You are on page 1of 16

მცირე ბიზნესი და მეწარმეობა

ძირითადი საკითხები
აღნიშნული თავის წაკითხვის შემდგომ თქვენ შეძლებთ:
1. განსაზღვროთ თუ რა არის მცირე ბიზნესი და შეისწავლოთ ის ეკონომიკური
სექტორები სადაც მცირე ბიზნეს საქმიანობა მიზანშეწონილია;
2. გაიგოთ მეტი იმის შესახებ თუ რატომ იწყებენ საზოგადოების გარკვეული
ჯგუფები მცირე ბიზნესს, რატომ არიან ისინი წარმატებულნი ან პირიქით;
3. შეისწავლოთ მცირე ბიზნესის მნიშვნელობა ეკონომიკურ განვითარებაში;
4. აღწეროთ მცირე ბიზნესის ძირითადი უპირატესობები და ნაკლოვანებები;
5. შეისწავლოთ საქართველოში არსებული კანონმდებლობა, რომელიც
არეგულირებს მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

რატომ მცირე ბიზნესი?

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მთავარ მამოძრავვებელ ძალას სწორედ მცირე


ბიზნესი წარმოადგენს. ალბათობა იმისა დიდა, რომ აშშ-ში სამსახურის მაძიებელი იპოვის
სამსახურს სწორედ მცირე ბიზნესში დასაქმდება ან თავად დაიწყებს სამეწარმეო საქმიანობას.
აღნიშნული თავი დაგეხმარებათ, რომ გახდეთ კარგი დასაქმებული ან/და წარმატებული
მეწარმე.

ცნობილია, რომ სამეწარმეო საქმიანობის უმრავლესობა იწყება მცირე ბიზნესით და იმ


შემთხვევაში თუ ორგანიზაცია შეძლებს ფუნქციონირებას, იგი რჩება კიდეც მცირე ბიზნესად.
აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნეს სექტორი მსოფლიო ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს
პროცენტულ წილს იკავებს - როგორც დამსაქმებლები, მომწოდებლები, გადასახადის
გადამხდელები და სხვა.

აღნიშნულ თავში, მცირე ბიზნეს საქმიანობას არ განვიხილავთ, როგორც მოცემულობას,


არამდე პირიქით, დავიწყებთ რა შესწავალას, თუ როგორ იქმნება მცირე ბიზნეს სექტორი,
ვისაუბრებთ მის განვითარებაზე და იმ ინდუსტრიულ სექტორებზე რომლებიც
მიმზიდველია მცირე ბიზნესისთვის. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ მცირე ბიზნესის
დადებით და უარყოფით მხარეებზე, თავის ბოლოს განხილული იქნება საქართველოში
მოქმედი კანონმდებლობა რომელიც არეგულირებს მცირე ბიზნეს საქმიანობას.

მცირე ბიზნესის არსი


ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სააგენტო (SBA) მცირე
ბიზნეს განმარტავს როგორც, ,,საქმიანობას რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე
და არ არის დომინანტი შესაბამის ბაზარზე“, თუმცა საინტერესოა თუ რამდენად პატარა
უნდა იყოს ორგანიზაცია, რომ იგი ზეგავლენას არ ახდენდეს ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა აბსოლიტურად დამოკიდებულია იმ ინდუსტრიაზე რომელშიც იგი ოპერირებს. SBA -
მ განსაზღვრა მცირე ბიზნეს საქმიანობის სტატუტის მინიჭების ძირითადი კრიტერიუმები
კონკრეტული ეკონომიკური სექტორის შესაბამისად, რომელიც N1 ცხრილშია
წარმოდგენილი. სააგენტო ყოველწლიურად ახდენს აღნიშნული სიის გადახედვად და
საჭიროების შემთხვევაში ახდენს მის კორექტირებას.

