You are on page 1of 45

აწარმოე საქართველოს “საკრედიტო-საგრანტო სქემის”

ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის ეფექტურობა

თამუნა ბაბუციძე

სამაგისტრო ნაშრომი

ბიზნესის ადმინისტრირება: ფინანსები და საბანკო საქმე

კურსის ხელმძღვანელი: მაია მელიქიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2022
განაცხადი

როგორც წარდგენილი სამაგისტრო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ


ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა
ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან
დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან
ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

თამუნა ბაბუციძე

23/02/2022

შესავალი
თანამედროვე სამყაროს ისტორია დაკავშირებულია ბიზნესთან, ადამიანების
ნებისმიერი საქმიანობა დაწყებული უმარტივესი საგნის გაყიდვით დამთავრებული
კოსმოსური ხომალდების წარმოებით.

ბიზნესი არის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს


ადამიანების საჭიროებებს და მიმართულია მოგების მიღებისკენ. ეკონომიკა და
ბიზნესი მჭიდრო კავშირში არიან, ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესს უდიდესი
როლი ენიჭება. ბიზნესის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის
ეკონომიკურ სისტემებს. ყველა ეკონომიკურ სისტემას აქვთ ძირითადი
ღირებულებები: რა სახეობის წარმოებას უნდა შეუწყონ ხელი? რომელი
რესურსების წარმოება იქნება ეფექტური? რა რესურსებით დაკმაყოფილდება
საზოგადოებრივი ინტერესები? როგორ განაწილდება ეს რესურსები
საზოგადოებაში? ადამ სმიტის კაპიტალური თეორიის მიხედვით ბაზარს
არეგულირებს ეგრედწოდებული „უხილავი ხელი“, რომელიც უზრუნველყოფს
მოთხოვნა - მიწოდებასა და რესურსების ეფექტურად გადანაწილებას. თუმცა,
დღესდღეობით საჭირო გახდა ბაზრის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ჩარევები, ეს
იქნება რომელიმე სფეროსთვის პრიორიტეტის მინიჭება, თუ სახელმწიფო
შეღავათების დაწესება.

ქყვეყნის ეკონომიკური სიძლიერე დღესდღეობით სწორედ, რომ ბიზნესის


სიძლიერით იზომება, ამიტომ ქვეყნები ბიზნესს გარემოს გაუმჯობესებას მუდმივად
უჭერენ მხარს. ბიზნესის მნიშვნელოვანი როლი გამოიხატება ქვეყნის მთლიანი
შიდა პროდუქტის ფორმირებაში, იგი არის მნიშვნელოვანი სფერო ინოვაციური
პროდუქტის აღმოჩენის, თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამოყალიბებასა და
შემდგომში მის დახვეწაში. დღევანდელ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში მცირე
და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის განვითარების, დასაქმებისა და სიღარიბისგან
თავის არიდების ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა.

მცირე ბიზნესს გააჩნია მნიშვნელოვანი ისტორიული წარსული და


განვითარების ტენდენციები. იგი თავდაპირველად ჩაისახა და განვითარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაკავშირებული იყო ევროპიდან ემიგრაციის
ტალღასთან. სწორედ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა ტერმინი „მცირე
ბიზნესი“, 1953 წელს კი მიიღეს კანონი „მცირე ბიზნესის შესახებ“. საქართველოში
მცირე და საშუალო ბიზნესს არეგულირებს კანონი „საქართველოს კანონი
მეწარმეთა შესახებ“.

მთავრობისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების რესურსები მიმართულია


მცირე და საშუალო ბიზნესისკენ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მათი სოციალურ-
ეკონომიკური გავლენა. ევროპაში მთლიანი საწარმოების 99.8% სწორედ, რომ
მცირე და საშუალო საწარმოებისგან შედგება. მათ ჰყავთ დასაქმებული
ევროკავშირის სამუშაო ძალის ორ მესამედზე მეტი. (Alessandrini and others 2019,
1). სწორედ, მცირე და საშუალო ბიზნესები წარმოადგენს ამერიკის შეერთებული
შტატების ეკონომიკის ხერხემალს. ისინი სწრაფად იზრდებიან არიან ექსპორტზე
ორიენტირებულნი და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. 2014 წელს 170 000
ამერიკულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა თითქმის 180 მილიარდი დოლარის
ღირებულების საქონელი გაიტანა საზღვარგარეთ.

მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი


გაზარდოს შემოსავალი და მხარი დაუჭიროს სამუშაო ადგილების გაზრდას,
როგორც საზღვარგარეთ ასევე ქვეყნის შიგნით. აშშ- ს როგორც ქვეყნის მიზანს
მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით წარმოადგენს აღმოფხვრას მაღალი
ტარიფები, გაამარტივოს რთული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერები,
რომლებიც ართულებენ ბაზარზე წვდომას. შეუწყოს ხელი ვაჭრობის ციფრულ
განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის წვდომას გლობალურ ბაზარზე.
დაეხმაროს ბიზნესს გლობალურ მიწოდების ქსელში ინტეგრირებაში. შეიქმნა მცირე
და საშუალო საწარმოთა კომიტეტები, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და
განიხილავს რამდენად სარგებლობენ მცირე და საშუალო საწარმოები
უპირატესობებით ასევე გასცეს რეკომენდაციები შემდგომი გაზრდის გზების
ძებნისთვის.(Office of the unite stade trade representative 2022, 1)

მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით გააჩნია


გარკვეული თავისებურებები, კერძოდ:

1. მათ გააჩნიათ მეტი თავისუფლება მიიღონ დამოუკიდებელი


გადაწყვეტილებები.
2. არიან გაცილებით მოქნილები ვიდრე მსხვილი საწარმოები, აქვთ
უპირატესოებები მეტად ადაპტირდნენ საკანონმდებლო სისტემის
შეცვლისას ან თუნდაც შეცვლილ გარემო პირობებში.
3. მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლიათ გაცილებით მარტივად გაწიონ
რისკები.
4. მუდმივად ინოვაციების ძიების პროცესში არიან.
5. იგი ხელს უწყობენ ბაზარზე მუდმივი კონკურენციის არსებობას.
6. ასევე აქვთ შესაძლებლობა მოემსახურონ მსხვილ კომპანიებს.
7. აქვთ უპირატესობები იმ მხრივ, რომ ისინი ადგილობრივად,
ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ფუნქციონირებენ. კარგად
იცნობენ ადგილობრივ ბაზარს და იციან მისი საჭიროებები.
8. ისინი ასევე უწყობენ ხელს ქვეყნებში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და
სიღარიბის რეგულირებას.
9. იგი ასევე ხელს უწყობენ ბიზნესში ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი
ჯგუფების ჩართვას.

მცირე და საშუალო ბიზნეს ახასიათებს მრავალი დადებითი, თუმცა ამასთან


ერთად არსებობს უარყოფითი თავისებურებებიც კერძოდ: მათ აქვთ უფრო მეტი
რისკი, ვიდრე მსხვილ საწარმოებს და ასევე დამოკიდებულები არიან მსხვილ
კომპანიებზე. ისინი უშვებენ უფრო მეტ შეცდომებს ვიდრე მსხვილი კომოანიები, ეს
შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მენეჯმენტით ან არსაკმარისი უნარების
ქონით. წარუმატებლობები ხშირად დაკავშირებულია მესაკუთრეებისა და
მენეჯერების გამოუცდელობასთან და არაკომპეტენტურობასთან.

მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში


დაიწყო, როცა 80-იან წლებში მიიღეს კანონი „კოოპერაციის შესახებ“ და
„ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შესახებ“, რამაც საფუძველი ჩაუყარა
კერძო მეწარმეობის საფუძვლებს. საქართველოს მთავრობა დიდ საერთაშორისო
ორგანიზაციის DCFTA (Deep and Comprehensive Free Trade Area) მოთხოვნების
შესაბამისად ცდილობს მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნეს, რათა ბიზნესმა
ეფექტურად მოახერხოს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურად
გამოყენება.

თემის აქტუალურობა:

საქართველოს მთავრობას აქვს გეზი აღებული მსოფლიო ეკონომიკაში


ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ამ მიზნით კი ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და
ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს ქმნის. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებობს
მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე
სრულყოფილად ჩამოყალიბებას უშლის ხელს კერძოდ:

1. მცირე და საშუალო საწარმოებს არ გააჩნიათ საჭირო საწარმოო


სიმძლავრეები და ტექნოლოგიები.
2. ფინანსებთან ხელმისაწვდომობა მათთვის ერთ-ერთი პრობლემაა,
გართულებულია სესხის აღების პროცესი და ასევე სესხის პროცენტიც
მძიმე ტვირთიცაა დღევანდელ პირობებში.
3. ქვეყანაში არ არის კაპიტალის ბაზარი განვითარებული, რაც ხელს უშლის
მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზარზე გაიტანონ საკუთარი აქციები და ამ
მხრივ მოიზიდონ რესურსები. გარდა ამისა მეორე პრობლემას
წარმოადგენს ფირმების გამჭირვალობაც, უცხოელი
ინვესტორებისთვისაც.
4. ასევე კომპანიებში არ აქვთ სრულყოფილად გამართული
ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტი.
5. მენეჯმენტისა და დამფუძნებლის უნარ-ჩვევები, ბაზარის
კონკურენტუნარიანობაზე ზოგადი წარმოდგენა და საკანონმდებლო
სისტემის ცოდნა მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის. ხშირად მათ
არასრულყოფილად აქვთ გამოკვლეული ბაზარი, არ იციან ვინ არიან
მათი კონკურენტები. წარმოდგენა არ აქვთ ბიზნესს გადასახადებზე და არ
იციან სად მოიძიონ დამატებითი სახსრები.
6. ასევე კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს რესურსების მიუწვდომლობა,
ხშირად რეგიონებში არ არის ის გარემო პირობები სახელმწიფოს მიერ
შექმნილი რითაც ქალაქში არსებული ბიზნესი სარგებლობს. ზოგიერთ
მაღალმთიან რეგიონებში, დღესაც გადასაჭრელია ისეთი ელემენტალური
პრობლემები, როგორიცაა: ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა,
ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყლის გაყვანილობა. რაც
აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებას რეგიონებში.
7. კიდევ ერთ პრობლემად, შესაძლოა ჩაითვალოს გადამზადების კურსების
და ინფორმირებულობის არარსებობა. სახელმწიფოსა და მოსახლეობას
შორის კავშირი, მათთვის პატარ-პატარა ინფორმაციიების მიწოდება
მუდმივად ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ აუცილებელია,
რათა მოხდეს შემდგომი წახალისებები. საჭიროა მართლზომიერიი
უწყვეტი ინფორმაციების გაცემა, რათა ცნობიერება ბიზნესს მეწარმეობის
შესახებ ამაღლდეს. ხშირ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის
მფლობელებმა არ იციან მეცნიერული აღმოჩენებისა და განვითარებული
ტექნოლოგიების შესახებ, რაც თავიაანთ საწარმოო პროცესს
გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მეტი დოვლათის წარმოებაში.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის


განვითარებას, არსებობს სახელმწიფოებრივი პროგრამები, რაც აძლევს
საშუალებას ბიზნესს განვითარდეს, თუმცა ჩნდება კითხვა საკმარისია თუ არა ეს
დღევანდელი პირობების ფარგლებში კონკურენციის გასაწევად? ქვეყანაში
არსებობს დაბეგვრის სისტემები, რომელის ზოგიერთ განაკვეთებშიც მცირე,
საშუალო და მსხვილი ბიზნესი ერთნაირად ხვდება. ეს საკითხი მეტად
პრობლემურია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სჭირდება
საგადასახადო ხელშეწყობაც. თავისმხრივ, მსხვილი საწარმოების მიერ მცირე
ბიზნესის განვითარების საკითხის წინ წამოწევა მაშინ ხდება, როდესაც მათ სურთ
შვილობილი კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესის ხელშეწყობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით


2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით მთლიანი ბრუნვის 61.2 %
მოდის მსხვილ ბიზნესზე, ხოლო საშუალოზე და მცირე ბიზნესზე ჯამურად 38.4%.
(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022, 2) მაშინ როცა საშუალო
და მცირე ბიზნესის ბრუნვის კოეფიციენტები განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით
მაღალაია.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნის საქართველოს


მთავრობამ შექმნა პროგრამა 2014 წელს „აწარმოე საქართველოში“ . პროგრამის
ფარგლებში გათვალისწინებული იყო ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის
მიმართულებით მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერასა და ამით კერძო სექტორის
კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მეწარმეობის


განვითარება, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო
პოტენზიალის ზრდა, ფინანსებზე უძრავ ქონებასა და ტექნიკურ საკითხებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აწარმოე საქართველოს საკრედიტო - საგარანტიო სქემის მიზანს
წარმოადგენს ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, იმ მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის, რომელთაც სესხის უზრუნველყოფის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ
გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ამიტომ ამ სქემის მიხედვით სახელმწიფო
გამოდის ერთგვარი თავდების როლში რომლის შემდეგაც ბანკები და
მიკროსაფინანსოები გასცემენ სესხებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი
გადეფოლტდება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ თანხას ბანკები ჩამოჭრიან.

