვის
სპეციალისტები უფრო დიდი ზომის ან საშუალო კომპანიებში.

20. ბიზნეს-გეგმის შედგენის ორგანიზაცია მცირე საწარმოებში


ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტს , ასევე
შიდასაფირმო დაგეგმვის საფუძველს. ბიზნეს-გეგმის შედგენის მეთოდოლოგია ყველა
კომპანიაში განსხვავებულია. ბიზნეს-გეგმის შედგენა არის იტერაციული პროცესი , რაც
გულისხმობს მასში ახალი ინფორმაციის საფუძველზე აუცილებელი ცვლილების შექმნას .
აღნიშნულიდან გამიმდინარე, მცირე საწარმოების სპეციფიკის მიხედვით არსებობს
ბიზნეს-გეგმის შედგენის სხვადასხვა ლოგიკა. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ
ზოგადი პრინციპები, რომლებიც მიესადაგება ყველა ტიპის ბიზნეს-გეგმას .

რეზიუმე არის ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვა. ის უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის


ინფორმაციას:

• პროექტის დასახელება

• ორგანიზაციის დახასიათება

• პროექტის აღწერა

• ფირმის აღწერა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და ნიშნები

• პროექტის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, რა შემოსავლები მიიღება რა დროის


განმავლობაში

• ტაქტიკური გეგმა

• ინვესტიციური მოთხოვნა

ფირმის აღწერის პროცესში აუცილებელია დავახასიათოთ მოცემული ფირმა.


ჩამოვაყალიბოთ მისი სხვა ფირმებისგან განმასხვავებელი ნიშნები . აქ მნიშვნელოვანია
ემდეგი საკითხების გაანალიზება:

• მიზნები და ამოცანები

• ორგანიზაციული სტრუქტურა და საკადრო შემადგენლობა

• პრროდუქციის გასაღრების ტენდენციები

• საფინანსო მაჩვენებლები

• ფირმის ძირითადი უპირატესობანი

• სეზონურობა
• ტექნოლოგიური დონე

• ფირმის ძლიერი და სუსტი მხარეები

• დანახარჯთა ანალიზი

• გეოგრაფიული მდებარეობა

ბიზნესის გეგმას შეუძლია მცირე საწარმოს მომავალ მფლობელს დაანახოს გზა


მოგებისკენ.

ბიზნეს-გეგმის ტიპიური სტრუქტურა წარმოგვიდგება შემდეგი სახით :

1. რეზიუმე

2. ფირმის აღწერა

3. მარკეტინგი

4. პროდუქციის აღწერა

5. საბაზრო ტენდენციები

6. საწარმოო გეგმა

7. საფინანსო გეგმა

8. რისკების ფაქტორები

მნიშვნელოვანია შვისწავლოთ კონკურენტები:

1. მათი ვინაობა და ადგილმდებარეობა

2. საბაზრო წილი პროცენტებში

3. მათი გაყიდვების მოცულობა

4. ამ მიზეზით შესაძლო დანაკარგების მოცულობა

პროდუქციის განაწილება:

1. ძირითადი მომხმარებლების სახელი

2. სრული სავაჭრო მოცულობა

3. ხვედრითი წილი პროდუქტის მიხედვით

4. თქვენი გაყიდვების წილი პროცენტებში

საბაზრო ტენდენციების საანალიზო მაჩვენებლებია:

1. გაყიდული საქონლის მოცულობა

2. გაყიდვები 5 წლის წინ

3. მიმდინარე გაყიდვები
4. მოსალოდნელი გაყიდვები 5 წელიწადში

21. ვენჩურული კაპიტალის არსი და სიდიდე


სიტყვა ვენჩური რისკიანს, სარისკო წამოწყებას ნიშნავს. მრავალი სწრაფად მზარდი
ფირმა ცდილობს მოექცეს ვენჩურული კაპიტალისტების ინტერესტთა სფეროში .
საინვესტიციო სახსრები, რომელიც გააჩნიათ ვენჩურულ კაპტალისტებს, მოპოვებულია
შემოწირულობებით. როგორც წესი ისინი სანაცვლოდ ითხოვენ მოგების წილს და
მონაწილეობენ ფირმის მართვაში. იმისთვის, რომ ვენჩურული კაპიტალისტი დარწმუნდეს
ბიზნესის წარმატებაში, აუცილებელია გაიწეროს 5-7 წელზე ფირმის განვიტარების
პერსპექტივა. როცა მცირე ფირმას აფინანსებს ვენჩურული კაპიტალისტი , მას ბანკები
უფრო გაბედულად აძლევენ კრედიტს და სესხს. ვენჩურული კაპიტალისტები მეტ
ყურადღებას აქცევენ პროდუქციისა და მომსახურები ძირითად მახასიათებელსა და
ბაზრის სიდიდეს. ვენჩურული კაპიტალის მფლობელები აბანდებენ კაპიტალს მხოლოდ იმ
ფირმებში, რომლებსაც შეუძ₾იათ სწრაფად გაზარდონ რეალიზაციის მოცულობა და ამით
გაადიდონ შემოსავლები. კაპიტალისტები ვარაუდობენ კაპიტალის 3 ან 4-მაგად გაზრდას
5-7 წელიწადში. თუმცა სულ ასე არ ხდება. ვენჩურული კაპიტალის ფირმების უმეტესობა
დაინტერესებულია იმ პროექტების დაფინანსებით, რომლებიც მოითხოვენ 250 000-დან 1
500 000 დოლარამდე ინვსეტიციებს. ვენჩ.კაპიტალის ფირმა საშუალოდ იღებს 1000-ზე მეტ
განაცხადს წელშ და აქედან 90% თავიდანვე უარყოფილია. 10% კი დიდი ყურადღებით
მოწმდება, რაც 2000-დან 3000 დოლარამდე ჯდება, თითოეულის. გამოირჩევა 10-15
კომპანია, მერე 3 და ბოლოს 2-ში ან 1-ში ხდება ფულის დაბანდება.