ცხრილის მიხედვით აღმოვაჩენთ, რომ წლიური გაყიდვები ერთი შეხედვით შეიძლება


რამდენიმე მილიონ დოლარსაც კი შეადგენდეს, რაც გვაფიქრებს იმაზე, რომ თუ
ორგანიზაციას წლიური გაყიდვები ან შემოსავალი მაგალითად აქვს ერთი მილიონი
დოლარი, როგორ შეიძლება ის განიხილებოდეს როგორც მცირე ბიზნესი? კითხვაზე პასუხს
SBA-ას ინსტურქციებში ვიპოვით, რომლის მიხედვითაც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს
წლიური გაყიდვების/შემოსავლის მოცულებას, მთავარია რომ იგი იყოს ბაზარზე არსებული
საერთო გაყიდვების/შემოსავლის მოცულობის მცირე ნაწილი.
ცხრილი N1

მცირე ბიზნესის სტანდარტი აშშ-ში, შემუშავებული წლიური გაყიდვების ან/და


დასაქმებულების, შემოსავლების მიხედვით.

ეკონომიკური სექტორი სტანდარტი


მანუფაქტურა, მრეწველობა 500 დაქირავებული
საბითუმო ვაჭრობა 100 დაქირავებული
სოფლის მეურნეობა $750,000
საცალო გაყიდვა $7 მილიონი
მძიმე კონსტრუქცია $ 33,5 მილიონი
სპეციალური სავაჭრო საქმიანობა $14 მილიონი
სამოგზაურო სააგენტოები $3,5 მილიონი
ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, გარდა: $7 მილიონი
არქიტექტურა, ინჟინერია და კვლევა $4,5 მილიონი
მშრალი რეცხვა და მასთან დაკავშირებული
სერვისი $4,5 მილიონი

მცირე სამეწარმეო საქმიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ს ეკონომიკისთვის,


კონკრეტულად, კი მცირე ბიზნესი:

წარმოადგენს 99,7%-ს საერთო ბიზნეს საქმიანობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ასაქმებს საერთო დასაქმებულთა 50%-ზე მეტს;

ქმნის სამუშაო ადგილების 65%-ს

ასაქმებს დასაქმებულთა 43%-ს მაღალტექნოლოგიუ სფეროში;

აწარმოებს 16,5 ჯერ მეტ დაპატენტებულ პროდუქტს, ვიდრე დიდი ბიზნესი;

მცირე ბიზნესის სექტორი


ამერიკის შეერთებულ შტატებში მცირე ბიზნესის დაფუძნებას საშუალოდ სჭირდება 5-6
დღე, რეგისტრაციის თანხა კი დაახლოებით 600$ შეადგენს. ბიზნესის რეგისტრაციისთვის
აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გავლა როგორიდა, ბიზნესის სახელწოდება, საგადასახადო
ნომრის მინიჭება, სხვადასხვა სახის სადაზღვევო სისტემების შედგენა და ა.შ. თუმცა
იაპონიაში მაგალითად, იგივე ტიპის ოპერაცა მოითხოვს საშუალოდ 3,500 აშშ დოლარს, 31
დღეს და 11 განსხვავებული პროცედურის გავლას.
ნათელია, რომ ბიზნეს რეგისტრაციის კუთხით აშშ ბევრად უფრო თავისუფალი ქვეყანაა,
ამასთან ერთად ამერიკაში დაახლოებით 27,9 მილიონი ბიზნესი არსებობს, რომელთაგანაც
მხოლოდ 18,500 შეგვიძლია მივიჩნიოთ მცირე ან დიდი ზომის საწარმოდ.

ბოლო ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია მცირე ბიზნესის დაფუძნებისკენ


ინტერესი, უკანასკნელი წლებში მხოლოდ აშშ-ში 49%-ით არის გაზრდილი მცირე ბიზნესის
რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ახლადდაფუძნებული მცირე ბიზნესის 69%-ი


ახერხებს გადარჩენას პირველი ორი წლის განმავლობაში, საშუალოდ 50%-ი ოპერირებს
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მხოლოდ 31 პროცენტი ახერხებს ფუნქციონირების
გაგრძელებას კიდევ მომდევნო ათი წელი. ძირითადი მიზეზები თუ რატომაც ვერ ახერხებს
მცირე ბიზნესი ბაზარზე ოპერირებას მოკლევადიან ან თუნდაც გრძევადიან პერიოდში არის
ის რომ, ძირითადად ასეთი ტიპის საწარმოები ვერ ახერხებენ დროის გაკრვეულ პერიოდში
კონკრენტუნარიანობის შენარჩუნებას.

ეკონომიკური სექტორები რომლებიც მიმზიდველი მცირე ბიზნესისთვის


ზოგიერთ ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყება და თავის დამკვიდრება თავიდანვე უზარმაზარ
საწყის კაპიტალთან და ინვესტიციასთანაა დაკავშრებული. მაგალითად, საავტომობილო
წარმოება.