ევროპის ქვეყნებში საკრედიტო გარანტიებს დიდი ისტორია აქვთ და ის მე-19


და მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. საკრედიტო გარანტიებმა ბოლო
პერიოდში ფეხი განვითარებად ქვეყნებშიც მოიკიდეს. დღესდღეობით კერძო
სექტორის ზრდის ხელშეწყობის 2250 მეტი სქემა არსებობს სხვადასხვა ფორმით
თითქმის 100 ქვეყანაში.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს დაადგინოს არის თუ არა საკრედიტო


გარანტიის სქემები ეფექტური ინსტრუმენტი კერძო სექტორის ზრდის
ხელშეწყობისთვის. ასევე ეფექტურად იყენებს თუ არა ამ სქემისთვის გამოყოფილ
ბიუჯეტს სახელმწიფო. რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბიზნესისთვის.

კვლევის ჰიპოტეზები:

H1. აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში საკრედიტო-


საგარანტიო სქემამ გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა
დამატებით ფინანსებზე.

H2. პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერამ, გაზარდა ბაზარზე


ბენეფიციარების კონკურენტუნარიანობა.

H3. პროგრამამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონია ბენეფიციარების ბიზნესის


განვითარებაზე.

საკრედიტო საგარანტიო სქემები მიზნად ისახავს კრედიტორების მიერ


გაწეული რისკის შემცირებას. მათ ასევე აქვთ პოტენცილი შეამცირონ მცირე
დაკრედიტების ხაჯები და გააუმჯობესონ მსესხებლის შესახებ არსებული
ინფორმაცია. ამრიგად, ისინი არა მხოლოდ საშუალებას აძლევენ მცირე ფირმებს
მიიღონ კრედიტი, არამედ შეუძლიათ გააუმჯობესონ სესხის პირობები. ეს სქემები
ეხმარება მცირე საწარმოებს მიიღონ დაფინანსება საბრუნავი კაპიტალის,
წარმოების/მომსახურების მიზნებისთვის გონივრულ პირობებში. ეს კი ბიზნესს
ეხმარება გააუმჯობესონ კონსკურენტუნარიანობა და გაიუმჯობესონ საკუთარი
ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდონ წარმოება და ასევე დაასაქმონ უფრო მეტი
თანამშრომელი.

ლიტერატურის მიმოხილვა

მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ეკონომიკაში

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს შერეული ეკონომიკური სისტემები,


ხოლო ამ სისტემების საზომი სწორედ მეწარმეობის თავისუფლებაა. მცირე და
საშუალო ბიზნესი განვითარებული ქვეყნების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. მცირე
ბიზნესის როლს ეკონომიკაში რამდენიმე გარემოება განაპირობებს. (გოგიაშვილი
2013, 26)
1. იგი სამუშაო ადგილებს ქმნის, განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებული
სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი მოდის მცირე ბიზნესებზე.
2. აღსანიშნავია ის, რომ იგი ახალ ნაწარმს ქმნის. ამ მხრივ კი ბაზარს უფრო
მრავალფეროვანს და კონკურენტუნარიანს ქმნის.
3. იგი ასევე აკმაყოფილებს დიდი ორგანიზაციების მოთხოვნებს, მცირე
ბიზნესები დიდი კორპორაციების დისტრიბუტორებად ან მომსახურე
რგოლებად გვევლინება.
4. შეაქვთ ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობა ეკონომიკაში.
5. მიდიან ისეთ რისკებზე, რასაც დიდი კომპანიები ხშირ შემთხვევაში ვერც
ბედავენ.
6. მყიდველს სთავაზობენ მომსახურებისა და საქონლის განსაკუთრებულ
სახეობებს.
7. იგი არიან გაცილებით მოქნილები და მარტივად ეგუებიან ცვლილებებს,
ასევე ოპერატიულად შეუძლიათ დანერგონ ახალი ტექნიკა. მცირე ბიზნესებს
აქვთ ინიციატივისა და დინამიზმის სულისკვეთება.
8. მცირე საწარმოებს შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ისეთი აუცილებელი
ფუნქციების შესრულება, როგორიცაა კადრების მომზადება, შერჩევის და
შეფასების ცენტრები, საკონსულტაციო და აუდიტორული ცენტრები, რასაც
მსხვილი საწარმოები ვერ ახორციელებენ.
(გოგიაშვილი 2013, 27-28)

მცირე და საშუალო საწარმოები ევროპის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ


ძალასაც წარმოადგენს, იგი მთლიანი საწარმოების 99.8% ს შეადგენს. თუმცა ისევე
როგორც სხვა ქვეყნებში ისინი დაბალი კონკურენციით ხასიათებიან, დაბალი
ფინანნსური მაჩვენებელი და სამუშაო ძალის სიმცირე მათ ხელს უშლით ახალ
ბაზარზე გავიდნენ. მსხვილ საწარმოებთან შედარებით ისინი ნაკლები ბრუნვით,
მენეჯერული უნარებით და სტრატეგიით გამოირჩევიან. ამიტომ ევროკავშირი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო ბიზნესში
განსახორციელებელ პოლიტიკას. (Alessandrini and others 2019, 1)

მდგრადი კონკურენტული პოზიციის მიღწევა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია.


თუმცა მცირე ფირმებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ წარმატების მიღწევის
შესაძლებლობა. ნაკლები რესურსების, ფინანსური შესაძლებლობების და
არასაკმარისი სამენეჯერო უნარების არარსებობის გამო. ამ მხრივ მთავრობის
მხარდაჭერას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. სხვადასხვა
სახელმწიფოს ორგანოები მხირე და საშუალო ბიზნესს აქტიურად უზრუნველყოფენ
მათ ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას. (Songling and others 2018, 1)

მცირე და საშუალო ბიზნესის წარუმატებლობის კოეფიციენტი განვითარებადი


ქვეყნების ეკონომიკებში უფრო მაღალია ვიდრე განვითარებულის ეკონომიკაში.
განვითარებადი ქვეყნების ბევრი პატარა ფირმები, რომლებიც არ აქცევენ
ყურადღებას სახელმწიფო სუბსიდიებსა და არ იყენებენ მათ დახმარებებს
გრძელვადიან პერიოდში წყვეტენ ფუნქციონირებას. (Songling and others 2018, 1-
2)

ფირმებს შეუძლიათ მიიღონ დახმარებები მთავრობისგან, ეს შესაძლოა იყოს


საგადასახადო შეღავათები, გრანტები, სესხხები, საინფორმაციო ტექნოლოგიები,
სოციალური მხარდაჭერა, ფინანსური კაპიტალი და ა.შ ბიზნესს რომესაც აქვს
ძლიერი კავშირები, შეუძლიათ ისეთ რესურსებზე ჰქონდეთ წვდომა რაც
კონკურენციისთვის იქნება გამოსადეგი. სონგლინგისა და სხვების კვლევის
ჰიპოტეზის მიხედვით: მთავრობის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერა
მნიშვნელოვან, როლს თამაშობს კომპანიის განვითარებასა და მდგრად
კონკურენტულ პოზიციაზე. (Songling and others 2018, 3-4)

დაფინანსების პროგრამები ევროპასა და სხვა ქვეყნებში

ევროპული კომისია მართავს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების


რამოდენიმე პროგრამებს: COSME - პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს მცირე
და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და
კონკურენციის წახალისებას. LIFE - პროგრამა მიმართულია ისეთი პროექტების
დაფინანსებაზე, რომლებიც გარემოს დაცვაზე და კლიმატიის გაუმჯობესებაზეა
მიმართული. Creative Europe - პროგრამა მიმართულია კულტურული და
შემოქმედებითი სექტორის დაფინანსებაზე. (Alessandrini and others 2019, 39)

ევროპის სამეწარმეო რეგიონი (EEP) არის პროექტი, რომელიც აჯილდოვებს


ევროკავშირის რეგიონებსა და ქალაქებს, რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ
სამეწარმეო პოლიტიკის სტრატეგიას შეიმუშავებენ, მათი ზომის, სიმდიდრისა და
კომპენსაციისა. რეგიონებს რომლებსაც აქვთ ყველაზე სანდო და წინდახედული
პერსპექტიული ხედვის გეგმები ენიჭებათ ეტიკეტი „ევროპის სამეწარმეო რეგიონი“
(EEP) კონკრეტული წლისთვის. (European Committee of the Regions 2021-2022)

ევროპის სამეწარმეო რეგიონის სტატუსი 2021-2022 წლებში მინიჭებული


აქვთ:

1. კასტელო ბრანკოს მუნიციპალიტეტი (პორტუგალია)


2. გაბროვოს მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი)
3. ჰელსინკი-უუსიმას რეგიონი (ფინეთი)
4. მმადრიდის რეგიონი (ესპანეთი)
5. პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი კოტდაზური (საფრანგეთი)
6. სილესია სავოევოდაში (პოლონეთი)
(European Committee of the Regions 2021-2022)

განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკაში საკრედიტო საგარანტიო


სქემები გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეზღუდვების
შესამსუბუქებლად. საკრედიტო ორგანიზაციები ბანკები/მიკროსაფინანსოები უფრო
მეტად თავს იკავებენ ახალი ბიზნესის დაფინანსებისგან, რადგან რისკის დონე აქ
უფრო მაღალია. გარდა ამისა ბევრ ახალ კომპანიას არ აქვს საჭირო აქტივების
რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება სესხის უზრუნველყოფისთვის. შედეგად
ბევრი ბიზნესის ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროექტები რჩება
თამაშგარედ. (Vienna Initiative Working Group 2014, 9)

ძირითადი მიზეზი რის გამოც საბანკო საფინანსო სექტორი იკავებს თავს


ახალი კომპანიების დაფინანსებისგან ეს არის : 1. ბანკებს არ სურთ დაკარგონ
შანსი დაბალრისკიანი კომპანიის დაკრედიტებაზე, სანამ მაღალრისკიან კომპანიას
აკრედიტებენ 2. მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმაცია უფრო ასიმეტრიულია,
საწარმოო პროცესის დონე არაა საკმარისად გამჭირვალე, მათი საკრედიტო
ისტორიაც და საოპერაციო ჩანაწერებიც მოკლეა და მისი მონიტორინგის
ღირებულება უფრო მაღალია. (Vienna Initiative Working Group 2014, 10)

კრედიტის აღებისთვის ერთადერთ გამოსავლად არის გირაოს გამოყენება,


გირაოს გამოყენება გირაოს არსებობა არის გარანტია დეფოლტის შემთხვევაში
დამატებითი წყაროს არსებობა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს
მოტივაციას დაფარონ სესხი. სესხის უზრუნველყოფა ამცირებს რისკს და ასევე
მოტივაციას აძლევს მსესხებელს დააბრუნოს ვალდებულება. თუმცა აქაც არსებობს
ნაკოვანებები: მსესხებელს შესაძლოა არ ჰქონდეს შესაფერისი გირაო, გირაო
შესაძლოა უფრო ღირებული იყოს მსესხებლისთვის ვიდრე გამსესხებლისთვის,
ასევე გირაოს არსებობა ზრდის სესხის აღების ღირებულებას, რადგან ეს ზოგადად
მოიცავს იურიდიულ და სხვა ადმინისტრაციულ პროცედურებს. კარგად
შემუშავებული საკრედიტო გარანტიები კი ხელს უწყობს ფინანსური ხარვეზების
დაფარვას გირაოს ჩანაცვლებით. საკრედიტო გარანტიები ამარტივებენ
დაკრედიტების პროცესს ბაზარზე და ხელს უწყობენ რისკის გადანაწილებას.
(Vienna Initiative Working Group 2014, 10)

საკრედიტო გარანტიის სქემებსაც გააჩნიათ უარყოფითი მხარეები.