22. ვენჩურული დაფინანსების მაძიებელი კომპანიების განვითარების


დონე
დაფინანსების შესახებ წინადადება უნდა ასახავდეს შემდეგ მუხლებს :

• მიზნები და ამოცანები - ეს არის პროექტის მოკლე მიმოხილვა.

• აუცილებელი დაფინანსება - ინფორმაცია ფულის იმ რაოდენობაზე, რომელიც


გჭირდება პროექტის დასაწყისიდან განვითარებამდე, თანხის გამოყენების გზებს და
ფინანსურ გეგმას, მოთხოვნილი თანხის და პროექტის დანახარჯების ანალიზს .

• მარკეტინგი - ბაზრის იმ სეგმენტის აღწერა, რომელიც უკვე დაკავებული აქვს


კომპანიას ან გეგმავს მის დაკავებას; კონკურენციის პირობები; ის გეგმები, რომლებითაც
კომპანია აპირებს საჭირო ბაზრის სეგმენტის მოპოვებასა და შენარჩუნებას .

• ფირმის ისტორია - ფინანსური და ორგანიზაციული მოღვაწეობა; მომსახურე


პერსონალის დახასიათება და მათ შორის ურთიერთობა.

• საქონლის ან მომსახურების აღწერა - წარმოებული საქონლის , ან მომსახურებისა


და დანახარჯების დეტალური აღწერა.
• ფინანსური დოკუმენტები - წინა წლების და მომავალი 3-5 წლის დაგეგმილი
სავარაუდო ფინანსური დოკუმენტები.

• კაპიტალიზაცია - აქციონერთა სია, ინვესტიციების რაოდენობა დამათი სახეოება .

• ბიოგრაფიული მონაცემები - მფლობელთა და მომუშავეთა გამოცდილებისა და


კვალიფიკაციის დონე.

• მოსალოდნელი პრობლემები - ინფორმაცია პოტენციური გაუთვანისწინებელი


მოვლენების შესახებ.

• უპირატესობანი - უპირატესობები, რომლებიც პროექტს განსაკუთრებულ


მიზიდვეელობას ანიჭებს.

23. ვენჩურული ფირმების სახეები


არსებობს სხვადასხვა სახის ვენჩურული კაპიტალის ფორმები:

1)ტრადიციული ამხანაგობა - ეს კომპანიები ფუძნდება მდიდარი ოჯახების მიერ , რათა მათ


თავისი ფონდების ნაწილი მცირე კომპანიებში დასახმარებლად გამოიყენონ .
2)პროფესიულად მართული ფულები - იქმნებიან ორგანიზაციების ფულადი ფონდების
საფუძველზე და მოქმედებენ როგორც ტრადიციული ამხანაგობებივით . 3)საინვესტიციო
საბანკო ფირმები - უმთავრესად მოღვაწეობენ მაღალი გარანტიების პირობებში .
4)სადაზღვევო კომპანიები - ისინი სესხის ამღები კომპანიებისგან წინაპირობად აქციების
ნაწილს ითხოვენ. 5)სამრეწველო კომპანიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას
განიხილავენ როგორც თავიანთი სამეცნიერო პროგრამების დამატებით საშუალებას .
6)მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - მცირე ფირმებს სთავაზობენ მენეჯმენტის
სფეროში დახმარებას. ასევე არსებობენ კერძო ინვესტორები და ფაინდერები . ისინი
კარგად იცნობენ ფულის სამყაროს და შეუძლიათ დაეხმარონ მცირე კომპანიებს
აუცილებელი საფინანსო რესურსების მოძიებაში. ფაინდერები არიან შუამავლები .

24. ფრენჩაიზინგი, როგორც საკუთარი საქმის ორგანიზაციის ფორმა


ფრენჩაიზინგი არის ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე
არსებული, ცნობილი საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას . ანუ ესაა
ლიცენზია, რომლეიც უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების
საშუალებას. წვრილი ფირმის მეპატრონე იხდის ჯერ ერთჯერად ხოლო შემდეგ
ყოველთვიურ შესატანს. არსებობს ფრენჩაიზინგის 4 ძირითადი ფორმა : 1)სასაქონლო
ნიშნის გამოყენების ფრენჩაიზინგი, 2)მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენჩაიზინგი ,
3)საქონლის წარმოების ფრენჩაიზინგი, 4)საქმიანობის სახეობაზე ფრენჩაიზინგი ,
საქმიანობის პროფილის შენარჩუნებით. თანამედროვე ფრენჩაიზინგი ყალიბდება მე -19
საუკუნეში. მე-20-ში კი კოკა-კოლა, ჯენერალ მოტორსი და სხვა, აქტიურად იყენებენ
ფრენჩაიზინგს. ფრენჩაიზინგის პოპულარობა განპიორობებულია 3 ფაქტორით :
1)ლიცენზიის გამყიდველი ამყარებს საქმიანობის საფუძველს, 2) მყიდველი იყენებს უკვე
აპრობირებულ, გამოცდილ მეთოდს, 3)საზოგადოება უწყვეტად იღებს საქონელს და
მომსახურებას. ფრენცაიზინგის ლიცენზიის ყიდვა საშუალებას იძლევა დამწყები
ფირმებისთვის დაძლიონ ფულის დეფიციტის პრობლემა. იმისთვის, რომ დარწმუნდნენ
ლიცენზიის მყიდველების საიმედოობაში, ხდება მათი შესწავლა. ისინი არ გაყიდიან თუ
მყიდველს არ ექნება ახლი ფირმის გახსნისთვის საკმარისი სახსრები . ფრენჩაიზინგს
გააჩნია ნაკლოვანებები: ის არ იძლევა სიმდიდრის გარანტიას, ძვირია - 10-30%-ით მეტი
ღირს ვიდრე საკუთარი საქმის წამოწყება. ფრენცაიზინგში არის ყოველტვიური
გადასახადი ანუ როიალტი, რაც მერყეობს 1%-დან 20%-მდე გაყიდვების მოცულობიდან.
სანამ გაფორმდება ხელშეკრულება, აუცილებელია გაანალიზდეს: ვინ აგებს პასუხს
საწარმოს ადგილმდებარეობაზე, არის თუ არა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იურიდიული
მოვალეობები, რა პიობებით შეიძლება ფრენჩაიზინგის წილის გაყიდვა და ა .შ .

25. ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება


იმის მიუხედავად, რომ ფრენჩაიზულ საწარმოებს საქმიანი ურთიერთობის სხვა
ფორმებთან შედარებით წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი გააჩნიათ , ამის
გარანტირება მაინც არავის შეუძლია. უდიდესი შეცდომა, რაც კი შეიძლება დავუშვათ ,
არის ამ ბიზნესში ნაჩქარევად ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზინგის სათავეში
უმეტეს წილად კარგი რეპუტაციის მქონე ფირმა დგას, ზოგჯერ მაინც ხდება გამონაკლისი ,
შეიძლება ზოგიერთ ფრენჩაიზინგს უხეირო ან ფინანსურად სუსტი ფირმა ედგეს სათავეში .

ფრენჩაიზის რთულ ფორმას წარმოადგენს „ბიზნესის ფრენჩაიზინგი“. ბიზნესის


ფრენჩაიზინგი უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის შერჩევას , პროდუქციის მომზადებას ,
მომარაგებას, მარკეტინგულ გეგმებსა და დაფინანსებასაც კი. ჩვეულებრივ , ფრენჩაიზი
ვაჭრობს იმ საქონლითა და მომსახურებით, რომლითაც მას ფრენჩაიზერი ამარაგებს , ან
საქონლით, რომელიც ფრენჩაიზერის სტანდარტებს პასუხობს .

გამონაკლისს არ წარმოადგენს ფრენჩაიზინგი, ყველა ძირითადი საქმიანი


გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია ატერნატივათა გამოკვლევა , დაგეგმვა და
ანალიზი.

26. საერთაშორისო ბიზნესის განვითარება


ფირმების უმეტესობის საბოლოო მიზანს საქონლისა და მომსახურების საზღვარგარეთ
გატანა წარმოადგენს. წარსულში მიჩნეული იყო, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები
შეესაბამება კორპორაციათა ინტერესებს. ცნობილია ლოზუნგი - “რაც კარგია
ამერიკისთვის, კარგია ჯენერალ მოტორზისთვის”. თუმცა თანამედროვე პირობებში ეს
ლოზუნგი და მიდგომა მოძველდა. ზოგადად ვაჭრობა არსებობს იმიტომ, რომ ერთ
ქვეყანას არ შეუძლია აწარმოოს ყველა მისთვის აუცილებელი პროდუქტი , რადგანაც
რესურსები, რომლებიც გვჭიდება, შეზღუდულია. მათი გამოყენების ფასიც განისაზღვრება
რესურსების გამოყენების საუკეთესო ალტერნატივით, ალტერნატიული დანახარჯების
სახით. მაგალითად, ირანმა რომ აწარმოოს ხორბალი, ნავთობის მოპოვების ნაცვლად ,
მთელი თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს ამისთვის. მაგრამ, ირაი თავის რესურსებს
იყენებს ყველაზე ეფექტიანად, აწარმოებს ნავთობს და გააქვს ექსპორტზე . ქვეყანა
ფლობს შეფარდებით უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში , თუ მისთვის ამ
საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი უფრო დაბალია , ვიდრე სხვა
ქვეყანაში. ალტერნატიული ღირებულებას არაფერი აქვს საერთო საქონლის
ღირებულებასთან. ის დაკავშირებულია ერთი სახეობის საქონლის წარმოების ნაცვლად
სხვა საქონლის საწარმოებლად რესურსების გამოყენებასთან . ამდენად , აბსოლუტური
უპირატესობა არის ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს საქონელი რესურსების უფრო
მცირე ოდენობის გამოყენებით, ვიდრე ეს დაუჯდებოდა სხვა ქვეყანას. ცალკეული
ქვეყნები სპეციალიზდებიან იმის წარმოებაში, რაც მათთვის განსაკუთრებით მომგებიანია ,
ამიტომაც, სპეციალიზაცია ზრდის საქონლის ჯამურ მიწოდებას და ამცირებს მათ საერთო
ფასს. აღსანიშნავია, რომ ერთი სახეობის რესურსი შეიძლება ჩაენაცვლოს მეორეს .
ყველაზე მკაფიოდ ეს მოახერხა იაპონიამ: ბუნებრივი ნედლეული ჩაანაცვლა
პლასტიკური მასებით. აშშ-მ II მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ ბაზარზე
გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავა და საერთაშ.ბიზნესში მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ სად განვათავსოთ ბიზნესი, აუცილებელია
გავითვალისწიოთ ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობა. აქედან გამომდინარე , ბიზნესი
უნდა განთავსდეს იქ, სადაც არის იაფი მუშახელი, ნედლეული და კარგად
განვითარებული სატრანსპორტო სისტემა. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სისტემაში დიდი
მნიშვნელობა აქვს სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელს. ესაა ქვეყნის მიერ ექსპორტირებული
საქონლისა და მომსახურების ღირებულების სხვაობა, იმპორტირებული საქონლისა და
მომსახურების ღირებულებასთან. თუ იმპორტი აღემატება ექსპორტს, სავაჭრო ბალანსის
სალდო არის უარყოფითი, ანუ ფულადი ნაკადები მიდის უკუმიმართულებით . შედარებით
ზუსტი მაჩვენებული არის საგადამხდელო ბალანსი. ესაა საერთაშორისო ვაჭრობის
განმაზოგადებელი მაჩვენებელი. მასში შედის სავაჭრო ბალანსი და ასევე ის სახსრები
რომლებიც მიეწოდება მეორე სახელმწიფოს დახმარების სახით. თანამედროვე
მსოფლიოში მოხდა ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ტეორიების გადაფასება .
საქართველოც მიისწრაფვის მსოფლიო ინტეგრაციული პროცესებისკენ.

27. ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების


დარგში
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა მსველობა დამოკიდებულია მთავრობის
იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობასთან .
ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს კონტროლი საკუტარ რესურსებზე ,
დაიცვას ადგილობრივი მეწარმეების ინტერესები, რაც მიირწევა პროტექციონიზმის
პოლიტიკით. ესაა პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კომპანიების
დაცვაზე. პროტექციონიზმის ძირითად სახეებს მიეკუთვნება: ტარიფები , კვოტები ,
სუბსიდიები, პროდუქციის შემზღუდველი სტანდარტიზაცია და დამსჯელი ღონისძიებები .
ტარიფები - ესაა გადასახადები, რომლებიც ვრცელდება იმპორტირებულ საქონელზე .
ისინი ზრდიან ფასებს და ამით ასტიმულირებენ ადგილობრივ წარმოებას . რიგმა
ქვეყნებმა საფუძველი ჩაუყარეს გადასახადების შემცირების მოძრაობას , ხელი მოაწერა
11-მა ქვეყანამ და ეს ხელშეკრულება ისტორიაში შევიდა “ტარიფებისა და ვაჭრობის
გენერალური შეთანხმების” სახით. კვოტებიი ზღუდავენ იმპორტირებული საქონლის
მოცულობას. ისინი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად .
კვოტების უკიდურესი ფირმაა ემბარგო - ცალკეული სახეობის პროდუქტებით ან
მთლიანად ქვეყანასთან ვაჭრობის აკრძალვა. სუბსიდიები გამოიყენება ადგილობრივი
მეწარმეების სტიმულირებისთვის. ისინი გაიცემა მზარდ დარგებზე, სანამ ადგილობრივ
კომპანიებს არ ექნებათ კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობა .
სტანდარყების შემოღება ადგილობრივ მეწარმებს უფრო ხელსაყრელ პიორობებში
აყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვითარდება თავისუფალი ვაჭრობა და
ქვეყნები ცდილობენ ამ თვალსაზრისით არ შეუქმნან ერთმანეთს ბარიერები , ზოგჯერ
სახელმწიფოები იძულებულები ხდებიან დააწესონ შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის ,
რომლებიც უკანონ მეთოდებს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია იყენებს
ყველაზე მეტ შეზღუდვებს, მისი ეკონომიკა დინამიურად ვითარდება . თანამედროვე
პროტექციონიზმის წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე არგუმენტი : 1)მისი ძირითადი
ტვირთი მოდის მომხმარებელზე, იზრდება ფასები. 2)ცვლილებები ამ პოლიტიკაში
მეწარმეებისთვის იწვევს გაუთვალისწინებელ ზარალს. 3)პროტექციონიზმი სერიოზულად
აზარალებს იმ კომპანიებს რომლებიც დმოკიდებულები არიან იმპორტირებულ
ნაკეთობებზე და მოწყობილობებზე.

