You are on page 1of 9

მეწარმეობის როლი ქვეყნის

ეკონომიკურ განვითარებაში

ნინი კუხიანიძე
მეწარმე და მეწარმეობა დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის
პირობებში, მართლაც რომ მნიშვნელოვანია. მეწარმეს აკისრია
საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია და ამავდროულად რთული ამოცანა ,
რომლის შესრულება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული .
თუმცა, ეს ასე რომ არ იყოს, მეწარმეობა, ალბათ, არ იქნებოდა ისეთი
მნიშვნელოვანი სექტორი ეკონომიკისთვის, რადგანაც, როგორც
ამბობენ, „Who doesn’t take risks doesn’t drink champagne” („ვინც არ
რისკავს, ის შამპანურს არ სვამს“). დღესდღეობით მეწარმეობა
ეკონომიკური ზრდის და განვითარების ერთ-ერთი უმძლავრესი
მამოძრავებელი ძალაა
სიტყვა „მეწარმე“ ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს
„შუამავალს“, ადამიანს, რომელსაც უჭირავს შუა ადგილი.
ანუ იგულისხმება ადამიანი, რომელიც კომერციას
მისდევს. ფართო გაგებით ის ასევე მოიცავს ბიზნესის
მფლოებელებსა და თვითდასაქმებულებს.

ტერმინი „მეწარმეობა“ პირველად გამოიყენა ფრანგმა


ეკონომისტმა რ. კანტილიონმა მე-18 საუკუნის მეორე
ნახევარში. იგი მეწარმეობას აიგივებდა ვაჭრობასთან და
განასხვავებდა მას ფინანსური საქმიანობისგან. მისი
აზრით „მეწარმე არის ინდივიდი, რომელსაც შეუძლია
თავის თავზე აიღოს რისკი, მიისწრაფვის მომავლისკენ,
იმედი აქვს მიიღოს შემოსავალი და მზადაა
დანაკარგებისთვისაც“.
ზოგადად, მეწარმეობა წარმოადგენს ეკონომიკური
აქტივობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ემყარება
წარმოებისადმი და ბაზარზე საქონლის მიწოდებისადმი
ინოვაციურ, დამოუკიდებელ მიდგომას, რომელსაც
მეწარმისთვის მოაქვს შემოსავალი და ამავდროულად მისი,
როგორც პიროვნების მნიშვნელობის გაცნობიერება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა


ხორციელდება ეკონომიკის ძირითად რგოლში – ფირმაში,
ხოლო სამეწარმეო აქტივობის ძირითადი სუბიექტია
მეწარმე, რომელიც დაკავშირებულია ამ პროცესის სხვა
მონაწილეებთამ – მომხმარებლებთან, სახელმწიფოსთან,
პარტრნიორებთან, დაქირავებულ მუშაკებთან. სამეწარმეო
საქმიანობის ობიექტს საქონელი წარმოადგენს. სამეწარმეო
საქმიანობა იწყება აზროვნებიდან, სამეწარმეო იდეის
დაბადებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.
მეწარმეობის როლი ეკონომიკაში

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და


საშუალო მეწარმეობა, ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების აუცილებელი ფაქტორია. ის ქმნის
სამუშაო ადგილებს, ზრდის დასაქმებას და შეაქვს
უდიდესი წვლილი ეკონომიკურ კეთილდღეობაში.
აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება
ჩაითვალოს ეკონომიკის საყრდენა.
თანამედროვე პერიოდში შეუძლებელია ქვეყნის
ეკონომიკური განვითარება კომერციის, წარმოების,
ფინანსური ინსტიტუტების გარეშე, რაც მცირე და
საშუალო ბიზნესის განუყოფელი ნაწილია.
მცირე საწარმო ეწოდება ისეთ საწარმოს,
რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა არ
აღემატება 20-მდე დასაქმებულს და წლიური ბრუნვა
არ აღემატება 500 000 ლარს.
საშუალო საწარმო ეწოდება ისეთ საწარმოს,
რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა 20-100
დასაქმებულს მოიცავს და წლიური ბრუნვა არ
აღემატება 1.5 მლნ ლარს.
აღსანიშნავია მცირე მეწარმეობა, რომელზეც
განვითარებულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის
თითქმის ნახევარი მოდის. მისი უპირატესობაა ისაა,
რომ იგი სიღარიბის და უმუშევრობის აღმოფხვრის,
მაკროეკონომიკური და სოციალური წონასწორობის
გარანტად გვევლინება. ის მეწარმეთა ფართო ფენის
ჩამოყალიბებასა და მეწარმეობის განვითარების
მძლავრ საშუალებად იქცევა და ხელს უწყობს
კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასა და
ინოვაციების დანერგვას.

მცირე და საშუალო მეწარმეობას საგრძნობი


წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური
ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. ძლიერი და
კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო
სამეწარმეო სექტორები ხელს უწყობს ექსპორტის
წილის ზრდას, ინოვაციების განვითარებასა და
სამეწარმეო კულტურის შექმნას. ამავე დროს ის
განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის
კეთილდღეობის დონის ზრდაში.
საქართველოსთვის მეწარმეობას დიდი სოციალურ -
ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ის ასრულებს
მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა დასაქმების
უზრუნველყოფა, სოციალური უთანაბრობის
შერბილება, კონკურენტული გარემოს ფორმირება
და სხვა.

საქართველოში 2014 წელს შეიქმნა მეწარმეობის


განვითარების სააგენტო. ის წარმოადგენს მცირე და
საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა
და პროგრამების განხორციელების ერთ-ერთ
მაკოორდინირებელ სტრუქტურას საქართველოში.
მისი ძირითადი მიზნებია კერძო სექტორის
კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, დამწყები
ბიზნესების მხარდაჭერა, თანამედროვე სამეწარმეო
გარდა ამისა, საქართველოში არსებობს სამეწარმეო გარემოს
განვითარების ხელშემწყობი არასამთავრობ ორგანიზაციებიც:
• მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი
• საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო
• ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკი
• ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდი და სხვა.
როგორც აქამდეც აღვნიშნე, ეკონომეტრიკის განვითარება, ხელი შეუწყო
მეწარმეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრების გაკეთებას.

ამრიგად, მეწარმეობამ განვითარების დიდი გზა გაიარა . ამ


განვითარებამ უზრუნველყო დასაქმების დონის და საზოგადოებრივი
კეთილდღეობის ამაღლება.
ის მნიშვნელოვანია, როგორც მიკრო, ასევე მაკროდონეზე .
მეწარმეობა დიდ წილს იკავებს არამარტო ქვეყნის შიდა ბაზრებზე ,
არამედ მის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ვხედავთ, რომ მეწარმეობა თავისი
ცვალებადი ტენდენციისა და იმ უარყოფითი ფაქტორებისა ,
რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ მის განვითარებას , ნელ -
ნელა მაინც წინ მიიწევს. სახელმწიფოსა და სხვა უწყებების მხრიდან
იგრძნობა ხელისშეწყობა, რომელიც ზრდის მეწარმეების სტიმულებს
და, ცხადია, დადებითად აისახება ქვეყნის როგორც ეკონომიკურ ,
ასევე სოციალურ მხარეზე.
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like