აღსანიშნავია ის, რომ მსესხებელთა დიდი რაოდენობის მიღწევა შესაძლებელია
მხოლოდ მცირე საწყისი დანახარჯებით მოკლევადიან პერიოდში, სახელმწიფო
სექტორისთვის არსებობს პოლიტიკური სტიმული, რომ უზრუნველყოს გარანტიები
გულუხვად, ხოლო პროგრამის ნამდვილი გრძელვადიანი ფისკალური ხარჯები
გაურკვევლობაში დარჩეს. სასაკრედიტო საგარანტიო სქემები საგულდაგულოდ და
ფრთხილად უნდა შეირჩეს. ასეთი ზრუნვის გარეშე, საჯარო საკრედიტო
გარანტიებიებს უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ ვიდრე სარგებლის მოტანა,
რესურსების არასრული გადანაწილებით, კერძო გირაოს დატოვებისა და
სახელმწიფო ვალის ზედმეტად გაზრით. (Vienna Initiative Working Group 2014,
12)

იმაზე თუ რა როლს თამაშობდა პაკისტანის ბაზარზე მთავრობის


დაფინანსებები ჩატარდა კვლევა. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და
საშუალო ბიზნესის დამფუძნებლები და მენეჯერები, რადგან ისინი მეტად
გათვითცნობიერებულნი იყვნენ სტრატეგიულ დაგემარებასა და გეგმის
შესრულებაზე. კვლევის ფარგლებში სულ დაიგზავნა 700 კითხვარი პაკისტანის
დიდ ქვეყნებში: რავალპინდი, ისლამაბადი, ლაჰორი და ყარაჩი. კვლევის
ფარგლებში დაბრუნდა 357 კითხვარი , რომლისგანაც ზოგიერთი მათგანი არ იყო
სწორად და სრულყოოფილად შევსებული. საბოლოვოდ 700 კითხვარიდან 326
კითხვარი იყო სრულყოფილად ვალიდური, რაც მთლიანი კითხვარის 46,57 % ს
შეადგინდა. (Songling and others 2018, 5)
საბოლოოდ, კვლევამ ცხადყო ჰიპოტეზების სისწორე რომლის მიხედვითაც
პაკისტანის ბაზარზე მნიშველოვანი როლი უკავია არაფინანსურ და ფინანსურ
სამთავრობო დახმარებას. მიკრო და მცირე ბიზნესი პაკისტანის ბაზრის
განუყოფელი ნაწილია, იგი უზრუნველყოფს მდგრადი კონკურენციის განვითარებას
ბაზარზე და ახალ და არსებულ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ეფექტურად
გადაანაწილონ რესურსები და შექმნან ბაზარზე ახალი სამუშაო ძალა. (Songling
and others 2018, 15)

სამთავრობო ხელშეწყობა საქართველოს ბაზარზე მცირე და საშუალო


ბიზნესისთვის

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ძირითადად მცირე და


საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერაზე. ასევე ორიენტირებულია
მათთვის საჭირო გარემო-პირობების შექმნაზე. ქვეყანაში მცირე და საშუალო
ბიზნესის განვითარება თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება, რომელიც ახალი
სამუშაო ადგილების გაჩენის პერსპექტივებს ზრდის. (საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 6)

საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში ჩამოაყალიბა სახელმწიფო


პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან ეკონომიკურ
განვითარებასა და ზრდაზე. (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო 2021, 10) მცირე და და საშუალო მეწარმეობის
მხარდამჭერი ინსტიტუტებიდან და პროგრამებიდან ერთ-ერთია, პროგრამა
„აწარმოე საქართველოში“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და რომლის მიზანიცაა
ბაზარზე კერძო სექტორში კონკურენციის ზრდა, ექსპორტის ზრდის მხარდაჭერა და
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებიდან
გამომდინარე სააგენტოს სამი მიმართულებით მუშაობს: ბიზნესის განვითარება,
ინვესტიციის მოზიდვა და ექსპორტის მხარდაჭერა. (საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 29)

ბიზნესის განვითარების მიმართულება თავის მხრივ დაყოფილია


კომპონენტებად, ინდუსტრიული კომპონენტი მოიცავს ბიზნესის თანადაფინანსებას
კომერციული ბანკის სესხთან ერთად ან სალიზინკო კომპანიების საპროცენტო
განაკვეთთან. რაც შეეხება, ტურისტული სერვისებისა და სასტუმრო ინდუსტრიების
სერვისების მიმართულებას აქ პროგრამა აძლევს საშუალებას მეწარმეებს შექმნან
ახალი სამუშაო ადგილები და განავითარონ სასტუმრო ბიზნესი. ბიზნესის
განვითარების ტექნიკური დახმარების მიმართულების ფარგლებში სააგენტო
ბენეფიციარს უნაზღაურებს საკონსულტაციო და საინფორმაციო ხარჯებს,
გარკვეული ლიმიტის ფარგლებში. მიკრო და მხირე ბიზნესის გრანტების
პროგრამა, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში, ასევე
საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, დაფინანსებას იმ
ბიზნესების, რომელთაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხით
უზრუნველყოფის მოთხოვნები. სააგენტომ პანდემიდან გამომდინარე დამატებით
შეიმუშავა განსაკუთრებით დაზარალებული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით
ახალი პროგრამები. (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო 2021, 30).

სააგენტოს ასევე შემუშავებული აქვს ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამა,


რომლის მიხედვითაც გამოყოფს მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე
ბიზნესებს და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. სააგენტო ხშირად აფინანსებს
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილე ქართული ექსპორტიორების
მონაწილეობის ხარჯებს. სააგენტო ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად,
სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატორო კურსებს, იგი მოიცას
მნიშვნელოვან მოდულებს ექსპორტთან დაკავშირებით. (საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 30)

ინვესტიციების მიმართულება, ასრულებს მედიატორის როლს


საერთაშორისო არენაზე. იგი მიმართულია ქართული საინვესტიციო ბაზარის
ცნობადობის ამაღლებისკენ. იგი უკავშირდება პოტენციურ კლიენტებს, ჩვენი
ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის.
(საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 30)

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მთელი რიგი საგრანტო პროგრამების


მიუხედავად ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები რაც ხელს უშლის
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეფექტური პოლიტიკის
შემუშავებისთვის სახელმწიფოში საჭიროა სტატისტიკური მონაცემების არსებობა,
თუმცა ქვეყანაში არსებობენ ისეთი საწარმოები რომლებისთვისაც სტატისტიკის
წარმოება არ ხდება, გამომდინარე ზომიდან. (საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 36).
კიდევ ერთ გამოწვევათ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შესაძლოა
ჩაითვალოს კონკურენციის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ ნაკლები
ინფორმირებულობა. კომერციული დავების მოგვარების საკითხი ასევე
გადასაჭრელია რადგან მისი მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებზე (მედიაცია,
არბიტრაჟი) ცნობიერებაა ასამაღლებელი. ხოლო რეგიონებში კვლავ პრობლემად
რჩება სახელმიფო ონლაინ სერვისებზე წვდომა. (საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 37).

სამეწარმეო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა


არაკვალიფიციური სამუშაო ძალა. 2019 წლის მსოფლიო ბანკის საწარმოთა
კვლევის მიხედვით სამუშაო ძალა ერთ ერთ პრობლემატურ საკითხად ჩაითვალა.
პროფესიული განათლების პრობლემატიკა გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას
უკავშირდება, ასევე COVID-19 პანდემიამ საგანმანათლებო სექტორის დისტანციურ
რეჟიმზე გადაყვანა დღის წესრიგში დააყენა, ამით კი სირთულეები შექმნა
სწავლების პრაქტიკულ ნაწილში. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ასევე
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არასაკმარისი განათლების ქონა ბიზნესის
მართვასა და მის მარკეტინკზე. კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო
პროდუქტების უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ცუდი ხარისხის ბიზნეს
გეგმებია. ახალ პრობლემად რჩება დასაქმებულების უსაფრთხოების საკითხები და
ასევე სოციალური პასუხისმგებლობების პრინციპები (საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 41-43)

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ საწარმოებისთვის აქაც


სახარბიელო მდგომარეობა არ გვხვდება, 2019 წლის მსოფლიო ბანკის კვლევების
მიხედვით საწარმოები უპირატესობას შიდა რესურსებს ანიჭებენ, ხოლო შემდეგ
ადგილზეა საბანკო კრედიტი. თავის მხრივ კომერციული ბანკების მხრიდან
საკრედიტო პროდუქტებზე უარის თქმა განპირობებულია ერთის მხრივ
არასაკმარისი გირაოთი, არასათანადო საკრედიტო ისტორიით მეორეს მხრივ
რისკების პროგნოზირების სირთულითა და დაბალი ხარისხის ბიზნეს გეგმით.
არასაკმარისი გირაო განპირობებული შესაძლოა იყოს იმითაც, რომ მიწის
ნაკვეთების დიდი ნაწილი ჯერჯერობით არაა სრულად მეწარმეების საკუთრებაში
გადასული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკების გარდა არ არსებობს სხვა
ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში. (საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021, 46-47)
მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს
წარმოადგენს ექსპორტზე გასვლა. თუმცა, ამ მხრივ არსებობს განათლების
ნაკლებობა, ასევე ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად მაღალი სტანდარტების
და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორც ძვირი ასევე რთულია.
ექსპორტის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირების,
შენახვა/დასაწყობების მაღალი ხარჯები. მეწარმეებს არ აქვთ საჭირო ფინანსები,
რომ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო
გამოფენებსა და ღონისძიებებზე. (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო 2021, 51-52)

თანამედროვე ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ელექტრონული


კომუნიკაციები, ამ მხრივ საქართველოს რეგიონებში არსებულ მოწყვლად ჯგუფებს
შესაძლოა არ ჰქონდეთ ამის საშუალება. ისინი შესაძლოა ვერ იყვნენ
დაკავშირებული მაღალი ხარისხნის ინტერნეტთან და არ იყვნენ ჩართულნი
ციფრულ ქსელებში.(საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო 2021, 56).