28. საერთაშორისო ორგანიზაციები


იმისთვის, რომ ავიცილოთ სავაჭრო დისკრიმინაცია და ამ დარგში ომები, მსოფლიოს
ქვეყნების მიერ შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი იცავენ თავისუფალი
ვაჭრობის პრინციპებს. მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით მიღებული შეთანხმების
როლი. ასეთია “ტარიფებისა და ვჭრობის გენერალური შეთანხმება”, რომლის შტაბბინა
მდებარეობს ჟენევაში. ტვგშ-ს ძირითადი პრინციპია - ბრძოლა სავაჭრო
დისკრიმინაციასთან. ამ ორგანიზაციამ სავაჭო ტარიფები 40%-დან 5%-მდე შეამცირა.
რეგიონალურ ჭრილში ქვეყნები ქმნიან რეგიონულ ავაჭრო ბლოკებს. ისინი ხასიათდებიან
საერთო ნიშნებით: ბლოკის წევრებისთვის აუქმებენ სპეციფიკურ გადასახადებს , არაწევრი
ქვეყნებისთვის აწესებენ შეზღუდვებს და სხვ. ერთერთი უძველესი ბლოკია ევროპის
ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც აერთიანებს დასავლეთ ევროპის 12 ქვეყანას .
ეს ქვეყნები ცდილობენ მიაღწიონ ერთმანეთის შემზღუდვავი ბარიერების მოხსნას
საერთაშორისო ვაჭრობის გზაზე. ბოლო წლებში მას შეუერთდა ავსტრია, ისლანდია ,
ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეცია და შვეიცარია, რომლებიც შედიოდნენ თავისფულაი
ვაჭრობის ევროპულ ასოციაციაში. 90-იან წლებში ჩამოყალიბდა სავაჭრო ბლოკი
ამერიკის კონტინენტზე. აშშ-მა და კანადამ 1999 წლიდან მოხსნეს ამ ორ ქვეყანას შორის
ყველა კვოტა და ტარიფი. ამდენად, გაჩნდა ამერიკული სავაწრო გაერთიანების შექმნის
პერსპექივა. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ბლოკების შექმნა მსოფლიოს სამ
ნაწილად გაყოფამდე მიიყვანს - აშშ-ს, ევროპის კავშირის და ჩინეთის ირგვლივ . რაც
შეზღუდავს მსოფლიოს ვაჭრობას. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის რომლებიც არ
შედიან არცერთ ბლოკში.
29. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის როლი
ბიზნესის განვითარებაში
სიღარიბე ერთერთი ძირითადი პრობლემაა. ქვეყანაში ამ პრობლემას აღმოსაფხვრელად
არსებობს დამხმარე ორგანიზაციები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო
ბანკი. მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელება არის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ფონდი. ის იძლევა კრედიტებს დაბალი პროცენტით. ორივე ორგანიზაციის
სახსრების ფორმირება ხდება გაეროს 135 ქვეყნის საწევროების ხარჯზე. მათ გარდა
არსებობს რეგიონალური ბანკები: განვიტარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკი ,
განვითარების აზიური ბანკი, განვითარების ამერიკათშორისი ბანკი . ფორმალურ
ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილების გარდა ქვეყნები სავაჭრო
პარტნიორბთან ატარებენ ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს , რაშიც ძირითადად
მონაწილეობენ ფინანსთან მინისტრები. საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში
მიმდინარეობს განსხვავებული სავალუტო ერთეულების გაცვლა. ანუ აშშ -მ თუ უნდა
იყიდოს იაპონიისგან ხორბალი, აუცილებელია იენი გაიცვალოს დოლარზე . ამგვარი
გაცვლა ქმნის სავალუტო კურსს. ამ დროს სისტემაში ძირითად ძალას წარმოდგენს
მოთხოვნა-მიწოდების კანონი. როდესა აშშ-ს დოლარი არის ძლიერი , საჭიროა უფრო
მეტი უცხოური ვალუტა მის შესასყიდად. ანუ იმპორტი იზრდება და ექსპორტი მცირდება .
იგივე როლს თამაშობს ექსპორტ-იმპორტის სტიმულირების თვალსაზრისით ქრთული
ლარი ან სხვა ნებისმიერი ვალუტა.

30. საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესზე მოქმედების სფერო


საერთაშორისო ბიზნესი მოიცავს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ტიპის სამეურნეო
ოპერაციას. ასეთი საქმიანი ურთიერთობანი შეიძლება წარმოებდეს, როგორც კერძო
პირებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე. კერძო კომპანიების საქმიანობა
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოგების
მიზნით, ხოლო ფირმების საქმიანობა, რომლებსაც საერთაშორისო ბიზნესში
გამოეყოფათ სუბსიდიები, არ არის მოგებაზე ორიენტირებული.

მიზნების მისაღწევად კომპანიამ უნდა დაადგინოს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების


წარმოების ის ფორმები, რომლებიც განსხვავდებიან ქვეყნის შიგნით ვაჭრობისგან .
საერთაშორისო ფირმების შერჩევაზე ზეგავლენას ახდენს როგორც წინასწარ დაგეგმილი
მიზანი, ასევე კომპანიის ფუნქციონირების გარემოც.

სეართაშორისო ბიზნესს გააჩნია თავისი მოტივაცია. არსებობს ამ მოტივაციის 3 ძირითადი


ასპექტი. ესენია:

გასაღების გაფართოება - ბაზარი არის შეზღუდული იმ პირებით, რომლებიც


დაინტერესებულნი არიან ფირმის პროდუქციით. ამასთან, იზრდება მოსახლეობის
შესყიდვიანობის უნარი. ეს ძირითადი მოტივაციაა კომპანიებისთვის .
რესურსების შეძენა - მწარმოებელი ფირმები, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ
მათთვის აუცილებელ პროდუქციას. ამ სავაჭრო ოპერაციების მიზანი დანახარჯების
შემცირებაა.

დივერსიფიკაცია - კომპანიები, როგორც წესი, ცდილობენ არ დაუშვან დიდი სხვაობა მის


გასაღებასა და მოგება შორის და ამ მიზნით საზღვარგარეთ ეძებენ პროდუქციის
გასაღების შესაფერის ბაზრებს.

31. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები


თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო ურთიერთობის
შემდეგი ფორმები: იმპორტი და ექსპორტი, ლიცენზირება, ფრენჩაიზინგი, ერთობლივი
საწარმოების შექმნა და საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა სრული საკუთრებით .

ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმპორტი და ექსპორტი. საიმპორტო მაჩვენებლები


ყველაზე მეტად დამოკიდებულია საცალო ვაჭრობაზე. კომპანიები, რომლებიც ეწევიან
ექსპორტს, ამ პროცესს ახორციელებენ უშუალოდ საზღვარგარეთის პარტნიორებთან
შეთანხმებით ან სავაჭრო შუამავლების მეშვეობით.

საერთაშორისო ბიზნესში აგრეთვე გამოიყენება ლიცენზირება. ლიცენზირების შეთანხმება


აძლევს შესაძლებლობას ერთ ფირმას აწარმოოს ან გაყიდოს სხვა ფირმის საქონელი და
მომსახურება ერთხერადი ან პერიოდული გადასახადის ხარჯზე .

ერთობლივი საწარმოები ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმაა. ერთობლივ საწარმოში


იგულისხმება პროექტის რეალიზაციისთვის საერთო ინვესტიციების გაწევა და
ხანგრძლივი პერსპექტივით სამეწარმეო საქმიანობა.