სამაგიეროდ, არის რიგი დარგებისა, რომლებიც მიმზიდველია მცირე ბიზნესისთვის სწორედ


იმიტომ რომ მცირე საწყისი ინვესტიცია და სპეც უნარი/ცოდნაა საჭირო. ეს არის სწრაფად
განვითარებადი,მზარდი ინდუსტრიები, მაგალითად ამბულატორიული მომსახურების
სერვისი. საქმის წამომწყები ადამიანი , რომელიც ამავედროს მცოდნეა და გარკვეული
გამოცდილებაც აქვს, ირჩევენ დარგებს რომლებსაც ისინი გარკვეულწილად უკვე იცნობენ.
შესაბამისად, ჩვენ მათ ვხვდებით ყოველდღე: ისინი ჩვენს გარშემო ყიდიან ყვავილებს, ყავას,
საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს.. ხსნიან სასწავლო ცენტრებს, სალონებს, კაფეებს..
მოჰყავთ ესა თუ ის პროდუქტი.. ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას უძრავი ქონების,
ტურისტული სერვისებისა თუ სამშენებლო სექტორებში.

ადამიანები მცირე ბიზნესში: მეწარმეები


მეწარმეობა ეს არის უნარი და სურვილი განავითარო, ორგანიზება გაუწიო და მართო
ბიზნესი, გასწიო რისკი იმისათვის რომ მიიღო სარგებელი. ამის ნათელი მაგალითია, ახალი
ბიზნესის დაწყება. ეკონომიკურ მეცნიერებაში მეწარმეობა მოიაზრება, როგორც მიწის
(ბუნებრივი რესურსების), შრომის და კაპიტალური რესურსებით მოგების ანუ სარგებლის
მიღება. მეწარმეობაში მთავარ საყრდენს წარმოადგენს მეწარმეული სულისკვეთება
(სპირიტი), რომელიც ხასიათდება ინოვაციურობით და რისკის გაწევით, ეს კი არის
ადამიანთა უნარი წარმატებას მიაღწიოს ცვალებად და მზარდ კონკურენტულ გლობალურ
ბაზრებზე.
მეწარმე კი, ეს არის პირი, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ინიციატივას, ორგანიზებას უწევს
რისკიან წამოწყებას, რათა ჰქონდეს სარგებლის მიღების ალტერნატივა და ღებულობს
გადაწყვეტილებებს: რა, როგორ და რამდენი საქონელი და მომსახურება აწარმოოს. მეწარმე
არის რისკის გამწევი – ანუ მას აქვს კაპიტალის რისკი, მონიტორინგს უწევს და
აკონტროლებს ბიზნეს აქტივობას.

მეწარმის სხვა პიროვნული თვისებებია: დამოუკიდებლობა, სურვილი განსაზღვროს თავისი


ბედი თვითონ, მზაობა იპოვოს და მიიღოს გამოწვევები, და მოტივაცია.

რაც შეეხება ქალების ჩართულობას: 2013 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ


შტატებში მოსახლეობის 51% ქალია, მათგან 30% ს აქვს თავისი მცირე ბიზნესი; ქალებს
ეკუთვნით საოჯახო ბიზნესების (უფრო კონკრეტულად, სახლში დაფუძვნებული
ბიზნესების) 66%. მათ (7,8 მილიონი ბიზნესი, რომელიც ქალებმა დააფუძვნეს) შექმნეს 7,6
მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი და გაყიდვებში მიაღწიეს $1,2 ტრილიონს.

მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი მეწარმეების რიცხვი დღითიდღე იზრდება და


უპრეცენდენტოა, ეს მაინც დაკავშირებულიამრავალ დაბრკოლებასთან მაგალითად ,
რთულია დააბალანსო სოციალური ცხოვრება, განათლების მიღება და საკმაოდ
შრომატევადი საქმე. უმრავლესობა ამას თავს არიდებს და საკუთარ ბიზნესს იწყებს
ეტაპობრივად, კარიერულ გზაზე დაგროვებული გამოცდილების, ცოდნისა და
შესაძლებლობების დაგროვების შემდეგ უმეტესწილად 24დან 40 წლამდე. თუმცა, არიან
ადამიანები ვინც ამას ახერხებენ ადრეულ ასაკშიც უმეტესად მოთმინებისა და მონდომების
ხარჯზე.