საგულისხმო უთანასწორობას წარმოადგენს ასევე ქალების როლი


სამეწარმეო ბიზნესში, საქსტატის 2020 წლის მონაცემების მიხედვით ქალების
სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებელი 40.4 % _ ია, ხოლო კაცების 62 %.
2019 წლის მონაცემების მიხედვით კი ქალების ნომინალური ხელფასი 864.7
ლარი იყო, ხოლო კაცებისთვის 1380.5 ლარი. ბიზნეს სექტორში აქტიურობის
მხრივაც საგრძნობი განსხვავებაა კაცებსა და ქალებს შორის, აქაც კაცები
საგრძნობლად ჭარბობენ. ქსელებში.(საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო 2021, 58-59)

ბოლო წლებში საქართველოში დადგა გარემოება გარემოსადმი მეგობრული


დამოკიდებულების დაგეგმვისს ეგრედწოდებული მწვანე ეკონომიკის
ხელშეწყობის აუცილებლობა. თუმცა ამ მხრივაც სებობს პრობლემები, რომლებიც
დაკავშირებულია ფინანსებთან, მეწარმეებს არ აქვთ შესაძლებლობა ინვესტიციები
განახორციელონ რესურსეფექტურ ტექნოლოგიებში და განავითარონ „მწვანე“
ბიზნესი.ქსელებში.(საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო 2021, 63-65)
გარანტიის სქემის მნიშვნელობა იცვლებოდა დროთაგანმავლობაში დროისა
და ადგილის მიხედვით. გარანტიის სქემის წინამორბედები თავდაპირველად
იყვნენ Brussels Credit Union და საფრანგეთის Banque Populaire, დაარსდა 1840
იან წლებში. დღეს გარანტიის სქემის თითქმის 2250_ ზე მეტი სქემა არსებობს 100
ქვეყანაში. (Green 2003, 22)

1980-იან წლებში საკრედიტო გარანტიების სქემების წარუმატებლობამ


გამოიწვია დიდი კამათი მათი გამართლებისა და ეფექტურობის შესახებ.
კრიტიკოსები ვერ ხედავდნენ საკმარის მიზეზს სახელმწიფოს ჩარევისთვის
საჯაროდ დაფინანსებული სქემების საშუალებით და ეჭქვეშ აყენებს ასეთი სქემების
ეფექტურობას. (Green 2003, 23)

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მთავრობის არგუმენტები არ არის საკმარისი


გამართლება საგარანტიო სქემის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო სუბსიდიების
მუდმივი ნაკადი, რომელიც ხშირად შენიღბულია უფასო ან დაბალფასიანი
საშუალებებისა და სერვისების მიწოდებით, ისევე, როგორც სხვა სამმთავრობო
უწყებებიდან პერსონალის გაგზავნით, მცირე სტიმულს მისცემს გარანტიის სქემებს
ხარჯების შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. კრიტიკოსების აზრით,
მცირე საწარმოების კრედიტზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
ხარჯეფექტური და უფრო ეფექტური გზაა ბანკის პერსონალის ტრენინგი მცირე
ბიზნესის დაკრედიტებაში. (Green 2003, 24)

საკრედიტო ბაზრის არასრულყოფილების გამოვლენის შემთხვევაშიც კი


საჭიროა, რომ საგარანტიო სქემამ აჩვენოს, რომ ისინი შესაფერისი ფორმაა
ფირმების ფინანსებზე წვდომის სირთულეების აღმოსაფხვრელად. თუ ფინანსური
სისტემა არაეფექტიანია და არსებობს გადაუხდელობის კულტურა, გარანტიის
სქემის დაყენებამ შესაძლოა მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე. კრიტიკოსების
აზრით, თუ მოხდება ფირმების აქტივების პრევენცია და მათი სამართლებრივად
აღრიცხვა უფრო მიზანშეწონილი იქნება ვიდრე საკრედიტო ბაზარზე ჩარევა.
(Green 2003, 24)

კრიტიკოსების აზრით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის არარსებობის


შემთხვევაშიც აიღებდნენ ფირმები სესხებს. ხოლო ბანკების ვალდებულება
სწორედ ის არის, რომ მოახდინონ რისკების დივერსიფიკაცია. ასევე კითხვის
ნიშანს წარმოადგენს ისიც, რომ შეიცვლება თუ არა კრედიტორის ქცევა გარანტიის
სქემის საშუალებით? ბანკები მიიღებენ იმას რაც შეეძლებათ გარანტიის სქემით,
მაგრამ სურვილი არ ექნებათ მცირე საწარმოების მომსახურების გარანტიის
ამოღების შემდგომ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მცირე ზომის მსესხებელთან
გამოცდილება პოზიტიური იქნება, მცირე ზომის სესხების მაღალი
ადმინისტრაციული ხარჯები შემაკავებელი ფაქტორი იქნება მცირე ფირმებთან
მომსახურების გასაგრძელებლად. (Green 2003, 24-25)

ზემოაღნიშნული კრიტიკა უმეტესად ადრეულ პერიოდში იყო გავრცელებული.


ამ სქემების წარუმატებლობა განპირობებული იყო უფრო ფართო ინსტიტუციურ
გარემოში არსებული ხარვეზებით. სქემები იყო პოლიტიზირებული და
უგულებელყოფილი იყო ფინანსური კრიტერიუმები ან ეკონომიკური

ბევრ ქვეყანაში საკრედიტო გარანტიებს უძღვება ბიზნესის ან მრეწველობის


დეპარტამენტები, თუმცა ამ პრაქტიკას აქვს რიგი ნაკოვანებები. ასეთმა
დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს სქემის შესანარჩუნებლად საჭირო
ფინანსების გამჭირვალობის ნაკლებობა. საჯარო მოხელეები შესაძლოა იყვნენ
არამოტივირებულნი სქემასთან მუშაობისას (Green 2003, 27-28)

როგორი კარგიც არ უნდა იყოს სქემის დიზაინი და რამდენად კარგიც არ


უნდა იყოს დაფინანსება, ის ადამიანური რესურსების გარეშე წარუმატებელი იქნება,
ბევრი ადრეული სქემა არ გამოდგა არაკვალიფიციური და ამოუცდელი
პერსონალის გამო. სქემებს უნდა ჰყავდეთ საკმარისი რაოდენობის პერსონალი,
რომლებიც შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორიცაა განაცხადის შეფასება და
დამტკიცება, გარანტირებული სესხის მონიტორინგი, მოთხოვნის დამუშავება და
განხილვა. ასევე უნდა მოიძიოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია და მოამზადონ
ანგარიშები სქემის შესახებ. (Green 2003, 31)

ბევრი სქემა თავის მხრივ სთავაზობს დამატებით მომსახურებას მსესხებელსა


და კრედიტორებს. ეს შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციას, პროექტების
შეფასებას, ბიზნეს გეგმის შეფასებას, ბუღალტერიის მენეჯმენტისა და მარკეტინგის
ტრენინგებს. (Green 2003, 42)

სამთავრობო დადგენილება „საკრედიტო-საგარანტიო“ სქემის შესახებ

საკრედიტო საგარანტიო სქემის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს


მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით და რომელსაც
იმჟამინდენი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს. (საქართველოს
მთავრობის დადგენილება N163)

„აწარმოე საქართველოს“ საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიზანს


წარმოადგენს იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის
გაუმჯობესება, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ მინიმალური
სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნები. ასევე ეკონომიკაში დაკრედიტების
გაუმჯობესეა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. მათ შორის
ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა და ასევე პანდემიით გამოწვეული
უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის გავლეის შემცირება. (საქართველოს
მთავრობის დადგენილება N163)

სააგენტო პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებიდან ან და


რესტრუქტურიზაციის სესხებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს კომერციული
ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რისკის გადანაწილებას.
კომერციული ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში სესხის
რესტრუქტურიზება არ გააკეთოს მიმდინარე სესხისთვის დაწესებულ საპროცენტო
განაკვეთზე მაღალი განაკვეთით, ასევე თუ რამდენიმე სესხი ექნება იურიდიულ
პირს მოხდება საშუალო შეწონილის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზება.
(საქართველოს მთავრობის დადგენილება N163)

2020 წელს პროგრამის ფარგლებში პროექტის ფარგლებში გამოყოფილი


ბიუჯეტი შეადგენდა 300 მილიონ ლარს კომერციული ბანკებისთვის, ხოლო
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის 30 მილიონ ლარს. საკრედიტო სქემის
ბენეფიციარებს წარმოადგენენ ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ
„ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ III ტიპის ან IV
ტიპის საწარმოო სტატუსს. ასევე სუბიექტების სასესხო ვალდებულებები არ უნდა
აღემატებოდეს 12 000 000 ლარს. ბენეფიციარმა წარმოება ან მომსახურების
გაწევა (მისი ძირითადი საქმიანობა) ახალი საწარმოს შემთხვევაში 24 თვემდე უნდა
დაიწყოს ხოლო უკვე არსებულმა 12 თვემდე. ასევე მათ უნდა შეინარჩუნონ
საქმიანობის პროფილი საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში მაგრამ
არანაკლებ საკრედიტო საკრედიტო გარანტიის ვადისა. (საქართველოს მთავრობის
დადგენილება N163)
კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური ოდენობა 50 000
ლარი, ხოლო მიკროსაფინანსოებისთვის 20 000 ლარი. ორივესთვის მაქსიმალური
ოდენოა სესხის განსაზღვრულია 5 მილიონი ლარით. ასევე პროგრამის
ფარგლებში შესაძლებელია ბენეფიციარმა რამოდენიმე სესხითაც ისარგებლოს თუ
მისი ოდენობა არ აღემატება 5 მილიონ ლარს. ხოლო საკრედიტო გარანტია
მოქმედებს 10 წლის განამავლობაში.(საქართველოს მთავრობის დადგენილება
N163)

პროგრამაში მონაწილეობის სურვილით მეწარმე სუბიექტი ჯერ მიმართავს


ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო
ამოწმებს მეწარმე სუბიექტი თუ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ წესებს და
შემდეგ უგზავნის სააგენტოს მიმართვის ფორმას და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის
მოთხოვნას. თავისმხრივ სააგენტოც 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოთხოვნას ან
უარყოფს ან ადასტურებს. თანხმობის შემთხვევაში სესხი ითვლება
დადასტურებულად. (საქართველოს მთავრობის დადგენილება N163)

სააგენტო საკრედიტო გრანტს დეპოზიტის სახით ურიცხავს კომერციულ


ბანკს, დადგენილებით განსაღვრული ლიმიტების ფარგლებში. რომელიმე კმპანიის
გადეფოლტბის შემთხვევაში კომერციული ბანკი ჩამოჭრის ასათვისებელი სესხის
ოდენობას დეპოზიტიდან. ასათვისებელი თანხა დაითვლება შემდეგნაირად:
გამოიყოფა იმ დღეს არსებული სესხის ძირი თანხა და დაიფარება. ოღონდ
გადეფოლტებული სესხები დაიფარება მანამ სანამ პროგრამის ფარგლებში
გამოყოფილ ფაქტობრივი პორტფელის 35% ს არ შეასრულებს.(საქართველოს
მთავრობის დადგენილება N163)

პროგრამაში განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში სესხის მოცულობის


არანაკლებ 80% წარმოება/მომსახურებისთვის საჭირო ლაპიტალური
ხარჯებისთვის გამოიყენება. ხოლო საბრუნავი საშუალების შესაძენად არაუმეტეს
20 პროცენტისა. რაც შეეხება პროგრამის მონიტორინგს, პროგრამის მონიტორინგს
ახორციელებს სააგენტო. (საქართველოს მთავრობის დადგენილება N163)