ადგილობრივი ნედლეულის და მუშახელის სიიაფის გამო, მნიშვნელოვანია


ინდივიდუალური საწარმოების საზღვარგარეთ დაარსება. საზღვარგარეთ საქმიანობა
დაკავშირებულია გარკვეულ სპეციფიკასთან, რომელიც ქვეყნის კულტურული , ეთიკური ,
რელიგიური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ისინი გათვალიწინებული უნდა უქნას
ბიზნესის წარმოების პროცესში.

32. წარმოების პროცესის გენეზისი და განვითარება


ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი არის წარმოება, რაც გულისხმობს მატერიალური
რესურსის საქონლად და მომსახურებად გარდაქმნას. სქემატურად ეს პროცესი
წარმოგვიდგება ასე : დანახარჯები → გარდაქმნა → პროდუქცია. მაგალითად : პალტოს
დამზადებისას კონვერსიას განიცდის ტილო, ძაფი, ღილები. განასხვავებენ კონვერსიის 2
ტიპს: 1) ანალიზური, - რაც გულისხმობს რომ ერთი ნედლეულიდან იწარმოება რამდენიმე
პროდუქცტი, 2) სინთეზური, - სხვადასხვა მასალიდან 1 პროდუქციის დამზადებას .
წარმოების საბოლოო მიზანიც მოგების მიღებაა. ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება
მეტად გაზარდონ წარმოების პროდუქტიულობა. 200 წლის წინ ინგლისში განხორციელდა I
სამრეწველო რევოლუცია. პირველი ეტაპი მოიცავდა ხელით შრომის ჩანაცვლებას
მექანიკური საშუალებებით. მეორე ნაბიჯია სტანდარტიზაცია, ანუ ურთიერთშემცვლელი
ნაკეთობების შექმნა. მესამე ნაბიჯი გულისხმობს წარმოებას ადამიანის მინიმალური
მონაწილეობით. II სამრეწველო რევოლუცია უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე შრომის
ნაყოფიერების ზრდა. ესაა პროცესი, როდესაც თანამედროვე კომპანიები წარმოებას
განიხილავენ როგორც სტრატეგიულ იარაღს. ცდილობენ აამაღლონ წარმოების
ეფექტიანობა. ამას აკეთებენ: საწარმოო ტექნოლოგიის, წარმოების პროცესის
გაუმჯობესების, მატერიალური რესურსების სრულყოფის, პროდუქციის ხარისხის
ამაღლებისა და ადამიანურ ურთიერთობათა სრულყოფის გზით. წარმოების
ორგანიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიებია: 1) კომპიუტერული დაპროექტება და
კონსტრუქტირება, 2) კომპიუტერიზებული წარმოება, 3) კომპიუტერული სისტემის
წარმოებაში ინტეგრირება. თანამედროვე ტექნოლოგიებში კომპიუტერები გადამჭრელ
როლს თამაშობენ. დაპროექტება არის კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება
წარმოებაში. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ნაკეთობის სრულად
შემოწმების საშუალებას. წარმოება ინტეგრირებული კომპუტერულ სისტემაში არის
მომავლის ტექნოლოგია. მაგ: როდესაც მთელ საწარმოო პროცესს ახორციელებს 1 მუშა
რობოტების წარმომადგენლობით. წარმოების პროცესში დღეისთვის გამოიკვეთა ახალი
ტენდენცია - დრეკადი საწარმოო სისტემების დანერგვა , სადაც მოწყობილობის
რეგულირება ხდება კომპ.სისტემებით. ასეთი ტიპის საწარმოების მთავარი უპირატესობა
ისაა, რომ შეუძლიათ იყვნენ მცირე ზომის და გააჩნდეთ სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი .
ვიწრო სპეციალიზებული საწარმო ახდენს ბაზრის ვიწრო სეგმენტისთვის მცირე
ასორტიმენტის საქონლის წარმოებაზე ყურადღების კონცენტრირებას . ასეთ წარმოებას
უდევს ორი მნიშვნელოვანი საფუძველი: 1) ერთი საწარმოსთვის ძნელია ყველა საკითხის
გადაწყვეტა, 2) წარმატებული საქმიანობა მდგომარეობს სიმარტივეში და
განმეორებადობაში.

33. წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა


წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა დაიყვანება ორგანიზაციის იმ
რესურსეების კოორდინაციაზე, რომელიც აუცილებელია გარკვეული სახეობის
საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის. როგორც მართვის სხვა მეთოდები ,
საწარმოო და ოპერატიული მართვა მოიცავს უმთავრეს ფუნქციებს - დაგეგმვას ,
ორგანიზაციას, ხელმძღვანელობასა და კონტროს.

საწარმოო და ოპერატიული მართვა ვითარდება, როგორც ბიზნესის სფეროს


სპეციალიზებული ერთ-ერთი დინამიური დარგი. საწარმოო და ოპერატიული მართვა
არის რთული პროცესი, მისი მიზეზებია:

• გამოყენების სფერო ეფუზნება სწრაფ ცვლილებებს

• არ მოიცავს საქმიანობის დიდ არეალს, დაწყებულს ბაზრის შესაძლებლობების


შესწავლით და დამთვარებულს საწარმოოს დაგეგმვითა და კონტროლით

• მართვის ეს სფერო აუცილებელია ყველა ტიპის კომპანიისათვის მათი საწარმოო


მასშტაბებისგან დამოუკიდებლაად
საწარმოო და ოპერატიული მართვა ისევე, როგორც მართვის სხვა მეთოდები მოითხოვს
კომპანიის მიზნების დროულ განსაზღვრას, სტანდარტების შემუშავებას , რომლებსაც უნდა
შევადაროთ საწარმოო საქმიანობის შედეგები, პროდუქციაზე მოთხოვნის
პროგნოზირებას და სხვა.