მცირე ბიზნესის მნიშვნელობა ეკონომიკაში.


ფორდ მოტორ კომპანი (ინგლ. Ford Motor Company), კომპანია „ფორდი“ — ამერიკული
მულტინაციონალური კორპორაცია, რომელსაც ეკუთვნის მრავალი ინოვაცია
ავტოწარმოებაში,ერთი ადამინის წამოწყებული ბიზნესია. ჰენრი ფორდის მაღალი
წარმადობის ქარხნების, მაღალანაზღაურებადი მუშებისა და დაბალი ფასების კომბინაციამ
რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიულ წარმოებაში. როგორც ქსეროქსი, ასევე, პოლაროიდი,
ორივე მცირე ბიზნესით დაწყებული კორპორაციებია. 1963 წლიდან ამერიკის პრეზიდნტი
ყოველ წელს აცხადებს ნაციონალურ მცირე ბიზნესთა კვირას, რათა ხაზი გაესვას მცირე
ბიზნესების წვლილს ქვეყნის ეკონომიკაში.

მცირე ბიზნესები არის თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნიკის ინოვაციების საბადო.


მეოცე საუკუნის გამოგონებების ნახევარზე მეტი ინდივიდუალური გამომგონებლებისა და
მცირე ბიზნესების მიერ არის შემუშავებული: კონდინციონერი, თვითმფრივნავი,
ვერტმფრენი, პერსონუალური კომპიუტერი, FM რადიო, გულის სარქველი და მრავალი სხვა..
მცირე ბიზნესები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. მცირე ბიზნესში დასაქმებულები ხშირად
არიან ახალგაზრდა ან შუაასაკს გადაცილებული ხალხი, ვისაც აქვს მოტივაცია და უჭირს
სამსახურის მოძოება; ასევე, მცირე ბიზნესში მომუშავეები ხშირად სარგებლობენ ნახევარ
განაკვეთზე მუშაობის პრივილეგიით.უფრო მეტიც, სტატისტიკურად, მომუშავეთა 67% ის
პირველი სამსახური სწორედ მცირე ბიზნესში იყო, სადაც გამოიმუშავეს სააზისო სამუშაო
უნარებიც.

მცირე ბიზნესები ხელს უწყობენ კონკურენტული გარემოს შექმნას და ხშირად დიდი


კომპანიების პოლიტიკის ცვლილებასაც კი ახერხებენ.

მცირე ბიზნესის უპირატესი მხარეები


პირადი ურთიერთობები თანამშრომლებთან თუ მომხმარებლებთან, ყველა დაინტერესებულ
მხარესთან. დაინტერესებული მხარე შეიძ₾ება იყოს თანამშრომელი, მომხმარებელი,
მყიდველი,კონკურენტი, სამთავრობო თუ საბანკოსექტორი, ა.შ.

ცვლილებების მიღების უნარი- როცა შენი თავის უფროსი ხარ, თავად მართავ ბიზნესს, როცა
სხვისი ნებართვა არ გჭირდება, ცვლილებების განხორცილება უფრო მარტივია, ნაკლებ დროს
მოითხოვს და ბიზნესიც უფრო მოქნილია. უმრავლესობისთვის დამოუკიდებლობა არის მთავარი
უფირატესობა, წამოიწყოს ბიზნესი, არ ეშინოდეს გათავისუფლების თუ ცუდი სამუშაო
პირობების.

სხვა უპირატესოებები ემთხვევა ინდივიდუალური მეწარმეობის სარგებელს: მოგება არავისთან


არაა გასაყოფი, ბიზნესის დაწყების სიმარტივე და შედარებით მცირე ხარჯები, ბიზნეს
ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა.

მცირე ბიზნესის უარყოფითი მხარეები


დამარცხების რისკი ყოველთვის არსებობს ბიზნესში, განსაკუთრებით მისი დაწყებისას:
დაახლოებით 50% გადარჩება და დაგრძელებს განვითარებას პირველი 5 წლის განმავლობაში.
ხშირად პატარა, ახალგაზრდა ბიზნესები ფინანსური რეცესიების მსხვერპლი ხდებიან, რადგან არ
აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები, მარაგები.