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის


მიხედვით აწარმოე საქართველოს ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების
თანადაფინანსების თანხა ჯამურად შეადგენდა 7 577 505 ლარს, ხოლო
დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა 92 ს სხვადასხვა სფეროებში მათ
შორის : ხის გადამუშავება , ფარმაცია, საკვები პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ხის
დამუშავება სამშენებლო მასალები და სხვა. დაფინანსებიდან ყველაზე მეტი წონა
მოდიოდა სამშენებლო მასალების დაფინანსებაზე - 31%, საკვებ პროდუქტებზე
23%, საფეიქრო წარმოებაზე 16 %, ხოლო დანარჩენი სექტორები დაახლოვებით 1-
6% მდე მერყეობდნენ. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
2016, 13)

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა როგორც ბენეფიციარი და ასევე


არაბენეფიციარი სუბიექტები, გამოკითხვის ტიპით ჩაღრმავებული ინტერვიუ
ბენეფიციარ მეწარმეებსა და დაინტერესებულ მხარეებთან. შეფასების
მიმართულებებს წარმოადგენდა შემდეგი: პროგრამაში არსებული მიზნების
რელევანტურობა, ეფექტიანობა და გავლენა, მდგრადობის შეფასება და ძირითადი
რისკების გამოვლენა, რეკომენდაციების გამოვლენა. (საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 4-5)

გამოკითხული საწარმოების უმეტესობა, პოზიტიურად არის განწყობილი


საგრანტო პროგრამის მიმართ და მიაჩნიათ, რომ პროგრამის საქმიანობა ძალიან
ეფექტური იყო მათთვის და ასევე საქართველოში არსებული ბიზნე-გარემოსთვის.
(საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 16)

პროგრამის წარმატებულობა განისაზღვრება ძირითადად ახალი


საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების ხელშეწყობაში.
კვლევაში მონაწილე მეწარმეების აზრით პროგრამამ მათ საინტერესო და
მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მისცა, თუმცა მათი ნაწილი აღნიშნავდა, რომ
ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო მაინც დიდ გამოწვევად რჩებოდა.
(საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 16 - 17)

ასევე კვლევის შედეგად გამოიკვეთა , რომ ზოგიერთი უკვე მოქმედი


კომპანიები უშუალოდ ამ პროექტისთვის არეგისტრირებდნენ ახალ იურიდიულ
პირებს. არსებულ რეალობაში რთულია იმის გამიჯვნა რომელია უშუალოდ ამ
პროექტისთვის დარეგისტრირებული კომპანია და რომელი ფაქტობრივად ახალი.
გამოკვლეული 52 დაფინანსებული საწარმოდან 43% მოდიოდა 2 წლამდე
პერიოდში დერგისტრირებულ საწარმოებზე. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც
საქმე ეხებოდა მოქმედი საწარმოების დივერსიფიკაციებს, ეს კი კითხვას აჩენდა
რატომ გახდა საჭირო ახალი საწარმოების რეგისტრირება? ასევე რა
კრიტერიმებით დაფინანსდა ახალრეგისტრირებული საწარმოები? (საქართველოს
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 18)

კვლევაში მონაწილე გამოკითხულ მეწარმეთა ნაწილი სესხის ქონას


ამჯობინებს ეროვნულ ვალუტაში, რადგან საპროცენტო განაკვეთის ცვლილებები
მნიშვენელოვან გავლენას ახდენს სესხის გრაფიკზე. (საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 19)

რესპოდენტების ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარე პროცესი იყო


გამჭირვალე, მასში არ იყო დისკრიმინაციული ფაქტორები და ხელოვნურად
შექმნილი ბარიერები. ხოლო არაბენეფიციარი მეწარმეებიც პროგრამას
აფასებდნენ, როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას, თუმცა მათთვის ხელის
შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა საბანკო პროცედურები, ზოგიერთისთვის კი
სესხის ქვედა ზღვარის არსებობა. მათი აზრით, ისინი ვერ შეძლებდნენ
გამკლავებოდნენ 2 წლიანი ვადის საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ სესხის
დამოუკიდებლად დაფარვას. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაცია 2016, 21)

კვლევებმა აჩვენა, რომ პროგრამის შესახებ არსებობდა მწირი ინფორმაცია.


ბენეფიციარების ნაწილმა პროგრამის შესახებ უშუალოდ ბანკებთან ურთიერთობის
დროს გაიგეს, ხოლო სატელევიზიო კამპანიებს შექმნილი ჰქონდათ მცდარი
წარმოდგენა და გადაჭარბებული მოლოდინები პპროგრამის შესახებ.
(საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 22)

ასევე გამოიკვეთა, პრობლემა ბენეფიციარებს შორის ნაკლები კომუნიკაციის


არსებობის და ასევე არაერთიანი პროგრამის არსებობის, რომელიც
გააერთიანებდა ბანკებთან კომუნიკაციის პლატფორმასა და „აწარმოე
საქართველოს“ პროგრამას შორის. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაცია 2016, 23-24)

პროგრამის ფარგლებში გაწეულმა დახმარებამ მეწარმეებისთვის ერთგვარი


კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა და ფაქტიურად დააჩქარა ბიზნესს-პროცესი.
გამოკვეთილ პრობლემებს შორის ყველაზე აქტუალური იყო: არასტაბილური
ეკონომიკური გარემო, მერყევი გაცვლითი კურსი, რომელიც მძიმედ აწვებოდა
მეწარმეებს. ამასთან ხშირად სახელდებოდა გაძვირებული ელექტროენერგიის
გადასახადი, სხვადასხვა ხარჯები რომლებიც ნედლეულის წარმოებისთვის იყო
საჭირო. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით უმეტესობის აზრით
გადასახედი იყო მოგების გადასახადისთვის და დამატებითი ღირებულების
გადასახადისთვის. კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის პრობლემატიკაც
მწვავედ დგას. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 26-
27)

ხოლო რაც შეეხება კერძო სექტორის არაფინანსური მხარდაჭერის


საჭიროებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით
დაფუძნდა სააგენტოს სერვის ცენტი დაინტერესებულ მეწამეებს სთავაზობს
მრავალფეროვან მომსახურებას თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობით 20
000 ლარი. საკონსულტაციო ცენტრი შემდეგ დახმარებებს სთავაზობდა:
(საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 27)

- ინოვაციების მოძიებაში დახმარების გაწევა


- ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში
ხელშეწყობა
- მარკეტინგის, გაყიდვების და ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგები
- საექსპორტო ბაზრის მოძიება, ბაზარზე არსებული მოთხოვნები
- სხვადასხვა შესაბამისი სტანდარტების დანერგვაში დახმარება
(საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 27)

გამოკითხული ბენეფიციარებიდან კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ


რესპოდენტების უმრავლესობა არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას არსებული
შესაძლებლობის შესახებ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბევრი მათგანი
წარმოადგენდა ახლადდარეგისტრირებულ ბენეფიციარს. (საქართველოს
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 28)

გამოკითხული ბენეფიციარების აზრით, კონსულტაციები განსაკუთრებულად


საჭირო იყო ბიზნეს - გეგმის მომზადების კუთხით. იგივეს ადასტურებდნენ საბანკო
სექტორის წარმომადგენლებიც, მათი აზრით ბევრი კარგი იდეა დაიწუნეს ცუდი
გეგმის გამო. ბენეფიციარ მეწარმეების ზრით საჭირო იყო ასევე ტექნიკური ტიპის
კონსულტაციებიც, როლებიც დაეხმარებოდნენ სისტემის აწყობაში და თან არსებულ
პერსონალსაც შეასწავლიდნენ საქმიანობას. ასევე მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ
ყველაზე კარგი ბიძგის მიმცემი იქნებოდა ქართული წარმატებული კომპანიების
გამოცდილების გაზიარებაც. ამ მხრივ კი პროგრამას აქვს საშუალება შეასრულოს
შუამავლის როლი. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016,
28)

ასოციაციის მიერ, კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი ხარვეზების


გამოსასწორებლად გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: ქვეყანაში არსებული დაბალი
სამეწარმეო დონიდან გამომდინარე დეფიციტია ტექნიკური პროფილის კკადრების
მხრივ, რაც აისახება საწარმოებზე. ასევე უნდა აღინიშნოს , რომ ბანკში შესული
ბიზნესის გეგმის ხარისხი და შესრულების დონე არასახარბიელოა ამ მხრივ
საჭიროა მოიწვიონ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე იქნებიან
პასუხისმგებელნი. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016,
29-30)

რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტებთან დაკავშირებულ საკითხებს სამი 3


ძირითადი მიმართულება გამოიყო: 1. თანადაფინანსების პერიოდი; 2. სესხის
ქვედა ზღვარი; 3. სესხის ლარში გაცემა . გამოკითხულ მეწარმეთა ნაწილი
მიიჩნევს, რომ 2 წლიანი პერიოდი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ცოტაა,
მათი აზრით პროგრამის ხანგრძლივობა უმჯობესია იყოს მოქნილი ხოლო
საშეღავათო პერიოდი გაცილებით ხანგრძლივი. ასევე რესპოდენტთა ნაწილი
მიიჩნევდა, რომ სესხის ქვედა ზღვრის დაწევა აუცილებელია, რათა უფრო
საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები განხორციელებულიყო.
გამოკითხული მეწარმეებისთვის სასურველი იქნებოდა სესხის ლარში აღება, რათა
უფრო შეემცირებინათ საწარმოო რისკის დონე. (საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 29)

მეწარმეებისთვის ასევე განხილვის საგანს წარმოადგენს ფინანსურ


კომპონენტში დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მათ კვლევაშიი
აღნიშნეს, რომ ვერ მოახერხეს ხარჯების სწორი გადანაწილება, რამაც შემდგომში
გამოიწვია გარკვეული პტობლემები საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებით. ზოგს
ახალი მასალების შესყიდვა სურდა, ზოგსაც ახალი ხაზის ჩამოყალიბება და
პროგრამა კი არ იძლეოდა საშუალებას ახალი დაფინანსების მოპოვების.
გამოკითხული რესპოდენტები თვლიდნენ, რომ საჭირო იყო გაუთვალისწინებელი
ხარჯებისთვის სარეზერვო ფონდის არსებობა, რომ ამ პრობლემით არ
განპირობებულიყო საქმიანობის შეწყვეტა. (საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 30-31)
გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ საიფორმაციო კანპანიები
შესაცვლელი იყო და მეტი ფოკუსირება იყო საჭირო მიზნობრივ აუდიტორიაზე.
მასობრივად განვრცელებულმა იფორმაციებმა ზედმეტი წარმოდგენა შეუქმნა
მეწარმეებს, რამაც მეტი უკმაყოფილება და ნეგატიური განწყობა გამოიწვია.
სასურველი იქნებოდა, ჩამოყალიბებულიყო ფორუმები ან მსგავსი პლათფორმები
მეწარმეებისთვის მარტივად, რომ მოხერხებულიყო სწორი ინფორმაციის
გავრცელება. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 31)

ქვეყანაში საგადასახადო პოლიტიკის გადახედვაც დადგა დღის წესრიგში,


მეწარმეთა აზრით მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადის
განაკვეთებისა და წესების გადახედვა იქნებოდა სასურველი. რადგან როდესაც მათ
წარმოებისთვის შემოაქვთ დანადგარი უწევთ დღგს გადახდა, არა და წარმოება
შესაძლლოა სულაც ერთი წლის შემდგომ დაიწყონ. მეწარმეთა აზით, სასურველია
შეიცვალოს საბანკო მიდგომა სტარტაპებისთვის, რათა უფრო მეტი კარგი
პროექტის დაფინანსება მოხდეს. მათი აზრით პროგრამის წარმომადგენლები
უფრო მეტად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი საბანკო პროცედურების
გადალახვაში. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 32)