34. საწარმოო პროცესის კონტროლი


საწარმოო პროცესზე კონტროლის მეთოდები სხვადასხვა კომპანიებში შეიძლება
განსხვავებული იყოს, ამასთან, ცალკეული კომპანიისათვის გამოიყენება ის ზოგადი
წესები, რომელიც მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

• საწარმოო დაგეგმვას

• საწარმოო პროცესის მარშრუტიზაციას

• კალენდარულ დაგეგმვას

• დისპეჩერიზაციას

• შესრულების კონტროლს

საწარმოო პროცესის სქემები გამოიყენება იმ დარგებშიც, რომლებიც დაკავებულია


მომსახურების სფეროში. მაგალითად, კოლეჯს შეიძლება გააჩნდეს ენების სწავლების ,
სამეცნიერო და სხვა განყოფილებანი. იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ
სტუდენტები ამ საგანმანათლებლო სექტორში, ხდება მთლიანად სასწავლო პროცესის
ფორმირება.

ეს სქემა, ასევე, გამოიყენება მომსახურების რიგ დარგებში. მაგალითად , უნივერსიტეტში


სტუდენტი კურსიდან კურსე რომ გადავიდეს მან უნდა დააგროვოს კრედიტების ის
აუცილებელი რაოდენობა, რომელიც საჭიროა.

35. კალენდარული დაგეგმვა


წარმოების მმართველი საწარმოო პროცესში უნდა ადგენდეს მარშრუტიზაციის დროის
შეზღუდვას, რომლის მიზანია ტექნოლოგიური პროცესის დაწყებისა და დამთავრების
დროის დადგენა.

პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა სტადიის გრაფიკის შედგენა დაკავშირებულია


მსხვილ დანახარჯებთან. XX საუკუნის დასაწყისში ლ.განტმა შეიმუშავა სპეციალური
ცხრილების შედგენის ხერხი, რომელიც ითვალისწინებდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა
სტადიის შესრულების დროის დადგენას.

წარმოების პროცესი არის ოპერაციების ის კომპლექსი, რომელიც დროის დანახარჯებზე


უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე სხვა დანარჩენი ოპერაციები . ამ პროცესში
კრიტიკული გზის გაანგარიშება წარმოების ეფექტიანი ორგანიზაციის ერთ -ერთი
მნიშვნელოვანი ეტაპია. ამის დადგენის საფუძველზე მარტივია მთლიანად პროცესის
დასრულების პროგნოზირება.
კალენდარული დაგეგმვის კიდევ ერთი მეთოდი არის პროგრამის ანალიზი და შეფასება .
ის გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელთა აბსოლუტური დროის სიზუსტით შესრულება
ძნელია. მასში გამოიყენება 4 მაჩვენებელი:

• ოპტიმისტური შეფასება

• პესიმისტური შეფასება

• შესაძლო შეფასება

• მოსალოდნელი შეფასება

36. ლოჯისტიკის როლი ბიზნესის განვითარებაში


თანამედროვე ბიზნესი სამეწარმეო პროცესის რაციონალიზაციაზეა ორიენტირებული .
სამეწარმეო ბიზნესში იგულისხმება ინფორმაციული, ენერგეტიკული , მატერიალური ,
სამგზავრო ნაკადების სინქრონიზაცია. მსხვილი კორპორაციების ბიზნესი არის ყველა ამ
ნაკადის დროული ამოქმედება წარმოების პროცესში. სწორედ ამას ეწოდება ბიზნესის
ლოგისტიკური მართვა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ბიზნესი და
ლოგისტიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. მაგალითად თუ განვიხილავთ
ინფორმაციულ ნაკადებს, მათ მოპოვებისა და დამუშავების პროცესს ბიზნესისთვის
წარმოუდგენელია. ბიზნესის ყველა ეტაპზე აუცილებელია ინფორმაციული ბაზის
რეგულირება. თანამედროვე კომპიუტერული საშუალებები კი ამ ნაკადების მოძიებისადა
მართვს მარტივ შესაძლებლობას იძლევა. ერთ ერთი მნიშვნელოვანია ასევე სამგზავრო
ნაკადების რეგულირება, რომლისთვისაც ლოგისტიკური დაგეგმვა ასევე
მნიშვნელოვანია. თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანი ადგილი ლოგისტიკურ
მართვას უჭირავს. ლოგისტიკური მართვისათვის საყურადღებოა საზოგადოების
განვითარების ხარისხი. ამის გამო ლოგისიკურ მართვას უმეტესად ეკონომიკურად
განვითარებულ ქვეყნებში იყენებნ. ეს ორი პროცესი ერთმანეთისაგან განუყოფელია .

საერთაშორისო ლოგისტიკური ჩარჩოები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში


გაფარდოვდა. როდესაც ბიზნესის განვითარების არისხის ამარლებამ რესურსებით
მომარაგების პრობლემა გააჩინა. ფირმები იდგნენ ისეთი პრობლემების წინაშე
როგორიცაა მასალა ნაკადების მოძრაობა, მარაგების შენახვა, გამწვავდა ენერგეტიკული ,
კომპიუტერული ნაკადების რეგულირების პროცესები.