შეღუდული პოტენციალი იშვიათ შემთხვევაში ეძლევათ მცირე ბიზნესებს განვითარებისა და


გაზრდის შესაძლებლობა; ხშირად მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი საკმარისია
ინდივიდისა და მისი ოჯახის სარჩენად, როცა გარკვეული უნარი ვაქციეთ შემოსავლის წყაროდ,
მაგალითად, სილამაზის სალონი, რომელიც ნაკლებსავარაუდოა დიდ ბიზნესად გადაიქცეს.
თუმცა, არსებობს საპირისპირო გამონაკლისები, თუნდაც საქართველოს მაშტაბით.

კაპიტალის მოზიდვის შეზღუდული შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში მცირე ბიზნესი იწყება


საკუთარი დანაზოგით ან ახლობლებთან ნასესხები თანხებით.
როცა საუბარია მცირე ბიზნესის უარყოფით მხარეებზე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ
ბიზნეს გეგმა:


ბიზნეს გეგმა გაძლევთ საშუალებას ობიექტურად და კრიტიკულად შეაფასოთ თქვენი
ბიზნესი, როგორც ერთი მთლიანობა


ბიზნეს გეგმა, როგორც საბოლო პროდუქტი, არის საოპერაციო ინსტრუმენტი, რომელიც
დაგეხმარებათ მართოთ თქვენი ბიზნესი და იმუშაოთ ეფექტურად მისი წარმატებისთვის.


ის გეხმარებათ წარუდგინოთ
 თქვენი ბიზნეს იდეები სხვებს და ქმნის საფუძველს
დაფინანსებისთვის.


ბიზნეს გეგმის მოზადებისას თქვენ სიღრმისეულად შეისწავლით თქვენს ბიზნესს
 რაც
გაგიადვილებთ დამფინანსებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

იმისათვის რომ კარგად გავიაზროთ ბიზნეს იდეა, შევხედოთ მას კრიტიკულად და არა
ემოციურად.
 
 მარკეტინგი – არის თუ არა ბაზარი? რამდენის გაყიდვას შევძლებთ?
 
 მენეჯემენტი – აქვს თუ არა მენეჯმენტს საჭირო კომპეტენცია?
 
ფინანსები - არის თუ არა ბიზნესი მომგებიანი?

სამეწარმეო იდეები

im SemTxvevaSi, Tu mcire firmis dafuZneba gadawyvetilia, mniSvnelovania


imis garkveva, Tu rogoria mewarmis Sansebi am biznesSi. statistika
metyvelebs, rom axlad Seqmnili 3 sawarmodan mxolod 1aRwevs
warmatebas. axlad Seqmnili sawarmoebis 85% kotrdeba pirveli 10 wlis
ganmavlobaSi.

mecnierTa gamokvlevebiT, es Sansebi TandaTanobiT izrdeba. Tumca bevri


ram aris damokidebuli biznesis tipze da qveynis saerTo ekonomikur
mdgomareobaze. gamokvlevam cxadyo, rom mwarmoebel firmebSi warmatebis
meti Sansia, vidre im firmebSi, romlebic ewevian vaWrobas. erT-erTi
faqtori, romelic gansazRvravs firmis sicocxlisunarianobas aris misi
damfuZneblis rwmena biznesis warmatebaSi [182,p.31].
ZiriTadi sakiTxi biznesis dawyebis procesSi dasagegmia Tu riT
Sevides igi momaval biznesSi, anu unda moiZebnos perspeqtiuli
biznesi. biznesi SeiZleba daiwyos cariel adgilas, moqmedi firmis
SesyidviT, an frenSaizis yidviT. rogorc wesi, damwyebi biznesmenebis
umetesoba sakuTar saqmes iwyebs nulidan. es aris biznesis yvelaze
rTuli gza. amasTan, am gziT moZravi biznesmenebis umetesobas gaaCnda
am sferoSi saqmianobis gamocdileba, ris gamoc riski minimumamde
daiyvaneba. biznesi unda daiwyos im saqmianobiT, romelic mewarmes
kargad aqvs Seswavlili. sareklamo saagentos direqtorma tom Sulma
sakuTari biznesi sareklamo saagentoSi mxolod mas Semdeg daiwyo,
rac am profilis sxvadasxva firmebSi saqmianobas 13 wlis
ganmavlobaSi eweoda.