გამოკითხულ რესპოდენტებთა ნაწილის აზრით, გრძელვასიან პერიოდში


„აწარმოე საქართველო“ უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც მეწარმეობის
მხარდამჭერი „ჰაპი“ და კერძო სექტორისთვის გამხდარიყო ძირითადი
საკონტაქტო წერტილი. გამოკითხული მეწარმეები მიიჩნევენ, რომ პროექტის
წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მარტივი იყო, თუმცა სხვა საჯარო
დაწესებულებებთან კომუნიკაცია მეტად რთული. მეწარმეების აზრით პროექტიი
„აწარმოე საქართველოში“ კარგი იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც
ობიექტად რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაუწევდა დახმარებას კერძო
სექტორს. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 32)

გამოკითხულ მეწარმეთა აზრით, უნდა არსებულიყო ერთიანი ელექტრონული


ბაზები, რომლებიც მუდმივად განახლდებოდა. მასში აღრიცხული უნდა
ყოფილიყვნენ, ის მეწარმეები ვინც ბანკსის დაფინანსების მისაღებად მიმართეს და
მათგან უარი ჰქონდათ მიღებული. კარგი იქნებოდა თუ ინფორმაცია
დახარისხებული ყოფილიყო სექტორის, უარის მიზეზის, მოთხოვნილი თანხისა და
ა.შ. დეტალებით. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2016, 33)
მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემიდან კვლევაში აღნიშნულია,
რომ 2015 წლის ბიუჯეტში არსებული შუალედური შედეგები, შეფასების სისტემა და
დეკლარირებული მიმართულებები არ იძლეოდა საშუალებას პროგრამის
შეფასებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამ
მხრივ მნიშვნელოვანი იყო გაწერილი ყოფილიყო ბიუჯეტის, როგორც თვისებრივი
ასევე რაოდენობრივი ინდიკატორები, კონკრეტული დროისა და კონკრეტული
პროგრამის მიხედვით. (საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
2016, 33)

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევა მომზადებულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“


საკრედიტო საგარანტიო სქემის შეფასების მიზნით. კვლევის მიზანია შეაფასოს ამ
სქემის ეფექტური ფუნქციონირება, კვლევის მიზანია გაეცეს ისეთ კითხვებს პასუხი
როგორიც არის: ეფექტურად იხარჯება თუ არა კვლვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი, რა
ეფექტი იქონია ბიზნესს საქმიანობაზე, არსებობდა თუ არა ბენეფიცირებისთვის
რაიმე დამაბრკოლებელი საკითხი პროექტის განხორციელებისას, რა ხარვეზები
არსებობდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში და რის მიხედვით აფინანსებდა
ბანკი არსებულ ბენეფიციარებს. დღესდღეობით არსებობს კამათი იმის შესახებ
ამართლებს თუ არა საკრედიტო-საგარანტიო სქემის არსებობა ქვეყანაში და
შესაძლებელია, თუ არა ამ პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უფრო ეფექტურად
იყოს გამოყენებული? ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკრედიტო ბაზარზე
არსებობს გაარკვეული ხარვეზები.

პირველ შეფასების ობიექტად შეირჩა პროექტის ფარგლებში მონაწილე


ბენეფიციარები. თავდაპირველი მონაცემების მოძიება მოხდა უშუალოდ სააგენტოს
თანხმობით, წერილობითი მიმართვისა და ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე.
სააგენტომ კანონით განსაზღვრულ 10 სამუშაო დღეში დააკმაყოფილა მოთხოვნა
და გამოგზავნა საკრედიტო-საგარანტიო სქემით დაფინანსბეულ ბენეფიციართა სია,
რომელიც მოიცავდა: ბენეფიციარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდსა და
უშუალოდ დაფინანსებულ სექტორს. სულ საქართველოს მთავრობის 2019 წლის
29 მარტის N163 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამა
„საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში 402 ბენეფიციარიდან 2020 წელს
პროექტით ისარგებლა 132_ მა კომპანიამ, 2021 წელს 189 კომპანიამ, ხოლო
უახლესი მონაცემებით 2022 წელს 81_მა კომპანიამ.

კვლევის მეთოდოლოგიად ბენეფიციარების გამოსაკითხად და იმის


გასაგებად თუ რა გავლენა იქონია საკრედიტო-საგრანტო სქემამ მათ ბიზნესზე
შევარჩიე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი კერძოდ კი ანკეტირება, ანკეტირების
კითხვები იყო დახურული. ანკეტირება მონაცემთა შეგროვების გაცილებით მარტივი
და კარგი ინსტრუმენტია, რადგან ზოგავს დროსა და ასევე არც ხარჯებთანაა
დაკავშირებული. ხოლო, დახურული კითხვების სტატისტიკისთვის გამოყენება
გაცილებით მარტივია და ასევე თავიდან გვაცილებს არაზუსტ, თემიდან აცდენილ
პასუხებს. რაც შეეხება კითხვებს, ისინი შევადგინე Google Forms _ ის საშუალებით,
რადგან თანამედროვე აჩქარებული რიტმიდან გამომდინარე რესპოდენტებისთვის
მისთვის დროის გამოყოფა და მაგალითად სმარტფონით მისი შევსება, გაცილებით
მარტივი იქნებოდა. ანკეტირების დროს შესაძლოა რესპოდენტებს ჰქონოდათ
განსხვავებული პასუხები კითხვებზე, ვიდრე სავარაუდო პასუხები ამიტომ ქვემოთ
ველში სავარაუდო პასუხებთან ერთად მითითებულია „სხვა: _____“ ველი, სადაც
მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი განსხვავებული პასუხები. ერთ-ერთ
პრობლემად შესაძლოა ჩავთვალოთ ისიც, რომ თუ რომელიმე რესპოდენტი
შეკითხვის შინაარს ვერ გაიგებდა, უბრალოდ შესაძლოა მოენიშნა ის პასუხი რაც არ
იქნებოდა არავალიდური მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვის დასასრულებლად,
თუმცა მათ ჰქონდათ კვლევის პროცესში ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და
შეეძლოთ ნებისმიერ დროს დამკავშირებოდნენ. მეორეს მხრივ, მე როგორც
მკვლევარი უშუალო შევსების პროცესს ვერ დავაკვირდებოდი და ვერ
განვსაზღვრავდი, კომპანიის რომელი წარმომადგენელი შეავსებდა ინფორმაციას.
კვლევის მიზნებისთვის კი სასურველი იყო კვლევა ფინანსურ მენეჯერს ან უშუალოდ
ამ საკითხში გარკვეულ პირს შეევსო. ამას შესაძლოა გარკვეული გავლენა
მოეხდინა კვლევის სტატისტიკაზე, თუმცა უშუალო კონტაქტის დროს რესპოდენტებს
გარკვეულწილად გავაცანი კვლევის მნიშვნელობა და ასევე მათი კომპანიის
საკრედიტო-საგრანტო სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით თუ ჰქონდათ
ინფორმაცია.

ანკეტა მოიცავდა 40 საკვლევ კითხვას, რომელთაგანაც ზოგიერთი


სავალდებულო ველი იყო, ზოგიც არჩევითი. რესპოდენტებისთვის განკუთვნილი
კითხვები შეძლებისდაგვარად ოთხ ნაწილად დავყავი: 1) ზოგადი ინფორმაცია
კომპანიასა და მისი საქმიანობის შესახებ, 2) პროექტის და მასთან დაკავშირებული
დეტალები, 3) დაფინანსებასთან და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული
გამოცდილება, 4) პროექტში ჩართულობას და მიღებული შედეგი.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მიზნებისთვის საჭიროა განისაზღვროს


პროექტის ეფეტიანი ფუნქციონირება, თუ რა გავლენა იქონია ბიზნესის
ფუნქციონირებაზე, საჭიროდ მივიჩნიე იმ ბენეფიციარების ამოღება სიიდან 2022
წელში მიიღეს მონაწილეობა პროექტის ფარგლებში, რადგან ჩემი აზრით,
ბიზნესისთვის საჭიროა ოპტიმალური დრო, რათა შეფასდეს ამა თუ იმ
გადაწყვეტილებების სისწორე. სექტორებიდან 2020-2021 წლებში სქემით 29
სექტორის ფარგლებში ისარგებლეს, საიდანაც უმეტესი ნაწილი კვების
პროდუქტების წარმოება იყო, ეს კი პანდემიიდან გამომდინარე გასაკვირი არც
არის. აწარმოე საქართველოს მიერ გამოყოფილი დანართი არ მოიცავდა
საკონტაქტო ინფორმაციას, ამიტომაც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ
პირთა რეესტრიდან შეძლებისდაგვარად საკონტაქტო მონაცემის მოპოვება
გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარზე შევძელი სულ საერთო ჯამში 2020-2021
წელს დაფინანსებული ბენეფიცაიარებიდან, რომელთა რაოდენობაც ჯამში 321 _ია
მოვიპოვე 124 კვლევის ობიექტის კორდინატები (მეილები, ტელეფონის ნომრები).

რესპოდენტებს კვლევაში მონაწილეობამდე განემარტათ კვლევის


მნიშვნელობა და მისი მიზნები. ამასთან, რესპოდენტებს შეეძლოთ უარი ეთქვათ
კვლევაში მონაწილეობაზე თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ. ასევე მივაწოდე ინფორმაცია
კვლევის კონფიდენციალურობაზე და ამასთან წინასწარ იყვნენ ინფორმირებული
ანკეტირების საშუალო ხანგრძლივობაზე. შედეგების დამუშავების ეტაპზეც დაცულია
მათი პირადი ინფორმაცია, მონაცემები კი დამუშავდა განზოგადებულად
სტატისტიკისთვის.

ხოლო, რაც შეეხება კომერციული ბანკების თვალით დანახულ საკრედიტო-


საგრანტო სქემას თვისებრივი კვლევისთვის ავირჩიე ერთ-ერთი მსხვილი
კონტრაქტორი, სს თიბისი ბანკის სახით. თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად
პირველ რიგში ავიღე ნებართვა სატელოფონო საუბრით, შემეძლო თუ არა
გავსაუბრებოდი წარმომადგენელს ვინც უშუალოდ ამ სქემასთან მუშაობს.
თანხმობის შემდგომ ფილიალში სამუშაო საათების დროს სს თიბისი ბანკის
წარმომადგენელთან ინტერვიუს სახით გადავწყვიტე ინფორმაციის მოპოვება.
ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე რესპოდენტს ავუხსენი, რომ კვლევისთვის მისი
სახელი გვარი ან პირადი მონაცემები არ იქნებოდა გამოყენებული. ამასთან,
რესპოდენტს შეეძლო ნებისმიერ დროს ეთქვა ინტერვიუზე უარი, ასევე წინასწარვე
იყო ინფორმირებული ინტერვიუს სავარაუდო ხანგრძლივობაზე. ადგილი შეირჩა
რესპოდენტის მიერ. აღნიშნული მეთოდის შერჩევა მოხდა გამომდინარე იქიდან,
რომ გამოირჩევა თავისი მიზანმიმართულებით და ჩანს პიროვნების
დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ამიტომ, ამ შედეგის დროს ჩაკითხვა
მაგალითად: „ასე რატომ ფიქრობთ?“, „თქვენ როგორ მიგაჩნიათ?“, უფრო
შედეგიანია. ასევე ინტერვიუს დროს საუბრის პროცესში შეიძლება წარმოიშვას
ისეთი კითხვებიც, რაც არ იყო განსაზღვრული წინასწარ და რასაც შესაძლოა დიდი
მნიშვნელობა მიენიჭოს კვლევის განხორციელებისას.