დინამიკურობა საწარმოო ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ატრიბუტია .დინამიკის


საფუძველი კი სხვადასხვა ნაკადური პროცესებია, რომელშიც მატერიალური სასაქონლო ,
სატვირთო, ფულადი ენერგეტიკული, ინფორმაციული, სამგზავრო ნაკადები იგულისხმება .
მათ მიმართ ლოგისტიკური მიდგომით გვაქვს იმის გარანტიია რომ შედეგი აუცილებლად
მაქსიმალური პროგრესის მიღწევაა. სწორედ ამიტომ ბიზნესისათვის ლოგისტიკის
საფუძველბის ათვისება და მისი გამოყენება დიდად მნიშვნელოვანია .
37. ლოჯისტიკის კონცეფციის ევოლუცია
სამეცნიერო ტერმინებს - „ლოჯისტიკა“-სა და „ლოგიკა“-ს საერთო საფუძველი გააჩნიათ .
ლოჯისტიკას, როგორც მეცნიერებას, საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა . იგი
მათთვის შეისწავლიდა ანგარიშებს, გაანგარიშებათა სისტემას. ჩინოვნიკებს , რომლებიც
აკონტროლებდნენ სამეურნეო, საფინანსო და სავაჭრო საქმიანობას ლოგისტებს
უწოდებდნენ.

შემდგომ ეპოქაში, იგი ბიზანტიაში გვხვდება და უკავშირდება ბიზანტიის მეფეს , ლეონ VI-ს .
ის მას განმარტავს , როგორც მეცნიერებას ჯარის მომარაგებასა და მართვის შესახებ .

ჯარის მართვისა და მომარაგების საკითხში ნაპოლეონიც იყენებს ლოჯისტიკის


დებულებას. ამიტომაც, XIX საუკუნეში ლოჯისტიკა დაფუძნდა, როგორც სამხედრო
მეცნიერება.

სამოქალაქო და სამრეწველო ლოჯისტიკა წარმოიშვა მოგვიანებით და ის


დაკავშირებულია ტვირთბრუნვისა და მგზავრთბრუნვის განაწილება -მართვასთან .

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის გამოიყენებოდა ორი უმთავრესი


მიმართულებით:

1. მათემატიკური ლოგიკის

2. სატრანსპორტო-სასაწყობო სამუშაოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის ასახვისთვის


სამოქალაქო და სამხედრო სფეროებში.

ბიზნესთან მიმართებაში ლოჯისტიკა ასახავს მათემატიკურ გაანგარიშებებს და მოდელებს


სატრანსპორტო, სასაწყობო და სხვა ამოცანების გადაწყვეტის პროცესში .

39. ტერმინ „ლოჯისტიკის“ ცნება


80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მეცნიერები ლოჯისტიკური ელემენტების
ერთობლიობას აღნიშნავდნენ ტერმინით - „პროდუქტიულობა“. ამ ტერმინით
აღინიშნებოდა მატერიალური ნაკადების გადაადგილება და მისი ინტეგრაცია ამ
პროცესთან.

80-იანი წლების ბოლოს უკვე ჩნდება ტერმინი - „ლოჯისტიკა“, რომელიც უფრო ზუსტად
ასახავს ლოჯისტიკურ პროცესებს.

თავდაპირველად სამოქალაქო საქმიანობაში ეს ცნება გამოიყენებოდა სასაწყობო და


სატრანსპორტო მეურნეობის ურთიერთკავშირის დადგენის მიზნით . ეს შეზღუდვა
არასაკმარისი იყო ამიტომ აუცილებელი გახდა ლოჯისტიკის ცნების გაფართოება . დღეს
ეს ტერმინი მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით ხასიათდება .

დღეისათვის მან განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა მეცნიერული და ინფორმაციული


ნაკადების მართვის სფეროში. ლოჯისტიკის ქვეშ ესმით:
1. ახალი მეცნიერული მიმართულება,რომლის კვლევის საგანია მატერიალური და
ინფორმაციული ნაკადების მართვა;

2. რაციონალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და მართვის სისტემა ;

3. მატერიალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და მართვის სისტემა ;

4. პროდუქციის რაციონალური გადაადგილების სიტემა მწარმოებლიდან


მომხმარებლამდე;

5. ეკონომიკის სფერო, რომელიც განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური


მომარაგების, წარმოების, განაწილების, ტრანსპორტირების, მოთხოვნისა და მოხმარების
ურთიერთკავშირს.

40. ლოჯისტიკის სახეები


ლოჯისტიკა, როგორც მეცნიერულ სწავლება, მოიცავს საზოგადოების ეკონომიკური
ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეცნიერო
გამოკვლევების და მათი პრაქტიკული გამოყენების ფორმალიზაციის მიზნით
პრობლემათა კვლევის მასშტაბების მიხედვით ლოჯისტიკა იყოფა რამდენიმე
მიმართულებად:

1. მაკროლოჯისტიკად

2. მიკროლოჯისტიკად

მაკროლოჯისტიკის კვლევის საგანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს


რეგიონალურ, რეგიონთშორის, საერთო ეროვნულ და სახელმწიფოთაშორისო დონეზე .

მიკროლოჯისტიკა, მიკროდონეებზე განიხილავს საინფორმაციო, მატერიალური და სხვა


ნაკადების მართვის საკითხებს. ის ეყრდნობა ცალკეული ფირმების ან საწარმოთა
კორპორაციული ჯგუფების ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებიც ერთიანდებიან საერთო
სამეურნეო კავშირების ოპტიმიზაციის მიზნით.

შესამუშავებელი პრობლემების მასშტაბებიდან გამომდინარე , მისი სტრუქტურიზაციის


მიზნით, გამოიყენება სხვა პრინციპებიც. მაგალითად, მოქმედების მასშტაბების მიხედვით
იყოფა:

1. საგარეო ლოჯისტიკად

2. საშინაო ლოჯისტიკად

საგარეო ლოჯისტიკა განკარგავს იმ ნაკადებს, რომლებიც სცილდება მართვის


სუბიექტების ჩარჩოებს.

საშინაო ლოჯისტიკა მიმართულია სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციის და


სრულყოფისაკენ, ცალკეული ფირმების ან საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების
ჩარჩოებში.

You might also like