You are on page 1of 10

ლელობურთი

საქართველოში

პროექტის ავტორია ნინი კუხიანიძე


ლელობურთი, რაგბის ქართული წინამორბედი - ერთ-ერთი
უძველესი თამაში და ქართული ეროვნული სპორტის სახეობა,
რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე.
ლელობურთის ტრადიცია გურიაში, სოფელ შუხუთში
დღემდე გრძელდება. ყოველ წელს, აღდგომის
დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება თამაშში
მონაწილეობის მისაღებად თუ საყურებლად .
16 კილოგრამიანი ბურთი სპეციალურად მზადდება უხეში
ტყავისგან, იტენება ბალახით, ნახერხითა და ქვიშით. ამის შემდეგ,
შუხუთელებს ბურთი გადადგება-გადმოგდებით ჯერ ეკლესიაში
მიაქვთ, შემდეგ კი იწყება თამაში. ერთმანეთს ქვემო და ზემო
შუხუთელები ეჯიბრებიან, მოთამაშეების მთავარი ამოცანა ბურთის
თავიანთ მხარეს გადატანაა, რაც გამარჯვებას ნიშნავს.
შუხუთელები ამბობენ, რომ ლელობურთი მათი სოფლის
სიმბოლოა, შუხუთი და ლელო ერთმანეთისგან განუყოფელია.
ძველი ხალხური ტრადიცია ამ თამაშს ყოველთვის აღდგომის
დღესასწაულთან აკავშირებდა. იმ დროს, როცა ყველა
რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა იკრძალებოდა,
კომუნისტები ლელოს აკრძალვასაც შეეცადნენ, მაგრამ არაფერი
გამოუვიდათ _ ერთადერთი ის მოახერხეს, რომ თამაში პირველ
მაისს დაამთხვიეს. გადმოცემის თანახმად, თითქმის სამი საუკუნეა
ლელობურთს თამაშობენ.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან, ლელოს თამაში ისევ
აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირდა. სხვადასხვა
დროში ახალი ელემენტები ჩნდებოდა და
უკავშირდებოდა თამაშს. ადრე ლელოს თურმე ქალებიც
თამაშობდნენ. ცნობილი ქალი ლელობურთელი იყო
თინა იმნაიშვილი
XIX საუკუნე ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით
სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე. წ. ხარაზოვის
ბაღის მიდამოები. გურიას რაც შეეხება, არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს
აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა შუხუთთან ბრძოლაში, მის
სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა „ხასანბეგურა“ და ლელოს თამაშიც შუხუთში
(გურიაში) სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება. არსებობს გამოთქმა: „გურულებმა
ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს
გადაღმაო“
სხვადასხვა დროში ახალი ელემენტები ჩნდებოდა და
უკავშირდებოდა თამაშს. მაგალითად, მიცვალებულის პატივსაცემად
მის საფლავზე ბურთის მიტანა შედარებით ახალი ტრადიციაა . ლელოს
ბურთს შუხუთელი შაქრო იმნაიშვილი კერავდა. მას ახალგაზრდა ვაჟი
გარდაეცვალა. პირველ წელიწადს გამარჯვებულებმა მის საფლავზე
მიიტანეს ბურთი. რამაც შემდეგში ამ ტრადიციის დამკვიდრება
განაპირობა.
დღეს, საქართველოში ლელობურთს ყოველ აღდგომას
თამაშობენ. აქ ყოველ წელს ტრადიციულად იმართება
ლელობურთის რესპუბლიკური ჩემპიონატი. ამ ეროვნულ
სახეობაში დაწესებულია საქართველოს სპორტის
ოსტატის წოდება.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like