ხოლო აწარმოე საქართველოს წერილობით მივმართე კითხვებთან


დააკავშირებით და მონაცემების გამოთხოვის მიზნით.

შედეგები

საქართველოში, ბიზნესს გარემოს განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი


უკავია ქვეყნის ეკონომაში. ამიტომ ყოველი სამთავრობო მისია ძირითადად იწყება
ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივით. მცირე და საშუალო საწარმოები დიდ როლს
თამაშობენ ქვეყნის კეთილდღეობაში. მათ დიდი წვლილი შეაქვთ სამუშაო
ადგილების შექმნასა და გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში. განვითარებად
ბაზრებზე ფორმალური სამუშაო ადგილების უმეტესობა მცირე და საშუალო
ბიზნესზე მოდის, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ 10 სამუშაო ადგილიდან 7 ს
ქმნიან.

დაფინანსების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ზრდის


აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობ ერთ-ერთი
დამაბრკოლებელი ფაქტორია მათთვის. მათ ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა
მიიღონ საბანკო სესხები, ვიდრე მსხვილ ფირმებს, ისინი ძირითადად ეყრდნობიან
შიდა სახსრებს, მეგობრებისა და ოჯახის ფულს.
კვლევის საბოლოვო მიზანს წარმოადგენს, დაადგინოს საკრედიტო-
საგრანტო სქემის ეფექტურობა. ხშირ შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტები მცირე
და საშუალო ბიზნესს არასაკმარისი გირავნობის და ამასთან დაკავშირებული სხვა
ხარჯების გამო არ აძლევენ სესხს ეს კი პრობლემას უქმნის ბიზნესის განვითარებას,
მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და საჭირო დოვლათის შექმნას.

კვლევის ჰიპოტეზები მდგომარეობს შემდეგში: სქემა უმარტივებს ბიზნესს


საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის აღებას, იგი საშუალებას აძლევს ბიზნესს
გაფართოვდეს, შექმნას საჭირო დოვლათი, გაამყაროს ბაზარზე საკუთარი
კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დასაქმებას.

რაოდენობრივი კვლევის შედეგად ნებაყოფლობით კვლევაში მონაწილეობა


33 კომპანიამ მიიღო. მონაცემები დამუშავდა Google Form_ ის მეშვეობით
დიაგრამების სახით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რამდენიმე მონაცემი: კერძოდ, კვლევაში


მონაწილე კომპანიების 100% თვლის, რომ ფინანსებზე შეზღუდული წვდომა
ჰქონდათ და ბანკები/მიკროსაფინანსოები არასაკმარისი/არარსებული გირავნობის
გამო არ აძლევდნენ სესხს. ასევე გამოკითხულთა 94.7% პროცენტმა საკრედიტო-
საგრანტო სქემაში მონაწილეობა ბიზნესის გაფართოებისთის მიიღო.

კითხვაზე მომავალში განახორციელებდნენ თუ არა იმ პროექტებს, რაც


სესხის დახმარებით გააკეთეს 31.6% _ მა პროცენტმა უპასუხა რომ არა ხოლო 42.1
% არ იცის ზუსტი პასუხი, დარჩენილი 26.3% _მა კი დადებითად უპასუხა კითხვაზე.
26.3% იდან კი კითხვაზე რამდენხანში განახორციელებდნენ პროექტში
მონაწილეობის გარეშე ამ ცვლილებებს 83.3 % უპასუხა, რომ 2-5 წელში
შუალედში, ხოლო 8.3 % უპასუხა 1-2 წელში, ხოლო ასევე 8.3 % უპასუხა 5-10
წელში. (იხ.დიაგრამა #1)
დიაგრამა
#1

გამოკითხული რესპოდენტებიდან კითხვაზე გაუჭირდათ თუ არა სესხის


დაფარვა 76.3 % თვლიდა რომ არაა, ხოლო დარჩენილი 23.7 % _ ის სესხის
დაფარვის პრობლემას შემდეგნაირად ხსნის: 88.9 % თვლის, რომ პანდემიიდან
გამომდინარე, 22.2% ფიქრობს, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, 11.1%
_ის აზრით შემცირებული გაყიდვების გამო, ხოლო 22.2 % _ის აზრით
ეკონომიკურად არასტაბილური გარემოს გამო. (იხ.გრაფიკი #1)

გრაფიკი
#1

რესპოდენტებიდან კითხვაზე, გაიზარდა თუ არა მათი საწარმოს


მომგებიანობა 94.7 % უპასუხა დადებითად, ხოლო 5.3 % უმნიშვნელოდ. (იხ.
დიაგრამა #2)
დიაგრამა
#2

ხოლო, რაც შეეხება ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას რესპოდენტების


94.7 % თვლის, ბაზარზე მათი ბიზნესის კონკურენცია გაიზარდა, ხოლო 5.3 % ს
მიაჩნია რომ ეფექტი არ მომხდარა. (იხ.დიაგრამა #3)

დიაგრამა
#3

რაც შეეხება ბრენდის ცნობადობას აქ საქმე სხვაგვარადაა და გამოკითხულ


რესპოდენტთა 68.4 % _ის აზრით მათი ბრენდის ცნობადობა საზოგადოებაში
გაიზარდა, 23.7 % არ იცის, 7.9 % _ ის აზრით კი მდგომარეობა არ შეცვლილა
(იხ.დიაგრამა #4)
დიაგრამა
#4

კომპანიის ბრუნვასთან დაკავშირებით რესპოდენტების 60.5% _ის აზრით


მათი ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა 30%-40% _ ის შუალედში, ხოლო 21.1 % _ის
აზრით 20%-30% _ის შუალედში, 10.5 % _ის აზრით 40%-50%_ის შუალედში,
რესპოდენტების 5.3 % ფიქრობს, რომ მათი კომპანიის ბრუნვა გაიზარდა 5%-10% _
ის შუალედში, ხოლო 10%-20% ბრუნვის ზრდა დააფიქსირა რესპოდენტების 2.6%.
(იხ.დიაგრამა #5)

დიაგრამა
#5

საოპერაციო მოგებასთან დაკავშირებით რესპოდენტების 47.4% _ის აზრით


მათი მოგება გაიზარდა 30%-40% _ ის შუალედში, ხოლო 18.4 % _ის აზრით 20%-
30% _ის შუალედში, 21.1 % _ის აზრით 40%-50%_ის შუალედში, რესპოდენტების
5.3 % ფიქრობს, რომ მათი კომპანიის მოგება გაიზარდა 5%-10% _ ის შუალედში,
ხოლო 10%-20% ზრდა დააფიქსირა რესპოდენტების 7.9% (იხ.დიაგრამა #6)
დიაგრამა
#6

აქტივების ზრდასთნ დაკავშირებით რესპოდენტების 55.3% _ის აზრით მათი


მოგება გაიზარდა 30%-40% _ ის შუალედში, ხოლო 15.8 % _ის აზრით 20%-30%
_ის შუალედში, 15.8 % _ის აზრით 40%-50%_ის შუალედში, რესპოდენტების 7.9 %
ფიქრობს, რომ მათი კომპანიის აქტივები გაიზარდა 5%-10% _ ის შუალედში,
ხოლო 10%-20% ზრდა დააფიქსირა რესპოდენტების 5.3%. (იხხ.დიაგრამა #7)

დიაგრამა
#7

საკრედიტო-საგრანტო სქემის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სამუშაო


ადგილების ზრდის ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესში. ამ მხრივ კი
რესპოდენტების პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. გამოკითხულ
რესპოდენტთა 44.7 %_მა გაზარდა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 10-20
მდე შუალედში, ხოლო 21.1% _მა 20-30 მდე შუალედში, 1-10 მდე შუალედში 28.9
% _მა და 5.3 % ბიზნესმა საერთოდ არ გაზარდა.(იხ.დიაგრამა #8)
დიაგრამა
#8

სესხის მიზნობრივი და გონივრული გამოყენება ბიზნესისთვის


მნიშვნელოვანია და ასევე ამ სქემის პრიორიტეტს წარმოადგენს, რესპოდენტების
84.2% პროცენტის აზრით მათმა ბიზნესმს სესხი ეფექტურად გამოიყენა, ხოლო
18.4 % _ის აზრით ნაწილობრივ. (იხ.დიაგრამა #9)

დიაგრამა #9

გამოკითხული რესპოდენტების 84.2 % ს არ დასჭირვებია დამატებითი ფინანსების


მოძიება. ხოლო 15.8% ს დასჭირდა. (იხ.დიაგრამა #10)
დიაგრამა
#10

რაც შეეხება საკრედიტო პროდუქტებს სქემის გარეთ ფინანსური ინსტიტუტებისგან


შეთავაზებულს, გამოკითხულ რესპოდენტთა 50 %- მა მიიღო შეთავაზება
დამატებით საკრედიტო შეთავაზებებზე, ხოლო 50 % _ს არ მიუღია შეთავაზება.
(იხ.დიაგრამა #11)

დიაგრამა
#11
კითხვაზე რამდენად ეფექტური იყო რესპოდენტებისთვის საბოლოო ჯამში ამ
სქემაში მონაწილეობა, 5 ბალით აფასებს 78.9 %, რომ ნამდვილად კარგი ეფექტი
ჰქონდა, 4 ბალით 15.8%, ხოლო 5.3 % 3 ბალით აფასებს. (იხ. გრაფიკი #2)

გრაფიკი #2

სს თიბისი ბანკის თვისებრივი კვლევის შედეგები გამოიყურება


შემდეგნაირად: კითხვაზე თუ, რამდენად ხშირად მიმართავენ ამ სქემით
სარგებლობისთვის ბიზნესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში
წინა წელთან შედარებით ამ სქემით დაინტერესება გახშირდა და ბოლო ბიზნესს
განაცხადებიდან საშუალოდ 100 განაცხადში 7_ს საკრედიტო-საგრანტო სქემით
სარგებლობა სურს.

სს თიბისი ბანკი განაცხადს ამ სქემით სარგებლობისთვის მითითებულ


კრიტერიუმებს მიყვება, ასევე ამოწმებს ბიზნესის სიჯანსაღეს როგორ აქვთ
დალაგებული კომპანიაში ფინანსები და მენეჯმენტი, რამდენად გამჭირვალეა
კომპანია.

კითხვაზე გასცემდნენ თუ არა სესხს ბიზნესზე საკრედიტო-საგრანტო სქემაში


მონაწილეობის გარეშე, წარმომადგენელმა უპასუხა, რომ შესაძლოა გაეცათ
ოღონდ მცირე რაოდენობით ან შესაძლებელია საერთოდ არა, რადგან
უზრუნველყოფა არ ექნებოდათ. ასევე იმის პასუხად, შესთავაზებნენ თუ არა სესხს
იმ ბენეფიციარებს ვინც უკვე დაამთავრეს სსესხით სარგებლობა, პასუხად მივიღეთ
ის, რომ როდესაც დაასრულებდნენ სესხით სარგებლობას და იქნებოდნენ კარგი
გადამხდელები, ავტომატურად საკრეედიტო ისტორიაც კარგი ქნებოდათ და
შემდგომში სესხით ან სხვა საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის მეტი შანსი
ქენებოდათ.

რაც შეეხება მონიტორინგს, რომელსაც სესხის მიზნობრიობის


შესამოწმებლად ატარებენ, მონიტორინგი უგზავნის ბანკებს სიას შესამოწმებლად
და ბანკის წარმომადგენლის მიერ ხდება დაკავშირება და ამ საკითხის
გამოკვლევა.