im SemTxvevaSi, Tu ar gagvaCnia praqtikuli gamocdileba, gadamwyvet


rols TamaSobs kargi idea. jon grizvotma xandazmuli xalxis
momsaxurebis mizniT, daiqirava stundetebi minimaluri anazRaurebiT.
am ideis Sedegad Seiqmna firma saqarTveloSi kargad cnobil
`sfeSial qea~, romlis mogeba dRes Seadgens 10 milion dolars da
funqcionirebs aSS-s 100 StatSi.

samewarmeo ideebis calkeuli mimarTulebani asaxuli, Semdeg sqemaSi


(ix. cxrili # 2) ideis Zebnis procesSi umTavresi aris is, Tu ra
undaT adamianebs iseTi, rac ar aris warmodgenili saqonlisa da
momsaxurebis bazaris mocemuli segmentSi.

cxrili #2 idea ideis axsna magaliTi


ufro maRali klasis aucilebelia ukve magaliTad, arsebuli na-
saqonelze gadasvla. arsebuli saqonlis mcxvris an tanisamosis
modernizeba. modernizeba momxmare-
blis gemovnebis
Sesabami-sad.
ufro dabali klasis maRali xarisxianis magaliTad
saqonelze gadasvla. saqonelze danaxarje- avtomanqanebis
bis, fasebis Semcireba. gaqiraveba damatebiTi
momsaxurebis gareSe.
biznesis gaerTianeba. rodesac xdeba mewarme- magaliTad avtomatize-
obis ori sferos
ga- buli samrecxao, sadac
iyideba sakvebi an
erTianeba. gama-
grilebeli sasmelebi.
biznesis Tu saqoneli kargad magaliTad, nacionaluri
transportireba. iyideba erT regionSi, samzareulo kvebis
misi gadatana sxva obieqtebis
regionebSi. gadaadgileba.
masobriv bazarze specializirebuli magaliTad, Saqris an
gasvla. saqonlisaTvis ufro sarecxi fxvnilis dafa-
soeba da farTo
farTo momxmareblis momxma-
moZebna. rebelze gayidva.
bazris Seviwroveba. didi bazris mcire soflad sakabelo
segmenetis aTviseba. televiziis danergva.
saqonlis asortimentis specializebuli wignis maRaziebi,
Seviwroeba. saqonlis gayidva. romlebic yidian
mxolod deteqtiuri
Janris romanebs, an
specialur (ekonomikur,
iuridiul samedicino
da sxva) literaturas.
fasebis konkurencia. saqonelis ufro dabal sabiTumo vaWrobis
fasSi gayidva. organizeba.

axali sawarmos yidva mniSvnelovnad amcirebs risks imis


gaTvaliswinebiT, rom misi mdgomareoba winaswar aris yovelmxriv
cnobili. gamarTlebulia warmoebis funqcionirebadi sistemis an
momsaxurebis funqcionirebadi obieqtis SeZena, radganac is agvacilebs
imijis Seqmnis, klienturis mozidvis, mosamsaxureTa momzadebis auci-
lebel periods. SedarebiT martivia aseTi sawarmoebis dafinansebac.
biznesis SeZenis Sesaxeb gadawyvetilebis miReba mravali faqtoris
gaTvaliswinebas saWiroebs. Zalze mniSvnelovania, rom biznesis
potenciurma myidvelebma guldasmiT Seiswavlon biznesis yidvis
motivebi, gansazRvron misi arCevis kriteriumebi. myidvelma unda
gaiTvaliswinos Tavisi gamocdilebis done (rogorc profesiuli, aseve
araprofesiulic), anu daadginos, Tu ra exerxeba yvelaze metad, ra
saxis saqmianoba itacebs mas.

mniSvnelovania is garemoeba, rom myidvelma gansazRvros biznesis


sasurveli adgilmdebareoba da investiciisaTvis saWiro Tanxa. Tu
saWiro Tanxa ar aris likvidur mdgomareobaSi, maSin myidvelma unda
Seafasos, Tu ra SesaZleblobebi arsebobs Tanxebis gare wyaroebidan
miRebis TvalsazrisiT. ganisazRvros biznesis sidide Semdegi
parametrebis dadgeniT: realizaciis moculoba, mogeba da muSaxelis
raodenobis gaTvaliswinebiT.

unda daadginos, aris Tu ara biznesi momgebiani da stabiluri. rac


ufro momgebiani da stabiluria biznesi, miT ufro didia misi fasi.
TiTqmis yvela kerZo sakuTrebaSi myofi firma ise imarTeba, rom
minimumamdea dayvanili gamyidvelis sagadasaxado davalianeba.
saubedurod, igive saxis saqmianobasa da saaRricxvo praqtikas
sagadasaxado davalianebis
minimizaciasTan erTad, biznesis Rirebulebis Semcirebamde mivyavarT.
amis Sedegad, warmoiSoba garkveuli uTanxmoeba sasurveli gziT biznesis
mflobelisaTvis saqmianobis gaZRolasa da biznesis gasayidad momzadebas
Soris. marTalia, SesaZlebelia finansuri dokumentebis iseTnairad
gadakeTeba, rom aisaxos saqmis realuri viTareba, magram aman biznesmeni,
SeiZleba, rTul mdgomareobaSi Caayenos: kerZod, mas SesaZloa, mouxdes
damatebiTi gadasaxadebisa da jarimebis gadaxda. amitom, biznesis
momzadeba gasayidad am periodamde ramdenime TviT adre unda daiwyos.
drois es periodi mogcems saSualebas, SeviswavloT sabuRaltro
aRricxvis meTodebi, romelTa daxmarebiTac ukanaskneli 3-5 wlis
ganmavlobaSi mogebis aRricxva warmoebda.

Semowmebuli saaRricxvo dokumentebi finansuri angariSgebis saukeTeso


saxes warmoadgenen, rameTu yvelaze kargad aRiqmebian ukve
funqcionirebadi biznesis myidvelis mier.
Semdgom nabijs warmoadgens Rirebulebebis gansazRvrasTan
dakavSirebuli angariSis momzadeba. es angariSi gamoricxavs albaTobas
da fasebis dadgenis im meTods, romelsac biznesis mflobelTa umetesoba
eyrdnoba. xSirad isini arCevans akeTeben biznesis metismetad maRal
fasze. mxolod fasis TandaTanobiTi dawevis Semdeg SesaZlebelia
davadginoT, Tu ra Rirs realurad biznesi. maRal profesiul doneze
momzadebuli Sefasebis dokumentebi gamoricxavs msgavs problemebs.

Sesasyidi biznesis analizisaTvis momzadebul unda iqnes biznesis


Sesaxeb yovlismomcveli informaciuli paketi. masSi warmodgenil unda
iyos Semdegi punqtebi:

1. biznesis istoria;
2. biznesis marTvis meTodebis analizi;
3. informacia ZiriTadi kapitalis Sesaxeb;
4. informacia momwodebelis Sesaxeb;
5. bazarze moRvaweobis praqtikis mimoxilva;
6. informacia konkurenciebis Sesaxeb;
7. informacia momsaxure personalis Sesaxeb;
8. informacia mflobelTa Sesaxeb;
9. informacia dazRvevis saxeebis Sesaxeb;
10. mosalodneli samarTlebrivi an sxva gauTvaliswinebeli valde-
bulebebi;

11. bolo 3-5 wlis finansuri angariSebis mokle mimoxilva.

დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები საქართველოში

მიკრო ბიზნესი
მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს:


არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას (დაქირავებულ პირებად ოჯახის წევრები არ
ჩაითვლებიან);

დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.


არ ახორციელებს საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებით განსაზღვრულ
საქმიანობებს (მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა).

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი:


მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან 30 000
ლარამდე მიღებული შემოსავალის ფარგლებში თავისუფლდება საშემოსავლო
გადასახადისაგან;

თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან;


არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს;


მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება გადახდის წყაროსთან
გადასახადის დაკავება;


მიკრო ბიზნესის საქმიანობის ნაწილში, სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი
საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
გამოვლენის შემთხვევაში არ ჯარიმდება;
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე
გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია:

❖ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rs.ge არსებული


განაცხადის რეგისტრაციით;

შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრში;


საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ფიზიკურ პირს საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს
მიკრობიზნესის სტატუსი და გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.

- მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ


პირს.
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება
ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;


საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში
შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს;

სავალუტო ოპერაციების განხორციელება;


სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ
შორის,საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;

სათამაშო ბიზნესი;


ვაჭრობა (გარდა, იმ შემთხვევისა როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის
გადამუშავება და მიწოდება.)