აწარმოე საქართველოს წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაციით, კი


დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში გადეფოლტდა ერთი სესხი.
ამასთან, ბანკის მიერ სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოიჭრა 207,672.39 ლარი.

შედეგების ინტერპრეტაცია

Წარმოდგენელი შედეგებიდან გამომდინარეშ რთულ დასანახს არ


წარმოადგენს ბიზნესისთვის ამ სქემაში მონაწილეობის მნიშვნელობა.
Შესაძლებელია სქემაში მონაწილეობის გარეშე მათ ის პროექტები,
რომლებიც მისი საშუალებით განახორციელეს ვერც გაეკეთებინათ ან წლები
დასჭირვებოდათ. ეს კი საკმაოდ რთული პროცესია, რადგან გამომდინარე
ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური
გარემოდან.

Ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკრედიტო-საგრანტო სქემა ახალ


ბიზნესებსაც ეხმარება მინიმუმ 6 თვის დაარსებული მაინც უნდა იყვნენ.
Შედეგებიდან ჩანს, რომ კვლევაში მონაწილე საწარმოების საქმიანობა
ძირითადად კვების პროდუქტების წარმოებაა, რაც არც არის გასაკვირი,
რადგან პანდემიიდან გამომდინარე საჭირო გახდა კვების სხვა სერვისების
ჩამოყალიბება და მომსახურების მაქსიმალურად გადისტანციურება.

Რესპოდენტების უმეტესობას, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე არ


გაჰქონდა, თუმცა მათ გარკვეულ ნაწილს გეგმაში ჰქონდა, რაც არ არის ცუდი
შედეგი თუ გავითვალისწინებთ ბიზნესის ზომას. Გამოკითხულ რესპოდენტთა
უმეტესობამ ამ პროექტის შესახებ უშუალოდ “აწარმოე საქართველოს”
ოფიციალური საიტიდან გაიგო, რაც კარგია რადგან ჩანს დაინტერესება
სამთავრობო შეთავაზებებით.

Რესპოდენტების უმეტესობა თვლის, რომ პროგრამის ფარგლებში არ


ყოფილა დისკომფორტი რაც ხელს შეუშლიდათ. მათმა ნაწილმა ახსენა
ბანკებთან კომუნიკაციის პრობლემა და ინფორმირებულობის
ნაკლებობა,რაც შეძლებისდაგვარად უნდა გამოსწორდეს.

Რესპოდენტებისგან უმეტესობა თვლის, რომ მათი ბიზნესის


მომგებიანობა, კონკურენტუნარიანობა და ბრენდის ცნობადობა სქემაში
მონაწილეობის შემდეგ გაიზრადა. Მათგან უმეტესობის აზრით მათი აქტივები,
კომპანიის ბრუნვა და საოპერაციო მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულთა, რაოდენობამ იმატა დაფინანსებულ
ბენეფიციარებში იმატა, რაც ძირითადი მიზანია ყველა სამთავრობო
ხელშეწყობის.

Მათი უმეტესობა თვლის, რომ აღებული სესხი ეფექტურად გამოიყენეს


და უშუალოდ დამგარი შედეგი შეესაბამებოდა მოლოდინს. Ძალიან კარგია იმ
ფაქტის აღნიშვნაც, რომ მათ უმეტესობას დამატებითი ფინანსების მოძიება
აღარ დასჭირვებია, Ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს აღებული სესხის
მნიშვნელობას მათი ბიზნესისთვის.

Დამატებით ფინანსური ინსიტუტებიდან მიღებული შეთავაზება 50% _ია


ეს არც თუ ისეთი ცუდი შედეგია გამომდინარე, ბანკების რისკისა და
პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს რომ ეს ბიზნესები თავს
კარგად ართმევდნენ სესხის დაფარვას და მათი საკრედიტო ისტორიაც
უმჯობესდებოდა. Მომავალში ამას კი ბიზნესისთვის კარგი შედეგი ექნება.
Შედეგები ცხადყოფს, რომ ამ სქემით სარგებლობა ბიზნესისთვის
მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. Თავის მხრივ, მომავალზეც იმოქმედებს
რადგან თიბისი ბანკის წარმომადგენლის თქმით თუ სესხის დაფარვას
ყოველგვარი ვადაგადაცილებებისა და სხვა ხარვეზების გარეშე შეძლებენ,
მომავალში მიიღებენ გაუჯობესებულ საკრედიტო შეთავაზებებს.
Პროექტის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სესხი გადეფოლტდა რაც
მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესი სერიოზულად უდგება ფინანსების მოძიების
ამ წყაროს.

Კვლევის შეზღუდვებს რაც შეეხება, კვლევა ჩატარდა 2020-2021 წლებში


დაფინანსებულ ბენეფიციარებს შორის. Კვლევაში არ ვხვდებით 2022 წლის
ბენეფიციარებს. Ასევე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებასთან
დაკავშირებულ ხარვეებს, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის
ბენეფიციარების საკონტაქტოს მოძიება შევძელი, ამას მცირე შედეგის
მოხდენა კვლევაზე გარკვეულწილად შეეძლო.

Დასკვნა

Მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი


მამოძრავებელი ძალაა, ამიტომაც მთავრობა ხელს უწყობს მათ
განვითარებას სხვადასხვა რეგულირებებითა თუ სამთავრობო პროგრამებით.
Სახელმწიფო საფინანსო-საგრანტო სქემის მიზანნიც ბიზნესის
ხელშეწყობაა, ისეთი მცირე და საშუალო ბიზნესის ვისაც უზრუნველყოფა არ
გააჩნია და ამიტომ არ შეუძლია საკუთარი ბიზნესის გაფართოვება.
Საფინანსო-საგრანტო სისტემა ცდილობს ხელი შეუწყოს, დოვლათის
წარმოებას , მათი კონკურენციის გაზ რდასა და უფრო მეტ ი ადამიანის
დასაქმებას ქვეყანაში.

Სქემამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათი ბიზნესის


განვითარებაზე, შედეგებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მათი აქტივები,
საბრუნავი კაპიტალი და საოპერაციო მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Ხელი შეუწყო Დაასაქმებისა და წარმოების გაზრდაში.

Ასევე მომავალისთვის კარგი გადამხდელებისთვის გაუმჯობესდება


საკრედიტო ისტორია და მათი ნდობა საფინანსო ინსტიტუტებისთვის
გაცილებით მარტივი იქნება. Გამოკითხულ ბენეფიციარების 50% _მა უკვე
მიიღო შეთავაზება ამასთან დაკავშირებით.

Გამოკითხული ბენეფიციარების უმეტესობა თვლის, რომ სქმემამ


მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა მათ ბიზნესზე და მის გარეშე
შესაძლოა საერთოდ არ განეხორციელებიანათ ეს პროექტები ან თუ
განახორციელებდნენ ამას წლები დასჭირდებოდა. Თავისმხრივ ფინანსურ
ინსტიტუებსაც რისკის გაწევისკენ თამამად უბიძგა, მომავალში კი უფრო
კარგი შედეგი შესაძლოა ჰქონდეთ, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ ნდობის
გაღრმავებით. Ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს დანაკარგი უმცირესი იყო, ამ
ნდობამ კი შეგვიძლია მიგვიყვანოს უფრო თამამ გადაწყვეტილებამდე,
როგორც ბიზნესის ჭრილში ასევე საფინანსო კუთხითაც. საბოლოო ჯამში,
სქემა ნამდვილად ეფექტური ამოჩნდა მონაწილე ბიზნესისთვის.

Მომავალში რეკომენდაციის სახით, კარგი იქნება თუ ამ პროექტთან


დაკავშირებით იქნება მუდმივი კონტაქტი მეწარმეებთან, რადგან ბევრმა
სავარაუდოა არ იცის, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საკუთარ ბიზნესს,
ასევე ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს ხშირი და უწყვეტი. ჩემი აზრით
კარი იქნება თუ ჩატარდება ხშირი გამოკითხვები საკრედიტო-საგრანტო
სქემასთან დაკავშირებით რა ხარვეზები იყო ბიზნესისთვის რამაც ცუდი
გავლენა მოახდინა. ასევე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ხშირი კონტაქტი იქნება
ბიზნესსა და ამ სქემის წარმომადგენლებს შორის ჩატარდება ტრენინგები
ბიზნესის განვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების გაცნობის
მიზნით.
ლიტერატურის მიმოხილვა

Alessandrini Michele, Alessandro Valenza, Andrea Gramillano, Chiara Zingaretti,


Sabine Zillmer, Frank Holstein and Giacomo Salvatori (Spatial Foresight), with
contributions from Erich Dallhammer, Mailin Gaupp-Berghausen and Martyna
Derszniak (ÖIR). 2019. EU policy framework on SMEs: state of play and challenges.
Europe: European Committee of the Regions

https://cor.europa.eu/en/engage/studies/Documents/EU-SMEs/EU-policy-SMEs.pdf
(30.05.2022).

Office of the unite stade trade representative. 2022. Small Business. America:
Executive Office Of The President.

https://ustr.gov/trade-agreements/free-trade-agreements/trans-pacific-
partnership/tpp-chapter-chapter-negotiating-8 (30.05.2022).

გოგიაშვილი, ოთარ. 2013. მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი


გადაჭრის გზები საქართველოში, სადოქტორო დისერტაცია, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
https://atsu.edu.ge/images/pdf/disertaciebi/disertacia_gogiashvili.pdf
(30.05.2022).
Songling Yang, Muhammad Ishtiaq, Muhammad Anwar and Hamid Ahmed. 2018.
The Role of Government Support in Sustainable. China:MDPI

https://www.mdpi.com/2071-1050/10/10/3495/pdf#:~:text=The%20results
%20indicate%20that%20government,government%20support%20and%20firm
%20performance (30.05.2022)

European Entrepreneurial Region (EER). 2022. About European Entrepreneurial


Region (EER)

https://cor.europa.eu/en/engage/Pages/european-entrepreneurial-region.aspx
(30.05.2022)

Vienna Initiative. 2014. Credit Guarantee Schemes for SME lending in Central, Eastern
and South-Eastern Europe. The Vienna Initiative Working Group

https://www.eib.org/attachments/efs/
viwg_credit_guarantee_schemes_report_en.pdf (30.05.2022)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თბილისი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
http://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/
sme_development_strategy_2021_2025_.pdf (30.05.2022)

საქართველოს მთავრობა. 2019. საქართველოს მთავრობის დადგენილება N163.


თბილისი: საქართველოს მთავრობა
https://programs.gov.ge/uploads/attached_files/5f3be542229ad.pdf
(30.05.2022)

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასიციაცია. 2016. სახელმწიფო


პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული წახალისების კომპონენტის
შეფასების ანგარიში. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასიციაცია
http://www.economists.ge/storage/uploads/publication/1606090634585baa.pdf
(30.05.2022)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2022. საწარმოთა საქმიანობის
შედეგები (2021 წლის IV კვარტალი). თბილისი: საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
https://www.geostat.ge/media/43687/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%
83%91%E1%83%98-%282021-%E1%83%AC%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1-IV-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%29.pdf
(30.05.2022)

Green, Anke. 2003. Credit Guarantee Schemes for Small Enterprises: An Effective
Instrument to Promote Private Sector-Led Growth?. US: UNITED NATIONS
INDUSTRIAL DEVELOPMENT ORGANIZATION

https://www.unido.org/sites/default/files/2007-11/18223_PSDseries10_0.pdf?
fbclid=IwAR2UKzBFEW6BdI3PZ0czH1LZWxOrgCFcYpR7twsgThRwPJmeAWr54uj
aQp0 (30.05.2022)

You might also like