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დეკლარაციას წარადგენს:

• საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე; (გამარტივებული)

• ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას 30 სამუშაო დღის ვადაში.

მცირე ბიზნესი

მცირე ბიზნესის არსი და პირობები

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის


მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს.
ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდედბლობით დადგენილ
მოთხოვნებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით
მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

მცირე ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2


კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში
500 000 ლარს გადააჭარბა;
ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასა ხადო ორგანოს კალენდარული წლის
დასრულებამდე მიმართა;
გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88 -ე მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებულ
საქმიანობას;
დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3 -ჯერ დაჯარიმდა
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახდის განაკვეთები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1


პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დ ასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3
პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა
შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ
ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის
(ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების
თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასხადის გადამხდელად რეგისტრაცია

✓ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც


წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ
კოდექსის
157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
✓ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული
ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების
დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო -
მატერიალური მარაგების ნაშთი.
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე -2
ნაწილით განს აზღვრულ სასაქონლო -მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს
დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული
წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო


სერტიფიკატის გაცემით ინსტრუქციით მოცემული წესების შესაბამისად. სტატუსს
პირი კი იძენს მიმართვიდან 2 დღეში, მაგრამ სტატუსიდან გამომდინარე დაბეგვრის
სპეციალური რეჟიმი პირისათვის მოქმედებს სტატუსის მინიჭების კალენდარული
წლის დასაწყისიდან სტატუსის გაუქმებამდე. ამასთ ან, სტატუსი ძალაშია შემდგომი
კალენდარული წლებისათვისაც, თუ ის არ გაუქმდა. სტატუსის გაუქმების
საფუძველი, გარდა მცირე ბიზნესისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა,
შეიძლება იყოს პირის განცხადება სტატუსზე უარის თქმის შესახებ.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პ ირს არ მოეთხოვება შემოსავლების რაიმე წესით ან


ფორმით აღრიცხვა. მისი შემოსავლები, მაგალითად, დასტურდება და აღრიცხულია,
პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებითა და
საკონტროლო–სალარო აპარატების ჩეკებით. რაც შეეხება ხარჯების აღრიც ხვას,
სტატუსის მქონემ უნდა აწარმოოს ინსტრუქციით დამტკიცებული ხარჯების
აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი.

როდესაც პირი წყვეტს ეკონომიკური საქმიანობას, მსგავსად ჩვეულებრივი დაბეგვრის


რეჟიმისა, მას ევალება საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია 30 სამუშაო
დღის ვადაში. მცირე ბიზნესის შემთხვევისას პირი მიმდინარე გადასახდელებს
გასული. წლის მიხედვით იხდის ჩვეულებრივად დადგენილი წესით, თუ
გადასახადი წინა
კალენდარულ წელს პირს არ ეკისრებოდა, ის არც იხდის მიმდინარე გადასახდელებს.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი


ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც:

არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი;


ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას
(საქართველოს მთავრობის დადგენილება N415).

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი


საქმიანობის ნაწილში:

არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს;


თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან;

საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის შესახებ
დეკლარაციას;

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ
გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების
განსაზღვრისას;


ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ეკონომიკური
საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება ქონების გადასახადის
მიზნებისთვის განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალში.

განცხადებაში მიეთითება საქმიანობის სახე;დასაბეგრი საქმიანობის მისამართი.

პირი, სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს;

გაიცემა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი. (ცალ-ცალკე დასაბეგრი


საქმიანობის თითოეულ მისამართზე).

პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო


თვის პირველი რიცხვიდან.

პირს უფლება აქვს, ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადავიდეს საანგარიშო


წლის ნებისმიერ თვეს.

ცხრილი #3 ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობები (არასრული)


არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან;

არ სარგებლობს, საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე საქართველოს საგადასახადო


კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით;

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობ(ებ)ის განმახორცილებელ პირებზე მიკრო და


მცირე ბიზნესის სტატუსი არ გაიცემა.

არ ჯარიმდება სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისა და სააღრიცხვო


დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-
მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შემთხვევაში;

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან არ


გამოიქვითება;

You might also like